A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
mixeul bulgakovi - ostati da margarita

ნაწილი პირველი



„და მაინც ვინ ხარ , ბოლოს და ბოლოს? – მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც მარად ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს“.



გოეთე, „ფაუსტი“



 



თავი პირველი - ნურასოდეს დაელაპარაკებით უცნობებს



გაზაფხულის ხვატით გათანგულ საღამოსპირზე, მოსკოვში, პატრიარქთა ტბორებთან, ორი მოქალაქე გამოჩნდა. ერთ მათგანს რუხი, საგაზაფხულო კოსტიუმი ეცვა. ტანდაბალი, ჩასუქებული და მელოტი კაცი იყო, ლაზათიანი ქუდი სამი თითით ეჭირა წკიპზე და სუფთად გაპარსულ სახეს შავი, რქისჩარჩოიანი, უჩვეულო სიდიდის სათვალე უფარავდა. მეორეს – მხარბეჭიან და წითურქოჩორა ახალგაზრდას – კინკრიხოზე მოეგდო კუბოკრული კეპი. ქურთუკი, დასმურკლული თეთრი შარვალი და შავი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.



პირველი თავად მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი გახლდათ, მოსკოვის უდიდესი ლიტერატურული ასოციაციის, შემოკლებით „მასსოლიტის“ თავმჯდომარე და სქელტანიანი მხატვრული ჟურნალის რედაქტორი, ხოლო მისი ყმაწვილი თანამგზავრი – პოეტი ივან ნიკოლაევიჩ პონირევი, რომელიც „უსახლკაროს“ ფსევდონიმით წერდა.



სიმწვანეშეპარულ ცაცხვების ჩრდილს მიაღწიეს თუ არა, მწერლები ჭრელი ჯიხურისაკენ გაცვივდნენ, „ლუდი და წყლები“ რომ ეწერა.



იმთავითვე უნდა აღვნიშნოთ მაისის ამ ავბედითი საღამოს პირველივე საოცრება. არამცთუ ჯიხურთან, მალაია ბრონნაიას პარალელურ ამ ხეივანში ადამიანი არ ჭაჭანებდა. დღეს, როცა სუნთქვაც კი ჭირდა, როცა მზეს მოსკოვი დაეფუფქა და სადღაც, სადოვოე კალცოს მიღმა, გამომშრალ ბურუსში აპირებდა შთანთქმას, არავის მონატრებია ცაცხვების ჩრდილი, არავინ ჩამომჯდარა მერხზე – უკაცური იყო ხეივანი.



– „ნარზანი“ დაგვისხით, – სთხოვა ბერლიოზმა.

– „ნარზანი“ არა გვაქვს, – ჯიხურიდან გამოეპასუხა ქალი და რატომღაც გაიბუსა. – არც ლუდი? – ხმა ჩაეხლიჩა უსახლკაროს.

– ლუდს საღამოს მოიტანენ, – უპასუხა ქალმა.

– აბა, რა გაქვთ? – ჰკითხა ბერლიოზმა.

– გარგარის წვენია, ოღონდ თბილი, – უთხრა ქალმა.

– კარგი, დაგვისხით! დაგვისხით!



გარგარის წვენმა გვარიანი ყვითელი ქაფი მოიგდო და ჰაერში სადალაქოს მძაფრი სუნი დატრიალდა. წყურვილმოკლულ მწერლებს მაშინვე სლოკინი აუტყდათ, ფული გადაიხადეს და ტბორისპირზე, ბრონნაიასკენ ზურგშექცევით ჩამოსხდნენ სკამზე.



ამ დროს მეორე საოცრებაც მოხდა, რომელიც მხოლოდ ბერლიოზმა იგრძნო. მოულოდნელად სლოკინი შეუწყდა, გული აუფანცქალდა, მიელია, სადღაც გაეპარა, მერე კი ბლაგვი მახათივით ჩაესო საგულეში. თან რაღაც უსაფუძვლო, მაგრამ თავზარდამცემმა შიშმა გაუთანგა სხეული და უკანმოუხედავად მოუნდა აქედან გაქცევა. ბერლიოზი ვერა და ვერ მიხვდა, ასე რამ დააფრთხო, იქაურობა სევდიანად მოათვალიერა და გაიფიქრა: „უცნაურია!



რა დამემართა... გული მიწუხს... გადავიღალე. ალბათ დროა მივატოვო ყველაფერი და კისლოვოდსკისკენ...



უეცრად ხორშაკიანი ჰაერი დაკელტდა მის თვალწინ და ამ ჰაერიდან უცნაურზე უცნაური, გამჭვირვალე მოქალაქე გამოიკვეთა. ერთ ციდა თავზე ჟოკეის კეპი ეხურა, კუბოკრული, მოკლე და ვიწრო პიჯაკი კი... მოქალაქე საჟენის სიმაღლისა იყო, მხარმოკლე, გამწლიკული და სახეზე, გთხოვთ დაიხსომოთ, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა.



ბერლიოზის ცხოვრება იმთავითვე ისე აეწყო, ამგვარ სასწაულებს არ იყო ჩვეული. მთლად დაეტეტკა სახე, თვალები დააჭყიტა და დაზაფრულმა გაიფიქრა: „დაუჯერებელია“.



მაგრამ ვაი, რომ დაუჯერებელი არაფერი იყო და ეს აწოწილი, გამჭვირვალე მოქალაქე, მიწაზე ფეხის დაუკარებლად ხან მარჯვნივ გადაქანდებოდა, ხან მარცხნივ.



თავზარდაცემულმა ბერლიოზმა თვალი დახუჭა და როცა წამის შემდეგ კვლავ გაახილა, შვებით ამოისუნთქა: მოჩვენება გამლღვალიყო, კუბოკრულკოსტიუმიანიც აღარსად ჩანდა და აღარც გული აწუხებდა.



– ფუი ეშმაკს! – წამოიძახა რედაქტორმა, – გაგონილა, სიცხისაგან ლამის გული გამისკდა, რაღაც უჟმურიც კი მომელანდა, – მან ჩაცინება სცადა, მაგრამ თვალები ისევ ფეთიანივით დაურბოდა და თითებიც უკანკალებდა.



თუმცა თანდათან სული მოითქვა, ცხვირსახოცი დაინიავა, მერე საკმაოდ მხნედ წარმოთქვა:



„მაშ, ასე“, და გარგარის წვენის სმისას შეწყვეტილი საუბარი განაგრძო.



საუბარი ესე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იესო ქრისტეს ეხებოდა. ამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალის მორიგი ნომრისათვის რედაქტორს პოეტისათვის ვრცელი, ანტირელიგიური პოემა დაეკვეთა. ივან ნიკოლაევიჩმა პოემა შეთხზა და ძალიან მოკლე დროშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, რედაქტორის გული მაინც ვერ მოიგო. გააშავა, მაგრამ რა გააშავა უსახლკარომ მთავარი მოქმედი გმირი, ე. ი. იესო, რედაქტორი კი უმტკიცებდა, პოემა ხელახლაა დასაწერიო. ახლაც ბერლიოზს უნდოდა, ძირეულ შეცდომებზე მიენიშნებინა და ამიტომაც ესაუბრებოდა იესოს შესახებ. ვერ გეტყვით, კალამმა უმტყუნა პოეტს თუ საკითხის უცოდინარობის გამო დაემართა ასე, მაგრამ უსახლკაროს პოემაში იესო, თუმცა კი ძალზე უარყოფითად, მაგრამ ცოცხალი ადამიანივით იყო ასახული. ბერლიოზი კი უმტკიცებდა, რომ პოეტს იესოს ავკარგიანობაზე კი არ უნდა გაემახვილებინა ყურადღება, არამედ ეჩვენებინა მკითხველისათვის, რომ იესო, როგორც პიროვნება, საერთოდ არ არსებობდა ამქვეყნად და მის შესახებ შეთხზული თქმულებები მონაჩმახი და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მითი იყო მხოლოდ.



უნდა ითქვას, რომ რედაქტორი ნაკითხი კაცი ბრძანდებოდა და მსჯელობისას ერთობ ჯეროვნად იშველიებდა ძველი დროის ისტორიკოსებს. ისეთებს, მაგალითად, როგორებიც



იყვნენ, ფილონ ალექსანდრიელი და დიდად განათლებული იოსებ ფლავიუსი, სიტყვაც რომ არ დასცდენოდათ იესოს არსებობის შესახებ. მიხაილ ალექსანდროვიჩმა საკმაო ერუდიცია გამოამჟღავნა და სხვათა შორის, ისიც ამცნო პოეტს, ტაციტუსის სახელგანთქმული „ანალების“ მეთხუთმეტე წიგნის 44-ე თავის ის ადგილი, სადაც იესოს ჯვარცმაზეა ლაპარაკი



– სხვა არაფერია, თუ არა გვიანდელი, ყალბი ჩანართიო.



პოეტი ამ საკითხებში ხამად გახლდათ, დიდი გულისყურით უსმენდა მიხაილ ალექსანდროვიჩს, მკვირცხლი, ჭროღა თვალები მისთვის მიეპყრო, მხოლოდ ხანდახან თუ ამოასლოკინებდა და ჩურჩულით წყევლიდა გარგარის წვენს.



– ყველა აღმოსავლურ რელიგიაში, – განაგრძობდა ბერლიოზი, – როგორც წესი, უმწიკვლო ასული შობდა ღმერთს. ქრისტიანებმაც ვერაფერი მოიგონეს უკეთესი და ასევე შეთხზეს საკუთარი იესო, რომელიც სინამდვილეში ამქვეყნად არასოდეს მოსულა. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილო ყურადღება...



ბერლიოზის მაღალი ტენორი უკაცრიელ ხეივანში იფანტებოდა და რაც უფრო ღრმად იჭრებოდა მიხაილ ალექსანდროვიჩი გაუკაფავში, სადაც კინწის მოუტეხავად მხოლოდ ერთობ განათლებული ადამიანი თუ შეძლებდა შესვლას, პოეტი უფრო და უფრო საგულისხმო და მეტად სასარგებლო ამბებს იტყობდა მიწისა და ცის ნებიერ ღმერთზე – ეგვიპტელ ოზირისზე, ფინიკიელ ღმერთ თამუზზე, მარდუქსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნაკლებად ცნობილ, მრისხანე ღმერთ ვიცლიპუცლიზე, ოდესღაც, მექსიკაში, დიახაც რომ ეთაყვანებოდნენ აცტეკები.



სწორედ იმ დროს, როცა მიხაილ ალექსანდროვიჩი პოეტს მოუთხრობდა, თუ როგორ ძერწავდნენ აცტეკები ცომისაგან ვიცლიპუცლის აღალებს, ხეივანში ერთი სულიერი გამოჩნდა.



მოგვიანებით, როცა, სიმართლე ითქვას, გვიანღა იყო თითზე კბენანი, მრავალმა დაწესებულებამ წარმოადგინა ამ ადამიანის აღწერილობა. მასალის შეჯერება უდავო გაოცებას იწვევს. ასე, მაგალითად, ერთნი იუწყებოდნენ, რომ მოქალაქე დაბალი იყო, ოქროს კბილები ჰქონდა და მარჯვენა ფეხით კოჭლობდა. მეორენი სხვას ამტკიცებდნენ: თითქოს უცნობი გოლიათური აღნაგობისა იყო, კბილებზე პლატინაგადაკრული და მარცხენა ფეხით კოჭლობდა. მესამენი კი მოკლედ იტყობინებოდნენ, მოქალაქეს განსაკუთრებული ნიშნები არ გააჩნდაო.



უნდა ვაღიაროთ, არც ერთი ცნობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.



ჯერ ერთი, ხსენებული მოქალაქე სულაც არ კოჭლობდა, არც ჩია იყო და არც გოლიათური აღნაგობის, უბრალოდ, მაღალი ტანის კაცი ეთქმოდა, ხოლო რაც შეეხება კბილებს, მარცხენა მხარეს პლატინა ჰქონდა გადაკრული, მარჯვნივ კი – ოქრო. ძვირფასი, ფერფლისფერი კოსტიუმი და იმავე ფერის უცხოური ფეხსაცმელი ეცვა. ნაცრისფერი ბერეტი თავმომწონედ მოეგდო კეფაზე და იღლიაში პუდელის თავის ბუნიკიანი ჯოხი ამოეჩარა. შესახედავად ორმოცს იქნებოდა გადაცილებული. ტუჩები როგორღაც გვერდულად ჰქონდა მოქცეული. შავგვრემანი, სუფთად გაპარსული სახე. მარჯვენა თვალი შავი, მარცხენა კი, რატომღაც – მწვანე. ყორნისფერი, უსწორმასწორო წარბები – ერთი სიტყვით, უცხოელი იყო.



იმ სკამს რომ ჩაუარა, სადაც რედაქტორი და პოეტი მოკალათებულიყვნენ, უცხოელმა ცერად გახედა მსხდომთ, შედგა და უეცრად იქვე, გვერდით სკამზე ჩამოჯდა.



„გერმანელია“, – გაიფიქრა ბერლიოზმა.



„ინგლისელია, – გონებაში გაივლო უსახლკარომ, – ხელთათმანებიც აცვია ამ გაგანიაში“.



უცხოელმა კი გუბურის ირგვლივ კვადრატულად შემოჯარულ მრავალსართულიან სახლებს ჰკიდა თვალი, იმავ წამს შეეტყო, აქაურობას პირველად ხედავდა და ძალიანაც დაინტერესდა.



დაჟინებით უცქეროდა სახურავებქვეშ, მინებზე თვალისმომჭრელად აკიაფებულ, ჩამავალ და მიხაილ ბერლიოზისათვის აწ სამარადჟამოდ მილეულ მზეს, შემდეგ ქვევით, ბინდისპირზე ჩამუქებულ ფანჯრებს შეავლო თვალი, რაღაცას მოწყალედ გაუღიმა, თვალები მოჭუტა, ხელები ჯოხის ბუნიკზე დააწყო და ნიკაპი ზედ ჩამოაყრდნო.



ბერლიოზი კი განაგრძობდა:



– შენ ძალზე დამაჯერებლად და სასაცილოდ აღწერე ღვთის შვილის, იესოს შობა, მაგრამ ის კი დაგავიწყდა, რომ ქრისტემდეც მრავლად იყვნენ ღვთის შვილები, თუნდაც ფრიგიელი ატისი. მოკლედ, ეს ღვთის შვილები და იესოც მათ შორის, არასოდეს შობილან და არც არსებულან ამქვეყნად. ამიტომ, ჩემი აზრით, შობისა და თუნდაც, მოგვთა მოახლების ნაცვლად, ჯობდა მოარული ჭორები აგეწერა დაბადებაზე... თორემ შენი პოემით ისე გამოდის, თითქოს იესო მართლაც არსებობდა!. .



ივან ნიკოლაევიჩმა სცადა აუტანელი სლოკინი შეეკავებინა, სუნთქვა შეიკრა, ამის გამო უფრო ძლიერად ამოასლოკინა და იმავ წამს, ბერლიოზსაც გაუწყდა სიტყვა, რადგან უცხოელი უეცრად წამოდგა და მწერლებისკენ გამოეშურა.



ისინი გაოცებულები შეაჩერდნენ.



– მომიტევეთ კადნიერება... – კილომოქცევით, მაგრამ სიტყვების დაუმახინჯებლად წარმოთქვა უცხოელმა, – მაგრამ თქვენი საუბრის თემამ იმდენად მიმიზიდა...



მან თავაზიანად მოიხადა ბერეტი, მეგობრებს კი სხვა რაღა გზა ჰქონდათ, ფეხზე წამოდგნენ და თავი დაუკრეს.



„არა, ფრანგს უფრო ჰგავს... „ – გაიფიქრა ბერლიოზმა.



„პოლონელია?“ – გულში გაივლო უსახლკარომ.



აქვე უნდა ითქვას, უცხოელის გარეგნობამ თვალის შევლებისთანავე პოეტს ზიზღი მოჰგვარა, ბერლიოზს კი მოეწონა, უფრო სწორად, კი არ მოეწონა... როგორღაც... დაინტერესდა თითქოს.



– თუ ნებას დამრთავთ... – თავაზიანად ითხოვა უცხოელმა და მეგობრებმაც უნებლიეთ გაიწ-გამოიწიეს. უცხოელი მოხერხებულად მოკალათდა მათ შორის და ხელადვე ჩაება საუბარში.



– თუ არ მომეყურა, ბრძანებდით, იესო არ არსებობდაო? – იკითხა უცხოელმა და მარცხენა, მწვანე თვალით გახედა ბერლიოზს.



– დიახ, არ შემცდარხართ, – ასევე თავაზიანად უპასუხა ბერლიოზმა, – სწორედ ამას ვამბობდი.



– გასაოცარია! – წამოიძახა უცხოელმა.



„რა ეშმაკი უნდა?“ – გაიფიქრა უსახლკარომ და მოიღუშა.



– თქვენც დაეთანხმეთ? – დაინტერესდა უცხოელი და ახლა მარჯვნივ, უსახლკაროსკენ იქცია პირი.



– ასი პროცენტით! – დაუმოწმა ღვარჭნილსიტყვაობისა და ფიგურალური გამოთქმების მოყვარულმა პოეტმა.



– გასაოცარია! – კვლავ წამოიძახა დაუპატიჟებელმა მოსაუბრემ, – შემდეგ, რატომღაც ქურდულად მიმოიხედა და ჩურჩულით განაგრძო, – მომიტევეთ ეს აკვიატება, მაგრამ, როგორც ვხედავ, სხვა ყველაფერთან ერთად, თქვენ არც ღმერთი გწამთ? – მას სახეზე შეშფოთება დაეტყო და წაიჩურჩულა, – გეფიცებით, არავის ვეტყვი...



– დიახ, ჩვენ ღმერთი არ გვწამს, – ინტურისტის სიფრთხილემ ღიმილი მოჰგვარა ბერლიოზს,



– მაგრამ ამაზე სრულიად უშიშრად შეიძლება ლაპარაკი.



უცხოელი სკამის საზურგეს გადაეყრდნო და ლამის აწკმუტუნდა ცნობისმოყვარეობით.



– ათეისტები ხართ?



– დიახ, ათეისტები, – გაუღიმა ბერლიოზმა, უსახლკარომ კი ბრაზით გაიფიქრა: „რას გადაგვეკიდა, ეს უცხო ჩიტიღა გვაკლდა!“



– მშვენიერია, შესანიშნავია! – აყვირდა ეს უცნაური უცხოელი და თავის ქიცინს მოჰყვა, ხან ერთ ლიტერატორს მიაჩერდებოდა, ხან – მეორეს.



– ჩვენს ქვეყანაში ათეიზმი არავის უკვირს, – დიპლომატიურად და თავაზიანად აუხსნა ბერლიოზმა, – რა ხანია ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას შეგნებულად აღარ სჯერა იმ არაკების, ღმერთებზე რომ თხზავდნენ.



აქ კი თავი მოიგიჟიანა უცხოელმა: უეცრად წამოხტა და გაოცებულ რედაქტორს ხელი ჩამოართვა.



– ნება მომეცით, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ!



– რა?. . – თვალები აახამხამა უსახლკარომ, – რისთვის?



– ძალზე მნიშვნელოვანი ცნობებისათვის, რომელიც მე, როგორც მოგზაურს, ერთობ მესაჭიროებოდა, – განუმარტა უცნაურმა სტუმარმა და მრავლისმეტყველად აღმართა თითი.



მნიშვნელოვანმა ცნობამ, როგორც ჩანდა, მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელზე. მან ძრწოლით ახედა სახლებს, თითქოს შიშობდა, ყოველ ფანჯარაში წყვილ- წყვილი ათეისტი არ დაენახა.



„არა, ინგლისელი არ უნდა იყოს“... – გაიფიქრა ბერლიოზმა, უსახლკარომ კი, – „ასე მაინც სად ისწავლა რუსული, აი, ესაა გასაკვირი!“ – და ისევ მოიქუფრა.



– მაგრამ, ნება მომეცით, გკითხოთ, – ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კვლავ ამოიდგა ენა უცხოელმა, – ღვთის სუფევის დამადასტურებელ იმ მტკიცებულებებს რაღა ვუყოთ, რომელთა რიცხვი, მოგეხსენებათ, სრულად ხუთია!



– სამწუხაროდ, – თანაგრძნობით ჩაიცინა ბერლიოზმა, – ეს მტკიცებულებანი ჩალის ფასადაც არ ღირს და კაცობრიობამ კარგა ხანია მიივიწყა. ალბათ დამეთანხმებით, გონიერი კაცისათვის ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი ნაკლებსარწმუნოა.



– ბრავო! – დაიღრიალა უცხოელმა, – ბრავო! თქვენ ახლა ზედმიწევნით გაიმეორეთ მოხუცი იმანუილ კანტის აზრი. მაგრამ სეირიც ეგ არის, მან ჯერ ერთიანად გააცამტვერა ხუთივე მტკიცებულება, შემდეგ კი, თითქოს საკუთარ თავს დასცინაო, თავადვე მიაკვლია მეექვსეს.



– კანტის მტკიცება, – მოწყალედ გაუღიმა დიდად განათლებულმა რედაქტორმა, – ძალზე საეჭვოა. ტყუილად კი არ ამბობდა შილერი, ამ საკითხზე კანტის მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ მონებს თუ დააკმაყოფილებსო, შტრაუსი კი, უბრალოდ დასცინოდა ამ თვალთახედვას.



ბერლიოზი ლაპარაკობდა, გულში კი ფიქრობდა: „მაინც ვინ არის, ბოლოს და ბოლოს? ან რუსული სად ისწავლა ასე კარგად?“



– ეგ ვიღაც კანტი მაგ სისულელეებისათვის სამი წლით სოლოვკაში უნდა ჩააყუდო! –



მოულოდნელად წამოაყრანტალა ივან ნიკოლაევიჩმა.



– ივან! – წამოიძახა შეშფოთებულმა ბერლიოზმა.



მაგრამ კანტის სოლოვკაში გადასახლების მუქარამ კი არ გააოცა, პირიქით, აღაფრთოვანა კიდეც უცხოელი.



– მართალს ბრძანებთ, მართალს, – წამოიძახა და ბერლიოზისკენ მიმართული მარცხენა თვალი დაკვესა, – მოუხდებოდა! ერთხელ, საუზმის დროს გავაფრთხილე: „თქვენი ნებაა, პროფესორო, მაგრამ მგონია, რაღაც აბდაუბდა მოჩმახეთ. შეიძლება მართალიც ბრძანდებოდეთ, მაგრამ ვერავინ გაგიგებთ, დაგცინებენ!“



ბერლიოზმა თვალები დააჭყიტა: „საუზმეზე... კანტს?. . რას ბოდავს!“ – გაიფიქრა მან. უცხოელმა არად ჩააგდო ბერლიოზის გაოცება და ახლა პოეტს მიუბრუნდა:



– კანტს კი სოლოვკაში მაინც ვერ გავგზავნით, ჩემო კარგო, რადგან საუკუნეზე მეტია შორეულზე შორეულ ქვეყანაში განისვენებს და მისი იქიდან გამოხმობა, დამერწმუნეთ, ყოველგვარ ძალას აღემატება.



– აფსუს! – შეუღრინა პოეტმა.



– მეც მწყინს! – თავი დაუქნია უცნობმა, თვალი დაკვესა და განაგრძო, – ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი საკითხიც მაინტერესებს: თუ ღმერთი არ არსებობს, ვიღა განაგებს ადამიანთა მოდგმას და მთელ დედამიწას?



– თვითონვე განაგებს, ადამიანი, – საჩქაროდ უპასუხა აღრენილმა უსახლკარომ, ამ, უნდა ვაღიაროთ, არცთუ იოლ შეკითხვას.



– მაპატიეთ, – დაუყვავა უცნობმა, – მაგრამ მართვა რომ შეძლოს, თუნდაც სულ მცირე, რაღაც დროით მაინც ხომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული ზუსტი გეგმა. ნება მიბოძეთ, დაგეკითხოთ, სხვათა ბედი როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, თუკი მას, არამცთუ იმისი უნარი არ შესწევს, ერთი ათასწლეულით, ამ სასაცილოდ მცირე ვადით დაგეგმოს რაიმე, არამედ ისიც არ იცის, ხვალ რა მოელის? აბა, დაფიქრდით, – უცნობმა ბერლიოზისკენ იბრუნა პირი, – დავუშვათ, თქვენ განაგებთ ამ დედამიწას, თქვენზეა დამოკიდებული მოკვდავთა ბედ- იღბალი, თანდათან ეჩვევით, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა უღებთ ალღოს და უეცრად... კხ... კხ... ფილტვის სარკომა დაგემართებათ, – უცხოელმა ტკბილად ჩაიკუჭკუჭა, თითქოს ფილტვის სარკომის გახსენებამ გაახარაო, კატასავით მოწკურა თვალები და ერთხელ კიდევ გაიმეორა, – დიახ, სარკომა... იმ წუთიდან დასრულდება თქვენი გამგებლობაც! საკუთარი თავის გარდა აღარავინ გადარდებთ. ახლობლები გატყუებენ, თქვენ კი გული ცუდს გიგრძნობთ და სწავლულ ექიმებთან გარბიხართ, შემდეგ ექიმბაშებსაც მიაკითხავთ, შეიძლება მკითხავებთანაც დაიწყოთ სიარული. ერთიც, მეორეცა და მესამეც ყოვლად უშედეგოა, თავადაც ხვდებით. და აჰა, დგება ტრაგიკული აღსასრული: ცოტა ხნის წინ რაღაცის



გამგებელი რომ ეგონა თავი, ახლა უძრავადაა ჩაჭედილი ხის ყუთში, ახლობლებმაც იციან, მისგან ხეირი რომ აღარ იქნება და წვავენ. უარესიც ხდება ხოლმე: კაცი კისლოვოდსკში დააპირებს წასვლას, – უცნობმა ბერლიოზს ცერად გახედა და თვალი მოჭუტა, – თითქოს ამაზე იოლი რა უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც ვერ ახერხებს, უეცრად ფეხი დაუსხლტება და ტრამვაის ქვეშ დურთავს თავს. ნუთუ დამიმტკიცებთ, რომ თავად გაიმზადა ამგვარი აღსასრული? განა უფრო სწორი არ იქნება ვიფიქროთ, რომ ვიღაც სხვამ ინება ასე? – ისევ ჩაიქირქილა უცხოელმა.



ბერლიოზი ყურადღებით უსმენდა ამ უსიამო საუბარს სარკომასა და ტრამვაიზე და უეცრად მტკივნეულმა აზრმა გაუელვა: „უცხოელი არ უნდა იყოს! უცხოელი არ უნდა იყოს! ნეტა მაინც ვინ არის?“



– მგონი მოწევა გსურთ, არა? – მოულოდნელად მიმართა უცხოელმა უსახლკაროს, – რომელი გირჩევნიათ?



– თქვენ რა, ასარჩევად გაქვთ? – წარბის გაუხსნელად ჰკითხა პოეტმა, რომელსაც მართლა გასთავებოდა პაპიროსი.



– მითხარით, რომელს ამჯობინებთ? – დაიჟინა უცხოელმა.

– „ჩვენი მარკა“, – წაისისინა უსახლკარომ.

უცნობმა ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო და უსახლკაროს გაუწოდა. – ესეც „ჩვენი მარკა“.



პოეტიცა და რედაქტორიც მხოლოდ იმან კი არ გააოცა, პორტსიგარში მართლა „ჩვენი მარკა“ რომ აღმოჩნდა, არამედ თვით პორტსიგარმაც. ის უზარმაზარი ბაჯაღლო ოქროსაგან იყო ნაკეთები და გადახსნილ სახურავზე თეთრ-ცისფრად გაბრწყინდა ბრილიანტებით მოოჭვილი სამკუთხედი.



ამჯერად ლიტერატორებს სხვადასხვა აზრმა გაუელვათ. ბერლიოზს: „არა, უცხოელია!“,



უსახლკაროს კი: „ეშმაკმა დალახვროს!“



პოეტმა და პორტსიგარის მფლობელმა გააბოლეს, ბერლიოზი კი არ ეწეოდა და მადლობა მოახსენა.



„ალბათ აჯობებს, ასე ავუხსნა, – გადაწყვიტა ბერლიოზმა, – დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ... „



გაფიქრებაც ვერ მოასწრო და უცხოელმა განაგრძო:



– დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. უბედურება ის გახლავთ, ხანდახან მოულოდნელადაც რომ კვდება ხოლმე. აი, ესაა ოინი! საერთოდ, იმასაც ვერ გეტყვით დანამდვილებით, ამ საღამოს რას გააკეთებს.



„რა სულელურად დასვა საკითხი... „ – ჩაფიქრდა ბერლიოზი და შეედავა:



– ახლა კი, მგონი, გადააჭარბეთ. მე, მაგალითად, ზუსტად ვიცი, ამ საღამოს რას გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ბრონნაიაზე თავზე აგური თუ არ დამეცემა...



– აგური, – შთაგონებით შეაწყვეტინა უცხოელმა, – უმიზეზოდ თავზე არავის ეცემა. თქვენ კი, დამერწმუნეთ, მაგისი არ უნდა გეშინოდეთ... სხვაგვარი სიკვდილი გელით...



– იქნებ ისიც მითხრათ, როგორ მოვკვდები? – ირონიულად ჩაეკითხა ბერლიოზი, რომელიც მართლა უაზრო საუბარში ჩაება.



– ბატონი ბრძანდებით, – უცნობმა, თითქოს კოსტიუმის შეკერვას უპირებსო, ყურადღებით შეათვალიერა ბერლიოზი, კბილებში გამოსცრა: „ერთი, ორი... ოტარიდი მესამე სახლში... მთვარე წავიდა... ექვსი... უბედურება... საღამო – შვიდი... „ – და გახარებულმა ხმამაღლა წამოიძახა, – თავს მოგკვეთენ!



უსახლკარო ველური გაბოროტებით მიაჩერდა მოურიდებელ უცნობს. ბერლიოზმა კი ჩაიცინა:



– მაინც ვინ? მტრები თუ ინტერვენტები?



– არც ერთი და არც მეორე, – უპასუხა მოსაუბრემ, – რუსი კომკავშირელი ქალი.



– მმ... – დაიზმუვლა უცნობის ხუმრობით გაღიზიანებულმა ბერლიოზმა, – მაპატიეთ, მაგრამ ეგ კი მეეჭვება.



– მეც მაპატიეთ, – დაიჟინა უცხოელმა, – მაგრამ ეს ასეა. ერთი რამ მინდა გკითხოთ, თუ საიდუმლო არ არის, ხომ ვერ მეტყვით, ამ საღამოს რას აპირებთ?



– რა საიდუმლოა, ახლა შინ, სადოვაიაზე შევივლი, მერე კი, საღამოს ათ საათზე „მასსოლიტში“ უნდა ვიყო, თათბირი მაქვს დანიშნული, თავმჯდომარეობა მომიწევს.



– ეგ შეუძლებელია, – არ ცხრებოდა უცხოელი.



– რატომ?



– იმიტომ, – უცხოელმა თვალი მოჭუტა და ცას ახედა, სადაც უხმოდ დაფრინავდნენ გრილს დანატრებული ჩიტები, – ანუშკამ უკვე იყიდა ზეთი და არამცთუ იყიდა, დაეღვარა კიდეც. ჰოდა, ასე, თათბირი არ შედგება.



ცხადზე ცხადია, უცებ ცაცხვების ქვეშ მდუმარებამ დაისადგურა.



– მაპატიეთ, – კვლავ ამოიდგა ენა ბერლიოზმა და გაოცებით შეხედა უცხოელს, რა სისულელეებს ჩმახავსო, – რა შუაშია ზეთი?. . ან ანუშკა ვიღაა?



– მე ვიცი, რაშიც არის საქმე... – უეცრად გამოფხიზლდა უსახლკარო, ალბათ გადაწყვიტა, საბოლოოდ მოესპო ეს არამკითხე, – სულით ავადმყოფთა თავშესაფარში არასოდეს შეგივლიათ, მოქალაქევ?



– ივან! – ჩუმი ხრიალი აღმოხდა მიხაილ ალექსანდროვიჩს.



მაგრამ უცხოელი არ განაწყენებულა, პირიქით, მხიარულად გაიცინა:



– შემივლია, შემივლია და თანაც არაერთხელ! – ხარხარებდა და პოეტს თვალს არ აშორებდა, – სად არ ვყოფილვარ! მხოლოდ ის მწყინს, პროფესორისთვის არასოდეს მიკითხავს, რა არის შიზოფრენია. თქვენ მაინც ჰკითხეთ, ივან ნიკოლაევიჩ.



– ჩემი სახელი საიდანღა იცით?



– რას ბრძანებთ, ივან ნიკოლაევიჩ, თქვენ ვინ არ გიცნობთ? – უცხოელმა ჯიბიდან



„ლიტერატურული გაზეთის“ გუშინდელი ნომერი ამოიღო და ივან ნიკოლაევიჩმა პირველსავე გვერდზე თავის ფოტოსურათს და იქვე დაბეჭდილ ლექსებს მოჰკრა თვალი. მაგრამ სახელისა და დიდების დამადასტურებელმა ამ ფაქტმა, გუშინ რომ სიხარულით ახვევდა თავბრუს, ამჯერად გააღიზიანა კიდეც:



– ბოდიშს გიხდით, – სახე მოექუფრა უსახლკაროს, – წუთით დაგველოდეთ. მინდა ამხანაგს ორიოდე სიტყვა ვუთხრა.



– დიდი სიამოვნებით! – წამოიყვირა უცნობმა, – ცაცხვების ჩრდილში თავს კარგად ვგრძნობ, არც არსად მეჩქარება.



– იცი, რას გეტყვი, მიშა, – ბერლიოზს ჩასჩურჩულა პოეტმა, – ინტურისტი კი არა, ჯაშუშია. რუსი ემიგრანტი იქნება, რაღაც მიზნებით შემოიპარებოდა ჩვენთან, საბუთები მოსთხოვე, თორემ წავა...



– ეგრე გგონია? – შეშფოთდა ბერლიოზი, გულში კი გაიფიქრა: „მართალს ამბობს“.



– დამიჯერე, – ყურში წაუსისინა პოეტმა, – თავს ისულელებს, რაღაც უნდა დაგვტყუოს. არ გესმის, რუსულად რა კარგად ლაპარაკობს, – პოეტს ცალი თვალი უცხოელისკენ ეჭირა, – მოდი, დავკითხოთ, თორემ წავა...



პოეტმა ბერლიოზს ხელი ჩაჰკიდა და სკამისკენ წაიყვანა.



უცნობი სკამიდან წამომდგარიყო, ხელში რაღაც რუხყდიანი წიგნაკი, სქელი კონვერტი და სავიზიტო ბარათი ეჭირა.



– მაპატიეთ, კამათით გავერთე და დამავიწყდა გაგცნობოდით. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი, პასპორტი და კონსულტაციისათვის მოსკოვში ჩამოსასვლელად გამოგზავნილი მოსაწვევი, – თავდაჯერებული კაცის ტონით წარმოთქვა უცნობმა და თან ლიტერატორებისთვის დაჟინებული მზერა არ მოუცილებია.



ორივე შეწუხდა. „ეშმაკსაც წაუღია, ყველაფერი გაიგონა“, – გაიფიქრა ბერლიოზმა და თავაზიანი ხელის აქნევით ანიშნა, საბუთების წარმოდგენა საჭირო არ არისო. და ვიდრე უცხოელი რედაქტორს ჩრიდა საბუთებს, პოეტმა მოასწრო სავიზიტო ბარათზე ამოეკითხა უცხოურად დაბეჭდილი სიტყვა „პროფესორი“ და გვარის პირველი ასო – ორმაგი „ჭ“.



– ძალზე სასიამოვნოა, – იმეორებდა დაბნეული და შეშფოთებული რედაქტორი. უცხოელმა საბუთები ჯიბეში შეინახა.



ამგვარად, საეჭვო აღარაფერი იყო და სამივენი ისევ მერხზე ჩამოსხდნენ.

– ჩვენთან კონსულტანტად ხართ მოწვეული, პროფესორო? – ჰკითხა ბერლიოზმა.



– დიახ, კონსულტანტად.



– გერმანელი ბრძანდებით? – ჩაეძია ბერლიოზი.



– მე? – ჩაეკითხა პროფესორი და უეცრად დაფიქრდა, – დიახ, დიახ... ალბათ გერმანელი... –



თქვა ბოლოს.

– რუსულად კარგად ლაპარაკობთ, – სიტყვა ჩააკერა უსახლკარომ.

– პოლიგლოტი გახლავართ და ძალიან ბევრი ენა ვიცი, – უპასუხა პროფესორმა.

– რა სპეციალობის ბრძანდებით? – ჰკითხა ბერლიოზმა.

– მე... მისანი გახლავართ.

„ოჰო!“ – თავზარი დაეცა მიხაილ ალექსანდროვიჩს.

– და... და ამ სპეციალობით ჩვენთან მოგიწვიეს? – სლოკინით დაეკითხა პროფესორს.



– დიახ, ამისთვის მომიწვიეს, – დაუდასტურა პროფესორმა და განმარტა, – თქვენთან, სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, მეათე საუკუნის ცნობილი მისნის, ჰერბერტ ავრილაკის ხელნაწერები აღმოჩნდა. ჰოდა, მათი ამოკითხვაა საჭირო. მე ერთადერთი სპეციალისტი ვარ მსოფლიოში.



– ა-ა-ა! ისტორიკოსი ბრძანდებით? – გულზე მოეშვა და პატივისცემით განიმსჭვალა ბერლიოზი.



– დიახ, ისტორიკოსი, – დაუდასტურა მეცნიერმა და უაზროდ დასძინა, – ამ საღამოს,



პატრიარქთა ტბორებთან საგულისხმო ისტორია მოხდება!



ხელახლა გაოცდნენ რედაქტორიცა და პოეტიც, პროფესორმა კი თითით ორივე თავისკენ მიიხმო და როცა ლიტერატორებმა თავები დახარეს, ჩაიჩურჩულა:



– კარგად დაიხსომეთ, იესო არსებობდა.



 



თავი მეორე - პილატე პონტოელი



– იცით, რას გეტყვით, პროფესორო, – ნაძალადევად გაუღიმა ბერლიოზმა, – ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს უდიდეს ცოდნას, მაგრამ ამ საკითხზე საკუთარი თვალთახედვა გაგვაჩნია...



– საკუთარი თვალთახედვა აქ არაფერ შუაშია! – უპასუხა უცნაურმა პროფესორმა, – უბრალოდ, არსებობდა და მორჩა.

– მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები ხომ უნდა... – დაიწყო ბერლიოზმა.



– ამას არც საბუთები სჭირდება, – უპასუხა პროფესორმა და უეცრად ხმას დაუწია. უკვე აღარც კილოს უქცევდა, – ყველაფერი უფრო მარტივადაა: სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით...



თავი მეორე - პილატე პონტოელი



სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით, დილაადრიან, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს, დიდებული ჰეროდეს ორფრთიანი სასახლის გადახურულ სვეტოვანში, ცხენოსნის ფლატუნა ნაბიჯით შემოვიდა იუდეველთა პროკურატორი პონტოელი პილატე.



ამქვეყნად პროკურატორს ყველაფერზე მეტად ვარდის ზეთის ნელსურნელება სძაგდა და რაკიღა სუნი დილიდან აჰყვა, ახლა ყოველივე ნავს დღეს უქადდა. პროკურატორს ეჩვენებოდა, რომ ვარდის სურნელს აფრქვევდა კვიპაროსები და პალმები, ტყავისა და ბადრაგის სუნსაც ეს დაწყევლილი ვარდის სურნელი ერწყმოდა. სასახლის უკანა ყურის ფლიგელებიდან, სადაც პროკურატორთან ერთად იერუშალაიმში ჩამოსული მეთორმეტე ელვისებური ლეგიონის პირველი კოჰორტა იყო დაბანაკებული, სვეტოვანში კვამლის სუნი



იპარებოდა და ამ მომწარო კვამლსაც, კენტურიებში1 საუზმის მზადებას რომ აუწყებდა პროკურატორს, იგივე ცხიმოვანი სუნი უდიოდა. ჰოი, ღმერთებო, რად მსჯით ასე?



„ეჭვს გარეშეა, ის არის, ისევ ის, მოუცილებელი, საზარელი სენი ჰემიკრანია2, საფეთქლებს რომ მიბურღავს და აზრს მაკარგვინებს. მისგან საშველი არ არსებობს, არც



1 ეკენტურია (ლათ.) – ძველ რომში ლეგიონის ნაწილი; მხედრო ქვეგანაყოფი, რომელიც პირველ ხანებში 100 კაცისაგან 2 ჰემიკრანია (ბერძნ.) – შაკიკი.



წამალია. თავი არ უნდა გავარხიო“.



შადრევნებთან, მოზაიკიან იატაკზე უკვე დაედგათ საკარცხული. პროკურატორს არავისთვის შეუხედავს, შიგ ჩაესვენა და მდივნისკენ გაიწვდინა ხელი.



მდივანმა მოწიწებით ჩაუდო ხელში პერგამენტის გრაგნილი. ტკივილით დაღრეჯილმა პროკურატორმა ცერად გადაავლო თვალი ნაწერს, პერგამენტი მდივანს მიუბრუნა და ძლივს ამოთქვა:



– ბრალდებული გალილეველია?. . ტეტრარქს თუ გაუგზავნეთ საქმე?



– გავუგზავნეთ, პროკურატორო, – უპასუხა მდივანმა.



– მერე?. .



– დასკვნაზე უარი თქვა და სინედრიონის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი თქვენთან გადმოგზავნა დასამტკიცებლად, – განუმარტა მდივანმა.



პროკურატორს ძარღვი შეუტოკდა ყვრიმალზე და ჩუმად თქვა:



– შემოიყვანეთ ბრალდებული.



იმავ წამს, ბაღის ტაფობიდან ორმა ლეგიონერმა შემოიყვანა და პროკურატორის საკარცხულთან დააყენა ოცდაშვიდიოდე წლის კაცი. მას დაკონკილი, ცისფერი ქიტონი ემოსა. თეთრი თავსახვევი შუბლზე ზეზით ჰქონდა შემოჭერილი და ხელები უკან გაკრული. მარცხენა უპე ჩალურჯებოდა. ტუჩის კუთხეებზე სისხლი შეხმობოდა. ტყვე შეშფოთებული ცნობისწადილით უმზერდა პროკურატორს.



ის ერთხანს დუმდა, შემდეგ ხმადაბლა დაეკითხა არამეულად:



– შენა ხარ, ხალხს რომ მოუწოდებდი, იერუშალაიმის ტაძრის დანგრევას?



პროკურატორი გაქვავებული იჯდა და სიტყვის წარმოთქმისას მხოლოდ ოდნავ არხევდა ტუჩებს – ეშინოდა ჯოჯოხეთური ტკივილებით ანთებული თავის განძრევა.



ხელდაბორკილმა ბიჯი წინ წადგა და თქვა: – კეთილო კაცო! დამერწმუნე...



პროკურატორი არ განძრეულა, არც ხმა აუწევია, უგულოდ შეაწყვეტინა:



– შენ მე მიწოდებ კეთილ კაცს? ცდები. იერუშალაიმში ხალხი ჭორაობს, რომ ურჩხულივით საზარელი ვარ, არცა ცდებიან, – შემდეგ ისევ დუნედ განაგრძო, – კენტურიონ ვირთხათმძლეს მიხმეთ!



აივანზე თითქოს ჩამობნელდა, როცა საგანგებო კენტურიის მეთაური, კენტურიონი მარკუსი, ვირთხათმძლედ წოდებული, პროკურატორის წინაშე წარდგა.



ვირთხათმძლე ლეგიონის ჯარისკაცთაგან უმაღლესი იყო და იმდენად მხარბეჭიანიც, რომ სრულად დაფარა ჯერ ამოუწვერავი მზე.



პროკურატორმა ლათინურად მიმართა კენტურიონს:



– დამნაშავე „კეთილ კაცს“ მიწოდებს. გაიყვანე და აუხსენი, როგორ უნდა მელაპარაკოს. ოღონდ ნუ დაასახიჩრებ.



და ყველამ, გაქვავებული პროკურატორის გარდა, თვალი მიადევნა მარკუს ვირთხათმძლეს, რომელმაც ტყვეს ხელით ანიშნა, უკან გაჰყოლოდა.



ვირთხათმძლე ერთობ დიდ ყურადღებას იპყრობდა უჩვეულო აღნაგობით, პირველმნახველთ კი მეტწილად მისი დამახინჯებული სახე აოცებდათ – ცხვირი გერმანული ჩუგლუგით ჰქონდა ჩატეხილი.



მარკუსის მძიმე ჩექმამ მოკირწყლულ იატაკზე გაიბრახუნა, ხელდაბორკილი უჩუმრად გაჰყვა უკან და სვეტებიან თაღქვეშ მყუდროებამ დაისადგურა. ისმოდა, ბაღის ტაფობზე, აივანთან, როგორ ღუღუნებდნენ მტრედები და კიდევ, როგორ მღეროდა შადრევანი ძნელსაცნაურ, საამურ სიმღერას.



პროკურატორს მოესურვა წამომდგარიყო, წყლის ნაკადისთვის შეეშვირა საფეთქელი და მოესვენა, მაგრამ იცოდა, ესეც ვერ უშველიდა.



კენტურიონმა სვეტოვანიდან ბაღში გაიყვანა ტყვე, ბრინჯაოს ქანდაკების ფერხთით მდგარ, გაქვავებულ ლეგიონერს ხელიდან ტაჯგანალი გამოართვა, ძალდაუტანებლად აიქნია და პატიმარს მხრებზე გადაუჭირა. კენტურიონმა დაუდევრად და მსუბუქად დაჰკრა, მაგრამ ხელდაბორკილი მოცელილივით დაასკდა მიწას, სული შეეხუთა, ფერი წაუვიდა და თვალები



გადმოეკარკლა. მარკუსმა მარცხენა ტორით ცარიელი ტომარასავით აიტაცა წაქცეული, ფეხზე დააყენა და ადუდღუნდა, თან ძლივს წარმოთქვამდა არამეულ სიტყვებს:



– რომის პროკურატორს უწოდე იგემონი. ბევრი არ ილაპარაკო. გაჭიმული იდექი. გაიგე თუ კიდევ დაგკრა?



ტყვე შექანდა, მაგრამ თავს სძლია, სახეზე ფერი მოუბრუნდა, ამოისუნთქა და ხმაჩახლეჩილმა უპასუხა:



– გავიგე, ნუ მცემ...



წუთის შემდეგ იგი კვლავ პროკურატორის წინაშე იდგა. მინავლული, სნებიანი ხმა გაისმა:



– სახელი?



– ჩემი? – აჩქარებით მოუნაცვლა კითხვა პატიმარმა და სხეულზე დაეტყო, ძალზე ეწადა, აზრიანად ეპასუხა და პროკურატორი აღარ განერისხებინა.



პროკურატორმა ხმადაბლა თქვა:



– ჩემი – ჩემთვის ცნობილია. თავს ნუ ისულელებ. შენი სახელი მითხარი.



– იეშუა, – სწრაფად უპასუხა პატიმარმა.



– მეტსახელად რას გეძახიან?



– ჰა-ნოცრის.



– სადაური ხარ?



– გამალიდან, – თავი გაიქნია და მიანიშნა, რომ იქ, მარჯვნივ, ჩრდილოეთით იყო ასეთი ქალაქი, გამალა.



– ვისი გვარის ხარ?



– დანამდვილებით არ ვიცი, – სხარტად უპასუხა ტყვემ, – მშობლები აღარ მახსოვს. ამბობენ, მამაჩემი სირიელი ყოფილა...



– სად ცხოვრობ?



– მუდმივი ბინა არ გამაჩნია, – მორცხვად უპასუხა პატიმარმა, – ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობ.



– ამის თქმა მოკლედაც შეიძლება, ერთი სიტყვით მაწანწალა ხარ, – უთხრა პროკურატორმა და ისევ დაეკითხა, – ნათესავები გყავს?



– არავინ, მარტო ვარ ამქვეყნად.

– წერა-კითხვა თუ იცი?

– დიახ.

– არამეულის გარდა სხვა ენაც იცი? – ვიცი. ბერძნული.



შეშუპებული ქუთუთო შეირხა და სნების კვალით დაბურული თვალი ტყვეს მიაჩერდა. მეორე თვალი დახუჭული ჰქონდა.



პილატემ ბერძნულად თქვა:

– მაშასადამე, ტაძრის დანგრევას აპირებდი და ხალხსაც აქეზებდი?

ტყვე ისევ გამოცოცხლდა, თვალებში შიში გაუქრა და ბერძნულადვე უპასუხა:



– მე, კეთი... – წამოცდენილმა სიტყვამ თავზარი დასცა, ისევ სასოწარკვეთა ჩაეღვარა თვალებში, – ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მიფიქრია ტაძრის დაქცევა. არც არავინ წამიქეზებია ამ უაზრო საქციელისკენ.



დაბალ მაგიდასთან თავდახრილ მდივანს გაოცება დაეტყო სახეზე. წამისად ასწია თავი და მაშინვე ისევ პერგამენტს მიუბრუნდა.



– სადღესასწაულოდ ამ ქალაქში ათასი ჯურის ხალხი იყრის თავს. მოგვები, ასტროლოგები, წინასწარმეტყველები, მკვლელები, – დუნედ ამბობდა პროკურატორი, – ფლიდებიც გვხვდებიან. შენ, მაგალითად, ფლიდი ხარ. აქ გარკვევით წერია: ტაძრის დანგრევას მოუწოდებდაო. ამას ამოწმებს ხალხიც.



– ამ კეთილ ადამიანებს, – ალაპარაკდა ტყვე და სწრაფად დასძინა, – იგემონო, – მერე განაგრძო, – არასოდეს უსწავლიათ და ჩემი ნათქვამი ვერ გაიგეს, საერთოდ, მეშინია, რომ ეს გაუგებრობა დიდხანს გასტანს. ის ხომ სწორად არ იწერს ნათქვამს.



სიჩუმემ დაისადგურა. ახლა ორივე სნებიანი თვალი ტყვეს უცქეროდა მძიმედ.



– უკანასკნელად გიმეორებ, თავს ნუ ისულელებ, ავაზაკო, – ლბილად და დუნედ წარმოთქვა პილატემ, – აქ ბევრი არაფერი წერია, მაგრამ ჩამოსახრჩობად ესეც კმარა.



– არა, არა, იგემონ, – ერთიანად დაიძაგრა ტყვე, – ის დამყვებოდა, დამყვებოდა და თხის პერგამენტზე იწერდა რაღაცას. ერთხელ ჩავიხედე, მინდოდა მენახა, რას წერდა და თავზარი დამეცა, იმგვარი არაფერი მეთქვა. შევევედრე: დაწვი-მეთქი, ღვთის გულისათვის! მაგრამ მან პერგამენტი ხელიდან გამომტაცა და გაიქცა.



– ვისზე ამბობ? – ზიზღით ჰკითხა პილატემ და საფეთქელზე მიიდო ხელი.



– ლევი მათეზე მოგახსენებ, – გულღიად განუმარტა ტყვემ, – იგი მეზვერე იყო, პირველად ვიფაგიის გზაზე შევხვდი, ლეღვის ბაღთან და გავესაუბრე. თავდაპირველად ცუდად მიმიღო და შეურაცხმყოფდა კიდეც, უფრო სწორად, ეგონა, შეურაცხმყოფდა, ძაღლს თუ მიწოდებდა,



– ტყვემ ჩაიცინა, – კეთილშობილი ცხოველია, არცა მწყენია...



მდივანმა წერა შეწყვიტა და გაოცებულმა, წარბებს ქვემოდან გახედა ტყვეს კი არა, პროკურატორს.



– ... თუმცა მალე შეისმინა ჩემი და გული მოილბო, – განაგრძო იეშუამ, – ბოლოს ფული მიწაზე მოაბნია და მითხრა, შენ გამოგყვებიო სამოგზაუროდ...



პილატემ ცალყბად ჩაიცინა, ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა, მთელი ტანით შებრუნდა მდივნისაკენ და ჩაიბუტბუტა:



– ო, იერუშალაიმ! რას არ გაიგებ აქ! გესმით, მეზვერეს ფული გადაუყრია! მდივანმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა და გაყინული ღიმილი შეაგება პილატეს.



– მან განმიმარტა, რომ ამიერიდან ფული შესძაგდა, – ლევი მათეს უცნაური საქციელი აუხსნა იეშუამ და განაგრძო, – იმ დღიდან ჩემი თანამგზავრია.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



21



თავი მეორე - პილატე პონტოელი



პროკურატორი ღიმილუცვლელად შეაჩერდა ტყვეს, შემდეგ სადღაც შორს, მარჯვნივ, ქვევით გართხმული იპოდრომის ცხენთა ქანდაკებების თავზე დავანებულ მზეს ახედა, უეცრად მტანჯველი გულზიდვა იგრძნო და გაიფიქრა, რომ ათასწილ იოლი იქნებოდა, აივნიდან გაეძევებინა ეს ავაზაკი, ერთადერთი სიტყვა წარმოეთქვა: „ჩამოახრჩვეთ“, შემდეგ მებადრაგენიც დაეთხოვა, სვეტოვანიდან სასახლეში შესულიყო, ოთახის ჩაბნელება ებრძანებინა, ტახტზე დამხობილს საბრალობლად მოეხმო ძაღლი ბანგა და მისთვის შეეჩივლა სატკივარი... და უეცრად, მაცდურმა ფიქრმა გაუელვა პროკურატორს... საწამლავი...



ამღვრეული თვალებით უმზერდა ტყვეს, ერთხანს დუმდა და ტანჯვით იხსენებდა, იერუშალაიმის მცხუნვარე მზის გულზე რად იდგა მის წინ ცემით სახედამახინჯებული პატიმარი და რას უნდა დაჰკითხვოდა კიდევ, ყოვლად უსარგებლოდ.



– ლევი მათე? – ხმა ჩაეხლიჩა სნეულს და თვალი დახუჭა.



– დიახ, ლევი მათე, – სმენას მისწვდა მაღალი, მტანჯველი ხმა.



– მაინც რას ეუბნებოდი ბაზარში შეკრებილ ბრბოს?



მოპასუხის ხმა თითქოს საფეთქლებს უბურღავდა და ენით აუწერელ ტკივილს აყენებდა.



– იგემონ, მე ვთქვი, რომ დაიქცეოდა ძველი რწმენის ტაძარი და ჭეშმარიტების ახალი საუფლო აღორძინდებოდა. მეგონა, ასე უფრო გაიგებდნენ.



– მაწანწალავ, ხალხს რად აშფოთებდი ბაზარზე ჭეშმარიტების ქადაგებით, თავად ხომ არაფერს უწყი მის შესახებ? განა იცი, რა არის ჭეშმარიტება?



უეცრად იზრახა პროკურატორმა: „ჰოი, ღმერთებო!. . განა შეიძლება სასამართლოზე ეს ჰკითხო?. . გონი მერევა... – და ისევ მუქსითხიანი თასი მოელანდა, – საწამლავი მომეცით, საწამლავი!“



კვლავ გახმიანდა:



– უპირველესად, ჭეშმარიტება ის არის, რომ თავი გტკივა, ტკივილისაგან ძალმილეული სულმოკლედ ნატრობ სიკვდილს და არამცთუ ჩემთან საუბარი, თვალის გახელაც გიმძიმს. ახლა უნებლიეთ მე ვარ შენი ჯალათი, დამერწმუნე, ვწუხვარ. შენ ახლა ფიქრიც კი გიჭირს



და მხოლოდ შენი ძაღლის ნახვა გწადია, ის ალბათ ერთადერთი მეგობარია შენი, ერთადერთი არსება, ვინც გიყვარს. მაგრამ მალე დასრულდება ტანჯვა... ტკივილი გაგივლის.



თვალებდაჭყეტილმა მდივანმა ტყვეს ახედა და გაშეშდა.



პილატემ ნაწამები თვალები მიაპყრო პატიმარს, ისიც დაინახა, მზე თავზე მოქცეოდა იპოდრომს, სხივი სვეტოვანში შემოჭრილიყო და იეშუას გაცვეთილ ხამლს ეპარებოდა. იგი კი თავს არიდებდა მზეს.



მაშინ კი წამოდგა პროკურატორი, შუბლზე თითები შემოისალტა და ზაფრანისფერ, გაპარსულ სახეზე სასოწარკვეთა აღებეჭდა. მაგრამ წამისად სძლია თავს და ისევ საკარცხულში ჩაესვენა.



ტყვე კი ლაპარაკობდა, მდივანი აღარაფერს იწერდა, ბატივით წაეგრძელებინა კისერი და იმას ცდილობდა, სიტყვა არ დასცდენოდა.



– აჰა, ტკივილმაც გაგიარა, – კეთილად გაუღიმა ტყვემ პილატეს, – ძალიან მიხარია. ჩემი რჩევა შეისმინე, იგემონო, ერთხანს დააგდე სასახლე და სადმე გარეუბანში გაისეირნე ფეხით, თუნდაც ზეთისხილის მთაზე, ბაღში. ჭექა-ქუხილი... – ტყვე შებრუნდა, მზეს მოუჭუტა თვალი, – მოგვიანებით, საღამოსპირზე აიშლება, სეირნობა ერთობ გარგებს, მეც სიამოვნებით გეახლებოდი თან. ახლა რაღაც მომაფიქრდა. ვგონებ, შენც გულისხმაში ჩაგაგდებს ჩემი ნააზრევი, ერთობ გონიერი კაცი ჩანხარ.



მდივანს მკვდრისფერი დაედო და გრაგნილი ხელიდან გაუვარდა.



– უბედურება ისაა, – განაგრძო ნებაზე მიშვებულმა ტყვემ, – რომ გულჩათხრობილი ხარ და უკვე აღარც ადამიანების გჯერა. დამეთანხმები, ხომ შეუძლებელია მთელი სიყვარული ძაღლს შეალიო, სულით გაღარიბდი, იგემონო, – კვლავ კეთილად გაუღიმა პატიმარმა.



მდივანი ახლა იმასღა ფიქრობდა, ყური ხომ არ მატყუებსო, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა ერწმუნა, მერე იმის წარმოდგენა სცადა, კერძოდ, რა საოცარი სახით გამჟღავნდებოდა გულფიცხი პროკურატორის რისხვა პატიმრის გაუგონარი თავხედობის გამო. ვერც ამას მიხვდა, თუმცა კი, კარგად იცნობდა პროკურატორს.



პილატეს ხრინწშეპარული, ათრთოლებული ხმა გაისმა, მან ლათინურად თქვა: – ხელები შეუხსენით!



მებადრაგე ლეგიონერთაგან ერთ-ერთმა შუბი იატაკს დაჰკრა, მეორეს გადასცა, ტყვეს მიუახლოვდა და თოკები შეხსნა. მდივანი იატაკზე დავარდნილ გრაგნილს დასწვდა და გადაწყვიტა, აღარაფერი ჩაეწერა, არც გაოცება დასტყობოდა სახეზე.



– აღიარე, – ხმადაბლა, ბერძნულად ჰკითხა პილატემ, – ცნობილი ექიმი ხარ?



– ცდები, პროკურატორო, ექიმი არ ვარ, – უპასუხა ტყვემ და ნეტარებით შეიზილა შეშუპებული, დაბუჟებული ხელის მტევნები.



პილატე წარბებს ქვემოდან, მზერით ბურღავდა ტყვეს, ამღვრეული თეთრონი დაწმენდოდა და უკვე ნაპერწკლებს აკვესებდა თვალებიდან.



– ვეღარ გკითხე, – თქვა პილატემ, – ეგებ ლათინურიც იცი?

– დიახ, ვიცი, – უპასუხა ტყვემ.

ზაფრანისფერი ღაწვები აელანძა პილატეს და ლათინურად ჰკითხა: – როგორ მიხვდი, ძაღლს რომ ვიხმობდი?



– ძალზე იოლად, – ლათინურადვე უპასუხა ტყვემ, – ჰაერს ისე ეფერებოდი... – ტყვემ პილატეს მოძრაობა გაიმეორა, – თითქოს ძაღლს უსვამდი ხელს და ტუჩებით...



– ჰო... – თქვა პილატემ.

დადუმდნენ, შემდეგ პილატემ ბერძნულად ჰკითხა:

– ექიმი ხარ?

– არა, არა, – სხარტად უპასუხა ტყვემ, – დამიჯერე, ექიმი არ ვარ.



– კეთილი, თუ გსურს საიდუმლოდ დარჩეს, შენი ნებაა. ეს საქმეს არ ეხება. მაშასადამე, ამტკიცებ, რომ არავინ წაგიქეზებია... ტაძრის დასანგრევად... . დასაწვავად ან სხვა ხერხით დასამხობად?



– იგემონო, კიდევ გიმეორებ, ამგვარი საქციელისკენ არავინ წამიქეზებია. განა შეშლილს ვგავარ?



– არა, შეშლილობას ვერავინ დაგწამებს, – ხმადაბლა უპასუხა პროკურატორმა და რაღაც შემზარავად გაუღიმა, – მაშ, დაიფიცე!



– რა დაგიფიცო, მითხარი? – მკვირცხლად ჰკითხა ბორკილშეხსნილმა.



– თუნდაც საკუთარი სიცოცხლე, – უპასუხა პროკურატორმა, – სწორედაც რომ დროულია, ბეწვზე ჰკიდია, იცოდე!



– ხომ არ გგონია, ბეწვზე შენ დაჰკიდე, იგემონო? – დაეკითხა ტყვე, – თუ ასე ფიქრობ, ძალიან ცდები!



პილატე შეკრთა და კბილებში გამოცრა:



– მე ისიც ძალმიძს, ეგ ბეწვი გადავჭრა!



– ამაშიც ცდები, – სახე მოიჩრდილა და გულღიად გაუღიმა ტყვემ, – დამეთანხმები, ბეწვის გადაჭრაც იმასვე ძალუძს, ვინაც დაჰკიდა.



– ჰო... – ღიმილით დაეთანხმა პილატე, – ახლა კი მივხვდი, რად დაგდევდნენ ფეხდაფეხ იერუშალაიმის უსაქმურები. არ ვიცი, ენა ვინ შეგაბა, მაგრამ კარგად კი შეუბამს. ერთი ისიც მითხარი, მართალია, რომ იერუშალაიმში სუზის კარიბჭიდან შემოხვედი სახედარზე ამხედრებული, უპოვართა და გლახაკთა ბრბო მოგაცილებდა და ვინმე წინასწარმეტყველივით გესალმებოდა? – პერგამენტის გრაგნილზე მიუთითა პილატემ.



ტყვემ გაოცებით შეხედა პილატეს.



– სახედარი არცა მყოლია, იგემონო, იერუშალაიმში მართლაც სუზის კარიბჭიდან შემოვედი, ფეხით და მხოლოდ ლევი მათე მახლდა თან. ვინ უნდა მომსალმებოდა, არავინ მიცნობდა იერუშალაიმში.



– ხომ არ იცნობ, – პილატემ თვალი თვალში გაუყარა ტყვეს, – ვინმე დისმასს, გესმასს და ბარ-რა-ბას?



– ამ კეთილ ადამიანებს არ ვიცნობ, – უპასუხა ტყვემ. – სიმართლეს ამბობ?



– სიმართლეს.



– ახლა ისიც მითხარი, წამდაუწუმ „კეთილ ადამიანებს“ რად გაიძახი? შენ რა, ყველას ასე უწოდებ?



– ყველას, – უპასუხა ტყვემ, – ბოროტები არ არიან ამქვეყნად.



– პირველად მესმის, – ჩაიქირქილა პილატემ, – ეგებ ნაკლებად ვიცნობ ცხოვრებას? ნუღა ჩაიწერთ, – მიმართა მდივანს, თუმცა იგი კარგა ხანია აღარაფერს იწერდა, და კვლავ ტყვეს მიუბრუნდა, – ეგ სიბრძნე რომელიმე ბერძნულ წიგნში ამოიკითხე?



– არა, თავად მივხვდი.



– ამას ქადაგებ?



– დიახ.



– კენტურიონი მარკუსი, ვირთხათმძლედ წოდებული, ისიც კეთილია?



– დიახ, – უპასუხა ტყვემ, – უბედური კაცია მხოლოდ. კეთილმა ხალხმა დაამახინჯა, ისიც გაბოროტდა და გული გაუქვავდა. ნეტა ვინ გაიმეტა ასე?



– სიამოვნებით გაუწყებ, – უპასუხა პილატემ, – ეგ ყოველივე ჩემ თვალწინ მოხდა. ის კეთილი ხალხი ისე შემოესია კენტურიონს, როგორც დათვს დააცხრებიან ხოლმე მეძებრები. გერმანები კისერში სწვდნენ და ხელ-ფეხი გაუკავეს. ქვეითები ალყაში მოექცნენ და ფლანგიდან ცხენოსნები რომ არ წამოშველებოდნენ, მათ მე ვსარდლობდი, აღარც შენ მოგიწევდა, ფილოსოფოსო, კენტურიონთან საუბარი. ეს მოხდა იდისტავიზოსთან, ქალწულთა ველზე.



– მასთან რომ მალაპარაკა, – ოცნებით ჩაილაპარაკა ტყვემ, – მჯერა მოვაქცევდი.



– არა მგონია, ლეგიონის ლეგატი მადლიერი დაგრჩენოდა, თუ მის რომელიმე ოფიცერს ან ჯარისკაცს გაესაუბრებოდი. თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ მოხდება და ამაზე უპირველესად მე ვიზრუნებ.



უეცრად სვეტოვანში მერცხალი შემოფრინდა, ოქროსფერ ჭერქვეშ კამარა შეკრა, დაბლა დაეშვა, ლამის ფრთა წაჰკრა ნიშაში ასვეტილ სპილენძის ქანდაკებას და თაღის უკან



მიიმალა, ეგებ ბუდის აგება ეწადა იქ.



ვიდრე მერცხალი დაფრინავდა, პროკურატორის აწ ტკივილდახსნილ გონებაში აზრი მომწიფდა, კერძოდ ასეთი: იგემონმა განიხილა მოხეტიალე ფილოსოფოსის, იეშუას, მეტსახელად ჰა-ნოცრის საქმე და ცნო იგი უდანაშაულოდ... კერძოდ, ვერ მიაკვლია, რა კავშირი ჰქონდა იერუშალაიმში ცოტა ხნის წინ მომხდარ მღელვარებასთან. ამის გამო არ



დაამტკიცა მცირე სინედრიონის3 მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ რადგანაც ჰა-ნოცრის უგუნურმა საუბარმა, შესაძლებელია, იერუშალაიმის ბინადართა მღელვარება გამოიწვიოს, პროკურატორი ბრძანებს, გააძევონ ქალაქიდან და ხმელთაშუა ზღვაში, სტრატონის კესარეაში დაატყვევონ, სწორედ იქ, სადაც პროკურატორის რეზიდენცია მდებარეობდა.



ისღა რჩებოდა, მდივნისათვის ეკარნახა განაჩენი.



მერცხლის ფრთებმა იგემონის ყურთან გაიბათქუნა, ჩიტი შადრევნის თასს მიაწყდა და გაინავარდა. პროკურატორმა ტყვეს ახედა და დაინახა, მის ხამლთა სიახლოვეს სვეტად აბუქდა მტვერი.



– სულ ეს არის? – მდივანს დაეკითხა პილატე.



– არა, სამწუხაროდ, – მოულოდნელად უპასუხა მდივანმა და პერგამენტის ახალი გრაგნილი მიაწოდა.



– კიდევ რაღაა? – ჰკითხა პილატემ და მოიღუშა.



მოწოდებული წაიკითხა და უფრო მეტად ეცვალა ნირი. ეგებ სისხლი მოაწვა ღაწვებზე, თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ ზაფრანისფერი სახე ჩაუშავდა, თვალები კი თითქოს ჩაუქრა.



ეგებ ისევ საფეთქლებს მოწოლილი სისხლის ბრალი იყო, მაგრამ პროკურატორს მზერა აებნა. მოეჩვენა, თითქოს სადღაც გაცურდა პატიმრის თავი და მის ნაცვლად სხვა დაედგა. ამ გამელოტებულ თავს კბილმეჩხერი ოქროს გვირგვინი ამშვენებდა, შუბლზე მრგვალი იარა აჩნდა, კანისგამღრღნელი და მალამოწაცხებული. ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა და უკბილო პირის ღრუ მოუჩანდა. სადღაც გაქრა ვარდისფერი სვეტოვანი თაღი და ბაღს იქით



3 სინედრიონი (ბერძნ.) – იუდეაში უცხუცესთა საბჭო, უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება.



არეკლილი იერუშალაიმის სახურავები, ირგვლივ ყოველივე კაპრის ბაღთა სიმწვანემ გადაფარა. სმენასაც რაღაც დაემართა, თითქოს შორეთში ხმამაღალი რისხვით დაგრგვინეს საყვირები და ცხადად გახმიანდა ნიღნიღა ხმა, დამცინავად რომ წელავდა სიტყვებს... „დიდებულების შეურაცხყოფის კანონით... „



მოკლე, ერთმანეთს დაუკავშირებელმა და უჩვეულო აზრებმა გაუელვა: „დაიღუპა!“ შემდეგ:



„დავიღუპეთ!“ და სრულიად უაზროდ, ვიღაც თანამდებობიანზე: „უცილობლად ერგოს –



მერე რა? – უკვდავება“, ამასთან, „უკვდავებამ“ რატომღაც აუტანელი ნაღველი მოჰგვარა.



პილატე დაიძაბა, ხილვა განდევნა, მზერა აივანზე მოაბრუნა და ისევ პატიმრის თვალებს წააწყდა.



– მისმინე, ჰა-ნოცრი, – ბოლოს ალაპარაკდა პროკურატორი და იეშუას უცნაურად შეხედა: სახეზე მრისხანება ეწერა, თვალებში კი შეშფოთება ედგა, – ოდესმე დიდებულ კეისარზე თუ



გითქვამს რამე? მიპასუხე! გითქვამს? თუ... არა?. . – პილატემ სიტყვა „არა“ უფრო გაწელა, ვიდრე ეს სასამართლოზე იყო დაშვებული და იეშუას მზერით რაღაც აზრი გაუგზავნა, თითქოს პატიმრისათვის ეწადა შთაეგონებინა.



– სიმართლის თქმა იოლია და სასიამოვნო, – შენიშნა ტყვემ.



– არ მსურს გავიგო, – დაგუდული, გაბოროტებული ხმით უთხრა პილატემ, – გსიამოვნებს თუ არა სიმართლის ლაპარაკი. მაგრამ თქმა კი მოგიწევს. ოღონდ, ვიდრე იტყოდე, ყოველი სიტყვა აწონ-დაწონე, თუ არ გწადია უცილობელი და მტანჯველი სიკვდილი.



არავინ უწყის, რამ უბიძგა იუდეველთა პროკურატორს, ეს კი იყო, ხელი ასწია, თითქოს სახე მოიჩრდილაო, და უცხო თვალთაგან დაფარულად რაღაც ანიშნა ტყვეს.



– ჰოდა, – განაგრძო მან, – მიპასუხე, იცნობ თუ არა კირიათელ იუდას, და რას ეუბნებოდი მას კეისარზე?



– ეს ასე იყო, – ხალისიანად დაიწყო ტყვემ, – გუშინწინ, ტაძართან ერთი ყმაწვილი კაცი



გავიცანი, როგორც მითხრა, კირიათელი იუდა იყო. მან შინ მიმიწვია, ქვედა ქალაქში და გამიმასპინძლდა...



– კეთილი კაცია? – ჰკითხა პილატემ და სატანური ალი დაკვესა თვალთაგან.



– ძალიან კეთილი და ცნობისმოყვარე, – დაუმოწმა ტყვემ, – გულისყურით მომისმინა, თბილად მიმიღო...



– ლამპარიც აანთო... – პატიმრის კილოზე კბილებში გამოსცრა პილატემ და თვალები აუციმციმდა.



– დიახ, – განაგრძო ოდნავ გაოცებულმა იეშუამ, – მთხოვა, ჩემი აზრი გამომეთქვა სახელმწიფო წყობაზე. მომეტებულად ეს აინტერესებდა.



– შენ რაღა უთხარი? – დაეკითხა პილატე, – თუ დაგავიწყდა? – პროკურატორის ხმაში უკვე სასოწარკვეთა ჟღერდა.



– სხვათა შორის, ვთქვი, – განაგრძო პატიმარმა, – რომ ყოველი ძალაუფლება ძალადობაა. მალე მოაწევს ჟამი, გაქრება კეისარიცა და მისი ძალაუფლებაც. ადამიანი ჭეშმარიტებისა და სიმართლის საუფლოში გადასახლდება, სადაც აღარ იარსებებს არავითარი მმართველობა.



– შემდეგ?!



– შემდეგ არაფერი, – თქვა პატიმარმა, – ამ დროს ხალხი მომცვივდა, ხელები გამიკრეს და ციხეში წამიყვანეს.



მდივანი ცდილობდა სიტყვა არ გამორჩენოდა, აჩქარებით გამოჰყავდა სიტყვები პერგამენტზე.



– ამქვეყნად არ არსებულა, არ არსებობს და არც იარსებებს უფრო დიდებული და წარმტაცი ძალაუფლება, ვიდრე იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობაა, – იმძლავრა პილატეს თრთოლაშეპარულმა, სნებიანმა ხმამ.



პროკურატორი, რატომღაც, ზიზღით უცქეროდა მდივანს და მებადრაგეებს.

– და იგი შენი განსასჯელი არ არის, ბრიყვო! – უეცრად იღრიალა პილატემ, – ბადრაგი



აივნიდან გაიყვანეთ! – შემდეგ მდივანს მოუბრუნდა, – მარტო დაგვტოვეთ, სახელმწიფო საქმეა!



მებადრაგეებმა შუბები ასწიეს, ნალდაკრული წაღების ზომიერი რაწკუნით გავიდნენ აივნიდან და მათ უკან მდივანიც მიჰყვა.



აივანზე გამეფებულ სიჩუმეს ერთხანს შადრევნის წყლის სიმღერა არღვევდა. პილატე ხედავდა, როგორ იბურცებოდა მილს ზემოთ წყალი, შემდეგ კიდეები ემსხვრეოდა და ნაკადულებივით ეცემოდა ძირს.



ისევ ტყვე ალაპარაკდა.



– ვხედავ, კარგი არაფერი მოჰყოლია კირიათელ ყმაწვილთან საუბარს, იგემონო. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, თითქოს უბედურება შევამთხვიე, ძალიან მებრალება.



– მე კი მგონია, – უცნაურად ჩაიცინა პილატემ, – ამქვეყნად ერთი სულიერი იუდა კირიათელზე შესაბრალისია, მას მეტი სიმძიმილი ელის, ვიდრე იუდას! ამგვარად, გულქვა და დაუეჭვებელი ჯალათი მარკუს ვირთხათმძლე, ადამიანები, რომელთაც, – პროკურატორმა იესოს დამახინჯებულ სახეზე მოუთითა, – ქადაგების გამო გცემეს, ავაზაკი დისმასი და გესმასი, თავის დამქაშებთან ერთად ოთხი ჯარისკაცი რომ მოკლეს დაბოლოს, ბინძური მოღალატე – იუდა, ყველანი კეთილები არიან?



– დიახ, – უპასუხა ტყვემ.

– და მოვა ჟამი ჭეშმარიტების მეუფებისა?

– მოვა, იგემონო, – გულდაჯერებით უთხრა ტყვემ.



– არასოდეს! – საზარლად იღრიალა პილატემ და იეშუამ უკან დაიხია. ამგვარი ხაფი ხმით უყვიროდა თავის ჯარისკაცებს მრავალი წლის წინ, ქალწულთა ველზე: „დასცხეთ! დასცხეთ! მარკუს ვირთხათმძლე ალყაშია!“ აწ უფრო იმძლავრა ხშირი ბრძანებებით ჩახლეჩილმა ხმამ,



– დამნაშავე ხარ, დამნაშავე, დამნაშავე! შემდეგ ჩურჩულით ჰკითხა:



– იეშუა ჰა-ნოცრი, თუ გწამს რომელიმე ღმერთი?



– ღმერთი ერთია, – უპასუხა იესომ, – ის მწამს.



– ჰოდა, ილოცე! გულმხურვალედ ილოცე! თუმცა, – პილატეს ხმა ჩაუწყდა, – აღარაფერი გიშველის. ცოლი თუ გყავს? – რატომღაც ნაღვლიანად დაეკითხა და ვერ მიხვდა, ასე რამ შეუძრა გული.



– არა, მარტო ვარ.



– საძაგელი ქალაქი, – უცებ რატომღაც ჩაიბუტბუტა პროკურატორმა, თითქოს გააციაო, მხრები შეუტოკდა და ხელები ისე მოიფშვნიტა, გეგონებოდათ, წყალი გადაივლო, – იუდა კირიათელთან შეხვედრამდე ყელი რომ გამოეღადრათ შენთვის, აჯობებდა.



– იქნებ გაგეშვი, იგემონო, – მოულოდნელად შეევედრა ტყვე და ხმაში შეშფოთება დაეტყო, –



ვგონებ, სიკვდილს მიპირებენ.



პილატეს კრუნჩხვით მოექცა სახე, ანთებული, ჩასისხლიანებული თვალები მიაპყრო იეშუას და უთხრა:



– როგორ გგონია, უბედურო, რომაელ პროკურატორს შესწევს ძალა, ტყვეობიდან დაიხსნას კაცი, ვინც შენსავით ლაპარაკობს? ო, დიდებულო ღმერთებო! ეგებ გგონია, მაგ ადგილის დაკავება მსურს? მე შენს აზრებს არ ვიზიარებ. და კარგად დაიხსომე, ამიერიდან სიტყვაც რომ დაგცდეს, მიფრთხილდი! გიმეორებ: მიფრთხილდი!



– იგემონო...



– ხმა! – იყვირა პილატემ და შეშლილი მზერა გააყოლა შემოჭრილ მერცხალს, – ჩემკენ! –



იყვირა შემდეგ.



ოდეს მებადრაგენი და მდივანი თავ-თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, პროკურატორმა განაცხადა, რომ ამტკიცებდა მცირე სინედრიონის მიერ იეშუა ჰა-ნოცრისათვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს და მდივანმაც სიტყვასიტყვით ჩაიწერა ნათქვამი.



წუთის შემდეგ პროკურატორის წინაშე მარკუს ვირთხათმძლე იდგა. პილატემ უბრძანა, საიდუმლო სამსახურის მეთაურისთვის ჩაებარებინა დამნაშავე, თანაც პროკურატორის ნება გადაეცა, რომ იეშუა ჰა-ნოცრი სხვა პატიმრებისგან გაეცალკევებინათ და მცველთათვის, უმძიმესი სასჯელის შიშით, აეკრძალათ მასთან ლაპარაკი ან მის შეკითხვებზე პასუხის გაცემა.



მარკუსის ნიშანზე მებადრაგენი გარს შემოერტყნენ ტყვეს და აივნიდან გაიყვანეს.



შემდეგ პროკურატორის წინაშე წარდგა წარმოსადეგი, ჟღალწვერიანი, ლამაზი კაცი, მკერდზე ლომის ხახა უელავდა, ჩაფხუტის თხემი არწივის ნაკრტენით ჰქონდა დამშვენებული, ხმლის აშურმაზე ოქროსფერი ბალთები ეკეთა, სამმაგლანჩიანი ფეხსამოსი მუხლამდე შეეშარტა და მარცხენა მხარზე მეწამული მოსასხამი მოეგდო. ლეგიონის ლეგატი იყო. პროკურატორი დაეკითხა, ამჟამად სად იმყოფებოდა სებასტიის კოჰორტა. ლეგატმა ამცნო, სებასტიელები იპოდრომთან, მოედანზე ამაგრებენ ალყას, სადაც ხალხს ეუწყება განაჩენიო.



მაშინ პროკურატორმა ბრძანა, რომაული კოჰორტიდან ორი კენტურია გამოეყო ლეგატს. პირველისათვის ვირთხათმძლეს ეწინამძღვრა, დამნაშავენი, დასასჯელი მოწყობილობა და ჯალათთა მაზიდები მიეცილებინათ ტაბაკელას მთაზე და მისვლისთანავე დაეკავებინათ ზედა ქამარი. მეორეს კი წამის დაუხანებლად უნდა გაეწია ტაბაკელასკენ და ალყა შემოერტყა მისთვის. პროკურატორმა ლეგატს სთხოვა, იმავე მიზნით, ესე იგი, მთის დასაცავად, გაეგზავნა ცხენოსანთა დამხმარე პოლკი – სირიელთა ალა.



ლეგატი აივნიდან გავიდა, პროკურატორმა კი მდივანი იხმო, უბრძანა სინედრიონის პრეზიდენტი, მისი ორი წევრი და იერუშალაიმის ტაძრის მცველთა უფროსი მოეწვია, თანაც დასძინა, ისე მოეწყო, რომ რჩეულთა თათბირამდე, პრეზიდენტს შეხვედროდა პირისპირ.



პროკურატორის ბრძანება თვალის დახამხამებაში, სიტყვის შეუბრუნებლად შესრულდა და მზე, რომელიც იმ დღეებში საოცარი სიფიცხით წვავდა იერუშალაიმს, ჯერ შუბის წვერზე არ იყო ასული, რომ ბაღის ზედა ტაფობზე კიბესთან მოდარაჯე მარმარილოს ლომთა ფერხთით, ერთმანეთს შეხვდნენ პროკურატორი და სინედრიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, იუდეველთა ქურუმთქურუმი – იოსებ კაიაფა.



ბაღში სიჩუმე სუფევდა. სვეტოვანიდან გამოსულებმა საოცარი, გაბარჯგულღერიანი პალმებით დამშვენებული, მზედაღვრილი ბაღის ზედა ტაფობზე დაივანეს და პროკურატორს თვალწინ აერეკლა საძულველი ქალაქი იერუშალაიმი, მისი თავკიდული ბაღები, ციხესიმაგრეები, იგავმიუწვდენელი, გველეშაპის ქერეჭის მსგავსად მოვარაყებული



უზარმაზარი გუმბათი – ტაძარი იერუშალაიმისა და სადღაც შორს, დაბლიდან, სადაც ბაღის ქვედა ტაფობი და ქალაქის მოედანი იკვეთებოდა, პროკურატორის მახვილ სმენას ხმადაბალი დრტვინვა მისწვდა, ჟამიჟამ სუსტი, გამყინავი კვნესა თუ ყვირილი რომ ფარავდა.



პროკურატორი მიხვდა, მოედანზე უკვე თავი მოეყარა უკანასკნელი არეულობებით აღელვებულ იერუშალაიმის მკვიდრთა ბრბოს, ბრბო მოუთმენლად ელოდა განაჩენს და გაჰყვიროდნენ ხალხში შერეული, მუდამ მოუსვენარი წყლის გამყიდველნი.



პროკურატორმა ამ უმოწყალო ხვატისაგან თავის დასაღწევად უპირველესად, აივანზე მიიწვია ქურუმთქურუმი, მაგრამ კაიაფამ თავაზიანად ჰკადრა უარი. პილატემ მელოტშეპარულ თავზე კაპიუშონი იფარა და ალაპარაკდა. ბერძნულად საუბრობდნენ.



თავდაპირველად ის აუწყა ქურუმთქურუმს, იეშუა ჰა-ნოცრის საქმე განვიხილეთ და სასიკვდილო განაჩენი დავამტკიცეთო.



ამგვარად, დღეს სამ ავაზაკს ჰქონდა სიკვდილი მისჯილი – დისმასს, გესმასს, ბარაბასა და ამათ გარდა, კიდევ იეშუა ჰა-ნოცრის. ამათგან ორმა კეისრის წინააღმდეგ განიზრახა ხალხის აჯანყება, რომის მმართველობამ შეიპყრო ბრძოლით, ამიტომ არ ღირდა მათზე საუბრის გაგრძელება, უკანასკნელნი კი, ბარაბა და ჰა-ნოცრი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაატყვევა და სინედრიონმა დასდო მსჯავრი. კანონისა და ადათის თანახმად, დიდებული დღესასწაულის, პასექის დადგომასთან დაკავშირებით, ამ ორთაგან ერთ-ერთს თავისუფლება უნდა მინიჭებოდა.



ამგვარად, პროკურატორს ახლა ის ეწადა შეეტყო, ვის ათავისუფლებდა სინედრიონი: ბარაბას თუ ჰა-ნოცრის? კაიაფამ თავის დახრით ანიშნა, შეკითხვას მიგიხვდიო და უპასუხა:



– სინედრიონი ითხოვს ბარაბას მიენიჭოს თავისუფლება!



პროკურატორი ქურუმთქურუმისგან სწორედ ამ პასუხს ელოდა, მაგრამ უმთავრესი ის იყო, კაიაფა მიეხვედრებინა, პასუხმა რომ გააოცა.



პილატემ დიდი ოსტატობით გამოხატა გაკვირვება, დამცინავ სახეზე წარბები აძგიბა და გულწრფელი გაოგნებით ჩახედა თვალებში ქურუმთქურუმს.



– გამოგიტყდებით, ამგვარი პასუხი მაოცებს, – თბილად შეაპარა პროკურატორმა, – ხომ არ ცდებით?



და განუმარტა. რომაული მთავრობა სულაც არ ზღუდავს ადგილობრივ სასულიერო ხელისუფალთ, ქურუმთქურუმს ეს, დიახაც მოეხსენება, მაგრამ ამჯერად უთუო შეცდომასთან გვაქვს საქმე. ხოლო ამ შეცდომის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, ძალზე ისურვებდა რომაული მმართველობა.



მართლაც, ბარაბასა და ჰა-ნოცრის დანაშაული ერთგვაროვანი როდია, თუ ჰა-ნოცრის, ამ შეშლილ კაცს, მხოლოდ და მხოლოდ ის ედება ბრალად, რომ იერუშალაიმსა თუ სხვა ქალაქებში უაზრო ქადაგებით აშფოთებდა ხალხს, პირველს უფრო მეტი ცოდვა ამძიმებს. იგი აჯანყებისკენ აქეზებდა ხალხს და ამას გარდა, მცველიც შემოაკვდა დაპატიმრებისას. ბარაბას მეტი დანაშაული მიუძღვის, ვიდრე ჰანოცრის.



ყოველივე ზემოთ თქმულის გამო, პროკურატორი სთხოვდა ქურუმთქურუმს, ერთხელ კიდევ აეწონა პასუხი და ორთაგან ის მსჯავრდებული გაეთავისუფლებინა, ვინაც ნაკლებად საშიში იყო, ასეთად კი, უდავოდ, ჰა-ნოცრი ესახებოდა. ამგვარად?



კაიაფამ თვალი გაუსწორა პილატეს და ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ გაუმეორა, სინედრიონი გულდასმით გაეცნო საქმეს და ხელმეორედ აცხადებს, თავისუფლება ბარაბას ეკუთვნისო.



– როგორ? ჩემი შუამდგომლობის მიუხედავად? მე ვშუამდგომლობ, ვისი სახითაც რომის ძალაუფლება ლაპარაკობს! ქურუმთქურუმო, მესამედაც გამიმეორე!



– მესამედაც გაუწყებ, პროკურატორო, ვათავისუფლებთ ბარაბას, – ხმადაბლა უთხრა კაიაფამ.



ყოველივე დასრულდა, აწ აღარაფერზე შეიძლებოდა ლაპარაკი. ჰა-ნოცრი სამარადისოდ მიდიოდა და პროკურატორის საშინელ, ბოროტ სნებას ვეღარავინ უშველიდა. მისგან სახმილი აღარ იყო სიკვდილის გარდა. მაგრამ ახლა ეს ნაკლებად თავზარდამცემი ეჩვენა პილატეს. კვლავ იმავე, გაურკვეველმა ნაღველმა, ადრე აივანზე რომ ეწვია, შეუძრა მთელი არსება. იმავ წამს სცადა მიზეზს ჩასწვდომოდა და გაოცდა – პროკურატორს ბუნდად ეჩვენა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ უთხრა ტყვეს, ეგებ რაღაცაც ვერ მოისმინა ბოლომდე.



პილატემ ფიქრი განდევნა და ისიც მალევე ჩამოსცილდა. ფიქრი გაფრინდა, მაგრამ ნაღველი დარჩა, ის გაურკვეველი ნაღველი, რომელსაც ვერა და ვერ განუმარტავდა ელვასავით გამკრთალი და იმავ წამს მილეული რაღაც მოკლე, სრულიად სხვა აზრი:



„უკვდავება... უკვდავება მოვიდა... „ ვისი უკვდავება, ამას ვერ მიხვდა პილატე. მაგრამ ამ იდუმალ უკვდავებაზე გაფიქრებისას ცივად შეაჟრჟოლა მზვარეში.



– კეთილი, – თქვა პილატემ, – დე, ასე იყოს!



შებრუნდა, თვალი მოავლო თვალსაწიერს და ცვლილებამ გააოცა. ვარდებით დამძიმებული ბუჩქი გამქრალიყო, აღარც ზედა ტაფობს შემოჯარული კვიპაროსები ჩანდა, აღარც ბროწეულის ხე, მწვანეში ჩაფლული თეთრი ქანდაკება და თვით სიმწვანე. მის ნაცვლად რაღაც მეწამული გუბე ატივტივდა, შიგ წყალმცენარეები შეირხნენ, სადღაც გასრიალდნენ და პილატეც თან წარიტაცეს. ახლა მას უბიძგებდა და მიაქანებდა, ხუთავდა და წვავდა საზარი რისხვა, რისხვა უსუსურობისა.



– სული მეხუთება, – გამოცრა პილატემ, – სული მეხუთება!



მან გათოშილი, ოფლიანი თითებით გაგლიჯა საყელოს ბალთა და მოსასხამი ქვიშაზე დააგდო.



– სუნთქვა ჭირს, სადღაც წვიმს ალბათ, – ხმა გასცა კაიაფამ, პროკურატორის წამონთებულ სახეს დააკვირდა და წინასწარ შეიგრძნო კვლავ მოსალოდნელი წამება, – „ო, რა საშინელი თვეა ნისანი ამ წელს!“



– ცდები, – უთხრა პილატემ, – სიცხის რა ბრალია, შენს სიახლოვეს მეხუთება სული, კაიაფა, –



პილატემ თვალი მოჭუტა, გაიღიმა და განაგრძო, – თავს გაუფრთხილდი, ქურუმთქურუმო!



ქურუმთქურუმმა ლუსკუმი თვალები დაკვესა და მანაც, პროკურატორზე არანაკლები ოსტატობით გამოხატა გაოცება.



– ეს რა მესმის, პროკურატორო? – მშვიდად და ამაყად მიუგო კაიაფამ, – შენვე დაამტკიცე განაჩენი და მე მემუქრები? განა ეს დასაშვებია? ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რომაელი პროკურატორი სიტყვებს წონიდა წარმოთქმამდე. ვინმე არ გვისმენდეს, იგემონო!



პილატემ ჩამკვდარი მზერა მიაპყრო ქურუმთქურუმს, კბილები დაკრიჭა და ცალყბად გაუღიმა:



– რა ბრძანებაა, ქურუმთქურუმო! ვინ უნდა გვისმენდეს? განა იმ მოხეტიალე ღვთის გლახას ვგავარ, დღეს რომ დასჯიან? პატარა ბიჭი ხომ არ გგონივარ, კაიაფა? კარგად ვიცი, რას ვამბობ და სად! ალყაშემორტყმულია ბაღიც და სასახლეც, თაგვი ვერ შემოძვრება! თაგვი კი არა, აი ის, რა ჰქვია... კირიათელიც ვერ შემოაღწევს... ხომ არ იცნობ, ქურუმთქურუმო? დიახ... აქ რომ შემომძვრალიყო, მწარედ ინანებდა, ამას ხომ მაინც დამიჯერებ? გახსოვდეს, ქურუმთქურუმო, დღეიდან საშველს ნუღა ელი! ნურც შენ და ნურც შენი ხალხი! – პილატემ შორეთში ამაღლებული ტაძრისკენ გაიშვირა ხელი, – ამას მე გეუბნები, პილატე პონტოელი, ოქროსშუბიანი მხედარი.



– ვიცი, ვიცი! – უშიშრად უპასუხა კაიაფამ და თვალები დაკვესა. მან ზეცისკენ აღაპყრო ხელნი და განაგრძო, – იციან იუდეველთა, რომ მთელი გულით გძაგს ისინი, მრავალ სატანჯველსაც მოუვლენ, მაგრამ ვერ დაღუპავ! ღმერთი დაგვიცავს! შეისმენს ჩვენს მუდარას, შეისმენს ყოვლისშემძლე კეისარი და დაგვიფარავს მტარვალი პილატესაგან!



– არა! – იხავლა პილატემ და იგრძნო, ყოველი სიტყვის წარმოთქმისას, როგორ უხალვათდებოდა გული: აღარც თვალთმაქცობა იყო საჭირო, აღარც სიტყვის მოზომვა, – ერთობ ხშირად შეგიჭირვებია კეისარი და ახლა ჩემი ჯერი დადგა, კაიაფა! ახლა მე მივაწვდი ამბავს, ანტიოქიასა და რომში კი არა, პირდაპირ კაპრში, თვით იმპერატორს შევატყობინებ, როგორ იფარავთ სიკვდილისაგან პირწავარდნილ მეამბოხეებს იერუშალაიმში. და სოლომონის ტბორებით კი არ დავარწყულებ მაშინ იერუშალაიმს, როგორც მეწადა თქვენდა სასიკეთოდ! არა, წყლით, არა! გაიხსენე, თქვენ გამო ჩამოვხსენი კედლიდან იმპერატორის დამღადადებული შუბები, ჯარის განლაგება შევცვალე და ხედავ, თავად ჩამოვედი, რათა მენახა, რა ხდებოდა აქ, თქვენთან! ჩემი ნათქვამი დაიხსომე, ქურუმთქურუმო! ერთსა და ორ კოჰორტას არ ნახავ იერუშალაიმში, არა! ქალაქის კედლებს ფულმინატის მძიმედ შეჭურვილი ლეგიონი და არაბ ცხენოსანთა რაზმები მოადგება, მაშინ გაიგებ გულამოსკვნილ მოთქმა- გოდებას! მაშინ გაგახსენდება დახსნილი ბარაბა და მწარედ ინანებ, რომ სასიკვდილოდ გაიმეტე სიკეთის მქადაგებელი ფილოსოფოსი!



ქურუმთქურუმს სახე აუფორეჯდა, თვალები დაკვესა. პროკურატორივით მანაც დაკრიჭა კბილები ღიმილის ნიშნად და უპასუხა:



– ნუთუ თავად გჯერა შენი ნათქვამის, პროკურატორო? არა მგონია! იერუშალაიმში სიკეთე არ მოუტანია ხალხთა მაცდურს და შენც, მხედარო, ეს კარგად მოგეხსენება! შენ მისი გათავისუფლება გსურდა, რათა ხალხი შეეშფოთებინა, რწმენა წაებილწა და იუდეველნი რომაული მახვილის ქვეშ მოექცია! მაგრამ მე, იუდეველთა ქურუმთქურუმი, ვიდრე ცოცხალ ვარ, რწმენას არ წაგაბილწვინებ და ხალხს არ დაგიმონებ! გესმის, პილატე? – და კაიაფამ მრისხანედ აღმართა ხელი, – ყური მიუგდე, პროკურატორო!



კაიაფა დადუმდა და პროკურატორის სმენას კვლავ მისწვდა ჰეროდე დიდის ბაღს შეხეთქებული ზღვის შრიალისდარი ხმა. ზათქი პილატეს ტერფებს აწყდებოდა და სახემდე აღწევდა, ზურგს უკან კი, იქ, სასახლის ფრთების მიღმიდან, საყვირების განგაშიანი გადაძახილი, ასობით ფეხის მძიმე ხრაშუნი და რკინის ჭახუნი მოისმოდა – პროკურატორი მიხვდა, მისი ბრძანებისამებრ რომაელი ქვეითები უკვე ტოვებდნენ სასახლეს და ავაზაკთა და მოჯანყეთა სასიკვდილო აღლუმზე ისწრაფოდნენ.



– გესმის, პროკურატორო? – ჩურჩულით გაუმეორა ქურუმთქურუმმა, – ნუთუ დამიმტკიცებ, რომ ეს ყოველივე, – კაიაფამ ხელები ზეაღაპყრო და მუქი კაპიუშონი თავიდან ჩაუცურდა, – იმ საბრალო ავაზაკის – ბარაბას დამსახურებაა?



პროკურატორმა ხელის ზურგით შეიწმინდა ცივი ოფლით დაცვარული შუბლი, მიწას დააჩერდა, შემდეგ თვალმოჭუტულმა ახედა ცას, დაინახა, გავარვარებული დისკო პირდაპირ მას დასცქეროდა, კაიაფას ჩრდილი კი ლომის კუდთან მიკუნტულიყო და ხმადაბლა, გულგრილად წარმოთქვა:



– მოშუადღევდა, საუბრით გავერთეთ და საქმე დაგვავიწყდა.



გასხიპული თავაზიანობით მოუხადა ბოდიში ქურუმთქურუმს, სთხოვა, მაგნოლიის ჩრდილში, საკარცხულზე დაბრძანებულიყო, მოეცადა, ვიდრე უკანასკნელ, ხანმოკლე თათბირზე მოიწვევდა მსაჯულთ და კიდევ ერთ განკარგულებას გასცემდა, მსჯავრთან დაკავშირებულს.



კაიაფამ მკერდზე მიიდო ხელი, ქედი მოიდრიკა და ბაღში დარჩა, პილატე კი აივნისაკენ გაეშურა, იქ მომლოდინე მდივანს ლეგიონის ლეგატის, კოჰორტის ტრიბუნის, სინედრიონის ორი წევრისა და სატაძრო დაცვის მეთაურის ხმობა უბრძანა, ბაღის ქვედა ტაფობზე, მრგვალ შადრევანთან, ფანჩატურში რომ ელოდნენ. შემდეგ დასძინა, მეც ახლავე დავბრუნდებიო და სასახლეში შევიდა.



ვიდრე მდივანი მოთათბირეთ იხმობდა, პროკურატორი მუქი ფარდებით ჩაბნელებულ დარბაზში ვიღაც კაცს შეხვდა, რომელსაც შავი კაპიუშონი სანახევროდ უფარავდა სახეს.



ერთობ ხანმოკლე იყო შეხვედრა. პროკურატორმა რამდენიმე სიტყვა წასჩურჩულა მოსულს, შემდეგ სვეტოვანი განვლო და ბაღში გავიდა.



იქ, ყველას თანდასწრებით, კიდევ ერთხელ, დინჯად და აუმღვრევლად გაიმეორა, რომ ამტკიცებდა იეშუა ჰა-ნოცრის სასიკვდილო განაჩენს და სინედრიონის წევრთ ოფიციალურად დაეკითხა, რომელი მსჯავრდებულის გათავისუფლება ეწადათ. პასუხად ბარ-რა-ბას სახელი გაიგონა და პროკურატორმა ბრძანა:



– კეთილი, – შემდეგ მდივანს ეს ყოველივე ოქმში ჩააწერინა, მდივნის მიწოდებული, ქვიშიდან აღებული ბალთა მომუჭა ხელში და საზეიმოდ განაცხადა, – დროა!



იქ მყოფნი კედლებად ასვეტილ ვარდთა თავბრუდამხვევი სურნელის თანხლებით დაეშვნენ მარმარილოს ფართო კიბეზე. თანდათან უახლოვდებოდნენ გლუვად მოკირწყლულ მოედანზე მიჯრილი ბაღის კედელს, ბჭეს, საიდანაც თვალნათლივ მოჩანდა იერუშალაიმის იპოდრომის სვეტები და ქანდაკებანი.



როგორც კი ბაღიდან გავიდნენ და მოედანს დაპატრონებულ უზარმაზარ ფიცარნაგზე შედგეს ფეხი, პილატემ მოჭუტული ქუთუთოების ქვევიდან გახედა სივრცეს და მდგომარეობა შეაფასა. ახლახან გავლილი მანძილი სასახლის კედლიდან ფიცარნაგამდე უკაცური იყო, სანაცვლოდ, მოედანს ვერ სწვდებოდა თვალი – ბრბოს შთაენთქა. მოსეირენი ამ გაწმენდილ სივრცეს – ფიცარნაგსაც წალეკავდნენ, მარცხნიდან სებასტიელი ჯარისკაცების სამმაგ რიგსა და მარჯვნიდან, ოტურიის დამხმარე კოჰორტას რომ არ შეეკავებინა.



ასე და ამგვარად, პილატემ ფიცარნაგზე შედგა ფეხი, აზრმიუცემლად მუჭავდა აწ უმაქნის ბალთას და თვალებს ჭუტავდა. არა, მზე არ სჭრიდა თვალს! რატომღაც ერიდებოდა მსჯავრდებულთა ჯგუფის დანახვას, კარგად უწყოდა, მის ფეხდაფეხ ამოიყვანდნენ ფიცარნაგზე.



ის იყო სისხლისფერქობიანი თეთრი მოსასხამი მოსეირეთა ზღვის პირას, ფიცარნაგზე გაკრთა და თვალდახუჭული პილატეს სმენას მისწვდა შხუილი: „ა-ა-ა... „ შხუილი ბუბუნით დაიწყო, სადღაც იპოდრომს იქით იშვა, შემდეგ მომძლავრდა, ქუხილს დაემსგავსა, რამდენიმე წამს გრუხუნებდა და მერე ჩაცხრა. „დამინახეს“, – გაიფიქრა პილატემ. ხმაური არც იყო ჩაღველფილი, რომ მოულოდნელად ისევ იმატა, ტაატით გაიზარდა და, როგორც ზვირთს მოედება ხოლმე ქაფი, ზრიალში გამოკვეთილი სტვენა და ქალების ნაწყვეტ-ნაწყვეტი დრტვინვა ატივტივდა. „ქვაფენილზე ამოიყვანეს... – გაიფიქრა პილატემ,



– ბრბო წინ მოაწყდა, ქალები გადაჯეგეს და ამიტომ კვნესიან“.



ერთხანს შეიცადა, იცოდა, ვერავითარი ძალა ვერ დაადუმებდა ბრბოს, ვიდრე გულში დაგროვილს არ ამოანთხევდა და თავად არ გაჩუმდებოდა.



და როცა ეს დროც დადგა, პროკურატორმა ხელი აღმართა და უკანასკნელი ხმაურიც მოსხიპა.



მაშინ პილატემ ღრმად ჩაისუნთქა გავარვარებული ჰაერი, ამოიყვირა და ათასობით თავს გადაუფრინა ხრინწშეპარულმა ხმამ:



– კეისარ-იმპერატორის სახელით!



უეცრად სმენას რკინის მოსხეპილი ღრიალი ეცა – კოჰორტებმა მაღლა შემართეს შუბები და რამდენჯერმე შემაზრზენად იხუვლეს:



– დიდება კეისარს!



პილატემ თავი ააღირა და პირდაპირ მზეს შეხედა. ვასვასა ალმა დაუწვა ქუთუთოები, გონება გაუნათა და ბრბოს მისწვდა არამეული სიტყვები:



– მკვლელობისათვის, ჯანყისაკენ მოწოდებისთვის, კანონისა და რწმენის შეურაცხყოფისთვის, იერუშალაიმში დაპატიმრებულ ოთხ ავაზაკს მიესაჯა სამარცხვინო სასჯელი – ბოძზე გაკვრა! სასჯელი ახლავე აღსრულდება ტაბაკელას მთაზე... ავაზაკთა სახელებია – დისმასი, გესმასი, ბარაბა და ჰა-ნოცრი! აი, ისინიც!



პილატემ ხელი მარჯვნივ გაიშვირა, დამნაშავეებს ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, იქ იყვნენ.



ბრბომ გაოცებისა თუ მორჩილების გუგუნით უპასუხა. მერე ხმაური ჩაცხრა თუ არა, პილატემ განაგრძო:



– ამათგან მხოლოდ სამი დაისჯება, რამეთუ, ადათითა და კანონით, პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად, მცირე სინედრიონის არჩევითა და რომის ხელისუფლების თანხმობით, დიდსულოვანი კეისარი იმპერატორი ერთ-ერთ მსჯავრდებულს უბრუნებს საწყალობელ სიცოცხლეს!



პილატე სიტყვებს წარმოთქვამდა, თან აყურადებდა, გუგუნის სანაცვლოდ როგორ ივანებდა დიდებული სიჩუმე. ახლა აღარც შრიალი და ოხვრა აღწევდა მის სმენამდე და დადგა ის წუთიც, როცა მოეჩვენა, რომ გაქრა ყოველივე მის ირგვლივ, ჩაკვდა ეს საძულველი ქალაქი და ახლა იგი ეულად იდგა ირიბი სხივებით დაფუფქული და ზეცისკენ პირმიქცეული. პილატემ ერთხანს შეაკავა სიჩუმე, მერე ისევ იყვირა:



– მას ახლა თქვენ თვალწინ გაათავისუფლებენ. მისი სახელია...



ისევ დადუმდა, სახელი ყელში გაეხირა, გონებით მოჩხრიკა, ყველაფერი თქვა თუ არა, რადგან იცოდა, გათავისუფლებულის სახელის წარმოთქმისთანავე აღდგებოდა ჩამკვდარი ქალაქი და ვეღარაფერს გაიგებდა.



„დასრულდა! – უხმოდ ჩაიჩურჩულა პილატემ, – დასრულდა. სახელი!“



და დადუმებულ ქალაქს დაგრძელებული ასო „რ“ მოჰფინა:



– ბარ-რ-რ-აბა!



მოეჩვენა, მზე აჟღრიალდა, თავს ზემოთ გასკდა და ცეცხლით აუვსო ყურები. ამ ცეცხლში ბობოქრობდა ღრიალი, კივილი, კვნესა, ხარხარი და სტვენა.



პილატემ პირი იქცია და ფიცარნაგს გაუყვა კიბისკენ. აღარავის უმზერდა, მხოლოდ ქვაფენილს დასცქეროდა და ცდილობდა, ფეხი არ წამოეკრა. კარგად იცოდა, ზურგს უკან სეტყვასავით მოფრინავდა ბრინჯაოს ფული და ხურმა, აბღავლებული ხალხი ერთმანეთს ქელავდა, მხრებზე აჯდებოდა, რათა საკუთარი თვალით ეხილა სასწაული – ადამიანი, რომელიც აქამდე სიკვდილს ეპყრა ხელთ და ამ ხელებიდან დაიხსნა თავი! იცოდა, ლეგიონერები თოკებს ხსნიდნენ შეწყალებულს, უნებლიეთ მწარედ ტკენდნენ დაკითხვაზე ამოგდებულ სახსრებს, ისიც წარბშეკრული კვნესოდა და მაინც იღიმებოდა უაზროდ, სულელურად.



ისიც იცოდა, მებადრაგეებს უკვე გვერდით კიბისკენ მიჰყავდათ მსჯავრდებული სამეული, რათა ხალხს გასცლოდნენ და დასავლეთით, ქალაქგარეთ, ტაბაკელას მთისკენ აეღოთ გეზი. მან ფიცარნაგი გადაიარა და მხოლოდ მაშინღა ასწია თავი, აქ საფრთხე აღარ ემუქრებოდა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



40



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



– მსჯავრდებულები შორს იყვნენ და ვეღარ დაინახავდა.



გაყუჩებული ბრბოს დუდუნს ახლა ერწყმოდა და გარკვევით ხმიანდებოდა მოღაღადეთა გამყინავი ყივილი, ხან არამეულად, ხან ბერძნულად რომ აუწყებდნენ ბრბოს პროკურატორის ბრძანებას. სმენას სწვდებოდა დანაწევრებული და მოახლოებული ფლოქვების ტკაპატკუპი და საყვირის უწყინარი, მხიარული გადაძახილი. ამ ხმებს ბაზარსა და იპოდრომს შორის დაკლაკნილ შუკებზე მიჯრით ჩაწყობილი ქოხმახების ლაფაროებიდან გამოეხმაურა ბიჭების გამყინავი სტვენა და ყვირილი: „უფრთხილდი!“



მოედნის ცარიელ სივრცეში ეულად მდგარმა ჯარისკაცმა ხელში ჩაბღუჯული ნიშანი აიქნია და შედგნენ პროკურატორი, ლეგიონის ლეგატი, მდივანი და მებადრაგეები.



ცხენოსანთა ალა ჭენებით გამოიჭრა მოედანზე, ხალხის ბრბოს გვერდი აუქცია და მაღლა ატოტვილ ქვის კედელთან მიყუჟული ჩიხით – ამ უმოკლესი გზით – ტაბაკელას მთისკენ გაემართა.



ცხენოსანთა რაზმის მეთაურმა, ბიჭივით კაფანდარა და მულატივით შავტუხა სირიელმა, პილატეს გაუსწორდა თუ არა, რაღაც შეჰყვირა რიხიანად და ხმალი იშიშვლა. გაოფლილი ოჩანი შავრა დაფრთხა და ყალყზე შედგა. მეთაურმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, მათრახი ქედზე გადაუჭირა ცხენს, რაზმს დაეწია და ჩორთით გადაჭრა მოედანი. სამ-სამად დაწალიკებული მხედრები უკან მიჰყვნენ, მტვრის ბუქში ბამბუკის შუბის წვერები ახტუნავდა და პროკურატორის წინ ჩაიქროლა თეთრი ჩალმების ფონზე განსაკუთრებით ჩაშავებულმა, მხიარულად პირდაღებულმა, კბილმოელვარე სახეებმა.



მტვრის ბუღი ცას შეასკდა, რაზმი მოსახვევში შეიჭრა და პროკურატორის წინ უკანასკნელმა ჯარისკაცმაც ჩაიარა, მზეზე ალაპლაპებული საყვირი რომ მოეგდო ზურგზე.



პილატემ უკმაყოფილოდ მომუწა ტუჩები, მტვრისგან იფარა სახე, გზა განაგრძო, სასახლის ბაღის ჭიშკრისკენ გაემართა, უკან ლეგატი, მდივანი და მებადრაგეები მიჰყვნენ.



იქნებოდა დილის ათი საათი.



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



– დიახ, იქნებოდა დილის ათი საათი, პატივცემულო ივან ნიკოლაევიჩ, – თქვა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



41



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



პროფესორმა.



პოეტმა ახალგამოფხიზლებულივით ჩამოისვა სახეზე ხელი და მიმოიხედა – პატრიარქთა ტბორებზე ბინდი იწვა.



წყალი ჩამუქებულიყო, მსუბუქი ნიავი ჭავლს მოაპობდა, ისმოდა ნიჩბების დგაფუნი და ნავში მოკალათებული ვიღაც ქალის ტკარცალი. ხეივანში ხალხი მომრავლებულიყო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ კვადრატის სამ მხარეს ისხდნენ, ჩვენი მოსაუბრეების სიახლოვეს კი არავინ ჩანდა.



მოსკოვის თავზე ცა გამოხუნებულიყო და ზედ ოქროშეპარული, თეთრად მოვანებული მთვარე ეკიდა. სუნთქვა საგრძნობლად გაადვილდა, ცაცხვების ჩრდილიდან, რბილად, საღამოსეულად ხმიანდებოდა საუბარი.



„ვერც კი შევნიშნე, თვალსა და ხელს შუა როგორ შეთხზა მოთხრობა... – გაიფიქრა გაოცებულმა უსახლკარომ, – დაბინდებულა, იქნებ კი არ გვიყვებოდა, მე მეძინა და სიზმრად ვნახე ეს ყველაფერი?“



თუმცა, ალბათ მაინც პროფესორი ყვებოდა, თუ არა და, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბერლიოზსაც იგივე ესიზმრა, რადგან მან ყურადღებით ახედ-დახედა უცხოელს და უთხრა:



– ძალიან საგულისმო მოთხრობაა, პროფესორო, თუმცა სრულიად არ ემთხვევა სახარებას.



– მომიტევეთ, – მოწყალედ ჩაიცინა პროფესორმა, – ვინ ვინ და თქვენ მაინც უნდა იცოდეთ, რომ სახარებაში აღწერილი ამბები არასოდეს მომხდარა და თუკი მას ისტორიულ წყაროდ მივიჩნევთ... – მან კვლავ ჩაიქირქილა და ბერლიოზმა ენა მოიკვნიტა: სიტყვასიტყვით ამას ეუბნებოდა უსახლკაროს პატრიარქთა ტბორებთან მოსვლამდე.



– ცხადია, – დაეთანხმა ბერლიოზი, – მაგრამ ვგონებ, ვერც თქვენი ნაამბობის ჭეშმარიტებას დაამტკიცებს ვინმე.



– ო, არა! ამის მოწმეები არსებობენ! – უცხოელმა ისევ ენა მოიტეხა და გულდაჯერებული კაცის იერით თავისკენ მოიხმო ორივე მეგობარი.



ისინი პროფესორისკენ გადაიხარნენ და კვლავ სუფთა რუსული შემოესმათ, ეშმაკმა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



42



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



უწყის, ჟამიჟამს ასე რად ეცვლებოდა გამოთქმა.



– ახლავე აგიხსნით... – პროფესორმა შიშით მიმოიხედა და ჩურჩულით განაგრძო, – მე თავად ვარ მოწმე. პილატე პონტოელის აივანზეც გახლდით, ბაღში, კაიაფასთან საუბარსაც მივაყურადე, ფიცარნაგზეც ვიყავი, მხოლოდ უჩუმრად, ასე ვთქვათ, ინკოგნიტოდ, ამიტომაც გთხოვთ, ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაგცდეთ, საიდუმლოა! ჩუ!



სიჩუმე გამეფდა და ბერლიოზი გადაფითრდა.



– თქვენ... რა ხანია მოსკოვში ბრძანდებით? – ხმა გაებზარა მას.



– ეს წუთია ჩამოვფრინდი, – როგორღაც დაბნეულად უპასუხა პროფესორმა და მეგობრებმა მხოლოდ ახლა მოისაზრეს, გულდაგულ დაჰკვირვებოდნენ მის თვალებს, მარცხენა, ჭრუტა თვალი შეშლილივით რომ უციმციმებდა, მარჯვენა კი ცარიელი, ჩაშავებული და უსიცოცხლო იყო.



„ცხადია, – გაიფიქრა შეშფოთებულმა ბერლიოზმა, – გერმანელი შეშლილი ჩამოვიდა, ანდა აქ შეირყა, პატრიარქთა ტბორებთან“.



დიახ, ყველაფერი გაირკვა: უცნაურზე უცნაური საუზმე აწ განსვენებულ ფილოსოფოს კანტთან, სულელური ლაპარაკი ზეთსა და ანუშკაზე, თავის მოკვეთასა და ათას უაზრობაზე, მოკლედ, ყველაფერს ნათელი მოეფინა – პროფესორი შეშლილი იყო.



ბერლიოზმა მაშინვე მოისაზრა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მერხს გადაეყრდნო და პროფესორის ზურგს უკნიდან თვალი ჩაუკრა უსახლკაროს – ანიშნა, ნუ ედავებიო, მაგრამ პოეტი იმდენად იყო დაბნეული, რომ ვერაფერს მიუხვდა.



– დიახ, დიახ! – განაგრძობდა აღგზნებული ბერლიოზი, – ყველაფერი შესაძლებელია! დიახ, შესაძლებელი! პილატე პონტოელიც, აივანიც... მარტო ჩამობრძანდით თუ მეუღლესთან ერთად?



– მარტო ვარ, მარტო, მე მუდამ მარტო ვარ, – მწარედ ამოიკვნესა პროფესორმა.

– ბარგი? ბარგი სადა გაქვთ, პროფესორო? – შეეკითხა ბერლიოზი, – „მეტროპოლში“ დაბინავდით?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



43



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



– მე? არსად, – უპასუხა შეშლილმა გერმანელმა და ნაღვლიანი, ველური მზერა მოავლო პატრიარქთა ტბორებს.



– როგორ? აბა, სად იცხოვრებთ?



– თქვენს ბინაში, – უეცრად მოურიდებლად განუცხადა პროფესორმა და თვალი ჩაუკრა.



– ძალიან... ძალიან მოხარული ვარ, – ალუღლუღდა ბერლიოზი, – მაგრამ ჩემთან ალბათ თავს უხერხულად იგრძნობთ... „მეტროპოლში“ კი მშვენიერი ნომრებია, პირველხარისხოვანი სასტუმრო გახლავთ...



– არც ეშმაკი არსებობს? – უეცრად მხიარულად დაეკითხა ავადმყოფი ივან ნიკოლაევიჩს.



– არა...



– ნუ ედავები! – პროფესორის ზურგს უკნიდან შეუტია ბერლიოზმა.



– ეშმაკი საერთოდ არ არსებობს! – ივან ნიკოლაევიჩმა ამდენ უაზრობას ვეღარ გაუძლო და მთლად უადგილოდ წამოიყვირა, – რა დავაშავეთ? მორჩით სისულელეებს!



შეშლილმა ისე გადაიხარხარა, რომ მოსაუბრეთა თავს ზემოთ, ცაცხვის ტოტებზე დაბუდებული ბეღურები აიშალნენ.



– ეს კი მართლაც საგულისხმოა, – ძაგძაგებდა პროფესორი, – მაინც, რა უბედურება გჭირთ, რაც ვახსენე, არაფერი არ არსებობს! – მან მოულოდნელად შეწყვიტა სიცილი და ახლა მეორე უკიდურესობაში გადავარდა – გაღიზიანდა და მრისხანედ იყვირა, – მაშასადამე, საერთოდ არ არსებობს?



– დამშვიდდით, დამშვიდდით, დამშვიდდით, პროფესორო, – ავადმყოფის აღელვებას მოერიდა ბერლიოზი, – ერთხანს ამხანაგ უსახლკაროსთან ისაუბრეთ, მე კი აქვე, კუთხეში მივირბენ, ტელეფონით დავრეკავ, შემდეგ კი სადაც ინებებთ, იქ მიგაცილებთ. თქვენ ხომ ცუდად იცნობთ ქალაქს...



უნდა ვაღიაროთ, რომ მართებულად მიგვაჩნია ბერლიოზის გეგმა: საჭირო იყო უახლოეს ტელეფონ-ავტომატთან მიერბინა და უცხოელთა ბიუროში შეეტყობინებინა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული შეშლილი კონსულტანტი პატრიარქთა ტბორებზე



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



44



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



იმყოფებოდა და, რა თქმა უნდა, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ზომების მიღება იყო საჭირო.



– დარეკავთ? თქვენი ნებაა, დარეკეთ, – ნაღვლიანად დაეთანხმა ავადმყოფი და უეცრად გახელებული შეევედრა, – გამოთხოვებისას გემუდარებით, ის მაინც დამიჯერეთ, რომ ეშმაკი არსებობს! მხოლოდ ამას გთხოვთ! გაითვალისწინეთ, საამისოდ მეშვიდე, ყველაზე საიმედო საბუთი არსებობს და ამაში ახლავე დარწმუნდებით.



– კეთილი, კეთილი, – ცალყბად დაუყვავა ბერლიოზმა, გუნებაწამხდარ უსახლკაროს თვალი ჩაუკრა და პატრიარქთა ტბორების იმ ჭიშკრისაკენ გაეჩქარა, ბრონნაიასა და ერმოლაევის კუთხეში რომ გადიოდა.



პროფესორი კი თითქოს იმავ წამს გამოჯანმრთელდა და გონს მოეგო.



– მიხაილ ალექსანდროვიჩ! – ძახილი დაადევნა ბერლიოზს.



ის შეკრთა, უკან მოიხედა, მაგრამ თავი დაიმშვიდა, ჩემი სახელი და მამის სახელიც ასევე გაზეთებიდან თუ იცის პროფესორმაო, პროფესორმა კი ხელები ტუჩებთან მიიტანა და გასძახა:



– ხომ არ მიბრძანებთ, ვინმეს დავავალო, კიევში, ბიძათქვენთან გაგზავნონ დეპეშა? ახლა კი გააჟრჟოლა ბერლიოზს. კიეველი ბიძის არსებობა საიდანღა უნდა სცოდნოდა



უცხოელს? ამაზე ხომ მაინც არაფერი ეწერა გაზეთებში? ოჰო, იქნებ უსახლკარო არ ცდება?



საბუთები რომ ყალბი აღმოაჩნდეს? ჰო, ძალიან უცნაური ტიპია! დავრეკო, აუცილებლად უნდა დავრეკო! ახლავე! ხელად გაარკვევენ!



ბერლიოზმა ყური აღარ ათხოვა პროფესორს და სირბილით განაგრძო გზა.



ის იყო ბრონნაიაზე გამავალ ჭიშკართან მიირბინა, რომ მის შესახვედრად სკამიდან სწორედ ის მოქალაქე წამოიმართა, წეღან, ცხიმოვანი ხვატის დროს, მზის შედედებული სხივებიდან რომ ჩამოიღვენთა. თუმცა ახლა, ჰაეროვანი კი არა, ჩვეულებრივი, ხორციელი კაცი ედგა წინ, და ბინდისპირზე ბერლიოზმა გარკვევით გაარჩია – ულვაში ქათმის ნაკრტენს მიუგავდა, ვიწრო, დამცინავი და გალექებული თვალები ჰქონდა, კუბოკრული შარვალი კი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



45



თავი მესამე - მეშვიდე საბუთი



იმდენად ამოესუტა ლაჯებში, რომ ტოტებს ქვევიდან ჭუჭყიანი თეთრი წინდა მოუჩანდა.



მიხაილ ალექსანდროვიჩი ლამის უკან გაბრუნდა, მაგრამ თავს შეუძახა, ყველაფერი უაზრო შემთხვევითობას მიაწერა და ისევ წინ წადგა ნაბიჯი.



– ტურნიკეტს ეძებთ, მოქალაქევ? – აჟღრიალდა კუბოკრული ტიპი, – აქეთ მობრძანდით! ზუსტად დანიშნულებისამებრ მიგიყვანთ! გზას თუ მიგასწავლით, იქნებ ასი გრამის საფასური მიწყალობოთ... გამოვკეთდებოდი... ყოფილი რეგენტი გახლავართ! – ტიპმა მანჭვა-გრეხით მოიშვლიპა ჟოკეის ქუდი.



ბერლიოზმა ყური აღარ ათხოვა გაღლეტილ და ციგან რეგენტს, ტურნიკეტთან მიირბინა, მოტრიალდა და ის იყო, რელსებზე უნდა გადაებიჯებინა, რომ წითელი და თეთრი შუქი შეეფრქვა სახეში: მინის ყუთზე წარწერა აინთო: „ფრთხილად, ტრამვაი!“



ტრამვაიმაც აღარ დააყოვნა, ერმოლაევიდან ბრონნაიაზე გამოუხვია, ახალდაგებულ ლიანდაგზე გამოსრიალდა, შიგნიდან ელექტრონით გაბრწყინდა, აწკრიალდა და სვლას უმატა.



ბერლიოზმა, თუმცა საიმედო ადგილას იდგა, გადაწყვიტა, ტრამვაის მორიდებოდა, ტურნიკეტის სახელურს მოჰკიდა ხელი და ნაბიჯი უკან წადგა. უეცრად ხელი აუსრიალდა, ფეხი დამრეც ქვაფენილზე გაუსხლტა, ვეღარც მეორე ფეხით შეიმაგრა თავი და ბერლიოზი პირდაპირ რელსებს დაასკდა.



ხელმოსაჭიდის ძებნაში ბერლიოზი გულაღმა ამოტრიალდა, ქვაფენილს ძალუმად დაჰკრა კეფა და ისღა დაინახა, მაღლა, მარჯვნივ თუ მარცხნივ – ვეღარ გაარჩია – ოქროსფერი შეჰპარვოდა მთვარეს. თავზარდაცემულმა ფეხები მოკუნტა, შებრუნდა და დაუოკებელი ძალით მისკენ მომქროლავი ვატმანი ქალის სიმწრით გადაფითრებული სახე და წითელი თავსაფარი დაინახა. ბერლიოზს არ უყვირია – ირგვლივ ქალების განწირული ხმით აკივლდა ქუჩა. ვატმანმა ელექტრომუხრუჭი ჩამოქაჩა, ვაგონი, თითქოს ცხვირით ჩაესო მიწას, იმავ წამს შეხტა და ფანჯრებიდან ხმაურითა და ზრიალით ჩამოშვავდა მინა. ბერლიოზის ტვინში ვიღაცამ განწირულად იკივლა – „ნუთუ?“ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაიელვა მთვარემ, ნაწილებად დაიმსხვრა და ჩაქრა.



ტრამვაიმ ბერლიოზი გადაფარა და პატრიარქთა ტბორების ხარიხებთან დამრეც ქვაფენილზე მრგვალი, მუქი საგანი მოისროლა. საგანი დაგორდა და ბრონნაიაზე ახტუნავდა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



46



თავი მეოთხე - დევნა



ეს ბერლიოზის მოკვეთილი თავი იყო.



თავი მეოთხე - დევნა



ქალების ისტერიული კივილი მიწყდა, მილიციელთა სასტვენებმაც გადაისტვინა და ორი სასწრაფო დახმარების მანქანაც დაიძრა: ერთმა თავმოკვეთილი ტანი და მოჭრილი თავი წაიღო მორგში, მეორემ – მინის ნამსხვრევებით სახედასერილი ლამაზი ვატმანი წაიყვანა, წითელთავსაფრიანმა მეეზოვეებმა ქვაფენილი მოასუფთავეს, სისხლის გუბეს ქვიშა წააყარეს, ივან ნიკოლაევიჩი კი როგორც დაასკდა მერხს, ისევე იჯდა გაუნძრევლად.



რამდენჯერმე სცადა წამომდგარიყო, მაგრამ სხეული ვერ დაიმორჩილა – ხელ-ფეხი დამბლადაცემულივით წართმეოდა.



უსახლკარო კივილის გაგონებისთანავე გაიქცა ტურნიკეტისკენ და საკუთარი თვალით დაინახა, ქვაფენილზე როგორ მოხტუნავდა ბერლიოზის თავი. გაოგნებული დაასკდა სკამს და ხელზე იკბინა. ცხადია, შეშლილი გერმანელი აღარც გახსენებია, მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობდა, როგორ მოხდა, რომ სულ ახლახან ბერლიოზს ელაპარაკებდა, წუთის შემდეგ კი



– თავი...



პოეტის თვალწინ, ხეივანში აღელვებული ხალხი მიმორბოდა, რაღაცას გაჰყვიროდნენ, მაგრამ გახევებული ივან ნიკოლაევიჩი სიტყვებს ვერ არჩევდა.



მოულოდნელად მის შორიახლოს ორი ქალი შედგა და ერთმა, ცხვირპაჭუამ და თმაგადასლეკილმა, ზედ პოეტის ყურთან უკივლა მეორეს:



– ანუშკას, ჩვენს ანუშკას! სადოვაიადან! იმის ბრალია! გასტრონომში ზეთი უყიდია და ლიტრიანი სახელურზე გადასტყდომია! კაბაც გაითხვარა! ნეტა გენახა, რას ილანძღებოდა! ამ საცოდავს კი ალბათ ფეხი აუსხლტა და რელსებზე გასრიალდა...



ქალის წამონაყვირიდან ივან ნიკოლაევიჩის გალიგვებულ გონებაში ერთადერთი სიტყვა ჩაიწრიტა: „ანუშკა!“



სიტყვა „ანუშკას“ მეორე მოჰყვა: „ზეთი“, შემდეგ რატომღაც – „პილატე პონტოელი“. პოეტმა პილატე განდევნა, „ანუშკაზე“ მიბმულ ჯაჭვს მიჰყვა, წამიერად აასხა რგოლები და



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



47



თავი მეოთხე - დევნა



შეშლილ პროფესორს მიადგა.



აი, ვინ არის დამნაშავე! ამ ცოტა ხნის წინ ხომ თქვა, თათბირი არ შედგება, რადგან ანუშკას ზეთი დაეღვარაო? და აჰა, ინებეთ, არ შედგა კიდეც! კიდევ... აკი პირდაპირ უთხრა ბერლიოზს, თავს ქალი მოგკვეთსო? დიახ, დიახ, დიახ! ვატმანი ხომ ქალი იყო?! გასაოცარია!



ეჭვის ნასახიც აღარ რჩებოდა. როგორც ჩანს, უცნობმა კონსულტანტმა წინასწარ იცოდა ბერლიოზის საშინელი აღსასრულის შესახებ. უეცრად ორმა აზრმა გაუელვა პოეტს:



„შეშლილი არ უნდა იყოს! რა სისულელეა!“ და მეორე: „თავად ხომ არ მოაწყო?!“



მაგრამ, ნება მომეცით, დაგეკითხოთ, როგორ?



– არა, არა! ყველაფერს გავარკვევთ!



უდიდესი ძალისხმევით წამოდგა და იმ სკამისაკენ წალასლასდა, ამ ცოტა ხნის წინ ბერლიოზთან ერთად რომ იჯდა.



ბრონნაიაზე უკვე ბჟუტავდა ნათურები, პატრიარქთა ტბორებს ოქროსფერი მთვარე დანათოდა და მთვარის მარად მაცდურ შუქზე ივან ნიკოლაევიჩს ეჩვენა – პროფესორი სკამთან იდგა და იღლიაში ჯოხი კი არა, დაშნა ამოეჩარა.



გადამდგარი ლაქუცა რეგენტი ივან ნიკოლაევიჩის ადგილას დასკუპებულიყო, ცხვირზე ახლა სრულიად უმაქნისი პენსნე დაეკოსებინა, რომლიდანაც ერთი მინა ამოვარდნილი იყო, მეორე კი, მთელ სიგრძეზე გაბზარული. ეგებ ამიტომაც, კუბოკრულკოსტიუმიანი მოქალაქე უფრო ბილწი შესახედაობის ჩანდა, ვიდრე ამ ცოტა ხნის წინ, ბერლიოზს რელსებისკენ რომ მიუთითებდა.



ივანი მუხლების ცახცახით მიუახლოვდა პროფესორს, სახეზე დააკვირდა და კიდევ ერთხელ ირწმუნა, შეშლილობის ნიშანწყალი არც ახლა ემჩნეოდა და არც ადრე.



– გამოტყდით, ვინა ხართ? – დაგუდული ხმით ჰკითხა ივანმა.



უცხოელმა წარბი შეიკრა, პოეტს ისე შეაცქერდა, თითქოს პირველად ხედავსო და მტრულად უპასუხა:



– არ გესმის... რუსული არ ლაპარაკობს...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



48



თავი მეოთხე - დევნა



– არ ესმით! – განუმარტა რეგენტმა, თუმცა არავის უთხოვია თარჯიმნობა.



– ნუ თვალთმაქცობთ! – განრისხდა ივანი და გული გაეპარა, – ახლახან მშვენივრად ლაპარაკობდით რუსულად? თქვენ არც გერმანელი ხართ და არც პროფესორი! თქვენ მკვლელი და ჯაშუში ხართ! საბუთები! – იღრიალა ბოლოს.



იდუმალ პროფესორს ისედაც მობრეცილი ტუჩები ზიზღით მოექცა და მხრები აიჩეჩა:



– მოქალაქევ! – ისევ ჩაეკვეხა ის ბილწი რეგენტი, – ინტურისტს ნუ ანერვიულებთ! ამის გამო სასჯელი არ აგცდებათ! – ეჭვმიტანილი პროფესორი კი აიმრიზა და ივანს გაერიდა.



თავზარდაცემულ ივანს სული შეეხუთა, აქლოშინდა და რეგენტს შეევედრა:



– მოქალაქევ! დამეხმარეთ, ბოროტმოქმედი დავაკავო! ვალდებული ხართ, დამეხმაროთ! რეგენტი აცმუკდა, წამოხტა და დაიღრიალა:



– აბა, სად არის ბოროტმოქმედი? სად? ეს უცხოელი ბოროტმოქმედია? – მერე სიხარულით აუჟუჟუნდა თვალები, – ესა? თუ ბოროტმოქმედია, მილიციას უნდა დავუძახოთ, გაგვექცევა. აბა, ერთად, ჰე! – და რეგენტმა პირი დააღო.



დაბნეულმა ივანმა ციგან რეგენტს დაუჯერა და იყვირა: „მილიცია!“ მას კი ხმაც არ ამოუღია.



ივანისეულ გაბზარულ ხავილს კარგი არაფერი მოჰყოლია. ორი გოგონა განზე გახტა და ერთმანეთს უჩურჩულეს: „მთვრალია!“



– აჰა, ერთად ხართ, არა? – წამოიძახა განრისხებულმა ივანმა, – დამცინი კიდეც? გამიშვით!



ივანმა მარჯვნივ გაიწია – რეგენტი წინ აეტუზა, მერე მარცხნივ გადადგა ნაბიჯი, ისიც იქ დახვდა.



– წინ ნუ მეღობები! – იყვირა გამხეცებულმა ივანმა, – ამას თუ არა, შენ მაინც წაგაბრძანებ მილიციაში!



უსახლკარომ სცადა არამზადისთვის სახელოში ეტაცა ხელი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რეგენტი გაქრა, თითქოს მიწამ უყოო პირი.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



49



თავი მეოთხე - დევნა



ივანი შეცბა, ხეივანს გახედა და იმ საზიზღარ უცნობს მოჰკრა თვალი. უკვე ხეივნიდან გადიოდა, მაგრამ მარტო აღარ იყო – ცალ მხარეს ეჭვმიტანილი რეგენტი ამოსდგომოდა, მეორე მხარეს კი, ეშმაკმა უწყის, საიდან მოხეტებული, ქოსმენივით ზონზროხა, ნახშირივით თუ ჭილყვავივით შავი და ულვაშაწკეპილი კატა მიჰყვებოდა. სამეული ხეივნიდან გავიდა. საოცარი ის გახლდათ, რომ კატა უკანა ფეხებზე ატატებული მიაბიჯებდა.



ივანი ბოროტმოქმედებს დაედევნა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ დაწევა გაუჭირდებოდა.



სამეულმა თვალის დახამხამებაში გადაჭრა ჩიხი და სპირიდონოვკაზე ამოყო თავი. ივანი გამწარებული მისდევდა, მაგრამ მანძილი არ მცირდებოდა. პოეტმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო და უკაცური სპირიდონოვკიდან პირდაპირ ნიკიტას კარიბჭესთან აღმოჩნდნენ. აქ კი გართულდა დევნა. ქუჩაში ზღვა ხალხი ირეოდა. ივანი ერთ-ერთ გამვლელს დაეჯახა, გვარიანადაც გაილანძღა. ბოროტმოქმედებმა კი სწორედ აქ გადაწყვიტეს ბანდიტთა ჩვეული ფანდი ეხმარათ – გაფანტულიყვნენ.



რეგენტი ცქვიტად შეახტა არბატის მოედნისაკენ მიმავალ ავტობუსს და თვალს მიეფარა. რაკიღა ერთი ბოროტმოქმედი ხელიდან დაუსხლტა, ივანმა გადაწყვიტა მთელი გულისყური კატაზე გაემახვილებინა და ცხადლივ დაინახა, ეს უცნაური კატა გაჩერებაზე ჩამომდგარ „A“ ტრამვაის საფეხურს მიუახლოვდა, ვიღაც აწიკვინებულ ქალს თავხედურად გაჰკრა მუჯლუგუნი, სახელურს ჩამოეკიდა და საჰაერო სარკმლიდან კონდუქტორს შაურიანი მიაწოდა.



კატის მოქმედებამ ისე გააოცა ივანი, რომ გასტრონომის კუთხეში გახევდა, და იმავ წამს, ხელმეორედ, ახლა კონდუქტორის ქცევამ გააბეცა. კონდუქტორმა ტრამვაიში შემძვრალი კატა დაინახა და გაბოროტებულმა იკივლა:



– ვისია ეს კატა! კატას ნუ შემოიყვანთ! აცხა! ახლავე მილიციას დავუძახებ!



კონდუქტორი და მგზავრები საქმის არსს კი არ გაუოცებია: კატა რომ ტრამვაიში მიძვრებოდა, ეგ ნაკლები უბედურება იყო, მაგრამ ფულის გადახდასაც რომ აპირებდა?



კატა არა მარტო გადახდისუნარიანი, არამედ კარგად აღზრდილი ცხოველიც აღმოჩნდა. კონდუქტორის პირველსავე დაცაცხანებაზე უკან დაიხია, საფეხურიდან ჩამოხტა, გაჩერებაზე დასკუპდა და ულვაშზე შაურიანი გადაისვა. მაგრამ, როგორც კი კონდუქტორმა ზარს ჩამოქაჩა და ტრამვაიც დაიძრა, კატაც ისევე მოიქცა, როგორც ტრამვაიდან გაძევებული



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



50



თავი მეოთხე - დევნა



ყველა ადამიანი მოიქცეოდა – მშვიდად დაელოდა, როდის ჩაივლიდა სამივე ვაგონი, მერე უკანასკნელს შეახტა, თათით რაღაც თოკს მოეჭიდა და გასრიალდა, თან შაურიანიც დაზოგა.



ამ საზიზღარი კატის თვალთვალში ივანს ლამის სამთაგან უმთავრესი – პროფესორი დაეკარგა. ბედად, მას მაინც ვერ მოესწრო მიმალვა. ივანმა გერცენის ქუჩაზე თუ ნიკიტას



კარიბჭის კუთხეში ნაცრისფერ ბერეტს მოჰკრა თვალი. მაშინვე თვითონაც იქ აღმოჩნდა, მაგრამ უშედეგოდ. პოეტმა ნაბიჯსაც უმატა, გამვლელებსაც უბიძგებდა და დაოთხილიც მისდევდა, მაგრამ ერთი მისხლითაც ვერ უახლოვდებოდა პროფესორს.



პოეტი ძალზე აღგზნებული კი იყო, მაინც აოცებდა ეს ენით აუწერელი სისწრაფე. ოცი წუთიც არ იყო გასული და ნიკიტას კარიბჭიდან დაძრულს არბატის ნათურებმა მოსჭრა თვალი. კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ, რომელიღაც ჩალუსკუმებულ, ტროტუარგადაფერდებულ ჩიხში აღმოჩნდნენ. აქ კი ივან ნიკოლაევიჩი წაიქცა და მუხლი გადაიქლითა, მაგრამ მაინც მისდევდა. უეცრად გაჩირაღდნებულ კროპოტკინის ქუჩაზე აუხვიეს, ოსტოჟენკა განვლეს და ნაკლებად განათებულ, მოქუშულ და საზიზღარ ქუჩაბანდში აღმოჩნდნენ. აქ კი მზერა ვეღარ მიაწვდინა გაქცეულს – პროფესორი თვალსა და ხელს შუა გაქრა.



ივან ნიკოლაევიჩი წამით შეცბა, მაგრამ მაშინვე მოეგო გონს და რატომღაც გადაწყვიტა, მეცამეტე სახლის No 47 ბინაში გაეგრძელებინა ძებნა.



ივან ნიკოლაევიჩი სადარბაზოში შეიჭრა, მეორე სართულზე აირბინა, თვალის დახამხამებაში მიაგნო ბინას და სულმოუთქმელად დარეკა. დიდხანს არ უცდია: კარი ხუთიოდე წლის გოგონამ გაუღო, მოსულისათვის არაფერი უკითხავს, გაბრუნდა და სადღაც მიიმალა.



ფართო, მოუვლელ წინკარს მკრთალად ანათებდა ჭუჭყიანი, ჩაშავებული ჭერიდან დაშვებული ერთადერთი, მომცრო ნათურა. კედელზე დანჯღრეული ველოსიპედი ეკიდა, იქვე იდგა უზარმაზარი, შეჭედილი ზანდუკი, თაროზე კი ზამთრის ქუდი იდო და გრძელი ყურები საკიდზე ჰქონდა ჩამოფართხუნებული. ერთ-ერთი კარის მიღმა ვიღაც კაცი ხაფი ხმით, ყვირილით კითხულობდა ლექსს.



ივან ნიკოლაევიჩი უცხო გარემოს არ შეუცბუნებია, „ალბათ სააბაზანოში იმალებაო“, გაიფიქრა და პირდაპირ დერეფანს მიაწყდა. დერეფანში სიბნელე იდგა. ივანი კედელს



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



51



თავი მეოთხე - დევნა



დაეჯახა, მაგრამ კარის ქვედა ღრიჭოდან სინათლის სუსტი ზოლი დალანდა, ხელის ფათურით მოიძია სახელური და მთელი ძალით მოქაჩა. საკეტი ახტა, პოეტი სააბაზანოში აღმოჩნდა და ბედს მადლობა შესწირა.



მაგრამ ბედს იმგვარად არ გაუღიმია, როგორც თვითონ ეწადა! ივანს ნოტიო სითბო შეეფრქვა სახეში, ღუმელში მინავლული ნაკვერჩხლის შუქის ფონზე კედელზე აჩონჩხლილი უზარმაზარი ვარცლები და ემალამძვრალი, შავად დალაქავებული აბაზანა დაინახა. აბაზანაში შიშველი, გასაპნული ქალი იდგა და ხელში ჯაგრისი ეჭირა. მან ახლომხედველივით მოჭუტა თვალები, ივანს გამოხედა, მაგრამ ამ ჯოჯოხეთურ სიბნელეში ალბათ ვერ შეიცნო და მხიარული ჩურჩულით გაუწყრა:



– კირიუშკა! ნუ ცუღლუტობთ! ხომ არ გაგიჟდით, ფედორ ივანოვიჩი ახლავე დაბრუნდება. მოუსვით აქედან! – და კეკლუცად აუქნია ჯაგრისი.



ამ გაუგებრობაში მხოლოდ და მხოლოდ ივანს მიუძღოდა ბრალი, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, სინდისის ქენჯნა არ უგრძნია, „თავად ხარ ცუღლუტიო“, მიაძახა ქალს და წამის შემდეგ რატომღაც სამზარეულოში ამოყო თავი. იქაც არავინ დაუხვდა, ბინდბუნდში მხოლოდ ათამდე ჩამქრალი პრიმუსი იდგა უტყვად. მთვარის შუქი დამტვერილ, წლობით გაუწმენდავ ფანჯარაში იპარებოდა და მკრთალად ანათებდა იმ კუთხეს, სადაც ლოხორსა და ობობის ქსელში ყველასაგან მივიწყებული ხატი ეკიდა, სადგარიდან კი ჯვრისწერის ორი



სანთელი გამოჩრილიყო. დიდ ხატთან ქაღალდის მომცრო ხატიც მიემაგრებინათ ქინძისთავით.



ყოვლად გაუგებარია, რა აზრმა გაიფაჩუნა ივანის გონებაში, მაგრამ ვიდრე უკანა კიბისკენ გაიჭრებოდა, ერთ-ერთ სანთელსა და ქაღალდის ხატს სტაცა ხელი. ასე, ქურდივით გაიძურწა უცხო ბინიდან, გზად დამორცხვებული იხსენებდა ახლახან სააბაზანოში განცდილს და უნებლიეთ ცდილობდა წარმოედგინა, ვინ უნდა ყოფილიყო ის თავხედი კირიუშკა და მას ხომ არ ეკუთვნოდა ის ყურებიანი ქუდი.



პოეტმა დაცარიელებული, მოქუფრული ჩიხი მოათვალიერა, გაქცეული მოიძია თვალით, მაგრამ ვერსად შენიშნა და რატომღაც ირწმუნა:



– მდინარეზე იქნება! წინ!

ურიგო არ იქნებოდა, დავკითხოდით ივან ნიკოლაევიჩს, ასე რად სჯეროდა, რომ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



52



თავი მეოთხე - დევნა



პროფესორი მდინარესთან დახვდებოდა, მაგრამ უბედურებაც სწორედ ის გახლდათ, რომ ქუჩაში არავინ ჩანდა – ეს ამაზრზენი ჩიხი სრულიად ცარიელი იყო.



თვალის დახამხამებაში მიირბინა მდინარე მოსკოვის მარმარილოს კიბესთან. ტანთ გაიხადა და ვიღაც სასიამოვნო შესახედაობის წვეროსანს მიაბარა ტანსაცმელი, რომელიც თეთრ, დაბებკილ პერანგთან და ზონრებშეხსნილ, გაცვეთილ ფეხსაცმელთან იდგა და ეწეოდა.



პოეტმა გასაგრილებლად ხელები აიქნია და მერცხალივით გადაეშვა მდინარეში. გაყინულმა წყალმა სუნთქვა შეუკრა, გონებაში გაუელვა, ეგებ ზედაპირზე ვერც ამოვაღწიოო, თუმცა მაინც ამოყვინთა და შიშით თვალებგაფართოებულმა, ფრუტუნ-ფრუტუნით გასცურა ნავთის სუნით აქოთებულ, ჭუჭყიან წყალზე არეკლილი სანაპიროს ნათურების ზიგზაგში.



როცა გალუმპულმა ივანმა ხტუნვა-ხტუნვით აირბინა კიბე და იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც წეღან ტანსაცმელი დაუტოვა წვეროსანს, აღმოჩნდა, რომ ორივე გამქრალიყო – ტანსაცმელიცა და წვეროსანიც. ტანსაცმლის გროვის ნაცვლად ახლა ზოლიანი ქვედა საცვალი, დახეული პერანგი, სანთელი, ხატი და ასანთის კოლოფი დახვდა. ივანი უსუსური გაბოროტებით დაემუქრა ვიღაცას და დანატოვრით შეიმოსა.



ამჯერად ორმა საკითხმა შეაწუხა: პირველი, გაქრა „მასსოლიტის“ წიგნაკი, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა და მეორეც, ამგვარი ჩაცმულობით მოსკოვში შეუფერხებლად ვერ გაივლიდა. ვის რაში ეკითხებოდა, ქვედა საცვალი ეცვა თუ შარვალი, მაგრამ რომ ახირებოდნენ და დაეკავებინათ?



ივანმა ქვედა საცვალს კოჭებზე შესაკრავი ღილები დააძრო, ეგებ საზაფხულო შარვალს დაემსგავსოსო, მერე ხატი, სანთელი და ასანთი ჩაბღუჯა და თავს შეუძახა:



– გრიბოედოვთან! ნამდვილად იქ იქნება!



ქალაქი უკვე საღამოსპირის ხიბლით ცხოვრობდა. მტვერში ჯაჭვების რაჩხარუჩხით მიგრუხუნებდნენ სატვირთო მანქანები, რომელთა ბაქანზე ახორხლილ ტომრებზე გაშხლართულიყვნენ ცისკენ მუცელაშვერილი კაცები. ფანჯრები ყურთამდე იყო ღია. ყოველ ფანჯარაში მეწამული აბაჟურიდან იფრქვეოდა შუქი და ამ ფანჯრებიდან, ყველა კარიდან, ყველა ეზოდან „ევგენი ონეგინის“ პოლონეზის ღრიალი მოისმოდა.



ივან ნიკოლაევიჩი არ შემცდარა: გამვლელები ყურადღებას აქცევდნენ და თვალს



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



53



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



აყოლებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, პროსპექტებს მორიდებოდა და ჩიხებით ევლო, იქნებ იქ მაინც ნაკლებად მიეპყრო ადამიანთა ყურადღება, იქ მაინც არავინ ასდევნებოდა ფეხშიშველა კაცს და სული არ ამოეხადა ქვედა საცვალზე საუბრით, რომელსაც ჯიუტად არ სურდა, შარვალს დამსგავსებოდა.



ივანი ასეც მოიქცა და არბატის ჩიხების იდუმალ ლაბირინთს გაუყვა, კედელ-კედელ მიიპარებოდა, დამფრთხალი აკვირდებოდა არემარეს, წარამარა უკან იხედებოდა, ხანდახან სადარბაზოებს აფარებდა თავს და შუქნიშნებიან გასასვლელებსა თუ საელჩოთა დიდებულ ბჭეებს ერიდებოდა.



და ამ ტანჯვით აღვსილ გზაზე რატომღაც გამოუთქმელად აწამებდა ყოვლისმომცველი ორკესტრი, რომლის თანხლებით მრისხანე ბარიტონი ტატიანას სიყვარულს უმღეროდა.



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ორსართულიანი, ძველებური, სპილოსძვლისფერი შენობა გაქუცული ბაღის ხეივანში იდგა და ქვაფენილიდან მოჩუქურთმებული თუჯის მოაჯირით იყო გამოყოფილი. შენობის წინ, მომცრო მოედანზე ასფალტი დაეგოთ. ზამთრობით აქ თოვლის ზვინი იდგა ხოლმე, ზაფხულობით კი ტილოს უზარმაზარ ქოლგებს ჩაამწკრივებდნენ და რესტორნის არაჩვეულებრივ ფილიალად აქცევდნენ.



შენობას „გრიბოედოვის სახლი“ ერქვა. ამბობდნენ, თითქოს ძველად, ამ ბინის მფლობელი მწერალ ალექსანდრ სერგეევიჩ გრიბოედოვის დეიდა ყოფილა. დანამდვილებით ვერ მოგახსენებთ, მართლა ასე იყო თუ არა, ჩვენ არც ის გვახსენდება, დეიდა ჰყოლოდეს მწერალს... მაგრამ შენობა მაინც ამგვარად შერაცხეს. მეტსაც გეტყვით, ერთი მოსკოველი ფლიდი იმასაც ამტკიცებდა, თითქოს მეორე სართულზე, სვეტებიან მრგვალ დარბაზში, მწერალი ტახტზე მისვენებულ დეიდას უკითხავდა პოემის ნაწყვეტებს. თუმცაღა, ეშმაკმა უწყის, იქნებ უკითხავდა კიდეც. ამას რა მნიშვნელობა აქვს!



უფრო მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ შენობაში ამჟამად „მასსოლიტი“ იყო მოთავსებული, სწორედ ის „მასსოლიტი“, პატრიარქთა ტბორებზე გასეირნებამდე რომ ხელმძღვანელობდა სვედამწვარი მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი.



„მასსოლიტის“ თანამშრომელთა წაბაძვით, შენობას „გრიბოედოვის სახლად“ აღარავინ იხსენიებდა. უბრალოდ ამბობდნენ – „გრიბოედოვი“. „გუშინ გრიბოედოვთან ვიყურყუტე ორ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



54



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



საათს“, – „მერე?“ – „ერთი თვით იალტა გავჩარხე“, „ყოჩაღ!“ ანდა: „ბერლიოზთან წავიდეთ, დღეს ოთხიდან ხუთ საათამდე გრიბოედოვში აქვს მიღება... „ და ასე შემდეგ.



„მასსოლიტი“ იმგვარად მოერგო გრიბოედოვს, უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი. გრიბოედოვში შესული მოქალაქე, სურდა თუ არა, ჯერ სპორტული წრეების განცხადებებს გაეცნობოდა, მერე კი მეორე სართულზე ამავალი კიბით კედელზე ჩამწკრივებულ



„მასსოლიტის“ წევრთა ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოსურათებსაც იხილავდა.



მეორე სართულზე ასული კი, პირველსავე ოთახის კარზე გაკრულ უზარმაზარ წარწერას მოჰკრავდა თვალს: „სათევზაო-სააგარაკო სექცია“ და ანკესზე წამოგებულ კარჩხანასაც დაინახავდა.



No 2 ოთახის კარზე ეწერა: „ერთთვიანი შემოქმედებითი მივლინებები. მიმართეთ ვ. მ. პოდლოჟნაიას“.



მომდევნო კარი სრულიად მოკლე, მაგრამ ასევე სრულიად გაუგებარი წარწერით აუბნევდა თავგზას: „პერელიგინო“. შემდეგ და შემდეგ კი გრიბოედოვის შემთხვევით სტუმარს, დეიდის ნასათუთარ მუხის კიბეზე გამოკრული წარწერებით აუჭრელდებოდა თვალი:



„ქაღალდის რიგში ჩაწერა პოკლევკინასთან“, „სალარო“, „იუმორისტთა პირადი ანგარიშები“...



მესამე ოთახთან გაჭიმულ რიგს რომ გაარღვევდა, მაშინვე თვალში მოხვდებოდა: „საბინაო საკითხი“. აქ მუდამ მილეთის ხალხი ირეოდა.



საბინაო საკითხის შემდეგ ერთი დიდებული პლაკატი მოუშხამავდა გუნებას. პლაკატზე კლდე ეხატა, ამ კლდის ქიმზე ფაფახიანი და თოფ-იარაღასხმული მხედარი მიაჭენებდა ცხენს, ქვევით, პალმებით დაბურულ აივანზე ქოჩორა ყმაწვილი იჯდა და ხელში მუდმივი კალამი ეჭირა. წარწერა: „სრულმოცულობიანი შემოქმედებითი შვებულებები ორი კვირიდან (მოთხრობა – ნოველა) ერთ წლამდე (რომანი, ტრილოგია). იალტა, სუუკ-სუ, ციხისძირი, მახინჯაური, ლენინგრადი (ზამთრის სასახლე)“. ამ კართანაც მუდამ გვარიანი რიგი იდგა. ასე ორმოცდაათ კაცამდე.



და ილაჯგაწყვეტილი მოქალაქე გრიბოედოვის სახლის თავნება მოსახვევებს, ასასვლელებსა და თავქვე დაშვებულ კიბეს მინებდებოდა – „მასსოლიტის სამმართველო“,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



55



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



„სალაროები 2, 3, 4, 5“, „სარედაქციო კოლეგია“, „მასსოლიტის თავმჯდომარე“, „საბილიარდო“, „სხვადასხვა დამხმარე დაწესებულება“, ვიდრე იმ სვეტებიან დარბაზში არ ამოყოფდა თავს, სადაც დეიდა გენიალური დისშვილის კომედიით ტკბებოდა.



ჰოდა, გრიბოედოვის მოვლის შემდეგ, თუკი მართლა ბრიყვი არ იყო, მიხვდებოდა, რაოდენ უზრუნველად ცხოვრობდნენ რჩეულნი – „მასსოლიტის“ წევრები და შური გაუგლეჯდა გულს, იმავ წამს ცას დასწყევლიდა მწარედ, რომ დაბადებიდანვე არ დააყოლა ლიტერატურული ნიჭი, ურომლისოდაც, ცხადია, ყოვლად შეუძლებელი გახლდათ



„მასსოლიტის“ საწევრო წიგნაკის ხელში ჩაგდება. ამ ყავისფერი, ძვირფასი ტყავის სურნელის მფრქვევი, ოქროსსირმიანი განიერი წიგნაკისა, რომელსაც მთელი მოსკოვი შენატროდა.



შურს ვინ აღუვლენს ხოტბას? ამაზე საშინელი ხომ არაფერია ამქვეყნად, მაგრამ იმ უცხო კაცსაც უნდა გავუგოთ. ზედა სართულით ხომ არ მთავრდებოდა ყველაფერი. დიახ, უმთავრესი ჯერ კიდევ წინ ელოდა – გრიბოედოვის დეიდის სახლის პირველ სართულზე რესტორანი იყო მოთავსებული. რესტორანი და მერე როგორი! ტყუილად კი არ თვლიდნენ მოსკოვში საუკეთესოდ! არა იმიტომ, რომ ორი უზარმაზარი დარბაზი ეკავა და გუმბათოვანი ჭერი ფაფარაშლილი, იისფერი ცხენებით იყო მოხატული. არა იმიტომ, ყოველ მაგიდაზე ნათურა რომ იდგა და ქუჩიდან ვერაკაცი ვერ შემოაღწევდა. არა და არა. გრიბოედოვის რესტორნის მომარაგება მოსკოვის ნებისმიერი რესტორნისას სჯობდა და, რაც მთავარია, ეს მომარაგება ერთობ ხელმისაწვდომ, თითქმის იაფადაც კი გაიცემოდა.



ამიტომაც, რაღა გასაოცარია, თუკი ამ მართალი სტრიქონების ავტორი, ერთხელ, გრიბოედოვის თუჯის ჯებირთან, ასეთ საუბარს შეესწრო:



– დღეს სად ვახშმობ, ამბროსი?



– რას მეკითხები, ცხადია, აქ, ძვირფასო ფოკა! არჩიბალდ არჩიბალდოვიჩმა საიდუმლოდ მაცნობა, დღეს ულუფებად აქვთ ფარგა, ისეთია, თითებს ჩაიკვნეტ!



– გვარიანად კი მოეწყვე! – ოხვრით უთხრა გაძვალტყავებულმა, კისერწაგრძელებულმა და მოუვლელმა ფოკამ ლოყებღაჟღაჟა, წითელტუჩა და ოქროსკულულებიან ამბროსი- პოეტს.



– რა მოწყობაა? – ნათქვამი გაუბიაბრუა ამბროსიმ, – უბრალოდ, მინდა ადამიანურად



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



56



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ვიცხოვრო. მეტყვი, ფარგა „კოლიზეუმშიც“ იშოვებაო, მაგრამ „კოლიზეუმში“ ერთი ულუფა ფარგა ოცდაათი მანეთი და თხუთმეტი კაპიკი ღირს, ჩვენთან კი – ხუთი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი! ამას გარდა, „კოლიზეუმში“ გუშინდელ ფარგას მოგართმევენ, თან არც ის იცი, თეატრალური მოსახვევიდან შემოხეტებული უსაქმური როდის გამოგიქანებს



სიფათში ყურძნის მტევანს. არა, მე „კოლიზეუმის“ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ – მთელი ხეივნის გასაგონად ხორხოცებდა მუცელღმერთა ამბროსი, – ნურც მთხოვ, ფოკა! – არა, განა გთხოვ, – წამოიკნავლა ფოკამ, – სახლშიც შეიძლება ვახშმობა.



– უჰ, რაღა მიჭირს, – ისევ აროხროხდა ამბროსი, – წარმომიდგენია, რას ემსგავსება საერთო სამზარეულოში, ქვაბში მოთხიპნილი ფარგა! ჰა-ჰა-ჰა!... ორევუარ, ფოკა! – და ამბროსი ღიღინ-ღიღინით გაეშურა ტილოსქოლგებიანი აივნისაკენ, ეჰ-ჰე-ჰე!. . დიახ, იყო!. . რა კარგად ახსოვთ მოსკოვის მკვიდრთ სახელგანთქმული გრიბოედოვი! ეჰ, მოხარშული ულუფა ფარგა რა მოსატანია! ნუ დაწვრილმანდებით, ძვირფასო ამბროსი! ზუთხი? ზუთხი აღარ გახსენდებათ ვერცხლის ქვაბურებში, კიბოს კისრით და ახალი ხიზილალით გაწყობილი? ერბოკვერცხი და შამპინიონის პიურე ფინჯნებში? შაშვის სუკები აღარ გაგონდებათ? ქამა სოკო? მწყერი გენუურად? თუმანი და ათი შაური რომ ღირდა? ჯაზი! თავაზიანი მომსახურება! ივნისში, როცა მთელ ოჯახს აგარაკზე გაისტუმრებდით, თქვენ კი გადაუდებელი საქმეები ქალაქში გაკავებდათ – აივანზე, მაღლარი ვაზის ჩრდილში, ქათქათა სუფრაზე დასვენებული ოქროსფერი ლამბაქი და წვნიანი პრენტანიერი? გახსოვთ, ამბროსი? ან კი, რას გეკითხებით? ტუჩებზე გატყობთ, არაფერი დაგვიწყებიათ. სიგი და ფარგა რა სახსენებელია! აბა, გაიხსენეთ ლაინები, ჭოვილო, ჩიბუხა, ტყის ქათმები, მწყერი, ღალღები! ყელში აშიშხინებული „ნარზანი“? თუმცა საკმარისია, ყურადღება გაგვეფანტა, მკითხველო! აბა, მომყევით...



ღამის თერთმეტის ნახევარზე, სწორედ იმ საღამოს, როცა ბერლიოზმა პატრიარქთა ტბორებთან განუტევა სული, გრიბოედოვის მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახიღა იყო განათებული და შიგ თორმეტი ლიტერატორი იტანჯებოდა, რომელნიც თათბირზე იყვნენ მოწვეულები და მიხაილ ალექსანდროვიჩს ელოდნენ.



ისინი „მასსოლიტის“ თავმჯდომარის ოთახის ორივე ფანჯრის რაფაზე, სკამებსა და მაგიდაზე ისხდნენ და მართლაც ტანჯავდათ სიცხე. ღია ფანჯრებიდან ნიავიც არ იძვროდა. მოსკოვი დღისით დაგროვილ ბუღსღა გამოსცემდა და ცხადი ხდებოდა, ვეღარც ღამე



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



57



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



მოიტანდა შველას. დეიდის სახლის სარდაფში მოთავსებული სამზარეულოდან ხახვის სუნი ამოდიოდა, ყველას წყურვილი კლავდა, ყველა ნერვიულობდა და გულს ასკდებოდა.



ბელეტრისტმა ბესკუდნიკოვმა – ჩუმმა, ხეირიანად ჩაცმულმა კაცმა, ყურადღებიანი და ანცი თვალები რომ ჰქონდა, საათი ამოიღო. ისარი თერთმეტისკენ მიცოცავდა, ბესკუდნიკოვმა თითი დაჰკრა ციფერბლატს, პოეტ დვუბრატსკის დაანახვა, რომელიც იქვე, მაგიდასთან იჯდა და მოწყენილობისგან რეზინისლანჩიან, ყვითელ ფეხსაცმელში ჩაჭედილ ფეხებს აქანავებდა.



– ჰო-ო, – ჩაიბუზღუნა დვუბრატსკიმ.



– ყმაწვილი ალბათ კლიაზმაზე შერჩა, – ბოხი ხმით უპასუხა ნასტასია ლუკინიშნა ნეპრემენოვამ, მოსკოველი ვაჭრის შვილმა, ახლა მწერლობისთვის რომ მიეყო ხელი და ბატალურ საზღვაო მოთხრობებს თხზავდა „შტურმან ჟორჟის“ ფსევდონიმით.



– რასა ბრძანებთ! – თამამად დაიწყო პოპულარული სკეტჩების ავტორმა ზაგრივოვმა, – აქ მოხარშვას მეც მერჩივნა აივანზე ჩაის დალევა. თათბირი ხომ ათზე უნდა დაწყებულიყო?



– ახლა ალბათ კარგია კლიაზმაზე, – დამსწრეები გააღიზიანა „შტურმანმა ჟორჟმა“. ლიტერატორთა სააგარაკო დასახლება პერელიგინო, კლიაზმაზე, ყველას აწუხებდა, – უკვე



ბულბულები გალობენ. რატომღაც ქალაქგარეთ უკეთ ვმუშაობ ხოლმე, განსაკუთრებით გაზაფხულზე.



– მეორე წელია ფული მოგროვილი მაქვს, მინდა ბაზედოვის დაავადებით დასნეულებული ცოლი გავგზავნო მაგ სამოთხეში, მაგრამ ვერაფერი გავახერხე, – მწარე გაბოროტებით ჩაილაპარაკა ნოველისტმა იერონიმ პოპრიხინმა.



– ბედი უნდა ყველაფერს, – დაიროხროხა რაფაზე ჩამომჯდარმა კრიტიკოსმა აბაბკოვმა.



„შტურმან ჟორჟს“ თვალები წამოენთო და თავი მოიკატუნა:



– ნუ გშურთ, ამხანაგებო, პერელიგინოში სულ ოცდაოთხი სააგარაკო შენობაა, კიდევ შვიდს აშენებენ, ჩვენ კი „მასსოლიტში“ სამი ათასი ვართ.



– სამი ათას თერთმეტი, – შეუსწორა ვიღაცამ.

– აი, ხომ ხედავთ, – განაგრძო შტურმანმა, – რას იზამ? ბუნებრივია, დასასვენებლად



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



58



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ყველაზე ნიჭიერებს უშვებენ...

– თუ სავარძლიანებს? – ტყვიასავით ახალა სცენარისტმა გლუხარევმა.

– ლავროვიჩი ექვსოთახიან ბინაში მარტოა გამოჭიმული, – წამოიყვირა დენისკინმა, – სასადილოშიც მუხაა აკრული!

– ახლა ეგ რა სალაპარაკოა? – ჩაიბუბუნა აბაბკოვმა, – უკვე თორმეტის ნახევარია.



აყაყანდნენ, იძულებული გახდნენ იმ საძაგელ პერელიგინოში დაერეკათ, ბერლიოზის ნაცვლად ლავროვიჩთან მოხვდნენ, შეიტყვეს, ლავროვიჩი მდინარეზე წასულიყო სასეირნოდ და მთლად წაუხდათ გუნება. შემდეგ წყობილსიტყვაობის კომისიაში დარეკეს და ვერც იქ მიაკვლიეს ვერავის.



– დაერეკა მაინც! – ერთხმად იყვირეს დენისკინმა, გლუხარევმა და კვანტმა.



ოჰ, რა ტყუილად ცხარობდნენ: მიხაილ ალექსანდროვიჩი ვეღარსად დარეკავდა. გრიბოედოვიდან კარგა მოშორებით, ათასსანთლიანი ნათურებით განათებულ უზარმაზარ დარბაზში, თუთიის სამ მაგიდაზე ეწყო ის, რასაც ამ ცოტა ხნის წინ მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი ერქვა.



პირველზე – მკლავგადატეხილი, გულისფიცარჩამტვრეული, შიშველი და სისხლშემხმარი სხეული იდო, მეორეზე – კბილებჩაცვენილი თავი, რომელსაც თვალები ჩაღამებოდა და ეს მკვეთრი შუქი აღარ აღიზიანებდა, ხოლო მესამეზე – გახეშეშებული ტანსაცმლის გროვა.



თავმოკვეთილთან იდგნენ: სასამართლო მედიცინის პროფესორი, პათოლოგანატომი, პროზექტორი, გამომძიებელი და ავადმყოფი ცოლის საწოლიდან ტელეფონის ზარით წამოგდებული, მიხაილ ალექსანდროვიჩის თანაშემწე – ლიტერატორი ჟელდიბინი.



ჟელდიბინთან მანქანა გაგზავნეს და გამომძიებლის თანხლებით, უპირველესად, მოკლულის ბინაში მიიყვანეს (შუაღამე იქნებოდა), ქაღალდები დალუქეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ მორგში.



და ახლა, ცხედართან მდგარი ხალხი თათბირობდა, როგორ აჯობებდა, მოკვეთილი თავი კისერზე მიეკერებინათ თუ ნიკაპამდე შავი სუდარა გადაეფარებინათ და ისე



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



59



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



დაესვენებინათ გრიბოედოვის დარბაზში.



დიახ, მიხაილ ალექსანდროვიჩი ვეღარსად დარეკავდა და სულ ტყუილად შფოთავდნენ და ცხარობდნენ დენისკინი, გლუხარევი, კვანტი და ბესკუდნიკოვი. ზუსტად შუაღამისას თორმეტმა ლიტერატორმა ზედა სართული დატოვა და რესტორანში ჩავიდნენ. იქ კიდევ ერთხელ შეუკურთხეს მიხაილ ალექსანდროვიჩს: ცხადია, აივანზე ყველა მაგიდა დაკავებული იყო და იძულებული გახდნენ, ამ ლამაზ, მაგრამ ჩახუთულ დარბაზში ევახშმათ.



ზუსტად შუაღამისას პირველ დარბაზში რაღაცამ დაიგრუხუნა, აჟღრიალდა, ათრთოლდა და იმავ წამს მამაკაცის წიკვინა ხმაც გამწარებული აჰყვა მუსიკას: „ალილუია!“ – გრიბოედოვის სახელოვანმა ჯაზმა დაკვრა დაიწყო. გაოფლილ სახეებს შუქი მოეფინა, თითქოს აჭიხვინდნენ ჭერზე მიხატული ცხენები, ნათურებშიც იმატა შუქმა და მოულოდნელად, ჯაჭვიდან აწყვეტილივით აცეკვდა მთელი დარბაზი, შემდეგ აივანიც აჰყვა.



გლუხარევი პოეტ თამარა პოლუმესიაცთან ირწეოდა, ცეკვავდა კვანტი, რომანისტი ჟუკოპოვი ვიღაც ყვითელკაბიან კინომსახიობ ქალს ჩახვეოდა. ცეკვავდნენ: დრაგუნსკი, ჩერდაკჩი, ჩია დენისკინი და გოლიათი შტურმანი ჟორჟი, თვალწარმტაცი არქიტექტორი სემეიკინა-გალი და თეთრი რაგოჟისშარვლიანი უცნობი. ცეკვავდნენ შინაურები და გარეულები, მოსკოველები და ჩამოსულები, კრონშტატდელი მწერალი იოჰანი, როსტოველი რეჟისორი ვიტია კუფტიკი, მთელ ლოყაზე იისფერი სირსველი რომ ჰქონდა მოდებული. ცეკვავდნენ „მასსოლიტის“ ქვეგანყოფილებების მოწინავე წარმომადგენლები, ე. ი. პავიანოვი, ბოგოხულსკი, სლადკი, შპიჩკინი და ადელფინა ბუზდიაკი. ცეკვავდნენ გაურკვეველი პროფესიის ბოქსზე თმაშეკრეჭილი, ღიპიანი ახალგაზრდები, პირში ხახვის ფოჩგაჩრილი ვიღაც ბერიკაციც აცუნდრუკდა და სისხლნაკლულობით გათანგული, აბრეშუმის წითელკაბიანი გადაბერებული ქალი ააცეკვა.



გახვითქული ოფიციანტები ლუდის დაცვარულ კათხებს მოარბენინებდნენ და ხმაჩახლეჩილები, ზიზღით გაჰყვიროდნენ: „მაპატიეთ, მოქალაქევ!“. სადღაც ვიღაც მბრძანებლობდა: „ერთი ყარსული!“, „ორი ზუბრიკი!“



წიკვინა ხმა კი აღარ მღეროდა, გაჰკიოდა: „ალილუია!“ დასაკრავი ოქროს თეფშების ზრიალი სამზარეულოში ჩაცურებული სინების რაჩხუნს ფარავდა. ერთი სიტყვით, ირგვლივ ჯოჯოხეთი ტრიალებდა.



არც მოჩვენება დაჰკლებია ამ ჯოჯოხეთს! შუაღამისას აივანზე წვერწამახული, შავთვალა,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



60



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ფრაკიანი ლამაზი ყმაწვილი გადმოდგა და მეფური მზერა მოავლო თავის სამფლობელოს. რას არ ჰყვებიან მისტიკოსები, თითქოს მას ჟამსა შინა, ფრაკი არ ემოსა ამ ყმაწვილს, მაშინ წელზე შემორტყმული ტყავის ფართო ქამრიდან რევოლვერის ტარები მოუჩანდა, ყორნისფერ კულულებზე წითელი აბრეშუმი ჰქონდა გაკრული და კარიბის ზღვაში დაცურავდა შავდროშიანი, ორანძიანი ხომალდით.



მაგრამ არა, არა! ცრუობენ მაცდური მისტიკოსები, კარიბის ზღვა არ არსებობს ამქვეყნად, არც თავზე ხელაღებული მეკობრეები დაცურავდნენ იქ ოდესმე, არც კორნეტი მისდევდათ უკან და არც ზარბაზნის კვამლი ეფინებოდა ტალღებს. არაფერი არ არსებობს და არც არსებულა! არის მხოლოდ ეს ჩამომხმარი ცაცხვი, არის თუჯის ჯებირი და მის მიღმა ხეივანი... და ლღვება ყინული თასებში, მეზობელი მაგიდიდან ვიღაცის ჩასისხლიანებული, კამეჩივით თვალები მოგჩერებია და გეშინია, გეშინია... „ო, დიდებულო ღმერთებო, საწამლავი მომეცით, საწამლავი! . . „



მოულოდნელად მაგიდებს ფარფატით გადაუარა სიტყვამ: „ბერლიოზი!“, უეცრად ჯაზი დადუმდა და წამოიშალა, თითქოს ვიღაცამ მუშტი დაუბრახუნაო. „რა? რაო, რაო, რაო?!“ –



„ბერლიოზი!!!“ – ადგილიდან წამოხტნენ, აკივლდნენ.



დიახ, მიხაილ ალექსანდროვიჩის დაღუპვის ცნობამ სიმწრის ტალღა ააზვირთა. ვიღაც დარბოდა, ყვიროდა, ახლავე, აქვე, ადგილიდან ფეხის მოუცვლელად, აუცილებლად შევადგინოთ კოლექტიური დეპეშა და სასწრაფოდ გავგზავნოთო.



რომელი დეპეშა, ვიკითხავთ ჩვენ, და ვის? რაღა საჭიროა? ან ვის უნდა გაუგზავნონ? რად სჭირდება დეპეშა იმას, ვისი გაჭეჭყილი კეფაც პროზექტორის რეზინისხელთათმნიან ხელებს უპყრია და ვის კისერსაც ამ წუთებში გაღუნული ნემსით ჩხვლეტს პროფესორი? დაიღუპა და აღარც დეპეშები ენაღვლება. ყოველივე დასრულდა, ჰოდა, ტყუილად ნუღა გადავტვირთავთ ფოსტას.



დიახ, დაიღუპა, დაიღუპა... მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ცოცხლები ვართ!



დიახ, აზვირთდა უბედურების ტალღა, ერთხანს იბობოქრა, იმძვინვარა, შემდეგ ნელ- ნელა ჩაცხრა, ვიღაც უკვე მიუბრუნდა თავის მაგიდას და ჯერ ჩუმ-ჩუმად, შემდეგ კი შეუფარველად გადაკრა არაყი, საჭმელიც მიაყოლა. მართლაცდა, ხომ არ გადავყრით ქათმის კატლეტ დე-ვოლიაის? რას წავადგებით მიხაილ ალექსანდროვიჩს ჩვენი შიმშილით? ჩვენ ხომ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



61



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ჯერ ცოცხლები ვართ!



ცხადია, როიალი დახურეს, ჯაზი აიშალა და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაიქცა რედაქციაში ნეკროლოგის დასაწერად. გაირკვა, რომ ჟელდიბინი დაბრუნებულიყო მორგიდან, ახლა მეორე სართულზე, გარდაცვლილის კაბინეტში იმყოფებოდა და იმავ წამს ხმაც დაირხა, ჟელდიბინი შეცვლის ბერლიოზსო. ჟელდიბინმა სამმართველოს თორმეტივე წევრი იხმო რესტორნიდან და ამ სახელდახელო თათბირზე განიხილეს გრიბოედოვის სვეტებიანი დარბაზის მოწყობის, მორგიდან ნეშტის გადმოსვენებისა თუ სახალხო პანაშვიდის საკითხები. მოკლედ, ყველაფერი, რაც ამ სამწუხარო მოვლენას ეხებოდა.



რესტორანმა კი თავისი ჩვეულებრივი, ღამეული ცხოვრება განაგრძო და ასე გასტანდა დაკეტვამდე, ე. ი. დილის ოთხ საათამდე, კიდევ ერთი უცნაურობა რომ არ მომხდარიყო, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და ბერლიოზის დაღუპვაზე მეტად შეაძრწუნა რესტორნის სტუმრები.



უპირველესად გრიბოედოვის კარიბჭესთან მოდარაჯე მეეტლეები შეშფოთდნენ. გარკვევით გაისმა ერთ-ერთის ყვირილი:



– ოჰო! ერთი ამას დამიხედეთ!



წამოძახილის კვალად მოაჯირთან ალი გაკრთა და აივნისაკენ გამოეშურა. მაგიდასთან მსხდომნი წამოცვივდნენ, სიბნელეს დააკვირდნენ და გაარჩიეს, რომ ალთან ერთად აივნისაკენ მოჩვენებაც მოიწევდა. ლანდი კარადას მიუახლოვდა და მწერლები სკამებს მიეყინნენ, ჩანგლებზე წამოცმული ლუკმა ხელში შეაცივდათ, თვალები გადმოეკარკლათ. ეზოში მოსაწევად გასულმა შვეიცარმა პაპიროსი ფეხით გასრისა, მოჩვენებისათვის გზის გადაღობვა დააპირა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა, შედგა და სულელურად გაიკრიჭა.



მოჩვენებამ კი კარადის ნიშში გამოიარა, შეუჩერებლად შემოვიდა აივანზე და უეცრად ყველამ ცხადლივ გაარჩია, რომ მოჩვენება კი არა, ივან ნიკოლაევიჩ უსახლკარო მოდიოდა, ცნობილი პოეტი.



ფეხშიშველა იყო, თეთრ, დაკონკილ პერანგზე ინგლისური სარჭით მიემაგრებინა უცნობი წმინდანის ხატი და შარვლის ნაცვლად ზოლიანი ქვედა საცვალი ეცვა. ხელთ ანთებული, საქორწინო სანთელი ეპყრა. მარჯვენა ლოყიდან სისხლი მოწვეთავდა – და აივანზე სამარისებურმა მდუმარებამ დაისადგურა. ლუდი მოწანწკარებდა გადაფერდებული



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



62



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



კათხებიდან.



პოეტმა სანთელი ზეაღმართა და იყვირა:



– სალამი, ძმებო! – შემდეგ უახლოესი მაგიდის ქვეშ შეიხედა და დანაღვლიანდა, – არც აქ არის, არც აქ!



ორად ორი ხმა გაისმა, ბარიტონმა უმოწყალოდ მოჭრა:

– მზადაა! თეთრი ცხელება აქვს! მეორემ (ქალის ხმა იყო) შიშით იკითხა: – მილიციამ როგორ არ დააკავა ქუჩაში?

ივან ნიკოლაევიჩმა შეკითხვას ყური მოჰკრა და უპასუხა:



– ორჯერ მიპირებდნენ დაკავებას, სკატერტნაიასა და ბრონნაიაზე, ღობეზე გადავძვერი და ლოყაც გავიგლიჯე! – ივან ნიკოლაევიჩმა სანთელი ისევ აღმართა და იყვირა, – ძმანო, ლიტერატორნო (ხრინწიანი ხმა გაცხოველდა და გაძლიერდა)! ყველამ მისმინეთ! გამოჩნდა! სასწრაფოდ დააკავეთ, თორემ აუწერელ უბედურებას დაატრიალებს!



– რა? რაო? რა თქვა? ვინ გამოჩნდა? – იკითხეს ყოველი მხრიდან.



– კონსულტანტი! – უპასუხა ივანმა, – იმ კონსულტანტმა ახლა მიშა ბერლიოზი მოკლა პატრიარქებზე.



შუა დარბაზიდან ხალხი აივანს მოაწყდა და ივანის ალს შემოეხვია.



– უკაცრავად, უკაცრავად, ეგებ ზუსტად აგვიხსნათ, – ივან ნიკოლაევიჩის ყურთან გახმიანდა ჩუმი, თავაზიანი ხმა, – გვითხარით, როგორ მოკლა? ვინ იყო?



– უცხოელი კონსულტანტი, პროფესორი და ჯაშუში! – მიმოიხედა ივანმა.



– რა გვარისაა? – ჩურჩულით ჰკითხეს.



– საქმეც ეგაა! – ნაღვლიანად იყვირა ივანმა, – გვარი რომ ვიცოდე... ბარათზე ვერ გავარჩიე. მხოლოდ პირველი ასო მახსოვს „ვ“. გვარი ვ-ზე იწყება! რა გვარებია ვ-ზე? – თავის თავს დაეკითხა ივანი, შუბლზე იტაცა ხელი და უეცრად ალუღლუღდა, – ვე, ვე, ვვ, ვე... ვა, ვა, ვაშნერი? ვაგნერი? ვაინერი? ვეგნერი? ვინტერი? – დაძაბულობისაგან თმა ყალყზე დაუდგა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



63



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



– ვულფი! – საბრალოდ მიაშველა ვიღაც ქალმა.



ივანი გაბრაზდა.



– უტვინო! – გალანძღა და თვალით მოიძია წამომძახებელი, – ვულფი რა შუაშია? ახლა ვულფს დააბრალეთ ყველაფერი! ვო... ვო... არა! ასე ვერ გავიხსენებ! იცით, რას გირჩევთ, მოქალაქენო... პოლიციაში დარეკეთ, ხუთი მოტოციკლი გამოგზავნონ პროფესორის დასაჭერად, ტყვიამფრქვევებიც წამოიღონ. ისიც უთხარით, რომ თან ორი კაცი ახლავს: ერთი მაღალი, კუბოკრული... პენსნე გაბზარული აქვს... და შავი, მსუქანი კატა. მე კი მანამდე გრიბოედოვს გავჩხრეკ... აქ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ!



აღელვებულმა ივანმა იქ მყოფნი გასწი-გამოსწია, სანთელს წარამარა იქნევდა, ცვილს ხალხს ასხამდა და მაგიდების ქვეშ იჭყიტებოდა. უეცრად გაისმა: „ექიმი!“ – და ვიღაცის ალერსიანი, გაფიჟვინებული, გაპარსული და რქისჩარჩონიანი სახე ივანის თვალწინ შეირხა.



– ამხანაგო უსახლკარო, – ჩურჩულით უთხრა მან, – დამშვიდდით, თქვენ აგაღელვათ ყველასათვის ძვირფასი მიხაილ ალექსანდროვიჩის... არა, უბრალოდ, მიშა ბერლიოზის სიკვდილმა. ეს ყველას კარგად გვესმის. ახლა თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ. ამხანაგები ლოგინთან მიგაცილებენ და დაისვენებთ...



– გესმით, თუ არა, – სიტყვა შეაწყვეტინა კბილებდაკრეჭილმა ივანმა, – პროფესორი უნდა დავაკავოთ? რა დროს ძილია! კრეტინო!



– ამხანაგო უსახლკაროვ, შემიწყალეთ, – იმ კაცს სახე შეეფაკლა, უკან დაიხია და მწარედ ინანა, სხვის საქმეში რომ ჩაერია.



– არა, ვის ვის და შენ კი არ შეგიწყალებ, – ზიზღით უთხრა ივან ნიკოლაევიჩმა.



ტუჩები კრუნჩხვით მოექცა, სანთელი სასწრაფოდ გადაიტანა მარცხენა ხელში, მარჯვენა კი მოიქნია და ყურის ძირში ლეწა არამკითხეს.



მხოლოდ ახლა მიხვდნენ, გაეკავებინათ – და გააკავეს. სანთელი ჩაქრა და არამკითხეს სახიდან ჩამოვარდნილი სათვალე იატაკს მიესრისა. ივანმა შემზარავი საბრძოლო ყიჟინა დასცა, სამწუხაროდ, ყვირილი ხეივანსაც მისწვდა. მაგიდიდან გადმოცვენილი თეფშები აზრიალდა, ქალები აკივლდნენ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



64



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



ვიდრე ოფიციანტები პირსახოცებით კოჭავდნენ ივანს, გასახდელში მეკობრეთა წინამძღოლსა და შვეიცარს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:



– ხომ დაინახე, საცვლების ამარა რომ იყო? – ცივად ჰკითხა მეკობრემ.



– დავინახე, არჩიბალდ არჩიბალდოვიჩ, – უპასუხა დამფრთხალმა შვეიცარმა, – მაგრამ,



როგორ არ შემეშვა, „მასსოლიტის“ წევრია!



– ხომ დაინახე საცვლების ამარა რომ იყო? – გაიმეორა ყაჩაღმა.



– შემიბრალეთ, არჩიბალდ არჩიბალდოვიჩ, – გაწითლდა შვეიცარი, – ახლა რაღა ეშველება?



მეც მესმის, აივანზე ქალები სხედან...



– რა შუაშია ქალები? ქალებს ფეხზე ჰკიდიათ, – უთხრა ყაჩაღმა და თვალებით გაბურღა, – აი, მილიციას კი სულაც არა ჰკიდია ფეხზე! შენც, თუ შვეიცარი ხარ, უნდა იცოდე, ასეთი კაცის დანახვისთანავე სასტვენს უნდა ჩაჰბერო, გესმის?



დაფეთებულ შვეიცარს აივნიდან ქოთქოთი, ჭურჭლის მსხვრევის ხმა და ქალების კივილი ესმოდა.



– თუ იცი, რისი ღირსი ხარ? – ჰკითხა მეკობრემ.



შვეიცარს სახეზე მიტკლისფერი დაედო და თვალები ჩაუქრა. მოეჩვენა, შუაზე გაყოფილ, შავ თმაზე ალისფერი აბრეშუმი აყაშყაშდა, ანაზდად გაქრა ფრაკი და ტყავის ქამრიდან რევოლვერის ტარი ამოიჩარა. თავად ფორ-მარსა-რეიზე ეკიდა ჩამოხრჩობილი. თავისი თვალით დაინახა საკუთარი გადმოგდებული ენა, მკერდზე უსიცოცხლოდ ჩამოვარდნილი თავი და ქიმს იქიდან ტალღების დგაფუნიც შემოესმა. შვეიცარს მუხლი მოეკვეთა. მაგრამ მეკობრემ შეიბრალა და მზერაში ცეცხლი ჩაიქრო.



– მიფრთხილდი, ნიკოლაი! უკანასკნელად გაფრთხილებ. შენნაირ შვეიცარს რა თავში ვიხლი. თუ არ შეგიძლია, ეკლესიაში მოეწყვე დარაჯად, – ესა თქვა და სხარტად, ზუსტად და გასაგებად ბრძანა, – ბუფეტიდან პანტელეიმონი მოიყვანე. მილიციელიც. ოქმი. მანქანა. ფსიქიატრიულში, – შემდეგ დასძინა, – დაუსტვინე!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



65



თავი მეხუთე - ეს მოხდა გრიბოედოვში



თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, რესტორნის ბაღში გამზირალი სახლის ფანჯრებს მომწყდარმა და ხეივანში მოქუჩებულმა უსაქმურებმა დაინახეს, როგორ გამოჰყავდათ გრიბოედოვის კარიბჭიდან პანტელეიმონს, შვეიცარს, მილიციელს, ოფიციანტს და პოეტ რიუხინს თოჯინასავით გაკოჭილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცრემლად იღვრებოდა, რატომღაც რიუხინს აფურთხებდა და მწარედ გაჰყვიროდა:



– უნამუსო!



სატვირთო მანქანის მძღოლი, სახეგაბოროტებული კაცი, ძრავას ათუხთუხებდა. იქვე, ვიღაც მეეტლე ცხენს ლილისფერ მათრახს უტყლაშუნებდა და გაჰყვიროდა:



– აბა, ცხენები! ადრე მე დამყავდა საგიჟეთში!



ირგვლივ ბრბო ზუზუნებდა, უჩვეულო მოვლენაზე ჭორაობდა. ერთი სიტყვით, საზიზღარი, ამაზრზენი, ღორული აურზაური ატყდა და ყველაფერს მხოლოდ მაშინ მოეღო ბოლო, როცა სატვირთო მანქანამ გრიბოედოვის ჭიშკარს მოაცილა უბედური ივან ნიკოლაევიჩი, მილიციელი, პანტელეიმონი და რიუხინი.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



66



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



ღამის ორის ნახევარი იქნებოდა, როცა ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვის გარეუბანში, მდინარის პირას აშენებული სახელგანთქმული ფსიქიატრიული კლინიკის მისაღებ ოთახში წვერცანცარა და თეთრხალათიანი კაცი შევიდა. სამი სანიტარი თვალს არ აშორებდა დივანზე წამოყინჩულ ივან ნიკოლაევიჩს. მის გვერდით, იმავე დივანზე, პირსახოცები ეყარა გროვად. ივან ნიკოლაევიჩისთვის უკვე შეეხსნათ ხელ-ფეხი.



რიუხინმა შემოსულს მოჰკრა თვალი, გადაფითრდა, ჩაახველა და მორიდებით მიესალმა.



– გამარჯობა, ექიმო!



ექიმმა რიუხინს თავი დაუკრა, მაგრამ მისალმებისას ზედაც არ შეუხედავს – ივან ნიკოლაევიჩს აკვირდებოდა.



ის კი გაბოროტებული და წარბშეკრული იჯდა. ექიმის შემოსვლისას არც შერხეულა.



– ექიმო, – რატომღაც ჩურჩულით დაიწყო რიუხინმა და შიშით გახედა ივან ნიკოლაევიჩს, –



ეს გახლავთ ცნობილი პოეტი ივან უსახლკარო... იცით... გვეშინია, თეთრი ცხელება ხომ არ...



– ბევრს სვამდა? – კბილებში გამოსცრა ექიმმა.

– სვამდა, მაგრამ არც იმდენს...

– ტარაკნებს, ვირთხებს ან მაწანწალა ძაღლებს ხომ არ დასდევდა?

– არა, – შეკრთა რიუხინი, – გუშინ ვნახე, ამ დილასაც. სრულიად ჯანმრთელი იყო. – საცვალი რატომ აცვია? ლოგინიდან ააყენეთ?

– რესტორანში მოვიდა ასე...

– აჰა, აჰა... – ესიამოვნა ექიმს, – ჭრილობა? ეჩხუბა ვინმეს?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



67



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



– ღობიდან ჩამოვარდა, მერე რესტორანშიც გაარტყა ერთს... და სხვებსაც...

– ასე, ასე, ასე... – თქვა ექიმმა, ივანისკენ შებრუნდა და დასძინა, – გამარჯობა! – გაგიმარჯოს, მავნებელო! – ბოროტად შეუღრინა ივანმა.



რიუხინმა დაირცხვინა და თვალი ვეღარ გაუსწორა თავაზიან ექიმს. მას კი არც სწყენია. ჩვეული, სხარტი მოძრაობით მოიხსნა სათვალე, ხალათის კალთა აიკეცა, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიჩურთა და ივანს ჰკითხა:



– რამდენი წლის ხართ?



– ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა! – უხეშად უყვირა ივანმა და პირი იბრუნა.



– რატომ ბრაზობთ? გაწყენინათ ვინმემ?



– ოცდასამის, – აღელდა ივანი, – იცოდეთ, ყველას გიჩივლებთ, შენ კი განსაკუთრებით, შე დამპალო! – მიმართა რიუხინს.



– რატომ გვიჩივლებთ?



– საღ-სალამათი კაცი შემიპყრეს და ძალით მომათრიეს საგიჟეთში! – განრისხდა ივანი.



რიუხინი ივანს დააკვირდა და გააჟრჟოლა: სიგიჟის არაფერი ეტყობოდა. ამღვრეული თვალებიც დასწმენდოდა.



„ღმერთო! – შეძრწუნდა რიუხინი, – მართლა ნორმალურია, რა საშინელებაა! აქ რატომ მოვათრიეთ? ნორმალურია, ნორმალური, მხოლოდ სიფათი აქვს გაკაწრული...“



– თქვენ საგიჟეთში კი არა, კლინიკაში იმყოფებით, – მშვიდად განუმარტა ექიმმა და მბზინავფეხებიან თეთრ სკამზე ჩამოჯდა, – თუ საჭიროდ არ ჩავთვლით, აქ არავინ გაგაჩერებთ...



ივან ნიკოლაევიჩმა ეჭვით გახედა, მაგრამ მაინც ჩაიბურდღუნა:



– მადლობა ღმერთს, ამდენ იდიოტში ძლივს ერთი ნორმალური კაცი გამოჩნდა. თუმცა ყველაზე დიდი ლენჩი და იდიოტი ეს უნიჭო საშკაა!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



68



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



– ეს უნიჭო საშკა ვიღაა? – დაინტერესდა ექიმი.



– აი ეს, რიუხინი! – უპასუხა ივანმა და ტურტლიანი თითი პოეტისაკენ გაიშვირა. რიუხინი სიმწრით აილეწა.



„მადლობის მაგიერია! – მწარედ ინანა მან, – მართლა უსინდისო ყოფილა!“



– ტიპური კულაკია, – ივან ნიკოლაევიჩმა რატომღაც აქ დააპირა რიუხინის გამოაშკარავება, – თანაც ისეთი კულაკი, გულდაგულ რომ არის ამოფარებული პროლეტარიატის ნიღაბს. ერთი შეხედეთ, როგორ ჩამოსტირის ცხვირ-პირი და მერე მაგისი სამაისოდ დაწერილი ლექსები წაიკითხეთ! ჰა-ჰა-ჰა... „იფრიალეთ! გაიშალეთ!“ ნეტა მაგის გულში ჩაგახედათ... გაოცდებით! – და ივან ნიკოლაევიჩმა ავად ჩაიხითხითა.



რიუხინს სუნთქვა შეეკრა, წამოწითლდა და ახლა მხოლოდ იმასღა ფიქრობდა, რომ მკერდში გველი მოეთბო და დასახმარებლად უბოროტესი მტრისთვის გაეწოდებინა ხელი. სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს იღონებდა: სულით ავადმყოფს ხომ არ აუტეხდა ჩხუბს?



ექიმმა გულისყურით მოუსმინა უსახლკაროს და ჰკითხა:



– აქ რატომ მოგიყვანეს?



– ეშმაკმა იცის ამ იდიოტების თავი! ხელი მტაცეს, რაღაც პაჭა-პუჭებით გამკოჭეს, სატვირთო მანქანაზე შემაგდეს და აქ მომათრიეს.



– იქნებ ამიხსნათ, რესტორანში საცვლების ამარა რატომ მიბრძანდით?



– რა ძნელი ასახსნელი ეგაა? – უპასუხა ივანმა, – მდინარეში ვბანაობდი, ტანსაცმელი ამწაპნეს, სამაგიეროდ კი ეს საძაგლობა დამიტოვეს. რა მექნა, ტიტველი ხომ ვერ წამოვიდოდი? რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი, გრიბოედოვში მეჩქარებოდა.



გაოცებულმა ექიმმა რიუხინს შეხედა, მან კი მოღუშულმა უთხრა:

– რესტორანს ჰქვია ასე.

– აჰა, – თქვა ექიმმა, – რატომ ჩქარობდით? ვინმესთან შეხვედრა გქონდათ დათქმული? – კონსულტანტს ვიჭერ, – უპასუხა ივანმა და შეშფოთებულმა მიმოიხედა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



69



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



– ვინ კონსულტანტს?



– ბერლიოზს იცნობთ? – მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა ივანმა.



– იმ... კომპოზიტორს?



ივანი გაბრაზდა.



– ვინ კომპოზიტორს? ჰო, დიახ, დიახ! კომპოზიტორი მიშა ბერლიოზის მოგვარეა. რიუხინს ხმის ამოღება არ სურდა, მაგრამ იძულებული იყო, განემარტა:



– „მასსოლიტის“ თავმჯდომარე ბერლიოზი დღეს საღამოს, პატრიარქთა ტბორებთან ტრამვაიმ გაიტანა.



– ტყუილებს ჩმახავ! – შეუტია ივანმა, – შენ რა იცი, იქ მე ვიყავი. ძალით შეაგდო ტრამვაის ქვეშ.



– ხელი ჰკრა?



– „ხელი ჰკრა!“ – ამ გაუგებრობამ მთლად გააგიჟა ივანი, – ეგ ისეთი ტიპია, ხელის კვრაც არ სჭირდება, ისეთ ამბებს ატრიალებს, გაგიჟდები! წინასწარ იცოდა, რომ ბერლიოზს ტრამვაი გაიტანდა.



– თქვენ გარდა სხვებმაც ნახეს ეგ კონსულტანტი?



– უბედურებაც ეგ არის, რომ მხოლოდ მე და ბერლიოზი ვიყავით.



– ასე. მკვლელის დასაკავებლად რა ზომები მიიღეთ?- ექიმი შებრუნდა და მოშორებით, მაგიდასთან მჯდარ თეთრხალათიან ქალს შეხედა, – მან უჯრიდან ფურცელი ამოიღო და რაღაცის წერა დაიწყო.



– სამზარეულოში სანთელს მივაგენი...

– ამას? – ჰკითხა ექიმმა და მაგიდაზე ხატთან დაგდებულ გატეხილ სანთელზე მიუთითა. – სწორედ მაგას, და...

– ხატი რაღად გინდოდათ?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



70



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



– ჰო, ხატი... – ივანი წამოწითლდა, რიუხინზე მიუთითა, – ამ ხატმა შეაშინა ყველაფერზე მეტად. გულახდილად გეტყვით, ეგ კონსულტანტი... რაღაც უწმინდურ ძალასთან არის დაკავშირებული... ხორციელი ვერაფერს გააწყობს მასთან...



სანიტრები რატომღაც გაჯგიმულები იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ ივანს.



– დიახ, – განაგრძო უსახლკარომ, – აუცილებლად უწმინდურ ძალასთან არის დაკავშირებული! ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თავისი თვალით უნახავს პონტოელი პილატე. ეგრე ტყუილად მიყურებთ. სიმართლეს ვამბობ! ყველაფერი ნანახი აქვს – აივანიც, პალმებიც... ერთი სიტყვით, პონტოელ პილატესთან იყო, მაგის თავდები მე ვარ.



– დაწყნარდით, დაწყნარდით...



– ჰოდა, მეც ხატი გულზე დავიბნიე და გავეკიდე... საათმა ორჯერ შემოჰკრა.



– ოჰო-ჰო! – წამოიყვირა ივანმა და ტახტიდან წამოხტა, – ორი საათია! რა დრო გასულა! მაპატიეთ, ტელეფონი გაქვთ?



– მიუშვით ტელეფონთან, – სანიტრებს უბრძანა ექიმმა.

ივანი ყურმილს მისწვდა. ამასობაში ქალმა ჩურჩულით ჰკითხა რიუხინს: – ცოლიანია?

– უცოლოა, – უპასუხა დამფრთხალმა რიუხინმა.

– პროფკავშირის წევრია?

– დიახ.



– ალო, მილიციაა? – ყურმილს ჩასძახა ივანმა, – მილიციაა? ახლავე უბრძანეთ, ხუთი მოტოციკლი გამოყონ ტყვიამფრქვევებით, საზღვარგარეთელი კონსულტანტის დასაჭერად. რა? გამომიარეთ, მეც წამოგყვებით... გელაპარაკებით პოეტი უსახლკარო საგიჟეთიდან... – ივანმა ყურმილს დააფარა ხელი და ჩურჩულით ჰკითხა ექიმს, – თქვენი მისამართი? – მერე ისევ ყურმილს ჩასძახა, – მისმინეთ, ალო! უჰ, შენი!. . – უეცრად იღრიალა ივანმა და ყურმილი კედელს მიანარცხა. შემდეგ ექიმს მიუბრუნდა, ხელი გაუწოდა, გულგრილად გამოემშვიდობა და წასვლა დააპირა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



71



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



– მოითმინეთ, სად მიდიხართ? – ჰკითხა ექიმმა და თვალებში შეხედა, – ახლა შუაღამეა, თქვენ საცვლების ამარა ხართ... შეუძლოდ ბრძანდებით... გირჩევნიათ, აქ დარჩეთ...

– ახლავე გამიშვით! – საშინელი ხმით უყვირა ივანმა კართან ატუზულ სანიტრებს, – გამატარებთ თუ არა?



რიუხინი აკანკალდა, ქალმა კი მაგიდაზე ღილაკს დააჭირა ხელი. მაგიდის რკინის ზედაპირზე ბრჭყვიალა კოლოფი და ამპულა ამოხტა.



– აჰ, ეგრე არა?! – ველური გაბოროტებით მიმოიხედა ივანმა, – კეთილი, კარგად ბრძანდებოდეთ... – და თავით ისკუპა ფანჯარაში. ბრახვანი გაისმა. მაგრამ ფარდების მიღმა უტეხმა მინებმა გაუძლო დარტყმას და წამის შემდეგ პოეტი სანიტრების ხელში ფართხალებდა, ღრიალებდა, იკბინებოდა და ყვიროდა:



– ეს მინები მაინც სად იშოვეთ?! გამიშვით! გამიშვი, შენი!. .



ექიმის ხელში ნემსმა გაიელვა, ქალმა თითის ერთი ჩამოკვრით გაურღვია პერანგის გაცრეცილი სახელო და არაქალური ძალით ჩააფრინდა ავადმყოფს. ჰაერში წამლის სუნი დატრიალდა, როგორც იქნა, ოთხმა კაცმა გააკავა პოეტი, მოხერხებულმა ექიმმა ამ წუთით ისარგებლა და ნემსი გაუკეთა. ივანს რამდენიმე წამს კიდევ აკავებდნენ, შემდეგ კი დივანზე მიაწვინეს.



– ბანდიტებო! – იყვირა ივანმა და ტახტიდან წამოხტა, მაგრამ ისევ დასვეს. ხელის შეშვებისთანავე ისევ აპირებდა წამოხტომას, მაგრამ მუხლი მოეკვეთა. ერთხანს დუმდა, ველურად აბრიალებდა თვალებს, მერე მოულოდნელად დაამთქნარა და ბოროტად გაიღიმა.



– მაინც ჩამამწყვდიეთ, არა? – თქვა მან, კიდევ ერთხელ დაამთქნარა, მოულოდნელად ტახტზე მიწვა, თავი ბალიშზე დადო, ბავშვივით ლოყის ქვეშ ამოიდო ხელი და უკვე უბოროტოდ, ძილ-ბურანში წაილუღლუღა, – კი ბატონო, ახლა ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ, მე გაგაფრთხილეთ და თუ არ გინდათ, კისერიც გიტეხიათ... ახლა ყველაზე მეტად პილატე პონტოელის ამბავი მაინტერესებს... პილატე... – თქვა და თვალი დახუჭა.



– აბაზანა, ცალკე ასმეჩვიდმეტეში და მორიგეობა, – ბრძანა ექიმმა და სათვალე გაიკეთა. უეცრად უხმაუროდ გაიღო თეთრი კარი, კარს მიღმა ლურჯი საღამური ნათურებით



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



72



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



განათებული დერეფანი გამოჩნდა. დერეფნიდან რეზინისბორბლებიანი ტახტი შემოაგორეს და ზედ ჩაძინებული ივანი დააწვინეს, ტახტი ისევ დერეფანში გაგორდა და კარი დაიკეტა.



– ექიმო, – ჩურჩულით ჰკითხა გაოგნებულმა რიუხინმა, – მართლა ავადაა?



– დიახ, – უპასუხა ექიმმა.



– რა სჭირს ასეთი? – მორცხვად ჩაეკითხა რიუხინი. დაღლილმა ექიმმა რიუხინს შეხედა და უწადილოდ აუხსნა:



– მოქმედებისა და სალაპარაკო ცენტრის აღგზნება... რთული შემთხვევა ჩანს... ვგონებ, შიზოფრენია უნდა იყოს... თანდართული ალკოჰოლიზმით...



რიუხინმა მხოლოდ ის გაიგო, რომ ივან ნიკოლაევიჩის საქმე ჭაკად იყო, ამოიოხრა და ჰკითხა:



– სულ ამ კონსულტანტს რატომ ახსენებს?



– დღეს ალბათ ვიღაცას შეხვდა და მისმა აღგზნებულმა წარმოსახვამ... ან იქნებ მოეჩვენა კიდეც...



რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე საბარგო მანქანა მოსკოვისკენ მიაქანებდა რიუხინს. თენდებოდა და გზაზე ჩამწკრივებული ნათურების შუქი ზედმეტი და უსიამოვნო ჩანდა. მძღოლი ბრაზობდა, ღამე უქმად რომ გაატარა, კისრისტეხით მიაგელვებდა მანქანას და მოსახვევებში ბორბლებს აღრჭიალებდა.



ტყე მიილია, სადღაც უკან დარჩა, მდინარემაც გვერდით გაუხვია და ახლა მხოლოდ თვალისთვის უსიამოვნო ათასგვარი ხაბაკხუბაკი ხვდებოდათ წინ: ჯერ რაღაც ღობეს ჩაუარეს, საყარაულო ჯიხურს, მორების გროვას, მაღალ ბოძებსა და ანძებს. მიწა არხებით იყო დაღარული – ერთი სიტყვით, იგრძნობოდა, რომ საცაა მოსკოვში შევიდოდნენ, აქვე, ერთი მოსახვევის შემდეგ გამოჩნდებოდა მოსკოვი, მთლიანად დაიპყრობდა და ჩაითრევდა.



რიუხინი ძლივს იმაგრებდა თავს, სატვირთო მანქანის ბორტებს აწყდებოდა და იატაკზე დაყრილი ფიცრებიც ფეხქვეშ ეცლებოდა, პირსახოცებიც აქეთ-იქით მიმორბოდა, ეს პირსახოცები ადრევე შემოყარეს მანქანაში მილიციელმა და პანტელეიმონმა, რომლებიც ქალაქისაკენ მიმავალ უკანასკნელ ტროლეიბუსს გაჰყვნენ. რიუხინმა ერთი კი დააპირა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



73



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



პირსახოცების მოკრება, მერე რატომღაც ბოროტად ჩაისისინა: „ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი! მართლა რა სულელივით ვიქცევი?. . „ – ფეხი გაჰკრა და იქით აღარც გაუხედავს.



საშინელ გუნებაზე იყო. სალმობიერ სახლში სტუმრობამ წარუშლელი კვალი დააჩნია. რიუხინი ცდილობდა გაერკვია, ასე რა ტანჯავდა – მეხსიერებაში ჩარჩენილი ლურჯნათურებიანი დერეფანი თუ იმის შეგრძნება, რომ გონის წართმევაზე დიდი უბედურება არ არსებობდა ამქვეყნად? ცხადია, ესეც. მაგრამ ეს ხომ ყველამ იცის. კიდევ რაღაც უღრღნიდა გულს. კერძოდ რა? ეგებ წყენა. დიახ, იმ სიტყვებით მიყენებული წყენა, პირდაპირ სახეში რომ მიახალა უსახლკარომ. და კიდევ იმის შეგრძნებაც, რომ უსახლკარომ სიმართლე უთხრა.



პოეტი დაჟინებით დასცქეროდა ტურტლიან, მოცახცახე იატაკს, რაღაცას ბუტბუტებდა, წუწუნებდა და გულს იღრღნიდა.



ჰო, ლექსები... უკვე ოცდათორმეტი წლისაა! მართლაც ნეტა რას უქადის მომავალი? მომავალშიც წელიწადში რამდენიმე ლექსს დაწერს... და ასე გაგრძელდება სიბერემდე? ჰო, სიბერემდე. ან რას მოუტანენ ეს ლექსები? სახელს? „რა სისულელეა! თავს მაინც ნუ იტყუებ. ცუდი ლექსების მჩხაპნელს დიდება არ ეღირსება. მაგრამ რატომაა ცუდი? მართალი მითხრა, მართალი! – უმოწყალოდ ისამართლებდა თავს რიუხინი, – მე ხომ ისიც არ მჯერა, რასაც ვწერ!“



ნევრასთენიის შეტევით მოწამლული პოეტი უცებ შექანდა და ათახთახებული მანქანაც გაჩერდა. რიუხინმა თავი ასწია, დაინახა, რომ კარგა ხანია მოსკოვში შესულიყვნენ, უფრო მეტიც, მოსკოვის თავზე რიჟრაჟი კიაფობდა, ღრუბელი ოქროსფერი ნათებით იყო მოვარაყებული, საბარგო მანქანა ხეივნის მოსახვევში გაჩერებულიყო სხვა მანქანებს შორის, იქვე ახლოს კი, კვარცხლბეკზე, ოდნავ თავდახრილი, ლითონისაგან ჩამოსხმული კაცი იდგა და გულგრილად გასცქეროდა ხეივანს.



რაღაც უცნაური აზრები აეკვიატა სნებაშეყრილ პოეტს: „აი, ჭეშმარიტი იღბლიანობის მაგალითი... – გაიფიქრა რიუხინმა, საბარგო მანქანის ძარაზე მთელი ტანით წამოიმართა, ხელი ასწია და ყოვლად უწყინარ კაცს შეუტია, – რაც უნდა გაეკეთებინა, რაც უნდა მომხდარიყო, ყველაფერი მისდა სასიკეთოდ ტრიალდებოდა, მის დიდებას ემსახურებოდა! რატომ? რა დაწერა ასეთი? მე რატომ არ მესმის?. . საოცარია, ნეტა რას ხედავენ მის ლექსებში?. . გაუგებარია... აი, ვის გაუმართლა! – უეცრად შხამიანი ღვარძლით დაასკვნა რიუხინმა და იგრძნო, რომ ფეხქვეშ მანქანა შექანდა, – მერე იმ თეთრგვარდიელმა ესროლა,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



74



თავი მეექვსე - შიზოფრენია, როგორც უწინასწარმეტყველეს



ფერდი ჩაულეწა და უკვდავებაც გაინაღდა... „



მანქანების რიგი დაიძრა და ლამის დასნეულებული და დაბერებული პოეტი ორიოდე წუთის შემდეგ გრიბოედოვის აივანზე ავიდა. აივანი დაცარიელებულიყო. კუთხეში მხოლოდ მოქეიფეთა ჯგუფი ღრეობდა, იქვე ნაცნობი კონფერანსიე დაფუსფუსებდა და ხელში აზარფეშა ეჭირა.



არჩიბალდ არჩიბალდოვიჩი გულთბილად შეეგება პირსახოცებით დატვირთულ რიუხინს და მაშინვე ჩამოართვა ეს წყეული ჭინჭები. რიუხინი კლინიკასა და მანქანაში განცდილით ასე დათრგუნვილი რომ არ ყოფილიყო, ალბათ დიდი სიამოვნებით მოუთხრობდა საავადმყოფოს ამბებს და მონათხრობს გამოგონილი ამბებითაც შეავსებდა, მაგრამ ახლა ამის ძალა აღარ შესწევდა. თანაც, თუმცა დიდი დაკვირვებულობით არასოდეს გამოირჩეოდა, ახლა, სატვირთოზე განცდილი წუთების შემდეგ, პირველად გულდაგულ დააკვირდა ყაჩაღის სახეს და მიხვდა, უსახლკაროზე კი ეკითხებოდა, ოხრავდა კიდეც,



„ვაი-ვაიო“, იმეორებდა, მაგრამ სრულიად არ ადარდებდა მისი ბედი და იოტისოდენადაც არ ებრალებოდა. „ყოჩაღ! ასეა საჭირო!“ – ცინიკურად, თვითგამანადგუ- რებელი გაბოროტებით გაიფიქრა რიუხინმა, უსახლკაროს ავადმყოფობაზე თხრობა შეწყვიტა და სთხოვა:



– არჩიბალდ არჩიბალდოვიჩ, არაყი ხომ არ... ყაჩაღმა თანაგრძნობით გაუღიმა და წაიჩურჩულა:



– მესმის... ახლავე, – და ოფიციანტს დაუქნია ხელი.



თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ რიუხინი მარტო უჯდა მაგიდას. ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და საკუთარ თავს უტყდებოდა, რომ მის ცხოვრებაში უკვე გვიანი იყო რაიმეს შეცვლა, ერთადერთი გზაღა რჩებოდა – თავდავიწყება.



ვიდრე სხვები ქეიფობდნენ, პოეტმა ღამე გალია. ახლაღა მიხვდა, რომ ამ ღამის უკან მობრუნება შეუძლებელი იქნებოდა. ეს ღამე უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. დილამ იმძლავრა. ოფიციანტები მაგიდებიდან კრეფდნენ სუფრებს. აივანთან მოკუნტულ კატებსაც დილისპირის იერი დაჰკრავდათ. და პოეტს უმოწყალოდ ემხობოდა თავზე დღე.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



75



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



იმ დილას სტიოპა ლიხოდეევისათვის რომ გეთქვათ: „დაგხვრეტენ, ახლავე თუ არ წამოდგებიო!“ – სტიოპა ხრინწიანი ჩურჩულით უმალ სიკვდილზე დაგთანხმდებოდათ, ოღონდ კი არავის გაეღვიძებინა.



წამოდგომა კი არა, ეგონა, თვალსაც ვერ გაახელდა, თუ გაახელდა, მეხი დაეცემოდა და თან ჩაიტანდა. თავში ზარებს გაჰქონდა გუგუნი, თვალის კაკლებსა და დახუჭულ ქუთუთოებს შორის ვასვასა მწვანით შემოსალტული ყავისფერი ლაქები უკრთოდა, თან გულზიდვასაც გრძნობდა, პატეფონის აბეზარ ზმუილს რომ აგონებდა.



სტიოპა გამწარებული ცდილობდა, გონი მოეკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ახსენდებოდა



– წუხელ, სადღაც, უცხო ბინაში იყო, ვიღაც ქალს საკოცნელად ეტანებოდა და თან ჰპირდებოდა, ხვალვე, შუადღისას გესტუმრებითო. ქალი უარობდა: „არა, არა, შინ არ დაგხვდებით!“ – სტიოპა კი დაჟინებით იმეორებდა: „მე მაინც მოვალ!“



ვინ იყო ის ქალი, ანდა ახლა რომელი საათი იყო, რიცხვი ან თვე – სტიოპა ნამდვილად ვერ იტყოდა და რაც ყველაზე საშინელი იყო, ვერც ის გაერკვია, სად იმყოფებოდა. გადაწყვიტა, ეს მაინც დაეზუსტებინა და მარცხენა თვალის მიწებებული ქუთუთოები ძლივს ააგლიჯა ერთმანეთს. რაღაც მკრთალად გაარჩია ბინდბუნდში. მერე, როგორც იქნა, იცნო საკუთარი სარკე და მიხვდა, რომ გულაღმა იწვა თავის ლოგინში, ესე იგი, ოქრომჭედლის ნაქონ საწოლში.



გავერკვეთ: ვარიეტეს თეატრის დირექტორი სტიოპა ლიხოდეევი დილით შინ გამოფხიზლდა, სადოვაიას ქუჩაზე, მყუდრო ექვსსართულიან სახლში, სწორედ მიშა ბერლიოზის ბინის მეზობლად.



აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 50-ე ბინას ამ ბოლო ხანს ცუდად თუ არა, ეჭვის თვალით მაინც უცქეროდნენ. ორიოდე წლის წინ ამ ჭერქვეშ ოქრომჭედელ დე ფუჟერეს ქვრივი ბინადრობდა. ანა ფრანცოვნა დე ფუჟერე, ორმოცდაათი წლის დარბაისელი და საქმიანი ქალი, საკუთარი ხუთი ოთახიდან სამს აქირავებდა: ერთ-ერთი მდგმურის გვარი, ვგონებ, ბელომუტი იყო, მეორე კი, სამწუხაროდ, უგვაროდ გადაეგო.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



76



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



სწორედ ამ ორი წლის წინ დაიწყო ეს უცნაური ამბები – ამ ბინიდან ხალხმა უკვალოდ დაიწყო გაქრობა.



ერთ კვირადღეს ბინაში მილიციელი გამოცხადდა, წინკარში გაიხმო მეორე მდგმური (რომლის გვარიც არ შემორჩა ისტორიას) და აცნობა, რომ რაღაც საბუთებზე ხელის მოსაწერად რამდენიმე წუთით მილიციის განყოფილებაში სთხოვდნენ მისვლას. მდგმურმა ანა ფრანცოვნას ერთგულ მოსამსახურეს – ანფისას დაუბარა, თუ ვინმემ მიკითხოს, ათ წუთში დავბრუნდებიო, და თეთრხელთათმნიან, თავაზიან მილიციელს გაჰყვა. ათი წუთიც გავიდა და მეტიც... იმ დღიდან მისთვის თვალი აღარავის მოუკრავს. ყველაზე გასაოცარი მაინც ის იყო, რომ მასთან ერთად მილიციელიც ვეღარ მოიძიეს.



ღვთისმორჩილ, უფრო სწორად – ცრუმორწმუნე ანფისას არც დაუმალავს ძალზე შეწუხებული ანა ფრანცოვნასათვის, რომ აქ რაღაც ჯადოქრობა იმალებოდა. თავად



მშვენივრად იცოდა, სად გაქრნენ მდგმური და მილიციელი, ოღონდ ახლა, ძილის პირს, ამაზე საუბარი არ ღირდა. ჯადომ კი, როგორც ცნობილია, საკმარისია სადმე მოიკიდოს ფეხი და მერე რაღა გააჩერებს! კარგად მახსოვს, ის უსახელო მდგმური ორშაბათს გაქრა, ოთხშაბათს კი ბელომუტი ჩაყლაპა მიწამ, ოღონდ უკვე სხვა ვითარებაში. დილით, ჩვეულებისამებრ, მანქანამ გამოუარა სამსახურში წასასვლელად, წაიყვანა კიდეც, საღამოს კი აღარც მანქანა გამოჩენილა და აღარც ბელომუტი.



ენით ვერ აგიწერთ, რა უბედურება და ვაგლახი ატეხა ქალბატონმა ბელომუტმა, მაგრამ, ვაი, რომ ერთიცა და მეორეც ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. იმავე ღამეს, რატომღაც სასწრაფოდ აგარაკზე წასული ანა ფრანცოვნა ანფისასთან ერთად შინ მობრუნდა და აღარც მოქალაქე ბელომუტის მეუღლე დაუხვდა შინ. ეგ არაფერი: ორივე ოთახის კარი, სადაც ცოლ- ქმარი ბელომუტები ცხოვრობდნენ, დალუქული იყო.



ორი დღეც რის ვაივაგლახით გავიდა. მესამე დღეს კი, უკანასკნელ ხანს უძილობით გატანჯული ანა ფრანცოვნა ისევ აგარაკზე გაემგზავრა სასწრაფოდ... რაღა საჭიროა გითხრათ, რომ აღარც ის დაბრუნებულა უკან!



დაობლებულმა ანფისამ ტირილით ამოიღამა თვალები და ღამის ორ საათზე დასაძინებლად დაწვა. რა შეემთხვა ამის შემდეგ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მეზობლები ამტკიცებდნენ, თითქოს 50-ე ბინიდან მთელი ღამე ისმოდა კაკუნი და დილამდე შუქი ენთო. დილით კი ანფისას კვალსაც ვეღარ მიაგნეს!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



77



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



გამქრალ მდგმურებსა და დაწყევლილ ბინაზე ხალხი კიდევ დიდხანს იქავებდა ენას. ამბობდნენ, თითქოს ეს ჩამომხმარი, ღვთისნიერი ანფისა ავგაროზივით მკერდზე ატარებდა ანა ფრანცოვნას კუთვნილ ოცდახუთ მსხვილ ბრილიანტს. თითქოს იმ აგარაკზე, სადაც ასე წარამარა დაიარებოდა ანა ფრანცოვნა, შეშის ფარდულში, თავისთავად აღმოჩენილიყო უზარმაზარი განძი – სულ ბრილიანტები და მეფის დროინდელი ოქროს ფული... ეჰ, ვინ იცის, რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ ჩემი თვალით არ მინახავს და ვერაფერს დავიჟინებ.



ასე იყო თუ ისე, 50-ე ბინა სულ ერთი კვირით დაცარიელდა და დაილუქა. შემდეგ კი ახალი ბინადარნი შესახლდნენ – აწ განსვენებული ბერლიოზი მეუღლითურთ და ეს ჩვენი სტიოპა ლიხოდეევი, ისიც მეუღლითურთ. ცხადზე უცხადესია, როგორც კი ამ შეჩვენებულ ბინაში ამოყვეს თავი, მათი ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდა. ერთ თვეში ორივე ქალი გაქრა. მაგრამ ამჯერად კვალს მაინც მიაგნეს. ბერლიოზის მეუღლეზე ამბობდნენ, თითქოს ხარკოვში ენახათ, ვიღაც ბალეტმაისტერთან ერთად, ხოლო სტიოპას ცოლი ბოჟედომკაზე აღმოჩნდა, სადაც, ჭორებს თუ დავუჯერებთ, თავად ვარიეტეს დირექტორს, თავისი უთვალავი ნაცნობის დახმარებით გაეხერხებინა მისთვის ერთი ოთახი, იმ პირობით, რომ სადოვაიაზე ფეხს აღარ მიადგამდა...



ასე და ამრიგად, სტიოპამ დაიკვნესა. ის იყო შინამოსამსახურე გრუნიას დაძახება და პირამიდონის თხოვნა დააპირა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ სისულელეს სჩადიოდა... გრუნიას მაინც არ ექნებოდა პირამიდონი. სცადა, ბერლიოზი ეხმო, ორჯერ ამოიკვნესა:



„მიშა... მიშაო“, მაგრამ თავადაც იცით, პასუხს ვერავინ გასცემდა. ბინაში ბუზის გაფრენას გაიგონებდით.



სტიოპამ ფეხის თითები შეარხია და ახლაღა აღმოაჩინა, რომ წინდა ეცვა, აცახცახებული ხელი მოიფათურა ფერდებზე, უნდოდა გაერკვია, შარვლიანად იწვა ლოგინში თუ გახდილი, მაგრამ ვერაფერს მიხვდა.



ბოლოს დარწმუნდა, რომ მარტოდმარტო იყო მიტოვებული, ვერავინ დაეხმარებოდა და გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, წამომდგარიყო.



სტიოპამ ერთმანეთს მიწებებული ქუთუთოები გაახილა და თავისი თმაგაბურძგნილი, თვალებჩაწითლებული, შავად გაჯაგრული და გაჟივებული სიფათი დაინახა სარკეში. ზინტლიან პერანგზე ჰალსტუხი ეკეთა, საბნის ქვევიდან საცვლის ტოტები და წინდა მოუჩანდა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



78



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



სტიოპამ თავის გალამაზებულ სიფათს სარკეში შეუკურთხა და უცებ სარკის გვერდით ვიღაც უცხო კაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და შავი ბერეტი ეხურა.



სტიოპა ლოგინზე წამოჯდა და ჩასისხლიანებული თვალები დააჭყიტა.



სიჩუმე იმ უცნობმა დაარღვია და დაგუდული, თითქოს მიწისქვეშეთიდან მონადენი ხმით მიესალმა:



– დილა მშვიდობისა, უსიმპათიურესო სტეპან ბოგდანოვიჩ!



ერთხანს ისევ დუმილი გამეფდა, შემდეგ სტიოპამ რის ვაივაგლახით წარმოთქვა:



– რა გნებავთ? – და თავადვე გააოცა საკუთარმა ხმამ, – სიტყვა „რა“ დისკანტით წარმოთქვა,



„გნე... „ – ბასით და „ბავთ“ – საერთოდ გადაყლაპა.



უცნობმა მეგობრულად გაუღიმა, უზარმაზარი ოქროს საათი ამოიღო, რომლის სახურავზეც ბრილიანტების სამკუთხედი გაკრთა და უთხრა:



– თერთმეტია! ზუსტად ერთი საათია თქვენს გაღვიძებას ველი. ათზე დამიბარეთ და მეც გეახელით!



სტიოპამ, საწოლის გვერდით, სკამზე გადაკიდებული შარვალი მოიძია და წაიჩურჩულა:



– მაპატიეთ... – ჩაიცვა და ხმაჩახლეჩილმა ჰკითხა, – თქვენი გვარი?



ლაპარაკი უჭირდა. ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ვიღაც ტვინში ურჭობდა ნემსებს და ჯოჯოხეთურ ტკივილს აყენებდა.



– როგორ? ჩემი გვარიც დაგავიწყდათ? – გაუღიმა უცხოელმა.



– მაპატიეთ... – დაიხრიალა სტიოპამ და უცებ მოეჩვენა, თითქოს ფერხთით იატაკი გადაიხსნა, მიწამ პირი უყო და ჯოჯოხეთში ჩაიტანა.



– ძვირფასო სტეპან ბოგდანოვიჩ, – თვალი თვალში გაუყარა სტუმარმა, – პირამიდონი არ გიშველით. ისევ ჯობია ნაცად ხერხს მიმართოთ – მსგავსი მსგავსით განკურნოთ. ახლა მხოლოდ ორი ჭიქა არაყი თუ მოგაბრუნებთ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



79



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



სტიოპა ეშმაკი კაცი გახლდათ, თავი კი უბრუოდა, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა.



– სიმართლე გითხრათ, – აბლუკუნდა მასპინძელი, – გუშინ ცოტა...



– ყველაფერი გასაგებია! – სიტყვა შეაწყვეტინა სტუმარმა და სავარძლიანად უკან გასრიალდა.



სტიოპას ლამის თვალები გადმოსცვივდა: პატარა მაგიდაზე ლამაზად გაწყობილი სინი იდგა, თეფშზე დაჭრილი თეთრი პური, აზელილი ხიზილალა და მრგვალ-მრგვალი სოკო ელაგა, იქვე იდგა თავდახურული ქვაბი, ოქრომჭედლის ქვრივის მოზრდილ გრაფინში კი არაყი ლიცლიცებდა. სტიოპა განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ გრაფინი დაცვარული იყო. მაგიდაც სუფთად და გემოვნებით გაეწყოთ.



უცნობმა სტეპანს გაოცება აღარ აცადა და მარჯვედ ჩამოასხა არაყი.



– თქვენ არ მიირთმევთ? – წამოიკნავლა სტიოპამ.



– სიამოვნებით!



უცნობმა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა ჭიქა, სტიოპამ კი ხელის კანკალით აიღო სასმელი, ხიზილალაწასმული პური ჩაკბიჩა და ძლივს ამოილუღლიღა:



– მიირთვით...



– გმადლობთ, არაყთან ჭამა არ მიყვარს, – უპასუხა უცნობმა და კიდევ დაუსხა. ქვაბს თავი მოხადეს, შიგ პომიდვრის წვენში ჩაწყობილი სოსისი აღმოჩნდა.



და აი, წყეული სიმწვანე გაიქნა თვალთაგან, სიტყვებიც უკვე დაუბრკოლებლად სწყდებოდა ტუჩებს და, რაც მთავარია, გუშინდელი დღეც გამოიკვეთა ბინდბუნდიდან. სტიოპას გაახსენდა, რომ გუშინ სხოდნაიაზე იყვნენ, იუმორისტ ხუსტოვის აგარაკზე, სადაც თვით ხუსტოვმა წაიყვანა ტაქსით. ისიც გაახსენდა, როგორ გააჩერეს ეს ტაქსი „მეტროპოლთან“, თან ვიღაც მსახიობი ახლდათ, მსახიობი კი არა... ჩემოდნით პატეფონი მიჰქონდა. დიახ, დიახ, დიახ, აგარაკი! ისიც ახსოვდა, პატეფონიდან ძაღლების ყმუილი რომ ისმოდა, მხოლოდ იმ ქალის ვინაობა ვერ გაიხსენა, საკოცნელად რომ ეტანებოდა... ეშმაკმა უწყის იმისი თავი... მგონი, რადიოში უნდა მუშაობდეს ან იქნებ არც მუშაობს...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



80



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



ამგვარად გუშინდელ დღეს თანდათან ნათელი მოეფინა. მაგრამ სტიოპას ახლა დღევანდელი დღე უფრო ადარდებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს უცნობი, საუზმე და არაყი რომ დაახვედრა? აი, ამის გახსენება ერჩივნა!



– მაინც ვერ გაიხსენეთ ჩემი გვარი?



სტიოპამ მორცხვად გაიღიმა და ხელები გაშალა.



– ალბათ არაყს პორტვეინი მიაყოლეთ! მაპატიეთ, მაგრამ ასე როგორ შეიძლება!



– ძალიან გთხოვთ, ამის შესახებ ნურავის ეტყვით, – დაამუნათა სტიოპამ.



– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მაგრამ ხუსტოვის ნაცვლად კი ვერაფერს შეგპირდებით.



– ხუსტოვსაც იცნობთ?



– ეგ ტიპი გუშინ ვნახე თქვენს კაბინეტში. ზედვე ეტყობა, დიდი უსინდისო, აყალმაყალის მოყვარული, ქვემძრომი და მლიქვნელი კაცია.



„სრული სიმართლეა!“ – გაიფიქრა სტიოპამ და ხუსტოვის ასე ზუსტმა და ლაკონიურმა დახასიათებამ გააოცა.



დიახ, გუშინდელი დღე ნაწილ-ნაწილ გამოიკვეთა, მაგრამ ვარიეტეს დირექტორს სული მაინც აფორიაქებული ჰქონდა. უბედურება ის გახლდათ, რომ ამ გუშინდელი დღიდან მაინც შემოსცქეროდა ერთი ხახადაფჩენილი სიცარიელე: ვერა და ვერ გაეხსენებინა, როდის ესტუმრა კაბინეტში ეს ბერეტიანი უცნობი.



– შავი მაგიის პროფესორი ვოლანდი, – ამაყად გაეცნო სტუმარი და რაკი შენიშნა, რომ სტიოპას მისი გვარი არ ახსენდებოდა, სცადა, დაწვრილებით მოეთხრო ყველაფერი.



უთხრა, რომ გუშინ დილით ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, ჩამოსვლისთანავე სტიოპას ეწვია და გასტროლების თაობაზე შეუთანხმდა. სტიოპამ მოსკოვის ოლქის სასცენო კომისიაში დარეკა და იქ შეათანხმა საკითხი (გაფითრებულმა სტიოპამ თვალები აახამხამა), შემდეგ პროფესორ ვოლანდს შვიდი კონცერტის ჩატარების კონტრაქტზე ხელი მოაწერინა (სტიოპამ პირი დააღო) და დღეს, დილის ათი საათისათვის მიიწვია სტუმრად ზოგიერთი წვრილმანის დასაზუსტებლად... აჰა, ეწვია კიდეც!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



81



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



კარი შინამოსამსახურე ქალმა გრუნიამ გაუღო, რომელმაც აუხსნა, რომ თვითონაც სულ ახლახან მოსულიყო, ღამეს აქ არ ათევდა, ბერლიოზი შინ არ ბრძანდებოდა და თუკი სტუმარს სტეპან ბოგდანოვიჩთან ეწადა შეხვედრა, თავად უნდა შესულიყო საძინებელში. სტეპან ბოგდანოვიჩის გაღვიძებას გრუნია თავს ვერ იდებდა. და აი, როცა მსახიობმა ნახა, რა დღეში იყო სტეფან ბოგდანოვიჩი, გრუნია უახლოეს გასტრონომში გაგზავნა, არყისა და საჭმლის მოსატანად, აფთიაქიდანაც ყინული მოატანინა და...



– ნება მომეცით, ფული გადაგიხადოთ, – სიტყვა ძლივს დაძრა ცოცხალ-მკვდარმა სტიოპამ და საფულეს დაუწყო ძებნა.



– აჰ, რას ბრძანებთ! – წამოიძახა გასტროლიორმა და სიტყვა აღარ ათქმევინა.



არყისა და სტუმრის საკითხი გაირკვა, მაგრამ სტიოპა გონს მაინც ვერ მოდიოდა: სრულიად არ ახსოვდა, როდის დაუდო ხელშეკრულება და გინდაც მოგეკლათ, დარწმუნებული იყო, რომ გუშინ ეს ვოლანდი თვალითაც არ ენახა. დიახ, ხუსტოვი ესტუმრა, მაგრამ ვოლანდი – არა.



– თუ ნებას მომცემთ, ხელშეკრულებას დავხედავდი, – ხმადაბლა სთხოვა სტიოპას.



– ინებეთ, ინებეთ...



სტიოპამ ქაღალდს დახედა და გააცია. ყველაფერი თავის ადგილას იყო. უპირველესად მისი საკუთარი, ჩახუჭუჭებული ხელმოწერა! იქვე ფინანსური დირექტორის რიმსკის გვარიც ჩანდა, მისი ხელმოწერა ნებას რთავდა მსახიობ ვოლანდს შვიდი კონცერტის საზღაურის ოცდათხუთმეტი ათასი მანეთიდან ათი ათასი მანეთი მიეღო, და უფრო მეტიც: იქვე ვოლანდი აწერდა ხელს, ფულის მიღების თაობაზე!



„ეს რაღა უბედურებაა!“ – გაიფიქრა საბრალო სტიოპამ და თავბრუ დაესხა. ნუთუ უკვე მეხსიერებაც ღალატობდა? მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება იხილა, თავისთავად ცხადია, უზრდელობად ჩაეთვლებოდა, ისევ გაოცებული გამომეტყველებით ეცქირა უცნობისათვის. სტიოპამ ბოდიში მოუხადა სტუმარს, სთხოვა, ერთი წუთით დალოდებოდა და ისევე, როგორც იყო, წინდისამარა გავიდა წინკარში, ტელეფონზე დასარეკად. გზად სამზარეულოს გასძახა:



– გრუნია!

არავინ გამოპასუხებია. რატომღაც ბერლიოზის ოთახის კარს შეავლო თვალი და მაშინ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



82



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



კი, როგორც იტყვიან, ადგილზე გაქვავდა. კარის სახელურზე თოკით ეკიდა უზარმაზარი ლუქი.



„ოჰო! – ვიღაცამ დაიხრიალა სტიოპას გონებაში, – ესღა გვაკლდა!“ და სტიოპას ორმა აზრმა გაუელვა თავში. მაგრამ, როგორც კატასტროფის დროს ხდება ხოლმე, ეს ორივე აზრი ერთი მიმართულებით წარიმართა, ოღონდ, ეშმაკმა უწყის, რომელი მიმართულებით. ჩვენ, ცხადია, ვერაფრით შევძლებთ სტიოპას თავში დატრიალებული აბდაუბდა აზრები გადმოგცეთ. ჯერ ეს შავბერეტიანი, საოცარი ხელშეკრულებითა და ჩაცივებული არყით არ ეყოფოდა, ახლა ყველაფერს ეს დალუქული კარიც დაერთო! ვისთვისაც უნდა გეთქვათ, რომ ბერლიოზმა რაღაც დააშავა, არ დაიჯერებდა, ღმერთმანი არ დაიჯერებდა! მაგრამ კარი ხომ მაინც დალუქული იყო! ოჰო-ო-ო!. .



შემდეგ ისიც გაახსენდა, სულ ცოტა ხნის წინ, თითქოს ჯიბრზე, ჟურნალში დასაბეჭდად რაღაც უსიამო სტატია რომ შეაჩეჩა მიხაილ ალექსანდროვიჩს. ჩვენ შორის დარჩეს და, სულელური სტატია იყო, ფუჭი და არც მაინცდამაინც დიდ ფულს აიღებდა...



სტატიასთან ერთად ის ოდნავ საეჭვო საუბარიც გაახსენდა, ისიც ზუსტად ახსოვდა, რომ ლაპარაკი ოცდაოთხ აპრილს შედგა, აქვე, ამ სასადილოში, ერთად რომ ისადილეს. თუმცა არც საეჭვო შეიძლებოდა დარქმეოდა ამ საუბარს (გიჟი კი არ იყო), მაგრამ რაღაც უაზრო საკითხზე კი ბჭობდნენ. ჰოდა, მოქალაქენო, სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა საერთოდ არ წამოეჭრათ ეს საკითხი. კარის დალუქვამდე ის საკითხი, უეჭველია, სრულიად უმნიშვნელოდ ჩათვლილიყო, მაგრამ ახლა, დალუქვის შემდეგ...



„ჰო, ბერლიოზი, ბერლიოზი! – გონება აემღვრა სტიოპას, – წარმოუდგენელია!“



თუმცა ახლა მოთქმა-გოდების დრო აღარ იყო და სტიოპამ ვარიეტეს ფინანსური დირექტორის, რიმსკის ტელეფონის ნომერი აკრიფა. ცუდ დღეში იყო: ჯერ ერთი, უცხოელი, შეიძლება, განაწყენებულიყო კიდეც, ხელშეკრულების წარდგენის მიუხედავად, სტიოპა მაინც რომ აზუსტებდა მონაცემებს, თან არც ფინანსურ დირექტორთან საუბარი იყო იოლი. მართლაცდა, ხომ ვერ ჰკითხავდა: „მითხარით, შავი მაგიის პროფესორს 35 ათას მანეთზე მართლა დავუდეთ გუშინ ხელშეკრულებაო?“ რაღაც სხვა უნდა მოეფიქრებინა.



– გისმენთ! – გაისმა ყურმილში რიმსკის მჭახე, უსიამოვნო ხმა.

– გამარჯობა, გრიგორი დანილოვიჩ, – ხმადაბლა დაიწყო სტიოპამ, – ლიხოდეევი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



83



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



გელაპარაკებათ. იცით, რაშია საქმე... ჰმ... ჰმ... ახლა ჩემთან... ე... ე... მსახიობი ვოლანდი მოვიდა... ჰოდა, მინდოდა მეკითხა, რა გადაწყვიტეთ, დღეს საღამოს რას ვაპირებთ?



– აა, შავი მაგია? – ყურმილიდან დაეკითხა რიმსკი, – აფიშები მალე იქნება. – კეთილი, – სუსტი ხმით გასცა პასუხი სტიოპამ, – ნახვამდის...

– მალე მოხვალთ? – ჰკითხა რიმსკიმ.



– ნახევარ საათში, – უპასუხა სტიოპამ, ყურმილი დადო და გავარვარებულ თავზე შემოიჭდო ხელი, – ეს რაღა უბედურებაა! მეხსიერებას რაღა დაემართა, მოქალაქენო? რა დაემართა?



წინკარში დიდხანს დარჩენა უხერხული იყო და სტიოპამ აქვე მოიფიქრა, როგორ უნდა ემოქმედა: ყოველნაირად დაეფარა ეს საშინელი გულმავიწყობა და ეშმაკურად გამოეკითხა უცხოელისთვის, მაინც რის წარმოდგენას აპირებდა დღევანდელ საღამოზე სტიოპას რწმუნებულ ვარიეტეში?



სტიოპა უკან დასაბრუნებლად შეტრიალდა და ანაზდად წინკარში დაკიდებულ სარკეში, კარგა ხანია რომ აღარ გაეწმინდა ზარმაც გრუნიას, გარკვევით დაინახა ვიღაც უცნაური, ჭოკივით აყლაყული და პენსნეიანი ტიპი (ოჰ, აქ რომ ივან ნიკოლაევიჩი ყოფილიყო, მაშინვე იცნობდა იმ ტიპს!). ეს უცნაური კაცი სარკეში აირეკლა და იმავ წამს გაქრა. შეწუხებულმა სტიოპამ გულდაგულ მოათვალიერა წინკარი და ხელმეორედ შეცბა, რადგან სარკეში ახლა უზარმაზარი შავი კატის ანარეკლი გაკრთა.



სტიოპას გული გაეპარა და შეტორტმანდა.



„რა ხდება? – გაიფიქრა, – ჭკუიდან ხომ არ ვიშლები? ეს რაღა მოჩვენებაა?“ – მერე სამზარეულოში შეიხედა და დაზაფრულმა იყვირა:



– გრუნია! ეს რა კატა დაწანწალებს? საიდან მოვიდა? მანდ ვინ არის კიდევ?



– ნუ წუხხართ, სტეპან ბოგდანოვიჩ, – უპასუხა ხმამ, მაგრამ არა გრუნიას, არამედ სტუმრის ხმამ საძინებლიდან, – ჩემი კატაა, ნუ ნერვიულობთ. გრუნია კი ვორონეჟში, თავის სამშობლოში გავგზავნე. შემომჩივლა, დიდი ხანია შვებულება აღარ მქონიაო.



ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი და უაზრო იყო, რომ სტიოპამ ჩათვალა,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



84



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



მომეყურაო. საბოლოოდ დაბნეული, ლამის დაოთხილი შეიჭრა საძინებელში და კარის წირთხლთან გახევდა, თმა ყალყზე დაუდგა, შუბლიც ოფლით დაეცვარა.



საძინებელში სტუმარი მარტო აღარ იყო. მეორე სავარძელში ის ტიპი იჯდა, წინკარში რომ მოელანდა. ახლა გარკვევით დაინახა: ბურდღა ულვაში ჰქონდა, პენსნეში ერთი მინა უბზინავდა, მეორე კი – გაბზაროდა. მაგრამ საძინებელში ამაზე უარესიც შენიშნა სტიოპამ: ოქრომჭედლის ქვრივის დაბალ სკამზე უზარმაზარი კატა გაშხლართულიყო, ცალ ხელში არყის ჭიქა ეჭირა, მეორეში კი – ჩანგალზე წამოცმული სოკო.



საძინებლის ისედაც მქრქალი შუქი მთლად გაფერმკრთალდა სტიოპას თვალწინ. „ალბათ,



ასე იშლებიან ჭკუიდან!“ – გაიფიქრა და კარნაგელს მოეჭიდა.



– ვხედავ, გაოცებული ბრძანდებით, უძვირფასესო სტეპან ბოგდანოვიჩ, – კბილარაწკუნებულ სტიოპას დაეკითხა ვოლანდი, – თუმცა კი, გასაოცარი არაფერია. ჩემი მსახიობები გახლავან.



კატამ არაყი გადაკრა და სტიოპას კარნაგელზე ჩამოუცურდა ხელი.



– ჩემს მსახურებს ადგილი სჭირდებათ, – განაგრძო ვოლანდმა, – ამჟამად ამ ბინაში ერთ-ერთი ჩვენგანი ზედმეტია. და მგონი, ზედმეტი სწორედ თქვენ ბრძანდებით!



– ესენი არიან, ესენი! – თხასავით აკიკინდა მაღალი, კუბოკრულკოსტიუმიანი ტიპი, რატომღაც მრავლობით რიცხვში რომ იხსენიებდა სტიოპას, – საერთოდ, ისინი ამ ბოლო ხანს ღორულად იქცევიან. ლოთობენ, ქალებთან არშიყობენ, საკუთარ მდგომარეობას იყენებენ, თითს არ ანძრევენ, არც შეუძლიათ თითის განძრევა, რადგან დაკისრებული საქმის არაფერი გაეგებათ. უფროსებს თვალში ნაცარს აყრიან!



– სამსახურის მანქანას უსაქმოდ დააგრიალებენ! – დააბეზღა კატამ, თან სოკოს ღეჭავდა.



ამ დროს, მოულოდნელად, უკვე მეოთხედ, უკანასკნელი მოჩვენებაც გაჩნდა ბინაში. სტიოპა უკვე იატაკზე ჩაცუცქდა და სუსტადღა ფხოჭნიდა კარნაგელს.



კარის მოპირდაპირე სარკიდან გამოვიდა ჩია, მაგრამ უჩვეულოდ მხარბეჭიანი,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



85



თავი მეშვიდე - ნავსი ბინა



ქვაბურაქუდიანი წითური ტიპი, რომელსაც ისედაც უჩვეულოდ ამაზრზენ სიფათს მთლად უმახინჯებდა პირიდან გამოჩრილი ღოჯი.



– მე, – საუბარში ჩაერია ახალმოსული, – საერთოდ ვერ გამიგია, როგორ გაიქაჩა დირექტორად? – უფრო და უფრო ნიღნიღებდა წითური, – ეგ ისეთივე დირექტორია, როგორიც მე – არქიელი.



– შენ ნამდვილად არ ჰგავხარ არქიელს, აზაზელო, – შენიშნა კატამ და სოსისი თეფშზე გადაიღო.



– მეც მაგას ვამბობ, – ჩაინიღნიღა წითურმა, ვოლანდისკენ შებრუნდა და მოწიწებით დასძინა, – ნება მომეცით, მესირ, ეშმაკებში მოვისროლო მოსკოვიდან.



– აცხა! – უცებ დაიჩხავლა კატამ და აიფხორა.



იმავ წამს საძინებელი ამოტრიალდა, სტიოპამ წირთხლს დაჰკრა თავი, გონება დაებინდა და ისღა გაიფიქრა: „ვკვდები... „



მაგრამ არ მომკვდარა. თვალი ოდნავ რომ გაახილა, ქვაზე იჯდა და ირგვლივ რაღაც ხმაურობდა. მერე თვალები დააჭყიტა, დაინახა, ზღვა შხუოდა, უფრო მეტიც, ტალღა ლამის მის ფეხებს ელამუნებოდა. მოკლედ, მიწაყრილზე იჯდა, წინ ცისფერი, ალიცლიცებული ზღვა მოჩანდა, უკან კი – მთაზე შეფენილი ლამაზი ქალაქი.



სტიოპამ არც კი იცოდა, როგორ იქცეოდნენ ასეთ შემთხვევაში, წამოდგა, ძლივს დაიმორჩილა აკანკალებული მუხლები და ნაპირს გაუყვა.



მიწაყრილზე ვიღაც კაცი იდგა, ეწეოდა და ზღვაში აწიტებდა. მან შეშლილივით შეხედა სტიოპას, როცა სტიოპამ მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა:



– გემუდარებით, მითხარით, სად ვიმყოფები?



– ოჰო! – თქვა გულქვა მწეველმა.



– მთვრალი არ გეგონოთ, – ხმა ჩაეხლიჩა სტიოპას, – ავად ვარ, რაღაც დამემართა, ავად ვარ... მითხარით, რა ქალაქია და სადა ვარ?



– იალტაში...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



86



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



სტიოპამ ჩუმად ამოიკვნესა, გულწასული დაეცა და მეჩეჩის გახურებულ ქვებს დაჰკრა შუბლი.



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



ზუსტად თორმეტის ნახევარზე, სწორედ იმავე დროს, სტიოპას იალტაში რომ წაერთვა გონი, ივან ნიკოლაევიჩ უსახლკარო გამოფხიზლდა ღრმა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ. ერთხანს ფიქრობდა, როგორ აღმოჩნდა ამ უცხო, თეთრკედლებიან ოთახში, სადაც უცნაური, ღია ფერის მაგიდა იდგა და მზემომდგარი თეთრი ფარდა ეკიდა ფანჯარაზე.



ივანმა თავი გაიქნია, მიხვდა, აღარ სტკიოდა და ისიც გაახსენდა, საავადმყოფოში რომ იყო. ამ აზრმა გუშინდელი ამბები და ბერლიოზის დაღუპვაც გაახსენა, მაგრამ დღეს ისერიგად აღარ შეუძრავს მომხდარს. კარგად გამოძინებული ივან ნიკოლაევიჩი დამშვიდებულიყო და დღეს უფრო ნათლად აზროვნებდა. ერთხანს გაუნძრევლად იწვა ქათქათაზეწრიან, რბილ და მოხერხებულ საწოლში, შემდეგ იქვე, გვერდით, ზარის ღილაკი შენიშნა. საგნების ხელით მოსინჯვას მიჩვეულმა, იმ ღილაკსაც დააჭირა თითი. ზარის ხმას ანდა ზარის გახმიანებისთანავე ვინმეს შემოსვლას ელოდა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა. ივანის საწოლის ფერხთით მიმაგრებული მქრქალი ცილინდრი აინთო და ზედ წარწერა აციმციმდა: „წყალი“, ერთხანს ასე იციმციმა, შემდეგ დატრიალდა და ახლა ახალი წარწერა გამოხტა: „ძიძა“. ცხადზე ცხადია, ამ ეშმაკურმა ცილინდრმა ძალზე გააოცა ივანი. წარწერა „ძიძა“ ახალი წარწერით შეიცვალა: „ექიმი გამოიძახეთ“.



„ჰმ“... ყელი ჩაიწმინდა დაბნეულმა ივანმა, ვერა და ვერ მიმხვდარიყო, რა მოეხერხებინა ამ ცილინდრისთვის, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა. ცილინდრზე სიტყვა „მედდა“ რომ შენიშნა, კიდევ ერთხელ დააჭირა ღილაკს თითი, ცილინდრმა პასუხად ხმადაბლა დაირაწკუნა, გაჩერდა, ჩაქრა და ოთახში ზონზროხა, სიმპათიური, თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა.



– დილა მშვიდობისა!



ივანმა ასეთი მისალმება ამ პირობებში უადგილოდ ჩათვალა და არ უპასუხია. ჯან- ღონით სავსე კაცი საავადმყოფოში გამოამწყვდიეს და ისე იქცევიან, თითქოს ასეც იყო საჭირო!



ქალი კი იმავე კეთილი გამომეტყველებით შესცქეროდა, შემდეგ მანაც ღილაკს დააჭირა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



87



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



ხელი, ფარდა ასწია და ჭერიდან ლამის იატაკამდე დაშვებული, ფართოჩარჩოიანი ფანჯრიდან მზე შემოიჭრა. ფანჯრის მიღმა აივანი მოჩანდა, უფრო მოშორებით – დაკლაკნილი მდინარის ნაპირი, გადაღმა ნაპირზე კი – ტანაყრილი ნაძვნარი.



– სააბაზანოში შებრძანებას ხომ არ ინებებთ? – მიიპატიჟა ქალმა. ხელის ერთი გარხევით გახსნა შიდა კედელი, რომლის მიღმა სააბაზანო და მშვენივრად მოწყობილი საპირფარეშო აღმოჩნდა.



ივანმა, თუმცა კი გადაწყვეტილი ჰქონდა, ხმა არ გაეცა ქალისთვის, აბაზანაში მოელვარე ონკანიდან გადმოღვრილ წყალს რომ მოჰკრა თვალი, თავი ვეღარ შეიკავა და დამცინავად უთხრა:



– ოჰო! „მეტროპოლივით“ მოგიწყვიათ აქაურობა!



– რას ბრძანებთ, – ამაყად უპასუხა ქალმა, – ჩვენთან უკეთესია. ამგვარი მოწყობილობა საზღვარგარეთაც არა აქვთ. მეცნიერები და ექიმები საგანგებოდ ჩამოდიან ჩვენი კლინიკის სანახავად. არც უცხოელი ტურისტები გვაკლია.



„უცხოელი ტურისტის“ გაგონებაზე ივანს გუშინდელი კონსულტანტი გაახსენდა. მოიღუშა, წარბებს ქვემოდან გახედა ქალს და უთხრა:



– რა ძალიან გიყვართ ეს უცხოელი ტურისტები... ისე კი, მათ შორის ვის არ შეხვდები! აი, მე, მაგალითად, გუშინ ისეთი ტიპი გავიცანი, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი!. .



და ლამის პონტოელ პილატეზე დაუწყო მოყოლა, მაგრამ მიხვდა, ქალს ეს მონათხრობი არაფრად სჭირდებოდა, მაინც ვერაფერს უშველიდა და დროზე დააჭირა ენას კბილი.



დაბანილ ივან ნიკოლაევიჩს მაშინვე მიართვეს ყველაფერი, რაც კი კაცს სჭირდებოდა აბაზანის შემდეგ: გაუთოებული პერანგი, ქვედა საცვალი და წინდა. უფრო მეტიც: ქალმა კარადის კარი გამოაღო და ჰკითხა:



– რას ჩაიცვამთ, ხალათს თუ პერანგს?



ამ ახალ ჭერქვეშ ძალით დაბინავებულმა და ქალის მოხერხებულობით გაოცებულმა ივანმა ლამის ტაში შემოჰკრა და უსიტყვოდ მოუთითა თივთიკის ალისფერ პიჟამაზე.



ამის შემდეგ ივან ნიკოლაევიჩი ცარიელ და ჩუმ დერეფანში გააბრძანეს და ერთ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



88



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



უზარმაზარ კაბინეტში შეიყვანეს. ივანმა გადაწყვიტა ყველაფერი გაემასხრებინა, რასაც კი ამ ჯადოსნურად მოწყობილ შენობაში ნახავდა და შესვლისთანავე კაბინეტს „ფაბრიკა – სამზარეულო“ დაარქვა.



ჰქონდა კიდეც მიზეზი. კარადებსა და მინის გამჭვირვალე თაროებზე მონიკელებული ხელსაწყოები ეწყო. იქვე იდგა უჩვეულოდ რთული მოწყობილობის სავარძლები, მუცელგაბერილი, მბზინავჩაჩიანი ნათურები, უთვალავი წამლის შუშა, მოჩანდა მავთულები და სრულიად გაუგებარი საგნები.



კაბინეტში ივანს სამი ადამიანი დაეპატრონა – ორი ქალი და ერთი კაცი – სამივე თეთრხალათიანი იყო. უპირველესად კუთხეში, მაგიდასთან მიიმწყვდიეს, ზედვე ეტყობოდათ, რაღაც უნდოდათ მისთვის დაეცინცლათ. ივანი თავის მდგომარეობას დაუფიქრდა. ახლა სამი გზაღა რჩებოდა: პირველი განსაკუთრებით მაცდური იყო: ამ ნათურებსა და გაფუყულ ნივთებს დარეოდა, მიელეწ-მოელეწა და უკანონო დატყვევების გამო პროტესტი გამოეხატა. მაგრამ დღევანდელი ივანი უკვე საგრძნობლად განსხვავდებოდა გუშინდელისაგან, ამიტომაც ეს პირველი გზა საეჭვოდ ეჩვენა – მართლა გიჟად მიიჩნევდნენ. მაშინვე უკუაგდო ეს შესაძლებლობა. იყო მეორე გზაც: სასწრაფოდ მოეთხრო კონსულტანტისა და პონტოელი პილატეს შესახებ, მაგრამ გუშინდელი გამოცდილებით ჭკუანასწავლმა ივანმა იცოდა, რომ ნაამბობს სწორად ვერ გაუგებდნენ და სულ სხვაგვარად აღიქვამდნენ. ამიტომ ეს გზაც უარყო და მესამე გზა – ამაყი დუმილი არჩია.



თუმცა ამ გადაწყვეტილების შესრულებაც ვერ მოახერხა ბოლომდე და ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული გახდა, ზოგიერთ კითხვაზე მოკლე-მოკლე და ბრაზიანი პასუხი გაეცა.



ივანს დაწვრილებით გამოჰკითხეს წარსული, იმითაც კი დაინტერესდნენ, თხუთმეტი წლის წინ როდის და როგორ მოეხადა ქუნთრუშა. პასუხებით მთელი გვერდი ააჭრელეს, ფურცელი გადააბრუნეს და თეთრხალათიანი ქალი ახლა ივანის ნათესავებს მიადგა. ისევ დაიწყო გაუთავებელი კითხვები: ვინ მოკვდა, როდის, რისგან, ვენერიული დაავადებებით ხომ არ იყო ავად და ასე შემდეგ. დასასრულს, სთხოვეს პატრიარქთა ტბორებზე მომხდარი გუშინდელი ამბავი მოეთხრო, მაგრამ ზედმეტად არ ჩაძიებიან და არც პონტოელი პილატეს ხსენება გაჰკვირვებიათ.



შემდეგ იმ ქალმა კაცს გადასცა ივანი. მას აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ მისი სხეულით დაინტერესდა: სიცხე გაუზომა, პულსი დაუთვალა, რაღაც ნათურა ჩაანათა თვალებში და შიგ ჩახედა. შემდეგ იმ კაცს მეორე ქალიც წამოეხმარა, ივანს ზურგში



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



89



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



უჩხვლიტეს მტკივნეულად, პატარა ჩაქუჩის სახელურით მკერდზე რაღაც ნიშნები დაახატეს, მუხლისთავებზე ჩაქუჩი დაუბრახუნეს, რის გამოც შეშლილივით უხტოდა ფეხი, თითიდან აუღეს სისხლი, შემდეგ იდაყვის გადაკვეთაზე უჩხვლიტეს და ხელზე რაღაც რეზინის სამაჯურები წამოაცვეს...



ივანი გულში მწარედ დასცინოდა ექიმებს და იმაზეღა ფიქრობდა, რა სულელურად და უცნაურად შეტრიალდა ყველაფერი! დაუჯერებელი იყო! უნდოდა ყველა დაეცვა იმ უცხოელი კონსულტანტისგან, მისი დაკავება ეწადა და ამის ნაცვლად, რომელიღაც იდუმალ კაბინეტში ამოყო თავი, რათა ათასი სისულელე მოეთხრო ძია ფედორზე, ვოლოგდაში რომ არყით სკდებოდა! რა აუტანელი სისულელე იყო!



ბოლოს გაუშვეს. უკანვე მიაბრძანეს თავის ოთახში, სადაც ფინჯანი ყავა, ორი მოხარშული კვერცხი და კარაქწასმული თეთრი პური მიართვეს. ივანმა შესვა და შეჭამა მიწოდებული, თან მტკიცედ გადაწყვიტა, ამ დაწესებულების უფროსს დალოდებოდა და მისგან მოეთხოვა ყურადღება და სამართლიანობა.



ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. საუზმე დაასრულა თუ არა, კარი გაიღო და ივანის ოთახში უამრავი თეთრხალათიანი ადამიანი შემოლაგდა. წინ მსახიობივით გულდასმით გაპარსული, მიმზიდველი, მაგრამ მახვილთვალა და თავაზიანი ორმოცდახუთიოდე წლის კაცი მოდიოდა. ამალა დიდი პატივით ექცეოდა ამ კაცს და ამიტომ როგორღაც ერთობ ზეიმურად შემოვიდა. „პილატე პონტოელივით!“ – სრულიად მოულოდნელად გაიფიქრა ივანმა.



დიახ, ეჭვს გარეშეა, ეს იყო უფროსი. ის ტაბურეტზე ჩამოჯდა, დანარჩენები ფეხზე იდგნენ.



– ექიმი სტრავინსკი, – გაეცნო შემოსული და მეგობრულად შეხედა ივანს.



– აი, ალექსანდრ ივანოვიჩ, – ხმადაბლა უთხრა ვიღაც წვერდავარცხნილმა კაცმა და უფროსს ერთიანად აჭრელებული ფურცელი გაუწოდა.



„მთელი საქმე შეუკერავთ!“ – გაფიქრა ივანმა. იმ უფროსმა კი ჩვეული მოძრაობით გადაავლო თვალი ნაწერს, ჩაიბურდღუნა: „აჰა, აჰა... „ და იქ მყოფთ ნაკლებად ცნობილ ენაზე რამდენიმე სიტყვა უთხრა.



„ლათინურადაც პილატესავით ლაპარაკობს... „ – ნაღვლიანად გაიფიქრა ივანმა და ანაზდად ერთმა სიტყვამ შეაკრთო. ეს სიტყვა „შიზოფრენია“ გახლდათ, უკვე გუშინ რომ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



90



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



წარმოთქვა იმ წყეულმა უცხოელმა პატრიარქთა ტბორებზე და დღეს პროფესორმა სტრავინსკიმ გაიმეორა.



„ესეც რომ იცოდა!“ – შეშფოთდა ივანი.



უფროსს ალბათ წესად ჰქონდა, ყველას დათანხმებოდა, სიხარულით მიეღო გარშემომყოფთა ნათქვამი და აუცილებლად ეპასუხა: „შესანიშნავია, შესანიშნავი... „



– შესანიშნავია! – თქვა სტრავინსკიმ, ფურცელი ვიღაცას მიუბრუნა და ივანს მიმართა, –



თქვენ პოეტი ბრძანდებით, არა?



– დიახ, – უპასუხა წარბშეკრულმა ივანმა, პირველად შეიგრძნო პოეზიისადმი რაღაც გამოუთქმელი ზიზღი და საკუთარი ლექსები, იმავ წამს რომ გაახსენდა, რატომღაც უსიამოდ ეჩვენა.



სახემოქცეული ივანი ახლა თვითონ დაეკითხა სტრავინსკის:

– თქვენ პროფესორი ხართ?

სტრავინსკიმ რაღაცნაირი ყოყმანით, თავაზიანად დაუქნია თავი.

– თქვენ ხართ აქ მთავარი? – განაგრძო ივანმა. სტრავინსკი ამაზეც დაეთანხმა.

– თქვენთან სალაპარაკო მაქვს, – მრავალმნიშვნელოვნად უთხრა ივან ნიკოლაევიჩმა. – მეც ამისთვის გეახელით, – უპასუხა სტრავინსკიმ.



– იცით, – დაიწყო გახარებულმა ივანმა, როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი წუთიც, – მე აქ გიჟად მომნათლეს და არავინ მისმენს.



– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დიდი გულისყურით მოგისმენთ, – სერიოზულად დაამშვიდა სტრავინსკიმ, – არც არავის მივცემ უფლებას, შეშლილად მოგნათლონ.



– თუ ასეა, მისმინეთ: გუშინ, საღამოს, პატრიარქთა ტბორებზე ერთ უცნაურ ადამიანს შევხვდი, ვერ გეტყვით, მართლა უცხოელია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ იცოდა, როგორ მოკვდებოდა ბერლიოზი და ისიც ფაქტია, რომ პირადად იცნობდა პონტოელ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



91



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



პილატეს.



პროფესორის ამალა გაუნძრევლად იდგა და ხმისამოუღებლად უსმენდა პოეტს.



– პილატეს? იმ პილატეს, იესოს დროს რომ ცხოვრობდა? – თვალების ჭუტვით შეხედა ივანს სტრავინსკიმ.



– სწორედ იმას.



– მითხარით, – ისევ დაეკითხა სტრავინსკი, – ბერლიოზი მართლა ტრამვაიმ გაიტანა?



– სწორედ ჩემ თვალწინ გაიტანა ტრამვაიმ პატრიარქებზე, თან იმ საოცარმა მოქალაქემ...



– პონტოელი პილატეს ნაცნობმა? – ჩაეკითხა სტრავინსკი, ჩანდა, დიდად მიხვედრილი კაცი უნდა ყოფილიყო.



– დიახ, იმან, – დაუმოწმა ივანმა და სტრავინსკი შეათვალიერა, – აი, იმან გვითხრა წინასწარ, რომ ანუშკას ზეთი დაეღვარა... და ბერლიოზსაც ზუსტად იმ ადგილას დაუცდა ფეხი! როგორ მოგწონთ? – მრავალმნიშვნელოვნად დაეკითხა ივანი, ექიმის გაოცებულ წამოძახილს ელოდა.



მაგრამ შეცდა. სტრავინსკიმ სრულიად მშვიდად დაუსვა შემდეგი კითხვა. – ეგ ანუშკა ვიღაა?

ამ კითხვამ ოდნავ გააბრაზა ივანი, სახე მოეღუშა.



– ანუშკა აქ არაფერ შუაშია, – ნერვიულად ჩაიბურდღუნა მან, – ეშმაკმა უწყის, ვინ არის. ერთი ტუტრუცანა ქალია სადოვაიადან. მთავარია, იმან რომ წინასწარ იცოდა ზეთის შესახებ! გესმით ჩემი?



– კარგად მესმის, – სერიოზულად უპასუხა სტრავინსკიმ, მერე პოეტს მუხლზე დაადო ხელი და უთხრა, – ნუ ღელავთ, განაგრძეთ.



– განვაგრძობ, – უპასუხა ივანმა, დაძაბული ცდილობდა სტრავინსკივით მშვიდად ელაპარაკა, რადგან გუშინდელი მწარე გამოცდილებით იცოდა, რომ მხოლოდ სიმშვიდე



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



92



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



უშველიდა, – ჰო, მატყუარაა, ამბობს, კონსულტანტი ვარო, სინამდვილეში კი რაღაც უცნაური ძალა აქვს... აი, თუ გაეკიდე, თავიც რომ მოიკლა, ვერ დაეწევი. თან ვიღაც ორი ტიპი ახლავს, ისინიც კაი ჩიტები არიან, ოღონდ თავისებურად. ერთი მაღალია, პენსნეგაბზარული. მეორე – უზარმაზარი კატაა, თავისით მგზავრობს ტრამვაიში. ამას გარდა... – ივანს არავინ აწყვეტინებდა და თანდათან უფრო დამაჯერებლად, აუღელვებლად განაგრძობდა თხრობას,



– თვითონ იყო იქ, პილატე პონტოელის აივანზე, ამაში ეჭვსაც ვერ შეიტანთ. გაგიგიათ ასეთი რამე? სასწრაფოდ უნდა დავაპატიმროთ, თორემ საშინელ უბედურებას დაატრიალებს.



– თქვენ მის დაპატიმრებას აპირებდით? ხომ სწორად გაგიგეთ? – ჰკითხა სტრავინსკიმ.



„ძალიან ჭკვიანია, – გაიფიქრა ივანმა, – იშვიათად, მაგრამ ინტელიგენციაშიც გამოერევა ჭკვიანი კაცი. ამას ვერ უარყოფ!“ – და უპასუხა:



– დიახ! აბა, მითხარით, როგორ არ დამეპატიმრებინა? ამათ კი დახმარების ნაცვლად, ძალით გამომკეტეს ამ ოთახში, თვალებში ნათურებს მჩრიან, აბაზანაში მაჭყუმპალავებენ, რატომღაც ძია ფედიას ამბებს მეკითხებიან... ფედია რა ხანია მოკვდა! მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ გამათავისუფლონ!



– კეთილი, კეთილი! – უპასუხა სტრავინსკიმ, – მადლობა ღმერთს, ყველაფერს ნათელი მოეფინა. მართლაც, რა აზრი აქვს, ჯანმრთელი კაცის საავადმყოფოში დაკავებას? კეთილი. დაუყოვნებლივ გაგიშვებთ, თუ მეტყვით, რომ ნორმალური ხართ. კი არ დამიმტკიცებთ, მხოლოდ მეტყვით. მაშასადამე, თქვენ ნორმალური ხართ?



სიჩუმემ დაისადგურა და ზონზროხა ქალმა, ამ დილას ივანს რომ უვლიდა, მოწიწებით შეხედა პროფესორს, ივანმა კი ერთხელ კიდევ გაიფიქრა: „მართლა ჭკვიანი კაცია“.



პროფესორის წინადადება ძალიან მოეწონა, მაგრამ პასუხის გაცემამდე დაფიქრდა, შუბლი შეიკრა და ბოლოს მტკიცედ უთხრა:



– ნორმალური ვარ.



– ჰოდა, შესანიშნავია, – წამოიძახა სტრავინსკიმ, – თუ ასეა, მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. თუნდაც, გუშინდელი დღით დავიწყოთ, – ის შებრუნდა და ისევ აიღო ფურცელი, – იმ უცნობი ადამიანის ძებნისას, რომელიც პონტოელი პილატეს ნაცნობად გაგეცნოთ, თქვენ შემდეგი მოქმედებები ჩაიდინეთ: – სტრავინსკიმ გრძელ თითებზე დაიწყო ჩამოთვლა და ხან



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



93



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



ივანს შეხედავდა, ხან ფურცელს, – გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, ასე იყო?



– იყო, – დაეთანხმა მოღუშული ივანი.



– ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა? რესტორანში ანთებული სანთლით, საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ. აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ, ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ. შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა? საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება ვინმეს დაკავება ან დაპატიმრება? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით. თქვენ აქედან წასვლა გსურთ? მიბრძანდით. მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ, საით აპირებთ წასვლას?



– რა თქმა უნდა, მილიციაში, – უკვე არცთუ მტკიცედ უპასუხა ივანმა და პროფესორის გამოხედვამ დააბნია.



– აქედან პირდაპირ მილიციაში წახვალთ?

– უჰუ.

– შინ არ შეივლით? – სწრაფად ჰკითხა პროფესორმა.

– რა დროს შევლაა! ვიდრე აქეთ-იქით ვიბოდიალებ, დაიმალება კიდეც!

– ასე... მილიციაში რომ მიხვალთ, რას ეტყვით?

– პონტოელ პილატეზე ვუამბობ, – უთხრა ივან ნიკოლაევიჩმა და თვალთ დაუბნელდა.



– შესანიშნავია! – წამოიძახა სტრავინსკიმ, იმ წვერიან კაცს მიუბრუნდა და უთხრა, – ფიოდორ ივანოვიჩ, თუ შეიძლება, გაწერეთ ამხანაგი უსახლკარო, მაგრამ მის ოთახში არავინ დააწვინოთ, არც თეთრეული გამოცვალოთ, მოქალაქე უსახლკარო ორ საათში უკან დაბრუნდება. აბა, – მიმართა პოეტს, – წარმატებას ვერ გისურვებთ, რადგან თქვენი წარმატების ოდნავადაც არ მჯერა. ნახვამდის! – წამოდგა და მისი ამალაც შეირხა.



– რატომ უნდა დავბრუნდე? – შეეკითხა შეშინებული ივანი. სტრავინსკი, თითქოს ამ კითხვას ელოდაო, ისევ დაჯდა და უთხრა:



– იმიტომ, რომ როგორც კი საცვლების ამარა გამოცხადდებით მილიციაში და ეტყვით,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



94



თავი მერვე - პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა



რომ პილატე პონტოელის ნაცნობს შეხვდით, აუცილებლად ისევ აქეთ წამოგაბრძანებენ და ისევ თქვენს ოთახში აღმოჩნდებით.



– საცვლები რა შუაშია? – დაიბნა ივანი.



– მართალს ბრძანებთ, მთავარია პონტოელი პილატე, მაგრამ არც საცვალია ნაკლებად მნიშვნელოვანი. აქედან წასვლისას თქვენ ხომ საავადმყოფოს ტანსაცმელს გაიხდით და თქვენს სამოსს ჩაიცვამთ. ხომ არ გავიწყდებათ, თქვენ აქ საცვლების ამარა მოგიყვანეს. მიუხედავად ამისა, სულაც არ აპირებთ შინ მისვლას (თუმცა კი სიტყვა გადაგიკარით ამის თაობაზე). საცვლებით რომ მიხვალთ და პილატეზე დაიწყებთ ლაპარაკს...



უეცრად რაღაც დაემართა ივან ნიკოლაევიჩს. თითქოს გაერღვა ნებისყოფა, იგრძნო, როგორ დასუსტებულიყო და როგორ სჭირდებოდა დახმარება.



– აბა, რა ვქნა? – უკვე მორიდებით იკითხა.



– აი, ეს კი მომწონს! – უთხრა სტრავინსკიმ, – ეს უკვე გონივრული კითხვაა. ახლა აგიხსნით, კერძოდ რა დაგემართათ. გუშინ ვიღაცამ ძალიან შეგაშინათ და პონტოელ პილატესა თუ სხვა ამბებზე მონათხრობით გაგაღიზიანათ. თქვენც განერვიულდით, აღშფოთებული გახვედით ქალაქში და პონტოელ პილატეზე უამბობდით შემხვედრთ. ბუნებრივია, რომ გიჟად ჩაგთვალეს. ახლა მხოლოდ ერთი რამ გიშველით – სრული სიმშვიდე. ამიტომ საავადმყოფოში უნდა დარჩეთ.



– იმისი დაჭერაც რომ აუცილებელია? – უკვე ვედრებით თქვა ივანმა.



– გეთანხმებით, მაგრამ თქვენ თვითონ რატომ უნდა ირბინოთ? დაწერეთ, რა ბრალდებას უყენებთ იმ ადამიანს, ამაზე იოლი ხომ არაფერია. მე კი თქვენს ჩვენებას იქ გადავცემ, სადაც საჭიროა და თუკი, როგორც ფიქრობთ, საქმე მართლა ბოროტმოქმედებას ეხება, ყველაფერს სწრაფად გაარკვევენ. ოღონდ ერთი პირობით: გონებას ნუ დაძაბავთ და ეცადეთ ნაკლები იფიქროთ პილატე პონტოელზე. ბევრი რამ შეიძლება მოგიყვნენ, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა დაიჯეროთ?



– გავიგე, – გადაჭრით განაცხადა ივანმა, – გთხოვთ ქაღალდი და კალმისტარი მომცეთ.



– ქაღალდი და პატარა ფანქარი მიეცით, – იმ ზონზროხა ქალს უბრძანა სტრავინსკიმ, ივანს კი უთხრა, – მაგრამ გირჩევთ, დღეს ნურაფერს გააკეთებთ...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



95



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



– არა, არა, დღესვე უნდა დავწერო, აუცილებლად დღესვე... – წამოიძახა შეწუხებულმა ივანმა.



– კეთილი, მხოლოდ გონებას ნუ დაძაბავთ. დღეს თუ არაფერი გამოგივათ, ხვალ სცადეთ.



– ამასობაში გაგვექცევა!



– ვერსადაც ვერ გაგვექცევა, – აუღელვებლად უთხრა სტრავინსკიმ, – პირობას გაძლევთ! ისიც გახსოვდეთ, ჩვენთან ყოველმხრივ დაგეხმარებიან, სხვაგვარად ვერაფერს გააწყობთ. გესმით ჩემი? – უეცრად ჰკითხა სტრავინსკიმ და ივან ნიკოლაევიჩის ხელებს მისწვდა. ის დიდხანს და დაჟინებით უცქეროდა ივანს, თან იმეორებდა, – აქ დაგეხმარებიან... გესმით ჩემი? აქ დაგეხმარებიან... თავს კარგად იგრძნობთ... აქ სიმშვიდე და სიჩუმეა... აქ დაგეხმარებიან...



ივან ნიკოლაევიჩმა მოულოდნელად დაამთქნარა და სხეული მოუდუნდა.



– დიახ, დიახ, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.



– ჰოდა, შესანიშნავია, – ჩვეულებისამებრ დაასრულა ლაპარაკი სტრავინსკიმ და წამოდგა, – ნახვამდის! – მერე ივანს ხელი ჩამოართვა, უკვე კართან იმ წვეროსანს მიუბრუნდა და უთხრა, – დიახ, ჟანგბადი სცადეთ... და აბაზანები...



წამის შემდეგ ივანის ოთახში აღარც სტრავინსკი იყო და აღარც მისი ამალა. ფანჯრის ცხაურს იქით, გაღმა ნაპირზე შუადღის მზე გაზაფხულისდარად აკისკასებდა ნაძვნარს, უფრო ახლოს კი, მდინარე ლიცლიცებდა.



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი მოსკოვში, სადოვაიას ქუჩაზე მდებარე No 302-ბის სახლის საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე, სადაც განსვენებული ბერლიოზი ცხოვრობდა, ოთხშაბათ ღამიდან ხუთშაბათის ჩათვლით დიდ გაწამაწიაში აღმოჩნდა.



როგორც უკვე გაუწყეთ, ამ სახლში, შუაღამისას ჟელდიბინის თანხლებით მივიდა კომისია, ნიკანორ ივანოვიჩი გამოიძახეს, ბერლიოზის სიკვდილის ამბავი აცნობეს და მასთან ერთად გაემართნენ No 50-ე ბინისაკენ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



96



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



ბინაში შესულებმა განსვენებულის ხელნაწერები და ნივთები დალუქეს. იმ დროს შინ არავინ იყო, არც დღიური მოსამსახურე გრუნია და არც ის ქარაფშუტა სტეპან ბოგდანოვიჩი. კომისიამ ნიკანორ ივანოვიჩს აცნობა, რომ ხელნაწერებს მალე წაიღებდნენ გადასარჩევად, განსვენებულის საცხოვრებელი ფართი კი, მაშასადამე სამი ოთახი (ოქრომჭედლის ქვრივის ნაქონი კაბინეტი, სასტუმრო და სასადილო ოთახები) საბინაო ამხანაგობის გამგეობას უბრუნდებოდა, ხოლო განსვენებულის აღნიშნულ ფართზე არსებული ნივთები მემკვიდრის გამოჩენამდე უნდა შენახულიყო.



ბერლიოზის სიკვდილის ამბავი მთელ სახლს ზებუნებრივი სისწრაფით მოედო და ბოსოის უკვე ხუთშაბათს, დილის შვიდი საათიდან ურეკავდნენ ტელეფონით, შემდეგ კი პირადად მოდიოდნენ, განცხადებები მოჰქონდათ და განსვენებულის ფართზე აცხადებდნენ პრეტენზიას. ორ საათში ნიკანორ ივანოვიჩს ზუსტად ოცდათორმეტი ასეთი განცხადება დაუგროვდა.



ამ განცხადებებში მუდარაც იყო, მუქარაც, დაბეზღებაც, ვიღაც პირობას დებდა, საკუთარი ხარჯებით გაერემონტებინა ბინა, ვიღაც აუტანელ სივიწროვეს უჩიოდა, ზოგი კი შეუძლებლად თვლიდა ავაზაკის გვერდით, ერთ ჭერქვეშ ეცხოვრა. ამ განცხადებებს შორის იყო გასაოცარი მხატვრული ღირებულების მქონე მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ გაიტაცეს პელმენები 31-ე ბინიდან, რომელიც მძარცველს პირდაპირ პიჯაკის ჯიბეებში ჩაეტენა, ამას გარდა ორი განცხადების ავტორი იტყობინებოდა, რომ თვითმკვლელობით დაასრულებდნენ სიცოცხლეს, ვიღაც ქალი კი გულახდილად უტყდებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო.



ნიკანორ ივანოვიჩს საკუთარი ბინის წინკარში იხმობდნენ, სახელოზე ექაჩებოდნენ, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, თვალს უპაჭუნებდნენ და ჰპირდებოდნენ, ვალში არ დაგრჩებითო.



ეს წამება დღის პირველ საათამდე გაგრძელდა, ვიდრე ნიკანორ ივანოვიჩი საკუთარი ბინიდან უჩუმრად არ გამოიძურწა, სამმართველოს შენობაში აპირებდა თავის შეფარებას, მაგრამ იქაც ჭიშკართან შენიშნა მოდარაჯენი და კისრისტეხით გამოიქცა უკან. რის ვაივაგლახით დააღწია თავი მოასფალტებულ ეზოში ფეხდაფეხ დადევნებულ მდევრებს, ძლივს მოასწრო მეექვსე სადარბაზოში შესხლტომა, იქიდან კი მეხუთე სართულზე ავიდა, სადაც ის წყეული No 50 ბინა მდებარეობდა.



გვარიანად შესუქებულმა ნიკანორ ივანოვიჩმა ბაქანზე სული მოითქვა და კარზე დარეკა, მაგრამ კარი არავის გაუღია. დიდხანს რეკდა, მერე აჯუჯღუნდა და ჩუმად მოჰყვა გინებას.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



97



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



თუმცა არც მაშინ გაუღიათ კარი. ნიკანორ ივანოვიჩს მოთმინების ფიალა აევსო, ჯიბიდან



გასაღებების აცმა ამოიღო, სახლმმართველობას რომ ეკუთვნოდა, მბრძანებელივით გააღო კარი და შიგ შევიდა.



– არის აქ ვინმე? – ნახევრად ჩაბნელებულ წინკარს გასძახა ნიკანორ ივანოვიჩმა, – ეი,



მოსამსახურე! რა გქვია? გრუნია? შინ ხარ?



ხმა არავის გაუცია.



მაშინ ნიკანორ ივანოვიჩმა კაბინეტის კარს ლუქი შეხსნა, პორტფელიდან დასაკეცი სანტიმეტრი ამოიღო და კაბინეტში შეაბიჯა.



შებიჯებით კი შეაბიჯა, მაგრამ გაოცებული შედგა კარში და შეკრთა კიდეც.



მაგიდასთან მშვიდად იჯდა უცნობი, გამწლიკული და აწოწილი მოქალაქე, კუბოკრული პიჯაკი ეცვა, ჟოკეის ქუდი ეხურა და პენსნე ეკეთა... მოკლედ, ის იყო...



– თქვენ ვინ ბრძანდებით, მოქალაქევ? – იკითხა დამფრთხალმა ნიკანორ ივანოვიჩმა.



– ოჰო! ნიკანორ ივანოვიჩ, – მოულოდნელად ჟღრიალა ტენორით დაიღრიალა მოქალაქემ, ფეხზე წამოხტა და ძალისძალად ჩამოართვა ხელი თავმჯდომარეს. ამ მისალმებამ სწორედაც რომ არ გაახარა ნიკანორ ივანოვიჩი.



– მაპატიეთ, – დაეჭვებით დაიწყო მან, – თქვენ ვინ ბრძანდებით? ოფიციალური პირი ხართ?



– ეჰ, ნიკანორ ივანოვიჩ! – გულღიად წამოიძახა უცნობმა, – რა ჯანდაბაა ოფიციალური ან არაოფიციალური პირი? ეგ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი კუთხიდან შეხედავთ საკითხს, ეგ ყველაფერი, ნიკანორ ივანოვიჩ, პირობითია და არამყარი. დღეს არაოფიციალური პირი ვარ, ხვალ კი, გაიხედავთ და, ოფიციალური აღმოვჩნდები! პირიქითაც ხდება ხოლმე, ნიკანორ ივანოვიჩ, თანაც რა ხშირად ხდება!



არც ამ მსჯელობამ დააკმაყოფილა სახლმმართველობის თავმჯდომარე. ბუნებით ეჭვიანი კაცი ბრძანდებოდა და მაშინვე დაასკვნა, რომ ეს გატლეკილი მოქალაქე სწორედ არაოფიციალური პირი უნდა ყოფილიყო, უფრო მეტიც, უსაქმური.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



98



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



– მაპატიეთ, ვინ ხართ? რა გვარი ბრძანდებით? – უეცრად მკაცრად უთხრა თავმჯდომარემ და უცნობისკენ გადადგა ნაბიჯი.



მოქალაქე სულაც არ დაუფრთხია თავმჯდომარის სიმკაცრეს.



– ჩემი გვარია... თუნდაც, კაროვიევი. ხომ არ წაისაუზმებდით, ნიკანორ ივანოვიჩ? ნუ მოგერიდებათ.



– მაპატიეთ, მაგრამ, – ისევ უთხრა გაბრაზებულმა ნიკანორ ივანოვიჩმა, – რა დროს საუზმეა (ძალიან მწყინს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ნიკანორ ივანოვიჩი ბუნებით უხეში კაცი ბრძანდებოდა)! – მიცვალებულის ბინაში ჯდომა აკრძალულია! აქ რას აკეთებთ?



– ჯერ იქნებ დაბრძანდეთ, ნიკანორ ივანოვიჩ, – ისევ თავხედურად აღრიალდა მოქალაქე, ოთახში დაბზრიალდა და სავარძელი შესთავაზა.



გაცოფებულ ნიკანორ ივანოვიჩს სავარძლისთვის არც შეუხედავს და თვითონაც იღრიალა:



– მითხარით, ვინ ხართ?



– მე, ბატონო ჩემო, თარჯიმნად ვახლავარ ერთ უცხოელ პირს, ამ სახლში რომ დაიდო ბინა, – თავი გააცნო კაროვიევად წოდებულმა და ჟღალი, გაუწმენდავი ფეხსაცმლის ქუსლები ერთმანეთს მიარტყა.



ნიკანორ ივანოვიჩმა პირი დააღო. ვიღაც უცხოელის, თანაც თარჯიმნიანად ამ სახლში ჩასახლება მისთვის სრულიად ახალი ამბავი იყო და ამდენად, განმარტებასაც მოითხოვდა.



თარჯიმანმა სიამოვნებით განუმარტა: ვარიეტეს დირექტორმა სტეპან ბოგდანოვიჩ ლიხოდეევმა გულთბილად მიიწვია თავისთან უცხოელი სტუმარი, ბატონი ვოლანდი, და სთხოვა, ის ერთი კვირა, ვიდრე გასტროლებზე იქნებოდა მოსკოვში, მის ბინაში ეცხოვრა, რის გამოც გუშინვე წერილი გაუგზავნა ნიკანორ ივანოვიჩს და სთხოვა, დროებით ჩაეწერა უცხოელი, სანამ თვითონ იალტაში იმოგზაურებდა.



– ჩემთვის არაფერი მოუწერიათ, – გაოცდა თავმჯდომარე.



– პორტფელში გექნებათ, ნიკანორ ივანოვიჩ, – დამტკბარი ხმით ურჩია კაროვიევმა. ნიკანორ ივანოვიჩმა მხრები აიჩეჩა, პორტფელი გახსნა და შიგ ლიხოდეევის წერილი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



99



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



აღმოაჩინა.



– ეს როგორ დამავიწყდა? – ჩაიბურდღუნა ნიკანორ ივანოვიჩმა და გაშტერებული დააცქერდა გახსნილ კონვერტს.



– ყველაფერი ხდება ხოლმე, ყველაფერი, ნიკანორ ივანოვიჩ, – ისევ აჟღრიალდა კაროვიევი, – დაბნეულობის ბრალია, დაბნეულობის და გადაღლის, სისხლის წნევის აწევის, ჩემო ძვირფასო ნიკანორ ივანოვიჩ! მეც საშინლად დაბნეული ვარ. ერთხელაც იქნება, ჭიქა არაყზე მოგიყვებით ჩემი ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდს, დამიჯერეთ, სიცილით დაიხრჩობით!



– ლიხოდეევი როდის აპირებს იალტაში წასვლას?



– ნუთუ არ იცოდით, უკვე წავიდა, წავიდა! – წამოიყვირა თარჯიმანმა, – გზაშია უკვე! ახლა, ეშმაკმა უწყის, სად იმყოფება! – დასძინა და წისქვილის ფრთასავით დაატრიალა ხელები.



ნიკანორ ივანოვიჩმა დამხვდურს განუცხადა, რომ აუცილებლად პირადად უნდა ენახა უცხოელი, მაგრამ თარჯიმანმა უარი სტკიცა, – ყოვლად შეუძლებელია! დაკავებულია! კატას წვრთნის!



– აი, თუ გნებავთ, კატას განახვებთ, – შესთავაზა კაროვიევმა.



ამაზე ახლა ნიკანორ ივანოვიჩმა სტკიცა ცივი უარი, თარჯიმანმა კი თავმჯდომარეს მოულოდნელი და საინტერესო წინადადება შესთავაზა:



იმის გამო, რომ ბატონ ვოლანდს არასგზით არ სურდა სასტუმროში ცხოვრება, თანაც ფართო, დიდ სახლში ცხოვრებას იყო მიჩვეული, ეგებ საბინაო ამხანაგობას მოეხერხებინა და ერთი კვირით, ვოლანდის გასტროლების დასრულებამდე, მთელი ბინა მისთვის მიექირავებინა, ესე იგი, გარდაცვლილის ოთახებიც.



– იმისთვის ახლა ხომ სულერთია, გარდაცვლილისთვის, – ჩურჩულით ექშუტუნებოდა კაროვიევი, – მას ახლა, თქვენც დამეთანხმებით, ნიკანორ ივანოვიჩ, ეს ბინა აღარაფერში არგია.



გაოგნებული ნიკანორ ივანოვიჩი მაინც ეწინააღმდეგებოდა და უმტკიცებდა, უცხოელები



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



100



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



„მეტროპოლში“ უნდა ცხოვრობდნენ და არა კერძო ბინებშიო.



– აკი აგიხსენით, ისეთი ჭირვეულია, ეშმაკმა უწყის, ვის შეიძლება შეადარო! – აჩურჩულდა კაროვიევი, – არ უნდა და მორჩა! თვალის დასანახავად სძულს სასტუმროები! პირდაპირ ყელში ამომივიდნენ ეს უცხოელები! – ახლობელივით ყურში ჩაუპუტუნა კაროვიევმა და დაძარღვულ ყელზე მიიბჯინა თითი, – დამიჯერეთ, თავი მომაბეზრეს! ჩამოვა... და ან უკანასკნელ არამზადასავით დაგაბეზღებს, ანდა თავისი ჭირვეულობით დაგაგლეჯს ნერვებს: ვერაფრით ასიამოვნებ!. . თქვენი ამხანაგობა კი, ნიკანორ ივანოვიჩ, დამერწმუნეთ, მხოლოდ სარგებლობას ნახავს და უეჭველ სარგებლობასაც, დამერწმუნეთ, ფული ჩეჩქივით აქვს, – კაროვიევმა მიმოიხედა და თავმჯდომარეს ყურში წასჩურჩულა, – მილიონერია!



თარჯიმანმა საკმაოდ პრაქტიკული და ნათელი წინადადება მისცა, ერთობ სოლიდურიც. მაგრამ თვით თარჯიმანი გამოიყურებოდა საოცრად არასოლიდურად. არასოლიდური იყო მისი საუბრის ტონი, ტანსაცმელი და, განსაკუთრებით, ეს ამაზრზენი, ყოვლად გამოუსადეგარი პენსნე. თავმჯდომარეს რაღაც გაურკვეველი შიში კი უწურავდა გულს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, უარი არ ეთქვა შემოთავაზებულზე. საქმე ის გახლდათ, რომ საბინაო ამხანაგობაში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი დეფიციტი არსებობდა, საშემოდგომო გათბობისათვის ნავთი უნდა შეესყიდათ, მაგრამ ფული საიდან უნდა გაეჩინათ, არავინ იცოდა. ამ უცხოელისგან აღებული ფული კი შეიძლებოდა მართლაც გამოსდგომოდათ. მაგრამ საქმიანმა და წინდახედულმა ნიკანორ ივანოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ უცხოელთა ბიუროსთან უნდა შეეთანხმებინა ეს საკითხი.



– მესმის, – დაეთანხმა კაროვიევი, – აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება. აგერ, ტელეფონიც, ნიკანორ ივანოვიჩ, და ეგ საკითხი ახლავე მოვაგვაროთ, ფულზე კი ნუ მოგერიდებათ, – წასჩურჩულა და წინკარში, ტელეფონისკენ გაიყოლა თავმჯდომარე, – პირდაპირ მადლია ამისთვის ფულის გამორთმევა! ნეტა განახვათ, რა აგარაკი აქვს ნიცაში. აი, მომავალ ზაფხულს, საზღვარგარეთ რომ წაბრძანდებით, საგანგებოდ შეიარეთ და დაათვალიერეთ – ჭკუას დაკარგავთ!



უცხოელთა ბიუროში გასაოცარი, თავმჯდომარისათვის ერთობ განსაცვიფრებელი სისწრაფით გაიჩარხა საქმე. აღმოჩნდა, რომ იქ უკვე იცოდნენ ბატონი ვოლანდის სურვილის შესახებ, ლიხოდეევის სახლში ეცხოვრა და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ.



– სასწაული თუ გინდა, ეს არის! – ხრიალებდა კაროვიევი.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



101



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



მისი უსასრულო ლაყბობით თავგზააბნეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საბინაო ამხანაგობა თანახმა იყო მსახიობ ვოლანდისათვის ერთი კვირით მიექირავებინა No 50 ბინა... ნიკანორ ივანოვიჩს აქ ოდნავ დაება ენა და ბოლოს თქვა:



– დღეში ხუთას მანეთად.



ამჯერად კაროვიევმა საბოლოოდ გააოცა თავმჯდომარე. ბაცაცასავით ჩაუკრა თვალი, თავი საძინებელი ოთახის მიმართულებით გადაიქნია, საიდანაც მსუქანი კატის მსუბუქი ხტუნვის ხმა მოისმოდა და ჰკითხა:



– მაშასადამე, კვირაში 3. 500 მანეთი, არა?



ნიკანორ ივანოვიჩი ელოდა, კაროვიევი ეტყოდა, კარგი მადა გქონიათ, ნიკანორ ივანოვიჩო, მაგრამ სრულიად სხვა რამ გაიგონა, – ეგ რა ფულია? ხუთი მოითხოვეთ, მოგვცემენ.



გაოგნებულმა ნიკანორ ივანოვიჩმა ჩაიხითხითა, თავადაც ვერ შენიშნა, როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის საწერ მაგიდასთან, სადაც კაროვიევმა გასაოცარი მოხერხებულობით და სისწრაფით ორ პირად შეავსო ხელშეკრულება. შემდეგ ფურცლებიანად საძინებელ ოთახში შეფრინდა, იმავ წამს უკან დაბრუნდა და უცხოელის მიერ გაკრული ხელით შესრულებული ხელმოწერა დაანახვა. ხელშეკრულებაზე თავმჯდომარემაც მოაწერა ხელი. შემდეგ კაროვიევმა სთხოვა, ხელწერილი მიეცა ხუთი...



– ასოებით, ასოებით, ნიკანორ ივანოვიჩ!. . ათასი მანეთი... – და ამ სერიოზული საქმის ესოდენ შეუფერებელი ციგნობით – აინ, ცვაი, დრაი! – თავმჯდომარეს ბანკიდან სულ ახლახან გამოტანილი, სრულიად ცინცხალი ხუთი შეკვრა ჩაუთვალა.



ფულის თვლას კაროვიევის მხიარული შეძახილები ერთვოდა, ათას სისულელეს იხსენებდა.



„ფულს თვლა უყვარსო“, „ძმამ ძმას ანგარიში უყოო“, რას არ როშავდა. ფულის გადათვლის შემდეგ თავმჯდომარემ, დროებით ჩასაწერად კაროვიევს უცხოელის პასპორტი გამოართვა, ხელშეკრულებასა და ფულთან ერთად ჩადო პორტფელში, მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და დარცხვენილმა, კონცერტზე დასასწრებად საშვიც სთხოვა...



– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – იღრიალა კაროვიევმა, – რამდენი ბილეთი გნებავთ,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



102



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



ნიკანორ ივანოვიჩ, თორმეტი, თხუთმეტი?



გაოგნებულმა თავმჯდომარემ აუხსნა, რომ მხოლოდ ორი საშვი სჭირდებოდა, თავისთვის და თავისი მეუღლის – პელაგია ანტონოვნასათვის.



კაროვიევმა იმავ წამს იშვლიპა ბლოკნოტი, ნიკანორ ივანოვიჩს ორი საშვი გამოუწერა, პირველ რიგში, მერე მარცხენა ხელით მიაჩეჩა, მარჯვენით კი – ხრაშუნა შეკვრა ჩაუჩურთა ჯიბეში. ნიკანორ ივანოვიჩმა თვალი ფულის დასტისკენ გააპარა, წამოჭარხლდა, უკან დაბრუნება დააპირა და ალუღლუღდა:



– არა, არა, როგორ გეკადრებათ...



– არაფრის მოსმენა არ მინდა, – ლამის პირდაპირ ყურში ჩასჩურჩულა კაროვიევმა, – ჩვენთან არ შეიძლება, უცხოელებთან კი ასეა მიღებული. ეწყინება, ნიკანორ ივანოვიჩ, უხერხულია. თქვენ შრომობთ...



– არა, არა, ასეთი რაღაცები მკაცრად გვეკრძალება, – ჩუმზე ჩუმად უჩურჩულა თავმჯდომარემ და მიმოიხედა.



– მოწმე ხომ არავინ გვყავს, – ახლა მეორე ყურში ჩაუპუტუნა კაროვიევმა, – მე თქვენ გეკითხებით, აბა, სად ხედავთ მოწმეს? გამომართვით!



და როგორც მოგვიანებით ამტკიცებდა თავმჯდომარე, აქ კი მართლა სასწაული მოხდა: ფულის შეკვრა თავისით ჩაცურდა პორტფელში. შემდეგ ერთიანად ძალაგამოცლილი და დარეტიანებული თავმჯდომარე კიბეზე აღმოჩნდა. ტვინი ებნეოდა. გონებაში უტრიალებდა ის აგარაკი ნიცაში, გაწვრთნილი კატა, იმაზეც ფიქრობდა, რომ მართლა არავინ იყო მოწმე და



იმაზეც, როგორ გაიხარებდა პელაგია ანტონოვნა, სპექტაკლზე დასასწრებ საშვს რომ მიუტანდა. აბურდული, მაგრამ სასიამოვნო ფიქრების რიგი ერთმანეთს მისდევდა და მიუხედავად ამისა, სადღაც სიღრმეში მაინც ღრღნიდა ეჭვის ჭია და გული უკვნესოდა. ეს შეშფოთების კვნესა იყო. და მაშინვე, იქვე, კიბეზე, თითქოს თავში ჩასცხესო, გონება გაუნათდა: „კი მაგრამ, კარი რომ დალუქული იყო!“ ამის შესახებ რატომ არაფერი ჰკითხა? თავმჯდომარე ერთხანს ცხვარივით უაზროდ დასჩერებოდა კიბეს, შემდეგ კი გადაწყვიტა, ამ ამბებისთვის მიეფურთხებინა და ათასი სისულელით არ გამოეტენა თავი.



როგორც კი თავმჯდომარის უკან კარი მიიხურა, საძინებელი ოთახიდან ბოხი ხმა გაისმა:



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



103



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



– ეგ ნიკანორ ივანოვიჩი ძალიან არ მომეწონა, მატყუარა და გამომძალველი ყოფილა. ნუთუ არ შეიძლება ისე მოაწყო, რომ მეტად აღარ შეგვაწუხოს?



– თქვენ ოღონდ მიბრძანეთ, მესირ! – საიდანღაც გამოეპასუხა კაროვიევი, თუმცა ამჯერად ჩვეულებისამებრ მჭახე ხმა კი არა, ძალიან სუფთა და მჟღერი ხმა ჰქონდა.



და წყეული თარჯიმანი მყის წინკარში გაიჭრა, ნომერი აკრიფა და რატომღაც წუწუნითა და ღიჭინით დაიწყო ლაპარაკი:



– ალო! ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, შეგატყობინოთ, რომ სადოვაიას ქუჩაზე მდებარე No 302-ბის სახლის საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარე ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი ვალუტით ვაჭრობს. ამჟამად შინ, საპირფარეშოს საჰაეროში უდევს გაზეთში გახვეული ოთხასი დოლარი. ლაპარაკობს აღნიშნული სახლის No 11 ბინის მცხოვრები ტიმოფეი კვასცოვი. მაგრამ, გთხოვთ, ნუ გამამხელთ. ზემოთ აღნიშნული თავმჯდომარისგან ყველაფერი მოსალოდნელია.



და ყურმილი დაკიდა, იმ უნამუსომ.



აღარ ვიცით, რა მოხდა მას შემდეგ 50-ე ბინაში, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რაც ნიკანორ ივანოვიჩთან ხდებოდა. შინ მისვლისთანავე თავმჯდომარე საპირფარეშოში ჩაიკეტა, პორტფელიდან თოკით გადაკრული შეკვრა ამოიღო და დარწმუნდა, რომ შიგ ოთხასი მანეთი იდო. შემდეგ შეკვრა გაზეთის ნახევში გაახვია და საპირფარეშოს საჰაერო ღრმულში შეინახა.



ხუთი წუთის შემდეგ თავმჯდომარე თავის პატარა სასადილო ოთახში მიუჯდა მაგიდას. მეუღლემ სამზარეულოდან გულდაგულ დაჭრილი და ხახვმოყრილი ქაშაყი გამოუტანა. ნიკანორ ივანოვიჩმა არაყი დაისხა, გადაკრა, მეორედაც დაისხა, ისიც გადაკრა, ჩანგლით ქაშაყს მისწვდა და... სწორედ ამ დროს კარზე დარეკეს კიდეც, პელაგია ანტონოვნამ ის-ის იყო ორთქლადენილი ქვაბი შემოიტანა, რომლის დანახვისთანავე მიხვდებოდით, რომ შიგ ცეცხლისფერი ბორშჩის სიღრმეში ამქვეყნად ყველაფერზე გემრიელი რამ იმალებოდა – ძვლის ტვინი.



ნიკანორ ივანოვიჩმა ნერწყვი გადაყლაპა და ძაღლივით დაიღრინა:



– ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა! ჭამასაც არ აცლიან კაცს. არავინ შემოუშვა, უთხარი, რომ შინ არა ვარ, არა ვარ. ბინაზე თუ გკითხეს რამე, უთხარი, გული ნუ გააწყალეს, ერთ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



104



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



კვირაში თათბირი იქნება...



მეუღლე წინკარში გავიდა, ნიკანორ ივანოვიჩმა კი ორთქლით მქშინავი სითხიდან ჩამჩით ამოათრია ის სიგრძივ გაპობილი ძვალი. სწორედ ამ დროს სასადილოში ორი მოქალაქე შემოვიდა, მათ უკან რატომღაც გადამტკნარებული პელაგია ანტონოვნა შემოჰყვა. მოქალაქეთა დანახვაზე ნიკანორ ივანოვიჩსაც წაუვიდა ფერი და წელი ძლივს აითრია.



– ფეხსალაგი სად არის? – საქმიანად ჰკითხა პირველმა, თეთრი „უკრაინკა“ რომ ეცვა. სასადილო მაგიდაზე რაღაც დაეცა (ნიკანორ ივანოვიჩს ჩამჩა გაუვარდა ხელიდან).



– აქეთ, აქეთ, – სხაპასხუპით მიიწვია პელაგია ანტონოვნამ. და მოსულები წამისუსწრაფესად გაემართნენ დერეფნისაკენ.



– რაშია საქმე? – მორიდებულად იკითხა ნიკანორ ივანოვიჩმა და მოსულებს გაჰყვა, – ბინაში ისეთი არაფერი იქნება... თქვენი საბუთები... ბოდიშს კი გიხდით...



პირველი არც შეჩერებულა, ისე დაანახვა ნიკანორ ივანოვიჩს საბუთები, მეორე კი ფეხსალაგში შესვლისთანავე ტაბურეტზე შედგა და საჰაერო ღუმელში შეყო ხელი. ნიკანორ ივანოვიჩს თვალთ დაუბნელდა. შეკვრას გაზეთი შემოხსნეს, მაგრამ იქ მანეთიანები კი არა, რომელიღაც უცნობი ფული აღმოჩნდა, ცისფერი თუ მწვანე ფერის, ზედ ვიღაც ბერიკაცი რომ იყო გამოსახული. თუმცა კი ეს ყველაფერი ნიკანორ ივანოვიჩმა ბუნდოვნად დაინახა, თვალწინ რაღაც ლაქები უციმციმებდა.



– დოლარებია საჰაეროში, – ჩაილაპარაკა პირველმა და ძალიან რბილად და თავაზიანად დაეკითხა ნიკანორ ივანოვიჩს, – ეს შეკვრა თქვენია?



– არა, – საზარელი ხმით უპასუხა ნიკანორ ივანოვიჩმა, – მტრებმა მომიგდეს!



– ხდება ხოლმე, – დაეთანხმა ის პირველი და ისევ რბილად დაეკითხა, – რას იზამთ, სხვებსაც ჩაგვაბარებთ?



– არა მაქვს! არა მაქვს, ღმერთს გეფიცებით, არც არასოდეს მჭერია ხელში! – განწირულივით იყვირა თავმჯდომარემ.



მაშინვე კომოდს ეცა, ბრახუნით გამოაღო უჯრა, იქიდან პორტფელი ამოიღო, თან უაზროდ იმეორებდა...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



105



თავი მეცხრე - კაროვიევის ოინები



– აი, კონტრაქტი... იმ ნამუსგარეცხილმა თარჯიმანმა შემომაჩეჩა... კაროვიევმა... პენსნეთი!



მან პორტფელი გახსნა, შიგ ჩაიხედა, ხელიც ჩაყო, მერე სახეზე მწვანე ფერი დაედო და პორტფელი ბორშჩში ჩაუვარდა. პორტფელი ცარიელი იყო: არც სტიოპას წერილი იდო შიგ, არც ხელშეკრულება, არც უცხოელის პასპორტი, არც ფული და არც კონტრამარკა. ერთი სიტყვით, დასაკეცი სანტიმეტრის გარდა პორტფელში არაფერი აღმოჩნდა.



– ამხანაგებო! – იყვირა გაცოფებულმა თავმჯდომარემ, – დააკავეთ! ჩვენს სახლში უწმინდურმა ძალამ დაისადგურა!



იმავ წამს, არავინ იცის, რა მოელანდა პელაგია ანტონოვნას, ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და იყვირა:



– აღიარე, ივანიჩ! შეღავათს მოგცემენ!



ნიკანორ ივანოვიჩს სისხლი თვალებში მოაწვა, მუშტი შემართა ცოლის თავზე და დაიხრიალა:



– უ, შე წყეულო!



მერე ღონე წაერთვა და სკამზე გადაესვენა, ალბათ გადაწყვიტა, უცილობელს დამორჩილებოდა.



ამასობაში კი ტიმოფეი კონდრატიევიჩ კვასცოვი კიბის ბაქანზე, თავმჯდომარის კარის ჭუჭრუტანას ეკვროდა, ხან ყურს მიადებდა, ხან თვალს და ცნობისმოყვარეობით იტანჯებოდა.



ხუთიოდე წუთის შემდეგ ეზოში გამოფენილმა სახლის მცხოვრებლებმა დაინახეს, ორმა კაცმა როგორ წაიყვანა ჭიშკრისკენ თავმჯდომარე. იმასაც ყვებოდნენ, რომ ნიკანორ ივანოვიჩს სახეზე ფერი არ ედო, მთვრალივით ირწეოდა და რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის.



კიდევ ერთი საათის შემდეგ, ნომერ მეთერთმეტე ბინაში ერთი მოქალაქე გამოცხადდა, ზუსტად იმ დროს, როცა კმაყოფილებით აქლოშინებული ტიმოფეი კონდრატიევიჩი დანარჩენ მობინადრეებს უყვებოდა, როგორ აიყვანეს თავმჯდომარე, მოსულმა მოქალაქემ ტიმოფეი კონდრატიევიჩი წინკარში გაიხმო თითით, რაღაც უთხრა და მასთან ერთად გაქრა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



106



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



იმ დროს, როცა ნიკანორ ივანოვიჩს ეს უბედურება დაატყდა თავს, No 302-ბის სახლის შორიახლოს, იმავე სადოვაიაზე, ვარიეტეს ფინანსური დირექტორის კაბინეტში ორნი ისხდნენ: თვით რიმსკი და ვარიეტეს ადმინისტრატორი ვარენუხა.



თეატრის მეორე სართულზე მოთავსებული უზარმაზარი კაბინეტის ორი ფანჯარა სადოვაიას გადაჰყურებდა, ერთი კი, რომელიც სწორედ საწერ მაგიდასთან მჯდარი ფინანსური დირექტორის ზურგს უკან იყო, ვარიეტეს საზაფხულო ბაღში გადიოდა, სადაც გამაგრილებელი ბუფეტები, ტირი და ღია ესტრადა მოეწყოთ. ამ საწერი მაგიდის გარდა კაბინეტში, კედელზე ძველი აფიშების დასტაც ეკიდა, პატარა მაგიდაზე წყლით სავსე გრაფინი იდგა, ოთხი სავარძელი და კუთხეში მიდგმულ თახჩაზე დიდი ხნის წინანდელი, დამტვერილი, რომელიღაც წარმოდგენიდან შემორჩენილი მაკეტი იდო. თავისთავად ცხადია, კაბინეტში მომცრო ზომის, ძველისძველი, ლაქდამსკდარი ცეცხლგამძლე სალაროც იდგა, სწორედ რიმსკის ხელმარცხნივ, საწერი მაგიდის გვერდით.



მაგიდასთან მჯდარი რიმსკი დილიდან ცუდ გუნებაზე ბრძანდებოდა, ვარენუხა კი, პირიქით, ძალზე ცოცხლად გამოიყურებოდა და რატომღაც ძალზე მოქმედი და აღგზნებული ჩანდა, მაგრამ ვერც ამ ენერგიის დასახარჯავ ადგილს პოულობდა.



როგორც კი ტელეფონი აწკრიალდებოდა, ვარენუხა ყურმილს იღებდა და ტყუილების ბუქს აყენებდა:



– ვინ? ვარენუხა? არ გახლავთ. გასულია.



– ერთხელაც დაურეკე ლიხოდეევს, – უთხრა გაღიზიანებულმა რიმსკიმ.



– ხომ გითხარი, შინ არ არის-მეთქი. უკვე კარპოვიც გავგზავნე. კარი არავინ გაუღო.



– ეშმაკმა უწყის, რა ხდება! – წამოიძახა რიმსკიმ და ისევ სათვლელი მანქანა ააჩხაკუნა.



კარი გაიღო და კაპელდინერმა ახლახან დაბეჭდილი დამატებითი აფიშის სქელი შეკვრა შემოიტანა. მწვანე ფონზე მსხვილი წითელი ასოებით ეწერა:



დღეს და ყოველდღე, ვარიეტეს თეატრში პროგრამის გარეშე პროფესორი ვოლანდი შავი მაგიის სეანსი და მისი სრული გამოაშკარავება



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



107



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



ვარენუხამ აფიშა გადაშალა, უკან დაიხია, შეათვალიერა, მოეწონა და მაშინვე კაპელდინერს უბრძანა, ყველა ეგზემპლარი სასწრაფოდ გაეგზავნათ გასაკრავად.



– კარგია, თვალში საცემია, – კაპელდინერის წასვლის შემდეგ აღნიშნა ვარენუხამ.



– მე კი ეს ამბავი საერთოდ არ მომწონს, – აბუზღუნდა რიმსკი და რქისჩარჩოიანი სათვალიდან ბოროტად გახედა აფიშას, – ისიც მიკვირს, ამ წარმოდგენის გამართვის უფლება როგორ დართეს.



– ცდებით, გრიგორი დანილოვიჩ, ეგრე არ უნდა იყოს, ძალზე ჭკვიანური ნაბიჯია. აქ ხომ მთავარი გამოაშკარავებაა.



– არ ვიცი, არ ვიცი, ჭკვიანურს აქ ვერაფერს ვხედავ. ამ კაცმა ყოველთვის რაღაც უნდა მოიგონოს! ერთხელ მაინც მომეკრა თვალი იმ მაგისათვის. შენ მაინც ნახე? ეშმაკმა იცის, საიდან გამოთხარა.



გაირკვა, რომ არც ვარენუხას ენახა. გუშინ, სტიოპამ „გიჟივით“ (რიმსკის სიტყვებით რომ ვთქვათ) მიირბინა ფინანსურ დირექტორთან, შავად დაწერილი ხელშეკრულება მიუტანა და უბრძანა, მაშინვე გადაეთეთრებინა და ფული გაეცა. მერე ის მაგიც სადღაც აორთქლდა და სტიოპას გარდა თვალი ვერავინ მოჰკრა.



რიმსკიმ საათი ამოიღო, დარწმუნდა, რომ სამის ხუთი წუთი იყო და საბოლოოდ გაცოფდა. ვერც გაამტყუნებდით! ლიხოდეევმა დაახლოებით თერთმეტ საათზე დაურეკა, უთხრა, ნახევარ საათში მოვალო და არამცთუ არ მოსულა, ბინიდანაც გაქრა!



– ამ საქმეებს ვინ მიხედავს? – ღრიალებდა რიმსკი და ხელმოუწერელი ქაღალდების გროვაზე მიუთითებდა.



– იქნებ ისიც ბერლიოზივით ტრამვაიმ გაიტანა? – ეუბნებოდა ვარენუხა და ყურმილიდან მონადენ მჭახე, ხანგრძლივ და სრულიად უიმედო ზუმერს აყურადებდა.



– კარგი იქნებოდა... – ძლივს გასაგონად გამოსცრა კბილებში რიმსკიმ.



სწორედ ამ დროს კაბინეტში ქალი შემოვიდა, ფორმის ქურთუკი, შავი ქვედაკაბა და ჩუსტები ეცვა, თავზე ქუდი ეხურა. ქალმა ქამარზე ჩამოკიდებული პატარა ჩანთიდან კვადრატულად გაკეცილი თეთრი ქაღალდი და რვეული ამოიღო და იკითხა:



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



108



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



– ეს არის ვარიეტე? სასწრაფოა. ხელი მომიწერეთ.



ვარენუხამ რაღაც დაღვლარჭნა რვეულში და როგორც კი ქალმა კარი გაიხურა, კვადრატულად გაკეცილი ფურცელი გახსნა.



დეპეშა რომ წაიკითხა, თვალები აახამხამა და ფურცელი რიმსკის მიაწოდა.



დეპეშაში შემდეგი ეწერა: „იალტიდან მოსკოვი ვარიეტე დღეს თორმეტის ნახევარზე სისხლის სამართლის სამძებროში გამოცხადდა წაბლისფერთმიანი კაცი ღამის საცვლებით უჩექმოდ ფსიქოპათი ვარიეტეს დირექტორს ლიხოდეევს უწოდებს თავს სასწრაფოდ შეატყობინეთ იალტის სამძებროს სად იმყოფება დირექტორი ლიხოდეევი“.



– ესეც ასე, მოვედით! – წამოიძახა რიმსკიმ და დასძინა, – ახალი ამბავი თუ გინდა, ეს არის!



– ცრუ დიმიტრი, – თქვა ვარენუხამ და ტელეფონის ყურმილს ჩასძახა, – ტელეგრაფია? ვარიეტეს ანგარიშზე. ელვა მიიღეთ... მისმენთ?. . „იალტა სამძებრო დირექტორი ლიხოდეევი მოსკოვშია ფინანსური დირექტორი რიმსკი“.



იალტელი თვითმარქვიას გამოჩენის მიუხედავად, ვარენუხამ ისევ ალალბედზე დაიწყო ტელეფონით სტიოპას ძებნა, და ცხადია, ვერსად მიაგნო. სწორედ მაშინ, როცა ვარენუხას ჯერ ისევ ხელში ეჭირა ყურმილი და ფიქრობდა, კიდევ სად შეიძლებოდა დაერეკა, კაბინეტში ისევ დეპეშების დამტარებელი ქალი შემოვიდა და ვარენუხას კიდევ ერთი ფურცელი ჩააბარა, ვარენუხამ სწრაფად გახსნა, წაიკითხა და დაუსტვინა:



– რაო? – ნერვიულად შეხტა რიმსკი.



ვარენუხამ უსიტყვოდ მიაწოდა დეპეშა და ფინანსურმა დირექტორმა წაიკითხა:



„გეხვეწებით დამიჯერეთ იალტაში ვოლანდის ჰიპნოზით მოვხვდი სამძებროს უდეპეშეთ ლიხოდეევის პიროვნების ამოცნობა“.



რიმსკი და ვარენუხა თავმიდებულები კითხულობდნენ დეპეშას და როცა ჩაამთავრეს, უსიტყვოდ შეაჩერდნენ ერთმანეთს.



– მოქალაქენო! – უეცრად გაბრაზდა ქალი, – ჯერ ხელი მომიწერეთ და მერე რამდენიც გენებოთ, ჩუმად ისხედით. მე ხომ „ელვას“ დავატარებ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



109



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



ვარენუხამ დეპეშიდან თვალმოუშორებლად ირიბად რაღაც ჩაჯღაბნა რვეულში და ქალი გაქრა.



– შენ ხომ თერთმეტ საათზე ელაპარაკე ტელეფონით? – ჰკითხა გაოგნებულმა ადმინისტრატორმა.



– რა სისულელეა, – დაიღრიალა რიმსკიმ, – ველაპარაკე თუ არა, ახლა იალტაში ვერ იქნება! სასაცილოა!



– ალბათ მთვრალია... – თქვა ვარენუხამ.



– ვინ არის მთვრალი? – ჰკითხა რიმსკიმ და ისევ ერთმანეთს მიაჩერდნენ.



იალტიდან ვიღაც თვითმარქვია ან გიჟი რომ რეკავდა, ამაში ეჭვი არავის შეპარვია, მაგრამ უცნაური ის იყო, საიდან უნდა სცოდნოდა იალტელ მისტიფიკატორს ვოლანდის არსებობის შესახებ, რომელიც მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა მოსკოვში ან ლიხოდეევისა და ვოლანდის ურთიერთობის ამბავი როგორღა უნდა შეეტყო?



– „ჰიპნოზით... „ – დეპეშის სიტყვას იმეორებდა ვარენუხა, – მოიცა, ვოლანდის ასავალ- დასავალი საიდანღა უნდა იცოდეს? – მან თვალები აახამხამა და უეცრად იყვირა, –



არა, სისულელეა! სისულელეა! სისულელე!



– ეშმაკმა დალახვროს, ის მაინც ვიცოდე, სად დაბინავდა ეს ვოლანდი? – იკითხა რიმსკიმ.



ვარენუხა სასწრაფოდ დაუკავშირდა ინტურისტთა ბიუროს და რიმსკის გასაოცრად, შეიტყო, რომ ვოლანდი ლიხოდეევის სახლში დაბინავებულიყო. შემდეგ ლიხოდეევის ბინის ნომერი აკრიფა და დიდხანს უსმენდა წაგრძელებულ, უპასუხო ზუმერს. ანაზდად ყურმილში მძიმე, თითქოს სამარიდან მონადენმა ხმამ წაიმღერა: „კლდეა ჩემი თავშესაფარი... „ და ვარენუხამ გადაწყვიტა, რომ სატელეფონო ქსელში შემთხვევით რომელიღაც რადიოგადაცემა ჩაერთო.



– ბინა არ პასუხობს, – თქვა ვარენუხამ და ყურმილი დადო, – იქნებ ერთხელ კიდევ მეცადა დარეკვა...



მაგრამ სიტყვა ვერ დაასრულა, კარში ისევ ის ქალი გამოჩნდა და ორივენი, რიმსკიც



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



110



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



და ვარენუხაც, მის შესახვედრად წამოდგნენ, მან კი ამჯერად ჩანთიდან თეთრი კი არა, რაღაც მუქი ფურცელი ამოაძვრინა.



– ძალიან საინტერესოა, – კბილებში გამოსცრა რიმსკიმ და სწრაფად მიმავალ ქალს გააყოლა მზერა. პირველად რიმსკი დაეპატრონა ფურცელს.



ფოტოგრაფიული ქაღალდის მუქ ფონზე გარკვევით მოჩანდა ხელით ნაწერი სტრიქონები:



„დამამტკიცებელია ჩემი ხელმოწერა დადასტურება უდეპეშეთ ვოლანდზე საიდუმლო თვალთვალი დააწესეთ ლიხოდეევი“.



თეატრში ოცი წლის მუშაობის განმავლობაში ვარენუხას რა არ ენახა, მაგრამ ახლა იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა, ვეღარაფერი თქვა, გარდა ყოველდღიური და საკმაოდ უაზრო სიტყვისა:



– შეუძლებელია!



რიმსკი კი სხვაგვარად მოიქცა. წამოდგა, კარი გამოაღო და ტაბურეტზე წამოსკუპებულ ქალს შეუღრინა:



– ფოსტალიონის გარდა არავინ შემოუშვათ! – და კაბინეტის კარი გასაღებით ჩაკეტა.



შემდეგ საწერი მაგიდიდან ქაღალდის გროვა ამოიღო და ფოტოდეპეშაზე აღბეჭდილი, გადღაბნილი, მარცხნივ გადახრილი ასოები გულდაგულ შეადარა სტიოპას რეზოლუციებს და მისსავე ხელმოწერებს, ხვეული ღვარჭნილით რომ მთავრდებოდა. მაგიდაზე გადაყრდნობილი ვარენუხა პირდაპირ ლოყაზე ასუნთქებდა რიმსკის.



– მისი ხელმოწერაა, – მტკიცედ თქვა ბოლოს ფინანსურმა დირექტორმა, ვარენუხამ კი ექოსავით უპასუხა:



– მისია.



ადმინისტრატორმა რიმსკის შეხედა და მის სახეში მომხდარმა ცვლილებამ გაოცა. ისედაც გამხდარი ფინანსური დირექტორი თითქოს უფრო ჩამომხმარიყო და დაბერებულიყო, რქისჩარჩოიანი სათვალის მიღმა თვალებში ჩვეული მრისხანება აღარ ეტყობოდა და შეშფოთებული, თითქმის ნაღვლიანი გამომეტყველებაც კი ჰქონდა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



111



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



ვარენუხა ისე მოიქვა, როგორც დიდად გაოცებულ ადამიანს შეეფერება. კაბინეტში სცემდა ბოლთას, ჯვარცმულივით გაშალა ორჯერ ხელები, გრაფინიდან ერთი ჭიქა მოყვითალო წყალი შესვა და წამოიძახა:



– არაფერი მესმის! არ მე-ს-მის!



რიმსკი კი ფანჯარაში იცქირებოდა და დაძაბული ფიქრობდა. ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. საჭირო იყო აქვე, ადგილიდან ფეხის მოუცვლელად, ჩვეულებრივი ახსნა მოეძებნა უჩვეულო მოვლენისათვის.



თვალები მოჭუტა და წარმოიდგინა, დილის თერთმეტის ნახევარზე საცვლების ამარა, ფეხშიშველა სტიოპა რომელიღაც ჯერ გაუგონარ, ზესწრაფ თვითმფრინავში რომ ჯდებოდა, შემდეგ კი იგივე სტიოპა, უკვე თორმეტის ნახევარზე, როგორ იდგა აეროდრომზე წინდის ამარა... ეშმაკმა უწყის, რა ხდება!



ეგებ დღეს საკუთარი ბინიდან არ ელაპარაკა სტიოპა? არა, სტიოპა იყო! მასსავით სხვა ვინ იცნობდა სტიოპას ხმას? თუნდაც სტიოპა არ ყოფილიყო, განა გუშინ საღამოს თავისი კაბინეტიდან არ შემოვიდა ამ კაბინეტში, ეს სულელური ხელშეკრულება არ შემოუტანა და თავისი წინდაუხედაობით ნერვები არ მოუშალა? როგორ უნდა გამგზავრებულიყო ან გაფრენილიყო ისე, რომ სიტყვაც არავისთვის ეთქვა ვარიეტეში? ვთქვათ და, გუშინ საღამოს გაფრინდა, დღეს შუადღემდე მაინც ვერ ჩაფრინდებოდა იალტაში, თუ – ჩაფრინდებოდა?



– რამდენი კილომეტრია იალტამდე? – იკითხა რიმსკიმ. ვარენუხამ ბოლთის ცემა შეწყვიტა და იყვირა:



– ვიფიქრე! უკვე ვიფიქრე! სევასტოპოლამდე რკინიგზით ათას ხუთასი კილომეტრია, იალტამდე კიდევ ორმოცი კილომეტრი დაუმატე. ჰაერით, რა თქმა უნდა, ნაკლებია.



ჰმ... ჰმ... მატარებელზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა, აბა, რითი უნდა გამგზავრებულიყო? გამანადგურებლით? სტიოპას გამანადგურებელში ვინ შეუშვებდა, თანაც ფეხშიშველს? ან რატომ? ეგებ იალტაში ჩაფრენის შემდეგ გაიხადა ჩექმა? ისევ: რატომ? არც ჩექმით შეუშვებდნენ გამანადგურებელში და არც უჩექმოდ. ან გამანადგურებელიც არაფერ შუაშია, დეპეშაში ხომ ეწერა, სამძებროში გამოცხადდა თორმეტის ნახევარზეო, რიმსკი კი ტელეფონით... მოიცა... ცხადად დაუდგა თვალწინ საათის ციფერბლატი... სასწაული! როცა ელაპარაკებოდა, თორმეტის ოცი წუთი იყო. ჰოდა, რა უბედურებაა! ვთქვათ, ტელეფონით



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



112



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



საუბრის შემდეგ, სტიოპა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აეროპორტში, დავუშვათ, ხუთ წუთში მიირბინა, რაც ასევე წარმოუდგენელია, გამოდის, რომ თვითმფრინავმა, რომელიც იმავ წამს აფრენილა, ხუთ წუთში დაფარა თორმეტი ათას კილომეტრზე მეტი? ეს შეუძლებელია, მაშასადამე, სტიოპა იალტაში ვერ იქნებოდა!



რაღა რჩება? ჰიპნოზი? ამქვეყნად ისეთი ჰიპნოზი არ არსებობს, ათასი კილომეტრის იქით მოისროლოს კაცი! მაშასადამე, ეჩვენება, რომ იალტაშია! ვთქვათ, სტიოპას მართლაც ეჩვენება, მაგრამ იალტის სამძებროსაც ხომ არ შეიძლებოდა მოსჩვენებოდა? არა, არა, უკაცრავად, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება... მაგრამ დეპეშებს ხომ იალტიდან გზავნიან?



ფინანსური დირექტორი საშინელი სანახავი იყო. ამასობაში კარის სახელურს გარედან ეჯაჯგურებოდნენ, ატრიალებდნენ, ისმოდა, რა განწირული ყვიროდა შიკრიკი:



– არ შეიძლება! არ შეიძლება! ვერ შეგიშვებთ! თუ გინდათ, დამახრჩვეთ! თათბირია! რიმსკი, რამდენადაც შეეძლო, თავს მოერია, ტელეფონის ყურმილს დასწვდა და ჩასძახა:



– სასწრაფოდ მალაპარაკეთ იალტასთან!

„ჭკვიანურია!“ – ფიქრში შეაქო ვარენუხამ.

მაგრამ იალტასთან საუბარი არ შემდგარა. რიმსკიმ ყურმილი დადო და თქვა: – თითქოს ჯიბრზე, ხაზი დაზიანებულია.



ეტყობოდა, ხაზის დაზიანებამ რაღაც განსაკუთრებით შეაშფოთა და დააფიქრა კიდეც. ერთხანს დუმდა, შემდეგ ცალი ხელით ისევ ყურმილს მისწვდა, მეორით კი ის ჩაიწერა, რასაც ყურმილში კარნახობდა:



– მიიღეთ. ელვა. ვარიეტე. დიახ. დღეს დაახლოებით თორმეტის ნახევარზე ლიხოდეევი მოსკოვში იყო და ტელეფონით მელაპარაკა წერტილი მას შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა და ტელეფონითაც ვერ ვუკავშირდებით წერტილი ხელმოწერას ვადასტურებ წერტილი აღნიშნულ მსახიობზე თვალთვალის ზომებს ვიღებთ ფინანსური დირექტორი რიმსკი.



„ძალიან ჭკვიანურია!“ – გაიფიქრა ვარენუხამ, მაგრამ ნაფიქრს ბოლომდე ვეღარ მიჰყვა, თავში ისევ გაუელვა: „რა სისულელეა! შეუძლებელია იალტაში იყოს!“



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



113



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



რიმსკიმ კი ამასობაში შემდეგი რამ გააკეთა: კონვერტში გულდაგულ ჩაალაგა მიღებული დეპეშები და თავისი პასუხის ასლები, კონვერტი დააწება, ზედ რამდენიმე სიტყვა დააწერა და ვარენუხას გადასცა.



– ივან საველიევიჩ, ახლავე პირადად მიიტანთ. იქ გაარკვევენ.



„ეს კი მართლაც ძალიან ჭკვიანურია!“ – გაიფიქრა ვარენუხამ და კონვერტი პორტფელში შეინახა. შემდეგ კიდევ ერთხელ, ყოველი შემთხვევისათვის, აკრიფა სტიოპას ბინის ტელეფონის ნომერი, ყური მიუგდო, შემდეგ იდუმალი სიხარულით აახამხამა თვალები და ფინანსურ დირექტორს რაღაც ანიშნა. რიმსკის კისერი დაუგრძელდა.



– შეიძლება მსახიობ ვოლანდს სთხოვოთ? – დამტკბარი ხმით იკითხა ვარენუხამ.



– დაკავებული ბრძანდება, – უპასუხა ჭახჭახა ხმამ, – ვინ კითხულობს?



– ვარიეტეს ადმინისტრატორი ვარენუხა.



– ივან საველიევიჩ! – ვიღაცამ სიხარულით იყვირა ყურმილში, – ძალიან მიხარია თქვენი ხმის გაგონება! როგორ გიკითხოთ?



– მერსი, – უპასუხა გაოგნებულმა ვარენუხამ, – თქვენ ვინ ბრძანდებით?



– მის მოადგილეს ელაპარაკებით, მოადგილე და თარჯიმანი კაროვიევი გახლავართ, –



ჭახჭახებდა ყურმილი, – მიმსახურეთ, ძვირფასო ნიკოლაი ივანოვიჩ! თქვენს მონა- მორჩილად მიგულეთ. რისთვის შეწუხებულხართ?



– მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყვით. სტეპან ბოგდანოვიჩ ლიხოდეევი შინ არ ბრძანდება? – სამწუხაროდ, არა, არ გახლავთ! – ყვიროდა ყურმილი, – გაემგზავრა.

– სად?

– ქალაქგარეთ, მანქანით წავიდა სასეირნოდ.



– რო... როგორ? სა... სასეირნოდ? აააა... როდის დაბრუნდება? – თქვა, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ და დავბრუნდებიო!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



114



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



– ასე... – დაიბნა ვარენუხა, – მერსი. დამდეთ პატივი და მესიე ვოლანდს გადაეცით, რომ დღეს გამოდის, მესამე განყოფილებაში.



– გასაგებია. როგორ არა. უსიკვდილოდ. ახლავე. აუცილებლად გადავცემ, – ნაწყვეტ- ნაწყვეტ არაკუნდა ყურმილი.



– კარგად ბრძანდებოდეთ, – უთხრა გაოცებულმა ვარენუხამ.



– გთხოვთ მიიღოთ, – ამბობდა ყურმილი, – ჩემი საუკეთესო სურვილები და მხურვალე სალამი! წარმატებებს გისურვებთ! მიღწევებს! სრულ ბედნიერებას, აბა, სულ კარგად იყავით!



– რა თქმა უნდა! აკი ვამბობდი! აკი ვამბობდი! – ყვიროდა აღგზნებული ადმინისტრატორი, –



რა იალტა, რის იალტა, ქალაქგარეთ წასულა!



– ეს თუ მართლა ასეა, – თქვა ბრაზისაგან ერთიანად გადამტკნარებულმა ფინანსურმა დირექტორმა, – ისეთი ღორობა იქნება, რომელსაც სახელი არ მოეძებნება!



ადმინისტრატორი ანაზდად ადგილზე შეხტა და ისე დაიღრიალა, რომ რიმსკი შეაშინა:



– გამახსენდა! გამახსენდა! პუშკინოში გახსნეს საჩებურეკე „იალტა“! ყველაფერი გასაგებია! იქ არის, გამოტყვრებოდა და ახლა იქიდან გზავნის დეპეშებს!



– ეს კი მეტისმეტია, – ყბა აუკანკალდა რიმსკის, თვალებში კი ნამდვილი გაბოროტება ეწერა,



– ეს გასეირნება ძალიან ძვირად დაუჯდება, – მაგრამ უეცრად ენა დაება და ჭოჭმანით დასძინა, – ჰო, მაგრამ, სამძებრო ხომ...



– სისულელეა! ეგეც მაგისი ოინები იქნება! – სიტყვა გააწყვეტინა ექსპანსიურმა ადმინისტრატორმა და ჰკითხა, – კონვერტი მაინც წავიღო?



– აუცილებლად, – უპასუხა რიმსკიმ.



და ისევ გაიღო კარი და ისევ იგივე ქალი შემოვიდა... „ისაა!“ – რატომღაც ნაღვლიანად გაიფიქრა რიმსკიმ და ორივე წამოდგა ფოსტალიონის შესახვედრად.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



115



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



ამჯერად დეპეშაში ეწერა:



„დადასტურებისთვის გმადლობთ სასწრაფოდ ხუთასი სამძებროში ჩემთვის მოსკოვში ხვალ მოვფრინავ ლიხოდეევი“.



– ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? – ძლივს ამოილუღლუღა ვარენუხამ.



რიმსკიმ კი გასაღები აარაწკუნა, ცეცხლგამძლე სალაროს უჯრიდან ფული გამოიღო, ხუთასი მანეთი გადათვალა, დარეკა, შიკრიკს ფული ჩააბარა და ტელეგრაფში გაგზავნა.



– რას შვრები, გრიგორი დანილოვიჩ, – საკუთარ თვალებს არ დაუჯერა ვარენუხამ, – მე მგონი, ტყუილად გზავნით ფულს.



– ეს ფული უკან დაბრუნდება, – ხმადაბლა უპასუხა რიმსკიმ, – ლიხოდეევს კი პიკნიკი ძვირად დაუჯდება, – შემდეგ ვარენუხას პორტფელზე მიუთითა და დასძინა, – წადი, ივან საველიევიჩ, ნუღარ აყოვნებ.



და ვარენუხა პორტფელიანად გაიჭრა კაბინეტიდან.



ქვედა სართულზე ჩასულმა ადმინისტრატორმა გრძელ რიგს მოჰკრა თვალი, მოლარისგან შეიტყო, რომ ერთი საათის შემდეგ ანშლაგს ელოდნენ, რადგან დამატებითი აფიშების გამოსვლისთანავე ხალხი ტალღასავით მოსწყდომოდა ვარიეტეს, მანაც მაშინვე უბრძანა მოლარე ქალს, როგორმე ლოჟისა და პარტერის ოცდაათი ბილეთი მაინც გადაენახა და არ გაეყიდა, მერე სალაროდან გამოსხლტა, სირბილით დააღწია თავი უკან დადევნებულ მთხოვნელებს და ქუდის ასაღებად კაბინეტში შეირბინა. ამ დროს ტელეფონიც აწკრიალდა.



– დიახ! – იყვირა ვარენუხამ.



– ივან საველიევიჩი ბრძანდებით? – ყურმილიდან დაეკითხა ვიღაცის უსაზიზღრესი, ნიღნიღა ხმა.



– ვარენუხა თეატრში არ გახლავთ! – საპასუხოდ ჩასძახა ვარენუხამ, მაგრამ ყურმილმა მაშინვე შეაწყვეტინა:



– თავს ნუ იგდებთ, ივან საველიევიჩ, გირჩევნიათ, მომისმინოთ. ეს დეპეშები არსად წაიღოთ და არც არავის აჩვენოთ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



116



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



– ვინ ლაპარაკობს? – იღრიალა ვარენუხამ, – მოქალაქევ, შეწყვიტეთ მაიმუნობა! ახლავე აღმოგაჩენენ! თქვენი ნომერი მითხარით?



– ვარენუხა, – უპასუხა იმავე საზიზღარმა ხმამ, – რუსული ხომ გესმის? გეუბნები, დეპეშები არსად წაიღო!



– ა, არ ჩერდებით, არა? – იყვირა გაცოფებულმა ადმინისტრატორმა, – დამაცადეთ! მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა თავხედობა! – კიდევ რაღაც მუქარის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩერდა, მიხვდა, ყურს აღარავინ უგდებდა.



იმწუთას კაბინეტში რაღაც ძალიან სწრაფად ჩამობნელდა. ვარენუხა ოთახიდან გაიჭრა, კარი მიიჯახუნა და გვერდითი კიბით საზაფხულო ბაღისკენ დაეშვა.



ადმინისტრატორი აღგზნებული იყო და ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. ამ თავხედური ზარის შემდეგ ეჭვიც აღარ ეპარებიდა, რომ ვიღაც ხულიგნები სჩადიოდნენ ამ საზიზღარ ოინებს და ეს ყველაფერი ლიხოდეევის გაქრობასთან იყო დაკავშირებული. ერთი სული ჰქონდა, როდის ამხელდა ბოროტმოქმედთ და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში შეუთრთოლდა კიდეც გული. ასე ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იმისკენ ილტვის, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს და სენსაციური ცნობა მიაწოდოს, ვისაც ჯერ არს.



ბაღში გასულ ადმინისტრატორს სახეში ქარი ეძგერა, თვალები ქვიშით ამოუვსო, თითქოს გზას უღობავდა და აფრთხილებდა. მეორე სართულზე იმგვარი რახუნით მიიხურა ფანჯარა, რომ ლამის მინები ჩამოიმსხვრა, ვერხვებისა და ცაცხვების წვერები შეშფოთებით აშრიალდა, ჩამობნელდა და აგრილდა. ადმინისტრატორმა თვალები მოიფშვნიტა და დაინახა, რომ მოსკოვს თავზე ჩამომხობოდა ჭექა-ქუხილის მაუწყებელი ყვითელფაშვიანი ღრუბელი. სადღაც შორს უკვე დაიქუხა კიდეც.



როგორ არ ჩქარობდა ვარენუხა, მაგრამ დაუოკებელმა სურვილმა მაინც აიძულა, საზაფხულო საპირფარეშოში შეერბინა, უნდოდა შეემოწმებინა, ნათურაზე ბადე დაამაგრა თუ არა ელექტრიკოსმა.



ვარენუხამ ტირს ჩაურბინა და იასამნის გაბარჯღულ ბუჩქში შეძვრა, სადაც საპირფარეშოს ცისფერი შენობა იდგა. ელექტრიკოსი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, მამაკაცთა განყოფილებაში, ჭერქვეშ უკვე დაემაგრებინა ლითონის ბადე, მაგრამ ადმინისტრატორს იმან



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



117



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



მოუშხამა გუნება, რომ საპირფარეშოს ბინდბუნდში მაინც მშვენივრად იკითხებოდა ნახშირითა და ფანქრით შესრულებული კედლის წარწერები.



– ეს რაღა... – დაიწყო ადმინისტრატორმა და უეცრად, ზურგს უკნიდან ხმა შემოესმა, კრუტუნა:



– თქვენ ხართ, ივან საველიევიჩ?



ვარენუხა შეკრთა, შებრუნდა და დაბალ, ზონზროხა, როგორც მოეჩვენა, კატის მსგავს კაცს მოჰკრა თვალი.



– მე ვარ, – აგდებულად უპასუხა ვარენუხამ.



– ძალიან სასიამოვნოა, ძალიან, – წიკვინა ხმით შეკნავლა იმ კაცმა, ასე რომ ჰგავდა მსუქან კატას, უეცრად შეირხა და ყურის ძირში ისე გაულაწუნა, ადმინისტრატორს ქუდი გადასძვრა თავიდან და უკვალოდ შთაინთქა საპირფარეშოს ორმოში.



დარტყმისთანავე მთელი საპირფარეშო წამიერად განათდა მოცახცახე შუქით და ცაში ქუხილიც გამოეხმაურა. შემდეგ კიდევ ერთხელ გაიელვა და ადმინისტრატორის პირისპირ კიდევ ერთი ტიპი გაჩნდა, დაბალი, მაგრამ ათლეტური აღნაგობის, კაცს ცეცხლივით წითური თმა ჰქონდა, ცალ თვალზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული და პირიდან ღოჯი ამოჩროდა. ამ მეორემ, ალბათ ცაცია რომ იყო, ახლა მეორე ყბაში გაულაწუნა. პასუხად ისევ დაიქუხა ცამ და საპირფარეშოს ხის სახურავს მერეხი დაასკდა.



– რას შვრებით, ამხანა... – ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა ვარენუხამ, თუმცა იმავ წამს მიხვდა, რომ სიტყვა „ამხანაგი“ არაფრით ესადაგებოდა ბანდიტებს, რომლებიც ადამიანს საზოგადოებრივ საპირფარეშოში თავს ესხმოდნენ, და ამოიხავლა, – მოქა... – თუმცა ალბათ არც ამ წოდებას იმსახურებდნენ და როგორც კი ეს გაიფიქრა, მესამე, საშინელი დარტყმაც მისწვდა, ორიდან რომელმა გაარტყა, ვერ გაარკვია, რადგან ცხვირიდან სისხლი წასკდა და



„ტოლსტოვკაზე“ ჩამოეწუწა.



– მაგ პორტფელში რა გიდევს, წურბელავ? – გამყინავად იღრიალა კატისმაგვარმა კაცმა, – დეპეშები, არა? ტელეფონით ხომ გაგაფრთხილეს, დეპეშები არსად წაგეღო? გაგაფრთხილეს თუ არა?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



118



თავი მეათე - ცნობები იალტიდან



– გამაფრთხი... ლეს... ლეს... – სულის ხუთვით უპასუხა ადმინისტრატორმა.



– შენ კი მაინც გააქცუნე, არა? ახლავე პორტფელი მომეცი, დამპალო! – უყვირა მეორემ იმ ნიღნიღა ხმით, ტელეფონში რომ ისმოდა და ვარენუხას აცახცახებული ხელიდან პორტფელი გამოსტაცა.



იმ ორივემ ადმინისტრატორს აქეთ-იქიდან სტაცა ხელი, ბაღიდან გამოათრიეს და სადოვაიაზე წააჩაქჩაქეს. ჭექა-ქუხილი მთელი ძალით ბობოქრობდა, წყალი ღრიალითა და ღმუილით ინთქმებოდა საკანალიზაციო ღრმულებში, ირგვლივ წყლის ბუშტუკები სკდებოდა, ტალღები იყალყებოდა, სახურავებიდან მილების მიღმა იღვრებოდა და ეზოებში აქაფებული ღვარები მოედინებოდა. ყოველი ცოცხალი წალეკილიყო სადოვაიადან და ივან საველიევიჩს ვერავინ იხსნიდა. ელვის კლაკნილით განათებულმა ბანდიტებმა, ამღვრეულ მდინარეებზე ხტუნვა-ხტუნვით, თვალის დახამხამებაში მიაღწიეს No 302-ბის სახლს, ჭიშკარში შეფრინდნენ, სადაც ორი ფეხშიშველა ქალი აჰკვროდა კედელს და საკუთარი ფეხსაცმელები და წინდები ხელში ჩაებღუჯათ, შემდეგ მეორე სადარბაზოს მიაწყდნენ, შეშლილობის ზღვარს მიღწეული ვარენუხა მეხუთე სართულზე აამაღლეს და სტეპან ლიხოდეევის ბინის კარგად ნაცნობი, ნახევრად ჩაბნელებული წინკარის იატაკზე მოისროლეს.



აქ ორივე ყაჩაღი გაქრა და მათ ნაცვლად წინკარში დედიშობილა წითური, ფოსფორისთვალებიანი ქალი გამოჩნდა.



ვარენუხა მიხვდა, რომ ახლა იმაზე უარესი საშინელება ელოდა, რაც აქამდე გადაიტანა, დაიკვნესა და კედელს მიაწყდა. ქალი კი მთელი ტანით მიეკრა ადმინისტრატორს და ხელისგულები მხრებზე დაუწყო. ვარენუხას თმა აეყალყა, რადგან ცივ, წვიმით გაჟივებულ პერანგშიც კი შეიგრძნო ამ ხელისგულების გათოშილი, ყინულოვანი სიცივე.



– მოდი, ერთი, გაკოცო, – ნაზად უთხრა ქალმა და პირდაპირ თვალწინ გაუკრთა მისი მოელვარე თვალები. ვარენუხა იმავ წამს უკუნმა შთანთქა და კოცნა ვეღარ იგრძნო.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



119



თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება



თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება



ჯერ კიდევ ერთი საათის წინ მზით გაჩახჩახებული ფიჭვნარი ჩამოიბურა, გაიქნა და ბურუსს შეერწყა.



ფანჯრების იქით ერთიან ნაკადად დიოდა წყალი. ცაში წვრილ ძაფებად წამდაუწუმ იკლაკნებოდა ელვა, ცა სკდებოდა და ავადმყოფის ოთახს ათრთოლებული, შიშნარევი შუქით ავსებდა.



ივანი უხმოდ ქვითინებდა, საწოლზე იჯდა და ამღვრეულ, ქაფმოდებულ მდინარეს გასცქეროდა. ყოველ დაქუხებაზე საბრალოდ წამოიკივლებდა ხოლმე და სახეს ხელებში მალავდა, ნაწერით აჭრელებული ფურცლები იატაკზე ეყარა, ჯერ კიდევ ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ქარი შემოიჭრა ოთახში და ფურცლები ააფრიალა.



პოეტის ცდა, საშინელ კონსულტანტზე დაეწერა განცხადება, უშედეგოდ დასრულდა. როგორც კი ზონზროხა ექთანმა, პრასკოვია ფიოდოროვნა რომ ერქვა, ნახევარი ფანქარი და ფურცლები შემოუტანა, ივანმა საქმიანად მოიფშვნიტა ხელები და საჩქაროდ მოეწყო მაგიდასთან. დასაწყისი საკმაოდ მარჯვედ გამოუვიდა:



„მილიციას. „მასსოლიტის“ წევრის, ივან ნიკოლაევიჩ უსახლკაროს განცხადება. გუშინ საღამოს განსვენებულ მ. ა. ბერლიოზთან ერთად პატრიარქთა ტბორებზე მივედი... „



უცებ პოეტს თავგზა აებნა, უმეტესად სიტყვა „განსვენებულის“ გამო. რაღაც უაზრობა გამოდიოდა. როგორ უნდა მისულიყო განსვენებულთან ერთად? შეასწორა და ასე დაწერა:



„... შემდგომში განსვენებულ მ. ა. ბერლიოზთან... „ არც ამან დააკმაყოფილა ავტორი. მესამე რედაქცია დასჭირდა, ის კი პირველ ორზე უარესი აღმოჩნდა: „... ბერლიოზთან, რომელიც ტრამვაიმ გაიტანა... „ მერე ის ყველასთვის უცნობი სეხნია-კომპოზიტორი აეკვიატა და იძულებული გახდა, ჩაეწერა: „... არა კომპოზიტორი... „



ამ ორი ბერლიოზის ვინაობით გაწამებულმა ივანმა ბოლოს ყველაფერი გადაშალა და გადაწყვიტა, თავიდანვე რაღაც შთამბეჭდავით დაეწყო, მაშინვე მიეპყრო მკითხველის ყურადღება, ამიტომ დაწვრილებით აღწერა, როგორ ჯდებოდა კატა ტრამვაიში, შემდეგ კი თავის მოკვეთის სცენას მიუბრუნდა. მოკვეთილმა თავმა და კონსულტანტის წინასწარმეტყველებამ პონტოელი პილატეს ამბის აღწერაც მოითხოვა და ივანმა, სრული



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



120



თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება



დამაჯერებლობისთვის, გადაწყვიტა, თავიდან ბოლომდე მოეთხრო პროკურატორის ამბავი, იმ წუთიდან, როცა პილატე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით გამოვიდა ჰეროდეს სვეტოვანში.



ივანი გულმოდგინედ შრომობდა, ნაწერს შლიდა, სიტყვებს ცვლიდა. ისიც კი სცადა, პონტოელი პილატე დაეხატა, შემდეგ კი უკანა ფეხებზე ატოტებული კატა. მაგრამ ვერც ნახატმა უშველა, და რაც უფრო მეტს წერდა, მით მეტად ბუნდოვანი ხდებოდა პოეტის განცხადება.



იმ დროისათვის, როცა შორიდან აბოლქვებული, საშინელი ღრუბელი გამოჩნდა, ფიჭვნარი გადაფარა და ქარი აშალა, ივანი მიხვდა, რომ ძალა გამოელია, განცხადებას ვერა და ვერ მოაბამდა თავს, ამიტომ იატაკზე მიმოფანტული ფურცლებისთვის ხელი აღარ უხლია და ჩუმად, მწარედ აქვითინდა.



გულკეთილმა ექთანმა პრასკოვია ფიოდოროვნამ სწორედ ჭექა-ქუხილის დროს მოინახულა პოეტი, აზლუქუნებული ივანის დანახვამ შეაშფოთა, ფარდები ჩამოაფარა, ელვას რომ არ შეეკრთო ავადმყოფი, ფურცლები იატაკიდან წამოკრიბა და ექიმის დასაძახებლად გაიქცა.



ისიც მალე მოვიდა, ივანს მკლავში ნემსი გაუკეთა, დაარწმუნა, მეტად აღარ იტირებდა, მალე ყველაფერი გაივლიდა, შეიცვლებოდა და დავიწყებას მიეცემოდა.



ექიმმა სიმართლე უთხრა. გაღმა ნაპირზე მალე ისევ გამოჩნდა ფიჭვნარი, ყოველი ხე თვალნათლივ გამოიკვეთა ცისფრად მოკრიალებული გუმბათის ქვეშ და მდინარეც დაცხრა. ივანს ნემსის გაკეთებისთანავე გაუქრა შავნაღვლიანობა, ახლა მშვიდად იწვა და ცაზე გადაჭიმულ ცისარტყელას გასცქეროდა.



ასე გასტანა საღამომდე. ვერც კი შენიშნა, როგორ გალღვა ცისარტყელა, როგორ გამოხუნდა და მოიწყინა ცამ, როგორ ჩამუქდა ფიჭვნარი.



მოგვიანებით ცხელი რძე დალია, ისევ ბალიშზე მიწვა და თავადვე გაოცდა, ისევ გაუხალვათდა ფიქრი. როგორღაც შერბილდა ხსოვნაში წყეული სატანური კატა, აღარც მოკვეთილი თავი აშინებდა და ივანი ახლა იმაზეღა ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო ურიგო საავადმყოფოში ყოფნა, ამ ჭკვიან, სახელგანთქმულ სტრავინსკისთან ურთიერთობაც ძალზე სიამოვნებდა. თან საღამოსეული ჰაერიც ტკბილი და ცინცხალი იყო ჭექა-ქუხილის შემდეგ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



121



თავი მეთერთმეტე - ივანის გაორება



თვლემა ეპარებოდა სალმობიერ სახლს. მყუდრო დერეფანში დათრიმლული, თეთრი ნათურები ჩააქრეს და რეჟიმის თანახმად, მის ნაცვლად ღამის სუსტი, ცისფერი ნათურები აანთეს, დერეფნის რეზინის საფენებზე სულ უფრო იშვიათად გაისმოდა ექთანთა ფრთხილი ნაბიჯების ხმა.



ახლა ივანი ნეტარ ბურანში იმყოფებოდა, ხან აბაჟურის ქვეშ შეყუჟულ ნათურას გახედავდა, ჭერიდან რბილ შუქს რომ აფრქვევდა, ხან კი ჩამუქებული ფიჭვნარის გაღმა ამოწვერილ მთვარეს უცქეროდა და თავის თავს ესაუბრებოდა:



– გასაოცარია, მაინც ასე ძალიან რატომ ამაღელვა იმ ამბავმა, რომ ბერლიოზი ტრამვაიმ გაიტანა? – ფიქრობდა პოეტი, – ბოლოს და ბოლოს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია! რა თავი მოვიკალი, ნათლიმამა ვარ მისი თუ მაჭანკალი? ამ საკითხს თუ ჯეროვნად შევაფასებ, მივხვდები, რომ არსებითად, რიგიანად არც კი ვიცნობდი მიცვალებულს. აბა, რა ვიცოდი მის შესახებ? თითქმის არაფერი, მხოლოდ ის, რომ მელოტი იყო და საშინლად ენამჭევრი. ამას გარდა, მოქალაქენო, – ვიღაც უხილავს მიმართავდა ივანი, – მთავარ საკითხში უნდა გავერკვეთ. ერთი გამაგებინეთ, მაინც რას გადავეკიდე იმ ცალთვალა, გუგებჩაშავებულ კონსულტანტს, მოგვსა თუ პროფესორს? რა მრჯიდა, საცვლების ამარა, სანთლით ხელში რომ დავედევნე და მერე მთელი აურზაური ავტეხე რესტორანში?



– აბა, აბა, აბა, – საიდანღაც მკაცრად უპასუხა, გულში თუ ყურში ჩაჰყვირა ძველმა ივანმა ახალ ივანს, – იმან ხომ იცოდა, ბერლიოზს რომ თავს მოჰკვეთდნენ, აბა, როგორ არ ავღელვებულიყავი?



– ამხანაგებო, რაზე ვლაპარაკობთ! – ეწინააღმდეგებოდა ახალი ივანი ძველს, – ბავშვიც კი მიხვდება, რომ ამ საქმეს ცუდი სუნი უდის, მთელი ასი პროცენტით ვიცი, რომ არაჩვეულებრივი და იდუმალი პიროვნებაა. ჰოდა, სწორედ ეს არის საინტერესო! კაცი პირადად იცნობდა პონტოელ პილატეს და უფრო საინტერესო რაღა გინდათ? და იმის ნაცვლად, რომ ეს აურზაური ამეტეხა პატრიარქთა ტბორებთან, განა არ აჯობებდა, თავაზიანად გამომეკითხა, შემდეგ რა შეემთხვათ პილატესა და იმ დაპატიმრებულ ჰა-ნოცრის?



– მე კი, ეშმაკმა უწყის, რა აღარ ჩავიდინე! დიდი ამბავი, თუ ჟურნალის რედაქტორი ტრამვაიმ გაიტანა! მერე რა მოხდა, ამის გამო ჟურნალს ხომ არ გააუქმებდნენ? რას იზამ? ადამიანი მოკვდავია და, როგორც სამართლიანად აღნიშნა პროფესორმა, მოულოდნელად მოკვდავიც გახლავთ. ჰოდა, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ახლა სხვა რედაქტორს დანიშნავენ და ეს ახალი ეგებ წინანდელზე ენამჭევრიც აღმოჩნდეს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



122



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ცოტა ხნის თვლემის შემდეგ ახალმა ივანმა ქირქილით ჰკითხა ძველ ივანს:



– ჰოდა, თუ ასეა, მე ვიღა გამოვდივარ?



– სულელი! – გარკვევით უთხრა ვიღაცის ბოხმა ხმამ, არც ერთ ივანს რომ არ ეკუთვნოდა და ასე ძალიან ჩამოჰგავდა კონსულტანტისას.



ივანს რატომღაც არ სწყენია, სულელად რომ მონათლეს, პირიქით, სასიამოვნოდ გაოცდა კიდეც, ჩაიცინა და ძილ-ბურანს გაუყუჩდა. თვლემა ეპარებოდა, უკვე ეზმანა კიდეც სპილოს ძვლის ფეხებიანი პალმები, კატამაც ჩაუარა გვერდით – საშინელმა კი არა, მხიარულმა კატამ, ერთი სიტყვით, ის-ის იყო, ძილი უნდა გადაფარებოდა, რომ უეცრად თეჯირი უხმაუროდ გასრიალდა, აივანზე მთვარის შუქს მორიდებული იდუმალი სილუეტი გამოჩნდა და ივანს თითი დაუქნია.



ივანს არ შეშინებია, ლოგინზე წამოჯდა და დაინახა, რომ აივანზე კაცი იდგა და ამ ტუჩებზე თითმიდებულმა კაცმა უთხრა:



– ჩუუუუუ!



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ვარიეტეს სცენაზე ჩვეულებრივი, ორთვლიანი ველოსიპედით შემოგორდა პატარა კაცი, გაბუშტული ლილისფერი ცხვირი ჰქონდა, დაჩვრეტილი, ყვითელი ქუდი ეხურა და კუბოკრული შარვალი და გალაქული ბათინკები ეცვა. კაცმა ფოქსტროტის ჰანგის თანხლებით შემოუარა წრეს, შემდეგ გამარჯვების ნიშნად დაიხავლა და ველოსიპედიც ყალყზე შეაყენა. კაცუნამ ერთხანს უკანა ბორბლით ატარა ველოსიპედი, მერე თვითონაც თავდაყირა ამოტრიალდა, ველოსიპედის შეუჩერებლად მოხსნა წინა ბორბალი, კულისებისკენ გააგორა და დარჩენილი ერთადერთი ბორბლით განაგრძო სვლა – პედალს ხელებით ატრიალებდა.



მერე ცალბორბლიან ალუმინის მაღალ ჭოკზე ამხედრებული ქერა, მსუქანი ქალი გამოსრიალდა სცენაზე, მას ვარსკვლავებით მოჩითული ვარდისფერი სასცენო ტრიკო და ქვედაკაბა ეცვა და მანაც სცენაზე დაიწყო ტრიალი. კაცუნა შეხვედრისას მისალმების ღრიალს გამოსცემდა და ფეხით იხდიდა ქუდს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



123



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ბოლოს სახედაბერებული რვა წლის ბავშვი შემოგორდა და უფროსებს შორის ერთი ციცქნა ორთვლიანი ველოსიპედით დაიწყო ბზრიალი, რომელზეც ავტომობილის უზარმაზარი საყვირი ჰქონდა მიმაგრებული.



მსახიობებმა რამდენჯერმე შემოუარეს წრეს, შემდეგ დოლის შემაშფოთებელი ბრახუნის თანხლებით გაქანდნენ ორკესტრის ორმოსაკენ და პირველი რიგის მაყურებლებს ოხვრა აღმოხდათ, ყველამ უკან გაიწია – ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მსახიობები თავიანთ ველოსიპედებიანად აპირებდნენ ორკესტრის ორმოში ჩახტომას.



მაგრამ მსახიობები სწორედ იმ დროს გაიყინნენ ჰაერში, როცა წინა ბორბლები საცაა უნდა მოსწყვეტოდა იატაკს და უფსკრულში შთანთქმულიყო. მსახიობებმა ერთხმად შესძახეს:



„ოპა!“, ველოსიპედებიდან გადმოხტნენ და მაყურებელს მადლობის ნიშნად თავი დაუხარეს, ქერათმიანი ქალი ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა დარბაზს, ბავშვმა კი სასაცილოდ ააჭყვიტინა საყვირი.



დარბაზი ტაშით აზანზარდა, ცისფერი ფარდა ორივე მხრიდან გამოსრიალდა, მსახიობები გადაფარა, შემდეგ კარის თავზე მოციმციმე წარწერა – „გასასვლელი“ ჩაქრა და გუმბათქვეშ ტრაპეციის ხლართებში მზესავით აინთო თეთრი ბურთები. უკანასკნელი მოქმედების წინა ანტრაქტი დაიწყო.



ერთადერთი ადამიანი, ვისაც არანაირად არ აინტერესებდა ჯულეტის ოჯახის საველოსიპედო ტექნიკის სასწაულები, გრიგორი დანილოვიჩ რიმსკი იყო. ის მარტო იჯდა თავის კაბინეტში, თხელ ტუჩებს იკვნეტდა და დროდადრო სახეც ემანჭებოდა. ლიხოდეევის უცნაურ გაქრობას ახლა ადმინისტრატორ ვარენუხას სრულიად გაგებარი გაუჩინარებაც დაემატა.



ფინანსურმა დირექტორმა კარგად იცოდა, სადაც წავიდა ვარენუხა, მაგრამ წავიდა და... აღარ დაბრუნებულა! რიმსკი მხრებს იჩეჩდა და თავისთვის ჩურჩულებდა:



– მაინც რატომ?



მართლაც საოცარია: ისეთ საქმიან კაცს, როგორიც ფინანსური დირექტორი გახლდათ, ცხადია შეეძლო, დაუხანებლად დაერეკა იქ, საითაც ვარენუხა გაეშურა და გაერკვია, რა შეემთხვა ადმინისტრატორს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამის ათ საათამდე ვერა და ვერ გაბედა დარეკვა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



124



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ათ საათზე დიდი ძალდატანების ფასად აიღო ყურმილი და მაშინვე დარწმუნდა, რომ ტელეფონი არ მუშაობდა. შიკრიკმა მოახსენა, არც დანარჩენი აპარატები მუშაობსო. ამ უცნაურმა, მაგრამ არა ზებუნებრივმა მოვლენამ რატომღაც საბოლოოდ მოუთავა ხელი ფინანსურ დირექტორს, თუმცა მეორე მხრივ, გაახარა კიდეც: ვეღარ დარეკავდა.



იმ დროს, როცა ფინანსური დირექტორის თავს ზემოთ შესვენების დაწყების მაუწყებელი წითელი ნათურა აინთო და აციმციმდა, კაბინეტში შიკრიკი შემოვიდა და უცხოელი მსახიობის მოსვლა აუწყა. რიმსკის რატომღაც შეაძაგძაგა და გულდამძიმებული გაეშურა კულისებისკენ, რათა გასტროლიორს შეჰგებებოდა, მის გარდა სხვა არავინ იყო ვარიეტეში. დერეფნიდან, სადაც უკვე სასიგნალო ზარები ჟღრიალებდა, დიდ საპირფარეშოში ცნობისმოყვარენი იჭყიტებოდნენ. იქ იყვნენ ჭრელხალათიანი და ჩალმიანი ჯამბაზები, თეთრჯუბიანი მოციგურავე, ფერ-უმარილით სახეგადამტკნარებული მთხრობელი და გრიმიორიც კი.



მოსულმა ყველა გააოცა თავისი უჩვეულოდ შეკერილი, აქამდე უნახავი ფრაკითა და იმითაც, რომ შავი ნიღაბი ეკეთა. მაგრამ უფრო გასაოცარი მისი ორი თანამგზავრი იყო: კუბოკრულკოსტიუმიანი, პენსნეგაბზარული, აწოწილი კაცი და შავი, მსუქანი კატა, რომელიც საპირფარეშოში უკანა თათებზე ატოტებული შევიდა, სრულიად ბუნებრივად ჩაჯდა სავარძელში და საგრიმიოროს მოშიშვლებულ ლამპიონებს თვალმოწკურული მიაჩერდა.



რიმსკიმ სცადა სახეზე ღიმილი გამოეხატა, ამის გამო უფრო დამჟავებული და გაბოროტებული გაუხდა გამომეტყველება და კატის გვერდით, სავარძელში უტყვად მჯდარ მაგს თავი დაუკრა. ხელი არ ჩამოურთმევია. სამაგიეროდ, მოურიდებელი კუბოკრული ტიპი თავად გაეცნო და „მის მოადგილედ“ წარუდგინა თავი. ამ ამბავმა გააოცა რიმსკი და ისევ უსიამოდ: ხელშეკრულებაში მოადგილის ხსენებაც არ იყო.



გრიგორი დანილოვიჩი ერთობ დაძაბულად და ცივად დაეკითხა ამ ცით მოვლენილ კუბოკრულ ტიპს, სად იყო მსახიობის აპარატურა.



– ჩემო თვალის სინათლევ, უძვირფასესო ბატონო ფინანსურო დირექტორო, – ჭახჭახა ხმით უპასუხა მსახიობის მოადგილემ, – ჩვენი აპარატურა მუდამ თან დაგვაქვს! აი, ისიც! აინ, ცვაი, დრაი! – რიმსკის თვალწინ დაუტრიალა დაღვლარჭნილთითებიანი ხელი და კატას ყურს უკნიდან ამოაცალა რიმსკის კუთვნილი, ძეწკვიანი ოქროს საათი, რომელიც აქამდე შეკრული პიჯაკის შიგნით, ჟილეტის ჯიბეში ედო და ძეწკვიც საღილეში ჰქონდა გაყრილი.



მოულოდნელობისაგან რიმსკიმ მუცელზე იტაცა ხელი, დამსწრეებმა ამოიოხრეს, ხოლო



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



125



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



კარში თავშემოყოფილმა გრიმიორმა მოწიწებით დაიკრუტუნა.



– ხომ თქვენი საათია? ინებეთ, გთხოვთ! – თავხედური ღიმილით უთხრა კუბოკრულმა ტიპმა და დაბნეულ რიმსკის ჭუჭყიანი ხელით გაუწოდა თავისივე საკუთრება.



– ამას ტრამვაიში უნდა ერიდო, – მხიარულად წასჩურჩულა მთხრობელმა გრიმიორს.



თუმცა კატამ საათის ნომერზე უკეთესი რამ ჩაიდინა: მოულოდნელად სავარძლიდან წამოდგა, უკანა თათებზე ატოტებული მიუახლოვდა სარკიან მაგიდას, წინა თათებით გრაფინს სახურავი მოხადა, წყალი დაისხა, დალია, სახურავი ისევ დაახურა და საგრიმიორო ნაჭრით ტუჩები შეიწმინდა.



ამჯერად არც ამოუოხრიათ, მხოლოდ პირები დარჩათ ღია, გრიმიორმა კი აღფრთოვანებით წაიჩურჩულა:



– აი, კლასი!



ზარი მესამედ, განგაშიანად აჟღრიალდა და საინტერესო ნომრის მოლოდინით აღგზნებული მსახიობები საპირფარეშოდან კულისებისკენ გაცვივდნენ.



წუთის შემდეგ მაყურებელთა დარბაზის ნათურები ჩაქრა, რამპები აინთო, ფარდას ქვემოდან მოწითალო ნათება მოეფინა და მის განათებულ ჭრილში მაყურებლის წინაშე წარდგა მსუქანი, უმანკო ბავშვივით მხიარული, სახეგაპარსული, დაჭმუჭნილფრაკიანი და არცთუ სუფთაპერანგიანი კაცი – მთელი მოსკოვისათვის კარგად ცნობილი კონფერანსიე – ჟორჟ ბენგალსკი.



– ახლა კი, მოქალაქენო, – ბავშვურად გაიღიმა ბენგალსკიმ, – თქვენ წინაშე წარდგება... – ბენგალსკიმ სიტყვა შუაზე გაწყვიტა და სრულიად სხვა ინტონაციით ალაპარაკდა, – როგორც ვხედავ, მესამე განყოფილებაში მაყურებლები მოგვმატებია? დღეს ნახევარი ქალაქი მაინც ზის დარბაზში. ამ ცოტა ხნის წინ ერთ ჩემს მეგობარს შევხვდი და ვკითხე: „რატომ არ დადიხარ ვარიეტეში, გუშინ ნახევარი ქალაქი იყო ჩვენთან!“ მან კი მიპასუხა: „მე მეორე ნახევარში ვცხოვრობ“, – ბენგალსკი გაჩუმდა, ალბათ ხარხარის გაგონებას ელოდა, მაგრამ რადგან არავის გაუცინია, განაგრძო, – ... ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება სახელმოხვეჭილი უცხოელი მსახიობი მესიე ვოლანდი, თავისი გასაოცარი შავი მაგიის სეანსით! ცხადია, ყველას კარგად გვესმის, – ბენგალსკიმ ბრძნულად გაიღიმა, – რომ შავი მაგია საერთოდ არ არსებობს ამქვეყნად და სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა, უბრალოდ, მაესტრო ვოლანდი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



126



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



მშვენივრად ფლობს მუშაითობის ტექნიკას, რაც ყველაზე საინტერესო ნაწილში გამოჩნდება, კერძოდ, ამ ტექნიკის გამოაშკარავების დროს, და რადგან ჩვენ ყველა ერთად ვუჭერთ მხარს ტექნიკასა და მის გამოაშკარავებას, ვთხოვოთ ბატონ ვოლანდს!



მთელი ამ აბდაუბდის წარმოთქმის შემდეგ, ბენგალსკიმ ხელები ერთმანეთს მიატყუპა და მისალმების ნიშნად ფარდის ჭრილისკენ აიქნია, ფარდაც ჩუმი შრიალით გასრიალდა.



მაგის გამოსვლა, მისი აწოწილი თანაშემწისა და უკანა თათებზე ატოტებული კატის თანხლებით, ძალიან მოეწონა საზოგადოებას.



– სავარძელი, – ხმამაღლა ბრძანა ვოლანდმა და იმავ წამს, ვერავინ მიხვდა, როგორ და საიდან, სცენაზე სავარძელი გაჩნდა და ჯადოქარი დაჯდა, – მითხარი ერთი, კეთილო ფაგოტ,



– დაეკითხა ვოლანდი კუბოკრულ მასხარას, – რომელიც, როგორც გაირკვა, კაროვიევის გარდა სხვა გვარსაც ატარებდა, – როგორ გგონია, მოსკოველები ხომ საგრძნობლად შეცვლილან?



ჯადოქარმა გასუსულ, სავარძლის ჰაერიდან გაჩენით გაოცებულ საზოგადოებას მოავლო თვალი.



– სწორედ ასეა, მესირ, – ხმადაბლა უპასუხა ფაგოტ-კაროვიევმა.



– მეც ასე მგონია, მოქალაქეები გარეგნულად შეცვლილან, თუმცა ქალაქიც შეცვლილია. ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს. გაჩენილა ეს... რა ჰქვია... ტრამვაი, ავტომობილები...



– ავტობუსები... – მოწიწებით შეაშველა სიტყვა ფაგოტმა.



საზოგადოება ყურადღებით უსმენდა ამ საუბარს, ეგონათ, ეს იყო ჯადოსნური ფოკუსების შესავალი. კულისები მსახიობებითა და სცენის მუშაკებით იყო სავსე და მათ შორის რიმსკის დაძაბული, გადაფითრებული სახეც მოჩანდა.



სცენის კუთხეში მიყუჟულ ბენგალსკის სახეზე თანდათან გაოცება გამოეხატა. მან ოდნავ აძგიბა წარბები, შემდეგ პაუზით ისარგებლა და თქვა:



– უცხოელი მსახიობი თავის აღფრთოვანებას გამოხატავს ტექნიკური თვალსაზრისით



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



127



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ესოდენ გაზრდილი მოსკოვითა და მოსკოველებით, – თქვა და ორჯერ გაიღიმა, ჯერ პარტერისთვის, შემდეგ – იარუსებისთვის.



ვოლანდმა, ფაგოტმა და კატამ ერთდროულად მოაბრუნეს თავი კონფერანსიესკენ.



– განა მე აღფრთოვანება გამოვხატე? – ფაგოტს დაეკითხა ჯადოქარი.



– რას ბრძანებთ, მესირ, თქვენ არავითარი აღფრთოვანება არ გამოგითქვამთ, – უპასუხა მან.



– აბა, ეს კაცი რას ამბობს?



– არაფერს, უბრალოდ, იტყუება! – მჭექარედ, მთელი თეატრის გასაგონად აუწყა კუბოკრულმა თანაშემწემ, შემდეგ ბენგალსკისკენ შებრუნდა და დასძინა, – გილოცავთ, მოქალაქე ცრუპენტელავ!



იარუსიდან სიცილი გადმოიღვარა, შემცბარმა ბენგალსკიმ კი თვალები დააჭყიტა.



– მე, ცხადია, ნაკლებად მაინტერესებს ავტობუსები, ტელეფონები და სხვა...



– აპარატურა, – უკარნახა კუბოკრულმა.



– სრული სიმართლეა, გმადლობ! – ბუბუნა ხმით განაგრძო ჯადოქარმა, – ... ვიდრე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: შინაგანად თუ შეიცვალნენ ეს მოქალაქეები?



– დიახ, სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი, მესირ.



კულისებში უკვე გაოცებულები გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და მხრებს იჩეჩდნენ, ბენგალსკის სახე აჭარხლებოდა, რიმსკის კი – გადამტკნარებოდა. მაგრამ უცებ თითქოს მზარდი შეშფოთება იგრძნოო, ჯადოქარმა თქვა:



– მგონი, ლაპარაკით გავერთეთ, ძვირფასო ფაგოტ, მაყურებელმა კი მოიწყინა, დასაწყისისათვის რამე იოლი ილეთი გვიჩვენეთ.



დარბაზმა შვებით ამოისუნთქა. ფაგოტი და კატა რამპის მოპირდაპირე მხარეს დადგნენ, ფაგოტმა თითები გაატკაცუნა და დარდიმანდულად იყვირა:



– სამი, ოთხი! – ჰაერში ბანქოს შეკვრა დაიჭირა, აჭრა და ლენტივით გადაუგდო კატას.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



128



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



კატა ლენტს მისწვდა, უკან გაუგზავნა, ატლასის გველმა ჰაერში გაისრიალა, ფაგოტმა ბარტყივით დააღო პირი და კარტი ერთმანეთის მიყოლებით გადაყლაპა.



კატამ მარჯვენა უკანა თათი მეორე თათს შემოჰკრა, მაყურებელს თავი დაუკრა და წარმოუდგენელი ტაში დაიმსახურა.



– სასწაულია, სასწაული! – აღგზნებულები ყვიროდნენ კულისებიდან. ფაგოტმა კი პარტერისაკენ გაიშვირა თითი და გამოაცხადა:



– ახლა ეს შეკვრა, პატივცემულო მოქალაქენო, მეშვიდე რიგში შეგიძლიათ მოიძიოთ, მოქალაქე პარჩევსკისთან, სწორედ სამმანეთიანსა და სასამართლოს უწყებას შორის, მოქალაქე ზელკოვასთვის ალიმენტის გადაუხდელობის გამო რომ მიიღო.



პარტერში ამოძრავდნენ, ადგილებიდან წამოხტნენ და ბოლოს, ვიღაც გაოცებისაგან აჭარხლებულმა მოქალაქემ, რომელიც მართლა პარჩევსკი აღმოჩნდა გვარად, საფულიდან ბანქოს შეკვრა ამოიღო და ჰაერში აიქნია, აღარ იცოდა, სად წაეღო.



– სამახსოვროდ დაიტოვეთ! – დაუყვირა ფაგოტმა, – ტყუილად ხომ არ ამბობდით გუშინ, ვახშამზე, რომ თუ არა პოკერი, მოსკოვში თქვენი ცხოვრება აუტანლად მოგეჩვენებოდათ.



– ძველი ოინებია, – გაისმა იარუსიდან, – პარტერში მჯდომი მაგათი კაცია.



– დარწმუნებული ბრძანდებით? – იყვირა ფაგოტმა და თვალმოჭუტულმა გახედა იარუსს, – თუ ასეა, მაშინ თქვენც ჩვენი კაცი ყოფილხართ, რადგან ბანქოს შეკვრა ახლა თქვენ გიდევთ ჯიბეში.



იარუსზე აწრიალდნენ და მალე მხიარული ხმებიც გაისმა:



– სწორია, ამას აქვს! აქ არის, აქ... მოიცა! ეს ხომ თუმნიანებია!



პარტერში მსხდომებმა თავები მიაბრუნეს, იარუსზე ვიღაც შემცბარმა მოქალაქემ ჯიბეში ფულის შეკვრა აღმოაჩინა, რომელიც საბანკო წესით იყო გადაკრული და ზედ ეწერა: „ერთი ათასი მანეთი“.



მეზობლად მსხდომნი გარს შემოეხვივნენ, ის კი გაოცებული ცდილობდა ქაღალდის გახევას, უნდოდა გაერკვია, ნამდვილი თუმნიანები იყო თუ ჯადოსნური.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



129



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



– ღმერთმანი, ნამდვილია! თუმნიანები! – გახარებული ყვიროდა იარუსიდან.



– ეგეთი ბანქო მეც მეთამაშეთ! – პარტერის შუაგულიდან მხიარულად ითხოვა ვიღაც სქელმა კაცმა.



– ავეკ პლეზირ! – უპასუხა ფაგოტმა, – მაგრამ, რატომ მარტო თქვენ? ყველა მიიღებს მონაწილეობას! – და ბრძანა, – გთხოვთ, ზემოთ აიხედოთ! ერთი! – საიდანღაც ხელში რევოლვერი გაუჩნდა, – ორი! – რევოლვერს მაღლა ააწევინა ტუჩი და იყვირა, – სამი! – განათდა, დაიქუხა და იმავ წამს გუმბათიდან, ტრაპეციებს შორის, დარბაზისაკენ ყვინთვით ჩამოშვავდა თეთრი ქაღალდები.



ქაღალდი ბზრიალებდა, აქეთ-იქით დაფარფატებდა, იარუსებზე ეცემოდა, ორკესტრსა და სცენაზე იბნეოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ფულის წვიმამ იმძლავრა, სავარძლებს უწია და მაყურებლები სკამებიდან წამოხტნენ.



ჰაერში ათასობით ხელი აღმართულიყო, ხალხი ქაღალდებს შუქზე ამოწმებდა და ძალზე სარწმუნო და ჭეშმარიტ ნიშნებს არჩევდა. არც სუნი აეჭვებდა: ეს იყო ყველა დანარჩენთან შეუდარებელი, ახლახან მოჭრილი ფულის სუნი. დარბაზი ჯერ მხიარულებამ, შემდეგ კი გაოცებამ მოიცვა. ყოველი მხრიდან ისმოდა სიტყვა: „თუმნიანები, თუმნიანები!“ ვიღაც ქოთქოთებდა: „აჰ, აჰ!“ მხიარულად იცინოდა... ზოგ-ზოგები უკვე გასასვლელებში დახოხავდნენ და სავარძლებს ქვევით დაეძებდნენ ფულს. ზოგი სავარძლებზე შემდგარიყო და მობზრიალე, ჭირვეულ ქაღალდებს იჭერდა.



მილიციელებს თანდათან გაოცება გამოეხატათ სახეზე, მსახიობები კი უკვე მოურიდებულად იჭყიტებოდნენ კულისებიდან.



ბელეტაჟიდან ხმა გაისმა: „რას ეცი? ჩემია! ჩემკენ მოფრინავდა!“ მერე მეორემ უპასუხა:



„ხელს ნუ იკვრევინები, თორემ ისეთს გაგკრავ!“ იმავ წამს სილის გაწვნის ხმაც გაისმა, ბელეტაჟში მაშინვე მილიციელის შლემი გაკრთა და ვიღაც გაიყვანეს.



საერთო აღგზნება მატულობდა და გაურკვეველია, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ფაგოტს სულის ერთი შებერვით რომ არ შეეწყვიტა ფულის წვიმა.



ორმა ახალგაზრდა კაცმა მრავალმნიშვნელოვნად და მხიარულად გადახედა ერთმანეთს, დარბაზიდან გავიდნენ და პირდაპირ ბუფეტისკენ გაემართნენ. თეატრი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



130



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ბუბუნებდა, მაყურებლებს თვალები უელავდათ. დიახ, დიახ, არავინ უწყის, რა მოხდებოდა, ბენგალსკის რომ არ ემარჯვა და არ შერხეულიყო. სიმხნევის მოკრება სცადა, ჩვეულებისამებრ, ხელები მოიფშვნიტა და მთელი ხმით დასჭექა:



– როგორც ხედავთ, მოქალაქენო, ახლა ყველამ ერთად ვნახეთ, ეგრეთ წოდებული, მასობრივი ჰიპნოზი. ეს წმინდა მეცნიერული ცდა გახლავთ, რომელიც დიდებულად ამტკიცებს, რომ არავითარი სასწაული და ჯადოქრობა არ არსებობს. მოდი, ვთხოვოთ მაესტრო ვოლანდს, ცდა გამოააშკარავოს. თქვენ ახლა ნახავთ, მოქალაქენო, რომ ეს, ეგრეთ წოდებული ფული, ისევე თვალის დახამხამებაში გაქრება, როგორც გაჩნდა.



მან ტაში დასცხო, მაგრამ მხარი არავის აუბამს, ბენგალსკის სახეზე დაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა თვალებში სულაც არ ეტყობოდა ეს დაჯერებულობა, უფრო მუდარა ჩანდა.



საზოგადოებას ბენგალსკის ნათქვამი არ ეჭაშნიკა, სრული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც კუბოკრულმა ფაგოტმა დაარღვია.



– ეს ისევ, ეგრეთ წოდებული ტყუილის ცდაა, – გამოაცხადა მაღალი, კიკინა ხმით, – ფული,



მოქალაქენო, ნამდვილია!



– ბრავო! – სადღაც მაღლიდან იღრიალა ბასმა.



– სხვათა შორის, ამან, – ბენგალსკიზე მიუთითა ფაგოტმა, – კარგა გვარიანად მომაბეზრა თავი. არამკითხე მოამბესავით ყველგან ეჩრება და ყალბი შენიშვნებით ხელს გვიშლის სეანსის ჩატარებაში. რა შეიძლება მოვუხერხოთ?



– თავი წავაცალოთ! – იარუსიდან მკაცრად იყვირა ვიღაცამ.



– რა ბრძანეთ? რაო? – მაშინვე გამოეხმაურა ამ უგვან წინადადებას ფაგოტი, – თავი წავაცალოთ? კარგი აზრია! ბეჰემოთ! – უყვირა კატას, – შეასრულე! აინ, ცვაი, დრაი!



და თვალით უნახავი რამ მოხდა. შავ კატას ბეწვი აეყალყა, გულისგამგმირავად დაიჩხავლა, შემდეგ აიბუზა, ბენგალსკის ფოცხვერივით შეახტა მკერდზე და იქიდან თავზე აინაცვლა. აკრუტუნებული კატა ფუმფულა თათებით სწვდა კონფერანსიეს გამეჩხერებულ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



131



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



ქოჩორს, ველურად დაიჩხავლა და ორი ბრუნით მოაწყვიტა თავი მსხვილი კისრიდან.



თეატრში ორი ათასმა კაცმა ერთად იყვირა. კისრის მოწყვეტილი არტერიებიდან სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა და პერანგის გულისპირსა და ფრაკზე ჩამოიღვარა. უთავო სხეულს როგორღაც უაზროდ გაებლანდა ფეხები და იატაკზე ჩაიჩოქა. დარბაზში ქალების ისტერიული კივილი გაისმა, კატამ ფაგოტს გადასცა თავი, მან თმით აქაჩა და დარბაზს დაანახვა, და ამ თავმა მთელი დარბაზის გასაგონად, განწირული ხმით იყვირა:



– ექიმი!



– კიდევ იტყვი სისულელეებს? – ატირებულ თავს მრისხანედ ჰკითხა ფაგოტმა.



– მეტს აღარ ვიზამ! – ახრიალდა თავი.



– ღვთის გულისათვის, ნუ აწამებთ! – უეცრად დარბაზში გამეფებული გუგუნი გადაფარა ლოჟიდან მონადენმა ქალის ხმამ და ჯადოქარმა ამ ხმისკენ იბრუნა პირი.



– რა ვქნათ, მოქალაქენო, ვაპატიოთ თუ არა? – დარბაზს დაეკითხა ფაგოტი.



– ვაპატიოთ! ვაპატიოთ! – ჯერ კანტიკუნტად გაისმა ქალების ხმა, შემდეგ კი ერთხმად მამაკაცებიც შეუერთდნენ.



– რას მიბრძანებთ, მესირ? – ნიღაბაფარებულს ჰკითხა ფაგოტმა.



– რას იზამ, – უპასუხა დაფიქრებულმა ვოლანდმა, – ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უყვართ ფული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე იყო... კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც უნდა იყოს ის გაკეთებული, ტყავისგან, ქაღალდისგან, ბრინჯისა თუ ოქროსაგან. კიდევ, თავქარიანებიც არიან... მერე რა მოხდა? მოწყალებაც ხანდახან გაუფაჩუნდებათ ხოლმე გულში... ჩვეულებრივი ხალხია... არსებითად იმ ძველებს მაგონებენ... ოღონდ ცოტათი საბინაო საკითხმა გააფუჭა... – და ხმამაღლა დასძინა, – თავი მოარგეთ!



კატამ გულდაგულ დაუმიზნა, თავი მოარგო, ისიც წამის უსწრაფესად შეეზარდა კისერს, თითქოს არც არასოდეს მოუშორებიათო. უფრო მეტიც, ნაჭრილობევიც კი არ დააჩნდა. კატამ თათებით ჩამოუბერტყა ბენგალსკის ფრაკი და გულისპირი. სისხლის კვალი გაქრა. ფაგოტმა იატაკზე მჯდარი ბენგალსკი ფეხზე წამოაყენა, ფრაკის ჯიბეში თუმნიანების შეკვრა ჩაუჩურთა და სცენიდან გააბრძანა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



132



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



– თავიდან მომწყდით! უთქვენოდ უფრო საინტერესოა!



კონფერანსიე უაზროდ აცეცებდა თვალებს, ძლივძლივობით, ლასლასით მიაღწია სახანძრო საგუშაგოს და იქ გახდა ცუდად, საცოდავად იყვირა:



– თავი, ჩემი თავი დამიბრუნეთ!



სხვებთან ერთად მასთან რიმსკიც მიიჭრა, კონფერანსიე ქვითინებდა, ჰაერში რაღაცას ებღაუჭებოდა ხელით და ლუღლუღებდა:



– ჩემი თავი დამიბრუნეთ! თავი დამიბრუნეთ! ბინა წაიღეთ, სურათებიც, ოღონდ თავი დამიბრუნეთ!



შიკრიკი მაშინვე ექიმის მოსაყვანად გაიქცა. მსახიობებმა სცადეს ბენგალსკი საპირფარეშოში ტახტზე დაეწვინათ, ის კი გადარეულივით იქნევდა ხელ-ფეხს, ვერა და ვერ დააწყნარეს. სასწრაფოს გამოძახება დასჭირდათ. როცა უბედური კონფერანსიე წაიყვანეს, რიმსკი ისევ სცენაზე დაბრუნდა და დაინახა, რომ იქ ახალი სასწაული ხდებოდა. დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ იმ დროისთვის, ან იქნებ უფრო ადრეც, ჯადოქარი თავისი გაქუცული სავარძლიანად გაქრა სცენიდან, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, ფაგოტის წყალობით სცენაზე დატრიალებული უჩვეულო ამბებით გატაცებულმა მაყურებელმა მისი გაქრობა ვერც კი შენიშნა.



მას შემდეგ, რაც დაზარალებული კონფერანსიე სცენიდან გაისტუმრა, ფაგოტმა საზოგადოებას აუწყა:



– ახლა კი, რაკი ეს აბეზარი მოვიშორეთ, მოდი, ქალთა მაღაზია გავხსნათ.



მაყურებელმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ სცენის იატაკი სპარსული ნოხებით დაიფარა. კულისებიდან მომწვანო მილებით განათებული უშველებელი სარკეები და ამ სარკეებს შუა დახლები გაჩნდა, ამ დახლებზე კი სასიამოვნოდ გაოგნებულმა მაყურებელმა სხვადასხვა ფერისა და შეკერილობის ფრანგული ტანსაცმელი დაინახა. ეს მხოლოდ ერთ დახლზე, მეორეზე – სხვადასხვა ფერის ქუდები დახვავდა – ბუმბულიანი, უბუმბულო, ბალთებით და უბალთოდ, მესამეზე – ფეხსაცმელები ეწყო – შავი, თეთრი, ყვითელი, ტყავის, ატლასის, ნატის, გადასაჭერებიანი, ძვირფასთვლიანები. ფეხსაცმელებს შორის ყუთებიც ეწყო და შიგ მოციმციმე წახნაგთა შუქით ბრწყინავდა ბროლის ბოთლები, იქვე იდგა ანტილოპის ტყავის, ნატის და აბრეშუმის ჩანთების, პომადის მოგრძო, ოქროთი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



133



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



მოჭიქული ბუდეების მთა.



ეშმაკმა უწყის, საიდან გაჩნდა შავკაბიანი, წითური ქალი, ყველაფრით მიმზიდველი რომ იყო, ოღონდ ყელზე შერჩენილი ნაიარევი ამახინჯებდა, ქალი დახლებს შორის დადიოდა და დიასახლისივით იღიმებოდა.



ფაგოტმა დათაფლული ღიმილით გამოაცხადა, რომ ფირმა სრულიად უსასყიდლოდ ცვლიდა ძველ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ფრანგული კაბებითა და ფრანგული ფეხსაცმლით. იგივე ეხებოდა ჩანთებს, სუნამოებს და ათას წვრილმანს.



კატა უკანა ფეხებს ერთმანეთს ურტყამდა, წინა თათებს კი რაღაცნაირად იქნევდა, როგორც შვეიცარებს სჩვევიათ კარის გაღებისას.



ქალი ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ სასიამოვნო ხმით ღუღუნებდა, რაღაც ნაკლებგასაგებ სიტყვებს წარმოთქვამდა, მაგრამ როგორც იქ დამსწრე ქალებს შეეტყოთ სახეზე, ამ სიტყვების მნიშვნელობა ყველამ იცოდა.



– გარლენი, შანელი, ნომერი ხუთი, მიცუკო, ნარსის ნუარი, საღამოს კაბები, კაბა- კოქტეილი...



ფაგოტი კანიდან ძვრებოდა, კატა მაყურებლებს თავს უკრავდა, ქალი შემინულ ვიტრინებს ხსნიდა.



– გთხოვთ! – ღრიალებდა ფაგოტი, – ნუ შეგრცხვებათ და ნუ მოგერიდებათ!



საზოგადოება ღელავდა, მაგრამ სცენაზე ასვლა ჯერ ვერავის გაებედა. ბოლოს ვიღაც ხორბლისფერთმიანი ქალი პარტერის მეათე რიგიდან წამოდგა. ისე გაიღიმა, თითქოს მისთვის სულერთი იყო ყველაფერი, საერთოდ, კარგა ხანია ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, წამოვიდა და გვერდითი ტრაპით ავიდა სცენაზე.



– ბრავო! – იყვირა ფაგოტმა, – მივესალმებით პირველ მყიდველს! ბეჰემოთ, სავარძელი! ფეხსაცმლით დავიწყოთ, ქალბატონო!



ხორბლისფერთმიანი სავარძელში ჩაჯდა და ფაგოტმა იმავ წამს ფეხსაცმლის გროვა დაახვავა ნოხზე.



ქალმა მარჯვენა ფეხსაცმელი გაიხადა, იასამნისფერი ჩაიცვა, ნოხზე რამდენჯერმე



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



134



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



დაჰკრა ფეხი და ქუსლი შეათვალიერა.

– ხომ არ მომიჭერს? – იჭვნეულად იკითხა ქალმა. ნაწყენმა ფაგოტმა წამოიძახა: – რას ბრძანებთ! რას ბრძანებთ! – განაწყენებული კატაც აკნავლდა.



– ამ ფეხსაცმელს ავიღებ, მერსი, – თქვა ქალმა და მეორეც ღირსების გრძნობით მოირგო. ქალის ძველი ფეხსაცმელი ფარდის უკან მოისროლეს, იქითვე წავიდა ხორბლისფერთმიანიც



– დიასახლისისა და ფაგოტის თანხლებით, რომელსაც სამხრეებზე ჩამოკიდებული



რამდენიმე სამოდელო კაბა მიჰქონდა გასასინჯისკენ. კატა სცენაზე მირბი-მორბოდა, ყველას ეხმარებოდა და მეტი სოლიდურობისათვის, კისერზე სანტიმეტრიც კი ჩამოიკონწიალა.



წუთის შემდეგ ფარდის უკნიდან ხორბლისფერთმიანი ქალი გამოვიდა, ისეთი კაბა ეცვა, რომ პარტერს ოხვრამ გადაუარა, საოცრად დამშვენებული ქალი სარკესთან შედგა, გაშიშვლებული მხრები შეატოკა, კეფაზე თმა შეისწორა დ უკან გადაიხარა – ზურგის დასანახად.



– ფირმა გთხოვთ, ესეც საჩუქრად მიიღოთ ჩვენგან! – უთხრა ფაგოტმა და ხორბლისფერთმიანს სუნამოს გადახსნილი ყუთი მიაწოდა.



– მერსი, – ამაყად უპასუხა ხორბლისფერთმიანმა და ტრაპით პარტერში დაეშვა. ვიდრე მიდიოდა, მაყურებლები ადგილებიდან დგებოდნენ და სუნამოს ყუთს აკვირდებიდნენ.



მაშინ კი საბოლოოდ გადმოსკდა მოთმინების ფიალა და სცენისკენ ყოველი მხრიდან დაიძრნენ ქალები. საერთო გნიასში, სიცილსა და კვნესაში, მამაკაცის ხმაც გაისმა: „ასვლა არ გაბედო!“ შემდეგ ქალის: „დესპოტო, უმეცარო, ხელს მომტეხ!“ ქალები ფარდის უკან ქრებოდნენ, საკუთარ ტანსაცმელს ტოვებდნენ და მორთულ-მოკაზმულები ბრუნდებოდნენ. ოქროსფეხებიან ტაბურეტებზე ქალები ისხდნენ, ახალ ფეხსაცმელს ირგებდნენ და ნოხს ენერგიულად უტყაპუნებდნენ ფეხებს. მუხლმოდრეკილი ფაგოტი რქის მაშველს აბზრიალებდა ხელში და ქალებს ფეხსაცმლის ჩაცმაში ეხმარებოდა; ჩანთებისა და ფეხსაცმელების ყუთების სიმძიმით წელში გაზნექილი კატა ვიტრინებისკენ მირბოდა, მერე ისევ ტაბურეტებთან ბრუნდებოდა, ყელნაიარევი ქალი ხან გამოჩნდებოდა, ხან ისევ თვალს



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



135



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



მიეფარებოდა, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, მხოლოდ ფრანგულადღა ჟღურტულებდა და გასაოცარი იყო, რომ ქალებს მაინც ესმოდათ ყველაფერი, იმათაც, ერთი ღერი ფრანგული რომ არ იცოდნენ.



საერთო გაოცება ვიღაც კაცმა გამოიწვია, რომელიც სცენისკენ მიიწევდა. მან განაცხადა, რომ მისი მეუღლე გაციებულიყო და ამიტომაც ითხოვდა, რაიმე გაეგზავნათ მისთვის. ხოლო იმის დასამტკიცებლად, მართლა ცოლიანი რომ იყო, მოქალაქე პასპორტის წარმოდგენას აპირებდა. მზრუნველი ქმრის განცხადებას დარბაზი ხარხარით შეეგება. ფაგოტი აღრიალდა, რომ უპასპორტოდაც, საკუთარი თავივით ენდობოდა ამ მოქალაქეს და ორი წყვილი აბრეშუმის წინდა გადასცა, კატამ კი, თავის მხრივ, პომადა აჩუქა.



დაგვიანებული ქალები სცენისკენ მიიწევდნენ, სცენიდან კი საღამურ კაბებში, დრაკონებით მოჩითულ პიჟამებში, მკაცრ კოსტიუმებში გამოწყობილი, შლაპიანი ბედნიერი ქალები ჩამოდიოდნენ.



უცებ ფაგოტმა განაცხადა, რომ დროის სიმცირის გამო, ერთ წუთში მაღაზია ხვალამდე იკეტებოდა და სცენაზე წარმოუდგენელი აურზაური დაიწყო. ქალები სწრაფად, მოუზომებლად იტაცებდნენ ფეხსაცმელებს, ერთი ქარიშხალივით გაიჭრა ფარდის უკან, ტანსაცმელი გაიძრო და იმას სწვდა, რაც ხელში მოხვდა – უზარმაზარი თაიგულებით მოჩითული აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და სუნამოს ორი ყუთის აღებაც მოასწრო.



ზუსტად ერთი წუთის შემდეგ რევოლვერის ზათქი გაისმა, სარკეები გაქრა, სადღაც შთაინთქა ვიტრინები და სავარძლები, ნოხი და ფარდები ჰაერში გალღვა. უკანასკნელად ნახმარი კაბებისა და ფეხსაცმელების მაღალი გორა გაქრა და სცენა ისევ მკაცრი, ცარიელი და შიშველი დარჩა.



და სწორედ ამ დროს ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა.



სასიამოვნო, მჭექარე და ძალზე დაჟინებული ბარიტონი გაისმა No 2 ლოჟიდან.



– მოქალაქე მსახიობო, მაინც სასურველი იქნებოდა, სასწრაფოდ გამოგეაშკარავებინათ თქვენი ფოკუსების ტექნიკა, განსაკუთრებით ის ნაწილი, ფულს რომ შეეხება. სასურველი იქნებოდა, კონფერანსიეც დაგებრუნებინათ სცენაზე. მისი ბედი ყველას ადარდებს.



ბარიტონი სხვას კი არა, დღევანდელი საღამოს საპატიო სტუმარს, არკადი აპოლონოვიჩ სემპლიაროვს ეკუთვნოდა, მოსკოვის თეატრალური აკუსტიკური კომისიის



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



136



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



თავმჯდომარეს.



არკადი აპოლონოვიჩი ლოჟაში ორ ქალთან ერთად იჯდა: ერთ მათგანს – ასაკოვან ქალს, ძალზე ძვირფასი და მოდაზე შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, მეორეს – ახალგაზრდას და თვალწარმტაცს – შედარებით სადად. პირველი, როგორც მალევე, ოქმის შედგენისას გაირკვა, არკადი აპოლონოვიჩის მეუღლე იყო, მეორე კი – მისი შორეული ნათესავი, დამწყები და იმედის მომცემი მსახიობი, რომელიც სარატოვიდან ჩამოსულიყო და არკადი ივანოვიჩისა და მისი მეუღლის სახლში ცხოვრობდა.



– პარდონ! – გაეხმიანა ფაგოტი, – მაპატიეთ, აქ არაფერია გამოსააშკარავებელი, ისედაც ყველაფერი ნათელია.



– არა, ცდებით! სწორედაც გამოაშკარავებაა საჭირო! უამისოდ თქვენი ბრწყინვალე ნომრები უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენს: მაყურებელთა მასა განმარტებას მოითხოვს.



– მაყურებელთა მასას, – სიტყვა შეაწყვეტინა თავხედმა მასხარამ, – ვგონებ, არაფერი განუცხადებია. მაგრამ ყურად ვიღებთ თქვენს დიდად პატივსაცემ სურვილს, არკადი აპოლონოვიჩ, და, თუ გნებავთ, ყველაფერს გამოვააშკარავებთ. ამისათვის, ნება მომეცით, კიდევ ერთი პატარა ნომერი შემოგთავაზოთ.



– რატომაც არა, – ქედმაღლურად უპასუხა არკადი აპოლონოვიჩმა, – მაგრამ აუცილებლად გამოაშკარავებით!



– მესმის, მესმის. თუ ასეა, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, გუშინ საღამოს სად ბრძანდებოდით, არკადი აპოლონოვიჩ?



ამ უადგილო, უფრო მეტიც, თავხედური კითხვის საპასუხოდ, არკადი აპოლონოვიჩს სახე ეცვალა და გვარიანადაც ეცვალა.



– არკადი აპოლონოვიჩი გუშინ საღამოს აკუსტიკური კომისიის თათბირზე ბრძანდებოდა, – მედიდურად განაცხადა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ, – მაგრამ ვერ გამიგია, რა კავშირი აქვს ამას ჯადოქრობასთან?



– დიახ, მადამ, – დაუმოწმა ფაგოტმა, – ბუნებრივია, თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თათბირის თაობაზე კი ნამდვილად ცდებით. აღნიშნულ თათბირზე გამგზავრებულმა არკადი აპოლონოვიჩმა, სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ ეს თათბირი საერთოდ არ იყო გუშინ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



137



თავი მეთორმეტე - შავი მაგია და მისი გამოაშკარავება



დანიშნული, ჩისტი პრუდებზე, აკუსტიკური კომისიის შენობასთან დაითხოვა თავისი მძღოლი (დარბაზი გაისუსა), ავტობუსით გაემგზავრა ელოხოვის ქუჩაზე, რაიონული თეატრის მსახიობ ქალს, მილიცა ანდრეევნა პოკობატკოს ესტუმრა და მასთან თითქმის ოთხი საათი დაჰყო.



– ოჰ! – ტანჯვით ამოიკვნესა ვიღაცამ გამეფებულ სიჩუმეში.



არკადი აპოლონოვიჩის ახალგაზრდა ნათესავმა ქალმა კი უეცრად დაგუდული და საშინელი ხმით გადაიხარხარა.



– გასაგებია! – იყვირა მან, – ამას დიდი ხანია ვეჭვობდი. ახლა კი ნათელია, რატომ მიიღო იმ უნიჭომ ლუიზას როლი!



მოულოდნელად მოკლე, მაგრამ სქელი ლილისფერი ქოლგა მოიქნია და არკადი ივანოვიჩს თავში ჩასცხო.



იმ უნამუსო ფაგოტმა, იმავე კაროვიევმა, კი იყვირა:



– აი, პატივცემულო მოქალაქენო, გამოაშკარავების ერთ-ერთი შემთხვევა, რასაც ასეთი დაჟინებით მოითხოვდა არკადი აპოლონოვიჩი!



– არკადი აპოლონოვიჩისთვის ხელის შეხება როგორ გაბედე, შე უნამუსოვ! – მრისხანედ იკითხა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ და ლოჟაში გოლიათური სხეულით წამოიმართა.



ახალგაზრდა ნათესავი ქალის ხანმოკლე სატანურმა სიცილმა შეაზანზარა დარბაზი.



– ვინ-ვინ და, – ხარხარით უპასუხა მან, – მე ნამდვილად მაქვს უფლება, ხელი შევახო! – და მეორედაც გაისმა არკადი აპოლონოვიჩის თავზე ასხლეტილი ქოლგის მშრალი ტკაცანი.



– მილიცია, დააკავეთ! – ისეთი საზარელი ხმით იკივლა არკადი აპოლონოვიჩის მეუღლემ, რომ მაყურებლებს სული ფეხებში გაეპარათ.



ამასობაში კატაც მიიჭრა რამპასთან და უცებ მთელი თეატრის გასაგონად, ადამიანის ხმით დაიჩხავლა:



– სეანსი დამთავრებულია! მაესტრო, მოსხიპეთ მარში!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



138



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



დაბნეულმა დირიჟორმა ჯოხი აიქნია და ორკესტრმა კი არ დაუკრა და არც დასჭექა, სწორედ, კატის უგვანო გამოთქმისა არ იყოს, მართლაც რომ მოსხიპა რაღაც წარმოუდგენელი, აღვირახსნილობით სრულიად განუმეორებელი მარში.



თითქოს წამით გახმიანდა კიდეც ოდესღაც, სამხრეთის ვარსკვლავებს ქვეშ, კაფეშანტანებში დაქუხებული რაღაც ნაკლებგასაგები და თავაწყვეტილი ამ მარშის სიტყვები:



Его превосходительство Любил домашних птиц:

И брал под покровительство Хорошеньких девиц!!!4



ანდა ეგებ არც ეს სიტყვები იყო. იყო სულ სხვა, ოღონდ ამავე მუსიკის თანხლებით, რაღაც უკიდურესად უწმაწური. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ იმ წუთიდან ვარიეტე ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. სემპლიაროვის ლოჟისკენ მილიცია მირბოდა, მოაჯირებზე ცნობისმოყვარენი ძვრებოდნენ, ყოველმხრივ ჯოჯოხეთური სიცილი და შეშლილი ყვირილი ისმოდა და ამ ყველაფერს ორკესტრის თეფშების ოქროსფერი ჟღრიალი ფარავდა.



სცენა თვალსა და ხელს შუა დაცარიელდა. ის ფოლორცი ფაგოტი და თავხედი კატაც ჰაერში გალღვნენ და ისევე გაქრნენ, როგორც მანამდე გაქრა ჯადოქარი, თავისი გაქუცული სავარძლიანად.



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



როგორც მოგახსენეთ, უცნობმა თითი დაუქნია ივანს და ჩაიჩურჩულა: „ჩუუუ!“



ივანმა საწოლიდან გადმოყო ფეხები და დააკვირდა. აივნიდან ოთახში გაპარსული, მუქთმიანი, ცხვირპაჭუა, თვალებდაცეცებული და შუბლზე ქოჩორჩამოყრილი, დაახლოებით ოცდათვრამეტი წლის მამაკაცი იცქირებოდა.



იდუმალი სტუმარი დარწმუნდა, ივანი მარტო რომ იყო, ხმებს მიაყურადა, გათამამდა და ოთახში შემოაბიჯა. და მხოლოდ მაშინღა შენიშნა ივანმა, რომ მოსულს საავადმყოფოს ტანსაცმელი ეცვა. შიშველ ფეხზე ამოეცვა ფეხსაცმელი, საცვლების ამარა იყო და ზედ საავადმყოფოს წაბლისფერი ხალათი შემოესხა. მოსულმა თვალი ჩაუკრა ივანს, გასაღების ასხმა ჯიბეში დამალა, ჩურჩულით დაეკითხა: „შეიძლება დავჯდე?“ და თანხმობის ნიშნად



4 მისი უდიდებულესობა გულგრილად ვერ უცქეროდა თავის ქათმებს, ამიტომაც მუდამ მზრუნველობდა ლამაზ-ლამაზ ქალებს!!! (რუს.).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



139



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



თავის კანტური რომ შენიშნა, სავარძელში მოკალათდა.



– აქ როგორ გაჩნდით? – ჩურჩულით ჰკითხა მბრძანებლურ, მკაცრ თითს დამორჩილებულმა ივანმა, – აივნის თეჯირი ხომ დაკეტილია?



– თეჯირი დაკეტილია, – დაუმოწმა სტუმარმა, – პრასკოვია ფიოდოროვნა კი, უსაყვარლესი, მაგრამ ვაი, რომ დაბნეული ქალია. ერთი თვის წინ გასაღების ასხმა მოვპარე და მას შემდეგ საშუალება მომეცა, საერთო აივანზე გამოვსულიყავი. ეს აივანი მთელ სართულს გასდევს და ხანდახან მეზობლების მონახულებაც შემიძლია.



– რადგანაც აივანზე შეგიძლიათ გასვლა, გაქცევასაც მოახერხებთ, თუ მაღალია? – დაეკითხა ივანი.



– არა, – მკაცრად უპასუხა სტუმარმა, – აქედან იმიტომ კი არ გავრბივარ, რომ მაღალია, უბრალოდ, გასაქცევი არსად მაქვს, – და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინა, – ვსხედვართ?



– ვსხედვართ, – უპასუხა ივანმა და მოსულის მუქთაფლისფერ, შფოთიან თვალებს დააკვირდა.



– ჰო, მართლა... – უეცრად აღელდა სტუმარი, – თქვენ, იმედი მაქვს, შლეგი არ ბრძანდებით. იცით, მე ხმაურს, ალიაქოთს, ძალადობას და ამის მსგავს ამბებს ვერ ვიტან. განსაკუთრებთ, ადამიანის ყვირილის ატანა მიჭირს, სულერთია, ტანჯვით ყვირის, გააფთრებით თუ სხვა მიზეზით. დამამშვიდეთ, მითხარით, რომ შლეგი არ ხართ.



– გუშინ რესტორანში ერთ ტიპს მოვდე სიფათში, – ვაჟკაცურად აღიარა გადასხვაფერებულმა ივანმა.



– მიზეზი? – მკაცრად ჰკითხა სტუმარმა.



– გულახდილად უნდა გითხრათ, უმიზეზოდ, – დაირცხვინა ივანმა.



– რა უმსგავსობაა, – განაჩენი გამოუტანა სტუმარმა და დასძინა, – ამას გარდა, ასე რატომ ამბობთ: სიფათში მოვდე? ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, რა აქვს ადამიანს, სიფათი თუ სახე? ვგონებ, უფრო სახე. ასე რომ, მუშტებით... მოდი, ასეთ ქცევას მოეშვით და, აღარასოდეს...



კარგად რომ გამოთათხა, სტუმარმა ისევ ჩაძიებით ჰკითხა:



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



140



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



– რა პროფესიის ხართ?



– პოეტი გახლავართ, – რატომღაც უწადილოდ აღიარა ივანმა. მოსული დანაღვლიანდა.



– ოჰ, როგორ არ მიმართლებს! – წამოიძახა მან, მაგრამ მაშინვე მოეგო გონს, ბოდიში მოიხადა და იკითხა, – რა გვარი ბრძანდებით?



– უსახლკარო.

– ეჰ, ეჰ... – შუბლი შეიკრა სტუმარმა.

– თქვენ რა, ჩემი ლექსები არ მოგწონთ? – ჰკითხა ივანმა.

– ძალიან არ მომწონს.

– რომელი წაგიკითხავთ?

– საერთოდ არ წამიკითხავს! – უთხრა სტუმარმა და განერვიულდა. – აბა, ასე რატომ ამბობთ?



– მერე რა მოხდა? – უპასუხა სტუმარმა, – სხვების ლექსები ხომ წამკითხავს? თუმცა... სასწაულს თუ დავიჯერებთ... კარგი, თანახმა ვარ, სიტყვაზე გენდოთ, მითხარით, კარგ ლექსებს წერთ?



    –  საშინელს! – უეცრად თამამად და გულღიად აღიარა ივანმა.



    –  ნუღა დაწერთ! – შეევედრა მოსული.



    –  პირობას გაძლევთ და ვფიცავ! – საზეიმოდ შეჰფიცა ივანმა.



    ფიცი ხელის ჩამორთმევით განამტკიცეს და სწორედ იმწამს, დერეფნიდან მსუბუქი ნაბიჯის ხმა და რაღაც ხმაური გაისმა.



    – ჩუ, – ჩაიჩურჩულა სტუმარმა, აივანზე გახტა და თეჯირი მიხურა.

    პრასკოვია ფიოდოროვნამ შემოიხედა, ივანს ჰკითხა, თავს როგორ გრძნობდა და



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



141



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



როგორ ეწადა დაძინება – შუქით თუ უშუქოდ. ივანმა სთხოვა, შუქი დაეტოვებინა, პრასკოვია ფიოდოროვნამ ავადმყოფს ღამე მშვიდობისა უსურვა და კარი გაიხურა. და როცა ყველაფერი მიყუჩდა, ისევ დაბრუნდა სტუმარი.



მან ჩურჩულით აცნობა ივანს, რომ 119-ე ოთახში ახალი ავადმყოფი მოეყვანათ, ერთი ზონზროხა, სახეაჭარხლებული ტიპი, რომელიც თურმე, რაღაცას უსასრულოდ ბურდღუნებდა ვალუტასა და ვენტილაციაზე და იფიცებდა, ჩვენთან, სადოვაიაზე, უწმინდურმა ძალამ დაისადგურაო.



– პუშკინს ლანძღავს უსაშველოდ და ყვირის: „კუროლესოვ, ბის, ბის!“ – უყვებოდა შეწუხებული სტუმარი, შემდეგ დამშვიდდა, დაჯდა და თქვა, – თუმცა, ღმერთი იყოს მისი შემწე, – და ივანთან საუბარი განაგრძო, – ახლა ისიც მითხარით, აქ რამ მოგიყვანათ?



– პონტოელმა პილატემ, – უპასუხა ივანმა და მოღუშული დააჩერდა იატაკს.



– როგორ?! – იყვირა სტუმარმა, მაგრამ ანაზდად მიხვდა, რომ ძალიან ხმამაღლა მოუვიდა და თვითონვე აიფარა პირზე ხელი, – რა თავზარდამცემი დამთხვევაა! გემუდარებით, გემუდარებით, მიამბეთ!



ივანი რატომღაც ნდობით განიმსჭვალა უცნობისადმი და ჯერ ბორძიკ-ბორძიკით და მორცხვად, შემდეგ კი უფრო თამამად დაიწყო მოყოლა, რა მოხდა გუშინ პატრიარქთა ტბორებზე. დიახ, მადლიერი მსმენელი შეიძინა ივან ნიკოლაევიჩმა გასაღების იდუმალი მფლობელის სახით! სტუმარი გიჟად არ თვლიდა ივანს, უდიდესი გულისყურით უსმენდა და ამ მოთხრობის განვითარების კვალად, თანდათან აღტაცებამაც შეიპყრო, ხან თხრობასაც აწყვეტინებდა ხოლმე:



– მერე, მერე! რა მოხდა, განაგრძეთ, გემუდარებით! ოღონდ, ღვთის გულისათვის, არაფერი გამოგრჩეთ!



ივანი დაწვრილებით ყვებოდა, ასე უფრო უადვილდებოდა თხრობა და თანდათან იმ ადგილსაც მიაღწია, როცა პილატე პონტოელმა სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით სვეტოვანში შემოაბიჯა.



სტუმარმა მლოცველივით აღაპყრო ხელი და ჩაიჩურჩულა: – ო, როგორ გამოვიცანი! ო, როგორ მივხვდი ყველაფერს!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



142



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



ბერლიოზის სიკვდილის აღწერას მსმენელმა იდუმალი შენიშვნა დაურთო, თან ბოროტად აუციმციმდა თვალები.



– მხოლოდ იმას ვნანობ, ბერლიოზის ნაცვლად კრიტიკოსი ლატუნსკი ან ლიტერატორი მსტისლავ ლავროვიჩი რომ არ იყვნენ, – და გააფთრებით, მაგრამ მაინც ხმადაბლა სთხოვა, – განაგრძეთ!



იმ ამბავმა, კატა კონდუქტორს ფულს რომ უხდიდა, ერთობ გაამხიარულა სტუმარი, ლამის სულიც კი შეეხუთა სიცილისაგან, როცა დაინახა, მონათხრობით აღელვებული, ჩაკუნცხული ივანი, კატასავით როგორ დახტოდა და შაურიანს ისვამდა ულვაშზე.



– აი, ასე აღმოვჩნდი აქ, – თქვა ბოლოს გრიბოედოვში მომხდარი ამბის აღწერით დანაღვლიანებულმა და მოქუფრულმა ივანმა.



სტუმარმა თანაგრძნობით დაადო მხარზე ხელი საბრალო პოეტს და ასე უთხრა:



– უბედურო პოეტო! თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ თავად ხართ დამნაშავე. ასე თავისუფლად და, უფრო მეტიც, თავხედურად არ უნდა მოქცეოდით, აკი გადაგიხადათ კიდეც სამაგიერო? მადლობა ღმერთს, შედარებით იოლად გადარჩენილხართ.



– ბოლოს და ბოლოს, ასეთი ვინ არის? – მუშტები აიქნია გაბრაზებულმა ივანმა. სტუმარმა ივანს შეხედა და კითხვითვე უპასუხა:



– არ განერვიულდებით? აქ ცოტა საშიში ხალხი ვართ... ექიმის გამოძახება, ნემსები და ათასი სისულელე არ დაგჭირდებათ?



– არა, არა! – იყვირა ივანმა, – მითხარით, ვინ არის?

– კეთილი, – უპასუხა სტუმარმა და დამაჯერებლად, დამარცვლით უთხრა, – გუშინ, პატრიარქთა ტბორებზე, თქვენ სატანას შეხვდით.

ივანი შეპირებისამებრ, არ განერვიულებულა, მაგრამ უკიდურესად კი გაოცდა.

– ეგ შეუძლებელია! ეშმაკი არ არსებობს!

– თქვენი გამკვირვებია! ვინ-ვინ და თქვენ მაინც არ უნდა ამბობდეთ ამას. ვგონებ, თქვენ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



143



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



იყავით ერთი პირველთაგანი, ვინც მისი ძალა იწვნია. ახლა ზიხართ აქ, ბოდიში მომითხოვია და, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მიმტკიცებთ, რომ ეშმაკი არ არსებობს. დამეთანხმეთ, ცოტა უცნაურია!



დაბნეული ივანი დადუმდა.



– როგორც კი მისი აღწერა დაიწყეთ, – განაგრძო სტუმარმა, – მაშინვე მივხვდი, ვისთან გქონდათ საუბრის ბედნიერება. მართალი გითხრათ, ბერლიოზი მაოცებს! თქვენ, ცხადია, უბირი და უმეცარი ბრძანდებით, – უთხრა და ისევ მოუბოდიშა სტუმარმა, – მაგრამ მასზე ამბობდნენ, ნაკითხი კაცი იყოო. ამ პროფესორის პირველივე სიტყვებმა ეჭვი გამიფანტა. შეუძლებელია არ იცნო, ჩემო მეგობარო! თუმცა თქვენ... ისევ მაპატიეთ, ხომ არ შევმცდარვარ, უცოდინარი კაცი ხართ, არა?



– ცხადია, – დაეთანხმა ივანი.



– აკი გითხარით... თქვენ მიერ აღწერილი გარეგნობაც... სხვადასხვა ფერის თვალები, წარბები! მაპატიეთ, თქვენ როგორც ჩანს, ოპერა „ფაუსტიც“ არ გაქვთ მოსმენილი?



ივანი რატომღაც საშინლად შეცბა და აჭარხლებულმა რაღაც უაზროდ ჩაიბუტბუტა იალტის სანატორიუმში გამგზავრების შესახებ.



– ჰოდა, გასაგებია... არც არის გასაკვირი! ბერლიოზი კი, გიმეორებთ, მართლა მაოცებს. მარტო ნაკითხი კი არა, ძალიან ეშმაკი კაციც იყო. მაგრამ, მის დასაცავად უნდა მოგახსენოთ, ვოლანდს ბევრი მასზე ჭკვიანი ადამიანისთვისაც შეუყრია თვალში ნაცარი.



– რა ბრძანეთ? – იყვირა ივანმა.

– ჩუმად!

ივანმა შუბლზე მიირტყა ხელი და ასისინდა:



– მესმის, მესმის. მას ასო „ჭ“ ეწერა სავიზიტო ბარათზე. ოჰ, ოჰ, ოჰ, აი, ოინი! – ერთხანს დაბნეული დუმდა ივანი, თეჯირს მიღმა მოლივლივე მთვარეს გასცქეროდა, შემდეგ თქვა, – მაშასადამე, მართლაც შეეძლო პილატე პონტოელთან ყოფნა? ის ხომ მაშინაც არსებობდა? მე კი გიჟს მეძახიან! – დასძინა ივანმა და აღშფოთებულმა კარზე მიუთითა.



სტუმარს მწარე ნაოჭი ჩაეკუჭა ტუჩებთან.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



144



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



– მოდი, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, – უთხრა მან და ღრუბლებში მიმქროლავი ღამის მნათობისკენ იქცია პირი, – თქვენც და მეც შეშლილები ვართ, ამას ვერ უარვყოფთ. ხომ ხედავთ, იმდენად შეგაშფოთათ, რომ ჭკუიდან შეიშალეთ, ეტყობა, ამის შესაფერისი საფუძველიც გქონდათ... მაგრამ ის, რასაც ჰყვებით, მართლაც მოხდა. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად უჩვეულოა, რომ ამ გენიალურმა ფსიქიატრმა – სტრავინსკიმაც კი არ დაგიჯერათ. სტრავინსკიმ გაგსინჯათ? (ივანმა თავი დაუქნია). დამერწმუნეთ, თქვენი თანამოსაუბრე პილატესთანაც იყო, კანტთანაც საუზმობდა, ახლა კი მოსკოვს ესტუმრა.



– აქ ხომ ეშმაკმა უწყის, რას დაატრიალებს! როგორმე უნდა შევაჩეროთ! – არც მთლად დაჯერებულად, მაგრამ მაინც წამოყო თავი ახალ ივანში იმ ძველმა, ჯერ საბოლოოდ ჩაუკლავმა ივანმა.



– თქვენ ეს ერთხელ უკვე სცადეთ და კმარა, – დამცინავად უპასუხა სტუმარმა, – არც სხვებს ვურჩევდი! იმაში კი, ამბებს რომ დაატრიალებს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. აჰ, აჰ! როგორ მწყდება გული, რომ ვოლანდს თქვენ შეხვდით და არა მე! ყველაფერი კი დაიბუგა და ნაწიბურები ფერფლით შეიკრა, მაგრამ ვფიცავ, ამ შეხვედრის სანაცვლოდ, პრასკოვია ფიოდოროვნას გასაღებსაც კი გავიღებდი, რამეთუ მეტი არაფერი მაქვს გასაღები. მე ღატაკი ვარ!



– თქვენ რაღად გჭირდებათ?



დანაღვლიანებული სტუმარი დიდხანს იჯდა ჩუმად, იშმუშნებოდა, ბოლოს ხმა ამოიღო:



– ხედავთ, რა უჩვეულო ამბავია, მე აქ იმისთვისვე ვზივარ, რისთვისაც თქვენ, კერძოდ, პონტოელი პილატეს გამო, – სტუმარმა შიშით მიმოიხედა და განაგრძო, – საქმე ის გახლავთ, რომ ერთი წლის წინ რომანი დავწერე პილატეზე.



– მწერალი ხართ? – გაოცდა პოეტი.



სტუმარს სახე ჩაუშავდა, ივანს მუშტი მოუღერა და უთხრა:



– მე ოსტატი ვარ, – სახე გაუმკაცრდა, ხალათის ჯიბიდან ერთიანად გაზინთული, შავი ქუდი ამოიღო, რომელზეც ყვითელი აბრეშუმით იყო ამოქარგული ასო „M“. მან ქუდი დაიხურა, წინიდანაც დაენახა ივანს, გვერდიდანაც, რათა დაემტკიცებინა, რომ ოსტატი იყო, – იმან შემიკერა თავისი ხელით, – საიდუმლოდ დასძინა მერე.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



145



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



– რა გვარი ბრძანდებით?



– მე გვარი აღარა მაქვს, – ნაღვლიანი ზიზღით უთხრა სტუმარმა, – უარი ვთქვი, როგორც ბევრ სხვა რამეზე ამქვეყნად.



– იქნებ რომანზე მაინც მითხრათ რამე, – მორიდებით სთხოვა ივანმა.



– კი ბატონო, ჩემი ამბავი მართლაც არ არის ჩვეულებრივი, – დაიწყო სტუმარმა.



... განათლებით ისტორიკოსი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში მუშაობდა და წიგნებს თარგმნიდა.



– რომელი ენიდან? – ცნობისმოყვარეობამ სძლია ივანს.



– მშობლიური ენის გარდა კიდევ ხუთი ენა ვიცი, – უპასუხა სტუმარმა, – ინგლისური,



ფრანგული, გერმანული, ლათინური და ბერძნული. ცოტა იტალიურადაც ვლაპარაკობ.



– ოჰო! – შურით ჩაიჩურჩულა ივანმა.



ისტორიკოსი სრულიად მარტო ცხოვრობდა, მოსკოვში არც ნათესავი ჰყავდა და არც ნაცნობი. და ერთხელაც, წარმოიდგინეთ, ასი ათასი მანეთი მოიგო.



– ხომ ხვდებით, როგორ გავოცდებოდი, – ჩურჩულით განაგრძობდა თხრობას შავქუდიანი სტუმარი, – როცა ჭუჭყიანი თეთრეულის კალათაში ჩავყავი ხელი და დავინახე: ზედ იგივე ნომერი ეწერა, რაც გაზეთში იყო დაბეჭდილი! ობლიგაცია, – განმარტა მან, – მუზეუმში მომცეს!



ასი ათასის მოგების შემდეგ ივანის იდუმალი სტუმარი შემდეგნაირად მოიქცა: წიგნები იყიდა, მიასნიცკაიაზე თავისი ოთახი მიატოვა...



– უუ, წყეული სორო! – დაიღმუვლა სტუმარმა.



... და არბატის სიახლოვეს, ერთ პატარა ჩიხში, მენაშენეებთან დაიქირავა...



– იცით, რას ნიშნავს მენაშენე? – ჰკითხა სტუმარმა ივანს და იქვე განუმარტა, – ავაზაკების მცირერიცხოვანი ჯგუფია, რაღაც ხრიკებით რომ შემორჩნენ მოსკოვს...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



146



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



მენაშენეებთან დაიქირავა ბაღში მდგარი პატარა სახლის სარდაფის ორი ოთახი. მუზეუმში მუშაობას თავი ანება და პილატე პონტოელზე დაიწყო რომანის წერა.



– ო, ეს ოქროს ხანა იყო, – ეჩურჩულებოდა თვალაციმციმებული სტუმარი, – ცალკე ბინა, წინკარი და იქვე წყლის ბაკი, – რატომღაც განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა მან, – ფილაქნის სიმაღლეზე პატარა ფანჯრები, პირდაპირ, ოთხიოდე ნაბიჯის მოშორებით, იასამანი, ცაცხვი და ნეკერჩხალი იდგა. აჰ, აჰ, აჰ! ზამთრობით იშვიათად ვხედავდი ხოლმე გამვლელთა ფეხებს და არც თოვლის ხრაშუნი მესმოდა. ღუმელში მუდამ გიზგიზებდა ცეცხლი! მაგრამ მოულოდნელად, დადგა გაზაფხული და დაბურული ფანჯრების მიღმა ჯერ გაშიშვლებული, შემდეგ კი მწვანედ გაფოთლილი იასამნის ბუჩქი დავინახე. და აი, მაშინ, შარშან გაზაფხულს, მოხდა უფრო შესანიშნავი რამ, ვიდრე ასი ათასის მოგებაა. ეს კი, დამეთანხმებით, უზარმაზარი თანხაა!



– მართალი ბრძანდებით! – აღიარა გულისყურად ქცეულმა ივანმა.



– ფანჯარა გავაღე, მე კი მეორე, მომცრო ოთახში ვიჯექი, – სტუმარმა ხელებით დაიწყო ზომვა, – ასე... აქ ტახტი იდგა, პირდაპირ – მეორე ტახტი, შუაში კი მაგიდა, ზედ შესანიშნავი



ღამის ნათურა, ფანჯრის ახლოს – წიგნები, აქ პატარა საწერი მაგიდა, პირველ ოთახში კი – უზარმაზარი ოთახი იყო, თოთხმეტი მეტრი – წიგნები, წიგნები და ღუმელი. ოჰ, რა კარგად მქონდა იქაურობა მოწყობილი! იასამანი საოცარ ნელსურნელებას აფრქვევდა! დაქანცულობას მავიწყებდა და პილატეც დასასრულისკენ მიექანებოდა.



– სისხლისფერქობიანი თეთრი მოსასხამი! მესმის! – წამოიძახა ივანმა.



– მართალს ბრძანებთ! პილატე დასასრულისკენ მიექანებოდა, დასასრულისკენ. და მე უკვე ვიცოდი, რომ რომანს შემდეგი სიტყვებით დავამთავრებდი: „იუდეველთა მეხუთე პროკურატორი, მხედარი პონტოელი პილატე“. ცხადია, ხანდახან სასეირნოდაც დავდიოდი. ასი ათასი უზარმაზარი თანხაა და შესანიშნავი ნაცრისფერი კოსტიუმი მქონდა. ხან რომელიმე იაფფასიან რესტორანში შევდიოდი სასადილოდ. არბატზე ერთი არაჩვეულებრივი რესტორანი იყო, აღარ ვიცი, კიდევ არსებობს თუ არა.



სტუმარს თვალები გაუფართოვდა და მთვარეს მიაჩერდა, მერე ჩურჩულით განაგრძი:



– მას საზიზღარი, შფოთიანი ყვითელი ყვავილები მოჰქონდა, ეშმაკმა უწყის, რა ჰქვია იმ ყვავილებს, მაგრამ რატომღაც ყველაზე უწინ ყვავის მოსკოვში. და ეს ყვავილები



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



147



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



გარკვევით იკვეთებოდა მის შავ, საგაზაფხულო პალტოზე. მას ყვითელი ყვავილები მოჰქონდა! ცუდი ფერია! ტვერიდან ჩიხში შეუხვია და მოიხედა. ტვერი ხომ იცით? იმ დღეს ათასი კაცი მაინც მიაბიჯებდა ქუჩაში, მაგრამ გეფიცებით, მხოლოდ მე დამინახა და შემომხედა, შეშფოთებით კი არა, როგორღაც ავადმყოფურად. და მე მხოლოდ მისმა სილამაზემ კი არ გამაოცა, არამედ თვალებში ჩაღვრილმა უჩვეულო, აქამდე უნახავმა მარტოობამ!



ამ ყვითელ ნიშანს დამონებულმა მეც შევუხვიე ჩიხში და ფეხდაფეხ გავყევი. უსიტყვოდ მივაბიჯებდით დაკლაკნილ, მოწყენილ ჩიხში. მე ერთ მხარეს, ის კი – მეორე მხარეს. და, დამერწმუნეთ, სულიერი არ ჭაჭანებდა ქუჩაში. ვიტანჯებოდი, მომეჩვენა, რომ აუცილებლად უნდა გამოვლაპარაკებოდი, მივხვდი, თუ ვერაფერს ვეტყოდი, წავიდოდა და მეტად ვეღარასოდეს ვნახავდი...



წარმოიდგინეთ, უცებ თვითონ შემომეხმიანა:



– მოგწონთ ჩემი ყვავილები?



ცხადია მახსოვს, როგორ ჟღერდა მისი ხმა, შედარებით დაბალი, მაგრამ მთრთოლარე, და რაოდენ სულელურიც უნდა იყოს, მომეჩვენა, ექომ იქუხა ჩიხში და ყვითელ, ჭუჭყიან კედლებს შეასკდა. მე სწრაფად გადავჭერი ქუჩა, მივუახლოვდი და ვუთხარი:



– არა.



გაოცებულმა შემომხედა, მე კი უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ვიგრძენი, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ეს ქალი მიყვარდა! რა საოცარია, არა? თქვენ, რაღა თქმა უნდა, მეტყვით, ხომ არ გაგიჟებულხართო?



– არაფერსაც არ გეუბნებით, – წამოიძახა ივანმა და დასძინა, – გემუდარებით, განაგრძეთ!



სტუმარმაც განაგრძო:



– დიახ, მან გაოცებულმა შემომხედა, მერე კი მკითხა:



– საერთოდ არ გიყვართ ყვავილები?



მომეჩვენა, რომ მტრულად მკითხა. მე გვერდით მივყვებოდი, ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი და, ჩემდა გასაოცრად, სრულიად არ ვგრძნობდი უხერხულობას.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



148



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



– არა, ყვავილები მიყვარს, მაგრამ არა ასეთი, – ვუთხარი. – აბა, როგორი?

– ვარდები მიყვარს.



უეცრად ვინანე, ეს რომ ვთქვი, მან დამნაშავესავით გაიღიმა და ყვავილები არხში მოისროლა. ოდნავ დავიბენი, მაინც ავიღე თაიგული და მივაწოდე, მან ჩაიცინა, ხელი ამიკრა და ყვავილები ხელში შემატოვა.



ასე მდუმარედ მივდიოდით ერთხანს, ვიდრე მან ყვავილები არ გამომართვა, ქვაფენილზე არ დაყარა, შემდეგ შავთათმანიანი ხელი მკლავში გამიყარა და გვერდით გამომყვა.



– შემდეგ? – ჰკითხა ივანმა, – ძალიან გთხოვთ, არაფერი გამოგრჩეთ.



– თვითონაც შეგეძლოთ მიმხვდარიყავით, – მან ეული კურცხალი შეიწმინდა მარჯვენა სახელოთი და განაგრძო, – წინ სიყვარული გადაგვეღობა, როგორც მოულოდნელად მოსახვევში გადაგეღობება ხოლმე მკვლელი, და ორივე განგვგმირა!



ასე ელვა გმირავს ან ფინური დანა!



ის მოგვიანებით მიმტკიცებდა, რომ ვცდებოდი, რომ ჩვენ ერთმანეთი, ცხადია, ოდითგან გვიყვარდა, თუმცა არ ვიცნობდით ერთმანეთს, თვალიც არ მოგვეკრა ერთმანეთისთვის და ის სხვა კაცის ცოლი იყო, მე კი, იქ, მაშინ... იმასთან, რა ჰქვია...



– ვისთან? – ჰკითხა უსახლკარომ.



– იმასთან... აი, იმასთან... აი... – უპასუხა სტუმარმა და თითები აატკაცუნა.



– მეუღლე გყავდათ?



– დიახ, ხედავთ, თითებს ვატკაცუნებ... ისა... ვარენკა... მანეჩკა... არა, ვარენკა ერქვა... ზოლიანი კაბაც ეცვა... მუზეუმში... თუმცა, აღარ მახსოვს...



მარწმუნებდა, იმ დღეს ყვითელი ყვავილები იმიტომ ეჭირა, რომ ბოლოს და ბოლოს, მიმეგნო მისთვის და თუ ვერ ვიპოვიდი, თავს მოიწამლავდა, იმდენად უაზრო იყო მისთვის



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



149



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



სიცოცხლე.



დიახ, სიყვარული მოულოდნელად ჩამოგვემხო თავზე. ეს იმავე დღეს ვიცოდი, ერთი საათის შემდეგ, როცა ვერც კი შევნიშნეთ, ისე აღმოვჩნდით კრემლის კედელთან, სანაპიროზე.



ჩვენ ისე ვსაუბრობდით, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. შევთანხმდით, მეორე დღეს ისევ შევხვედროდით, იქვე, მდინარე მოსკოვთან, და შევხვდით კიდეც. მაისის მზე დაგვნათოდა. და მალე, სულ მალე ეს ქალი ჩემი იდუმალი მეუღლე გახდა.



ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, მე კი ლოდინს დილიდან ვიწყებდი. მოლოდინი იმაში გამოიხატებოდა, რომ მაგიდაზე საგნებს ვუცვლიდი ადგილს. ათი წუთით ადრე ფანჯარას მივუჯდებოდი და ვაყურადებდი, როდის გაიჭრიალებდა ძველი ჭიშკარი. უცნაურია: მასთან შეხვედრამდე ჩვენს ეზოში იშვიათად თუ შემოვიდოდა ვინმე, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ახლა კი მეჩვენებოდა, რომ მთელი ქალაქი ამ ეზოსკენ დაძრულიყო. კარიბჭე გაირახუნებდა, გული ჩამწყდებოდა და, წარმოიდგინეთ, ჩემი თავის სიმაღლეზე, ფანჯარაში, ვიღაცის ჭუჭყიანი ჩექმები გამოჩნდებოდა. მლესავის. აბა, ვის რაში სჭირდებოდა მლესავი ჩვენს სახლში? რა უნდა ჰქონოდა გასალესი? რომელი დანები?



ის მხოლოდ ერთხელ შემოდიოდა ჭიშკარში, მანამდე კი ათჯერ მაინც ამიფართხალდებოდა გული. არ გატყუებთ. მერე კი, როცა მისი მოსვლის საათი დაჰკრავდა და ისრები შუადღეს მიუახლოვდებოდა, გული აღარ წყვეტდა ფრიალს, ვიდრე ფანჯარაში სრულიად უხმაუროდ არ გაკრთებოდა ლითონის ბალთებით ბაფთებგადაჭერილი მისი შავი ნატის ფეხსაცმელი.



ხანდახან ცელქობდა, მეორე ფანჯარასთან შეყოვნდებოდა და ფეხსაცმლის ჭვინტით მომიკაკუნებდა მინაზე. მეც იმავ წამს იმ ფანჯარასთან გავჩნდებოდი, მაგრამ ფეხსაცმელი ქრებოდა, ქრებოდა შუქს აფარებული შავი აბრეშუმი – და მეც კარის გასაღებად გავრბოდი.



არავინ არაფერი იცოდა, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, თუმცა ასე იშვიათად ხდება ხოლმე. არ იცოდა არც ქმარმა, არც ნაცნობებმა. იმ ძველ სახლში კი, სადაც ეს სარდაფი მქონდა დაქირავებული, ალბათ ხვდებოდნენ, ხედავდნენ, ვიღაც ქალი რომ მოდიოდა ჩემთან, მაგრამ არც გვარი იცოდნენ მისი და არც სახელი.



– მაინც ვინ არის? – ჰკითხა ივანმა, რომელიც ძალზე გაიტაცა ამ უჩვეულო ამბავმა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



150



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



სტუმარმა ხელები გაასავსავა, ამით აგრძნობინა, რომ არასოდეს, არავის გაუმხელდა ამ საიდუმლოს და თხრობა განაგრძო.



ივანმა შეიტყო, რომ ოსტატსა და უცნობ ქალს ისე შეჰყვარებოდათ ერთმანეთი, რომ განუყრელნი შექმნილიყვნენ. ის უკვე ლამის ცხადად ხედავდა, ძველი სახლის სარდაფში შეყუჟულ, იასამნის ბუჩქითა და ღობით მუდმივად ჩაბნელებულ ორ ოთახს, წითელი ხის გაქუცულ ავეჯს, ბიუროს და ზედ საათს, ყოველ ნახევარ საათში რომ რეკავდა, შეღებილი იატაკიდან ჭერამდე ასვეტილ წიგნის თაროებს, წიგნებს და ღუმელს.



ივანმა ისიც შეიტყო, რომ სტუმარმა და მისმა იდუმალმა მეუღლემ დაახლოებით პირველსავე დღეებში დაასკვნეს, რომ ისინი ბედმა შეახვედრა ტვერისა და იმ ჩიხის კუთხეში, რადგან ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები.



სტუმრის ნაამბობიდან ისიც შეიტყო, როგორ ატარებდნენ დღეს შეყვარებულები. ქალი მოსვლისთანავე წინსაფარს აიფარებდა და იმ ვიწრო წინკარში, სადაც ის ხსენებული ბაკი იდგა და რომლითაც ესოდენ ამაყობდა საბრალო ავადმყოფი, ხის მაგიდაზე ნათურას აანთებდა, საუზმეს ამზადებდა და პირველ ოთახში, ოვალურ მაგიდაზე შლიდა სუფრას. როცა მაისის ჭექა-ქუხილი ბობოქრობდა, დაცვარული ფანჯრების მიღმა ხმაურით მოშხუოდა წყალი და მათ უკანასკნელ თავშესაფარს დატბორვით ემუქრებოდა, შეყვარებულები ღუმელს ანთებდნენ და კარტოფილს წვავდნენ. კარტოფილს ორთქლი ასდიოდა, შავი კანი თითებს უსვრიდათ, სარდაფში სიცილი ისმოდა, ბაღში წვიმაგადავლილი ხეები ჩამომტვრეულ რტოებს – თეთრ ფუნჯებს – იცილებდნენ. მერე კი ჭექა-ქუხილის დრომ რომ გადაიარა და სულის შემხუთველი ზაფხული დადგა, ლარნაკში დიდხანს ნანატრი და ორივესთვის ძვირფასი ვარდები გაჩნდა.



ის, ვინც თავს ოსტატს უწოდებდა, მუშაობდა, ქალს კი თხელი, წამახულფრჩხილებიანი თითები თმაში შეეყარა და კითხულობდა, კითხვას რომ დაამთავრებდა, აი, ამ ქუდს უკერავდა. ხანდახან ქვედა თაროებთან ჩაცუცქდებოდა ან სკამზე შედგებოდა და ნაჭრით წმენდდა წიგნის დამტვერილ ყუებს. ის უწინასწარმეტყველებდა დიდებას, აჩქარებდა და სწორედ მაშინ დაუძახა პირველად „ოსტატი“. ის სულმოუთქმელად ელოდა ამ შეპირებულ, უკანასკნელ სიტყვებს იუდეველთა მეხუთე პროკურატორზე, წამღერებით, ხმამაღლა იმეორებდა ხოლმე ცალკეულ ფრაზებს, ყველაზე მეტად რომ მოსწონდა და ამბობდა, რომ ამ რომანში იყო დაფარული მისი სიცოცხლის არსი.



რომანი აგვისტოში დასრულდა, ვიღაც უსახელო მემანქანეს გადაეცა და მანაც ხუთ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



151



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



ცალად გადაბეჭდა. და ბოლოს, დადგა ის ჟამიც, როცა ოსტატს საიდუმლო საფარი უნდა დაეტოვებინა და ხალხში გამოსულიყო.



– და მეც გავედი ხალხში, ხელში ატატებული მიმქონდა წიგნი და... იმ დღეს დასრულდა ჩემი სიცოცხლე, – ჩაიჩურჩულა ოსტატმა, თავი ჩაქინდრა და დიდხანს, ნაღვლიანად ირწეოდა შავ ქუდზე ამოქარგული ასო „M“. შემდეგ თხრობა განაგრძო, მაგრამ უკვე აბნეულად. მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლებოდა, რომ ამ დღიდან ივანის სტუმარს რაღაც უბედურება შემთხვეოდა.



– მაშინ პირველად მოვხვდი ლიტერატურულ სამყაროში, თუმცა ახლაც კი, როცა ყველაფერი დასრულდა და ჩემი ბედიც გარკვეულია, ჟრუანტელი მივლის გახსენებისას! – საზეიმოდ განაცხადა ოსტატმა და ხელი ზეაღმართა, – დიახ, მან უკიდურესად გამაოცა, ო, რომ იცოდეთ, როგორ გამაოცა!



– ვინ? – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ივანმა, არ უნდოდა, სიტყვა გაეწყვეტინებინა აღელვებული მთხრობელისათვის.



– რედაქტორმა, აკი გითხარით, რედაქტორმა. მოკლედ, ჩემი რომანი წაიკითხა. ისე მიცქეროდა, თითქოს ლოყა მქონდა დასივებული, როგორღაც კედლისკენ აცეცებდა თვალებს და დაბნეულმა, ყოვლად უადგილოდ ჩაიცინა კიდეც. ფურცლებს ჭმუჭნიდა და კრუსუნებდა. მისი შეკითხვები სულელური მეჩვენა. არსებითად, რომანზე არაფერი უთქვამს. მეკითხებოდა, ვინ ვიყავი, საიდან მოვედი, რა ხანია, რაც ვწერ და რატომ აქამდე არაფერი გაეგო ჩემ შესახებ, დაბოლოს, მთლად იდიოტური კითხვა დამისვა: ვინ შთამაგონა ვესოდენ უცნაურ თემაზე დამეწერა რომანი?



ბოლოს მომბეზრდა ეს ყველაფერი და პირდაპირ ვკითხე, დაბეჭდავდა თუ არა რომანს.



მას ნირი წაუხდა, რაღაცის ბურდღუნს მოჰყვა და განმიცხადა, რომ თვითონ პირადად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, ჩემს ნაწარმოებს სარედაქციო კოლეგიის დანარჩენი წევრებიც უნდა გასცნობოდნენ, კერძოდ კი, კრიტიკოსები ლატუნსკი და არიმანი და ლიტერატორი მსტისლავ ლავროვიჩი. მან მთხოვა, ორ კვირაში შემევლო.



ორი კვირის შემდეგ მივედი და ერთმა ქალიშვილმა მიმიღო, მუდმივი ტყუილებით თვალები რომ ჰქონდა დაელმებული.



– ეგ ლაპშენიკოვაა, რედაქციის მდივანი, – ჩაიცინა ივანმა, რომელიც კარგად იცნობდა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



152



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



იმ სამყაროს, ასეთი გაბოროტებით რომ აღწერდა სტუმარი.



– ალბათ, – დაეთანხმა ისიც, – ჰოდა, მან გადმომცა უკვე საკმაოდ შელახული და გაქუცული ჩემი რომანი. ლაპშენიკოვა ყოველ ღონეს ხმარობდა, თვალი არ გაესწორებინა ჩემთვის და ასე თვალდახრილმა მომახსენა, რომ რედაქცია ორი წლის მასალებით იყო უზრუნველყოფილი და ამიტომაც ჩემი რომანის დაბეჭდვის საკითხი, როგორც თქვა, გამოირიცხა.



– კიდევ რა მახსოვს ამის შესახებ? – ბუტბუტებდა ოსტატი და საფეთქლებს იზელდა, – სატიტულო ფურცელზე ჩამოცვენილი წითელი ფოთლები და კიდევ ჩემი მეგობრის თვალები. ჰო, აი, ის თვალები მახსოვს.



ივანის სტუმრის მონათხრობი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა, თანდათან უფრო მოჭარბდა უთქმელი. სტუმარი რაღაცას ყვებოდა ირიბად მოწუნწუხე წვიმასა და სასოწარკვეთილებაზე სარდაფში, იმაზე, როგორ მივიდა კიდევ სადღაც. ჩურჩულით ყვებოდა, რომ სწორედ მისი მეგობარი მოუწოდებდა ბრძოლისაკენ, მაგრამ ახლა სულაც არ ადანაშაულებს, ო, არა, არ ადანაშაულებს!



– მახსოვს, მახსოვს, გაზეთის ის ჩანართი, წყეული გვერდი, – ბუტბუტებდა სტუმარი, ჰაერში ორი თითით ხაზავდა გაზეთის გვერდს და შემდგომი არეული მონათხრობიდან ივანი მიხვდა, რომ სხვა რედაქტორს იმ კაცის რომანის დიდი ნაწილი გამოექვეყნებინა, ვინც თავს ოსტატს უწოდებდა.



შემდეგ შეიტყო, რომ ორი დღეც არ იყო გასული, სულ სხვა გაზეთში კრიტიკოს არიმანის სტატია დაბეჭდილიყო, რომელსაც „რედაქტორის ფრთას ამოფარებული მტერი“ ერქვა. ამ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ივანის სტუმარს რედაქტორის წინდაუხედაობითა და უცოდინარობით ესარგებლა და პრესაში იესო ქრისტეს აპოლოგიის შემოტანა უცდია.



– ა, მახსოვს, მახსოვს! – წამოიძახა ივანმა, – თქვენს გვარს კი ვერ ვიხსენებ!



– გიმეორებთ, თავი დაანებეთ ჩემს გვარს, ის აღარ არსებობს! – უპასუხა სტუმარმა, – ეგ არ არის მთავარი. მეორე დღეს, ახლა სხვა გაზეთში, მსტისლავ ლავროვიჩის სტატია გაჩნდა, სადაც ავტორი მკითხველს სთავაზობდა, დაეცხოთ და მაგრადაც დაეცხოთ პილატშჩინისათვის და იმ ღმერთიჯღაბნიასათვის, რომელიც პრესაში ცდილობდა გამოეჩხირა (ისევ ეს წყეული სიტყვა) პილატეს აპოლოგია.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



153



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



ამ სიტყვამ, „პილატშჩინამ“ გამაოგნა და მომდევნო გაზეთი გადავშალე. იქ ორი სტატია აღმოჩნდა: ერთი ლატუნსკის, მეორეს კი ვიღაც „ნ. ე. „ აწერდა ხელს. დამერწმუნეთ, არიმანისა და ლავროვიჩის წერილები ხუმრობად შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ ლატუნსკის ნაჯღაბნთან შედარებით. საკმარისია გითხრათ, რომ ლატუნსკის სტატიას „მებრძოლი სტაროვერი“ ეწოდებოდა. ისე გავერთე საკუთარ თავზე წერილების კითხვით, რომ ვერც კი შევნიშნე (კარის დაკეტვა დამვიწყებოდა), როგორ გამომეცხადა ჩემი იდუმალი მეუღლე სველი ქოლგითა და სველივე გაზეთებით. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, თითები უკანკალებდა და გაჰყინვოდა. თავდაპირველად სახე დამიკოცნა, შემდეგ მაგიდაზე ხელის ბრახუნს მოჰყვა და ჩახლეჩილი ხმით გაჰყვიროდა, ლატუნსკის მოვკლავო.



ივანმა რატომღაც მორცხვად დაიკრუტუნა, მაგრამ არაფერი უთქვამს.



– და უსიცოცხლო დღეები დაიწყო. რომანი დასრულდა, დასაწერი აღარაფერი მქონდა და ჩვენ, ორივე იმითღა ვცოცხლობდით, რომ ღუმელთან, იატაკზე გაფენილ ნოხზე ვსხდებოდით და ცეცხლის ალს შევცქეროდით. თუმცა ახლა უფრო ხშირად ვშორდებოდით



ერთმანეთს, ის სასეირნოდ მიდიოდა ხოლმე. მე კი უცნაური რაღაც დამემართა, ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში... მეგობარი გამიჩნდა. დიახ, დიახ, წარმოიდგინეთ, ერთი საზიზღარი თვისება მჭირს, ძნელად ვუახლოვდები ადამიანებს, ეჭვიანი ვარ, მიუნდობელი. და მიუხედავად ამისა, სულში მაინც ჩამიძვრება ხოლმე ვიღაც მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი, გარეგნობით, ეშმაკმა უწყის, რას ჰგავს, მაგრამ სწორედ იმაზე შემივარდება ხოლმე გული.



ასე მოხდა იმ დაწყევლილ დროსაც. მოულოდნელად ნელა გაიღო ჩვენი ეზოს კარი, ისიც მახსოვს, შემოდგომის მშვენიერი დღე იდგა. ჩემი მეუღლე შინ არ იყო. ჭიშკარში ვიღაც კაცი შემოვიდა, ჩემს მენაშენესთან ჰქონდა საქმე. შემდეგ ბაღში ჩამოვიდა და როგორღაც ძალიან ადვილად დამიახლოვდა. თავი ჟურნალისტად გამაცნო. წარმოიდგინეთ, ეს კაცი იმდენად მომეწონა, რომ დღემდე მახსოვს და მენატრება კიდეც. შემდეგ ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩემთან. შევიტყვე, რომ უცოლო იყო, ჩემ გვერდით ცხოვრობდა, თითქმის ასეთსავე სარდაფში, მაგრამ ევიწროებოდა. რატომღაც თავისთან არ მპატიჟებდა. ჩემს მეუღლეს საოცრად არ მოეწონა ჩემი ახალი მეგობარი, მაგრამ მე თავგადაკლული ვიცავდი. ბოლოს მითხრა:



– შენი ნებაა, მაგრამ გეუბნები, რომ ეს ადამიანი ჩემზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



154



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



მე გამეცინა. ჰო, მაინც რითი მიმიზიდა ამ კაცმა? იცით, ვერ ვეგუები, როცა ადამიანს საკუთარ ნაჭუჭში, შიგნით, რაღაც მოულოდნელი არა აქვს, ეს მოულოდნელი კი თავის ნაჭუჭში ალოიზს (დამავიწყდა მეთქვა, ჩემს ახალ მეგობარს ალოიზ მაღარიჩი ერქვა), ბლომად ჰქონდა. კერძოდ, მანამდე არ შევხვედრივარ და, დარწმუნებული ვარ, ვეღარც შევხვდები ისეთ ჭკვიან კაცს, როგორიც ალოიზი იყო. მე თუ ვერ ვხვდებოდი გაზეთში გამოქვეყნებული რომელიმე შენიშვნის აზრს, ალოიზი წუთში ამიხსნიდა, თანაც ეტყობოდა, ახსნა სულაც არ უჭირდა. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრებისეულ მოვლენებზეც. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ალოიზმა ლიტერატურის დიდი სიყვარულით მომაჯადოვა. მანამ არ მომასვენა, ვიდრე თავიდან ბოლომდე არ წამაკითხა რომანი, ამასთან, ერთობ შემაქო, მაგრამ გასაოცარი სიზუსტით გაიმეორა რედაქტორის ყველა შენიშვნა, თითქოს ჩვენს საუბარს ესწრებოდაო. ასიდან ასში ახვედრებდა. ამას გარდა, სრულიად ზუსტად განმიმარტა, რატომ ვერ დაიბეჭდებოდა ჩემი რომანი და მეც მივხვდი, სიმართლეს მეუბნებოდა. პირდაპირ მითხრა: ესა და ეს თავი არ დაიბეჭდებაო.



სტატიები არ წყდებოდა. თავდაპირველად ვიცინოდი, მაგრამ, რაც მეტი სტატია იბეჭდებოდა, მით მეტად მეცვლებოდა გუნება. მეორე ეტაპი გაოცება იყო. ამ სტატიების მრისხანე და დამაჯერებელი ტონის მიუხედავად, რაღაც უკიდურესად ყალბი და თვითდაეჭვებული იგრძნობოდა ყოველ სტრიქონში. ერთთავად მეჩვენებოდა, და ამ შეგრძნებას ვერაფრით ვიშორებდი, რომ ამ სტატიების ავტორები იმას არ ამბობდნენ, რასაც ფიქრობდნენ და მათი აღშფოთების მიზეზიც ეს იყო. შემდეგ კი მესამე ეტაპი დადგა – შიში. არა, ამ სტატიების შიში კი არ დამჩემდა, არამედ რაღაც განყენებულის, სრულიად რომ არ ეხებოდა არც სტატიებსა და არც რომანს. სიბნელის მეშინოდა. ერთი სიტყვით, ფსიქიურად ვსნეულდებოდი. ძილის წინ თუ პატარა ოთახში ლამპას ჩავაქრობდი, მეჩვენებოდა, რომ ფანჯრიდან რაღაც რვაფეხა მოცოცავდა გრძელი და ცივი საცეცებით. იმ დროიდან ღამღამობით შუქს აღარ ვაქრობ ხოლმე.



ჩემი სატრფოც ძალიან შეიცვალა (რვაფეხაზე, ცხადია, მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მატყობდა, რომ რაღაც უბედურება მჭირდა), გახდა და ფერი დაკარგა, აღარ კისკისებდა და ერთთავად იმას მემუდარებოდა, მეპატიებინა, ნაწყვეტების დაბეჭდვა რომ მირჩია.



მთხოვდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და იმ ასი ათასიდან დარჩენილი ფულით, სამხრეთში, შავ ზღვაზე გავმგზავრებულიყავით.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



155



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



დაჟინებით მთხოვდა გამგზავრებას, მე კი, რომ აღარ მეკამათა (თითქოს ვგრძნობდი, რომ შავ ზღვაზე ვერ წავიდოდი), შევპირდი, დღე-დღეზე გავემგზავრებით-მეთქი. მაგრამ მან აიჩემა, მე თვითონ ავიღებ ბილეთებსო. მაშინ მთელი ფული ამოვიღე, ესე იგი, დაახლოებით ათი ათასი მანეთი და მას მივეცი.



– ამდენი რად მინდა? – გაოცდა ის.



რაღაც მივუკიბ-მოვუკიბე, თითქოს ქურდების მეშინოდა და ვთხოვე, გამგზავრებამდე შეენახა. მან ფული გამომართვა, ჩანთაში ჩადო, შემდეგ კი დიდხანს მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ მისთვის სიკვდილზე ძნელი იყო ამ მდგომარეობაში ჩემი დატოვება, მაგრამ აუცილებლად უნდა წასულიყო, მას ელოდნენ და ისიც ძალაუნებურად უნდა დამორჩილებოდა აუცილებლობას. მაგრამ ხვალ მოვიდოდა, თან მთხოვდა, არაფრის შემშინებოდა.



ეს საღამოსპირზე მოხდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში. ჩემი სატრფო წავიდა. მე ტახტზე წამოვწექი და ჩამეძინა. შუქი არ ამინთია და იმ შეგრძნებით გავიღვიძე, რომ რვაფეხა უკვე ოთახში იყო. სიბნელეში ხელის ფათურით, რის ვაივაგლახით ავანთე ნათურა. ჯიბის საათი ღამის ორს უჩვენებდა. უგუნებოდ დავწექი დასაძინებლად და მძიმე ავადმყოფმა გავიღვიძე. უეცრად მომეჩვენა, რომ შემოდგომის უკუნი მინებს შემოლეწავდა, ოთახში ჩამოიღვრებოდა და ამ უკუნში, როგორც მელანში, ისე დავიხრჩობოდი. თავს ვეღარ ვერეოდი. წამოვიყვირე და სადღაც გაქცევა მომინდა, თუნდაც ზედა სართულზე, ჩემს მენაშენესთან. შეშლილივით ვებრძოდი თავს. მაინც მეყო ძალა, ღუმელთან მივსულიყავი და ცეცხლი ამენთო. თითქოს გულზე მომეშვა, როცა შეშა ატკაცუნდა და ღუმელის კარი ახტუნავდა. წინკარში გავვარდი, იქაც ავანთე შუქი, ღვინის ბოთლი მოვძებნე, გავხსენი და პირდაპირ ბოთლიდან დავლიე. ღვინომ ოდნავ დამიცხრო შიში – იმდენად მაინც, რომ მენაშენესთან არ გავქცეულვარ, ისევ ღუმელთან მივბრუნდი. კარი გამოვაღე, სიმხურვალემ სახე და ხელები დამიწვა და ავჩურჩულდი:



– მიხვდი, რომ უბედურება შემემთხვა, მოდი, მოდი, მოდი!



მაგრამ არავინ მოდიოდა. ღუმელში ცეცხლი ბუბუნებდა, ფანჯრებს წვიმა ეხეთქებოდა. და მაშინ უკანასკნელიც აღსრულდა. მაგიდის უჯრიდან გადაბეჭდილი რომანი და ხელით ნაწერი რვეულები ამოვიღე და ერთიმეორის მიყოლებით შევყარე ღუმელში, დავწვი. ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, რადგან ნაწერი ფურცლები ძალზე უწადილოდ იწვოდა. რვეულებს ფრჩხილების მტვრევით, შუაზე ვხევდი, ერთიმეორეზე ვაწყობდი შეშებს შორის და



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



156



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



ასტამით ვფურცლავდი. ფერფლი დროდადრო სახეში მეყრებოდა, ალი სულს მიხუთავდა. მე კი ცეცხლს ვებრძოდი და რომანიც, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იღუპებოდა. ნაცნობი სიტყვები კრთებოდა ჩემ თვალწინ, სიყვითლე დაუოკებლად ნთქავდა ფურცლებს ქვევიდან ზევით, მაგრამ სიტყვები ამ სიყვითლიდანაც დაჟინებით მოიწევდნენ ზედაპირისკენ, და მხოლოდ მაშინღა ქრებოდა, როცა ქაღალდი ერთიანად ჩაინავლებოდა და ასტამით დავაქუცმაცებდი.



უცებ ვიღაცამ გააფხაჭუნა მინაზე. გული გამეპარა. უკანასკნელი რვეული ცეცხლში მოვისროლე და კარის გასაღებად გავიქეცი. სადარბაზოდან ეზოში გამავალი კარისკენ აგურის კიბე ადიოდა. ბორძიკ-ბორძიკით მივირბინე კართან და ვიკითხე:



– ვინ არის?

და ხმამ, ჩემი სატრფოს ხმამ, მიპასუხა. – მე ვარ.



აღარ მახსოვს, რა მოვუხერხე ჯაჭვსა და გასაღებს. როგორც კი შემოაბიჯა, თავით ფეხამდე გალუმპული, ლოყებდაცვარული და თმაგაწეწილი მომეკრო. მე მხოლოდ ერთ სიტყვას ვიმეორებდი:



– შენ... შენ? – მერე ხმა ჩამიწყდა და ქვევით ჩავირბინე. მან წინკარში მოისროლა პალტო და ჩვენ სწრაფად შევედით პირველ ოთახში. უცებ კივილით ეცა ღუმელს და უკანასკნელი, გვერდებშემომწვარი რვეული შიშველი ხელით გამოიღო. იმავ წამს ბოლმა აავსო ოთახი, მე ფეხით ჩავაქრე ცეცხლი, ის კი ტახტზე დაეცა და თავშეუკავებლად, მწარედ აქვითინდა.



მერე, როცა დამშვიდდა, ვუთხარი:



– მე შემძაგდა ეს რომანი და მეშინია. ძალიან ავად ვარ.



– ღმერთო, რა ცუდად ხარ, – მითხრა მან, – რისთვის, რისთვის? მე შენ გადაგარჩენ, გადაგარჩენ. ღმერთო, რა საშინელებაა!



ვხედავდი ბოლითა და ტირილით შეშუპებულ მის თვალებს და მისი თითების ალერსიან შეხებას ვგრძნობდი შუბლზე.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



157



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



– მე შენ გაგკურნავ, გაგკურნავ, – მეჩურჩულებოდა და მთელი ტანით მეკვროდა, – და შენ აღადგენ რომანს. ერთი პირი მაინც რატომ არ დამიტოვე, რატომ? – გამწარებული ბუტბუტებდა რაღაცას, შემდეგ ტუჩები მოკუმა და გვერდებშემომწვარი ფურცლების დალაგებას და გასწორებას შეუდგა. ერთ-ერთი თავი იყო შუა რომანიდან, აღარც კი მახსოვს, რომელი. მან გულმოდგინედ დაალაგა შემომწვარი ფურცლები, ქაღალდში გაახვია და ზონარი გადაუჭირა. მისი მოქმედება მიდასტურებდა, რომ თავს მოერია და წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. შემდეგ ღვინო მომთხოვა, დალია და უფრო მშვიდად მითხრა:



– აი, ასე ვზღავთ ხოლმე ტყუილს. მე აღარ მინდა სიცრუეში ცხოვრება. ახლაც შენთან დავრჩებოდი, მაგრამ არ მინდა ასე წამოვიდე. არ მინდა, სამუდამოდ დაამახსოვრდეს, რომ ღამით გამოვექეცი. ჩემს ქმარს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ახლაც მოულოდნელად გამოიძახეს, ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მაგრამ მალე დაბრუნდება. ხვალ დილას ყველაფერს ავუხსნი, ვეტყვი, რომ სხვა მიყვარს და შენთან გადმოვალ საცხოვრებლად. ოღონდ ჯერ ის მითხარი, იქნებ არც გინდა, შენ გვერდით რომ ვიყო?



– საბრალოვ, ჩემო საბრალოვ, – ვუთხარი მე, – ამის უფლებას არასოდეს მოგცემ. ვინ იცის, რა მელის და არ მინდა, ჩემთან ერთად დაიღუპო.



– მიზეზი მხოლოდ ეგ არის? – მკითხა მან და თვალებში ჩამხედა.

– მხოლოდ.

ლამის გადაირია სიხარულით, მომეკრა, კისერზე ხელები შემომხვია და მითხრა: – მეც შენთან ერთად დავიღუპები. დილას მოვალ.



და უკანასკნელი, რაც ჩემი ცხოვრებიდან მახსოვს – წინკარში გაღვრილი სინათლის სვეტი და ამ სვეტში გაშლილი თმა, მისი ბერეტი და მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე თვალები იყო. კიდევ მახსოვს, პარმაღზე, კართან, შავი სილუეტი და თეთრი შეკვრა.



– გაგაცილებდი, მაგრამ უკვე ღამით სიარულის მეშინია.

– ნუ შიშობ. სულ რამდენიმე საათს გაუძელი. ხვალ დილით შენთან ვიქნები, – უკანასკნელად მითხრა მან.

– ჩუ! – უცებ თხრობა შეწყვიტა ავადმყოფმა და თითი ასწია, – შფოთიანი მთვარიანი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



158



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



ღამეა დღეს.



სტუმარი აივანზე გაუჩინარდა. ივანმა გაიგონა, დერეფანში როგორ მიგორავდა ბორბლები, მერე ვიღაცამ ამოისლუკუნა თუ სუსტად წამოიყვირა.



როცა ყველაფერი მიწყნარდა, სტუმარი ისევ დაბრუნდა და აცნობა, რომ 120-ე ოთახში ახალი ბინადარი შეესახლებინათ. ვიღაც კაცი მოეყვანათ, რომელიც თავის დაბრუნებას ითხოვდა. ორივე შეშფოთებული იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ოდნავ რომ დამშვიდდნენ, შეწყვეტილი საუბარი განაგრძეს. სტუმარმა ის იყო პირი დააღო და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ღამე მართლაც შფოთიანი აღმოჩნდა. დერეფნიდან ისევ მისწვდათ ხმები და სტუმარმა ჩურჩულით განაგრძო თხრობა, იმდენად ჩუმად, რომ საუბრის დასაწყისის გარდა არავის არაფერი გაუგონია:



– მისი წასვლიდან თხუთმეტიოდე წუთში, სარკმელზე მომიკაკუნეს...



ის, რასაც ყურში ეჩურჩულებოდა, ალბათ ძალიან აწუხებდა ავადმყოფს, სახე ემანჭებოდა, თვალებში შიში და მრისხანება ედგა. მთხრობელი სადღაც იქით, მთვარისკენ იშვერდა ხელს, რომელიც დიდი ხნის წინ გასცლოდა აივანს. და როცა გარედან შემოჭრილი ბგერები მიილია, სტუმარი ივანს მოშორდა და ისევ ჩურჩულით განაგრძო:



– ჰოდა, შუა იანვარს, ღამით, იმავე პალტოთი, ოღონდ დაწყვეტილი ღილებით, ჩემს ეზოში ვიდექი და ყინვისგან ვიბუზებოდი. ზურგს უკან თოვლის ზვინს დაეფარა იასამნის ბუჩქი, წინ კი, ქვევით – სუსტად განათებული, ფარდებჩამოფარებული ჩემი ფანჯრები მოჩანდა. პირველ ფანჯარასთან დავიხარე და მივაყურადე – ჩემს ოთახში პატეფონი უკრავდა. მხოლოდ ამას მოვკარი ყური, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, მერე ჭიშკრიდან ჩიხში გავედი. ჩიხში ქარბუქი დათარეშობდა. ფეხებში ძაღლი მეცა და იმდენად შემაშინა, მოპირდაპირე მხარეს გადავირბინე. ჩემი მუდმივი თანამგზავრები – სიცივე და შიში – თავზარს მცემდა. წასასვლელი არსად მქონდა და, რა თქმა უნდა, უფრო იოლი იქნებოდა, იმ ქუჩაზევე შევვარდნოდი ტრამვაის, სადაც ჩემი ჩიხი გადიოდა. შორიდან ვხედავდი იმ გაჩირაღდნებულ, გაყინულ ყუთებს და მათი შემზარავი ღრჭიალი ჩამესმოდა. მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეზობელო, მთელი უბედურებაც ის გახლდათ, რომ შიში ყველა უჯრედში გამჯდომოდა. და ისევე, როგორც ძაღლისა, ტრამვაისაც მეშინოდა. დიახ, ჩემს ავადმყოფობაზე უფრო საშინელი ავადმყოფობა ამ შენობაში არ მოიძებნება, დამერწმუნეთ.



– ხომ შეგეძლოთ, იმ ქალისთვის შეგეტყობინებინათ, – თანაგრძნობით უთხრა ივანმა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



159



თავი მეცამეტე - გმირის გამოცხადება



საბრალო ავადმყოფს, – ამას გარდა, თქვენი ფულიც ხომ მას ჰქონდა? ალბათ აუცილებლად შეგინახავდათ.



– ეჭვიც არ შეგეპაროთ, ცხადია, შემინახავდა, მაგრამ ალბათ ვერ გამიგეთ. ან, უფრო სწორად, მე დავკარგე გადმოცემის უნარი. თუმცა, არ ვნანობ, მაინც აღარაფერში გამომადგება. იმას, – სტუმარმა კრძალვით გახედა ღამის წყვდიადს, – ფსიქიატრიულიდან უნდა მისვლოდა წერილი. განა შეიძლება წერილის გაგზავნა, როცა ასეთი მისამართი გაქვს? სულით ავადმყოფი. ხომ არ ხუმრობთ, მეგობარო? რა უფლება მაქვს გავაუბედურო? არა, არა, ამას ვერ ვიზამ!



ივანმა ვერაფრით უარყო ნათქვამი, მაგრამ მდუმარედ თანაუგრძნობდა სტუმარს და გული შესტკიოდა. ის კი, მოგონებებით განაწამები, შავქუდიან თავს აკანტურებდა და ასე ამბობდა:



– საბრალო ქალი, თუმცა, იმედი მაქვს, ალბათ უკვე დამივიწყებდა.



– ხომ შეიძლება გამოჯანმრთელდეთ... – გაუბედავად უთხრა ივანმა.



– მე ვერ განვიკურნები, – მშვიდად უპასუხა სტუმარმა, – იცით, სტრავინსკი მიმტკიცებს, რომ ცხოვრების ხალისს დამიბრუნებს, მაგრამ არ მჯერა. კეთილი კაცია და მამშვიდებს. თუმცა, არ უარვყოფ, რომ ახლა შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. ჰო, რაზე შევჩერდით? ყინვა, ის მიმქროლავი ტრამვაი... ვიცოდი, რომ ეს კლინიკა უკვე გახსნილი იყო, მთელი ქალაქი გამოვიარე და ფეხით მოვედი აქ. უგუნურებაა? ქალაქგარეთ ალბათ გავიყინებოდი, მაგრამ უბრალო შემთხვევითობამ მიხსნა. სატვირთო მანქანას რაღაც გაფუჭებოდა, მძღოლს მივუახლოვდი, აქამდე ალბათ ოთხიოდე კილომეტრი მრჩებოდა, ჩემდა გასაოცრად, მძღოლმა შემიბრალა. მანქანა აქეთ მოდიოდა. იმან წამომიყვანა. მხოლოდ მარცხენა ფეხის თითები მომყინოდა. აქ მიმკურნალეს. და აი, უკვე მეოთხე თვეა, აქ ვარ. და იცით, მჯერა, რომ აქ არც ისე ცუდია ყოფნა. დამერწმუნეთ, ჩემო ძვირფასო მეზობელო, დიდი გეგმები არ უნდა დაისახო კაცმა! მე, მაგალითად, მეწადა, მსოფლიო მომევლო. მერე კი გაირკვა, რომ სულაც არ მეწერა ამის გაკეთება. ახლა მხოლოდ დედამიწის ამ უმნიშვნელო ნაწილსღა ვხედავ. ვგონებ, არც უკეთესი ნაწილია მისი, მაგრამ გიმეორებთ, არც ესაა მთლად ურიგო. მალე ზაფხული დადგება და, როგორც პრასკოვია ფიოდოროვნა გვპირდება, აივანზე სურო აცოცდება. გასაღები ძალიან გამომადგა. ღამღამობით მთვარე ამოდის. აჰ, უკვე ჩასულა! თენდება. შუაღამე გადავიდა. ჩემი წასვლის დროა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



160



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



– მითხარით, შემდეგ რა შეემთხვათ იეშუასა და პილატეს? – სთხოვა ივანმა, – გემუდარებით,



ძალიან მაინტერესებს.



– ოჰ, არა, არა, – ავადმყოფურად გაღიზიანდა სტუმარი, – რომანს რომ ვიხსენებ, ტანში ჟრუანტელი მივლის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნაცნობი პატრიარქებიდან ჩემზე უკეთ მოგიყვებოდათ. საუბრისათვის გმადლობთ. ნახვამდის.



და ვიდრე ივანი გონს მოეგებოდა, ჩუმი რაწკუნით მიიკეტა თეჯირი და სტუმარი თვალს მიეფარა.



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



როგორც იტყვიან, ნერვებმა უმტყუნა რიმსკის, ოქმის ბოლომდე შედგენას აღარ დალოდებია და თავის კაბინეტში შეიმალა. ის მაგიდასთან იჯდა და თვალანთებული დასცქეროდა მაგიდაზე დაყრილ ჯადოსნურ თუმნიანებს. ფინანსურ დირექტორს გონი ებნეოდა. გარედან თანაბარი ბუბუნი აღწევდა. საზოგადოება მდინარესავით გაედინებოდა ვარიეტეს შენობიდან. რიმსკის საოცრად გამახვილებულ სმენას უეცრად მილიციელთა სასტვენის მჭახე ხმა მისწვდა. თავისთავად ეს სტვენა კარგს არასოდეს მოასწავებდა. სტვენა გამეორდა, მერე მეორეც წამოეხმარა – უფრო მბრძანებლური და ხანგრძლივი, შემდეგ კი ცხადლივი ხარხარი და რაღაც ყიჟინაც შეერწყა და ფინანსური დირექტორი მაშინვე მიხვდა, რომ ქუჩაში რაღაც სკანდალური და ამაზრზენი ხდებოდა. არც იმაში შეპარვია ეჭვი, რომ ეს აურზაური, რაგინდ არ ეწადა ამის დავიწყება, მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული იმ საზიზღარ სეანსთან, ჯადოქარმა და მისმა თანაშემწეებმა რომ ჩაატარეს. ფინანსური დირექტორი არ შემცდარა.



როგორც კი სადოვაიაზე გამავალ ფანჯარაში გაიხედა, სახე მოექცა და კი არ ჩაიჩურჩულა, წაისისინა:



– ასეც ვიცოდი!



ქუჩის ფარნების ძლიერ შუქში, ქვევით, ქვაფენილზე, მან იისფერსაცვლებიანი და პერანგის ამარა ქალი დაინახა, თუმცა ქალს თავზე ქუდი ეხურა და ხელში ქოლგა ეჭირა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



161



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



ამ სრულიად თავზარდაცემული ქალის ირგვლივ, ხან რომ ჩაიცუცქებდა, ხან კი თითქოს სადღაც გაქცევას აპირებდა, ბრბოს მოეყარა თავი და ისე ხორხოცებდა, რიმსკის ტანში გაბურძგლა კიდეც. ქალის შორიახლო ვიღაც მოქალაქე დაფაცურობდა, საგაზაფხულო პალტოს იხდიდა და აღელვებისაგან ვერაფრით მოეხერხებინა სახელოში გაჩხერილი ხელის გამოღება.



ყვირილი და ხორხოცი სხვა მხრიდანაც მოისმა, კერძოდ, მარცხენა სადარბაზოს მხრიდან. გრიგორი დანილოვიჩმა თავი იქით მიაბრუნა და ახლა სხვა, ვარდისფერსაცვლებიანი ქალი დაინახა. ქალი ქვაფენილიდან ტროტუარზე ახტა, სადარბაზოში სცადა დამალვა, მაგრამ თეატრიდან გამოსულმა ხალხმა გზა გადაუღობა და იმ ბილწი ფაგოტის ფირმის მიერ მოტყუებულ, საკუთარი თავქარიანობის და ლაზათიანი ჩაცმის მსხვერპლს ისღა დარჩენოდა, იმაზე ეოცნება – მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა. მილიციელები დაზარალებულისკენ მირბოდნენ, სტვენით ბურღავდნენ ჰაერს, უკან კი ვიღაც მხიარული, კეპიანი ახალგაზრდები მისდევდნენ. სწორედ ისინი როხროხებდნენ და ყიჟინებდნენ ასე საზარლად.



ვიღაც ულვაშა, აწოწილმა ავყიამ პირველსავე გაშიშვლებულ ქალთან მიირბინა და ის გაჩხიკული, დაოსებული ფაშატი ჩაბღუჯა. თვალები სიხარულით უელავდა.



რიმსკიმ შუბლზე მიირტყა მუშტი, გადააფურთხა და ფანჯარას მოსცილდა. ერთხანს მაგიდასთან იჯდა და ქუჩის ალიაქოთს აყურადებდა. სხვადასხვა მხრიდან მონადენმა სტვენამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, შემდეგ აურზაური თანდათან ჩაცხრა, მისდა გასაოცრად, ერთობ სწრაფადაც კი მინელდა. დრო იყო, ემოქმედა. პასუხისმგებლობის მწარე ფიალა უნდა შეესვა. ტელეფონის აპარატი მესამე მოქმედების დროს შეაკეთეს, ახლა იქ უნდა დაერეკა, სადაც ჯერ არს, და მომხდარი შეეტყობინებინა (დახმარება ეთხოვა, ეცრუა, ყველაფერი ლიხოდეევისთვის გადაებრალებინა, ეთვალთმაქცა). ფუი, ეშმაკს! შეწუხებულმა რიმსკიმ ორჯერ წაიღო ხელი ყურმილისაკენ და ორჯერვე ვერ გაბედა აღება. და უეცრად, კაბინეტის სამარისებურ სიჩუმეში ტელეფონი თვითონ აჟღრიალდა შემზარავად. ჟღრიალი ფინანსურ დირექტორს შეასკდა სახეში, ისიც შეკრთა და გაიყინა. „ნერვები აღარ მივარგა“, – გაიფიქრა და ყურმილი აიღო. იმავ წამს მოიცილა ყურიდან და ქაღალდივით გადამტკნარდა. ქალის ჩუმმა, შემპარავმა და გარყვნილმა ხმამ ყურმილიდან ჩასჩურჩულა:



– არსად დარეკო, რიმსკი, ინანებ.

ყურმილი იმავ წამს დაცარიელდა. ფინანსურ დირექტორს ჭიანჭველებმა დაუარა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



162



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



ზურგზე, ყურმილი დადო და რატომღაც ზურგს უკან, ფანჯრისკენ გაიხედა. მეჩხერი და ახლახან გაფოთლილი ნეკერჩხლის ტოტებს მიღმა გამჭვირვალე ღრუბლებში მოსრიალე მთვარე დაინახა. რიმსკიმ, რატომღაც, ტოტებზე შეაჩერა მზერა და რაც უფრო მეტს უცქეროდა, მით მეტად ივსებოდა შიშით.



ბოლოს რიმსკიმ თავს სძლია, მთვარით განათებულ ფანჯარას მოაშორა მზერა და წამოდგა. დარეკვაზე ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა და ახლა იმაზეღა ფიქრობდა – როგორმე სასწრაფოდ გასცლოდა აქაურობას.



მიაყურადა: თეატრის შენობა დუმდა. რიმსკი ანაზდად მიხვდა, რომ კარგა ხანია მარტო იყო მთელ მეორე სართულზე და ამის გაფიქრებისთანავე ბავშვურმა, დაუოკებელმა შიშმა მოიცვა. თავზარდაცემული ფიქრობდა, რომ მარტო უნდა გაევლო დაცარიელებული დერეფანი და კიბეზე ჩასულიყო. ცხროიანივით ეცა ჰიპნოტიზიორის თუმნიანებს, პორტფელში ჩაჩურთა და თავის გასამხნევებლად ჩაახველა. ხრინწიანი, სუსტი ხველა გამოუვიდა.



ანაზდად მოეჩვენა, რომ კაბინეტის კარის ქვედა ღრიჭოდან დამყაყებული სინესტის სუნი შემოიჭრა. ტანში თრთოლამ დაუარა, იმავ წამს საათმაც დაიგრგვინა თორმეტჯერ. რეკვამაც შიშის ზარი დასცა. მაგრამ გული საბოლოოდ მაშინ გაეპარა, როცა იგრძნო, რომ კარის საკეტში თითქმის უხმაუროდ გადატრიალდა ინგლისური გასაღები. გაოფლილი, გაყინული ხელებით პორტფელს ჩაფრენილი რიმსკი მიხვდა, თუკი ეს შრიალი კიდევ გაგრძელდებოდა, ვეღარ გაუძლებდა და შეშლილივით მოჰყვებოდა ყვირილს.



ბოლოს კარი დანებდა ვიღაცის ცდას, გაიღო და კაბინეტში უხმაუროდ შემოვიდა ვარენუხა. რიმსკი უსიტყვოდ ჩაიკეცა სავარძელში – მუხლი მოეკვეთა. მერე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ლამის ლაქუცა ღიმილით გაიღიმა და თქვა:



– ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინე!



დიახ, ეს მოულოდნელი მოჩვენება ვის არ დააფეთებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი სიხარულიც იყო. ძლივს ერთი ძაფის ბოლო გამოჩნდა ამ აბურდულ საქმეში.



– დროზე, მომიყევი, რა მოხდა! – დაიხრიალა ამ ძაფის ბოლოს ჩაჭიდებულმა რიმსკიმ, –



იქნებ მითხრა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



163



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



– თუ შეგიძლია, მაპატიე, – დაგუდული ხმით უპასუხა მოსულმა და კარი მიხურა, – მეგონა, წასული იქნებოდი.



ვარენუხამ ქუდი მოიხადა, სავარძლისაკენ გაეშურა და მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.



უნდა მოგახსენოთ, რომ ვარენუხას ხმაში ოდნავ შესამჩნევი უჩვეულო ბგერები გახმიანდა და ფინანსურ დირექტორსაც, მსოფლიოს არც ერთ სეისმოლოგიურ სადგურს რომ არ ჩამოუვარდებოდა, უსიამოვნოდ გაკენწლა გულში. უცნაურია! რატომღა უნდა შემოსულიყო რიმსკის კაბინეტში, თუ ეგონა, რომ წასული იყო? თავისი კაბინეტი ხომ ჰქონდა? ეს ერთი. მეორეც: რომელი კარიდანაც უნდა შემოსულიყო, აუცილებლად შეხვდებოდა ღამის დარაჯს, ისინი კი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ გრიგორი დანილოვიჩი თავის კაბინეტში მუშაობდა.



მაგრამ ამ უცნაურობებზე დიდხანს აღარ უფიქრია, ამისთვის აღარ ეცალა.



– აქამდე რატომ არ დარეკე? რას ნიშნავს ეს იალტის სისულელეები?



– როგორც ვამბობდი, – თითქოს კბილი აწუხებსო, პირის წკლაპუნით უთხრა ადმინისტრატორმა, – პუშკინოში ნახეს, რესტორანში.



– როგორ თუ პუშკინოში? მოსკოვის გარეუბანში? მაგრამ დეპეშები ხომ იალტიდან მოდიოდა?



– იალტა კი არა, ეშმაკი არ გინდა?! პუშკინოს ტელეგრაფისტი დაუთვრია და ორივე ერთად მაიმუნობდა, დეპეშებს გზავნიდნენ „იალტის“ გრიფით.



– ჰო... ჰო... კეთილი, კეთილი... – კი არ თქვა, თითქოს წაიმღერა რიმსკიმ. თვალებში მოყვითალო შუქი აუციმციმდა. გონებაში უცებ განათდა სტიოპას სამარცხვინო მოხსნის სცენა. გათავისუფლება! დიდი ხნის ნანატრი და ნალოლიავები გათავისუფლება იმ ჭირისაგან, რასაც ლიხოდეევი ერქვა! იქნებ სტეპან ბოგდანოვიჩმა მოხსნაზე უარესსაც გამოჰკრას ხელი.



– დაწვრილებით მომიყევი! – უთხრა რიმსკიმ და საქაღალდე მაგიდას დაჰკრა.



და ვარენუხამ დაწვრილებით დაიწყო მოყოლა. როგორც კი იქ მივიდა, სადაც ფინანსურმა დირექტორმა გაგზავნა, მაშინვე მიიღეს და დიდი ყურადღებით მოუსმინეს. რა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



164



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ დაუშვიათ, რომ სტიოპა შეიძლებოდა იალტაში ყოფილიყო. მაშინვე ვარენუხას ეჭვს დაეთანხმნენ, რომ ლიხოდეევი აუცილებლად პუშკინოს „იალტაში“ იქნებოდა.



– ახლა სად არის? – სიტყვა შეაწყვეტინა ადმინისტრატორს ფინანსურმა დირექტორმა. – აბა, სად უნდა იყოს? – ჩაიქირქილა ადმინისტრატორმა, – ბუნებრივია, გამოსაფხიზლებელში.

– ჰო! დიდი მადლობა!



ვარენუხა კი თხრობას განაგრძობდა. რაც მეტს ყვებოდა, რიმსკი მით ცხადლივ ხედავდა ლიხოდეევის თავხედობისა და უმსგავსობების გრძელ ჯაჭვს, რომელშიც მომდევნო რგოლი წინაზე თავზარდამცემი ჩანდა. თუნდაც პუშკინოს ტელეგრაფის წინ, პატარა მოედანზე, ტელეგრაფისტთან ჩახუტებული ცეკვა რად ღირდა ვიღაც მოხეტიალე მეგარმონის აკომპანემენტის თანხლებით! ან ვიღაც ქალების დევნა, შიშით რომ ჭყიოდნენ? „იალტაში“ მებუფეტესთან აყალმაყალის დაწყების ცდა? იმავე „იალტაში“ იატაკზე მწვანე ხახვის მოყრა? რვა ბოთლი თეთრი, მშრალი „აი-დანილის“ დამტვრევა! ტაქსის მრიცხველის გატეხვა, რადგან მძღოლმა დროზე არ მიართვა მანქანა სტიოპას. მუქარა, დაეპატიმრებინა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ, სტიოპას აღვირახსნილობა შეეწყვიტათ? ერთი სიტყვით, სრული საშინელება.



სტიოპას კარგად იცნობდნენ მოსკოვის თეატრალურ სამყაროში და ყველამ იცოდა, რა ჩიტიც იყო, მაგრამ რასაც ადმინისტრატორი ყვებოდა, სტიოპასთვისაც მეტისმეტი ჩანდა. დიახ, მეტისმეტი, ზედმეტად მეტისმეტიც...



რიმსკის მსუსხავი მზერა მაგიდის გადაღმა მჯდარი ადმინისტრატორის სახეს შეეყინა და რაც უფრო მეტს ყვებოდა ვარენუხა, მით მეტად იღუშებოდა ეს თვალები, რაც უფრო ცხოვრებისეული და ხატოვანი ხდებოდა ის ბილწი წვრილმანები, ადმინისტრატორი თავის მონათხრობს რომ ალამაზებდა... მით ნაკლებად სჯეროდა ფინანსურ დირექტორს. და როცა ვარენუხამ აუწყა, სტიოპა იმდენად გათავხედებულიყო, რომ მოსკოვში მის დასაბრუნებლად ჩასული იმ ხალხისთვისაც ეცადა წინააღმდეგობის გაწევა, რიმსკიმ უკვე მტკიცედ იცოდა, რომ ყველაფერი, რასაც ამ შუაღამეზე მობრუნებული ადმინისტრატორი უყვებოდა, ცოცხალი ტყუილი იყო! ტყუილი თავიდან ბოლო სიტყვამდე.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



165



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



ვარენუხა პუშკინოში არ გამგზავრებულა, არც თვით სტიოპა იყო პუშკინოში. არც ტელეგრაფისტი გალეშილა, არც რესტორანში ჩაუმსხვრევიათ ფანჯარა, არც სტიოპა გაუკოჭავთ თოკით... ამგვარი არაფერი მომხდარა.



როგორც კი ფინანსური დირექტორი მიხვდა, რომ ადმინისტრატორი ატყუებდა, ფეხის თითებიდან მთელ ტანში დაუარა შიშმა და კვლავ, უკვე ხელმეორედ შეიგრძნო, რომ იატაკს დამყაყებული ნესტის სუნი გამოჰყვა. თვალმოუშორებლად უცქეროდა ადმინისტრატორს, როგორღაც უჩვეულოდ რომ წრიალებდა სავარძელში, ჯიუტად ცდილობდა მაგიდის ნათურის ცისფერ ჩრდილს არ გასცილებოდა და თითქოს შუქი თვალს სჭრისო, გაზეთით იფარავდა სახეს. ფინანსური დირექტორი ახლა მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა, რას მოასწავებდა ეს ყოველივე, რატომ ატყუებდა ასე ურცხვად ამ დაცარიელებულ და ჩაჩუმებულ შენობაში ესოდენ გვიან მობრუნებული ადმინისტრატორი? და მოსალოდნელი ხიფათის შეგრძნებამ, იდუმალი, მაგრამ საშინელი ხიფათის შეგრძნებამ მოუწურა გული. რიმსკიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერც ამჩნევდა ადმინისტრატორის წრიალსა და სახეზე აფარებულ გაზეთს და დაჟინებით დააკვირდა სახეზე. რაღაც უფრო გაურკვეველი თანგავდა ფინანსურ დირექტორს, ვიდრე ეს, ეშმაკმა უწყის, რისთვის გამოგონილი ცილისწამება პუშკინოს თავგადასავლებზე და სწორედ ის რაღაც ვლინდებოდა ადმინისტრატორის გარეგნობასა და ქცევაში.



ძალიან კი იფხატავდა თვალებზე ბატისტუჩა კეპს, ძალიან კი იფარავდა გაზეთს, მაგრამ რიმსკიმ ვარენუხას მარჯვენა ლოყაზე, ცხვირთან უზარმაზარი სილურჯე შენიშნა. თანაც მუდამ ღაჟღაჟა ადმინისტრატორს ახლა ცარცისფერი დასდებოდა, ავადმყოფურად გაფერმკრთა- ლებულიყო, კისერზე კი ამ სულის შემხუთველ ღამეს რატომღაც ძველისძველი, ზოლიანი კაშნე მოეფუთნა. თუკი იმასაც დავუმატებთ, რომ ადმინისტრატორი ამ რამდენიმე საათში პირის წკლაპუნსა და ქშუტუნს დასჩვეოდა, ხმაც საგრძნობლად გაუხეშებოდა და ჩახლეჩოდა, გამოხედვაც ქურდული და მფრთხალი გახდომოდა, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ივან საველიევიჩ ვარენუხას ვეღარ იცნობდით.



კიდევ რაღაც უღრღნიდა გულს ფინანსურ დირექტორს, მაგრამ, კერძოდ რა, ვერ მიმხვდარიყო. ერთი კი უყოყმანოდ შეეძლო ეთქვა, რომ იყო რაღაც თვალით შეუმჩნეველი, არაბუნებრივი ვარენუხასა და ამ კარგად ნაცნობი სავარძლის შერწყმაში.



– ჰოდა, ბოლოს დაიმორჩილეს და მანქანაში ჩააგდეს, – ბუბუნებდა ვარენუხა, გაზეთაფარებული თვალებს ბრეცდა და სილურჯის დაფარვას ცდილობდა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



166



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



უეცრად რიმსკიმ ხელი გაიშვირა, თითები აათამაშა, თითქოს შემთხვევით შეეხო ელექტროღილაკს და გაშრა, ცარიელ შენობაში აუცილებლად უნდა გახმიანებულიყო მჭახე ჟღრიალი. მაგრამ ზარის ხმა არ გაუგია და ღილი უსიცოცხლოდ ჩაეშვა მაგიდის ფიცარში. ღილი მკვდარი იყო, ზარი – გაფუჭებული.



ვარენუხა მაშინვე მიუხვდა ეშმაკობას, შეკრთა, თვალებში ცხადლივ გაუელვა ბოროტმა ცეცხლმა და ჰკითხა:



– რას რეკავ?



– მექანიკურად დამეჭირა თითი, – დაგუდული ხმით უპასუხა რიმსკიმ, ხელი უკან გამოსწია და ახლა თავად დაეკითხა აცახცახებული ხმით, – სახეზე რა დაგემართა?



– მანქანა მოსრიალდა და კარის სახელურს მივეჯახე, – თვალი აარიდა ვარენუხამ.



„ცრუობს!“ – გონებაში იყვირა ფინანსურმა დირექტორმა. უეცრად თვალები დაუმრგვალდა, შეეშალა და ვარენუხას სავარძლის საზურგეს მზერა ვეღარ მოსწყვიტა.



სავარძლის უკან, იატაკზე, ორი გადაჯვარედინებული ჩრდილი მოჩანდა, ერთი ფართო და შავი, მეორე – სუსტი და ნაცრისფერი. იატაკზე გარკვევით იკვეთებოდა სავარძლის ზურგისა და მისი წაწვეტებული ფეხების ანარეკლი, მაგრამ ზურგის გაყოლებაზე ვარენუხას თავის ჩრდილი არ ჩანდა, არც ფეხების ჩრდილი მოჩანდა სავარძლის ქვედა ნაწილში.



„ჩრდილი არა აქვს!“ – გონებაში განწირულად იკივლა რიმსკიმ დ გააჟრჟოლა.



ვარენუხამ რიმსკის შეშლილ მზერას გააყოლა მზერა, ქურდულად გახედა სავარძლის საზურგეს და მიხვდა, რომ გამოაშკარავდა.



უცებ წამოდგა სავარძლიდან (ფინდირექტორმაც იგივე გააკეთა), მაგიდას ერთი ნაბიჯით გამოსცილდა და პორტფელი ჩაბღუჯა.



– მაინც მიმიხვდი, არა, შე წყეულო! ყოველთვის საზრიანი იყავი, – ბოროტად შესცინა სახეში ფინანსურ დირექტორს, მოულოდნელად კარისკენ ისკუპა და ინგლისური საკეტი ჩარაზა. დაზაფრულმა რიმსკიმ ოთახს მოავლო თვალი, ბაღში გამავალი ფანჯრისკენ უკან- უკან დაიხია და მთვარით განათებულ ამ ფანჯარაში მინას აკრული შიშველი ქალის სახე და მისი შიშველი ხელი დაინახა, სარკმელში რომ შემოეყო და ფანჯრის ანჯამის გახსნას



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



167



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



ცდილობდა. ზედა საკეტი უკვე ღია იყო.



რიმსკის მოეჩვენა, რომ მაგიდის ნათურის შუქი მიილია და თვით მაგიდაც გადაფერდდა. სხეული გაეყინა, მაგრამ მაინც სძლია თავს და დარჩენილი ძალა მხოლოდ იმისთვისღა ეყო, რომ ყვირილით კი არა, ჩურჩულით ეთქვა:



– მიშველეთ...



ვარენუხა კართან დარაჯობდა, ხტუნავდა, კარგა ხნით ყოვნდებოდა ჰაერში და დაკიდებული, აქეთ-იქით ირწეოდა. თან დაკრუნჩხულ თითებს იშვერდა რიმსკისაკენ, სისინებდა, პირს აწკლაპუნებდა და ფანჯარაზე აკრულ ქალს თვალს უკრავდა.



ქალი აჩქარდა, წითური თავი სარკმელში შემოყო, რაც შეეძლო გაჭიმა ხელი, ფრჩხილებით კაწრავდა ქვედა საკეტს და ჩარჩოს აზანზარებდა. მერე ხელი თანდათან დაუგრძელდა და ლპობაშეპარული სიმწვანით დაეფარა. ბოლოს და ბოლოს, მიცვალებულის მწვანე თითები ქვედა საკეტის თავს მისწვდა, შეაბრუნა და ფანჯარა გააღო. რიმსკიმ საცოდავად შეჰყვირა, კედელს აეკრა და პორტფელი სახეზე აიფარა. უკვე ხვდებოდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა.



ფანჯარა ყურთამდე გაიღო, მაგრამ ღამის სიგრილისა და ნეკერჩხლის სურნელის ნაცვლად, ოთახში სარდაფის სუნი შემოიჭრა. მიცვალებული რაფაზე შედგა. რიმსკი ცხადლივ ხედავდა მკერდზე დაჩნეულ ხრწნის ლაქებს.



ანაზდად ბაღიდან, იმ დაბალი შენობიდან, ტირის უკან რომ იდგა და პროგრამაში მონაწილე ფრინველებს აბინავებდნენ, მამლის მხიარული ყივილი მოისმა. გაწვრთნილი მამალი ყიოდა ომახიანად და აღმოსავლეთიდან განთიადის მოახლოებას აუწყებდა მოსკოვს.



ქალს ველური გაბოროტებით მოექცა სახე, ხრინწიანი ხმით შეიგინა, კართან კი ვარენუხამ დაიჭყივლა და ჰაერიდან იატაკს დაასკდა.



მამლის ყივილი განმეორდა, ქალმა კბილები დააკრაჭუნა და წითური თმა ყალყზე დაუდგა. მესამე დაყივლებაზე შებრუნდა და ოთახიდან გაფრინდა. მის კვალად უცებ ვარენუხაც შეხტა ჰაერში, მფრინავი კუპიდონივით ჰორიზონტალურად გაცურდა, საწერ მაგიდას გადაუფრინა და ისიც ფანჯარაში გაუჩინარდა.



ერთიანად გაჭაღარავებულმა მოხუცმა, სულ ცოტა ხნის წინ რიმსკის გვარით რომ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



168



თავი მეთოთხმეტე - დიდება მამალს!



იცნობდნენ, კართან მიირბინა, საკეტი გააღო, კარი გამოგლიჯა და ჩაბნელებულ დერეფანში გაიჭრა. კიბის მოსახვევთან, შიშით ათრთოლებულმა, ხელის ფათურით მოიძია ჩამრთველი და კიბე გაანათა. აცახცახებული, აკანკალებული ბერიკაცი კიბეზე დაეცა, მოეჩვენა, რომ ზურგიდან მხრებზე მსუბუქად დააფრინდა ვარენუხა.



ქვევით, ვესტიბიულში რომ ჩაირბინა, სალაროსთან ჩაძინებულ მორიგეს მოჰკრა თვალი. მან ფრთხილად, ფეხის წვერებზე აუარა გვერდი და სადარბაზოდან გაიჭრა. ქუჩაში ოდნავ მოეგო გონს. იმდენად გამოფხიზლდა, რომ თავზე იტაცა ხელი და მიხვდა, ქუდი კაბინეტში დარჩენოდა.



ცხადზე ცხადია, ქუდის ასაღებად უკან აღარ მიბრუნებულა, აქლოშინებულმა გადაჭრა ფართო ქუჩა და კინოთეატრის მოპირდაპირე კუთხეში, მოციმციმე მოწითალო მკრთალი შუქისკენ გაიქცა. წუთის შემდეგ იქ იყო და პირველსავე მანქანაში ჩახტა.



– ლენინგრადის სადგურზე, ზედმეტს გადაგიხდი, – ქლოშინ-ქლოშინით უთხრა მძღოლს ბერიკაცმა და გულზე იტაცა ხელი.



– გარაჟში მივდივარ, – ზიზღით უპასუხა მძღოლმა და სახე შეაბრუნა.



მაშინ რიმსკიმ პორტფელი გახსნა, ორმოცდაათი მანეთი ამოიღო და წინა, ღია ფანჯრიდან გაუწოდა მძღოლს.



წუთის შემდეგ მანქანა ქარივით მიქროდა სადოვაიაზე. მგზავრი სკამზე ვერ იკავებდა თავს და მძღოლის წინ დაკიდებული სარკის ნაგლეჯში ხან მძღოლის ბედნიერ თვალებს ხედავდა, ხანაც თავის შეშლილ მზერას.



სადგურთან რიმსკი მანქანიდან გადმოხტა და პირველსავე შემხვედრ თეთრწინსაფრიან და ბალთიან კაცს დაუძახა:



– პირველი კატეგორია. ერთი, ოცდაათს მოგცემ, – თან თუმნიანებს იღებდა პორტფელიდან,



– თუ პირველი არ იყოს, მეორე ამიღე, არა და – მაგარი.



ბალთიანი კაცი განათებულ საათს უცქეროდა და რიმსკის ხელიდან სტაცებდა თუმნიანებს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



169



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



ხუთი წუთის შემდეგ სადგურის შემინული თაღიდან ლენინგრადის მატარებელი გაქრა და სიბნელეში შთაინთქა. მასთან ერთად უკვალოდ გაქრა რიმსკიც.



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ის სახეაღაჟღაჟებული სქელუა, რომელიც კლინიკის 119-ე ოთახში მოათავსეს, ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი გახლდათ.



თუმცა კი ბოსოი პირდაპირ პროფესორ სტრავინსკისთან არ მოხვედრილა, მანამდე სულ სხვა ადგილას მიაბრძანეს.



იმ სულ სხვა ადგილიდან ნიკანორ ივანოვიჩის მეხსიერებას ცოტა რამ შემორჩა. მხოლოდ საწერი მაგიდა, კარადა და ტახტი ახსოვდა.



იქ ნიკანორ ივანოვიჩს, რომელსაც სისხლის მოწოლისა და ზედმეტი აღგზნებისაგან თვალთ უბნელდებოდა, საუბარი გაუბეს, მაგრამ საუბარი საკმაოდ უცნაურად წარიმართა, რაღაც აბდაუბდა გამოვიდა, უფრო სწორად, საერთოდ არ აეწყო.



ნიკანორ ივანოვიჩს პირველად ის ჰკითხეს:



– თქვენ ხართ ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი, სადოვაიაზე ნომერ 302-ბის საბინაო კომიტეტის თავმჯდომარე?



პასუხად ნიკანორ ივანოვიჩმა ერთი შემზარავად გადაიხარხარა და სიტყვასიტყვით ასე უპასუხა:



– ნიკანორი ვარ, ცხადია, ნიკანორი! მაგრამ რა ეშმაკის თავმჯდომარე მე მნახეთ?



– როგორ? – თვალის მოჭუტვით ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.



– აი, ეგრე, – უპასუხა მან, – თავმჯდომარე თუ ვიყავი, თავიდანვე უნდა მეაზრა, რომ უწმინდურ ძალას ველაპარაკებოდი! აბა, ეს რას ჰგავს?! გაბზარული პენსნე... დახეული ტანსაცმელი... სადაური უცხოელი მსახიობის თარჯიმანი ეგ იყო!



– ვისზე ამბობთ? – ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.

– კაროვიევზე! – იყვირა მან, – ჩვენთან, ორმოცდამეათე ბინაში დასახლდა. ჩაიწერეთ:



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



170



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



კაროვიევი! დაუყოვნებლივ უნდა დააკავოთ! ჩაიწერეთ: მეექვსე სადარბაზოში. იქ არის.



– ვალუტა სად იშოვე? – გულთბილად ჰკითხეს ნიკანორ ივანოვიჩს.



– ღმერთს ვფიცავ, ყოვლისშემძლე ღმერთს, – ალაპარაკდა ნიკანორ ივანოვიჩი, – ის ყველაფერს ხედავს, ჩემზე კი ახია! ვალუტა ხელში არასდროს მჭერია და ისიც არ ვიცი, რა ფერისაა! ღმერთმა დამსაჯა ცოდვებისათვის, – გრძნობით განაგრძო ნიკანორ ივანოვიჩმა, პერანგის ღილებს ხან იხსნიდა, ხან იკრავდა და პირჯვარს ისახავდა, – ვიღებდი! როგორ არ ვიღებდი, მაგრამ ჩვენებურს ვიღებდი, საბჭოურს! უფულოდ არ ვწერდი, ასეც მომხდარა! ჩვენი მდივანი პროლეჟნევიც კარგი ვინმეა! პირდაპირ გეტყვით, სახლმმართველობაში ყველა ქურდობს, მაგრამ ვალუტა არ ამიღია.



თხოვნაზე, სისულელეებისთვის თავი დაენებებინა და მოეთხრო, როგორ აღმოჩნდა დოლარები მის საჰაერო მილში, ნიკანორ ივანოვიჩი მუხლებზე დაემხო, შექანდა, თან პირს ისე აბჩენდა, გეგონებოდათ, პარკეტის კოჭების გადაყლაპვას აპირებსო.



– თუ გინდათ, მიწას შევჭამ, ოღონდ დამიჯერეთ, – დაიღმუვლა მან, – მართლა არ ამიღია. კაროვიევი კი ეშმაკის მოციქულია.



ყოველგვარ მოთმინებას თავისი საზღვარი აქვს, მაგიდის მიღმიდან ხმას აუწიეს და ნიკანორ ივანოვიჩს მიუთითეს, რომ დრო იყო, ადამიანურ ენაზე ელაპარაკა.



უეცრად ეს ტახტიანი ოთახი ფეხზე წამომხტარი ნიკანორ ივანოვიჩის ღრიალმა შეაზანზარა:



– აგერ, აგერ, კარადის უკან დგას! ქირქილებს! პენსნეც... დაიჭირეთ! ნაკურთხი წყალი აპკურეთ შენობას!



ნიკანორ ივანოვიჩს სახე გადაუმტკნარდა, აცახცახებული ხელით პირჯვარს სახავდა ჰაერში, ოთახში ტარაბუასავით დაბზრიალდა, ხან კართან მიიჭრებოდა, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა, რაღაც ლოცვაც კი წაიმღერა და ბოლოს სრულიად აბდაუბდის ჩმახვას მოჰყვა.



ყველა მიხვდა, რომ ნიკანორ ივანოვიჩთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ იმ ოთახიდან გამოიყვანეს, სხვა ოთახში მოათავსეს, სადაც ოდნავ დაწყნარდა, მხოლოდ ლოცულობდა და სლუკუნებდა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



171



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



ცხადია, სადოვაიაზეც მივიდნენ და 50-ე ბინაც მოინახულეს. მაგრამ არავითარი კაროვიევი იქ არ დახვედრიათ, ამ კაროვიევის ასავალ-დასავალი არც მობინადრეებმა იცოდნენ, თვალიც არ მოეკრათ და გვარიც არ გაეგონათ. ბინა, რომელშიც გარდაცვლილი ბერლიოზი და იალტაში გამგზავრებული ლიხოდეევი ცხოვრობდნენ, სრულიად ცარიელი აღმოჩნდა და კაბინეტში კარადა ისევ დალუქული იყო, ხელი არავის ეხლო. ასე, პირში ჩალაგამოვლებულები გამობრუნდნენ სადოვაიადან, თუმცა გამობრუნებულებმა, დაბნეული და ერთიანად მობუზული პროლეჟნევი, სახლმმართველობის მდივანიც თან გამოიყოლეს. საღამო ხანს ნიკანორ ივანოვიჩი სტრავინსკის კლინიკაში მიაბრძანეს. იქ იმდენად შფოთავდა, რომ იძულებულები გახდნენ სტრავინსკის რეცეპტით დამზადებული წამალი შეეშხაპუნებინათ და შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, როცა ნიკანორ ივანოვიჩს 119-ე ოთახში ძილმა წაართვა თავი, მხოლოდ ხანდახან თუ ამოიზმუვლებდა მძიმედ და წამებით.



ძილმა თანდათან დაამშვიდა. წარამარა გვერდს აღარ იცვლიდა, აღარც კვნესოდა, მსუბუქად და თანაბრად დაიწყო სუნთქვა და ექიმებმაც მარტო დატოვეს.



აი, სწორედ მაშინ ნახა სიზმარი, რომელსაც, რა თქმა უნდა, საფუძვლად მისი თავგადასავალი ედო. სიზმარი იმით დაიწყო, რომ ნიკანორ ივანოვიჩს ეჩვენა, თითქოს ვიღაც ოქროსსაყვირიანი ხალხი უზარმაზარი გალაქული კარისკენ მიაცილებდა, თანაც ძალზე საზეიმოდ. ამ კართან თანამგზავრებმა თითქოს ნიკანორ ივანოვიჩის პატივსაცემად ტუში დასცხეს, შემდეგ კი ბუბუნა ხმამ მხიარულად ჩამოსძახა ციდან:



– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნიკანორ ივანოვიჩ! ვალუტა ჩაგვაბარეთ!



უკიდურესად გაოცებულმა ნიკანორ ივანოვიჩმა მაღლა აიხედა და თავს ზემოთ შავი რადიო დაინახა.



შემდეგ, რატომღაც თეატრალურ დარბაზში აღმოჩნდა, სადაც მოოქრულ ჭერქვეშ ბროლის ჭაღები ბდღვრიალებდა, კედლებზე კი კენკეტები. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც პატარა, მაგრამ მდიდრულ თეატრს შეეფერებოდა. იყო სცენა ხავერდის ფარდით, რომლის მუქალუბლისფერ ფონზე ვარსკვლავებივით ჭიატებდა გადიდებული ოქროს თუმნიანები, იყო მოკარნახის ჯიხური და მაყურებელიც კი.



ნიკანორ ივანოვიჩი კიდევ იმან გააოცა, რომ დარბაზში მხოლოდ ერთი სქესის მაყურებელი იჯდა – მამაკაცები, და რატომღაც, ყველა წვეროსანი. ამას გარდა, ისიც იყო საკვირველი, რომ დარბაზში სკამები არ იდგა და მაყურებელი პირდაპირ გაწკრიალებულ,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



172



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



დიდებულად მოპრიალებულ იატაკზე იჯდა.



ამდენ უცხო ხალხში მოხვედრილი ნიკანორ ივანოვიჩი ერთხანს დარცხვენილი იშმუშნებოდა, შემდეგ თვითონაც სხვებს მიბაძა და იატაკზე თურქულად მოირთხა ფეხი, ვიღაც წითური ახმახი წვეროსნისა და ფერმკრთალი, წვერგაუპარსავი მოქალაქის შუა. თუმცა, იატაკზე მსხდომთაგან ახალი მაყურებლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.



მალე ზანზალაკის სასიამოვნო წკრიალი გაისმა, შუქი ჩაქრა, ფარდა გაიხსნა და განათებული სცენა გამოჩნდა, რომელზეც სავარძელი და მაგიდა იდგა, მაგიდაზე – ოქროს ზარი იყო დამხობილი, სცენის უკანა კედლად კი შავი ხავერდის ფარდა იყო ჩამოფარებული.



ფარდის გახსნისთანავე კულისებიდან სმოკინგიანი, სუფთად გაპარსული და შუაზე თმაგაყოფილი, დახვეწილნაკვთებიანი ახალგაზრდა მსახიობი გამოვიდა, დარბაზში მყოფი ხალხი გამოცოცხლდა, ყველა სცენისკენ შებრუნდა. მსახიობი მოკარნახის ორმოსთან მივიდა და ხელები მოიფშვნიტა.



– სხედხართ? – იკითხა რბილი ბარიტონით და დარბაზს გაუღიმა.



– ვსხედვართ, ვსხედვართ, – ერთხმად უპასუხეს დარბაზიდან ტენორებმა და ბასებმა.



– ჰმ... – დაფიქრდა მსახიობი, – ვერ გამიგია, როგორ არ გბეზრდებათ აქ ჯდომა? ყველა ადამიანურად ცხოვრობს, ქუჩაში დადიან, გაზაფხულის მზითა და სითბოთი ტკბებიან, თქვენ კი აქ ყრიხართ, ამ იატაკზე, ჩახუთულ დარბაზში. იმასაც ხომ ვერ იტყვით, რომ აქაური პროგრამა მოგწონთ? თუმცა, რას გაიგებ, ვის რა მოსწონს, – ფილოსოფიურად დაასკვნა მსახიობმა.



შემდეგ ხმის ტემბრიც შეიცვალა, ინტონაციაც და მხიარულად განაცხადა:



– ამრიგად, ჩვენი პროგრამის შემდეგი ნომერია ნიკანორ ივანოვიჩ ბოსოი, სახლმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და ერთი პატარა დიეტური სასადილოს გამგე. გთხოვთ, ნიკანორ ივანოვიჩ!



დარბაზმა პასუხად ერთხმად დასცხო ტაში. გაოცებული ნიკანორ ივანოვიჩი გაოცებისგან გაბეცდა, კონფერანსიემ კი თვალები ხელით მოიჩრდილა, დარბაზში მსხდომთა შორის მოიძია და თითით ალერსიანად იხმო. ნიკანორ ივანოვიჩი თვითონაც ვერ მიხვდა, ისე აღმოჩნდა სცენაზე.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



173



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



რამპის ფერად-ფერადი ნათურების შუქმა ყოველი მხრიდან მოსჭრა თვალი და დარბაზი მაშინვე სიბნელემ შთანთქა.



– ნიკანორ ივანოვიჩ, აბა, გვიჩვენეთ მაგალითი, – გულთბილად მიმართა ახალგაზრდა მსახიობმა, – და ვალუტა ჩაგვაბარეთ!



სიჩუმე ჩამოწვა. ნიკანორ ივანოვიჩმა სული მოითქვა და ალაპარაკდა:



– ღმერთს ვფიცავ...



მაგრამ სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო და დარბაზი აღშფოთებულმა ყვირილმა აავსო. ნიკანორ ივანოვიჩი დაიბნა და დადუმდა.



– როგორც ვხვდები, – ისევ დაიწყო ლაპარაკი პროგრამის წამყვანმა, – გსურთ, ღმერთი დაიფიცოთ, რომ ვალუტა არა გაქვთ, არა? – უთხრა და თანაგრძნობით შეხედა ნიკანორ ივანოვიჩს.



– მართალს ბრძანებთ, არა მაქვს, – უპასუხა ნიკანორ ივანოვიჩმა.



– ასე, – უპასუხა მსახიობმა, – მაპატიეთ, მაგრამ აბა, ის ოთხასი დოლარი საიდან გაჩნდა თქვენი ბინის საპირფარეშოში, რომლის ერთადერთი მფლობელიც თქვენ და თქვენი მეუღლე ბრძანდებით?



– ჯადოქრობით! – დაუფარავი ქირქილით წამოიძახა ვიღაცამ ჩაბნელებული დარბაზიდან.



– დიახ, დიახ, ჯადოქრობით, – მორცხვად დაუმოწმა ნიკანორ ივანოვიჩმა მსახიობს თუ ჩაბნელებულ დარბაზს და განმარტა, – უწმინდურმა ძალამ მომიგდო, კუბოკრულკოსტიუმიანმა თარჯიმანმა.



და კვლაც გულისწყრომით აღრიალდა დარბაზი. როცა სიჩუმემ დაისადგურა, მსახიობმა თქვა:



– ხედავთ, ლამის ლაფონტენის არაკების მოსმენა მიწევს! წარმოგიდგენიათ, ოთხასი დოლარი მიუგდეს! აი, თქვენ ყველა ვალუტის მფლობელები ხართ და ისე მოგმართავთ, როგორც სპეციალისტებს – როგორ გგონიათ, ასეთი რამე თუ ხდება ხოლმე?



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



174



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



– ჩვენ ვალუტის მფლობელები არა ვართ, – დარბაზიდან გაისმა ეული, ნაწყენი ხმები, –



მაგრამ ასეთი რამე მაინც შეუძლებელია.



– მეც გეთანხმებით, – მტკიცედ თქვა მსახიობმა, – და ამიტომ გეკითხებით: აბა, მითხარით, რა შეიძლება მიუგდონ კაცს?



– ბავშვი! – იყვირა ვიღაცამ დარბაზიდან.



– სრული ჭეშმარიტებაა, – დაუდასტურა პროგრამის წამყვანმა, – შეიძლება ბავშვი მოგიგდონ ან ანონიმური წერილი, პროკლამაცია, ჯოჯოხეთის მანქანა და ვინ იცის, კიდევ რა, მაგრამ ოთხას დოლარს არავინ მოგიგდებს, რადგან ასეთი იდიოტი ბუნებაში არ არსებობს, – მსახიობი ნიკანორ ივანოვიჩს მიუბრუნდა და ნაღვლიანად უსაყვედურა, – გული მატკინეთ, ნიკანორ ივანოვიჩ! მე კი თქვენი იმედი მქონდა. ამგვარად, ეს ნომერი ჩაიშალა.



ნიკანორ ივანოვიჩი დარბაზიდან სტვენით დააჯილდოეს.



– აქვს ვალუტა, აქვს! – ყვიროდნენ დარბაზიდან, – სწორედ მაგისთანების გამო ვიტანჯებით უდანაშაულოდ.



– ასე ნუ ლანძღავთ, – რბილად თქვა კონფერანსიემ, – აუცილებლად მოინანიებს, – შემდეგ ლამის აცრემლებული ცისფერი თვალები მიაპყრო ნიკანორ ივანოვიჩს და დასძინა, – ადგილზე დაბრუნდით, ნიკანორ ივანოვიჩ.



ამის შემდეგ მსახიობმა ზარი ააწკარუნა და გამოაცხადა:



– შევისვენოთ, არამზადებო!



შეცბუნებული ნიკანორ ივანოვიჩი, ასე მოულოდნელად რაღაც თეატრალური პროგრამის მონაწილე რომ გახდა, ისევ იატაკზე, თავის ძველ ადგილზე აღმოჩნდა. მერე დაესიზმრა, თითქოს დარბაზი უკუნმა მოიცვა და კედელზე წითლად აინთო წარწერა: „ჩააბარეთ ვალუტა!“ შემდეგ ისევ გაიხსნა ფარდა და კონფერანსიემ ხელახლა იხმო ვიღაც.



– სცენაზე ვიწვევთ სერგეი ჰერალდოვიჩ დუნჩილს.

დუნჩილი წარმოსადეგი, მაგრამ ერთობ მოუვლელი ორმოცდაათი წლის კაცი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



175



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



აღმოჩნდა.



– სერგეი ჰერალდოვიჩ, – მიმართა კონფერანსიემ, – აი, უკვე თვე-ნახევარია აქ ზიხართ და ჯიუტად არ გსურთ, დარჩენილი ვალუტის ჩაბარება. ალბათ იცით, როგორ სჭირდება ვალუტა ჩვენს ქვეყანას, თქვენ კი არაფერში გარგიათ და მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტობთ. თქვენ ხომ ინტელიგენტი ბრძანდებით, მშვენივრად გესმით ყველაფერი, მითხარით, რატომ არ გინდათ დაგვეხმაროთ.



– სამწუხაროდ, ვერაფერს გავაწყობ, მეტი ვალუტა აღარ მაქვს, – მშვიდად უპასუხა დუნჩილმა.



– ეგრე იყოს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, იქნებ ბრილიანტები მაინც შემოგრჩათ? – დაეკითხა მსახიობი.

– არც ბრილიანტები მაქვს.



მსახიობმა თავი ჩაჰკიდა და დაფიქრდა, შემდეგ ტაში შემოჰკრა. კულისებიდან შუახნის ქალი გამოვიდა, მოდურად იყო ჩაცმული, ესე იგი, უსაყელო პალტო ეცვა და ქუდი ეხურა. ქალი შეშფოთებული ჩანდა. დუნჩილმა შემოსულს შეხედა და წარბიც არ შეუხრია.



– ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის ეს ქალი? – დუნჩილს დაეკითხა პროგრამის წამყვანი.



– ჩემი ცოლია, – ღირსეულად უპასუხა დუნჩილმა და ოდნავი ზიზღით შეავლო თვალი ქალის მაღალ კისერს.



– ჩვენ მხოლოდ იმიტომ შეგაწუხეთ, ქალბატონო დუნჩილ, – ქალს მიმართა კონფერანსიემ, –



რომ გვინდა გკითხოთ, კიდევ აქვს თუ არა თქვენს მეუღლეს ვალუტა?



– მაშინ ყველაფერი ჩაგაბარათ, – უპასუხა აღელვებულმა ქალმა.



– გასაგებია, – თქვა მსახიობმა, – კარგი, ასე იყოს. რაკი ყველაფერი ჩაგვაბარა, ვალდებულები ვართ, სასწრაფოდ დავემშვიდობოთ სერგეი ჰერალდოვიჩს. მეტი აღარაფერი დაგვრჩენია! სერგეი ჰერალდოვიჩ, თუ გნებავთ, შეგიძლიათ თეატრი დატოვოთ! – თქვა მსახიობმა და დიდებულად აიქნია ხელი.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



176



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



დუნჩილი მშვიდად და ღირსეულად შებრუნდა და კულისებისკენ გაემართა.



– ერთი წუთით! – შეაჩერა კონფერანსიემ, – ნება მომეცით, ვიდრე ერთმანეთს დავემშვიდობებოდეთ, ჩვენი პროგრამის კიდევ ერთო ნომერი შემოგთავაზოთ, – და ისევ ტაში შემოჰკრა.



უკანა შავი ფარდა გაიხსნა და სცენაზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა, საღამოს კაბა ეცვა, ხელში ოქროს სინი ეჭირა, რომელზეც კანფეტების ბაფთით შეკრული სქელი დასტა და ბრილიანტების ყელსაბამი იდო, ცისფრად, ყვითლად და წითლად რომ ბზინავდა.



დუნჩილმა ნაბიჯი უკან გადადგა და სახეზე ფერი დაეკარგა. დარბაზი ჩაკვდა.



– თვრამეტი ათას დოლარსა და ორმოცდაათ ოქროდ შეფასებულ ყელსაბამს, – საზეიმოდ განაცხადა მსახიობმა, – სერგეი ჰერალდოვიჩი ხარკოვში ინახავდა, თავისი საყვარლის, იდა ჰერკულანოვნა ვორსის ბინაში, რომლის ხილვის ბედნიერებაც ახლა თქვენც გაქვთ და რომელიც თავაზიანად დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა ეს უძვირფასესი, მაგრამ პირადი საკუთრებისათვის სრულიად გამოუსადეგარი განძი. დიდი მადლობა, იდა ჰერკულანოვნა.



ლამაზმანმა გაიღიმა, თეთრი კბილები დააელვა და ღუნღულა წამწამები ააფახულა.



– ხოლო თქვენი, თითქოსდა ღირსეული გარეგნობის მიღმა, – დუნჩილს მიმართა მსახიობმა,



– ხარბი ობობა, გასაოცარი თითლიბაზი და ცრუპენტელა იმალება. ამ თვე-ნახევარში თქვენი სიჯიუტით ხელში შეგვიკალით. ახლა შეგიძლიათ შინ წაბრძანდეთ, სასჯელად კი ის ჯოჯოხეთიც გეყოფათ, თქვენი მეუღლე რომ მოგიწყობთ.



დუნჩილი შექანდა, თითქოს წაქცევას აპირებდა, მაგრამ ვიღაცის თანამგრძნობმა ხელებმა შეაკავა. ამასობაში ფარდაც დაიხურა და სცენაზე მყოფნი თვალს მოარიდა.



ტაშის გრიალმა შეაზანზარა დარბაზი და ნიკანორ ივანოვიჩს მოეჩვენა, თითქოს ჭაღებში ალი ახტუნავდა. და როცა შავი ფარდა ისევ მაღლა ასრიალდა, სცენაზე მხოლოდ მსახიობიღა იდგა. მას ისევ ტაშით მიესალმნენ, მან კი მაყურებელს თავი დაუკრა და დაიწყო:



– ჩვენს პროგრამაში თქვენ ახლა, დუნჩილის სახით, სახედრის ტიპური განსახიერება იხილეთ. გუშინ მქონდა ბედნიერება, თქვენთვის განმემარტა, რომ ვალუტის დამალვა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



177



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



უაზრობაა. დამერწმუნეთ, მის გამოყენებას ვერანაირად ვერ შეძლებთ. აი, თუნდაც ეს დუნჩილი ავიღოთ. დიდი ხელფასი აქვს და არ უჭირს. აქვს შესანიშნავი ბინა, მშვენიერი ცოლი ჰყავს და მზეთუნახავი საყვარელი, მაგრამ მაინც უფრო მეტი უნდა. იმის ნაცვლად, რომ ვალუტა და ძვირფასი ქვები ჩაებარებინა და წყნარად, მშვიდად და უსიამოვნებების გარეშე ეცხოვრა, ეს ანგარებიანი ბრიყვი მანამ არ გამოტყდა, სანამ საჯაროდ არ გამოააშკარავეს და თან ოჯახური უსიამოვნებებიც დაიტეხა თავზე. აბა, კიდევ ვის გსურთ ვალუტის ჩაბარება? მსურველი არავინ ხართ? თუ ასეა, ჩვენი პროგრამის შემდეგ ნომრად იხილავთ თქვენთვის საგანგებოდ მოწვეულ მსახიობს სავა პოტაპოვიჩ კუროლესოვს, რომელიც ნაწყვეტებს წაგიკითხავთ პოეტ პუშკინის პოემიდან „ხარბი რაინდი“.



შეპირებულ კუროლესოვსაც აღარ დაუგვიანია, სცენაზე გამოვიდა. ერთი ჯანიანი, ფერხორციანი, კარგად გაპარსული კაცი აღმოჩნდა, ფრაკი ეცვა და თეთრი ჰალსტუხი ეკეთა.



ზედმეტი შესავლების გარეშე უცებ მოქუფრა სახე, წარბი შეიკრა და ოქროს ზანზალაკებისკენ თვალდაცეცებულმა არაბუნებრივი ხმით დაიწყო:



– Как молодой повеса ждет свиданья с какой-нибудь развратницей лукавой???5



და კუროლესოვი ათას სისაძაგლეს მოჰყვა თავის თავზე. ნიკანორ ივანოვიჩს ესმოდა, როგორ აღიარა კუროლესოვმა, რომ ერთხელ, წვიმაში, ვიღაც უბედური ქვრივი მუხლმოყრილი იდგა მის წინაშე და მოთქვამდა, მაგრამ ღრჯო გული ვერა და ვერ მოულბო. ნიკანორ ივანოვიჩმა ამ თავის საზმრამდე თითქმის არაფერი იცოდა პუშკინის შემოქმედების შესახებ, თავად პუშკინს კი მშვენივრად იცნობდა და დღეში ასჯერ მაინც ახსენებდა: „ბინის ფულს პუშკინი გადაიხდის?“ ან „მაშასადამე, კიბეზე ნათურა პუშკინმა ამოხრახნა?“



„ეტყობა, ნავთს პუშკინი იყიდის“. და ახლა, როცა მის ერთ-ერთ ნაწარმოებსაც გაეცნო, ნიკანორ ივანოვიჩმა მოიწყინა, ცხადლივ დაუდგა თვალწინ დაობლებულ შვილებიანად თავსხმაში მუხლებზე დამხობილი ქალი და უნებლიეთ გაიფიქრა: „ეს კუროლესოვიც საზიზღარი ტიპი ჩანს!“



ის კი თანდათან უწევდა ხმას, ყველაფერს აღიარებდა და ბოლოს მთლად დააბნია ნიკანორ ივანოვიჩი, რადგან უეცრად ვიღაც ისეთს მიმართა, სცენაზე რომ არ იმყოფებოდა, შემდეგ იმ ვიღაცის ნაცვლად გასცა საკუთარ თავს პასუხი, თან ხან „ხელმწიფეს“ უწოდებდა



5 როგორც ყმაწვილი უცოდველი, პაემანს ელის გარყვნილ დიაცთან. (ა პუშკინი „ძუნწი რაინდი“).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



178



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



თავს, ხან



– „ბარონს“, ხან – „მამას“, ხან – „შვილს“, ხან „თქვენობით“ მიმართავდა, ხანაც – „შენობით“.



ნიკანორ ივანოვიჩი მხოლოდ ერთს მიხვდა, რომ მსახიობი საშინელი სიკვდილით მიიცვალა და სიკვდილის წინ მაინც გაჰყვიროდა: „გასაღები! ჩემი გასაღები!“ – შემდეგ ხროტინით დაეცა იატაკზე და კისრიდან ჰალსტუხი ჩამოიგლიჯა.



მოკვდა თუ არა, მაშინვე წამოხტა, ფრაკის შარვლიდან მტვერი ჩამოიბერტყა, ხალხს თავი დაუკრა, ყალბად გაიღიმა და კანტიკუნტად გახმაურებული ტაშის თანხლებით, სცენიდან გავიდა. კონფერანსიემ კი განაგრძო:



– ახლა ჩვენ, ყველამ ერთად მოვისმინეთ სავა პოტაპოვიჩის მიერ დიდებულად განსახიერებული „ხარბი რაინდი“. ამ რაინდს დიდად ეიმედებოდა, რომ ფეხმარდი ფერიები მიეახლებოდნენ და ამგვარი ბევრი სასიამოვნო რამ მოხდებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ შეცდა, არც ფერიები მიახლებიან, არც მუზებს მიურთმევიათ ძღვენი და არც ხომალდები აუგიათ, პირიქით, ცუდად დაასრულა სიცოცხლე, ძაღლივით დააკვდა ვალუტით და ძვირფასი ქვებით გაჭედილ ზანდუკს. გაფრთხილებთ, თქვენც იგივე დაგემართებათ, იქნებ უარესიც, თუ ვალუტას არ ჩაგვაბარებთ!



არავინ იცის, პუშკინის პოეზიამ მოახდინა ასეთი დიდი შთაბეჭდილება, თუ კონფერანსიეს პროზაულმა დასკვნამ, მაგრამ უეცრად დარბაზიდან დარცხვენილი ხმა გაისმა:



– მე ჩაგაბარებთ ვალუტას.



– სცენაზე ამობრძანდით! – თავაზიანად მიიწვია კონფერანსიემ და ჩაბნელებულ დარბაზს გახედა დაჟინებით.



სცენაზე დაბალი ტანის ქერა მოქალაქე გამოჩნდა, სახეზე ეტყობოდა, სამი კვირის გაუპარსავი მაინც უნდა ყოფილიყო.



– მაპატიეთ, თქვენი გვარი? – დაეკითხა კონფერანსიე.

– ნიკოლოზ კანავკინი, – მორცხვად უპასუხა ახალმოვლენილმა. – აჰა! ძალიან სასიამოვნოა, მოქალაქე კანავკინ. გისმენთ.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



179



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



– გაბარებთ, – ჩურჩულით თქვა კანავკინმა. – რამდენს?

– ათას დოლარსა და ოც ოქროს თუმნიანს. – ბრავო! სულ ეგ გაქვთ?



პროგრამის წამყვანმა თვალი თვალში გაუყარა კანავკინს და ნიკანორ ივანოვიჩს მოეჩვენა, თითქოს ამ თვალების გამჭოლმა მზერამ კანავკინი რენტგენის სხივებივით გააშუქა. დარბაზმა სუნთქვა შეიკრა.



– მჯერა! – იყვირა ბოლოს მსახიობმა და მზერა ჩააქრო, – მჯერა! ასეთი თვალები არ ცრუობენ. მე ხომ რამდენჯერმე აგიხსენით თქვენი შეცდომა, თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს! აი, მაგალითად, უეცრად რაღაცას გეკითხებიან, თქვენ არც კი კრთებით, წამის უსწრაფესად იაზრებთ ყველაფერს, თავს ერევით, იცით, რა უნდა თქვათ სიმართლის დასაფარად, დამაჯერებლადაც ცრუობთ, სახეზე ძარღვიც არ გიტოკდებათ, მაგრამ ვაი, რომ ამ კითხვით შეშფოთებული სიმართლე სულის სიღრმიდან წამიერად თვალებს აასკდება და თქვენი თვალთმაქცობაც მთავრდება. თვალებში გამკრთალ შიშს ამჩნევენ და გიჭერენ!



მსახიობმა დიდი გრძნობით წარმოთქვა ეს ერთობ დამაჯერებელი მონოლოგი, შემდეგ კი ალერსიანად დაეკითხა კანავკინს:



– სად გაქვთ დამალული?



– დეიდაჩემთან, პოროხოვნიკოვასთან, პრეჩისტენკაზე...



– ა! ეს... მოიცადეთ... კლავდია ივანოვნასთან? ხომ არ ვცდებით?



– არა!



– დიახ, დიახ! პატარა სახლი აქვს. მოპირდაპირე მხარეს ბაღია? როგორ არა, ვიცით, ვიცით! სად გაქვთ დამალული?



– სარდაფში, სინემის ყუთში აწყვია... მსახიობმა გაოცებისაგან ხელი ხელს შემოჰკრა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



180



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



– გაგაგიჟებს ეს ხალხი! – გულისტკივილით წამოიყვირა მან, – სარდაფში ფული ხომ დაობდება და დაინესტება? განა შეიძლება ასეთ ხალხს ვალუტა ანდო? ღმერთმანი, ბავშვებივით არიან!



კანავკინი თვითონაც მიხვდა, ცუდად რომ მოიქცა, საყვედურიც დამსახურებულად მიიღო და ქოჩორა თავი ჩაქინდრა.



– ფული, – განაგრძო მსახიობმა, – სახელმწიფო ბანკში უნდა ინახებოდეს, საგანგებოდ მშრალ და გულდაგულ დაცულ შენობაში და არა დეიდის სარდაფში, სადაც, სხვა თუ არაფერი, ვირთხებმა შეიძლება შეჭამონ! მართლაც სამარცხვინოა, კანავკინ! ბავშვი ხომ არა ხართ?



კანავკინმა აღარ იცოდა, სად წაეღო თვალები, იდგა დარცხვენილი და თითით პიჯაკის ბორტს აწვალებდა.



– კეთილი, – მოლბა მსახიობი, – კაცს ძველი ცოდვა არ უნდა გაუხსენო... – და მოულოდნელად ჰკითხა, – ჰო, მართლა, მანქანა ტყუილად რომ არ გავსარჯოთ, იქნებ დეიდათქვენსაც აქვს რამე?



კანავკინი არაფრით ელოდა საქმის ამგვარ შემობრუნებას, შეკრთა და თეატრში დუმილი ჩამოწვა.



– ოჰ, კანავკინ, – ალერსიანად უსაყვედურა კონფერანსიემ, – მე კი რამდენი გაქეთ? აჰა, ადგა და ისევ გაჯიქდა არაფრის გამო. სისულელეა ეგ ყველაფერი, კანავკინ! სულ ახლახან არ გელაპარაკეთ თვალებზე? სწორედ თვალებში გეტყობა, რომ დეიდაშენსაც უნდა ჰქონდეს ვალუტა. ტყუილად რას გვაწვალებ?



– აქვს! – გული მიეცა კანავკინს.

– ბრავო! – იყვირა კონფერანსიემ.

– ბრავო! -საზარლად იხუვლა დარბაზმა.



როცა მიჩუმდნენ, კონფერანსიემ კანავკინს გამარჯვება მიულოცა, ხელი ჩამოართვა, სახლში მანქანით წაყვანა შესთავაზა, შემდეგ ვიღაცას კულისებში გასძახა, იმავე მანქანით დეიდისათვისაც შეევლოთ და ეთხოვათ, პროგრამაზე დასასწრებად ქალთა თეატრში



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



181



წაბრძანებულიყო.



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



– ჰო, მართლა, ისიც მინდოდა მეკითხა, დეიდას ხომ არ უთქვამს, თავის ფულს სად ინახავდა? – კანავკინს დაეკითხა კონფერანსიე, თავაზიანად მიაწოდა პაპიროსი და მოუკიდა. მან გააბოლა და როგორღაც ნაღვლიანად ჩაიცინა.



– მჯერა, მჯერა! – ამოიოხრა მსახიობმა, – ეგ ბებერი ქვაწვია დისშვილს კი არა, ეშმაკსაც არაფერს გაუმხელს. რას ვიზამთ, ვეცადოთ მასაც გავუღვიძოთ ადამიანური გრძნობები. იქნებ ჯერ კიდევ შერჩა სინდისი იმ წუწურაქ სულში. კარგად იყავით, კანავკინ!



და ბედნიერი კანავკინი შინ გაემგზავრა. მსახიობმა იკითხა, კიდევ ხომ არავინ იყო ვალუტის ჩაბარების მსურველი, მაგრამ პასუხად დარბაზმა დუმილი შეაგება.



– ღმერთმანი, უცნაური ხალხი ხართ! – მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა მსახიობმა და ფარდა დაეშვა.



ნათურები ჩაქრა, ერთხანს უკუნმა დაისადგურა და შორიდან ისმოდა, როგორ მღეროდა ვიღაცის ნერვიული ტენორი:



Там груды золота лежат и мне они принадлежать!6



შემდეგ, სადღაც შორიდან ორჯერ გაისმა ტაშისცემა.



– ქალთა თეატრში ვიღაც ქალი აბარებს, – მოულოდნელად უთხრა ნიკანორ ივანოვიჩს წითურწვერიანმა მეზობელმა, ამოიოხრა და დასძინა, – ეჰ, ჩემი ბატები რომ არა! მე, ჩემო კარგო, მებრძოლი ბატები მყავს ლიანოზოვოში. მეშინია, უჩემოდ სული არ გააფრთხონ. მებრძოლი ფრინველია, ნაზი, მოვლა-პატრონობა სჭირდება... ეჰ, ბატები რომ არა! მე პუშკინით ვერ გამაკვირვებ, – და ისევ ოხვრას მოჰყვა.



დარბაზი ისევ გაჩირაღდნდა და ნიკანორ ივანოვიჩს დაესიზმრა, თითქოს ყოველი კარიდან დარბაზში თეთრჩაჩიანი მზარეულები შემოცვივდნენ, რომელთაც ხელში სხვადასხვა ზომის ჩამჩები ეჭირათ. პატარა მზარეულებმა დარბაზში წვნიანის ქვაბი შემოათრიეს და სინებზე დაწყობილი დაჭრილი შავი პური შემოიტანეს. მაყურებლები გამოცოცხლდნენ. მხიარული მზარეულები თეატრალებს შორის დაძვრებოდნენ, თასებში წვნიანს უსხამდნენ და



6 „იქ ოქროს მთები დგას და მე მეკუთვნის“ (ა.პუშკინი, „ძუნწი რაინდი“).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



182



თავი მეთხუთმეტე - ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი



პურს ურიგებდნენ.



– ისადილეთ, ბიჭებო! – ყვიროდნენ მზარეულები, – და ვალუტა ჩააბარეთ! ტყუილად აქ რას უსხედხართ? ძალიან მოგწონთ ამ სალაფავის ხვრეპა? შინ წახვალთ, კარგს შეჭამთ, კარგს დალევთ, რა სჯობია!



– აბა, შენ რაღას ჩამომჯდარხარ აქ, მამი? – პირდაპირ ნიკანორ ივანოვიჩს მიმართა მსუქანმა, ღაჟღაჟაკისრიანმა მზარეულმა და თასი გაუწოდა, რომელშიც ეულად დაცურავდა კომბოსტოს ფურცელი.



– არა მაქვს! არა მაქვს! არა მაქვს-მეთქი! – საზარი ხმით იყვირა ნიკანორ ივანოვიჩმა, –



გესმით, თუ არა?



– არა გაქვს?! – მრისხანე ხმით დაიღრიალა მზარეულმა, – არა? – უცებ წვრილი და ალერსიანი ხმით დაეკითხა, – არა აქვს, არა, – მშვიდად ჩაიბუტბუტა და ექთან პრასკოვია ფიოდოროვნად იქცა.



ექთანი ალერსიანად ანჯღრევდა ძილში აკვნესებულ ნიკანორ ივანოვიჩს. მაშინვე ბინდი გადაეფარათ მზარეულებს, ფარდებიანი თეატრიც უკუნში შთაინთქა. ნიკანორ ივანოვიჩმა აცრემლებული თვალებით დაინახა თავისი ოთახი და ორი თეთრხალათიანი ადამიანი, ოღონდ ის თავხედი მზარეულები კი არა, ხალხს რომ თავიანთი რჩევებით თავს აბეზრებდნენ, არამედ მის ოთახში ექიმი იდგა, მის გვერდით კი პრასკოვია ფიოდოროვნა, რომელსაც ხელში თასის ნაცვლად, მარლაგადაფარებული ნემსიანი თეფში ეჭირა.



– ეს რა უბედურებაა, – მწარედ ამოიგმინა ნიკანორ ივანოვიჩმა, ვიდრე ნემსს უკეთებდნენ, –



არა მაქვს, არა! პუშკინმა ჩააბაროს ვალუტა. მე არა მაქვს.



– მართალია, არა გაქვთ, – ამშვიდებდა გულკეთილი პრასკოვია ფიოდოროვნა, – თუ არა გაქვთ, ვერც ვერავინ განგსჯით!



წამლის შეშხაპუნების შემდეგ ნიკანორ ივანოვიჩი დამშვიდდა და ისე ჩაეძინა, აღარაფერი დასიზმრებია.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



183



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



მაგრამ მისი შფოთიანი ყვირილი 120-ე ოთახსაც მისწვდა, იქაც გაიღვიძა ავადმყოფმა და საკუთარი თავი მოიძია, 118-ეშიც აღელდა უცნობი ოსტატი, ნაღვლიანად იმტვრევდა თითებს, მთვარეს გასცქეროდა და მის ცხოვრებაში უკანასკნელი შემოდგომის იმ მწარე ღამეს, კარის ღრიჭოდან სარდაფში შემოჭრილ სინათლის ზოლს და გაშლილ თმას იხსენებდა.



მღელვარებამ 119-ე ოთახიდან აივნით ივანის პალატამდეც მიაღწია, მანაც გაიღვიძა და ატირდა.



მაგრამ ექიმმა მალე დააწყნარა აღელვებულები და უბედურები და მათაც, ერთმანეთის მიყოლებით დაიძინეს. ყველაზე გვიან ივანი მიყუჩდა, როცა მდინარესთან უკვე რიჟრაჟი იპარებოდა. წამალმა მთელი სხეული მოულბო, ტალღასავით გადააფარა სიმშვიდე, სხეული შეუმსუბუქდა, გონებას კი თვლემის თბილი ნიავი მიელამუნა. მან დაიძინა და უკანასკნელი, რაც სიფხიზლიდან შემორჩა სმენას, რიჟრაჟს აყოლილი ჩიტების ჟღურტული იყო. მაგრამ ეს ხმაც მალე მიილია და დაესიზმრა, რომ მზე უკვე დაშვებულიყო ტაბაკელას მთაზე და იყო ეს მთა ორმაგი ქამრით შემოსალტული...



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



მზე უკვე დაშვებულიყო ტაბაკელას მთაზე და იყო ეს მთა ორმაგი ქამრით შემოსალტული.



ის ცხენოსანთა ალა, ნაშუადღევს პროკურატორს რომ გადაეღობა, ახლა ჭენებით მიუახლოვდა ქალაქის ჰებრონის კარიბჭეს. გზა გაეწმინდათ, კაპადოკიელთა კოჰორტის ქვეით ჯარს გზის კიდეებზე მიეტმასნა თავმოყრილი ხალხი, სახედრები და აქლემები. ალამ ჭენებით განვლო გზა, მტვრის თეთრი ბოლქვები ცამდე ააბუქა დ იმ გზაჯვარედინთან მივიდა, სადაც ორად იტოტებოდა შარა: ერთი სამხრეთით, ბეთლემისაკენ მიდიოდა, მეორე ჩრდილო- დასავლეთით – იაფისაკენ. ალა ჩრდილო-დასავლეთის გზას დაადგა. კაპადოკიელები გზის გაყოლებაზე იყვნენ ჩამწკრივებულები და დროულად გაეფანტათ იერუშალაიმში სადღესასწაულოდ მომავალი ქარავნები. მლოცველებს დროებით მიეტოვებინათ ზედ ბალახზე გაშლილი ჭრელი კარვები და კაპადოკიელთა ზურგს უკნიდან იცქირებოდნენ. ალამ ერთი ფარსანგი7 განვლო, ელვისებურ ლეგიონს გაუსწრო და კიდევ ერთი ფარსანგის გავლის შემდეგ, პირველი მიადგა ტაბაკელას მთის ძირს. იქ ჩამოქვეითდნენ. მეთაურმა



7 ფარსანგი (სპ.) – ძვ.მანძილის საზომი ერთეული. უდრიდა დაახლოებით სამ მილს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



184



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



რაზმებად დაჰყო ალა, რაზმებმა არცთუ მაღალ მთას ალყა შემოარტყეს, მხოლოდ ერთი გასასვლელიღა დატოვეს – იაფის გზიდან მომავალთათვის.



ცოტა ხანში მეორე კოჰორტაც მოახლოვდა, მთაზე ავიდა და გვირგვინივით შემოერტყა კალთებს.



ბოლოს მარკუს ვირთხათმძლის კენტურიამაც მოაღწია. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულები მოდიოდნენ, შუაში კი, საიდუმლო მცველთა თანხლებით, სამი სიკვდილმისჯილი მოჰყავდათ. ურემზე მსხდომთ კისრებზე დაფები ეკიდათ, რომელზეც არამეულად და ბერძნულად ეწერა: „ყაჩაღი და მოჯანყე“. ბრალდებულთა ურმებს ახალგამოთლილი ხარიხიანი ბოძებით, თოკებით, ნიჩბებით, წირთხლებითა და ბარებით დატვირთული სხვა ურმებიც მოსდევდა. ამ ურმებზე ექვსი ჯალათი იჯდა. მათ უკან ცხენებზე ამხედრებულნი მოდიოდნენ კენტურიონი მარკუსი, იერუშალაიმის ტაძრების დაცვის უფროსი და ის კაპიუშონიანი კაცი, სასახლის ჩაბნელებულ დარბაზში წამისად რომ ესაუბრა პილატეს. სულ ბოლოს ჯარისკაცები მიაბიჯებდნენ, მათ კი კვალდაკვალ ორი ათასამდე ცნობისმოყვარე მოჰყვებოდა, ამ ხორშაკიან ხვატს რომ არ ეპუებოდნენ და სეირის საცქერლად მოიჩქაროდნენ.



ქალაქიდან მომავალ უსაქმურებს ახლა ცნობისმოყვარე მლოცველებიც შეერთებოდნენ და მსვლელობას ადევნებულნი, ისინიც შეუფერხებლად ავიდნენ მთაზე. ასე, მოღაღადეთა ხრინწიანი ამოძახილის თანხლებით, რომლებიც იმავეს გაჰყვიროდნენ, რაც შუადღისას პილატემ აუწყა ხალხს, მიადგა მსვლელობა ტაბაკელას მთას.



ალამ ხალხი ზედა საალყე ქამრამდე გაატარა, მეორე კენტურიამ კი მთის წვერზე ისინი აუშვა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა დასჯაში, ბრბო მთის ირგვლივ, კალთებზე მიმოიფანტა და ზევით განლაგებულ ქვეითებსა და ქვევით შემოწყობილ ცხენოსანთა შორის მოექცა. ამგვარად, ბრბოს შეეძლო არცთუ მჭიდროდ მდგარი ჯარისკაცების ზურგს უკნიდან ეცქირა მსჯავრის აღსრულებისათვის.



სამ საათზე მეტი ხანი იყო გასული, რაც პროცესია მთაზე ავიდა. მზე უკვე გადაწვერილიყო ტაბაკელას მთიდან, მაინც გაუსაძლისი ხვატი იდგა, ზედა და ქვედა ალყის ჯარისკაცები სიცხით იტანჯებოდნენ, უსაქმობა თანგავდათ, გულში სწყევლიდნენ ამ სამ ყაჩაღს და გულწრფელად უსურვებდნენ სწრაფ აღსასრულს.



მთის ფერხთით, ღია გასასვლელთან მდგარი ალას ყმაწვილი მეთაური, ოფლით რომ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



185



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



ჩაშავებოდა თეთრი პერანგის ზურგი და შუბლიც დასველებოდა, წარამარა მიდიოდა პირველი ოცეულის ტყავის ტიკჭორასთან, მუჭით იღებდა წყალს, სვამდა და დოლბანდსაც ისველებდა. მერე, გაგრილებული, ცოტა ხნით შვებამოგვრილი შორდებოდა იქაურობას და ისევ მთისკენ მიმავალ მტვრიან გზაზე იწყებდა ბოლთის ცემას. გრძელი ხმალი ტყავის შეშარტულ ჩექმაზე ეხლებოდა. მეთაურს ეწადა თავისი მხედრებისათვის ამტანობის მაგალითი ეჩვენებინა, მაგრამ ბოლოს მაინც შეიბრალა ჯარისკაცები და უფლება მისცა, მიწაში ჩასობილი შუბები პირამიდებივით აეკოკოლავებინათ და ზედ თეთრი მოსასხამები გადაეფინათ. სირიელები ამ კარვებშიღა ეფარებოდნენ უმოწყალოდ მსუსხავ მზეს. ტიკჭორები სწრაფად ცარიელდებოდა და სხვადასხვა ოცეულის ცხენოსნები რიგრიგობით მიდიოდნენ ხევთან, სადაც კანტიკუნტად მდგარი თუთის ხეების მეჩხერ ჩრდილში უკანასკნელ დღეებს ითვლიდა ამ ეშმაკისეული ხვატით დამშრალი, მღვრიე ნაკადული. აქვე, ამ უიმედო ჩრდილს შეფარებული ცხენების მეთვალყურენი იდგნენ მოწყენილები და გათანგული ცხენები ეჭირათ სადავეებით.



ჯარისკაცთა უილაჯობა და ყაჩაღების მისამართით წარმოთქმული წყევლა-კრულვა გასაგები იყო. პროკურატორის შიში, რომ ამ, მისთვის საძულველ იერუშალაიმში მსჯავრის აღსრულებას შეიძლებოდა არეულობა მოჰყოლოდა, საბედნიეროდ, არ გამართლდა. და როცა მეოთხე საათი დაიწყო, მთაზე შემოწყობილ ორ მოალყე ქამარს შუა, ზემოთ მდგარ ქვეითებსა და ქვემოთ მდგარ ცხენოსნებს შორის უკვე აღარავინ ჩანდა. მზემ ბრბოც დაფუფქა და უკან, იერუშალაიმში გააძევა. ორი რომაული კენტურიის ჯაჭვის მიღმა მხოლოდ უპატრონოდ დარჩენილი და მთაზე საიდანღაც მოხეტებული ორი ძაღლიღა დაწანწალებდა. თუმცა ისინიც ხვატმა გათანგა და ენაგადმოგდებულები და აქლოშინებულები აქეთ-იქით მიწვნენ, აღარც მწვანე ხვლიკებს აყოლებდნენ თვალს, ამ ერთადერთ არსებებს, სიცხისა რომ არ ეშინოდათ და გავარვარებულ ქვებსა და მიწაზე დახვეულ რომელიღაც ეკლიან მცენარეებში დასხმარტალებდნენ.



არავის უცდია მსჯავრდებულთა დახსნა, არც ჯარით დატბორილ იერუშალაიმში და არც აქ, გარშემორტყმულ მთაზე, ბრბო ქალაქში დაბრუნდა, რადგან საგულისხმო მართლაც არაფერი ხდებოდა. იქ კი, ქალაქში უკვე პასექის დიდებული დღესასწაულისთვის იწყებოდა მზადება.



მთის კალთებზე ზედა ალყად მდგარი რომაელთა ქვეითები ცხენოსნებზე მეტად იტანჯებოდნენ. კენტურიონმა მარკუსმა მხოლოდ ერთადერთი შეღავათი დაუშვა ჯარისკაცებისთვის – ზუჩები მოახდევინა და მათ ნაცვლად წყალში დასველებული, თეთრი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



186



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



თავსაფრების წაკვრის უფლება მისცა, ეს იყო და ეს, მუხლი არ ჩაახრევინა ჯარისკაცებს, შუბშემართულები, უძრავად იდგნენ სადარაჯოზე. თვითონაც ასეთივე თავსაფარი ჰქონდა წაკრული, ოღონდ წყალში არ დაუსველებია, არც ვერცხლით ნაჭედი ლომის თავები შეუხსნია პერანგიდან, არც საბარკლული, ხმალი და დაშნა, ერთიანად აღჭურვილი მიმოდიოდა ჯალათთა ჯგუფის სიახლოვეს. მზე თავზე დანათოდა კენტურიონს, ვერაფერს ვნებდა და ლომთა ხახების შეხედვა შეუძლებელი ხდებოდა, იმდენად სჭრიდა თვალს მზეზე თითქოს ადუღებული ვერცხლის დამაბრმავებელი ბზინვა.



ვირთხათმძლეს დამახინჯებულ სახეზე არც დაქანცულობა ეტყობოდა, არც უკმაყოფილება. გეგონებოდათ, ამ ახმახ კენტურიონს იმის უნარი შესწევდა, მთელ დღეს, ღამეს და კიდევ ერთ დღეს ევლო მუხლჩაუხრელად, იმდენი ევლო, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ასევე ევლო, სპილენძისბალთებიან აშურმაზე ხელშემოწყობილს, ასევე მკაცრად ეცქირა ხან ჯვარზე გაკრულთა ბოძებისათვის, ხანაც დაწალიკებული ჯარისკაცებისთვის და ასევე გულგრილად გაეკრა ბეწვიანი ჩექმის ჭვინტი დროის დინებით გათეთრებულ ადამიანთა ძვლებისა და მიმობნეული წვრილ-წვრილი ფიქალისათვის.



ის კაპიუშონიანი კაცი ბოძების შორიახლოს, სამფეხაზე ჩამომჯდარიყო, კეთილად უძრავი ელოდა დასასრულს, მხოლოდ ჟამი-ჟამს, მოწყენილობისაგან წკეპლით თუ გაჩიჩქნიდა ხოლმე ქვიშას.



ლეგიონერთა ალყის მიღმა კაცი არ ჭაჭანებდაო, რომ აღვნიშნეთ, არც მთლად შეესაბამებოდა სიმართლეს. ერთი ადამიანი მაინც იმყოფებოდა იქ, უბრალოდ, მას ყველა როდი ხედავდა. ის იმ ფერდობზე კი არ იდგა, სადაც გასასვლელი დაეტოვებინათ და საცქერლადაც მოსახერხებელი იყო, არამედ ჩრდილოეთით, ორმოებით და ღრანტეებით დასერილ ოღროჩოღრო ფერდზე, სადაც ამ ღვთით წყეულ, დაშაშრულ მიწას ჩაბღაუჭებოდა გამხმარი ლეღვის ხე.



სწორედ მისი უჩრდილო ტოტების ქვეშ განმარტოებული ეს ერთადერთი მაყურებელი და არა ჯვარცმის მონაწილე, დასაწყისიდანვე ლოდზე იჯდა, ესე იგი, მისი აქ ყოფნიდან უკვე მეოთხე საათი ილეოდა. დიახ, ჯვარცმის საცქერლად უკეთესი კი არა, უარესი ადგილი აირჩია მაცქერალმა. მაგრამ აქედან ბოძები მოჩანდა, ლეგიონერთა ალყის მიღმა კენტურიონის მკერდზე აბზინებული ორი ლაქაც, ეს კი ადამიანისთვის, ვისაც ცხადლივ ეტყობოდა, რომ შეუმჩნევლად დარჩენა ეწადა, და სურდა არავინ შეეწუხებინა, სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



187



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



თუმცა, ჯვარცმის დაწყებამდე, ოთხიოდე საათის წინ ეს ადამიანი სრულიად სხვაგვარად იქცეოდა და ძალზე შესამჩნევიც იყო. ალბათ სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა, ყურადღება ზედმეტად აღარ მიექცია და განმარტოვდა.



პირველად მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა პროცესია მთის წვერზე ავიდა და ზედა ალყას გასცდა, ეტყობოდა, იგვიანებდა. კი არ მიდიოდა, აქელებული მირბოდა ბორცვისკენ, წინმავალთ ხელს ჰკრავდა და როცა შეამჩნია, რომ მისი და სხვების მიახლოებისთანავე ალყა შეიკრა, ისე დაიჭირა თავი, თითქოს არ ესმოდა გაღიზიანებული შეძახილები და ჯარისკაცთა შორის სამსჯავროსკენ გაძრომა სცადა, იქ კი უკვე ურმებიდან ჩამოჰყავდათ ბრალდებულნი. ამიტომ სცეს მკერდში შუბის ბლაგვი პირი და ისიც უკან გადახტა ყვირილით, არა სტკენია, უსასოობის ყვირილი იყო. იმ ლეგიონერს, ვინც შუბი ჰკრა მკერდში, ამღვრეული და სრულიად გულგრილი მზერა შეავლო, როგორც ადამიანმა, ფიზიკური ტკივილი რომ არად უჩანს.



მკერდზე ხელმიდებულმა ხველებითა და ქოშინით შემოურბინა ბორცვს. ეწადა ჩრდილოეთის ფერდობზე მაინც მოენახა პატარა ხვრელი ალყაში გასასხლტომად, მაგრამ გვიანღა იყო. ალყა შეიკრა და უბედურებით სახემოქცეული კაცი იძულებული შეიქნა, ურმებთან გაჭრის სურვილი უკუეგდო, საიდანაც უკვე ბოძებიც გადმოელაგებინათ. ახლა ვეღარაფერს გააწყობდა, გაღიზიანებულ ჯარისკაცებს შეიძლებოდა, დაეპატიმრებინათ კიდეც, დღეს კი სულაც არ უნდოდა, ხელგაკოჭილი ყოფილიყო.



ამიტომ ნაპრალის სიახლოვეს განმარტოვდა, იქ სიმშვიდე სუფევდა და ხელსაც არავინ შეუშლიდა.



ახლა მზის სხივებითა და უძილობით თვალებჩაჩირქებული ეს შავწვერა კაცი ქვაზე იჯდა და ნაღვლიანობდა. ხან ამოიოხრებდა, ხეტიალში დაძენძილ, ჭუჭყისფერ რუხად ქცეულ, ოდესღაც ცისფერ ტალიფს გადაიღეღავდა, დაჟეჟილ მკერდს იშიშვლებდა, რომელზეც შავად მოწვეთავდა ოფლი, ხან აუტანელი ტანჯვით აღაპყრობდა ზეცისკენ ხელებს და სამ ორბს გახედავდა, მალი აღაპის მოლოდინში კამარას რომ ჰკრავდნენ, ხანაც უიმედოდ დააცქერდებოდნენ ხოლმე ყვითელ მიწას და ძაღლის ნახევრად ჩაშლილ თავის ქალას და მის გარშემო მოსხმარტალე ხვლიკებს უმზერდნენ.



კაცი იმდენად იტანჯებოდა, რომ დროდადრო საკუთარ თავთან იწყებდა ლაპარაკს.

– ო, რა რეგვენი ვარ! – ბუტბუტებდა, გამწარებული ირწეოდა ქვაზე და ფრჩხილებით



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



188



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



იხოკავდა ხორბლისფერ მკერდს, – ბრიყვი, უჭკუო, დიაცი, ლაჩარი! კაცი კი არა, ქვეწარმავალი ვარ!



მერე დუნდებოდა, თავს ჩაქინდრავდა, ხის მათარიდან აშმორებულ წყალს მოსვამდა და თითქოს ძალმიცემული, ხან ტალიფის უბეში დამალულ დანას სტაცებდა ხელს, ხანაც პერგამენტის ნაჭერს, მის წინ, ქვაზე რომ იდო პატარა წკირთან და ტუშის ქილასთან ერთად.



ამ პერგამენტზე უკვე ეწერა:

„წუთები დიან და მე, ლევი მათე, ტაბაკელას მთაზე ვზი, სიკვდილი არ ჩანს!“ შემდეგ: „მზე გადაიწვერა, სიკვდილი კი არა და არ მოდის!“

ახლა ლევი მათემ უიმედოდ დაწერა წამახული წკირით:

„უფალო! რად განურისხდი? მოუვლინე სიკვდილი!“

ეს რომ დაწერა, უცრემლოდ ამოისლუკუნა და ისევ ფრჩხილებით ჩამოიხოკა მკერდი.



ლევის სასოწარკვეთილება იმ ავბედობის შედეგი იყო, რაც იეშუასა და მას თავს დაატყდათ და იმ მძიმე შეცდომისაც, რომელიც თავად ლევიმ დაუშვა. გუშინწინ, დღისით იეშუა და ლევი იერუშალაიმის სიახლოვეს, ბეთანიაში იყვნენ ერთ მებაღესთან სტუმრად, რომელსაც საოცრად მოეწონა იეშუას ქადაგება. სტუმრებმა შუადღემდე ბოსტანში იმუშავეს, მებაღეს წაახმარეს ხელი, საღამოს კი, აგრილებულზე, იერუშალაიმში აპირებდნენ დაბრუნებას, მაგრამ იეშუა რატომღაც აჩქარდა, გადაუდებელი საქმე მოიმიზეზა და ნაშუადღევს მარტო დაადგა ქალაქის გზას. აი, ეს იყო ლევი მათეს პირველი შეცდომა. რად, რად გაუშვა მარტო?



მათემ საღამოს ვეღარ შეძლო იერუშალაიმში წასვლა, რაღაც უეცარმა და საშინელმა სენმა გაუთანგა სხეული. ტანთ აჟრჟოლებდა, ცეცხლი ეკიდა, კბილს კბილზე აცემინებდა და განუწყვეტლივ ითხოვდა წყალს. ვეღარსად წავიდა. მებაღის ფარდულში მიეგდო ჩულზე და პარასკევ დილამდე არ წამომდგარა, ვიდრე სენი ისევე უეცრად არ დაეხსნა, როგორც დაატყდა. და თუმცა თავს ერთობ სუსტად გრძნობდა, მუხლიც ეკვეთებოდა, მაინც რაღაც ბედითის მოლოდინით დევნილი დაემშვიდობა მებაღეს და იერუშალაიმისკენ გაუდგა გზას. ჩასვლისთანავე შეიტყო, რომ წინათგრძნობას არ ეღალატა. უბედურება მომხდარიყო. ლევი ბრბოში იდგა და ესმოდა, პროკურატორი როგორ აცხადებდა განაჩენს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



189



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



როცა მსჯავრდებულნი მთისკენ წაიყვანეს, ლევი მათე მწკრივად მავალ ჯარისკაცთა გვერდით მირბოდა ცნობისმოყვარეებთან ერთად, ცდილობდა, როგორმე მაინც ენიშნებინა იეშუასთვის, რომ ის, ლევი აქ იყო. მის სიახლოვეს, უკანასკნელ გზაზე არ მიატოვა და ლოცულობდა, სწრაფი სიკვდილი მოვლენოდა ტანჯულს. მაგრამ იეშუა იმ შორეთს გასცქეროდა, საითაც მიჰყავდათ, და მათე, ცხადია, არ დაუნახავს.



და როცა პროცესიამ ერთი უტევანი განვლო, ჯარისკაცთა სიახლოვეს, ხალხის ბრბოში ნაჯგლერთ-ხელნაკრავ მათეს სულ უბრალო და დიდებულმა აზრმა გაუნათა გონება. იმავ წამს გულფიცხად დაიწყევლა თავი, რომ აქამდე არ ეფიქრა ამაზე. ჯარისკაცები მიჯრით არ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის მაინც რჩებოდა მანძილი. მოხერხებულ და თვალმახვილ კაცს შეეძლო წელში მოკუზული გამსხლტარიყო ლეგიონერთა შორის, ურემთან მიერბინა და ზედ შემხტარიყო. მაშინ იეშუა გადარჩებოდა ტანჯვას.



თვალის დახამხამება იქნებოდა საჭირო, რომ იეშუასთვის ზურგში ჩაეცა მახვილი და დაეყვირა: „იეშუა, გიხსენი და უკან მოგყვები! მათე ვარ, შენი ერთგული და ერთადერთი მოწაფე“.



და თუკი ღმერთი კიდევ ერთ წამსაც უბოძებდა, თავსაც მოიკლავდა, რომ ბოძზე გაკვრა აეცდინა. თუმცა თავი ნაკლებად ადარდებდა ლევის, ყოფილ მეზვერეს. სულერთი იყო, როგორ მოკვდებოდა. მას მხოლოდ ის ეწადა, რომ იეშუა, რომელსაც ამქვეყნად მისხალი ბოროტებაც არ ჩაედინა, სატანჯველისგან ეხსნა.



კარგად მოიფიქრა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ლევის დანა არ ჰქონდა თან. არც ფული ედო ჯიბეში.



საკუთარ თავზე გაცოფებულმა ლევიმ ბრბო გაარღვია და ისევ უკან, ქალაქისკენ გაიქცა. მის აღგზნებულ გონებაში ერთადერთი აზრი გიზგიზებდა, ახლავე, უცილობლად ეშოვა დანა და მსჯავრდებულთ დასწეოდა.



მან ქალაქის ბჭესთან მიირბინა, იერუშალაიმისკენ დაძრული ქარავნების დინება გაკვეთა და ანაზდად მხარმარცხნივ, პურის ფარდულის კარს ჰკიდა თვალი. გავარვარებულ შარაზე სირბილით აქელებულმა ლევიმ სუნთქვა დაიოკა, ერთობ ღირსეულად შეაბიჯა ფურნეში, დახლთან მდგარ დიასახლისს მიესალმა, თაროდან ზედა ლავაშის ჩამოღება სთხოვა, რომელიც რატომღაც სხვებზე მეტად მოეწონა, და როცა ქალი შებრუნდა, ჩუმად და სწრაფად აიღო დახლიდან ის, რის უკეთესსაც ვერ ინატრებდა – სამართებელივით მჭრელი,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



190



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



პურის გრძელი დანა, და იმავ წამს ფურნიდან გამოიჭრა. წუთის შემდეგ ისევ იაფის გზაზე იყო, მაგრამ პროცესიას თვალი ვეღარ მიაწვდინა. გამწარებული მირბოდა. დროდადრო, სულის მოსათქმელად, პირდაპირ ქვიშაში უწევდა პირქვე ჩამხობა და უძრავად წოლა. ასე იწვა და სახედრებზე ამხედრებულ თუ იერუშალაიმში ფეხით მიმავალ ხალხს აოცებდა. იწვა და აყურადებდა, მკერდში კი არა, თავსა და ყურებში როგორ უფეთქავდა გული. მერე, ოდნავ სულმოთქმული, ისევ ფეხზე დგებოდა და ისევ მირბოდა, ოღონდ სულ უფრო ნელა. და როცა ბოლოს, შორს მოზიმზიმე ხალხს მოჰკრა თვალი, ისინი უკვე მთის ფერხთით იყვნენ.



– ო, ღმერთო... – ამოიკვნესა ლევიმ, რამეთუ მიხვდა, იგვიანებდა, და დაიგვიანა კიდეც.



ჯვარცმის მეოთხე საათი რომ მიილია, ლევიმ ტანჯვას ვეღარ გაუძლო და მთლად გადაირია. ლოდიდან წამოხტა, მიწას დაანარცხა, როგორც ხვდებოდა, ეს ყოვლად უაზროდ მოპარული დანა, მათარა გასრისა ფეხით, წყალი დაღვარა, კეფა მოიშვლიპა, გამეჩხერებულ თმაში იტაცა ხელი და წყევლას მოჰყვა.



თავს იწყევლიდა, უაზროდ გაჰყვიროდა სიტყვებს, ყმუოდა და იფურთხებოდა, საკუთარ დედ-მამას იხსენებდა აუგად, ასეთი ბრიყვი რომ მოავლინეს ამქვეყნად.



მერე მიხვდა, რომ ფიცი და წყევლა არ მოქმედებდა, არაფერი იცვლებოდა მზისგულზე, ამიტომ ხმელ-ხმელი ხელები დამუშტა, თვალდახუჭულმა აღაპყრო ცისა და მზისკენ, სულ უფრო ქვევით და ქვევით რომ იწევდა, ჩრდილებს აგრძელებდა და ხმელთაშუა ზღვაში აპირებდა შთანთქმას. ლევიმ ღმერთს შეევედრა სასწაული, სთხოვა, ბოლოს და ბოლოს, აღსასრული მოევლინებინა იეშუასთვის.



თვალი რომ განახვნა, მიხვდა, ბორცვზე არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ კენტურიონის მკერდზე აღარ ელავდა მბზინავი ლაქები. მზე ახლა იერუშალაიმისკენ პირშექცეულ ჯვარცმულთა ზურგებს მისდგომოდა და ლევიმ იყვირა:



– წყეულიმც იყავ, ღმერთო!



ჩახლეჩილი ხმით გაჰყვიროდა, რომ ირწმუნა ღვთის უსამართლობა და მეტად აღარ სჯეროდა მისი.



– შენ ყრუ ხარ! – ყმუოდა ლევი, – ყრუ რომ არ იყო, შეისმენდი ჩემს ვედრებას და ახლავე დაასრულებდი მის ტანჯვას.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



191



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



ლევიმ თვალები დახუჭა და ცეცხლის ენებს დაელოდა, ციდან რომ უნდა დაცემულიყო და ბოლო მოეღო მისთვის, მაგრამ არაფერი მომხდარა. და ლევი თვალდახუჭული შეხაოდა ცას. ღმერთს გმობდა, ასძახოდა, რომ სხვა ღმერთები და რელიგიებიც არსებობდა ამქვეყნად. დიახ, სხვა ღმერთი ამას არ დაუშვებდა, რომ იეშუას დარი ადამიანი ბოძზე დაეწვა მზეს.



– ო, როგორ ვცდებოდი! – ყვიროდა ხმაჩახლეჩილი ლევი, – შენ ბოროტების ღმერთი ყოფილხარ! ნუთუ ტაძართა საკმევლებიდან ანადენმა ბოლმა დაგაბრმავა და შენს ყურებს მხოლოდ ქურუმთა საყვირების ხმა ესმის? შენ არ ხარ ყოვლადმძლე! შენ შავი ღმერთი ხარ! წყეულიმც იყავ, ავაზაკთა ღმერთო, მათო მფარველო და სულდგმავ!



მოულოდნელად რაღაც შეეფრქვა სახეში მეზვერედყოფილს და რაღაც გაუფაჩუნდა ფერხთით. კიდევ ერთხელ წამოუბერა, ლევიმ თვალი გაახილა და დაინახა, რომ მისი წყევლა-კრულვისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ირგვლივ ყველაფერი შეცვლილიყო. მზე თავის ყოველდღიურ საყუდელთან, ზღვასთან მისვლამდე გამქრალიყო, დასავლეთიდან ცაზე მრისხანედ და შეუბრკოლებლად მოიწევდა ჯანღი. მის კიდეებს უკვე თეთრი დუჟი მოსდებოდა, შავი, ორთქლიანი ფაშვი კი სიყვითლეს ირეკლავდა. ღრუბელი ბღუოდა და ჟამი-ჟამს ცეცხლის ენებს აფურთხებდა. იაფის გზაზე, გიონის ხრიოკ ველზე მლოცველთა კარვებს თავზე ევლებოდა მოულოდნელად ამოვარდნილი ქარით აბორიალებული მტვრის ბუქი. ლევი დადუმდა, ცდილობდა გაერკვია, იერუშალაიმზე თავს დატეხილი ჭექა-ქუხილი რაიმეს თუ უშველიდა უბედურ იეშუას. იმავ წამს ღრუბლებში დაკვესებული ცეცხლის ძაფებს შეავლო თვალი და ცას შეევედრა, იეშუას ბოძისთვის დაემხო მეხი. მან ისევ მონანიედ ახედა ცას, ჯერ რომ მთლად არ შთაენთქა ღრუბელს, ცას, საიდანაც ქარიშხლისაგან თავის დასაღწევად, ფრთების ფათქუნით ეშვებოდნენ ორბები და გაიფიქრა, რომ ალბათ ძალზე იჩქარა წყევლა. ამიერიდან, ღმერთი აღარ შეისმენდა მის ვედრებას.



მან ბორცვის ძირს გახედა, სადაც ცხენოსანთა ალა იყო მიმოფანტული და იქაც შეცვლილი დაუხვდა ყველაფერი. მაღლობიდან ლევის კარგად შეეძლო დაენახა, როგორ მიმორბოდნენ ჯარისკაცები, შუბებს მიწიდან აძრობდნენ, მოსასხამებს იგდებდნენ მხრებზე, ცხენმატარები გზისკენ მიიჩქაროდნენ და შავრა ცხენებს მიაგელვებდნენ. ცხენოსანთა ალა მიდიოდა, ეს გასაგები იყო, სახეში შეხლილი ქვიშისაგან თავის დასაცავად ხელაფარებული ლევი იფურთხებოდა და ცდილობდა გაერკვია, რას მოასწავებდა ცხენოსნების წასვლა? შემდეგ მზერა მთაზე გადაიტანა და ალისფერ სამხედრო ქლამიდში გახვეული კაცი დაინახა, სამსჯავროსკენ რომ მიემართებოდა და უცებ ბედნიერი აღსასრულის წინათგრძნობამ გული გაუყინა მეზვერედყოფილს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



192



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



ყაჩაღთა წამების მეხუთე საათს ბორცვზე ამავალი კაცი კოჰორტის მეთაური იყო, რომელმაც, შიკრიკის თანხლებით, იერუშალაიმიდან მოაჭენა ცხენი. ჯარისკაცთა ალყა ვირთხათმძლის ნიშანზე გაიხსნა და კენტურიონმა პატივი მიაგო ტრიბუნს. მან ვირთხათმძლე გვერდზე გაიხმო და რაღაც უჩურჩულა ყურში. კენტურიონმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და ჯალათთა ჯგუფისკენ გაეშურა, ბოძებთან, ქვებზე რომ ისხდნენ. ტრიბუნი კი იმასთან მივიდა, ვინც სამფეხაზე იჯდა და მჯდომარე კაციც, ტრიბუნის შესახვედრად, თავაზიანად წამოდგა ფეხზე. მასაც ხმადაბლა რაღაც უთხრა ტრიბუნმა და ორივე ბოძებისკენ გაეშურა. მათვე შეუერთდა სატაძრო დაცვის უფროსი.



ვირთხათმძლემ ზიზღით დახედა ბოძებთან დახორავებულ, ტურტლიან ჭინჭებს, ცოტა ხნის წინ ჯვარცმულთ რომ ეცვათ და რომლის აღებაც ჯალათებმა არ იკადრეს, ორი ჯალათი გამოიხმო და უბრძანა:



– მომყევით!



კიდურა ბოძიდან ხმაჩახლეჩილი სიმღერა ისმოდა. მასზე გაკრულმა გესმასმა მესამე საათს ბუზებსა და მზეს ვეღარ გაუძლო, ჭკუიდან შეიშალა და ახლა ხმადაბლა მღეროდა ყურძენზე, მაგრამ ჩალმიან თავს ხანდახან მაინც გაიქნევდა ხოლმე, მაშინ ბუზები ზანტად სცილდებოდნენ სახიდან, მაგრამ მალევე ისევ ესეოდნენ.



მეორე ბოძზე გაკრული დისმასი ორივეზე მეტად იტანჯებოდა, გონი არ ებინდებოდა და ხან მარჯვნივ გადააგდებდა თავს, ხან მარცხნივ, ცდილობდა, როგორმე სახიდან გაედევნა მოძალებული ბუზები.



ამ ორზე ბედნიერი იეშუა იყო. პირველსავე საათს დაეწყო გულყრა, შემდეგ გონიც დაებინდა, უჩალმო თავი მკერდზე ჩამოუვარდა. ამიტომაც ბუზებსა და ბუზანკალებს თავით ფეხამდე დაეფარათ, სახის ნაცვლად, შავი, ზიმზიმა მასა მოუჩანდა. ფერდებზე, მუცელზე, იღლიებქვეშ გატიკნული ბუზანკალები ესხდნენ და ტიტველ, გაყვითლებულ სხეულს უწუწნიდნენ.



კაპიუშონიანი კაცის ნიშანს დამორჩილებულმა ერთ-ერთმა ჯალათმა შუბი აიღო, მეორემ კი ბოძთან წირთხლი და ღრუბელი მიათრია. პირველმა ჯალათმა შუბი ასწია, ბოძის ხარიხაზე გაჭიმულ და თოკით გადაჭერილ ჯერ ერთ ხელზე შემოჰკრა იეშუას, მერე – მეორეზე. ნეკნებგამოჩრილი სხეული შეკრთა. ჯალათმა მუცელზე დაუსვა შუბისპირი. მაშინ იეშუამ თავი აიღო, ბუზები ზუზუნით დაეხსნენ, ჯვარცმულს სახე გამოუჩნდა – ნაკბენებით



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



193



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



დასივებული, თვალებჩასისხლიანებული და სრულიად ვერსაცნობი სახე.

ჰა-ნოცრიმ ქუთუთოები განაპო და ქვევით ჩაიხედა. ნათელი თვალები ამღვრეოდა. – ჰა-ნოცრი! – უთხრა ჯალათმა.

ჰა-ნოცრიმ შეშუპებული ტუჩები შეარხია და ყაჩაღის ხრინწიანი ხმით უპასუხა:

– რა გინდა? რატომ მოხვედი ჩემთან?



– დალიე! – უთხრა ჯალათმა და შუბის პირზე წამოცმული, წყლით გაჟივებული ღრუბელი ტუჩებთან მიუტანა იეშუას. მას სიხარული გაუკრთა თვალებში, ღრუბელს დაეწაფა და ხარბად შეიწოვა სითხე. მეზობელი ბოძიდან დისმასის ხმა გაისმა:



– უსამართლობაა! მეც ისეთივე ყაჩაღი ვარ, როგორიც ეგ!



დისმასი დაიძაბა, მაგრამ განძრევა ვერ შეძლო – ხარიხაზე სამგან ჰქონდა მკლავები გადაჭერილი. ღრმად შეისუნთქა, ფრჩხილები ხარიხის ბოლოებს ჩაასო და თავი იეშუას ბოძისკენ შეაბრუნა, გაბოროტება ეწერა თვალებში.



მტვრის ღრუბელმა მოედანი გადაფარა და ჩამობნელდა. როცა მტვერი ოდნავ გაიფანტა, კენტურიონმა იყვირა:



– სიჩუმე მეორე ბოძზე!



დისმასი დადუმდა. იეშუა ღრუბელს მოსწყდა, სცადა ალერსიანი და დამაჯერებელი გამოსვლოდა ნათქვამი, მაგრამ ვეღარ შეძლო და ხრინწიანად შეევედრა ჯალათს:



– დაალევინე.



ბნელდებოდა. ღრუბელმა ნახევარი ცა გადაფარა, შავი სითხითა და ცეცხლის ენებით სავსე თეთრი, მოთუხთუხე ღრუბლები წინ, იერუშალაიმისკენ მიისწრაფოდნენ. გაიელვა და ზედ მთის თავზე მეხმა იქუხა. ჯალათმა შუბს ღრუბელი მოხსნა.



– კეთილ იგემონს უმადლოდე! – საზეიმოდ, ხმადაბლა უთხრა და იეშუას ნელა დაჰკრა გულში. ის შეკრთა, ჩაიჩურჩულა:



– იგემონ...



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



194



თავი მეთექვსმეტე - მსჯავრი



სისხლი მუცელზე ჩამოწანწკარდა, ქვედა ყბა დაეკრუნჩხა და თავი ჩამოუვარდა.



მეორედ რომ დაიქუხა, ჯალათი უკვე დისმასს არწყულებდა და იმავე სიტყვებით, – ადიდე იგემონი! – ისიც გამოასალმა სიცოცხლეს.



გონწართმეულმა გესმასმა ჯალათის მიახლოებისთანავე შიშით შეჰკივლა, მაგრამ როცა ღრუბელი ტუჩებზე შეეხო, რაღაც დაიღმუვლა და კბილებით სწვდა. წამის შემდეგ მისი სხეულიც ბოძზე ეკიდა, ცხადია, რამდენადაც თოკები უშვებდა.



კაპიუშონიანი კაცი ჯალათს დაჰყვებოდა, მის უკან კი სატაძრო დაცვის უფროსი მიაბიჯებდა. კაპიუშონიანი პირველ ბოძთან შედგა, ყურადღებით შეათვალიერა გასისხლიანებული იეშუა, თეთრი ხელით ფეხის ძირებზე შეეხო და თანამგზავრებს უთხრა:



– მკვდარია.



იგივე გაიმეორა ორ დანარჩენ ბოძთანაც.



შემდეგ ტრიბუნმა კენტურიონს ნიშანი მისცა, შებრუნდა და სატაძრო დაცვის უფროსსა და კაპიუშონიან კაცთან ერთად მთის თხემი დატოვა. ბინდი ჩამოწვა და ელვის ენები კვალავდა ცას. უეცრად ზეციდან ცეცხლი წამოსკდა და კენტურიონის ყვირილი: „მოხსენი ალყა!“ ჭექა-ქუხილმა შთანთქა. გახარებულმა ჯარისკაცებმა სირბილით დატოვეს მთა, სირბილ-სირბილში იხურავდნენ ჩაფხუტებს. უკუნმა გადაფარა იერუშალაიმი.



დელგმა მოულოდნელად დაიწყო და კენტურიებს მთის დაღმართზე მოუსწრო. წყალი ისეთი ზათქით მოწყდა, რომ თავდაღმა დაშვებულ კარისკაცებს აღრიალებული ღვარები მისდევდათ უკან. ჯარისკაცებს ფეხი უსხლტებოდათ, დამბალ თივაში ეცემოდნენ, მაინც მირბოდნენ, სწორ გზაზე ჩქარობდნენ გასვლას, რომელსაც უკვე იერუშალაიმისაკენ მიუყვებოდნენ წვიმის ფარდის მიღმა ძლივსღა გასარჩევი, თავით ფეხამდე სველი ცხენოსნები. რამდენიმე წუთის შემდეგ ჭექა-ქუხილის, წყლის და ცეცხლის აბოლილ ლაფში, ბორცვზე მხოლოდ ერთი კაციღა დარჩა. აწ გამოსადეგად მოპარული დანის ქნევით, სველ ფერდობზე სრიალ-სრიალით, ხელების ცეცებითა და ბღაჭაბღუჭით, ხანაც კი დაოთხილი მიიწევდა თხემისაკენ. ხან უკუნი შთანთქავდა, ხან კი ანაზდად გამკრთალი, მოცახცახე შუქი ანათებდა.



ბოძებთან მისულმა, კოჭებამდე წყალში მდგარმა, ტანიდან დამძიმებული, წყლით გაჟივებული ტალიფი შემოიგლიჯა და პერანგის ამარამ იეშუას ფეხები გულში ჩაიხუტა. წვივებზე გადაუჭრა თოკი, შემდეგ ქვედა ხარიხამდე აცოცდა, იეშუას ხელი შემოხვია, ზედა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



195



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



სამაგრები გადასხიპა და ხელები გაუთავისუფლა. იეშუას სველი სხეული ლევის დააწყდა და მიწას დაანარცხა. ლევის მაშინვე ეწადა მისი წაღება, მაგრამ ერთმა ფიქრმა შეაჩერა. იეშუას თავგადაგდებული და ხელებგაშლილი სხეული მიწაზე დატოვა და აზელილ ლაფში სრიალ- სრიალით გაიქცა დანარჩენი ბოძებისაკენ. იქაც გადაჭრა თოკები და შიშველი სხეულები მიწაზე ჩამოყარა.



რამდენიმე წუთიც გავიდა და მთის თხემზე, დაცარიელებული სამი ბოძის სიახლოვეს ეს ორი სხეულიღა დარჩა. ცხედრებს წყალი ეხეთქებოდა და თავუკუღმა ატრიალებდა.



იმ დროს უკვე არც ლევი და აღარც იეშუას ცხედარი აღარ ჩანდნენ ტაბაკელას მთაზე.



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



პარასკევ დილას, ესე იგი, იმ წყეული სეანსის მეორე დღეს, ვარიეტეს თანამშრომელთა სრული შემადგენლობა – ბუღალტერი ვასილი სტეპანოვიჩ ლასტოჩკინი, სამი მემანქანე ქალი, ორი მოლარე, შიკრიკები, კაპელდინერები და დამლაგებლები – ერთი სიტყვით, ყველა, ვინც კი სახეზე იყო, თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ და საქმეს არ აკეთებდნენ, არამედ სადოვაიაზე გამავალი ფანჯრის ლავგარდანზე ჩამწკრივებულივნენ და თვალს ადევნებდნენ, რა ხდებოდა ვარიეტეს კედლებს მიღმა. ამ კედლებს ორ მწკრივად აჰკვროდა მრავალათასიანი რიგი, რომლის ბოლოც კუდრინის მოედანზე მთავრდებოდა. რიგის თავში თეატრალური მოსკოვისათვის კარგად ცნობილი ორი ათეული გადამყიდველიც მოჩანდა.



რიგი ძალზე აღელვებული ჩანდა, ქუჩაში მოსიარულეთა ყურადღებას იქცევდა და გუშინდელი შავი მაგიის სეანსის სულის შემხუთველ ამბებზე მსჯელობით ირთობდა თავს. იგივე ამბები დიდად აღელვებდა ბუღალტერ ვასილი სტეპანოვიჩსაც, რომელიც წინა საღამოს ვერ დასწრებოდა სპექტაკლს. კაპელდინერები, ეშმაკმა უწყის, რას არ ყვებოდნენ, სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ სეანსის დამთავრების შემდეგ ქალები ლამის შიშველ- ტიტველნი დარბოდნენ ქუჩაში. მორცხვი და სიტყვაძუნწი ვასილი სტეპანოვიჩი მხოლოდ თვალებს ახამხამებდა ამ საოცრებების მოსმენისას და აღარ იცოდა, რა ეღონა. იძულებული კი იყო, რამე ეღონა და აუცილებლად თვითონ, რადგან ახლა მასზე უფროსი არავინ ჩანდა ვარიეტეში.



დილის ათი საათისათვის ბილეთების მსურველთა რიგი იმდენად გაიბერა, რომ ხმა მილიციასაც მისწვდა და იქიდან გასაოცარი სისწრაფით გამოგზავნეს ქვეითი და ცხენოსანი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



196



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



რაზმები, რომელთაც ასე თუ ისე მოაწესრიგეს არეულობა, თუმცა მოწესრიგებული კილომეტრნახევრიანი რიგიც თავისთავად უდიდესი საცდური გახლდათ და სადოვაიაზე გამვლელი მოქალაქეების გაოცებას იწვევდა.



ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა, თუმცა, არც ვარიეტეს შიგნით სუფევდა სიმშვიდე. დილიდან მოყოლებული შეშლილივით რეკდა ტელეფონები ლიხოდეევის, რიმსკის და ვარენუხას კაბინეტებში, შემდეგ ბუღალტერიასა და სალაროებში. ვასილი სტეპანოვიჩი და მოლარე თავდაპირველად პასუხობდნენ, კაპელდინერებიც რაღაცას ლუღლუღებდნენ პასუხად, შემდეგ და შემდეგ კი საერთოდ აღარ იღებდნენ ყურმილს, რადგან კითხვაზე, სად იმყოფებოდა ლიხოდეევი, ვარენუხა ან რიმსკი, პასუხი არავინ იცოდა. ისიც სცადეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი მრეკველები, ეთქვათ, – ლიხოდეევი შინ არისო, მაგრამ ყურმილიდან დაჟინებით უმტკიცებდნენ, რომ ბინაში უკვე დაერეკათ და იქ ეთქვათ, რომ ლიხოდეევი ვარიეტეში იმყოფებოდა.



მერე ვიღაც აღელვებულმა ქალმა დარეკა, რიმსკი იკითხა. ურჩიეს, რიმსკის მეუღლისთვის დაერეკა, პასუხად ქალის აქვითინებულმა ხმამ აუწყათ, რომ თავად იყო რიმსკის მეუღლე და ქმარს ეძებდა. რაღაც აბდაუბდა იწყებოდა. დამლაგებელი ქალი უკვე ყველას უამბობდა, რა არეულობა დახვდა ფინანსური დირექტორის კაბინეტში, როცა დასალაგებლად შევიდა, კარი ყურთამდე ღია იყო, ნათურები ენთო, ბაღში გამავალი ფანჯარა ვიღაცას ჩაემტვრია, სავარძელი იატაკზე იყო ამოპირქვავებული და ოთახი – ცარიელი.



თერთმეტი საათისათვის ვარიეტეში ქალბატონი რიმსკაია შემოიჭრა. მოთქვამდა და ხელებს იმტვრევდა. დაბნეულმა ვასილი სტეპანოვიჩმა აღარ იცოდა, რით დახმარებოდა ქალს. თერთმეტ საათზე კი მილიცია მოვიდა. პირველი კითხვა ძალზე ლოგიკური იყო:



– რა ხდება აქ, მოქალაქენო, რაშია საქმე?



თანამშრომლებმა უკან დაიხიეს და მილიციას გადაფითრებული და აღელვებული ვასილი სტეპანოვიჩი შეატოვეს პირისპირ. იძულებულნი გახდნენ ყველაფრისათვის სახელი დაერქმიათ და ეთქვათ, რომ ვარიეტეს ადმინისტრაცია, კერძოდ კი – დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ადმინისტრატორი უგზო-უკვლოდ გამქრალიყვნენ, მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, კონფერანსიე კი, გუშინდელი სეანსის შემდეგ, ფსიქიატრიულში წაეყვანათ. მოკლედ, იმის აღიარებაც მოუხდათ, რომ გუშინდელი სეანსი ერთობ სკანდალური იყო.



მილიციელებმა აქვითინებული ქალბატონი რიმსკაია შეძლებისდაგვარად დაამშვიდეს,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



197



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



შინ გაისტუმრეს და ყველაზე მეტად დამლაგებელი ქალის მონათხრობით დაინტერესდნენ, იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში დახვდა ფინანსური დირექტორის კაბინეტი. თანამშრომლებს სთხოვეს ყველა თავის სამუშაო ადგილს დაბრუნებოდა, საქმეს შესდგომოდნენ, შემდეგ ვარიეტეს შენობაში გამომძიებლები გამოჩნდნენ, ყურდაცქვეტილი, დაკუნთული, თამბაქოს ფერფლისფერი, ძალზე ჭკვიანთვალებიანი ძაღლის თანხლებით. ვარიეტეს თანამშრომელთა შორის მაშინვე გავრცელდა ჭორი, რომ ეს ძაღლი სახელგანთქმული „ტუზბუბენი“ იყო და არც შემცდარან, მაგრამ მისმა ქცევამ ყველა გააოცა. როგორც კი ტუზბუბენი ფინანსური დირექტორის კაბინეტში შეიჭრა, დაიღრინა, საშინელი, მოყვითალო ღოჯები გამოაჩინა, შემდეგ მუცელზე დაწვა, თვალებში საოცარი ნაღველი და გამძვინვარება აღებეჭდა და დაწოლილი გაფორთხდა ფანჯრისაკენ. შემდეგ, თითქოს შიშს სძლიაო, უეცრად რაფაზე შეხტა, წაწვეტებული დრუნჩი მაღლა აიშვირა და ველურად, ბოროტად დაიყმუვლა. ძაღლს ფანჯრიდან ჩამოსვლა არ უნდოდა, ყმუოდა, თრთოდა და ქვევით იწევდა ჩასახტომად.



ტუზბუბენი კაბინეტიდან გაიყვანეს და ვესტიბიულში გაატარეს, საიდანაც სადარბაზო კარისკენ აიღო გეში, მერე ქუჩაში გავიდა და ტაქსის გაჩერებაზე მიიყვანა უკან ადევნებული გამომძიებლები. აქ დაკარგა ის კვალი, რომელსაც მისდევდა. ამის შემდეგ ტუზბუბენი წაიყვანეს.



გამომძიებლები ვარენუხას კაბინეტში შეიკრიბნენ და რიგრიგობით დაიწყეს იმ თანამშრომლების გამოძახება, ვინც გუშინდელ სეანსზე მომხდარ აურზაურს ესწრებოდნენ. უნდა ითქვას, რომ გამომძიებლები ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდნენ გაუთვალისწინებელ სირთულეებს და ძიების ძაფი წამდაუწუმ უწყდებოდათ.



აფიშები იყო? იყო. მაგრამ ღამით ზედ ახალი აფიშები გადააკრეს და აღარც ერთი არ ჩანდა, ეს მაგი საიდან გაჩნდა? ეშმაკმა იცის. ხელშეკრულება ხომ უნდა გაეფორმებინათ?



– უნდა გაეფორმებინათ, – პასუხობდა აღელვებული ვასილი სტეპანოვიჩი. – თუ ხელშეკრულება გაუფორმეს, ბუღალტერიაში ხომ უნდა შემოეტანათ? – აუცილებლად, – პასუხობდა ვასილი სტეპანოვიჩი.

– მერე სად არის ხელშეკრულება?



– ვერსად ვნახეთ, – პასუხობდა ერთიანად გადაფითრებული ბუღალტერი და ხელებს



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



198



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



შლიდა. მართლაც, არც ბუღალტერიის საქაღალდეში, არც ფინანსურ დირექტორთან, არც ლიხოდეევთან, არც ვარენუხასთან, ხელშეკრულება არ აღმოჩნდა.



– ის მაგი რა გვარის იყო? – ვასილი სტეპანოვიჩმა არ იცოდა, რადგან გუშინდელ სპექტაკლზე არ ყოფილა. არც კაპელდინერებმა იცოდნენ არაფერი, მოლარემ კი ერთხანს იჭმუხნა შუბლი, იჭმუხნა, იფიქრა და ბოლოს თქვა:



– ჰო... მგონი, ვოლანდი.



ან იქნებ არც იყო ვოლანდი? არა, არა, მგონი, ვოლანდი კი არა, ფალანდი იყო.



გაირკვა, რომ უცხოელთა ბიუროში არც ვოლანდზე იცოდნენ რამე, არც ფალანდზე, მით უმეტეს მაგზე არაფერი გაეგოთ.



კურიერმა კარპოვმა აცნობა, რომ ეს მაგი ლიხოდეევის ბინაში გაჩერებულიყო. ცხადია, ბინას მაშინვე ეწვივნენ, მაგრამ არავითარი მაგი იქ არ დახვედრიათ, არც ლიხოდეევი იყო შინ, არც მოსამსახურე გრუნია, ვერც ვერავისგან შეიტყვეს, როდის მოვიდოდნენ – ადგილზე არც სახლმმართველობის უფროსი ნიკანორ ივანოვიჩი დახვედრიათ, არც პროლეჟნევი!



რაღაც სრულიად გაუგებარი ხდებოდა: ერთად გამქრალიყო მთელი ადმინისტრაციული აპარატი. გუშინ უცნაური, სკანდალური სეანსი ჩაეტარებინათ და ვინ დართო ნება ან ვისი წაქეზებით მოხდა ეს ყველაფერი – ვერაფრით გაეგოთ.



ამასობაში შუადღე მოახლოვდა, სალაროს გაღების დრო დადგა. მაგრამ, ცხადია, სალაროს გაღებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. ვარიეტეს კარზე სასწრაფოდ გამოკიდეს მუყაოს დიდი ნაჭერი, რომელზეც ეწერა: „დღევანდელი სპექტაკლი გაუქმებულია“, რიგში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ აღელვებული ხალხი მაინც დაიშალა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სადოვაიაზე კაცი აღარ ჭაჭანებდა. გამომძიებლებიც წავიდ-წამოვიდნენ, რომ ახლა სხვაგან გაეგრძელებინათ მუშაობა, თანამშრომლები დაითხოვეს, ადგილზე მხოლოდ მორიგეები დატოვეს და ვარიეტეს კარი დაკეტეს.



ბუღალტერ ვასილი სტეპანოვიჩს ორი საქმე ჰქონდა სასწრაფოდ გასაკეთებელი. უპირველესად სასცენო და მსუბუქი გასართობი პროგრამების კომისიაში უნდა მისულიყო და გუშინდელი ამბები მოეხსენებინა, მეორეც – სასცენო კომისიის საფინანსო სექტორში შეევლო, რათა გუშინდელი შემოსავალი – 21. 711 მანეთი ჩაებარებინა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



199



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



გულმოდგინე და მუყაითმა ვასილი სტეპანოვიჩმა ფული გაზეთში გაახვია, თოკი გადაუჭირა, პორტფელში ჩადო და, რადგან კარგად იცოდა ინსტრუქცია, ტაქსის სადგომისკენ გაემართა.



მძღოლებმა, როგორც კი მათკენ მიმავალი სქელპორტფელიანი კაცი დაინახეს, მაშინვე დაძრეს მანქანები და სამი ცარიელი ტაქსი გაჩერებას გასცილდა. თან, რატომღაც ბოროტად გამოხედეს მომავალს.



ამ უცნაურობით გაოცებული ბუღალტერი ერთხანს გახევებული იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.



სამიოდე წუთის შემდეგ გაჩერებას ცარიელი მანქანა მოუახლოვდა, მაგრამ მძღოლს მგზავრის დანახვისთანავე მოექცა სახე.



– თავისუფალია? – ხველა-ხლუჩუნით იკითხა გაოცებულმა ვასილი სტეპანოვიჩმა.



– ფული მაჩვენეთ, – ბოროტად უთხრა შოფერმა, მგზავრისათვის ზედაც არ შეუხედავს.



მთლად გაოგნებულმა ბუღალტერმა ძვირფასი პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, საფულიდან თუმნიანი ამოიღო და შოფერს უჩვენა.



– არ წაგიყვან! – მოკლედ მოუჭრა მან.



– მაპატიეთ... – დაიწყო ბუღალტერმა, მაგრამ მძღოლმა შეაწყვეტინა:



– სამმანეთიანები გაქვთ?



თავზარდაცემულმა ბუღალტერმა საფულიდან ორი სამმანეთიანი ამოიღო და შოფერს დაანახვა.



– დაბრძანდით, – უყვირა მძღოლმა და მრიცხველის ალამს ისე დასცხო, ლამის ჩატეხა, –



წავედით.

– ხურდა არა გქონდათ? – დაეკითხა შეშინებული ბუღალტერი.

– ხურდა იმდენი მაქვს, ჯიბეში აღარ მეტევა, – დაუღრიალა მძღოლმა და სარკეში მისი



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



200



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



სისხლმოწოლილი თვალები აირეკლა, – დღეს მესამე შემთხვევაა, სხვებსაც დაემართათ. თუმნიანს გადამიხდიან, მე ხურდას ვუბრუნებ – ორ მანეთსა და ორმოცდაათ კაპიკს... ჩავა ის დამპალი! ხუთი წუთის შემდეგ კი თუმნიანის ნაცვლად „ნარზანის“ ეტიკეტი შემრჩება ხელში, – მძღოლმა რამდენიმე უცენზურო სიტყვა წარმოთქვა, – ერთი ზუბროვკასთან ჩამოვსვი. თუმნიანი მომცა და სამი მანეთი უკან დავუბრუნე. წავიდა და საფულეში რომ ჩავიხედე, იქიდან ბზიკი ამოფრინდა. თითზე მიკბინა, მე მაგის... – მძღოლმა ისევ უცენზურო სიტყვა იხმარა, – თან, ის ათმანეთიანიც გაქრა. გუშინ ამ ვარიეტეში (უცენზურო სიტყვა) ვიღაც დამპალ ტაკიმასხარას თუმნიანების სეანსი ჩაუტარებია (უცენზურო სიტყვა).



ბუღალტერი გაოგნდა, მოიბუზა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს სიტყვა „ვარიეტე“



პირველად ესმოდა და გაიფიქრა: „ოჰო-ო!“



ადგილზე მისულმა, საბედნიეროდ, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიხადა ფული, შემდეგ შენობაში შევიდა და დერეფნის გავლით იქით გაეშურა, სადაც მმართველის კაბინეტი ეგულებოდა, მაგრამ გზაშივე მიხვდა, რომ უდროო დროს მოუწია მოსვლამ. დიდი აურზაური იდგა სასცენო კომისიის კანცელარიაში. დერეფანში თვალებდაჭყეტილი, თავსაფარმოქცეული ქალი მირბოდა და გაჰკიოდა:



– არ არის, არა, არა, არ არის, ჩემო კარგებო! – გაუგებარი იყო ვის მიმართავდა, – პიჯაკი და შარვალი არის, თვითონ კი არ ჩანს!



კურიერი რომელიღაც კარში მიიმალა და მაშინვე იმ კარიდან ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა. მდივნის ოთახიდან კომისიის პირველი სექციის ხელმძღვანელი გამოიჭრა, რომელსაც



კარგად იცნობდა ბუღალტერი, მაგრამ იმ ოთახიდან გამოსული ისე იყო რეტდასხმული, რომ ბუღალტერს არც მისალმებია, სადღაც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.



ნანახით გაბეცებული ბუღალტერი მდივნის ოთახს მიუახლოვდა, საიდანაც კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში აპირებდა შესვლას, აქ კი საბოლოოდ დაიბნა.



კაბინეტის მოხურული კარიდან მრისხანე ხმა ისმოდა, კომისიის თავმჯდომარის, პროხორ პეტროვიჩის ხმა იყო. „ალბათ ვიღაცას უბრაზდება“, – გაიფიქრა შეწუხებულმა ბუღალტერმა, ოთახში მიმოიხედა და უცნაურზე უცნაური რამ დაინახა. ტყავის სავარძელში საზურგეს მისვენებული ანა რიჩარდოვნა იწვა, პროხორ პეტროვიჩის მზეთუნახავი პირადი მდივანი, ფეხები ლამის შუა ოთახამდე გაეშოტა და აქვითინებული სრესდა სველ



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



201



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



ცხვირსახოცს.



ანა რიჩარდოვნას ნიკაპი პომადით მოთხვროდა, ატმისფერ ლოყებზე კი ტუშის საღებავის შავი ლაქები შერჩენოდა.



შემოსული რომ დაინახა, ანა რიჩარდოვნა სავარძლიდან წამოხტა, ბუღალტერთან მიიჭრა, პიჯაკის ლაცკანში სწვდა და დაიყვირა:



– მადლობა ღმერთს! ძლივს ერთი ვაჟკაცი გამოჩნდა! ყველა გაიქცა, ყველამ მიმატოვა! წამომყევით, წამომყევით, იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა? – და აქვითინებულმა კაბინეტისკენ წაიყვანა ბუღალტერი.



კაბინეტში შესვლისთანავე ბუღალტერს პორტფელი ხელიდან გაუვარდა და თვალები დაუელმდა. გულახდილად უნდა მოგახსენოთ, არც გაემტყუნებოდა.



უზარმაზარ საწერ მაგიდასთან ცარიელი კოსტიუმი იჯდა და სამელნეში კალმის ჩაუწებლად რაღაცას წერდა ქაღალდზე. კოსტიუმს ჰალსტუხი ეკეთა, ჯიბეში ავტოკალამიც ედო, მაგრამ საყელოდან არც კისერი მოუჩანდა, არც თავი, ისევე, როგორც მანჟეტების გაყოლებაში არ ჩანდა ხელის მტევნები. კოსტიუმი მუშაობაში იყო გართული და სრულიად ვერ ამჩნევდა იმ არეულობას, მის ირგვლივ რომ სუფევდა. ნაბიჯის ხმა რომ გაიგო, კოსტიუმი სავარძლის ზურგს გადაეყრდნო და საყელოს ზემოდან ბუღალტერს პროხორ პეტროვიჩის კარგად ნაცნობი ხმა შემოესმა:



– რაშია საქმე? კარზე ხომ წერია, რომ არავის ვიღებ?



– ხედავთ? ხედავთ? აქ არ არის, არა, დააბრუნეთ, გემუდარებით, დააბრუნეთ!



უეცრად კაბინეტის კარში ვიღაცამ შემოყო თავი, ამოიგმინა და უკან გავარდა. ბუღალტერმა იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები და სკამის კიდეზე ჩამოჯდა, თუმცა არც დავარდნილი პორტფელის აღება დავიწყებია. ანა რიჩარდოვნა ბუღალტერს ვერ სცილდებოდა, პიჯაკზე ექაჩებოდა და გაჰყვიროდა:



– პროშა! სადა ხართ?



– ვინ არის თქვენი „პროშა“, – მაშინვე ზვიადად უპასუხა კოსტიუმმა და უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



202



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



– ვერ მცნობს! მე ვერ მცნობს, გესმით? – ისევ აქვითინდა მდივანი ქალი.



– ძალიან გთხოვთ, კაბინეტში ნუ ტირით! – უკვე მრისხანედ უთხრა ზოლიანმა კოსტიუმმა და სახელოთი ახალი დასტა მიიწია თავისკენ, ცხადად ეტყობოდა, რეზოლუციის დადებას აპირებდა.



– არა, ამის ცქერა აღარ შემიძლია! – დაიკივლა ანა რიჩარდოვნამ და ისევ თავისი ოთახისკენ გაქანდა, უკან კი ტყვიასავით მიჰყვა ბუღალტერი.



– წარმოგიდგენიათ, ვზივარ, – ყვებოდა ბუღალტრის სახელოს ჩაფრენილი, აცახცახებული ანა რიჩარდოვნა, – და უცებ კატა შემოვიდა. შავი, უზარმაზარი, ბეჰემოთივით კატა. მე, რა თქმა უნდა, აცხა-მეთქი, ვუყვირე. კატა გავიდა, მაგრამ კარში მაშინვე ვიღაც სქელი კაცი გამოჩნდა, ისიც ძალიან ჰგავდა კატას და მეუბნება: „როგორ შეიძლება, მოქალაქევ, მომსვლელებს „აცხას“ რომ ეუბნებით?“ და პირდაპირ პროხორ პეტროვიჩის კაბინეტისკენ წავიდა, მე, ცხადია, უკან გავყევი და დავუყვირე: „ხომ არ გაგიჟდით?“ ის თავხედი კი პირდაპირ პროხორ პეტროვიჩის მაგიდასთან მივიდა და მის სავარძელში ჩაჯდა! იმან, იმან... პროხორ პეტროვიჩი კეთილზე კეთილი კაცია, მაგრამ ნერვიული. წამოენთო. არ უარვყოფ. ბევრს მუშაობს და თავი ვეღარ შეიკავა. „როგორ ბედავთ დაუკითხავად ჩემს კაბინეტში შემოსვლასო?“ ის თავხედი კი, წარმოიდგინეთ, სავარძელში გადაიშხლართა და ღიმილით ეუბნება: „მე თქვენთან საქმეზე მოსალაპარაკებლად მოვედიო“. პროხორ პეტროვიჩმა ისევ გაბრაზებულმა უთხრა: „დაკავებული ვარო“. მან კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უპასუხა:



„არაფერიც არა ხართ დაკავებული... „ გესმით? აქ უკვე მოთმინების ფიალა აევსო პროხორ პეტროვიჩს, წამოხტა და იყვირა: „ეს რას ჰგავს? ახლავე გაიყვანეთ გარეთ, ეშმაკმა წამიღოს!“ იმან კი გაიღიმა და უთხრა: „ეშმაკმა წაგიღოთ? ეგ ადვილი მოსახერხებელია, კი, ბატონო!“ და ბაც, დაყვირებაც ვერ მოვასწარი, ვხედავ: ის კატისსახიანი ტიპი სადღაც გაქრა და პროხორ პეტროვიჩი ზი... ზის... კოსტიუმი... ოოო, – ანა რიჩარდოვნამ ისევ დააღო პირი და აქვითინდა.



თუმცა ცოტა ხანში სული მოითქვა და გაუგებრად ალუღლუღდა:



– და წერს, წერს, წერს! გაგაგიჟებთ პირდაპირ! ტელეფონითაც ლაპარაკობს! კოსტიუმი! ყველა გაიქცა, კურდღლებივით!



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



203



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



ბუღალტერი იდგა და ცახცახებდა, მაგრამ ანაზდად ბედმა გაუღიმა. სამდივნოში მშვიდად და საქმიანად შემოვიდა ორი მილიციელი. მათ დანახვაზე მზეთუნახავი უფრო ხმამაღლა აქვითინდა და ხელით კაბინეტისკენ მიუთითა.



– მოდი, ნუ იტირებთ, მოქალაქევ, – მშვიდად უთხრა ერთმა. ბუღალტერმა კი იგრძნო, რომ აქ სრულიად ზედმეტი იყო, სამდივნოდან გამოსხლტა და წუთის შემდეგ უკვე სუფთა ჰაერს ისუნთქავდა. თავში ყველაფერი ერეოდა, ხმაურობდა და ამ ხმაურში გარკვევით ხმიანდებოდა კაპელდინერის სიტყვები იმ კატაზე, თითქოს გუშინდელ სეანსში რომ მონაწილეობდა. „ოჰო-ო! თუ აქაც ჩვენმა კატამ შემოიარა“.



კომისიაში ასე უსარგებლოდ ხეტიალის შემდეგ, კეთილსინდისიერმა ვასილი სტეპანოვიჩმა გადაწყვიტა, ვაგანკოვის შესახვევში მდებარე ფილიალში მაინც შეევლო და დასამშვიდებლად, ფეხით გაუყვა გზას.



სასცენო საქალაქო ფილიალი დრო-ჟამით ბათქაშჩამოყრილ შენობაში იყო მოთავსებული, ეზოს სიღრმეში იდგა და იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ვესტიბიულში პორფირიანი სვეტები იყო დატანებული.



მაგრამ იმ დღეს პორფირიანი სვეტები კი არ აოცებდა მიმსვლელთ, არამედ ის, რაც შენობაში ხდებოდა.



რამდენიმე მიმსვლელი გახევებული იდგა და აქვითინებულ ქალიშვილს შესცქეროდა, რომელიც გასაყიდად გამოტანილი სპეციალური სასცენო ლიტერატურით სავსე მაგიდას უჯდა. ამჟამად ქალიშვილი არაფერს ყიდდა, არც არავის სთავაზობდა ამ ლიტერატურას, თანაგრძნობის კითხვებზე მხოლოდ ხელებს ასავსავებდა, ამასობაში კი, ყოველი მხრიდან – მაღლიდან, ქვევიდან, გვერდებიდან, ფილიალის ყოველი განყოფილებიდან, ტელეფონების ზარის წკრიალი ისმოდა – ოცი ტელეფონი მაინც რეკავდა ერთდროულად.



ატირებული ქალიშვილი უცებ შეკრთა და ისტერიულად დაიკივლა:

– ისევ დაიწყო! – თქვა და მოულოდნელად ათრთოლებული სოპრანოთი ამღერდა:



Славное море: свяшенный Байкал???8

კურიერმა კიბე ჩამოირბინა, ვიღაცას მუშტით დაემუქრა და დაგუდული, უსიამო



8 „დიადი ზღვა, წმინდა ბაიკალი“ (რუს.).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



204



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



ბარიტონით აჰყვა ქალიშვილს:



Славен кораб ль: омулевая б очка!9



კურიერის ბარიტონს საიდანღაც გამოეხმაურნენ, გუნდმა იმძლავრა და ბოლოს ფილიალის ყოველი კუთხიდან დასჭექა. უახლოეს ოთახ No 6-ში, სადაც სათვლელ- მაკონტროლებელი განყოფილება იყო მოთავსებული, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვიღაცის მჟღერი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. გუნდს აკომპანემენტს უწევდა ტელეფონის ზართა მომძლავრებული წკრიალი.



Хей Баргузин??? пошевеливай вал!10



ღრიალებდა კიბეზე მდგარი კურიერი.



ქალიშვილს ცრემლები სცვიოდა, მთელი ძალით ცდილობდა პირი მოეკუმა, მაგრამ ტუჩები თავისით ეხსნებოდა და კურიერზე ერთი ოქტავით მაღლა მღეროდა:



Молодцу быть недалечко!11



ენაჩავარდნილ მომსვლელთ ისიც აოცებდათ, რომ სხვადასხვა ოთახში გაფანტული ხალხი ისე შეხმატკბილებულად მღეროდა, თითქოს მთელი გუნდი ერთად იდგა და თვალს არ აშორებდა დირიჟორს.



გამვლელები შემოღობილ ეზოსთან ჩერდებოდნენ, ქუჩიდან უთვალთვალებდნენ შენობას და ფილიალში დასადგურებული მხიარულება აოცებდათ.



როგორც კი სიმღერის პირველი კუპლეტი ჩაამთავრეს, სიმღერა უცებ ჩაცხრა, თითქოს დირიჟორმა აიქნია ხელიო. კურიერმა ხმადაბლა შეიგინა და თვალს მიეფარა. იმავ წამს სადარბაზოს კარი გაიღო და თხელპალტოიანი მოქალაქე შემოვიდა, რომელსაც პალტოს ქვემოდან თეთრი ხალათის კალთები მოუჩანდა, გვერდით კი მილიციელი მოჰყვებოდა.



– გვიშველეთ, ექიმო, გევედრებით! – ისტერიულად იყვირა ქალიშვილმა.



9 „დიდებული ხომალდი სავსე კასრებით“ (რუს.). 10 „ჰეი, ბარგუზინ... დააჩქარე სვლა!“ (რუს.).

11 „არც ის ყმაწვილი იქნება შორს!“ (რუს.).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



205



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



კიბეზე ფილიალის მდივანმა ჩამოირბინა და ალბათ სირცხვილისა და დაბნეულობისაგან, ენის ბორძიკით თქვა:



– იცით, რაშია საქმე, ექიმო, ჩვენთან მასობრივი ჰიპნოზის შემთხვევაა... ასე რომ, აუცილებელია... – მაგრამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რაღაც წაიბლუკუნა და უცებ ტენორით ამღერდა:



Шилка и Нерчинск???12

– სულელი! – ძლივს მოასწრო ქალიშვილმა წამოყვირება, ოღონდ არავისთვის



განუმარტავს, ვის ლანძღავდა, თვითონაც თითქოს ამოისლუკუნა და ისევ ამღერდა.



– თავს მოერიეთ! შეწყვიტეთ სიმღერა! – ურჩია ექიმმა მდივანს.



ეტყობოდა, მდივანი ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ კი სიმღერა შეეწყვიტა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ჩიხში გამვლელთ გუნდთან ერთად, ხმაშეწყობილად აუწყა იმის შესახებ, რომ უსიერ ტყეში ვერც მსუნაგმა მგელმა გაჰკრა კბილი და ვერც მსროლელთა ტყვია მისწვდა.



როგორც კი კუპლეტი დასრულდა, ქალიშვილმა პირველმა გადაკრა ვალერიანი, შემდეგ კი ექიმს წინ გაუძღვა – სხვების დასამშვიდებლად.



– მაპატიეთ, მოქალაქევ, – ანაზდად მიმართა ქალიშვილს ვასილი სტეპანოვიჩმა, – თქვენთან შავ კატას ხომ არ შემოუვლია?



– რომელ კატას? – იყვირა გაბრაზებულმა ქალიშვილმა, – ვირი გვიზის ფილიალში, ვირი! – შემდეგ დასძინა, – გაიგოს, რა მენაღვლება! ყველაფერს ვიტყვი, – და მართლაც მოჰყვა, რაც მომხდარიყო.



აღმოჩნდა, რომ საქალაქო ფილიალის მმართველი, რომელმაც (ქალიშვილის ნათქვამს თუ დავუჯერებთ) „საბოლოოდ ძირი გამოუთხარა მსუბუქ გასართობ პროგრამებს“, ათასგვარი წრეების ჩამოყალიბების მანიით იყო შეპყრობილი.



– თვალში ნაცარს აყრიდა უფროსობას, – ყვიროდა ქალიშვილი.

ამ ერთ წელიწადში თავმჯდომარეს მოესწრო ლერმონტოვის შემსწავლელთა წრის,



12 სილკა და ნერჩენსკი (რუს.).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



206



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



ჭადრაკისა და შაშის, ჩოგბურთისა და ალპინიზმის წრეების ჩამოყალიბება.



და აი, დღეს, შესვენებისას...



– ხელჩაკიდებული შემოიყვანა ვიღაც არამზადა, – თხრობას განაგრძობდა მდივანი გოგონა, – ეშმაკმა უწყის, საიდან მოათრია. მოსულს კუბოკრული შარვალი ეცვა. გაბზარული პენსნე ეკეთა... და... აუტანელი სიფათი ჰქონდა!



და მაშინვე, როგორც ქალიშვილმა თქვა, ფილიალის სასადილოში თავშეყრილ თანამშრომლებს საგუნდო წრეების ცნობილ სპეციალისტად გააცნო.



მომავალ ალპინისტებს სახე დაუგრძელდათ, მაგრამ თავმჯდომარემ ყველას სიმხნევისაკენ მოუწოდა, იმ სპეციალისტმა კი იმდენი იოხუნჯა და იანგლა, ბოლოს დაიფიცა კიდეც, რომ სიმღერის შესწავლას ძალიან ცოტა დრო სჭირდებოდა, სარგებელი კი იმდენი მოჰქონდა, ერთი ურემი ხარ-კამეჩი ვერ მოერევაო.



როგორც მდივანმა აცნობათ, პირველები ფანოვი და კოსარჩუკი, ფილიალის ცნობილი მლიქვნელები გამომხტარიყვნენ და უთქვამთ, წრეში ვეწერებითო. მერე დანარჩენი თანამშრომლებიც მიხვდნენ, რომ სიმღერას თავს ვერ დააღწევდნენ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ისინიც წრეში ჩაეწერნენ. გადაწყვიტეს, შესვენების დროს ემეცადინათ, რადგან დანარჩენ დროს ლერმონტოვისა და შაშის წრეების მეცადინეობა ტარდებოდა. თავმჯდომარემ, სხვებისთვის რომ მაგალითი მიეცა, განაცხადა, ტენორი მაქვსო, შემდეგ კი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც კოშმარულ სიზმარში ხდება ხოლმე. კუბოკრულკოსტიუმიანმა სპეციალისტ-ქორმაისტერმა დაიღრიალა:



– დო-მი-სოლ-დო! – სიმღერისგან თავის დასაღწევად კარადებს ამოფარებული ზოგიერთი მორცხვი თანამშრომელი იმ კარადების უკნიდან გამოათრია, კოსარჩუკს უთხრა, აბსოლუტური სმენა გაქვსო, დიდხანს იწუწუნა, ივიშვიშა, ყველას ევედრებოდა, შეებრალებინათ ყოფილი რეგენტი-მომღერალი, თან თითებზე კამერტონს იკაკუნებდა და



იხვეწებოდა „Славное море“13 დაეჭექათ.

დასჭექეს, მაგრამ რა დასჭექეს. აღმოჩნდა, რომ იმ კუბოკრულკოსტიუმიანმა ტიპმა



მართლაც კარგად იცოდა თავისი საქმე. პირველი კუპლეტი დაასრულეს თუ არა, უცებ



13 „დიადი ზღვა“(რუს.).



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



207



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



რეგენტმა ბოდიში მოიხადა, თქვა, ერთი წუთითო და... გაქრა. ეგონათ, მართლა ერთ წუთში დაბრუნდებოდა. მაგრამ ათი წუთიც გავიდა, ის კი არ ჩანდა. ფილიალში ლამის გადაირივნენ სიხარულით – ყველას ეგონა, რომ სიმღერის სპეციალისტი გაიქცა!



და უეცრად, როგორღაც თავისთავად წამოიწყეს მეორე კუპლეტი. გუნდი კოსარჩუკმა აიყოლია, რომელსაც ეგებ არც ჰქონდა აბსოლუტური სმენა, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო, მაღალი ტენორი აღმოაჩნდა. იმღერეს, რეგენტი მაინც არ ჩანდა! მერე თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნდნენ, მაგრამ სკამებზე დასხდომაც ვერ მოასწრეს, თავისდა უნებურად ისევ დაიწყეს სიმღერა. ცხადია, სიმღერის დრო აღარ იყო, მაგრამ მთელი უბედურებაც ის გახლდათ, რომ სამიოდე წუთით წყვეტდნენ სიმღერას და ისევ თავიდან იწყებდნენ. დარცხვენილი თავმჯდომარე თავის კაბინეტში შეიკეტა.



უცებ ქალიშვილს სიტყვა გაუწყდა და მიხვდა, რომ ვალერიანის წვეთებმა ვერ უშველა.



თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ვაგანკოვის თეჯირთან სამი სატვირთო მანქანა მოაყენეს. შიგ ფილიალის თანამშრომლები ჩასვეს, თავმჯდომარის მეთაურობით.



როგორც კი პირველი სატვირთო მანქანა ჭიშკარს გასცდა და ჩიხში შეუხვია, ბაქანზე მდგარმა ხელიხელჩაკიდებულმა თანამშრომლებმა პირი დააღეს და ახლა ჩიხში დასცხეს ეს პოპულარული სიმღერა. მათ მეორე სატვირთოც აჰყვა, შემდეგ – მესამე. ასე მიდიოდნენ. ქუჩაში საქმეებზე მიმავალი გამვლელები, სატვირთო მანქანებს სწრაფად შეავლებდნენ ხოლმე თვალს და სულაც არ აოცებდათ ეს მხიარულება. ფიქრობდნენ, რომ მგზავრები ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ ექსკურსიაზე. ისინი მართლაც ქალაქგარეთ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ არა ექსკურსიაზე, არამედ პროფესორ სტრავინსკის კლინიკაში.



ნახევარი საათის შემდეგ საბოლოოდ თავზარდაცემული ბუღალტერი საფინანსო ინსპექციაში მივიდა იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ფული ჩაებარებინა.



სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და უპირველესად მალულად შეიხედა გრძელ დარბაზში, სადაც ოქროსფერი წარწერებით აჭრელებული მქრქალი მინების მიღმა მოსამსახურეები ისხდნენ. არეულობა ან აურზაური ვერ შენიშნა. სიმშვიდე სუფევდა, როგორც ნებისმიერ წესიერ დაწესებულებას შეეფერებოდა.



ვასილი სტეპანოვიჩმა იმ ფანჯარაში შეყო თავი, სადაც „თანხის მიღება“ ეწერა, ვიღაც სრულიად უცხო მოსამსახურეს მიესალმა და ზრდილობიანად სთხოვა საშემოსავლო



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



208



თავი მეჩვიდმეტე - შფოთიანი დღე



ორდერი.

– რისთვის გჭირდებათ? – სარკმლიდან ჰკითხა მოსამსახურემ. ბუღალტერი გაოცდა. – თანხა უნდა ჩაგაბაროთ, ვარიეტედან გახლავართ.

– ერთი წუთით, – უპასუხა მოლარემ და სარკმელს ცხაური ჩამოაფარა.



„საოცარია“, – გაიფიქრა ბუღალტერმა და სრულიად სამართლიანადაც. თავის სიცოცხლეში ასეთი რამ არ ენახა. ყველამ კარგად იცის, როგორ ჭირს ფულის მიღება. შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ოცდაათწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ბუღალტერს ჯერ არასდროს ენახა, რომ ვინმეს, გინდ იურიდიულ პირს და გინდ არაიურიდიულს, ფულის აღება გასჭირვებოდეს.



როგორც იქნა, ცხაური აიწია და ბუღალტერი ისევ სარკმელს მიაწყდა.



– ბევრი გაქვთ? – ჰკითხა მოლარემ.



– ოცდაერთი ათას შვიდას თერთმეტი.



– ოჰო! – რატომღაც ირონიულად უთხრა მოლარემ და ბუღალტერს მწვანე ფურცელი გაუწოდა.



ბუღალტერმა კარგად იცოდა თავისი საქმე, თვალის დახამხამებაში შეავსო ბლანკი და გაზეთში გახვეულ ფულზე გადაკრული კანაფის გახსნას შეუდგა. როცა გახსნა, თვალი აუჭრელდა და რაღაც გაურკვევლად ამოილუღლუღა.



გაზეთში უცხოური ფული ეწყო. აქ იყო კანადური დოლარის შეკვრა, ინგლისური გირვანქა სტერლინგი, ჰოლანდიური გულდენი, ლატვიური ლატი, ესტონური კრონი...



– ვარიეტელი ოინბაზი გვწვევია, – ჩაესმა მრისხანე ხმა ენაჩავარდნილ ბუღალტერს. ვასილი სტეპანოვიჩი იქვე დააპატიმრეს.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



209



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



სწორედ იმ დროს, როცა ვარიეტეს ბუღალტერი გაბეჯითებული დაქროდა ტაქსით, რომ საკუთარი თვალით ეხილა გაცოცხლებული კოსტიუმი, მოსკოვში ჩამომდგარი კიევის მატარებლის მე-9 რბილი ვაგონიდან სხვა მგზავრებთან ერთად კარგად ჩაცმული მოქალაქეც გადმოვიდა, რომელსაც ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. ეს მგზავრი აწ განსვენებული ბერლიოზის ბიძა გახლდათ, მაქსიმილიან ანდრეევიჩ პოპლავსკი, მგეგმავ-ეკონომისტი, რომელიც კიევში ცხოვრობდა ყოფილი ინსტიტუტის ქუჩაზე და მოსკოვში იმიტომ ჩამოსულიყო, რომ გუშინწინ, გვიან ღამით დეპეშა მიეღო, რომელშიც ეწერა: „მე ახლახან ტრამვაიმ გამიტანა პატრიარქებზე. დასაფლავება პარასკევს, 3 საათზე. ჩამოდი. ბერლიოზი“.



მაქსიმილიან ანდრეევიჩი კიევში ერთ-ერთ უჭკვიანეს კაცად ითვლებოდა და სამართლიანადაც. მაგრამ, დამეთანხმებით, თვით უჭკვიანეს კაცსაც კი თავგზას აუბნევდა ამგვარი დეპეშა. თუ ადამიანი დეპეშით იტყობინება, ტრამვაიმ გამიტანაო, მაშასადამე, სიკვდილსაც გადაურჩა, თუ ასეა, დასაფლავება რაღა შუაში უნდა ყოფილიყო? იქნებ ძალიან ცუდად გრძნობს თავს და გული ცუდს უგრძნობდა? ესეც დასაშვებია, მაგრამ საიდანღა უნდა სცოდნოდა, რომ პარასკევს, ზუსტად სამ საათზე დაკრძალავდნენ? მართლაც გასაოცარი დეპეშა იყო!



მაგრამ ჭკვიანი ადამიანები იმიტომ არიან ჭკვიანები, რომ საჭოჭმანო საკითხებში გაერკვნენ. რა იყო გასაკვირი. დეპეშა ალბათ შეცდომით გადმოსცეს, სიტყვა „მე“ ეჭვგარეშეა, სხვა დეპეშიდან ჩაბეჭდეს „ბერლიოზის“ ნაცვლად, რომელიც დეპეშის ბოლოში აღმოჩნდა. ამგვარი შესწორების შემდეგ დეპეშის აზრი გასაგები ხდებოდა, თუმცა, ცხადია, ტრაგიკული.



როცა მაქსიმილიან ანდრეევიჩის მეუღლის მოთქმა-გოდება შეწყდა, მან მოსკოვში გასამგზავრებლად დაიწყო მზადება.



სხვა გზა არა გვაქვს, მაქსიმილიან ანდრეევიჩის ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. რაღა თქმა უნდა, ებრალებოდა ცოლის ასე უდროოდ დაღუპული დისშვილი, მაგრამ, როგორც საქმიან კაცს, ისიც ესმოდა, რომ გასვენებაზე დასწრება სულაც არ იყო აუცილებელი. და მაინც, მაქსიმილიან ანდრეევიჩი გასაოცრად ჩქარობდა მოსკოვში ჩასვლას. რატომ? ბინა! ბინა მოსკოვში! აი, ეს გახლდათ მთავარი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ კიევი გულზე არ ეხატებოდა მაქსიმილიან ანდრეევიჩს და მოსკოვში გადასახლების სურვილი ამ ბოლო ხანს იმდენად უღრღნიდა ტვინს, რომ უკვე ძილიც კი გაკრთობოდა. მას არც დნეპრის



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



210



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



წყალუხვობა ახარებდა გაზაფხულზე, როცა წყალი კუნძულთა დაბალ ნაპირებს ტბორავდა და ლამის ჰორიზონტს ერწყმოდა; არც ის თვალისმომჭრელი ხედი, თავადი ვლადიმირის ძეგლის გადასახედიდან რომ იშლებოდა; არც ვლადიმირის მთის აგურით მოკირწყლულ ბილიკებზე გაზაფხულზე ათამაშებული ათინათების ციმციმი ხიბლავდა. არაფერი უნდოდა, ერთი რამის გარდა – მოსკოვში სურდა ცხოვრება.



გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას კიევში, ინსტიტუტის ქუჩაზე მდებარე ბინის მოსკოვში უფრო პატარა ფართობზე გაცვლის შესახებ, შედეგი არ მოჰყოლია. მსურველები არ ჩანდნენ. მაგრამ თუკი ვინმე გამოჩნდებოდა, მათი წინადადება უფრო ძარცვას ჰგავდა.



დეპეშამ თავგზა აუბნია მაქსიმილიან ანდრეევიჩს. ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც ცოდვა იქნებოდა. საქმიან ხალხს კარგად მოეხსენება, რომ ასეთი შემთხვევები არ მეორდება.



ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა ეღონა და სადოვაიაზე მდებარე ცოლის დისშვილის ბინა თავის სახელზე გადაეფორმებინა. ცხადია, ამის გაკეთება იოლი არ იქნებოდა, მაგრამ, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეს საქმე უნდა გაეჩარხა – დროებით მაინც უნდა ჩაწერილიყო გარდაცვლილის სამოთახიან ბინაში.



და აი, პარასკევ დილით, მაქსიმილიან ანდრეევიჩი იმ ოთახში შევიდა, სადაც სადოვაიას ქუჩაზე მდებარე 302-ბის სახლის სახლმმართველობა ეგულებოდა.



ვიწრო ოთახის კედელზე პლაკატი ეკიდა, რამდენიმე სურათით მდინარეში დახრჩობისგან გადარჩენას რომ ასწავლიდა მნახველთ, ხის მაგიდასთან კი სრულიად მარტო იჯდა შუახნის გაუპარსავი, თვალდაცეცებული კაცი.



– თავმჯდომარის ნახვა მინდა, – თავაზიანად უთხრა მგეგმავ-ეკონომისტმა, ქუდი მოიხადა და ჩემოდანი ცარიელ სკამზე დადგა.



ამ თითქოსდა უბრალო თხოვნამ რატომღაც ცუდ გუნებაზე დააყენა მაგიდასთან მჯდარი, სახეც კი მოექცა, მერე შეშფოთებულმა დააცეცა თვალები და ლუღლუღით უპასუხა, თავმჯდომარე არ არისო.



– შინ არის? – ჰკითხა პოპლავსკიმ, – სასწრაფო საქმე მაქვს.

მაგიდასთან მჯდარმა ისევ რაღაც მიუკიბ-მოუკიბა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მიხვედრა,



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



211



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



რომ თავმჯდომარე არც შინ უნდა ყოფილიყო.

– ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა?

მაგიდასთან მჯდარმა არაფერი უპასუხა და ერთობ ნაღვლიანად გაიხედა ფანჯარაში. „აჰა“, – გაიფიქრა ჭკვიანმა პოპლავსკიმ და ახლა მდივანი იკითხა.



მაგიდასთან მჯდარი უცნაური კაცი გაწითლდა კიდეც ზედმეტი დაძაბულობისგან და ისევ მიკიბ-მოკიბულად აუხსნა, რომ არც მდივანი იყო... და როდის მოვიდოდა, არავინ იცოდა... და საერთოდ, მდივანი შეუძლოდ შექნილიყო...



„აჰა“, – ისევ გაიფიქრა პოპლავსკიმ, – მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს?



– მე გახლავართ, – ხმა გაეპარა კაცს.



– იცით, რაშია საქმე, – დამაჯერებლად დაიწყო პოპლავსკიმ, – მე ჩემი განსვენებული დისშვილის, ბერლიოზის ერთადერთი მემკვიდრე გახლავართ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, პატრიარქებზე დაიღუპა და, კანონის თანახმად, ვალდებული ვარ ჩვენს ბინაში არსებული მემკვიდრეობა მივიღო...



– მე ვერაფერს გეტყვით, ამხანაგო, არაფერი ვიცი, – ნაღვლიანად შეაწყვეტინა მაგიდასთან მჯდომმა.



– როგორ? – ხმას აუწია პოპლავსკიმ, – მმართველობის წევრი ბრძანდებით და ვალდებული ხართ...



უცებ ოთახში ვიღაც მოქალაქე შემოვიდა. შემოსული რომ დაინახა, მაგიდასთან მჯდომი გადაფითრდა.



– მმართველობის წევრი პიატნაჟკო ხართ? – ჰკითხა მოსულმა.



– დიახ, – ძლივს ამოთქვა კაცმა.



შემოსულმა რაღაც წასჩურჩულა მაგიდასთან მჯდომს, ისიც საოცრად შეწუხებული წამოდგა სკამიდან და რამდენიმე წამში სამმართველოს ოთახში მხოლოდ პოპლავსკიღა დარჩა.



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



212



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



„რაღა ახლა! რაღა დღეს და რაღა ყველა ერთად... „ – სინანულით ფიქრობდა პოპლავსკი, როცა



50-ე ბინისკენ მიაბიჯებდა.



როგორც კი მგეგმავ-ეკონომისტმა დარეკა, კარი მაშინვე გაუღეს და მაქსიმილიან ანდრეევიჩმა ნახევრად ჩაბნელებულ წინკარში შეაბიჯა. ოდნავ იმ გარემოებამ გააოცა, რომ ვერ გაერკვა, კარი ვინ გაუღო, წინკარში არავინ ჩანდა, მხოლოდ უზარმაზარი შავი კატა წამოსკუპებულიყო სკამზე.



მაქსიმილიან ანდრეევიჩმა ჩაახველა, ფეხები ააბრაგუნა, მაშინღა გაიღო კაბინეტის კარი და წინკარში კაროვიევი გამოვიდა. მაქსიმილიან ანდრეევიჩმა თავაზიანად, მაგრამ ღირსეულად დაუკრა თავი და უთხრა:



– ჩემი გვარია პოპლავსკი. მე...



სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ კაროვიევმა ჯიბიდან ტურტლიანი ცხვირსახოცი ამოიღო, სახეზე აიფარა და აქვითინდა.



– განსვენებული ბერლიოზის ბიძა გახლავართ...



– როგორ არა, როგორ არა, – ისევ გააწყვეტინა კაროვიევმა და სახიდან ცხვირსახოცი მოიშორა,



– როგორც კი შემოხვედით, მაშინვე მივხვდი, ვინც იყავით! – უცებ ისევ აქვითინდა და სლუკუნ-სლუკუნით მოჰყვა მოთქმას, – რა უბედურება დაგვატყდა თავს! რა არ ხდება ამქვეყნად?!. .



– ტრამვაიმ გაიტანა? – ჩურჩულით ჰკითხა პოპლავსკიმ.



– ჰო, – ისევ ამოისლუკუნა კაროვიევმა და პენსნეს ქვემოდან ღვარად წამოსკდა ცრემლი, – გაიტანა! ჩემი თვალით ვნახე. დამიჯერეთ – ჯერ თავი მოძვრა! მერე მარჯვენა ფეხმა გაიტკაცუნა – შუაზე გადატყდა! მარცხენაც – თხლაშ, და ისიც გადაიფშვნა! აი, სადამდე მივყავართ ამ ტრამვაის! – როგორც ჩანდა, კაროვიევმა თავი ვეღარ შეიკავა, სარკის გვერდით კედელს აეკრა და მთელი სხეულით აცახცახდა.



ბერლიოზის ბიძა გულწრფელად გააოცა უცნობის საქციელმა. „ჯერ არ გადაშენებულა



მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა ELIBRARY.SOU.EDU.GE



213



თავი მეთვრამეტე - უიღბლო სტუმრები



გულიანი ხალხიო!“ – გაიფიქრა და იგრძნო, რომ თვითონაც აეწვა თვალები, მაგრამ იმავ წამს უსიამოდ გაჰკენწლა გულში, გონებაში გველივით გაიკლაკნა ფიქრი, ნეტა ამ გულიან კაცს უკვე ხომ არ მოესწრო განსვენებულის ბინაში ჩაწერა, ასეთი შემთხვევა ხომ ხშირია ცხოვრებაში?



– მაპატიეთ, თქვენ მიშა ბერლიოზის მეგობარი იყავით? – ჰკითხა მან, თან სახელოთი იწმენდდა მარცხენა მშრალ თვალს, მარჯვენით კი უბედურებით გათანგულ კაროვიევს აკვირდებოდა. მაგრამ კაროვიევი ისე ქვითინებდა, ვერაფერს გაარკვევდი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისმოდა: „თხლაშ, და გადაიფშვნა“, ბოლოს, როცა ტირილით გული მოიოხა, კედელს გამოსცილდა და სლუკუნით უთხრა:



– არა, მეტი აღარ შემიძლია! წავალ და ეთერული ვალერიანის სამას წვეთს მივიღებ! – შემდეგ ტირილით დასივებული სახე პოპლავსკისკენ მიაბრუნა და უთხრა, – ესეც თქვენი ტრამვაი!



– მაპატიეთ, თქვენ გამომიგზავნეთ დეპეშა? – ჰკითხა მაქსიმილიან ანდრეევიჩმა, თან გამწარებული ფიქრობდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს უცნაური მოტირალი.



– ამან! – უთხრა კაროვიევმა და კატაზე მიუთითა.



პოპლავსკიმ გაოცებისაგან თვალები დააჭყიტა, მაგრამ იფიქრა, მომესმაო.



– არა, მეტი აღარ შემიძლია, დავილიე კაცი, – ქშუტუნ-ქშუტუნით ამბობდა კაროვიევი, – როგორც კი გამახსენდება, როგორ გადაუარა ბორბალმა ფეხზე... ერთი ბორბალი ათ ფუტს იწონის... თხლაშ! წავალ, ლოგ