A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
RmerTs me, aq codvili vesaWiroebi - besik xaranauli

1



არის მზე, მთვარე, ვარსკვლავები - ის, რაც სრულია, არის ხე, კაცი და ბალახი - რაც ჭკნობისთვის განწირულია... ორივ სასჯელი როგორ ამცდა ცათა და კაცთა?..



მე ვარ ბესიკ ხარანაული და სხვა არაფერზე არ მიზრუნია!..



არის ბევრი რამ, რაც ცხადისთვის აკრძალულია,



სიზმრებით უნდა ინახულო, სიზმრით ისაგნო, არის საბრალოც, ვინც ცოდვისთვის განზრახულია, ანდა რას ირგებს ღმერთი დამდგარ მორწმუნისაგან...



2



კარგი კაცი გადახურავს სახლს კრამიტით საგულდაგულოდ და წვიმა და სეტყვა უკვე ვეღარ ჩაუვა, გადაურჩება კერის ცეცხლიც, ცოლ-შვილიცა და საქონელიც...



მე კი, ვახურავ ქუთუთოებს ამ ცოდვილს თვალებს, მაგრამ მაინც ჩამდის ცხოვრება და მიქრობს სანთელს, რომელიც მე თქვენთვის დავანთე, ქრისტე ღმერთო, ღვთისმშობელო, წმინდა გიორგი...



განა მეომარი დაიფარავს თავის კოცონს ხელისგულებით?



განა ვერ მოსტაცებს მგელი ბატკანს მეცხვარის ძაღლებს?



განა კრამიტზე წამოსული სეტყვის მარცვალი არ მოხვდება საქონლის ბაგას?



განა არ შეკრთება მამის ლანდი სახლის კედელზე?



განა დედა თავის ყრმას არ გადაემხობა?



მე კი, დავხურავ ქუთუთოებს ამ ცოდვილ თვალებს, მაგრამ მაინც ჩამდის ცხოვრება და მიქრობს სანთელს, რომელიც მე თქვენთვის დავანთე, ქრისტე ღმერთო, ღვთისმშობელო, წმინდა გიორგი...



მომაშორეთ კიდეები დარდისაც და სიხარულისაც და როგორც თქვენ მე ძალით სულს მიდგამთ ისე მალოცეთ.



3



ღმერთო, როდესაც საბოლოოდ წავალ ჩემი სინდისის გზაზე,



მწარე იქნება, ჩემმა თავმა რომ შემაცდინა,



ვნახავ იქ დედას, ნაკვერჩხლების კრუხივით ცხარეს,



თუ უსასრულო იქნება გზა, როგორც ცის და კრამიტებისა.



როგორ მივბაძო მკვდარს ცოცხალმა, რომ ვიხილო შენი სამსჯავრო, რომ მერე უკან გამოვბრუნდე და კვლავ ვიცოცხლო, ცხოვრებიდან და სიკვდილიდან გამოდევნილმა...



ღმერთო, განა ყველაფერი შენი ბრალია?



განა ცოდვილს ცოდვისაკენ მიეჩქარია?



განა სიბრძნე ბაგეებით მოუბარია?



განა ცოდვილი ცოდვითავე გამოიცდება, როგორც კვერცხი კვერცხითავე?..



ღმერთო, სანამ სიტყვა არის, მანამ ქარია და ცოდვილმა უკეთ იცის საქმე ცოდვისა...



ვწერ, მე, ცოდვილი, მაგრამ განა ცოდვილიანი შენ ისმინე ჩემი ღაღადი...



მე ვარ ბესიკ ხარანაული, ვინც დაამარცხა მხოლოდ ქაღალდი (?)



4



მკვდარს რა მიშველის თითებს შორის სიყვარულის ცოდვის ქაღალდი,



ვავის ქვეშ მე რას შევცოდებდი, თუ არ მსხმოდა ტანზე ნაბადი,



ნეტა იმას რას უშველიან,



სჭირს ვისაცა ტრფობის სახადი,



ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დაწვან, ცეცხლი უშველის...



ნეტავი, სულო, ხორცს რად იცვამ ყოველ დილა ასე მწარედ,



ხარ შენ ქაღალდით დატანილი, განა თოვლის ნაბუქარია,



ის არ გიშველის, ტანი მზით რომ მოგიხალია,



ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დაგწვან, ცეცხლი გიშველის...



ღმერთო, აივსო ჩემი სული სიბოროტითა,



ცოდვილი დავრჩი შენს წინაშე, ცოდვილ-შიშველი,



არც სიყვარული, სიკეთითა არც იოტითა,



ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დამწვან, ცეცხლი მიშველის.



რადგან, მიწაზე არა ხარობს, ის, რაც სრულია,



მიწაზე ხარობს, რაც ცოდვისთვის განწირულია,



ასე გაიყვეს შენი განძი ცათა და კაცთა, მერგო ორივე მე სასმელი,



არცა რამ ამცდა, ამიტომ გეტყვი, შენ ისმინე ჩემი ღაღადი,



მე ვარ ბესიკ ხარანაული, და სხვა არაფერზე არ მიზრუნია,



ვინც დავამარცხე მხოლოდ ქაღალდი!




ფავორიტებში დამატება
0
105 ნახვა
0 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი