A! Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ufliswuli da maTxovari - mark tveni

                                                                     თავი პირველი





 



უფლისწულისა და მათხოვრის დაბადება



ეს მოხდა მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში, ძველისძველ ქალაქ ლონდონში. შემოდგომის ერთ

დღეს კენტების ღარიბ ოჯახშს შეეძინა ვაჟი, მაგრამ ოჯახს სრულებითაც არ გახარებია.

იმავე დღეს დაიბადა მეორე ინგლისელი ბავში.

 იგი ტიუდორების მდიდარ ოჯახს შეეძინა და

მათთვის სანატრელი იყო. ამ ბავშვს ნატრობდა მთელი ინგლისიც, იმდენ ხანს ნატრობდა,

იმდენს ელოდა და ევედრებოდა ღმერთს მის გაჩენას, რომ ახლა, როდესაც იგი ნამდვილად

გაჩნდა, ხალხი სიხარულით კინაღამ გაგიჟდა. უბრალო ნაცნობებიც კი ერთმანეთს ეხვეოდნენ,

კოცნიდნენ და ყვიროდნენ. ყველა ზეიმობდა  წარჩინებულიც და მდაბიოც, მდიდარიც და

ღარიბიც; ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ყველა ილხენდა.



ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე დღესა და ღამეს. დღისით ლონდონი სანახავად ღირდა!

აივნებსა და სახურავებზე დროშები ფრაილებდა, ქუჩები ბრწყინვალე პროცესიებით იყო სავსე.

ღამითაც მშვენიერი სანახავი იყო ლონდონი: ყველა გზაჯვარედინზე დიდი კოცონები

გაეჩაღებინათ და მოქეიფეების მხიარული ჟრიამული არემარეს სიამეს ჰფენდა.



მთელს ინგლისში სხვა არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო, გარდა უელსის უფლისწულის

დაბადებისა. ჩვენი ედუარ ტიუდორი აბრეშუმსა და ატლასში გახვეული იწვა წყნარად და

არაფერი გაეგებოდა, რაც მის იგრვლივ ხდებოდა. არ იცოდა, რომ მას უამრავი ლორდი და ლედი

თავს ევლებოდა. ეს მისთვის სულ ერთი იყო.

მეორე ჩვილს, ძონძებში გახვეულ ტომ კენტის, არავინ ახსენებდა, გარდა იმ ღატაკი ოჯახისა,

რომელსაც შეწუხებისა და ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანა მისმა გაჩენამ.





                                                                   თავი მეორე





 



ტომის ბავშვობის წლები

გამოვტოვოთ რამდენიმე წელი.

ლონდონი უკვე თხუთმეტი საუკუნისა იყო და ამ დროისათვის დიდ ქალაქს წარმოადგენდა;

ცხოვრობდა ასი ათასი სული, ხოლო ზოგის აზრით, ორი იმდენიც. ქუჩები ძალიან ვიწრო,

დახლართული და ჭუჭყიანი ჰქონდა, განსაკუთრებით ლონდონის ხიდის მახლობლად, იმ

უბანში, სადაც ტომ კენტი დაიბადა.



სახლები ხისგან იყო ნაგები. მეორე სართული პირველს გადმოყურებდა, ხოლო მესამე ზედ

გადმომხობოდა მეორეს და იდაყვები განზე გაედგა. რაც უფრო მაღლა მიდიოდა სახლი, მით

უფრო განივრდებოდა. საყრდენად ჯვარედინად დაწყობილი მაგარი კოჭები ჰქონდა. კედლები

მტკიცე მასალით ამოვსებული და გაჯით შელესილი. კოჭები, პატრონის გემოვნების მიხედვით,

ზოგი წითლად იყო შეღებილი, ზოჰი ლურჯად ან შავად, რაც სახლებს მეტად ხატოვან იერს

აძლევდა. ფანჯრები პატარა ჰქონდა და კარებივით გარედან ანჯამებზე იღებოდა.



ტომის მამის სახლი ე.წ. ღორმუცელათა ქუჩის გვერდით, ნასაუფრალთა ჩიხში იდგა. ეს პატარა,

ნახევრად დანგრეული და დამპალი შენობა გაჭედილი იყო უბედური ღატაკი ოჯახებით.

კენტის ოჯახს ერთი ოთახი ეჭირა მესამე სართულზე. დედას და მამას კუთხეში საწოლის მსგავსი

რაღაც ედგათ, ხოლო ტომი, ბებია და ორი და, ბეტი და ნენი, აგრე შეზღუდულები არ იყვნენ:

მთელი იატაკი მათ განკარგულებაში იყო და სადაც მისურვებდნენ, იქ შეეძლოთ დაეძინათ.

ლოგინად ერთი-ორი საბნის ნაფლეთი და რამდენიმე კონა ძველი, ჭუჭყიანი ჩალა ჰქონდათ. ისე

რომ, ლოგინს ვერც კი უწოდებდით, რადგანაც დილით ყველაფერს ერთ ადგილას ფეხით

მიჰყრიდნენ ხოლმე, ღამე კი ამ ძონძების გროვიდან ისევ ამოირჩევდნენ, ვისაც რა სურდა.



ბეტი და ნენი ტყუპები იყვნენ, თხუთმეტი წლისანი, გულკეთილნი, უსუფთაონი, ძონძებში

გახვეულნი და სრულიად უვიცნი. დედა მათ ჰგავდა, ხოლო მამა და ბებია ნამდვილი ქაჯები

იყვნენ. როგორც კი მოახერხებდნენ, მაშინვე თვრებოდნენ და ვინც მოხვდებოდათ,

ეჩხუბებოდნენ და ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე. მთვრალები იყვნენ თუ ფხიზლები, მუდამ

იგინებოდნენ და იწყევლებოდნენ. ჯონ კენტი ქურდი იყო და დედამისი მათხოვარი, ბავშებიც

მათხოვრები გახადეს, მაგრამ ის კი ვერ მოახერხეს, ქურდებად ექციათ.



ამ სახლში მობინადრე საშინელ ნაძირალებს შორის ცხოვრობდა ერთი კეთილი მოხუცი

მღვდელი, თუმცა მათთან საერთო არაფერი ჰქონდა. მღვდელი მეფეს რამდენიმე ფანტინგის

პენსიით აეყარა სახლ-კარიდან. მღვდელი ბავშვებს ცალკე გაიხმობდა ხოლმე და ჩუმად

არიგებდა. მამა ენდრიუმ ტომს წერა-კითხვა და ცოტა ლათინური ასწავლა. უნდოდა

გოგონებისთისაც ესწავლებინა, მაგრამ მათ შეეშინდათ, ამ სწავლა-განათლებისათვის ამხანაგები

დაგვცინებენო.



კენტის სახლივით მთელი ნასუფრალთა უბანიც კრაზანების ბუდე იყო. ყოველღე ლოთობა,

აყალმაყალი და ჩხუბი წესად ჰქონდათ შემოღებული. გატეხილი თავები იქ ისეთივე

ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც შიმშილი, მაგრამ პატარა ტომი უბედურად მაინც არ

გრძნობდა თავს. ცუდ დღეში იყო, მაგრამ თვითონ ამას ვერ ამჩნევდა. მთელი ამ უბნის ბიჭებიც

მასავით ცხოვრობდნენ და ამიტომ ტომი ფიქრობდა, ყველაფერი ასეც უნდა იყოსო. როდესაც

ღამე შინ ხელცარიელი მოდიოდა, იცოდა, რომ ჯერ მამა გალანძღავდა და მიარტყამდა, მერე

ბებია მისდგებოდა უფრო მარჯვედ, გვიან ღამე კი მშიერი დედა ჩუმად მიიპარებოდა მასთან და

თავის დაზოგილ პურის გამხმარ ნატეხს ან საჭმლის ნარჩენს მიუტანდა, მიუხედავად იმისა, რომ

ქმარს ხშირად მიუსწრია და ამის გამო მაგრადაც უცემია.

 



არა, ტომი მაინც კარგად ცხოვრობდა, განსაკუთრებით ზაფხულში. მხოლოდ იმდენს

თხოულობდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო იცოდა, რომ მათხოვრობის წინააღმდეგ

კანონები მკაცრი იყო და სასჯელი მძიმე. უმეტესად კი კეთილ მამა ენდრიუს მომხიბლავ ძველ

ამბებსა და ლეგენდებს ისმენდა დევებსა და ფერიებზე, ქონდრისკაცებსა და ქაჯებზე,

მოჯადოებულ სასახლეებზე, დიდებულ მეფეებსა და უფლისწულებზე. თავი გამოტენილი

ჰქონდა ამ ამბებით და ხშირად ღამით, როცა დაღლილი, მშიერი და ნაცემი იწვა სიბნელეში,

ჭუჭყიან ჩალაზე, ნაამბობს უცებ ცხადად წარმოიდგენდა ხოლმე. წარმოიდგენდა მეფის

სასახლეში განებივრებული უფლისწულის მომხიბლავ ცხოვრებას და ტკივილები ავიწყდებოდა.

დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა ერთი სურვილი: საკუთარი თვალით ენახა ნამდვილი

უფლისწული. ერთხელ თავის უბნელ ბიჭებსაც გაანდო ოცნება, მაგრამ მათ დასცინეს და ისე

უმოწყალოდ აიგდეს აბუჩად, რომ ამის შემდეგ მხოლოდ თვითონ ერთობოდა თავისი ოცნებით,

სხვას არავის უმჟღავნებდა.





ტომი ხშირად კითხულობდა მღვდლის წიგნებს, თან განმარტებას სთხოვდა ხოლმე მღვდელს და

წაკითხულზე ალაპარაკებდა. ოცნებისა და კითხვის შემდეგ თანდათანობით ერთგვარი

ცვლილება დაეტყო. მისი ოცნების გმირები ისეთი მშვენიერები იყვნენ, რომ თავისი დაძონძილი

ტანსაცმელი და ჭუჭყი ახლა უკვე აწუხებდა, სუფთად და უკეთესად ჩაცმის სურვილი დაებადა.

თუმცა ტალახში თამაშით ძველებურად ერთობოდა, მაგრამ ტემზაში მხოლოდ გასართობად კი

აღარ ჭყუმპალაობდა, მას სიამოვნებას ჰგვრიდა, რომ მდინარე ჭუჭყს აცლიდა.



ტომს ყოველთვის შეეძლო რამე ენახა ჩიპსაიდში სამაისო ბოძთან ან ბაზრობაზე. იგი ხანდახან

სხვა ლონდონელებთან ეწრთად ჯარის მდვლელობასაც უყურებდა ხოლმე, როცა ხმელეთით ან

ნავით რომელიმე უბედური თვალსაჩინო პატიმარი ტაუერში მიჰყავდათ. ზაფხულის ერთ დღეს

მან ნახა, როგორ დაწვეს სმიტფილდში კოცონზე საწყალი ანა ესკიუ და სამი კაცი. ისიც გაიგონა,

როგორ უქადაგებდა მათ ეპისკოპოსი, მაგრამ ამან სრულებითაც არ დააინტერესა.

დიახ, ტომის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი და ლამაზი იყო.



მეფეებზე დაწერილი წიგნების კითხვამ და მათზე ოცნებამ თანდათანობით ისეთი ძლიერი

გავლენა მოახდინა, რომ მან თავისდა უნებურად უფლისწულისებურად დაიწყო ლაპარაკი და

მიხრა-მოხრა. უცნაურად ცერემონიული და თავაზიანი გახდა, რაც მის მახლობლებს დიდად

ართობდა და სიამოვნებას ჰგვრიდა. ტომის გავლენა ბავშვებზედაც დღითი დღეE იზრდებოდა

და ბოლოს უკვე ისეთი საოცარი მოწიწებით ექცეოდნენ, როგორც უზენაეს არსებას: მან ხომ

ბევრი რამ იცოდა! რამდენი საოცარი რამის თქმა და გაკეთება შეეძლო! ამასთანავე, ძალზე

გულისხმიერი და ჭკვიანი იყო! ტომის ყოველი სიტყვა, მისი ამბავი უფროსების ყურამდე მივიდა

და მალე მათაც ისე დაუწყეს ცქერა, როგორც უაღესად ნიჭერ და არაჩვეუებრვ ბიჭს.



 როგორც კი

   რამე გაუჭირდებოდათ, მაშინვე ტომს ჰკითხავდნენ ხოლმე რჩევასა და გაკვირვებულნი

რჩებოდნენ მისი სიბრძნითა და გამჭრახობით. იგი გმირი გახდა ყველა ნაცნობის თვალში.

მხოლოდ საკუთარი ოჯახი ვერ ხედავდა მასში რაიმე განსაკუთრებულს.



 



ცოტა ხნის შემდეგ ტომმა ფარულად ნამდვილი სამეფო კარი მოიწყო. თვითონ უფლისწული ყო,

ხოლო მისი მახლობელი ამხანაგები ქეშიკები, კამერჰერები, მეჯინიბეები, მხლებლები,

სეფექალები, დიდებულები და სამეფო ოჯახის წვერები იყვნენ. ყოვედღიურად ვითომდა

უფლისწულს განსაკუთრებული საზეიმო წესისამებრ ეგებებოდნენ ხოლმე. ეს წესები ტომმა

წიგნებში წაიკითხა. ამ სათამაშო სამეფოს დიდ საქმეებს სამეფო კარზე წყვეტდნენ და მისი

უმაღლესობა ბრძანებებს აძლევდა წარმოდგენაში არსებულ მხედრობას, ფლოტსა და ვეზირებს.

მერე წავიდოდა ხოლმე ძონძებში გახვეული, რამდენიმე ფანტინგს ითხოვდა, თავის წილ გამხმარ

ქერქს შეჭამდა, ჩვეულებრივ, მუჯლუგუნებსა და ლანძღვას მიიღებდა, მყრალ ჩალაზე იწვებოდა

და ოცნებით უბრუნდებოდა ფუჭ დიდებას.



მაგრამ ტომის სურვილი, რომ ნამდვილი, ხორცშესხმული უფლისწული ერთხელ მაინც ენახა,

დღითიდღეEდა კვირიდან კვირამდე მატყულობდა. ბოლოს სხვა ყველა ნატვრა დაჩრდილა და

ტომის ცხოვრების ერთადერთ მისწრაფებად გადაექცა.



იანვრის ერთ დღეს ჩვეულებრივად სამათხოვროდ გამოსული ნაღვლიანი ტომი ფეხშიშველი და

გათოშილი გაძრწოდა რამდენიმე საათი მენსინგ-ლეინისა დ ლიტლ-ისტ-ჩიპის გარშემო,

რესტორნის ფანჯრებს შეჰყურებდა და ნატრობდა საზარელ ღორის კუპატებსა და სხვა

მომაკვდინებელ ხორაგეულს. მისი წარმოდგენით, ეს სანუკვარი საჭმელები ანგელოზების

შესაფერისი იყო. ამას აფიქრებინებდა მადის მომგვრელი სუნი, თორემ გემოთი არასოდეს

უნახავს. ციოდა, ჟინჟლავდა, პირქუში დღე იყო. ღამე ტომი შინ ისეთი გაწუწული,

ქანცგაწყვეტილი და დამშეული მივიდა, რომ მამამ და ბებიამაც კი შეიბრალეს: ერთი-ორი

წაუთაქეს საჩქაროდ და დასაძინებლად გაისტუმრეს. ტომს დიდხანს არ დაეძინა. ტკივილი,

შიმშილი და მეზობლების აუზაური მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს ფიქრებმა შორს, საარაკო

ქვეყნებისაკენ გააქანეს და თავით ფეხებამდე ოქროში ჩასმულ უფლისწულებთან დააძინეს. ეს

უფლისწულები დიდ სასახლეებში ცხოვრობდნენ. კარისკაცები მათ თავს მდაბლად უკრავდნენ

და ბრძანებს ასასრულებლად მიჰქროდნენ. მერე კი, ჩვეულებისამებრ, ესიზმრა, თითქოს

თვითონვე იყო პატარა უფლისწული.



მთელ ღამეს იგი თავისი მეფური დიდებით ტკბებოდა. კაშკაშა სინათლეში დიდ ლორდებსა და

ქალბატონებს შორის მიმოდიოდა, ისუთქავდა ტკბილ სურნელებას, ეწაფებოდა მომხიბლავ

მუსიკას. ბრწყინვალე კრებული მის წინაშე მოწიწებით თავს ხრიდა და გზას უთმობდა. პასუხად

იგი ხან გაუღიმებდა, ხან გვირგვინოსან თავს დაუკრავდა.



დილით რომ გამოეღვიძა და გარშემოს სიღატაკე დაინახა, მისი სიზმრები ჩვეულებრიად

დასრულდა: ერთათასად ჭუჭყიანი და უბადრუკი ეჩვენა ყველაფერი, უმწეობისა და

სასწორაკვეთილებისაგან გული აუკვნესდა და ატირდა.





                                                                           თავი მესამე





 



ტომისა და უფლისწულის შეხვედრა

ტომი მშიერი ადგა და შინიდანაც მშიერი გავიდა, მაგრამ სიზმრად ნანახ მოჩვენებით დიდებაზე

ფიქრით იყო გართული. ამ ფიქრებით დახეტიალობდა ქალაქში უგზო-უკვლოდ და ვერ

ხედავდა, რა ხდებოდა გარშემო. ზოგი ხელს ჰკრავდა, ზოგი კიდეც უჯავრდებოდა, მაგრამ

ფიქრებში გართულ ბიჭს არაფერი ესმოდა. ბოლოს თავი ამოყო ტემპლ-ბართან. ეს იყო პირველი

შემთხვევა, რომ ასე შორს წავიდა სახლიდან. ტომი გაჩერდა, ერთ წუთს დაფიქრდა, მერე ისეც

ოცნებას მიეცა და ლონდონის გალავანს გაშორდა. სტრენდი უკვე შარაგზა აღარ იყო და თავი

ქუჩად მოჰქონდა, მაგრამ ქუჩა მაინც არ ეთქმოდა. მართალია, ერთ მხარეს სახლები საკმაოდ

მჭიდროდ ჩამწკრივებულიყო, მაგრამ მეორე მხარეს მხოლოდ აქა-იქ იდგა ვეება შენობები 

მდიდარ დიდგვაროვანთა სასახლეები, მდინარემდე გაჭიმული მშვენიერი ბაღებით; ამ ბაღების

ადგილას ახლა ერთმანეთზე მიჯრილა აგურისა და ქვის გაჭვარტლული შენობები.





ტომი მალე მიადგა სოფელ ჩერინგს და დასასვენებლად ერთ მშვენიერ ჯვართან ჩამოჯდა. ეს

ჯვარი ძველად ერთმა დაქვრივებულმა მეფემ დაადგა თავის უდროოდ გარდაცვლილ მეუღლეს.

მერე ტომი წყნარ, ლამაზ შარას გაჰყვა, ჩაუარა დიდი კარდინალის საუცხოო სასახლეს და

გაემართა უფრო დიდებული სასახლისაკენ _ ვესტმისტერისაკენ. ტომი გახარებული და

გაოცებული შეჰყურებდა ფართოდ გაშლილ ფლიგელებიან ქვის უზრმაზარ შენობას, მის პირქუშ

ბასტიონებსა და კოშკებს, უშველებელ, ოქრომოვლებულ ქვის ალაყაფის კარს, შესანიშნავ ვეება

გრანიტის ლომებსა და ინგლისის სამეფო ხელისუფლების სხვა ნიშნებს. ნუთუ უნდა

შესრულდეს მისი ნატვრა? ეს ხომ მანდვილად მეფის სასახლეა! ნუთU მედი არ უნდა იქონიოს

უფლისწულის, ხორცშესხმული უფლისწულის ნახვისამ თუკი ზეცა ინებებს?!





მოოქრულ ალაყაფის კარს ორივე მხარეს ედგა ცოცხალი ქანდაკებები _ გაჭიმული, ახოვანი,

უძრავი, მბზინავ ფოლადის აბჯარში თავით ფეხებამდე ჩამსხდარი გუსაგები. კარგა მოშორებით

გლეხებსა და ქალაქს მცხორებლებს მოეყარა თავი იმ იმედით, რომ იქნება თვალი მაინც

მომავლოთ მეფის ოჯახის რომელიმე წევრს. ასეთივე მშვენიერ სხვა ალაყაფის კარებში

შედიოდნენ და გამოდიოდნენ მდიდრული ეტლები. შიგ მდიდრულადვე მორთულ-მოკაზმული

ბატონები ისხდნენ და საფეხურებზეც მათი შესაფერისი მსახურები იდგნენ.





ჩამოძონძილი საბრალო პატარა ტომი ალაყაფს მიუახლოვდა, გუსაგებს ნელა, გაუბედავად

ჩაუარა და გული იმედით აუძგერდა. უეცრად ოქროს გისოსებს შორის ისეთ რამ დაინახა,

სიხარულით კინაღამ შეჰყვირა: ეზოში იდგა მიმზიდველი სახის ბიჭი, ჰაერზე ვარჯიშისა და

ნადირობისაგან მზემოკიდებული. ბიჭს მარგალიტით მოქარგული ძვირფასი აბრეშუმისა და

ატლასის ტანსაცმელი ემოსა. პატიოსანი თვლებით მოოჭვილი კოპწია ხმალი და ხანჯალი ერტყა,

ქუსლებიანი მოხდენილი ყელმოკლე წაღები ეცვა, ღია შინდისფერი ბუმბულებიანი ქუდი ეხურა.





ქუდზე ბუმბულები მოელვარე ძვირფასთვლიანი ქინძისთავებით ჰქონდა დამაგრებული. 

შორიახლო ახოვანი და დიდებული შესახედაობის ვაჟკაცები იდგნენ, ალბათ მისი მხლებლები.

ოჰ, ეს უფლისწული იყო, ცოცხალი უფლისწული! ამაში ტომს ეჭვი არ ეპარებოდა. როგორც იქნა

აუსრულდა ნატვრა პატარა გლახას.

 



აღელვებისაგან ტომს სუნთქვა შეეკრა, გული აუჩქარდა, თვალები გაოცებისა და არტაცებისაგან

გაუფართოვდა. უეცრად ყველაფერი ერთმა სურვილმა დაძლია: ახლოს მისულიყო

უფლისწულთან და მისი ცქერით დამტკბარიყო. არც კი დაფიქრებულა, რას აკეთებდა, უცებ

ალაყაფის კარებთან გაჩნდა. იმავე წამს ჯარისკაცმა უხეშად სტაცა ხელი და ისე ისროლა

პირდაღებული სოფლელი ტეტიებისა და ლონდონელი უსაქმურების ბრბოსაკენ, რომ ბავშვი

დაბზრიალდა.



- იცოდე, შენი ადგილი, მაწანწალავ! - უყვირა ჯარისკაცმა.

ბრბომ გადაიხარხარა, ხოლო სახეალეწილი და თვალებანთებული ახალგაზრდა უფლისწული

ალაყაფის კარებს მივარდა და ჯარისკაცს დაუყვირა:

- როგორ ბედავ, რომ ასე უდიერად ექცევი საწყალ ბიჭს? როგორ ბედავ მამაჩემის უღარიბესი

ქვეშევრდომისადმი ასეთ მოპყრობას? კარი გააღე და შემოუშვი!



უნდა გენახათ, როგორ მოიშვლიპა ქუდი ბრბომ! უნდა გაგეგონათ მათი ვაშას ძახილი და

ყვირილი: გაუმარჯოს უელსის უფლისწულს! ჯარისკაცებმა შუბები აღმართეს და უფლისწულს

სამხედრო სალამი მისცეს, მერე ალაყაფის კარი გააღეს და სიღარიბის პატარა ჩამოძონძილი

უფლისწული რომ შევიდა, რათა ხელი ჩამოერთმია განუსაზღვრელი სიმდიდრის მქონე

უფლისწულისთვის, სამხედრო სალამი მისცეს.



ედუარდ ტიუდორმა უთხრა:

- გეტყობა, დატანჯული და მშიერი ხარ. ცუდად მოგექცნენ. ჩემთან წამოდი.

ექვსი მხლებელი წინ გამოვარდა. არ ვიცი რატომ, ალბათ საქმეში ჩასარევად, მაგრამ ნამდვილი

მეფური ჟესტით შეაჩერა უფლისწულმა და ისინიც ქანდაკებასავით გაქვავდნენ. ედუარდმა ტომი

შეიყვანა სასახლის ერთ საუცხოო ოთახში და ჩემი კაბინეტიო, უთხრა. მისი ბრძანებით

შემოიტანეს ისეთი საჭმელები, როგორიც ტომს არასოდეს ეგემნა. მხოლოდ წიგნებში ჰქონდა

წაკითხული. უფლისწულმა შესაფერისი თავაზიანობითა და ღირსებით დაითხოვა მსახურნი,

რომ უბრალო სტუმარს თავი უხერხულად არ ეგრძნო მათი იქ ყოფნის დროს. მერე ახლოს

მიუჯდა და, ვიდრე ტომი ჭამდა, გამოკითხვა დაუწყო.



 

 

- რა გქვია, ყმაწვილო?

- ტომ კენტი, სერ.

- უცნაური სახელია. სად ცხოვრობ?

- ქალაქში, თქვენო კეთილშოილებავ, ნასუფრალთა ჩიხში, ღორმუცელათა ქუჩის იქით.

- ნასუფრალთა ჩიხი! აი მეორე უცნაური სახელი. მშობლები გყავს?

 - დიახ, მშობლები მყავს, სერ. ბებიაცა მყავს, მაგრამ, ღმერთო, მომიტევე, თუ ვცოდავდე,

სრულებით არ მიყვარს. დებიც მყავს, ნინი და ბეტი, ტყუპები არიან.

- ალბათ ბებია მაინცდამაინც კარგად არ გექცევა.





- არავის არ ექცევა კარგად თქვენო ბრწყინვალებავ. ბოროტი გული აქვს და თავისი დღენი სულ

ბოროტებას სჩადის.

- ცუდად გეპყრობა?

- ხელს მხოლოდ მაშინ მოასვენებს, როცა სძინავს ან სიმთვრალით ფეხზე ვერა დგას. როგორც კი

გამოფხიზლდება, ისევ მცემს.

პატარა უფლისწულს თვალები მრისხანებით აენთო:

- როგორ! გცემს?

- დიახ, თქვენო კეთილშობილებავ.

- გცემს შენ, ასეთ უმწეოსა და პატარას? ყური მიგდე, დაღამებამდე მას ტაუერში ჩასვამენ...

მამაჩემი...



- თქვენ გავიწყდებათ, რომ ის მდაბიოა, სერ. ტაუერში ხომ მხოლოდ დიდებულებს ამწყვდევენ.

- მართალს ამბობ, ეს არ მომგონებია. მოვიფიქრებ მის სასჯელს. მამაშენი კარგად გეპყრობა?

- ბებია კენტზე უკეთ არც ის მეპყრობა, სერ.



- ალბათ ყველა მამა ერთმანეთს ჰგავს. არც ჩემსას აქვს ანგელოზის ხასიათი. მწარე ხელის

პატრონია, თუმცა მე ხელს არ მახლებს, მაგრამ, მართალი გითხრა, ლანძღვით კი მლანძღავს.

დედა როგორ გექცევა?

- გულკეთილია, სერ, არც მცემს და არც მაწყენინებს ხოლმე. ნენი და ბეტი მას ჰგვანან.

- რა ხნისანი არიან?

- თხუთმეტისა, სერ.





- ჩემი და, ლედი ელისბედი, თოთხმეტი წლისაა, ჩემი ბიძაშვილი ჯენ გრეი კი ჩემი ტოლია,

ამასთანავე ლამაზი და მოხდენილი; ჩემი მეორე და, ლედი მერი კი მუდამ დაბღვერილია... ერთი

მითხარი, განა შენი დები თავიანთ მოსასახურეებს გაღიმების ნებას არ აძლევენ, რომ ცოდვამ

სული არ წაუწყმიდოთ?



- ჩემი დები? თქვენა გგონიათ, რომ მათ მოსამსახურეები ჰყავთ, სერ?

პატარა უფლისწული ერთ წუთს დააკვირდა პატარა გლახას, მერე უთხრა:

 

- აბა რა უნდა ქნან უმოსამსახურეებოდ? ვინ ეხმარება მათ ღამე ტანსაცმლის გახდაში? ან ვინ

აცმევს დილით?



- არავინ, სერ. ტანსაცმელი რომ გაიხადონ, მხეცებივით ტიტლიკანები ხომ არ დაწვებიან?

- განა მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელი აქვთ?

- აჰ, თქვენო კეთილშობილებავ! მეტს რა უნდა უყონ? ორ-ორი ტანი ხომ არა აქვთ!

- რა უცნაური, საოცარი აზრია! მაპატიე, დაცინვა ფიქრად არ მომსვლია. შენს კარგ ნენს და ნეტს

კი სულ მალე ტანსაცმელიც ექნებათ და მოახლეებიც ეყოლებათ. ამაზე ჩემი ხაზინადარი

იზრუნებს. ნუ მიმადლი, მადლობად არ ღირს. შენ კარგად ლაპარაკობ, თავისუფლად და

თავაზიანად. ნასწავლი ხარ?



- არ ვიცი, რა გითხრათ, სერ. კეთილმა მღვდელმა მამა ენდრიუმ იმდენი სიკეთე მიყო, რომ თავის

წიგნებიდან მასწავლა.

- ლათინური იცი?

- ვეჭვობ, რომ კარგად ვიცოდე.

- ისწავლე, ისწავლე, მხოლოდ დასაწყისში გაგიძნელდება. 



ბერძნული უფრო ძნელია, მაგრამ არც

ესა და, მე მგონი, არც სხვა ენები არ უძნელდებათ ლედი ელისაბედსა და ჩემს ბიძაშვილს. ნეტა

მოგასმენინა, როგორ ლაპარაკობენ უცხო ენებზე! მაგრამ მოდი, ისე შენ მიამბე ნასუფრალთა

ეზოზე. მხიარულად ცხოვრობ?



 

- მართალი მოგახსენოთ, მხიარულად ვცხოვრობ, ოღონდ, თუ არ მშია. იქ პანჩსა და ჯუდის

გვაჩვევენ ხოლმე, მაიმუნებსაც... ოჰ, რა სასაცილოები არიან! და კოხად ჩაცმულები!

წარმოდგენებსაც მართავენ ხოლმე. მოთამაშენი ხანდახან ყვირიან და ჩხუბობენ. ბოლოს კი

ყველა იხოცება. მშვენიერი სანახავია და სულ ერთი ფარტინგი ღირს. ოღონდ ეს კია, რომ

ფარტინგის შოვნა ძალიან ძნელია, თქვენო მოწყალებავ.




- კიდევ მიამბე.

- ჩვენ, ნასუფრალთა ჩიხის ბიჭები, ერთმანეთს ხანდახან კეტებით დავერევით ხოლმე

ქარგლებივით.

უფლისწულს თვალები გაუბრწყინდა.

- ამის წინააღმდეგი არც მე ვიქნები. კიდევ თქვი რამე.

- ერთმანეთს სირბილში და სიმარდეში ვეჯიბრებით, სერ.

- ესეც მომწონს, განაგრძე.

- ზაფხულობით, სერ, არხებში და მდინარეში ვბანაობთ, ერთმანეთს ვწუწავთ,

ვაყურყუმელავებთ და ვყვინთავთ, ვყვირით და ვკოტრიალობთ...

 



- ერთი ასეთი დროსგატარება მამაჩემის მთელ სამეფოდ ღირს. განაგრძე, გთხოვს!

- ვცეკვავთ და ვმღერით ჩიპსაიდში სამაისო ბოძის გარშემო. ქვისაში ვთამაშობთ, ერთმანეთს

სილაში ჩავფლავთ ხოლმე, ხანდახან ტალახის ნამცხვრებს ვაცხობთ... ოჰ, რა მშვენიერი რამ არის

ტალახი, არაფერი შეედრება ქვეყანაზე! როგორ ვკოტრიალობთ ხოლმე შიგ! ო, ბოდიშს კი ვიხდი

ამ გამოთქმისათვის, თქვენო მოწყალებავ.



- ოჰ, გაჩერდი, მეტს ნუღარას იტყვი, ეს ხომ დიდებული რამ არის! ნეტავი შემეძლოს შენსავით

ჩავიცვა და ფეხშიშველმა ერთხელ მაინც, მხოლოდ ერთხელ, ვითამაში ტალახში, ისე კი, რომ

არავინ დამტუქსოს და არავინ ამიკრძალოს. მე მგონი, გვირგვინსაც კი დავთმობდი.

- ნეტავი ერთხელ მანც თქვენსავით ჩამაცვა, თქვენო ბრწყინვალებავ, მხოლოდ ერთხელ...

- გულით გინდა? კარგი. გაიხადე ეგ ძონძები და ეს ბრწყინვალე ტანისმოსი ჩაიცვი. ხანმოკლე

ბედნიერება იქნება, მაგრამ ეს სიამოვნებას არ დაჩრდილავს. აბა, ჩქარა, სანამ დრო გვაქვს, მერე კი

ხელახლა გავცვალოთ ტანსაცმელი, რომ არავინ შეგვნიშნოს და თავი არ მოგვაბეზროს.





რამდენიემე წუთის შემდეგ უელსის უფლისწულს ტომის ძონძმანები ეცვა, მათხოვრების პატარა

უფლისწული კი მეფურ საუცხოო ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ორივენი წავიდნენ და დიდი

სარკის წინ დადგნენ. მაგრამ დახეთ სასწაულს! თითქოს არავითარი ცვლილება არ

მომხდარიყოს! ჯერ ერთმანეთს დააშტერედნენ, მერე სარკეს, მერე ისევ ერთმანეთს, ბოლოს

საგონებელში ჩავარდნილმა პატარა უფლისწულმა თქვა:

- ამაზე რას იტყვი?

- თქვენო მოწყალებავ, ნუ მოითხოვთ ჩემგან პასუხს. ჩემისთანა მდაბიოს არ შეჰფერის ამის თქმა.

- მაშ მე ვიტყვი. შენ სწორედ ისეთივე თმა, თვალები, ხმა და ქცევა, ისეთივე მოყვანილობა და

ტანი, ისეთივე სახე და გამომეტყველება გაქვს, როგორც მე. ზედ რომ არაფერი გვეცვას, ვირავინ

ტყვის, ჩვენ შორის რომელი ხარ შენ და რომელი უელსის უფლისწული. ახლა, როდესაც მე

შენსავით მაცია, ასე მგონია, უფრო უკეთ ვგრძნობ, რაც შენ განიცადე, როდესაც მხეცმა

ჯარისკაცმა... მოიცა, ხელი გაქვს დალურჯებული?



- ეს არაფერია, თქვენმა მოწყალებამ იცის, რომ საბრალო გუშაგი...

- ჩუმად! ეს სამარცხვინო და უგულო საქციელია! - წამოიძახა პატარა უფლისწულმა და შიშველი

ფეხი იატაკს დაჰკრა. 



- თუ მეფე... ჩემ დაბრუნებამდე ფეხი არ მოიცვალო, გიბრძანებ!

მაგიდიდან მაშინვე აიღო და შეინახა ეროვნული მნიშვნელობის ნივთი. მერე უცებ გარეთ გახტა

და გაიქცა. ჩამოძონძილმა, სახეალეწილმა და თვალებანთებულმა გადაჭრა სასახლის ბაღი, დიდ

ალაყაფის კართან მივარდა, გისოსებს ჩაეჭიდა და იყვირა:

- გააღეთ, ურდული მოხსენით ალაყაფის კარს!

 



კაჯარისკაცი, რომელმაც ტომს სცემა, სწრაფად დაემორჩილა. გავარდა თუ არა გარეთ მეფური

რისხვით სუნთქვაშეკრული უფლისწული, ჯარისკაცმა ისე სტკიცა სილა, რომ ბზრიალასავით

გააგორა გზაზე.



- ესეც შენ, მათხოვრის ნაშიერო, იმის სამაგიეროდ, რაც შენ გამო მისი უმაღლესობისაგან

მომხვდა.

ბრბომ გადაიხარხარა. უფლისწული წამოდგა ტალახიდან და გააფთრებული ტვირილით

მივარდა გუშაგს:

- მე უელსის უფლისწული ვარ. ჩემი პიროვნება ხელშეუხებელია. შენ ჩამოგახრჩობენ, რადგან

ხელი შემახე!



ჯარისკაცმა სამხედრო სალამი მისცა და დაცინვით მოიგო:

- სალამი, თქვენო მოწყალეო უმაღლესობავ! - მერე გაჯავრებით დაუმატა: - თავიდან მომწყდი,

ჭკუიდან შეშლილო მაწამწალავ!

მხიარული ბრბო საწყალ პატარა უფლისწულს გარს შემოერტყა და სტვენიტა და ყიჟინით

გაიგდო გზაზე:

- გზა მის უმაღლესობას! გზა უელსის უფლისწულს!



                                                             

                                                                                 თავი მეოთხე



 

უფლისწულის გასაჭირი

რამდენიმე საათის დევნის შემდეგ Bბრბომ პატარა უფლისწულს თავი დაანება. ბიჭს ვიდრე ძალა

შესწევდა და ბრბოს მეფური რისხვით ემუქრებოდა, ვიდრე მეფურ ბრძანებებს იძლეოდა,

ხალხიც კარგად ერთობოდა, ხოლო როდესაც მოქანცული უფლისწული დაჩუმდა, უკვე

აღარავითარ გასართობს არ წამოადგენდა და მტანჯველებიც გაიფანტნენ, გასართობს სხვაგან

დაუწყეს ძებნა.




უფლისწულმა მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ადგილი ვერ იცნო, იცოდა მხოლოდ, რომ ლონდონში

იყო. წინ უმიზნოდ მიდიოდა. მალე სახლები შეთხელდა და ქუჩაში ხალხიც იშვიათად

ხვდებოდა. დასისხლიანებული ფეხები ნაკადულში გაიბანა ახლანდელ ფარინგდონის ქუცაზე,

ცოტა ხნს შეისვენა, მერე კვლავ გაუდგა გზას და მიადგა ფართო მინდორს, სადაც აქა-იქ

რამდენიმე სახლი და უზარმაზარი ეკლესია იდგა. მან იცნო ეკლესია. გარშემო ხარაჩოები ჰქონდა

აღმართული და იქვე მუშები ირეოდნენ. ეკლესიის საფუძვლიანი შეკეთება მიმდინარეობდა.



უფლისწულს მაშინვე გული მოეცა. გრძნობდა, რომ მის გაჭირვებას ბოლო ეღებოდა. ასე

გაიფიქრა: ეს უძველესი ეკლესიაა, რომელიც მეფემ, მამაჩემმა, ბერებს ჩამოართვა და ღარიბი,

უთვისტომო ბავშვების თავშესაფრად გადააქციაო. ახლა მას `ქრისტეს სავანე' ჰქვია. აქ დიდი

სიამოვნებით გაუწევენ სამსახურს იმ კაცის შვილს, ვინც ასე გულმოწყალედ მოექცა მათ, მით

უმეტეს, რომ მეფის შვილი ახლა თვითონვეა საბრალო და უთვისტომო, როგორც ყველა ის, ვინც

აქ უკვე შეაფარა ან როდისმე შეაფარებს თავს.



უფლისწულმა მალე ბიჭებში ამოყო თავი. ბიჭები დარბოდნენ, დახტოდნენ, ბურთაობდნენ,

თამაშობდნენ და ერთი ჟრიამული გაჰქონდათ: ყველას ერთნაირად ეცვა, ისე, როგორც იმ დროს

მოსამსახურეები და ქარგლები იცვამდნენ. ლამბაქისოდენა ბრტყელი, შავი ქუდი ედოთ კეფაზე.

ქუდი ისეთი პატარა იყო, რომ არც დასახურად ვარგოდა და არც მოსართავად გამოდგებოდა.

მრგვალად შეკრეჭილი თმა შუბლზე სცემდათ. მხრებზე საყელო ეფინათ მღვდლებივით.

განიერსახელოებიანი, ტანზე შემოტმასნილი ლურჯი კამზოლი მუხლებამდე სწვდებოდათ,

ბრტყელი წითელი სარტყელი ეკეთათ, ღია ყვითელი, მუხლებს ზემოთ დამაგრებული პაჭიჭები

და ლითონისბალთიანი ფეხსაცმელი ეცვათ. სიტყვით, საკმაოდ ულაზათოდ იყვნენ

გამოწყობილნი.

 



ბიჭებმა თამაში შეწყვიტეს და უფლისწულს შემოეხვივნენ. უფლისწულმა ჩვეული ღირსებით

მიმართა:



- ბიჭებო, გადაეცით თქვენს აღმზრდელს, რომ ედუარს, უელსის უფლისწულს, მასთან ლაპარაკი

სწადია.

ამ სიტყვებმა დიდი ყიჟინა და აურზაური გამოიწვია. ერთმა თავხედმა ბიჭმა მიახალა:

- აჰ, მისი უდიდებულესობის შიკრიკი ბრძანდები, მათხოვარო?

გაჯავრებულ უფლისწულს სახე შეუფაკლდა, ხელი გაიკრა გვერდზე, მაგრამ იქ არაფერი

დაუხვდა. ამაზე ხარხარი ატყდა, მერე ერთმა ბიჭმა თქვა:



- დაინახეთ? ისე იკრა გვერდზე ხელი, თითქოს მართლა უფლისწული იყოს და ხმალი ერტყას.

ამას უფრო გულიანი სიცილი მოჰყვა. საწყალი ედუარდი ამაყად გასწორდა წელში და თქვა:

- დიახ, მე უფლისწული გახლავართ და დიდი უმადურობაა, რომ მამაჩემის ამაგს ასე მიხდით.

ეს სიტყვები ყელაზე მეტად მოეწონათ და დიდხანს არ შეწყვეტილა ხარხარი. მერე, პირველად

რომ შეესიტყვა უფლისწულს, იმ ბიჭმა შესძახა ამხნაგებს:



- თქვე ღორებო და მონებო, მისი უდიდებულესობის მამის ხარჯზე ყოფნა, სად დაგიკარგავთ

ზრდილობა? ახლავე ყველამ მუხლი მოიყარეთ და თაყვანი ეცით მის მეფურ ბრწყინვალებასა და

მეფურ ძონძებს!

ყველამ ერთად მოიყარა მუხლი და მხიარული ღრიანცელით თაყვანი სცეს თავიანთ მსხვერპლს.

უფლისწულმა ფეხი ჰკრა ყველაზე ახლო მდგომ ბიჭს და მრისხანედ უთხრა:

- ესეც შენ ხვალამდე, ხვალ კი სახრჩობელაზე ჩამოგკიდებენ!



ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო... მხიარულების საზღვარს სცილდებოდა. იმავე წუთში სიცილი

საშინელმა მრისხანებამ შეცვალა. თორმეტიოდე ხმამ დაიყვირა:

- გამოათრიეთ! წყალზე, მდინარეზე! ძაღლები სად არიან? ეცი, ფენგს!

ამას მოჰყვა ინგლისისათვის უჩვეულო რამ: ტახტის მემკვიდრის წმინდა პიროვნებას სასტიკად

ურტყამდნენ მდაბიოთა შვილები და ძაღლები ესეოდნენ.



როდესაც დაღამდა, უფლისწულმა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში ამოყო თავი.

სხეული დალურჯებოდა, ხელებიდან სისხლი სდიოდა, ძონძები მთლად ტალახში ჰქნდა

მოსვრილი. მაინც მიდიოდა. დაღლილი და ქანცგაწყვეტილი ძლივს მილასლასებდა. უკვე

აღარავის არაფერს ეკითხებოდა, რადგან პასუხად ყოველთვის მხოლოდ ლანძღვა-გინებას

იღებდა. მიდიოდა და თავისთვის ბუტბუტებდა:



`ნასუფრალთა ჩიხი! ნეტაი კი მივაგნო, ვიდრე ძალა მთლად არ გამომლევია და არ

დავვარდნილვარ, მაშინ აღარაფერი მიჭირს. ისინი წამიყვანენ და დამიმოწმებენ, რომ მე მათ

ოჯახს კი არ ვეკუთვნი, არამედ ნამდვილი უფლისწული ვარ~.

ხანდახან მაინც აგონდებოდა, როგორ მოექცნენ `ქრისტეს სავანეს' ბიჭები.



`მეფე რომ გავხდები, მათ მხოლოდ პური და თავშესაფარი კი არ ექნებათ, არამედ სწავლა-

განათლებასაც მიიღებენ. სავსე კუჭს არავითარი ფასი არა აქვს, როდესაც გონება და გული

დამშეულია. ამ ამბავს კარგად დავიხსომებ, რომ დღევანდელმა გაკვეთილმა უქმად არ ჩამიაროს

და ჩემი ხალხი უმეცრებისგან არ დაიტანჯოს. ცოდნა გულს ალბობს და გულკეთილობას და

მოწყალებას კვებავს'.

ნათურები აციმციმდა.



წვიმა წამოვიდა და ქარი ამოვარდა. მიუსაფარი უფლისწული, უსახლკაროდ დარჩენილი

მემკვიდრე ინგლისის ტახტისა მაინც განაგრძობდა გზას და უფრო ღრმად გაება ჭუჭყიანი

შუკების ხლართში, სადაც ერთმანეთზე მიჯრილიყო სიღატაკის ბუდეები.

უეცრად ვიღაც მაღალმა მთვრალმა კაცმა უხეშად სტაცა კისერში ხელი და უთხრა:



- ისევ გარეთ გდიხარ აქამდე? შინ კი ალბათ ერთი ფარტნგიც არ მიგიტანია! რაკი ასეა, ჯონ

კენტი არ ვიქნები, თუ ეს აჩონჩხლლი ძვლები არ ჩაგიმტვრიო.

უფლისწული გაუსხლტა, შებილწული მხარი უნებურად გადაიწმინდა და შესძახა:

- მაშ მამა ხარ მისი? მადლობა ღმერთს! მე ჩემს მშობლებთან მიმიყვანე და ის შენთან წამოიყვანე.

 - იმის მამაო? რას მიედ-მოედები? მე ის ვიცი მხოლოდ, რომ შენი მამა ვარ და მალე...

- ო, ნუ ხუმრობ, ნუ თვალთმაქცობ, ნუ მაყოვნებ! არაქათი გამომელია, დაჟეჟილი ვარ, მეტს

ვეღარ ავიტან. წამიყვანე მეფე-მამაჩემთან და ისე გაგამდიდრებს, რომ სიზმარშიდაც არ გენახოს.

დამიჯერე, ტყუილს არ ვამბობ! სიმართლეს გეუბნები! გამომიწოდე ხელი და მიშველე! მე

უელსის უფლისწული ვარ.



გაოგნებული კაცი ჯერ ჩააშტერდა ჭაბუკს, მერე თავი გააქნია და წაიბუტბუტა:

- გაგიჟებულა! - შემდეგ კისერში სწვდა და უთხრა:

- გიჟი ხარ თუ არა ხარ გიჟი, სულ ერთია.

კაცი არ ვიქნები, თუ მე და ბებიაშენმა კენტმა ძვალ-რბილი არ გაგიერთიანოთ.

ამ სიტყვებით წაათრია მან გაშმაგებული და გაძალიანებული უფლისწული და ერთ ეზოში

მიიმალა. მაძირალების აღტაცებული და ხმაურიანი ბრბო ფეხდაფეხ მისდევდა მათ.





                                                                        თავი მეხუთე



 

 

 

ტომი დიდებული გახდა








უფლისწულის ოთახში დარჩენილმა ტომ კენტიმ კარგად გამოიყენა მარჯვე შემთხვევა. დიდი

სარკის წინ იდგა და ტრიალებდა, თავისი საუცხოო ტანისამოსის მზერით ტკბებოდა. მერე გაიარ-

გამოიარა. უფლისწულს ჰბაძავდა სიარულში და სარკეში იყურებოდა, როგორ გამომდისო. მერე

ამოიღო მშვენერი ხმალი, თავი დახარა, ემთხვია და გულზე მიიდო, როგორც ერთმა

კეთილშობილმა რაინდმა გააკეთა ხუთი-ექვსი კვირის წინ, ტაუერის კომენდანტს რომ მიესალმა,

როცა საპყრობილეში მიუყვნა ლორდი ნორფოლკი და ლორდი სარეი. სინჯავდა ოთახის ძვირფას

და მდიდრულ მორთულობას, მშვენიერ სკამებს თითქოს ათვალიერებდა და ფიქრობდა, როგორ

გაიბღინძებდა, ნასუფრალთა ეზოს ხროვას ერთი მაინც რომ შემოეხედა და ენახა მისი დიდება.





`შენ რომ დავბრუნდები, ნეტა თუ დამიჯერებენ ამ სასწაულებრივ ამბავს? თუ თავს გააქნევენ და

იტყვიან: ზედმეტმა ოცნებამ ბოლოს ტვინი შეურყიაო'.

ნახევარი საათის შემდეგ თავში უეცრად გაუელვა, რომ უფლისწული დიდი ხნის წასული იყო,

და მაშინვე მარტოობა იგრძნო, სმენად იქცა, ლამაზი ნივთებით გართობას თავი მიანება,

აღელდა, მოუსვენრობა დაეტყო, ბოლოს შეშინდა კიდეც: ვინმე რომ შემოვიდეს და

უფლისწულის ტანისამოსში მნახონ, ხოლო უფლისწული კი აქ არ იყოს, როგორ ავუხსნა, რაც

მოხდაო? შეიძლება მაშინვე ჩამომახრჩონ, საქმის გარკვევას კი მერე შეუდგებიან. მას გაგონილი

ჰქონდა, რომ დიდი პირები პატარა საქმეებში გულსწრაფები არიანო. შიშმა უფრო და უფრო

დარია ხელი. ცახცახით, ფრთხილად გააღო დერეფნის კარი, რომ გაქცეულიყო და უფლისწული

მოეძებნა. ექვსი მოხდენილი მსახური და ორი პეპელასავით შემოსილი ახალგაზრდა ფარეში

ფეხზე წამოხტნენ და მდაბლად დაუკრეს თავი. ტომი ცივად შეტრიადა ოთახში და კარი მიხურა.

 



- სასაცილოდ ამიგდეს! წავლენ და ყველას უამბობენ. ოჰ! აქ რამ მომიყვანა ჩემ დასაღუპავად!

გამოუთქმელი შიშით შეპყრობილი და სმენაგამახვილებული ტომი წინ და უკან დადოდა და

ყოველ უმნიშვნელო ხმაურზე შეკრთებოდა ხოლმე. მალე კარი გაიღო და თავით ფეხებამდე

აბრეშუმში გამოწყობილმა ფარეშმა მოახსენა:



- ლედი ჯეინ გრეი.

კარი მიიხურა და მასთან ლამაზმა, მდიდრულად მორთულმა გოგონამ მიირბინა, მაგრამ უეცრად

შედგა და შეწუხებულმა ჰკითხა:

- ოჰ, რატომ ხართ დაღონებული, ჩემო ხელმწიფევ?

ტომი გაშეშდა, მაგრამ მაინც მოახერხა და წაილუღლუღა:



- ოო, შენ მაინც შემიბრალე! მე უფლისწული არა ვარ, მე საწყალი ტომ კენტი ვარ, ნასუფრალთა

ეზოდან. გთხოვ, უფლისწული მაჩვენე, ის მოწყალეა, დამიბრუნებს ჩემს ძონძებს და აქედან

უვნებლად გამიშვებს. ოჰ, შემიბრალე, მიხსენ!

ბიჭმა მუხლი მოიყარა და ხელები აღაპყრო. ახალგაზრდა ქალი თავზარდაცემული იყო.

- ო, ჩემი ხელმწიფე, მუხლმოდრეკილი? ჩემ წინ? - წამოიძახა და შეშინებული გაიქცა.

სასოწარკვეთილი ტომი კი ძირს განერთხო.

- ხსნა არ არის, ხსნა არ არის! ახლავე მოვლენ და წამათრევენ.



სანამ ტომი შიშისაგან გაშეშებული ასე იწვა, სასახლეში საზარელი ამბავი გავრცელდა. ამბავს

ჩურჩულით გადასცემდნენ ერთმანეთს მსახურები, ლორდები და ქალბატონები; სასახლეში ხომ

მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობენ! ჩურჩული მოედო ყველა დერეფანს, სართულიდან

სართულს, დარბაზიდან მეორე დარბაზს: `უფლისწული გაგიჟდა, უფლისწული გაგიჟდა!'

სულ ცოტა ხანში ყველა სალონი, ყველა მარმარილოს დარბაზი სავსე იყო დიდებულებით,

ლორდებითა და სხვა ნაკლებად წარჩინებული ხალხით. ყველა გაფაციცებით ეჩურჩულებოდა

ერთმანეთს, ყველას სახე მწუხარებას გამოხატავდა. მალე გამოვიდა ბრწყინვალე ტანსაცმელში

გამოწყობილი კარისკაცი, წყნარად ჩამოუარა შეკრებილთ და საზეიმოდ განაცხადა:



- მეფის სახელით! სიკვდილით დასჯა ელის ყველას, ვინც ყურს დაუგდებს ამ ყალბსა და

სულელურ მონაჩმახს, ვინც ამაზე ილაპარაკებს ან გაავრცელებს მას, მეფის სახელით!

ჩურჩული ისე უეცრად შეწყდა, გეგონებდათ, ყველა დამუნჯდაო.

მალე დერეფნებში გუგუნი გაისმა:

- უფლისწულს შეხედეთ! უფლისწული მოდიის!

 



საწყალმა ტომმა ნელი ნაბიჯებით ჩაუარა შეჯგუფებულ ხალხს. ხალხი მდაბლად ესალმებოდა.

თვითონაც ცდილობდა საპასუხოდ დაეკრა თავი და მისთვის უცნაურ გარემოს დაბნეული და

საცოდავი, მოკრძალებული თვალებით შეჰყურებდა. დიდებულები ორივე მხარეს ამოუდგნენ,

რომ მათ დაყრდნობოდა და მხნედ ევლო. უკან მიჰყვებოდნენ კარის ექიმი და რამდენიმე

მსახური.





მალე ტომი სასახლის ერთ საუცხოო ოთახში შეიყვანეს და კარი მიიხურა. გარშემო ედგნენ მასთან

ერთად მისულები. მის წინ, ცოტა მოშორებით, წამოწოლილი იყო ახოვანი, სქელი კაცი. მას

ბრტყელი, მსუქანი სახე და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. ჭაღარა იყო, სახეზე ჩარჩოსავით

შემოვლებული ქილვაშებიც გაჭაღარავებოდა. ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, შეხვეული ფეხი

ბალიშზე ედო. სიჩუმე ჩამოვარდა, ამ კაცის გარდა უველა თავდახრილი იდგა. ეს მრისხანე და

პირქუში კაცი ხეიბარი ჰენრიხ VIII იყო. დალაპარაკებისთანავე მისმა სახემ ნაზი იერი მიიღო:





- როგორ, ლორდო ედუარდ, ჩემო უფლისწულო! გინდა თვალი ამარიდო? მე, კეთილ მეფეს,

მამაშენს? რომელსაც უყვარხარ, რომელიც კარგად გეპყრობა?..

საწყალი ტომი უსმენდა მას, რამდენადაც ძალა შესწევდა მის დაბნეულ გონებას, მაგრამ როგორც

კი ყური მოჰკრა სიტყვებს: `მე, კეთილ მეფეს~, გაფითრდა და თოფნაკრავივით მუხლებზე

დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და წამოიძახა:



- თქვენა ხართ მეფე? მაშ მართლა დავღუპულვარ!

ეტყობა, ამ სიტყვებმა მეფე შეაძრწუნა. მან დაბნეულად გადაავლო თვალი იქ მყოფთ, მერე ბიჭს

მიაშტერდა და სასოწარკვეთილმა თქვა:

- ვაი, მეგონა, ხმები მართალი არ იყო, მაგრამ ვხედავ, რომ შევცდი! - ღრმად ამოიოხრა და ტომს

ალერსით უთხრა: _ მოდი მამაშენთან, შვილო, ვერა ხარ კარგად?



ტომს წამოდგომა უშველეს. იგი მორჩლად მიუახლოვდა ინგლისის მეფეს, თან ცახცხებდა. მეფემ

ორივე ხელში მოიქცია მისი შეშინებული სახე და დაფიქრებითა და სიყვარულით დააკვირდა,

თითქოს დაბრუნებული გონების ნიშანს ეძებსო; მერე მისი ხუჭუჭი თავი გულში ჩაიკრა და

ხელი ალერსით გადაუსვა:



- მამაშენს ვერა სცნობ, შვილო? ნუ მიკლავ მოხუცებულს გუს, მითხარი, რომ მცნობ, ხომ ცნობ?

- დიახ, თქვენ ჩემ უდიდებულესი ბატონი მეფე ხართ, ღმერთი გფარავდეთ.

- მართალია, მართალია... ეს კარგი ნიშანია... დამშვიდდი, ნუ კანკალებ ასე, არავინ არაფერს

დაგიშავებს. აქ ყველას უყვარხარ. ახლა უკეთ ხარ, შენმა ცუდმა სიზმარმა გაიარა, ხომ? ახლა ისეც

სცნობ შენს თავს, ხომ სცნობ, სხვა სახელს ხომ აღარ დარქმევ, როგორც ამ ცოტა ხნის წინ

დაგირქმევია?



- მთხოვთ, მოწყალება მოიღოთ და დამიჯეთ, მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი, უდიდებულესო

ხელმწიფევ, თქვენს ქვეშევრდომებს შორის მე ყველაზე მდაბიო ვარ, გლახად დაბადებული, 

უბედური და შემთხვევით მოვხვდი აქ, თუმცა ბრალი არ მიდევს. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნუ

მომკლავთ. ერთი სიტყვითაც კი შეგიძლიათ მიხსნათ. ოჰ, თქვით ეს სიტყვა, სერ!

- მოკვდე?!. ასე ნუ ლაპარაკობ, საყვარელო უფლისწულო. დამშვიდდი, დამშვიდდი, გული

დაიმშვიდე, შენ არ მოკვდები!

ტომმა დაიჩოქა.



- ღმერთმა მოგიზღოთ სამაგიერო, ჩემო მეფეო! დიდხანს გაცოცხლოთ თქვენი ქვეყნის

საკეთილდღეოდ! - მერე წამოხტა და მხიარულად მიუბრუნდა ერთ-ერთ მხლებელ ლორდს: 

- ხომ გაიგონეთ? მე არ მოვკვდები, მეფემ ბრძანა ასე.

არავინ განძრეულა, მხოლოდ თავი დახარეს ღრმა პატივისცემით. ხმა არავის ამოუღია. ყმაწვილი

ცოტათი შეყოყმანდა, მერე ოდნავ დარცხვენილი, მეფეს მოკრძალებით მიუბრუნდა და უთხრა:



- ახლა შემიძლია წავიდე?

- წასვლა გინდა? თუ გინდა, წადი. მაგრამ რატომ არ გინდა, ცოტა მოიცადო? სად უნდა წახვიდე?

ტომმა თვალები დახარა და მორჩილად უპასუხა:

- შეიძლება ვერ გავიგე, მაგრამ, მეგონა, თავისუფალი ვიყავი და მინდოდა ჩემი მშობლიური ქოხი

მომეძებნა, სადაც დავბადებულვარ და წვალებით გავზრდილვარ; სადაც დედა და დები

ცხოვროენ, სადაც ჩემი სახლია. ამ დიდაბას და ფუფუნებას ჩვეული არა ვარ... ო, სერ, თუ

შეიძლებოდეს, გამიშვით.





მეფე ერთ ხანს მდუმარედ იჯდა ჩაფიქრებლი. თანდათან სახეზე შეშფოთება და მწუხარება

გამოეხატა. მერე იმედიანი ხმით თქვა:

- ხომ შეიძლება მხოლოდ ამ ერთი ახირებით იყოს შეშლილი და სხვა მხრივ გონება საღი

ჰქონდეს. ღმერთმა ინებოს! გამოვცადოთ.

მერე ტომს ლათინურად რაღაც ჰკითხა.



ტომმა ჩიქორთულად უპასუხა იმავე ენაზე. მეფეს აშკარად დაეტყო, რომ გაუხარდა. ექიმებმა და

ლორდებმაც გამოთქვეს სიხარული. მაშინ მეფემ ბრძანა:

- რა თქმა უნდა, მის ცოდნასა და ნიჭს არ შეეფერება ასეთი პასუხი, მაგრამ ეს გვიჩვენებს, რომ

გონება მხოლოდ დაავადებული აქვს და არა მთლად შერყეული. თქვენ რას იტყვით, სერ?

- მეც ასე ვფქირობ, მეფეო, თქვენ სწორედ ბრძანეთ.



მეფეს ესიამოვნა ცნობილი ექიმის გამახნევებელი სიტყვები და მხიარულად განაგრძო:

- ყური უგდეთ, კიდევ ვკითხოთ რამე.

რა რაღაც ჰკითხა ტომს ფრანგულად.

ყმაწვილი ერთ წამს ჩუმად იდგა. იმდენი თვალი მისჩერებოდა, რომ არ იცოდა, რა ექნა, ბოლოს

მოკრძალებით თქვა:

- ბოდიშს ვიხდი, მარამ ეს ენა არ ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ.

მეფე ბალიშებს მიესვენა, მხლებლები მისცვივდნენ, მაგრამ მან მოიშორა:



ნუ მაწუხებთ, უბრალო სისუსტეა, სხვა არაფერი. წამომაყენეთ. აი ასე, კმარა. მოდი აქ, შვილო,

შენი საწყალი არეული თავი მამაშენის მკერდს მიაყრდნე და დამშვიდდი. მალე კარგად გახდები,

გაივლის ავადმყოფური ფიქრები. ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები.

მერე კრებულს მიუბრუნდა. ალერსიანი თვალები უცებ მრისხანედ აუელავდა.



- ყური მიგდოს ყველამ! ჩემი შვილი შეშლილია, მაგრამ გაუვლის. ზედმეტმა სწავლამ და სახლში

ჯდომამ უყო ეს. მოაშორეთ წიგნებსა და მასწავლებლებს! ყურადღება მიაქციეთ, გაართეთ

ნადირობით, გადაავიწყეთ სხვა ყველაფერი და ეცადეთ, კვლავ დაუბრუნდეს ჯანის სიმრთელე! -

მერე გასწორდა და ცხარედ განაგრძო: - შეშლილია, მაგრამ ჩემი შვილია და ტახტის მემკვიდრე.

გიჟია თუ არა, სულ ერთია, მაინც იმეფებს, გამოგონეთ და ყველას გამოუცხადეთ: ვინც ამ

შეშლილობაზე ილაპარაკებს, ის სახელმწიფოს წესრიგისა და მშვიდობის წინააღმდეგია და

სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებენ!.. დამალევინეთ რამე... ვიწვი, ამ მწუხარებამ ძალა წამართვა...

წაიღეთ ფიალა... ხელი მომკიდეთ... აი, ასე. შეშლილია? ათჯერ უფრო რომ იყოს Eშეშლილი,

მაინც უელსის უფლისწულია და მე, მეფე ვადასტურებ ანას. ხვალვე სათანადო წესების დაცვით

დამტკიცებული იქნება მისი უფლებები. ლორდო ჰერტფორდ, დაუყოვნებლივ შეასრულეთ ეს

ბრძანება!





ერთმა დიდებულთაგანმა მუხლი მოიდრიკა მეფის საწოლთან და მოახსენა:

- თქვენმა უდიდებულესობამ იცის, რომ ინგლისის მარშალი მსჯავრდადებულია და ტაუერში

ზის. არ ეგების მსჯავრდებულს...

- გაჩუმდი! ნუ შეურაცხყოფ ჩემს სმენას ამ საძულველი სახელის ხსენებით. ნუთუ ეს კაცი აღარ

უნდა მოკვდეს? ნუთუ ჩემს სურვილს სულ წინ უნდა ეღობებოდეს? ნუთუ მკვიდრედ

უფლისწულის კურთხევა უნდა დაყოვნდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისის ჰოფმარშალს

სახელმწიფო მოღალატის სახელი აკრავს და უფლება არა აქვს, უფლისწულის მემკვიდრედ

დამტკიცებისა? არა, დიდებულ ღმერთსა ვფიცავ! გააფრთხილე პარლამენტი, რომ მზის

ამოსვლამდე ნორფოლკს განაჩენი გამოუტანოს, თორემ ინანებს.



- მეფეს თანდათან გადაუარა რისხვამ და ტომს უთხრა:

- მეამბორე, უფლისწულო. ასე... რისა გეშინია? განა შენი საყვარელი მამა არა ვარ?

- კეთილი ხართ ჩემისთანა უღირსის მიმართ, ძლიერო და მოწყალე ხელმწიფევ, ეს ვიცი, მაგრამ...

მაგრამ... ვერ მომისვენა, როდესაც ვფიქრობ, რომ ვიღაც უნდა მოკვდეს და...

 

- ახლა კი სწორედ შენს თავს ჰგავხარ! გული ისეთივე შეგრჩა, მიუხედავად იმისა, რომ გონება

დაგიზიანდა. შენ ხომ ყოელთვის გულმოწყალე იყავი. მაგრამ გახსოვდეს, ეს ჰერცოგი შენ წინ

გეღობება. მის მაგივრად სხვას დავნიშნავ, ისეთს, ვინც თავის დიდ მოვალეობას ჩირქს არ

მოსცხებს. დამშვიდდი, უფლისწულო, ამ უბრალო საქმით ზედმეტად ნუ იღლი თავს.





- განა ჩემს გამო არ ესწრაფება მას დღენი, თქვენო უდიდებულესობავ? რამდენი ხანი

იცოცხლებდა, მე რომ არ ვყოფილიყავი?

- ნუ ფიქრობ იმაზე, ჩემო უფლისწულო, ის ამის ღირსი არ არის. კიდევ ერთხელ მეამბორე და

წადი, გაერთე. ავადმყოფობამ ძალ-ღონე გამომაცალა, დავიღალე და მინდა დაისვენო. გაჰყევი

ბიძაშენ ჰერტფორდსა და სხვებს. როცა დავისვენებ, ისევ მოდი.

ტომი გულდამძიმებული გავიდა ოთახიდან, რადგანაც მეფის სიტყვები მას მთლად უსპობდა

გათავისუფლების იმედს. მან კიდევ გაიგონა გუგუნი: `მოდის, მოდის!'



                                                                      თავი მეექვსე





 



ტომს დარიგებას აძლევენ

ტომი მთავარ დარბაზში შეიყვანეს და დასვეს. იგი უხერხულად გრძნობდა თავს, რადგანაც მის

გარშემო ხანშიშესული და მაღალი წოდების ხალხი ფეხზე იდგა. ტომმა სთხოვა, რომ

დამსხდარიყვნენ, მაგრამ მათ მადლობის ნიშნად თავი დახარეს, რაღაც წაიბურტყუნეს და არ

დასხდნენ. ტომი უფრო დაჟინებით სთხოვდა, რომ დამსხდარიყვნენ, მაგრამ `ბიძამისმა', გრაფმა

ჰერტფორდმა წასჩურჩულა:



- თუ შეიძლებოდეს, ნუ სთხოვ, მილორდ, არ შეჰფერით შენ წინაშე ჯდომა.

ამ დროს მოახსენეს ლორდ სენტ ჯონის მობრძანება. ლორდმა მისალმების შემდეგ ტომს უთხრა:



- მეფის დავალებით ეახელით. უნდა საიდუმლო რამ გადმოგცეთ, იქნებ ინებოს თქვენმა

უმაღლესობამ და ყველა აქ მყოფი დაითხვოს, გარდა მილორდ გრაფ ჰერტფორდისა?

ჰერტფორდმა შეამჩნია, რომ ტომმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, და ყურში ჩასჩურჩულა, თუ

ლაპარაკით არ გნებავთ თავი შეიწუხოთ, ხელით ანიშნეთო. როდესაც მხლებლები გავიდნენ,

ლორდმა სენტ ჯონმა თქვა:



- მისი უდიდებულესობა ბრძანებს, რომ მნიშვნეოვანი სახელმწიფოებრივი მიზეზების გამო

მისმა მოწყალებამ უფლისწულმა ყველა ზომა უნდა იღონოს და ვიდრე გამომჯიბინდება,

დამალოს თავისი სულიერი მდგომარეობა. სახელდობრ, მან არავისთან არ უნდა უარყოს, რომ

ნამდვილი უფლისწულია და ინგლისის ტახტის მემკვიდრე. მან უნდა შეინარჩუნოს მეფური

ღირსება და უარი არ უნდა თქვას არც სიტყვით, არც უსიტყვოდ იმ თაყვანსცემასა და

პატივისცემაზე, რაც მას ეკუთხვნის უფლებითა და ძველი ადათით. აღარავის არ უნდა დაუწყოს

ლაპარაკი მდაბიო წარმოშობასა და უბრალო ცხოვრებაზე, რაც მისი გადაღლილი ფანტაზიის

ავადმყოფური ნაყოფია. მან დაჟინებით უნდა სცადოს და აღადგინოს მეხსიერებაში ნაცნობი

სახეები, მაგრამ, როდესაც ამას ვერ შეძლებს, უნდა გაჩუმდეს და არ გამოხატოს არც გაკვირვებით,

არც თუ სხვაგვარად, რომ დაავიწყდა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი მას გაუძნელდება

რაიმე საქმის გაკეთება ან გადაწყვეტილების მიღება, ცნობისმოყვრე თვალს არ უნდა აჩვენოს,

რომ ღელავს და გამოუვალ მდგომარეობაშია, რჩევა ჰკითხოს ლორდ ჰერტფორდს ან მე, თქვენს

მორჩილ მონას. ჩვენ მეფისაგან ნაბრძანები გვაქვს, ბრძანების გაუქმებამდე თქვენთან ახლოს

ვიყოთ. ასე ნებავს მის უდიდებულესობას. იგი სალამს უძღვნის თქვენს უმაღლესობასა და

ღმერთსა სთხოვს, რომ მოწყალება მიიღოს, მალე განგკურნოთ და მუდამ თავისი წმინდა

მფარვლეობის ქვეშ გიყოლიოთ.



ლორდმა სენტჯონმა თავი დახარა და განზე გადგა. ტომმა მორჩილად უპასუხა:

- მეფემ ასე ბრძანა. მეფის ბრძანებას კი ვერავინ გადაუხვევს. მეფის სურვილი შესრულებული

იქნება.

- მეფემ ისიც ბრძანა, არ შეეაწუხოთ წიგნების კითხვთა და სხვა ამგვარი რთული საქმეებითო.

ამიტომ ხომ არ ინებებთ, თქვენო უმაღლესობავ, სხვა რამე მხიარული საქმით შეიქციოთ თავი და

დაღლილი არ წაბრძანდეთ ნადიმში, თორემ იქ ცუდად გახდებით, - თქვა ლორდმა

ჰერტფორდმა.



ტომს სახეზე გაკვირვება გამოეხატა და ღაწვები შუფაკლდა, როდესაც შენიშნა, რომ ლორდი სენტ

ჯონი ნაღვლიანად შეჰყურებდა.

- მეხსიერება ისევ გღალატობთ, ამიტომ გაგიკვირდათ ლორდ ჰერტფორდის სიტყვები, მაგრამ ეს

ნუ შეგაწუხებთ, წარმავალია და განკურნებასთან ერთად გაგივლით, - უთხრა ლორდმა სენტ

ჯონმა. 

- ლორდი ჰეტფორდი მოგახსენებთ საქალაქო ნადიმის შესახებ, რომელსც თქვენი

უმაღლესობაც უნდა დაესწროს. მისი უდიდებულესობა შეგპირდათ ამას ორი თვის წინათ.

გაგონდებათ?



- სამწუხაროდ, უნდა გამოვტყდე, რომ მართლა დამვიწყებია, - მიუგო ტომმა ყოყმანით და ისევ

გაწითლდა.

ამ დროს მოახსენეს ლედი ელისაბედისა და ლედი ჯენ გრეის მოსვლა. ლორდებმა ერთმანეთს

გადახედეს და ჰერტფორდმა კარებს მიაშურა. გოგონებმა რომ ჩაუარეს, ჩასჩურჩულა:



- გთხოვთ, ქალბატონებო, ისე აჩვენოთ თავი, ვითომ ვერ ამჩნევთ მის უცნაურობას. ნურც

გაგიკვირდებათ, მეხსიერება რომ უმტყუნებს. გული მოგიკვდებათ, როცა დაინახავთ, როგორ

იბნება ყველა წვრილმანზე.

ამასობაში ლორდმა სენტ ჯონმა ტომს ყურში წასჩურჩულა:



- თუ შეიძლებოდეს, სერ, კარგად დაიხსომეთ მისი უდიდებულესობის სურვილი: რასაც

მოიგონებთ, ხომ კარგი, მაგრამ დანარჩენებზედაც ისე მოაჩვენეთ თავი, თითქოს ყველაფერი

გახსოვთ, ნუ შეამჩნევინებთ, რომ ძალიან შეიცვალეთ, ხომ იცით, როგორ უყვარხართ თქვენ

ბავშვობის მეგობრებს და როგორ შეაწუხებს ეს მათ. ხომ არ ინებებთ, სერ, რომ დავრჩეთ მე და

თქვენი ბიძა?

ტომმა ხელით ანიშნა თანხმობა და წასჩურჩულა კიდეც, რადგანაც უკვე ეჩვეოდა ახალ

მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, რამდენადაც შეეძლო, უკეთ აესრულებინა მეფის

ბრძანება.



მიუხედავად წინასწარ მიღებული ზომებისა, ტომს პრინცესებთან საუბარი უჭირდა.

რამდენჯერმე მზად იყო გამოეცხადებინა, რომ ეს მძიმე როლი მის ძალას აღემატებოდა, მაგრამ

პრინცესა ელისაბედის ტაქტი იხსნიდა ხოლმე ან ფხიზლად მყოფი ლორდების თითქოს

შემთხვევით ჩართული სიტყვა. ერთხელ პატარა ლედი ჯენი მუბრუნდა ტომს და თავზარი

დასცა შემდეგი კითხვით:



- მილორდ, ინახულეთ დღეს მისი უდიდებულესობა დედოფალი?

ტომი შეყოყმანდა, შეწუხდა და ის იყო უნდა წაელუღლუღებინა, რაც ენაზე მოადებოდა, მაგრამ

უცებ სიტყვა ჩამოართვა ლორდმა სენტ ჯონმა და, ყოველგვარი გაჭირვების დროს გამოსავლის

პოვნას დაჩვეულმა, ახლაც კარისკაცისათვის დამახასიათებელი თავისუფალი თავაზიანობით

უპასუხა:



- დიახ, ქალბატონომ და მისმა უდიდებულესობა დედოფალმა დაამშვიდა კიდეც მისი

უდიდებულესობა მეფის ავადმყოფობით შეწუხებული უფლისწული. ხომ ასე, თქვენო

უმაღლესობავ?

ტომმა თანხმობის მსგავსი რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ იგრძნო, რომ საუბარი სახიფათო

ხდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ გაკვრით ახსენეს, რომ უფლისწული დროებით თავს ანებებდა

სწავლას. ამაზე პატარა ლედიმ წამოიძახა:





- სამწუხაროა! ძალიან მწყინს! საოცრად კარგად სწავლობდი! მაგრამ მოთმინება იქონიე, ეს

დიდხანს არ გაგრძელდება. კიდევ მიიღებ ისეთივე სწავლას, როგორიც მამაჩენმა მიიღო და

იმდენივე ენას დაეუფლები, რამდენიც მან იცის, ჩემო კეთილო უფლისწულო.



- მამაჩემმა! - შეჰყვირა ტომმა თავდავიწყებით, - მე ვფიქრობ, ის თავის ენაზედაც ისე

ლაპარაკობს, რომ ღორის მეტი ვერავინ გაუგებს, რაც შეეხება სწავლას...

მან აიხედა და ლორდ სენტ ჯონის თვალებს წააწყდა. ტომი მაშინვე შეჩერდა, გაწითლდა, მერე

ნელა და სევდიანად განაგრძო:

- ეს ავადმყოფობა აღარ მეშვება, გონება მებნევა, არ მინდოდა მეფის მიმართ უპატივცემულობა

გამომეჩინა.

- ჩვენ ეს ვიცით, სერ, - თქვა პრინცესა ელისაბედმა. ძმას მოწიწებით და ალერსით ორივე ხელი

ჩასჭდა, _ ნუ წუხხარ, შენი ბრალი არ არის.



- შენ ალერსიანი ნუგეშისმცემელი ხარ, საყვარელო ლედი, - უთხრა მადლობით ტომმა, -

იმდენად ვკადნერდები, რომ გული მეუბნება, მადლობა გითხრა.

თავქარანმა პატარა ლედი ჯენმა ტომს უბრალო ბერძნული ფრაზა ესროლა. პრინცესა

ელისაბედის მახვილმა თვალმა უფლსწულს დაბნეულ სახეზე შეატყო, რომ ნასროლი სიტყვა

მიზანს ასცდა. და ტომის მაგიერ თვითონ მიაყოლა მჟღერი ბერძნული ფრაზები, მერე ლაპარაკი

სწრაფად სხვა საგანზე გადაიტანა.



დრო ერთობ სასიამოვნოდ და კარგად მიდიოდა. წყალქვეშა მეჩეჩებმა და ჭოროხმა თანდათან

იკლო და ტომმა უფრო თავისუფლად იგრძნო თავი, როდესაც დაინახა, რომ ყველა ალერსით

ეპყრობოდა, ყველა ცდილობდა მისთვის დახმარება გაეწია და არ შეემჩნია მისი შეცდომები.

როდესაც გაიგო, რომ ორივე ლედი მასთან ერთად უნდა წასულიყო საღამოთი ლორდ-მერის

ნადიმზე, შვება და სიხარული მოეფინა გულზე, რადგანაც უთვალავ უცნო ხალხში მარტოდ აღარ

იგრძნობდა თავს. ერთი საათის წინ კი მათთან ერთად წასვლის აზრი მისთვის აუტანელი

იქნებოდა.



                                                                           თავი მეშვიდე 

 



მშვენიერი ქსოვილისა იყო, და გულუბრყვილოდ თქვა:



- თუ შეიძლებოდეს, მომაშორეთ ეს, რომ ჩემი გაუფრთხილებლობით არ გავსვარო.

ხელსახოცის მემკვიდრეობითმა შემკვრელმა მოწიწებით მოხსნა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

ტომი დიდი ინტერესით დააკვირდა თალგამსა და სალათას, იკითხა, რა არის და ჭამა თუ

შეიძლებაო. დიდიხანი არ იყო, რაც ინგლისში დაიწყეს ამ ბოსტნეულის მოყვანა. მანამდე,

როგორც ძვირფასი რამ, ჰოლანდიიდან შემოჰქონდათ. ტომს მოკრძალებული თავაზით გასცეს

პასუხი, არავითარი გაკვირვება არ გამუხატავთ. მორჩა თუ არა სადილს, ჯიბეები კაკლით აივსო,

მაგრამ ესეც თითქოს არავის შეუმჩნევია. მალე თვითონვე ძალიან შეწუხდა: ეს ერთადერთი რამ

იყო, რისი საკუთარი ხელით გაკეთების ნებაც დართეს სადილის განმავლობაში და ეჭვი არ

ეპარებოდა, რომ უაღრესად უწესოდ მოიქცა. მაშინვე ცხვირის ნესტოები აუთამაშდა და ცხვირი

აეპრანჭა. კარგა ხანს გაგრძელდა ასე და ტომს თანდათან მეტი სასოწარკვეთილება დაეტყო.



 მან

მუდარით შეხედა ჯერ ერთ ლორდს, მერე მეორეს და თვალებზე ცრემლები მოადგა.

თავზარდაცემული ლორდები მისცვივდნენ და სთხოვდნენ, გვითხარით, რა გაწუხებთო, ტომმა

გატანჯული ხმით თქვა:



- შემიწყნარეთ, ცხვირი საშინლად მეფხანება. რას ამბობს ჩვეულება და ადათი ასეთ

შემთხვევაში? თუ შეიძლებოდეს, ჩქარა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.

არავის გაუღიმია, მაგრამ, ეყობოდათ, ყველანი მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და

დიდად აღელვებულები შესცქეროდნენ ერთიმეორეს, თითქოს რჩევას ეკითხებიანო. მაგრამ მათ

წინ ყრუ კედელი აღიმართა: ინგისის ისტორიაში არაფერი იყო ნათქვამი, როგორ შეიძლებოდა ამ

სიძნელის გადალახვა. მანდატურთუხუცესი იქ არ იყო. არავინ იყო ისეთი, ვინც ამ რუკაზე

აღუნიშნავ ზღვაში შესვლას გაბედავდა ან ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას

შეეცდებოდა. ვაი რომ არ არსებობდა მემკვიდრეობითი დამფხანი! ამასობაში ცრემლები

გადავიდა და ტომს ლოყებზე ჩამოუგორდა. მისი ატოკებული ცხვირი თანდათან უფრო

დაჟინებით მოითხოვდა შვებას. ბოლოს ბუნებამ გაარღვია ეტიკეტის ზღუდეები: ტომმა

გუნებაში ღმერთს პატიება სთხოვა, თუ ამით ვცოდავო, და თავისი ამალის დამძიმებულ გულს

შვება მისცა - ცხვირი თვითონ მოიფხანა.



ერთმა ლორდმა ტომს სურნელოვანი ვარდის წყლით სავსე ოქროს თასი მიართვა, რომ პირი

გამოერეცხა და ხელები დაებანა. ხელსახოცის მემკვიდრეობით შემკვრელ მილორდს იქვე ეჭირა

მისთვის პირსახოცი. ტომმა ერთ-ორ წამს გაკვირვებით უყურა თასს, ბოლოს პირთან მიიტანა და

დინჯად მოსვა. მერე მიუტრიალდა იქვე მდგომ ლორდს და უთხრა:



- არა, ეს არ მომწონს, მილორდ. სუნი კარგი აქვს, სიმაგრე კი აკლია.

უფლისწულის დაავდებული გონების ეს ახალი ახირებულობა ყველა დამსწრეს გულში მოხვდა,

მაგრამ სამწუხარო სანახაობაზე არავის გასცინებია.

ტომის შემდეგი შეცდომა ის იყო, რომ წამოდგა და მაგიდას სწორედ მაშინ მოშორდა, როდესაც

კარის მოძღვარი მისი სკამის უკან დადგა, ხელები აღაპყრო და ლოცვის დაწყება დააპირა. მაინც

ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არავის შეუმჩნევიაო უფლისწულის უჩვეულო საქციელი.



მისივე თხოვნით, ჩვენი პატარა მეგობარი თავის საკუთარ კაბინეტში მიაცილეს და მარტო

დატოვეს. მუხის ფიცრით მოჭედილ კედლებზე ეკიდა ოქროთი მოსევადებული საუცხოო

ბრჭყვიალა ფოლადის აბჯრის სხვადასხვა ნაწილი. ეს საჭურველი ნამდვილ უფლისწულს

ეკუთვნოდა, დედოფალ პარის ნაჩუქარი იყო. ტომმა გაიკეთა საბარკულები, ხელსაცვამი,

ფრთებიანი მუზარადი და ჩაიცვა ყველაფერი ის, რაც სხვის დაუხმარებლად შეეძლო ჩაეცვა. ერთ

ხანს ფიქრობდა, დასახმარებლად დაეძახნა ვინმესთვის და საქმე ბოლომდე მიეყვანა, მაგრამ

მოაგონდა სადილიდან წამოღებული კაკალი და წარმოიდგინა, რა სასიამოვნო იქნებოდა მისი

ჭამა ისე, რომ არავინ შეხედავდა და დიდებული მემკვიდრეობითი მოხელეები ზედმეტი

სამსახურით საქმეს არ გაუჭირებდნენ. ლამაზი აბჯარი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა და მალე

კაკლის კნატუნი დაიწყო. თითქმის პირველად გრძნობდა თავს ბედნიერად მას შემდეგ, რაც

ღმერთმა ცოდვების გამო უფლისწულად აქცია. როცა კაკალი სულ გაათავა, კარადაში

საინტერესო წიგნებს წააწყდა. მათ შორის ერთი ინგლისის სამეფო კარის ეტიკეტს შეეხებოდა. ეს

პირდაპირ აღმოჩენა იყო! წამოწვა მშვენიერ დივანზე და გულმოდგინედ შეუდგა

თვითგანვითარებას. ჩვენც დროებით მივატოვოთ იგი.



                                                                       თავი მერვე



 

 

ბეჭდის საკითხი







დაახლოებით ხუთ საათზე ჰენრი VIII ღრმა ძილის შემდეგ გამოეღვიძა და თავისთვის

წაიბუტბუტა:

- მშფოთვარე სიზმრები, მშფოთვარე სიზმრები! ჩემი აღსასრული მოახლოებულია, ამას მეუბნება

წინათგრძნობა და ჩემი სუსტი მაჯაც ამასვე ადასტურებს.

თვალები უეცრად ბოროტად აენთო და წაიდუდუნა:

- იმას მაინც წინ გავიძღოლებ!



მხლებლებმა შეამჩნიეს, რომ გაიღვიძა, და ერთმა მათგანმა ჰკითხა, ინებებდა თუ არა მიეღო

ლორდი კანცლერი. გარეთ იცდისო, მოახსენეს.

_ შემოუშვით, შემოუშვით! _ სასწრაფოდ წამოიძახა მეფემ. ლორდი კანცლერი შემოვიდა, მეფის

საწოლთან დაიჩოქა და მოახსენა:



- თქვენი უდიდებულესობის ბრძანების თანახმად, საზეიმოდ გამოწყობილი პერები

სასამართლოს დარბაზში არიან. მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს ჰერცოგ ნორფოლკს და

მორჩილებით ელიან, მისი უდიდებულესობა შემდეგ რას ინებებს.

მეფეს ბოროტი სიხარულით აენთო სახე და თქვა:



- წამომაყენეთ, მე თვითონ წარვდგები ჩემი პარლამენტის წინაშე და ჩემი საკუთარი ხელით

დავუსვამ ბეჭედს განაჩენს, რაც თავიდან მომაშორებს... - ხმა ჩაუწყდა, მკვდრის ფერმა გადაჰკრა.

მსახურებმა ისევ ბალიშებზე გადააწვინეს და საჩქაროდ წამლებით მოასულიერეს. რამდენიმე

ხნის შემდეგ მეფემ ნაღვლიანად წარმოთქვა:



- ვაი, რამდენ ხანს ვნატრობდი ამ ტკბილ საათს! და აი როგორ დაიგვიანა. ხელიდან მეცლება

ასეთი სანეტარო შემთხვევა. დააჩქარეთ, დააჩქარეთ-მეთქი! რაკი მე არ მეღირსა, დეე, სხვებმა

შეასრულონ ეს სასიამოვნო მოვალეობა. ჩემს დიდ ბეჭედს საგანგებო სახელმწიფო კომისიას

ვაბარებ, შენ თვითონ ამოირჩიე ამ კომისიაში შესაყვანი ლორდები და საქმეს შეუდექი. დააჩქარე-

მეთქი, გეუბნები! ვიდრე მზე ამოვა და კვლავ ჩავა, მისი თავი მომიტანე, მინდა ჩემი თვალით

ვიხილო.



- მეფის სურვილი შესრულებული იქნება. შეიძლება თქვენმა უდიდებულესობამ ინებოს და

ბრძანება გასცეს, რათა ბეჭედი გადმომცენ და საქმეს შევუდგე?

- ბეჭედი?! ბეჭედს ხომ შენ ინახავ?

- ბოდიშს ვიხდი, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ის ორი დღის წინათ გამომართვით და

ბრძანეთ, რომ ხელს ვერავინ ახლებდა, ვიდრე თქვენი საკუთარი მეფური ხელით არ

დაამტკიცებდით ნორფოლკის ჰერცოგის სიკვდილის განაჩენს.

- მართალია, ასე იყო, მაგონდება... მაგრამ რა ვუყავი? ძალიან სუსტად ვარ... ამ დღეებში

მეხსიერება ხშირად მღალატობს... უცნაურია... უცნაური...

მეფემ გაურკვეველი ლუღლუღი დაიწყო, ჭაღარა თავს აქეთ-იქით აქნევდა და ამაოდ ცდილობდა

გაეხსენებინა, სად შეინახა ბეჭედი, ბოლოს ლორდმა ჰერტფორდმა გაბედა, მუხლი მოიდრიკა და

მოახსენა:



- მეფეო, გავკადნიერდები და მოგახსენებთ, აქ ჩემ გარდა სხვებსაც ახსოვთ: დიდი ბეჭედი თქვენ

გადაეცით მის უმაღლესობა უელსის უფლისწულს, რათა მას იმ დღისთვის...

- მართალი ხარ, ასე იყო! - გააწყვეტინა მეფემ. - მოიტანეთ! წადით, თორემ დრო გადის!

ლორდი ჰერტფორდი ტომთან გაეშურა, მაგრამ მალე აღელვებული და ხელცარიელი დაბრუნდა.

- მწუხარებით უნდა გამცნოთ, მეფეო, სამძიმო და არასასრუველი ამბავი, ღვთის ნებით,

უფლისწული ჯერ კიდევ არ განკურნებულა და ვერ აგონდება, რომ ბეჭედი მას გადასცეს, 

გამოვეშურე მოგახსენოთ, რომ ძვირფას დროს ამაოდ ნუ დავკარგავთ, არ ღირს მისი ძებნა

ოთახებსა და დარბაზებში მისი უმაღლესობის საკუთ...



მეფის კვნესამ ლორდს სიტყვა გააწყვეტინა. ცოტა ხნის შემდეგ მისმა უდიდებულესობამ ღრმა

სევდით თქვა:

- ნუღარ აწუხებთ საბრალო ბავშვს. მას მძიმედ აწევს ღვთის ხელი, გული სიბრალულით და

მწუხარებით მელევა, რომ არ შემიძლია ჩემი მოხუცი, დარდისაგან დამძიმებული მხრებით

ვატარო მისი ტვირთი და მით სიმშვიდე და ბედნიერება მოვგვარო.

თვალები დახუჭა, ლუღლუღი დაიწყო და მალე გაჩუმდა. რამდენიმე ხნის შემდეგ თვალები ისევ

გაახილა და უაზროდ მიიხედ-მოიხედა. როცა მუხლმოდრეკილ ლორდ კანცლერს მოჰკრა

თვალი, მყისვე სიბრაზით აენთო სახე.



- როგორ, შენ კიდევ აქა ხარ? ღმერთს ვფიცავ, თუ იმ მოღალატის საქმეზე არ წასულხარ, ხვალვე

ეგ ქუდი, ახლა რომ თავს გიმშვენებს, უქმად დაგრჩება, რადგან თავი აღარ გექნება.

ლორდმა კანცლერმა კანკალით უპასუხა:

- თქვენო კეთილო უდიდებულესობავ, გევედრებით, შემიწყალეთ! მე მხოლოდ ბეჭედს ველოდი.

- ჭკუა სადა გაქვს? პატარა ბეჭედი, წინათ საზღვარგარეთ რომ ვატარებდი ხოლმე, ჩემს

სალაროში დევს. რაკი დიდი ბეჭედი გაქრა, განა ის არ გამოდგება? ჭკუა სადა გაქვს-მეთქი? გასწი!

და ყური მიგდე: აღარ მოხვიდე, სანამ იმის თავს არ მომიტან.



საწყალ კანცლერს აღარ დაუყოვნებია, მყისვე გაშორდა ამ სახიფათო ადგილს. არც კომისიას

დაუკარგავს დრო, მონა პარლამენტის ნამუშევარს დასტური მისცეს და ინგლისის პირველი

პერის, უბედური ნორფოლკის ჰერცოგის თავის მოკვეთა მეორე დღისათვის დაინიშნა.



                                                                              თავი მეცხრე





 



ზეიმი მდინარეზე



საღამოს ცხრა საათზე სასახლის მთელი ის მხარე, მდინარეს რომ გადაჰყურებდა, გაკაშკაშებული

იყო. თვითონ მდინარე, ქალაქის მიმართულებით, სადამდისაც კი კაცს თვალი მიუწვდებოდა,

სავსე იყო ფერადლიფლიფებიანი ნავებითა და კარაპებით და ზაფხულის სიოთი ამოძრავებულ

თვალწარმტაც უზარმაზარ ყვავილნარს ჰგავდა. ქვის საფეხურებიანი ბაქანი იმდენად ფართო

იყო, რომ გერმანიის ერთი სამთავროს მთელ ჯარს დაიტევდა. ბაქანზე ბრჭყვიალა აბჯარში

ჩამსხდარი და შუბ-ნაჯახებით შეიარაღებული ქეშიკები ჩამწკრივებულიყვნენ. უთვალავი

ბრწყინვალედ ჩაცმული მსახური არბოდა, ჩარბოდა და ფაციფუცობდა.



რამდენიმე ხნის შემდეგ ბრძანება გაიცა და უმალ ყველა გაქრა საფეხურებიდან. ჰაერიც კი

თითქოს დაძაბული მოლოდინით გაირინდა. უთვალავ ხალხს თვალები ხელით მოეჩრდილა

კაშკაშა სინათლისაგან და სასახლისაკენ იცქირებოდა.



ორმოციოდე მოოქრული სამეფო კარაპი მიუახლოვდა საფეხურებს. მაღალი ბოლოები

მოხდენილად ჰქონდათ მოჩუქურთმებული. ზოგიერთი დროებით იყო მორთული, ზოგი 



- შუაში ღერბამოქარგულ ოქროს ფარჩითა და ხალიჩებით. ზოგის აბრეშუმის ბაირაღებს ურიცხვი

პატარა ეჟვანი ეკიდა და ნიავის ყოველ დაბერვაზე მხიარული წკრიალი გაჰქონდა.

უფლისწულთან დაახლოებულ დიდგვაროვანთა კარაპები უფრო მეტად იყო მორთულ-

მოპრანჭული. გვერდებზე საგვარეულო ღერბებმოხატული ფარები ჰქონდა მიმაგრებული.

ნავებში, მენიჩბეებს გარდა, ბრჭყვიალა მუზარადიან-აბჯრიანი მეომრები და მემუსიკენი

ისხდნენ.



აი ალაყაფის კარში გამოჩნდა პროცესიის თავი, შუბოსანი რაზმი. მათ ეცვათ წითელზოლებიანი

შავი მოკლე შარვლები; მუქი წითელი და ცისფერი კამზოლები. კამზოლებს მკერდზე და

ზურგზე სამ-სამი ფრთა ჰქონდა ოქრომკერდით ამოქარგული. ეს იყო უფლისწულის ღერბი.



ვერცხლის ვარდებით მორთული ხავერდის ქუდები ეხურათ. შუბ-ნაჯახების ტარებს

შემოხვეული ჰქონდა შინდისფერი ხავერდი. რაზმი ორ რიგად მოეწყო სასახლის ალაყაფის

კარიდან მდინარის ნაპირამდე. ოქროსფერ და შინდისფერ ტანისამოსში გამოწყობილმა

უფლისწულის მხლებლებმა მათ შუა გაშალეს რბილი, ზოლებიანი ხალიჩა. სასახლიდან უცებ

საყვირების ხმა გაისმა. მდინარეზე მუსიკოსებმა მხიარული პრელუდია დაუკრეს და კარიბჭიდან

ნელი და მედიდური ნაბიჯით გამოვიდა ორი კარისკაცი. ხელში თეთრი კვერთხი ეჭირათ. მათ

მოსდევდა ორი ოფიცერი; ერთს სამოქალაქო კვერთხი ეჭრა, მეორეს - ქალაქის ხმალი. მათ

მოჰყვებოდა საზეიმო ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე სერჟანტი, შემდეგ წვივსაკრავის

ორდენის კავალერი ჰეროლდ-მთავარი, რომელსაც აბჯარს ზემოთ წამოსასხამი მოეხსნა. მას

მოჰყვებოდა აბანოს ორდენის რამდენიმე რაინდი (სახელოებზე თეთრი არშია ჰქონდათ

შემოვლებული), უკან კი მისდევდნენ საჭურველმთვირთველები, ძოწეულის წამოსასხამებსა და

ქუდებში გამოწყობილი მსაჯულები, ყარუუმის ბეჭვშემოვლებულ ძოწეულის მოსასხამიანი

ინგლისის ლორდ-კანცლერი, სამოქალაქო სამმართველოს დელეგაცია ძოწეულის მოსასხამებით,

საზეიმოდ გამოწყობილი სამოქალაქო საზოგადოებების მეთაურნი. შემდეგ გამოჩნდა

ბრწყინვალედ მორთულ-მოკაზმული თორმეტი ფრანგი დიდებული: ემოსათ ოქრომკერდით

ნაქარგი კამზოლები, იისფერსარჩულიანი შინდისფერი მოკლე მოსასხამები და იისფერი

პაჭიკები. ეს იყო საფრანგეთის დესპანის ამალა; შავ ხავერდში გამოწყობილი თორმეტი

კავალერი, რომელთაც არავითარი მორთულობა არ ამშვენებდათ. ამათ მოსდევდა ინგლისის

რამდენიმე საპატიო პირი მხლებლებით.





სასახლეში ბუკის ხმა გაისმა და კარებში გამოჩნდა უფლისწულის ბიძა, სომერსეტის მომავალი

დიდი ჰერცოგი. შავი ფარჩის კამზოლი ეცვა, მხრებზე ოქროს ყვავილებით მოქარგული

ვერცხლის ბადეებიანი შინდისფერი ატლასის წამოსასხამი მოეგდო. იგი მიბრუნდა, ქუდი

მოიხადა, წელში მოიხარა და პატივისცემის ნიშნად, უკან-უკან დაიწყო კიბეზე ჩასვლა, თან

ყოველ ნაბიჯზე თავს უკრავდა. ამას მოჰყვა ხანგრძლივი ბუკის ხმა და შეძახილი: `გზა მის

უმაღლესობას, ძლიერ ლორდ ედუარდს, უელსის უფლისწულს!' გაისმა ქუხილი და ალის

წითელი ენები სასახლის კედლებს ასცდა, ზევით აიჭრა. მდინარეზე მოგროვილმა ხალხმა

მძლავრად დააგუგუნა სალამი. ამ დროს გამოჩნდა ტომ კენტი, ამ ზეიმის მიზეზი და გმირი. მან

მეფური თავი ოდნავ დახარა.



საუცხოო თეთრი ატლასის კამზოლი ეცვა. წინაგული ძოწეული ფარჩისა ჰქონდა, ზედ

დაბნეული ალმასებითა და ყარყუმშემოვლებული... ზევიდან მოოქრული თეთრი ფარჩის

მოსასხამი მოეგდო; ცისფერატლასისსარჩულიანი მოსასხამი მარგალიტებითა და ძვირფასი

ქვებით ჰქონდა მოოჭვილი და ბრილიანტის ბალთით დამაგრებული. წვივსაკრავის ორდენი და

რამდენიმე უცხოეთის ორდენიც ეკიდა. სადაც კი სინათლე მოხვდებოდა, ძვირფასი თვლები

თვალისმომჭრელად ელვარებდა.



ო, ტომ კენტო, ქოხში დაბადებულო, ლონდონის არხებში გარზდილო, ძონძებს, ჭუჭყსა და

სიღატაკეს შეჩვეულო, ამას რას მოესწარი!



 



                                                                               თავი მეათე




 

 

 

უფლისწული განსაცდელშია






ჯონ კენტი ჩვენ მაშინ მივატოვეთ, როდესაც იგი ნამდვილ უფლისწულს ნასუფრალთა ჩიხისაკენ

მიათრევდა, ფეხდაფეხ კი აღტაცებული ბრბო მისდევდა ყვირილით. მხოლოდ ერთი ადამიანი

შეეცადა ტყვის გამოსარჩლებას, მაგრამ მასაც ყურადღება არავინ მიაქცია. მისი ხმა ალბათ ვერც

გაიგონეს იმ ყაყანში. უფლისწული მაინც ცდილობდა განთავისუფლებას და წინააღმდეგობის

გაწევას. ბოლოს მუხის კომბალი მოუქნია უფლისწულს. ბიჭის ერთადერთი მოსარჩლე მკლავში

სწვდა. კენტის, მაგრამ კომბალი მას მოხვდა მაჯაში. კენტიმ დაუღრიალა:



- სხვის საქმეში ერევი, არა? მაშ მიიღე სამაგიერო!

მოსარჩლეს კეტი ახლა თავში მოხვდა. გაისმა კვნესა, სხეული ბრბომ გადათელა და იქვე დატოვა,

სიბნელეში, მარტო. ბრბო წინ მიდიოდა, მისი გართობისათვის ამ შემთხვევას ოდნავადაც არ

შეუშლია ხელი.



მალე უფლისწულმა ჯონ კენტის სახლში ამოყო თავი. კარები მაგრად მიუკეტეს გარეთ

დარჩენილთ, ბოთლში ჩადებული მბჟუტავი ქონის სანთლის სინათლეზე მან გაარჩია საშინელი

ბუნაგი და მისი მობინადრები. ერთ კუთხეში კედელთან მოკუნტულიყო ორი ბინძური გოგონა

და შუახნის ქალი. ისინი ჰგავდნენ ცუდი პატრონის ხელში ცემას შეჩვეულ ცხოვეებს. ახლაც

ცემას მოელოდნენ და შიშით კანკალებდნენ. მეორე კუთხიდან გამოცოცდა დაღმეჭილი,

გაწელილ ჭაღარათმიანი და ბოროტთვალებიანი დედაბერი. ჯონ კენტიმ უთხრა:



- დაიცადე, მშვენიერ წარმოდგენას იხილავ! ხელი არ შემიშალო, სანამ გულს არ ვიჯერებ, მერე კი

იმდენი ურტყი, რამდენსაც მოისურვებ. წინ წამოდექი, ვაჟბატონო, აბა გაიმეორე შენი

სისულელე, თუ არ დაგვიწყებია. ჰა, რა მქვიაო?

პატარა შეურაცხყოფილ უფლისწულს ისევ მოაწვა სისხლი სახეში. იგი მტკიცედ და მრისხანედ

ჩააშტერდა კაცს და უთხრა:



- დიდი უზრდელობაა, შენისთანამ მე ლაპარაკი მიბრძანოს. იმასვე გიმეორებ, რაც წეღან

გითხარი: მე ედუარდი ვარ, უელსის უფლისწული.

ამ განმაცვიფრებელმა პასუხმა თითქოს ერთ ადგილას მიაჭედა დედაბერი, სუნთქვა შეეკრა და

გაშტერებული შეჰყურებდა უფლისწულს. ამან ისე გაამხიარულა მისი გაცოფებული შვილი, რომ

ხმამაღლა გადაიხარხარა. ტომ კენტის დედასა და დებზე კი სულ სხვაგვარად იმოქმედა. მათ ჯერ

იმისი ეშონოდათ, მამა ცემით მოკლავსო, მაგრამ ახლა შიშმა ადგილი დაუთმო სულ სხვაგვარ

წუხილს. თავზარდაცემულნი და სასოწარკვეთილი მისცვივდნენ უფლისწულს:



- ოჰ, საწყალი ტომი, საწყალი ბიჭი!

დედამ ჩაიჩოქა, ხელები მხარზე დაადო და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა. მერე უთხრა:

- ჩემო საბრალო ბიჭო! შენმა სულელურმა წიგნებმა ბოლოს ამ უბედურებამდე მიგიყვანა, გონება

წაგართვა. აჰ! რატომ კითხულობდა ამდენს, ხომ გაფრთხილებდი! რატომ მოუკალი დედაშენს

გული!



უფლისწულმა შეხედა და თავაზიანად მიუგო:

- კეთილო ქალო, შენი შვილი კარგად არის, არც გონება დაუკარგავს. დამშვიდდი, გამიშვი

სასახლეში, სადაც ახლა ის იმყოფება, მეფე-მამაჩემი მაშინვე დაგიბრუნებთ შვილს.

- მეფე-მამაშენი? ო, შვილო, ნუღარ გაიმეორებ მაგ სიტყვებს. ეს ხომ სიკვდილია შენთვის,

შენიანებისთვის კი დამღუპველი საშინელება. მოიშორე ეგ საშინელი სიზმარი. მოიკრიბე შენი

არეული მეხსიერება, შემომხედე, განა მე შენი მშობელი დედა არა ვარ, შენი მოსიყვარულე

დედა?!



უფლისწულმა თავი დააქნია და უხალისოდ უთხრა:

- ღმერთმა იცის, რომ არ მინდა მწუხარება მოგაყენოთ, მაგრამ რა ვქნა, პირველად გხედავ.

ქალი ისევ დაჯდა იატაკზე, თვალებზე ხელი აიფარა და გულსაკლავი ქვითინი და მოთქმა

დაიწყო.

_ აბა, განაგრძეთ წარმოდგენა! - შეჰყვირა კენტიმ, - ნენ! ბეტ! გაუზრდელო გოგოებო! როგორ

ბედავთ უფლისწულის წინაშე ფეხზე დგომას? დაიჩოქეთ, თქვე გლახების ნაძირალებო, თაყვანი

ეცით!



ამას ისევ ჭიხვინი მოაყოლა. გოგონები ფრთხილად გამოესარჩლნენ ძმას. ნენმა თქვა:

- მამა, დაწოლის ნებას თუ მისცემ, დასვენება და ძილი დაუბრუნებს ჭკუას. მიეცი ნება, გეთაყვა.

ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა მამა და სიმხიარულე გაუქრა. მის ფიქრებს კი სამიანი მიმართულება

მისცა. ჯონ კენტი გაჯავრებით მიუბრუნდა უფლისწულს:

- ხვალ ორი პენი უნდა გადავუხადოთ ამ სოროს პატრონს. ორი პენი, გესმის? ეს არის ნახევარი

წლის ქირა, თუ არ მივეცით, გაგვაგდებენ აქედან. აბა მაჩვენე, რა მოაგროვე, შე უქნარავ.

- შენი ბინძური საქმეებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. კიდევ გიმეორებ, მე უფლისწული ვარ,

- უპასუხა უფლისწულმა.



უცებ კენტიმ ხელი მოუქნია და გამეტებით გასცხო მხარში. უფლისწული დაეცემოდა, ტომის

დედას რომ არ შეეკავებინა. ქალმა გულში ჩაიკრა და თავისი სხეულით დაიფარა სეტყვასავით

წამოსული მუშტებისა და სილებისაგაგან. შეშინებული გოგონები კუთხეში მიიყუჟნენ.

დედაბერი კი შვილის საშველად გაეშურა. უფლისწული ხელიდან გაუსხლტა მისის კენტის და

წმაოიძახა:



- თქვენ ჩემ მაგივრად არ უნდა დაიტანჯოთ, ქალბატონო, დაე, რაც უნდათ, ის მიყონ ამ ღორებმა.

ამ სიტყვებმა ისე გააშმაგა `ღორები~, რომ დაუყოვნებლივ ეცნენ, შუაში ჩაიგდეს და უწყალოდ

სცემეს. არც გოგონებს და დედას შეარჩინეს მსხვერპლისადმი თანაგრძნობა.



- ახლა დაწექით, - ბრძანა კენტიმ. - მომბეზრდა ეს გართობა.

სინათლე ჩააქრეს და ოჯახი დაწვა. ამოუშვეს თუ არა ხვრინვა ოჯახის უფროსმა და დედამისმა,

გოგონები უფლისწულთან მიცოცდნენ და, რომ არ შესცივნოდა, ჩალა და ძონძები დაახურეს.

დედაც მიიპარა ბიჭთან. თმაზე ხელს უსვამდა, ტიროდა და ყურში ჩასჩურჩულებდა ნუგეშისა და

თანაგრძნობის სიტყვებს. ერთი ნაჭერი პურიც ჰქონდა შენახული მისთვის, მაგრამ ბიჭს

ტკივილებმა მადა წაართვა, ყოველ შემთხვევაში, შავი და უგემური ქერქების ჭამის მადა.



უფლისწულს გული აუჩუყა ქალის თანაგრძნობამ და მამაცურმა გამოსარჩლებამ, მადლობა

გადაუხადა ძალიან თავაზიანად, როგორც უფლისწულს შეეფერებოდა, და სთხოვა, დაიძინეთ და

ეცადეთ, თქვენი მწუხარება დაივიწყოთო. თან დაუმატა, რომ მეფე მამამისი, ასეთ სიკეთეს და

ერთგულებას დაუჯილდოებლად არ დატოვებნდა. ამ `სიგიჟის~ წამოვლამ ქალს ისევ მოუკლა

გული. კიდევ რამდენჯერმე მიიკრა ბიჭი მკერდზე და ისევ თავის საწოლს დაუბრუნდა მთლად

აცრემლებული.



ქალი იწვა და ტიროდა. მერე თანდათან ეჭვი შეეპარა, ეს ბიჭი რაღაცნაირად ტომ კენტს არ

ჰგავსო. თუმცა ვერ იტყოდა, სახელდობრ რით არ გავდა, მაგრამ დედის მახვილი ალღო ამჩნევდა

და გრძნობდა ამას. რა იქნება, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ აღმოჩნდეს? ოჰ, რა სისულელეა! 

თავისი მწუხარებისა და დარდის მიუხედავად, ამის გაფიქრებაზე კინაღამ გაეღიმა, მაგრამ ეს

ფიქრი მაინც არ შორდებოდა, მოსვენებას არ აძლევდა, აეკვიატა და არაფრით თავს არ ანებებდა.



ბოლოს დარწმუნდა, რომ მანამდე ვერ დამშიდდებოდა, ვიდრე ამ მოიგონებდა ისეთ რამეს, რაც

ნათლად და უდავოდ დაუმტკიცებდა, მისი შვილი იყო ეს ბიჭი თუ არა. მხოლოდ ამით

მოიშორებდა ამ დამღლელ და მოსაბეზრებელ ეჭვებს. ჰო, რასაკვირველია, მხოლოდ ამას შეეძლო

მისი დამშვიდება. და მაშინვე შეუდგა თავის მტვრევას, რა მოვიფიქროო. ხან ერთი ხერხი

მოიგონა ბიჭის გამოსაცდელად და ხან _ მეორე, მაგრამ იძულებული გახდა ყველასთვის თავი

დაენებებინა; არც ერთი არ იყო სავსებით საიმედო. არასაიმედო კი მას არ აკმაყოფილებდა. აშკარა

იყო, თავს ამაოდ იტეხდა. უცებ ყური მჰკრა ბიჭის სუნთქვას და მიხვდა, რომ ჩასძინებოდა. სმენა

გაამახვილა. მულოდნელად მძინარე ბიჭმა სუსტად წამოიყვირა. ასე წამოიყვირებენ ხოლმე

მოუსვენარი ძილის დროს. ამ ყვირილზე ტომის დედამ ისეთი რამ მოიფიქრა, რაც მანამდე

მოფიქრებულ ყველა ხერხს სჯობდა. მაშინვე უხმოდ და სწრაფად აანთო სანთელი და

აბუტბუტდა:



`იმ დროს რომ მენახა, მივხვდებოდი! მას შემდეგ, რაც პატარაობისას სახესთან თოფისწამალი

აუფეთქდა, თუ შეაშინებდი, ისე არ გამოერკვეოდა ძილისაგან არ ფიქრებისაგან, რომ ხელი

თვალებზე არ მიეფარებინა სწორედ ისე, როგორც იმდღეს, მაგრამ სხვებივით ხელისგულს

შიგნით კი არ მოიქცევდა ხოლმე, არა, ტომი ხელისგულს ყოველთვის გარეთ იქცევდა. ასჯერ

მინახავს ასე და ყოველთვის ერთნაირად იქცეოდა. ახლავე ყველაფერს გავიგებ!'

სანთელს ხელი მოაფარა და მძინარე ბიჭთან მიიპარა. აღელვებისაგან სუნთქვაშეკრული

ფრთხილად დაიხარა და შუქი ერთბაშად მიანათა თვალებში, თან ყურთან, იატაკზე დააკაკუნა.



მძინარემ თვალები გაახილა, შიშით მიიხედ-მიხედა, მაგრამ ხელიები არც კი გაუნძრევია.

საწყალი ქალი განცვიფრებისა და მწუხარებისაგან გაშეშდა, მაგრამ მღელვარების დამალვა

შეძლო. ბიჭი დამშვიდდა და დაიძინა. მერე მოშორდა და ამ ცდის სამწუხარო შედეგებზე დაუწყო

თავის თავს საუბარი. ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ტომის სიგიჟემ მისი ჩვევები განდევნა,

მაგრამ ამაოდ.



- `არა, - ამბობდა იგი, - ხელები ხომ გიჟი არა აქვს. ასე მოკლე ხანში გიჟები ძველ ჩვეულებას ვერ

დაივიწყებენ. ოჰ, ეს რა მძიმე დღე გამითენდა'.

მაინც თავი ვერ დაეძლია და ვერ შერიგებოდა ცდის შედეგს... ისევ უნდა სცადოს, იქნებ ხელი

შემთხვევით არ აიფარა? მეორედ გააღვიძა ბიჭი, მერე მესამედ, მაგრამ ბიჭს ხელი ერთხელაც არ

მიუტანია თვალებთან. მერე საწოლთან მილასლასდა დედა და შეწუხებულს ჩაეძინა. ვიდრე

ჩაეძინებოდა, ძილბურანში თქვა:



`არ შემიძლია, ვერ დავთმობ, ო, არ შემიძლია, არ შემიძლია, ეს ჩემი ბიჭი უნდა იყოს!'

როდესაც საწყალმა დედამ უფლისწულს თავი გაანება, ბიჭს ტკივილებიც დაუამდა. უკიდურესმა

დაქანცულობამ ყველაფერს სძლია, უფლისწულმა თვალები მაგრად დახუჭა და მშვიდად

ჩაეძინა. დრო გადიოდა. მას მკვდარივით ეძინა. ასე გაიარა ოთხმა თუ ხუთმა საათმა. ცოტა ხნის

შემდეგ ბურანში წაიბუტბუტა:



- სერ უილიამ!

ერთი წუთის შემდეგ:

- ჰეი, სერ უილიამ! მოდი ერთი აქ და ყური დაუგდე უცნაურ სიზმარს, რომლის მსგავსიც... სერ

უილიამ! გესმის! ვითომდა მათხოვრად ვიქეცი და... თქვენ! გუშაგებო! სერ უილიამ! რა ამბავია!

განა პირისფარეში მანდ არ არის? ვაი მის დღეს...



- რა გაწუხებს? - წასჩურჩულეს იქვე, - ისე ეძახი?

- სერ უილიამ ჰერბერტს. შენ ვინა ხარ?

- ვინ უნდა ვიყო, შენი და ვარ, ნენი. ო, ტომ, დამავიწყდა! შენ ისევ შეშლილი ხარ, საწყალო ბიჭო,

ისევ შეშლილი, ნეტავი არც გამღვიძებოდა, თუკი ისევ ამას ვნახავდი. მაგრამ, გემუდარები,

გაჩუმდი, თორემ ყველას ცემით მოგვკლავს.



შემკრთალი უფლისწული ზეზე უნდა წამოვარდნილიყო, მაგრამ ნაცემი ადგილების მწარე

ტკივილმა გონს მოიყვანა. ისევ მიწვა ჭუჭყიან ჩალაზე და ამოიკვნესა:

- ვაი, სიზმარი არ ყოფილა!

იმავე წუთს ძილით გაფანტულმა მძიმე მწუხარებამ და უბედურებამ ისევ შეიპყრო. მისთვის

ნათელი გახდა, რომ სასახლის ნებიერი უფლისწული კი აღარ იყო, რომელსაც უზომო

სიყვარულით შეჰყურებდა ერი, არამედ გლახა, განკიცხული, ძონძებში გახვეული, მხეცების

შესაფერის ბუნაგში დამწყვდეული, მათხოვრებისა და ქურდების საზოგადოებაში მოხვედრილი,

შეწუხებულს ხმაურობა და ყვირილი შემოესმა. ერთი წუთიც და კარზე რამდენჯერმე მაგრად

დააკაკუნეს. ჯონ კენტიმ ხვრინვა შეწყვიტა და დაიყვირა:



- ვინ აკაკუნებს? რა გინდა?

ვიღაცამ უპასუხა:

- იცი, ვის მოხვდა შენი კეტი?

- არ ვიცი დაარც დავეძებ.

- მგონი, მალე სხვანაირად ამღერდები. თუ თავს გინდა უშველო, გაქცევის მეტი არაფერი

დაგრჩენია. ის კაცი მღვდელი მამა ენდრიუა და ახლა სულს ღაფავს.

- ღმერთო მიშველე! - შესძახა კენტიმ. მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა და ხრინწიანი ხმით

უბრძანა: - ადექით და გაიქეცით ან აქვე დარჩით და დაიღუპეთ!



ხუთ წუთს არც კი გაევლო, რომ კენტის მთელი ოჯახი ქუჩაში იყო და მირბოდა. ჯონ კენტიმ

უფლისწულს მკლავში წაავლო ხელი და ბნელ ქუჩაზე გააქანა, თან აფრთხილებდა:

- ენას კბილი დაჭრე, შე ჭკუიდან შეშლილო, და ჩვენი სახელი არ ახსენო, მე მალე ამოვირჩევ სხვა

გვარს, კანონის ძაღლებისთვის კვალის ასარევად. ენას კბილი დააჭირე-მეთქი, გეუბნები.

ოჯახის დანარჩენ წევრებს კი წაუბურდღუნა:

- ვინიცობაა ერთმანეთს დავშორდეთ, ყველამ ლონდონის ხიდს მიაშუროს. ვინც მემაუდის

მაღაზიამდე მივა, იქ სხვებს დაელოდოს, მერე კი ყველანი ერთად საუთუორკში გავიქცევით.



ამ დროს სიბნელიდან უეცრად სინათლეში მოხვდნენ და არა მარტო სინათლეში, არამედ

მომღერალ, მოცეკვავე და მყვირალა ბრბოს შუაგულში. ბრბოს მდინარის პირას მოეყარა თავი,

საითაც კი გაიხედავდი, ტემზის ზევით თუ ქვევით, კოცონები დაენთოთ. ლონდონის ხიდიც

გაჩაღებული იყო, საუთუორკის ხიდიც. მთელი მდინარე ფერადი სინათლეებით ბრწყინავდა,

შუშხუნები განუწყვეტლივ სკდებოდა, ცას კვეთდა, თვალისმომჭღელ ნაპერწკლების წვიმად

იბნეოდა და ღამეს დღედ აქცევდა. ხალხი ყველგან მხიარულობდა, ასე გეგონებოდათ, მთელი

ლონდონი გარეთ გამოსულაო.



ჯონ კენტიმ ერთი გულიანად შეიგინა და ოჯახს უბრძანა, უკან დაეხიათ, მაგრამ გვიან იყო. ისიც

და მისი ოჯახიც ფუტკარივით არეულმა ხალხმა სთანთქა და უმალ დაკარგეს ერთმანეი.

უფლისწულს არა ვთვლით ჩვენ მისი ოჯახის წევრად. კენტის მისი ხელი კიდევ მაგრად ეჭირა.

უფლისწულს გაქცევის იმედით გული გამალებით უძგერდა. კენტი ცდილობდა ხალხში გზა

გაეკაფა და ხელი ჰკრა ერთ ღვინისაგან ატაცებულ ზორბა მენავეს, მენავე თავისი უზარმაზრაი

ხელით კენტის მხარზე სწვდა.



- ერთი მითხარი, სად მიეჩქარები, მეგობარო? სულს ჭუჭყიანი საქმეებით რად იწამლავ თავს,

როდესაც ყველა პატიოსანი და მართალი უქმობს?

- ჩემი საქმისა მე უკეთ ვიცი, შენ რა გაწუხებს? - მიუგო მკვახედ კენტიმ, - ხელი აიღე და

გამატარე.

- აი რას გეტყვი: თუ გავლა გწადია, მანამ არ გაგიშვებ, ვიდრე უელსის პრინცს არ ადღეგრძელებ,

- უთხრა მენავემ და გზა გადაუღობა.

- მოიტა მაშ შენი ფიალა, ოღონდ ჩქარა, ჩქარა!

ამასობაში სხვა მოზეიმენიც დაინტერესდნენ და შესძახე:

- სიყვარულის თასი, სიყვარულის თასი! ამ დაძმარებულმა არამზადამ თასი გამოცალოს, თორემ

თევზების კერძად ვაქცევთ!



მოიტანეს ვეებერთელა თასი, მენავემ ერთი ხელი სახელურში ჩასჭიდა, მეორე ხელით ვითომ

ხელსახოცის ბოლო დაიჭირა და თასი ასე მიართვა კენტის. მას კი, ძველი ადათის მიხედვით,

სახურავი უნდა მოეხადა. ამრიგად, რასაკვირველია უფლისწულისთვის ერთი წუთით ხელი

უნდა გაეშვა. ბიჭმა აღარ დააყოვნა, ბრბოს ფეხებში გაუძვრა და გაქრა. ერთი წუთის შემდეგ მისი

პოვნა ამ ცოცხალ, აბობქრებულ ზღვაში ისევე ძნელი იყო, როგორც ატლანტის ოკეანის

ზვირთებში დაკარგული ექვსპენიანი მონეტისა.



უფლისწული ძალიან მალე მიხვდა ამას და ჯონ კენტიზე აღარც უფიქრია. მალე მიხვდა აგრეთვე

სხვა რამესაც, სახელდობრ იმას, რომ მის მაგივრად ქალაქი ცრუ უფლისწულს ადიდებდა. და

დაასკვნა, რომ გლახამ, ტომ კენტიმ, ისარგებლა თავისი მდგომარეობით და ძალაუფლება ხელთ

იგდო. პრინცს კი მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ქალაქის საკრებულოსთვის მიეგნო, თავისი

ვინაობა გამოეცხადებინა და სხვისი სახელის მიმთვისებელი ემხილებინა. მან ისიც გადაწყვიტა,

რომ ტომისათვის მხოლოდ საზიარებლად მიეცა დრო, შემდეგ კი ბრძანებდა ჩამოეხრჩოთ,

ძელზე გაესვათ და შაყი ეკრათ, როგორც მიღებული იყო სახელმწიფოს მოღალატის მიმრთ.





                                                                            თავი მეთერთმეტე



 

 

ქალაქის საკრებულოს შენობაში





სამეფო კარაპი, საოცხოო ფლოტილიის თანხლებით, გაჩირაღდნებულ ნავებს შორის

მედიდურად მიუყვებოდა ტემზას. ჰაერი მუსიკით იყო გაჟღენთილი. მდინარის ნაპირზე

ჩირაღდნები ბრიალებდა. შორეული ქალაქი ურიცხვი, უჩინარი კოცონების სხივოსან საფიონში

იყო გახვეული. ცაში აჭრილი გუმბათები მოელვარე სინათლეებით მოფენილიყო და შორიდან

ძვირფასი ქვებით მოჭედილ შუბებს მოგაგონებდათ. გზადაგზა სანაპიროებიდან ფლოტილიას

გაბმული ხრინწიანი ვაშას ძახილით, ზარბაზნების განუწყვეტელი სროლითა და გუგუნით

აძლევდნენ სალამს.



აბრეშუმის ბალიშებში ჩაფლული ტომ კენტისათვის ეს ხმაური და სანხაობა გამოუთქმელად

დიადი და განმაცვიფრებელი იყო. მის გვერდით მსხდარ მეგობრებს, პრინცესა ელისაბედსა და

ლედი ჯენ გრეის კი არაფერი აკვირვებდა.



ფლოტილიამ დაუგეიტთან ბაკლერსბერისკენ გაუხვია და ანკარა უოლბრუკს დაუყვა.

უოლბრუკის კალაპოტი უკვე ორასი წელიწადია, არც შენობების გრძელ რიგებში ჩამარხული.

ფლოტილია გასცდა გაჩახჩახებულ სახლებსა და უქნარებით გაჭედილ ხიდებს და გაჩერდა

ლონდონის ძველი სიტის შუაგულ აუზში, სადაც ახლა ნავმისადგომია. ტომი ნაპირზე გადავიდა

თავისი ბრწყინვალე ამალის თანხლებით, გადაჭრა ჩიპსაიდი, გაიარა ძველი ჯური და

ბეზინჰოლის ქუჩით ქალაქის საკრებულოში მივიდა.



ლორდ-მერმა და ოქროს ჯაჭვებითა და ძოწეულის წამოსასხამებით საზეიმოდ მორთულმა

ქალაქის თავებმა ტომი და მისი პატარა თანამგზავრები ჯეროვანი ცერემონიით მიიღეს და დიდი

დარბაზის თავში, მშვენიერ სამეფო გავალაკთან მიიყვანეს. მათ წინ მიუძღოდნენ ჰეროლდები

საქალაქო კვერთხითა და ხმლით. ლორდები და სეფექალები ტომისა და მისი პატარა მეგობრების

სკამებს უკან დადგნენ, რომ მომსახურებოდნენ.



ცოტა ქვემოთ მეორე მაგიდა იდგა და ქალაქის დიდკაცებთან ერთად სამეფო კარის

დიდგვაროვანნი და სხვა მაღალი წოდების სტუმრები ისხდნენ. თემთა პალატის წევრები

შემუსხდნენ დარბაზის შუა ნაწილში მდგარ მაგიდებს. ქალაქის ძველი გუშაგები _ გოგის და

მაგოგის უზარმაზარი ქანდაკებები _ უხსოვარი დროიდან შეჩვეული თვალით დაჰყურებდნენ

თავიანთი კვარცხლბეკიდან ამ სანახაობას.გაისმა ბუკის ხმა. ჰეროლდებმა ნადიმის დაწყება

გამოაცხადეს და გამოჩნდა ჩასუქებული კარისკაცი. მას მოჰყვნენ მსხაურები და ზარზეიმით

შემოიტანეს ნახევარი ხარი. ხარს ოხშივარი ასდიოდა და დანის მეტი არაფერი უნდოდა.

ლოცვის შემდეგ ტომი (დაარიგეს, როგორც უნდა მოქცეულიყო) და მასთან ერთად მთელი

დარბაზი ფეხე წამოდგა. ტომმა სიყვარულის უშველებელი ოქროს თასიდან მოსვა, შემდეგ

პრინცესა ელისაბედს გადასცა. მისგან თასი ლედი ჯენზე გადავიდადა და მთელ კრებულს

შემოუარა. ასე დაიწყო მეჯლისი.



შუაღამისას ლხინი უფრო გახურდა. დაიწყო ერთი იმ ლამაზი სანახაობათაგანი, მაშინ რომ

ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა! მისი აღწერა აქამდე არის შენახული ერთი მემატიანის მეტად

ახირებულ გადმოცემაში:



`ადგილი გაათავისუფლეს და მალე შემოვიდნენ ოქროსწინწკლებიანი ქსოვილის გრძელ სამოსში

ოსმალურად გამოწყობილი ბარონი და გრაფი თავზე შინდისფერი, ქოროს ჩალიჩებიანი

ხავერდის ჩალმები ეხურათ. წელზე ერტყათ დიდ ოქროს ყაწიმებზე ჩამოკიდებული მოხრილი

ოსმალური ხმლები. მათ მჰყვებოდნენ სხვა ბარონი და გრაფი, ყვითელი ატლასის გრძელ

ტანისამოსში გამოწყობულნი. ყვითელ ატლასს თეთრი ზოლები დაჰყვებოდა. ყოველ თეთრ

ზოლში კი მეწამული ატლასის ზოლი იყო ჩაქსოვილი. რუსული ჩვეულების მიხედვით, თავს

ნაცრისფერი ბეწვის ქუდები ეხურათ. ხელში ნაჯახი ეჭირათ, ფეხთ კინჭუტებიანი წაღები ეცვათ.



მათ მოჰყვებოდა ერთი რაინდი, მერე გენერალ-ადმირალი და ხუთი დიდებული. ესენი

გამოწყობილნი იყვნენ შინდისფერ ხავერდის ჯუბებში. ჯუბები ზურგზე ღრმად იყო ჩაჭრილი,

კკერდზე კი ვერცხლის ჯაჭვებით შეკრული; ჯუბებზე მოსხმული ჰქონდათ მეწამილი ატლასის

მოკლე წამოსასხამები, თავზე ეხურათ ხოხბის ფრთებგარჭობილი ქუდები; ესენი პრუსიულად

იყვნენ ჩაცმულები. მავრებივით შავი ასამდე მეჩირაღდნე შინდისფერ და მწვანე ატლასში იყო

გამოწყობილი. მერე შემოვიდნენ ნიღბოსნები. ბოლოს მოხეტიალე მუსიკოსები - მენესტრელები

შემოვიდნენ და ცეკვა დაიწყეს. მათ აჰყვნენ ლორდები და ქალბატონები და ისეთი გაშმაგებით

დაიწყეს ცეკვა, რომ გესიამოვნებოდათ ცქერა'.



ვიდრე ტომი თავისი მაღალი სკამიდან ამ `გაშმაგებულ~ ცეკვას დაჰყურებდა და ხარობდა

ფერების თვალისმომჭრელი კალეიდოსკოპით, ჩამოძონძილი ნამდვილი უელსის უფლისწული

ალაყაფის კართან ხმამაღლა ახცადებდა თავის უფლებებს, უსამართლობას ჩიოდა, ამხელდა

თვალთმაქცს და ქალაქის საკრებულოში შეშვებას მოითხოვდა.



ამით თავს იქცევდა ხალხი, ერთმანეთს აწყდებოდა და კისერწაგრძელებული ცდილობდა პატარა

მეამბოხე დაენახა. ცოტა ხნის შემდეგ მას გამოჯავრება და დაცინვა დაუწყეს. განგებ აქეზებდნენ,

რომ უფრო მეტი თავშესაქცევი წყრომადა გაშმაგება გამოეწვიათ. უფლისწულს თვალებზე

სასოწარკვეთილების ცრემლები მოადგა, მაგრამ თავისას არ იშლიდა და წორედ მეფური

ქედმაღლობით არ ეპუებოდა ბრბოს, ამას მოჰყვა ახალი დაცინვა. გესლიანი სიტყვებით

გულმოკლულმა ბიჭმა შესძახა:



- კიდევ გიმეორებთ, თქვე უზრდელო ძაღლებო, მე უელსის უფლისწული ვარ და რაც უნდა

მიტოვებული, უმეგობრო და უთვისტომო ვიყო, თუნდაც არავინ მყავდეს ისეთი, ვინც

გაჭირვებაში თანამიგრძნობს და დამეხმარება, მაინც არ დაგითმობთ და ჩემსას არ დავიშლი.

- უფლისწული ხარ თუ არა ხარ უფლისწული, სულ ართია, ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ და სრულებითაც

ნუ გგონია შენი თავი უმეგობრო. აჰა გვერდში გიდგავარ და იცოდე, მაილს ჰენდონისთანა

მეგობარს ვერც იპოვი. გაჩუმდა, ბავშვო, მე საკადრის პასუხს გავცემ ამ საზიზღრებს.



იგი მაღალი იყო, კარგად მოყვანილი და ჩასკვნილი. დონ სეზარ დე ბაზანს ჰგავდა ჩაცმულობით,

შესახედაობით და ყოფაქცევით. ძვირფასი კამზოლი და შარვალი გახუნებოდა და გასცვეთოდა,

სირმას ფერი დაჰკარგოდა. ნაოჭიანი საყელო დასჭმუჭნოდა და გაჰფუჭებოდა, განიერი,

ფარფლებდაშვებული ქუდის ფრთა გასტეხოდა, გასვროდა და სასაცილო იერი მიეღო.

დაჟანგული რკინისქარქაშიანი ბლაგვი დაშნა ეკიდა გვერდზე. დარდიმანდულობაზე ეტყობოდა,

ჩხუბს დაჩვეული უნდა ყოფილიყო. ამ საოცარი კაცის სიტყვებს სიცილი დააყარეს და

აყვირდნენ: ,,ესეც გადაცმული უფლისწულია', ,,გაჩუმდი, მეგობარო, საშიში ჩანს!~ ,,შეხედე, რა

ბოროტი თვალები აქვს!' ,,ბიჭი გამოჰგლიჯეთ, წყალში უკარით ლეკვს თავი!'

იმ წუთს ვიღაცამ უფლისცულს ხელი სტაცა, მაგრამ მოსარჩლე უცნობმა უმალვე დაშნა იშიშვლა,

აბეზარს სიბრტყით დაჰკრა და მიწაზე დასცა. მაშინათვე ოციოდე ხმამ დაიყვირა: `მოკალით

ძაღლი! მოკალით~ და ბრბო გარს შემოერტყა მოჩხუბარს. მან კი კედლისაკენ გაიწია და გიჟივით

დაიწყო თავისი გრძელი დაშნის ქნევა. მისი მსხვერპლნი აქეთიქეთ ცვიოდნენ, მაგრამ ბრბოს

ტალღა არ ცხრებოდა, გაშხლართულ სხეულებზე გადადიოდა და მებრძოლისაკენ მიიწევდა.





მებრძოლის წუთები დათვლილი იყო, როდესაც უეცრად ბუკის ხმა გაისმა და ვიღაცამ დაიძახა

`გზა მეფის შიკრიკს!~ ცხენოსანთა რაზმი შეიჭრა ბრბოში, ხალხმა თავს უშველა. მამაცმა უცნობმა

უფლისწული ხელში აიტაცა და მალე საშიშროებას და ბრბოს გაეცალა.

დავუბრუნდეთ ქალაქის საკრებულოს: უეცრად ნადიმის მხიარული ჟრიამული ბუკის წკრიალა

ხმა, სასახლის შიკრიკის ხმა. ფეხზე წამომდგარი ხალხი გულისყურით უსმენდა.

სიტყვის ბოლოს შიკრიკმა ზარზეიმით გამოაცხადა:



- მეფე გარდაიცვალა!

დიდმა კრებულმა თავი დახარა. სამარისებურ სიჩუმეში დაჰყვეს რამდენიმე წუთი. მერე ყველამ

ერთად მუხლი მოიყარა, ტომისაკენ აღაპყრო ხელები და მძლავრმა შეძახილმა შენობა

შეაზანზარა:

- საწყალმა ტომმა დაბნეულმა გადაავლო თვალი ამ განმაცვიფრებელ სურათს და ერთ წუთს

შეაჩერა მის გვერდით დაჩოქილ პრინცესებზე, შემდეგ ჰერცოგ ჰერტფორდზე. უეცარმა აზრმა

შუქი მოჰფინა მის სახეს და ლორდ ჰერტფორდს წასჩურჩულა:



- გაფიცებ შენს რწმენას და პატიოსნებას, ნუ დამიმალავ: მე რომ ისეთი ბრძანება გავცე, რომლის

უფლება მხოლოდ მეფეს აქვს, დაემორჩილებიან ამ ბრძანებას? წინ არავინ აღუდგება?

 

- არავინ, მეფეო, მთელ სახემწიფოში ვერავინ გაბედავს უარს. შენ ხარ ინგლისის სიდიადე, შენ

მეფე ხარ, შენი სიტყვა კანონია.

ტომმა მტკიცედ უთხრა:



- მაშ, დაე, ამიერიდან მეფის კანონი შეწყალების კანონი იყოს და სისხლის კანონი სამუდამოდ

მოისპოს! ადექით და ტაუერისკენ გაემართეთ. გამოაცხადეთ მეფის სურვილი, რომ ნორფოლკის

ჰერცოგს სიცოცხლე შეუნარჩუნონ!



ეს სიტყვები აიტაცეს, ერთიმეორეს გადასცეს, მოსდეს მთელ დარბაზს და, როდესაც ჰერტფორდი

წასასვლელად მოემზადა, იფეთქა მეორე მძლავრმა შეძახილმა:

- სისხლიან მეფობას ბოლო მოეღო! გაუმარჯოს ედუარდს, ინგლისის მეფეს!



                                                                         თავი მეთორმეტე



 

 

უფლისწული და მისი მხსნელი





დააღწიეს თუ არა თავი ბრბოს, მაილს ჰენდონი და უფლისწული მისახვევ-მოსახვევი შუკებით

მდინარისაკენ გაემართნენ. ვიდრე ლონდონის ხიდს მიადგებოდნენ, გზაზე არავითარ

დაბრკოლებას არ შეხვედრიან, აქ კი კვლავ უთვალავ ხალხს წააწყდნენ. ჰენდონს მაგრად ეჭირა

უფლისწულის... არა, მეფის მაჯა.



საშინელი ამბავი უკვე გახმიანებულიყო, ათასმა ხმამ ამცნო ბიჭს: `მეფე გარდაიცვალაო!' ბიჭი

მთელი სხეულით აკანკალდა, პატარა, უთვისტომო გული გაეყინა. ესმოდა, რა დიდი რამ

დაკარგა, და მწარე სევდამ შეიპყრო. ულმობელი, სხვებისთვის თავზარდამცემი მტარვალი მას

მუდამ ალერსიანად ეპყრობოდა. თვალებზე მომდგარმა ცრემლებმა ყველაფერი ნისლით

დაბურა. ერთ წუთს თავისი თავი ყველაზე უფრო გაუბედურებულ, გარიყულ და მივიწყებულ

არსებად ჩათვალა. მაგრამ, როდესაც ხელმეორედ დაიგვირგვინა ხალხმა და ღამის წყვდიადი

გაკვეთა შეძახილმა: `გაუმარჯოს მეფე ედუარდ მეექვსეს!'

 - ბიჭს თვალები აენთო და თავით

ფეხებამდე სიამაყით განიმსჭვალა.

`აჰ, - გაიფიქრა მან, - რა დიადი და უცნაური გრძნობაა - მე მეფე ვარ!'

ჩვენი მეგობრები ხიდზე თავმოყრილ ხალხში ნელა იკაფავდნენ გზას. საოცარი რამ იყო ეს

ნაგებობა, რომელიც ექვსასი წელი არსებობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმაურიან და

ხალხმრავალ სავალ გზას წარმოადგენდა. მის ორივე მხარეს, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე

ნაპირამდე, მჭიდროდ ჩამწკრივებულიყო მაღაზიები და სავაჭრო დუქნები. ზემო სართულებში

საცხვრებელი ბინები იყო. ეს ხიდი დამოუკიდებელ ქალას მოგაგონებდათ. მას თავისი საკუთარი

სასტუმრო, ლუდხანები, ფურნე, საწვრილმანოები, ბაზარი, საფაბრიკო მრეწველობა და, ასე

გასინჯეთ, საკუთარი ეკლესიაც კი ჰქონდა. ორ დიდ მეზობელს

 - ლონდონსა და საუთუორკს,

რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებდა ეს ხიდი, ისე უყურებდა, როგორც მხოლოდ გარეუბნებს,

და განსაკუთრებულ მნიშვნელბას არ ანიჭებდა. ეს იყო, ასე ვთქვათ, მოსახლეობის კარჩაკეტილი

კორპორაცია. მათი ქალაქი პატარა იყო, მხოლოდ ერთი მეხუთედი მილის სიგრძის ქუჩისაგან

შედგებოდა. მცხოვრებლებიც სოფლელებს უფრო ჰგავდნენ. ყველა იცნობდა ერთმანეთს.



იცნობდნენ თავისი მეზობლის მამას, დედას და მათი ოჯახის წვრილმანი საიდუმლოებაც კი

იცოდნენ.. ხიდს, რა თქმა უნდა, თავისი არისტოკრატიაც ჰყავდა - უძველესი გვარის ყასბები და

ხაბაზები. ისინი თავიანთ ძველ დუქნებში ხუთას-ექვსასი წლის განმავლობაში ვარჭრობდნენ და

ხიდის დიდებულ ისტორიას, მთელი თავისი უცნაური ლეგენდებით, თავიდან ბოლომდე

იცნობდნენ. ლაპარაკითაც ყოველთვის `ხიდისებურად' ლაპარაკობდნენ. ლაპარაკითაც

ყოველთვის ფიქრობდნენ და გატაცებითა და საფუძვლიანად ცრუობდნენ, როგორც ეს იმავე

ხიდს შეეფერებოდა. ხიდის მცხოვრებნი უვიცები, გონებაშეზღუდულები და ყოყლოჩინები

იყვნენ. სხვაგვარად არც შეიძლებოდა: ბავშვები ხიდზე იბადებოდნენ, იქვე იზრდებოდნენ,

ბერდებოდნენ და ბოლოს ისე იცოხებოდნენ, რომ ამ ხიდს გარდა ქვეყანაზე ფეხს არსად

გადაადგამდნენ. ასეთ ხალხს, რასაკვირველია, წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ქვეყნად არა

არსებობდა რა, გარდა დაუსრულებელი პროცესიისა, რომელიც განუწყვეტლივ მიედინებოდა

ხიდზე. დღისითაც და ღამითაც განუწყვეტლივ მიედინებოდა ხიდზე. Dრისითაც და ღამითაც

ერთმანეთში ირეოდა ადამიანთა ღრიალი და ყვირილი, ცხენების ჭიხვინი და ყრუ თქარათქური,

ხარების ბღავილი და თხების კიკინი. მათ ისიც კი ეგონათ, რომ ხიდის ბატონ-პარონები თვითონ

იყვნენ. ეს თითქოს მართალიც იყო, ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, როცა ხელმწიფის ან დიდი

გმირის პატივსაცემად სადღესასწაულო პრცესია იმართებოდა. ხიდის მცხოვრებნი პროცესიის

ნახვის მსურველებს ფასს ახდევინებდნენ და თავიანთი ფანჯრებიდან აყურებინებდნენ ხოლმე,

ვინაიდან ლონდონში არ მოიპოვებოდა მეორე ასეთი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა

პროცესიის ასე ფართოდ, გრძლად და თავისუფლად გაშლა.





ხიდზე დაბადებულ და გაზრდულ ხალხს სხვაგან ცხოვრება მოსაწყენი და აუტანელი

ეჩვენებოდა. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, ხიდის ერთი სმოცდათერთმეტი წლის

მცხოვრები თურმე სოფელში გადასახლდა, მაგრამ იქ ძილი არ ეკარებოდა, სულ ბორგავდა და

ტრიალებდა. ვერ აიტანა მძიმე და საშინელი მყუდროება. ბოლოს, დაქანცულმა, დატანჯულმა

და მოჩვენებას დამსგავსებულმა ისევ ძველ ბინას მიაშურა. თურმე წყლის შხუილი, ლონდონის

ხიდის გუგუნი და გრიალი ნაანსავით ჩაესმა და ძილიც დაუბრუნდა და მოსვენებაც.

იმ დროს, რომლის შესახებაც ჩვენ ვწერთ, ხიდი ინგლისის ისტორიის `თვალსაჩინო

გაკვეთილად' გამოდგებოდა, ვინაიდან სახელოვანი ხალხის გალურჯებული და ნახევრად

გახრწნილი თავები ხიდის რკინის ჭიშკრის სარებზე იყო ჩამოცმული... მაგრამ დავუბრუნდეთ

ჩვენს აამბავს.



ჰენდონს ხიდის პატარა სასტუმროში ჰქონდა ბინა. ჯერ არც კი მისულიყო კარებთან, რომ

ვიღაცის როხროხა ხმა შემოესმა:



- ძლივს არ მოხვედი! ახლა კი ვეღარსად წამიხვალ, თავს გეფიცები! ისე დაგნაყავ, რომ შენი

ძვლები პუდინლად გამოდგეს, იქნებ სხვა დროს აღარ გვალოდინო ამდენი. - და ჯონ კენტიმ

ბიჭისაკენ გაიწია.

მაილს ჰენდონი წინ გადაუდგა:



- ნუ ჩქარობ, მეგობარო. ტყუილად ცხარობ, შენი რა არის ეს ბიჭი?

- თუ ასე გიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, გიპასუხებ: ჩემი შვილია.

- ტყუის! - შეჰყვირა პატარა მეფემ.

- გაბედული სიტყვაა და მჯერა კიდეც შენი. ეს უსინდისო არამზადა მამაშენიც რომ იყოს, სულ

ერთია, ჩემთან დარჩენას თუ ამჯობინებ, მე არ მივცემ ნებას, გაწამოს და გცემოს.

- დავრჩები, შენთან მინდა. მე არ ვიცნობ მაგას. მასთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია.

- მაშ გადაწყდა, ლაპარაკი ზედმეტია.



- ვნახოთ! - შესძახა ჯონ კენტიმ, მოუარა ჰენდონს და უნდოდა ხელი ეტაცნა ბიჭისთვის. -

ალით წავ...

- აბა ხელი დააკარე, შე ცოცხალო ლეშო! ბატსავით აგაგებ დაშნაზე. - ჰენდონმა გზა გადაუღობა

და ხელი დაშნაზე იკრა.

კენტიმ უკან დაიხია.



- მე ამ ბიჭს გამოვექომაგე, - უთხრა ჰენდონმა, - როდესაც შენისთანა არამზადების მთელი ბრბო

მოსაკლავად მიესია. ნუთუ ფიქრობ, რომ ახლა მივატოვებ და უარეს დღეში ჩავაგდებ? თUნდა

მამა იყო ამისი _ მე კი მჯერა, რომ შენ სტყუი - თუნდა მამა იყო-მეთქი, სჯობს, ახლავე მოკვდეს

და შენისთანა მცეხთან კი არ იცხოვროს. ახლა გირჩევნია შენს გზას დაადგე. ჩქარა, თორემ ბევრი

ლაპარაკი არ მიყვარს! არც დიდი მოთმინების პატრონი ვარ.



ჯონ კენტი დუდღუნით და წყევლა-მუქარით გაშორდა, მერე ხალხს შეერია. ჰენდონი

შეკედლებულ ბიჭთან ერთად თავის ოთახში ავიდა მესამე სართულზე. დაბლა კი შეუკევეთა,

რომ სადილი იქ მიერთმიათ.



ოთახი ღარიბულად იყო მოწყობილი. კუთხეში საცოდავი საწოლი იდგა, ეყარა დამტვრეული

ავეჯი. ორი პატარა ქონის სანთელი ოთახს მკრთალად ანათებდა. მეფე მილასლასდა საწოლთან

და შიმშილისა და დაღლილობისგან ღონემიხდილი დაეცა. დილის ორი თუ სამი საათი

იქნებოდა, მან კი მთელი დღე და ღამე ფეხზე გაატარა და ამ ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია.

ძილმღვიძარე ბიჭმა წაიბუტბუტა:



- სუფრას რომ გაშლიან, გამაღვიძე, გეთაყვა. - და მაშინვე ღრმა ძილს მიეცა.

ჰენდონს თვალებში ღიმილმა გაუელვა და თავისთვის თქვა: 

- ღმერთმანი, ეს პატარა მათხოვარი სხვის ბინაში ისე მოეწყო და სხვის საწოლს ისე

თავისუფლად და არხეინად დაეპატონა, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყოს. ერთი არ

უთქვამს, `ნებას მომცემთ' ან `შეიძლებაო?' ბოდვის დროს თავი უელსის უფლისწულად მოაქვს

და მშვენივრად იფერებს კიდეც ამ ღირსებას. საბრალო, უთვისტომო თაგვი! უეჭველია, გონება

ცუდმა მოპყრობამ შეურყია. რას ვიზამ, მე ვუმეგობრებ. მე გადავარჩინე და ვალდებულიც ვარ,

დავეთანხმო. უკვე შემიყვარდა კიდეც ეს თავხედურად მოტიტინე. როგორ მამაცი ჯარისკაცივით

დაუხვდა, როგორ ყოჩაღად ეჭირა თავი იმ უსირცხვილო ბრბოსთან! ახლა კი, როცა ძილმა

მწუხარება გაუფანტა, რა მშვიდი და სათნო სახე მიიღო. მე ვასწავლი, მე მოვარჩენ, მე ვიქნები

მისი უფროსი ძმა, მოვუვლი და ვიზრუნებ მასზე და თუ ვუნმემ აბუჩად აგდება მოუნდომა,

უჯობს, წინასწარ სუდარა მოიმზადოს!



ჰენდონი დაიხარა და ბიჭს ალერსითა და სიბრალულით დაუწყო ყურება, მერე ნორჩ ღაწვებზე

ნაზად გადაუსვა თავისი დიდი, მზისაგან დამწვარი ხელი და აწეწილი ხუჭუჭი თმა გაუსწორა.

ბიჭი კანკალმა აიტანა. `აბა რა კაცობაა, რომ არაფერი დავახურე. ვაითუ გაცივდეს. რა ვქნა?

ავაყენო და ლოგინში ჩავაწვინო, გაიღვიძებს. მისთვის კი ძილი აუცილებელია~, - წაიბუტბუტა

ჰენდონმა და მიიხედ-მოიხედა, ეძებდა რაიმე დასახურს, მაგრამ რაკი ვერაფერი იპოვა, თავისი

კამზოლი გაიხადა, გაახვია ბიჭი და თქვა:



- მე შეჩვეული ვარ სუსხსა და მსუბუქ ტანსაცმელს, სიცივე ვერაფერს დამაკლებს.

 - მერე გასათბობად ოთახში გაიარ-გამოიარა.

`სნეულმა გონებამ შთააგონა, რომ უელსის უფლისწულია. უცნაური იქნება უელსის

უფლისწული მართლა ჩემთან იყოს ახლა, როდესაც ის, ვინც მართლა უფლისწული იყო, უკვე

მეფე გახდა! ამ საწყალ გონებას ერთი ფიქრი აუკვიატებია და ვერ მოუსაზრებია, რომ

უფლისწული კი არა, მეფე უნდა დაირქვას... თუ მამაჩემი ცოცხალია,

 - შვიდი წელია უცხო

ტყვეობაში ვარ და სახლისა არა ვიცი რა, - სიხარულით მიიღებს ამ საბრალო ყმაწვილს და ჩემი

ხათრით თავშესაფარს მისცემს. ასევე მოიქცევა ჩემი კეთილი უფროსი ძმა არტურიც. ჩემი მეორე

ძმა, ჰიუ კი... თავს გავუტეხ, თუ რაიმე გაბედა იმ ცბიერმა მელამ! ჩვენ წავალთ იქ,

დაუყოვნებლივ წავალთ'.



მსახურმა ოხშივარიანი საჭმელი შემოიტანა, პატარა მაგიდაზე დადგა, სკამები მიუწყო და

წავიდა; ასეთი იაფფასიანი მდგმურები თვითონვე მოემსახურებიანო თავიანთ თავს. კარების

ხმაზე ბიჭმა გაიღვიძა, წამოჯდა და მხიარულად მიიხედ-მოიხედა, მაგრამ მაშინვე მწუხარება

გამოეხატა სახეზე და თავისთვის წაიბუტბუტა:



`ვაი, ეს მხოლოდ სიზმარი ყოფილა, ვაიმე!' - მერე მაილს ჰენდონის კამზოლი შენიშნა, ჰენდონს

გადახედა, მიხვდა, რა მსხვერპლი გაიღეს მისი გულისათვის, და ალერსით უთხრა:

- ძალიან კეთლად მექცევი! ძალიან კეთილად! აიღე და ჩაიცვი, აღარ მჭირდება.

მერე წამოდგა, მივიდა პირსაბანთან, დადგა და ლოდინი დაიწყო. ჰენდონმა მხიარულად თქვა: 

- ახლა კი მადიანად ვივახშმებთ, რადგან ყველაფერი გემრიელი და ცხელია. ორთქლი ასდის.

სადილი და ძილი ისევ ადამიანად გადაგაქცევს. ნუ ნუ გეშინია!



ბიჭმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ განცვიფრებით სავსე თვალები მიაპყრო მაღალ რაინდს. მის

გამოხედვაში მოუთმენლობა გამოსჭვიოდა. გაოცებულმა ჰენდონმა ჰკითხა:

- რა მოხდა?

- კეთილო სერ, მინდოდა პირი დამებანა.

- მეტი არაფერი? რასაც მოისურვებ, ის გააკეთე. მაილს ჰენდონს ნუ დაეკითხები. შინაურულად

იყავი და როგორც გსურს, ისე მოიხმარე ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის.

მაგრამ ბიჭი მაინც გაუნძრევლად იდგა და ორჯერ თავისი პატარა ფეხიც კი დააბაკუნა

მოუთმენლად.



- ამიხსენი, რა მოხდა?

- წყალი დამისხი. ამდენს ნუ ლაპარაკობ.

ჰენდონმა კინაღამ გადაიხარხარა, მაგრამ თავი შეიკავა და გაიფიქრა: `ყველა წმინდანს ვფიცავ, ეს

დიდებულია!' საჩქაროდ მივარდა და პატარა თავხედის ბრძანება აასრულა, მერე

განცვიფრებული გადგა განზე, ვიდრე ბრძანებამ: `პირსახოცი~, გონს არ მოიყვანა. ჩამოიღო ბიჭის

ცხვირწინ ჩამკიდებული პირსახოცი და უსიტყვოდ გადასცა. მერე თვითონ შეუდგა პირის ბანას.

ამასობაში მისი შვილობილი მაგიდას მიუჯდა და სასაუზმოდ მოემზადა. ჰენდონმა საჩქაროდ

მოათავა პირის ბანვა, მერე სკამი გამოსწია და ის იყო მაგიდას უნდა მისჯდომოდა, რომ ბიჭმა

აღშფოთებით უთხრა:



- შეჩერდი! მეფის გევრდით ბედავ დაჯდომას?

ჰენდონი ძალიან შეაწუხა ბიჭის სიტყვებმა და წაიბუტბუტა: `საბრალო! რაც დრო გადის, სიგიჟე

უფრო ერევა! შეიცვალა იმ დიდ ცვლილებასთან ერთად, რაც სახელმწიფოში მოხდა და ახლა

წარმოდგენილი აქვს, რომ მეფეა! რა გაეწყობა, უნდა დავემორჩილო, თორემ ტაუერში

გამისტუმრებს!'

ამ ხუმრობით ნასიამოვნებმა სკამი მაგიდას მოაშორა, მეფის უკან დადგა და რამდენადაც კი

შეეძლო, თავაზიანად დაუწყო მომსახურება.

ჭამის დროს ბიჭს მეფურმა სიმკაცრემ ცოტა გაუარა და დანაყრებასთან ერთად ლაპარაკის

სურვილიც მოუვიდა.



- თუ არ ვცდები, მგონი, მაილს ჰენდონი უწოდე შენს თავს! - თქვა მან.

- დიახ, მეფეო, - მიუგო მაილსმა და გაიფიქრა: `რა გაეწყობა, უნდა ბოლომდე მივყვე საქმეს, შუა

გზაზე მისი მიტოვება არ შეიძლება. თუ მოხერხებულად და მარჯვედ არ მოვიქეცი, ცუდად

დაბოლოვდება ეს კეთილი საქმე~.

მეორე ჭიქით მეფე სავსებით გათბა და ჰენდონს უთხრა:



- მინდა გაგიცნო, მიამბე შენი თავგადასავალი. მამაცი და კეთილშობილი ჩანხარ, აზნაური ხარ?

- მაინცდამაინც ბრწყინვალე გვარისანი არა ვართ, თქვენო ბრწყინვალებავ. მამაჩემი ბარონეტია -

სერ რიჩარდ ჰენდონი. კენტელი, ჰენდონების კოშკიდან.

- არ მახსოვს ასეთი გვარი. განაგრძე, მიამბე შენი თავგადასავალი.

- ბევრი არაფერია, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ რაკი სხვა არაფერი საქმე გაქვს, იქნებ

შეგიქციოს ნახევარი საათით. მამაჩემი, სერ რიჩარდი, ძალიან მდიდარი და ხელგაშლილი კაცია.

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, დედა რომ მომიკვდა. მყავს ორი ძმა. უფროსი, არტური, სულ მამას

ჰგავს ხასიათით, უმცროსი კი ჰიუ, სულმდაბალი, მოშურნე, მუხანათი, ბოროტი, გაიძვერა და

საზიზღარია. ასეთი იყო აკვნიდან, ასეთი იყო ათი წლის წინათ, როდესაც უკანასკნელად ვნახე

ცხრამეტი წლის არამზადა. მაშინ მე ოცი წლისა ვიყავი, არტური კი ოცდაორისა. მაგრამ არც ერთი

არ ვიყავით ისეთი, როგორიც იყო ჩემი ბიძაშვილი, ლედი ედითი. მაშინ თექვსმეტი წლისა იყო

გრაფის ქალი, ჩინებული, ლამაზი, კეთილი, თავისი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი,

დიდი ქონებისა და ხარისხის მემკვიდრე. მამაჩემი მისი მეურვე იყო. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა,

მაგრამ ის აკვნიდან არტურზე იყო დანიშნული და სერ რიჩარდი არავითარ შემთხვევაში არ

შეცვლიდა ამ პირობას. არტურს სხვა ქალი უყვარდა. იგი გვირჩევდა, მხნედ ვყოფილიყავით, და

მტკიცე იმედი გვქონოდა, რომ ცდა და ბედი ოდესმე ბედნიერად დააბოლოებდა როგორც იმის,

ისე ჩვენს საქმეს. ჰიუს ლედი ედითის ქონება იტაცებდა, თუმცა ამბობდა, ქალი მიყვარსო. ასე

იცოდა ხოლმე: ერთს ამბობდა და სულ სხვას ფიქრობდა. მაინც ვერაფერი გააწყო, ვერ მოიგო

ქალის გული. მას მამაჩემის მოტყუება შეეძლო მხოლოდ. მამაჩემს გამორჩეულად უყვარდა ჰიუ,

ენდობოდა და სჯეროდა მისი, რადგანაც უმცროსი შვილი იყო. სხვებს სძულდათ ჰიუ და ეს ხომ

ყოველთვის საკმარისია მშობლის უდიდესი სიყვარულის მოსაპოვებლად. ამასთან მას ჰქონდა

ტკბილი, ლაქუცა ენა და მოტყუების საოცარი უნარი. მამაჩემიც ბრმად ენდობოდა და

ტყუვდებოდა ხოლმე. მე თავაშვებული ვიყავი, ძალიან თავაშვებული. თუმცა ეს უვნებელი

თავაშვებულობა იყო. ჩემ გარდა არავის არაფერს ავნებდა, არავის არცხვენდა, არავის

აზარალებდა და არც ჩემს ღირსებას სცხებდა ჩირქს.





ჰიუმ კარგად გამოიყენა ჩემი ნაკლი. ის ხედავდა, რომ არტური არ იყო მაგარი აგებულებისა და

იმედი ჰქონდა, უარესიც დაემართებაო. თვითონ კი მისი უბედურებით ისარგებლებდა და მე რომ

თავიდან მოვეშორებინე... მაგრამ გრძელი ამბავი გახლავთ, ჩემო ხელმწიფევ. მოკლედ რომ

ვთქვა, უმცროსმა ძმამ მოხერხებულად გააზვიადა ჩემი ნაკლი და ბოროტმოქმედებად აქცია.

თავისი უმსგავსი მოღვაწეობა იმით დააბოლოვა, რომ ჩემს ოთახში იპოვა აბრეშუმის კიბე,

რომელიც თვითონვე მომიგდო. ამით და მოსყიდული მსახურებისა და სხვა მატყუარა

არამზადების ჩვენებით, მამაჩემი დაარწმუნა, ვითომ მე ჩემი ედითის გატაცებასა და შერთვას

ვაპირებდი.





მამაჩემმა გადაწყვიტა, სამი წლით ინგლისიდან გავეძევებინე. ეს მისი აზრით, მეომრად და

ვაჟკაცად მაქცევდა და ჭკუას მასწავლიდა. ომებში გამოვკაჟდი, უხვად ვიგემე გაჭირვება და

ბედის უკუღმართობა. თავს ბევრი რამ გადამხდა. უკანასკნელი ბრძოლის დროს ტყვედ

ჩავვარდი და შვიდი წლის განმავლობაში უცხო საპყრობილეში ვიტანჯებოდი. ჭკუითა და

მამაცობით როგორც იქნა თავი დავაღწიე იქაურობას და აქეთკენ გამოვეშურე. ეს არის, ჩამოვედი.

ტანთ არ მაცვია და ფულიც ცოტა მაქვს. არც ის ვიცი, რა მოხდა ამ შვიდი წლის განმავლობაში

ჰენდონის კოშკში, რა მოუვიდა იქაურებს და იქაურობას. აი, ჩემო ხელმწიფევ, მთელი ჩემი

თავგადასავალი.





- სამარცხვიოდ დაუჩაგვრიხარ! - თქვა პატარა მეფემ. - მაგრამ წმინდა ჯვარს ვფიცავ, მე

დაგიბრუნებ უფლებებს. ეს მეფური სიტყვაა!

ჰენდონის თავგადასავალით აღშფოთებული მეფე ალაპარაკდა და განცვიფრებულ მსმენელს

მთელი თავისი უბედურება გადაუშალა. მაილსი ისმენდა და ფიქრობდა: `შეხე, რა შეთხზვის

ნიჭი აქვს! მართლაც რომ არა ჰქონია უბრალო გონება, თორემ ვერც ავადმყოფი და ვერც საღი

არაფრიდან ასეთ წრფელსა და ჭრელ ამბავს, ასეთ წარმტაც ზღაპარს ვერ შეთხზავდა. საბრალო

შეშლლი ბიჭი! ვიდრე ცოცხალი ვარ, მას არც მეგობარი მოაკლდება და არც თავშესაფარი. არ

მოვიშორებ, ჩემი ნებიერი, პატარა ამხანაგი იქნება. უნდა განიკურნოს და გაჯანსაღდეს. მერე

სახელს მოიხვეჭ და რა სიამაყით ვიტყვი: `ჩემია, მე მაშინ ავიყვანე, როდესაც უსახლკარო, პატარა

მაწანწალა იყო. მაშინვე მივხვდი, რისი უნარიც ჰქონდა და ვთქვი, რომ ოდესმე სახელს

გაითქვამდა. შეხედეთ, ხომ მართალი ვყოფილვარ-მეთქი?!'

დაფიქრებული მეფე კი დინჯად განაგრძონდა:



- შენ შეურაცხყოფას და დამცირებას გადამარჩინე. შეიძლება სიცოცხლეც და მასთან ერთად

გვირგვინიც შემინარჩუნე. დიდი ჯილდოს ღირსი ხარ. თქვი, რა გსურს და თუ ეს ჩემი სამეფო

ძალაუფლების ფარგლებს არ აღემატება, ეგისრულებ.

ამ ფანტასტიკურმა წინადადებამ ჰენდონი ოცნებიდან გამოიყვანა. მეფისთვის მადლობის

გადახდას აპირებდა, უნდა ეთქვა, რომ მხოლოდ თავისი მოვალეობა შეასრულა და ჯილდო არ

ეკუთვნოდა, მაგრამ თავში უფრო ჭკვიანური აზრი მუვიდა და მოსაფიქრებლად რამდენიმე

წუთი ითხოვა. მეფემ დარბაისლურად მოიწონა ეს აზრი და შენიშნა, რომ ასეთი

დიდმნიშვნელოვანი საქმის დროს, მართლაც, უმჯობესია აუჩქარებლობაო.

მაილსმა რამდენიმე წუთს იფიქრა, მერე გადაწყვიტა: `ჰო, ასე აჯობებს, სხვა საშუალებით ამას

ვერ მივაღწევ, ამ ერთი საათის გამოცდილლებამ დამარწმუნა, რომ ასე ყოფნა მეტად

მომქანცველი და უხერხული იქნება. ჰო, ამას ვთხოვ! რა ბედნიერებაა, რომ მოვიფიქრე და

ვისარგებლე ამ შემთხვევით~. მერე ცალ მუხლზე დაიჩაოქა და თქვა:





- ჩემი უბრალო სამსახური ყოველი ქვეშევრდომის ჩვეულებრივ მვალეობას არ გასცილებია და

ამიტომ დამსახურებად არ ჩაითვლება. მაგრამ რაკი თქვენი უდიდებულესობა მას ჯილდოს

ღირსად სცნობს, ვკადნიერდები და შემდეგს ვთხოვთ: დაახლოებით ოთხასი წლის წინათ,

როგორც თქვენმა მოწყალებამ იცის, ინგლისის მეფე ჯონსა და საფრანგეთის მეფეს შორის

შუღლის დასაცხრობად გადაწყვიტეს, ორივე ქვეყნის თითო ფალავანი ერთმანეთს შეხვედროდა

ასპარეზზე და, ამრიგად, ღვთის განგებით აეშორებინათ დიდი სისხლის ღვრა. შეტაკების

განსასჯელად ეს ორი მეფე გაემგზავრა, მათთან იყო ესპანეთის მეფეც. მაგრამ ისეთი

თავზარდამცემი ეჩვენათ ფრანგი ფალავანი, რომ ვერც ერთმა ინგლისელმა რაინდმა ვერ გაბედა

მასთან შებმა. ამრიგად, ჩხუბი, და ისიც იმისათანა მნიშვნელოვანი ჩხუბი, ინგლისელების

დამარცხებით უნდა დამთავრებულიყო. მაშინ ტაუერში იჯდა ლორდი დე კურსი უძლიერესი

მეომარი ინგლისისა, ღირსებააყრილი და ქონებაჩამორთმეული. იგი ხანგრძლივ ტყვეობაში

იტანჯებოდა. დახმარება მას სთხოვეს. ისიც დათანხმდა და საბრძოლველად შეჭურვილი

გამოვიდა. მისი უზარმაზარი ტანის დანახვა და განთქმული სახელის გაგონება საკმარისი იყო,

რომ ფრანგი გაქცეულიყო. ამრიგად, საფრანგეთის მეფემ ბრძოლა წააგო. მეფე ჯონმა დე კურსის

ხარისხი და ქონება დაუბრუნა და უთხრა: `თქვი, რა გსურს და, ნახევარ სამეფოდაც რომ

დამიჯდეს, აგისრულებო~. დე კურსიმ დაიჩოქა, როგორც ახლა მე, და მიუგო: `აი რას გთხოვ,

ჩემო მეფეო, მე და ჩემს შთამომავლობას მისი უფლება მოგვანიჭე, რომ ამიერიდან, ვიდრე

ინგლისის სამეგო ტახტი მტკიცედ დგას, მეფეების წინაშე ქუდი არ მოვიხადოთო'. როგორც შენს

უდიდებულესობას მოეხსენება, თხოვნა შეწყნარებულ იქნა. არ ყოფილა ამ ოთხასი წლის

განმავლობაში ისეთი დრო, რომ ამ გვარს მემკვიდრე არა ჰყოლოდა და დღემდე ამ ძველებური

ოჯახის უფროსიც არც ქუდს იხდის მეფის წინაშე, არც მუზარადს და საამისოდ არც ნებართვას

ითხოვს. ამის ნება სხვას არავის აქვს. მეც ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ვემუდარები მეფეს,

მომანიჭოს ეს ერთი მოწყალება, რაც ჩემთვის საკმაოზე მეტი ჯილდო იქნება სახელდობრ: 



მე და

ჩემს მემკვიდრეებს მუდამ შეგვეძლოს ვისხდეთ ინგლისის მეფის თანდასწრებით.

- ადექი, რაინდო სერ მაილს ჰენდონ, - უთხრა დინჯად მეფემ და რაინდად კურთხევის

წესისამებრ, მისივე ხმლის ყუა დაჰკრა მხარზე. - წამოდექი და დაჯექი, შენი თხოვნა

შეწყნარებულია. ვიდრე ინგლისის არსებობს, ეს უფლება ძალაში დარჩება.

მისი უდიდებულესობა ჩაფიქრებული განზე გადგა, ხოლო ჰენდონი სკამზე დაეშვა.



`მშვენიერი აზრი იყო, - გაიფიქრა მან, - გაჭირვებიდან მიხსნა. ძლივს ვიდექი ფეხზე. ეს რომ არ

მომეფიქრებინა, რამდენიმე კვირა კიდევ მომიხდებოდა ფეხზე დგომა, სანამ ჩემს საბრალო ბიჭს

შეშლილობა გაუვლიდა! ასე რომ, ახლა ოცნებისა და მოჩვენებების სამეფოს რაინდი გავხდი,

მეტად არაჩვეულებრივი და უცნაური მდგომარეობაა ჩემისთანა ფხიზელი გონების

პატრონისათვის. კი არ დავცინი, ღმერთმა დამიფაროს, ეს ჩემთვისაა უაზრო, თორემ მისთვის

მნიშვნელოვანია! ეს მის ნაზსა და კეთილშობილ ბუნებას ააშკარავებს!~ ცოტა ხნის შემდეგ

დაუმატა: `მაგრამ რა იქნება, საჯაროდაც რომ ასე მომმართოს! რა სასაცილო განსხვავება იქნება

ჩემს ტიტულსა და ტანსაცმელს შორის! მაგრამ სულ ერთია, რაც უნდა, ის დამიძახოს, მე

კმაყოფილი ვიქნები'.



 



                                                                    თავი მეცამეტე




 

 

 

უფლისწულის დაკარგვა

რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე ამხანაგს ძილი მოერია.






- მომაშორე ეს ძონძები, - თქვა მეფემ.

ჰენდონმა ხმაამოუღებლივ გახადა ბიჭს, ჩააწვინა ლოგინში, მერე მიიხედ-მოიხედა და

დაღონებით წაილაპარაკა: 

- ისევ ჩემს საწოლს დაეპატრონა. რა უნდა ვქნა?

პატარა მეფემ შეამჩნია დაბნეულობა და ხელად გაფანტა მისი ყოყმანი; ძილმორეული ხმით

უთხრა:



- შენ კართან დაწვები და მიყარაულებ. - ერთი წუთის შემდეგ ღრმა ძილმა მთელი მწუხარება

დაავიწყდა.

- საბრალო! მეფედ უნდა დაბადებულიყო! - წაიბუტბუტა აღტაცებით ჰენდონმა, - შესანიშნავად

ასრულებს თავის როლს.



მერე კართან იატაკზე გაიშოტა და კმაყოფილებით თქვა:

- ეს შვიდი წელი უარესად ვცხოვრობდი. უმადურება იქნება ზეცის წინაშე ამის დაწუნება.

გარიჟრაჟზე ჩაეძინა. დაახლოებით შუადღისას წამოდგა, ფრთხილად გადახადა საბანი თავის

შვილობილს და კანაფით ზომა აუღო. მეფემ გაიღვიძა, მცივაო, შესჩივლა და ჰკითხა, რას

აკეთებო.



- უკვე მოვრჩი, ჩემო მეფეო, - მიუგო ჰენდონმა, - ქალაქში რაღაც საქმე მაქვს, წავალ და ახლავე

დავბრუნდები. დაიძინე ისევ, შენ დასვენება გჭირდება. აი ასე, თავზედაც დაგახურავ, მალე ისევ

გათბები.

არც კი გაეთავებინა ლაპარაკი, რომ მეფე ისევ ძილის სამყაროს დაუბრუნდა. მაილსი ჩუმად

გაიპარა და ოცდაათი თუ ორმოცი წუთის შემდეგ ჩუმადვე შემოიპარა, თან ბიჭისათვის

იაფფასიანი ერთი ხელი ნახმარი, მაგრამ სუფთა ტანისამოსი მოიტანა. ჩამოჯდა და ნავაჭრს

დაუწყო სინჯვა.



`უფრო სქელი ჯიბე რომ მქონოდა, უეთესს ვიყიდდი. რა გაეწყობა, რაც მაქვს, იმით უნდა

დაკმაყოფილდეს.

`ჩვენს ქალაქში ერთი ქალი,

ერთი ქალი ცხოვრობდა...'



დაიწყო მან და მაშინვე ხმას დაუწია.

`მგონი, გაინძრა... ნეტა რას ვღრიალებ! რად ვუფრთხობ ძილს, გრძელი გზა მოელის. ეს

კამზოლი... საკმაოდ კარგია... აქ გაიკერება, იქ ჩაიკერება და კარგად მოუვა. შარვალი უკეთესია,

თუმცა არც ამას ავნებს აქა-იქ გაკერვა... წაღები ძალიან კარგი და მაგარია, ფეხები თბილად და

მშრალად ექნება. ეს ალბათ სულ ახალი რამ იქნება ამისთვის, ალბათ ზამთარ-ზაფხულ

ფეხშიშველა დარბის... ნეტავი პურიც ძაფივით იშოვებოდეს! ერთ ფანტინგად მთელი წლის

სამყოფი მომცეს, თან კი სართად ნემსიც გამოაყოლეს. რა ჯოჯოხეთი იქნება ამის აგება'.



მართლაც მეტად გაუძნელდა და ისე მოიქცა, როგორც კაცები ჩვეულებრივ იქცევიან ხოლმე და

ალბათ უკუნითი უკუნისამდე ასე მოიქცევიან: ნემსი გაუნძრევლად ეჭირა და ცდილობდა, ძაფი

გაეყარა ყუნწში. ძაფი კი ხან ერთ მხარეზე მოექცეოდა, ხან მეორეზე, ხან ეკეცებოდა, მაგრამ

მაილსი მოთმინებიდან არ გამოდიოდა, ჯარში ყოფნის დროს ამ წამებას შეეჩვია. ბოლოს მიაღწია

კიდეც თავის მიზანს, აიღო ხელში ტანისამოსი და მუშაობას შეუდგა.



`სასტუროს ფული გადახდილია, ამ საუზმისაც, ახლა რომ უნდა მოიტანონ. იმდენი კიდევ

დამრჩა, რომ წყვილი ვირი ვიყიდო და ორი-სამი დღე, ჰენდონ-ჰოლში მისვლამდე, პურიც არ

გამოგველიოს...'

`ახლა გავაღვიძებ, ჩავაცმევ, პირს დავაბანინებ, ვაჭმევ და მერე ბაზრისკენ გავეშურებით

საუთუორკში... იქნება აბრძანება ინებოთ, ჩემო მეფეო! რაკი ისე მაგრა სძინავს, რომ არაფერი

ესმის, მეტი ღონე არ არის, უნდა ხელის შეხებით შევბღალო მისი წმინდა პიროვნება. ეს რაა!'

გადახადა საბანი და... ბიჭი იქ აღარ დაუხვდა.



განცვიფრებულმა და გაშტერებულმა მაილსმა უსიტყვოდ მოავლო იქაურობას თვალი. მხოლოდ

მაშინღა შეამჩნია, რომ აღარც ბიჭის ძონძები ჩანდა. გააფრთდა, აბობოქრდა და ყვირილი დაიწყო,

სასტუმროს პატრონს უხმობდა. ამ დროს მსახურმა საუზმე შემოიტანა.



- გამაგებინე, რა მოხდა, შე ეშმაკის კერძო, ან სიცოცხლეს გამოესალმე! - დაიღრიალა მეომარმა

და ისე ეცა, რომ მსახურს შიშისა და გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა. - სად არის ბიჭი?

აკანკალებული მსახური უთავბოლოდ, მარცვალ-მარცვალ აწვდიდა ცნობებს:

- გახვედით თუ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ვიღაც ახალგაზრდამ მოირბინა და თქვა, რომ

თქვენი მოწყალება ბიჭს თავისთან იბარებდა ხიდის ბოლოში, საუთუორკის მხარეს.



შემოვიყვანე. მან გააღვიძა ბიჭი და დანაბარები გადასცა. ბიჭმა ერთი კი წაიბუზღუნა: `ასე ადრე

რას შემაწუხესო', მაგრამ მაშინვე გადაიცვა ძონძები და ყმაწვილს გაჰყვა, თან დაუმატა: `უფრო

თავაზიანი საქციელი იქნებოდა, თქვნი მოწყალება თვითონვე ხლებოდა და ვიღაც სხვა არ

გამოეგზავნა, თორემ ასე გამოდისო...'



- ისე გამოდის, რომ ბრიყვი ყოფილხარ! ბრიყვი! ღმერთმა ამოაგდოს შენი ჯილაგი! მაგრამ იქნებ

არაფერი მომხდარა, იქნებ არაფერი დაუშავა ბიჭს? წავალ და მოვიყვან. შენ სუფრა გაშალე.

მოიცა! საბანი ისე იყო გაშლილი, თითქოს ვიღაც წევსო... იქნებ განგებაა ასე?



- არ ვიცი, ჩემო კეთილო ბატონო. ის კი დავინახე, რომ ახალგაზრდა კაცი მანდ ფათურობდა,

ბიჭის წასაყვანად რომ მოვიდა, ის კაცი!



- ეშმაკმა დასწყევლოს! ცხადია, განგებ, ჩემს მოსატყუებლად, იმისათვის, რომ დრო მოეგოთ.

ყური მიგდე! მარტო იყო ის ყმაწვილი?

- სულ მარტო, თქვენო მოწყალებავ.

- მოიგონე, კარგად მიფიქრე, ნუ ჩქარობ გესმის?

ერთი წუთით დაფიქრების შემდეგ მსახურმა უთხრა:

- აქ არავინ მოჰყოლია, მაგრამ ახლა მაგონდება, როდესაც ორივე ხიდზე ხალხს შეერივნენ,

საიდანღაც იმათ ახლოს გამოჩნდა ავაზაკური შესახედაობის კაცი. მაგრამ, როცა ისიც მათ

შეუერთდა...



- რა მოხდა? ჩქარა! - დაიჭექა მოუთმენელმა ჰენდონმა და სიტყვა შეაწყვეტინა.

- სწორედ მაშინ შთანთქა ისინი ბრბომ და ვეღარაფერი დავინახე. მე პატრონა დამიძახა, ჩემზე

იყო გაჯავრებული: ნოტარიუსისთვის შემწვარი ხორცი დავიწყებოდათ, მე კი ყველა წმინდანი

მომყავს მოწმედ, რომ ჩემზე გაჯავრება ამ დანაშაულისათვის იგივე იყო, როგორც ჯერ

დაუბადებელი ბავშვის სამსჯავროს წინაშე გაწევა მომავალი ცოდვ...



- თვალიდან დამეკარგე, შე გამოტვინებულო! შენი ყბედობა მაგიჟებს! სად გარბიხარ! ერთი

წუთით გაჩერება არ შეგიძლია? საუთუორკისაკენ წავიდნენ?

- დიახ, თქვენო მოწყალებავ... რადგანაც, როგორც წეღან მოგახსენეთ, დაუბადებელი ბავშვივით

უდანაშა...



- კიდევ აქა ხარ? კიდევ ყბედობ? დაიკარგე, თორემ მიგახრჩობ! - მსახური გაქრა. ჰენდონი უკან

გაჰყვა, გადაასწრო, ორ-ორ საფეხურზე ხტებოდა, თან ბუტბუტებდა:



`უეჭველია, ის საზიზღარი არამზადა იქნებოდა, მამობას რომ ჩემულობდა. დამეკარგე, ჩემო

საწყალო, პატარა შეშლილო ბატონო? რა მწარეა ეს ფიქრი. მერე ისევ შემიყვარდი! არა, ყველა

წმინდანსა ვფიცავ, ვერსად დამეკარგება. მთელ ქვეყანას გადავაბრუნებ და ვიპოვი! საწყალი

ბავშვი! ოხრად დაგვრჩა საუზმე. მაგრამ ახლა რა დროს ეგ არის... დაე, ვირთაგვებმა მიირთვან...

ჩქარა, ჩქარა, თორემ დავიგვიანებ! _ ჰენდონი სწრაფად იკაფავდა გზას ხიდზე მოყაყანე ხალხში.

თან სასიამოვნო ფიქრი დასტრიალებდა: `იბუზღუნა, მაგრამ გაჰყვა, დიახ, გაჰყვა, რაკი ეგონა,

რომ მაილს ჰენდონმა დაიბარა. საყვარელი ბიჭი! ამას სხვისთვის არასოდეს არ გააკეთებდა, მე

მჯერა!'





                                                                          თავი მეთოთხმეტე



 



იმავე დღეს განთიადისას ტომ კენტის ღრმა ძილის შემდეგ გამოეღვიძა და თვალები სიბნელეში

გაახილა. რამდენიმე წუთი ჩუმად იწვა და ცდილობდა არეულ ფიქრებსა და შთაბეჭდილელბში

გარკვეულიყო, მათი მნიშვნელობა გაეგო. მერე ერთბაშად აღტაცებული, მაგრამ ფრთხილი ხმით

წამოიძახა:



- მივხვდი, ყველაფერს მივხვდი! გავიღვიძე, როგორც იქნა. სალამი სიხარულს! შორს მწუხარება!

ნენ! ბეტ! გადაყარეთ თქვენი ჩალა და ჩქარა მოდით ჩემთან. ყურებს არ დაუჯერებთ.

ფანტასტიკურ სიზმარს გიამბობთ, რომლის მსგავსი ჯერაც არ მოუგვრიათ ადამიანისათვის

ღამის სულებს. ეი, ნენ, ყური მიგდე! მეტ!



ლოგინთან აჩრდილი აიმართა და ვიღაცამ თქვა:

- ინებებ რამეს?

- რას ვინებებ? ვაიმე, ვიცნობ შენს ხმას! მითხარი, მე ვინ ვარ?

- ვინ ბრძანდები? წუხელ უელსის უფლისწული იყავი, დღეს კი ჩემი მოწყალე ხელმწიფე

ედუარდი, ინგლისის მეფე ბრძანდები.



ტომმა თავი ბალიშებში ჩამალა და შესაბრალისად წაიბურტყუნა:

- ვაი რომ ეს სიზმარი არ ყოფილა! წადი და მოისვენე, კეთილო სერ, მე ჩემს დარდებთან

დამტოვე.

ტომმა ისევ დაიძინა და რამდენიმე ხნის შემდეგ საამური სიზმარი ნახა: თითქოს ზაფხული იყო

და ტომი სულ მარტოდმარტო თამაშობდა მშვენიერ მინდორში, რომელსაც გუდმენსფილდი

ჰქვია. უეცრად ერთი ფუტის სიმაღლე, გრძელ წითურქილვაშებიანი კუზიანი ქონდრისკაცი

გამოეცხადა და უთხრა:



`ამ ჯირკვთან მოთხარე'.

ტომმა დაუჯერა და იპოვა თორმეტი ბრწყვიალა ახალი პენი. ზღაპრული სიმდიდრე! ამით როდი

გათავდა ყველაფერი! ქონდრისკაცმა უთხრა:

`მე შენ გიცნობ. კარგი და ღირსეული ბიჭი ხარ; შენს მწუხარებას ბოლო მოეღო, შენი

დაჯილდოების დღე დადგა. მოთხარე ხოლმე აქ ყოველ მეშვიდე დღეს და ყოველთვის ასეთსავე

განძს _ თორმეტ ბრჭყვიალა ახალ პენის ნახავ... ოღონდ არავის უთხრა, საიდუმლოდ შეინახე'.



მერე ქონდრისკაცი გაქრა და ტომი ამ სიმდიდრით თავისი უბნისკენ გაქანდა. თან ფიქრობდა:

`ყოველღამე მამას თითო პენის მივცემ, ის იფიქრებს, რომ მე მათხოვრობით ვიშოვე. გაუხარდება

და აღარ მცემს. თითო პენის კვირაში კეთილ მოზღვარს მივართმევ! დანარჩენი ოთხი პენი

დედას, ნენს და ბეტს. ბოლო მოეღო შიმშილსა და ძონძებში ყოფნას. მორჩა შიში და გაჭირვება!'

სიზმარში ძლივსღა სუნთქვადა, როდესაც თავის ბინძურ სახლს მიაღწია, მაგრამ თვალები

მხიარლად უთამაშებდა. დედას ოთხი პენი ჩაუყარა და შეჰყვირა:

`ეს შენ! სულ შენ! შენ! ნენსა და ბეტს! პატიოსანი გზით ნაშოვნია, არც ნამათხოვრებია და არც

მოპარული!'



ბედნიერმა და გაკვირვებულმა დედამ გულში ჩაიკრა და შესძახა:

_ უკვე გვიანია. იქნებ ადგომას ინებებს თქვენი უდიდებულესობა?

აჰ, ამ პასუხს კი არ ელოდა. სიზმარი გაიფანტა... გაეღვიძა.

თავალები გაახილა. მის საწოლთან დაჩოქილიყო მდიდრულად ჩაცმული პირველი ლორდი

პირისფარეში. მაცდური სიზმრის სიხარული გაქარწყლდა, საწყალმა ბიჭმა დაინახა, რომ ისევ და

ისევ მეფე იყო. ოთახი ძოწეულ, სამგლოვიარო ფერის მოსასხამებში გამოწყობილი

კარისკაცებითა და წარჩინებული მსახურებით იყო სავსე. ტომი საწოლზე წამოჯდა და მძიმე

აბრეშუმის ფარდებიდან ამ საუცხოო სანახაობას ყურება დაუწყო.



დაიწყო ჩაცმის რთული და მომაბეზრებელი ცერემონია. კარისკაცები სათითაოდ იჩოქებდნენ,

პატარა მეფეს თაყვანსა სცემდნენ და თანაგრძნობას უცხადებდნენ მძიმე დანაკარგის გამო. ჩაცმა

ამასობაში თავის რიგზე მიდიოდა. თავდაპირველად პერანგი აიღო ლორდმა

მეჯინიბეთუხუცესმა და გადასცა პირველ ლორდ ბაზიერთუხუცესს. მან, თავის მხრივ, გადასცა

მეორე ლორდ პირისფარეშს.



 იმან - უინძორის ტყის მთავარ მეტყევეს, ამან გადასცა მესამე

დარბაზბატონს, იმან - ლანკასტერის საჰერცოგოს სამეფოს კანცლერს, ამან - მთავარ

პირისფარეშს, იმან ნორროის ჰეროლდმთავარს, რომელმაც ტაუერის კომენდანტს გადასცა, ამან

კი - ლორდ გამრიგეს, იმან - ხელსაცოხის მემკვიდრეობით გამკეთებელს, ამან - ინგლისის

ლორდ ადმირალს, - იმან - კენტერბერის არქიეპისკოპოსს, ამან გადასცა ლორდ

მესაწოლეთუხუცესს, რომელმაც აიღიო პერანგი, ან უკეთ, რაც პერანგისაგან დარჩა, და ტომს

ჩააცვა. ტომს მოაგონდა ხანძრის დროს წყლით სავსე ჭურჭელის ერთიმეორსთვის გადაცემა.





თითოეულ ჩასაცმელს უნდა გაევლო ეს საზეიმო პროცესია. ტომი დაიქანცა და უდიდესი

სიხარული იგრძნო, როდესაც დაინახა, როგორ დაიწყეს მოგზაურობა და ბოლოს მასთან

მიაღწიეს მისმა გრძელმა აბრეშუმის წინდებმა. ის მიხვდა, რომ ცერემონია ბოლოვდებოდა.

მაგრამ სიხარული ნაადრევი გამოდგა. ლორდმა მესაწოლემ მიიღო წინდა და ის იყო ტომისთვის

უნდა ჩაეცვა რომ უეცრად სახეზე ალმური მოედო, გაშტერებულმა საჩქაროდ უკანვე მიაჩეჩა

წინდები კენტერბერის არქიეპისკოპოსს და წასჩურჩულა:



`ხედავთ მილორდ!'

 - მიუთითა წინდაზე.

არქიეპისკოპოსი გაფითრდა. მერე გაწითლდა, გადასცა წინდა ლორდ ადმირალს და

წასჩურჩულა:

`ხედავთ, მილორდ!'

ადმირამლა წინდა ხელსახოცის მემკვიდრეობით გამკეთებელს გადასცა და ქოშინით წამოიძახა:

`ხედავთ მილორდ!'

წინდა უკვე უკან გაემგზავრა მწკრივში, გადაეცა სახლთუხუცესს, ტაუერის კომენდანტს,

ნორროის ჰეროლდმტავარს, მთავარ პირისფარეშს, ლანკასტერის საჰერცოგოს სამეფოს

კანცლერს, მესამე პირისფარეშს, უინძორის სატყეოს მთავარ მეტყევეს, მეორე ლორდ მესაწოლეს,

ლორდ ბაზიერთუხუცესს. თან სულ დაფეთებული და შეშინებული სიტყვები სდევდა:

`ხედავთ, ხედავთ?'



ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე მორიგე მეჯინიბეთუხუცესს არ მოხვდა ხელში. ფერმიხდილი

მეჯინიბეთუხუცესი ერთი წუთით დააშტერდა იმას, რამაც მთალი ეს სასოწარკვეთილება

გამოიწვია, და ხრინწიანი ხმით წაიჩურჩულა:



`ღმერთო ჩემო, აბზინდა გაწყვეტილა! ტაუერში უკარით თავი მეფის წინდების მთავარ მცველს!'

- და ძალის მოსაკრებად მხარზე ლორდ ბაზიერთუხუცესს დაეყრდნო. ამასობაში მოიტანეს

ახალი წინდები მთელი ზონრებით.



ყველაფერს დასასრული აქვს, ტომმაც შეძლო საწოლიდან წამოდგომა. საგანგებოდ

განკუთვნილი მოხელე წყალს უსხამდა, მეორე მოხელე ბანდა, მესამე გვერდით ედგა

პირსახოცით, რომმა თანდათან უვნებლად განვლო განწმენდა და მეფის დალაის ხელში ჩავარდა.

ბოლოს, როდესაც ამ ოსტატის ხელიდან გამოვიდა, გოგონასავით მოხდენილი და ლამაზი იყო,

ძოწეულის წამოსასხამსა და მოკლე შარვალში გამოწყობილი, ძოწეულის ფრთიანი ქუდით.

დიდი ამბით გაემართა თავის სასაუზმე ოთახში. დერეფანში კარისკაცების მთელი მწკრივი იდგა.

კარისკაცები განზე გადგნენ, გზა გაუთავისუფლეს და მუხლი მოიდრიკეს.



საუზმის შემდეგ ტომი მეფის შესაფერისი ცერემონიით დიდი კარისკაცებისა და

მოოქრულშუბებიანი ორმოცდაათი ქეშიკის თანხლებით ტახტისაკენ გაემართა, სადაც

სახელმწიფო საქმეების გამგებლობას შეუდგა. მისი `ბიძა', ლორდი ჰერტფორდი ტახტთან

დადგა, რომ ბრძნული რჩევით დახმარებოდა მეფეს.



გამოცხადდა მეფის ანდერძის აღმსრულებლად დასახლებულ წარჩინებულთა ჯგუფი, რათა

ზოგიერთ ბრძანებაზე ტომის თანხმობა მიეღო. ეს ფორმალური მხარე იყო და, იმავე დროს, არც

იყო ფორმალური, ვინაიდან პროტექორი ჯერ არ დაენიშნათ. კენტერბერის არქიეპისკოპოსმა

ანდერძის აღმასრულებელთა საბჭოს დადგენილება მოახსენა განსვენებული სახელოვანი მეფის

დაკრძალვის შესახებ და ანდერძის აღმასრულებელთა ხელმოწერის წაკითხვით დააბოლოვა.

ხელს აწერდნენ: კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ინგლისის ლორდ-კანცლერი, უილიამ სენტ

ჯონი, ჯონ ლორდ რესელი, ჰერტფორდის გრაფი ედუარდი, ჯონ ვიკონტ ლილი, კუტბერტი,

დურჰემის ეპისკოპოსი.



ტომი ყურს არ უგდებდა. მას აფიქრებდა ერთი წინა მუხლი. მიბრუნდა და ლორდ ჰერტბორტს

წასჩურჩულა:

- რა დღეს არის დანიშნული დარძალვა?

- მომავალი თვის თექვსმეტს, ხელმწიფეო.

- რა უცნაურობაა, განა შეინახება?



საწყალი ბიჭი! მისთვის ახალი იყო სამეფო წესები. ის შეჩვეული იყო, რომ თავისი ქუჩის

უჭირისუფლო მიცვალებულებს სულ სხვაგვარი სიჩქარით იშორებდნენ თავიდან. მაგრამ

ლორდმა ჰერტფორდმა ერთი-ორი სიტყვით დაამშვიდა. სახელმწიფო მდივანმა საბჭოს

დადგენილება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მეორე დღეს ინიშნებოდა უცხოეთის

დესპანების მიღება, და მეფის თანხმობას ითხოვდა.



ტომმა კითხვით შეხედა ჰერტფორდს. ლორდმა წასჩურჩულა:

- თქვენი უდიდებულესობა თანხმობას განაცხადებს. ისინი მოსულნი არიან მათი მბრძანებლის

სახელით, რომ სამძიმარი გამოგიცხადონ იმ დიდი უბედურების გამო, რაც თავს დაგატყდა შენ

და ინგლისის სახელმწიფოს.



ტომი დარიგებისამებრ მოიქცა. მეორე მდივანმა განსვენებული მეფის შინაური ხარჯების ამბავი

მოახსენა. ხარჯები ექვსი თვის განმავლობაში 28 000 გირვანქა სტერლინგს აღწევდა. ეს ისეთი

დიდი თანხა იყო, რომ ტომ კენტის სუნთქვა შეეკრა. იგივე მოუვიდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ამ

ფულიდან 20 000 გირვანქა სტერლინგი ჯერაც გადაუხდელი ვალი იყო. და იგივე დაემართა,

როდესაც აღმოჩნდა, რომ მეფის სალარო თითქმის ცარიელი იყო, ხოლო მისი ათას ორასი

მოსამსახურე დიდად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯამაგირების მიუღებლობის

გამო. ტომმა ცოცხლად გამოხატა თავისი შეშფოთება.



- ცხადია, გავკოტრდებით! საჭიროა და აუცილებელიც, უფრო პატარა სახლი დავიჭიროთ,

დავითხოვოთ მოსამსახურეები, რადგანაც ჭკუისათვის შემაწუხებელი და სულისათვის

დამამცირებელი მომსახურებით თავის მობეზრების მეტს არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ

ტიკინას შეშვენის, რომელსაც არც ტვინი აქვს და არც ხელები. მე მაგონდება პატარა სახლი

თევზის სავაჭრო მოედნის თავში, ბილინსგეიტთან...



ტომს მაგრად მოუჭირეს მკლავზე, სულელური ჩმახვა შეაწყვეტინეს და გააწითლეს, მაგრამ იქ

მყოფთა შორის არც ერთს არ დასტყობია სახეზე, რომ შეამჩნია ან ყურადღება მიაქცია ამ უცნაურ

ლაპარაკს.



მდივანმა მოახსენა, რომ ვინაიდან განსვენებულმა მეფემ ანდერძში ჰერტფორდის გრაფისათვის

ჰერცოგის ხარისხის მიცემა გაითვალისწინა და მისი ძმა, ტომას სეიმური, პერობამდე აამაღლა,

აგრეთვე, ჰერტფორდის შვილი გრაფის ხარისხამდე და კიდევ სხვა ტახტის დიდი მსახურების

განდიდებაც ჰქონდა გათვალისწინებული, სათათბირომ გადაწყვიტა, ამის შესასრულებლად და

დასამტკიცებლად, 16 თებერვალს დანიშნოს კრება. აგრეთვე, ვინაიდან მეფემ წერილობით არ

უბოძა ამ ხარისხის შესაფერისი მამულები, სათათბირომ, რომელიც იცნობდა მეფის სურვილს,

საჭიროდ სცნო, სეიმურისათვის ებოძებინა ხუთასი გირვანქის საფასური მიწა, ჰერტფორდის

შვილისათვის რვაასი გირვანქის საფასური მიწა, რომელიც...



ის იყო ტომს უნდა წამოეროშა, ჯერ განსვენებული მეფის ვალების გასტუმრება სჯობს მთელი ამ

ფულის დაფატვასო, მაგრამ წინდახედულმა ჰერტფორდმა დროზე წაავლო მაჯაში ხელი და

გადაარჩინა ამ უგუნურებას. ტომმა მეფური დასტური მისცა, თუმცა გულში არ ესიამოვნა. იჯდა

ტომი და ფიქრობდა, რა თავისუფლად ახდენდა იგი უცნაურ და ბრწყინვალე სასწაულებს. უცებ

თავში ბედნიერმა აზრმა გაუელვა; რატომ არ შეიძლებოდა, რომ დედამისი ნასუფრალთა ქუჩის

ჰერცოგინიად გადაექცია და მამული მიეცა მისთვის? მაგრამ სამწუხარო აზრმა მაშინვე

დაჩრდილა პირველი: მეფე მხოლოდ სახელით იყო, ეს დარბაისელნი და დიდკაცები მისი

ბატონები იყვნენ. მათთვის დედამისი დაავადებული გონების ნაყოფის მეტი არა იყო რა. ისინი

უნდობლად მოუსმენდნენ მას და მერე ექიმს დაუძახებდნენ.



მოსაბეზრებელი მუშაობა კვლავ გრძელდებოდა. კითხულობდნენ თხოვნებს და განცხადებებს,

ყოველგვარ მრავალსიტყვიან დამღლელ ქაღალდებს. ბოლოს ტომმა სევდიანად ამოიოხრა და

ჩაილაპარაკა: `რა დავაშავე, რომ კეთილმა ღმერთმა მინდვრებს, თავისუფალ ჰაერს და მზის შუქს

მომგლიჯა, აქ დამამწვდია, მეფედ მაქცია და ასეთი მწუხარება მარგუნა?~

მერე თავისი საწყალი არეული თავი ცოტა ხანს აკანტურა, ბოლოს მხარზე დაუვარდა და

იმპერიის საქმეებიც შეჩერდა უზენაესი ძალის, დამამტკიცებელი ძალაუფლების უყოლობის

გამო. მძინარე ბავშვის გარშემო სიჩუმე ჩამოვარდა. სახელმწიფო მოღვაწეებმა სჯა-ბაასი

შეწყვიტეს.



შუადღემდე თავისი მხლებლების, ჰერტფორდისა და სენტ ჯონის ნებართვით, ტომი მშვენივრად

გაერთო ლედი ელისაბედსა და პატარა ლედი ჯენ გრეისთან, მიუხედავად იმისა, რომ პრინცები

უგუნებოდ იყვნენ სამეფო სახლის დიდი უბედურების გამო. დარბაზობის ბოლოს მისმა

უფროსმა დამ, ისტორიაში `სისხლიანი მერის~ სახელით ცნობილმა, თავისი მოსვლით ცივი

წყალი გადაასხა. ტომის თვალში მისი მობრძანება მხოლოდ იმით იყო კარგი, რომ დარბაზობა

დიდხანს არ გაგრძელდა. რამდენიმე წუთი ტომი მარტო დარჩა. მერე მასთან შემოიყვანეს

დაახლოებით თორმეტი წლის მოხდენილი ბიჭი. ბიჭს შავი ტანსაცმელი ეცვა, მხოლოდ

ნაოჭებიანი საყელო და მაჯის არშიები ჰქონდა თოვლივით თეთრი. ძაძის არავითარი ნიშანი არ

ჰქონდა, გარდა მხარზე გაკეთებული მეწამული ნაჭრისა, ბიჭი თავჩაქინდრული, გაუბედავად

წამოვიდა და ტომის წინ მუხლი მოიდრიკა. ტომმა ერთ წუთს დინჯად უცქირა, მერე უთხრა:



- ადექი, ყმაწვილო. ვინა ხარ? რა გინდა?

ბიჭი წამოდგა და მოხდენილი უბრალოებით დადგა. მაგრამ სახეზე აღელვება ეტყობოდა.

- ალბათ გახსოვართ, მილორდ, მე ის ბიჭი ვარ, რომელსაც თქვენ მაგივრად წკეპლავენ.

- რომელსაც ჩემ მაგივრად წკეპლავენ? 



- დიახ, თქვენო მოწყალებავ. მე ჰამფრი ვარ, ჰამფრი მარლოუ.

ტომმა გაიფიქრა, ნეტა ამ ყმაწვილზე ჩემს მეურვეებს რამე ეთქვათო. როგორ უნდა მოექცეს? თავი

ისე აჩვენოს, ვითომ იცნობს ამ ბიჭს და მერე ყოველი სიტყვით დაამტკიცოს, რომ თავის დღეში არ

უნახავს? არა, ეს არ გამოადგება. ერთმა აზრმა იხსნა. ამისთანა შემთხვევები შეიძლებოდა ხშირად

მომხდარიყო, რაკი საქმეების გამო ჰერტფორდს და სენტ ჯონს, როგორც ანდერძის

აღმასრულებელთა სათათბიროს წევრებს, ხშირად მოუხდებოდათ მისი მარტო დატოვება. იქნებ

სჯობდა, თვითონვე მოეხაზა გეგმა და ყველაფერს ჯეროვნად დახვედროდა? დიახ, ეს ბრძნული

გზა იქნებოდა. ამ ბიჭზე ისწავლის და ნახავს, რას მიაღწევს. შეშფოთებულმა ხელი გადაისვა

შუბლზე და ორიოდე წუთის მერე თქვა:



- თითქოს მაგონდები, მაგრამ მწუხარებისაგან გონება არეული და ამღვრეული მაქვს.

- ვაი, ჩემო საწყალო ბატონო! - გულწრფელი სინანულით წამოიძახა გასაწკეპლმა ბიჭმა, თან

თავისთვის ჩაილაპარაკა: `მართლაც ასეა, როგორც ამბობენ, მისი გონების საქმე წასულია, ვაი

საწყალი! მაგრამ დალახვროს ღმერთმა, რა გულმავიწყი ვარ! აკი დამარიგეს: ისე უნდა აჩვენო

თავი, თითქოს ვერ ამჩნევო მის უცნაურობას'.



- უცნაურია, როგორ მღალატობს მეხსიერება ამ დღეებში, - თქვა ტომმა, - მაგრამ არაფერია,

ვატყობ, რომ უკეთ ვხდები. ხშირად პატარა რამ საკმარისია, რომ მომაგონდეს დავიწყებული

ამბები და სახელები, - მერე თავისთვის დაუმატა: `და არა მხოლოდ ეს, ისიც კი, რაც თავის

დღეში წინათ არ გამიგონია. ამას ეს ბიჭიც ნახავს'.

 - თქვი, რა გინდა.

- პატარა საქმე გახლავს, ჩემო მეფეო, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, მაინც მოგახსენებთ. ორი დღის

წინათ, როდესაც თქვენმა უდიდებულესობამ სამი შეცდომა დაუშვა ბერძნულში დილის

გაკვეთილზე... გაგონდებათ?

- მგონი, მახსოვს.



`ეს არც ტყუილია, ბერძნულისათვის ხელის მოკიდება და სამი კი არა, ორმოცი შეცდომის

დაშვება ჩემთვის ერთი იქნებოდა'.

- დიახ, მახსოვს... განაგრძე.



- მასწავლებელს გული მოუვიდა ასეთ, როგორც უწოდა, დაუდევარ მეცადინეობაზე და

დაიფიცა, რომ კარგად გამწკეპლავდა. ახლა...

- შენ გაგწკეპლავდა! - თქვა ტომმა, რომელიც სულ დაიბნა, - ჩემი დანაშაულისათვის შენ რატომ

უნდა გაეწკეპლე?



- თქვენ მოწყალებას ისევ ავიწყდება: როდესაც თქვენ არ იცით გაკვეთილი, ის ყოველთვის მე

მწკეპლავს.

- მართალია, მართალი, დამავიწყდა. შენ ცალკე მასწავლი ხოლმე და როდესაც შეცდომებს

ვუშვებ, ის ფიქრობს, რომ შენი მოვალეობა ცუდად შეგისრულებია და...

 - ო, ჩემო მეფეო, ამას რას ბრძანებთ? მე, თქვენი უმორჩილესი მსახური და თქვენ გასწავლით?

- მაშ რაღაა შენი დანაშაული? გამაგებინე! მართლა გავგიჟდი, თუ შენა ხარ გიჟი? ამიხსენი, თქვი.

- თქვენო კეთილო უდიდებულესობავ, აქ არაფერია ძნელად გასაგები. უელსის უფლისწულს

ხელს არავინ შეახებს, ამიტომ, როდესაც ის დამნაშავეა, მე ვიღებ მის მაგივრად წკეპლებს. სწორი

და სამარათლიანია, ვინაიდან ეს ჩემი მოვალეობაა და ამით ვსაზრდოობ.



ტომი დამშვიდებულ ბიჭს მიაშტერდა, თან თავისთვის შენიშნა: `შეხე, რა საოცარი, უცნაური და

საინტერესო ხელობა ყოფილა! საოცარია, რატომ არ აიყვანეს ბიჭი, რომ ჩემ მაგივრად

დაევარცხნათ და ჩაეცმიათ... ნეტა მართლა ასე იყოს! წკეპლებს ჩემს თავზე მივიღებდი და

ღმერთს მადლობას შევწირავდი ამ შენაცვლებისთვის'.

 - მერე ხმამაღლა განაგრძო:

- მერე, გცემეს, ჩემო საწყალო მეგობარო?

- არა, თქვენო კეთილო უდიდებულესობავ, ჩემი სასჯელი დღისათვის იყო დანიშნული და,

როგორც გლოვის დროისათვის შუფერებელი, შეიძლება გაუქმდეს კიდეც. ამიტომ

გავკადნიერდი და მოვედი, რომ მოგაგონოთ თქვენი შეპირება ჩემი გამოსარჩლების შესახებ...



- მასწავლებლებთან? შენი გაწკეპლისაგან დასახსნელად?

- მაშ გაგონდებათ!

- ხომ ხედავ, მეხსიერება დამიბრუნდა. ფიქრი ნუ გაქვს, მე ვიზრუნებ, რომ ზურგი უვნებელი

დაგრჩეს.



- გმადლობთ, ჩემო კეთილო ბატონო! _ ბიჭმა ცალ მუხლზე დაიჩოქა. _ შეიძლება უკვე საკმაოდ

ბევრი გავბედე, მაგრამ მაინც...

ტომმა ჰამფრის ყოყმანი რომ შენიშნა, სალაპარაკოდ წააქეზა. უთხრა, რომ `მოწყალედ იყო

განწყობილი'.

- მაშ მოგახსენებთ. რა ვქნა, გულზე მაწევს. ახლა თქვენ უელსის უფლისწული კი აღარ ხართ,

არამედ მეფე ხართ, როგორც ინებებთ, ისე შეგიძლიათ განაგოთ საქმეები, წინააღმდეგობას

ვერავინ გაგიწევთ. ამიტომ მოსაწყენი სწავლით თავს ალბათ აღარ შეიწუხებთ, დაწვავთ თქვენს

წიგნებს და ნაკლებად მომაბეზრებელი ამბებით გაერთობით. მე დავიღუპები და ჩემთან ერთად

ჩემი დებიც.



- დაიღუპები? ერთი მითხარი, რატომ?

- ჩემი ზურგი მაჭმევს პურს, მოწყალეო ხელმწიფევ. უსაქმოდ შიმშილით მოვკვდები და თუ

თქვენ აღარ ისწავლით, ჩემი ხელობა გაუქმდება, გასაწკეპლი ბიჭი აღარ დაგვჭირდება. ნუ

გამაგდებთ!



ეს განწირული სიტყვები ტომს გულში მოხვდა და ნამდვილი მეფური სულგრძელობით უთხრა:



- ფიქრი ნუღარაფრისა გექნება, ყმაწვილო. ეს თანამდებობა მუდმივად დაგრჩება შენც და შენს

შთამომავლობასაც.

 - შემდეგ ხმლის ყუა ჩამოჰკრა მხარზე და წამოიძახა:

- ადექი, ჰამფრი

მარლოუ, ინგლისის სამეფო სახლის მემკვიდრეობითო დიდო გასაწკეპლო ბიჭო! სევდა

მოიშორე, მე ისევ ჩემს წიგნებს დავუბრუნდები და ისე ცუდად ვისწავლი, რომ საცა სამართალია,

ჯამაგირი უნდა გაგისამკეცონ.





მადლიერმა ჰამფრიმ გულმხურვალედ უპასუხა:

- გმადლობთ, ჩემო დიდად კეთილშობილო მბრძანებელო. ეს მეფური სიუხვე ჩემს

ბედნიერებაზე ზომაგადასულ ოცნებებს აღემატება. მეც ბედნიერი ვიქნები მთელი ჩემი

სიცოცხლე და ჩემთან ერთად მარლოუს მთელი საგვარეულოც.



ტომი საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი იყო და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ყმაწვილი მას გამოადგებოდა.

ჰამფრი სალაპარაკოდ წააქეზა. გასაწკეპლი ბიჭი გახარებული იყო, რომ ხელს უწყობდა ტომის

`განკურნებას~. გაახსენებდა თუ არა ტომს სამეფო საკლასო ოთახში და სასახლის სხვა

ადგილებში მომხდარ ამბებს, ამჩნევდა, რომ ტომი ყველაფერს ნათლად `იგონებდა~. ერთი

საათის განმავლობაში ტომმა მრავალი ძვირფასი ცნობა შეკრიბა სამეფო კარის საქმეებსა და

კარისკაცებზე. მან გადაწყვიტა, ყოველდღიურად მიემართა ცნობების ამ წყაროსათვის. ამ

მიზნით, განკარგულებას გასცემდა, რომ როგორც კი ჰამფრი მოვიდოდა, სამეფო ოთახებში

შეეშვათ, თუ იმ დროს ინგლისის მეფე სხვებთან საუბრით არ იქნებოდა გართული. დაითხოვა

თუ არა ჰამფრი, მოვიდა მილორდ ჰერტფორდი და თან ტომს ახალი დარდი გაუჩინა.



მან თქვა, რომ სათათბროს ლორდებს ეშინიათ მეფის დაავადებაზე ხმების გავრცელებისა და

ამიტომ ბრძნულად მიაჩნიათ ერთი-ორი დღის შემდეგ მისმა უდიდებულესობამ საჯარო

სადილი გამართოს. თორემ არასასრუველი ხმები უკვე გავრცელებულია. უეჭველია, საზოგადო

მაჯისცემას უფრო დაამშვიდებს მეფის საღი იერი, მტკიცე სიარული, თავშეკავებული და

თავაზიანი ქცევა, ვიდრე სხვა რომელიმე მოგონილი გეგმაო.



შემდეგ გრაფი ძალიან ფრთხილად შეუდგა ტომის დარიგებას, როგორც უნდა მოქცეულიყო ამ

საზეიმო შეხვედრაზე. ლორდი ვითომდა `აგონებდა~ მისთვის უკვე ცნობლ ამბებს. მაგრამ, მისდა

სასიხარულოდ, აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ტომი ძალიან მცირე დახმარებას საჭიროებდა. მას უკვე

ესარგებლა ჰამფრის საუბრით და მისგანვე იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ საჯარო

სადილი მოელოდა. ჰამფრიმ ეს ამბავი სამეფო კარის მითქმა-მოთქმით გაიგო. მაგრამ ტომს ეს არ

გაუმხელია.



რაკი მეფის მეხსიერება ამდენად გაუმჯობესებული დაინახა, გრაფი შეეცადა მოხერხებულად

გამოეცადა იგი და გამოერკვია, რამდენად იყო მომჯობინებული; შედეგი მშვენიერი იყო.

მილორდი დიდად გამხნევებული და კმაყოფილი დარჩა. იგი იმდენად გამხნევდა, რომ მეფეს

მშვიდი, იმედიანი კილოთი მიმართა:



- ახლა დავრწმუნდი, რომ თუ თქვენი უდიდებულესობა მეხსიერებას ცოტა კიდევ დაძაბავს,

გადაწვეტს დიდი ბეჭდის ამოცანასაც. ამ დანაკარგს მნიშვნელობა ჰქონდა გუშინ, დღეს უკვე

აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც მისი სამსახური ჩვენი განსვენებული მეფის

სიცოცხლესთან ერთად დასრულდა. იქნებ ინებოს და სცადოს თქვენმა მოწყალებამ?

ტომი დაიბნა, დიდი ბეჭედი მისთვის სრულიად უცნობი რამ იყო. ერთი წუთის ყოყმანის შემდეგ

მორჩილად მიაპყრო თვალები და ჰკითხა:



- როგორი იყო ის ბეჭედი, მილორდ?

გრაფი შეკრთა და გაიფიქრა: `ვაი, გონება ისევ აერია. შევცდი, რომ მეხსიერება ასე

დავაძაბვინეო', მერე სიტყვა ბანზე აუგდო და სცადა საბედისწერო ბეჭედი სულ გადაევიწყებინა.

ადვილადაც მოახერხა.



 



                                                                                     თავი მეთხუთმეტე



 

 

 

ნენ ეკლესიაში. ამან ეჭვი დაბადა, ხოლო საშინელმა

შედეგებმა დაადასტურა. დამტკიცდა, რომ მათ ეშმაკისაგან მიღებული ძალით გამოიწვიეს

ქარიშხალი, რამაც მთელი მიდამო გაანადგურა. ორმოცზე მეტმა მოწმემ დაადასტურა, რომ

ქარიშხალი მართლაც ამოვარდა. ამის მოწმეს ათასობით ვნახავდით. ყველას კარგად ახსოვს, რაც

მოხდა, რადგანაც ქარიშხალმა ყველა დააზარალა.






- მართლაც მძიმე დანაშაულია. - ტომი დაფიქრდა და განაგრძო: - ქალსაც მიაყენა ქარიშხალმა

ზარალი?

რამდენიმე იქ დამსწრე მოხუცს მოეწონა ბრძნული შეკითხვა და კმაყოფილების ნიშნად თავი

დააქნიეს. შერიფმა კი შეკითხვაში მნიშვნელოვანი ვერაფერი დაინახა და გულუბრყვილო

პირდაპირობით მიუგო:



- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, ისიც დაზარალდა და სამართლიანადაც. მისი სახლი

მოგლიჯა და ბავშვებანად ღია ცისქვეშ დატოვა.

- ჩემი აზრით, ძვირად დასჯდომია ასეთი ძალის ყიდვა. ერთი ფარტინგის მეტიც რომ არ მიეცა,

მაინც მოტყუებული დარჩენილა, თუ თავისი სული და შვილის სული მისცა სამაგიეროდ. გიჟი

ყოფილა და რაკი გიჟია, არ იცის, რას სჩადის და, მაშასადამე, არ სცოდავს.



მოხუცებულებმა კიდევ ერთხელ დააქნიეს თავი, ნიშნად ტომის სიბრძნისა. ერთმა კარისკაცმა კი

ჩაიჩურჩულა: თუ მეფე გიჟია, როგორც ამბობენ, ნეტა მისი შეშლილობა ზოგიერთ სხვასაც

გადაედებოდესო.



- რამდენი წლისაა გოგონა? - ჰკითხა ტომმა.

- ცხრა წლისაა, თქვენო უდიდებულესობავ.

- ინგლისის კანონის მიხედვით, ნება აქვს ბავშვს, გაყიდოს თავისი თავი, მილორდ? - ჰკითხა

ტომმა ერთ სწავლულ მსაჯულს.



- კანონი ნებას არ აძლევს ბავშვს, მონაწილეობა მიღოს ან ჩაერთოს რაიმე მნიშვნელოვან საქმეში,

ჩემო კეთილო ბრძანებელო, ვინაიდან მის გამოუცდელ გონებას არ ძალუძს უფროსების

მოწიფულ გონებას და ავ ზრახვებს გაეჯიბროს. ეშმაკს შეუძლია იყიდოს ბავშვი, თუ თვითონ

მოისურვებს და ბავშვიც დათანხმდება, მაგრამ ინგლისელს ამის უფლება არა აქვს, ამ უკანასკნელ

შემთხვევაში, ხელშეკრულებას ძალა არ ექნება.



- ეს უხეში, არაქრისტიანული, ცუდად მოგონილი რამ არის. მაშ ინგლისის კანონი უპირატესობას

ეშმაკს ანიჭებს?! - წამოიძახა ტომმა გულწრფელი სიფიცხით.

ამ ახალმა აზრმა ბევრს ღიმილი მოჰგვარა. და საამბობელიც კი გახდა სამეფო კარზე, როგორც

ტომის თავისებური ჭკუისა და მისი გონებრივი გამოჯანსაღების საბუთი.

უფროსმა ბრალდებულმა ქვითინი შეწყვიტა და ტომის სიტყვებს ხარბი იმედით დაებღაუჭა.

ტომმა შეამჩნია ეს და მით უფრო შეებრალა საშინელ დღეში მყოფი, ყველასაგან მიტოვებული

ქალი.



- მაინც როგორ გამოიწვიეს ქარიშხალი? - იკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

- წინდები გაიხადეს, მეფეო.

ამან გააკვირვა ტომი და ცნობისმოყვარეობა გაუცხოვებულა. მან მკვირცხლად თქვა:

- საოცარია! განა ამას ყოველთვის ასეთი საშინელი შედეგი მოსდევს?

- ყოველთვის, მეფეო, ყოველ შემთხვევაში, თუ ქალი მოისურვებს და გულში ან ხმამაღლა

საჭირო სიტყვებს წარმოთქვამს.



- გამიჩინე შენი ძალა, ამოაგდე ქარიშხალი, - მიუბრუნდა ტომი ქალს.

ცრუმორწმუნე კრებულს ფერი ეცვალა. ყველა საერთო, გამოუთქმელმა სურვილმა შეიპყრო:

მალე გასცლოდნენ აქაურობას. მაგრამ ტომი ვერაფერს ამჩნევდა. მომავალი ქარიშხლის გარდა,

მისთვის აღარაფერი არსებობდა. ქალის გაკვირვებული და დაბნეული სახის დანახვაზე

აღელვებულით დაუმატა:



- ნურაფრისა გეშინია, ხელს ვერავინ გახლებს. უფრო მეტიც... თავისუფალი იქნები. გამოიჩინე

შენი ძალა.

- ო, მეფეო, არა მაქვს ეს ძალა. ტყუილად დამდეს ბრალი.

- შენ შიში გბორკავს. დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებენ. გამოიწვიე ქარიშხალი, თუნდაც სუსტი.

არ მოვითხოვ დიდს და მძვინვარეს. აბა, ჩქარა, და სიცოცხლე მოგენიჭება. თავისუფალი წახვალ

შენს შვილთან ერთად, მეფის მიერ პატიებული, და მთელ სახელმწიფოში ხმას ვერავინ გაგცემს.

დედაკაცი პირქვე დაემხო და ტირილით უარყოფდა თავის სასწაულმოქმედი ძალა: თუკი მეფის

ბრძანების შესრულებით ასეთ წყალობას მივიღებდი, სიამოვნებით მოვისყიდდი შვილის

სიცოცხლეს, ჩემს თავს არ ვჩივიო.



ტომი დაჟინებით მოითხოვდა, დედაკაცი თავისას არ იშლიდა. ბოლოს ტომმა თქვა:

- მე ვფიქრობ, რომ დედაკაცი მართალს ამბობს. ჩემი დედა რომ ყოფილიყო მის ადგილას ეშმაკის

ძალით დაჯილდოებული, ერთ წუთსაც არ დაფირდებოდა, ამოაგდებდა ქარიშხალს და მთელ

ქვეყანსას გაანადგურებდა, თუკი სიცოცხლეს შემინარჩუნებდა. დამტკიცებულია, რომ სხვა

დედებიც ასეთნი არიან. თავისუფალი ხარ, კეთილო ქალო, შენც და შენი შვილიც, რადგან

უდანაშაულოდ მიმაჩნიხართ. ახლა ნუღარ გეშინია, გაპატიე. გაიხადე წინდები და თუ

ქარიშხალს ამოაგდებ, იცოდე, გაგამდიდრებ.



განთავისუფლებილმა ქალმა ხმამაღლა გადაუხადა მადლობა ტომს და დაემორჩილა. ტომი კი

მოუთმენლად, ცოტა არ იყოს, შიშითაც ელოდა. კარისკაცები არ მალავდნენ აღელვებასა და

მოუსვენრობას. დედაკაცმა გაიხადა წინდები, შვილსაც გახადა და, რაც კი შეეძლო, გააკეთა, რომ

მეფის სულგრძელობისათვის მიწისძვრით გადაეხადა სამაგიერო, მაგრამ ყველაფერი ფუჭი და

ამაო იყო. ტომმა ამოიოხრა და თქვა:



- კეთილო ადამიანო, ნუღარ წუხდები, ძალა გამოგცლია, გაუდექ მშვიდობიანად შენს გზას და

თუ ოდესმე მოგიბრუნდება ის ძალა, ნუ დამივიწყებ. ქარიშხალი მანახვე.



 



                                                                         თავი მეთექვსმეტე




 

 

 

საზეიმო სადილი



სადილის ჟამი ახლოვდებოდა. მაგრამ ტომს ეს ამბავი არც აწუხებდა და არც აშინებდა. დილის

გამოცდილებამ საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა. საწყალი პატარა კნუტი უკვე ოთხ დღეში

შეეჩვია ამ თავისებურ სხვენს, სადაც იგი ბედმა ააგდო. მოწიფული ადამიანი ამას მთელი ერთი

თვის განმავლობაში ვერ შეეჩვეოდა. ამით ყველაზე ნათლად დამტკიცდა, რა ადვილად ეჩვევიან

ბავშვები გარემოს.






ახლა უზარმაზარ სანადიმო დარბაზისაკენ გავეშუროთ, 

- ამის უფლება ჩვენ გვაქვს, - და ვახოთ,

რა ხდება იქ, ვიდრე ტომი ემზადება.



მოოქრულსვეტებიანი და კედლებმოხატული ფართო დარბაზის კართან მაღალი,

ქანდაკებებსავით გაშეშებული, მდიდრულ და ლამაზ სამოსში გამოწყობილი, ხელში

შუბნაჯახმომარჯვებული მცველები დგანან. ზემოთ, დარბაზის ირგვლივ მოვლებულ

ქანდარაზე, მუსიკოსთა გუნდია და ბრწყინვალედ გამოწყობილი მრავალი ქალი და კაცი. ოთახის

შუაგულში, ამაღლებულ ადგილზე, ტომის მაგიდა დგას. მაგრამ სჯობს მემატიანეს მოვუსმინოთ:





`ოთახში შემოდის ჯენტლმენი. ხელში კვერთხი უჭირავს. უკან მოსდევს მეორე, მას სუფრა

მოაქვს. ორივენი უდიდესი მოწიწებით სამჯერ დაიჩოქებენ, მერე მეორე ჯენტლმენი სუფრას

გაშლი, კვლავ მუხლს მოიყრიან და გადიან. ამის შემდეგ შემოდის ორი სხვა, ერთი კვერთხით,

მეორე - სამარილით, თეფშითა და პურით. ესენიც პირველებსავით დაიჩოქნენ, მოტანილ

საჭმელს მაგიდაზე გაშლიან და ისეთივე ცერემონიებით გადიან, როგორც პირველნი. ამათ

მოჰყვება ორი მდიდრულად ჩაცმული კარისკაცი. ერთს სუფრის დანა მოაქვს. ორივენი სამჯერ

პირქვე დაემხობიან, შემდეგ მივლენ მაგიდასთან და დანას პურითა და მარილით ხერხავენ, თან

ისე ეშინიათ და თრთიან, თითქოს მეფე იქ იმყოფებოდეს'.



ასე თავდება საზეიმო სამზადისი. აი შორს, დერეფნებიდან გვესმის ბუკის ხმა და გაურკვეველი

ძახილი: `გზა მეფეს, გზა მის ბრწყინვალე უდიდებულესობას!' ეს ხმა ჩქარ-ჩქარა მეორდება,

თანდათან ახლოვდება და ბოლოს სამხედრო მუსიკა შიგ ყურში იგრიალებს და გაისმის ძახილი: 

`გზა მეფეს!' იმავე წუთში კარი იღება და გამოჩნდება დიდებული პროცესია, რომელიც

თანაზომიერი ნაბიჯით ოთახში შემოვა.



დაე, ისევ მემატიანემ ილაპარაკოს:

`ჯერ შემოდიან ჯენტლმენები, გრაფები, წვივსაკრავის ორდენის რაინდები, ყველა მდიდრულად

ჩაცმული და თავშიშველა. შემდეგ მოდის კანცლერი. მას მხარდამხარ ორი ლორდი მოჰყვება.



ერთს სამეფო კვერთხი მოაქვს, მეორეს - ზემოაღმართული წითელქარქაშიანი, ოქროთი

მოჭედილი სახელმწიფო ხმალი. ამათ მოჰყვება თვით მეფე. მას, გამოჩენისთანავე, თორმეტი

საყვირი და მრავალი დაფდაფი მიესალმება. ქანდარაზე მყოფნი ფეხზე წამოდგებიან და ყვირიან:

`ღმერთო, უშველე მეფეს!' მეფეს მოსდევენ მხლებელი დიდებულები, ხოლო მხარმარჯვნივ და

მხარმარცხნივ - მისი საპატიო მცველების ორმოცდაათკაციანი ამალა მოოქრული

შუბნაჯახებით'.



ყველაფერი ეს მშვენიერი და სასიამოვნო სანახავი იყო. ტომს გული გამალებით უცემდა,

თვალები სიხარულით უციმციმებდა. თავი ძალიან მოხდენილად ეჭირა, მით უფრო, რომ

ოდნავადაც არ ფიქრობდა ამაზე. ის გატაცებული და გართული იყო მხიარული სანახაობითა და

მუსიკით. გარდა ამისა, ვის არ მოუხდება ლაზათიანად შეკერილი ტანისამოსი, მით უმეტეს,

როცა არაფრად აგდებ ამ ტანსაცმელს, თითქოს ვერც კი ამჩენევ. ტომს მოაგონდა დარიგება;

სალმის ნიშნად ოდნავ დახარა ფრთით შემკული თავი და თავაზიანად წარმოითქვა: `გმადლობთ,

ჩემო კარგო ხალხო'.



მაგიდასთან ქუდმოუხდელი დაჯდა, მაგრამ სრულებით არ ეუცხოვა, ვინაიდან

ქუდმოუხრელად ჭამა ერთადერთი ჩვეულება იყო, რითაც მეფეები და კენტის ოჯახი ერთმანეთს

ჰგვანდნენ. პროცესია დაიშალა, ლამაზად დაჯგუფდს და თავშიშველი დარჩა.

აი მხიარული მუსიკით შემოვიდა მეფის ქეშიკთა რაზმი, საგანგებოდა შერჩეული ვაჟკაცები,

ახოვანებითა და მამაკაცობით მთელს ინგლისში გამოთქმულნი. მაგრამ დაე ისევ მემატიანემ

მოგვითხროს:



`შემოვიდნენ ქეშიკები, თავშიშველნი, ძოწეულის ტანისამოსში გამოწყობილნი, ზურგზე

ამოქარგული ოქროს ვარდებით. ესენი შედიოდნენ და გადადიოდნენ და ახალ-ახალი კერძები

შემოჰქონდათ ოქროს და ვერცხლის ჭურჭლით. შემოტანილ საჭმელებს ერთი ჯენტლმენი

იღებდა და მაგიდაზე დგამდა. ხოლო ჭაშნაგირი მომტანს თავისივე მოტანილ კერძს ასინჯებდა,

რომ გაეგოთ, საჭმელი მოწამული ხომ არ იყო'.



ტომმა კარგად ისადილა, თუმცა გრძნობდა, როგორ ადევნებდა თვალს რამდენიმე ასეული კაცი

მის ყოველ ლუკმას და ინტერესით აშტერდებოდა, თითქოს ეს უბრალო საჭმელი კი არა,

ასაფეთქებელი რამ ნივთიერებააო. ტომი ცდილობდა, არ აჩქარებულიყო და დამოუკიდებლად

არაფერი გაეკეთებინა; ცდილობდა დაეცადა, ვიდრე სათანადო მსახური არ დაიჩოქებდა და მის

მაგივრად არ გააკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო. გამოცდა უშრცდომოდ ჩააბარა.



გამარჯვება უზადო და ბრწყინვალე იყო!

სადილი რომ დამთავრდა და დიდებული პროცესიით გარშემორტყმული ტომი დარბაზიდან

გავიდა, ყურში ნაღარის, დაფდაფებისა და მისალმებათა სასიამოვნო ხმა ედგა. მან გაიფიქრა, თუ

საჯარო სადილი ამაზე მეტად საშიში არ იქნებოდა, სიხარულით ისადილებდა დღეში

რამდენჯერმე და თავს გაითავისუფლებდა ზოგიერთი უფრო საშიში სამეფო მოვალეობისაგან.



 



                                                                         თავი მეჩვიდმეტე




 

 

 

მეფე ფუ-ფუ პირველი








მაილს ჰენდონმა ხიდი გადაიარა და საუთუორკის ნაპირებს მიადგა. გზადაგზა ხალხს

ათვალიერებდა და ცდილობდა ისინი ეპოვა, ვის საძებნელადაც წამოვიდა. მაგრამ იმედი

გაუცრუვდა. კითხა-კითხვით გაიგო, რომ საუთუორკისკენ მიმავალ გზაზე შეენიშნათ ასეთი

ხალხი, მერე კი კვალი ქრებოდა. მაილსი დაიბნა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

დაბნელებამდე მაინც განაგრძობდა ძებნას. დაღამდა. მაილსი ფეხზე ძლივ იდგა. შიოდა.





საწადელი კი ვერ აისრულა. ტაბარდის სასტუმროში ივახშმა და დაიძინა. გადაწყვეტილი

ჰქონდა, დილით ადრე ამდგარიყო და მთელი ქალაქი შემოევლო. იწვა და ფიქრობდა: `თუ

მოახერხა, ბიჭი უსათუოდ გაექცევა იმ არამზადას, მის მამად რომ მოაქვს თავი. მაგრამ

დაბრუნდება ლონდონში და მოძებნის ძველ ბინას? არა, არ დაბრუნდება. ხელმეორედ დაჭერისა

შეეშინდება. მაშ რას იზამს? რაკი ქვეყნად მაილს ჰენდონის გარდა არც მეგობარი ჰყავს და არც

მფარველი, იგი შეეცდება მის პოვნას, თუ, რა თქმა უნდა, ამისათვის ლონდონს წასვლა და ახალ

საფრთხეში გახვევა არ იქნა საჭირო. რაკი იცის, რომ ჰენდონი შინ დაბრუნებას აპირებს, ის

ალბათ ჰენდონ-ჰოლისაკენ წავა. აი რას იზამს. დიახ. ახლა მთავარია, დრო აღარ დაკარგოს

საუთუორკში. უნდა პირდაპირ გაემართოს კენტის გზით მონსჰოლმისაკენ, გაიაროს ტყე და გზა-

გზა მოიკითხოს'.





ახლა დავუბრუნდეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პატარა მეფეს. არამზადა, რომელიც

სასტუმროს მსახურის სიტყვით, ყმაწვილკაცთან და მეფესთან მივიდა, სინამდვილეში მათთან არ

მისულა, მხოლოდ ფეხდაფეხ მისდევდა და არაფერს ამბობდა. მარცხენა თვალზე დიდი მწვანე

სალბუნი ედო, ოდნავ კოჭლობდა და მუხის კომბალს ებჯინებოდა. ყმაწვილმა მეფე მიხვეილ-

მოხვეული გზით საუთუორკზე გაატარა და განაცხადა: `აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. ჰენდონი

თვითონ უნდა მხლებოდა. ასეთ თავხედობას ვერ მოვითმენო~. ყმაწვილმა უთხრა:



- ფეხს არ მოიცვლი? კეთილი, მაშ შენი მეგობარი მარტო ეგდოს ტყეში დაჭრილი.

მეფეს უმალ სახე შეეცვალა და შეჰყვირა:

_ დაჭრილი? მერე ვინ გაბედა მისი დაჭრა; მაგრამ ეს მერე იყოს. წინ გამიძეხ, წინ! ჩქარა! გესმის?

ტყვია ხომ არა გაქვს ფეხზე მიკრული? დაჭრილი? ჰერცოგის შვილიც რომ იყოს ამის ჩამდენი,

იმასაც ვანანებ!



ტყემდე კიდევ კარგა გზა იყო, მაგრამ მალე გაიარეს. ყმაწვილმა მიიხედ-მოიხედა, დაინახა

ძონძებშემოხვეული, მიშაში ჩასობილი ტოტი და ტყისკენ გადაუხვია, თან ყურადღებით

იცქირებოდა აქეთ-იქით და გზა-გზა ისეთსავე ტოტებს პოულობდა, ეტყობოდა, გზის

მაჩვენებლად გამოეყენებინათ. ამასობაში მიაგნენ ერთ ველს, სადაც გადამწვარი სახლის

ნანგრევები - გადაბუგული ფრემის ნაშთი მოჩანდა. იქვე ახლოს დანგრეული და მიტოვებული

ბეღელი იდგა.



სიცოცხლის ნიშანწყალიც არსად ჩანდა. სამარისებული სიჩუმე სუფევდა. ყმაწვილი ბეღელში

შევიდა, მეფე ფეხდაფეხ შეჰყვა. იქაც არავინ დაუხვდათ. მერემ გაკვირვებითა და ეჭვის თვალით

გადახედა ყმაწვილკაცს და ჰკითხა:



- სად არის?

პასუხად დამცინავი სიცილი შემოესმა. მეფე გააფთრდა, ხელი წაავლო შეშის ნაპობს და ის იყო

ყმაწვილისთვის უნდა დაერტყა, რომ მეორე მხრიდან სხვისი სიცილი გაიგონა. ეს ის კოჭლი

მაწანწალა იყო, მათ რომ მოშორებით მისდევდა. მეფე მიუბრუნდა და წყრომით ჰკითხა:

- შენ ვინა ხარ? აქ რა გინდა?

- სისულელის ჩმახვას თავი დაანებე და დამშვიდდი, - უთხრა მაწანწალამ, - არც ისე კარგად ვარ

გადაცმული, რომ მამაშენი ვეღარ იცნო.





- შენ მამაჩემი არა ხარ. მე შენ არ გიცნობ. მე მეფე ვარ. თუ შენ გყავს დამალული ჩემი მსახური,

ახლავე გამოიყვანე, თორემ განანებ!

ჯონ კენტიმ მკაცრად უპასუხა:

- ვხედავ, გიჟი ხარ და არ მინდა დაგსაჯო, მაგრამ მოთმინება თუ დამაკარგვინე... აქ რომ იყბედო,

არა უშავს, ისეთს არავის ესმის. მაგრამ მაინც საჭიროა, ენას კბილი დააჭირო, რომ ახალ

საცხოვრებელ ადგილას თავს არაფერი ვავნოთ. მე კაცი მოვკალი და შინ აღარ დამედგომება. არც

შენ დაგტოვებ, რადგანაც შენი სამსახური დამჭირდება. გონივრული მოსაზრების გამო გვარი

შევიცვალე. ახლა ჰობსი მქვია, ჯონ ჰობსი, შენი სახელი კი ჯეკი იქნება, გახსოვდეს. ახლა ეს

მითხარი, დედაშენი სადღაა, შენი დები სად არიან? დანიშნულ ადგილას არ მოსულან. იქნებ შენ

იცი, სად წავიდნენ?





მეფემ კუშტად უპასუხა:

- ამ გამოცანებით ნუ მაწუხებ, დედაჩემი გარდაიცვალა, ხოლო ჩემი დები სასახლეში

იმყოფებიან.

ყმაწვილმა გადაიხარხარა და მეფე მზად იყო, მას მივარდნოდა, მაგრამ კენტიმ, ანუ ჰობსმა,

როგორც ახლა უძახდა თავის თავს, შეაჩერა:

- ჩუმად, ჰუგო, ნუ აბრაზებ, გონება შერწყული აქვს და შენი ქცევა აღიზიანებს. დაჯექი, ჯეკ,

დამშვიდდი. ახლავე დაგანაყრებ.



ჰობსმა და ჰუგომ ხმადაბლა დაიწყეს ლაპარაკი, მეფე კი მათ უსიამოვნო საზოგადოებას

მოშორდა და ბეღლის ბნელ კუთხეში, მიწის იატაკზე გაშლილ ჩალაზე დაწვა. საბნის მაგივრად

ჩალა გადაიფარა და მალე ფიქრებს მიეცა. მას ბევრი დარდი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს

ავიწყებდა მამის გარდაცვალება. ჰენრი VIII სახელის ხსენებაზე ყველა თრთოდა, ყველას თვალწინ

წარმუდგებოდა ხოლმე საშინელი ურჩხული, რომლის ნესტოებიდან განადგურება იფრქვეოდა

და რომლის ხელი მხოლოდ სიამოვნების გრძნობას ჰგვრიდა, ეს სახე დაკავშირებული იყო

მხოლოდ და მხოლოდ ალერსთან და სიყვარულთან. მას აგონდებოდა ტკბილი საუბარი

მამასთან, სიყვარულით იგონებდა ამას, ხოლო ცრემლები მოწმობდა, რამდენად ღრმა და

ნამდვილი იყო მისი მწუხარება. დღე მიიწურა და დარდებით დაქანცულ ბიჭს თანდათან მშვიდი

და განმკურნებელი ძილი მოერია.



კარგა ხანი გავიდა. იგი ბურანში იყო და თვალდახუჭული იმაზე ფიქრობდა, სად იყო ან რა

ხდებოდა. უცებ სახურავზე წვიმის შხაპუნის ხმა შემოესმა. მყუდროების გრძნობამ შეიპყრო

მთელი მისი არსება, მაგრამ უმალვე მოუსპო ხრინწიანმა ხმამ და სიცილმა. ბიჭი შეკრთა და

ჩალიდან თავი გამოყო, რომ დაენახა, რა ხდებოდა. თვალწინ საზარელი და ზიზღისმომგვრელი

სურათი გადაეშალა: ბეღლის მეორე ბოლოში, შუა იატაკზე, ცეცხლის პირას გაშხლართულიყვნენ

ისეთი დაკონკოლი არამზადები, რომელთა მსგავსი ვერც წარმოედგინა და არც წიგნებში

შეხვედროდა. აქ იყვნენ მაღალი, ზორბა, მზეზე გაშავებული, გრძელთმიანი და ფანტასტიკურ

ძონძებში გახვეული კაცები; აქ იყვნენ მკაცრი სახისა და შუატანის იმგვარადვე ჩაცმული

მოზარდები; აქვე იყვნენ თვალზე სალბუნდაკრული ან თვალახვეული მათხოვრები; ხისფეხიანი

და ყავარჯნიანი ხეიბრები; ავადმყოფები, რომლებსაც სახელდახელოდ შეხვეული ჩირქიანი

წყლულები უჩანდათ ძონძებიდან; აქვე იყო საეჭვო შეხედულების მქონე დალაქი, თავისი

ბოხჩით; მლესავი, მკალავი და დალაქი თავ-თავიანთი იარაღით. ქალთან ზოგი ბავშვი იყო, ზოგი

მოწიფული, ზოგი მოხუცი და ქაჯივით დაღმეჭილი. ყველა ყაყანებდა, ურცხვად, ბილწად

ლაპარაკობდა, ყველა ჭუჭყიანი და პირდაუბანელი იყო. იქვე დაინახა სამი მუწუკიანი

ძუძუმწოვარა ბავშვი და ორი დამშეული, ყელზე ბაწარმობმული ლეკვი - ბრმების დამხმარეები.





დაღამდა. ბრბომ ის იყო ნადიმი გაათავა. იწყებოდა ორგია. არყის სასმისი ხელიდან ხელში

გადადიოდა. გაისმა საერთო ყვირილი: `სიმღერა! გვიმღერეთ, ღამურავ, დიკ! შენც, ცალფეხავ!'

ერთი ბრმა წამოდგა და მოემზადა: მოიგლიჯა სავსებით საღ თვალებზე დაკრული სალბუნი და

მკერდზე ჩამოკიდებული ფიცარი, რომელზედაც გულისმომკვლელად იყო აღწერილი, როგორ

დაკარგა მხედველობა. ცალფეხა დიკმა მოიძრო ხის ფეხი და სრულიად საღი ფეხით გვერდში

ამუდგა თავის ავაზაკ ამხანაგს. შემდეგ ორივემ დაიწყო მხიარული სიმღერა. სტროფის ბოლოს

მთელი ბრბო იმეორებდა. უკანასკნელ სტროფამდე რომ მივიდნენ, სიმღერით ისე

აღფრთოვანდნენ, მთელი სტროფი თავიდან ბოლომდე იმღერეს. სარდაფში ისეთი ღირიანცელი

იდგა, კოჭები ზანზარებდა.





სიმღერის შემდეგ საუბარი წამოიწყეს. ლაპარაკში ქურდულ დიალექტს მხოლოდ შიგადაშიგ

ურევდნენ. გამოირკვა, რომ ჯონ ჰობსი მათი ახალი წევრი კი არ იყო, არამედ ძველი ნაცნობი და

მეგობარი გახლდათ. სთხოვეს ემაბნა, რა `გადახდა თავს ბოლო დროს~. როდესაც გაიგეს, რომ

კაცი `შემოაკვდა~, დიდად კმაყოფილნი დარჩნენ, ხოლო როდესაც დაუმატა, რომ ის კაცი

მღვდელი იყოო, ყველამ ტაში შემოჰკრა და აიძულეს სათითაოდ ყველასთან დაელია. ძველი

ნაცნობები მხიარულად ესალმებოდნენ, ახლები ამაყობდნენ, რომ ხელს ართმევდნენ. ბოლოს

ჰკითხეს, ამდენ ხანს სად დაიკაგეო. მან უპასუხა:



- ლონდონი სოფელს სჯობია და ამ ბოლო წლებში, რაც კანონები გამკაცრდა და ასე

გულმოდგინედ იცავენ, უფრო უხიფათოცაა. კაცი რომ არ შემომკვდომოდა, იქ დავრჩებოდი.

გადაწყვეტილი მქონდა, იქ დავრჩენილიყავი და სოფლისაკენ აღარასოდეს მიმეხედა. მაგრამ ამ

ამბავმა თავგზა ამიბნია.



მერე იკითხა, ჩვენს ჯგუფში ამჟამად რამდენი კაციაო. წინამძღოლმა უპასუხა:

- ოცდახუთი მარჯვე ტყაპუჭი, დაზგა, ქლიბი, ყბედი და ბუძღუნა. ამას გარდა, გოგოები და

ბებრუხანები. უმეტესობა აქ არის, დანარჩენები აღმოსავლეთისაკენ გამეგზავრნენ, ზამთრის

გზაზე. ჩვენ განთიადზე წავალთ.

- უენს ვერ ვხედავ ამ პატიოსან ხალხში. სად არის უენი?

- საწყალი ბიჭი ახლა ჯოჯოხეთშია და შეექცევა გოგირდის კერძს - მეტად ცხელს აზიზი

მჭამელისათვის. ჩხუბში მოკლეს შუა ზაფხულში.



- სამწუხაროა! უენი ნიჭიერი და მამაცი კაცი იყო.

- მართალს ამბობ. მისი მეგობარი შავი ბესი ისევ ჩვენთან არის, მაგრამ ახლა აღმოსავლეთისკენ

გაემგზავრა. ლამაზი ქალია, მშვენიერი ტანისა და წესიერი ქცევისა: კვირაში მხოლოდ ოთხჯერ

თვრებოდა.



- ყოველთვის წესიერი და სანაქებო გოგო იყო. დედამისი უფრო თავაშვებული, მომაბეზრებელი

და საძაგელი დედაბერი იყო, ოღონდ იშვიათი ჭკუისა.

- სწორედ ჭკუამ დაღუპა. ისე მშვენივრად მკითხაობდა და წინასწარმეტყველებდა, რომ

ჯადოქრის სახელი გაუგდეს. კანონმა ნელ ცეცხლზე დაწვა მიუსაჯა. გული ამიჩუყდა, როცა

დავინახე, რა ყოჩაღად დაუხვდა ბედისწერას. ბოლო წუთებამდე წყევლიდა და ლანძღავდა

გარშემოხვეულ პირდაღებულ ხალხს. ავარდნილი ალი კი სახეში სცემდა, ჭაღარა თმაზე

ედებოდა და მისი მოხუცებული თავის გარშემო ტკაცუნობდა. წყევლიდაო, მე ვთქვი? ჰო,

წყევლიდა! ათასი წელიც რომ იცხოვრო, ასეთ შესანიშნავ წყევლას ვერ გაიგონებ. ვაი, რომ მისი

ხელოვნება მასთან ერთად მოკვდა. დარჩა მხოლოდ სუსტი და მდარე მიბაძვა, ნამდვილ წყევლას

ვეღარ გაიგონებ.

წინამძღოლმა ამოიოხრა. მსმენელებმაც თანაგრძნობით ამოიოხრეს. ერთი წუთით ყველა

დაღონდა, რადგანაც თვით ყველაზე გაუხეშებული ხალხიც კი არ არის მთლად უგრძნობელი.



მათაც შეუძლიათ სევდასა და მწუხარებას მიეცნენ აი ასეთ შემთხვევაში, როცა ტალანტი და

ხელოვნება ისე იღუპება, რომ ვერავისზე ვერ გადადის. მაგრამ ერთმა კარგმა გადაკვრამ

ჭირისუფლები ისევ გააცოცხლა.



- სხვა ხომ არავინ ჩავარდნილა ჩვენი მეგობრებიდან? - იკითხა ჰობსმა.

- ზოგიერთები, განსაკუთრებით, ახლად მოსულები. აი ის წვრილი ფერმერები, ვისაც მიწებს

ართმევენ, რომ ცხვრის საძოვრებად გამოიყენონ, მათ კი მშივრებსა და უსახლკაროებს ტოვებენ.

ასეთი ხალხი მათხოვრობას იწყებს, მაგრამ იჭერენ, წელზევით შიშვლებს ურმის ბოლოზე

გამოაბამენ და მათრახებით აჭრელებენ, მერე ხუნდებს ადებენ და ისევ სცემენ. ისინი კი კვლავ

იწყებენ მათხოვრობას, ისევ ამათრახებენ და თითო ყურს აჭრიან. მესამედ რომ დაიწყებენ

მათხოვრობას - საბრალოებმა მაშ რა უნდა ქნან? - ლოყას გახურებული შანთით უდაღავენ და

მონებად ყიდიან. თუ გაიქცევიან, დაედევნებიან, დაიჭერენ და ჩამოახრჩობენ. ეს მოკლე ამბავია

და ჩქარა ითქმის. ზოგიერთ ჩვენიანსაც გაუთენდა შავი დღე. გამოდით, იოკელ, ნერნს და ჰოჯ!

გვაჩვენეთ თქვენი სამკაული!



ისინი წამოდგენენ, მოიხსნეს ძონძები და გამოაჩინეს მათრახით აჭრელებული ზურგი. ერთმა

თმა აიწია და მეგობრებს აჩვენა ის ადგილი, სადაც ოდესღაც მარცხენა ყური ჰქონდა. მეორეს

მხარზე ასო V1 ჰქონდა ამოდაღული და ყური დასახიჩრებული. მესამე მოყვა:



- მე იოკელი მქვია. ოდესღაც შეძლებული ფერმერი და ცოლშვილიანი კაცი ვიყავი. ახლა

მდგომარეობაც სხვაგვარი მაქვს და ხელობაც. ცოლ-შვილი აღარა მყავს, იქნებ სამოთხეშიც არიან,

იქნებ... იქნებ ჯოჯოხეთში... მაგრამ ღვთის მადლით, არა ინგლისში! ჩემი კეთილი, პატიოსანი

მოხუცებული დედა ლუკმაპურის საშოვნელად ავადმყოფებს უვლიდა. ერთი ავადმყოფი

მოკვდა. ექიმებმა მიზეზი ვერ გაიგეს და დედაჩემი დაწვეს, როგორც ჯადოქარი, ჩემი ბავშვები კი

უყურებდნენ და ტიროდნენ. ინგლისის კანონები! ასწიეთ ყველამ თასები! ერთად შევსვათ

მოწყალე ინგლისის კანონის სადღეგრძელო; მან დედაჩემი ინგლისის ჯოჯოხეთიდან იხსნა!



გმადლობთ, ძმებო, მადლობელი ვარ, მე და ჩემი ცოლი კარდაკარ დავდიოდით და

ვთხოულობდით. თან პატარები მშივრები გვყავდა, მაგრამ ინგლისში ბოროტმოქმედად

ჩაგთვლიან, მშიერი თუ ხარ. გაგვატიტვლეს და სამ ქალაქში გაგვამათრახეს. კიდევ ინგლისის

მოწყალე კანონის სადღეგრძელო შევსვათ. მათრახმა ბლომად დალია ჩემი მერის სისხლი და

მალე კიდეც იხსნა ტანჯვისაგან. მერი მიწაში წევს, იქ კი ვეღარაფერს დაუსავებენ. ბავშვები...



ერთი სიტყვით, ვიდრე მე კანონი ქალაქიდან ქალაქში მდევნიდა და მამათრახებდა, ისინი

შიმშილით დაიხოცნენ. დალიეთ, ბიჭებო, თუნდა თითო წვეთით, თითო წვეთით უთხარით

შენდობა საბრალო პატარებს, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ. ისევ მათხოვრობა

დავიწყე. პურის ქერქს ვთხოულობდი, იმათ კი ხუნდები მომცეს და ერთი ყური დამაკარგვინეს...

ხედავთ, აი მისი ნაშთი. კვლავ დავიწყე მათხოვრობა და აი მეორე ყურის ნაშთიც სახსოვრად.

მაინც კიდევ მათხოვრობა დავიწყე, - მონად გამყიდეს. ლოყაზე აი ამ ლაქას თუ გადავიბან,

დაინახავთ, გავარვარებული რკინით ამოდაღრულ ასოს, წითელი შ. მონა! გესმით ეს სიტყვა? 

სინგლისელი მონა! აი, ვინ დგას თქვენს წინ. პატრონს გამოვექეცი და როდესაც მიპოვნიან, _

ზეცამ დასწყევლოს, ვინც ეს ბრძანება გასცა, - ჩამომახრჩობენ!

სიბნელეში წკრიალა ხმა გაისმა:



- არ ჩამოგახრჩობენ! დღეიდან ეს კანონი გაუქმებულია!

ყველამ იქით მიიხედა და დაინახეს მათკენ მიმავალი პატარა მეფის ფანტასტიკური ფიგურა.

როდესაც სინათლეზე გამოვიდა და ყველამ კარგად გაარჩია, გაისმა კითხვები:

- ვინ არის? რა არის? ვინა ხარ, პაწიავ?

ყველანი გაოცებულნი მიაჩერდნენ ბიჭს, მაგრამ იგი ოდნავადაც არ შემკრთალა, მეფური

ღირსებით უპასუხა:

- მე ვარ ედუარდი, ინგლისის მეფე.



ამას მოჰყვა ველური ხარხარი. ვერ გაიგებდით, დასცინოდნენ თუ აღტაცებისაგან იცინოდნენ.

მეფეს ეწყინა და მკვახედ თქვა:

- გაუზრდელო მაწანწალებო, ასე მიხდით მადლობას იმ მეფური წყალობისათვს, რასაც ახლახან

შეგპირდით?

მეფე აღელვებული და განრისხებული ლანძღავდა ბრბოს, მაგრამ მისი სიტყვები ხარხარსა და

დამცინავ შეძახილებში იკარგებოდა. ჯონ ჰობსი რამდენჯერმე შეეცადა, ხმაური დაეფარა და

რაღაცა ეთქვა, ბოლოს მიზანს მიაღწია:

- მეგობრებო, ეს ჩემი შვილია, მეოცნებე, სულელო და გადარეული... ყურადღებას ნუ მიაქცევთ,

თავისი თავი მეფე ჰგონია.

- სწორედ მეფე ვარ, - მიუბრუნდა მას მეფე, - თავის დროზე შენ თვითონაც გამოსცდი ჩემს

ძალას. მკვლელობაში გამოტყდი და ამისთვის სახრჩობელა არ აგცდება.

- გინდა გამცე? შენა? ჩემი ხელით დაგახ...



- ჩუმად, ჩუმად, - შეაწყვეტინა გოლიათმა წინამძღოლმა და მეფეს მიეშველა: ჰობსი ერთი

მუშტის დაკვრით დასცა. - ეტყობა, არც მეფეებს სცემ პატივს და არც წინამძღოლებს. თუ ჩემი

თანდასწრებით კიდევ გაგიბედავს ასეთი რამ, ჩემი ხელით ჩამოგახრჩობ. - მერე მის

უდიდებულესობას მიუბრუნდა: - შენ კი, ყმაწვილო, ამხანაგებს არ უნდა დაემუქრო. ენას კბილი

დააჭირე, რომ სხვაგან მათზე ცუდი არაფერი არ წამოგცდეს. თუ ასე გეპრიანება, იყავი მეფე,

მაგრამ ამით არავის ავნო. აღარ გაიმეორო, რაცა თქვი. ეს ღალატია. უმნიშვნელო საქმეებში იქნებ

ცუდები ვიყოთ, მაგრამ ერთიც არ დაეცემა სულით იმდენად, რომ თავის მეფეს უღალატოს; ამ

მხრივ ჩვენ კაცთმოყვარე და გულმართალი ხალხი ვართ. ნახე, თუ მართალს არ ვამბობ: აბა

ყველამ ერთად: `გაუმარჯოს ედუარდს, ინგლისის მეფეს!'



- გაუმარჯოს ედუარდს, ინგლისის მეფეს!

ბრბომ საპასუხოდ ისე დასჭექა, რომ ძველმა შენობამ ზანზარი დაიწყო. პატარა მეფეს სახე ერთი

წუთით სიამოვნებით აენთო, ოდნავ დახარა თავი და დინჯად და უბრალოდ თქვა:

- გმადლობთ, ჩემო კეთილო ხალხო!

ამ მოულოდნელ პასუხზე ერთი სიცილ-ხარხარი ატყდა. ცოტა რომ დაწყნარდნენ, წინამძღოლმა

მტკიცედ, მაგრამ გულკეთილად თქვა:

- გეყოფა, ეს არც ჭკვიანურია და არც კარგი. აჰყე შენს ჟინს, თუ ასე გინდა, მაგრამ სხვა სახელი

ამოირჩიე.



მკალავმა დაიყვირა:

- ფუ-ფუ პირველი, მასხარების მეფე!

ეს სახელწოდება ყველას მოეწონა და აყვირდნენ: `გაუმარჯოს მეფე ფუ-ფუ პირველს!~ შეძახილს

სტვენა, კნავილი და ხარხარი დააყოლეს.

- გამოათრიეთ და თავზე გვირგვინი დაადგით!

- სამეფო მანტია მოასხით!

- სკიპტრა მიეცით!

- ტახტზე დასვით!

ბევრი ასეთი შეძახილი დაატეხეს თავს საწყალ ბიჭს, სულისმოთქმაც ვერ მოასწრო, რომ თავზე

თუნუქის ქვაბი ჩამოაცვეს, დაკონკილი საბანი წამოასხეს, კასრზე დასვეს და ხელში სკიპტრად

მკალავის სარჩილავი მისცეს. მერე ყველანი მუხლებზე დაეცნენ და მოჰყვნენ მოთქმასა და

ვედრებას, თან თვალებს ჭუჭყიანი და დახეული სახელოებითა და წინსაფრებით იწმენდნენ,

ვითომ ტიროდნენ.



- შეგვიწყალე, ტკბილო მეფეო!

- ნუ გასთელავ მავედრებელ მატლებს, კეთილშობილო უდიდებულესობავ!

- შეიბრალე შენი მონები და ერთი მეფური წიხლით ანუგეშე.

- გაგვამხნევე და გაგვათბე შენი მოწყალე სხივებით, უზენაესო ცეცხლისმფრქვეველო მზეო.

- ერთი ფეხის დაკარებით მიწა დალოცე, რომ მტვერს ვემთხვიოთ და ავმაღლდეთ.

- ინებე და შემოგვაფურთხე, რომ ჩვენმა შვილიშვილებმა მოუთხრონ შემდეგში შენი მეფური

მოწყალების ამბავი, იამაყონ და სამუდამოდ გაბედნიერდნენ.



მაგრამ ყველას აჯობა მხიარულმა მკალავმა: იგი ჩოქვით მიუახლოვდა და ვითომ ემთხვია მეფის

ფეხს, მაგრამ მეფემ წიხლი ჰკრა. მკალავმა კი სათითაოდ ყველას ჩამოუარა და ძონძი სთხოვა,

რომ სახის ის ადგილი შეეხვია, სადაც მეფის ფეხი შეეხო: მეშინია, ჰაერი არ მოხვდეს ამ

ადგილსო. თან ამბობდა, შარაგზაზე გავალ და ვისაც ვაჩვენებ, ას-ას შილინგს მომცემსო. ყველა

აღფრთოვანებული იყო მისი ოხუნჯობით და შურით შესცქეროდა.

პატარა მეფეს თვალებზე სირცხვილისა და განრისხების ცრემლები მოადგა. გულში ფიქრობდა:

`უდიდესი უსამართლობა რომ გამომეჩინა მათ მიმართ, მაშინაც ვერ მომექცეოდნენ უფრო

ულმობლად, მე კი სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია და აი როგორ მიხდიანო'.





 



                                                                       თავი მეთვრამეტე 



 



უფისწული მაწანწალებთან



მაწანწალების ბრბო გარიჟრაჟზე წამოისალა და თავის გზას დაადგა. ცა მოქუფრულიყო. სრიალა

მიწაზე ფეხი უსხლტებოდათ. ჰაერში ზამთრის სუსხი იდგა. ბრბო ყურებჩამოყრილი იყო. ზოგი

პირქუში და გაჩუმებული მიდიოდა, ზოგი ბუზღუნებდა და წუწუნებდა. არავინ არ იყო კარგ

გუნებაზე, ყველას სწყუროდა. წინამძღოლმა `ჯეკი~ ჰუგოს ჩააბარა, ჯონე კენტის კი უბრძანა,

გაანებე თავი, ახლო არ მიეკაროო. ფუგოც გააფრთხილა, რომ ბიჭს უდიერად არ მოქცეოდა.





რამდენიმე ხნის შემდეგ გამოიდარა, ღრუბლები გაიფანტა, ბრბო სიცივისაგან აღარ კანკალებდა

და გუნება თანდათან გამოუკეთდა. ბოლოს მთლად გამხიარულდნენ და დაიწყეს ერთმანეთის

დაცინვა და გზად შეხვედრების გამასხარავება. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისვ გაეღვიძათ ცხოვრების

წყურვილი და სიხარული. აშკარა იყო, ყველას ეშინოდა მათი: გზას უთმობდნენ, უშვერ

თავხედობასა და მასხარაობას მოკრძალებით იღებდნენ და პასუხის გაცემას ვერ ბედავდნენ.

ბრბო ზოგჯერ პატრონის თვალწინ იტაცებდა ღობეებზე გასაშრობად გაფენილ თეთრეულს,

მაგრამ პატრონები არა თუ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, თითქოს მადლობელნიც რჩებოდნენ,

რომ ღობეებიც თან არ გააყოლეს.





მალე ერთ პატარა ფერმას შეესივნენ და ისე მოეწყვნენ, როგორც საკუთარ სახლში.

აკანკალებულმა ფერმერმა და მისმა ოჯახმა მათი საუზმისათვის მთელი საკუჭნაო

დააცარიელეს. მაწანწალები ფერმერის ცოლსა და ქალებს ნიკაპზე უცაცუნებდნენ ხელებს,

უხეშად ეხუმრებოდნენ, შეურაცხმყოფელ სახელებს უწოდებდნენ და ხარხარებდნენ. იმავე

დროს ძვლებსა და ბოსტნეულის ნარჩენებს ფერმერსა და მის ვაჟებს ესროდნენ და

ახტუნავებდნენ. ბრბო კი მხიარულად უკრავდა ტაშს, როდესაც ნასროლი მიზანს ხვდებოდა.





ბოლოს ფერმერის ერთ-ერთ ქალს თავზე კარაქი წაუსვეს, რადგანაც იგი აღშფოთდა მათი

თავხედური საქციელით. წასვლისას მასპინძლებს დაემუქრნენ, ეს ამბავი რომ ხელისუფლების

ყურამდე მივიდეს, დავბრუნდებით და მთელ სახლს გადაგიწვავთო.

შუადღე იქნებოდა, როცა კარგა ხნის მომქანცველი სიარულის შემდეგ ბრბომ შეისვენა საკმაოდ

დიდი სოფლის განაპირას, ღობის ძირში. ერთი საათი დაისვენეს. მერე ბრბო აქეთ-იქით

გაიფანტა, რომ სოფელში სხვადასხვა მხრიდან შესულიყვნენ თავიანთი ნაირ-ნაირი ხელობის

საცდელად. `ჯეკი' ჰუგოს გააყოლეს. მათ ცოტა ხანს აქეთ-იქით იხეტიალეს, მაგრამ ჰუგომ

ხელსაყრელი ვერაფერი ნახა და თქვა:



- მოსაპარს ვერაფერს ვხედავ, უვარგისი სოფელი ყოფილა. ისევ მათხოვრობა მოგვიხდება.

- მათხოვრობა? იმათხოვრე, ეს შენი ხელობაა. მე არ ვიმათხოვრებ.

- არ იმათხოვრებ? - გაკვირვებით შეხედა ჰუგომ მეფეს. - მითხარი, გეთაყვა, როდიდან

გაიცვალე?



- არ მესმი,ს რას მეუბნები!

- არ გესმის? განა მთელი შენი სიცოცხლე ლონდონის ქუჩებში არ მათხოვრობდი?

- მე, შე გამოთაყვანებულო?!

- შენი ქათინაურები შენთვის შეინახე, მეტ ხანს გაგიძლებს. მამაშენი ამბობს, თავისი დღენი

მათხოვრობაში გაატარაო. შეიძლება ტყუის. იქნებ იმდენად გათამამდები, რომ იტყვი, იცრუაო -

აბრაზებდა ჰუგო.



- იმ კაცს ეძახი მამაჩემს? დიახ, ტყუილი უთქვამს.

- გეყოფა თავის მოგიჟიანება, მეგობარო. გასართობად გამოიყენე, საზიანოდ არ გადაგექცეს.

მამაშენს არ ვეტყვი ამას, თორემ ტყავს გაგაძრობს, რომ გაიგოს.

- თავს ნუ იწუხებ. მე თვითონ ვეტყვი.



- მომწონს შენი გამბედაობა არ ვარგა. ცხოვრება ისედაც სავსეა პანღურითა და ცემით, ახალს

რაღას ეძებ! მაგრამ კმარა. მე მჯერა მამაშენისა. ვიცი, რომ ტყუის ხოლმე. ჩვენ შორის

საუკეთესოებიც კი ცრუობენ. მაგრამ რად დასჭირდებოდა ამ ტყუილის თქმა? ჭკვიანი ადამიანი

ტყუილუბრალოდ არ დახარჯავს სიცრუეს. მაგრამ კარგი, მათხოვრობა არ გინდა, მაშ რა

გავაკეთოთ? სამზარეულოები გავქურდოთ?



- გეყოფა ამდენი სისულელის როშვა, უკვე თავი მომაბეზრე, - უთხრა გაღიზიანებუმა მეფემ.

ჰუგო გაბრაზდა:

- ყური მიგდე, მეგობარო, არც მათხოვრობა გინდა, არც ქურდობა, იყოს ნება შენი, მაგრამ ახლა

იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი: შენ ხალხს მიიტყუებ, მე კი ვიმათხოვრებ. აბა გაბედე და უარი

თქვი!



ის იყო მეფეს ზიზღით უნდა ეპასუხა, რომ ჰუგომ შეაწტყვეტინა:



- ჩუმად! აი ერთი კაცი მოდის, კეთლი სახე აქვს. მე ბნედიანივით დავეცემი. გამვლელი ჩემკენ

გამოიქცევა თუ არა, შენ მოთქმა და მუხლებზე ცემა დაიწყე. მერე გადარეულივით მოჰყევი

ყვირილს და თქვი: `ო, სერ, ეს ჩემი საწყალი ავადმყოფი ძმა არის, ქვეყანაზე არავინ არა გვყავს;

ღვთის გულისათვის, შეგვიბრალე და მოხედე ამ დაავადებულ და გაუბედურებულ არსებას,

უწილადე ერთი პატარა პენი ღმერთისაგან დალახვრულსა და დაღუპვის გზაზე მდგომს!'

დაიხსომე, მოთქმა არ შეწყვიტო და არ შეანელო, ვიდრე პენის არ დავცინცლავთ, თორემ ვაი შენი

ბრალი?



და ჰუგო მაშინვე მოჰყვა გმინვასა და კვნესას. თვალები გადააბრუნა, ბარბაცი და ბზრიალი

დაიწყო. უცნობის მოახლოებისთანავე გაიშხლართა მიწაზე და ტალახში კლაკნასა და კრუნჩხვას

მოჰყვა, თითქოს ტკივილები კლავსო.



- ოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო! - შეჰყვირა კეთილმა უცნობმა. - საწყალი, საწყალი, როგორ

იტანჯება! მე გიშველი.

- ო, კეთილშობილო სერ, ნუ წუხდებით, ღმერთმა ყოველი სიკეთე მოგცეთ, საშინელი

ტკივილები მაქვს, როდესაც ამ მდგომარეობაში ხელს მაკარებენ. ჩემი ხმა გიამობთ, თქვენო

მოწყალებავ, როგორ ვიტანჯები ასეთი შეტევების დროს. ერთი პენი, კეთილო სერ, ერთი პენი,

რომ ცოტა საჭმელი ვიყიდო, მერე ჩემს სატანჯველთან დამტოვე.



- ერთი პენი! სამსაც მოგცემ, შე უბედურო.

 - უცნობმა ნერვიული სიჩქარით ჯიბეები მოიქექა და

ფული ამოიღო.

 - აი, საბრალო ბიჭი, აიღე, მადლობად არ ღირს. ახლა აქ მოდი, ბიჭო, მიშველე

შენი ავადმყოფი ძმის იმ სახლამდე მიყვანა, სადაც...

- მე მაგისი ძმა არა ვარ, - სიტყვა გააწყვეტინა მეფემ.

- როგორ? ამის ძმა არა ხარ?

- ო, ერთი შეხედეთ! - დაიკვნესა ჰუგომ და კბილები გააკრაჭუნა. - უარს ამბობს თავის საკუთარ

ძმაზე, რომელსაც ცალი ფეხი სამარეში უდგას.

- ბიჭო, შენ მართლა გულქვა ყოფილხარ, თუ ეს შენი ძმაა. გრცხვენოდეს! ხელებს და ფეხებს

ძლივს ანძრევს. თუ შენი ძმა არ არის, მაშ ვინ არის?

- მათხოვარია და ქურდი! ფულიც მიიღო თქვენგან და ჯიბიდანაც ამოგაცალათ. თუ

განკურნების სასწაულის მოხდენა გსურთ, მხრებზე კომბალი გადაუსვით, დანარჩენი განგებას

მიანდეთ.



მაგრამ ჰუგომ სასწაულს აღარ მოუცადა, წამსვე წამოხტა და ქარივით გაქრა. უცნობი კაცი

ყვირილით დაედევნა. მეფემ განთავისუფლებისათვის ზეცას მხურვალე მადლობა შესწირა, სხვა

მხარეს გაიქცა და ვიდრე სამშვიდობოს არ გავიდა, ნაბიჯი არ შეუნელებია. მერე პირველსავე

გზაზე გაუხვია და მალე სოფელი უკან მოიტოვა. რაც ძალა და ღონე ჰქონდა, რამდენიმე საათს

ასე გარბოდა, თან ღელავდა და მდევრების შიშით უკან იყურებოდა, მაგრამ ბოლოს შიში

გადაეფანტა და დამშვიდდა. ახლაღა იგრძნო შიმშილი და დაღლა. ერთ ფერმაში მივიდა, მაგრამ

ლაპარაკი არ დააცადეს, სიტყვა გააწყვეტინეს და უხეშად გააგდეს. ხელს ჩაცმულობა უშლიდა.

გულნატკენი და გაბრაზებული გაუდგა გზას და გადაწყვიტა, რომ ასეთი დამცირებისათვის თავი

აერიდებინა, მაგრამ შიმშილი სიამაყეს ძლევს. მოსაღამოვდა თუ არა, მეორე ფერმას მიადგა

თავის შესაფარებლად. იქ უარესი ამბავი დაატყდა თავს: გალანძღეს და დაემუქრნენ, თუ ახლავე

არ მოგვშორდი, ამ მაწანწალობისათვის შეგიპყრობთო.



დადგა ცივი და ბნელი ღამე. დაღლილი მეფე ძლივსღა მიათრევდა ფეხებს, მაგრამ იძულებული

იყო ევლო, რადგანაც, დაჯდებოდა თუ არა დასასვენებლად, სიცივე ძვლებამდე ატანდა. მისთვის

სრულიად უცხო იყო ბნელ ღამეს უკაცრიელ ქუჩებში ხეტიალით აღძრული განცდები და

შთაბეჭდილებები. ხანდახან ლაპარაკის ხმას გაოგონებდა, მაგრამ რადგანაც მოლაპარაკეთა

სხეულების ნაცვლად უფორმო, მოძრავ ბუნდოვან ჩრდილებს ხედავდა, ყველაფერი ეს

მოჩვენებითი იდუმალებით იყო მოცული და ჟრუანტელი უვლიდა. ზოგჯერ თვალს მოჰკრავდა

მბჟუტავ სინათლეს, ისეთ შორეულს, თითქოს სხვა სამყაროშიაო. ხან ცხვრის ზანზალაკების

წკრიალი შემოესმებოდა, ბუნდოვანი, შორეული და გაურკვეველი. ნახირის ყრუ ბღავილიც

ღამის ქარს გლოვის ხმად მოჰქონდა. ხანდახან მინდვრისა და ტყის თვალუწვდენელ სივრცეზე

ძაღლის საბრალო ყმუილი გადმოდიოდა. ყველა ხმა შორეული იყო და პატარა მეფეს ეგონა,

ყველაფერმა ცოცხალმა მიგანა და შორეთში გადაბარგდაო. და აი იგი მარტო დგას უკიდეგანო

უდაბნოში ყველასაგან მიტოვებული.



მეფე თანდათან უფრო მეტად ბორძიკობდა, მაგრამ მაინც მიდიოდა და მიდიოდა. ხანდახან

გამხმარი ფოთლების ჩუმი შრიალი აკრთობდა, ასე ეგონა, ადამიანი ჩურჩულებსო. ცოტა ხნის

შემდეგ თუნუქის ფარნის შუქს მიადგა, ჩრდილში შევიდა და გაჩერდა. ფარანი ფარდულის

გაღებულ კართან იდგა. მეფემ ცოტა ხანს მოიცადა. არავითარი ხმა არ ისმოდა, უძრავად

დგომისაგან სიცივემ აიტანა. ფარდული ისეთი მომხიბლავი და მიმზიდველი ჩანდა, რომ ბოლოს

გადაწყვიტა, ბედისათვის მიენდო თავი და შესულიყო. სწრაფად და ჩუმად მიიპარა კართან და

როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა, ზურგს უკან ლაპარაკის ხმა შემოესმა. მაშინვე კარს უკან

მიიმალა. ფარდულში ფერმის ორი მუშა შემოვიდა, ფარანი შემოიტანა და მუშაობა დაიწყეს, თან

ლაპარაკობდნენ. მეფემ მიიხედ-მოიხედა, ბოლოში მოზრდილი ბაგის მსგავსი რაღაცა გაარჩია და

გადაწყვიტა იქ მისულიყო, როცა მარტო დარჩებოდა. შუა გზაზე ჩულებიც დაინახა და განიზრახა

მათი ერთი ღამით დაბეგვრა ინგლისის ტახტის სასარგებლოდ.



მალე მუშები საქმეს მორჩნენ, ფარანი წაიღეს და კარი დაკეტეს. სიცივისაგან აკანკალებული მეფე

მორძიკ-ბორძიკით გაეშურა ჩულებისაკენ, აიღო და უვნებლად მივიდა ბაგასთან. ორი ჩული

ლოგინად გამოიყენა, ორი ზედ დაიხურა. ახლა ნამდვილი მეფე იყო, მიუხედავად იმისა, რომ

ჩულები ძველი და თხელი იყო და არც საკმარისად ათბობდა. გარდა ამისა, საშინელი, სულის

შემხუთველი ცხენის სუნი ასდიოდა.



თუმცა მეფეს შიოდა და სციოდა, დაღლილობამ და უძილობამ მაინც თავისი გაიტანა და მალე

ბურანში გაეხვია. სწორედ ჩაძინებისას რაღაცის შეხება იგრძნო. მაშინვე გამოფხიზლდა და

სუნთქვა შეეხუთა. სიბნელეში ამ იდუმალმა შეხებამ ისე შეაშინა, კინაღამ გული გაუსკდა. იწვა

უძრავად და განაბული უსმენდა. მაგრამ არაფერი იძვროდა და არაფერი ისმოდა. ბოლოს ისევ

ჩათვლიმა. მაშინვე იგრძნო ისევ ის იდუმალი შეხება. თავზარდამცემი იყო ეს ოდნავი შეხება

რაღაც უხმო და უხილავი არსებისა. ბიჭი საზარელმა შიშმა შეიპყრო. რა უნდა ექნა? ვერაფერი

მოიფიქრა. დაანებოს თავი კეთილმოწყობილ ბინას და ამ იდუმალ საშიშროებას გაექცეს? მაგრამ

სად გაიქცეს? ფარდულიდან ვერ გავიდოდა, ხოლო სიბნელეში ბრმად ოთხ კედელს შუა

სირბილი საშინელებაა, როცა ეს მოჩვენება იდუმალად თან გდევს და ყოველ წამს შეუძლია

საზიზღრად შეგეხოს ხან ლოყაზე, ხან მხარზე. ასე დარჩეს და მთელი ღამე შიშისაგან იკანკალოს,

უკეთესი იქნება? არა. მაშ რა უნდა ქნას? ერთი გზაღა ჰქონდა: ხელის ცეცებით უნდა ეპოვა ის

`რაღაც'.



ამის გაფიქრება უფრო ადვილი იყო, ვიდრე შესრულება. სამჯერ გადაყო ხელი სიბნელეში და

მაშინვე უკან გამოსწია. იმიტომ კი არა, რომ `რაღაცას~ შეეხო, არამედ იმიტომ, რომ

დარწმუნებული იყო, შეეხებოდა. მეოთხედ ცოტა უფრო შორს გასწია ხელიდა რაღაც რბილსა და

თბილს შეეხო. შიშით გაქვავდა, საგონებელში ჩავარდა, იფიქრა, თბილი გვამიაო. მის შეხებას

სიკვდილი ერჩივნა. მაგრამ ადამიანის ცნოისმოყვარეობას დიდი ძალა აქვს. ცოტა ხნის შემდეგ

თავისდაუნებურად მისი ხელი კანკალით ისევ ეძებდა, დაჟინებით ეძებდა... ამჯერად გრძელი

ბეწვები გაარჩია. ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ ბეწვებს ხელი გააყოლა და რაღაც თბილს, თოკის

მსგავსს შეეხო. ხელი გააყოლა თოკს და აღმოაჩინა... უმანკო ხბო! ხოლო ის, რაც თოკად მოეჩვენა,

ხბოს კუდი გამოდგა.



მეფეს თავისივე თავისა შერცხვა, რომ მძინარე ხბომ ასე დააფრთხო. მაგრამ არ კი უნდა

შერცხვენოდა, იმიტომ რომ ხბომ კი არ შეაშინა იგი, არამედ საშინელმა და არარსებულმა

`რაღაცამ~. იმ ცრუმორწმუნე დროში ყველა ბიჭს სწორედ ასევე შეეშინდებოდა.

მეფე აღაფრთოვანა არა მარტო იმან, რომ ეს `რაღაც' ხბო გამოდგა, არამედ იმანაც, რომ ამხანაგი

იშოვა. ისე ეულად და უთვისტომოდ გრძნობდა თავს, რომ ამ მშვიდი პირუტყვს სიახლოვეც კი

გაუხარდა. ადამიანები ისე ცუდად მოექცნენ, ისე დატანჯეს, ნამდვილად დიდი ნუგეში იყო

ამხანაგის შეძენა. რა ვუყოთ, რომ დიდი ჭკუა და გონება არა აქვს, სამაგიეროდ, ნაზი გულისა და

რბილი ხასიათისაა. ასე რომ, გადაწყვიტა, თავისი მაღალი წოდება დაევიწყებინა და ხბოს

დამეგობრებოდა. ხბო მასთან ახლო იწვა, მეფე ადვილად მისწვდა და თბილ, ფაფუკ ზურგზე

ხელი გადაუსვა. ამასობაში ახალმა აზრმა გაუელვა: თავისი ლოგინი ხბოსთან გაშალა, თვითონ

ხბოს ზურგთან მოიკუნტა, თავი მეგობარს დაადო და საბანი ისე დაიხურა, ხბოსაც დაფარებოდა.

ერთი-ორი წუთის შემდეგ ისე თბილად და კარგად იგრძნო თავი, როგორც ოდესღაც

ვესტმინსტერის სამეფო სასახლის თივთიკის ქვესაგებში.



მაშინვე სასიამოვნო ფიქრები ესტუმრა და ცხოვრება მხიარული ეჩვენა. მეფე უკვე აღარ იყო

ბოროტმოქმედი მაწანწალების მონა; ის უკვე მოშორდა იმ ნაძირალათა ბრბოს და ახლა თბილად

არის, თავშესაქცევი აქვს, ერთი სიტყვით, ბედნიერია. მთელი ღამე ქარი ქროდა, დროდარო ძველ

ფარდულს ეძგერებოდა და აზანზარებდა. მერე შენელდებოდა, მაგრამ მალე ისევ მოჰყვებოდა

კვნესასა და გმინვას. ქარის გრიალი მეფეს მუსიკად ეჩვენებოდა, ისე მყუდროდ და კარგად

გრძნობდა თავს... დაე, ქარმა უბეროს და იზუზუნოს, იკვნესოს და იღმუვლოს, მისთვის სულ

ერთია. იგი უფრო მაგრად მიეკრა თავის მეგობარს და სითბოსაგან ნეტარებას მიეცა. თანდათან

ღრმა, უსიზმრო, მშვიდი, ტკბილი ძილი დაეუფლა. შორს ძაღლები ყეფდნენ. ძროხები

ნაღვლიანად ბღაოდნენ. ქარი ბობოქრობდა, წვიმა გააფთრებით ურტყამდა სახურავს, მაგრამ

ინგლისის მეფეს უშფოთველად ეძინა. მის გვერდით კი ხბოს ეძინა. იგი უბრალო რსება იყო,

ადვილად არც ქარბუქი ააღელვებდა და არც მეფის გვერდით ძილი შეაწუხებდა.





                                                                             თავი მეცხრამეტე



 

 

მეფე გლეხებთან





მეფემ დილით ადრე გაიღვიძა და დაინახა, რომ ღამე სველი ვირთაგვა მიცოცებულიყო და

მყუდროდ მწყობილიყო მის მკერდზე. როგორც კი მყუდროება დაურღვიეს, მან თავს უშველა.

ბიჭმა გაიღიმა და თქვა:



- საწყალო სულელო, რისა შეგეშინდა? მეც ხომ შენსავით უსახლკარო ვარ. სირცხვილი იქნებოდა,

რომ მე, თვითონ უმწეოს, სხვა უმწეოსათვის მევნო. ეგეც რომ არ იყოს, მადლობა მმართებს კარგი

ნიშნისათვის: თუ მეფე იმდენად დაქვეითდა, რომ ვირთაგვები მას საწოლად იყენებენ, ეს

უსათუოდ მისი ბედის შემოტრიალებას გულისხმობს; ცხადია, ამაზე მეტი დაქვეითება

შეუძლებელია.



უცებ ბავშვების ხმა შემოესმა. ფარდულის კარი გაიღო და ორი გოგონა შემოვიდა. ბიჭის

დანახვისთაავე ლაპარაკი და სიცილი შეწყვიტეს, გაქვავებულებივით გაჩერდნენ და დიდი

ცნობისმოყვარეობით დაუწყეს ცქერა. ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთში ჩურჩული გააბეს. მეორე

უფრო ახლოს მივიდნენ, გაჩერდნენ, ისევ შეხედეს და აჩურჩულდნენ. ბოლოს გამბედაობა

მოიკრიბეს და ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. ერთმა თქვა:



- ლამაზი სახე აქვს.

მეორემ დაუმატა:

- თმაც ლამაზი აქვს.

- მაგრამ ცუდად აცვია.

- დამშეულსაც ჰგავს!

კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ, რამდენჯერმე შემოუარეს ირგვლივ და ყურადღებით

დაათვალიერეს, თითქოს რაღაც უცხო, ახალი ჯიშის ცხოველიაო. თან ფრთხილობდნენ,

გეგონებოდათ, ეშინიათ, ვაითუ ამ ცხოველმა კბენაც იცოდესო. ბოლოს წინ დაუდგნენ, ხელი

ხელს ჩაჰკიდეს, რომ მხნედ ყოფილიყვნენ, და უმანკო თვალები გაშტერებით მიაპყრეს. მერე

ერთმა გამბედაობა მოიკრიბა და პირდაპირ ჰკითხა:





- ვინა ხარ, ბიჭო?

- მეფე, - იყო დინჯი პასუხი.

ბავშვები შეკრთნენ, თვალები დააჭყიტეს და ერთხანს ვეღარაფრის თქვა ვერ მოახერხეს. მაინც

ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა:

- მეფე? ვინ მეფე?

- ინგლისის მეფე.



გაკვირვებულმა და დაბნეულმა ბავშვებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ბიჭს, მერე ისევ

ერთმანეთს, შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა:



- გესმის, მარჯერი? მეფე ვარო. ნეტა მართალს ამბობს?

- როგორ შეიძლება მართალი არ იყოს, პრისი? განა ტყუილს იტყვის? ხომ გესმის, პრისი, თუ

მართალი არ არის, ტყუილი იქნება. უსათუოდ იქნება. აბა დაუფიქრდი: ყველაფერი, რაც

მართალი არ არის, ტყუილია და მეტი არაფერი.

ეს მტკიცე, უტყუარი საბუთი იყო და პრისის ეჭვებს ნიადაგი გამოეცალა. ერთ წუთს იფიქრა,

მეფის პატიოსნებას მიენდო და უბრალოდ უთხრა:



- თუ მართლა მეფე ხარ, მჯერა შენი.

- მართლა მეფე ვარ.

საქმე მოგვარდა. მისი უდიდებულესობის სამეფო ღირსება უსიტყვოდ და უკამათოდ იქნა

აღიარებული და ორივე გოგონამ მაშინვე გამოკითხვა დაუწყო: როგორ მოხვედი აქ, რატომ

გაცვია მეფისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, სად მიდიხარო... მეფე თვითონაც დიდი

სიხარულით გადაუშლიდა თავის დარდებს ყველას, ვინც არ დასცინებდა და ეჭვით არ

შეხედავდა. და მართლაც, მან გოგონებს ისეთი გატაცებით უამბო თავისი თავგადასავალი, რომ

დროებით შიმშილიც გადაავიწყდა. კეთილმა გოგონებმა ღრმა და ნაზი თანაგრძნობით

მოუსმინეს, მაგრამ როდესაც თავისი უკანასკნელი განცდები უამბო და გაიგეს, რამდენი ხნის

უჭმელი იყო, სიტყვა გააწყვეტილეს და ფერმერისაკენ გააქციეს სასაუზმოდ.



მეფე ახლა მხიარული და ბედნიერი იყო, იგი ფიქრობდა: `როდესაც ტახტს დავიბრუნებ,

ყოველთვის ვიზრუნებ ბავშვებზე. მხოლოდ მათ დამიჯერეს ჩემი მწუხარების დროს, უფროსებმა

კი, რომელთაც თავი უფრო ჭკვიანად მოაქვთ, დამცინეს და მატყუარად ჩამთვალესო'.



ბავშვების დედამ თბილად მიიღო. ბიჭის უმწეობა და შეშლილობა გულზე მოხვდა. როგორც

ქვრივსა და ხელმოკლეს, საკმაო მწუხარება ჰქონდა გამოვლილი და ამიტომ უბედურებს

თანაუგრძნობდა. ახლაც იფიქრა, ბიჭი თავისიანებს ან დარაჯებს გამოექცეოდაო, და შეეცადა

გამოერკვია, საიდან იყო მოსული, რომ ბინაზე დაებრუნებინა, მაგრამ მეზობელ ქალაქებსა და

სოფლებს ამაოდ ასახელებდა: პასუხები მოწმობდა, რომ რაზედაც ქალი ელაპარაკებოდა,

მისთვის უცნობი იყო. იგი დინჯად და თავისუფლად ლაპარაკობდა სამეფო კარზე და

რამდენჯერმე განსვენებულ მეფეზე, `მამაზე~ ლაპარაკის დროს ცრემლებიც წასკდა, მაგრამ

საკმარისი იყო ლაპარაკი უფრო უბრალო საგნებზე გადაეტანათ, რომ მას ინტერესი ეკარგებოდა

და ჩუმდებოდა.



ქალი მეტად დაიბნა, მაგრამ თავი მაინც არ დაანება. საუზმის მომზადების დროს ათასნაირ ხერხს

მიმართა, რომ ბიჭს გაემჟღავნებინა თავისი ნამდვილი ვინაობა. საქონელზე რომ ჩამოაგდო

სიტყვა, ბიჭს დაინტერესება არ შეეტყო, ცხავრზე რომ გაუბა ლაპარაკი, არც მაშინ გახალისებულა.



ასე რომ, ტყუილად ეგონა მწყემსი. ახლა სიტყვა ჩამოაგდო წისქვილებზე, ფეიქრებზე,

მკლავებზე, მჭედლებზე, ყოველგვარ ხელობასა და ხელოსნობაზე, სიგიჟეზე, ციხეებზე და

საქველმოქმედო თავშესაფრებზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს იფიქრა, საოჯახო საქმეებს

გამვკითხავო. დარწმუნებული იყო, რომ უკვე ნამდვილ კვალს მიაგნო: ბიჭი შინამოსამსახურე

იქნებაო. ვერც აქ მიიღო სასურველი შედეგი. დაგვასა და ცეცხლის დანთებაზე ლაპარაკი ბიჭს

ეძნელებოდა; ჭურჭლის რეცხვის ხსენებამ სრულიად არ გამოაცოცხლა, მერე დიასახლისმა

უკანასკნელ იმედს მიმართა: საჭმელების მომზადების საკითხს შეეხო. მისდა განსაცვიფრებლად

და გასახარელად, მეფეს სახე უმალ გაუნათდა. `აა! ძლივს მივაგენი', გაიფიქრა ქალმა და სიამაყე

იგრძნო, რომ ასეთი მოსაზრებულობითა და ტაქტით გამოაჟღავნა მისი ვინაობა.



ახლა ქალის დაღლილ ენას დასვნების საშუალება მიეცა. დამშეულ მეფეს აშიშინებული

ქვაბებისა და ტაფების საამო სუნმა ლაპარაკის გემრიელი საჭმელების აღწერა, რომ სამი წუთის

შემდეგ დედაკაცმა თავისთვის ჩაილაპარაკა:



- მართლაც არ შევმცდარვარ... ალბათ სადმე სამზარეულოში მუშაობდა.

ბიჭი კი სულ ახალ და ახალ საჭმელებს ასახელებდა და ისეთი გამოცოცხლებით ლაპარაკობდა,

რომ დიასახლისს გაუკვირდა: `ღმერთო ჩემო! საიდან იცის ამდენი საჭმელი, ისიც ასეთი

რჩეული? ეს ხომ მხოლოდ მდიდრებისა და დიდკაცებისათვის არის განკუთვნილი? ა-ა! ახლა

მივხვდი, გონების შერყევამდე ალბათ სასახლეში მუშაობდა. დიახ, ალბათ თვით მეფის

სამზარეულოში იყო თანაშემწედ! აბა გამოვცადო!'



თავისი მიხვედრილობის დამტკიცების უდიდესი სურვილით შეპყრობილმა ქალმა მეფეს ერთი

წუთით საჭმელებისთვის ყურისგდება დაავალა. თან ნება მისცა, თუ მოისურვებდა, თვითონვე

მოემზადებინა ერთი-ორი თავი საჭმელი. მერე ოთახიდან გავიდა და ბავშვებს ანიშნა, თან

გაჰყოლოდნენ. მეფემ წაიბუტბუტა:



- ინგლისის ერთ მეფესაც ხომ ასეთივე ამბავი შეემთხვა ძველ დროში. ჩემს ღირსებას არაფერი

შებღალავს, თუ ვიკისრებ იმ საქმის გაკეთებას, რაც ალფრედ დიდსაც არ უთაკილია. მაგრამ

შევეცდები, იმაზე უკეთ გავამართლო ნდობა, მას ხომ დაეწვა ნამცხვრები!



სურვილი კარგი ჰქონდა, მაგრამ შესრულება ცოტა გაუჭირდა. ეს მეფეც იმ მეფესავით ღრმა

ფირებში წავიდა და იგივე უბედურება დაემართა - კერძი დაეწვა. დედაკაცი დროზე

შემობრუნდა, რომ საუზმე სრული განადგურებისაგან გადაერჩინა და მკაცრი და ფიცხელი

ტუქსვით მეფე სწრაფად გამოიყვანა ფიქრებიდან. მაგრამ როდესაც დაინახა, როგორ შეწუხდა

ბიჭი ნდობის დაკარგვის გამო, უმალ მოლბა და ისევ გულკეთილი და ალერსიანი გახდა.

ბიჭმა გემრიელად ისაუზმა, მოღონიერდა და გამხიარულდა. ეს საუზმე განსაკუთრებით

საყურადღებო იყო იმით, რომ სტუმრობამაც დაივიწყა და მასპინძელმაც საკუთარი წოდება და

უპირატესობა. ამასთან, წყალობის მიმღებმა არც ერთმა მხარემ არ იცოდა, რომ წყალობა

ეძლეოდა. დიასახლისს განზრახული ჰქონდა ამ პატარა მაწანწალისათვის ნასუფრალი სადმე

კუთხეში მიეცა, როგორც სხვა მაწანწალებს ან ძაღლებს აძლევდა ხოლმე, მაგრამ ბიჭის

დატუქსვის გამო სინდისი ისე ქენჯნიდა, რომ ახლა ყოველნაირად შეეცადა დანაშაული

გამოესყიდა: დასვა საერთო მაგიდასთან და თანასწორივით ექცეოდა. მეფესაც თავის მხრით

სინდისი ქენჯნიდა, რომ ასეთ კეთილ ოჯახს ნდობა ვერ გაუმართლა და შეეცადა დანაშაული

გამოესყიდა. ამ ოჯახის დონემდე თავის დამდაბლებით: იმის ნაცვლად, რომ თავისი

წარმოშობისა და ღირსების შესაფერისად ცალკე მჯდარიყო, ხოლო დედაკაცი და ბავშვები მას

მომსახურებოდნენ, გვერდით მოისხა მაგიდასთან.

ყველას მართებს ზოგჯერ ქედმაღლობის უკუგდება.



ეს კეთილი დედაკაცი მთელი დღე ბედნიერი იყო და თავი მოჰქონდა მაწანწალის მიმართ

გამოჩენილი ქველმოქმედებით. მეფეც სწორედ ისეთივე თვითკმაყოფილებას გრძნობდა

უბრალო გლეხი ქალის მიმართ მოწყალების გამოჩენით.



საუზმის შემდეგ დიასალისმა მეფეს ჭურჭლის დარეცხვა დაავალა. მეფე ერთ წუთს შეაძრწუნა ამ

ბრზანებამ, მარამ თავი შეიკავა და გაიფიქრა: `ალფრედ დიდი ნამცხვრებს ადევნებდა თვამყურს,

უეჭველია, ჭურჭელსაც გარეცხავდა, რომ დაევალებინათ, მეც ვცდი'.



დავალება ძლივძლივობით შეასრულა. მეფე გაოცებული იყო, რა ძნელი ყოფილა ხის კოვზებისა

და დანების წმენდაო. ძალიან მოსაწყენი და მოსაბეზრებელი სამუშაო გამოდგა. როგორც იქნა

მორჩა საქმეს. მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ისე უნდოდა წასვლა. მაგრამ საქმიან დიასახლისს ისე

ადვილად ვერსად წაუვიდოდა. დედაკაცმა ხან რა დაავლა, ხან რა. მეფემ ყველაფერი

კეთილსინდისიერად და წარმატებით შეასრულა. მერე ის და გოგონები ვაშლის დასაჩირავად

დასვა, მაგრამ ბიჭი ისეთი მოუხერხებელი გამოდგა, რომ ქალმა თავი დაანებებინა და

სამზარეულოს დანა მისცა გასალესად. მერე მატყლი აჩეჩინა იქამდე, ვიდრე ბიჭს აზრად არ

მოუვიდა, რომ კეთილ მეფე ალფრედს საოჯახო საქმეების გმირულად შესრულებაში შორს

გაუსწრო და დაჩრდილა. ამიტომ გადაწყვიტა, მეყოფა, რაც გავაკეთეო. ნასადილევს

დიასახლისმა მას კალათით კნუტები მისცა წყალში გადასაყრელად. ბიჭმა უარი თქვა. არა,

დააპირა უარის თქმა, რადგანაც გრძნობდა, რომ როდისმე უარი უნდა ეთქვა და კნუტების

დახრჩობაზე არჩია შეჩერება, მაგრამ ამ დროს თვალი მოჰკრა ზურგზე მეწვრილმანის

ბოხჩამოკიდებულ ჯონ კენტის და ჰუგოს.



მეფემ ეს არამზადები უფრო ადრე დაინახა, ვიდრე ისინი მოჰკრავდნენ თვალს, ისე რომ, უარი

აღარ უთქვამს ქალისათვის, კნუტების კალათი აიღო და უსიტყვოდ გავიდა. კნუტები დერეფანში

დატოვა, თვითონ კი ვიწრო შესახვევისკენ მოკურცხლა.





                                                                     თავი მეოცე

 



უფლისწული და განდეგილი



მაღალი ღობე ფარავდა ახლა მას. შიშით თავზარდაცემულმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ტყისაკენ

გაქუსლა. ტყე სოფლიდან კარგა მოშორებით იყო და ბიჭს უკან ერთხელაც არ მოუხედავს, ვიდრე

თავი არ შეაფარა. მხოლოდ ახლა მობრუნდა და შორს ორი ფიგურა გაარჩია. ეს საკმარისი იყო:



აღარც გაჩერებულა, ისე გაეშურა წინ და ვიდრე ტყის სიღრმეში შევიდოდა, ნაბიჯი არ

შეუნელებია. როცა დარწმუნდა, რომ შედარებით უშიშრად იყო, შედგა, გაინაბა, სმენა

გაამახვილა, მაგრამ ირგვლივ ღრმა სიჩუმე გაბატონებულიყო, საზარელი და მძიმე სიჩუმე.

ხადახან თითქოს რაღაც ხმა ესმოდა, მაგრამ ეს ისეთი შორეული, იდუმალი ხმები იყო,

აჩრდილების გმინვასა და ჩივილს ჰგავდა. ხმები სიჩუმეზე მეტად აშინებდა.



ბიჭი ჯერ ფიქრობდა, საღამომდე ტყეში დარჩენილიყო, მაგრამ გაოფლილზე სიცივემ დაჰკრა და

იძულებული გახდა, ისევ ევლო, რომ გამთბარიყო. ადგა და პირდაპირ ტყე-ტყე განაგრძო

სიარული, სადმე გზას წავაწყდებიო. მაგრამ ამის იმედი მალე დაკარგა. მიდიოდა სულ წინ და

რაც უფრო შორს შედიოდა, ტყე მით უფრო ხშირი და დაბურული ხდებოდა. თანდათან

ჩამობნელდა და მეფე მიხვდა, რომ ღამდებოდა. იმის გაფიქრებაზე, რომ რამე ამ იდუმალებით

მოცულ ადგილას უნდა გაეტარებინა, ბიჭს ჟრუანტელმა დაუარა და სცადა უფრო ჩქარა ევლო,

მაგრამ კარგად ვეღარ ხედავდა და ხან ფესვებს წამოჰკრავდა ფეხს, ხან ბარდებსა და ბუჩქებს

ედებოდა.



რა სიხარული იგრძნო, როცა ბოლოს მოციმციმე სინათლეს მოჰკრა თვალი! მაშინვე მისკენ

გაეშურა. გზადაგზა ხშირად ჩერდებოდა უბადრუკი პატარა ქოხის სარკმლიდან. მეფემ ხმაც

გაიგონა და გაქცევა და დამალვა მოინდომა, მაგრამ მიხვდა, რომ ქოხში ვიღაც ლოცულობდა, და

გადაიფიქრა. მიიპარა ერთადერთ ფანჯარასთან, ფეხის წვერებზე შედგა და ჩუმად შეიხედა.



ოთახი პატარა იყო, იატაკი დატკეპნილი მიწისა ჰქონდა. კუთხეში ლერწმის საწოლი იდგა და

ზედ ორიოდე დაკონკილი საბანი ეგდო. იქვე იდგა კასრი, ტოლჩა, ტაშტი, ორიოდე ქვაბი და

ტაფა, მოკლე მერხი და სამფეხა სკამი. კერაში ცეცხლი ჩაბჟუტულიყო. ერთადერთი სანთლით

განათებული ხატის წინ მოხუცი კაცი დაჩოქილიყო. მის გვერდით, ძველ ხის ყუთზე,

გადაშლილი წიგნი და ადამიანის თავის ქალა იდო. კაცი მაღალი და გამხდარი იყო. თმები და

ქილვაში ძალიან გრძელი და თოვლივით თეთრი ჰქონდა. ცხვრის ტყაპუჭები კოჭებამდე

სწვდებოდა.



- წმინდა განდეგილი! - ჩაილაპარაკა მეფემ. - ახლა კი ბედმა გამიღიმა.

განდეგილი ფეხზე წამოდგა. მეფემ დააკაკუნა. დაბალმა ხმამ უპასუხა:

- შემოდი! მხოლოდ ცოდვები მანდ დატოვე, რადგან მიწა, რომელსაც ფეხს დაადგამ, წიმნდაა!

მეფე შევიდა და დადგა. განდენილმა მიანათა ბრჭყვიალა, მუსვენარი თვალები და ჰკიითხა:

- ვინა ხარ?

 - მეფე ვარ, - იყო მშვიდი და უბრალო პასუხი.

- მობრძანდი, მეფეო! - აღტაცებით შესძახა განდეგილმა და ფაციფუცით დატრიალდა, თან სულ

იმეორებდა:



 - მობრძანდი! მობრძანდი! - სკამი გამოსწია, მეფე ბუხართან დასვა, ცეცხლს ფიჩხი

შეაუარა და ნერვიული ნაბიჯით დაიწყო წინ და უკან სიარული.

- მობრძანდი! ბევრი ეძებდა ამ თავშესაფარს, მაგრამ ღირსნი არ იყვნენ და განიდევნენ. მაგრამ

მეფე, რომელიც უკუაგდებს თავის გვირგვინს, არაფრად აგდებს თავისი ხარისხის ფუჭ

ბრწყინვალებას და ძონძებით იმოსება, რომ დათრგუნოს ხორცი თვისი და მთელი სიცოცხლე

ლოცვაში გაატაროს, ღირსია მიღებისა... სალამი მას. ის აქ სიკვდილამდე დარჩება.

მეფემ შეაწყვეტინა სიტყვა და ყველაფერი აუხსნა, მაგრამ განდეგილს ყურადღებას არ მიუქცევია,

ეტყობა, არც უსმენდა, ისე განაგრძობდა ლაპარაკს ხმამაღლა და მომეტევები ენერგით.





- შენ აქ წყანარად იქნები. ვერავინ მოაგნებს შენს თავშესაფარს და არ შეგაწუხებს მუდარით, რომ

დაუბრუნდე იმ ფუჭსა და უაზრო ცხოვრებას, რომელიც ზეციურმა მიგატოვებინა. შენ აქ

ილოცებ, საღმრთო სჯულს შეისწავლი, იფიქრებ ამქვეყნიურ დიდებაზე. შენი საკვები გამხმარი

ქერქი და ბალახი იქნება. სხეულზე, სულის გასაწმენდად, ყოველდღე მათრახებს დაიკრავ, ძაძას

ჩაიცვამ, მხოლოდ წყალს დალევ და მშვიდად იქნები. დიახ, სრულიად მშვიდად, ვინც შენს

საძებნელად მოვა, იმედგაცრუებული დაბრუნდება, ვერ გიპოვის და ვერ გაგაწვალებს.

მოხუცი ისევ წინ და უკან დადიოდა, ხმამაღლა ლაპარაკი კი შეწყვიტა და ბუტბუტს მოჰყვა.

მეფემ შემთხვევით ისარგებლა და შიშის ზეგავლენით მჭევრმეტყველურად უამბო თავის

თავგადასავალი, მაგრამ განდეგილი ისევ ბუტბუტებდა და ყურადღებას არ აქცევდა.





ბუტბუტითვე მივიდა მეფესთან და უთხრა:

- სს! ერთ საიდუმლოს გეტყვი! - სათქმელად მოემზადა, მაგრამ უმალვე შეჩერდა და სმენა

გაამახვილა. შემდეგ ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან, თავი გაყო და ბინდში გაიხედა, მერე

ასევე ფეხაკრეფით დაბრუნდა მეფესთან და წასჩურჩულა:



- მე მთავარანგელოზი ვარ!

მეფე შეკრთა და თავისთვის ჩაილაპარაკა: `ნეტავი ისევ მამაწანწალებთან დავრჩენილიყავი, ახლა

შეშლილის ტყვე გავხდიო'.



თანდათან შიშმა უფრო მეტად დარია ხელი და სახეზეც გამოეხატა. განდეგილმა დაბალი,

აღელვებული ხმით განაგრძო:

- ვხედავ, რომ გრძნობ ამას! სახეზე მოწიწება გამოგეხატა, სხვაგვარად არც შეიძლება. ჩემს

სიახლოვეს ყველას ასე მოუვიდა, ეს ზეცის ჰაერია: თვალის დამხამხამაბაში მივდივარ იქ და

ვბრუნდები. სწორედ ამ ადგილას ხუთი წლის წინათ ანგელოზებმა მთავარანგელოზად

გამომაცხადეს. ისინი ზეცამ გამომიგზავნა ამ ღირსების მოსანიჭებლად. მათ თვალისმომჭრელი

ნათელი მოჰფინეს აქაურობას. ჩემ წინაშე დაიჩოქეს, მეფეო! დიახ, დაიჩოქეს! ვინაიდან მათზე

დიდი ვარ. მე ზეცაში მივლია და პატრიარქებთან მისაუბრია. შეხე ჩემს ხელს. ნუ გეშინია... შეეხე, 

ასე... ახლა შენ შეეხე ხელს, რომელსაც შეჰხებია აბრაამი, ისააკი და იაკობი! მე ხომ ოქროს

დარბაზებში ვყოფილვარ, თვით ღმერთი მინახავს პირისპირ!



მოხუცი შეჩერდა, რომ ენახა, რა გავლენას მოახდნდა ეს სიტყვები. მერე სახე ერთბაშად შეეცვალა,

ფეხზე წამოხტა და გაჯავრებით თქვა:

- დიახ, მე მთავარანგელოზი ვარ, უბრალო მთავარანგელოზი! მაშინ, როცა პაპი შეიძლებოდა

ვყოფილიყავი; დიახ, ჭეშმარიტად ასეა. მე ზეციდან მამცნეს სიზმარში ოცი წლის წინათ; დიახ, მე

პაპი უნდა ვყოფილიყავი! და ვიქნებოდი კიდეც პაპი, ვინაიდან ზეცამ ასე ინება. მაგრამ მეფემ

დაარბია ჩემი მონასტერი და მე, უცნობი, უთვისტომო, ბედისაგან გაძარცვული ბერი

უსახლკაროდ დამტოვა!



ისევ ბუტბუტს და სიბრაზით შუბლში მუშტის ცემას მოჰყვა. ხან შხამიან წყევლას ისროდა, ხან

წუწუნებდა:

- რატომ უნდა ვიყო უბრალო მთავარანგელოზი, როდესაც პაპობა მელოდა!

ასე გაგრძელდა მთელი ერთი საათი. საწყალი პატარა მეფე კი იჯდა და იტანჯებოდა, მერე

უეცრად მოხუცს სიშმაგემ გაუარა, ალერსად იქცა, ხმა მოულბა, ღრუიბლებიდან ძირს ჩამოვიდა

და ისე უბრალოდ და მშვიდობიანად დაიწყო ლაპარაკი, რომ მალე მთლად მოიგო მეფის გული.

მოხუცებულმა ბიჭი ცეცხლთან მიიყვანა და მყუდროდ დასვა. დაკაწრული ადგილები მობანა,

ტკივილები დაუყუჩა. მერე ვახშმის სამზადისს შეუდგა. თან ტკბილად საუბრობდა. ბიჭს სახეზე

და თავზე ისე ალერსიანად უსვამდა ხელს, რომ ცოტა ხნის შემდეგ მთავარნგელოზის მიერ

გამოწვეული მთელი შიში და ზიზღი მეფეს პატივისცემად და სინაზედ შეეცვალა.



ვახშმის გათავებამდე სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა. მერე, ხატის წინ ლოცვის შემდეგ,

განდეგილმა ბიჭი ლოგინში ჩააწვინა მეორე, პატარა ოთახში და დედასავით თბილად და

სიყვარულით დაახურა საბნები. ბოლო ერთხელ კიდევ მიუალერსა, დატოვა და ცეცხლს

მიუჯდა. მიუჯდა და დაიწყო უმიზნოდ მუგუზლების არევა. მერე შეჩერდა, რამდენჯერმე

დაიკრა თითები შუბლზე, თითქოს რაღაც დავიწყებულის მოგონებას ცდილობსო. უცბად

წამოხტა, სტუმრის ოთახში შევიდა და ჰკითხა:



- შენ მეფე ხარ?

- დიახ, - მიუგო ძილმღვიძარე ბავშვმა.

- ვისი მეფე?

- ინგლისის მეფე.

- ინგლისის! მაშ ჰენრი გარდაიცვალა?

- ვაი, რომ ასეა. მე მისი შვილი ვარ.

განდეგილს სახე მოეღუშა და გაძვალტყავებული ხელები ბოროტად მოკუმშა. რამდენიმე წუთი

ასე იდგა, აჩქარებით სუნთქვადა, ნერწყვი რამდენჯერმე გადაყლაპა, მერე ხრინწიანი ხმით

უთხრა:



- იცი თუ არა, რომ მან დაგვტოვა უსახლკაროდ და მიუსაფრად?

პასუხი ვერ მიიღო. მოხუცი დაიხარა, დააკვირდა ბიჭის მოსვენებულ, მშვიდ სახეს და სუნთქვას

ყური დაუგდო: `სძინავს, ღრმა ძილშია!' მოხუცს შუბლი გაეხსნა და სახეზე ბოროტი

კმაყოფილება აღებეჭდა. მძინარე ბიჭმა გაიღიმა.



- მაშ გულით ბედნერია, - წაიბურტყუნა განდეგილმა და გატრიალდა. მოხუცი ჩუმად დადიოდა

აქეთ-იქით, ეტყობოდა, რაღაცას ეძებდა. ხან გაჩერდებოდა და ყურს უგდებდა, ხან სწრაფად

გადახედავდა ლოგინს, თან რაღაცას ბუტბუტებდა და დუდუნებდა. ბოლოს იპოვა, რაც უნდოდა;

ეს იყო ჟანგიანი დანა და სალესი ქვა. მერე ცეცხლთან მიიპარა, დაჯდა და ლესვა დაიწყო, თან

ისევ ბუტბუტებდა ხან ჩუმად, ხან ხმამაღლა. ქარი კვნესოდა ამ უკაცრიელ ადგილას, შორიდან

ღამის იდუმალი მხები მოდიოდა. თამამი ვირთაგვებისა და თაგვების ბრჭყვიალა თვალები

მისჩერებოდნენ მოხუცს ხვრელებიდან და სოროებიდან, მაგრამ ის გატაცებით განაგრძობდა

მუშაობას და ვერაფერს ამჩნევდა. ხანდახან ცერს გაუსვამდა დანის პირს და კმაყოფილებით

დაიქნევდა თავს.



- უფრო ბასრდება, ამბობდა თავისთვის, - უფრო ბასრდება!

ყურადღებას არ აქცევდა, როგორ მირბოდა დრო, მშვიდად მუშაობდა ფიქრებში გართული. ამ

ფიქრებს ზოგჯერ ხმამაღლა გამთქვამდა:



- მამამისი ბოროტად მოგვექცა, დაგვღუპა და თვითონაც მარადიულ ცეცხლში ამოყო თავი.

დიახ, მარადიულ ცეცხლში. ჩვენ გაგვისხლტა, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, დიახ, ღვთის ნება, და

ჩვენ არ უნდა ვიდრტვინოთ. ცეცხლს კი ვერ დაუსხლტა, ვერა. დაუშრეტელ, ულმობელ, უწყალო

ცეცხლს ვერ დაუსხლტა!



თან ლესავდა და ლესავდა დანას, ლესავდა და დუდუნებდა, ხან ჩაიხითხითებდა და იტყოდა:

- მამამისმა ჩაიდინა ეს ყველაფერი. მე უბრალო მთავარანგელოზი ვარ. ის რომ არ ყოფილიყო,

პაპი ვიქნებოდი!



მეფე ძილში შეირხა. განდეგილი უხმოდ მივარდა საწოლს, დაიჩოქა და დანა აღმართა. ბიჭი ისევ

გაინძრა, თვალები ერთი წუთით გაახილა, მაგრამ შიგ აზრი არ გამოხატვია, ვერაფერს ხედავდა.

განდეგილმა მშვიდ სუნთქვაზე შეატყო, რომ ისევ მაგრად ეძინა.

განდეგილი იდგა და ერთ ხანს სულგანაბული უგდებდა ყურს, მერე ნელა დაუშვა ხელი და

ჩუმად გაბრუნდა, თან თქვა:



- შუაღამე დიდი ხნის გადასულია. ვაითუ დაიყვიროს და ვინმე გამვლელმა გაიგონოს.

განდეგილი დატრიალებდა თავის ბუნაგში, აგროვებდა ძონძებს, კანაფის ნაგლეჯებს, შემდეგ

ბიჭთან დაბრუნდა, ფრთხილად შეუკრა მუხლები, რომ არ გაღვიძებოდა, მერე შეეცადა მაჯები

შეეკრა. რამდენიჯერმე სცადა მათი ერთიმეორეზე გადადება, მაგრამ სწორედ მაშინ, თოკი რომ

უნდა გადაეჭირებინა, ბიჭი ხან ერთ ხელს გასწვედა ხოლმე, ხან მეორეს. მთავარანგელოზმა

თითქმის იმედი დაკარგა, მაგრამ სწორედ ამ დროს ბიჭმა თვითონვე გადადო ერთი ხელი

მეორეზე და განდეგილმაც უმალვე შეუკრა. თოკი მძინარეს ნიკაპქვეშ გაუტარა, გადაატარა

თავზე და მაგრად შეკრა. ისე ფრთხილად და მარჯვედ საქმიანობდა, რომ ბიჭს არაფერი გაუგია,

მშვიდად ეძინა, მთელი ამ ხნის განმავლობაში არც განძრეულა.





                                                                  თავი ოცდამეერთე





 



ჰენდონი დასახსნელად მოდის





მხრებში მოხრილი მოხუცი ქურდულად, კატასავით გასრიალდა, დაბალი სკამი მოიტანა და ისე

ჩამოჯდა, ერთი მხრიდან სინათლე სცემდა, მეორე მხარე სიბნელეში ჰქონდა მოქცეული. იჯდა

და მოთმინებით ლესავდა დანას, თან მძინარე ბიჭს თვალს არ აშორებდა, დუდუნებდა და

ხითხითებდა. ვერ ამჩნევდა, რომ დრო გადიოდა. ქსელში უმწეოდ გაბმული უბედური მწერის

შესასანსლად გამზადებულ უზარმაზარ, შესაზარ ობობას ჰგავდა.



კარგა ხნის შემდეგ ფიქრებში წასულმა მოხუცმა უეცრად შეამჩნია, რომ ბიჭს თვალები დაეჭყიტა

და თავზარდაცემული უყურებდა დანას. მოხუცს კმაყოფილების ჯოჯოხეთურმა ღიმილმა

გადაურბინა სახეზე. ადგილიდან კი ფეხი არ მოუცვლია და არც საქმე შეუწყვეტია, ისე ჰკითხა:



- ჰენრი მერვის შვილო, ილოცე?

შებოჭილი ბავშვი უმწეოდ აფართხალდა და შეეცადა აკრული პირით რაღაც ეთქვა. განდეგილმა

თანხმობად მიიღო.

- მაშ კიდევ ილოცე, აღსრულების ლოცვა თქვი.

ბიჭს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სახე გაუფითრდა და ისევ დაიწყო ბრძოლა თავის

დასახსნელად: ტრიალებდა, იკლაკნებოდა გაშმაგებით, გააფთრებით, სასოწარკვეთილებით,

მაგრამ ამაოდ. ბებერი ურჩხული კი იღიმებოდა, თავს აქნევდა და დანას მშვიდად ლესავდა,

ხანდახან წაიდუდუნებდა:



- ყოველი წამი ძვირფასია, თქვი აღსრულების ლოცვა.

ბიჭმა სასოწარკვეთილებით დაიკვნესა და ბრძოლა შეწყვიტა. სული ეხუთებოდა, თვალებიდან

ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, მაგრამ არც ამ საცოდაობამ მოალბო გამძვინვარებული

მოხუცის გული.



ინათა. განდეგილმა მკვახედ და აღელვებით ჩაილაპარაკა:

- კმარა! მეტი აღარ შეიძლება. ღამემ უკვე გაიარა, ერთი წუთით გაიარა, მხოლოდ ერთ წუთივით.

ნეტავ ერთ წელს გაგრძელებულიყო ეს სიამოვნება! ეკლესიის მძარცველის ნაშიერო, დახუჭე

შენი დაღუპული თვალები, თუ გეშინია, რომ უყურო...



მერე გაურკვეველი ბუტბუტი დაიწყო, დანით დაიჩოქა და აკვნესებული ბიჭისკენ დაიხარა.

მაგრამ დახე! ქოხის მახლობლად ხმაური გაისმა. განდეგილს დანა ხელიდან გაუვარდა, ბიჭს

ცხვრის ტყავი წააფარა და კანკალით ადგა. ხმაური გაძლიერდა. გაისმა ცემის ხმა. ვიღაც

მშველელს უხმობდა. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი ფეხის გამალებულმა ხმამ დაფარა: ვიღაც

გარბოდა. მაშინვე კარზე მაგარი ბრახუნი ატყდა.



- ეი! გააღეთ! ჩქარა, ყველა ეშმაკის სულს გაფიცებთ!

ოჰ, ამაზე უფრო საამური მუსიკა არასოდეს სმენია მეფის ყურებს. ეს მაილს ჰენდორის ხმა იყო!

განდეგილმა უძლურებისაგან სიბრაზით გააღრჭიალა კბილები, სწრაფად გავიდა ოთახიდან და

კარი გაიხურა. მეფეს `სამლოცველოდან~ მაშინვე საუბარი შემოესმა:



- სალამი და თაყვანისცემა, წმიდაო მამავ! სად არის ბიჭი? ჩემი ბიჭი?

- რომელი, ბიჭი, მეგობარო!

- რომელი ბიჭი? თავს ნუ იკატუნებ, ბატონო მღვდელო, ნუ მიედ-მოედები, ხუმრობის გუნებაზე

არა ვარ. აქვე ახლოს დავიჭირე არამზადები, ვინც ის ბიჭი მომტაცეს, და გამოვტეხე. იმათ

მითხრეს, რომ ბიჭი გაგვექცა და კვალმა ამ სენაკამდე მოგვიყვანაო. მიჩვენეს მისი ნაფეხურები.

ახლა ნუღარ ცბიერობ... წმიდაო, სერ, მაჩვენე, თორემ... სად არის ბიჭი?



- ო, კეთილო სერ, მეფური შთამომავლობის დაძონძილ მაწანწალაზე ხომ არ მეუბნები, აქ რომ

ღამე გაატარა! თუ იმაზე მეკითხები, საქმეზე გავგზავნე და მალე დაბრუნდება.

- მაინც როდის? ჩქარა თქვი, დროს ნუ კარგავ, ვერ დავეწევი? როდის დაბრუნდება?

- ნუ შეწუხდები, მალე დაბრუნდება.

- მაშ კარგი. დავუცდი. მაგრამ, დაიცა! შენ ამბობ, საქმეზე გავგზავნეო? შენ გაგზავნე? სტყუი! არ

დაგემორჩილებოდა! ასეთი რამ რომ შეგებედა, ჭაღარა წვერს დაგაგლეჯდა. სტყუი, არც შენ

გაგეგზავნებოდა და არც სხვას!



- მართალი ხარ, არავის გაეგზავნებოდა, მაგრამ მე ხომ უბრალო ადამიანი არა ვარ!

- რაო? ღმერთო მიშველე, მაშ ვინა ხარ?



- ეს საიდუმლოა და იცოდე, არავის უთხრა. მე მთავარანგელოზი ვარ!

მაილს ჰენდონმა რაღაც მკრეხელური ჩაიბურტყუნა, მერე თქვა:

- თითქოს მართალს უნდა ამბობდე. ვიცი, რომ იგი ხელს არ გაანძრევს მოკვდავისათვის, მაგრამ

ღმერთო, მეფეც კი ვალდებულია დაემორჩილოს მთავარანგელოზის ბრძანებას! სს! ეს რა

ხმაურია?



მთელი ამ ხნის განმავლობაში პატარა მეფე ხან შიშისაგან ცახცახებდა, ხან იმედით თრთოდა.

იმავე დროს მთელი ძალღონით კვნესოდა, რომ ჰენდონს გაეგონა, მაგრამ სიმწრით ხედავდა, რომ

ყველაფერი ამა იყო. ჰენდონის ბოლო სიტყვები იგივე იყო მისთვის, რაც მინდვრის სიო

მომაკვდავისათვის და კიდევ ერთხელ სცადა მიეწოდებინა ხმა. სწორედ ამ დროს განდეგილმა

თქვა:



- ხმაური? მე მხოლოდ ქარის ხმა მესმის.

- შეიძლება ქარი იყო. ჰო, ნამდვილად ქარია. გამუდმებით მესმოდა სუსტი ხმა... კი, კიდევ,

მაგრამ ეს ქარი არ არის! რაღაც უცნაური ხმაა! აბა ვნახოთ, რისი ხმაა!

მეფე განუზომელმა სიხარულმა მოიცვა. დაღლილი ფილტვებით ძალას არ ზოგავდა, მაგრამ

აკრული ყბები და წახურული ცხვრის ტყავი ხმას არ ატარებდა. საწყალ ბიჭს გული ჩასწყდა,

როცა განდეგილის სიტყვები გაიგონა:



- აა, გარედან მოდის... მე მგონი, აი იმ შამბიდან. წამოდი, მე გაჩვენებ გზას.

მეფემ გაიგონა, როგორ გავიდნენ ორივენი ლაპარაკით, როგორ მისწყდა მათი ფეხის ხმა და

როგორ დარჩა სულ მარტო საშინელ, თავზარდამცემ სიჩუმეში.

თითქოს მთელი საუკუნე გავიდა, ვიდრე მათ ფეხის ხმას კიდევ გაიგონებდა. ამ ხმას ჩლიქების

ბაკუნიც ერთვოდა. მალე ჰენდონის სიტყვებიც შემოესმა:



- მეტის დაცდა აღარ შემიძლია. მორჩა. ალბათ ხშირ ტყეში გზა აებნა. საით წავიდა? მითხარი!

ჩქარა! ჩქარა... მაჩვენე...

- აი... მაგრამ დაიცა, მეც გამოგყვები.

- კეთილი... გამომყევი. შენ უფრო კეთილი ყოფილხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ეგონები კაცს. არა

მგონია, რომ კიდევ იყოს სხვა ასეთი კეთილი გულის მთავარანგელოზი. წამოხვალ? თუ ფეხით

წამოსვლა არ გინდა, პატარა ვირზე შეჯექი, ჩემს ბიჭს რომ ვუყიდე. ან იქნებ გირჩევნია, შენი

წმიდა ფეხებით ამ ავზნიან ჯორზე გადაჯდე, ჩემთვის რომ ვიყიდე?



- არა, ჯორზე შენ შეჯექი და ვირიც შენ წაიყვანე, მე საკუთარ ფეხებს უფრო ვენდობი.

- მაშ, თუ შეიძლებოდეს, ყური უგდე ამ პატარა პირუტყვს, ვიდრე მე სახიფათო საქმეს

შევუდგებოდე და ამ დიდ პირუტყვზე შეჯდომას როგორმე მოვახერხებდე.

ამას მოჰყვა წიხლები, ტლინკები, მგრგვინავი ლანძღვა-კრულვა და ბოლოს მწარე საყვედური

ჯორისადმი. ეტყობა, საყვედურმა გაჭრა, ვინაიდან საბრძოლო მოქმედება შეწყდა.

გამოუთქმელი მწუხარება იგრძნო შებორკილმა პატარა მეფემ, როცა მიწყდა ლაპარაკისა და

ფეხის ხმა. ერთი წუთით ყოველგვარი იმედი დაკარგა და სასოწარკვეთილლებამ შეიპყრო. `ჩემი

ერთადერთი მეგობარი მოატყუეს და თავიდან მოიშორეს, - თქვა მან, - განდეგილი დაბრუნდება

და...' სუნთქვა შეეკრა და ისეთი გაშმაგებთ გაიბრძოლა, რომ სულისშემხუთველი ცხვრის ტყავი

გადააგდო.



ამ დროს კარის გაღების ხმა მოესმა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და ძვლებამდე გაატანა...

უკვე გრძნობდა ყელზე მიბჯენილ დანას. შიშისაგან თვალები დახუჭა და რომ გაახილა, მის წინ

ჯონ კენტი და ჰუგო იდგნენ.

ყბები რომ აკრული არ ჰქონდა, იტყოდა: `მადლობა ღმერთსო!'

ორიოდე წუთის შემდეგ ხელები და ფეხები გახსნილი ჰქონდა და დამატყვევებლები მთელი ძალ-

ღონით ტყისაკენ მიარბენინებდნენ.





                                                                          თავი ოცდამესამე 





 



ღალატის მსხვეპლი



`მეფე ფუ-ფუ პირველი' კვლავ დაჰყვებოდა მაწანწალებსა დ გარეწართა ბრბოს; კვლავ იტანდა

მათ უხამს დაცინვასა და უკბილო ხუმრობას. ზოგჯერ კი, წინამძღოლის ზურგს უკან, კენტისა და

ჰუგოს ბოროტი ოინების მსხვერპლი ხდება. იგი მხოლოდ კენტისა და ჰუგოს სძულდათ.





ზოგიერთებს კი უყვარდათ კიდეც, ხოლო მისი ჭკუითა და გამბედაობით ყველა აღტაცებული

იყო. ორი-სამი დღის განმავლობაში ჰუგო ჩუმ-ჩუმად, რითაც კი შეეძლო, ბიჭს სიცოცხლეს

უშხამავდა. ღამით, ჩვეულებრივი ორგიების დროს, საზოგადოებას იმით ართობდა, რომ ბიჭს

ათასნაირი სისაძაგლით აბეზრებდა თავს, თანაც ისე იქცეოდა, ვითომ ყველაფერი შემთხვევით

ხდებოდა, ორჯერ მეფეს ფეხზე ფეხი დაადგა შემთხვევით. მეფე კი, როგორც მის მეფურ ღისებას

შეჰფეროდა, ყურადღებას არ აქცევდა, ვითომ ვერ ამჩნევდა. მაგრამ როდესაც ჰუგომ ამით

მესამედ შეიქცია თავი, მეფემ ერთი კეტის მოქნევით მიწაზე დასცა და ბრბოს უდიდესი აღტაცება

გამოიწვია. ჰუგო დაიწვა წიბრაზითა და სირცხვილით. წამოვარდა, ხელი დაავლო კეტს და

გააფღთებული მივარდა თავის პატარა მოწინააღმდეგეს. უმალ ყველა გარს შემოერტყა

მებრძოლთ. დაიწყეს მათი წაქეზება, მაგრამ საწყალ ჰუგოს ბედი არ სწყალობდა:



 მის გაშმაგებულ,

მოუხეშავ და გაუწაფავ დარტყმებს ფარიკაობაში ევროპის პირველი ოსტატებისაგან გაწვრთნილი

მკლავი დაუხვდა. პატარა მეფე ფხიზლად იყო, მოხდენილად იდგა და დარტყმებს ისე ადვილად

და ზუსტად იგერიებდა, რომ მაყურებლებმა აღტაცებისაგან გონება დაკარგეს. როგორც კი

ნაჩვევი თვალი მოწინააღმდეგის შეცდომას შენიშნავდა, წამსვე ისარგებლებდა და თავში

ელვისებურად დაჰკრავდა. ბრბოს ღრიალი და ხარხარი კი ცას სწვდებოდა. თხუთმეტი წუთის

შემდეგ დაბეგვილი, დალურჯებული, ულმობლად გამასხარავებული ჰუგო ბრძოლის ველიდან

გაიპარა. ხოლო უვნებელი გმირი მხიარულმა ბრბომ აიტაცა, მხრებზე შეისვა, წინამძღოლთან

საპატიო ადგილას დასვა და დიდი ამბით უბოძა `მებრძოლი მამლაყინწების მეფობა'. ამავე

დროს უარყვეს და გააუქმეს მისი დამამცირებელი ტიტული და განაცხადეს, რომ ვინც მას

გაიმეორებდა, ბრბოდან განიდევნებოდა.



ბრბომ მეფე თავის სასარგებლოდ ვერაფრით ვერ გამოიყენა: ის დაჟინებით უარს ამბობდა

რისამე გაკეთებაზე. გარდა ამისა, სულ გაქცევას ცდილობდა. პირველსავე დღეს

უმეთვალყურეოდ მიტოვებულ სამზარეულოში შეაგდეს. მეფემ ის არ იკმარა, რომ იქიდან

ხელცარიელი გამოვიდა, კინაღამ სახლის პატრონსაც კი გააგებინა, თქვენი გაქურდვა უნდათო.

მკალავს რომ გააყოლეს მოსახმარებლად, მუშაობა არ მოისურვა და, გარდა ამისა, მისივე

სარჩილავით დაემუქრა. ბოლოს და ბოლოს, ჰუგო და მკალავი მხოლოდ იმასღა ცდილობდნენ,

რომ ბიჭი არ გაქცეოდათ. იგი მეფურ რისხვას ატეხდა თავზე ყველას, ვინც კი ხელყოფდა მის

თავისუფლებას ან მუშაობაში ჩათრევას მოინდომებდა. ჰუგოს მეთვალყურეობით ჭუჭყიან

დედაკაცსა და მის ავადმყოფ ბავშვს გააყოლეს სამათხოვროდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მან

უარი თქვა მოწყალების თხოვნაზე.



ასე გაიარა რამდენიმე დღემ. ეს წანწალი, დაღლა და ჭუჭყი, სიმდაბლე და უგვანობა ტყვისათვის

თანდათან იმდენად აუტანელი გახდა, რომ ბოლოს განდეგილის დანისაგან თავის დაღწევას

სიკვდილის მხოლოდ დროებით გადადებად თვლიდა.



მაგრამ ღამე, სიზმარში, ყველაფერი ავიწყდებოდა და კვლავ თავის ტახტზე იჯდა, კვლავ

მბრძანებლობდა. ეს, რასაკვირველია, დაღვიძებისას ტანჯვას უძლიერებდა. ისე, რომ მონობაში

დაბრუნებიდან ჰუგოსთან ბრძოლის დღემდე სიმწარე დღითი დღე ემატებოდა და უფრო და

უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა.



ამ ბრძოლის მეორე დღეს ჰუგო მეფის წინააღმდეგ შურისგების გრძნობით გამსჭვალული ადგა.

მას ორი გეგმა ჰქონდა. ჯერ ერთი, უნდოდა ბიჭისთვის ისეთი ოინი გაეკეთებინა, რაც მის

ქედმაღლობასა და `მეფურ~ ღირსებას დაამცირებდა. მაგრამ თუ ამას ვერ მიაღწევდა, მეორე

გეგმით მეფისათვის ისეთი ბოროტმოქმედების ჩადენა უნდა დაებრალებინა, რომ ულმობელი

კანონის კლანჭებში ჩაეგდო.



პირველი გეგმის თანახმად, მას განზრახული ჰქონდა ბიჭისათვის ფეხზე `დაღის~ დასმა. ეს

მართლაც უკიდურესად შეურაცხყოფდა და დაამცირებდა მეფეს. ჰუგოს განზრახული ჰქონდა,

დაასვამდა თუ არა დაღს, კენტის დახმარებით აეძულებინა მეფე, შარაგზაზე გასულიყო, ფეხი

გამოეჩინა და მოწყალება ეთხოვა. `დაღი', ჟარგონით, ხელოვნურად გამოწვეულ იარას ნიშნავს.

აკეთებდნენ ცომს დაუშლელი კირის, საპნისა და ძველი რკინის ჟანგისაგან. ამ ცომს ტყავის

ნაჭერს დაადებდნენ და მაგრად შემოახვევდნენ ფეხზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ცომი კანს

ამოჭამდა და ხორცს გამოაჩენდა. გადატყავებული ხორცი საზარელი შესახედავი იყო. შემდეგ

მუხლზე სისხლს წაუსვამდნენ. სისხლი ზედ განზრახ ჭუჭყიან ძონძებს ახვევდნენ, ოღონდ ისე,

რომ საზარელი წყლული გაოჩენილიყო და გამვლელებში სიბრალული აღეძრა.



ჰუგომ დაიხმარა ის მკლავი, მეფე რომ სარჩილავით დაემუქრა მათ ბიჭი ვითომ სამუშაოდ

წაიყვანეს და მინდორში რომ გავიდნენ, წააქციეს. მკალავმა დაიჭირა, ჰუგომ კი მაგრად შემოაკრა

ფეხზე ცომი.



მეფე ყვიროდა, ბობოქრობდა და იმუქრებოდა, ტახტის დაბრუნებისთანავე ორივეს

ჩამგახრჩობთო, მარამ მათ მაგრად ეჭირათ ბიჭი, თან აბუჩად იდგებდნენ მის უძლურ

წინააღმდეგობას და დასცინოდნენ მის მუქარას. ცომმა თავისი მოქმედება დაიწყო და, ხელი რომ

არ შეეშალათ, მალე დაამთავრებდა კიდეც. მაგრამ ხელი შეუშალეს. უცებ გამოჩნდა `მონა'; ის,

ვინც სიტყვა წარმოთქვა ინგლისის კანონების წინააღმდეგ. მოვიდა და ბოლო მოუღო ამ ამბავს,

ბიჭს ცომი მოაგლიჯა.



მეფეს უნდოდა თავისი მხსნელისათვის გამოერთმია კეტი და იქვე შეეხურებინა ორივე

არამზადა, მაგრამ `მონამ~ უარი უთხრა, აყალმაყალის დრო არ არის, უმჯობესია ღამემდე

გადავდოთ, მაშინ ყველანი ერთად ვიქნებით და უცხო არავინ შეგვიშლისო ხელს. მერე ყველანი

ბანაკში წაიყვანა და ყველაფერი წინამღძოლს უამბო. წინამძღოლმა მოუსმინა, დაფიქრდა და

მერე გადაწყვიტა, მეფისათვის მოწყალების თხოვნა აღარ დაევალებინა; იგი უფრო მაღალი და

სპეტაკი საქმის ღირსიაო. მან დაუყოვნებლივ მოხსნა მათხოვრის წოდება და ქურდობა დააკისრა.



ჰუგო გადაირია სიხარულით. მან ერთხელ უკვე სცადა მეფე ქურდობაში ჩაეთრია, მაგრამ ვერ

მოახერხა. ახლა კი მეფე, რა თქმა უნდა, ურჩობას ვეღარ გაბედავდა. იმ დღისთვის დაგეგმა ჰუგომ

ქურდობა. მტკიცედ გადაწყვიტა, მეფე კანონის კლანჭებში ჩაეგდო, ოღონდ ისე, რომ არავის

შეჰპარვოდა ეჭვი მის წინასწარ განზრახულობაში. თორემ `მებრძოლი მამლაყინწების მეფე' ახლა

ყველას უყვარდა და ადვილი შესაძლებელი იყო, მაწანწალები ლმობიერად არ მოპყრობოდნენ

ჰუგოს, თუ გაიგებდნენ, რომ ბიჭი მოღალატურად ჩააგდო მათი საერთო მტრის, კანონის ხელში.



განზრახულ დროს ჰუგო თავის მსხვერპლთან ერთად მეზობელი სოფლისკენ გაემართა. ორივემ

ნელა აიარ-ჩაიარა ქუჩა. ერთი ფხიზლად იყურებოდა აქეთ-იქით და მარჯვე შემთხვევას ეძებდა

თავისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად, მეორე კი ისევე ფხიზლად ეძებდა დროს, რომ

გაქცეულიყო და სამუდამოდ დაეღწია თავი ამ სამარცხვინო ტყვეობიდან.



რამდენჯერმე ორივეს მიეცა ხელსაყრელი შემთხვევა, მაგრამ არც ერთმა არ გამოიყენა,

ფრთხილობდნენ, რადგანაც ორივეს გულის სიღრმეში გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი

განზრახვა უთუოდ შესრულებინათ, და ეშინოდათ, შეცდომა არ დაეშვათ. არ უნდოდათ ბედი

ეცადათ ისე, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულები არ ყოფილიყვნენ.



ბედმა პირველად ჰუგოს გაუღიმა: მოპირდაპირე მხრიდან მათკენ ქალი მოდიოდა და მძიმე

კალათა მოჰქონდა. ჰუგოს თვალები ბოროტად აენთო და თავისთვის თქვა: `სული ამომხდეს, თუ

ახლა არ შევასრულო დანაპირები! ღმერთს მიენდე, `ძიძგილა მამლაყინწების მეფევ!' 

გულში საშინლად ღელავდა, მაგრამ გარეგნულად არ იმჩნევდა, იდგა და ელოდა, როდის

ჩაივლიდა დედაკაცი. მერე მეფეს ხმამაღლა უთხრა:



- მოიცადე, სანამ დავბრუნდები, - ქურდულად თავის მსხვერპლს მიჰყვა ფეხდაფეხ.

მეფეს გული სიხარულით აევსო. ახლა კი უშველიდა თავს თუ ჰუგო საკმაოდ დიდ მანძილზე

დაედევნებოდა ქალს.

მაგრამ ბედმა არ გაუღიმა. ჰუგო მიეპარა დედაკაცს, მოხერხებულად მოსტაცა კალათიდან რაღაც

გამოკრული და უკან გამოიქცა, თან იღლიაში ამოდებულ ძველი საბნის ნაჭერში გაახვია. იმავე

წუთში დედაკაცმა წივილ-კივილი ატეხა. მან ვერ დაინახა, როგორ მოჰპარეს, ტვირთის

შემსუბუქება კი იგრძნო. ჰუგომ გამოკრული შეუჩერებლივ მეფეს ჩასჩარა და უთხრა:



- ახლა დამედევნე ყვირილით: `ქურდი დაიჭირეთ-თქო!'

მეორე წუთში ჰუგომ კუთხეში შეუხვია და ბნელ და მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გაქანდა. ერთი

წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა უმანკო და გულგრილი სახით და სეირის საყურებლად ბოძს

ამოეფარა.



შეურაცხყოფილმა მეფემ გამოკრული მიწაზე დააგდო. ამ დროს დედაკაციც მოვარდა. მას

ფეხდაფეხ ხალხი მოსდევდა, დედაკაცმა ცალი ხელი მეფეს ჩაავლო, მეორე გამოკრულს სტაცა და

ლანძღვა დაუწყო ბიჭს. მეფე ამაოდ ცდილობდა თავის დაღწევას.

ჰუგოსათვის საკმარისი იყო, რაც ნახა: მისი მტერი დაიჭირეს, ის კანონს ჩაუვარდა ხელში. ჰუგო

ხითხითით გაიპარა და ბანაკისაკენ გაემართა, გზადაგზა კი იგონებდა, როგორ ემჯობინებინა,

რომ ვუთხრა წინამძღოლსა და დანარჩენებსაცო.



დედაკაცის ღონიერ ხელებში ჩავარდნილი მეფე ბრძოლას განაგრძობდა და გაჯავრებული

ყვიროდა:



- ხელი გამიშვი, შე სულელო! მე არ წამირთმევია შენი უბადრუკი ხარახურა.

ხალხი მჭიდროდ შემოერტყა გარს, თან ემუქრებოდა და ლანძღავდა. ვიღაც ტყავის წინსაფრიანი

და დამკლავებული ზორბა მჭედელი დაემუქრა: კარგა მიგტყეპავ და ჭკუას ისწავლიო, და ის იყო

უნდა წასწვდომოდა, რომ სწორედ ამ დროს ჰაერში გაიელვა გრძელმა ხმალმა და სიბრტყით

დაეცა მკლავზე, მისმა უცნაურმა პატრონმა კი მშვიდად თქვა:



- აბა, ჩემო კარგებო, მოდით, ცოტა ფრთხილად მოვიქცეთ, თავი დავანებოთ ჩხუბს და ავ

სიტყვებს, ეს საქმე კანონმა უნდა გაარჩიოს. კარგო ქალო, ხელი გაუშვი ბიჭს.

მჭედელმა ახედ-დახედა ახოვან ჯარისკაცს და ბურდღუნითა და მკლავის სრესით გაეცალა.

დედაკაცმა ხელი უნებურად გაუშვა ბიჭის მაჯას. ბრბო მტრულად უყურებდა უცნობს, მაგრამ

კრინტი არავის დაუძრავს. ლოყებაწითლებული და თვალებგაბრწყინებული მეფე მივარდა

თავის მხსნელს.



- დიდხანს დაიგვიანე, მაგრამ ახლა კი დროზე მოხვედი; სერ მაილს, ამიკუწე ეს ბრბო.







                                                                         თავი ოცდამესამე





 



მეფე ტუსაღია



ჰენდორმა ღიმილი ძლივს შეიკავა, დაიხარა და მეფეს ჩასჩურჩულა:

- ჩუმად, ჩუმად, მეფეო, ფრთხილად ილაპარაკე... არა, სულაც ნურას იტყვი. მე მომენდე. ბოლოს

ყველაფერი კარგად იქნება. _ მერე თავისთვის გაიფიქრა: `სერ მაილს! ღემრთო ჩემო, სულ

გადამავიწყდა, რომ რაინდი ვარ! ღმერთო, რა გასაოცარი რამ არის, რა კარგად ახსოვს თავისი

უცნაური და გიჟური ფანტაზიები! მართალია, ჩემი ტიტული ფუჭი და სულელურია, მაგრამ

მისი დამსახურება მაინც რაღაცას ნიშნავს. მე უფრო დიდ პატივად მიმაჩნია ამ ბიჭის ოცნებისა

და ჩრდილების სამეფოს მოჩვენებითი რაინდობის ღირსად მცნონ, ვიდრე სულმდაბლობით

რომელიმე ნამდვილი სამეფოს გრაფობის ღირსი გამხადონ'.



ხალხი ორად გაიყო და გზა დაუთმო კონსტებლს. იგი მეფესთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო,

მაგრამ ჰენდონმა უთხრა:



- ფრთხილად, მეგობარო, ხელი აიღე, თავისით წამოვა, პასუხს მე ვაგებ. გაგვიძეხ, ჩვენ

მოგყვებით.

პოლიციელი და კალათიანი დედაკაცი წინ წავიდნენ, მაილსი და მეფე უკან მიჰყვნენ. ბრბო

ფეხდაფეხ მისდევდა. მეფეს წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა, მაგრამ ჰენდონმა ხმადაბლა

უთხრა:



- დაფიქრდი, მეფეო, თქვენი კანონით სულდგმულობს თქვენივე მეფური ღირსება. თუ თვით

კანონების დამწესებელი წინ აღუდგება მას, სხვას როგორღა უნდა მოსთხოვოს კანონის

პატივისცემა? როდესაც მეფე კვლავ თავის ტახტზე ავა, განა მისთვის საწყენი იქნება იმის

მოგონება, რომ უბრალო მოქალაქედ ყოფნის დროს მან პატიოსნად დაივიწყა თავისი ღირსება და

კანონის ავტორიტეტს დაემორჩილა?



- მართალი ხარ, კმარა. შენ ნახავ, რომ რის ატანასაც კანონის სახელით ქვეშევრდომთაგან

მოითხოვს ინგლისის მეფე, იმას ქვეშავრდომად ყოფნის დროს თვითონაც აიტანს.

როდესაც დედაკაცი ჩვენების ჩამოსართნევად მოსამართლესთან გამოიძახეს, მან ფიცით

განაცხადა, რომ მოაჯირის იქით მდგომი პატარა ტუსაღი სწორედ ის არის, ვინც გამქურდაო.

არავინ იყო, რომ საწინააღმდეგო დაემტკიცებინა, ისე რომ პატარა გასუქებული გოჭი დაინახეს,

მოსამართლეს აღელვება დაეტყო, ჰენდონი გაფითრდა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მეფე კი

გულგრილად იდგა. მას არა გაეგებოდა რა. მოსამართლე ჩაფიქრდა. ავის მომასწავლებელი

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მოსამართლე დედაკაცს მიუბრუნდა და ჰკითხა:



- რას აფასებ შენს საკუთრებას?

დედაკაცმა თავი დახარა და მოახსენა:

- სამი შილინგი და რვა პენსი, თქვენო ბრწყინვალებავ, ერთ პენსსაც ვერ დავაკლებ.

მოსამართლე შეიშმუშნა, ბებოს გადახედა, მერე კონსტელს დაუძახა და უთხრა:

- ხალხი დარბაზიდან გაიყვანე და კარი დაკეტე.

ბრძანება შეასრულეს. დარჩნენ მხოლოდ ორი მოახლე, ბრალდებული, ბრალმდებელი და მაილს

ჰენდონი. ჰენდონი გაშეშებული და გაფითრებული იდგა, შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა და

სახეზე დაუწყო ჩამოდენა. მოსამართლე ისევ დედაკაცს მიუბრუნდა და რბილად უთხრა:

- საწყალი, უვიცი ბიჭი ყოფილა, შეიძლება შიმშილმა აიძულა. ხომ იცი, მძიმე დროა

უბედურებისათვის, ამასაც ხომ ამჩნევ, რომ მას ბოროტმოქმედის სახე არა აქვს. როცა შიმშილი

გაიძულებს... კეთილო ქალო, იცი თუ არა კანონი, რომ ვინც ცამეტ პენს-ნახევარზე მეტი

ღირებულების ნივთს მოიპარავს, ჩამოხრჩობა მოელის?



პატარა მეფეს ელდა ეცა, გაკვირვებისგან თვალები დააჭყიტა, მაგრამ თავი შეიკავა და გაჩუმდა.

სამაგიეროდ, დედაკაცი აკანკალდა შიშისგან, ფეხზე წამოხტა და შეჰყვირა:



- ვაი! ეს რა ვქენი! ღმერთო შემიწყალე, არაფრის გულისათვის არ მინდა, რომ ეს საბრალო

ჩამოახრჩონ! მიხსენით, თქვენო ბრწყინვალებავ, რა ვქნა, რა შემიძლია გავაკეთო?

მოსამართლემ მშვიდად მიუგო:

- ეჭვს გარეშეა, ჩვენ შეგვიძლია ფასი შევცვალოთ, რაკი ჯერ ოქმში არ არის შეტანილი.

- მაშ, ღვთის გულისათვის, გოჭს რვა პენსი დაუწერეთ. დაილოცოს ღმერთო შენი ძლა, რომ ჩემი

სინდისი ამ საშინელებისაგან იხსენი!



მაილს ჰენდონი ისე გადაირია სიხარულით, რომ ყოვლეგვარი ზრდილბის წესები გადაავიწყდა,

მეფეს მოეხვია, გულზე მიიკრა და გადაკოცნა, რითაც ძალიან გააკვირვა. დედაკაცმა მადლობა

გადაიხადა, გამოეთხოვა და თავისი გოჭით წავიდა. კონსტებლმა მას კარი გაუღო და უკნა მიჰყვა

ვიწრო დერეფანში. მსაჯული განაგრძობდა ოქმის ჩაწერას. ჰენდონი ფხიზლად ადევნებდა

ყველაფერს თვალყურს და ახლაც გაიფიქრა, ნეტა მოხელე რატომ გაჰყვაო დედაკაცს, ბნელ

დერეფანში ჩუმად გასრიალდა და ყური დაუგდო. აი როგორ საუბარს მოჰკრა ყური:



- მსუქანი გოჭია და გემრიელი იქნება, მე ვყიდულობ შენგან. აი რვა პენსი.



- როგორ თუ რვა პენსი! აბა რას ამბობ, მე თვითონ სამი შილინგი და რვა პენსი მიმიცია. ბოლო

მეფობის პატიოსანი ფული, რაც ახლახან გარდაცვლილმა ბებერმა ჰარიმ ვერ მოაწრო წაერთმია.

ერთი დახე, გოჭი რვა პენსად!

- მაშ ასეა საქმე? შენ ხომ ფიცით თქვი, რომ გოჭის ფასი რვა პენსიაო! წამოდი მაშ ახლავე მის

მოწყალებასთან და პასუხი აგე ბოროტმოქმედებისათვის ბიჭს კი ჩამოახრჩობენ.

- კარგი, კარგი, გეთაყვა, ნუღარაფერს იტყვი, მე კმაყოფილი ვარ. მომეცი რვა პენსი და ამაზე

აღარაფერი თქვა.



დედაკაცი ტირილით წავიდა. ჰენდონი სასამართო დარბაზში შებრუნდა. რამდენიმე ხნის

შემდეგ მას მიჰყვა კონსტებლი, ეტყობა, ნადავლი მოხერხებულ ადგილას დაემალა.

მოსამართლემ ცოტა ხანს კიდევ წერა, მერე მეფეს ბრძნული და კეთილი დარიგება მისცა და

მოკლე ვადით პატიმრობა მიუსაჯა საერთო ციხეში, რასაც საჯარო გამათრახება უნდა

მოჰყოლოდა. გაშტერებულმა მეფემ პირი გააღო და ალბათ აპირებდა ბრძანების გაცემას, რომ

კეთილი მოსამართლისათვის იქვე თავი მოეკვეთათ, მაგრამ თვალი მოჰკრა ჰენდონის

გამაფრთხილებელ ნიშანს და გაღებული პირი ისევ მოკუმა. ჰენდონმა ხელი მოჰკიდა,

მოსამართლეს თავი დაუკრა და ორივენი ციხისაკენ გაჰყვნენ კონსტებლს. ქუჩაში გასვლისთანავე

გააფთრებული მეფე გაჩერდა, გამოჰგლიჯა ხელი და წამოიძახა:



- გამოთაყვანებულო, ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ცოცხალი შევალ საერთო ციხეში?

ჰენდონი დაიხარა და ცოტა მკვახედ უთხრა:

- ჩემი ნდობა არა გაქვს? გაჩუმდი! ნუ ჩამიშლი აწყობილ საქმეს! რაც ღმერთს სურს, ის მოხდება,

შენ ამას ვერც დააჩქარებ და ვერც შეცვლი: ამიტომ მოიცადე და მოთმინება იქონიე.

ჩხუბისთვისაც გვექნება დრო და სიხარულისთვისაც.







                                                                         თავი ოცდამეოთხე





 



გაქცევა





ზამთრის მოკლე დღე ილეოდა. ქუჩაში არავინ ჩანდა, გარდა რამდენიმე შემთხვევითი

გამვლელისა. ისინიც ისე მიეშურებოდნენ, ეტყობოდათ, ეჩქარებოდათ საქმეების გათავება და

ქარისა და ბინდისაგან შინ თავის შეფარება. არც მარჯვნივ იყურებოდნენ და არც მარცხნივ.

ციხისკენ მიმავალ ჩვენს ხალხსაც არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. თითქოს ვერც კი

ხედავდნენ. ედუარდ VI თავის თავს ეკითხებოდა, ნეტავი ციხეში მიმავალი რომელიმე მეფის

დანახვაზე ხალხს ოდესმე ასეთი საოცარი გულგრილობა თუ გამოუჩენიაო.

მალე კონსტებლი დაცარიელებულ სავაჭრო მოედანს მიუახლოვდა; ჰენდონმა მკლავში ხელი

წაავლო და ხმადაბლა უთხრა:



- ერთ წუთს მოიცადე, კეთილო სერ, აქ არავინ გაიგონებს. სიტყვა მაქვს შენთან.

- ჩემი მოვალეობა ამის ნებას არ მაძლევს! თუ შეიძლება, ხელს ნუ მიშლი, ღამდება.

- ეგ სულ ერთია, შეჩერდი, შენ გეუბნები. ზურგი მოგვაქციე, ვითომ ვერა ვხედავ, ამ საწყალ ბიჭს

ხელი შეუწყვე, რომ გაიქცეს.



- როგორ, მე მეუბნები ამას, სერ?! მე შენ გატუსაღებ...

- ნუ გაფიცხდები. ფრთხილად იყავი და სულელურ შეცდომას ნუ დაუშვებ, 

- მერე წასჩურჩულა:

რვა პენსად ნაყიდმა გოჭმა თავი არ წაგაგდებინოს.



საწყალ კონსტებლს ელდა ეცა, ჯერ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მერე ალაპარაკდა და მუქარას

მოჰყვა. მაგრამ ჰენდონი ხმას არ იღებდა და მოთმინებით ელოდა დაშოშმინებას, ბოლოს უთხრა:

- მომწონხარ, მეგობარო. მე შენთვის ცუდი არ მინდა. იცოდე, ყველაფერი გავიგონე, ყოველი

სიტყვა. ამას დაგიმტკიცებენ,

 - მერე სიტვასტყვით გაიმეორა კონსტებლისა და დედაკაცის

საუბარი და ამ სიტვებით დააბოლოვა:

 - აი ხომ სიტყვასტყვით გადმოგეცი? განა ასევე

სიტყვასიტყვით ვერ ვუამბობ მოსამართლეს, თუ ამას საჭიროება მითხოვს?!

კონსტებლს ერთი წუთით შიშისაგან ენა წაერთვა, მერე ნაძალადევი უდარდელობით თქვა:



- ხუმრობას საქმედ ნუ გაიხდი, დედაკაცი მე თავის შესაქცევად გავაწვალე.

- გოჭიც თავშესაქცევად დაიტოვე?

კონსტებლმა სასწრაფოდ უპასუხა:

- რა თქმა უნდა, სერ. ხომ გეუბნები, ვიხუმრე-მეთქი.

- ახლა კი მჯერა,

 - ისე უთხრა ჰენდონმა, რომ კაცი ვერ გაიგებდა, დასცინოდა თუ მართლას

ეუბნებოდა, 

- მაგრამ ერთი წუთით მომიცადე, ვიდრე გავიქცევი და მის მოწყალება

მოსამართლეს ვკითხავ, ის ხომ გამოცდილი ადამიანია კანონშიც, ხუმრობაშიც...

ჰენდონი შეტრიალდა და წავიდა. კონსტებლი შეყოყმანდა, მოუსვენრობა დაეტყო, ერთი-ორჯერ

შეიგინა და მიაძახა:





- მოიცა, მოიცა, სერ, გეთაყვა, ცოტა მოიცა... მოსამართლეს ვკითხავო? იმას ხუმრობისა ისევე

გაეგება, როგორც უსულო გვამს! მოიცა, მოვილაპარაკოთ. ღმერთო ჩემო! მგონი, ცუდად არის

ჩემი საქმე სულ უბრალო, დაუფიქრებელი ხუმრობის გამო... ოჯახის პატრონი ვარ და ჩემი ცოლი

და პატარები... დაფიქრდით, თქვენო მოწყალებავ, რა გინდათ ჩემგან?



- არაფერი, გარდა იმისა, რომ ვიდრე ადამიანი ათს ნელა დაითვლის, დაბრმავდე, დამუნჯდე და

დამბლა დაგეცეს,

 - ისე უთხრა ჰენდონმა, თითქოს სრულიად ჩვეულებრივ საქმეს ავალებდა.



- ნუ დამღუპავთ! - შეეხვეწა სასოწარკვეთილი კონსტებლი, - კეთილო სერ, ყველმხრივ განსაჯეთ

ჩემი საქმე და დაინახავთ, რომ მართლაც ვიხუმრე. ჩემი დანაშაული იმდენად მცირეა, დიდი-

დიდი მოსამართლისაგან საყვედური ან გაფრთხილება დავიმსახურო.

ჰენდონმა ძალზე ცივად ჰკითხა:



- ამ შენს ხუმრობას კანონის ენაზე იცი რა ეწოდება?

- არ ვიცოდი! უგუნურებით მომივიდა, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ საქციელს ხუმრობის

გარდა სხვა სახელი ჰქონდა. ღმერთო დიდებულო, სულ უბრალო რამ მეგონა.

- დიახ, აქვს სახელი. კანონით მას Nონ ცომპოს მენტის ლეხ ტალიონის სიც ტრანსიტ გლორია

მუნდი ეწოდება.

- ოჰ, ღმერთო ჩემო!

- და სასჯელი სიკვდილია!

- ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!

- შენ ისარგებლე საფრთხეში მოხვედრილი დამნაშავე ადამიანის მდგომარეობით, ხელში ჩაიგდე

სულ მცირე ფასად ცამეტნახევარ პენსზე მეტი ღირებულების საქონელი. კანონის თვალში ეს

არის არაკეთილსინდისიერება, ვერაგობა, თანადმდებობრივი დანაშაული, ად ჰომინემ

ეხპურგატის ინ სტატუგუო. ამის სასჯელია სიკვდილი, ჩამოხრჩობა; არავითარი გამოსყიდვა,

შემსუბუქება და სამღვდელოების ჩარევა!





- ხელი მომეცით, კეთილო სერ, ფეხები მეკეცება! შემიბრალეთ, მიხსენით დაღუპვისაგან, ზურგს

მოგაქცევთ და არაფერს არ დავინახავ.

- აი ახლა ჭკვიანურად და გონივრულად ლაპარაკობ. გოჭს ხომ დააბრუნებ?

- დავაბრუნებ, რასაკვირველია. ცამ რომ გამომიგზავნოს და მთავარანგელოზს გამოატანოს, მაინც

ხელს არ ვახლებ გოჭს არასოდეს. წადი, შენი გულისთვის დაბრმავდი, აღარაფერს ვხედავ.

ვიტყვი, კარი შეამტვრია და ტუსაღი ძალით გამომგლიჯა-მეთქი ხელიდან. კარი ძველი და

დანჯღრეულია. შუაღამე რომ გადავა, მე თვითონ შევამტვრევ.



- ასე მოიქეცი, ჩემო კარგო, ამით არავის არაფერი დაუშავდება. მოსამართლეს თვითონაც გულით

ებრალება ეს საწყალი ბიჭი და მისი გაქცევის გამო არც ცრემლს დაღვრის და არც ციხის დარაჯს

დაუმტვრევს ძვლებს.





                                                                        თავი ოცდამეხუთე





 



ჰენდონ-ჰოლი



მიეფარა თუ არა კონსტებლი თვალს, ჰენდონმა მისი უდიდებულესობა დაარიგა, ქალაქგარეთ

დანიშნულ ადგილას მომიცადე, ვიდრე სასტუმროში წავალ და ანგარიშს გავასწორებო. ნახევარი

საათის შემდეგ ორი მეგობარი ჰენდონის საბრალო რაშებით მხიარულად მიჩაქჩაქებდა

აღმოსავლეთისკენ. მეფე ახლა თბილად იყო და კარგად გრძნობდა თავს, რადგანაც ძონძები

გაიძრო და ლონდონის ხიდზე ჰენდონის შეძენილ ნახმარ ტანსაცმელში გამოეწყო.



ჰენდონს არ უნდოდა ზედმეტად დაექანცა ბიჭი. ის ფიქრობდა, რომ მძიმე მოგზაურობა, ურიგო

ჭამა-სმა, უძილობა ავნებს მის დაავადებულ გონება, მაშინ როდესაც დასვენება და წესიერი

ცხოვრება განკურნებას უეჭველად დააჩქარებსო. ჰენდონს ძალიან უნდოდა მალე განეკურნა მისი

დაზიანებული გონება და ამიტომ იმის მაგივრად, რომ თავის მოუთმენლობას აჰყოლოდა და

დღე და ღამე ევლო, გადაწვიტა, აუჩქარებლივ წასულიყო შინისაკენ.



დაახლოებით ათი მილი რომ გაიარეს, ერთ მოზრდილ სოფელს მიადგნენ და ღამის გასათევად

კარგ სასტუმროში ჩამოხტნენ. აქ ისევ გამეორდა ძველი ამბავი. სადილობისას ჰენდონი მეფის

სკამის უკან იდგა და ემსახურებოდა. ძილის წინ ტანისამოსს ხდიდა, თვითონ საბანში გაეხვეოდა

და კარებითან იატაკზე იძინებდა.



მეორე დღეს და შემდეგ დღესაც ზანტად მიჩაქჩაქებდენ და ერთმანეთს უყვებოდნენ, რაც

დაშორების შემდეგ გადახდათ თავს. ჰენდონმა დაწვრილებით უამბო, როგორ იხეტიალა მეფის

ძებნაში და აუწერა, როგორ გაასულელა განდეგილმა; როგორ მოატარა მთელი ტყე და ბოლოს,

როდესაც დარწმუნდა, რომ თავიდან ვერ მოიშორებდა, ისევ ქოხში მიიყვანა. მოხუცი მაშინვე

საწოლ ოთახში შესულა, გულმოკლული უკან გამობარბაცებულა და უთქვამს, ბიჭი

დაბრუნებული და დასასვენებლად დაწოლილი მეგულებოდა, მაგრამ არ დამხვდაო. ჰენდონს

ქოხში მთელი დღე ულოდნია, მერე სულ დაჰკარგვია მეფის დაბრუნების იმედი და ისევ მის

საძებნელად წასულა.



- მოხუცი წმინდანი მართლა შეწუხებული იყო, რომ არ დაბრუნდით, თქვენო უმაღლესობავ,

 - უთხრა ჰენდონმა, - სახეზე შევატყვე.

- ეჭვი არ მეპარება, - მიუგო მეფემ და მერე თავისი თავგადასავალი უამბო. ჰენდონმა ინანა, რომ

ბოლო არ მოუღო მთავარანგელოზს.



მოგზაურობის ბოლო დღეს ჰენდონი აღგზნებული იყო და ენას არ აჩერებდა, ელაპარაკებოდა

თავის მოხუცებულ მამაზე, თავის ძმა არტურზე, ბევრ ისეთ რამეზე, რაც მათ დიდსულოვნებასა

და სულგრძელობას მოწმობდა. სიყვარულით მოუთხრობდა ედითზე და ისეთი გახარებული

იყო, რომ ჰიუზეც კი ნაზად და ძმურად ლაპარაკობდა. მიდიოდა და ხმამაღლა ოცნებობდა

მომავალ შეხვედრაზე ჰენდონ-ჰოლში. როგორ გაოცდებიან ყველანი, რა სიხარულით აივსებიანო.



საუცხოო მხარე კოტეჯებითა და ხილნარით იყო მოფენილი. გზა ფართო საძოვრებზე გადიოდა

და აღმართ-დაღმართები ზღვის ტალღებს მოგაგონებდათ. ნაშუადღევი იქნებოდა. სახლს

მონატრებული შვილი წამდაუწუმ გადაუხევდა ხოლმე გზიდან და გაიხედავდა, იქნებ

მშობლიურ სახლს თვალი შევავლოო. ბოლოს მიაღწია მიზანს და აღელვებით წამოიძახა:



- აი სოფელი, ჩემო მეფეო, და აი იქვე ციხე-დარბაზიც! კოშკები მოჩანს აქედან, აი ტყეც - ეს

მამაჩემის პარკია. ახლა გაიგებ, რა არის ფუფუნება და დიდება. სამოცდაათოთახიანი სახლი,

წარმოგიდგენია? და სამოცდაცამეტი მოსამსახურე! მშვენიერი ბინაა ჩვენისთანებისათვის, არა?

მოდი, ვიჩქაროთ... მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.



აჩქარდნენ, როგორც კი შეეძლოთ. სამ საათს გადაცილებული იყო, სოფელს რომ მიაღწიეს. ვიდრე

სოფელს გაივლოდნენ, ჰენდონის ენა არ გაჩერებულა.

- აი ეკლესია, იგივე ფათალო ახვევია, არც რამე დაჰკლებია და არც მომატებია. აი სასტუმრო

`ბებერი წითელი ლომი!' აი სავაჭრო მოედანი! აი მაისის ბოძი! აი წყალსაქაჩი! არაფერი

შეცვლილა, არაფერი, გარდა ხალხისა, ათ წელიწადში ხალხი იცვლება, ზოგს თითქოს ვცნობ, მე

კი ვერავინ მცნობს.



მალე სოფლის ბოლოს მიაღწიეს, შემდეგ მგზავრები ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ორღობეში

შევიდნენ. ნახევარი მილი სწრაფად გაიარეს, მერე დიდი ალაყაფის კარით უზარმაზარ

ყვავილნარში შევიდნენ, ალაყაფის კარის ვეებერთელა ქვის სვეტებზე საგვარეულო ნიშნები იყო

ამოკვეთილი. მათ წინ მშვენერი სასახლე აღიმართა.



- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰენდონ-ჰოლში, ჩემო მეფეო! - წამოიძახა მაილსმა. - ოჰ, რა

დიდებული დღეა! მამაჩემი, ჩემი ძმა, ლედი ედითი სიხარულისაგან გადაირევიან. შეხვედრის

პირველი აღტაცებისას სხვას ვერც დაინახავენ და არც დაელაპარაკებიან, მაგრამ მას ყურადღებას

ნუ მიაქცევ. როგორც ვეტყვი, რომ შენ ჩემი შვილობილი ხარ და ვუამბობ, როგორ მიყვარხარ,

ნახავ, როგორ მიგიკრავენ მკერდზე და თავიანთ სახლსა და გულს ფიანდაზად გადაგიშლიან.



ერთი წუთის შემდეგ ჰენდონი დიდი კარის წინ ჩამოქვეითდა. მეფესაც უშველა ჩამოხტომაში,

ხელი მოჰკიდა და სახლში შევიდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და... ფართო დარბაზში ამოყო თავი.

მეფე საჩქაროდ დასვა, უცერემონიოდ, მერე მიირბინა დიდი ბუხრის წინ საწერ მაგიდასთან

მჯდარ ახალგაზრდა კაცთან და შეჰყვირა:



- მომეხვიე, ჰიუ, და თქვი, რომ გიხარია ჩემი დაბრუნება! დაუძახე მამაჩემს, თორემ, სახლი

სახლად არ მიმაჩნია, ვიდრე მამის ხელს არ შევეხები, მის სახეს არ დავინახავ და ხმას არ

გავიგონებ!

მაგრამ ჰიუმ წუთიერი გაკვირვების შემდეგ უკან დაიხია და მოსულს მიაშტრედა. ეს გაშტერება

ჯერ შეურაცხყოფილ ღირსებას გამოხატავდა, მერე რაღაც ფიქრის საპასუხოდ ისეთ

გამომეტყველებად შეეცვალა, რომელშიაც ცნობისმოყვარეობაც იყო და ნამდვილი თუ ყალბი

თანაგრძნობაც. მალე რბილად უთხრა:



- საბრალო უცნობო, ეტყობა, გონება გღალატობს, უეჭველია, გაჭირვება და ცუდი მოჰყრობა

გამოგივლია ამ წუთისოფელში. შენი შესახედაობა და ტანსაცმელი მოწმობს ამას. ვინ გგონივარ?

_ შენა? ვინ უნდა მეგონო, თუ არა ის, ვინცა ხარ? მე შენ ჰიუ ჰენდონი მგონიხარ, _ უთხრა მკვახედ

მაილსმა.

ჰიუმ ისევ რბილად ჰკითხა?

- შენი თავი ვინღა გგონია?

- `ვინა მგონია~ რა სათქმელია! ნუთუ საკუთარ ძმას - მაილს ჰენდონს ვეღარ სცნობ?

ჰიუმ თითქოს სიხარულითა და გაოცებით შესძახა:



- როგორ? არა ხუმრობ? ნუთუ მკვდრები ცოცხლდებიან? მადლობა ღმერთს თუ ასეა. ჩვენი

საწყალი დაკარგული ბიჭი დაგვიბრუნდა ამდენი საშინელი წლის შემდეგ? აჰ, ეს მეტისმეტად

დიდი ბედნიერებაა და ამიტომ არ შეიძლება რომ მართალი იყოს. შემიბრალე, ნუ მეხუმრები!

ჩქარა სინათლეზე მოდი, კარგად დაგინახო!



მაილსს მკლავში წაავლო ხელი, ფანჯარასთან მიათრია და პირდაპირ შეჭამა თვალებით თავით

ფეხებამდე, ხან ერთ მხარეს მიატრიალებდა, ხამ მეორე მხარეს. გარშემო უვლიდა, რომ კარგად

დაეთვალიერებინა. დაბრუნებული უძღები შვილი კი სიხარულით ბრწყინავდა, იღიმებოდა,

იცინოდა, თავს აქნევდა და ამბობდა:



- განაგრძე, ძმაო, განაგრძე, ნუ გეშინია, ვერც ერთ ნაკვთს ვერ ნახავ, რომ გამოცდას არ გაუძლოს.

გამსინჯე, იჯერე გული, ჩემო კეთილო ჰიუ... მე მართლა შენი ბებერი მაილსი ვარ, ისევ ის

მაილსი, შენი დაკარგული ძმა. ო, რა დიდებული დღეა... აკი ვამბობდი. დიდებული დღე

გაგვითენდა-მეთქი. ხელი მომეცი, მოდი გადაგკოცნო... ღმერთო, მგონი, სიხარულით

მოვკვდები.



ის იყო ძმას კისერზე უნდა მოჰხვეოდა, რომ ჰიუმ ხელთ შეაჩერა, თავი ჩაქინდრა

დამწუხრებულმა და მღელვარებით თქვა:

- მოწყალე ღმერთო, ძალა მომეცი ამ შემაძრწუნებელი იმედგაცრუების ასატანად.

განცვიფრებულმა მაილსმა ერთი წუთი ვერაფერი თქვა. მერე ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა და

წამოიყვირა:



- რა იმედის გაცრუებაზე ლაპარაკობ, განა მე შენი ძმა არა ვარ?

ჰიუმ სევდიანად გაიქნია თავი და უპასუხა:

- ზეცასა ვთხოვ, რომ ასე იყოს და რომ სხვა თვალებმა დაინახონ ჩემი ვალებისაგან დაფარული

მსგავსება. ვაი, ვშიშობ, რომ წერილი მართალს ამბობდა.

- რა წერილი?

- ზღვის იქიდან რომ მოგვივიდა დაახლოებით ექვის თუ შვიდი წლის წინათ. წერილში ნათქვამი

იყო, რომ ჩემი ძმა ბრძოლაში დაიღუპა.

 

- ტყუილია! მამას დაუძახე... ის მიცნობს.

- მკვდრის დაძახება შეუძლებელია.

- მკვდისა? - მაილსს ხმა ჩაუწყდა, ტუჩები აუკანკალდა. - მამაჩემი მოკვდა! ოჰ, რა

თავზარდამცემი ამბავია. ახლა კი სიხარული გამინახევრდა, მაშ ჩემი ძმა არტური მაჩვენე, ის

მიცნობს, ის მიცნობს და მანუგეშებს.





- აღარც ის არის ცოცხალი.

- ღმერთო, მომხედე მე უბედურს! აღარ არიან, ღირსეულნი აღარ არიან და ჩემისთანა უღირსი კი

ცოცხალია! აჰ, გევედრები, შემიბრალე, ნუ მეტყვი, რომ ლედი ედითიც...

- აღარ არის? არა, ის ცოცხალია.

- მადლობა ღმერთს, ისევ ბედნიერი ვარ! ჩქარა, ძმაო, უთხარი, მოვიდეს ჩემთან! თუ ისიც

იტყვის, რომ მე მაილსი არა ვარ... მაგრამ ის არ იტყვის ამას, არა, არა! ის მიცნობს, რა სულელი

ვარ, რამ დამაეჭვა. აქ მომიყვანე... ძველი მოსამსახურეებიც მოიყვანე, ისინიც მიცნობენ.

- ხუთის მეტი აღარავინ დარჩა... პეტერი, პელსი, დევიდი, ბერნარდი და მარგარეტი.

ამ სიტყვებით ჰიუ ოთახიდან გავიდა. მაილსმა ცოტა ხანს იფიქრა, მერე წინ და უკან დაიწყო

სიარული, თან ბუტბუტებდა:



- ხუთი მთავარი არამზადა დარჩენილა და ოცდაორი კარგი და პატიოსანი აღარ არის...

უცნაურია!

ჰენდონი დადიოდა და ბუტბუტებდა. მეფე სულ გადაავიწყდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა

უდიდებულესობამ დინჯად და ნამდვილი თანაგრძნობით უთხრა (თუმცა მისი ნათქვამის

გაგება ირონიულადაც შეიძლებოდა):



- ნუ გაძრწუნებს შენი უბედურება. ამქვეყნად სხვებიც არიან, რომელთა პიროვნეასაც უარყოფენ

და მათ უფლებებს კი აბუჩად იგდებენ. შენ ამხანაგი გყავს.

- ჩემო მეფეო, - მიუბრუნდა ჰენდონი ბიჭს და ოდნავ გაწითლდა - მკიცხავ... მოიცადე და ნახავ.

მე მატყუარა არა ვარ. ქალი იტვის ამას. შენ ამას ულამაზესი ტუჩებიდან გაიგონებ. ვინ მე და ვინ

მატყუარა? მე ვიცნობ ამ ძველ ციხე-დარბაზს, ჩემი წინაპრების სურათებს და ყველაფერ იმას, რაც

ჩვენ გარშემოა. ისე ვიცნობ, როგორც ბავშვი იცნობს თავის ოთახს. აქ დავიბადე და აქ აღვიზარდე.

მილორდ, მართალს გეუბნები, მე არ მოგატყუებ, და თუ სხვა არავინ დაიჯერებს, გეხვეწები, შენ

მაინც ნუ დაეჭვდები ჩემს სიმართლეში... ამას ვერ ავიტან.



- მე არ ვეჭვობ, - უთხრა მეფემ ბავშვური გულწრფელობითა და რწმენით.

- გულით და სულით გიძღვნი მადლობას! - შესძახა მხურვალედ ჰენდონმა. მას გული

აუჩვილდა. მეფემ კი მავე გულწრფელობით ჰკითხა: 



- განა შენ კი ეჭვობ ჩემს სიმართლეზე?

- ჰენდონმა დამნაშავის სირცხვილი იგრძნო და გაუხარდა, კარი რომ გაიღო, ჰიუ შემოვიდა, და

პასუხის გაცემის საჭიროება თავიდან ააცილა.

ჰიუს შემჰყვა მდიდრულად ჩაცმული მშვენიერი მანდილოსანი. უკან მოსდევდა რამდენიმე

ლივრეიანი მსახური. ქალი ნელა მოდიოდა, თავჩაქინდრული, თვალები ძირს დაეხარა, სახეზე

გამოუთქმელი მწუხარება გამოხატოდა. მაილს ჰენდონი მივარდა:



- ო, ჩემო ედით, ჩემო ძვირფასო...

მაგრამ ჰიუმ შეაჩერა და ლედის მიმართა:

- შეხედთ, სცნობთ თუ არა?

მაილსის ხმის გამონებაზე ქალი ოდნავ შეკრთა, ლოყები აუწითლდა და აცახცახდა, რამდენიმე

წუთს ხმა არ ამოუღია. მერე ნელა ასწია თავი და გაქვავებული და შეშინებული

გამომეტყველებით ჰენდონს თვალებში შეხედა. ნელ-ნელა გაფითრდა, მკვდირსფერი დაედო.

ხმაც ისეთივე მკვდარი ჰქონდა, როგორც სახე, როდესაც თქვა:



- მე მას არ ვიცნობ! - მერე ამოიკვნესა, პირი იბრუნა და ბარბაცით გავიდა ოთახიდან.

მაილს ჰენდონი სკამზე დაეშვა და სახეზე ხელები აიფარა. ცოტა ხნის შემდეგ მისმა ძმამ

მოსამსახურეებს ჰკითხა:

- ხომ ნახეთ, სცნობთ თუ არა?

მათ თავი გაიქნიეს. მაშინ ბატონმა ბრძანა:

- მოსამსახურეებმა ვერ იცნეს, სერ. მე ვშიშობ, რომ აქ რაღაც შეცდომაა. ხომ ნახეთ, რომ ჩემმა

მეუღლემაც ვერ გიცნოთ.



- შენმა მეუღლემ? - მანვე წუთში ჰიუს კისერს რკინასავით მაგარი ხელები შემოეჭდო და

კედელზე მიაკრა. - ოჰ, შე გაიძვერა მელიავ! გავიგე ყველაფერი! შენ თვითონ შეთხზე ის ყალბი

წერლი და ასე წამართვი ჩემი დანიშნულიცა და ქონებაც. ახლავე მომშორდი, რომ ასეთი

საბრალო კაცუნას მოკვლით პატიოსანი მეომრის სახელი არ შეირცხვინო!

გაწითლებული და სუნთქვაშეკრული ჰიუ სკამთან მიბარბაცდა და მსახურებს უბრძანა,

შეიპყარით ყაჩაღი და შებოჭეთო. მსახურები შეყოყმანდნენ, ერთმა თქვა:



- შეიარაღებულია, სერ ჰიუ, ჩვენ იარაღი არა გვაქვს.

- შეიარაღებულია? მერე რა, ის ერთია, თქვენ ბევრნი ხართ! დაიჭირეთ, გეუბნებით!

მაგრამ მაილსმა ურჩია მსახურებს, ფრთხილად იყავითო, თან დაუმატა:

- თქვენ დიდი ხანი მიცნობთ. მე არ შევცვლილვარ, ისევ ისა ვარ. თუ გინდათ, მოდით.

ამ მოგონებამ მოსამსახურეებს მხნეობა არ შემატა და მათ უან დაიხიეს.

- წადით, თქვე უბადრუკო მშიშრებო, იარაღი აისხით და კარებს უდარაჯეთ, ვიდრე ვინმეს

გუშაგების მოსაყვანად გავგზავნი, - თქვა ჰიუმ. კარებში მობრუნდა და მაილსს უთხრა:



- თქვენთვის უმჯობესი იქნება, თუ გაქცევას არ შეეცდებით.

- გაქცევა? ამაზე ნუ სწუხარ. მაილსი ჰენდონ-ჰოლის და მთელი ადგილ-მამულის პატრონია.

მაილსი არსად არ წავა, ეჭვი ნუ გაქვს.





                                                                      თავი ოცდამეექვსე





 



არ სცნეს



მეფე ცოტა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე აიხედა და თქვა:

- უცნაურია... ძალიან უცნაური. ვერა გამიგია რა.

- არა, აქ უცნაური არაფერია, ჩემო მეფეო, მე ვიცნობ მას და მისი საქციელი ბუნებრივია.

დაბადებითვე ავაზაკი იყო.

- ო, ამას არ გეუბნები, სერ მაილს.

- არა? მაშ რას მეუბნები? რა არის უცნაური?

- ის, რომ მეფე არ მოიკითხეს.

- როგორ? რომელი? რაღაც არ მესმის!

- მართლა? განა არ გეუცნაურება, რომ ქვეყანა შიკრიკებით არ აავსეს და ჩემი გარეგნობის

აღმწერი განცხადებებით არ მოჰფინეს? განა ამაღელვებელი და შემაძრწუნებელი არის, რომ

სახელმწიფოს სათავეში მდგომი გაქრა? რომ მე არსად ვჩანვარ და დავიკარგე?



- სრული სიმართლეა, მეფეო. სულ დამავიწყდა. 

- ჰენდონმა ამოიოხრა და თავისთვის

წაიბურტყუნა: `საწყალი, ისევ თავის ოცნეებშია გართული'.

- მე კი ისეთი გეგმა მაქვს, რაც ორივეს ფლებებს დაგვიბრუნებს... მე დავწერ ქაღალდს სამ ენაზე:

ბერძნულად, ლათინურად და ინგლისურად... შენ დილით წაიღებ ლონდონში. სხვას არავის

მისცე, გადაეცი ბიძაჩემს, ლორდ ჰერტფორდს. ნახავს თუ არა `გაიგებს, რომ მე დავწერე, და

გამოგზავნის ვინმეს ჩემს წასაყვანად'.





- განა უკეთესი არ იქნება, ჩემო ხელმწიფევ, აქ მოვიცადოთ, ვიდრე მე ჩემს ვინაობას

დავამტკიცებ და ჩემს მამულებს დავიბრუნებ? მაშინ ხომ უფრო ადვილად შეგვეძლება...

მეფემ ბრძანების კილოთი მოუჭრა სიტყვა:

- ჩუმად! რა არის შენი უბადრუკი მამული, შენი უმნიშვნელო ინტერესები იმასთან შედარებით,

რაც ერის კეთილდღეობასა და ტახტის შეუვალობას ხეება?

 - მერე, თითქოს თავის სისასტიკეს

ნანობსო, რბილად დაუმატა:

 - მომენდე და შიში ნუ გაქვს, მე დაგიბრუნებ უფლებებს, მოგცემ

ყველაფერს და კიდევ მეტს. ყოველთვის მეხსომება შენი სიკეთე და სამაგიეროს გადაგიხდი.

ამ სიტყვებით აიღო კალამი და საქმეს შეუდგა. ჰენდონმა რამდენიმე ხანი სიყვარულით უყურა

და მერე გაიფიქრა: `სიბნელე რომ ყოფილიყო, მეგონებოდა, რომ მეფე მელაპარაკებოდა. როცა

განრისხდება, ისე ქუხს და გრგვინავს, როგორც ნამდვილი მეფე. სად ისწავლა? შეხე, როგორ

კმაყოფილებით ბღაჯნის და ფხაჭნის თავის უაზრო, აჩხაბაჩხა ასოებს, თითქოს მართლა

ლათინური ან ბერძნლი იყოს. თუ ვერაფერი მოვიგონე ისეთი, რომ დავაშლევინო, იძულებული

გავხდები, ხვალ ისე ვაჩვენო თავი, თითქოს ამ ახირებული დავალების შესასრულებლად

მივემგზავრებოდე'.



ერთი წუთის შემდეგ სერ მაილსი ფიქრით კვლავ ახლად მომხდარ ამბავს დაუბრუნდა. და ისე

გაერთო, რომ, როცა მეფემ თავისი დაწერილი ქაღალდი გადასცა, აიღო და ჯიბეში უაზროდ

ჩაიდო.



- რა უცნაურად მოიქცა ედითი, - ბუტბუტებდა ჰენდონი.

 - თითქოს მიცნო და ვერც მიცნო.

ვხედავ, რომ ეს აზრები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვერც ერთმანეთთან შემირიგებია, ვერც ის

მომიხერხებია, რომ მოვიშორო ან ვარჩიო რომელიმე მათგანი. აღარ ვიცი, რა ვირწმუნო. მას უნდა

ეცნო ჩემი სახე, ჩემი ტანი, ჩემი ხმა, სხვანაირად არ შეიძლება. მან კი განაცხადა, ვერა ვცნობო, და

ეს მართალი უნდა იყოს, მას ტყუილი არ შეუძლია... მაგრამ მოიცა… მგონია, ვხვდები. იქნება

ჰიუმ მოახდინა მასზე გავლენა,… უბრძანა... აიძულა, რომ ტყუილი ეთქვა. მივხვდი, გამოვიცანი,

მკვდრისფერი ედო, დიახ, მან აიძულა. მე მოვძებნი, ვიპოვი ედითს, ახლა ჰიუ წასულია.



სიმართლეს არ დამალავს, მოაგონდება ძველი დრო, როცა ერთად ვთამაშობდით, გული

მოულბებოა, ის არ მიღალატებს, მიცნობს, მის სისხლში მუხანათობა არ ურევია... არა,

ყოველთვის პატიოსანი და მართალი იყო. ედითს ვუყვარდი, ადამიანს კი ვინც უყვარს, იმას ვერ

უღალატებს'.



ჰენდონი სწრაფად წავიდა კარისკენ. ამ დროს კარი გაიღო და ლედი ედითი შემოვიდა.

ფერმიხდილი იყო, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მოდიოდა, მოხდენით და ლაზათიანად, ღირსებით

ეჭირა თავი, სახე ისეთივე სევდიანი ჰქონდა, როგორც წინათ.



მაილსმა იმედით მიაშურა მას, მაგრამ ქალმა ხელის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით შეაჩერა,

ჩამოჯდა და სთხოვა, ისიც დამჯდარიყო. ასე აიძულა, რომ ძველი მეგობრობა დაევიწყებინა და

უცნობად, სტუმრად აქცია. გაოცებული და მოულოდნელობისაგან დაბნეული მაილსი თავის

თავს ეკითხებოდა: ნეტა მართლა თუ ისა ვარ, ვინც ჩემი თავი მგონიაო.



ლედი ედითმა უთხრა:



- მე მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ. შეშლილებს ალბათ ვერ დაარწმუნებ, რომ ცდებიან, მაგრამ

შეძლება შთააგონო, რომ საშიშროება აიცილონ თავიდან. მე მჯერა, რომ თქვენ ბოროტი

განზრახვა არ გამოძრავებთ, თქვენი ოცნება სინამდვილედ მიგაჩნიათ, მაგრამ ნუ აყოვნებთ, აქ

საფრთხე გელით.

 - ერთ წუთს დააკვირდა მაილსის სახეს და მკაფიოდ უთხრა:

 - მით უფრო

გელით საფრთხე, რომ ძალიან ჰგავხართ ჩვენს დაღუპულ ბიჭს...

- ღმერთო ჩემო, მე ისა ვარ, ქალბატონო!

- მე მჯერა, რომ თქვენ მართლა ასე გგონიათ, სერ, არ მეეჭვება თქვენი პატიოსნება... მე მხოლოდ

გაფრთხილებთ, მეტი არაფერი. ჩემი ქმარი ამ მხარის სრულუფლებიანი ბრძანებელია. მას

შეუძლია, ვინც უნდა, ის გაამდიდროს და ვინც უნდა, ის გააღატაკოს. თქვენ რომ იმ კაცს

ჰგავდეთ, რომლის ვინაობასაც ჩემულობთ, ჩემი ქმარი ნებას მოგცემდათ, მშვიდად შეგექციათ

თავი თქვენი ოცნებით, მაგრამ დამიჯერეთ, მე მას კარგად ვიცნობ, ვიცი, რასაც იზამს: ყველას

ეტყვის, რომ თქვენ შეშლილი ხართ, სხვის სახელს იჩემებთ და მაშინვე ყველანი ბანს მისცემენ.

 

- მან ერთხელ კიდევ შეხედა მაილსს დაკვირვებით და დაუმატა:

 - თუნდაც მაილს ჰენდონი იყოთ

და მან და მთელმა მხარემაც იცოდეს ეს, - დაუფიქრდით, რასაც ვამბობ, აწონ-დაწონეთ, - თქვენ

მაინც იგივე საფრთხე გელით. თქვენი დამარცხება გარდაუვალია. ის უარგყოფთ და ვერავინ

გაბედავს, რომ ნუგეში გცეთ.



- მჯერა, - თქვა გამწარებულმა მაილსმა. - ძალა, რომელსაც შეუძლია აიძულოს ადამიანი, რომ

მან არ იცნოს მთელი თავისი ცხვრების მეგობარი, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად

დაიმორჩილებს ლუკმა-პურის მოპოვებისათვის გამწარებულთ, ვისაც ერთგულება და

პატიოსნება არ აინტერესებს.



ლედის ლოყებზე სიწითლემ გადაჰკრა, თვალები ძირს დახარა, მაგრამ ხმაში აღელვება არ

დასტყობია, ისე განაგრძო:

- მე უკვე გაგაფრთხილეთ და კიდევ უნდა გაგაფრთხილოთ, წადით აქედან, თორემ ეს კაცი

დაგღუპავთ. ამ ტირანმა არ იცის, რას ჰქვია სიბრალული, მე მისი ხელფეხშებორკილი მონა ვარ

და ვიცი ეს. საწყალი მაილსი, არტური და ჩემი ძვირფასი მეურვე სერ რიჩარდი

გათავისუფლდნენ მისგან და მოსვენებით არიან. აქ, ამ ავაზაკის კლანჭებში ყორფნას, გერჩივნათ

მათთნ ყოფილიყავით. თქვენ ემუქრებით მის ტიტულსა და მამულს. თქვენ მისივე საკუთარ

სახლში მიიწიეთ მასზე... დაიღუპებით, თუ დარჩით. წადით... ნუ აყოვებთ, თუ ფული გაკლიათ,

გთხოვთ აიღოთ ეს ქისა და მოისყიდოთ მოსამსახურეები, რომ გაგატარონ. ო, ფრთხილად

იყავით, საცოდავო, თავს უშველეთ, სანამ გვიან არ არის.



მაილსმა საფულეს ხელი არ ახლო და ადგა.

- ერთი რამ მიწყალობეთ, - თქვა მან, - შემომხედეთ, მინდა გავიგო, შეგიძლიათ თუ არა თვალი

გამისწოროთ. აი ასე, ახლა მიპასუხეთ, ვარ თუ არა მაილს ჰენდონი?

- არა, მე თქვენ არ გიცნობთ.

- დაიფიცეთ.

პასუხი ჩუმი, მაგრამ გაურკვეველი იყო:

- ვფიცავ!

- ო, ეს დაუჯერებელია.

- გაიქეცით! რატომ კარგავთ ძვირფას დროს? გაიქეცით და თავს უშველეთ!

ამ დროს ოთახში ჯარისკაცები შემოცვივდნენ და საშინელი ბრძოლა ატყდა. ჰენდონს მალე

სძლიეს და გაათრიეს, მეფეც დაიჭირეს. ორივე შეკრეს და ციხეში წაიყვანეს.





                                                                          თავი ოცდამეშვიდე 





 



საპყრობილეში



საკნები ხალხით იყო სავსე. ორი მეგობარი ერთ დიდ ოთახში მიაჯაჭვეს, სადაც, ჩვეულებრივ,

უმნიშვნელო დამნაშავეებს სვამდნენ. ისინი მარტონი არ იყვნენ. ოთახში დახვდათ ორივე

სქესისა და სხვადასხვა ასაკის ოციოდე შებორკილი ტუსაღი _ უხამსი და ხმაურიანი ბრბო. მეფე

ბრაზობდა, რომ ასე შეურაცხყვეს მისი მეფური ღირსება, მაგრამ ჰენდონი ცუდ გუნებაზე იყო და

ხმას არ იღებდა. ის ძალიან დაბნეული იყო; გახარებული დაბრუნდა შინ გზაარეული შვილი,

ეგონა, ჩემი დაბრუნებით ყველა გაიხარებსო, ამის ნაცვლად კი ცივი მიღება და ციხე ხვდა

წილად. იმედი და სინამდვილე ისე განსხვავდებოდა ერთიმეორისგან, რომ თავგზა აებნა. ვერ

გაეგო, უაღრესად სავალალო იყო ეს, თუ უზომოდ სასაცილო. თავს იმ კაცივით გრძნობდა,

ცისარტყელასათვის თვალის შესავლებად რომ გავიდა და მეხი დაეცა.



მაგრამ არეული ფიქრები თანდათანობით ჩამოუყალიბდა და მისი გონება ედითმა დაიპყრო.

ფიქრობდა მის საქციელზე, ყოველმხრივ ამოწმებდა, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი დაასკვნა.

იცნო თუ ვერ იცნო? ძნელი იყო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და დიდი ხანიც მოუნდა, მაგრამ

ბოლოს იმ რწმენით დარჩა, რომ იცნო და ანგარების გამო უარყო. მას უნდოდა ქალის სახელი

დაეწყევლა, მაგრამ ეს სახელი იმდენ ხანს იყო მისთვის წმინდა, რომ ენა არ ემორჩილებოდა მის

დასაგმობად.



ციხის ჭუჭყიან და დაფხრეწილ საბნებში გახვეულმა ჰენდონმა და მეფემ ღამე მოუსვენრად

გაატარეს. მოსყიდულმა დარაჯმა რამდენიმე ტუსაღისათვის არაყი შემოაპარა, ამას მოჰყვა

უწმაწური სიმღერები, ვიღაც კაცი ეძგერა ერთ დედაკაცს და თავში ხელბორკილით დაუწყო ცემა.

დარაჯი რომ არ მოშველებოდა, მოკლავდა კიდეც. დარაჯმა მშვიდობიანობა დაამყარა იმით, რომ

კაცს ლაზათიანად ჩასცხო თავში. ამის შემდეგ ქეიფი შეწყდა. ვინც ყურადღებას არ მიაქცევდა

ორი დაჭრილის კვნესას და გმინვას, დაძინება შეეძლო.



შემდეგი კვირის განმავლობაში დღეები და ღამეები ერთფეროვნად მიდიოდა: დღისით

შემოდიოდა ხალხი (ცოტად თუ ბევრად ჰენდონის ნაცნობი), რომ თვითმარქვიასთვის შეეხედა,

უკუეგდო და შეურაცხყოფა მიეყენებინა. ღამით განუწყვეტელი ქეიფი და ჩხუბი იყო. მაგრამ

ბოლოს ერთი ცვლილება მოხდა. დარაჯმა შემოიყვანა ერთი მოხუცებული კაცი და უთხრა:



- არამზადა ამ ოთახშია, მიიხედ-მოიხედე შენი ბებერი თვალებით და, თუ შეგიძლია, თქვი,

რომელია:

ჰენდონმა აიხედა და ციხეში ყოფნის განმავლობაში პირველად გაიხარა. თავისთვის თქვა:

- ეს ბლეიკ ენდრიუსია, მთელი სიცოცხლე მამაჩემის ოჯახს ემსახურებოდა. კარგი, პატიოსანი

ადამიანია. გულმართალი. ესე იგი, ასეთი იყო წინათ. ახლა მართალი აღარავინ არი, ყველა ცრუა.

ეს კაცი მიცნობს და სხვებივით დამგმობს.



მოხუცებულმა თვალი მოავლო ოთახს, ყველას სათითაოდ შეხედა და ბოლოს თქვა:

- მე აქ მხოლოდ ქურდბაცაცებსა და ქუჩის ნაძირალებს ვხედავ. რომელია?

დარაჯმა გაიცინა და აჩვენა:

- აი, დააკვირდი ამ დიდ ცხოველს და შენი აზრი მითხარი.

მოხუცი ახლოს მივიდა, დიდხანს დაკვირვებით უცქირა ჰენდონს, თავი გააქნია და თვქა:

- არა, ეს ჰენდონი არ არის და არც ყოფილა არასოდეს.

- სწორია! შენი მოხუცებული თვალები ჯერ კიდევ საღი ყოფილა. სერ ჰიუს ადგილას რომ

ვყოფილიყავი, ამ საზიზღარს...



დარაჯი ფეხის წვერებზე შედგა, ხელები გაასავსავა, ვითომ კისერზე თოკი ჰქონდა მიბმული, და

ხროტინი დაიწყო. მოხუცმა ღვარძლით თქვა:



- ღმერთს მადლობა შესწიროს თუ კიდევ უარესს არ უზამენ. ჩემს ხელში რომ ჩაავლეს, ცოცხლად

მოვხრაკავდი!

დარაჯმა კმაყოფილი აფთარივით გადაიხარხარა და უთხრა:

- მოახსენეს მას შენი აზრი, მოხუციო... სხვებიც ასე სჩადიან, გაერთობი, _ მიბრუნდა და წავიდა.

მოხუცი მუხლებზე დაეცა და წაიჩურჩულა:

- ღმერთს მადლობას ვწირავ შენი დაბრუნებისათვის, ჩემო ბატონო. მე მეგონა, ამ შვიდი წლის

წინ მოკვდი, თურმე ცოცხალი ყოფილხარ! დაგინახე თუ არა, გიცანი. ძლიან ძნელი იყო

მეთვალთმაქცა და თავი ისე დამეჭირა, თითქოს აქ არამზადებისა და ქუჩის ნაგავის მეტი არავინ

ყოფილიყოს. მე ბებერი და ღარიბი ვარ, სერ მაილს, მაგრამ თუ შენი ნება იქნება, გამოვალ და

სიმართლეს გამოვაცხადებ, თუნდაც ამისათვის დამახრჩონ კიდეც.

- არა, - უთხრა ჰენდონმა, - ამას ნუ იზამ. თავს დაიღუპავ. მე კი ბევრს ვერაფერს მიშველი. მაგრამ

მადლობას გიხდი, ვინაიდან შენ ნაწილობრივ დამიბრუნე ადამიანთა მოდგმისადმი რწმენა.

მოხუცი მოსამსახურე ძალიან შველოდა ჰენდონსა და მეფეს. ის დღეში რამდენჯერმე

შემოდიოდა ჰენდონის `დასამცირებლად' და საჭმლების ნარჩენების გასატანად. ყოველ

შემოსავლაზე რაიმე გემრიელს შემოაპარაბდა ხოლმე. მას მოჰქონდა აგრეთვე ახალი ამბები.



ჰენდონი გემრიელ საჭმელებს მეფეს უნახავდა. უამისოდ მისი უდიდებულესობა შეიძლება

ცოცხალი არ დარჩენილიყო, ვინაიდან დარაჯის მოტანილ მძიმე და უვარგის საჭმელს ვერ

ეკარებოდა. ეჭვი რომ არ გამოეწვია, ენდრიუსი იძულებული იყო, ცოტა ხნით შემოსულიყო

ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ახრეხებდა საკმაო ცნობების მოტანას... ამ ცნობებს ხმადაბლა

ჩურჩულებდა ჰენდონის გასაგონად, სხვების გასაგონად კი ხმამაღლა ილანძღებოდა.



ასე გაიგო ჰენდონმა ოჯახის ამბავი. არტური ექვსი წლის წინათ მომკვდარიყო. შვილის

სიკვდილმა და ჰენდონის დაკარგვამ ჯანი გაუტეხა მამას. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო,

მოისურვა ჰიუ დაექორწინებინა ედითზე, მაგრამ ედითი მაილსის დაბრუნების იმედით

ქორწილს აჭიანურებდა. მაშინ მოვიდა წერილი და მაილსის სიკვდილის ამბავი მოიტანა. ამ

ელდამ საბოლოოდ წაართვა ძალა სერ რიჩარდს. მან იფიქრა, ჩემი აღსასრული მოახლოვდაო, და

ქორწინება დააჩქარა. ჰიუსაც ეს უნდოდა, მაგრამ ედითის თხოვნით, ქორწილი კიდევ ერთი

თვით გადაიდო. მერე კიდევ ერთი თვე ითხოვა და ბოლოს კიდევ ერთი თვე. ჯვრისწერა სერ

რიჩარდის სასიკვდილო სარეცელთან მოხდა. შეუღლება ბედნიერი არ გამოდგა. ამბობდნენ, რომ

ქორწილიდან ცოტა ხნის შემდეგ პატარძალმა თავის ქმრის ქაღალდებში იპოვა საბედისწერო

წერილის შავი პირი და ქმარს ბრალი დასდო, ეს ყალბი წერილი შენი დაწერილიაო, ქორწილიც

და სერ რიჩარდის სიკვდილიც ამით დააჩქარეო. ხმები დადიოდა, სერ ჰიუ ლედი ედითსა და

მოსამსახურეებს მკაცრად ექცევაო. მამის სიკვდილის შემდეგ სერ ჰიუმ ლმობიერების

ყოველგვარი ნიღაბი აიხადა და ყველას მიმართ შეუბრალებელი გახდა, ვინც რაიმეთი მასზე და

მის მამულზე იყო დამოკიდებული.





ენდრიუს მოყოლილი ამბებიდან ერთმა დააინტერესა მეფე:

- ხმა დადის, რომ მეფე შეშლილიაო, მაგრამ გეხვეწებით, ღვთის გულისათვის, არსად

წამოგცდეთ, რომ მე გაგაგებინეთ, ამბობენ, ამისთვის სიკვდლით სჯიანო, - თქვა მოხუცმა.

მისმა უდიდებულესობამ მოხუცს თვალები დაუბრიალა და უთხრა:

- მეფე შეშლილი არ არის, კეთილო კაცო, და ამ აღშფოთებელ ლაყბობას, შენს საქმეებს მიხედო,

ის გირჩევნია.



- რას ამბობს ეს ბიჭი? - იკითხა ამ მოულოდნელი და უხეში თავდასხმით გაოცებუმა ენდრიუსმა.

ჰენდონმა ანიშნა და კითხვას აღარ მისდია, ამბავი განაგრძო:

_ განსვენებული მეფე ორიოდე დღეში უინძორში უნდა დაკრძალონ... ამ თვის თექვსმეტს... ახალ

მეფეს ვესტმისტერში აკურთხებენ ოცში.



- ამისთვის, ჩემი აზრით, საჭიროა ჯერ იპოვონ, - წაიბუტბუტა მისმა უდიდებულესობამ, მერე

თავდაჯერებით დაუმატა: - თუმცა ზომებს ალბათ მიიღებენ და მეც...

- ერთი მითხარი...

მაგრამ მოხუცმა აღარ დაამთავრა. ჰენდონის გამაფრთხილებელმა ნიშანმა შეაჩერა და თავისი

ამბები განაგრძო. სერ ჰიუ აპირებს კურთხევაზე წასვლას და იმედიანად არის, დარწმუნებულია,

რომ პირობას მიიღებს, ვინაიდან ლორდ-პროტექტორი მას ძალიან სწყალობსო.



- რომელი ლორდ-პროტექტორი? - იკითხა მისმა უდიდებულესობამ.

- მისი მოწყალება სომერსეტის ჰერცოგი.

- რომელი სომერსეტის ჰერცოგი?

- ის ხომ ერთია, სეიმური, გრაფი ჰერტფორდი.

- როდის გახდა ჰერცოგი და ლორდ-პროტექტორი? - იკითხა მეფემ.

- იანვრის ბოლო დღიდან.

- ერთი მითხარი, ვინ მიანიჭა ეს სახელწოდება?

- თვითონ მიიღო დიდი სათათბიროს და... მეფის დახმარებით.

მისი უდიდებულესობა საშინლად შეკრთა.



მეფის? - შეჰყვირა მან, - რომელი მეფისა, კეთილო სერ?

- რომელი მეფისა? ღმერთო შემიწყალე, რა მოუვიდა ამ ბიჭს?! მეფე მხოლოდ ერთი გვყავს და

ამაზე პასუხი ძნელი არ არის: მისი წმინდა უდიდებულესობა მეფე ედუარდ VI, ღმერთი

ჰფარავდეს! დიახ, არ ვიცი, ჭკუაზე შეშლილია თუ არა, საყვარელი და კეთილი პატარა ბიჭია.

ამბობენ, დღითი დღე უკეთ ხდებაო, ყველას მისი ქება აკერია პირზე, ყველა ლოცავს და ღმერთს

სთხოვს, რომ დიდხანს იცოცხლოს და იმეფოს ინგლისში. მან გადაარჩინა სიკვდილს

მოხუცებული ნორფოლკის ჰერცოგი, ახლა კი გადაწყვეტილი აქვს მოსპოს ყველაზე უფრო

სასტიკი კანონები, რაც ხალხს ტანჯავს და ჩაგრავს.



ამ ამბავმა ისე გააკვირვა მეფე, რომ ენა ჩაუვარდა. და ღრმა და მწუხარე ფიქრებს მიეცა.

მოხუცებული კაცის ლაპარაკისა აღარაფერი გაუგია. იგი ფიქრობდა: ნუთუ მეფე ის გლახაა, ჩემს

ტანისამოსში გადაცმული სასახლეში რომ დავტოვეო! ეს ამბავი არ სჯეროდა, რადგანაც

უსათუოდ მისი მიხრა-მოხრა და ლაპარაკი გასცემდა, თუ თავს უელსის უფლისწულად

გამოაცხადებდა. მას მაშინვე გააგდებდნენ და ნამდვილი უფლისწულის ძებნას დაიწყებდნენ.



განა შეიძლებოდა, რომ სამეფო კარს მის ნაცვლად რომელიმე დიდგვაროვანი დაესვა? არა, 

ბიძამისი არ მისცემდა ამის ნებას... ის ყოვლისშემძლე იყო და, თქმა არ უნდა, ჩაახშობდა კიდეც

ამ მოძრაობას. ფიქრებმა ვერაფერი შემატეს. რაც უფრო ცდილობდა საიდუმლოს ამოცნობას, მით

უფრო იბნეოდა, მით უფრო ასტკივდებოდა ხოლმე თავი და ცუდად ეძინა. მისი მოუთმენლობა

დღითი დღე იზრდებოდა. ლონდონში წასვლის სურვილი არ ასვენებდა და საპყრობილეში

ყოფნა პირდაპირ აუტანელი ხდებოდა.



ჰენდონი ძალიან ცდილობდა მეფისათვის ნუგეში ეცა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. იქვე

მიჯაჭვულმა ორმა დედაკაცმა ეს უკეთ მოახერხა. მათი მოკრძალებული ჩაგონების შემწეობით

მეფემ სიმშვიდე ჰპოვა და ცოტა მოთმინებაც ისწავლა. ის ძალიან ემადლიერებოდა ქალებს და

გულწრფელად შეუყვარდა. ერთხელ ბიჭი შეეკითხა, რატომ ხართ დატუსაღებულიო, და

როდესაც უპასუხეს, ბაბტისტები ვართო, გაიღიმა და ჰკითხა:



- განა ეს ისეთი ბოროტებაა, რომ ამისათვის ციხეში ამწყვდევდენ? ვწუხვარ, რომ მალე

დაგკარგავთ... ასეთი მცირე დანაშაულისათვის დიდი ხნით ხომ არ გაგაჩერებენ!

ქალებმა პასუხი არ გასცეს, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებამ ააღელვა ბიჭი და სწრაფად

უთხრა:

- თქვენ არაფერს ამბობთ, სიკეთე მიყავით და მითხარით, სხვა სასჯელი ხომ არ გელოდებათ?

გთხოვთ, მართალი მითხრათ. - ისინი შეეცადნენ სიტყვა ბანზე აეგდოთ, მაგრამ ბიჭი ვეღარ

წყნარდებოდა:

 - ნუთუ გაგამათრახებენ? არა, ასე ულმობლად არ მოგექცევიან! თქვით, რომ რომ

არ მოგექცევიან! თქვით, რომ არ მოგექცევიან! მითხარით, ხომ არა?

დედაკაცებს დაბნეულობა და მწუხარება დაეტყოთ, მაგრამ შეუძლებელი იყო ბიჭის უპასუხოდ

დატოვება და აღელვებისაგან ხმაჩამწყდარმა ერთმა მათგანმა უთხრა:



- ოჰ, გულს ნუ გვიღადრავ, კეთილო არსებავ! ღმერთი გიშველის, გადავტანოთ ჩვენი...

- ეს ხომ აღიარებაა! - სიტყვა გააწყვეტინა მეფემ. - მაშ გამათრახებას გიპირებენ ის გულქვა

არამზადები? მაგრამ ოჰ, ნუ ტირი, ვერ ამიტანია. მხნედ იყავი. ჩემს ღირსებას დროზე

დავიბრუნებ და ამ სიმწრისაგან გიხსნით, ამას უსათუოდ გავაკეთებ.



როდესაც მეფემ დილით გაიღვიძა. დედაკაცები იქ აღარ იყვნენ.

- გადარჩნენ! - თქვა მან სიხარულით, მერე სევდიანად დაუმატა: - ვაი ჩემი ბრალი! ისინი

მანუგეშებდნენ.

დედაკაცებს ბიჭის ტანისამოსისთვის სახსოვრად ლენტის თითო ნაჭერი მიებათ. მეფემ

განაცხადა, ამ სახსოვარს არასოდეს მოვიშორებ, მალე მოვძებნი ჩემს საყვარელ კეთილ მეგობრებს

და მფარველობას გავუწევო.



სწორედ იმ დროს შემოვიდა ციხის ზედამხედველი რამდენიმე ხელქვეითით და ბრძანა,

ტუსაღები ციხის ეზოში გაეყვანათ. მეფეს გაუხარდა... ბედნიერება იქნებოდა კვლავ ლურჯი ცის

დანახვა და სუფთა ჰაერით სუნთქვა! მას აბრაზებდა და აღელვებდა მოხელეების სიზანტე, 

მაგრამ ბოლოს მისი ჯერიც დადგა, მოხსნეს რკინის კავიდან და უბრძანეს, ჰენდონთან ერთად

სხვა ტუსაღებს გაჰყოლოდა.



ოთხკუთხა ეზო მოკირწყლული იყო. ტუსაღები ეზოში ღაღიანი კარით შეიყვანეს და კედელთან

ჩაამწკრივეს. წინ თოკი გაუჭიმეს და მეთვალყურეებად ჯარისკაცები დაუყენეს.

ცივი და მოღრუბლული დილა იყო, ღამით ცოტა თოვლი მოსულიყო და დიდი, ცარიელი

ადგილი თეთრად გადაეპენტა, რაც კიდევ უფრო სევდიანს ხდიდა ისედაც ჭმუნვის მომგვრელ

სურათს. ხანდახან ზამთრის ქარი გადაუვლიდა იქაურობას და კორიანტელს აყენებდა.

ეზოს შუაგულში ქვის ბოძებზე მიჯაჭვული ორი დედაკაცი იდგა. შეხედა თუ არა მეფემ, მაშინვე

იცნო თავისი კეთილი მეგობრები, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ჩაილაპარაკა:



- მოვტყუვდი. ვაი რომ არ გაუთავისუფლებიათ, განა წარმოსადგენია, რომ ასეთ ადამიანებს

მათრახი მოხვდეთ?! ისიც ინგლისში! ვაი სირცხვილო... კერპთაყვანისმცემლურ კი არა,

ქრისტიანულ ინგლისში! მე კი უნდა ვუყურო, როგორ ამათრახებენ ჩემს ნუგეშისმცემლებს და

ავიტანო ეს უდიდესი უსამართლობა. უცნაურია, უცნაური! მე, ამ დიდი სახელმწიფოს

ძალაუფლების წყარო უმწეო ვარ და არ შემიძლია შევიფარო. მაგრამ მიფრთხილდნენ ეს

ურჯულოები! მოვა დღე, როდესაც ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ! ყოველი დღევანდელი

მათრახის დაკვრაზე ორმაგად მიიღებენ!



უზარმაზარი ალაყაფის კარი გაიღო, მოქალაქეების ბრბო შემოვარდა და ორივე ქალს შემოეხვია,

ისე რომ, მეფე ვეღარ ხედავედა მათ. შემოვიდა მღვდელი, ბრბო გაარღვია და ქალებთან მივიდა.

მეფეს შემოესმა, თითქოს ქალებს რაღაცას ეკითხებოდნენ და ისინიც უპასუხებდნენ, მაგრამ ვერ

გაარჩია მათი ლაპარაკი. დიდი ფუსფუსი, მზადება და მცველების მისვლა-მოსვლა ატყდა.

შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.



ბრძანებისამებრ ხალხი ორად გაიყო და მეფეს თვალწინ ისეთი სურათი წარმოუდგა, ძვლები

გაეყინა: ორი დედაკაცის გარშემო ფიჩხი იყო დაგროვილი, ვიღაც კაცი ცეცხლს აჩაღებდა!

დედაკაცებმა თავი დახარეს და სახეზე ხელები აიფარეს. ალი მაღლა-მაღლა მიიწევდა, ფიჩხს

ტკაცუნი და ტკრციალი გაჰქონდა. ქარს მიჰქონდა ლურჯი ბოლქვები. მღვდელმა ხელები

აღაპყრო და ლოცვა დაიწყო... სწორედ ამ დროს ორი ახალგაზრდა ქალი საშინელი ყვირილით

შემოიჭრა უზარმაზარ ალაყაფის კარში და ბოძზე გაკრულ ქალებს მივარდა. მცველებმა უმალ

შეიპყრეს. ერთი მაგრად ეჭირათ, მეორემ კი თავი გაითავისუფლა და იყვირა, დედასთან ერთად

მოვკვდებიო. ვერ მოასწრეს შეჩერება, დედას ისეც კისერზე შემოეხვია. კიდევ ერთხელ

მოჰგლიჯეს დედას. კაბაზე ცეცხლი მოჰკიდებოდა. ორ თუ სამ კაცს ეჭირა. კაბის ნაჭერი მოახიეს

და ალმოდებული გადააგდეს, ქალი კი ისევ გათავისუფლებას ლამობდა და ყვიროდა:

- სულ მარტო ვრჩები ქვეყანაზე, მეც დედაჩემთან სიკვდილის ნება მომეცითო.



ორივე ახალგაზრდა ქალი კიოდა და იბრძოდა, მაგრამ უეცრად ეს ყვირილი გულისგამგმურავმა

სასიკვდილო კივილმა დაფარა... მეფემ გაშმაგებულ ახალგაზრდა ქალებს თვალი მოაშორა და

ბოძს შეხედა, მერე პირი იბრუნა, ნაცრისფერი სახე კედელს მიადო და აღარაფრისთვის

შეუხედავს.

`რაც აქ ვნახე, ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება, სიკვდილამდე მემახსოვრება და ყოველ

ღამე დამესიზმრება. ნეტა ბრმა ვყოფილიყავი!' - თქვა თავისთვის.

ჰენდონი მეფეს უყურებდა და კმაყოფილებით ჩაილაპარაკა:



- თანდათანობით იკურნება. შეიცვალა. უფრო მორიდებული გახდა. თავის ჩვეულებისამებრ

რომ მოქცეულიყო, ამ არამზადებს ყვირილს დაუწყებდა, იტყოდა, მეფე ვარ და გიბრძანებთ,

დედაკაცები უვნებლად გაუშვითო. მალე გაუვლის თავისი ავადმყოფობა და გადაავიწყდება,

გონება განეკურნება. ღმერთსა ვთხოვ, დააჩქაროს ეს დღე!



იმავე დღეს რამდენიმე ტუსაღი შემოიყვანეს ღამის გასათევად. დილით სამეფოს სხვადასხვა

ქალქში უნდა გადაეგზავნათ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მოსახდელად. მეფე

ესაუბრა მათ. მან თავისავე მიზნად დაისახა ტუსაღების ამბის გაგება; მეფის თანამდებობისათვის

უნდოდა მომზადება. ტუსაღების მწუხარე ამბის მოსმენამ გული გამოუღადრა. ერთი ტუსაღი

სულელი დედაკაცი იყო. ფეიქრისათვის ორიოდე იარდი ქსოვილი მოეპარა და ამისთვის უნდა

ჩამოეხრჩოთ. მეორე კაცს ადრე ცხენის მოპარვას აბრალებდნენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და ის

იყო გამოუშვეს, რომ ისევ დაიჭირეს მეფის პარკში შვლის მოკვლის გამო. ეს კი დაუმტკიცეს და

ახლა სახრჩოლებისათვის ამზადებდნენ. ერთი ქარგლის საქმემ ყველაზე მეტად შეაწუხა მეფე და

თავზარი დასცა: ამ ყმაწვილს ერთ საღამოს პატრონისგან გაფრენილი შავარდენი დაეჭირა, ეგონა,

ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ სასამართლომ ქურდობა დასწამა და სიკვდილი მიუსაჯა:



მეფე გაფითრდა. ჰენდონს სთხოვდა, ციხე გავტეხოთ და ვესტმისტერისკენ გავიქცეთ, რომ ტახტი

დროზე დავიბრუნო და ეს უბედური სიკვდილისგან ვიხსნაო.

`საწყალი ბავშვი, - ამოიოხრა ჰენდონმა. - ამ სამწუხარო ამბებმა ისევ შეშალა ჭკუიდან. მე კი

მეგონა, სულ მოკლე ხანში კარგად იქნება-მეთქი!'



ტუსაღებს შორის იყო პირქუში სახისა და მტკიცე ნებისყოფის მოხუცი ვექილი. სამი წლის წინათ

მას პამფლეტი დაეწერა ლორდკანცლერის წინააღმდეგ, უსამართლობაში სდებდა ბრალს.

ამისთვის სამარცხვინო ბოძთან დააჭრეს ყურები, ვექილობის ხარისხი წაართვეს, დააჯარიმეს

3000 გირვ. სტერლინგით და პატიმრობა მიუსაჯეს. ამას წინათ თავისი დანაშაული გაიმეორა და

ახლა მისჯილი ჰქონდა დარჩენილი ყურის ძირების მოჭრა, 6000 გირვ. სტერლინგის ჯარიმა,

ორივე ლოყის დაშანთვა და მთელი სიცოცხლის საპყრობილეში გატარება.



- ეს საპატიო ნიშნებია, - თქვა მან. - ჭაღარა თმა გადაიწია და უჩვენა დასახიჩრებული ადგილი,

სადაც ოდესღაც ყურები ჰქონდა.

მეფეს თვალები რისხვით აენთო და თქვა:

- ჩემი არავის სჯერა... არც შენ დამიჯერებ. მაგრამ სულ ერთია, ერთ თვეში თავისუფალი იქნები,

მეტსაც ვიტყვი, კანონები, რომლებმაც შენ შეურაცხგყო და ინგლისის სახელი შეარცხვინა, უნდა

ამოიშალოს კანონთა კრებულიდან. ქვეყანა ცუდად არის მოწყობილი. მეფეებმა ხანდახან

თვითონვე უნდა გამოსცადონ კანონების სიმძიმე.



 



                                                                         თავი ოცდამერვე




 

 

 

მსხვერპლი






საპყრობილეში ყოფნამ და უმოქმედობამ ძალიან მოქანცა მაილსი. გასამართლების დღე რომ

დადგა, გაუხარდა და თქვა, ყოველგვარ განაჩენს სიამოვნებით მივიღებ, ოღონდ პატიმრობას ნუ

გამიგრძელებენო. მაგრამ თურმე ცდებოდა: `ჯიუტი მაწანწალა~ რომ უწოდეს, და როგორ

ჰენდონ-ჰოლის პატრონის შეურაცხმყოფელს, ორი საათით სამარცხვინო ბოძთან ჯდომა

მიუსაჯეს, გაშმაგდა. ხოლო როცა სასამართლოში გამოაცხადა, ჰიუს ძმა ვარ და სერ რიჩარდის

ტიტლებისა და მამულების კანონიერი მემკვიდრეო, წესიერად არც კი მოუსმინეს და მისი

განცხადება განხილვის ღირსად არ სცნეს.



ბოძისაკენ მიმავალი მაილსი ბრაზობდა და იმუქრებოდა, მაგრამ არაფერმა უშველა; უხეშად

წაათრიეს და უდიერი ქცევისათვის მუჯლუგუნებითაც გაუმასპინძლდნენ.

მეფემ ვერ გაარღვია ჰენდონის უკან მიმავალი ბრბო და იძულებული გახდა, მოშორებით

მიჰყოლოდა თავის კარგ მსახურსა და მეგობარს. ასეთ კაცთან მეგობრობისათვის კინაღამ

თვითონ მეფესაც მიუსაჯეს სამარცხვინო ბოძი, მაგრამ მხედველობაში მიიღეს მისი

მცირეწლოვნება და დარიგებისა და გაფრთხილების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. ხალხი

რომ შეჩერდა, ბიჭი აწრიალდა, ცდილობდა, როგორმე წინ გასულიყო. როგორც იყო მიაღწია

მიზანს. სამარცხვინო ბოძთან იჯდა მისი საწყალი მხლებელი, ჭუჭყიანი ბრბოს დაცინვის საგნად

გამხდარი, ინგლისის მეფის პირადი ქეშიკი. ედუარდმა მოისმინა განაჩენი, მაგრამ ვერც კი

წარმოედგინა, რას ნიშნავდა წაკითხული. მისმა რისხვამ იმატა, როდესაც შეურაცხყოფის აზრი

მისთვის ნათელი გახდა, ხოლო უკიდურეს წერტილს მიაღწია, როდესაც დაინახა, როგორ

მოხვდა ჰენდონს გასროლილი კვერცი ლოყაში და გაიგონა ხალხის მხიარული ჟრიამული. წამსვე

მივარდა ბოძთან და ყვირილით ეცა ციხის ზედამხედველს:



- გრცხვენოდეს! ეს ჩემი მსახურია... გაათავისუფლე! მე...

- ჩუმად! - შესძახა თავზარდაცემულმა ჰენდონმა, - თავს დაიღუპავ! ყურადღებას ნუ აქცევთ,

ბატონო, შეშლილია!



- თავს ნუ იწუხებ იმაზე ფიქრით, ყურადღებას ვაქცევთ თუ არა, ვაჟბატონო. მე არც ვაპირებ

ყურადღება მივაქციო, მაგრამ რაც შეეხება ცოტაოდენ ჭკუის სწავლებას, ამის სურვილი კი მაქვს,

- ამ სიტყვებით მიუბრუნდა თავის ხელქვეითს და უთხრა:

- ერთი-ორი მათრახი აგემე, რომ ზრდილობა ისწავლოს.

- ექვსიოდე უფრო არგებს, - ურჩია სერ ჰიუმ. მან ის იყო ცხენი მოაჭენა სანახაობისათვის თვალის

გადასავლებად.



მეფე შეიპყრეს. იგი არც კი გაძალიანებულა, იმდენად იყო თავზარდაცემული იმის ფიქრით, თუ

რა საშინელი შეურაცხყოფა ელოდებოდა მის წიმინდა პიროვნებას. ისტორია უკვე შემწიკვლული

იყო ინგლისის ერთი მეფის გამათრახების ფაქტით. ედუარდს ვერ აეტანა, რომ მასაც იგივე

სირცხვილი ემუქრებოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, შველას არსაიდან ელოდებოდა, ან სასჯელი

უნდა იეღო ან პატიება ეთხოვა. ძნელი არჩევანი იყო. გამათრახებას აიტანდა მეფე, მაგრამ

თხოვნით თავს ვერ დაიმცირებდა.

ჰენდონმა იხსნა განსაცდელისაგან.



- გაუშვით ბავშვი, თქვე უგულო ძაღლებო, ნუთუ ვერა ხედავთ, რა პატარა და უსუსურია? მისი

წილი მათრახი მე დამკარით.

- აი კარგი აზრი... - სიამოვნებით თქვა სერ ჰიუმ და სახე ბოროტი სიხარულით აენთო.

 - გაუშვით

პატარა მაწანწალა და მის მაგივრად ამ ყმაწვილს თორმეტი გადაუჭირეთ, როგორც წესი და

რიგია, ისე.

მეფე შეკამათებას აპირებდა, მაგრამ სერ ჰიუმ შეაჩერა:

- კეთილი, ილაპარაკე, გული მოიოხე, ოღონდ იცოდე, რომ ყოველ შენ ერთ სიტყვაში ექვს

დაკვრას მიიღებს.



ჰენდონი გაათავისფლეს ხუნდებიდან და ზურგი გაუშიშვლეს. როდესაც მათრახი აამუშავეს,

საწყალმა პატარა მეფემ პირი იბრუნა და თავი ვეღარ შეიკავა, ლოყებზე მეფისთვის

შეუფერებელი ცრემლები ჩამოუგორდა.



`რა მამაცი და კეთილი გულის პატრონია, - ფიქრობდა თავისთვის, - ეს თავგანწირული

საქციელი არასოდეს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ამას არ დავივიწყებ... და არც ამათ

დავავიწყებ!' - დაუმატა რისხვით.

რაც მეტად უფიქრდებოდა ჰენდონის გმირულ საქციელს, მით უფრო ემატებოდა მადლიერების

გრძნობა და სიყვარული. ცოტა ხნის შემდეგ თავისთვის თქვა:



- ვინც თავის მეფეს ჭრილობებისა და სიკვდილისაგან იხსნის, ამით იგი მაღალ სამსახურს უწევს.

მან მე სიკვდილს გადამარჩინა, მარამ ეს ცოტაა... არაფერია! ოჰ, არაფერზე ნაკლებიცაა ამ

გმირობასთან შედარებით. მან თავისი მეფე სირცხვილისაგან იხსნა!

ჰენდონს მათრახის ქვეშ ხმა არ ამოუღია, დარტყმები ჯარისკაცურად აიტანა. ამ ვაჟკაცობამ და

იმანაც, რომ ბიჭის მათრახები თვითონ იტვირთა, იქ თავმოყრილ გარეწართა პატივისცემაც კი

გამოიწვია. დაცინვისა და ყიჟინის ხმები მიწყდა, მხოლოდ მათრახის ხმაღა ისმოდა. ჰენდონს

კვლავ ხუნდები დაადეს. სულ მცირე ხნის წინათ გამეფებული შეურაცხმყოფელი ხმაურის

ნაცვლად სიჩუმე ჩამოვარდა. მეფე წყნარად მივიდა ჰენდონთან და ყურში წასჩურჩულა:



- მეფეები შენ ვერ განგადიდებენ, კეთილო და დიდსულოვანო ადამიანო, ვინაიდან მეფეებზე

უზენაესმა ეს უკვე გააკეთა, მაგრამ მეფეს შეუძლია შენი კეთილშობილება ადამიანებს

დაუმტკიცოს. - მიწიდან მათრახი აიღო, ჰენდონის დასისხლიანებულ მხრებს ოდნავ შეახლო და

წასჩურჩულა: - ინგლისის მეფე ედუარდი გრაფობას გიბოძებს.



ჰენდონს გული აუჩვილდა, თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ იმავე დროს ისე ნათლად

ხედავდა, რა სასაცილო მდგომარეობაში იყო, რომ კინღამ გაეღიმა. გამათრახებულსა და

დასისხლიანებულის ასეთი უეცარი ამაღლება ჩვეულებრივი ხუნდებიდან გრაფობის

მიუწვდომელ სიმაღლემდე და ბრწყინვალებამდე უაღრესად კომიკური ეჩვენა.



`ბედი მწყალობს! ოცნებისა და ლანდების მოჩვენებითი რაინდი მოჩვენებით გრაფად ვიქეცი, ეს

თავბრუდამხვევი გაფრენაა უბუმბულო ფრთებისათვის. ასე თუ გაგრძელდა, მალე მაისის

ბოძივით მომრთავენ ფანტასტიკური ზიზილ-პიპილებით. მართალია, ამ წყალობას ფასი არა

აქვს, მაგრამ მე მაინც დავაფასებ იმ სიყვარულისათვის, რომლითაც მთავაზობენ მას. მე

მირჩევნია ეს ჩემი საბრალო, სასაცილო, წმინდა ხელითა და მართალი გულით უთხოვნელად

ნაბოძები პატივი მოშურნე, ანგარებიან ხელისუფალთა წინაშე დამცირებით მოპოვებულ

ნამდვილ პატივს', - გაიფიქრა ჰენდონმა.



სერ ჰიუმ ცხენი მოაბრუნა და დეზი ჰკრა. ცოცხალი კედელი უსიტყვოდ გაიპო მის

გასატარებლად და ასევე უსიტყვოდ შეერთდა. ხალხი ხმას არ იღებდა. ვირავინ გაბედა, რაიმე

ეთქვა ტუსაღის სასარგებლოდ ან შესაქებად. მაგრამ ის, რომ დაცინვა სრულიად შეწყდა,

თავისთავად საკმაო პატივისცემა იყო. ერთმა დაგვიანებით მოსულმა მაყურებელმა მასხრად

აიგდო თვითმარქვია და მკვდარი კატის მიგდება დააპირა, მაგრამ ხალხმა პანღურის კვრით

გააგდო. მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.





                                                                     თავი ოცდამეცხრე



 

 

 

ლონდონისკენ






სამარცხვინო ბოძთან ჯდომის ვადა რომ გაუთავდა, ჰენდონი გაათავისუფლეს და უბრძანეს,

იქაურობას მოშორებოდა და აღარასოდეს გამოჩენილიყო იმ მხარეში. დაუბრუნეს ხმალი, ვირი

და ჯორი. ჰენდონი და მეფე შესხდნენ და წავიდნენ. ხალხმა პატივისცემით გაატარა ისინი,

ხოლო მათი წასვლის შემდეგ დაიშალა.

ჰენდონი ფიქრებში გაერთო. მას ბევრი რამ ჰქონდა მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტი. როგორ

მოიქცეს? სად წავიდეს? ან გავლენიანი მფარველი უნდა მოძებნოს, ან თავი დაანებოს თავის

მემკვიდრეობას და თვითმარქვიას სახელით დარჩეს! სად უნდა ნახოს გავლენიანი კაცი? აი, ეს

იყო საქმე! უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში. რა თქმა უნდა, მცირეზე მცირე იმედი უნდა

დაემყარებინა ამ აზრზე, მაგრამ რაკი სხვა არაფერი დარჩენოდა, ამაზე შეჩერდა: მას მოაგონდა

მოხუცებული ენდრიუსის სიტყვები, რომ ახალგაზრდა მეფე გულკეთილია და უსამართლოდ

დაჩაგრულებისადმი სულგრძელიო. რატომ არ წავიდეს და სამართალი არ სთხოვოს? დიახ,

მაგრამ ასეთ ღატაკს ვინ მიუშვებს მის უდიდებულესობასთან? არაფერია, ესეც მოხერხდება. ჯერ

ადრეა ამაზე ფიქრი. ჰენდონი ძველი ჯარისკაცი იყო, მოხერხებული და საზრიანი; უეჭველია,

ნახავს გამოსავალს. ჯერ ის სატახტო ქალაქში უნდა მივიდეს. შეიძლება დაეხმაროს მამის ძველი

მეგობარი, მოხუცებული სერ ჰამფრი მარლოუ, განსვენებული მეფის სამზარეულოს, საჯინიბოს

თუ რაღაცის უხუცესი, ვერ მოიგონა, რა ებარა მას.



რაკი მიაგნო რაღაცა გზას, საითაც შეეძლო წარემართა თავისი ენერგია, და გარკვეული მიზანი

დაისახა, მის გარშემო დამცირებისა და დაჩაგრულობის ბურუსი გაიფანტა. მაილს ჰენდონმა

თავი ასწია და მიიხედ-მოიხედა. გაუკვირდა, როდესაც შენიშნა, რა შორს წასულიყვნენ. სოფელი

უკან დარჩენოდათ. თავჩაქინდრული მეფე მის უკან მიჩანჩალებდა. ისიც ღრმად იყო წასული

თავის ფიქრებში. რაღაც სევდიანმა წინათგრძნობამ ჰენდონს მხიარული გუნება მოუშხამა.

მოისურვებს კი ბიჭი იმ ქალაქში დაბრუნებას, სადაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის

განმავლობაში ცუდი მოპყრობისა და უკიდურესი გაჭირვების მეტი არაფერი უნახავს? უნდა

შეეკითხოს, ამას ვერ გაექცევა. ჰენდონმა შეაყენა ჯორი და დაიძახა:



- დამავიწყდა მეკითხა, საით წავიდეთ? ბრძანე, ჩემო მეფევ!

- ლონდონისკენ!



ჰენდონმა გზა განაგრძო. პასუხით დიდად კმაყოფილი და იმავე დროს განცვიფრებული დარჩა.

თითქმის მთელი გზა ისე გაიარეს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მაგრამ ბოლოს აი რა

მოხდა: 19 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, მათ ფეხი შედგეს ლონდონის ხიდზე და

აღრიალებულ ბრბოში მოექცნენ. ლუდით მთვრალების გამხიარულებულ-გაწითლებული

სახეები ნათლად ჩანდა და უამრავი ჩირაღდნის კაშკაშა სინათლეზე უეცრად რომელიღაც

ყოფილი ჰერცოგის თუ სხვა დიდებულის ნახევრად გახრწნილი თავი ჩამოვარდა, ჰენდონს

ნიდაყვზე მოხვდა და ხალხში გადავარდა. ასეთი წარმავალია ადამიანის მოღვაწეობა ამქვეყნად!



სამი კვირაა, რაც მეფე გარდაიცვალა, სამი დღეა, რაც დამარხეს და უკვე თავის დიდებულთა

შორის ხიდისათვის შერჩეული სამკაულები ძირს ცვივა. ერთმა მოქალაქემ ფეხი წამოჰკრა ამ

თავს, წაიბორძიკა და თავით დაეჯახა მის წინ მიმავლის ზურგს. წინა მობრუნდა და მუშტით

დასცა პირველივე, ვინც მოხვდა, მაგრამ თვითონაც წააქციეს დაზარალებულის მეგობრებმა.

ჩხუბისთვის ზედგამოჭრილი დრო იყო, რადგანაც მეორე დღეს მეფედ კურთხევა იწყებოდა და

ყველა ღვინითა და სამშობლოს სიყვარულით იყო გაჟღენთილი. ხუთი წუთის განმავლობაშ

ჩხუბი საკმაოდ დიდ ადგილს მოედო, ათი თუ თორმეტი წუთის შემდეგ დაახლოებით ერთი

აკრი დაფარა და საშინელ ალიაქოთად იქცა. ჰენდონი და მეფე ერთმანეთს დააშორეს. ბებომ სულ

სხვადასხვა მიმართულებით გაიტაცა ისინი. ჩვენც დავანებოთ მათ თავი.



 



                                                                       თავი ოცდამეათე




 

 

 

ტომის წარმატება






იმ დროს, როდესაც ნამდვილი მეფე თავის ქვეყანაში დახეტიალობდა ჩამოძონძილი და მშიერ-

მწყურვალი, ხან მაწანწალები სცემდნენ და მასხრად იგდებდნენ, ხან ციხეში ქურდებთან და

კაცისმკვლელებთან ერთად იჯდა, და გაუნრჩევლად ყველა გამოთაყვანებულად და

თვითმარქვიად თვლიდა, ცრუ მეფე ტომ კენტი სულ სხვაგვარად ცხოვრობდა.



უკანასკნელად რომ ვნახეთ, მან მეფობა უკვე სიამედ ჩათვალა. ეს სიამე დღითი დღე უფრო

ნათელი ხდებოდა და სულ მოკლე ხანში მზის შუქად და ნეტარებად ექცა. დაეკარგა შიში,

უხერხულობის გრძნობამ გაუარა და თავისუფლად და თავდაჯერებით იქცეოდა. საჭირო

ცნობებს გასაწკეპლი ბიჭებისაგან იღებდა.



საუბარი ან თამაში თუ მოესურვებოდა, მოუხმობდა ხოლმე ლედი ელისაბედსა და ლედი ჯერ

გრეის. როდესაც მათი საზოგადოება მოსწყინდებოდა, ისეთი სახით დაითხოვდა, თითქოს ეს

მითვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ტომს აღარ აკრთობდა, რომ ეს დიდგვაროვანი გოგონები

განშორებისას ხელზე კოცნიდნენ.



მას ახლა სიამოვნებას ჰგვრიდა ღამით დიდი ამბით დასაწოლად მომზადება, დილით კი რთული

და ზარზეიმიანი ცერემონიით ჩაცმა. სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა, როცა სახელმწიფო

მოხელეებისა და პირადი ქეშიკების ბრწყინვალე პროცესიის თანხლებით სასადილოდ

გაემართებოდა. პირადი ქეშიკების რიცხვი გააორკეცა და ასამდე აიყვანა. მას მოსწონდა გრძელ

დერეფნებში საყვირების ხმა და შორეული ხმები: `გზა მეფეს!'



კარგად ერთობოდა სამეფო საბჭოს სხდომებზეც. ისეთ სახეს მიიღებდა, თითქოს ლორდ-

პროტექტორის ნაჩურჩულევს კი არ იმეორებდა, არამედ თვითონ ლაპარაკობდა. მას მოსწონდა

დიდი დესპანების მიღება და სახელგანთქმული მონარქებისაგან მეგობრული მოკითხვის

მოსმენა; მას `ძმას~ უწოდებდნენ. ნასუფრალთა უბნელო, ბედნიერო ტომ კენტი!



იგი შეეჩვია თავის საუცხოო ტანისამოსს და კიდევ მეტი შეუკვეთა. ეცოტავა ოთხასი მსახური

თავისი ჯეროვანი დიდებისთვის და მათი რიცხვი გაასამკეცა. თავაზიანი კარისკაცების

პირფერობა ტკბილ მუსიკად ესალბუნებოდა მის ყურებს. მაინც კეთილი და სათნო დარჩა,

დაჩაგრულთა მედგარი და მტკიცე მფარველი. დაუღალავად ებრძოდა უსამართლო კანონებს. 

თუ შემთხვევა იყო და რაიმე ეწყინებოდა, რომელიმე გრაფს და ზოგჯერ თვით ჰერცოგსაც

მიუტრიალდებოდა და ისე გადახედავდა, რომ ცახცახს დააწყებინებდა.



ერთხელ მისი `და', წმინდა ლედი მერი შეეკამათა: უგუნურებაა დატყვევებულთა და კოცონზე

დასაწვავთა შეწყალება მაშინ, როდესაც უავგუსტოესი განსვენებული მამის ციხეებში ზოგჯერ

ერთდროულად სამოცი ათასი პატიმარი იჯდა, ხოლო თავისი ღირშესანიშნავი მეფობის დროს

მან ჯალათის ხელით სამოცდათორმეტი ათასი ქურდი და ყაჩაღი დასაჯა სიკვდილითო. ბიჭი

კეთილშობილურმა მრისხანებამ შეიპყრო, `დას~ უბრძანა, თავის ოთახში წასულიყო და

ღმერთისათვის ეთხოვა, რომ ქვის გულის ნაცვლად ადამიანის გული მიეცა.



ნუთუ ტომ კენტი ერთხელაც არ შეწუხებულა იმ საყვარელი ნამდვილი უფლისწულის ბედით,

ასე კეთილად რომ მოეპყრა მას და ასე მხურვალედ რომ იძია შური თავხედ გუშაგზე? როგორ არა,

მისი მეფობის პირველ დღეებში მოსვენებას არ აძლევდა დაკარგულ უფლისწულზე ფიქრი. იგი

გულით ნატრობდა მის დაბრუნება. მაგრამ რაც დრო გადიოდა და უფლისწული არსად ჩანდა,

ტომის გონება უფრო და უფრო შეიპყრო ახალმა და მომჯადოებელმა განცდებმა და დაკარგული

მონარქი თანდათან მიავიწყა. მხოლოდ ხანდახან გაახსენდებოდა ხოლმე და გულისტკივილისა

და სირცხვილს აგრძნობინებდა.



სწორედ ასევე დაივიწყა ტომმა თავისი საწყალი დედა და დები. თავდაპირველად ნაღვლობდა,

წუხდა, ენატრებოდა მათი ნახვა, მაგრამ ბოლოს იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი უვლიდა,

რომ ისინი, დაძონძილები და ჭუჭყიანები, როდისმე მოვიდოდნენ და თავიანთი ალერსით ტომს

გასცემდნენ, ამ დიდებიდან ჩამოაგდებდნენ და სიღატაკეს, დამცირებასა და ჯურღმულებს

დაუბრუნებდნენ. ბოლოს და ბოლოს ისინიც თითქმის სულ აღარ ახსენდებოდა. ტომი ამით

კმაყოფილი და გახარებული იყო, რადგანაც, წარმოუდგებოდა თუ არა თვალწინ მათი სევდიანი

და საყვედურიანი სახეები, თავისი თავი მატლებზე უფრო საზიზღრად ეჩვენებოდა.

19 თებერვალს შუაღამისას ტომ კენტიმ სასახელში, თავის მდიდრულ ლოგინში დაიძნა. მას

ერთგული ვასალები იცავდნენ და გარს მეფური დიდება ერტყა. ბედნიერი ბიჭი იყო, მეორე

დღეს მეფედ უნდა ეკურთხებინათ.



იმავე საათზე ედუარდი, ნამდვილი მეფე, მშიერი, მწყურვალი, ამოსვრილი, ამოთხუპნული,

დაქანცული, ტანსაცელჩამოხეული იდგა ხალხში და დიდი ცნისმოყვარეობით ადევნებდა

თვალყურს მუშებს; მუშები ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ ვესტმისტერის სააბატოსთან -

მეფის კურთხევისათვის საბოლოო სამზადისში იყვნენ







                                                                            თავი ოცდამეთერთმეტე



 

 

მეფედ კურთხევის პროცესია

მეორე დილას, როდესაც ტომ კენტიმ გაიღვიძა, ჰაერი ქუხილისებური გუგუნით იყო

გაჟღენთილი. ტომისათვის ეს ქუხილი მუსიკა იყო, ვინაიდან იმას მოასწავებდა, რომ ინგლისი

ძალ-ღონეს არა ზოგავდა, დიდებულ დღეს ერთსულოვნად მისალმებოდა.





ცოტა ხნის შემდეგ ტომი ისევ მთავარი ფიგურა გახდა ტემზაზე მოტივტივე შესანიშნავ

პროცესიაში. ძველი ჩვეულების თანახმად, სამეფო პროცესია ტაუერდან უნდა დაძრულიყო და

მთელი ლონდონი უნდა გაევლო. ახლაც სწორედ იქით მიემართებოდა.



ადგილზე მისვლისთანავე ძველი ციხე-სიმაგრის კედლები რამდენიმე ადგილას თითქოს

უეცრად გაიპო და თითოეული ნაპრალიდან წითელი ალი და თეთრი კვამლის ბოლქვი

გამოვარდა. ამას მოჰყვა გამაყრუებელი აფეთქება, რამაც ხალხის მხიარული ყვირილი დაფარა და

მიწას ზანზარი დააწყებინა. ალი, ბოლი, აფეთქება საოცარი სისწრაფით მეორდებოდა და

რამდენიმე წუთში ძველი ტაუერი მთლად ბოლის ღრუბლებში გაეხვია, მხოლოდ თეთრ ტაუერს

- დროშებიან მაღალ კოშკს ვერ შესწვდენოდა კვამლი და ისე გამოიყურებოდა, როგორც

ღრუბლებს ზემოთ აზიდული მთის მწვერვალი.



საუცხოოდ გამოწყობილი ტომ კენტი საომარ რაშზე იჯდა. ცხენს ძვირფასი ჩულო ეფარა,

თითქმის მიწას სწვდებოდა. ტომის `ბიძა~, ლორდ-პროტექტორი სომერსეტი, მას ასეთივე

მშვენიერი ცხენით მიჰყვებოდა. ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო ბრჭყვიალა აბჯარასხმული

სამეფო გვარდია. პროტექტორს უკან მიჰყვებოდა დიდგვაროვანთა გაუთავებელი პროცესია

თავიანთი ვასალების თანხლებით. შემდეგ მიდიოდა ლორდ-მერი და საქალაქო სამმართველო

მთელი თავისი შემადგენლობით, შინდისფერ ხავერდის სამოსელში გამოწყობილი, მკერდზე

ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვით. მათ ლონდონის მდიდრულად ჩაცმულ ვაჭართა დელეგაცია

მისდევდა სხვადასხვა კორპორაციის ჭრელი დროშებით. ქალაქში გავლისას პროცესიას

საგანგებო ბადრაგი ახლდა, სამი საუკუნის წინათ შემდგარი არტილერიის ასეული, რომელსაც

შეეძლო (ეს პრივილეგია მას ახლაც აქვს), არ დამორჩილებოდა პარლამენტის განკარგულებებს.

სანახაობა ბრწყინვალე იყო.



მემატიანე ამობს:

`ქალაქში შესვლისას მეფეს ხალხი ლოცვით, მისალმების შეძახილებით, ჟრიამულითა და

ალერსიანი სიტყვებით დახვდა - ასე გამოხატავდნენ ქვეშევრდომები მეფისადმი სიყვარულს;

მეფე სიხარულით გაბრწყინებული უყურებდა ხალხს და ალერსიანი სიტყვებით მიმართავდა

მისი ბრწყინვალება ახლო მდგომებს. ერთგული ქვეშევრდომული სიყვარულისათვის იგი ხალხს

გადაჭარბებული თავმდაბლობით ექცეოდა. სიკეთის მსურველთ მადლობას უხდიდა.

შეძახილებზე:



`გაუმარჯოს ინგლისის მეფეს!' `ღმერთი ჰფარავდეს მის უდიდებულესობას ედუარდ მეექვსეს!'

იგი პასუხობდა: `ღმერთი გფარავდეთ ყველას. გულითად მადლობას გიძღვნი, ჩემო კარგო

ხალხო!' 

ხალხი აღტაცებული იყო მეფის ალერსიანი სიტყვებითა და ქცევით.

ფენჩერჩ-სტრიტზე მდიდრულად ჩაცმულმა მშვენიერმა ბავშვმა ქალაქში მისულ მის

უდიდებულესობას ლექსით მიმართა.



ხალხი ერთსულოვნად იმეორებდა ბავშვის სიტყვებს. უყურებდა ტომ კენტი ამ გახარებული

სახეების ზღვას და მისი გული აღტაცებას ვეღარ იტევდა. მან იგრძნო, რომ ერთადერთი რამ,

რისთვისაც ღირდა ამქვეყნად ცხოვრება, ეს იყო მეფობა, ერის სათაყვანო კაცად ყოფნა. ცოტა ხნის

შემდეგ მან შორს თვალი მოჰკრა ნასუფრალთა ქუჩელ ორ დაფლეთილ ამხანაგს. ერთი მისი

ყოფილი სამეფო კარის ლორდ-ადმირალი იყო, მეორე - პირველი ლორდი მესაწოლე. დაინახა და

კიდევ უფრო გაამაყდა. ოჰ, მისი ცნობა რომ შეეძლოთ ახლა! რა სიტყვით გამოუთქმელი

ნეტარება იქნებოდა, ენახათ, რომ მიყრუებული ქუჩებისა და შუკების სათამაშო უფლისწული

ნამდვილი მეფე გახდა; რომ მას ემსახურებიან სახელგანთქმული ჰერცოგები და ბატონიშვილები

და მთელი ინგლისი მის ფერხთ არის! მაგრამ იძულებულია დაიოკოს სურვილი, ვინაიდან ასეთი

ცნობა შეიძლება გაცილებით ძვირად დაუჯდეს. მან პირი იბრუნა ბიჭებისაგან, ისინი კი ისევ

ხტოდნენ და იცინოდნენ, ისე რომ არ იცოდნენ, ვის ესალმებოდნენ სიხარულით.



დროდადრო ისმოდა ყვირილი: `წყალობა! წყალობა!~ ტომი ამის პასუხად ბრწყვიალა ფულს

ხალხს მუჭით უყრიდა.

მემატიანე ამბობს:



`გრეჩერჩ-სტრიტის ზემო ბოლოში, სასაუზმო `არწივის' წინ, ქალაქს შესანიშნავი თაღი დაედგა,

ქვეშ აგებული ფიცარნაგი ქუჩის ერთი მხრიდან მეორეს სწვდებოდა. აქ გამოფენილი იყო მეფის

უშუალო წინაპრების პორტრეტები. უზარმაზარი ვარდის შუაგულში ელისაბედ იორკელი იჯდა,

გვერდით ასევე გაშლილ დიდ წითელ ვარდში ჰენრი VII იყო. გვირგვინოსან წყვილს ხელები

გადაჭდობილი ჰქონდა. ნიშნობის ბეჭდები საგანგებოდ იყო გამოჩენილი. წითელი და თეთრი

ვარდიდან გამოსული ღერო მეორე კვარცხლბეკს სწვდებოდა. კვარცხლბეკი ეკავა თეთრ-წითელ

ვარდში ჩასმულ ჰენრი VIII. მის გვერდით გამოფენილი იყო ახალი მეფის დედის, ლედი ჯენ

სეიმურის პორტრეტი. ამ წყვილიდან გამომავალი ტოტი გადადიოდა მესამე კვარცხლბეკზე,

სადაც ტახტზე მეფური მორჭმულობით მჯდომ ედუარდ VI პორტრეტი იყო; წითელი და თეთრი

ვარდების გვირგვინებით გარშემოვლებული~.



ამ უცნაურმა და ლამაზმა სანახაობამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მოზეიმე ხალხზე, რომ

მათმა შეძახილებმა მთლად დაფარა ბავშვის ხმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა სახოტბო

ლექსით ამ ალეგორიული სურათის განმარტება. მაგრამ ტომ კენტი არ შეწუხებულა ამით:

ერთგულების გამომხატველი ყვირილი მისთვის უფრო ტკბილი მუსიკა იყო, ვიდრე ყოველგვარი

პოეზია, როგორც უნდა ყოფილიყო მისი ღირსება. საითაც კი ტომი მიაპყრობდა თავის ბედნიერ

ნორჩ სახეს, ხალხი ხედავდა, როგორ ჰგავდა სურათი პატრონს; ხედავდა, რომ იგი

ხორცშესხმული ასლი იყო სურათისა, და ვაშას ძახილს ბოლო არ უჩანდა.

დიდებული პროცესია წინსვლას განაგრძობდა. ჯერ ერთი საზეიმო თაღის ქვეშ გაიარა, მერე

მეორისა და ჩაუარა მიმზიდველ სიმბოლურ სურათებს. ეს სურათები ადიდებდა პატარა მეფის

რომელიმე ღირსებას, ნიჭს ან დამსახურებას. მთელ ჩიპსაიდში ყოველი ფარდულიდან და

ფანჯრიდან გამოფენილი იყო დროშები, მდიდრული ხალიჩები, ქსოვილები, სტავრა - ერთი

ქუჩა მეორეს ბრწყინვალებაში ეჯიბრებოდა.



- მთელი ეს საოცრება და საკვირველება ჩემთვისაა, ჩემთვის! - ჩურჩულებდა ტომ კენტი.

ცრუ მეფეს აღელვებისაგან ლოყები ასწითლებოდა, თვალები უბრწყინავდა; იგი ნეტარებდა. ამ

დროს, სწორედ მაშინ, როდესაც ხელის აწევა დააპირა უხვი წყალობის გადასაყრელად, თვალი

მოჰკრა გაფითრებულ, განცვიფრებულ სახეს მაყურებელთა მეორე რიგში. სახე მას მიშტერებოდა.

ტანში ჟრუანტელმა დაუარა ტომს: თავისი დედა იცნო და თვალებში ხელი მიიფარა

ხელისგულით გარეთ. ეს ძველი, უნებლიე ჟესტი იყო, რაც უკვე დავიწყებულმა შემთხვევბამ

წარმოშვა და ჩვეულებამ განამტკიცა. ერთი წუთიც და ქალმა გზა გაარღვია, გუშაგები უკან

მოიტოვა და მის გევრდით გაჩნდა. მაშინვე ფეხზე მოეხვია, კოცნა დაუწყო და ატირდა. `ოჰ, ჩემო

ძვირფასო შვილო!' იძახდა ქალი, თან სიხარულითა და სიყვარულით შეცვლილი სახით

შესცქეროდა მეფეს. იმავე წუთს მეფის გვარდიის ერთმა ოფიცერმა ხელი წაავლო და მძლავრად

გასტყორცნა ისევ იქით, საიდანაც მოვიდა. ის იყო ტომ კენტის უნდა დასცდენოდა სიტყვები: `მე

შენ არ გიცნობ, დედაკაცოო~, მაგრამ დედის თვალებს შეხედა. შეურაცხყოფილი და

გულმოკლული დედა ხალხმა შთანთქა. ტომი სირცხვილმა შეიპყრო, ნაცრად აქცია მისი სიამაყე

და მოპარული მეფური დიდება დაუჭკნო. მთელ დიდებას ფასი დაეკარგა და მას უვარგის

ძონძებსავით ჩამოეცალა.



პროცესია სვლას განაგრძობდა, მისალმებების გრგვინვა თანდათან მატულობდა, მაგრამ ტომ

კენტის უკვე არაფრად ეჩვენებოდა ეს. მეფურმა დიდებამ დაკარგა თავისი სილამაზე და

სიტკბოება. სინდისის ქენჯნა გულს უღრღნიდა.



- ნეტავი ღმერთმა მიშველოს და თავი დამაღწევინოს ამ ტყვეობიდან! - თქვა ტომმა. მან

უნებლიეთ გაიმეორა თავისი ნაძალადევი განდიდების პირველი დღეების სიტყვები.

ბრწყინვალე პროცესია გველივით მიიკლაკნებოდა ძველებური ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ

შუკებში. ხალხი კვლავ ვაშას იძახდა, მაგრამ მეფე თავჩაქინდრული და თვალებჩამქრალი

მიდიოდა, ის აღარაფეს ხედავდა დედის სახისა და მისი მწუხარე თვალების გარდა.



- წყალობა, წყალობა! - მაგრამ ყვირილი მის ყურამდე არ მიდიოდა.

- გაუმარჯოს ინგლისის მეფე ედუარდს! - ამ შეძახილზე მიწა ზანზარებდა, მაგრამ მეფე პასუხს

არ იძლეოდა. მას ეს ხმაური შორეული ღელვის ხმასავით ჩაესმოდა, ვინაიდან ყველაფერს

ჰფარავდა სხვა _ საკუთარი გულის ხმა; ხმა ბრალმდებელი სინდისისა, რომელიც იმეორებდა ამ

სამარცხვინო სიტყვებს: `მე შენ არ გიცნობ, დედაკაცო!'



ეს სიტყვები მეფის გულში ისე ხმიანობდა, როგორც მეგობრის დაკრძალვაზე მყოფი მოღალატე

კაცის გულში სამგლოვიარო ზარი.

ყველა მოსახვევში ახალ-ახალი სილამაზე და საოცრება ხვდებოდა. მის თვალწინ არნახული

სიმშვენიერე იშლებოდა, აღტაცებით გრგვინავდა ხალხი, მაგრამ ამ ოვაციებს მეფე არც სიტყვით

ეპასუხებოდა და არც ჟესტით, რადგანაც მას უნუგეშო გულის საყვედურიანი ხმის მეტი არაფერი

ესმოდა.



მალე ხალხს სიხარული გაუნელდა, სახეზე რაღაც წუხილმა თუ ღელვამ გადაჰკრა. ვაშას

ძახილმაც იკლო. ლორდ-პრორექტორმა ეს მაშინვე შენიშნა და მიზეზსაც მიხვდა. ცხენს დეზი

შემოჰკრა, მეფეს მიუახლოვდა, დაიხარა, ქუდი მოიხადა და უთხრა:



- ჩემო მეფეო, ოცნების დრო არ არის. ხალხი ამჩნევს შენს დაღვრემილ სახეს და ცუდ ნიშნად

თვლის. მიიღე რჩევა: გამოიჩინე მეფური მზეობა, დაე, შუქი მოეფინოს ავისმომასწავებელ

ღრუბლებსა და გაფანტოს. თავი ასწიე და ხალხს გაუღიმე.

ამ სიტყვებით ჰერცოგმა მუჭა ფული გადაუყარა ხალხს და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცრუ

მეფე ისე მოიქცა, როგორც დაარიგეს. უგულოდ იღიმებოდა, მაგრამ ცოტანი იდგნენ მასთან

იმდენად ახლოს, რომ ეს შეემჩნიათ. ისე მოხდენილად და ლამზად უკრავდა თავს

ქვეშევრდომებს, ისეთი მეფური გულუხვობით იძლეოდა წყალობას, რომ ხალხის აღელვება

გაქრა და შეძახილებმა წინანდელი სიძლიერით იფეთქა.



მაგრამ პროცესიის დასრულებამდე ჰერცოგი ერთხელ კიდევ გახდა იძულებული,

დაწინაურებულიყო და დარიგება მიეცა:

- ო, დიდებულო მეფეო! გადაიბერტყე ეს საბედისწერო განწყობილება, ყველას თვალი შენზეა

მოპყრობილი. - მერე წყრომით დაუმატა: - წყეული იყოს ის გიჟი მათხოვარი! იმან ააღელვა

თქვენი უმაღლესობა.

მორთულ-მოკაზმულმა მეფემ ჰერცოგს ჩამქრალი თვალები მიაპყრო და მკვდარი ხმით უთხრა:

- ის დედაჩემი იყო.

- ღემრთო ჩემო! - დაიკვნესა პროტექტორმა და უკან დაიხია, - ცუდი ნიშანი ახდა: ისევ გაგიჟდა!





                                                                            თავი ოცდამეთორმეტე



 

 

 

მეფედ კურთხევა






რამდენიმე საათის უკან დავბრუნდეთ და შევიდეთ ვესტ-მინსტერის სააბატოში იმ

ღირშესანიშნავი დღის დილის ოთხ საათზე. ჩვენ მარტონი არა ვართ: მართალია, ჯერ კიდევ

ღამეა, მაგრამ ჩირაღდნებით განათებული ტაძარი ხალხით ივსებოდა. ხალხი მზად არის ჩუმად

იჯდეს და შვიდი ან რვა საათი იცადოს. დადგება დრო და ნახავს იმას, რისი ორჯერ ნახვის

იმედიც არა აქვს; სახელდობრ, მეფედ კურთხევას. დიახ, ლონდონი და ვესტმისტერი ფეხზე დგას

მას შემდეგ, რაც გამაფრთხილებელმა ზარბაზნებმა სამ საათზე დაიქუხეს. მდიდარ მდაბიოებს

ადგილი ეყიდათ და ახლა მათთვის განკუთვნილ შესასვლელთან იყვნენ მოგროვილნი.



საათები საკმაოდ მოსაწყენად მიიზლაზნება. უკვე კარგა ხანია, რაც ყოველგვარი მოძრაობა

შეწყდა. ვინაიდან ტაძარი ხალხით გაიჭედა, ჩვენ შეგვიძლია ახლა დავსხდეთ, ვუყუროთ და

რამდენიც გვინდა, იმდენი ვიფიქროთ. საითაც გაიხედავ, ბუნდბუნდში ყველგან ხალხით

გაჭედილი აივნის ნაწილს დაინახავ. ამავე აივნების სხვა ნაწილს სვეტები და არქიტექტურული

შვერილები ეფარება. კარგად ჩანს ტაძრის დიდებული ჩრდილო ეკვდერი. იგი ცარიელია

ინგლისის დიდგვაროვანთა მოლოდინში. ჩვენ ვხედავთ აგრეთვე დიდ კვარცხლბეკს; ზედ

ძვირფასი ქსოვილებია დაფენილი. შუაგულში, ოთხი საფეხურით ამაღლებულ ადგილას, ტახტი

დგას, ტახტში ჩასმულია გაუთლელი ბრტყელი სკონის ქვა, რომელზედაც შოტლანდიის მეფეთა

მრავალი თაობა უკურთხებიათ. დროთა ვითარებაში ეს ქვა იმდენად წმინდა გახდა, რომ

ინგლისის მონარქებსაც ემსახურება. ტახტზეც და საფეხურებზეც ოქროს ფარჩაა დაფენილი.



შუაგულში, ოთხი საფეხურით ამაღლებულ ადგილას, ტახტი დგას, ტახტში ჩასმულია

გაუთლელი ბრტყელი სკონის ქვა, რომელზედაც შოტლანდიის მეფეთა მრავალი თაობა

უკურთხებიათ. დროთა ვითარებაში ეს ქვა იმდენად წმინდა გახდა, რომ ინგლისის მონარქებსაც

ემსახურება. ტახტზეც და საფეხურებზეც ოქროს ფარჩაა დაფენილი.

სიჩუმეა. ჩირაღდნები მკრთალად ბჟუტავს, დრო მძიმედ მიდის. მაგრამ ბოლოს დღის სინათლეს

თავისი გააქვს. ჩირაღდნებს აქრობენ, დარბაზში ნაზი შუქი იღვრება. დიდებული შენობის

ყოველი ნაკვთის გარჩევა შეიძლება, მაგრამ ჯერ მაინც ნაზად და ლანდივით მოჩანს ყველაფერი,

რადგანაც მზეს თხელი ღრუბელი ეფარება.



შვიდ საათზე ძილისმომგვრელი ერთფეროვნება ირღვევა: ჩრდილოეთ ეკვდერში შემოდის

პირველი ბანოვანი, სოლომონსავით ბრწყინვალედ ჩაცმული; მისთვის განკუთვნილ ადგილას ის

მიჰყავს ატლასსა და ხავერდში გამოწყობილ მსახურს. მეორე მსახურს კაბის შლეიფი უჭირავს,

უკან მიჰყვება და როდესაც ბანოვანი დაჯდება, შლეიფს მუხლზებზე დაუფენს. მერე ფეხის

დასადგმელ სკამს მიუმარჯვებს, რის შემდეგაც გვირგვინს ისე დაუდებს გვერდით, რომ ლედი

მარჯვედ მისწვდეს, როცა არისტოკრატები თავზე გვირგვინებს დაიდგამენ.

ამასობაში მორთულ-მოკაზმული მსახურების თანხლებით დენა იწყო ბანოვანთა ბრწყინვალე

ნაკადმა.



სურათი საკმაოდ გამოცოცხლდა. ყველგან მოძრაობა და ფერების ცვლაა. რამდენიმე ხნის შემდეგ

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ბანოვანნი უკვე მოვიდნენ, ყველა თავის ადგილზეა, გადაშლილია

ადამიანთა ცოცხალი ყვავილნარი, სხვადასხვაფერად მბრწყინავი და ცის ბრილიანტებით

მოფენილი. აქ ყველა ასაკის ქალს შეხვდებით: ჩაშავებულ, დაღმეჭილ, თეთრთმიან ქვრივებს,

რომელთაც ახსოვთ რიჩარდ III კურთხევა და მისი მღელვარე დრო; ლამაზ შუახნის

მანდილოსნებს; კოპწია, მოხდენილ ახალგაზრდა ქალიშვილებს, რომლებმაც შეიძლება ცუდად

დაიხურონ თავიანთი მოოჭვილი გვირგვინები, როდესაც დიადი წუთი დადგება, ვინაიდან ეს

ახალი რამ იქნება მათთვის და აღელვება შეუშლით ხელს. თუმცა ამისი საშიშროება არც არის,

რადგანაც თმა საგანგებოდ ისე აქვთ დავარცხნილი, რომ ნიშნის მიცემისთანავე გვირგვინი

სწრაფად და ადვილად დაიდგან.



ვუყურებთ და გვაოცებს ბანოვანთა სადღესასწაულო ტანისამოსზე უხვად მოფენილი

ბრილიანტები, მაგრამ ნამდვილი გაკვირვება ახლა მოგველის. დაახლოებით ცხრა საათზე

ღრუბლები უეცრად გადაიყრება. მზის სხივი გააპობს ჰაერს და ნელა დაივლის ქალების რიგებს.

სადაც კი მოხვდება, თვალისმომჭრელ სხვადასხვაფერ ცეცხლს დაანთებს და ამ სანახაობის

საოცარი სილამაზე მთელ ტანში ჟრუანტელს გვგვრის. მალე აღმოსავლეთის რომელიღაც

შორეული კუთხის საგანგებო დაესპანი გადაჭრის მზის ამ სხივს და ჩვენ სუნთქვა გვეკვრის,

იმდენად ძლიერია მისგან წამოსული ბრწყინვალება: თავით ფეხებამდე ძვირფასი თვალებით

არის გარშემო ციმციმი და ბრწყინვა ატყდეს.



უმჯობესია, ჩვენი თხრობა წარსულ დროში გადავიტანოთ. დრო ნელა მიდიოდა. გავიდა ერთი

საათი, ორსაათნახევარი და ზარბაზნების ყრუ გრიალმა ხალხს ამცნო მეფისა და მისი ამალის

მობრძანება. ლოდინით გულგადალეული ხალხი გამოცოცხლდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ

ჯერ კიდევ ადრე იყო: მეფე უნდა შეემოსათ და მოემზადებინათ ამ დიდი ზეიმისთვის, მაგრამ

დრო სასიამოვნოდ გაივლიდა საზეიმოდ გამოწყობილ სახელმწიფოს წარჩინებულთა

თვალიერებაში. ისინი დიდი ამბით მიაცილეს თავიანთ ადგილებთან და გვირგვინები

მოხერხებულად დაუწყვეს გვერდით. ხალხის უმრავლესობა პირველად ხედავდა ჰერცოგებს,

გრაფებსა და ბარონებს, რომელთა სახელები ხუთასი წელიწადია ისტორიას არ მოშორებია.



ბოლოს, ყველა რომ დაჯდა, საუცხოო სანახაობა და დაუვიწყარი სურათი გადაიშალა.

კვარცხლბეკზე გამოჩნდნენ სადღესასწაულოდ გამოწყობილი, მიტრებიანი ეპისკოპოსები და

თავიანთი ადგილები დაიკავეს. მათ მოჰვნენ ლორდ-პროტექტრი და თავით ფეხებამდე

ფოლადში ჩასმული გვარდიელები.



სიჩუმე ჩამოვარდა. ნიშნის მიცემისთანავე იგრიალა მუსიკამ. ოქროს მოსასხამიანი ტომ კენტი

კვარცხლბეკზე ავიდა. მთელი ხალხი ფეხზე წამოდგა. დაიწყო კურთხევის ცერემონია.

მთელი სააბატო საზეიმო ჰიმნით აივსო და ტომ კენტი ტახტთან მიიყვანეს. ძველებური წესები

დინჯად სრულდებოდა ერთიმეორის მიყოლებით. დამსწრენი ხარბად უმზერდნენ. რაც დრო

გადიოდა და ცერემონია დასასრულს უახლოვდებოდა, ტომ კენტი მით უფრო ფითრდებოდა და

მით უფრო მეტად ტანჯავდა სინდისი.



ბოლოს დადგა უკანასკნელი აქტი. კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ბალიშიდან აიღო ინგლისის

გვირგვინი და ათრთოლებული ცრუ მეფის თავზე დაიჭირა. იმავე წუთში თითქოს ცისარტყელას

ბრწყინვალე შუქი მოეფინა ტაძარს: წარჩინებულთა კრებულმა ერთდროულად ასწია

გვირგვინები, თავზე დაიდგა და გაჩერდა.



სამარისებური სიჩუმე გამეფდა. ამ ღირსშესანიშნავ წუთს ტაძრის შუაგულში ვიღაც შეიჭრა,

სანახაობით გატაცებულ ხალხს იგი აქამდე არ შეუნიშნავს. ეს იყო ჩამოძონძილი თავშიშველი

ბიჭი. მან ხელი ისე მბრძანებლურად ასწია, სრულებით არ შეეფერებოდა მის ჭუჭყიან და

საბრალო შესახედაობას. ბიჭმა ბრძანა:



- გიკრძალავთ ამ ბოროტმოქმედის თავზე ინგლისის გვირგვინის დადგმას. მეფე მე ვარ!

ჩუმად რამდენიმე გააფთრებული ხელი ეცა ბიჭს, მაგრამ იმავე წუთში სამეფო ტანსაცმლით

შემოსილი ტომ კენტი წინ გადახტა და წკრიალა ხმით დაიყვირა:

- ხელი არ ახლოთ. ეს არის ნამდვილი მეფე!



გაკვირვებამ და შიშმა შეიპყრო კრებული. წამოდგნენ და გაოცებით უყურებდნენ ხან

ერთიმეორეს და ხან იმ სცენის მთავარ მოქმედ პირთ. ვერ გაერკვიათ, ცხადი იყო თუ სიზმარი.

ლორდ პროტექტორიც სხვებივით განცვიფრებული იყო, მაგრამ მალე მოვიდა გონს და ბრძანა:

- ყურადღებას ნუ აქევთ მის უდიდებულესობას, ავადმყოფობამ წამოუარა. დაიჭირეთ

მაწანწალა!

ის იყო მისი ბრძანება უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ცრუ მეფემ ფეხი დააბაკუნა და შეჰყვირა:

- არ გაბეოთ! თავი არ წააგოთ! ხელი არ ახლოთ! მეფე ის არის!

შეჩერდნენ. მთელი ტაძარი გაირინდა. არავინ იძვროდა, ხმას არავინ იღებდა. არავინ იცოდა,

როგორ მოქცეულიყო, რა ეთქვა ამ უცნაურ და განსაცვიფრებელ შემთხვევაში. ბიჭი ამაყად

თავაწეული მიდიოდა, ერთხელაც არ შეჩერებულა და ვიდრე ხალხი გონს მოვიდოდა, მან ფეხი

შედგა კვარცხლბეკზე. ცრუ მეფე გახარებული მიეგება, დაუჩოქა და უთხრა:

- ო, მეფეო, ნება მიეცი საწყალ ტომ კენტს, პირველმა შემოგფიცოს ერთგულება და გითხრა:

დაიგდი შენი გვირგვინი და დაეუფლე შენს ტახტს!

ლორდ-პროტექტორმა მკაცრად შეხედა ახალმოსულს, მაგრამ ეს სიმკაცრე უმალ გაუქრა და

განცვიფრებას დაუთმო ადგილი. იგივე დაემართათ სხვა დიდებულებსაც. მათ ერთიმეორეს

გადახედეს და უნებლიეთ ყველამ უკან დაიხია. ყველას ერთი აზრი უტრიალებდა: `რა უცნაური

მსგავსებაა!'



ლორდ-პროტექტორი მცირე ხანს დაფიქრდა, მერე დინჯად და მოწიწებით თქვა:

- თუ ნებას მომცემთ, სერ, მინდა ზოგიერთი რამ გკითხოთ, რაც...

- მე გიპასუხებთ, მილორდ.

ჰერცოგმა ახალმოსულს ბევრი კითხვა დაუსვა სამეფო კარზე, განსვენებულ მამაზე,

უფლისწულზე, პრინცესებზე. ბიჭი სწორად და უყოყმანოდ აძლევდა პასუხს. მან აუწერა

სასახლის სადარბაზო ოთახები, განსვენებული მეფის პალატები და უელსის უფლისწულის

ოთახები.

ეს უცნაური იყო, გასაოცარი, აუხსნელი. ასე ამბობდა ყველა, ვისაც საუბარი ესმოდა. საქმე

სხვაგვარად დატრიალდა და ტომ კენტის იმედი მიეცა, დინებას ნამდვილი მეფე მიჰყავსო

ტახტისაკენ, მაგრამ ლორდ-პროტექტორმა თავი გააქნია და თქვა:



- მართალია, ეს დიდად საოცარი რამ არის, მაგრამ არ აღემატება იმას, რაც ჩვენს ბატონ მეფეს

შეუძლია, - ამ შენიშვნამ და მისმა კვლავ მეფედ ხსენებამ დააღონა ტომ კენტი, მან იგრძნო, რომ

იმედები ემსხვრეოდა.

- ეს საბუთი არ არის, - დაუმატა პროტექტორმა.

დინებიდან გამორიყული ტომ კენტი ტახტზე რჩებოდა და ის, მეორე კი დინებას შუა ზღვაში

მიჰქონდა. ლორდ-პროტექტორი თავის თავს ესაუბრებოდა, თავს აქნევდა... ერთი აზრი არ

აძლევდა მოსვენებას. `ასეთ საბედისწერო გამოცანაზე შეჩერება საფრთხეს უქმნის

სახელმწიფოსაც და ყველა ჩვენგანსაც. ამას შეუძლია გათიშოს ერი და ძირი გამოუთხაროს

ტახტს~. ლორდი მოტრიალდა და თქვა:



- სერ ტომას, დააპატიმრეთ... თუმცა მოიცა! - სახე გაუნათდა და დაძონძილ ტახტისმაძიებელს

შემდეგი კითხვით მიმართა:

- სად არის დიდი სახელმწიფო ბეჭედი? მიპასუხე ამაზე სწორად და გამოცანა გადაწყვეტილი

იქნება, ვინაიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ უელსის უფლისწულს შეუძლია! ასეთ

უბრალო რამეზე არის დამოკიდებული ტახტი და დინასტია!



ეს კარგი და მოსწრებული აზრი იყო. სხვა დიდგაროვნებიც ასე ფიქრობდნენ და კმაყოფილებით

გაუბრწყინდათ თვალები. დიახ, ნამდვილი უფლისწულის გარდა ვერავინ ახსნის დაკარგული

დიდი სახელმწიფო ბეჭდის უცნაურ საიდუმლოებას. ამ უთვისტომო პატარა მატყუარასათვის

გაკვეთილი კარგად უსწავლებიათ, მაგრამ აქ ეს სწავლება ვერაფერს უშველიდა, რადგანაც მისი

მასწავლებელი თვითონაც ვერ უპასუხებდა ამ კითხვაზე. ძალიან კარგია, ძალიან კარგი.

ნამდვლად!.. სასწრაფოდ მოვიშორებთ თავიდან ამ ძნელსა და საშიშ საქმეს! ისინი თავს

იქნევდნენ კმაყოფილებით, იღიმებოდნენ და ელოდებოდნენ, როდის დაინახავდნენ სულელ

ბიჭს დაბნეულსა და დამბლადაცემულს. როგორ გაუკვირდათ, როდესაც მსგავსი არაფერი

მომხდარა. როგორ გაოცდნენ, როდესაც გაიგონეს მისი დინჯი, მტკიცე პასუხი:



- ამ გამოცანაში ძნელი არაფერია, - მერე მობრუნდა, ერთხელაც არ უთქვამს, ნება მომეცითო, ისე

გასცა ბრძანება მბრძანებლობას ჩვეული თავისუფლებით: - მილორდ სენტ ჯონ, წადით ჩემს

ოთხში, _ თქვენებრ კარგად იმ ოთახს არავი იცნობს, - დაბლა, იატაკთან ახლოს, დერეფნიდან

შემავალი არიდან მარცხენა კუთხეში, კედელში იპოვით სპილენძის ლურსმნის თავს; დააჭირეთ

ხელი და გაიღება ძვირფასეულის განჯინა, რომლის არსებობა, თქვენც კი არ იცით და არც არავინ

ქვეყანაზე ჩემსა და იმ სანდო ხელოსნის გარდა, ვინც გამიკეთა. პირველი, რაც თვალში

მოგხვდებათ, ეს იქნება დიდი სახელმწიფო ბეჭედი... აქ მოიტანეთ.



მთელი საზოგადოება გააოცა ამ სიტყვებმა და კიდევ უფრო იმან, რომ ყოველგვარი დაფიქრების

გარეშე პატარა მათხოვარმა ეს დიდებული გამოარჩია და სახელი ისე მშვიდად და უბრალოდ

დაუძახა, თითქოს მთელი სიცოცხლე იცნობდა. ლორდი კინაღამ ბრძანების შესასრულებლად

წავიდა, მაგრამ სწრაფად შეჩერდა და გაწითლდა. ტომ კენტი მიუბრუნდა და მკვახედ უთხრა:



- რატომ ყოყმანობ? ვერ გაიგე მეფის ბრძანება? წადი!

ლირდმა სენტ ჯონმა თავი მძიმედ დაუკრა. ადვილი შესამჩნევი იყო ამ თავის დაკვრის

სიფრთხილე და ორჭოფულობა; იგი რომელიმე მეფისადმი კი არ იყო მიმართული, არამედ ამ

ორს შორის მდებარე სივრცისადმი. ლორდი წავიდა.



ბრწყინვალე დიდებულთა შორის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობა ატყდა. ასეთი მოძრაობა არის

მხოლოდ კალეიდოსკოპში, როდესაც ერთი მბრწყინავი ჯგუფის შემადგენელი ნაწილები ამ

ჯგუფს სცილდება და მეორეს უერთდება. მოძრაობამ თანდათანობით ტომ კენტის გარშემო

მდგარი მბრწყინავი ხალხი დაშალა და ახალმოსულის მახლობლად შეაჯგუფა. ტომ კენტი

თითქმის მარტო იდგა. ამას მოჰყვა ხანმოკლე ყოყომანი და მოლოდინი, რომლის დროსაც ტომ

კენტის გვერდით დარჩენილმა რამდენიმე სუსტგულოვანმაც თანდათანობით გამბედაობა

მოკრიბა და უმრავლესობას შეუერთდა. ისე, რომ ბოლოს სამეფო ტანისამოსში გამოწყობილი და

ძვირფასი სამკაულით მორთული ტომ კენტი სულ მარტო, ყველასაგან გათიშული დარჩა 

თვალსაჩინო ფიგურა მრავალმეტყველ ცარიელ ადგილას!



აი გამოჩდა ლორდი სენტ ჯონი. როდესაც შუა ეკვდერი გაიარა, გუგუნი შეწყდა და ადგილი

დაუთმო სამარისებურ დუმილს. ამ სიჩუმეში ლორდის ფეხის ხმა ყრუდ და თითქოს შორიდან

ისმოდა. ყველას თვალები მისკენ იყო მიპყრობილი. ლორდი ავიდა კვარცხლბეკზე, წუთით

გაჩერდა, ტომ კენტის თავი მძიმედ დაუკრა და მოახსენა:



- მეფეო, ბეჭედი იქ არ არის.

ბრბო ისე სწრაფად ვერ მოშორდება ჭირიან ავადმყოფს, როგორც გააფთრებულ და

თავზარდაცემულ კარისკაცთა ჯგუფი ჩამოსცილდა გვირგვინის საბრალო პატარა მაძიებელს.

ერთ წუთში ყველამ დატოვა ბიჭი. იგი დარჩა მარტოდმარტო, უმწეოდ, განრისხებული

თვალებიდან გადმოფრქვეული ცეცხლის წინაშე. ლორდ-პროტექტორმა გაცეცხლებით დაიძახა:

- გადაისროლეთ მათხოვარი ქუჩაში მათრახებით გაატარეთ მთელი ქალაქი. ეს საძაგელი

არამზადა მეტის ღირსი არა რის.



გვარდიელები მისცვივდნენ ბრძანების ასასრულებლად, მაგრამ ტომ კენტიმ ხელით შეაჩერა:

- იქით! სიკვდილი მოელის, ვინც მას ხელს ახლებს!

ლორდ-პროტექტორი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდა. მან ჰკითხა ლორდ

სენტ ჯონს:



- კარგად მოძებნეთ? თუმცა რა აზრი აქვს ამის კითხვას! ძალიან უცნაური კი არის. პატარა,

უმნიშვნელო რამ შეიძლება გამორჩეს ადამიანს მხედველობიდან, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ

როგორ შეიძლება, რომ ისეთი დიდი რამ, როგორც ინგლისის სახელმწიფო ბეჭედია, გაქრეს ისე,

რომ ვერავინ მიაგნოს მის კვალს, იმოდენა ოქროს დისკოს... 

ტომ კენტი თვალებგაბრწყინებული გამოვარდა წინ და შეჰყვრა:

- მოიცა, საკმარისია! მრგვარი იყო? სქელი? ზედ ასოები და ნიშნები ჰქონდა, ხომ? ახლა კი ვიცი,

რა ყოფილა ეს დიდი სახელმწიფო ბეჭედი, რომლის გარშემო ასეთი ამბავი და აყალმაყალი

ატყდა. სამი კვირის წინათ რომ აგეწერათ ჩემთვის, მაშინვე მიიღებდით მას. კარგად ვიცი, სადაც

არის, მაგრამ პირველად მე არ დამიდვია იქ.

- მაშ ვინ დადო, მეფეო? - შეეკითხა ლორდ-პროტექტორი.



- აი ამან. ინგლისის სრულუფლებიანმა მეფემ. თვითონ გეტყვით, სადაც არის ბეჭედი, და მაშინ

დაიჯერებთ, რომ ადრევე იცოდა. მოიგონე, ჩემო მეფეო, დაძაბე შენი მეხსიერება. ეს

უკანასკნელი, სულ უკანასკნელი რამ იყო, რაც გააკეთე იმ დღეს, როდესაც ჩემი ძონძებით

შემოსილი გავარდი სასახლიდან ჩემი შეურაცხმყოფელი ჯარისკაცის დასასჯელად.

სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ აშორებდა თვალს ახალმოსულს. ის კი

თავჩაქინდრული და შუბლშეჭმუხნილი ცდილობდა მიეგნო თავის მეხსიერებაში უამრავ

უმნიშვნელო მოგონებებს შორის ერთი პატარა ფაქტისათვის, რაც გაურბოდა; მისი პოვნა და

ტახტის დაბრუნება ერთი იქნებოდა, ხოლო არპოვნა სამუდამოდ მათხოვრად და განკიცხულად

დატოვებას უქადდა. გადიოდა წამები, წუთები, ბიჭი კი ისევ ხმაამოუღებლივ ფიქრობდა და

დუმდა. ბოლოს ამოიოხრა, თავი ნელა გააქნია და ათრთოლებული ტუჩებითა და

სასოწარკვეთილი ხმით თვქა:



- მაგონდება ის სცენა, ყველაფერი მაგონდება, მაგრამ ეს ვერ მომიგონია, - შეჩერდა, მერე აიხედა

და მოკრძალებული ღირსებით წარმოთქვა: - მილორდებო და ჯენტლმენებო, თუ თქვენს

კანონიერ მეფეს თავის ტახტს წაართმევთ იმ საბუთის უქონლობის გამო, რომლის მოგონება მას

არ ძალუძს, მე ვერ შეგაჩერებთ, უძლური ვარ, მაგრამ...



- ეს სიგიჟეა, ჩემო მეფეო! - შესძახა შეშინებულმა ტომ კენტიმ. - მოიცადეთ! დაფიქრდით! საქმე

წაგებული არ არის,არც იქნება წაგებული! ყური მიგდეთ, რას გეტყვით, თითოეულ სიტყვას

ყურადღება მიაქციეთ. მე მოვიგონებ I დილას, ყოველივე იმას, რაც მოხდა. ჩვენ იმ დილას,

ყოველივე იმას, რაც მოხდა. ჩვენ ვლაპარაკობდით... მე გიამბობდით ჩემს დებზე, ნენზე და

ბეტზე. აი გაგონდებათ; ჩემს ბებერ ბებიაზე და ჩემი უბნის ბავშვების თამაშობაზე გიყვებოდით.

ესეც გახსოვთ! ძალიან კარგი, კიდევ მომდიეთ და ყველაფერი მოგაგონდებათ. თქვენ მაჭამეთ,

დამალევინეთ, მეფური თავაზიანობით გაისტუმრეთ მსახურები, რომ მათთან თავი უხერხულად

არ მეგრძნო. ესეც გახსოვთ!



ტომი ლაპარაკობდა, მეორე ბიჭი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, უზარმაზარი დარბაზი და

მოხელეები კი მათ განცვიფრებით შეჰყურებდნენ. ეს ამბავი ნამდვილს ჰგავდა, მაგრამ როგორც

უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს უფლისწული და გლახა?



ასე გაკვირვებული, დაინტერესებული და განცვიფრებული ხალხი წინათ არასოდეს არავის

უნახავს ერთად თავმოყრილი.

_ ჩვენ ხუმრობით ტანისამოსი გავცვალეთ, ჩემო მეფეო. მერე სარკის წინ დავდექით და ისე

ვგავდით ერთმანეთს, რომ ორივემ ვთქვით, თითქოს შენაცვლება არც მომხდარიყოს. ხომ

გახსოვთ? მერე თქვენ შეამჩნიეთ ჩემი ნატკენი ხელი. აი! ჯერაც ვერ ვწერ, ისე გამიშეშდა თითები.

თქვენი უმაღლესობა წამოხტა, დაემუქრა იმ ჯარისკაცს და კარებისკენ გაიქცა... მაგიდას

ჩაურბინეთ, ის ნივთი, ბეჭედს რომ ეძახით, მაგიდაზე იდო, თქვენ აიღეთ, საჩქაროდ მიიხედ-

მოიხედეთ, თითქოს შესანახ ადგილს ეძებდით, და თვალი მოჰკარით...



- კმარა, გეყოფა! მადლობა ღმერთს! - უდიდესი აღელვებით შესძახა დაძონძილმა

ტახტისმაძიებელმა, - წადი, ჩემო კარგო სენტ ჯონ, კედელზე ჩამოკიდებული მილანის ჯავშნის

სამკლაბეში შენ ნახავ ბეჭედს.



- სწორია, ჩემო მეფეო! სწორი! - შეჰყვირა ტომ კენტიმ. - ახლა ინგლისის სკიპტრა შენია და ვინც

ამაზე იდავებს, მუნჯად დაბადებულიყო, ის ერჩივნა! წადი, მილორდ სენტ ჯონ, ფრთები შეისხი.

ახლა ღელვისა, შიშისა და მოუსვენრობისგან თითქმის გონებადაკარგული მთელი კრებული

ფეხზე იდგა. ტაძარი გუგუნებდა. ყველა ერთბაშად ალაპარაკდა, რამდენიმე ხნის განმავლობაში

არავის არაფერი ესმოდა, არავინ არაფერი ცოდა, არავის არაფერი აინტერესებდა, გარდა იმისა,

რასაც მეზობელი ჩასძახოდა ყურში ან თვითონ ჩასძახოდა ყურში მეზობელს. დრო შეუმჩნევლად

მიდიოდა. ბოლოს დარბაზში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა და იმავე წუთში კვარცხლბეკზე

გამოჩნდა სენტ ჯონი. მას ხელში დიდი სახელმწიფო ბეჭედი ეჭირა. ხალხმა მაშინვე იყვირა:

- გაუმარჯოს ნამდვილ მეფეს!



ხუთი წუთის განმავლობაში ჰაერი ზანზარებდა ყვირილით და მუსიკის გრიალისაგან, დარბაზი

გადათეთრდა აფრიალებული ცხვირსახოცებით.

ყველანი ფეხზე უდგნენ. ტომ კენტიმ მეფეს უთხრა:



- ახლა, ჩემო მეფეო, დაიბრუნე ეს სამეფო სამოსი და მიეცი საწყალ ტომს, შენს მსახურს, მისი

ძიონძები.

- გახადეთ პატარა არამზადას და ტაუერში ჩააგდეთ, - გასცა ბრძანება ლორდ-პროტექტორმა.

მაგრამ ნამდვილმა მეფემ თქვა:

- ამის ნებას არ მოგცემთ! ეს რომ არა, ჩემს გვიგვინს ვერ მივიღებდი... ვერავინ შეახებს ხელს და

ვერაფერს დაუშავებს. შენ კი, ჩემო კარგო ბიძავ, ლორდ-პროტექტორო, ამ ბიჭს უმადურად

ექცევი. როგორც გავიგე, მას შენთვის ჰერცოგობა უბოძებია, - პროტექტორი გაწითლდა, - მეფე კი

არ იყო. რაღა ფასი აქვს შენს მაღალ ხარისხს? ხვალ შენ მას სთხოვ, რომ მე ხარისხი დაგიმტკიცო,

თორემ ისევ უბრალო გრაფად დარჩები.



ამ შეხურების შემდეგ მისმა მოწყალებამ სომერსეტის ჰერცოგმა ცოტა უკან დაიხია. მეფე ტომს

მიუბრუნდა და ალერსიანად ჰკითხა: 

- შენ როგორ მოგაგონდა, ჩემო საწყალო, სად დავმალე ბეჭედი, როდესაც მე თვითონ აღარ

მახსოვდა?

- ადვილი საქმე იყო, ჩემო მეფეო, რადგანაც რამდენჯერმე გამივიყენე.

- გამოიყენე? და მაინც ვერ აუხსენი ხალხს, რა ადგილას იდო?

- ვერ გავიგე, რას მეკითხებოდნენ. არავის აუწერია ჩემთვის, რა უნდოდათ, თქვენო

უდიდებულესობავ.

- მაშ როგორღა გამოიყენე?

ტომი გაწითლდა, თვალები ძირს დახარა და გაჩუმდა.

- თქვი, ჩემო კარგი, ნურაფრისა გეშინია, - უთხრა მეფემ, - როგორ გამოიყენე ინგლისის დიდი

ბეჭედი?

ტომმა ძლივს ჩაილუღლუღა:



- კაკალს ვამტვრევდი.

საწყალი ბავშვი კინაღამ წააქცია ატეხილმა სიცილ-ხარხარმა. თუ რაიმე ეჭვი კიდევ დარჩა ვინმეს,

რომ ტომ კენტი ინგლისის მეფე და სამეფო საქმეებთან ახლო მდგომი პირი იყო, ამ პასუხმა

ყოველგვარი ეჭვი გაფანტა.



ამასობაში ტომს ძვირფასი მოსასხამი მოაძვრეს და მეფეს მოახურეს. მოსასხამმა ძონძები დაფარა.

ამის შემდეგ კურთხევის ცერემონია გაგრძელდა. ნამდვილი მეფე აკურთხეს, თავზე გვირგვინი

დაადგეს. ზარბაზნებმა ახალი ამბავი ქალაქს ამცნეს. ლონდონი დიდხანს გუგუნებდა და

ზეიმობდა მეფის ტახტზე აბრძანებას.







                                                                          თავი ოცდამეცამეტე



 

ედუარდი მეფეა




მაილს ჰენდონი ჯერ ისეც რა სანახავი იყო, ვიდრე ლონდონის ხიდზე ჩხუბი მოხდებოდა, და

ჩხუბის შემდეგ უფრო კარგი სანახავი გახდა. ისედაც ცოტა ფული ჰქონდა ჩხუბის წინ, შემდეგ კი

აღარაფერი დარჩა, ჯიბგირებს უკანასკნელი ფარტინგიც ამოეცალათ.



მაგრამ გაჭირვება არაფრად მიაჩნდა, ოღონდ თავისი ბიჭი ეპოვა. როგორც ჯარისკაცს შეჰფერის,

ალალბედზე არ შესდგომია საქმეს, უწინარეს ყოვლისა, თავისი ლაშქრობის დაგეგმვას შეუდგა.

`რას იზამდა ბიჭი? სად წავიდოდა? კარგი, _ მსჯელობდა მაილსი, _ ის მიაშურებდა თავის ძველ

ბინას. ასეთია როგორც საღი, ისე დაავადებული გონების ალღო, როდესაც ადამიანი

უსახლკაროდ რჩება და ყველა მიატოვებს. მაგრამ სად იყო მისი ძველი ბინა? მისი ძონძები და ის

არამზადაც, მის მამობას რომ ჩემულობდა, მოწმობდნენ, რომ სახლი ლონდონის ერთერთ

უღარიბეს უბანში უნდა ჰქონოდა. ძნელი იქნებოდა მისი მოძებნა, ბევრი დრო მოუნდებოდა?



არა, ალბათ ადვილი იქნებოდა. ჰენდონი ბიჭს კი არ დაუწყებს ძებნას, არამედ ერთად შეგროვილ

ხალხს. დიდი ან პატარა ბებოს შუაგულში ადრე თუ გვიან იპოვის, თავის პატარა საწყალ

მეგობარს. უღირსი ბრბო ალბათ თავს იქცევს იმით, რომ თავს აბეზრებს და აბრაზებს ბიჭს. ბიჭს

ალბათ, ჩვეულებისამებრ, თავს მეფედ აცხადებს. მაილს ჰენდონი ზოგიერთ მათგანს

დაასახიჩრებს და თავის პატარა შვილობილს გაიტაცებს, დაამშვიდებს, მოსიყვარულე

სიტყვებით გაამხნევებს და ერთმანეთს აღარ დაშორდებიან'.



მაილსმა საძებნელად გასწია. საათი საათს მისდევდა. მაილსმა მიიარ-მოიარა ჭუჭყიანი ქუჩები.

ჯგუფს ან ბრბოს ხშირად ხვდებოდა, მაგრამ ბიჭი არსად იყო. ძალიან უკვირდა, მაგრამ იმედს არა

კარგავდა. მისი აზრით, ლაშქრობის გეგმას არაფერი უჭირდა, ერთი ეგ იყო, ძებნა გაჭიანურდა.

მას კი იმედი ჰქონდა, რომ ბიჭს მალე იპოვიდა. გათენებამდე მრავალი მილი გაიარა, ბევრი

ხალხი ნახა, მაგრამ ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ დაიღალა, მოშივდა და ძალიან ეძინებოდა.

უნდოდა ცოტა ესაუზმა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. თხოვნა ფიქრად არ მოსვლია, ხმლის

დაგირავება კი მისთვის იგივე იქნებოდა, რაც პატიოსნებაზე უარის თქმა. ტანსაცმლის ნაწილს კი

დათმობდა, მაგრამ მათი მუშტრის ნახვა ისევე ძნელი იყო, როგორც ავადმყოფობის მსურველის

პოვნა.



შუადღისას სამეფო პრცესიის უკან მიმავალ ხალხს მიჰყვა, იფიქრა, ეს მეფური სანახაობა

ჭკუიდან შეშლილ ჩემს პატარა მეგობარს უეჭველად მიიზიდავდაო. პროცესიას ვესტმისტერის

სააბატომდე გაჰყვა. მაილსმა დიდხანს იტრიალა იქვე თავმოყრილ ხალხში, მაგრამ რაკი არაფერი

გამოუვიდა, დაფიქრებული და დაბნეული მოშორდა იქაურობას. ფიქრებიდან რომ გამოერკვა,

დაინახა, ქალაქი შორს მიეტოვებინა და მდინარის ახლოს ამოეყო თავი.



თბილი ამიდნი იდგა, ისე რომ მაილსი ღობის ძირას მიწაზე წამოწვა დასასვენებლად. რამდენიმე

ხნის შემდეგ ძილი მოერია. შორიდან ზარბაზნების ყრუ გუგუნი შემოესმა. `ახალ მეფეს

აკურთხებენ~, _ თქვა თავისთვის და მაშინვე ჩაეძინა.

თითქმის დღენახევარი იქნებოდა, არც დაესვენა და არც დაეძინა. მეორე დილა კარგად

გადასული იყო, როდესაც გაეღვიძა.



დამტვრეული, გაშეშებული, დამშეული წამოდგა. პირი მდინარეში დაიბნა, ცოტაოდენი წყალი

შესვა და ვესტმისტერისაკენ გაემართა ლასლასით, თან ბუზღუნებდა, რომ ამდენი დრო დაკარგა.

შიმშილმა მაილსს ახალი გეგმა მოაფიქრებინა. შევეცდები მოხუცებული სერ ჰამფრი მარლოუ

ვნახო და რამდენმე შილინგი ვესესხოო. ჯერეჯრობით ეს იყოს, შემდეგში, როდესაც მის პირველ

ნაწილს შევასრულებ, კიდევ მექნება დრო, რომ სხვა გეგმა მივიფიქროო.



თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც სასახლესთან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი

მდიდრულად გამოწყობილი ხალხი ირეოდა, მაილსი შეუმჩნეველი არ დარჩენილა თავისი

ტანისამოსის წყალობით. ჰენდონი კარგად აკვირდებოდა ხალხს იმ იმედით, რომ ნახავდა სათნო

გამომეტყველების კაცს, ვინც მოხუცებულ სერ ჰამფრის გადასცემდა, რომ ჰენდონს მისი ნახვა

უნდოდა. თვითონ ამაოდ შეეცდებოდა სასახლეში შესვლას, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

უცებ გვერდზე ჩაუარა გასაწკეპლმა ბიჭმა. მაილსი რომ დაინახა, მიტრიალდა, კარგად ახედ-

დახედა და ჩაიალაპარაკა:



`თუ სწორედ ის მაწანწალა არ არის, ვისზედაც ასე ღელვას მისი უდიდებულესობა, მაშ ვირი

ვყოფილვარ, თუმცა შეიძლება წინათ ვიყავი კიდეც. აღწერას ისე უდგება, თითქოს ვაშლი

გაუჭრიათო. ღმერთს რომ ორი ასეთი მსგავსი არსება გაეჩინა, ამ გარემოებით ხომ სასწაულს ფასი

დაეკარგებოდა. რა მოვიმიზეზო, რომ დაველაპარაკო?'



მაილს ჰენდონმა აღარ გასარჯა ამისათვის, თვითონვე მობრუნდა, როგორც ჩვეულებრივ მოსდის

ადამიანს, როდესაც ზურგიდან დაჟინებით უყურებენ, შეამჩნია ბიჭის გაფაციცებული თვალები,

მივიდა და ჰკითხა:



- ეს არის სასახლიდან გამოხვედით, მსახური ხართ?

- დიახ, თქვენო მოწყალებავ.

- სერ ჰამფრი მარლუოს იცნობთ?

ბიჭი შეკრთა და გაიფიქრა: `ღმერთო ჩემო! ჩემს განსვენებულ მოხუცებულ მამაზე მეკითხება!'

და ხმამაღლა უთხრა: - ძალიან კარგად, თქვენო მოწყალებავ.

- კეთილი, შინ არის?

- დიახ, - მიუგო ბიჭმა და თვისთვის დაუმატა, - საფლავშია.

- შეიძლება შეგაწუხოთ? გთხოვთ, გადასცეთ, რომ ერთი-ორი სიტყვა მაქვს საიდუმლოდ

სათქმელი!



- დიდი სიამოვნებით შევასრულებ დავალებას, სერ!

- მაშ უთხარით, რომ აქ ელოდება მაილს ჰენდონი, სერ რიჩარდის შვილი. ძალიან დამავალებთ,

ჩემო კარგო!

ბიჭს უსიამოვნება დაეტყო: `მეფემ სხვა სახელი ახსენა, - ჩაილაპარაკა მან, - მაგრამ არა უჭირს რა,

ეს მისი ტყუპის ცალია და მის უდიდებულესობას მოახსენებს თავისი ძმის ამბავს.

დარწმუნებული ვარ', - მერე მაილსს უთხრა:



- აქ შემოდით ერთი წუთით, სერ, და მოიცადეთ, ვიდრე ამბავს მოგიტანთ.

ჰენდონი შევიდა, სადაც მიუთითეს, ეს იყო სასახლის კედელში ამოყვანილი თახჩა ქვის სკამით -

გუშაგის თავშესაფარი ავდარში. ჩამოჯდა თუ არა, წინ ჩაუარა შუბ-ნაჯახით შეიარაღებულმა

რამდენიმე ჯარისკაცმა, მათ ოფიცერი მიუძღოდა. ოფიცერმა მას თვალი მოჰკრა, ჯარისკაცები

შეაჩერა და ჰენდონს უბრძანა, გამოდიო. ჰენდონმა ბრძანება შეასრულა. როგორც სასახლის

საზღვრებში მოთარეშე საეჭვო პიროვნება, მაილსი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. საქმე ცუდად

წავიდა. ის იყო საწყალ მაილსს საქმის ვითარება უნდა აეხსნა, რომ ოფიცერმა უხეშაფდ გააჩუმა

და მისი განიარაღებისა და გაჩხრეკის ბრძანება გასცა.



- ღვთის წყალობით იქნებ თქვენ მაინც იპოვოთ რამე, - Uუთხრა საწყალმა მაილსმა, - ბევრი

ვეძებე და ვერაფერს გავხდი, ძალზე კი მიჭირს.

რაღაც ქაღალდის გარდა ვერაფერი უპოვეს. ოფიცერმა გაშალა და ჰენდონმა გაიღიმა, როდესაც

იცნო მისი დაკარგული პატარა მეგობრის `ნაჯღაბნი'. ოფიცერს სახე მოეღუშა, ბარათის

ინგლისური ნაწილი რომ წაიკითხა, მაილსი კი გაფითრდა, როდესაც მოუსმინა.



- გვირგვინის კიდევ ახალი მაძიებელი! - შეჰყვირა ოფიცერმა. - მართლაც რომ ბაჭიებსავით

მომრავლდნენ. შეიპყარით ეს არამზადა და იცოდეთ, კარგად ადევნეთ თვალყური, ვიდრე ამ

ძვირფას ქაღალდს მეფეს შევუგზავნი.

ოფიცერი ჩქარი ნაბიჯით წავიდა და ჰენდონი ჯარისკაცების კლანჭებში დატოვა.

`ახლა კი ბოლო მოეღო ჩემს უბედურებას, რადგანაც ნამდვილად თოკზე ჩამომკიდებენ ამ

ნაწერის გულისათვის. ჩემ საწყალ ბიჭს რაღა ეშველება! ოჰ, ღმერთმა უწყის'.

მალე დაინახა, რომ ოფიცერი გაჩქარებით მოდიოდა, და გამბედაობა მოიკრიბა, რომ გასაჭირს

ვაჟკაცურად დახვედროდა. ოფიცერმა ჯარისკაცებს უბრძანა, ტყვე გაეთავისუფლებინათ და

ხმალი დაებრუნებინათ, მერე თავი მოწიწებით დაუკრა და უთხრა:



- თუ შეიძლებოდეს, სერ, გამომყევით.

ჰენდონი გაჰყვა, თან თავისთვის ამბობდა: `სამსჯავროსაკენ რომ არ მივემგზავრებოდე და ახალი

ცოდვის დადებას არ ვერიდებოდე, მივახრჩობდი ამ არამზადას მისი დამცინავი

თავაზიანობისათვის'.



ორივემ ხალხით სავსე ეზო გადაჭრა და სასახლის დიდებულ შესასვლელთან მივიდნენ, სადაც

ოფიცერმა ხელმეორედ დაუკრა თავი და ჰენდონი კარისკაცს ჩააბარა. კარისკაცმა თავი დაუკრა,

გაატარა დიდ დარბაზში, სადაც ორივე მხარეზე ჩამწკრივებულიყვნენ მსახურები (ესენიც თავს

უკრავდნენ მაილსს, მაგრამ ზურგს უკან სიცილით იხრჩობოდნენ), აიყვანა ფართო კიბეზე და

მიიყვანა დარბაზში, სადაც თავი მოყარათ ინგლისის დიდებულებს, მერე კიდევ დაუკრა თავი,

ქუდის მოხდა მოაგონა და დატოვა შუა დარბაზში, მასზე მიპყრობილი თვალების, განრისხებით

შეჭმუხნილი სახეებისა და დამცინავი ღიმილის წინაშე.



მაილს ჰენდონი გაშეშდა. მისგან ხუთიოდე ნაბიჯზე ახალგაზრდა მეფე იჯდა, თავი გვერდზე

გადაეხარა და ადამიანის მსგავს რაღაც სამოთხის ფრინველს, ალბათ ჰერცოგს ელაპარაკებოდა.

ჰენდონმა თავისთვის გაიფიქრა: `ისედაც ძნელია სიკვდილი, როდესაც ძალითა და ღონით სავსე

ხარ, ეს დამცირება რაღა საჭიროაო~.

მას უნდოდა, მეფეს ჩქარა გამოეტანა განაჩენი, რადგანაც ზოგიერთი ახლო მდგომი

გამოპრანჭული დიდებული საკმაოდ უხეშად ექცეოდა. ამ დროს მეფემ თავი ასწია და ჰენდონმა

დაინახა მისი სახე; დაინახა და სუნთქვა შეეკრა - იდგა და გაქვავებული შეჰყურებდა ლამაზ

ახალგაზრდა სახეს.



- სიზმრებისა და ლანდების სამეფოს ბგრძანებელი თავის ტახტზეა! - წამოიძახა მაილსმა.

ერთ ხანს კიდევ რაღაცას ბუტბუტებდა, თან თვალს არ აშორებდა მეფეს. მერე მიიხედ-მოუხედა,

დააკვირდა მშვენიერ კრებულს, შესანიშნავ დარბაზს და წაიდუდღუნა:

- მაგრამ ეს ხომ სინამდვილეა, სიზმარი ხომ არ არის!



იქნებ მიანც სიზმარია? ან იქნებ ნამდვილი მეფეა ინგლისისა და არა ის უთვისტომო, უბედური

გიჟი, ვინც მე მეგონა? - გაიფიქრა ბოლოს.

უეცარმა აზრმა გაუელვა: მივიდა კედელთან, აიღო სკამი, გამოსწია და დაჯდა.

ატყდა გააფთრებული გუგუნი, ვიღაცის ხელი უხეშად შეეხო:

- ადე, შე უზრდელო! როგორ ბედავ მეფის თანდასწრებით ჯდომას!

ხმაურმა მეფის ყურადღება მიპყრო, მან ხელი ასწია და შესძახა:

- ხელი არ ახლოთ, მას აქვს ამის უფლება.



განცვიფრებულმა კრებულმა უკან დაიხია. მეფემ განაგრძო:

- იცოდეთ ყველამ, ქალბატონებო, ლორდებო და ჯენტლმენებო, ეს ჩემი სანდო და საყვარელი

მსახური მაილს ჰენდონია. მან თავისი ხმლით იხსნა მეფე ჭრილობებისა და შეიძლება

სიკვდილისაგანაც, ამიტომ მეფემ მას უბოძა რაინდობა. იცოდეთ აგრეთვე, რომ მან იხსნა თავისი

მეფე მათრახებისა და სირცხვილისაგან; ერთიცა და მეორეც მან თავის ზურგით ზიდა. ამ

უდიდესი სამსახურისთვის იგი ინგლისის პერობას, კენტის გრაფობასა და თავისი ღირსების

შესაფერის ოქროსა და მამულებს მიიღებს. კიდევ მეტი, უპირატესობა, რომლითაც მან სწორედ

ახლა ისარგებლა, მეფის წყალობაა და ამიერიდან, ვიდრე ინგლისის ტახტი იარსებებს, უფროსებს

მის გვარში უფლება ექნებათ მეფის წინაშე ფეხზე არ იდგნენ. ნუ შეაწუხებთ.



ორი პიროვნება, რომლებიც მხოლოდ იმ დილით ჩამოვიდნენ სოფლიდან და ის-ის იყო

დარბაზში შევიდნენ, ყურს უგდებდნენ ამ სიტყვებს და გაშეშებულნი და განცვიფრებულნი ხან

მეფეს შეხედავდნენ, ხან საფრთხობელას. ესენი იყვნენ სერ ჰიუ და ლედი ედითი. მაგრამ ახალ

გრაფს ისინი არ დაუნახავს. იგი გაოცებული კვლავ მეფეს შეჰყურებდა და ბუტბუტებდა:

_ ოჰ, ღმერთო ჩემო! ეს ხომ ჩემი მათხოვარია! ჩემი შეშლილი! ის არის, ვინც მინდოდა

გამეკვირვებინა ჩემი სიმდიდრით _ სამოცდაათი ოთახითა და სამოცდაშვიდი მოსამსახურით; ის

არის, ვისზედაც ვფიქრობდი, რომ ჩასაცმელად ძონძების მეტი არასოდეს არაფერი ჰქონია, ხოლო

ალერსის ნაცვლად წიხლები და საჭმელად ნაყარნუყარი თუ უნახავს-მეთქი. ის არის, ვინც

ვიშვილე და წესიერ ადამიანად მინდოდა მექცია! ნეტავი მიწა გამისკდეს და შიგ ჩავვარდე!

უცბად გონს მოეგო, მუხლებზე დაეცა, მეფეს ერთგულება შეჰფიცა, მადლი მოახსენა მიწებისა და

ხარისხის ბოძებისათვის. მერე წამოდგა და მოწიწებით გადგა განზე. ყველა მას შეჰყურებდა.



უმრავლესობას შურდა მისი განდიდება.

ამ დროს მეფემ სერ ჰიუ დაინახა და თვალებანთებულმა მრისხანედ ბრძანა:

- ჩამოერთვას ამ ყაჩაღს მისი ყალბი ტიტული და მოპარული მამულები და დაამწყვდიეთ, ვიდრე

არ მოვიკითხავ!

ყოფილი სერ ჰიუ გაიყვანეს.



დარბაზის მეორე ბოლოში ხალხი შეჩოჩქოლდა. შუაზე გაიყო და უცნაურად, მაგრამ

მდიდრულად ჩაცმულმა ტომ კენტიმ გაიარა ამ ცოცხალ კედლებს შორის. წინ კარისკაცი

მიუძღოდა. მივიდა და მუხლი მოიდრიკა მეფის წინაშე. მეფემ უთხრა:



- მე ყველაფერი გავიგე, რაც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგიკეთებია და დიდად

კმაყოფილი ვარ შენით. შენ მეფის შესაფერისი ლმობიერებითა და მოწყალებით გასძღოლიხარ

სახელმწიფოს. მგონი, გიპოვია დედა და დები, კარგია. მათზე იზრუნებენ, მამაშენს კი

ჩამოახრჩობენ, თუ შენ მოისურვებ, და კანონიც დაადასტურებს. იცდეთ ყველამ, ვისაც ჩემი ხმა

გესმით, რომ დღეიდან ისინი, ვინც ქრისტეს სავანეში იცხოვრებენ და მეფის ხარჯზე იქნებიან,

მიიღებენ როგორც ხორციელ საკვებს, ისე გონებრივსა და სულიერს. ეს ბიჭიც იქ იცხოვრებს და

აღმზრდელთა შორის მთავარი ადგილი ექნება სიკვილამდე. რაკი მეფედ არის ნამყოფი, მას

ჩვეულებრივზე მეტი პატივისცემა შეჰფერის. მიაქციეთ ყურადღება მის ტანისამოსს, მისთანას

ვერავინ ჩაიცვამს და ამით ყველა იცნობს. ყველას ახსოვდეს, რომ თავის დროზე მეფე იყო და

სათანადო თაყვანი სცეს. ის ტახტის მფარველობის ქვეშ იმყოფება და გვირგვინი აქვს საყრდენად.

ამასთან იცოდეთ, რომ სამეფო აღმზრდელის ტიტული აქვს ნაბოძები.



ამაყი და ბედნიერი ტომ კენტი წამოდგა, მეფეს ხელზე ეამბორა და გავიდა. მას დრო არ

დაუკარგავს, მაშინვე დედისა და დებისკენ გაფრინდა, რომ ყველაფერი ეცნობებინა; სურდა,

მასთან ერთდ მათაც გაეხარათ.









                                                                         დასკვნა



სამართალი და სამაგიეროს მიზღვა



როდესაც ყველა საიდუმლოება გამომჟღავნდა, ჰიუ ჰენდონი გამოტყდა, რომ მისმა მეუღლემ იმ დღეს ჰენდონ-ჰოლში ჰიუს ბრძანებით უარყო მაილსი. ქალისთვის უთქვამს, თუ მაილსს არ უარყოფ, სიცოცხლეს გამოგასალმებო. ლედის უპასუხია: არაფრად მიღირს სიცოცხლე, მაილსს ვერ ვუღალატებო. მაშინ ქმარს განუცხადებია, რომ მას არაფერს ავნებდა, მაილსს კი მოაკვლევინებდა. ლედი ედითს სიტყვა მიუცია და კიდევაც შეუსრულებია.



ჰიუ თავისი მუქარისა და ძმის მამულებისა და ხარისხის მითვისებისათვის პასუხისგებაში არ მიუციათ, ვინაიდან ცოლი და ძმა მის წინააღმდეგ მოწმეებად არ გამოვიდნენ. ცოლს არ მისცემდნენ ამის ნებას, რომ მოესურვებინა კიდეც. ჰიუმ თავი დაანება ცოლს და კონტინენტზე წავიდა, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ კენტის გრაფმა შეირთო ქვრივი. დიდი ამბავი და მხიარულება იყო ჰენდონის სოფელში, როდესაც ეს წყვილი პირველად ესტუმრა ჰოლს. ტომ კენტის მამაზე არავის არაფერი გაუგია. მეფემ მოძებნა მონად გაყიდული და დაშანთული ფერმერი და წესიერად ცხოვრების საშუალება მისცა; გაათავისუფლებინა ციხიდან მოხუცი ვექილი და ჯარიმა აპატია; კარგად დააბინავა იმ ბაპტისტი ქალების შვილები, მის თვალწინ რომ დაწვეს, და დასაჯა ის მოხელე, უსამართლოდ რომ გაამათრახებინა მაილს ჰენდონი. მეფემ სახრჩობელას გადაარჩინა ის ვაჟიც, გზააბნეული შავარდენი რომ დაეჭირა; იხსნა ის დედაკაციც, ფეიქრისთვის ქსოვილის ნარჩენი რომ მოეპარა, მაგრამ სამეფო ტყეში შვლის მოკვლისათვის მსჯავრდებულის გარადჩენა კი ვეღარ მოასწრო. იგი მთელი სიცოცხლე სწყალობდა იმ მოსამართლეს, ვინც შეიბრალა მაშინ, როცა გოჭის მოპარვას აბრალებდნენ.





მეფეს სიკვდილამდე უყვარდა თავისი თავგადასავლის მოყოლა თავიდან ბოლომდე, დაწყებული იმ საათიდან, როდესაც გუშაგმა სასახლის ალაყაფის კარიდან ცემით გააგდო, გათავებული უკანასკნელ შუაღამემდე, როდესაც მარჯვედ გაერია მოფუსფუსე მუშების ბრბოში, შეიპარა სააბატოში, აღსარების სათქმელ ოთახში დაიმალა და იმდენი ხანი იძინა, რომ მეორე დღეს კინაღამ სულ გამორჩა კურთხევა. მაილს ჰენდონი და ტომ კენტი მეფის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მისი გასაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდნენ და მისი გარდაცვალების შემდეგ გულწრფელი ჭირისუფლები იყვნენ. კეთილ კეტის გრაფს საკმაო ჭკუა ჰქონდა, რომ ზედმეტად არ ესარგებლა თავისი განსაკუთრებული უპირატესობით. იმ შემთხვევის შემდეგ, რომლის მოწმენი ჩვენ ვიყავით, მან მხოლოდ ორჯერ ისარგებლა ამ უფლებით, ერთხელ დედოფალ მერის და მეორედ დედოფალ ელისაბედის ტახტზე ასვლის დროს. ერთმა მისმა შთამომავალთაგანმა ჯემს I ტახტზე ასვლოს დროს ისარგებლა ამ უპირატესობით. ვიდრე მისი შვილი მოისურვებდა თავისი უფლებით სარგებლობას, დაახლოებით საუკუნის ერთმა მეოთხედმა განვლო და `კენტების პრივილეგია' უმრავლესობას გადაავიწყდა, ისე რომ, როდესაც იმდროინდელმა კენტიმ გაბედა ჩარლზ I თანდასწრებით დაჯდომა, დიდი ალიაქოთი ატყდა, მაგრამ ყველაფერი მალე გაარკვიეს და უფლება დაადასტურეს.



ამ საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ინგლისის რევოლუციის დროს დაიღუპა და მასთან ერთად მისი გვარის პრივილეგიასაც ბოლო მოეღო. ტომ კენტიმ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მშვენიერი, დარბაისელი, კეთილი შესახედაობის მოხუცი იყო. ამ უკანასკნელ დღემდე პატივს სცემდნენ და მოკრძალებით ექცეოდნენ უცნაური და თავისუბური ტანისამოსის გამოც. მისი ტანსაცმელი ხალხს აგონებდა, რომ ტომი ერთხელ მეფე იყო. სადაც კი გაივლიდა, ხალხი გზას აძლევდა და ერთმანეთს ეჩურჩულებოდა: _ ქუდი მოიხადე, აი, ვინ მოდის! და ყველა ესალმებოდა. საპასუხოდ მის კეთილ ღიმილს იმსახურებდნენ. ამ ღიმილს დიდად აფასებდნენ, რადგანაც იმ დროს მართლაც პატივსაცემი იყო. დიახ, მეფე ედუარდ VI, საწყალმა ბიჭმა, ცოტა ხანს იცოცხლა, მაგრამ იცოცხლა ღირსეულად. ხშირად, როდესაც რომელიმე დიდი პირი, ტახტის ბრწყინვალე ვასალი მისი შემწყნარებლობის წინააღმდეგ ილაშქრებდა და უმტკიცებდა, რომ ესა თუ უს კანონი, რომლის შერბილებასაც აპირებდა მეფე, ისედაც საკმაოდ რბილი იყო და არავის დიდ ტანჯვა-წვალებასა და ჩაგვრას არ მიაყენებდა, ახალგაზრდა მეფე თავის დიდ, კეთილ თვალებს მწუხარებით მიაპყრობდა და ეტყოდა:



- შენ რა გესმის ტანჯვისა ან ჩაგვრისა? მე და ჩემმა ხალხმა ვიცით, შენ კი - არა! ედუარდ VI მეფობა იმ მძვინვარე დროში განსაკუთრებით უწყინარი და მშვიდი იყო. ახლა, როდესაც ვეთხოვებით მას, შევეცადოთ, კეთილად მოვიგონოთ მისი სახელი. 



 




ფავორიტებში დამატება
0
1750 ნახვა
1 მოწონება & 0 არმოწონება
კომენტარი არ არის დაწერილი