წერ შენც? გინდა რომ ჩვენ საიტზე განათავსო შენი ნაწარმოები?

მაშინ შემოგვიერთდი

gamzrdeli - akaki wereTeli
ნამდვილი ამბავი ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს
მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს; თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა, მღვიმის პირად მოწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად დ ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.
როდესა მთა ბარს და ვაკეს ემუქრება წარღვნა-ღელვას, - ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს, ეკრძალება ჭექა-ელვას.
მაგრამ, როცა დაჰქათქათებს თავზე იქვე მზე და მთვარე და ვალის წინ ფიანდაზად ეფინება არემარე,
მაშინ ფაცხა უბრალობით მომზიბლავად ლამაზია და იმასთან ყველა ტყუის, რაც-კი ციხე-დარბაზია.
გზა მიუძღვის საცალფეხო, მიხვეული, მლხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული;
ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი: კლდიდან კლდეზე გადამფრენი, უშიშარი და თან ფრთხილი.
ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია, ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი.
კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი!...
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს, კაცი, მისებრ დანაბადი?
მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური ნეტარება არის სრული.
ბედმა ესეც არ დააკლო, განასხვავა, ვით რჩეული... სიყვარულსა, მის მონაშუქს, მიაშუქა სიყვარული:
ერთი თვეა, რაც რომ ცოლად მიიყვანა ვინც უყვარდა, ვისაც გულში ცასქვეშეთი შეუწონა, შეუფერდა...
ნაზიბროლა დ სახელია, სამეგრელოს ასულია, მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვად ასულია!...
ელფერობით ვარდი არის, სინაზით-კი დ მორცხვი ია... ტრფისათვის ჯერ პირველად გულის კარი გაუღია.
ცა და ქვეყნის შუამავლად
მიაჩნია მას აფხაზი!...
გულში გულს სდებს, სულში სულს ცვლის, ხორცს ეწმახვის სურო-ვაზი!...
ნეტავი მათ!... მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას!... ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას...
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი

გაახარებს ვისმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს... მტრისას მისი გამოცანა!...

II
ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს თით, თვალთან მიტანილი!... ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!...
ქარი ზუის გულსაკლავად, წვიმა უშვებს კოკის პირად; ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში გავარდება მეხი ხშირად.
თითქოს მართლა თვით ჯოჯოხეთს აუშვია ქვეყნად ზარი!
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი!
ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც ეძებს ძრწოლით თავშესაფარს, მაგრამ, დახეთ, ვიღაც მგზავრი სტურად მოსდგა აფხაზის კარს!...
დაურეკა და ხმა მისცა: მგამომხედეთ!... ვინა ხართ შინა? სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ, ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!ნ
გაუკვირდა აფხაზს და სთქვა: მამ თავსხმაში ეს ვინ არი?!ნ შეუკიდა ცეცხლს და უცად გამოაღო ფაცხის კარი.
გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს,
მიიყვანა ცეცხლის პირად,
უდგამს სამფეხს სკამს დ დაღალულს.
ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი, ნაბდის თასმებს ნელა იხსნის... თავ-პირი აქვს შებუდნული ყაბალახით და იცინის!...

ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა და, ბაშლიყი რომ გადიძრო, მოტრიალდა უკან ჩქარა:
მმასპინძელო! დ სიცილით სთქვა დ წახდა ჩემი ხუმრობაო!...
ვერ მიცანი, თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო?ნ
-საფარ, შენ ხარ?... ენაცვალოს ძიძის შვილი მაგ შენ თავსო... ეს თვალები რაღას ნახვენ შენს უკეთეს სანახავსო?
მოეხვია, გადაკოცნა,
როგორც ძმა და თვისი ტოლი, და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი.
შეეხვეწა: აბა ჩქარა მოამზადე ვახშამიო:
შორი გზა აქვს გამოვლილი, არ ექნება ნაჭამიო.
-არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ, არ მცალია იმისთვისო!
მე სხვა მადა მაქვს აშლილი, სხვანაირი გულისთქმისო...
უპასუხა და მოუყვა:
მმინდა გითხრა ჩემი ჭირი: დღემდის მტკიცე პირიანსა, დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
მალმასხიტს ხომ კარგად იცნობ, თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
მვაჟკაცია თვალ-ტანადი, ცხენოსანი უებარი!... მეტოქეა ჩემი მხოლოდ, ერთადერთი საშიშარი.

მშორს გაისმის მისი ქება, ჩვენიც ხშირი სტუმარია; ბიჭობით და სილამაზით ქალებიც კი გადარია.
მერთი მხოლოდ ზია-ხანუმ არად აგდებს, არც უყურებს, რადგან იცის, რომ სხვებსავით იმას ის ვერ იმსახურებს.
მზია-ხანუმ, შენც კი იცი, რომ მშვენებით განთქმულია; ბევრი კარგი ახალგაზრდა მისი ეშხით დაბმულია;
მმთვარესავით ხელუხლები, - სხივებს ჰფენს და არვის ათბობს; მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ატკბობს.
მჯერ გაჰღალავს, მიიბირებს, დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსადელში!
მმეც მომხიბლა ჯადოსანმა, დამამარცხა, დამიმონა!... და, ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...
მდამაჩემა: მთუ გიყვარვარ და ხარ ჩემი მოგვარეო, ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო!ნ
მინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს და, თუ ვინმე ძალას იხმარს, შეაკვდება, არ შეარჩენს!
მსხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა მხოლოდ ერთადერთი ღონე, თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს ამას კაცი თავმომწონე.
მაი, რისთვის მოვსულვარ აქ,

ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის ლურჯი ლაფშა მოვიპარონ.
მოუსმინა ძიძიშვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღ მართმა შეაწუხა, დააღონა.
უთხრა: მვწუხვარ, რომ ეგ საქმე უკადრისი გიკისრია,
მაგრამ, რადგან სიყვარულის ტკბილი სენი შენც შეგყრია,
მგზა აღარ გაქვს!... უნდა გული დაუდვა და ემსახურო,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის ოფლი აღარ მოიწურო:
მმის ოცნებას, მის გულისთქმას უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი მწარე სიკვდილს შეუწონო.
მეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნის უცადი და უმეცარი, - სავაჟკაცოდ გამოსული, უდრეკი და უშიშარი!
მმაგრამ მარტო უშიშრობა ძლევისათვის არა კმარა,
თუ სიფრთხილეც გონივრული დროზე მას არ დაეხმარა.
მერთმანეთის მინამსგავსი,
შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა,
ისე, როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.
მრომ მიდიხარ, სად მიდიხარ? მართალია, გიჭრის თვალი, მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს, აგებნევა გზა და კვალი.
მშენ ეგ საქმე მე მომანდე, მე ვიზამ შენს მაგივრობას:

ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას!
მშენ აქ დარჩი, დაიძინე, გამოშუშდი ცეცხლის პირას!... და, თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირასნ.
გაეხუმრა, გამოეწყო სამგზავროდ და გავლო კარი. მიდის, ელვა გზას უნათებს და დაჰზუის თავზე ქარი.

III
ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა, გადიყარა, დადგა დარი; ლურჯ ბედაურს მოაგელვებს მეგობრისთვის მეგობარი.
მოიყვანა, დააბა და
შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად. გრძელ ნაბადში გამოხვეულს სტუმარს სძინავს იქვე თბილად.
აუარა გვერდი, მიდის
იქ, სადაც ის ეგულება,
ვინც სიცოცხლეს ურჩევნია, სულს სწირავს და თავს ევლება.
გულში ამბობს: მერთს დავხედავ ტკბილად მძინარ ნაზიბროლას,
თუ გავუძელ გულის ძგერას,
სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლასნ....
სასოებით შედის ქვაბში
და რას ჰხედავს იქ საკვირველს?! ნაზიბროლა ჩუმად ტირის,
პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..
თმაგაშლილი, ტინის კედელს თავს ახლის და ხმას არ იღებს... მინგრეულს და მონგრეულსა ხედავს იქვე მის ქვეშაგებს!...

მიჰხვდა ქმარი, რაც მომხდარა, ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!...
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა.
დიდხანს იჯდა რეტდასხმული, უყურებდა ცოლის ტანჯვას; ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.
მივიდა და უთხრა მტირალს: მჩუ, ნუ ტირი, გენაცვალე! რაც გიანხავს დ სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე!
მყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა ტყვილად ბედს რას უჩივი, რით ემდური?
მგადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი!... მე და შენი სიყვარული წმინდა არის, ვით ლამპარი.ნ
მოეხვია და ცრემლები ამოუშრო თვალში კოცნით, დააწყნარა, დაამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწნით.
მაშინ მხოლოდ გამობრუნდა სტუმრისაკენ და უთხრა ეს: მადე, ძმაო, გაღვიძებას
არ აპირებ, მგონია, დღეს!ნ
წამოვარდა ზეზე საფარ შემკრთალი და დარცხვენილი!... მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ღიმილი,
გაიფიქრა: მმადლობა ღმერთს! არაფერი შეუტყვია,
თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა ხანჯლის წვერი და ან ტყვია!
მარ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,

ჩანს, ნამუსი შეუნახავს.
ჩემ საქციელს, სამარცხვინოს, ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?ნ
მერე უთხრა მის ძიძიშვილს: მგატყობ, რომ ხარ კმაყოფილი, შეასრულე განა ჩემი
ძნელი ნატვრა და სურვილი?ნ
-მშევასრულე: მოგიყვანე, დროა აწ-კი გაეშურე!
ნუ დამძრახავ, საკმარისად თუ რომ ვერა გემსახურე!ნ
ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს, ისაუბრეს ჯერ ერთხანად, მერე წყალიც მოუტანა
მის ხელ-პირის დასაბანად.
გამოაწყო, არ დააკლო, რაც წესია, სამსახური, რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური.
შეუკაზმა ცხენი, შესვა, თვითონ შეჯდა ნაქურდალზე და ორივემ მათრახები ატკაცუნეს ერთხანს ძალზე.
გაახურვეს მათ ცხენები ააღელვეს, ააჩქარეს
და ვიწრო გზით ის დაღმართი სულ კუნტრუშით ჩაატარეს.
რომ ჩავიდნენ შორიახლოს მინდვრის პირად, იქვე დაბლა, მასპინძელმა შეაჩერა
ცხენი და ხმა აიმაღლა:
-მსაფარ-ბეგო! პირშავობა შენი ვიცი, შემიტყვია!... და დღეიდან ჩვენ ორს შუა მოციქული არის ტყვია!
მარა სთქვა რა!... არც მე გკითხავ: არის ზოგი შეცოდება,

რომ სათქმელად საძნელოა... არც შენდობა უხერხდება!
მახლა წადი! დამეკარგე! ფრთხილად! არსად შემეყარო, რომ ცუდ გულზე უცაბედად შენი სისხლი არ დავღვარო!ნ
ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარ, გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის, ჩაუვარდრ ენა პირში, გაქვავდა და აღარ იძვრის...
ძლივს წარმოსთქვა: მმართალი ხარ!... აფარა მაქვს მე სათქმელი!... შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი!...
მშენი ტყვე ვარ!... ჰა, ხომ ხედავ, იარაღი დამიყრია... სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია...
მჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე, რაც შეგცოდე, სინიდისი გამიმრთელე!...ნ
-მარა! შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია: დედაჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია...
მრაც ქვეყანას მიაჩნია რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გასტეხე, ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საკვნესად.
მწადი ჩეგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!... დღეიდან ჩვენ წმინდა გულით ერთმანეთს ვერ მივენდობით!
მმაგრამ ერთს კი დაგავალებ, ამისრულე უეჭველად:
რომ მიხვიდე ყაბარდოში,

იცოდე, რომ სულ პირველად,
მწადი, ნახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა, და უამბე შენი პირით,
რა სირცხვილი დაგემართა!ნ
გადმოხტა და ლურჯი ლაფშა მისცა ხელში, ჩააბარა, მოტრიალდა და აღმართი ძლივს ბარბაცით აიარა.

IV
არც გვარითა, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, ჰაჯი-უსუბ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით.
ჭირში, ლხინში საზოგადოდ უმისობა არ იქნება;
ხელის გულზე უწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება.
ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს, მნახველია ცა და ქვეყნის;
ჯერ ისევე ჭანმაკია,
თუმც არ არის კი მცირე ხნის.
ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, - არ ტყუილი ქადილია;
სადაც კაი გვარიშვილი,
ყველა მისი გაზრდილია.
საფარ-ბეგიც მან გაზარდა
ისე, როგორც სხვები ყველა, მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?
აი, ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ-ბეგი, მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი.
ეუბნება ყოველისფერს,

უნებურად რაც შეემთხვა; ცრემლები სდის და ეჩრება ბურთფად ყელში მწარე სიტყვა.
ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ, სახე მოინაღვლიანა: სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისიგრძეგანა.
ოხვრით ჰკითხა: მმერე? მერე? რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?ნ -მმაპატივა შეცოდება, როგორც ძმამ და მეგობარმა!...
მმხოლოდ ეს-კი დამავალა: ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო!ნ
-მმესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ეს არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!...ნ
შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა გატენილი; მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს საფარ, მისი გამოზრდილი.
მაგრამ უსუბ ეუბნება:
მშენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!ნ
წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია!... ჩაიკეცა სულთამბრძოლი, წამლის კვამლში გაეხვია...

1898 წ.

მომწონს
0
ფავორიტებში დამატება
0
კომენტარი არ არის დაწერილი