წერ შენც? გინდა რომ ჩვენ საიტზე განათავსო შენი ნაწარმოები?

მაშინ შემოგვიერთდი

siyvarulis sezoni - n.T.
“ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს”
– რემარკი
ხომ არიან ადამიანები, ვისაც სულ უყვარს, ან ვინც უბრალოდ დამოკიდებულია ამ გრძნობაზე, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეიყვარონ, ისინიც, ვისაც არ უმართლებს, არიან იმედგაცრუებული ქალბატონებიც და მამაკაცებიც, ისინიც ვინც სიყვარულში კრახი განიცადა და აღარ სურს ამის განმეორება, არიან ადამიანები, ვისაც ეშინია ამ გრძნობის, ან ვისაც უბრალოდ მის გარეშე არ შეუძლია, სიყვარული, ალბათ ყველაზე მრავალსახოვანი გრძნობაა… რომელიც შეიძლება ცხოვრებაში, ერთხელ, მრავალჯერ ან სულაც არასდროს გეწვიოს… ან სულაც შეჩერდეს სწორედ იმ ადამიანის სახეზე, ვისაც საერთოდ არ ელოდი ამ ქვეყნად შენს ცხოვრებაში.
შექსპირმა იმდენი სიყვარულის ვერსია შემოგვთავაზა, რომ ყველა შემოქმედი გარკვეულწილად აგონიაშია მას მერე და იგივე ღერძზე ტრიალებს, რადგან არ არსებობს რაღაც სხვა, რაღაც ახალი გრძნობა… ახალი აღმოჩენა…
და არიან ადამიანები ვისთვისაც სიყვარულის ობიექტი იცვლება, თვითონ თემა და ამბავი უცვლელი რჩება…
ზოგი ერთნაირად იყვარებს,
ზოგს კი ეს რადიკალურად სხვანაირად გამოსდის…
ათასნაირი გზა არსებობს გრძნობის გამოსახატად, რომელიც სამყაროს ამოძრავებს…
მე ვფიქრობ ფიზიკა არაფერშუაშია…
ეს სიყვარული ატრიალებს დეედამიწას ღერძის გარშემო…
და აი,
სად არის ღერძი, ვინ ნახა ის? თვალით უხილავია… მაგრამ ხომ არსებობს სადღაც? ხომ ტრიალებს ჩვენი სამყარო მის გარშემო?
ასეა… ღერძის გარშემო ტრიალებს და სინამდვილეში ეტრფის მზეს… ის ანათებს მის ყოველდღიურობას და მიუხედხავად იმისა რომ მასთან ძალიან გრძელი ფერადი მანძილი აშორებს მაინც დღემდე ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ….
დიდხანს არ მიფიქრია მზე რა სქესის პლანეტა უნდა ყოფილიყო…
მამაკაცია უდავოდ…
ამდენი სხვადასხვა მის გარშემო მოსიარულე პლანეტა ყავს…
ოხ, თან რა მამაკაცი, შარმიანი, ცეცხლოვანი ….
სწორედ მზე წარმოაჩენს მთვარესაც…
და საერთოდ, სითბოს და სინათლეს გამოხატავს…
მზე სულ სხვანაირი მანათობელია…
რომ არა მზე, არც ჩვენ ვიარსებებდით, არც გალაქტიკა, არც გარესამყარო და არც მთვარე თავისი ამქრებით…
მთვარისა და ვარსკვლავების ურთიერთდამოკიდებულებაზე მოგვიანებით…
სიყვარულის კატეგორიებში უნდა გამოვყო იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც უყვარდებათ ყოველ გაზაფხულზე…
არის ამ სეზონში რაღაც საოცარი…
რაღაც განსაკუთრებული…
ეს სწორედ სიყვარულის სეზონია.
თუ ზაფხული საკურორტო რომანებითა და ფლირტებით არის სავსე და აღსავსე,
თუ შემოდგომაზე უამრავი იმედგაცრუებული და გატეხილი გულია,
ზამთარში ყველა მოღუშული და დათვთა სამყაროდ გადაქცეულია,
მაშინ გაზაფხული ნამდვილად სილამაზის, სიყვარულის და მრავალი სიახლის პერიოდია.
თუმცა…
ბოლო დროს, სულ ერთი რომანი მახსენდება…  “წყვდიადის მარცხენა ხელი”, მოქმედება ხდება პლანეტაზე, რომელსაც ზამთარი ჰქვია, სულ ცივა.  ზაფხული თუ არ ვცდები, ორი დღეა და ისეთი ცხელი, რომ ისევ ის ყინვა ჯობს.  ამ პლანეტაზე ქალები და კაცები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. გაიცნობს ერთმანეთს ორი ადამიანი და თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ქალი და კაცი მერე ხდებიან.  შესანიშნავი პლანეტაა, თუ არ ჩავთვლით რომ სულ ზამთარია…ბოლო დროს, სულ ერთი რომანი მახსენდება…  (სახელსაც და ავტორსაც მივუთითებ)  მოქმედება ხდება პლანეტაზე, რომელსაც ზამთარი ჰქვია, სულ ცივა.  ზაფხული თუ არ ვცდები, ორი დღეა და ისეთი ცხელი, რომ ისევ ის ყინვა ჯობს.  ამ პლანეტაზე ქალები და კაცები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. გაიცნობს ერთმანეთს ორი ადამიანი და თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ქალი და კაცი მერე ხდებიან.  შესანიშნავი პლანეტაა, თუ არ ჩავთვლით რომ სულ ზამთარია…
აი, ხომ ხედავთ, სევდიანი ფაქტია ის რომ სულ ზამთარია…
ამიტომაც არის ნამდვილი ზეიმი ეს სეზონი…
გაზაფხული.
რომელიც ხან ჭირვეულობს და ისე აგვიანებს მოსვლას გაოცებულები ვუქცერთ თავს დატეხილ ქარსა და სუსხს..
გაზაფხულს სიყვარული მოაქვს…
ყოველი გაზაფხულის მოსვლაზე ახლიდან გიყვარდება… შეიძლება კონკრეტულად ერთი, ან სხვადასხვა…
გააჩნია შენ შინაგან ბუნებასა და წარმატებას სიყვარულში.
ჩვენი მდედრი გმირი დეგუსტატორია კვების დარგში.
მამრი კი სასტუმროების შემფასებელი.
ორივეს საქმე საერთო გზით იკვეთება.
თუმცა, მათი შეხვედრა გაცილებით ადრე მოხდა.
თუ როდის, ამაზე მოგვიანებით.
მამრს მაქსიმე ქვია იგივე მაქსიმილიანი, ასე დიდმა ბაბუამ უწოდა და მას მერე მსოფლიოს ყველა კონტინეტზე თავს საოცრად იწონებს ამ ინტერნაციონალური სახელით.
თუმცა, როცა რაიმეს დადასტურებას ცდილობ მონაცემთა აღწერით, მაგალითად ახლა, როცა მე ვცდილობ რომ ჩამოვთვალო მისი „ღირსებები“ იმისათვის რომ მიგახვედროთ რა ტიპისაა ეს ჩვენი მაქსიმე, შეიძლება ძალიან ბევრმა თქვას რომ ეს მისი იდეალური კაცი სულაც არ არის, ან ის რომ მისი მონაცემები და პროპორციები მისაღები არ არის. ან შეიძლება ვიღაცისთვის ის უბრალოდ ვიღაც ტიპი აღმოჩნდეს, მაშინ როცა ამ ქვეყნად ძალიან ბევრი ქალი ეტრფის მის ტიპაჟს… ეტრფის და ალბათ, ახლაც იბადებიან ისინი ვინც მომავალში მისით იქნებიან აჟიტირებულნი…
ქალს აქვს ღრმა, ინსტიქტური მოთხოვნილება მამაკაცისგან ნამდვილი მამაკაცი შექმნას… მე მგონი, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნამდვილი მამაკაცი სულ უფრო დიდი იშვიათობა ხდება, ჰოდა, ვიზაფრებით და ვცდილობთ შევქმნათ მამაკაცები.
შექმნილია თუ ნამდვილი ჩემს მიერ აღწერილი მამაკაცი ისტორიის ბოლოს განსაზღვრეთ.
მოკლედ, ჩვენი ეს სიყვარულის ამბავი, იქნება არა მხოლოდ სიყვარულზე…
იქნება უამრავ საინტერესო თემაზე, მოიცავს საინტერესო საქმიანობებს…
და რაც მთავარია…
უდავოდ დაგაინტერესებთ… იმიტომ რომ, ის თქვენც შეგეხებათ.
გარკვეულწილად.
ახლა კი… ახლა ჩვენ ვმოგზაურობთ სამყაროში, სადაც გაზაფხულია, ღია ფანჯრიდან თბილ ჰაერთან ერთად სიმწვანის სურნელი შემოდის, ამინდი ვერ ჩამოყალიბებულა გრძნობებში, ხან წვიმს, ხან ქრის, ხანაც აცხუნებს ;)
აპრილის მზიანი დღე საღამოს შხაპუნა წვიმით დაგვირგვინდა…
მაღალქუსლიანი ოქროსფერი მეტალის ეფექტის ფეხსაცმელით ვიღაც მანქანამდე მიკაკუნდა…
ერთ–ორ გუბეს ჰარში გადაახტა…
მერე კარი გამოაღო და მანქანაში ზუსტად ისე შეხტა, როგორც მის ხასიათს ეკადრებოდა.
ასე დაიწყო ყველაფერი.
ყველაფერი კი უფრო ადრე, იმ დილით დაიწყო…
ელიტარული სასტუმროს შიდა ეზოში, მუქი წითელი ფასადიდან ლამაზად გაშლილი თეთრი ტენტები იმზირებოდნენ, ფრანგულ აივნებს მწვანე საფარი ფსკერზე შემოხვეოდათ, ამ ლამაზი სიმწვანიდან კი ნახევრად შიშველი რომაული სკულპტურები თითქოს ზემოდან გადმოჰყურებდნენ ეზოში გაშლილ სტუმრებს,
აივნის მძიმე რიკულები მასიური ქოთნებითა და გვიმრებით გვირგვინდებოდა.
თავისი ნომრიდან რომ გაიხედა მაქსიმემ სიამოვნებით ჩაიღიმა.
იშვიათად ეწეოდა, აი ახლაც სწორედ ეს იშვიათი გამონაკლისი იყო.
სტუმრების ძირითად ნაწილს ფრანგები წარმოადგენდნენ. ერთი თვალის შევლება საკმარისი იყო ამის მისახვედრად.
სწორედ ამ გადათვალიერებაში მოხვდა ბურგუნდიული ფერი, რომელიც ერთ–ერთ მაგიდასთან მისკუპებულიყო და საოცარი მონდომებით აგემოვნებდა დესერტს.
„ფრანგი არ არის…
ისინი დესერტად თბილ კრუასანს მიირთმევენ.
ეს ამხელა დახვავებული სიტკბოება ამ ერთმა მინიატურამ უნდა იგემოს?“
მაქსიმეს თეთრი შურით შეშურდა ზურგით მჯდომი ქალბატონის.
ბურგუნდიული…
ღვინო თავისთავად იგულისხმება ამ ფერთან. მაქსის საყვარელი ფერია, ისეთია, მდიდრულიც, სევდიანიც, მძიმეც და გალანტურიც და არანაირად საგაზაფხულო…
ასე გადაწყვიტა და ის–ის იყო ფიქრი დაასრულა ამ ეპიზოდზე რომ კოლეგა ჟაკს მოჰკრა მზერა სწორედ იმ მინიატურკას მაგიდასთან.
„ეს უკვე საინტერესოა“…
დღემდე არ იცის რა ძალამ უბიძგა, მაგრამ თამამი იყო, ოპერატიულიც და მყარი ნაბიჯებით ჩაიარა სასტუმროს ჰოლი, გადაჭრა  და ეზოში გაიჭრა, რა თქმა უნდა, გეზი ჟაკისკენ აიღო, ის უკვე მაგიდას შორდებოდა.
–ჟაკ… – ხელი აიქნია ენერგიულად მაქსიმილიანმა და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
თუმცა, სწორედ მაშინ, როცა ინტერესი უნდა გამოეჩინა მაგიდასთან მყოფი მინიატურკის მიმართულებით, ჟაკისთვის რამდენიმე შეპარვითი შემდეგ კი ჩამჭრელი კითხვები დაესვა, გადაეფარა ფერთა გამითა და ზურგისმიერი სილუეტით აღქმული და დანახული წაბლისფერთმიანი ქალბატონისადმი დიდი ინტერესი… აი სწორედ მაშინ, მაქსიმემ არც მეტი, არც ნაკლები თავისი კურსელი, არა, უბრალოდ უნივერსიტეტელი ნაცნობი დაინახა…
ხო, ამ რომანტიულ, ვეებერთელა პარიზში, სწორედ იმ სასტუმროში, სადაც ის სასტუმროს შემფასებლად არის მოწვეული, ეზოში ზის, ქართველი მანდილოსანი… ნუ მანდილის თემა აქ ზედმეტია…
უცებ ტუჩზე იკბინა, სახელი არაფრით ამოუტივტივდა გონებაში… რა სირცხვილია, არადა მგონი მოსწონდა, თუ არა, ეს მისი თანმხლები გოგონა მოსწონდა… არა, არ ახსოვს… ამ დროს ცოტათი ჭედავს მისი მეხსიერება.
„ვკითხავ…“ – მამაცური შემართებით, პირდაღებული ფრანგი გვერდზე გასწია, თან მხარზე ხელი დაჰკრა მაგრად და მაგიდისკენ გაეშურა…
„საოცარი  და განსაკუთრებული რა უნდა ერქვას, ეს მხოლოდ მე მქვია მსგავსი სახელი…“ გზად მიმავალს ფიქრებმა გადაუსერა გონება, „ჰა, თამარი, მარიამი, ნინო, ნანა, როგორ შეიძლება ვერ გავარტყა?
–მარიამი ხომ?
ღიმილით მიმართა თავის საქმეში ჩართულ ქალბატონს.
–უკაცრავად?
დაბნეულმა მზერამ ამოიხედა ქვევიდან.
დაბნეული ალბათ, იმიტომ რომ ქართული ხმა შემოესმა და კიდევ იმიტომაც რომ საერთოდ ვერ მიხვდნენ მის სახელს.
–მე თქვენ გიცნობთ… აი იქ, კართან ვიდექი და ვფიქრობდი, ეს ქალბატონი სადღაც მინახავს თქო…
მოულოდნელად გოგონას სახეზე ღიმილი აღებეჭდა და სკამისაკენ ხელი გაიშვირა ნიშნად იმისა, რომ ყმაწვილი ჩამომჯდარიყო მის მაგიდასთან.
–გამარჯობა მაქსიმე….–იყო პასუხი
„ო–ო“ – აი, ქართველო მამაკაცო, რა კარგი მეხსიერების ქალთან გქონია საქმე“ – გულში გაივლო და – ვაუ… გახსოვართ? – ეს დაამატა მარლონ ბრანდოს გამოხედვით.
–რატომღაც, ასე მოხდა… – კიდევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე გოგონას.
–შეიძლება შემოგიერთდეთ, თანაც ამხელა ნაცნობობა გვაკავშირებს… – მაქსიმემ სკამისკენ წაიღო ხელი და სუფრისკენაც გაექცა თვალი, –ოჰო, ვინმეს ხომ არ ელით, ეს რა ამბავი დაგიხვავებით… – კიდევ უფრო გაოცდა ათასგვარი დესერტის ხილვით პაწია მრგვალ მაგიდასთან. –პრინციპში, რომ არა კარგი მახსოვრობა, იმის მიხვედრაც კი გაუჭირდება კაცს რომ ამ მაგიდის საფარი თეთრია… – მგონი დაიბნა და რაც ენაზე მოადგა ყველაფერი თქვა.
აი ქალი, ძალიან დინჯად უცქერდა.
–უჰ, ვინმეს ხომ არ ელით? – უცებ, ეს მოულოდნელობაც მოაგონდა კაცს.
–არა, ნუ ღელავთ, მე დეგუსტატორი ვარ… ყველაფრის ჭამას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ ლუკმას ვაგემოვნებ…
–აჰა… რა საინტერესოა… – წარბები აქაჩა მაქსმა
–და თქვენ?
–მე…ე…–მრავალმნიშნელოვნად გააგრძელა ხმოვანი, ისევ დეგუსტაციის საკითხზე ფიქრობდა… – მე სასტუმროების შემფასებელი ვარ…
თითქოს ამ თემაზე არ უნდოდა გავრცობა.
–საინტერესოა…
–ხო, მართლა საინტერესო პროფესია მაქვს… – შეიფერა ტიპმა
–არა, საინტერესო ის არის რომ არც ერთი ჩვენგანი უნივერსიტეტში ნასწავლ პროფესიას არ გაყვა ბოლომდე… – თავდაჯერებულობა ჰაერში მოკვეთა ქალმა
–აჰ… ხო, ეგეც კია… – დაიბნა კაცი, მგონი ასეთ ქალს აქამდე არ გადაყრია. რა იყო ახლა ეს? უტაქტობა, სითამამე თუ….  ვინ აცდის ამდენ ფიქრს მაქსიმილიანს
–მე ნინია მქვია… – ხელი გაუწოდა ახალგაზრდა ქალმა და კიდევ გაიღიმა ასევე ბურგუნდიული ღვინისფერი ტუჩებით.
–ლამაზი ტუჩსაცხია… – მგონი კაცური კომპლემენტების რეფლექსი ჩაერთო ჩვენს გმირს და ვნებამაც შეუღუტუნა, მაგრამ უცებ გაახსენდა რომ სახელი საერთოდ ვერ გამოცინო..
–თქვენი მხრიდან კი საინტერესო კომპლემენტი. იშვიათად მსმენია მსგავსი – გოგონამ ხელი ჩამოართვა და დადუმდა მომღიმარი.
–ნინია, რა გეგმები გაქვთ პარიზში? – კაცი შებოჭილად და უხერხულადაც კი გრძნობდა თავს მის ღიმილიან დუმილში. რაღაცნაირად დაიძაბა, არადა ასეთი მექალთანე და დაძაბვა, თვითონაც უკვირდა მაქსს
–ჩემი გეგმები ა–დან იწყება და ჰ–ზე მთავრდება, რომელმა ასომ დაგაინტერესათ ამათგან, დიდი დრო რომ არ დავკარგო ყველას ჩამოთვლაში, კონკრეტულად იმ ერთს მოგახსენებთ. – ძალიან თამამად მიუგო გოგონამ და თმა ჰაერში აიქნია.
უჰ, რა საოცარი სუნამოს სურნელი დატრიალდა ახლო რადიუსზე. ეს ფრანგები, მოიგონეს პატარა მრგვალი მაგიდა ეზოში, კაცი ეროტომანი გახდები ასეთი სიახლოვის გადამკიდე.
რა ანბანური წყობა უნდა ქონდეს მის გეგმებს პარიზში… დავიჯერო 33 გეგმა აქვს? თუ 33 წლის არის? არა, ჩემზე დაბალ ჯგუფში იყო… ანუ ჩემზე პატარაა… ან ჩარჩენილია, ან რა ვიცი… რა დროს ამაზე ფიქრია, მგონი მიწვევს რაღაც თამაშში. –კაცური საღერღელი აეშალა ქართველ მამრს.
–აჰა, მაშინ იყოს ნ… – მგონი ისე თქვა, სულ უბრალოდ.
–მმმ… საქართველოში რომ ვიყოთ, გეტყოდით ნუშის ნამცხვარი თქო… მაგრამ რადგან ეს პარიზია, ამიტომ Norman Tart-ს გეტყვით.
–უკაცრავად… – მაქსიმეს ჩაეღიმა – თქვენ რა, ა–დან ჰაემდე დესერტები გაქვთ დასაგემოვნებელი? – საკუთარი მიხვედრილობით იზეიმა და სუფრას გადახედა ამაყად.
–თითქმის
–საინტერესოა
–ფრიად
–მდა… – ახლა რა გინდა უთხრა ასეთ საინტერესო გეგმების მქონდე ქალს? – და ამ დაგემოვნებათა შორის ადგილი არ გაქვთ?
–მხოლოდ სტომატოლოგისთვის…
–უკაცრავად? – კიდევ დაიბნა
–ამდენი სიტკბოების შემდეგ კარიესზეც უნდა ვიფიქრო… – კიდევ იღიმოდა გოგო
–ეჰ, რა დროს არ ვარ თქვენი სტომატოლოგი – ძალიან გაეცინა ბიჭს
–აბა… 33 ანბანური წყობის მერე 33 კბილსაც შეავლებდით მზერას… ან უფრო მეტს, ან ნაკლებს – ხმამაღლა გადაიკისკისა ნინიამ
მაქსიმემ დააფიქსირა რომ წამით რამდენიმე კაცის ვნებიანი მზერა მიიპყრო ყელმოღერებულმა ქალმა.
კალმით ნახატი და ულამაზესი ქმნილება არ ეთქმოდა, მაგრამ საოცრად ეშხიანი, შარმიანი, ერთდროულად ვნებიანიც და სოლიდურად უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ქალბატონი. არც ანჯელინა იყო, არც ბელუჩი, არც მონრო და არც ვივიენ ლი, მით უმეტეს სკარლეტ იოჰანსონი. ის იყო, სულ ცოტა ოდრი, ცოტაც ჯულია, ზედ დამატებული ნატალი პორტმანი და ალბათ ამ ფრანგული რივიერის გავლენით მერიონიც… მსახიობთა მთელი საგა მოიშველია მის ასაწყობად ქართველმა მაქსმა.
ეს ალბათ მისთვის,
შეიძლება ვიღაც სხვისთვის ის უბრალოდ გაზაფხულის სურნელი და მზის ცოტაოდენი სხივი იყო ცივ წყალში.
თვითონ ნინია საკუთარ თავს სხვაგვარად ახასიათებდა.
მოგვიანებით მაქსიმილიანე მიხვდა რომ …
ის იყო ტირამისუ… ჰაეროვანი, ვანილისა და ყავის სურნელით, თითქოს მრავალფეროვანი, თან ტიპიური, თანაც ხრაშუნა ან უკვე გამჯდარი გონებაში. გემოვნებიანი, აი ისეთი ტუჩებს რომ გამოაყოლებ კოვზს და ზედ მცირედი რომ შერჩება, მიმოიხედავ გარშემო, თუ შენიშნე რომ არავინ გიყურებს არც გალოკვაზე გაკადნიერდები, აი ისეთი ერთი ნაწილიც რომ არ გინდა შეატოვო ამ უჟანგავ მასას. რაღაც მომენტში თავმოყვარეობასაც რომ დაგაკარგვინებს და კაკაოს მოლეკულებს ზედა ტუჩზე დაგიტოვებს სახსოვრად. ენაზე შეხებისას ღრუბელი რომ გეგონება და გადაყლაპვა დაგენანება.
სავოიარდი, ესეც ხომ ამ საოცარი დესერტის ნაწილია? მთავარი შემადგენელი ნაწილი, ლედის თითებს ნიშნავს…
მარსალა? მარსალა კაკაო არ არის ამ საოცრების შემადგენელი ნაწილი?
რაც მთავარია იტალიური ტირამისუ, ამ ეტაპზე ფრანგების მიერ მომზადებული…
სადღაც ამოკითხულიც კი ჰქონდა ტირამისუ სიტყვა სიტყვით “აღმაფრთოვანეს” ნიშნავდა. აი სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რომ ის ტირამისუ იყო. ასე უცებ მგონი არც ერთ ქალს არ აღუფრთოვანებია.
არ აინტერესებს მაქსიმილიანს მისი 33 ანბანთქმული გეგმები, ეს ქალი მისი ფრანგული ვოიაჟის ნაწილი უნდა გახდეს სულ მცირე, თუ მისი ცხოვრების არა… და რადაც არ უნდა დაუჯდეს ამ საღამოს ვახშმადაც უნდა დაპატიჟოს.
სწორედ ამ გეგმითა და ფიქრებით ოფიციანტი სუფრასთან მოიხმო და ყავის დალევა განიზრახა.

იმდენი ისაუბრეს დესერტებზე, იმდენი რამ მიმოიხილეს რომ სიტკბოებით დავბრუდახვეული მაქსი ძლივს წამოდგა მაგიდიდან,  სწორედ მაშინ შენიშნა ირგვლივ მყოფთა დიდი საზოგადოება.
–საოცარი შიდა ეზო აქვს ამ სასტუმროს… – მიმართა ნინიას და მის სკამთან მივიდა ჯენტლმენობის შტრიხის გამოსახატად.
მერე ორივე სასტუმროს გსასვლელში გამოემშვიდობა ერთმანეთს, ნინია კონკრეტული მანქანისკენ დაიძრა, მაქსიმემ დაინახა რომ მანქანა დაქირავებული იყო მძღოლით.
ანუ კონკრეტულად ვინმე არ დახვედრია, მერე ხელი აუწია კიანუ რივზივით. (ყველასგან გამორჩეული ხელის აწევის სტილი აქვს ამ მსახიობს) და გამოემშვიდობა.
თუმცა კიანუ რივზს სხვა არაფრით არ ჩამოჰგავს.
მაქსიმე არის მაღალი, თხელი ტიპი, ღია წაბლისფერ ფერებში, ატარებს თხელ წვერს, ისეთს როგორ საშუალებასაც სახეზე განლაგებული თმა აძლევს, სწორი გრძელი და თხელი ცხვირი აქვს, სწორი ბოლოში ოდნავ დახრილი წარბები, ღიმილის დროს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც თხელ წვერში ჩაჩხვლეტილი ლოყა მოუჩანს, რომლესაც თუ კარგად დააკვირდები მიხვდები რომ მიმიკური ნაოჭია და სხვა არაფერი, ღიმილის ან სიცილის დროს ხშირად თვალის მიმიკური ხაზები ლოყის გავლით მოექანება. ხშირად ფრანგიც გონიათ, კავკასიელს ნამდივლად არ გავს.
არც სახელით.
უყვარს სელენჯერი, თამაში ყანაში… ჭვავის თანაც…
კითხვა მისი სტიქიაა, ფეხბურთისგან შორს არის და უფრო არისტოკრატული „პერო“ გართობებით იწონებს თავს.
თავდაჯერებულია, ერთეულ შემთხვევებში თუ მოხდება მისი მოდუნება.
ჯირითი უყვარს და კინოს მხოლოდ დიდ ეკრანზე უყურებს კინოში.
სხვაგვარად კინო ჩვენებას არ აღიარებს, ამიტომ ნანახი აქვს კლასიკური კინო შედევრები და ახალი ბლოკპასტერები ეკრანიზირებული. თუმცა ქართული კინოკლუბების იმედად არ არის და რადგან ძირითად დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, შესაბამისად შუალედებში საოცრად კარგად ირთობს თავს.
მისი პორტრეტი თითქმის წარმოდგენილია.
დამატებითი დეტალებით შეივსება ეტაპობრივად და თანდათან გამოაჩენს ნამდვილ სახეს.
ძალიან ბევრი საფრანგეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ამგვანებს გუილიამ კანეს, მართლა ძალიან გავს, ხშირად მასში არევიათ კიდეც. თან თუ თავის ფრანგულსაც მოიშველიებს, ეს მისთვის მეორე ენაა, საერთოდ ოცნების კაცის შტრიხებს იძენს.
როცა აქლემის ტყავის ფერი პალტო აცვია და საყელო აქვს აწეული, საყელოს ქვევიდან კი შარფი მოუჩანს საერთოდ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარი კაცი ხდება.
არაპრეტენზიული გარეგნობა აქვს, ალენ დელონი არ ეთქმის, მაგრამ ამ ცხოვრებაში ფიქრობს რომ მთავარი მაინც შარმია.
მერე რა თუ ანგელოზის ნაქვთებით არ დაიბადე, მთავარია შენი თავის კარგად და ზუსტად წარმოჩენის საშუალება გამოიყენო და თანაც კაცს სილამაზე არ სჭირდება. კაცი საქციელებით უნდა იყოს ლამაზი.
მზეს რომ აქვს ისეთი ცეცხლი უნდა მოდიოდეს ადამიანისგან, აი ეს არის მთავარი, უნდა ანათებდეს და გადაჭარბებული დოზისგან გწვავდეს, ფერსაც გაძლევდეს და ელფერსაც.
არა აქვს მნიშვნელობა მამრი ხარ თუ მდედრი.

რაც შეეხება მაქსიმესთვის მნიშვნელოვან საკითხს.
ხომ უნდა მოიძიო არა ეს შენი ინტერესის ობიექტი?
აბა, კაცები როგორ ცდილობენ ქალის მოძიებას, ხომ საინტერესო მეთოდია?
ქალი – ადგება, გავარდება საპირფარეშოში, ნუ მაქსიმუმ თუ მოთმინება ეყო სახლამდე აიტანს ინფორმაციის ვაკუუმში ყოფნას, იქ კი აუცილებლად შექანდება და დაივლის ყველა სოციალურ ქსელს.
და თუ პროფილი დახურული დახვდა…
ქვეყანას შეძრავს და მაინც მოიძიებს ინფორმაციას.
კაცი – ჯერ დაურეკავს საერთო ნაცნობს, აგდებით დაიწყებს, ვითომც არაფერი, „იცი ვინ შემხვდა… შემთხვევით გადავაწყდი, თვითონ მიცნო, მე კი ვერ შევნიშნე… ვინ არის? ხო ვისი ვინ? „
ნუ მეორე ვარიანტი თუ დასარეკი და გასაზიარებელი არ გაქვს შენც შეძვრები სოციალურ ქსელში.
არა, მაქსიმე სხვა რამეზე დაფიქრდა.
მაგალითად,
პარიზში – რა მიზნებით შეიძლება მოხვდე
პარიზი არის კარგი ადგილი თაფლობის თვისათვის.
უამრავი შეყვარებული წყვილი მხოლოდ პარიზში მიიჩქარის რომ სიყვარულის ქალაქში დატკბეს ყველაფრით რაც სრულყოფილს ხდის ცხოვრებას…
არა, ეს იდეა ამოაგდო ეგრევე გონებიდან, საკმაოდ დიდია საიმისოდ რომ თაფლობის თვეში იყოს ჩამოსული აქ…
კიდევ…
პარიზი არის ტურისტების ერთ–ერთი მსუყე ნაჭერი… არ გავს ტურისტს საერთოდ.
დეგუსტატორია, მაგრამ ეს დეგუსტაცია შეიძლება იყოს პიროვნების გატაცებაც და საქმიანობაც. ანუ ვიზიტი შეიძლება იყოს საქმიანი.
ნუ ეს ერთ–ერთი ყველაზე რეალური იდეააა…
პარიზში ქალი ჩამოდის – მოდის კვირეულისთვის, კი ჩაცმაზე ეტყობა რომ დაინტერესებულია ამ როგორც იტყვიან ბრენდებით… ნუ დიდი ექსპერტი არ მეთქმის ამ საქმეში, კაცის სამოსში ვერკვევი და სულ არ მაქვს ამბიცია მოდაზე შეშლილი მანიაკი ვიყო…
ეს ქალები ხომ გიჟდებიან საერთოდ ამ ყველაფერზე… მაღალი მოდა… რატომ ვითომ მაღალი, ქუსლებზე დგას? ხო, შეიძლება… არაფერია გამორიცხული… გუშინ სადღაც ვკითხულობდი  „მაღალი მოდის ფასები იმ ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა მიბაძვის სურვილი არავის უჩდნება, მათ ქალიშვილებსაც კი“–ო
დედაჩემს უყვარს მაგალითად მაღალი მოდა, ხო და ამიტომ ვიცი რამდენიმე ბრენდის სახელი, მხოლოდ ამიტომ, ნუ ერთი ორჯერ ქალბატონებიც გავათამამე… კარგი, გამოვტყდეთ რომ საკმაოდ ბევრი მესმის მოდის საკითხებში.
აი, ასე. კაცებს უჭირთ აღიარება, მაგრამ … მაინც.
მოდის გამო თუ ჩამოვიდა ამდენი ტკბილეულისთვის არ უნდა ირჯებოდეს… მაინც არ არის კავშირში ეს ყველაფერი ერთმანეთთან
პარიზში ჩამოდიხარ იმიტომ რომ შვილი დისნეილენდში წაიყვანო,
პარიზს ნახულობ იმიტომ რომ იშოპინგო. ეს ისევ მოდის თემას უბრუნდება
პარიზში მიდიხარ მაშინ როცა ხელოვნების ექსპერტი ხდები და გინდა გაეცნო მსოფლიო დონის შედევრებს, აბა რა, თუ ჯოკონდას წინ არ ჩამოუჯექი და ტრაპეზი არ მოაწყო, ისე ხომ ვერ ჩაწვდები ლეონარდოს არსს… და რა მერე. შენც ისე ცივად გაგიღიმებს როგორც საუკუნეებია უღიმის ყველას…
და მაინც მჯრა რომ ლეონარდომ ქალად წარმოაჩინა საკუთარი თავი… შეიძლება სულაც იმისთვის რომ გაეგო რა სურთ ქალებს, ან ქალის არსს ჩასწვდომოდა, რას გაიგებ, ასეთი გამოუცნობები არიან, ხან დიეტაზე წუწუნებენ, ხან მთელი მარაგი აქვთ დახვავებული მაგიდაზე და ვითომ დეგუსტირებას ეწევიან…
პარიზში ჩადიხარ კიდევ იმიტომ, რომ უბრალოდ გიყვარს და გინდა დატკბე ამ ქალაქით…
მე მიყვარს პარიზი, ჩემი ქალაქია, მსიამოვნებს თხელი ტილოს შარვლით სეირნობა ამ ქალაქში, ფეხზე ესპადრელები რომ მაქვს ამოცმული და განიერი ინდური მაისური მაცვია, რომელიც შეიძლება სერიოზული მოდის სახლს ეკუთვნოდეს…
მაქვს კარგი შემოსავალი, ვცხოვრობ მრავალაივნიან სახლში, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია, რადგან მოწვეული ვარ სამუშაო მისიით, ეს პროექტი რომ დამთავრდება, რაც ასევე მალე მოხდება მელის საოცარი ქვეყნის გასაოცარი ქალაქგარეთა შემოგარენი…
მიყვარს პარიზი, იმიტომ რომ ჩემში არის მონმარტრის ცეცხლი, ხანდახან ნეკროფილიც ვარ, ხან სულაც ტანგო მინდა ვიცეკვო უცხოსთან ერთად…
დილით ბულანჟერიიდან შემომავალი კრუასანის სურნელი მაღვიძებს და ქუჩაში ტენიანი თმით გამოსულ ბუნებრივ ქერა ქალბატონებს რომ ვუყურებ, როგორ მიემართებიან სამსახურში ვგრძნობ რომ ამ ქალაქში ცხოვრება სულ სხვანაირად დუღს…
მეც მიყვარს პარიზის სამზარეულო… კულინარია ერთგვარი სახასიათო ფენომენია ქვეყნის…
მე დანამდვილებით ვიცი რომ საქმეზე ვარ ჩამოსული, ნინია… აი, მეც ისე მოვიქცევი როგორც ქალები იქცევიან და სოციალურ ქსელში დავძებნი ჩემს ბინაში მივალ თუ არა…
თამამად შემეძლო კონკრეტული სასტუმროს ნომერში დარჩენა, თან ეს ჩემი საქმის ნაწილია. მაგრამ ბინა ვარჩიე…
სასტუმროში ცხოვრება რაღაც ისევ ტურისტულ მოვლენას უკავშირდება და მე ცოტა ხნით მინდა პარიზში ისე ვიყო როგორც ჩემს მეორე სახლში.
თუმცა იმდენს ვმოგზაურობ და იმდენ ქვეყანაში ვაფასებ სასტუმროებს დონეების, კლასიფიკაციის ვარსკვლავების და ათასი რაღაცის მიხედვით, თან მთელი არმია დამყვება, მარტო არ ვმოქმედებ… უბრალოდ, დიდი ხანია დამავიწყდა თბილისი…
და თბილისთან ერთად მოგონებებიც ისე გაფერმკრთალდა დღეს გაცნობილი ჩემი უნივერსიტეტელი ძლივს აღვიდგინე… „
ამ ფიქრებით მომართა სტივ ჯობსის გამოგონება ტაბლეტის სახით მაქსიმილიანემ და დივანში ჩაწოლამდე ტორშერით ოთახი გაანათა.
ცუკერბერგის ქსელში ვერ მოიძია, გუგლზე არც უფიქრია, ეგრევე ინსტაზე გადაერთო, აქვს თვითონაც ინსტაგრამი, მაგრამ მაინც ფიქრობს რომ ეს ფოტო–მანია და კომენტარების წვიმა მოწონებებით კაცის საქმე არ არის.
ნუ ერთი ორი ფოტო აქვს, ისიც რაღაც ხედით აღტაცდა და გადაიღო, გოლფის მოედანზე იყო, ბიზნეს შეხვედრის შემდეგ.
ახლა საერთოდ ახალი ბიზნეს იდეა აქვს, უნდა რომ ჯგუფს გამოეყოს და საკუთარი ფირმა გააკეთოს, თან უკვე კადრების თვალსაზრისით მეგობრებში კარგი სახელი აქვს და უამრავი უცხოელი გადმოიბირა, რა იცის მისმა დირექტორმა რომ მალე ზურგში ლახვარს ჩასცხებს, ჯერ რა მოხდება რომ გაიგებს რომ მიდის, და მერე თან მიყვება სრული 5–თუ 7 კაცი…
სასწაული ელის წინ.
მაგრამ ამ მოლოდინით ისეთი ადრენალინი აქვს გამჯდარი ძარღვებში ერთი სული აქვს როდის დაიწყებს მოქმედებას.
ინსტაგრამზე ნინია მოიძია და აღმოაჩინა რომ დახურული ჰქონდა პროფილი…
ასე რომ მის შესახებ საერთოდ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
ეს გადარეკვა ძველ ჯგუფელებთან და კურსელებთან ცოტა ეხამუშა… არა, ბოლომდე ამაზე არც უფიქრია, ისეთი თემაა საუკუნეა ადამიანი რომ არ მოგიკითხავს და უცებ რაღაც ციდან მოწყვეტილ თემაზე უბამ ლაპარაკს.
ერთი სიტყვით, კაცი ექსპერტია, პროფესიონალი საქმეში, რომელსაც შეფასება ქვია, რა მნიშვნელობა აქვს რას აფასებ, მონა ლიზას–დიდ ხელოვნებას, კულინარიას–ნუშის ნამცხვარს თუ სასტუმროების ნომრებს?
ნომერიც, ანუ ოთახიც ისეთი შეფასებელია როგორც ამ ქვეყნად ყველაფერი,
მაგალითად ქალი, კაციც…
მაგრამ ქალს სხვანაირი შეფასება უნდა…
ქალები გიჟდებიან, როცა კაცი მათ აფასებთ.
შეფასებაც უყვართ, დაფასებაც.
დღეს ყველა წუწუნებს, რომ ნამდვილი მამაკაცები გაქრნენ და გადაშენდნენ.
ხანდახან პრობლემის საწყისი საკუთარ თავში უნდა ეძებო. საერთოდაც ამ კონკრეტული სელესტინას გარეშე ცხოვრებას აზრს დაკარგავდა, ამიტომაც მოხდა ნეკნებისგან სიახლის შექმნა… ასეა, ჯერ მისგან წარმოიქმნები, მერე ნეკნსაც უგულებელყოფ და ყველა მის სხვა ორგანოს და იტყვი რომ შენ ხარ მთავარი და რომ შენს გარშემო და შენი ღერძის გარშემო ტრიალებენ ეს ქმნილებანი.
მაქსიმე წერდა, წერდა ფილოსოფიურ ნაშრომს წერდა  ყველაფერზე და ხანგამოშვებით.
წერდა პარიზზე, მის ქუჩებზე.. წერდა ჩანაწერებს ოღონდ არა ტაბლეტში და ნოუთებში…
რატომღაც წერის დროს ფანქარი იზიდავდა, ნამდვილი კოხინორის და პატარა უბის წიგნაკი.
რაღაცნაირი რომანტიკული ტიპი იყო. ალბათ, ამ ძალამ უბიძგა ასე მოულოდნელად გადაედგა ნაბიჯი და ქალი, რომლის მხოლოდ ზურგხედში აღქმა მოასწრო გაეცნო.
სახლში მისულმა ისევ ინფორმაციის მოძიების ხერხებზე განაგრძო ფიქრი.
და ის–ის იყო თავი დამარცხებულად უნდა წარმოედგინა რომ ჟაკი გაახსენდა და მისი მისტერიული კავშირი ნინიასთან.
ჰო, რატომაც არა,
წამოხტა, ქურთუკი მხარზე მოიგდო და  სასტუმროსკენ გაემართა.
საოცარი ინტრიგა დაუტოვა დილით სასტუმროს უკანა ეზოში გაცნობილმა ქალმა.
იმდენი ისაუბრეს რაღაც–რაღაცეები გაიხსენეს, მერე უბრალოდ, ასე უცერემონიოდ წამოდგა და დაემშვიდობა, გასასვლელამდე კი გამოყვა და თითქმის ავტომობილამდე მიაცილა, მაგრამ წასვლის წინ მხოლოდ ეს უთხრა : „ველი თქვენს ზარსო“
მგონი ყველა ქალი ინტრიგანია გარკვეულწილად, უყვართ კაცის დაინტრიგება, ეს დაახლოვებით ისეთი საკითხია, საპნის ოპერა რომ ეკრანთან აჯაჭვებთ, ან რეკლამის დროს ხდება რაღაც მნიშვნელოვანი ან სერიის დასასრულს.
ქალებისგან არც უნდა გაგიკვირდეს, მრავლად აქთ ხასიათში საპნის ოპერები.
და ყველაზე მთავარი. თუ ქალი მარტოა, ესეიგი ის ძალიან ჭკვიანი და კაცები მას უფრთხიან, მისი ეშინიათ და გაურბიან…
კი, არის ასეთი მოსაზრებაც, ამას იზიარებს მაქსიმეს მეგობარი ოტტო, რომელიც მისი თანამშრომელიც არის და აქ ცხოვრობს ახლა.
მაქსიმე არ ცდილობს ამ აზრზე ჩაბღაუჭებას.
ქალს მარტოობისთვის მრავალი მიზეზი აქვს,
ერთი და უპირველესი, ის რომ თავს ასეც არაჩვეულებრივად კარგად გრძნობს…
ან შეიძლება გაზაფხული ისე გავიდა ვერ მიხვდა რომ იმ ერთადერთთან უფრო სერიოზულად გაეგრძელებინა ურთიერთობა.
ხომ არის მოსაზრება რომ ეს მანდილოსნები ძალიან მომთხოვნები არიან და რომ უნდათ შეძლებული მამაკაცები ფეშენებლური ვილებითა და სასახლეებით, მოახლეებითა და ფუფუნებით, კომფორტითა და მზრუნველი ყურადღებიანი ქმრით.
ქალებს საერთოდ არ იცნობთ,
ისინი საერთოდ სხვა რამისკენ მიისწრაფვიან, ქალები უნდა შეიყვაროთ, მერე გააღმერთოთ, მერე კი თავი ამ სამყაროს ეპიცენტრად აგრძნობინოთ. ამისათვის კი თქვენი თავდადებაა საჭირო, ნუ ფული, როგორც იტყვიან ზედმეტი არასდროს არ არის, მაგრამ რეალურად ყველა ქალი გარდა იმისა რომ მისტერ დარსის ეძებს, გადაჭიმული ბრიტანული ეზო–კარით, ასევე ეძებს ნამდვილ მისტერ დარსის, რომელიც შეფარვით გამოჩნდება მის ცხოვრებაში, შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ის აღმოჩნდეს მისი ტრფობის ობიექტი.
კინო–კლასიკები რომ მოვიშველიოთ, ყველა ქალს უნდა ერთი რედ ბატლერი, რომელიც უსასრულო, ცეცხლისფერ ხავერდის კიბეებზე ხელში აყვანილს აიტაცებს და ალკოჰოლით გაბრუებული ეტყვის „დღეს მხოლოდ ჩვენ ვიქნებით საწოლში და მხოლოდ ჩემზე იფიქრებო“. ყველა ქალს უნდა კაცი რომელიც დღიურებს დაუწერს, დღიურს არა ყოველ დღე და ნაცარქექია მწერლად კი არ იქცევა, არამედ აი ასე, მეხსიერებას შემოუნახავს მის ყველა ისტორიასა და წვრილმანს, აუცილებელი არ არის მეხსიერება დაკარგოს და ქმარმა ყოველ დილით შეახსენოს მათი რომანი, უბრალოდ, სახლში რომ წინსაფარაფარებული ქალი დაგხვდება სახეზე მუსის პაწია ქაფით, უნდა მიხვიდე და უთხრა რომ ისეთივე ლამაზია, როგორც იმ ფოტოში, მისმა დედიკომ რომ განახათ ძველად ბაღში წასვლამდე რომ მაიმუნობდა სამზარეულოში ფქვილებში ამოგანგლული.
ქალებს ეს უყვართ, უყვართ და სიამოვნებთ რომ ისინი თქვენს მეხსიერებაშ არიან გამჯდარნი, უყვართ კომპლემენტი, უყვართ აღნიშვნა იმის რომ თქვენ არა მხოლოდ შეამჩნიეთ მისი ლაჟვარდი იუბკა, არამედ მას ლაჟვარდიც უწოდეთ და შეადარეთ მის სხვა ბოლო კაბას.
ქალებს საერთოდ კაცების ყურადღება უყვართ.
უყურადღებო კაცები არ უყვართ.
არ უყვართ სიცრუე, ოღონდ კომპლემენტის დროს კი არა, სიცრუე ცხოვრებისეულ დეტალებში, თუ ჩაგავლეს კი …. ოჰო, აი რისხვის დატეხვაც ამას ქვია…
არ უყვართ სუსტი მამაკაცები…
არ უყვართ მათ გარესამყაროს მოწყვეტილი კაცები.
უყვართ ყვავილები, უყვართ რომანტიკა, უყვართ უამრავი თავბრუდამხვევი სიტყვა და უყვართ როცა კაცის გვერდით ნამდვილი გაზაფხულივით გრძნობენ თავს.
ქალებს უყვართ კაცი, რომელსაც თავისი სტილი აქვს, ცხოვრების, ჩაცმის, კვების, თავის მოვლის. სტილი ყველაფერია. ის გეხმარება დილით ადრე ადგომაში, კიბეებზე ჩასვლაში, ის ცხოვრების გზაა. მის გარეშე შენ არავინ ხარ.
მამაკაცი, რომელიც რეალიზებულია საქმეში, რომელსაც აქვს სტილი, გემოვნება, რომელმაც იცის ქალის დაფასება, რომელიც ბევრ რამეს აფასებს და აქვს ეს შეფასების თანდაყოლილი ნიჭი, ის უდავოდ გააბედნიერებს ქალს.
აი ასე ფიქრობს მაქსიმე, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცოლის მოსაყვანად სიჩქარე არ არის საჭირო და ამიტომაც დადის ასე ეულად.
ეულად ოფიციალური მნიშნველობის ალტერ–ფონზე თორემ ისე სულ მუდამ ვიღაც არის მის ირგვლივ და სულ მუდამ შეყვარებულია.

უამრავი ქალი გიჟდება მაქსიმილიანზე.
უამრავი ცდილობს მის მოხელთებასა და ხელში ჩაგდებას.
მაგრამ აი, რაშია საქმე, ის იმ კაცთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ქალებს თვითონ ირჩევენ და არა პირიქით.
მგონი ყველა კაცი ასე უნდა იყოს…
და ქალიც.
არასდროს არ ეცადოთ ვინმესთან ურთიერთობის გაბმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გეცოდებათ, რომ ამ ეტაპზე მის გარდა თქვენს ცხოვრებაში არავინ არის, არ დაუჯეროთ ზოდიაქოებს და ტვინი არ გაიბრუოთ ათასი სისულელით. დაინახეთ, თვალი დაადგით? ფიქრობთ რომ ის ის არის? ხო და აირჩიეთ…
ამიტომ ეძახიან რჩეულს…
ის უნდა იყოს რჩეული.
უამრავი ქალი კომფორტის მონა ხდება, უამრავი კიდევ რაღაც წამიერ აჟიტირებას ემონება და ასეთი ოჯახებიც ინგრევა და ასეთი სახლის კედლებიც მალე იბზარება.
თუ არჩევანს სწორად გააკეთებთ, დამიჯერეთ გატეხილი გულიც არ იქნება და იმედგაცრუებაც უკანმორჩება.
უნდა იცოდეთ რა გინდათ.
ვინ გინდათ და როგორი კაცი გინდათ.
ნებისმიერი და მარტო იმიტომ რომ იყოს თქვენს გვერდით არ გინდათ!
თქვენ გინდათ კაცი, რომელიც იქნება კაცი და არა აჩრდილი.
კაცები ხშირად მშიშრები და მხდალები არიან. ჯერ იბრძვიან, შეფარვით თუ ცხადად სიყვარულისთვის, მერე მიზანს მიაღწევენ და გარბიან, გარბიან სხვადასხვა მიზეზით.
როცა გაიგებენ რომ თქვენც გიყვართ და მზად ხართ მიენდოთ, სწორედ მაშინ აღმოჩნდება რომ სასწავლებლად უნდა წასვლა საზღვარგარეთ, რომ პროფესია უნდა შეიცვალოს და ჯერ თავი დაიმკვიდროს და რომ ახლა ახალ სახლში უნდა გადავიდეს რომ მარტო იცხოვროს და უამრავი მსგავსი სისულელე, ეს ყველაფერი კი მათი მონაჩმახი კი არა, ფარია.
ხო აი ისეთი ფარი, რომელსაც იფარებენ, კუსავით ჯავშანში იკეტებიან და ისეთი თვალებით იყურებიან როგორც შეშინებული ბავშვები სიბნელეში.
როცა ახლოს მიდიან მიზანთან ხვდებიან რაღაც ისეთს, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ და გარბიან.
ყველა კაცი მხდალი არ არის…
და მერე ეს კაცი, რომელიც ამდენი ხანი, მრავალი წელი წრეებს გირტყავდათ გარშემო და გაბრუებდათ „ბრეიქებზე“ ყავაზე მიწვევით, კაცი რომელიც სოციალურ ქსელში თითქოს მხოლოდ თქვენთან სასაუბროდ შემოდიოდა და ათას საოცარ „საგმირო“ საქმეს ჩადიოდა წკაპ და საპნის ბუშტუკივით სკდება და რა ხდება?
ეძებთ,
ჰორიზონტზე არ ჩანს და
შეიძლება ყველაზე უარეს შემთხვევაში აღმოაჩინოთ რომ ვიღაც ახლად ზრდადასრულებულ ისევ თინეიჯერ გოგონაზეა დანიშნული და მალე თაფლობის თვეში მიდის.
ეს მაშინ როცა თქვენ ამდენი გიტრიალათ, ამოგათქმევინათ რომ მზად ხართ გადადგათ მასთან ერთად ნაბიჯი და ბახ… ჰოი საოცრებავ.
მერე ისტერია გიპყრობთ.
მასზე თითოული ახალი დეტალი ინფორმაციის სახით შოკში გაგდებთ, ყველა საერთო ნაცნობს ეპოტინებით, ისინიც ვითომ თავს გიქონავენ და გულს გიმშვიდებენ, ვითომ გამხნევებენ და ამ დროს კაცმა არ იცის შინაგანად რაზე ფიქრობენ.
თქვენ კი მთელი ეს პერიოდი, როცა ასე აჟიტირებული უყვებოდით დაქალებს ამბებს თითოული წვრილმანი დეტალით იდიოტის როლში ხვდებით.
და ფიქრობთ,
„ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო?“
ნუთუ არც ის კოცნა ნიშნავდა არაფერს, ნუთუ ეს სიტყვებიც ლიტონი იყო?
ყველა დეტალს ახლიდან უბრუნდებით და ხვდებით რომ სადღაც დიდი შეცდომა დაუშვით…
იქნებ მეტისმეტად ბევრი მოითხოვეთ?
მერე დადგება რიგები, ჯარები, არმიები და გაგკიცხავენ, გაგაკრიტიკებენ და გეტყვიან, ეს იმიტომ მოხდა რომ თავს იფასებდი, სად იყავი მთელი ეს დრო, ხომ ხედავ მარტივად დასაპყრობი ქალებიც არსებობენ.
მერე ზიხარ საათობით, ხედავ რომ ის „შენი კაცი“ სოციალურ ქსელშიც კარგად ერთობა, პოსტებს პოსტებზე დებს, მეტოქესა თუ კონკურენტს ხან მიწასთან ასწორებ სიმწრისაგან, ხანაც მის ღირსებებს ხოტბას ასხავ.
მერე ამოღამებული თვალებით სარკეში იყურები, ფიქრობ რომ ასაკში ხარ ან სულაც დაბერდი, რომ ის გოგო, მისი რჩეული ყველაფრით გჯობია, ან უცებ დაგკრავს ახალი მომენტი და იტყვი რომ შენს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს…
ეს მაინც რა ტერმინია ვერ ამოვხსენი… რატომ ფეხის ფრჩხილად და არა ხელის?
და მერე საერთოდ რევანშზე გადადიხარ, იწყებ ახალი „მსხვერპლის“ მოძიებას, მერე რა თუ ცოტათი დაბალი, მსუქანი და მელოტია.
ნუ თუ ასეთიც არაა მაშინ გირჩევნია დაქალის ძმა გამოიყენო იარაღად ან შენი ძველი ძმაკაცი.
რა უჭირს თუ კი ეს შენი ძმაკაცი საერთოდაც სხვა ორიენტაციის არის?
მთავარია იმ „იდიოტს“ ასწავლო ჭკუა და ანახო რომ შენ მის გარეშე უფრო ბედნიერი ხარ.
ან ის მამაკაცი რა კაცია, რომელიც ქორწილში მეჯვარეა, შენც მეჯვარე ხარ, ცეკვავთ, ერთმანეთთან კომუნიკაციაში ხართ, ძალიან სიმპათიურია, მთელი დღე თქვენთან ერთად მოძრაობს საქორწინო მარშრუტით, ხან კაბის ბოლოს გიჭერთ, ხან კიბეებზე ასვლაში გეხმარებათ, მერე ამჩნევთ რომ ფოტოების გადაღების დროს წელზე ხელიც შემოხვეული აქვს, კიდევ სხვა ფოტოებში თქვენსკენ იყურება და როცა ცეკვისგან გათიშული გამარჯვებული ხარ და ფიქრობ რომ ამ ყველაფერმა ისე არ ჩაიარა, რომ თქვენმა მაკიაჟმა, არჩეულმა გიპიურის კაბამ აბრეშუმის გრძელი შლეიფითა და მაკიაჟთან ერთად სახეზე დამატებულმა რამდენიმე გლამურულმა წამწამმა ეს კაცი დაატყვევა და ბახ და სტუმრებს შორის მოდის არაფრით გამორჩეული, საერთოდ წაშლილი ქალბატონი, რომელსაც წარმოგიდგენენ მის შეყვარებულად, რომელსაც არც ეს წითელი კაბა უხდება, არც ეს თმა თავზე და საერთოდაც რამხელა კეხი აქვს ცხვირზე…. არა, ხომ შეიძლება რაღაც მაინც ქონდეს ლამაზიო ფიქრობთ და იგებ, რომ ეს გოგო და ეს შენზე „შეყვარებული“ შენით მონუსხული და მთელი დღე დატყვევებული კაცი სკოლის მერხიდან ეტრფიან ერთმანეთს.
მერე ბრუნდები სახლში,
იწყებ თავის გამართლებას, ყველა შემთხვევაში.
იმართლებ თავს იმ მეგობრებთანაც ვისაც მესიჯებს წერდი „მგონი ამ ტიპს დავევასე და არ ვამეტებო“
იმართლებ თავს საკუთარ თავთან.
და მერე ამბობ რომ „ ასეა, ბედი უნდა ყველაფერს, რაღა მაინც და მაინც მე მხვდება ასეთი სულელი“ ყველა კაცი დაკავებულია და კიდევ ათასი რეპლიკა ადგება თქვენს მეტყველების ორგანოს.
ასე ზიხარ, სოციალურ ქსელში იქექები და უცებ მოგდის იმ „სულელის“ შეტყობინება.
შეიძლება სულაც საქმეზე.
ბანკირი ქალი ხარ და კურსი აინტერესებს ან რაიმე მსგავსი, ან მოგიკითხა…
და ისევ ახალ ილუზიას ებღაუჭები, თან თავს არ უტყდები და
მერე უცებ ხედავ ფოტოებს რომ მისმა ქალმა ცხვირი შეიპაჩინკა, უნიჭოდ ისიც.
კიდევ უარესად გამოიყურება,
მერე გესმის ცნობა საერთო მეგობრისგან რომ მგონი დასცხეს ერთმანეთს და დაშორდნენ.
მერე ხედავ რომ ორივე „ქოვერის“ და პროფილის ფოტოს ცვლის და ისევ ერთად არიან…
მერე რაღაც პერიოდი მაგრად მიგავიწყდება ეს ამბავი და
ბოლოს საღამოს სახლში მისული და დაღლილი სოციალურ ქსელს რომ მიაშტერდები ქორწილის ფოტოებსაც ამოგიგდებს…
ასეა…
ათასნაირი კაცი და ქალი არსებობს…
ასეთ ურთიერთობებს კი, იმედგაცრუებულებს ქვია არასწროად დანახული მეორე „მე“
კანდიდატი, რომელიც ვერ შეაფასეთ.
ქალები ამტყუნებენ კაცს ამ დროს.
იმიტომ რომ თვითონ მთელი ეს დრო იმაზე ფიქრობდნენ ხომ კარგად გამოვიყურებიო და სულ არ მოსვლიათ თავში აზრად რომ შეიძლება დაკავებული ყოფილიყავით.
ეს კონკრეტულად ორი ფაქტი მოვიშველიე ამ აღწერისათვის და კიდევ რამდენი არსებობს ბუნებაში…
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა რომ ქალი მარტო თუ არის აუცილებლად დაქალები ეტყვიან „შენი მოსაწონი კაცი“ რა ვერ მოიძებნაო, ქალი მარტო თუ არის კაცები აღნიშნავენ; ეს იმიტომ რომ წუნია ხარო და სინამდვილეში, ქალი მარტო თუ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის სწორედ ის ქალია, რომელმაც აქამდე სხვებისგან განსხვავებით ბევრი სხვა მაგალითის გათვალისწინებით არასწორი არჩევანი არ გააკეთა და ელის რჩეულს…
რომელსაც აღმოაჩენს და რომელსაც აუცილებლად იპოვნის.
და თუ ცხოვრების ბოლოს გადახედავ განვლილს და ხელში შეგრჩება დღეები შენთვის გატარებული და ამით კმაყოფილი იქნები, ესეიგი ეს ყოფილა შენი არჩევანი.
თუ ცხოვრების ბოლოს, გადახედავ შენს ყოფას და ნახავ რომ ლოთი ქმარი, რამდენიმე უგულო შვილი და სულელი მეგობრები გყავს, ესეც შენივე დამსახურებით.
თუ უბრალოდ დილით გაიღვიძებ და სახეზე გაზაფხულის ფანრჯიდან შემომავალი სურნელი მოგელამუნება, კაცი კი ფრანგულ კრუასანს მოგართმევს ყავით, ესეიგი მას შენი მოსუქება კი არ უნდა, არამედ ისეთიც მოსწონხარ როგორიც ხარ და ეს კაცი მაქსიმე ჩარკვიანია.

აი ასე ანებივრებს ის ქალებს.
მას უყვარს სილამაზის დაფასება.
მას უყვარს სუსტი სქესის გაძლიერება და
მას უყვარს როცა ქალი გაზაფხულივითაა, ნამდვილი ზეიმი ეს არის, გაალამაზო მისი ყოველი დღე.
და თუ ქალი, რომელიმე ქალი, რომელიმე გოგო დღეს მარტოა, ეს იმიტომ არა რომ მას თავში აქვს ავარდნილი თავისი განსწავლულობა, ალბათ, მისთვის გარემოება არ მოეწყო ისე რომ რჩეულს გადაყროდა.
ალბათ, სულ ქალთა კოლექტივში ატარებს დღის ძირითად პერიოდს. ან სულაც ნაფტალინიანი ბებრებითაა სავსე ოთახი სადაც ის მუშაობს და ბაბუა სახლშიც კი ყავს. ან იქნებ შურით გაბღენძილ მოქეიფე გომბეშოებს ეკონტაქტება, თავისდა უნებურად, საქმიდან გამომდინარე…
ან იქნებ, უნივერსიტეტში მიხვდა რომ ეს რომანები უბრალოდ არაფერია და მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში გამოიყურება ყველაფეირ ერთი შეხედვით ლამაზად.
სასტუმრო „კოსტეში“ მაქსიმემ იგრძნო რაღაც რამაც წარსულში დააბრუნა.
იცი, მაქსიმე ფიქრობს რომ ძნელია უერთგულო ერთს და გყავდეს და გიყვარდეს ის ერთი, როცა ყოველ წელს ახლიდან მოდის გაზაფხული და ეს შენი აპრილის და მაისის სილაჟვარდე ვარდის სურნელით, შეიძლება ნებისმიერი ქალის სახეზე შეჩერდეს.
ამიტომაც არ ყავს ცოლი.
მაგრამ იმასაც ხვდება, რომ მერე დაიწყებს სიყვარულის გადაფასებას და ეყოლება ერთი ობიექტი რამდენიმე ელფერით.
ელფერზე გამახსენდა, რაღაცით ამ ახალი გახმაურებული ბესთსელერის გმირსაც გვაგონებს. ისეთია, მზრუნველი. თორემ აღვირახსნილობის ოთახი არ მოუწყვია ჯერ–ჯერობით.
და ამასაც ძალიან გაგებით ეკიდება, გააკეთე ის რაც გსიამოვნებს, ზომის ფარგლებში.
შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და შენ ხარ მისი ბატონ პატრონი.
სიცოცხლის ძალა კითხვებსა და პასუხებშია!
ხო და სწორედ კითხვით მიამრთა ჟაკს ფიქრებში გაბმულმა მაქსიმემ, რომელიც ისევ „კოსტეს“ ზღურბლთან იდგა. თითქოს დეჟავუ იყო.
ჟაკმა მხოლოდ ის უთხრა რომ ქალბატონი ნინია შონია იყო სპეციალური მოწვევით დეგუსტაციის განხრით სასტუმროს მთავარი მენეჯერის მიერ.
ანუ ყველაფრი აგატა კრისტის რომანს ემგვანება.
ახლა მენეჯერთან მიდის რომ მასთან გამოარკვიოს რატომ მოიწვია ეს დეგუსტატორი ქალბატონი.
საოცარი ხალხია ეს ფრანგები.
აგერ, მენეჯერი აივანზე ზის, მიირთმევს შოკოლადის მუსს, მაქსიმეც ამ მუსივით მსუბუქ ბუშტუკებს შეუპყრია, ისიც ჰაეროვანია და სიმსუბუქის ტექსტურა აქვს უკვე მინიჭებული თავისი ახალი გატაცების დამსახურებით.
–„ნინია, კი მე მოვიწვიე, ჩვენი ხელმძღვანელის თხოვნით, როგორც ვიცი ის საკამოდ ცნობილი დეგუსტატორია დესერტების დარგში, მრავალმა სხვა სასტუმროს ქსელმა თუ რესტორანმა აღიარა, მასზე მრავალი საინტერესო სტატიაა ონლაინ სივრცეში“… – სასტუმროს მენეჯერი ენაწყლიანი კაცი აღმოჩნდა „სი, სი“ – თავდაჯერბეულობას მატებდა საუბარსა და ტონს და თან ამ შოკოლადის მასას ისე მიირთმევდა მისი შემხედვარე კაცი იფიქრებდი, რომ ენასთან ერთად თანდაყოლილი ქონდა ეს მუსი საყლაპავში.
საოცრები არიან ფრანგები.
ყველაფერს ჟე–სი ეტიკეტით უდგებიან.
ყველაფერს აი ასე ჰაეროვნად აღიქვამენ და ისინი ან ძალიან გიყვარს ან უბრალოდ არ აღიარებ რომ გიყვარს.
საწყისი ეტაპისათვის იცის სახელიც, გვარიც და ისიც რომ თავის საქმის სპეციალისტია ეს ქალი, ახლა შეუძლია უფრო თამამად გახსნას თავისი ეფლი და მოიძიოს ცნობები.
შორს აღარ წასულა ამ გეგმით მაქსიმილიანი იქვე ჩამოსკუპდა და ინფორმაციის მოძიებას შეუდგა, აი, იპოვნა ერთი ორი სტატია მასზე.
„ყოჩაგ ბრიტანულ და ფრანგულ პრესას, არ დაუნანებიათ მისი შესამკობი სიტყვები“
ვიღაცას აგონებს და ვერაფრით იხსენებს ვის…
არაუშავს, გონებას დაძაბავს და ადრე თუ გვიან მოაგონდება, საჩქარო რა არის.
ახლა საკონტაქტო ნომერი უნდა და ამისთვის მზად არის უფრო მაღალ პირთან კონტაქტზე გავიდეს, ავიდეს სასტუმროს მენეჯერთან? თუ უბრალოდ ვინმე გააგზავნოს?
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩაახველა და არც მეტი არც ნაკლები დირექტორის კარზე მოკეცილი თითების კუთხეებით დააკაკუნა.
„ოჰ, რა ფრანგული კაკუნი იყო“ ჩაეღიმა და მოლოდინით დაელოდა კარის შეღებას.
მაქსიმე ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა, დირექტორი ადგილზე არ დახვდა და მენეჯრმაც რაღაც ათასი გზა დახლართა ნომერი რომ არ მიეცა.
ცოტათი დაიბნა, მაგრამ ბოლომდე არა.
ფრანგული ხომ კარგად იცოდა, ხო და გაეშურა პირველივე ჯიხურთან და იქიდან უაქცენტოდ დარეკა ისევ სასტუმროში, ძალიან ოსტატურად უთხრა „თქვენი დეგუსტატორი ჩვენთან იყო მაღაზიაში, დიდი შენაძენი გააკეთა და ერთი მუყაოს კოლოფი აქ დარჩაო“
სულით დამხმარე და კეთილშობილი ერიც უცებ გამოუტყდა მის საკონტაქტო ნომერში.
ახლა მაქსიმეს ხელთ უპყრია მრავალციფრიანი კომბინაცია.
სხვა არაფერი აქვს გეგმაში და არც მოცდას აპირებს.
ზუსტად ისე, როგორც ჩვენ დროში ვმოგზაურობთ, ისიც ფიქრების მოგზაურობიდან გამოდის და ნინიას უკავშირდება.
–და აი მეც შეგეხმიანე, – ხავერდოვანი ტემბრით ზე–რომანტიკული განწყობითა და ღიმილით გასხივოსნებული სახით მიმართა მეორე მხარეს ამ კავშირგაბმულობის საშუალებით ბიჭმა. – სად და როდის შევხვდეთ ამ საღამოს? არ გცალია? იქნებ ცოტაოდენი დრო გამონახო? ვისაუბროთ სტუდენტობაზე, ერთი ორი დესერტი დავაგემოვნოთ, ან სულაც ქუჩის განაპირა კაფეში ჩამოვსხდეთ და ნაყინი მივირთვათ?
კარგი, იყოს ცხელი შოკოლადი… –როგორც ჩანს ნელ–ნელა ქალს ითანხმებდა კაცი.
მაშ, შევხვდებით 6–ზე.
მოიცადე, იქნებ შენ სულაც აღარ გინდა ამდენი რაღაცის დაგემოვნება, ახლაღა გამახსენდა, თითქმის უკვე გათიშვას აპირებდა და დაუბრუნდა ანთებულ ეკრანს. ხო არა? –როგროც ჩანს მიუხვდა. – მაშინ უბრალოდ მუსიკას მოვსუმინოთ, ცოცხალ მუსიკას, რა აზრის ხარ? ან ცოტა გავისეირნოთ.  აი ასე, მაშ დროებით. – უკვე სხვანაირი გამარჯვების გრძნობით დადო ყურმილი და საათს დახედა.
ეს ყველაფერი მართლა სტუდენტობას აგონებდა და წამით ძალიან შორეულ იმ წლებში დააბრუნა, რომელიც ყოველთვის ენატრებოდა.
თან რაღაც სიყვარულის ხასიათზე დადგა.
მერე რა რომ გვარიანად არც კი იცნობს ნინიას. საწყის ეტაპზე ისე მოსწონს თავისი დეგუსტაციის ნიჭით რომ მზად არის პარიზში, ყველაზე რომანტიკულ ქალაქში თავბრუდამხვევ რომანში გაეხვიოს.

ამბობენ ყველაზე უკეთ ქალი აფასებს ქალსო, ყველაზე ზუსტი ქალის მიერ ნათქვამი კომპლემენტიაო,
ამბობენ კაცები არაობიექტურები და ძირითადად სუბიექტურები არიანო.
თუმცა,მაქსიმე ჩარკვიანი იმ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა  რომელმაც ზუსტად და ზედმიწევნით კარგად იცის ქალის შეფასება.
შეხვედრის ადგილი მაქსიმემ აარჩია, საკმაოდ დიდი ხნის რესტორანი, რომელიც ერთ–ერთ ისტორიულ უბანში მეპატრონეს ისე მყუდროდ განეთავსებინა ზედ ქუჩაზე, კარგად თუ არ დააკვირდებოდი შეიძლება გვერდი შეუმჩნევლად აგევლო.
გარშემო, სხვა ქუჩებზე მრავალი საინტერესო ადგილი იყო, ღია კაფე, ცის ქვეშ, სადაც ასევე სასიამოვნო იყო საღამოს ჩამოჯდომა, მაგრამ კაცის გათვლა იმაზე იყო რომ ნინიას რაღაც ახალს უჩვენებდა.
რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ ფრანგებმა იციან და ხშირად საფრანგეთში ჩასახლებულმა ტიპებმა.
ისეთი ამაყი იყო ამ მომენტით რომ ძალიან თამამად მისცა მისამართი გოგონას და თან უთხრა ტაქსს გამოყევი, შენით ვერ მოაგნებო…
–ეს ჩემი საყვარელი რესტორანია.–ჩაფიქრებულ მაქსიმეს, რომელიც მენიუს ჩასქეროდა, უკვე მისულიყო რესტორანში და ფიქრობდა ვახშმის თემატიკაზე მეხის გავარდნასავით ჩაესმა ეს სიტყვები.
–მართლა? – სახეზე შეეტყო წყენა
–შენ წარმოიდგინე… – აი დილანდელი მომღიმარი სახეც მის წინ ჩამოჯდა.
–მდა… არაუშავს, სხვა დროს უკეთეს ადგილს შევარჩევ… – მრავალმნიშვნელოვნად თქვა კაცმა, თან დარწმუნებული იყო იმაში რომ ეს სხვა დრო ძალიან მალე, მაგალითად ხვალ იქნებოდა.
–ვნახოთ, ვნახოთ… – ჩანთა ფეხებთან ჩამოდო და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო ნინია.
–აბა, როგორია საღამოს განწყობა? – ჩაეკითხა ბიჭი საწყის ეტაპზე მერე მზერა მოავლო დარბაზს და განაგრძო – აქ იმიტომ დაგიბარე რომ არაჩვეულებრივი მუსიკაა
–ვიცი, ცოცხალი შესრულებით ვიოლინოს ოსტატი ყავთ მოწვეული სტრადივარიუსის ქვეყნიდან…
აი ის მომენტი როცა პირი პირდაპირი მნiშვნელობით ღია დაგრჩება.
–აჰა… – აღარ შეიმჩნია გაკვირვება მაქსიმემ და სავარძელში გადაწვა. – დალევ რამეს?
–კი, შენ?  – და ნინიამ ოფიციანტისკენ გაიხედა. შუა ხნის კაცი მივიდა მათ მაგიდასთან და ნინიასთან დაიხარა – როგორც ყოველთვის. – უთხრა ნინიამ ფრანგულად და მაქსიმეს შეხედა ნიშნის მოგებით.
–იყოს ვისკი, – უთხრა ბიჭმა ოფიციანტს და რომ გაშორდა მათ მაგიდას მერე ნინიას მიუტრიალდა. – გამოვიცნო რა შეუკვეთე?
–თუ გინდა, სცადე… – მხარი ასწია სასხვათაშორისოდ.
უცებ მაქსიმემ მზერა ჩამოატარა მის წინ მჯდომ ქართველ ქალბატონს და თითქოს ამ ერთი შეხედვით შეისწავლა თავიდან ბოლომდე.
თმა სწორი, მუქი წაბლისფერი, უბრალოდ გადაივლო წამოსვლამდე და გზაში ჩამოშრა… ფრანგი ქალების სტილი, გიჟდება ნამიან თმაზე. რაღაცნაირი სურნელი დაყვება ამ დროს თმას. ყველა ნელსაცხებლის ერთად და მგონი გაზაფხულის სურნელიც…
მაკიაჟი– როგორც ჩანს არ უყვარს სერიოზული მაკიაჟი, მსუბუქად ბუნებრივ სახის კანს უხამებს სხვადასხვა ტიპის ტუჩსაცხს, ლამაზ ატმისფერ საკმაოდ გრძელ კოსტუმის ტიპის ლაბადას მივყავართ შიდა შავ ზედასა და სწორ მომდგარ შარვალთან, რომელიც არც მეტი არც ნაკლები კოჭთან მთავრდება. თითქოს ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა გადაედო ფეხი–ფეხზე რომ ეს შარვალი აი ამ კოჭის ძვალს გასწორებოდა და ამ ყვლაფერს მეტალის, ოქროსფერი შეფერილობის და იერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აგვირგვინებს, უცებ ღიმილით გონებაში ამოუტივტივდა დედამისის ფრაზები – „კარგი ფეხსაცმელი ჯიმი ჩუს ან ლობოუტენის უნდა იყოსო“  თან ისე საყვარლად ამბობს ამ ლობოუტენს მგონი სწორადაც ვერ გამოთქვამს, მაგრამ ხვდება და არ ცდილობს გამოსწორებას. ისე, დედა საქართველოს ფარგლებში ცნობილი დიზაინერი ყავს, ალბათ, ამიტომაც იცის ამდენი ამ ქსოვილებსა და ნაჭრებზე, ბავშვობიდან გინდა არ გინდა ტვინი გაქვს გამოჭედილი, ახლა კი, მაღაზიაში სპეც დავალებით გიშვებენ ესა და ეს მოდელი ჩამომიტანეო. ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ ხასიათზე ხარ, აბა ისე ვინ რას გაგიბეადავს.
„მარტინი შეუკვეთა“ – ასე გადაწყვიტა მაქსიმემ და არც დააყოვნა ამოთქვა
–მარტინი?
–ოჰო… – ტუჩზე იკბინა გოგომ, როგორც ჩანს არ ელოდა
რაღაცნაირი ვნებიანი სიტუაცია ჩამოვარდა, სიბნელე დარბაზში, მუსიკა ვიოლინოზე, სასმელი, რომელიც უკვე ჰაერს მოაპობს ოფიციანტის მკლავზე განთავსებული ფოდნოსით.
და ეს ორი ერთმანეთს მზერას რომ ვერ აშორებს. რაღაც შინაგანი კონტაქტი არსებობს.
–როგორ მიხვდი? – ჩაეკითხა ნინია
–ინტუიცია, ან შენი სტილი… იყო რაღაც მიმანიშნებელი… ეწევი? – ჯიბეები მოიქექა მაქსიმემ
–მხოლოდ ხანდახან… – მიუგო გოგომ
–ჩვენ ბევრი გვქონია საერთო, დილით რა მითხარი, რა ფაკულტეტი დაამთავრე?
–მოდათმცოდნეობა… – მიუგო ნინიამ
–ხო, მე …
–შენ იყავი ყველაზე პოპულარული ყმაწვილი ფაკულტეტზეც და უნივერსიტეტში, ასე თუ ისე შენს წარმატებებს თვალყურს ვადევნებდი…
–იცი, გუწრფელად გითხრა ბევრი რამ არ მახსენდბეა, მაშინ ძალიან მიქროდა, მაგრამ მგონი მოგწონდი ხომ?
–მეე? – თავი უკან გადაიქნია გოგომ და შუაზე გაყოფილი თმაც ჰაერში ააფრალა
–ხო, ვცდები?
–იცი, მაშინ მეც ძალიან მიქროდა… – თითქოს არ უპასუხა
–თითქმის სულ ვაცდენდი… თან მაშინ ოჯახში რაღაც პრობლემები იყო, დედა და მამა შორდებოდნენ და მოკლედ…
–აჰა…
–სტუდენტობის პერიოდი მაინც სულ სხვა მოვლენაა
–ხო, ტკბილი მოგონებები, თავგადასავლები, უამრავი საინტერესო სიახლე და საერთოდ სხვა, უფრო დამოუკიდებელი სამყაროა…
–პარიზში რამდენი ხნით ხარ?–მაქსიმეს არ უნდოდა მასთან განშორება.
ხომ ხდება ასე, საერთოდ არ იცნობ და უცებ გაიცნობ ადამიანს, ზოგის შესაცნობად მთელი ათწლეულია საჭირო, ზოგი კი აი ასე, შენს თვალწინ არის გადახსნილი ათასი შთამბეჭდავი ისტორიით, გამჭვირვალეა, როგორც მარტინი და ისღა დაგრჩენია წვრილ ჯოხზე ჩამოცმული ზეთის ხილი დააგემოვნო და სასმელიც შესვა… ესეც შენი გარნირი…
ჭიქასავით ელეგანტური, თავდაჯერებული და მეტიჩარაა…
–კონკრეტულად პარიზში კვირის ბოლომდე გავჩერდები, უქმეებზე ქალაქგარეთ მივდივარ…
–დღეს ხუთშაბათია… ანუ ზეგ? –თითქოს გული დასწყდა ბიჭს
–აჰა… – მოსვა მარტინი ნინიამ
რა ცუდია, ჯერ ახლახანს გაიცნო და ისედაც დღეში ორჯერ მისი ნახვა არ ყოფნის, უქმეებზე ქალაქგარეთ? იქნებ გადაიფიქროს.
–პარიზი მოგწონს?
–პარიზი ჩემი ქალაქია – მიუგო ქალმა
–ეს დეგუსტაცია რა თემაა, ამიხსენი რა… შენზე ერთი ორი სტატია წავიკითხე… არ გაინტერესებს ნომერი როგორ მოვიძიე?
–არა… – ისეთი საყვარლად თავხედი იყო ეს გოგო კაცი ყოველი წინადადების მერე წყობიდან გამოდიოდა
–გინდა ვიცეკვოთ?
–მე არ ვცეკვავ…
–არ ცეკვავ?
–ყველასთან არა…
–აჰა, და იქნებ მე ყველა არ ვარ… – მაქსიმეს წინ ციხესიმაგრე ჰქონდა ასაღები და ახლაღა აანალიზებდა ამას
–რატომ გგონია?
–კიდევ ერთხელ ჩამოეკიდა ჰაერში რომანტიკის სურნელი, სადღაც კაუჭზე იყო გამოდებული და წამში გასკდებოდა
–ხვალ რა გეგმები გაქვს? – ჯობია ხვალისთვის იზრუნოს, რომ დაჯავშნოს, ნინია, როგორც საუკეთესო სასტუმროს ნომერი
–დისნეილენდი… – გოგონამ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ლამაზი თითებით ბოკალი მაგიდის ცენტრისკენ მიაცურა.
ახლა უფრო სხვანაირი ჩანს ვიდრე ამ დილით. დაასკვნა მაქსიმემ
–დისნეილენდში რა გინდა? – გადაიხარხარა მაქსიმემ – ბავშვობას იხსენებ? თუ ეს ის თემაა „ყველა დიდი ხომ პატარა იყოვო“ …
–მიყვარს ეგზიუპერი… – მიუგო გოგომ
–მეც.
აი კიდევ ერთი ქულა ნინიას მაქსიმეს ჩანაწერებიან ბლოკნოტში
–საოცარი ნაწარმოებია…
–უდავოდ, გენიალური
–გიყვარს ჯირითი?
–უფრო მეშინია… ბოლომდე არ ვარ მოშვებული და ალბათ ეს დაძაბულობა ცხოველზეც გადადის…
–კი, ეგრეა… მე ძალიან კარგი ტრენერი ვარ ჯირითის განხრით…  – თავი შეიქო კაცმა, – გინდა გასწავლი, აქვე შემოგარენში ჩემს მეგობარს პატარა ვილა აქვს, ოტტო ქვია, მას ყავს ცხენები, შემიძლია დაგპატიჟო შენს უქმეებზე, მაინც ქალაქგარეთ აპირებდი წასვლას…
– ეს შენი მონდომება საოცრად მაგონებს რობი ვილიამსის კლიპს, ბილიარდის სწავლასთან დაკავშირებით – გაეღიმა ნინიას
–კარგი კლიპია
მაქსიმე მიხვდა რომ საქმე ძალიან ჭკვიან ქალთან ქონდა და ახლა უნდა ეცადა ეს ყველაფერი ისე შეეფუთა რომ სულ სხვა მხარეს წაეყვანა შეთანხმებაცა და დიალოგიც.
–მიირთმევ რამეს? –ჩაეკითხა ბიჭი
–საერთოდ ცოტას ვჭამ.
ჩანთიდან მობილური ამოიღო გოგომ და ეკრანს დახედა
–გეტყობა… – ღიმილით მიუგო მაქსიმემ
–თბილისში როდის გეგმავ დაბრუნებას – თითქოს უცებ სხვა თემაზე მობილურის ეკრანიდან წამოსულმა სანახაობამ გაიტაცა ქალი
–ჯერ არც კი ვიცი, ეს ჩემი საქმე რომ დამთავრდება მერე პირდად ჩემსაას ვიწყებ და საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები მაქვს…
–კარგია გეგმები ცხოვრებაში…
აქამდე ყველა ქალი ეკეკლუცეებოდა, ფლირტში ყვებოდა, ყველა განურჩევლად აღტაცებული იყო მისით, რაშია საქმე? ნუთუ იმაში ეს საქართველოდან და მისი წარსულიდან რომ არის ნაწარმოები?
საოცრად დაბნეული იყო და რაღაც მომენტში საკუთარი თავის რწმენასაც კი კარგავდა კაცი.
სუსტი კი არა ძლიერი სქესი არ იქნებოდა ასეთი გამჭრიახი როგორც ეს გოგონა მის წინ.
–შენთან საუბარი ძალიან კარგია, მართლა, მაგრამ წასვლის დროა იცი?
–უკვე? – სულ აილეწა კაცი
–ხო, რაღაც საქმეები მაქვს და მინდა გავიქცე… რომ დღესვე მოვასწრო, თან ხვალ დისნეილენდი მელის და … ერთი სიტყვით მართლა არ მცალია, უბრალოდ რომ გინდოდა ასე დაჟინებით შეხვედრა ჩვენი წარსულის გამო ვეცადე ყველანაირად… – ცოტა დაბნეული იყო გოგო მაგრამ მაინც ახერხებდა სიტყვების თავმოყრას, უცერემონიოდ წამოდგა, ჩანთა აიღო, მხრებზე შემოფენილი თხელი ლაბადისმაგვარი კოსტუმი მკლავზე გადაიკიდა და კარისკენ გაემართა, მაქსიმეც წამოდგა მის გასაცილებლად, კართან რომ მივიდნენ ზღურბლზე ნინია შედგა

–რა მოხდა?
–წვიმს…
–ჰო, ეს გაზაფხულის შხაპუნა წვიმას გავს…
–ყოვლად უდროო დროს რომ დაგატყდება კაცს თავს… – დაასრულა მისი წინადადება
–არ გიყვარს წვიმა?
–როდის როგორ… მიუგო გოგომ მერე  ხელი აიქნია, მანქანა მისკენ დაიძრა.
–ნინია… – უცებ აღმოხდა მაქსიმეს
–დიახ… – შემობრუნდა გოგო მისკენ
–შევხვდეთ ხვალ?
–გიყვარს დისნეილენდი? – მიუგო გოგომ
–ისე რა…  მაინცდამაინც არ ვგიჟდები გამოპრანჭულ თაგვებზე და არცზღაპრის გმირებზე.
–შენი ნებაა, მე ალბათ 2–დან იქ ვიქნები…
–ორიდან? – უცებ სიტყვა გაუწყდა მაქსიმეს
მაღალქუსლიანი ოქროსფერი მეტალის ეფექტის ფეხსაცმელით ნინია მანქანამდე მიკაკუნდა…
ერთ–ორ გუბეს ჰაერში გადაახტა…
მერე კარი გამოაღო და მანქანაში ზუსტად ისე შეხტა, როგორც მის ხასიათს ეკადრებოდა.
აპრილის მზიანი დღე საღამოს შხაპუნა წვიმით დაგვირგვინდა…
მანქანა რომ დაიძრა ცოტა დაბნეული შეიშმუშნა და მიხვდა რომ არა მხოლოდ გაურკვევლობაში, რაღაც ნისლსა და ბურუსში დატოვა გოგომ ის, აი ასე წავიდა და პრინციპულად არაფერი კონკრეტული არ თქვა…
–საოცარი ქალია… – თითქოს ეს ყოველივე მაქსიმესაც მოეწონა.
მერე ოფიციანტს მხარზე ხელი გადახვია, სიძველის სუნი ეცა იქვე განლაგებული ანტიკვრიატიდან და ფრანგულად ჩაულაპარაკა
–ჩვენ რომ ვიცით, ერთი ჭიქა….
და მაგიდას დაუბრუნდა.
ამდენს სულ არ ეწევა ხოლმე მთელს კვირაში, რაღაცაშია საქმე…
ქალმა შთააგონა თუ პარიზის აპრილისეულმა წვიმამ?
რაღაცნაირად ჩაფიქრდა და ფიქრმა ისე შეიყოლია სადღაც სულ სხვა განყოფილებაში ამოყო თავი.
უნდა წავიდეს დისნეილენდში და წავა კიდეც…
მერე რა რომ საერთოდ არ ადარდებს პლუტოები, გუფი და მიკი მაუსები, მერე რა რომ მისთვის პრინცებისა და პრინცესების ხანა ღრმა ბავშვობაში დარჩა, მერე რა თუ ატრაკციონებით არ არის გატაცებული და არც დიდი ჩუპა–ჩუპსი აინტერესებს, მერე რა თუ ყველა შრომას წყალში უკარგავს უოლტ დისნეის და კიდევ მერე რა თუ დიდი ხანია ამ ასაკიდან გამოვიდა…
ასეთი აჟიოტაჟი და ბავშვების ჟივილ ხივილი დიდი ხანია არ სმენია.
ახლა მთავარი ის არის, ნინია დაინახოს ამ ადგილას, სადაც ათასობით ბავშვი ირევა და დიდიც თან ახლავს.
კარგა ხანს, ალბათ, 40 წუთი მინიმუმ იდგა შესასვლელთან მაქსიმე, მერე უკვე წასვლაც გადაწყვიტა, იქ ვინმეს მოძიებას აზრი არ ჰქონდა.
სწორედ მაშინ როცა გამოსვლას ლამობდა პატარა ატრაქციონთან ზურგის მხრიდან ხელის შეხება იგრძნო.
სანამ მობრუნდა მანამდე გააცნობიერა რომ ეს ნინია იყო.
–აღარ მელოდი ხომ? – გაუღიმა გოგომ
–ეს როგორ გამოწყობილხარ – საუბრის გადატანა სცადა ეგრევე ბიჭმა
–მაინც როგორ? – ზედ დაიხედა ნინიამ, მხიარული ჩანდა საკმაოდ
–აი რა ვიცი, დახეული ჯინსები, კეტები, და ეს მიკი მაუსი თავზე?
–ეს ყურებია და ბანწიკი… – ძალიან საყვარლად მიუგო გოგომ
–აჰა, და სად ვიყავით აქამდე?
–ალბათ, ვერ შემნიშნე, თორემ აქ ვიყავი…
–ნუ, სნაიპერის მზერა თუ არა, შერლოქ ჰოლმსის მაინც მაქვს – ცოტა წაიტრაბახა მაქსიმემ
–და მაინც, ვერ დამინახე…
–ვაღიარებ და უკვე წასვლასაც ვგეგმავდი…
–კარგი რა, არ მითხრა რომ ასე უცებ დანებდი… – გადაიკისკისა გოგომ და ჩვეულად კისერი უკან გადააგდო
–შენ წარმოიდგინე, მიუგო ბიჭმა
–მმმმ, მე შენ უფრო გამძლე და ძლიერი ბიჭი მეგონე
–ცუდია…
–კარგი მოვეშვათ ამ კეკლუც დიალოგს, რას აპირებ?
–შენ?
–მე ბავშვი მყავს ჩაბარებული, რომელსაც ყველგან უნდა შემოსკუპება და უკვე ძალიან დამღალა, – მიუგო ნინიამ
–ბავშვი? – ცოტა არ ესიამოვნა მაქსიმეს
–ხო, ჩემი არაა, ჩვენი მეზობლის ბავშვია, ქალაქში იყვნენ ჩამოსულები და ჩვენ შევთავაზეთ გასეირნება…
–რა სიკეთეა. მე მეეჭვება ჩემი ბავშვი წამოვიყვანო აქ, არა თუ სხვისი… მეზობლის… აქ მეზობლებიც გყავს? – ამ ბოლო საკითხმა ძალიან ჩააფიქრა
–შენ წარმოიდგინე … საკმაოდ კეთილები და კარგები…
–შენ რა აქ დიდი ხნით ხარ?
–გააჩნია რას გულისხმობ, ბოლო პერიოდია აქ ვცხოვრობ საერთოდ… – ნინიამ სათვალე გაისწორა ცხვირთან და მაქსის გაუღიმა
–მართლა? – წარბები ასწია ბიჭმა
–ნინია! – უცებ ქართული ხმა და აქცენტი მოისმა, ორივემ მარჯვნივ გაიხედა, იქვე მათ შორი ახლოს გოგონა ასვეტილიყო და მზეს იჩრდილავდა. –ნინია, აქ ხარ? – დაინახა და მისკენ დაიძრა
–მაქსიმე, გაიცანი ჩემი მეგობარი თაია.
–სასიამოვნოა… – შეხედა სასიამოვნო გარეგნობის გოგონას მაქსიმემ
–ჩემთვისაც. – გაუღიმა გოგონამ ასევე მინი მაუსის თმის სამაგრით თავზე
–თქვენ მგონი კოსტიუმირებულ ღონისძიებაზე ხართ, თან რაღაც ქართული ღონისძიება ჩანს, ამდენი ქართველი ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ არ მინახავს. – თავისი გაოცება დააფიქსირა მაქსიმემ
–ჰაჰა, მართალი ხარ, მაგრამ თაია ჩემგან განსხვავებით აქ არ ცხოვრობს, – ნინიამ სიტუაციის ახსნა სცადა, ამ დროს მაქსიმემ ისიც გაიგო რომ თვითონ ნინია აქ ცხოვრობს, ახლა უკვე ისიც ინანა რომ ამდენი ხანი გოგოს ვერ შეხვდა ამ საოცარ პარიზში – თაია სტუმრად არის ჩემთან… მომავალ წელს საერთოდ გადმოვა ასე მგონია… არა?  – ღიმილით შეხედა გოგონას
–ვნახოთ, ვნახოთ… – უპასუხა თაიამ, თავი დახარა და ხელები ჯიბეებში ჩაიცურა
–მშვენიერია, უკვე სამნი ვართ,– მოეწონა მაქსიმეს ეს იდეა  – მოიცადე, ეს არის ის ბავშვი, მეზობელმა რომ გამოგატანა დისნეილენდში? –უცებ შეაცქერდა ნინიას
–აჰ, არა – ნინიასთან ერთად თაიამაც გულიანად გაიცინა
–არა?
–არა – სიცილს აგრძელებდა ნინია
–მე ბავშვს ვგავარ? – გაოცდა თაია
–სხვათა შორის კი – უპასუხა მაქსიმემ და ისევ ნინიასთან აპირებდა დიალოგის გადატანას თაიამ არ გააგრძელებინა
– კარგი, ბავშვს რაც შეეხება გვიცდის, კიდევ აქვს ერთი ორი ატრაქციონი დასაპყრობი…
–მაქს, წავედი მე, კარგი იყო შენი ნახვა, – მიუგო ნინიამ
–მოიცადე, საით? – დაიბნა ბიჭი
–იქით… – ხელი გაიშვირა გოგომ და მიხვდა რომ ცოტა უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა.
–შეიძლება შემოგიერთდეთ? – ზრდილობიანად იკითხა მაქსიმემ, ბოლოს და ბოლოს მის გამო მოვიდა აქ, – თუ უხერხული არ იქნება…
–არა, რატომ, რაც მეტი მით უკეთესი – გაუღიმა თაიამ,
–ნინია… – საქმე მასთან ქონდა ბიჭს
–ვეთანხმები თაიას, თუ მოსაბეზრებელი არ იქნება შენთვის
–არა, რადგან აქ ვარ…
–კარგი, მაშ წავიდეთ.
მაქსიმე გოგოებს გაყვა მაგრამ კიდევ ვერ იყო გარკვეული სიტუაციაშია, დიალოგი აღარ გააგრძელა ეგრევე საკუთარ თავთან დარჩა ფიქრებში, ორი გოგო, ერთი ბავშვი, მოიცადე და ბავშვი სად დატოვეს და ეს ბავშვი რა კატეგორიით არის ბავშვი?
აი ამ კითხვებზე პასუხი სწორედ წინ დახვდა მაქსიმეს
ატრაქციონთან შუა ხნის კაცი ბავშვთან ერთად ელოდა ნინიას და თაიას
ქართველს არ გავდა.
ამდენი ქართველი ერთი დღისათვის მეტისმეტია
–ლუკას, – მიუახლოვდა ნინია – გაიცანი, მაქსიმე, ჩემი ძველი მეგობარი, გუშინ რომ გიყვებოდი, “კოსტესში” შევხვდით თქო.
–აააა, სასიამოვნოა, – ხელი გაუწოდა ლუკასმა მაქსიმეს
–ჩემთვისაც– ღიმილით კიდევ ახალი ნაცნობი ჩაწერა სიაში მაქსიმემ პარიზული ისტორიიდან
–მაქსიმე, ეს ლუკას კრანახია – მიუგო ნინიამ
–ოჰო, საინტერესო სახელი და გვარი ჰქონია… ” მაჭანკალი ” მისი დახატულია ? – ხელოვნების ქომაგი ამეტყველდა ფილოსოფიურ–ირონიული სტილით
–არა, ნამდვილი ფრანგია, იმ კრანახისგან განსხვავებით გერმანული ფესვები არ აქვს – უთხრა ნინიამ
–ჰო, ისე მაქვს ფრანგულიც გამჯდარი ახლა დავაფიქსირე ფრანგულად რომ ვსაუბრობდით სამივე – ახლა ჩასწვდა დიალოგს მაქსიმე
–თაიას არ ესმის ფრანგული და ამიტომ ლუკასი ინგლისურად საუბრობს ჩვენს გარემოცვაში, – განაგრძობდა ნინია
–ესეც ჩვენი პაწია წევრი, რომელიც ლუკასის მეზობლის ბავშვია და გადავწყვიტეთ დისნეილენდში ჩვენ წამოგვეყვანა, ბოლოს და ბოლოს პარიზის შემოგარენში ცხოვრობს და მას ყველაზე მეტი უფლება აქვს ნახოს ეს არაჩვეულებრივი ადგილი. – ნინია დაიხარა ბავშვისკენ და გაუღიმა – ხო და მას საერთოდ არ ესმის ფრანგულის გარდა არც ერთი სხვა ენა, ამიტომ უხერხულად რომ არ იგრძნოს თავი ცოტ–ცოტა ფრანგულად ვისაუბროთ.
ნინია რომ წამოიმართა ისევ მამქსიმე კითხვით დაუბრუნდა
–მოკლედ მეგობრების გარემოცვაში და უფრო კონკრეტულად ზრდასრული ადამიანების გარემოცვაში დისნეილენდს ვათვალიერებთ თუ ვიპყრობთ?
–ერთიც და მეორეც – ჩაერთო დიალოგში თაია
–მაშ ასე, როგორია ჩვენი გეგმა? – ჩაეკითხა ყველას ლუკასი
ლუკასი საკმაოდ სერიოზულ ასე 40 წლამდე ასაკის კაცს ჩამოჰგავდა, მაქსიმე მის შესწავლას იწყებდა რომ დიალოგმა ეს საკითხი გვერდზე გადასწია
–ლუკას, ახლა თაიას ჯერია, ის წავა ჟოზესთან ერთად ატრაქციონზე და მერე მაქსიმეს გავუშვებთ. – ისეთი ღიმილით შეხედა ნინიამ ბიჭს, უარის თქმა ყოვლად გამორიცხული იყო.
–ოჰო, მაინცდამაინც მომხრე არ ვარ ამ ამბის, მაგრამ თუ ასე ვერთობით, რა გაეწყობა… – მხრები ასწია მაქსიმემ
–ეჰ, მაქს, არ იცი ქალების ამბავი? – მხარზე ხელი დასცხო ლუკასმა
ამინდი საოცარი იყო, მზე ანათებდა, ნამდვილი გაზაფხულიც მოსულიყო და ეს სითბო, სიხარული და აჟიოტაჟი ისეთი გადამდები ხდებოდა მაქსიმე უკვე ექცეოდა დისნეილენდის ტყვეობაში.
უკვე მოსწონდა ახალი ქართველის გაცნობა პარიზში და ცნობილი გერმანელი მხატვრის სეხნია ზრდასრული მამაკაციც მის სიმპათიას იწვევდა.
თითქმის დარწმუნებული იყო რომ წინ კიდევ ერთი სასიამოვნო და ნაკლები ინტრიგით სავსე დღე ელოდა, როცა მის მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა.
–და თუ ეს ქალი შენი ცოლია, საერთოდ უძლური ხარ ყველაფრის წინააღმდეგ – ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ ლუკასმა და მაქსიმემ ნინიას გადახედა
–უკაცრავად? – საოცარი დაბნეულობა აღიბეჭდა ბიჭის სახეზე.
–მე მომიტევეთ, დამავიწყდა აღმენიშნა,–უცებ სახე ვარდისფრად შეეფაკლა გოგონას – ლუკასი ჩემი ქმარია – მიუგო ნინიამ დაინტერესებულ მაქსიმეს და ლუკასმაც ცოლი საოცარი სითბოთი მიიხუტა.
–გასაგებია… – და აქ ყველაფერი საერთოდ გაუგებარი აღმოჩნდა.
მაქსიმემ ზუსტად ათი წუთი შეიკავა თავი და გაყინული გონებით მიყვა ჟოზეს და თაიას ლუკასთან და ნინიასთან ერთად ატრაქციონთან და მერე გამხნევების პროცედურაში ჩაერთო.
სამნი მარტო რომ დარჩნენ ბიჭმა ძალიან სერიოზული მზერით შეხედა ცოლ–ქმარს და ფიქრების ყუთს თავი პანდორას სკივრივით მოხადა.
მაქსიმე ჩარკვიანი რომელიც ასეთი აჟიტირებული და აღტაცებულია ნინია შონიათი ზუსთად 48 საათი და ცოტა მეტია, რომელიც ასეთი მონდომებით გეგმავს გოგონას მონუსხვას და ცდილობს იქ იყოს სადაც ის არის, რომელიც ისეთი აქტივობით გამოირჩევა როგორც არასდროს თურმე იმ ქალზე ფიქრობს, რომელიც საერთოდ სხვას ეკუთვნის.
–მე და ლუკასმა ერთმანეთი აქ გავიცანით. პარიზში… საოცარი ადგილია ნაცნობობისა და სიყვარულისთვის – ნინია მგონი მიხვდა რომ ცოტათი დაბნეული და გაურკვევლობაში მყოფი იყო ბიჭი, ხო და სიტუაციის გამოსწორება ახსნით სცადა. –მგონი ტყუილად არ ქვია სიყვარულის ქალაქი, ლუკასი სწორედ იმ სასტუმროს მფლობელი და მეპატრონეა სადაც გუშინ დილით ჩვენ შევხვდით. – თან ფრანგულად საუბრობდა რომ ლუკასსაც გაეგო
–მაქსიმე, არ ვიცი, თქვენში რა არის მთავარი ქალის გულში ჩასავარდნად, მაგრამ მე რომ დავინახე ნინია მაგიდასთან ეულად მჯდომი, მივხვდი რომ ეს ქალი რომელიც ირგვლივ ასეთ სურნელსა და სითბოს, ასეთ სიყვარულსა და ცეცხლს აფრქვევდა ერთდროულად, ჩემი უნდა გამხდარიყო და დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხე კიდეც…
–დიდი ძალისხმევაო ამბობთ? – ჩაეკითხა მაქსიმე, როგორც ჩანს ამ ქალის შეყვარება მარტივია ერთი ნახვით, მაშინ როცა მაგიდასთან ეულად ზის
–ნამდვილად ნამდვილად – ჩაიღიმა ლუკასმა
–არაჩვეულებრივია… – თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და მეტი არაფერი არ აინტერესებდა მაქსიმეს. ახლა რომ წასვლა გადაეწყვიტა ალბათ, მარტივად მიხვდებოდა ნინია ყველაფერს. მაქსიმეს შეიძლება აღარც უნდოდა მისი მიხვედრილობა ამ საკითხთან მიმართებაში. ამიტომ ორჭოფობდა რა მოემოქმედებინა. დარჩენილიყო თუ წასულიყო. მობილური, მშვენიერი აზრია იმის გასათამაშებლად რომ საქმე გამოუჩნდა და მიდის – საქმიანად ამოიღო მობილური, ეკრანზე თითებით ისრიალა და უცებ ლუკასს სიტყვა ჰაერში გააწყვეტინა – მსიამოვნებს თქვენი ისტორიის მოსმენა, მაგრამ უნდა დაგტოვოთ.
–მართლა? – სახეზე წყენა აესახა ნამდვილ ფრანგს
–სამწუხაროდ. – ისევ ჯიბეში დააბრუნდა მობილური ბიჭმა და მოემზადა წასასვლელად
–საწყენია, კარგი იყო შენი ნახვა – მარტივად გაიმეტა ბიჭი წასასვლელად ნინიამ
–მაქსიმე, მოდი ასე ნუ დავშროდებით – დაიწყო ფრანგმა – ძალიან მინდა ხვალ კომპანიონობა გაგვიწიოთ, შემოგვიერთდით, სოფელში მივდივართ, ქალაქგარეთ, შორიახლოს მაქვს მემკვიდრეობით დატოვებული სახლ–კარი, საოცარი არაფერია, მაგრამ ერთ–ორ საღამოს სიამოვნებით გაატარებდა კაცი.
–არა, იყოს, არ შეგიშლით ხელს  – თავის არიდება სცადა ამ ამბიდან მაქსიმემ
–ძალიან მოგეოწნებათ, თქვენ ხომ ქართველი ხართ, ყველას მოსწონს იქაურობა, აი თაიაც პირველად მიგვყავს, ჟაკის დედ–მამა იქ ცხოვრობენ და ჟაკსაც დავაბრუნებთ მშობლებთან და ჩვენც ერთ საღამოს შემოვრჩებით ფრანგულ პროვანსალს… – მხარზე მეგობრული ჟესტის გამოსახატად ხელი დაჰკრა ლუკასმა მაქსიმეს
–რა გაეწყობა, შემოგიერთდებით – მიუგო ბიჭმა –მაგრამ ახლა დანამდვილებით უნდა წავიდე. საქმე მიხმობს – აქედან მაინც სცადა თავის დაძვრენა
–თუ გადაიფიქრებ შემეხმიანე – ნინიამ ისე მიუგო ბიჭს რომ აქამდე წასვლას საერთოდ არ გეგმავდა, გზიდანვე აპირებდა მიზეზის მოფიქრებას, მაგრამ არა, ახლა ნამდივლად წავა. წავა და ახლოდან შეაფასებს ამ წყვილს, ისე როგორც სასტუმროს ნომრებს და ისე როგორც ეს ქალბატონი კრემ ბრულეებსა და ჩიზქეიქებს აფასებს.
დიახაც, გამწარებულია, გულმოსულია, ქართველი კაცია, რომელსაც ეს–ესაა თვალწინ აერთვა მოწონებული ქალი.
ეს ქალი კი აი ასე, ურცხვად იწვევს ყველა თამაშში.
ნუ მაქსიმეს ასე გონია ამ კონკრეტულ შემთხვევაში .
ამაღამ საერთოდ არ იფიქრებს მასზე, დაე ღრმა სიბერემდე შეაბერდნენ ერთმანეთს ლუკას კრანახი და ეს ქართველი ქალბატონი.
ის მაინც იპოვნის ოცნების გოგონას… და აი ისიც მისკენ მოემართება მომღიმარი, მგონი პრინცესაა ,რომელიღაც მულტფილმიდან, ცისფერი კაბით და ქერა თმით. მოემართება მომღიმარი…
დისნეილენდში პრინცესაც იპოვნა მაქსიმემ, რად უნდა ნინია …
ხო, გაბრაზებულ გულზე რას არ იფიქრებს კაცი, თანაც ქართველი…
ასეა, თუ ქალი დაკავებულია გწყინს, თუ თავისუფალია და კითხვა გიჩნდება აქამდე მისით რატომ არავინ დაინტერესდაო…
საოცარი არსებები არიან ეს კაცები…

პარიზის შემოგარენში არის ერთი არაჩვეულებრივი ადგილი, უამრავი ვენახით, პრერიებით, სიმწვანით, სიძველით, ლამაზი სახლებით, ფეშენებლურ ვილებს თითქმის იშვიათად წააწყდებით.
აქ არის ძველი ფრანგული აგარაკები. ჰო, ეს სიტყვა ყველაზე მეტად უხდება აქაურობას, თითქოს დიდი ქალაქის ყველა პირობას მოწყვეტილა ეს გარესამყარო და აქ მხოლოდ თეთრი ქუნქულა ბატები დაიარებიან ისე ამაყად თითქოს სამსხურში სეიროზულ შეხვედრაზე აგვიანდებათო.
რამდენჯერმე უთხრა მაქსიმეს ლუკას კრანახმა სახელი ამ მიდამოების, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაიმახსოვრა, ეს იმიტომ რომ პროტესტის ენით აუღწერელი გრძნობა აქვს დაუფლებული ამ კაცის მიმართ.
ფანჯრიდან მომზირალ მაქსიმეს დორის ლესინგის სიტყვები ახსენდება „სიტყვები, სიტყვები, სიტყვებს ვათამაშებ იმ იმედით, რომ მათი რომელიმე კომბინაცია, შესაძლოა, შემთხვევითიც კი, მომცემს საშუალებას გამოვხატო ის, რაც მსურს…
საქმე ისაა, რომ ნამდვილი გამოცდილება შეუძლებელია აღწერო, ვფიქრობ და გარკვეული გულისტკივილითაც, სამი წერტილი ძველმოდურ რომანებში რომ ვხვდებით, ყველაზე მეტად გამოგადგებოდა…“
ზუსტად ასეა, სამ წერტილს შორის არის გაჭედილი და გრძნობს რომ ეს მესამე წერტილი თვითონ არის.
არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაშია.
ხო, ვერ ვიტყვით რომ ერთ დღეში შეიძლება ვინმე თავდავიწყებით შეგიყვარდეს, მით უმეტეს ახლა, ჩვენს დროში, მართლა რომეო და ჯულიეტას ისტორია ხომ არ არის?
ნუთუ ერთი ნახვით აკიაფდა ვარსკვლავი მის თვალში ნინიას სახით?
არააა, რაღაც ხდება მის გულსა და გონებაში, და შეიძლება ეს სულაც ის გრძნობაა, რომელსაც უნდა რომ სხვისთვის სასურველ კაცად აგრძნობინოს თავი. თან კრახს ჩვეული არაა, აი ეს ლუკას კრანახი კი, უდავოდ კრახს იმსახურებს. როგორ შეიძლება ასე გიმართლებდეს კაცს.
ან იქნებ, ამ ასაკისთვის გამართლება ჩვეულებრივი მოვლენაა?
მოიწყო და აიწყო კაცმა ცხოვრება.
აგერ საოცარ მაზერატიში უზის საოცარი ქალი, რომელიც ნამდვილი კრემ ბრულეა. მაქსიმემ უკან გაიხედა იმ იმედით რომ ჟოზეს წაეთამაშებოდა. მაგრამ სულ ტყუილად. ბავშვს ჩასძინებოდა ტკბილად თავის სპეციალურ მანქანის სავარძელში. გოგონები აქეთ–იქით იყურებოდნენ. უდავოდ ლამაზი პეიზაჟები იყო წინ გადაშლილი. თან ისიც არ უნდოდა ლუკასი მიმხვდარიყო მის ინტერესის მიზეზს, მაგრამ მაინც შეძლო და ნინიასკენ გააპარა თვალი. რაღაც თითქოს სკოლის წლებს დაუბრუნდა, ეს არ იყო საერთოდ უნივერსიტეტის ან ზრდასრული ასაკის კაცის საქციელები.
ნინია ფილმის კადრივით მისკუპებულიყო ფანჯარასთან და პატარა ბავშვივით რამის ცხვირი მიესრისა მინაზე.
ბეჟი ფერის ჟილეტი ეცვა თეთრ მაისურზე, და ჯინსებიც საოცრად უხდებოდა, გუშინდლიდან შეყვარებულია მის ჯინსებზე.
უხდება.
ქალს რომ ჯინსი უხდება, მორჩა, იქ უკვე ყველაფერი ნათქვამია!
მერე წამით მზერა მოწყვიტა ამ კარამელის ფერებში გადაწყვეტილ გოგონას და ისევ თავისი ხედით დატკბა.
–რას მოუსმენდით? – იკითხა გალანტურმა კრანახმა
–რაც გაგიხარდება… – მიუგო მაქსიმემ
ლუკასმაც არ დააყოვნა და ხელი წაიღო მუსიკის ჩასართავად…
ოჰ, აი ესღა აკლდა მაქსიმეს სრულ ბედნიერებას. Ellie Goulding – love me like you do
ყველგან ეს სიმღერა ჟღერდა.  ნინიამ ღრმად ამოისუნთქა აშკარად გაიგო მაქსიმემ და სავარძელს მიეყუდა მოდუნებული. ხომ არის, არ იყურები, მაგრამ ხედავ… ან კიდევ გრძნობ.
თაია ბავშვივით აჟიტირებული საოცარ რეპლიკებს ისროდა.
–საოცრებაა, სამოთხეში მგონია თავი! – შეჰკივლა გოგომ
–შენი აზრით სამოთხე საფრანგეთის შემოგარენს გავს და თანაც ბატები დარბიან? – მრავალმნიშნველოვნად იკთხა მაქსიმემ. სარკაზმიც გაურია. რაღაცნაირად აგრესიული იყო ამ გოგოს მიმართ.
–რატომაც არა, შენი აზრით როგორია სამოთხე? – ზუსტად ზურგიდან ესმოდა გოგონას წკრიალა ხმა.
ნინიას ადარებდა ყველას და ყველაფერს, ნინიას ხმა ხავერდივით იყო, უფრო ქალური, უფრო არა, გაცილებით ქალური, ეს ნამდვილად პატარა თინეიჯერს გავდა, არადა მგონი ტოლები არიან ფიქრობდა მაქსიმე. ლუკასს ზურგს უკან უზის მეუღლე თაია კი მაქსიმეს უკან არის სავარძელში მოკალათებული. ახლა იმაზეც უნდა ხარჯოს დრო რომ ამ პატარა გოგოს უხსნას როგორია სამოთხე. სულ არ ადარდებს.
–სამოთხე ჩემი აზრით? – გახედა ისევ პრერიებს – რა ვიცი, არის საერთოდ?
–როგორ, ურწმუნო ხარ? საერთოდ არ აღიარებ არც ერთ რელიგიას? – სიცილით ჩაეკითხა გოგო
–ეგ ჩემი გადასაწყვეტია. არავის თავს არ ვახვევ ამ კონკრეტულ ჩემს მოსაზრებას.  რელიგია ძალიან ინტიმური და პირადი მდგომარეობაა.
–გეთანხმები. – გამოექომაგა ნინია.
მაქსიმეს უკვე მოუნდა დიალოგის წარმართვა და მზად იყო თაიას ყველა წამოწყებას სიამოვნებით აყოლოდა.
ლუკასი ნამდვილად თავშეკავებული იყო, მგონი ძალიან ტკბებოდი თავისი „მაზერატით“
–სამოთხე ადრე ბოტიჩელის ნახატი მეგონა, – დაიწყო თაიამ – მერე მეგონა რომ სამოთხე შენივე საუკეთესო მდგომარეობაა, რასაც შენში ატარებ, ოღონდ უსასრულოდ გაგრძელებული, მერე მივხვდი, რომ ეს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქვეა, ახლა უბრალოდ მგონია  რომ სხვა რეალობაა, რომელიც ყველაზე ძალიან მშვიდ და უსასრულო და სავსე მდგომარეობას ჰგავს.
მაქსიმე არც მეტი არც ნაკლები შემობრუნდა რომ შეეხედა გოგონასთვის ნუთუ ეს ნამდვილად მან თქვა.
–ოჰო… დამაჯარებელი იყო და საინტერესო… – გულწრფელად მიუგო ბიჭმა.
–ხო, ასეა.. – ვითომც არაფერი ისე აიჩეჩა მხრები თაიამ და ისევ ტკბობა განაგრძო ფანჯრის წინ გადაშლილი ხედებით.
–ხომ იცი, ვისთვის რა ძალაა მამოძრავებელი და ვისთვის რა… დაახლოვებით იგივე მომენტია… – განაგრძო მაქსიმემ. გააჩნია რომელ ძალას აღმოაჩენ შენში და გზას გაუხსნი, მეც როგორც ყველა ადამიანს ბევრი სისუსტე მაქვს და ხან რა ძალა დამძლევს ორი წუთით და ხან რა… ამ ძალებშია რელიგიაც… მთავარია გწამდეს და ვისი და რისი ეს უკვე შენი პირადი მოსაზრებაა.
–აი, ეს არის დასვენება, ამ დასვენებაზე უარს არ ვიტყოდი, ოღონდ ყოველგვარ ტექნიკას სოფლის შესასვლელში ხიდის თავში დავტოვებდი!  ძირს check in! ძირს ფოტოები!  ძირს ყოველგვარი სოციალური ქსელი!  დატკბი ცხოვრებით და მოგონებები ფოტოებად გონებაში აღბეჭდე!  – ისეთი აჟიტირებით შეცვალა თემა თაიამ რომ ნინია ცოტა გაოცებული მიუბრუნდა.
–არ გვინდა ახლა ღრმა ფილოსოფიაზე, სევდიანს მხდის… – ახსნა მოუძებნა ამ ყოველივე ს გოგომ
–ამას შენ ამბობ? –ირონიით ჩაილაპარაკა მაქსიმემ, – გუშინ დისნეილენდში მიკიმაუსის ყურები არ დატოვე ყველაში ფოტო გადაიღე და მგონი ააფეთქე შენი სოციალური სივრცე.
–ნუ ახლა…  – ჩაავლეს გოგოს
–მე არ მაქვს ეგ პრობლემა. – მძიმედ აღნიშნა ნინიამ  – სულ არ მადარდებს სოციალური ქსელი.,,,
–გეტყობა…–გადახედა მაქსიმემ, და მიხვდა რომ მიზეზს ეძებდა მისთვის რომ შეეხედა. „ჯანდაბა, მგონი პატარა ბიჭივით ყბადაღებული გავხდი და შემიყვარდა ეს გოგო, ან იქნებ დაბრკოლება მიჩენს ჟინს.“ გადარეული იყო კაცი.
–ვიცი, ხო, შენ რაღაც სხვა მატერიებსა და იდეალებსბ ეთაყვანები… მაგრამ უბრალოდ შეხედე რა სილამაზეა! – თაია თითებს იშვერდა, ლუკას, ფანჯარას ჩავუწევ რა, გათიშე კონდიციონერი, ეგრე არ ცხელა… ბოლოს და ბოლოს გაზაფხულია და ჰაერია საოცარი! – შეჰკივლა თაიამ
ისე ამ საკითხზე მანქანაში მყოფ არც ერთ მათგანს აქამდე არ უფიქრია, ნეტავ რატომ? ისე იყო ყველა თავის როლში ჩართული.
–როგორც გინდა – ძალიან თავაზიანად მიუგო თაიას ლუკასმა
ეს კაცი თითქოს ამ მანქანაში არ იჯდა, ან იჯდა და სხვა სივრცეში მოძრაობდა გონებით.
ვითომ რამეს ხვდებოდა?
საერთოდ ვერაფერს, აზრადაც არ მოუვიდოდა, თორემ ასეთი მონდომებით ხომ არ დაპატიჟებდა მაქსიმეს თავის ბავშვურ მოგონებებში ჩასართავად.
–აი, ნახე, უბრალოდ საოცრებაა, როგორი საყვარელი სახლია! – თითებს იშვერდა თაია სხვადასხვა მიმართულებით
–ეს სახლები უკვე იმდენი ხნის არის რომ ყველა მოძველებული და დანგრეულია, შიგნიდან ბზარები ჭამს, თანაც იმხელა, მკლავი შეგეტევა… – მიუგო ლუკასმა
–ხო, მაგრამ არის რაღაც რომანტიკა ამაშიც! – არ ადარდებდა თაიას
–ვინტაჟურია ეს ყველაფერი და იმიტომ ქმნის რომანტიკის სხვანაირ აღქმას მიუხედავად სიძველისა.
მიუგო ნინიამ.
გიჟდება რა ასეთ მოკრძალებულ და ახსნით პასუხებზე მაქსიმე.
მგონი ამ ქალზეც გიჟდება.
–იცი, რა მომწონს, ჟალუზები! აი ისეთი, სიძველისგან ცალი ფრთასავით რომ კიდია ფანჯარას, მაგრამ როგორი საყვარელი სანახავია ხომ? – ამოთქვა თაიამ
–შენ ჩვენს სახლზე გადაირევი  – დაბეჯითებით მიუგო ლუკასმა – ნინია, საყვარელო, თუ არ მოგეწონება ამ ეტაპისთვის არსებული სიტუაიცა არ მოგერიდოს თქმა, სასტუმროში წავიდეთ, კარგი?
–ერთ „ვიქ–ენდს“ ავიტანთ ლუკას, ნუ ნერვიულობ – მხარზე ხელი დაადო ქმარს, მანაც მიიზიდა ცოლი და თითებზე აკოცა.
გულზე გასკდა არ არის ის ნათქვამი რაც მაქსიმეს ამ წუთას შეემთხვა, თითქოს მეხი დაეცაო, ისეთი გაქვავდა ადგილზე.
–მალე ჩავალთ? – შეწუხებულმა იკითხა
–მმმ, დაახლოვებით 20 წუთში. – მიუგო ლუკასმა
–20 წუთი… – ვისთვის ცოტა დრო არის ეს 20 წუთი, ვიღაცისთვის მთელი მარადისობა.
–ნახე, კიდევ ეს სიმწვანე, სახლებზე რომ არის შემოხვეული, როგორც შეყვარებულის ხელი… – განაგრძობდა თაია, თითქოს სურათის აღწერას წერსო.
–შენ ძალიან რომანტიკოსი ყოფილხარ – გაღიზიანებით მიუგო მაქსიმემ
–რა არის ამაში ცუდი? – ჩაეკითხა გოგო – რომანტიკოსი არა, უფრო ესთეტი ვარ…
–ესთეტი მეც ვარ… – გდასძინა ნინიამ. და ქმარს მარჯვენა გამოართვა.
ისევ სავარძელში გადაწვა და სათვალე მოირგო სახეზე.
რაღაცნაირი გლამურული მოძრაობები ქონდა. ფრანგ ქალებს რომ ახასიათებთ ისეთი.
„ადამიანთა უმრავლესობას სრულიად საწინააღმდეგო გრძნობა აცხოვრბს, ყველას უნდა, რომ სხვას უყვარდეს! უნდა, ძალიან ხშირად ვერ ახერხებს და … „ ჟილ დელეზი წერდა ამას, და ახლა მაქსიმეს სწორედ ეს ფრაზხა ამოუტივტივდა .
რა გაეწყობა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მის მოწონებულ ქალს ქმარი ყავს.
თუმცა უჭირს.
წინ კიდევ 20 წუთიან ასეთი გაჭირვების მომენტები აქვს და მერე სრული „ვიქ–ენდი“ იმისათვის რომ მათი ბედნიერებით „დატკბეს“
საერთოდაც რა უნდა ამ ორს, მას და თაიას ამ წყვილთან?
უქმეებზე აპირებენ ფრანგული სოფლით ტკბობას, რომლის სახელიც ვერ დაიმახსოვრა. მეხსიერებაც გაეთიშა უკვე ამ ქალზე ფიქრით.
ესენი კი აეკიდნენ როგორც „ტრეწი ლიშნი“
მარტო მესამე კი არა აგერ მეოთხე ზედმეტიც ყავთ.
მაქსიმეს უცებ გაეღიმა…
და თავი ძალიან მომღიმარმა მიაყრდნო ტყავის სავარძელს
რა იქნება ახლა ზაფხულის ღამის სიზმარი რომ განმეორდეს?
სულ სხვანაირად გადანაწილდეს გრძნობები?
რა მოხდება ლუკას გონება დაებინდოს და თაიაზე გამიჯნურდეს?
მერე ნინიას მაქსიმე შეუყვარდეს  და…
თავისივე ნააზრევმა იმდენად გაახალისა მაქსიმე, ცოტა ხმამაღლაც კი ჩაეცინა
–კიდევ ჩემზე იცინი ხომ? – ზურგიდან შემოუტია თაიამ
–ოოოჰ, შენ ისევ მანდ ხარ? – მისი არსებობით შეწუხებულმა მიმართა მაქსიმემ.
როგორც ჩანს გოგო გაიბუსხა, იმიტომ რომ მომდევნო 20 წუთი მისი კი არა აღარავის ხმა არ გაუგია მაქსიმეს.
ან იმიტომ რომ ფიქრებმა სულ სხვაგან გაიტაცა, ან იმიტომ რომ ყველა დაიღალა მგზავრობით და დადუმდა.

მანქანა რომ შეჩერდა ყველა ერთდროულად გადმოვიდა ასევე ძველი აგურით ნაშენი კედლის წინ.
როგორც ჩანს ეზოში მანქანის ადგილი არ არის. შემოგარენში გააჩერა ლუკასმა.
მაქსიმე იმ ხალხთა კატეგორიას განეკუთვნება ვინც კინოკადრივით აღიქვამს ყველაფერს და ასევე კინოები აგონდება რაღაც კონკრეტულის დანახვისას.
ხო და ახლაც, ქვის კედელი და რამდენიმე თაღი რომ გაიარა, დიდ ეზოშ ამოყო თავი. უჰ, რა დიდებული ადგილია, წამით სუნთქვაც კი შეეკრა, ახლა ის დროა ყურები დაიცვას თორემ თაია გააბრუებს იმდენს იტიტინებს აქაურობის შემხედვარე, თვითონაც ხომ აღტაცებულია და. ეს სიძველე მართლა უხდება აქაურობას, მოძველებული ფანჯრის რაფები, ზუსტად როგორც თაიამ თქვა ცალ ფრთა მერცხალივით დარჩენილი ჟალუზები, ეზო დამპალი ფოთლებით სავსე, ხეები კვირტებით გაძეძგილი, ზოგი ამწვანებული უსაზღვროდ, რკინის ჟანგმორეული მაგიდა, სკამებით, რომელსაც ისეთი ლამაზი ორნამენტები აქვს თავის დროზე უდავოდ შედევრი იქნებოდა, როგორც ჩანს ლუკასის სტუმრების დასახვედრად კარგად გარჯილა ბავშვის ოჯახი, როგორც ითქვა მეზობლად ცხოვრობენ და დაახვედრეს ბინა მოწესრიგებული, ასე თუ ისე, ერთი შეხედვით. იმაზეც კი იგრძნობა რომ ბალიშები დაულაგებიათ საზურგე და დასაჯდომი ამ რკინის რიკულებიან სკამებზე. ბალიშებს სიახლე ეტყობა, ნუ სისუფთავე უფრო, ზოლები ისე სიმეტრიულად დასდევს რომ …
ხო და უცებ დაინახა ძალიან ლამაზი ტერასა და მიხვდა რომ აქაურობა ძალიან აგონებს იმ ფილმს, სახელს ვერ იხსენებს, გლადიატორის ტიპი თამაშობს და მერიონი შეუყვარდება, ღვინის მოსავალსაც მოიყვანს მგონი და ბიძის დატოვებულ ქონებასაც მოაწესრიგებს.
არ უნდა ლუკასს აქაურობას მიხედოს და ნინიას შეეშვას?
ისევ ვერაგმა ფიქრმა გაუელვა და განაგრძო ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა სახლით ტკბობა.
ისე გაყვა კარ–მიდამოს რომ ბოლოს რაღაც საოცარ წერტილზე აღმოჩნდა, შემაღლებული ადგილი იყო და იქიდან იმდენი სილამაზე მოჩანდა, ვეღარ ჩამოყალბდებოდი კაცი საით გაგეხედა, ვენახები, თაკარა მზის გულზე გადაშლილი მინდორი, ხეხილის ბაღი, ეს ბატები მგონი რომის კი არა საფრანგეთის მხსნელები არიან, ამდენი ბატი თან ასეთი თეთრი და მოვლილი ერთად არ უნახავს მაქსიმეს.
სათვალე მოიხსნა და პერანგის ჯიბეზე მიიმაგრა, ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და სივრცე გადასერა მზერით
–საოცრებაა არა? – გვერდით თაია ისე ამოუდგა ბიჭმა მისი მოახლოვება სულ ვერ იგრძნო
–უდავოდ… – მიუგო მაქსიმემ
–იცი, ცდუნებას ვერ გავუძელი, უკვე 45 ფოტო მაქვს მობილურში…
–ხო არა? – ისეთმა გადახედა გოგოს, აგრძნობინა, ძალიან შემაბეზრე შენი ფოტომანიაკობითო.
–კაი მე წავალ ნინიას და ლუკას მივეხმარები… – მიხვდა გოგო რომ მის მყუდროებას არღვევდა და გაძურწვა გადაწყვიტა
–რაში? – დაიბნა მაქსიმე
–აი, რაღაც დიდი თეთრი ზეწრები რომ აქვს გადაფარებული ავეჯს, რომ არ დაიმტვეროს, იმის გადაძრობაში… – მონდომებით ახსნა თაიამ
–ააა…. – პირი მოაღო მაქსიმემ – მეც წამოვიდე?
–რა ვიცი, შენც უნდა იცხოვრო აქ მომდევნო ორი დღე და ხელს თუ გაანძრევ ურიგო არ იქნება, თორემ უსაქმურობით ენა რაში გაწაფო აღარ იცი – გოგომ ისე უხეშად მიუგო მაქსიმე აილეწა და მიხვდა რომ მეტი მოუვუიდა.
ან რა აქვს ამ გოგოს ისეთი რომ ასე ღიზიანდება.
თავი დახარა და უკან გაყვა თაიას.

სახლში ნესტის, გაზაფხულის და ძველი ნივთების სუნი ერთმანეთში ირეოდა.
ანტიკვარიატი ძალიან დაძველებული და ცოტათი შელახულიც კი იყო.
უამრავი ნივთით იყო სახლი სავსე, იმდენი ავეჯი იყო, იმდენი  რომ ყველა კუთხეში რაღაც ნივთს მოეკალათებინა.
მაქსიმეს მინიმალიზმი უყვარს ბინის მოწყობის დროს, მაგრამ ეს მრავალრიცხოვანი ავეჯი სახლს უბრალოდ საოცარ ეშხს მატებდა
ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივი კი სადაც ეცემოდა ყველგან ისეთი ანარეკლები ჩნდებოდა საერთოდ ფოტო ფირზე გეგონებოდა ეს ყველაფერი გაყინული.
მაქსიმე ჯგუფს მოწყდა და რაღაც თავისდა უნებურად სახლის თვალიერებას შეყვა, ოთახი ოთახში გადიოდა, თითქოს პატარა ჩანდა ეს აგარაკი, მაგრამ უამრავ საიდუმლო და მრავალ ოთახს ინახავდა, ყველა ოთახში შესვლაზე ახალი ემოცია გაწყდებოდა, საძინებელში საოცარი მაქმანებიანი თეთრეული და ლამაზი მოქარგული ბადეები იყო მიმოფანტული, ერთ მაგიდაზე წიგნების მთელი დასტა შენიშნა. ალბათ ბოლოს სახლის პატრონი ეცნობოდა ამ რომანებს… თავი მუზეუმში ეგონა ბიჭს.
მერე ამ ნაბიჯ–ნაბიჯ მოძრაობით სამზარეულოშიც მოხვდა და დაპირქვავებულ ჭურჭელს დააკვირდა რომელსაც ისეთი ლამაზი მოზაიკები დაყვებოდა, ისეთი ლამაზი ნაქარგები და ისეთი საოცარი ფაიფურები ხვდებოდა მის მზერას ემოციებით ივსებოდა.
ბოლოს ღია კართან შეჩერდა და მგონი პირველად აქ შეეკრა სუნთქვა.
უკანა ეზოში ხეს თავის ჩრდილში მოექცია რკინის მაგიდა სკამებით.
ეს სხვანაირი ნაკეთობა იყო, იმ პირველისაგან განსხვავებით. მოშორებით ხის შეზლონგიც იდგა და ველური ვარდებიც ლამაზად გაკვირტული აცოცებულიყო ბზარებით მოკაზმულ კედელზე.
სეკვოია უნდა იყოს ეს ხე…
თუ არ ცდება მაქსიმე ასეა…
საოცარი სანახაობაა, მიმოიხედა და რომ დარწმუნდა თაია იქ არ იყო მობილური მომართა და ფოტოც გადაიღო.

ასე, საუკუნეში ერთხელ აძლევს თავს უფლებას აღბეჭდოს ფოტოზე სილამაზე.
ჩიტების ჭიკჭიკმა კიდევ უფრო რომანტიკულ განწყობაზე დააყენა და მერე ამ ეზოს თვალიერებით გატაცებული პაწია აუზთან აღმოჩნდა, რომელიც, რა თქმა უნდა მოსავლელი, ძველი და ცარიელი იყო…
ცხოვრებაში პირველად დაეუფლა მაქსიმეს სურვილი რომ ეცხოვრა სწორედ აქ, ამ ძველ, მიტოვებულ სოფლის სახლში, ფრანგულ პროვანსში, აი ეს არის ცხოვრება, ტკბობა, სამოთხეც და ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე აღებული.
ეს არის სულიერი ჰარმონია, სულელი არ არის ეს გოგო ყველა დეტალი რომ მოსწონს და აჟიტირბეულია მთელი გზა, გაიფიქრა თაიაზე.
რა არის ჩვენი, როგროც ადამიანების ყოფა?
სამსახური!
მთელი დღე მიდიხარ, მუშაობ, შრომობ, აკეთებ ხშირად საძულველ იშვიათად საყვარელ საქმეს. იღლები, გბეზრდება, ერთი და იგივე ყოველ დღე.
ყოველი დილა წყლის წვეთებივით ერთმანეთს რომ გავს,
ელი თვის ბოლოს, იღებ შემოსავალს, ან თვის დასაწყისს, გააჩნია რა სტრუქტურაში ხარ, ფრანგები ამის მიხედვით ანაწილებენ ხელფასებს.
მერე რა ხდება?
ამ თანხას აბანდებ რაში?
კომუნიკალურ გადასახადებში, იხდი ყველაფრისათვის,
იმისთვისაც კი რომ სუნთქავ და არსებობ, ამძიმებ დედამიწას
მართავ მანქანას რომელიც სულ უფრო, დღითი დღე აქრობს ოზონის ხვრელს, მალე ალბათ რობოტებად ვიქცევით.
შაბათ–კვირას კი ვცდილობთ დრო დავუთმოთ ჩვენს პირად მოთხოვნილებებს, სახლს, ოჯახს, ოთხფეხებს, ბავშვებს, დედებსა და მამებს.
ან სულაც ჩვენს სიმაოვნებაშ დავხარჯოთ ეს ჩვენი ოფლით ნაშოვნი ფული.
ან შეიძლება სულაც არ ვირჯებით ამ თანხისთვის.
მერე ვემონებით ერთ სტრუქტურას, რომელსაც სამსახური ქვია.
ვწუწუნებთ, ვწუწუნებთ, რომ არ მოგვწონს, რომ მომაბეზრებელია, რომ არ გვაფასებენ, რომ ისე არ გვინაზღაურებენ შრომას როგორც ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ,
ისე არ გვაფასებენ როგორც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს და
მაინც ამის მიუხედავად ვართ ერთ მოჯადოებულ წრეში, რკალში და ვტრიალებთ ამ წრეზე…
ცარცის წრეა…
შემოსაზღვრული და ვფიქრობთ რომ თუ გავრისკავთ და იმას გავაკეთებთ რაც გვიყვარს, თუ ვეცდებით რომ სამსახური სხვა სამსახურით შევცვალოთ, ვაი და უარესს გადავეყაროთ?
ზოგი უფრო თამამია და რისკავს,
ზოგს უმართლებს, ზოგს არა,
ზოგი ფიქრობს რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება…
რეალურად, კაცმა სოფელი კი არ უნდა მიატოვო და ქალაქში გაიქცე, რომელიც გაიტენა ამდენი ახალი ნაგებობით, სადაც უკვე სუნთქვაც შეუძლებელია, მანქანის დაპარკინგებაც და საერთოდ ცხოვრებაც…
კიდევ კარგი ფრანგები სულ არ შემცდარან ჭკუიდან, იციან რომ უნიკალური არქიტექტურა აქვთ და თანამედროვე ქალაქი პარიზის განაპირას ცალკე უბანში წამოჭიმეს, ძველ ლამაზ სახლებს კი თითიც არ დაადეს.
ქართველები?
ბოლოს როდის იყო თბილისში მაქსიმე.
ყველაფერს ანგრევენ, ყველა ხეს ჭრიან რომ ახალი ბინა წამოჭიმონ.
გაივსო თბილისი.
შეუძლებელია, ქალაქი ვეღარ იტევს ამდენს…
აი, ამიტომ არსებობს ისეთი ჰარმონიული ადგილი როგორიც ეს სოფელია.
წადი, მოიყვანე შენი ხელით სტაფილო, მერე მოთხარე მიწიდან, გადარეცხე და შეახრამუნე.
აი ესაა ის ნეტარება, რასაც ეს სამყარო გვთავაზობს.
ამდენი ქიმიკატებით სავსე პროდუქტი ცალკე ათას უბეუდრებას მართებს ორგანიზმს. იმიტომაც არის რომ გავივსეთ და ვნადგურდებით ათასი დაავადებით.
და ამ ყველაფერს დასხივება აგვირგვინებს
სხივდები…
სხივდები მობილურით, მონიტორით, იმ ლეპტოპით რომელიც სულ წინ გაქვს წამოჭიმული, სხივდები ყველგან და ყველაფრით.
უხილავი ქსელები შენს კეფასთან ისე გადიან შენ ვერც კი ამჩნევ…
და ასე დავდივართ მერე ყველანი 4 თვალით…
ვითომ ერთი წყვილი არ გვყოფნის, ორ წყვილზე გადავდივართ.
არა, ნამდვილი ნეტარება და ბედნიერება ამაშია…
საერთოდ სხვა ტიპის ცხოვრებაში გადადიხარ კაცი, სულ სხვა ხდები, სულ სხვანაირად იწყებ აზროვნებას და აფასებ მერე ყველაფერს სხვა თვალით.
სასტუმროების ნომრებს აფასებდა მაქსიმე გარკვეული სტილით და გარკვეული მეთოდით.
აფასებდა იმით თუ როგორ უნდა დაიმსახუროს სასტუმრომ ვარსკვლავების რაოდენობა.
თუ კი შეგეშალა და სტუმრის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილე თუ კი ერთი პირსახოცი მაინც გამოგრჩა მხედეველობიდან, ჩათვალე რომ შენი სასტუმრო მარადიულად განწირულია კრიტიკის ქარცეცხლში გასავლელად.
თუ შენი საუზმე არ აღემატება ნორმას არა თუ ჩამოუვარდება, მაშინაც შარში ხარ.
თუ შენი სასტუმროს ავეჯი იმდენად იაფასიანია რომ შენს შარლატანობას ფარდა აეხადა, მაშინ ხომ საერთოდ, ჩათვალე ამას ფრანგები არამც თუ გაპატიებენ, მეორედ საერთოდ აღარ გეწვევიან.
საოცარია ცხოვრება, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს,
დაუშვებ შეცდომას, გამოგიშვებენ…
ამას წინად გადაცემა გადიოდა, იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, მაგრამ მგონი ოტოს სახშლი იყო ჩართული და სწორედ იქ მესმოდა, სიდნეიში თუ არ ვცდები 5 საათამდეა სამუშაო დღე.
მერე ჰერი სახლებში,
ეს იმიტომ რომ ადამიანებმა იცოდნენ ცხოვრების, ოჯახის და ყველაფერი იმის ფასი რაც დღის მეორე თუ მესამე ნახევარში უნდა დააფასო.
აი ესაა ცხოვრება.
ასეთი უნდა იყოს ყველა ქვეყანა.
თუმცა ვერ დაძრახავ ფრანგებს, ძალიან კარგები არიან.
საქართველოდან მაქსიმეს ვინც ეხმიანება ყველა წუწუნებს რომ საოცარი სამუშაო გრაფიკები აქვთ, რომ ბატონ–ყმობა დაბრუნდა და რომ მონებივით სულ სამსახურის 4 კედელს შორიან გამომწყვდეულები და მერე?
ხელფასები როგორია?
საარსებო.
გყოფნის რაში?
არაფერში.
და ყველას თავისი ბიზნესის დაწყება უნდა.
ნეტავ ქართული ახირება ხომ არაა ის რომ მასაც საკუთარი ბიზნესი უნდა წამოიწყოს?
გამოეყოს და ახალი შექმნას, გამოცდილებიდან გამომდინარე გაუმჯობესებული და თავისი გუნდით იამაყოს.
არასდროს შეეძლო შუა რგოლად ყოფნა, უნდა რომ ტოპი იყო. ტოპ მენეჯერი.
ასეა.
ამბიცია კარგია, როცა გონება და გამჭრიახობა ამის საშუალებას გაძლევს.
ერთი სიტყვით, საქართველოში უკან დაბრუნება შორეულ გეგმებში აქვს.
მისი პროფესია იქ ყოვლად უსარგებლოა, ამ ეტაპზე მით უმეტეს.
თითზე ჩამოსათვლელი მაღალი კლასის სასტუმროები აქვთ.
ერთი სიტყვით, ამ ფრანგულმა სოფელმა, ქათქათა ბატებმა და ბუნების ათასმა სილამაზემ საერთოდ დააფიქრდა ყოველდღიურობის ამაოებაზე და რაღაც სხვა გუნება–განწყობაზე დააყენა.
ხანდახან უბრალოდ იტალიელების თქმისა არ იყოს dolce far niente. /literally means “sweet doing nothing” = “Delicious idleness”/ უნდა დატკბე, ანუ გააკეთო არაფერი, სიზარმაცის დღე მოიწყო, განტვრითვის და ისე დახარჯო დრო და ფული როგორც მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებს.
კაი
–დალევ? – ზურგიდან ნინიას ხმა მოესმა, რომ მობრუნდა წითელი ღვინის ჭიქა მიაწოდა.
–სიამოვნებით.
–გიყვარს წითელი ღვინო?
–შენ როგორც დეგუსტატორი, თუ გეტყვი რომ მიყვარს ბურგუნდი, მე ასე ვეძახი, ჩემს ფსიქოლოგიას ხომ არ ჩასწვდები? – ღიმილით მიუგო მაქსიმემ.
–სულაც არა… სიღრმეებში არ ვიქექები. – მიუგო გოგომ, რომლისთვისაც თითქოს სულ ერთი იყო ეს ყველაფერი და რაღაცნაირად სევდიანსაც კი ხდიდა ეს გარემოება.
–კარგი… – მიხვდა და შეეშვა მაქსიმე
–გინდა ვენახთან ჩავიდეთ, სკამი დავინახე და იქ ჩამოვსხდეთ… –შესთავაზა ნინიამ, არადა მაქსიმე უკვე ფიქრობდა ქმართან გაეშურებაო
–კარგი აზრია, – მხიარულმა მიუგო და ორივე პატარა დაღმართზე დაეშვა.
–აქ ალბათ გვიან შემოდგომაზე დიდი თივის ზვინებია, ისეთი როგორც არლაში, ვან გოგის ნახატიდან – ხოო, ალბათ…
–გიყვარს ვან გოგი?
–ვანი არა, გოგი კი … – მიუგო ნინიამ
–როგორ ? – დიაბნა მაქსიმე
–ჩემს ყოფილ ქმარს ეძახდნენ ასე…
–ყოფილ ქმარს? – გაოგნდა მაქსიმე, უკვე მეორედ მოუსწრია გათხოვება, ეს კი იმას განიცდიდა რომ უკვე გათხოვილი დახვდა
–ხო… გარდაიცვალა…
–ვწუხვარ… – შეშფოთდა ბიჭი – რატომ?
–საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩემს ცხოვრებაში… – დიაწყო გოგომ
–თუ გინდა ნუ მეტყვი… – უხერხულად იგრძნო ბიჭმა თავი
–არა, მგონია რომ დავივიწყე და დავუხურე ამ თემას კარი… ხომ არის ცხოვრებში მომენტი, რომელსაც უბრალოდ ისე ამოქოლავ რომ თავი არ შეგახსენოს, მაგრამ არის მომენტები როცა მაინც გახსენდება…
ლუკას კრანახი, ვანის გარეშე გოგი, ვერაფერს იტყვი, კოლექციონერია, ოღონდ მხატვრების სეხნია კოლექციონერი – გაიფიქრა მაქსიმემ და ჩაეღიმა… ახლა ისღა დარჩენია იმედი იქონიოს რომ სადღაც ხელოვნებაში მისი მოსახელე მხატვარიც არის ვიღაც.
–ძნელია შეეხო მიტოვებულ და ხელშეუხებელ თემებს.
–რა შეემთხვა?
–ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
–მართლა? – გაუკვირდა
–ხო, რაღაც გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ძმაკაცები და ძველი ბიჭების ამბების თემაა… დეტალებზე არ მინდა საუბარი…  ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო… – მრავალმნიშვნელოვნად თქვა გოგომ
–რაც შესაძლოა მომხდარიყო არის აბსტრაქცია, რომელიც მუდმივ შესაძლებლობად მხოლოდ აზროვნების სფეროში რჩება. ის, რაც შესაძლოა მომხდარიყო და ისიც, რაც მოხდა, მხოლოდ ერთ დროს გულისხმობს, ყოველთვის აწყმოს. –უპასუხა მაქსიმემ
–საოცრად სწორი შეფასებაა,… – თქვა ნინიამ და ჰორიზონტს ფიქრით სავსე მზერით გახედა – მეტიც, კარგად ნათქვამი სიტყვებია…
–ჩემი სიტყვები არ არის, ელიოტის სიტყვებია… – მიუგო მაქსიმემ
–საოცარია… – თითქოს რაღაცაზე დააფიქრა ამ სიტყვებმა გოგო, ისევ შეხედა მაქსიმეს და მანაც იგრძნო რომ ეს შეხედვა ყველა სხვა შეხედვისაგან განსხვავდებოდა.


საღამოს როცა ბავშვი დაუბრუნეს ლუკასის შორეულ ნათესავებს თუ ახლობელს, ამ დინასტიას არ ჩაღრმავებია მაქსიმე, უფროსები შეიკრიბნენ მაგიდასთან და ნაირ–ნაირი ფრანგული ყველის დაგემოვნებას შეუდგნენ.
–აბა ქართველებო, თქვენ გაგიმარჯოთ, ასწია ბოკალი ლუკასმა
–გაგვიმარჯოს! – დაეთანხმა მაქსიმე. ატყობდა, რომ შუადღის სევდა, ნინიას ისევ სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი, ბოლომდე ვერ იღებდა კამპანიაში სიამოვნებას.
–ნინია, შენ როგორც დეგუსტატორმა მოგვახსენე ახლა ამ მრავალფეროვანი ყველის შესახებ. თან მემგონი ყველს მურაბასთან ერთად ჭამენ ფრანგები ხომ? – ჩაეკითხა თაია
–კიი, სხვათაშორის გემრიელია, – მიუგო დეგუსტატორმა – მაგრამ მე მხოლოდ დესერტების მცოდნე ვარ… ყველი ისეთი თემაა, ცნობისმოყვარეობა რომ შეგასწავლის… ასე რომ ბოლომდე განსწავლული ამ საკითხში არ ვარ. – თავმდაბლობით მიუგო გოგომ
–აი ეს, მაგალითად, პარმეზანი, ედემაიერი, ჰოლანდიური და როქფორი – ობიანი, იგივე ლურჯი ყველი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება და მის გამოყვანას დიდი ხანი სჭირდება. მას ყუთებში ალაგებენ, სხვა ყველსაც ამატებენ და თაროებზე დებენ, რომელიც საშრობივითაა და იქ სპეციალური ტემპერატურაა. შემდეგ, ხვრელებს უკეთებენ, რომ ჰაერი შევიდეს და მთლიანად დაობდეს. მერე კი აპარატით იგებენ, რამდენადაა დაობებული და გასაყიდად ვარგისი. დაახლოებით, გუდის ყველის მსგავსი სპეციფიური სურნელი აქვს. მზა სახით გემრიელი გამოდის. ჩვენ როქფორის სალათიც გვაქვს, მაიკოს მოგონილია, როქფორის ყველისა და მსხლისგან კეთდება და ძალიან უხდება რუკოლას ფოთოლი, რადგან მას, ასე ვთქვათ, პირშუშხა გემო აქვს, პიტნის მსგავსია და როცა ამ ობიან ყველთან ერთად მიირთმევ, ძალიან გემრიელია…. – ლუკას შეხედა –შენ გააგრძელე, ეს ხომ შენი სფეროა.
–ოჰო, არ ვიცოდი ისიც თუ დეგუსტატორი იყო?–გაუკვირდა მაქსიმეს
–არა, ის გურმანია, – გაიღიმა ნინიამ და მკლავზე ხელი დაადო ქმარს
–Boursin ეს არის იმ კატეგორიისთვის, – ინგლისურად დაიწყო ლუკასმა, –რომ თაიასაც გაეგო, ვისაც უყვარს ნივრიანი ყველი, ამ ტიპის ყველს ყოველგვარი შეფუთვის გარეშე ყიდიან, ყველის მოყვარულებს კი საკუთარი კოდური სიტყვაც კი აქვთ იცი? ail (garlic) ამას რომ ამბობ, ყველამ იცის რა არის შენი გატაცება, Brie, Camembert, Neufchâtel, Morbier ეს ის ტიპებია, რომელიც ახლა ჩვენს წინ დევს და საოცრად უხდება ღვინოს, მურაბასაც სხვათაშორის და ახლა ბევრ საუბარს სჯობს მივირთვათ ბევრი ბევრი რომ ვიყოთ კარგად დანაყრებულები – გაიღიმა ლუკასმა და დაეჭიდა საკმაოდ მსუყე ნაჭერს.
–ნინია, მე მაგალითად თითოეული საკვები ადამიანს მაგონებს, ახლაც მინდა რომ როგორც ტიპაჟები საკვებთან მიმართეაბში დაგვახასიათო… – წამოიწყო თაიამ
– იცი, მაგ იდეაზე მეც მიფიქრია, –მაქსიმეც აყვა
–ო, არა, რთული თემაა – საუბარი ეზარებოდა ნინიას
–კარგი რა… თქვი, მაგალითად რომ მაქსიმე, არის შემწვარი ფრი, უფრო სწორად დამწვარი… – თაიამ ბიჭს ნიშნის მოგებით გადახედა
–რაა? –მაქსიმე სულ არ ელოდა ამ უკმეხობას
–ადამიანს კარგად თუ არ იცნობ ვერც დაახასიათებ და ვერც შეაფასებ… – თქვა ლუკასმა და თაიას და მაქსიმეს გეგმა ჩაუშალა
მერე რაღაც ძველი რადიოლა მომართა და საოცრად რომანტიკული მუსიკაც აჟღერდა…
–ეს Sia – Salted Wound არის, თქვა თაიამ  -მომწონს, ახალი ფილმის საუნდთრექებშია
–მეც მომწონს… – ჩაილაპარაკა ნინიამ და ლუკასის სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
წამით მაქსიმეც და ნინიაც ერთმანეთს უსიტყვო და ამავდროულად მრავლისმთქმელი მზერით შეაცქერდნენ.
–ვიცეკვოთ? – ლუკასმა საყვარელ მეუღლეს ხელი გაუწოდა.
–ხომ იცი, მე მხოლოდ შენთან ვცეკვავ… – ნინიამ მიუგო ქმარს, წამოდგა და მძიმე მოძრაობით ხელი ჩასჭიდა ლუკასს, მერე მის მხარზე ლოყით თავი ჩამოაყრდნო და ინი და იანი გამოსახა.
–საოცრები არიან… – ჩურჩულით თქვა მაქსიმესთან ერთად მაგიდაზე დარჩენილმა თაიამ
–ასე გგონია? – ბიჭი თავს ბოლომდე არ უტყდებოდა, მართლა კარგი წყვილი იყო, საოცრად ელეგანტური კაცი და ასევე სევდით დაღვინებული და გალამაზებული ქალი
იყო რაღაც შარმი და ცეცხლი მათში.
–ვგიჟდები მათ სიყვარულის ისტორიაზე.
–ხოო? მათზე ნუ გაგიჟდები, შენზე იზრუნე… – სარკაზმი გაურია ბიჭმა
–რა ბოროტი ხარ… – თაიამ შეხედა და წარბები მოჭმუხნა
–კაი რა, რა შუაშია სიბოროტე…
–აბა, ცოტა დაუფიქრდი რასაც ამბობ, მე რა ჩარჩენილი შინაბერა კი არ ვარ, ასე ძალიან რომ შეგტკივა გული ჩემს ბედ–იღბალზე.
–რა ვიცი, ასე მგონია შენც ეძებ სიყვარულს და ვერ გიპოვნია…
–არაფერსაც არ ვეძებ! – პრინციპულად მიუგო გოგომ
–აქეთ გიპოვნის ხომ?
–თუ არც… – ნამდვილი თბილისელი გოგო იყო, ფრანგი ახლა მის ადგილას სულ სხვა პასუხს გასცემდა მაქსიმეს
–ხო აბა რა… რა გეჩქარება, ჯერ სულ პატარა ხარ… რამდენის ხარ? – სასხვათაშორისოდ კითხა მაქსიმემ, საერთოდ არ აინტერესებდა არაფერი ნინიას ცქერის გარდა, რომელიც ისე მოძრაობდა როგორც კარგ ამინდში მშვიდი ზღვის ტალღა.
–22ის…
–რას ლაპარაკობ. – გაოცდა მაქსიმე
–რამდენის გეგონე..
–საერთოდ არ მგონია არაფერი შენთან მიმართებაში…  – ბიჭმა ჩაიცინა – არა, რა ტვინის ბურღი ხარ მაინც თუ ატყობ?
–შენ ენა ხომ არ შემაჩვიე? – გამწარდა გოგო
–კაი რა იყო, რა ყველაფერზე ბრაზობ
–თავხედი ხარ და …
–მე ვარ თავხედი?
–ხო, რა არა?
–კაი რა… დამშვიდდი
–დასამშვიდებელი მე კი არა შენ ხარ, გგონია ვერ ვხვდები თვალით რომ ჭამ ნინიას?
–რაო? – აენთო მაქსიმე
–ხო და რადგან ამას მე ვხვდები 22 წლის ჩერჩეტი გოგო, როგორც შენ მომნათლე შენს გონებაში, წარმოგიდგენია როგორი ჯენტლმენია ლუკასი რომ ხვდება მის ცოლს რომ ეტრფი და მაინც არაფრად აგდებს ამას… იცი რატომ?
–რატომ? – დასმული კითხვით გამოტყდა მაქსიმე რომ ეს ყოველივე სიმართლე იყო
–იმიტომ რომ… – უცებ მუსიკა დამთავრდა და მათი საუბარიც ყველასთვის გასაგები გახდებოდა, რომ არა ეს მშობლიური ენა ქართული.
–უკაცრავად, –თქვა მაქსიმემ, თაიას მკლავზე ხელი მაგრად მოკიდა და –ჩვენ გვერდზე გავალთ ცოტა ხნით – გააცუნცულა სუსტი გოგო ეზოს უკანა მხარეს
–აბა, გისმენ! – მისი დიალოგით დაინტერესებულ მაქსიმეს სულ დაავიწყდა მოსიყვარულე წყვილი რომ დატოვა არენაზე
–ლუკასი ნამდვილი გალანტური კაცია, 40–ის არის და იცის ქალის ფასი და მით უმეტეს მისი ცოლის, შენ კარგად არ იცნობ და ამიტომ გაქვს ალბათ რამის იმედი, თვითონ ნინია, გიჟდება ქმარზე. ნუთუ ვერ ხვდები რომ საერთოდ არ აინტერესებ?
შენ კი გონებაში რაღაცეებს თხზავ, რაც გაგიცანი იმ წამიდან გატყობ, რომ შეგახედა გვერდიდან შენს თავზე…
– რა… რომ შემახედა რა? – გადაირია მაქსიმე, ეს თითისტოლა გოგო რამდენს ხვდებოდა
– რა და პატარა ბიჭივით ხარ შეყვარებული…
– კაი რა,…. ასე მეტყობა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან მაქსიმემ
– მე გამჩნევ… – ვითომ მასზე გული შესტკიოდა თაიას
– ხო, რა ვქნა… მგონი ჭკუიდან ვიშლები… –აღარ დამალა მაქსიმემ თავისი მდგომარეობა
კაზანოვა ამბობდა, რომ აღიარება ათავისუფლებს გზას სიამოვნებისკენ და აგრეთვე… კვებავს პატივმოყვარეობას. პატივმოყვარეობა სიხარულის პირველი მტერია და კლავს ბედნიერებას.
ალბათ, ეს სიტყვები იმიტომ მოაგონდა მაქსიმეს რომ სწორედ ახლა დიდი აღიარება იყო მისი მხრიდან ეს საქციელი
–არ იდარდო, გეშველება, მეც დამმართნია მსგავსი რამ
–ხოო? –თითქოს დამშვიდდა მაქსიმე – შენი აზრით, შანსი საერთოდ არ მაქვს ხომ? – აი, რას იწვევს სიყვარული, რემარკი მართალია, კაცი ჭკუას კარგავს.
–გულწრფელად გითხრა? – თაია იქვე ჩამოსკუპდა ქვის მოაჯირზე.
–კი… – მოუჯდა მაქსიმე და გააბოლა, თან თითქოს ამ ბოლს გააყოლა მთელი თავისი გულში დაგროვილი დარდი
–ლუკასი ისეთი ტიპია, იმდენი რამ ჩაიდინა ნინია რომ ცოლად მოეყვანა, ისეთ რისკებზე წავიდა, იმიტომ რომ ძალიან იყო ჩაკეტილი თავის თავში, იცი, მას ქმარი მოუკლეს… – თაიას ეგონა პირველად მისგან გაიგებდა მაქსიმე ამ ამბავს.
–ხო, მითხრა…
–იმის მერე ღრმა დეპრესიაში იყო, საერთოდ ვერ იცნობდი, მანამდე თუ სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, მერე საერთოდ სხვა, ცარიელ, ძველ კუთხეში მიგდებულ ნივთს დაემგვანა და ახლა თუ ისევ მოგწონს ეს ქალი, მხოლოდ იმიტომ რომ ამ კაცმა, ამ დიდებულმა კაცმა მას ახლიდან ჩაბერა სული და პიგმალიონის მსგავსად ახალი დახვეწილი სულ სხვა ქალი შექმნა.
რომ არა ლუკასი, არ ვიცი ახლა ნინია სად რა პოზიციაში იქნებოდა.
–გასაგებია.. –თავი დახარა მაქსიმემ რაც მეტს იგებს უფრო რწმუნდება რომ ქმრიან ქალთან ფლირტი წამგებიანი და არაფრის მომცემია
–და ახლა თუ ნინია წარმატებულია თავის საქმეში იმიტომ რომ ლუკასმა უთხრა რომ ის კარგი დეგუსტატორი იქნებოდა, კაცები ხშირად ქალის მიმალულ ნიჭსა და ტალანტს აღმოაჩენენ ხოლმე, ხშირად ბევრი მეგობრის რჩევა ისე არ მოქმედებს ქალზე როგორც უცხო თვალით დანახული კაცის, ან სულაც ერთგული ქმრის.
–ლუკასი მთელი 40 წელი ნინიას უცდიდა?
–არა,  შვილი ყავს, ბიჭი, ჩემხელა იქნება… მაგრამ იმ ცოლთან არ აქვს ურთიერთობა, ის ქალი სხვას გაყვა და ამით დაამთავრა ურთერთობა, ფრანგები ამ საკითხს უფრო მსუბუქად უყურებენ.
არ უნდა, წავიდეს. უნდა და დარჩეს… ქართველები მაინც სხვა ტიპები ვართ.
–გეთანხმები
–მოკლედ, მე ჩემი გითხარი, ახლა შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ არ მინდა შენც ილუზიების მორევში შეტოპო და მერე ამან ჭაობივით ჩაგითრიოს, ყველაზე ცუდი სიყვარულში ის არის პატარა გამონათებები იმედს რომ გაძლევს და გგონია ეს შენი წარმატებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. ასე არ არის მაქსიმე, დამიჯერე, ორივეს კარგად ვიცნობ… იმედი არ მისცე საკუთარ თავს.
–მადლობა… –შეხედა გოგოს მაქსიმემ
–სამადლობელო არაფერია, უბრალოდ, შენი თავი რომ გენახა დისნეილენდში, 40 წუთი ბოლთას სცემდი და ფიქრობდი რა მოგემოქმედებინა, მე და ნინია კი ვიდექით და გიყურებდით. ის შენთან არ მოვიდა სრული 40 წუთი. შენ ამდენს ვერ მოიცდიდი, იმიტომ რომ შენ გინდა ის… მას კი შენს მიმართ იგივე მომენტი არ აქვს…
აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ყველაფერს ფარდა ახადა 22 წლის გოგოს აზრებმა. ვერაფერს იტყვი, გულწრფელი და მართალია. მგონი მართლა არ ღირს ჩარევა და სისულელებიის მოქმედება.
თაია წამოდგა.
–დავიღალე, აღარც დესერტი მინდა, აღარც ყველი, წავალ დავიძინებ.
–მგონი მეც მოგბაძავ… – ჩაილაპარაკა მაქსიმემ
–ხომ იცი, ის რაც წარსულში იყო წარსულში რჩება, ახლა ის დრო აღარ არის… –მოაძახა გოგომ
–ვერ მივხვდი… – დაიბნა მაქსიმე
–მისი შენდამი სიყვარული ვიგულისხმე, სტუდენტობის დროს კი იყო შენზე შეყვარებული და დღიურის ფურცლებს ავსებდა შენი დახასიათებით, ალბათ, მაშინ ზუსტად ისეთი იმედგაცრუებული იყო როგორც ახლა შენ და თავს არ იტყუებდა… მაგრამ ეს უკვე წარსულია და წარსულს ვერ დააბრუნებ… – მხრები აიჩეჩა თაიამ მოიბუზა და ქვის თაღში გაუჩინარდა
მაქსიმე ამ ბოლო სიტყვაობამ დააფიქრა
გამოდის ნინიასთან მიმართებაში არ ცდებოდა, ესეიგი მას მართლა ქონდა მის მიმართ გრძნობა. მგონი ჯობდა ეს ინფორმაცია მის გონებას არ მიეღო. თაია შეცდა ეს რომ უთხრა, ბრძოლის ველზე წაგებულმა რაინდმა ახალი იმედი შეიძინა, ახლიდან აისხა აბჯარი და ცოტა გაორებული მეორე ღერ სიგარეტს მიეძალა.

გვიან ღამე მაქსიმეს გამოეღვიძა, საკმაოდ გრილოდა, აღმოაჩინა რომ მის საძინებელს ძველი აივანი ჰქონდა, რომელზეც შეიძლება სარისკოც კი იყო გასვლა, სიძველის კვალი ყველა ბზარსა და ჟანგიან რიკულზე აჩნდა. მაგრამ მაინც მოიწადინა გასვლა.
ძალიან ცუდი ჩვევა დასჩემდა, ამდენს რომ ეწევა არ მოსწონს. საოცარია ღამე ამ სოფელში. წინ საოცარი პეიზაჟები გაქვს გადაშლილი, ალბათ, ამიტომაც იყვნენ ეს ფრანგები საოცარი მხატვრები, ასეთ ცდუნებას ბევრი ვერ გაუძლებს, ეცდები მაინც ფუნჯის მოთვინიერებას.
როცა ურთიერთობაში ბზარია, მერე დანგრევაც მარტივი ხდება, მაგრამ როცა ყველა ბზარი ისეთი გამაგრებულია რომ შენ არაფერი არ გინდა შეცვალო, მეტიც ამაგრებ და აბეტონებ ამ ურთიერთობას, ვიღაცის სტუდენტობის პერიოდიდან გამომხტარი ბავშვური სიყვარული ვერაფერს დაგაკლებს.
“როგორც იქნა ჩავწვდი მითს პენელოპაზე, რომლის ერთადერთი მსხვერპლი მარტო მე არ ვიყავი, განა ყველანი ღამით არ ვანადგურებთ ჩვენს მიერვე დღისით შექმნილ პიროვნებას და პირიქით?
ულისეს ცოლი მარჯვედ ექცეოდა თაყვანისმცემლებს, ფარდაგს ქსოვდა და გაურკვევლობის წყალობით უარყოფის ამალღლებულ გმირად იქცა. ნათელი მფარველობს თავაზიანობის მოქნილ თამაშს წყვდიადი კი ადამიანს მისივე გამანადგურებელ სიშმაგეს უტოვებს.” – ეს სიტყვები ერთ დროს ამელი ნოტომმა თქვა ახლა კი მაქსიმეს წყვდიადსა და ღამეზე გაახსენდა.
მაქსიმემ უცებ აღმოაჩინა რომ მისი აივანი უკანა ეზოს უყურებდა და იქ კი ვიღაც ასევე სიგარეტს ეწეოდა. ვერ მიხვდა უცებ ვინ შეიძლება ყოფილიყო, აშკარად ლუკასი არ იყო, თაია არ ეწეოდა და რჩებოდა ნინია.
რა ქნას, ისევ დაეშვას კიბეებზე და ისევ მის წინ აისვეტოს თუ დაფიქრდეს იმაზე რაც 22 წლის გოგომ უთხრა და დარჩეს იქ და იმ მდგომარეობაში სადაც არის.
მაქსიმემ ერთი ნაბიჯი გადადგა ოთახისკენ და გეგმის სისრულეში მოყვანას აპირებდა რომქვევიდან ხმა ისევ შემოესმა და მთვარის შუქზე დაინახა ლუკასი, რომელიც ნინიას მიუახლოვდა.
ხელები შემოხვია და მიიზიდა ქალი თავისკენ.
არსადაც არ ღირს ჩასვლა
მგონი სულ ზედმეტია ჩარევა, როცა ურთიერთობა მოწოდების მწვერვალზეა.
–ლუკას, რამდენჯერ გთხოვო… – შეწუხებული ხმით მოიშორა გოგომ თავიდან ქმარი
მაქსიმე აჩრდილად იქცა. ისე აისვეტა აივანზე არავის რომ არ შეენიშნა.
–ნინია…
უკმაყოფილო სიტყვებით აღსავსე ფრანგული დიალოგი გაიმართა.
–არ არის საჭირო, ხომ შევთანხმდით, მე ჩემთვის ვიქნები, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე. მოდი მოვიქცეთ ისე როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეშვენით. მერე, როცა ადვოკატს დაველაპარაკები და ყველაფერი გამოირკვევა ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.
მაქსიმემ გაოცებისგან წარბები აქაჩა. „მე ჩემთვის ვიქნები“, „ადვოკატი“, „ახალი ცხოვრება“  არა რა, 22 წლის გოგოს რა მოეკითხება, მისთვის ყველაფერი ზღაპრული და კინო კადრის ტიპის არის. ცხოვრებაში ასე არ ხდება, ეს ხომ ერთი შეხედვით ჩანს რომ ბედნიერი არაა ნინია ამ ფრანგ კაცთან რომ უკვე გაყრაზეა საუბარი და რომ მაქსიმეს დიდი იმედი აქვს გულში და გონებაში ჩასახული და რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მგონი ისე აჟიტირდა ბიჭი რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგა, კი ფიქრობდა რომ არ უნდა ნდობოდა 100 წლის აივანს, მაგრამ მაინც გარისკა და გავიდა გასაბოლებლად, მისთვის საინტერესო დიალოგსაც შეესწრო და ახლა აივნის მოაჯირის მხარე მოირყა და ჯერ ფილა ჩავარდა ეზოში, მერე კი მაქსიმემ ისე ისკუპა უკან ოთახისკენ მეც არ ჩავყვე ამ აივნასო, ფეხი ცუდად დაადგა და კოჭთან სასტიკი ტკივილი იგრძნო.
–რა ხდება! – მოესმა ეზოდან ლუკასის ხმა
ჯანდაბა, ახლა ეს უნდოდა, მიხვდებიან რომ მათ აყურადებდა.
მოხუცის კბილებივით არის მორყეული ეს სახლი, მაიცნდამაინც არ უნდა გიხაროდეს კაცს სიძველის აღქმასთან ერთად მისით სარგებლობა და გამოყენება.
–მშვიდობაა? – ამოსძახა ნინიამაც
–უჰ! – ამოიკვნესა მაქსიმემ.

სისხამი დილა ისეთი სურნელოვანი და ცვრიანი აღმოჩნდა ამ სოფლის სახლში ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა.
ტერასაზე მაქსიმეს მარჯვენა ფეხს ამუშავებდა მეზობელი ქალი, სწორედ იმ ბავშვის დედა, რომელიც დისნეილენდში ყავდათ გასართობად კრანახებს.
–არა, ეს მაინც როდის მოხდა? –ბოლთას სცემდა თაია, – მე როგორ ვერ გავიგე?
–ალბათ, კარგად დაგეძინა. – მიუგო ნინიამ –მე კი ვერ მოვისვენე, რაღაცნაირი ღამე იყო, თან დაღლილი ვიყავი, თან არ მეძინებოდა.
–მთვარეული ხომ არ ხარ? – ჩაეკითხა გოგო მაქსიმეს
–თაია, კარგი რა… გეყოს… ვერ ხედავ რა დღეში ვარ?– ხელი აიქნია ბიჭმა
–ვხუმრობ – გაიცინა თაიამ
–ჩემი ბრალია, – დაიწყო ლუკასმა, –უნდა გამეფრთხილებინე, რომ იმ წყეულ აივანზე არ გასულიყავი, ბოლოს უკვე ბებიჩემიც აღარ გადიოდა მანდ…
რაში ადარდებს მისი გაფრთიხლება და აწ გარდაცვლილი ბებია მაქსიმეს, სულ სხვაგან ქრის მისი გონება
–ლუკას კრანახ! – დათვივით კაცი შემოგორდა ეზოში.
–ოჰო, ბოლანდო! – მიმართა ლუკასმა და მისკენ დაიძრა
მაქსიმე გაოცებული მიაცქერდა ორივეს. ფრანგი ქალი რომელიც მონდომებით ფეხს უხვევდა მიხვდა მის ინტერესს და ფრანგულად ჩუასჩურჩულა
–ეს ჩემი ქმარია, ახლა ლუკასს აიძულებს სანადიროდ წაყვეს.
–სანადიროდ? – შეწუხდა მაქსიმე
–შენ არაფერი გემუქრება, მე ვიტყვი რომ სიარული არ შეგიძლია… – მხარზე ხელი დაადო ქალმა, თითოქს მის ყველა ზრახვას მიხვდაო. საოცარი ხალხია ეს ფრანგები
–ხო, არა? – გაუღიმა მაქსიმემ და ათასმა ვერაგმა აზრმა გაუელვა
–აბა რა, ირბინონ მაგათმა და სდიონ გარეულ ბატებს. – ამ სიტყვებით მის ფეხთან ურთიერთობა დაასრულა ქალმა და წამოდგა
–მაქსიმე, – ლუკასი უკვე მისკენ მოდიოდა
–ლუკას, დაინდე ბიჭი, ხომ ხედავ რა დღეში აქვს ფეხი, – დაიწყო ქალმა ,როგორც დაპირდა – ბატებზე თქვენ ინადირეთ. ბოლანდო დიდი ხანია ელის შენს ჩამოსვლას, უკვე დაუჟანგდა იარაღში ტყვია.
ყველას გაეცინა, თაიამ ვერ გაიგო მხოლოდ რა ხდებოდა.
–ჩემს მაგივრად თაია წამოვა. – მაქსიმემ საერთოდ მარტო გადაწყვიტა ნინიასთან დარჩენა ამ მიტოვებულ სახლში, რა რომანტიკაა, ყველას გააძევებს და მერე ლუკას კრანახის ბებია ბაბუის მამულსა თუ რანჩოში ცოლს ისე აწაპნის ვერც კი გაიგებს. ისე გაეცინა ამ იდეაზე, რომ ჩაახველა კიდეც ფიქრები რეალობაში არ წამოვაყრანტალოვო
–ხო, აბა რა… მეტი საქმე არ მაქვს – წარბი ასწია თაიამ – ლუკას, რა უბეუდრებაა, დღევანდელ დღეს ვინ ერთობა ნადირობით? ბატებს, მათ შორის გარეულებსაც უფლება აქვთ არსებობის, ისინიც სულიერები არიან! – ერთი ცხოველთა დამცველი ხომ უნდა ყოფილიყო ვინმე და აი ისიც
–ვეთანხმები ამ გოგოს, ოცდამეერთე საუკუნეში იმდენი გასართობია, – განაგრძო მაქსიმემ – იჯირითე, გოლფი ითამაშე, თუ მაინც და მაინც… – თუმცა გულის სიღრმეში მისი სახლიდან გაძევების იდეას ისე აენთო, მზად იყო ყველაფერზე ესაუბრა
–ამათ ვეღარაფერს შეაგნებინებ, წადი და ეცადე ძალიან ბევრი არ დალიო, – ხმა ამოიღო განცალკევებით მდგომმა ნინიამ, რომელსაც პლედი შემოეგდო მთლიან სხეულზე, როგორც ჩანს სციოდა და შესაბამისი ტანსაცმელი არ ჰქონდა თან წამოღებული.
–აბა, ახალგაზრდებო – მიმართა ყველას აქაური აქცენტით ბოლანდოს ცოლმა – გემრიელი ახალ მოხარშული კვერცხები და მალინა მოგიტანეთ მაყვალთან ერთად. მიირთვით, საუზმეს ნუ გააციებთ, კიდევ რაღაც–რაღაც გემრიელობებიც გელით. – ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა და ძველ ტანსაცმელზე ხელი ჩამოისვა.
აი, ქალი, ბედნიერი ქალი, სახე აქვს განათებული ჯანმრთელი ცხოვრბისაგან და არც შენს ბრენდებს დაგიდევთ არაფრად. რაში უნდა ამას აქ შანელი და ლობოუტენი ? ქალი სიამოვნებით აათვალიერა მაქსიმემ, ბოლოს და ბოლოს მისი მხსნელიდა გადამრჩენელი იყო, ახლა გემრიელ საუზმესაც მისი სახელი ერქვა და…
–საოცარი სურნელია არა? – იკითხა ნინიამ, რომელიც ფოტო კადრივით გაყინულიყო გადასახედ პატარა გორაკზე
–ეს პრერიებიდან მომავალი ლავანდის სურნელია, – მიუგო ქალმა
–ლავანდის?
–აჰა…
–საოცარია…
მაქსიმემ ახლაღა იგრძნო ეს სურნელი, მართლა საოცრება იყო.

საუზმე ნამდვილი შაჰივით მიჰგვარეს მაქსიმეს, თუმცა ორი სამი ნაბიჯი მაინც გადადგა, უნდოდა თავი გამოეცადა სიარულში.
საბოლოოდ მარჯვენა ფეხი მაინც ბალიშიან სკამზე ჰქონდა შემოდებული და ისე მიირთმევდა სოფლის მოხარშულ კვერცხს.
არ უყვარს კვერცხი, მაინცდამაინც არ გიჟდება, არასდროს მოენატრება და საერთოდ არ არის ამ გამოსაჩეკი წიწილის ჩანასახშივე მოკლვის და ჭამის იდეით აღტაცებული, რასაც ვერ იტყვის თაიაზე რომელიც ისე გემრიელად ილუკმება, სად მიდის მთელი ეს კალორიები? ალბათ ვარჯიშობს, რაღაც ნავარჯიშები მკლავი კი აქვს.
ნინია? ნინია ამ დროს ყავის ფინჯანს არის ჩაფრენილი და თან სურნელით ტკბება თან ყლუპებს იზოგავს.
საოცარი ქალია რა.
რამდენჯერაც მისკენ გაიხედავ ახლიდან შემოგიტევს სიყვარული, გინდა მთელი ქმრების ამალა ყავდეს.
სიყვარულმა სად იცის იმის გაგება ეს კონკრეტული პიროვნება რომლის სახეზეც შენი გრძნობა შეჩერდა დაკავებულია თუ თავისუფალი?
ლუკასი უკვე კარგა ხნის წასული იყო, საუზმეზეც ვერ დარჩა, ალბათ, გული და სული აქ დატოვა.
ამ ამბით ერთადერთი უკმაყოფილო თაია ჩანდა.
როგორც ჩანს მიხვდა რომ მაქსიმე დანებებას არ აპირებდა და საკმაოდ უსიამოვნო სახით  აკვირდებოდა მათ დუეტს.
–დღეს რა გვაქვს გეგმაში?  – ბოლოს იკითხა
–შენ რა გინდა? – მიმართა ნინიამ
–რა ვიცი… აქ რა შეიძლება გააკთო და რითი შეიძლება გაერთოს კაცი?
–კონკრეტულად შენთვის მე მაქვს იდეა – ღიმილით და სარკაზმით დაიწყო მაქსიმემ
–აბა დაიწყე, მიმართა თაიამ
–მგონი უმჯობესი იქნება იმ ბავშვთან გადახვიდე და გაართო… – მეზობლის ბავშვი იგულისხმა
–კაი ერთი, და შენ შენს უსაქციელობებთან მარტო დაგტოვო? – ბოლომდე აგრძნობინა, იცოდე თუ არ მოკეტავ ყველაფერს დავფქვავო.
ნინია თითქოს აქ არ იყო, სადღაც დაფრინავდა მაქსიმემ ტუჩები მოკუმა სიბრაზის ნიშნად, ვინ არის ეს გოგო, რატომ აეკიდათ? აგერ ქმარი ჩამოიშორა და ეს ღლაპი აქ დასდევს რომ აკონტორლოს მისი ყველა საქციელი.
არა, თავიდან უნდა მოიშოროს სასწრაფოდ.
–ნინია, რა გეგმები გაქვს?
–არ ვიცი მაქსიმე, ამაზე ჯერ არ მიფიქრია… არაფრის კეთებითაც ვტკბები … – უთხრა გოგონამ და წამოდგა მაგიდიდან. ისევ ჰორიზონტით ტკბობას მისცა თავი
–რაღაც ძალიან ჩაფიქრებული ხარ, რამე გაწუხებს? – განაგრძო ბიჭმა მასთან კონტაქტი
–კი, შენ, შენი ზედმეტი კითხვებით – მიუგო თაიამ
–შენთვის აზრი არ მიკითხავს… – მაქსიმემ წარბი აუწია გოგოს
ქართული დიალოგი იღებდა მძვინვარების სათავეს.
–ბავშვებო, რა გჭირთ? – მობრუნდა ნინია –მეჩვენება თუ კინკლაობთ?
–გეჩვენება – მიმართა მაქსიმემ
–არაფერიც არ გეჩვენება, ეს ბიჭი ძალიან მაღიზიანებს. – დაიწყო თაიამ – მოდი მე და შენ სადმე წავიდეთ, ფოტოები გადავიღოთ რა, სუფთა ჰაერზე ვისეირნოთ, ეს იყოს სახლში, სიარული არ შეუძლია… – თაიამ ნიშნის მოგებით გაუღიმა მაქსიმეს და წამოდგა
–რა სიბოროტეა! მარტო უნდა დამტოვოთ? – აღშფოთდა მაქსიმე
–არ მინდა არც სეირნობა არც სურათების გადაღება – მოკლედ მოუჭრა ნინიამ, მაქსიმეს ეს ესიამოვნა
–ნინია… – მოიწყინა თაიამ
–თქვენ ორნი დატკბით აქაურობით, მე მაღლა ავალ წამოვწვები, მთელი ღამე არ მიძინია.
გეგმები წყალში ჩაუყარა ერთსაც და მეორესაც.
–სულ შენი ბრალია! – მიმართა მაქსიმემ თაიას უკვე სახლისკენ მიმავალ ნინიას რომ შეხედა.
–რა ბოროტი ხარ! – დაყვირა გოგომ, წავალ და მარტო დავტკვბები აქაურობით. შენ კი იჯექი ხის ძირას და ითვალე ჭიანჭველები! – აგრესიულმა თაიამ ჯინსის ქურთუკი მოგლიჯა სკამის საზურგეს და მობილურით დაღმართს დაუყვა იმ მიმართულებით სადაც გუშინ ნინია და მაქსიმე იყვნენ ვან გოგზე საუბარში გართულები.
ცხოვრებამ შანსი მისცა და უნდა გამოიყენოს, იქნებ მართლა უბედურია მისი ოცნების ქალი და იქნებ სწორედ ის არის მისი მხსნელი, რატომ არ უდნა სცადოს? მაქიმე ბოროტმა ფიქრებმა შეიპყრო და დანაშაულზე მიმავალი ბოროტმოქმედივით წამოიჭრა სკამიდან. მიმოიხედა და იქვე მიყუდებული ხე მოიშველია მოძრაობის გასაადვილებლად
რამდნეიმე წუთში უკვე იმ კუსავით მიბობღავდა კიბეზე „ფიფქია და შვიდ ჯუჯაში“ უკან რომ ბრუნდება ყველა და ის ისევ კიბეზე ადის.
ოთახის კარზე დააკაკუნა, ნინიამ შიგნიდან გამოსძახა „ღიააო“
მაქსიმემაც კარი შეაღო
–შეიძლება
გოგო საწოლზე იყო წამოწოლილი
–შემოდი, – მაქსიმეს არ ელოდა – მეგონა თაია იყო, – თქვა და წამოდგა საწოლიდან
–იწექი, უბრალოდ ამოვედი, მინდა დაგელააპრაკო… –ბიჭმა ამ სიტყვებთან ერთად ოთახი მიათვალიერა, ამდენი ნივთია და სკამს ვერსად ხედავს
–საწოლზე ჩამოჯექი, მიუხვდა ნინია
–კარგი, რა გაეწყობა, ხომ იცი, ტრამვა მაქვს…
–წუხელ მართლა მაშინ გამოხვედი აივანზე, როგორც თქვი თუ მანამდეც იქ იყავი? – არ ელოდა ნინიასგან ამ კითხვას მაქსიმე მაგრამ უცებ პასუხი გაამზადა გონებაში
–არააა, მაშინ გამოვედი – თან თითქოს შეყოყმანდა
–კარგი…
–რატომ, რამე მოხდა?  – ვითომ არ იცოდა ისე ჩაეკითხა ბიჭი
–არაფერი. – არც აპირებდა პირადი ურთიერთობის გამხელას გოგო. ამ მხრივ კერკეტი კაკალი ჩანდა
–კარგი, მოდი ახლა რამე მოვიფიქროთ. მართლა ასე ხომ არ ვიქნებით ყველა ჩვენს ჩვენ ოთახში? – დაიწყო მაქსიმემ, გოგო უნდა გაეტყუებინა სადმე.
–მმმ… – ჩაფიქრდა ნინია და გვერდზე ჩამოუჯდა საწოლზე ბიჭს. – მართალი ხარ, ბოლოს და ბოლოს უხერხულია, ამხელა გზა გამოვიარეთ და სიამოვნებას ვერ ვიღებთ საოცარი ადგილისაგან. – გონება გაუნათდა მგონი და დაეშვა მიწაზე  – უბრალოდ, თბილისიდან რაღაც ამბებს მიგზავნიან და მეც აყოლილი ვარ ამ ყოველივეს… იმის უნარიც აღარ მაქვს რომ რამეზე ვიფიქრო.
–მოდი დაივიწყე ყველაფერი – სევდიან გოგოს ხელი ხელზე დაადო მაქსიმემ, თან ასე ახლოს მის გვერდით აქამდე არ ყოფილა –ეცადე დატკბე ამ უბრალოებით, გინდა ლავანდის მინდვრებში გავისეირნოთ? – დაავიწყდა თავისი მდგომარეობა
–მერე ფეხი? – დახედა ნინიამ წყენით
–ა, ხო, სულ დამავიწყდა… – ეწყინა მაქსიმეს – კარგი, აქვე ახლო მახლო, სადმე ლამაზი ადგილი იქნება, იქ ჩავიდეთ, საერთოდ დავივიწყოთ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, დატოვე ეგ შენი მობილური, მხოლოდ სევდას გიგზავნის ის თბილისიც, არ მოქმედებს შენზე დადებითად. წამოდი …. დაივიწყე ყველაფერი… – მაქსიმე გოგოს გაბრუებას ცდილობდა ისე რომ უარი მისგან არ მიეღო
–მართალი ხარ… – დაეთანხმა მარტივად ქალი – თაია სად არის? მგონი ეწყინა ხომ წეღან უარი რომ ვუთხარი, წავიყვანოთ
–წავიდა, იმან თავს მიხედა, ჩვენ დავრჩით სახლში
–წავიდა? – ეწყინა ნინიას
–ხო, გაისეირნებს, ჰაერს ჩაყლაპავს და სხვა ხასიათზე მოვა, ახალგაზრდა გოგოა და რა დღეში აქვს ნერვები … – ისევ გაბოროტდა მაქსიმე რომ გაახსენდა აბეზარი თაია
–ჰაჰა, – გადაიკისკისა ნინიამ, აი , როგორც იქნა მანაც გაიცინა, ისევ აიქნია თმა და ისევ საოცარი სურნელი წამოვიდა მისგან, ამ მიტოვებულ სახლში აბაზანა არის ერთი გამართული, ამ დილით მგონი ყველამ ისიამოვნა აბაზანის ცხელი შხაპით, ეს კი იმ ტიპის დამსახურებაა დათვივით რომ მოგორდა დღეს და ლუკასი გაიტყუა სანადიროდ, რომ არა ის ალბათ იქნებოდნენ ასე, აბაზანის გარეშე.
–მაქსიმე, მგონი თქვენ ერთმანეთი მოგწონთ და ამას აგრესიით გამოხატავთ იცი? – მიმართა ნინიამ ბიჭს
–კაი რა, მე მომწონს ეგ გადარეული გოგო? – სახე აელეწა ბიჭს.
–მგონი შენ თვითონ ვერ ხვდები ამას… – ჩაიცინა ნინიამ და წამოდგა
აი ესღა აკლდა ამ 22 წლის მეტიჩარას ასეთი ეჭვები გაეღვივებინა ნინიასთვის. მაქსიმეს რომ გონია რომ საწადელ მიზანს უახლოვდება ნაბიჯ–ნაბიჯ საქმეში ეს გოგონა ერთვება და ბახ, საპნის ბუშტივით სკდება ყველაფერი გზად.
–გადავიცვამ და ჩამოვალ დაბლა… – მიმართა ნინიამ – შენ მე შთამაგონე. უნდა დავტკბეთ აქაურობით. მიმართა გოგომ და საერთოდ სხვა ადამიანად გარდაისახა.
–ძალიანაც კარგი, დაბლა დაგიცდი, –წამოდგა ჯენტლმენი და გაჭირვებით ისევ მივიდა კართან
–მსიამოვნებს შენთან ყოფნა… –მიმართა ნინიას.
გოგო წამით დაიბნა. მაგრამ მერე მიხვდა რომ დიდი მნიშნველობა და ქვე ტექსტი არ უნდა მიენიჭებინა ამ ამბისთვის და გაუღიმა მაქსიმეს.
მაქსიმე დიდი ხის ძირას იდგა და ისევ ნინიას ელოდა.
ელოდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად ხდებოდა.
კიდევ წუხანდელი სცენა ედგა თვალწინ.
ცოლ–ქმრის ფრანგული დიალოგი და ტოლსტოი იმღვრეოდა მის მოგონებაში
„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური“
არის რაღაც სიმართლე.
ოჯახს რაც შეეხება, ისეთი თემაა, ვერასდროს გაიგებ კაცი, შიგნით რა ცეცხლი ტრიალებს, შეიძლება ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი სრულიად უბედური აღმოჩნდეს, მართალია თვითონ ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და უახლოვეს პერიოდში მიზნადაც არ აქვს დასახული, მაგრამ სამაგიეროდ იცის რომ ოჯახში ყოველთვის არის მცირეოდენი მარცვალი პრობლემის. უპრობლემო ოჯახი სიყალბე და ფარსია. ყველგან არის რაღაც დაბრკოლება, ყველგან არის საიდუმლო, რომელიც ლამაზად არის შენიღბული ნებისმიერი ოჯახის წევრისგან, უფრო მეტად კი დიასახლისისაგან, ხშირად ადამიანებს სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ისეთ ქვე–აზრებსა და გრძნობებს უჩენს და ანიჭებს რომ ბევრ სისულელეს აკეთებინებს.
ასე არ შეიძლება, მაგრამ ასეც ხდება.
მთავარია შენს თავთან იყო გულწრფელი და აღიარო შენი სისუსტეები და ეცადო იმ შრეების ამოვსება, რომელიც პრობლემამ გააჩინა, მერე კი, მცდელობა თვითონ მიგიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე.
მაქსიმეს ის აზრიც კი გაუჩნდა რომ ნინიას საერთოდ იმ ერთ ადამიანზე შეყვარებული დარჩა ამ სამყაროში და საკუთარ თავთან მარტო.
რაღაც მომენტში სერიოზულ სირთულესაც კი იყო შეჭიდებული, სად ჰქონდა იმის გარანტია რომ ნინიას თუ ლუკასი არ უნდოდა, მასზე ასე მზრუნველი კაცი, რომელთანაც როგორც იქნა გადაწყვიტა და თანაცხოვრებაშია, მაშინ მაქსიმე მოუნდებოდა?
მაგრამ ალბათ, ეს ახალი მოზღვავებული გრძნობა სხვადასხვა ემოციასთან ერთად დიდ იმედს უსახავდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც უკვე გაუნძრევლად იდგა ამ ისტორიული ხის  ძირას და ელოდა სიყვარულის ობიექტს.
მაქსიმეს მობილურმა შეახსენა მოულოდნელად თავი.
ეს ოტტო იყო, სამსახურის საქმეზე დარეკავს, მაგრამ ამ უქმეებზე არ აპირებს პრინციპულად მასთან საუბარს.
ან იქნებ უპასუხოს?
მოკლედ დილემასთან დიდხანს არ უჭიდივაია, უპასუხა მეგობარს, ბოლო წამს აზრი იმიტომ შეიცვალა რომ მასთან ერთად გეგმავდა უქმეების გატარებას, ახსნა–განმარტების გარეშე კი აქეთ გამოეშურა.
–ოტტო, – ჩასძახა აპარატს მაქსიმემ. – მეტი არაფერი უთქვამს, იმიტომ რომ მის წინ თეთრ შრიალა კაბას მოაფრიალებდა ნინია, საოცრება იყო, ალბათ, ბევრ კინო რეჟისორს შეშურდებოდა ეს კადრი. თეთრი, ქათქათა ფრიალა, გრძელი, უკიდეგანო უსასრულო მატერია მოქროდა ჰაერში და გაზაფხული მოჰყავდა, ზედ წვრილ–წვრილად ულამაზესი პაწია ყვავილები დასდევდა, ისეთი საოცრება იყო, უბრალოდ ტკბობა გინდოდა ამ მომენტით. ამიტომაც გათიშვის ღილაკით მობილური ისევ ჯიბეში ჩაიცურა და ნინიასკენ ორი ნაბიჯი გაჭირვებით გადადგა.
–მაქს… – ზოგადად არ უყვარდა ეს მიმართვა, მაგრამ მოხერხებული და უცხოელებისთვის კომფორტული იყო, ამიტომ უკვე წუწუნს აზრი არ ქონდა – გინდა სოფლის ბაზრობაზე წავიდეთ? – შეეკითხა გოგონა შთაგონებული
–ცოტა გამიჭირდება, მაგრამ სიამოვნებით. – ფეხზე დაიხედა მაქსიმემ
– ჰო და… – დაიწყო ნინიამ. –შენ არ თქვი, ჯირითი მიყვარსო? – უცებ ჩაეკითხა ბიჭს
–კი, მიყვარს… მერე? – ვერ მიხვდა რა კავშირში იყო
–ხო და არც მუხრუჭი უნდა ცხენს და არც შენი მარჯვენა, ელეონორს ვთხოვოთ და იმ ცხენით წავიდეთ.
–ცხენით? – უცებ დაუჯერებელმა ღიმილმა გადაუსერა სახე მაქსიმეს.
–ხო, რატომაც არა?
–და შენ ჩემთან ერთად შემოსკუპდები ცხენზე? – კიდევ დაუჯერებლად ეჩვენა და გაეცინა მაქსიმეს.
–რატომაც არა… – ნინია საერთოდ სხვანაირი იყო. რამდენი სახე აქვს ამ ქალს. გაოცებას ვერ მალავდა მაქსიმე, ან ეს გენიალური და რომანტიკული იდეა საიდან მოუვიდა თავში აზრად?


რამდენიმე წუთში ნინია და მაქსიმე ელეონორის ცხენით სოფლის ბაზრობისკენ მიქროდნენ.
უფრო დაზუსტებით კი წითურ ბედაურს მიაჭენებდნენ.
მაქსიმე როგორც მხედარს შეშვენის, ოღონდ ომიდან დაბრუნებულ დაჭრილ მხედარს, ისეთი მხნეობით იჯდა ცხენზე, ნინია კი წინ  გატაცებული ქალივით შემოესვა, რაღაცნაირად ძველი რუსული ზღაპრის გმირებსაც კი გავდნენ.
საოცარი მომენტი იყო.
მისი თმა პირდაპირ სახესთან ელამუნებოდა მაქსიმე ჩარკვიანს.
ახლა სწორედ ის დრო იყო, დავიწყებას მიცემულიყო ყველა მათ შორის ლუკას კრანახი. ის ამ სამყაროს ნაწილი საერთოდ არ იყო.
–შენზე გავიგე, სტუდენტობის დროს ერთ ტიპს ეტრფოდა უნივერსიტეტშიო, – ყურში უჩურჩულა მაქსიმემ
–ხოო? ნეტავ რომელმა ჩიტმა მოგიტანა ამბავი?
–არც კი ვიცი… გრძელი ენა კი აქვს იმ ჩიტს… – ჩაეცინა მაქსიმეს
–კი… დასამალი რა მაქვს, ხომ გითხარი მე თვითონ? – თამამი იყო ნინია, ეს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას ანიჭებდა ბიჭს
–და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი გეგონე მაშინ?
–სულაც არა… იმასაც კი ვფიქრობ რა მომწონდა შენში… –  უცებ მოუჭრა გოგომ
–კარგი რა, ასეთი დაუნდობელი და მკაცრიც ნუ იქნები – ბიჭმა ცალი მკლავით მისი თმა სახიდან მოიშორა და შიშველ მხარზე დააკვირდა, წვრილი თასმა ჰქონდა მხოლოდ კაბის დასაკავებლად გადაჭერილი, საოცარი გლუვი და ხავერდოვანი კანი ჰქონდა. რაღაცნაირი ხორბლისფერი იყო… ფაიფურობას ვერ დასწამებდი კაცი. მაგრამ გიზიდავდა საოცრად ყველა ნიუანსით
–კარგი, ვეცდები… – უპასუხა გოგომ და ქვევიდან ამოხედა მაქსიმეს
ბიჭმა წამით ცხენი შეაჩერა
–ალბათ, მაშინ ბრმა ვიყავი, შენ რომ ვერ გამჩნევდი… – თითქმის ჩურჩულით უთხრა კაცმა
–ალბათ… – მომენტით დაბნეულმა გოგომაც ჩურჩულით მიუგო
–ნინია…
–მაქსიმე…
–რა მოხდება, თუ კი გეტყვი რომ…
–ნუ მეტყვი, გთხოვ… – უპასუხა გოგონამ უცებ და თავი დახარა – წავიდეთ.
მაქსიმე ცოტათი დაიბნა.
მგონი ნინია მიხვდა ყველაფერს და თავის არიდებაც ტექნიკურად სცადა.
მეტი აღარაფერი უთქვამს, დროა არჩევანი გააკეთოს, ან ბოლომდე რომანტიკას დაემონოს, ან აღიაროს რომ ქმრიან ქალს ეარშიყება და განზე გადგეს.
გაჭირვებით დაეშვა ცხენიდან, მერე კი ნინიასკენ ხელები გაიშვირა და ჰაერივით მსუბუქი ქალბატონი მიწაზე ჩამოსვა.
საოცრება იყო მათ წინ გადაშლილი ბაზრობა. უამრავი ნაირსახეობის პროდუქტი იყო წარმოდგენილი.
ნინიას სტიქიაც აქ მძვინვარებდა, ამ ლამაზ–ლამაზი ხილის და სხვადასხვა საკმაზებისგან მზადდებოდა მისი დელიკატესები.
მაქსიმე გოგოსთან ერთად საოცრად გაერთო სხვადასხვა პროდუქტის თვალიერებით.
ნინია ისეთი მონდომებით უხსნიდა თითოეული მათგანის დანიშნულებას, მაგალითად თხილი უბრალოდ თხილი კი არ არის, ის საოცრად გემრიელია შოკოლადის ნაცხვართან ერთად, გარკვეული ტიპის სარგებლობაც მოაქვს ორგანიზმისათვის და საოცარ გემოს ანიჭებს ჰაეროვან ბისკვიტს, ან ჩიზქეიქს.
მაქსიმეს მოსწონდა ეს ყველაფერი ერთიანად ერთ ქალში თავმოყრილი, უტვინო და სულელი არც ერთი მისი მოწონებისა თუ სიყვარულის ობიექტი არ ყოფილა. სიყვარულს რაც შეეხება, ყველას ერთად აღებულსაც თუ შეადარებდა ნინიას მაშინაც კი აღიარებდა რომ ეს ქალი ყველაზე მეტად იზიდავდა.
დანარჩენები ისე იყვნენ, როგორც გაზაფხულის წვიმა.
ზოგი ჭექა–ქუხილით დამტყდარი მის თავს, ზოგიც უბრალოდ ჩუმი სურნელივით შემოპარული მის ცხოვრებაში.
ხშირად თავისზე დიდი ქალებიც მოსწონდა და მათაც ასეთივე ინტერესი ჰქონდათ ახალგაზრდა კაცის მიმართ.
სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა ხან ზნესაც და ადათ–წესსაც გაცვლევინებს ადამიანს, მაგრამ თუ ამდენი მოგზაურობის მერე იმ ქალს გადაეყრები ვინც აი ასე, ერთი ხელის მოსმით ყველა შენს წარსულ მოგონებას გააცამტვერებს და შენს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება. მაშინ?
–მაქს, იქით წავიდეთ? – ხელზე ხელი ჩაჰკიდა გოგომ და ბავშვური აღტაცებით სხვა მიმართულებით გააქანა. –იმ მოხუცმა მითხრა სულ ახალი კენკრა აქვს მოტანილი გასაყიდად ჩემს მეზობელსო.
მაქსისმეც აჟიტირებულ ნინიას გაყვა
–საღამოს ელეონორი გემრიელ ნამცხვარს დაგვპირდა, არ დაგავიწყდეს – შეახსენა მაქსიმემ – ცხენს რომ გვატანდა მაშინ გვითხრა.
–ჰო, ელეონორის ნამცხვარი მოიცდის… – გოგოს კენკრის ინტერესი ჰქონდა
უამრავი იარეს და იხეტიალეს. უკვე შაადღეც გადასული იყო, ისევ ცხენისკენ მიემართებოდნენ ნინია და მაქსიმე, გზას რომ თვალი გაუსწორეს საოცარი ხეების ალეა გამოჩნდა.
–ვგიჟდები ასეთი ხეების მწკრივზე, კორიდორულ სისტემას რომ ქმნის და თითქოს გეძახის მოდი, გაიარე და დატკბიო – აღნიშნა ნინიამ
მაქსიმესაც უყვარდა ხეების მწკრივში ხეტიალი
–ვეცდები მეც გამოგყვე და დავტკბე
–მერე ფეხი?
–თითქმის მომირჩა, თან შენთან როცა ვარ სულ არ მახსოვს ეს ფეხი… – ბიჭმა ისევ წამოიწყო ფლირტი
–აჰა… – გააგრძელა ხმოვანი გოგომ და თავის მხედართან და ოთხფეხა წითურ ლამაზ ბედაურთან ერთად შედგა ფეხი ლამაზ მწკრივში.
თითქმის შუა გზამდე ისე გავიდნენ არც ერთს სიტყვა არ დასცდენია.
ბოლოს ისევ მაქსიმემ დაარღვია სიჩუმე
–ნინია… – გააჩერა გოგო და თავისკენ მოაბრუნა
–გისმენ… – თვალი გაუსწორა ქალმა და მისგან მომდევნო სიტყვებს დაელოდა
–შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ რაღაც ენით აღუწერელ ლტოლვას განვიცდი შენს მიმართ… – დაიწყო რომანტიკოსმა კაცმა
–ხო და, თუ ენით აღუწერელია, ნურც ეცდები… – გოგო ეცადა მკაცრი ყოფილიყო და ბიჭს შორს არ შეეტოპა
–მაცადე…
–არ შემიძლია…
–ერთი წუთი, მაცადე საუბარი, მინდა რომ გითხრა, სულ სხვანაირად არის ყველაფერი … – ყველაფრის თქმას გეგმავდა მაქსიმე. აი ასე, რატომ უნდა იყოს თავის გრძნობებთან მარტო? უმჯობესია გაანდოს მას რომ მერე წლების განმავლობაში იმაზე ფიქრმა არ დატანჯოს, მაშინ რომ მეთქვა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო
–ხო და არ მინდა მოსმენა!–პრინციპული იყო გოგო
–როგორც ჩანს გამიჭირდება შენი გაჩუმება – თქვა მაქსიმემ და ნინიას სახეზე გამარჯვება რომ აღებეჭდა და მიხვდა გოგო გზის გაგრძელებას აპირებდა, თანაც ისე, ყველაფერს კარგად ხვდებოდა და უბრალოდ სიმართლესთან თვალის გასწორება არ უნდოდა, მთელი ძალით მკლავში ჩაავლო ხელი, ისევ მოაბრუნა, თავისკენ მიიზიდა და მთელი ვნებითა და ამდენი თავშეკავებულობით აღსავსე მდგომარეობა ერთ კოცნაში ჩააქსოვა.
ის სიყვარული, სურვილი, ვნება და ემოცია რაც საფიქრალსა და გულის რიტმს ასმაგად უჩქარებდა ახლა ამ წუთას კოცნით ნინიას აჩუმებდა, რომელიც თითოქს წინააღმდეგი იყო თავიდან, მაგრამ ზუსტად ერთ წამში იგივე გრძნობით უპასუხა ბიჭს.
მაქსიმე და ნინია საწყის პოზიციებს რომ დაუბრუნდნენ ორივე დუმილმა შეიპყრო. უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ. არც მაქსიმეს უნდოდა რამის თქმა და ჩანდა არც ნინია იყო საუბრის ხასიათზე.
სწორედ ისეთი მომენტი იყო ერთი წუთი საუკუნეს რომ ჰგავს და არა და არ გადის დრო.
ბოლოს ისევ ბიჭმა დაიწყო
–ნინია…
–მაქსიმე, – გააჩუმა გოგომ ბიჭი – მე ჩემი ქმარი მიყვარს, ბედნიერი ვარ მასთან და გთხოვ ნურაფრის იმედი ნუ გექნება…
–კი მაგრამ, შენ ხომ კოცნაზე კოცნით მიპასუხე? – გაოგნდა ბიჭი
–ცდები
–ვცდები?
–კი, ცდები!–პრინციპული ხდებოდა ნინია
–კარგი რა. – ხელი აიქნია ბიჭმა
–მე უკვე გითხარი, ლუკასი ჩემი ცხოვრების მამაკაცია…
–და შენი ქმარი, რომელზეც იმ დღეს  მეუბნებოდი მიყვარსო?
–ჩემი ყოფილი ქმარი ჩემი წარსულია, ჩემი აწმყო და მომავალი ლუკას კრანახია!
–მატყუებ! – აფეთქდა მაქსიმე
–ეს შენ იტყუებ თავს!
–ნინია, მოეშვი ამ საქციელს ძალიან გთხოვ!
–ეს შენ მოეშვი!
–ნუ ბავშვობ!
–მე არ ვარ ბავშვი, მე ვარ ზრდასრული, გათხოვილი ქალი, რომელსაც ქმარი ყავს და ათასი სხვა საფიქრალი აქვს, არ ვაპირებ ამ თემაზე დისკუსიას, არც განხილვას და საერთოდ, დაივიწყე რაც მოხდა!
–არაფრის დავიწყებას არ ვაპირებ! –კამათში აყვა მაქსიმე –ჩემს ცხოვრებაში იშვიათად არის მსგავსი ლამაზი მომენტები და მე მათ მიჩქმალვას არ ვგეგმავ, მინდა რომ ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვე როგორ ვაკოცე მათ ბებიას პირველად ფრანგული სოფლის ლამაზ ხეთა რიგში გაზაფხულის სურნელოვან დღეს! – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მაქსიმეს სურვილებმა
–თავი ფილმის თუ რომანის გმირი გგონია? – გოგომ გრძელი კაბის ბოლოები მუჭში მოიქცია და გზას შეუდგა
–ფეხით მიდიხარ ? – ჩაეკითხა მაქსიმე
–დიახ!
–დილამდე ვერ მიხვალ!
–არაუშავს, შენთან საუბარს არ ვაპირებ არ არსებულ მომავალზე და შვილიშვილებზე, რომელიც არასდროს მეყოლება!
–ვერ გავიგე?! –მაქსიმე დაედევნა ნინიას კოჭლობით თან ცხენსაც თან მიუძღვოდა, ნამდვილი მისტერ როჩესტერი იყო.
–რომელი ნაწილი ვერ გაიგე? – უკან არც იყურებოდა ისეთი გაშმაგებით მიდიოდა ნინია და თან არც კითხვა პასუხში ჩამორჩებოდა მაქსიმეს
–შვილიშვილებზე! –მიაძახა ბიჭმა და ცხენს შეხედა – შენ, ეი, სოფლელო რიჟავ, ალბათ გადაირიე ხომ ქართველების კამათზე – დინჯი ცხოველი პასუხის გაცემას არ გეგმავდა ამიტომ მაქსიმე ისევ ნინიასთან კამათს განაგრძობდა
–შემეშვი გთხოვ!
–ეს შენი ქმარი არ შემეშვა, თორემ დისნელენდის მერე არ ვაპირებდი შენთან კონტაქტზე გამოსვლას.
–კაი ერთი! – უკან მობრუნდა ნინია და მაქსიმეს მოუახლოვდა
–დიახ, დიახ, დაგავიწყდა რა ფრანგული ბურჟუა ტონით მემუდარა წამოდი ჩვენთან სოფელშიო?
–გემუდარა? – გოგოს წყობიდან გამოყვანა ქონდა ბიჭს გეგმაში და გამოსდიოდა კიდეც
–დიახ, დიახ… – ირონია გაურია საუბარში მაქიმემ
–არ მაინტერესებს!–მიბრუნდა ისევ გოგო
–ხო, აბა რა, შენ როცა პასუხი არ გაქვს არაფერი არ გაინტერესებს…
–არა, უბრალოდ არ მინდა კამათი, – ცოტათი დამშვიდდა გოგო
–შენ არ ხარ ბედნიერი ლუკასთან! – მიახალა მაქსიმემ
ნინია წამით ადგილზე გაიყინა და მერე მოუბრუნდა ბიჭს.
–ხო, ტყუილს ვამბობ თუ? – ჩაეკითხა მაქსიმე
–რა თქმა უნდა, შენ რა იცი, რა არის ოჯახური ბედნიერება? ყოველთვის ბერბიჭას ნაჭუჭში იყავი გამოკეტილი, ალბათ, ჩემთანაც გრძელვადიან რომანს გეგმავ…
–შენთან რას ვგეგმავ ამაზე თამამად დაგელააპრაკები თუ გაინტერესებს…
–არა, არ მაინტერესებს მიუგო ნინიამ,
ერთ ნაბიჯში იდგა ბიჭთან
–რატომ, იმიტომ რომ ხვდები თუ იმიტომ რომ არ გინდა ჩვენი გეგმები ერთმანეთს დაემთხვეს?
–მეტისმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხარ? –მოუბრუნდა გოგო
–შენი კოცნის მერე კი… – გაუღიმა მაქსიმემ
–რა გინდა ამ კოცნისგან, არ მიკოცნია მე, შენ მაიძულე.
–მოდი შევამოწმოთ! – წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა ბიჭს კიდევ აკოცა ნინიას
–თავხედო! – მოშორდა თუ არა გოგო ბიჭს მაშინვე მიაძახა და გაიქცა
–მე შეიძლება თავხედი ვარ, მაგრამ თქვენი, კრანახების ოჯახი განწირულია ნგრევისაკენ, უკვე ისეთი ბზარია თქვენს ოჯახში, როგორიც კრანახების რელიქვია სახლში. – მაქსიმე ქალის გამოწვევას ისევ განაგრძობდა
–ამას რის საფუძველზე ამბობ– დაახლოვებით ოც მეტრში შედგა ნინია და ბიჭისკენ შემობრუნდა
„რატომ არ მიდის? რატომ ჩერდება, ესეიგი უნდა რომ იყოს დიალოგში ჩართული,“ გაიფიქრა მაქსიმემ
–წუხელ აივანზე ვიდექი და მესმოდა თქვენი ფრანგული ჟღურტული!
–და რა გაიგე? –ნინია აილეწა.
–რაღაც–რაღაცეები… მგონი ადვოკატთან გაქვთ საქმე.– რაღაც მომენტში ინანა მაქსიმემ ეს რომ უთხრა, ასეთ დეტალებში არ უნდა შესულიყო, მაგრამ ქალი არ აძლევდა დანებების საშუალებას.
–ყველაფერი არასწორად გაიგე!– ნინიამ მისკენ მსვლელობა დაიწყო
–ვითომ? – ირონიული იყო მაქსიმე
–დიახ, მე და ლუკასს ცუდი პერიოდი გვაქვს იმიტომ რომ მე ვარ ცუდ მდგომაროებაში, ყოველწამს თბილისიდან ცნობებს მაწვდიან, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ჩემი ქმრის მკვლელს მიაგნეს და როგორც კი მორჩება სასამართლო და ადვოკატი საბოლოო პასუხს გვეტყვის, მერე დავისვენებთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ჩემი გონებაც და ჯანრთელობაც დიდი ხანია შეარყია, მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ განვთავისუფლდე ყველაფრისაგან და ლუკასთან ერთად ბედნიერი ცხოვრება დავიწყო და ამ ბედნიერ ცხოვრებას აი აქ, ამ ლამაზ ადგილას მეგობრების ახლო წრეში ქორწილით ვგეგმავთ. თაია კი იმიტომ ჩაოვიყვანეთ აქ რომ ჩემი მეჯვარე იქნება და მინდოდა მისთვის მეჩვენებინა ეს სილამაზე. ჩემი დაჟინებული სურვილი იყო ქალაქგარეთ, სადმე მიყრუებულ ადგილას ქორწილი, რომელზეც ვოცნებობდი და ჩემს თითქმის ყველა ოცნებას მხოლოდ ლუკასი აქცევს რეალობად, ის ის კაცია, რომელსაც დავეყრდნობი და რომლის იმედიც მექნება. შენ კი, რისი შემოთავაზება შეგიძლია ჩემთვის? შენ თვითონ არ იცი ამ ცხოვრებისაგან რა გინდა, ყოველთვის თავი მარლონ ბრანდო გეგონა და დარმწუნებული იმაში რომ ყველა ქალს შენ მოსწონდი მილიონ სასიყვარულო თავგადასავალში იყავი გარეული. – ნინია ყველაფერს ისეთი მონდომებით უსაბუთებდა მაქსიმეს რომ ბიჭი უბრალოდ უსმენდა, ხვდებოდა მის ყველა გეგმას რომ იმედგაცრუებამდე მიყავდა. –მე სხვანაირი ტიპები მომწონს… ახლა ასეა, კი სტუდენტობის დროს სხვა გემოვნება მქონდა, ჩემი ყოფილი ქმარიც სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ახლა უბრალოდ მინდა რომ ჩემს გვერდით სწორედ ლუკასი იყოს, ეს მე ვირჩევ პარტნიორს, გესმის? და არა პარტნიორი მე.
–გასაგებია… – მაქსიმემ თვალები დახარა, ნინიას სანდლებს დააკვირდა, ალექსანდრე მაკედონელს ეცვა მსგავსი. გაიფიქრა და ცხენზე შემოჯდომა სცადა სწორედ მაკედონელივით, ეს არ იყო მისი ბუცეფალი, მაგრამ არც თუ ურიგო ბედაური ჰყავდათ მეზობლებს. –რას იზავ, წამოხვალ?
–არა!–მკლავები გადაჭდო ერთმანეთს გოგომ და გაბუტული პოზა მიიღო
–მოვეშვათ და დავივიწყოთ რაც იყო, მართალი ხარ, შენ შენი ცხოვრება გაქვს. მე აშკარად ზედმეტი ვარ ამ ისტორიაში, რაღაც არამიწიერ იმედებს მოვეპოტინე და აი შედეგიც, შენც გაგაბრაზე და მეც მიწაზე მაგრად დავეცი. ოღონდ ფეხი დაცემამდე ვიღრძე… – ბოლო სიტყვაზე ჩაიღიმა
ნინიამ მაქსიმეს შეხედა, ჰო, შეიძლება ყველაფერს სიმართლეს ღაღადებს ეს ქალბატონი, მაგრამ აი კიდევ ის მზერა, უკვე მეორედ, ამ სოფელში, ამ პრერიებსა და ხეების მწკრივში, რომელიც სულ სხვანაირია, არაჩვეულებრივია და იმედის მომცემი.
–წავედით? – აღარ უნდოდა იმედის მომცემი არაფერი მაქსიმეს, ხელი გაუწოდა გოგოს და წამში ცხენზე შემოისკუპა.
ეს ჯირითი არ იყო, ეს იყო იმედგაცრუებული მხედარი, თავის სიყვარულის ობიექტთან ერთად, ეს იყო კაცი, რომელსაც ახლახანს არაჩვეულებრივი, ვნებიანი და მრავლისმთქმელი კოცნაც კი ჰქონდა  ქალთან, რომელმაც ყველაფერი სახეზე ისეთი სიზუსტით ააფარა რომ საერთოდ დაკარგა ყველაფრის ხალისი. ხო და მაქსიმემ გადაწყვიტა ეს მოზღვავებული ემოცია, ეს გაშლილი თმა, ეს კისრიდან წამოსული საოცარი სურნელი რამით დაეჩრდილა, ეს კაბის ბოლოც რომელიც მის მკლავს მოსდებოდა რამით დაევიწყებინა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაჭენებდა ცხენს.
ალბათ, ნინიაც ხვდებოდა რომ რაღაცნაირი ქიმია მოქმედებდა მათ შორის,
თუმცა მის ფიქრებსა და გულისნადებს მაქსიმე ვერასდროს გაიგებდა და ამოიცნობდა. აი, ამ დროს კარგი იქნებოდა მელ გიბსონის გმირივით ქალების ფიქრები გაეგო… რომელიღაც ფილმში ხომ ესმის ქალების ფიქრები და სურვილები?
ცხოვრება ჰოლივუდურ მელოდრამებს ბევრად ჩამორჩება.
აქ შენი ამბის რეჟისორიც შენ ხარ და სცენარისტიც, ოღონდ იმ სხვაობთ რომ მეორე მსახიობს იმას ვერ აიძულებ გააკეთოს რაც შენ გინდა შენი რომანტიკული მელოდრამის დასასრულებლად.

საღამოს, ყველა ისე გამოწყობილი მიუჯდა სამეზობლოში გაშლილ მაგიდას თითქოს დიდ ღონისძიებაზე მიდიოდნენ.
ელეონორიც კი ისე გამოკაზმულიყო, მაქსიმემ კარგად აათვალიერა ქალი, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად ის იყო თუ არა, დილით ძველმანებში რომ იხილა. თმაც კი კოხტად შეეკრა და უკან გადაეწია. ლამაზი ფრანგული შუბლი ჰქონდა.
სუფრისკენ მიუძღვა ყველას და მადლიერებაც გამოხატა რომ დააფასეს და მასთან სტუმრად მივიდნენ.
–გოგრის წვნიანი მოგიმზადეთ კრევეტებით, – დაიწყო ელეონორმა – და ჩვენ გვაქვს დიდებული ფუა–გრა!–ისეთი აჟიტირებით შესძახა ელეონორმა.
–ფუა–გრა, ოჰო, ელეონორ არ ხუმრობ… – მაქსიმემ იცოდა ფუა–გრა რაც იყო, როგორც ჩანს თაიამ არ იცოდა და ნინიამაც ახსნა დაუწყო სასწრაფოდ ქართულ ენაზე
–ფუაგრა ბატის ღვიძლია, რომელიც ფრანგული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია, სპეციფიკურია და ძვირი სიამოვნება გახლავს, ასე რომ მოეშვი იმაზე ფიქრს რაც ამის მიღმა იმალება და უბრალოდ დააგემოვნე. უცხოელ სტუმრებს ძალიან უყვართ, მეც ავღტაცდი პირველად რომ გავსინჯე.
–იცი, თაია – განაგრძო მაქსიმემ, იდეაში უკვე ქონდა მთელი ტექსტი მზად – იმისათვის რომ ღვიძლი საკვებად ვარგისი იყოს, ბატებს ფერმებში ზრდიან და სპეციალურად ისე კვებავენ რომ ღვიძლი გაუდიდონ.–გამარჯვებულმა დაუგვირგვინა ფრაზა თაიას რომ საერთოდ დაეკარგა ჭამის ხალისი.
–Foie gras, –ახლა ლუკას კრანახი გამოვიდა ასპარეზზე – ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.
ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია
თაია აღტაცდა ამ ფუა–გრათი მაგრამ ბატის ცხოვრების საცოდავმა წესმა სევდა მოჰგვარა
–მე შენს ადგიალს არც კი დავაკარებდი პირს – მხარი გაჰკრა მაქსიმემ
–საბედნიეროდ, ჩემს ადგილას არ ხარ – მიმართა გოგონამ ნიშნის მოგებით.
მაქსიმე მოეშვა მასთან ცუღლუტს და ელეონორის სანიმუშო სუფრასთან მოიკალათა. სულ არ ელოდა ისე გადანაწილდა ადგილები და უცებ აღმოაჩინა რომ მის გვერდით ნინია იჯდა.
მას მერე რაც ხეთა რიგში მოხდა მაქსიმეს ხელი ქონდა ყველაფერზე ჩაქნეული ,მეტიც უკვე ფიქრობდა და აანალიზებდა რომ ეს გრძნობა ფერის დაკარგვამდე მასთან დარჩებოდა და ერთი სული ჰქონდა პარიზში დაბრუნებულიყო რომ თავის საქმეზე გადაეტანა ყურადღება, ოჰ, ამ საქმემ ოტტო და მისი ზარი მოაგონა, რა უაზროდ გაუთიშა, საუბარი შეაწყვეტინა, მაგრამ ნინია ისე მოემართებოდა მისკენ, მთელი დედამიწა მოჰქონდა. აი, ახლა გაახსენდა ბოტიჩელის პრიმავერას გავდა… ჰო, საოცრება იყო. იქ მყოფი ქალების გარეშე. გადასარევი ნახატია, შედევრია და მოსწონს მაქსიმეს, მისი პატენტი თბილისში ფალიაშვილზე სახლშიც აქვს დედამისს კედელზე ჩამოკიდებული და მთელი ბავშვობის კინო კადრად გასდევს მის ცხოვრებას. ახლა კი…
ახლა ნინიას გამოეცვალა ის სამოსი და ტილოს შარვალში და იგივე ნაჭრის და მასალის ზედატანში იყო გამოწყობილი. ოჰო, დიდი შარფიც ჰქონია, საღამოს სიგრილისგან თადასაცავად.
და რაც მთავარია გვერდით ყავს ქმარი, რომელიც თბილი მკლავებით გამოირჩევა და ის გაათბობს თუ საჭირო გახდა, აბა ვის რად უნდა მაქსიმე ჩარკვიანი, ან აქ საიდან აღმოჩნდა, რას აკეთებს ამ საზოგადოებაში, ან ეს ელეონორი და მისი ქმარი რა შუაშია მის ცხოვრებასთან…
ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ ერთ გაზაფხულის მზიან დღეს ლუკასის სასტუმროს აივნიდან ლუკასის ცოლი დაინახა და გულში ინტერესთან ერთად არაჩვეულებრივი ქალიც ჩაუვარდა.
მერე რა კოცნა იცის ამ ქალმა და ამავდროულად მოღალატე, მაგრამ ერთგული ცოლია.
არაუშავს, მის კოცნას საიდუმლოდ შეინახავს დარჩენილი ცხოვრება, ცუდია რომ შვილიშვილებს ამას ვერ მოუყვება, თუ, რა თქმა უნდა, მოაბა თავი ცოლის მოყვანას და ასე ბერბიჭად არ დაბერდა, ნინიას თქმისა არ იყოს.
რიგის მიხედვით აგემოვნებდა ელეონორის საოცარ ფრანგულ სამზარეულოს მაქსიმე და საკუთარ თავთან იყო ფიქრებში დარჩენილი, პრინციპში სუფრაზე მხოლოდ ოჯახის უფროსი და ლუკასი აქტიურობდნენ საუბრის თვალსაზრისით.
ნინიაც მობუზული და თითქოს სევდიანი იჯდა მაქსიმეს გვერდზე.
ბიჭი თავს მაქსიმალურად ერეოდა და მისკენ არ იხედებოდა.
თაიაც რაღაც საოცარ დუმილს შეეპყრო, არადა ამ გოგოს ყველაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად, ალბათ იმდენი ფოტო გადაიღო… ჰო, მართლა სად იყო ნეტავ დღეს? – დაინტერესდა მაქსიმე, მაგრამ კითხვას არ აპირებდა. ის ხომ ისეთ სახეს იღებდა, თითქოს ეს გოგო ცარიელი ადგილი იყო ამ უქმეებზე. ხო და არც ამის მერე აპირებდა მისით დაინტერესებას.
საერთოდაც ახლა დააკვირდა მაქსიმე, მართლა სტუდენტს გავს, ერთი პატარა არაფრით გამორჩეული გოგოა, ვერ ჩამოყალიბდა როგორც ჩანს სტილზე.
სამაგიეროდ გვერდით უზის ნამდვილი გრაცია.
არა, მაქსიმე ხვდება რომ შეპყრობილია მისით.
აი ზუსტად ეს სიტყვაა შესაფერისი, შეპყრობილია ნინიათი. სხვა არც არაფერი ეთქმის ამ ამბავს.
ელეონორმა დესერტად ის საოცარი ნამცხვარი მოიტანა რომელიც სწორედ თხილებით იყო გაჯერებული და ისე იყვნენ მიმობნეული როგორც მაქსიმეში ნინიას ნაწილები
თხილზე ნინია გაახსენდა შუადღეზე ბაზარში რომ მონდომებით უხსნიდა მის დანიშნულებას ბიჭს.
საერთოდ არ მოუნდა დესერტის დაგემოვნება.
გვერდით უზის დესერტიც და მთავარი ცხოვრების ატრიბუტიც. მაგრამ მაინც უკმაყოფილოა ყველაფრით და წამით გაანალიზა, ის რასაც ყველა შეყვარებული ხვდება, ხვალ ამ დროს, იქნება სამსახურში, საქმეში ჩართული, შეაფასებს ყველას და ყველაფერს, მაგრამ ნინია არ ეყოლება, ნინია ახლა ამ წუთას, ამ წამს უზის გვერდით. მხოლოდ ახლა არის მის გვერდით და თან იმდენად რეალურია და იმდენად სევდიანი რომ ეს ყველაფერი კდიევ უფრო მეტ ეშხს მატებს ამ ქალს. ხვალ ამ დროს იქნება მარტო, მასზე ფიქრებთან ერთად და ეს ხვალიდნელი დღე იმდენად შემზარავი აღმოჩნდა მის სასიყვარულო ცხოვრებაში, რომ იმედგაცრუება და კრახი ერთად იგრძნო.
არადა იმ იდეით შეპყრობილი მოდიოდა რომ ქალი უნდა დაეტყვევებინა, სულ ტყუილად.
აი მისი პირველი განცდილი უპასუხო გრძნობაც. ალბათ, ნინიაც ასე იტანჯებოდა, როცა მასზე შეყვარებული დააბიჯებდა უნივერსიტეტის დერეფნებში, თურმე მასზე დღიურში წერდა, ეს კი, ეს ალბათ ლექტორ ქალებს ეცუღლუტებოდა. რას გაიგებ კაცი, ესეც ცხოვრება და მისი სტილი.
მაქსიმეს ოტტო მოაგონდა, რამდენიმე დღის წინ რაღაცას უყვებოდა, ფსიქოლოგთან დაიწყო მგონი სიარული და ახლა მისი სიტყვები ისე ზედმიწევნით ამოუტივტივდა თვითონაც გაუკვირდა . ყველა წვრილმანი, ყველა მარცხი და გამარჯვება გაიხსენეთ, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მესამედ, სანამ მნიშვნელობას არ დაკარგავს. შუა თხრობაში წარსულს დაემშვიდობებით და თვითონ ნახავთ, თქვენ წინ ახალი სამყარო, იდუმალი სივრცე გადაიშლებაო… ვითომ გაამართლებდა ეს მისი ფსიქოლოგის შეგონება?
ახლა მაქსიმეს ყველა წვრილმანი სიამოვნებას გვრიდა და არ სურდა მნიშნველობის დაკარგვა ამ პატარ–პატარა ნაგლეჯებისთვის.

ეს რადიოლას მომართვა აქაური წესი ყოფილა…
ახლა ოჯახის უფროსმა გამართა და ფრანგული მუსიკაც აჟღერდა.
–უნდა ვიცეკვოთ, ყველამ აუცილებლად. – თქვა ელეონორმა
–კარგით, მე თქვენ გეცეკვებით– უთხრა მაქსიმემ ქალს და თბილად გაუღიმა, საოცარი ენერგია მოდიოდა მისგან
–კარგი – ასევე თბილად შესციცინა თვალებში ელეონორმა და მაქსიმესთან ერთად ბაღში, სადაც უამრავი სხვადასხვა ჯიშის ყვავილი ყვაოდა, სადაც ეს ლამაზი პატარა მაგიდა იყო გაწყობილი, იქვე ლამაზად მოპირკეთებულ ფილებზე მშვიდი ცეკვა შეასრულა.
–ახლა მას ეცეკვეთ, –მიუთითა ელეონორმა მაქსიმეს თაიაზე.
თაია მობილურში იყო გადაშვებული
–აჰ, არა, მაგას ნუ მთხოვთ… – ხელი აიქნია მაქსიმემ
–ნუ ჯიუტობთ, ახალგაზრდები რა მიუხვედრებლები ხართ, – გაეღიმა ელეონორს და თაია ჟესტიკულაციით გამოიხმო მაქსიმესთან საცეკვაოდ
–ამასთან ცეკვაღა მაკლდა – თქვა თაიამ და სახე შეეცვალა
–ოჰ, მე მკითხე, აბა, მთელი საღამოა, შენ გელი ბალზე… – დასცინა მაქსიმემ
–თუ როდესმე სადმე ერთმანეთს შევხვდებით, გთხოვ ისეთი სახე მიიღე, ვითომ არ მიცნობ და ნურავის ნუ ეტყვი რომ შენთან ვცეკვავდი აქ კარგი? – ძალიან დაბეჯითებით ჩასჩურჩულა გოგომ ყურში ბიჭს.
–გპირდები – წარბი მამაკაცურად აზიდა ყმაწვილმა
–უჰ, ამოვისუნთქე–განაგრძო შეწუხებულის თამაში თაიამ.
მათ შორი ახლოს ნინია და მისი ქმარი ირწეოდნენ გონდოლასავით.
რა იქნება ლუკასმა თაია გაიწვიოს საცეკვაოდ?
–ტყუილად უყურებ! –ფიქრები შეაწყვეტინა ვერაგი კომენტარით თაიამ ბიჭს – ის მხოლოდ ლუკასთან ცეკვავს, ხომ არ დაგავიწყდა, მხოლოდ მასთან!
–ო, ღმერთო ჩემო! –ამოიოხრა მისმა შემხედვარემ მაქსიმემ
–აბა, ღმერთი არ მწამსო? – ჩაეძია უცებ გოგო
–როდის ვთქვი?
–შენთან კამათს არ ვაპირებ, შენი ნათქვამა, აგრესიული და ყოვლად აუტანელი ბიჭი ხარ! –მიაძახა თაიამ და ველურივით გაიქცა მისგან
–გადამრევს ეს გოგო! –ხელი აიქნია მაქსიმემ.
–მგონი თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, – თბილად ჩაუჩურჩულა ელეონორმა.
მაქსიმემ ისეთი სახით გადახედა ქალს, ადგილზე მოუსპო ყოველგვარი იმედი.
საოცრად აღიზიანებდა ეს გოგო, რომელ ერთმანეთისთვის შექმნაზე იყო საუბარი.
ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე.
დილით უთენია პარიზისკენ უნდა აეღოთ გეზი.
ალბათ ფუა–გრას ბრალი იყო იმ ღამეს რომ არ დაეძინა, მაგრამ აივანს მაინც არ გაკარებია, ისიც ეყოს ამდენი რომ გარისკა და ორ ქალს ეცეკვა ერთ საღამოს ნაღრძობი ფეხით.
სიგარეტს აბოლებდა და კრანახების ოჯახის რომელიღაც წევრის ჩანაწერებს ათვალიერებდა შეყვითლებულ ბლოკნოტის ფურცლებზე, თან ფანქრით იყო ნაწერი და საერთოდ გაჭირვებით კითხულობდა ამ კალიგრაფიას.
რემარკი ყვარებია რომელიღაც კრანახს. სულ მისი ფრთიანი ფრაზებით აქვს გაჯერებული ბლოკნოტი, გაივლო გულში ფიქრი მაქსიმემ და კითხვას შეუდგა
„ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს. არა, როცა აღარ უყვარს“ სიბერის არ უნდა ეშინოდეს, რადგან შეყვარებულია. ეს უკვე მოსწონს. არის რაღაც დადებითი ამ სიყვარულში.
„ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა“
გაოცებული იყო მაქსიმე ამდენი დამთხვევით, გააღმერთა კიდეც და აგერ მიტოვებასაც უპირებს… ნუ თუ ასე ეთქმის ამ მდგომაროებას.
„გარკვეულობა არასდროს აყენებს ადამიანს ტკივილს, ტკივილს გვაყენებს მხოლოდ „მანამდე“ და „შემდეგ“
მაქსიმე ისე გაიტაცა ამ ჩანაწერებმა მთელი კოლოფი სიგარეტი მოწია და დაათენდა კიდეც თავზე, დილის სუსხი შემოიპარა ღია აივნის კარიდან და თან ჩიტების ჟღურტული შემოყვა, გამთენიისას ჩიტები გაზაფხულზე სულ სხვანაირად ჟღურტულებენ.
რაღაცნაირი სევდა გაუმძაფრა ამ სისხამზე მაქსიმეს, ახლა იმგზავრებს მანქანით პარიზამდე საყვარელ ქალთან ერთად რომელიც მის ზურგს უკან ან მოპირდაპირე მხარეს მოიკალათებს, იქნება ისევ ისეთი მდუმარე და მიმზიდველი, მერე კი დაემშვიდობებიან ერთმანეთს და რა… მეგობრობა ცოტა ისეთი ცნებაა, აი წუხანდელ ჩანაწერებში ამოიკითხა რემარკის სიტყვები „ სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით, დასასრული არის დასასრული“ მგონი სწორედ ეს იყო ახსნა მისი მდგომარეობის…
რემარკის რა ჰქონდა წაკითხული ვერ გაიხსენა, ამან უბიძგა რომ მოეძიებინა და მისი ტრიუმფალური თაღი მაინც წაეკითხა, აბა სამი მეგობარი მის სიტუაციას არ უხდებოდა, სამი – სიტყვაც კი ზოგადად ცუდ განწყობაზე აყენებდა.
მხარზე გადაიკიდა სპორტული ჩანთა და კიბეებს ჩაუყვა პირველი სართულისკენ
პარიზიდან როცა გაემგზავრა, მაშინ არ ყოფილა ასეთი შეყვარებული ამ ადგილზე, მაგრამ ახლა აქაურობა არ ეთმობოდა, იმაზეც კი დაფიქრდა თავისი დანაზოგისთვის მიემატებინა თანხა და ასეთი სახლი ეყიდა სადმე ახლო–მახლო.
იმიტომ არა რომ ნინიას მოგონება დაესამარებინა აქ და მხოლოდ უქმეებზე აეშალა აფრა ამ ისტორიებს.
უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან კარგი და ტკბილი დღეები გაატარა. ორი სრული დღე.

ქალაქში ყველანი „კოსტესში“ მივიდნენ.
–ნახვამდის მაქსიმე… – პირველი ნინია დაემშვიდობა, არადა მასთან გამომშვიდობებას ყველაზე ბოლოს ცდილობდა, ნამდვილი შეყვარებული ბიჭივით მისი ტუჩები უნდოდა ყოფილიყო ბოლო.
მაგრამ ქალი სასტუმროს ზღურბლზევე გამოემშვიდობა ბიჭს.
–ნახვამდის ნინია, გამიხარდა რომ შევხვდით ერთმანეთს, – ყველაფერი აქ დაიწყო ამ სასტუმროში და აქ მთავრდებოდა. თან ამ სასტუმროს შეფასება პარასკევს დაესრულებინა, უკვე სხვა გეგმა და სხვა მისია ჰქონდა.
–მეც… – გოგომ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით შეანათა ბიჭი დაიბნა.
მაგრამ მორჩა, სიყვარულის ანკესს აღარ წამოეგება, ეყოს ისიც რაც მოხდა. ახლა ის აინტერესებდა ნინია თუ ეტყოდა ლუკასს კოცნის შესახებ. ოჰ, ლუკასი ისეთი ტიპი ჩანს, ოღონდ ეს ქალი მის გვერდით იყოს და კოცნასაც გაგებით მოეკიდება. ასე რომ მაქსიმე სრულიად ტყუილად არის განცდებსა და ფიქრებში ჩავარდნილი.
–მეც მოხარული ვარ შენი გაცნობით, – ფრანგულად დაემშვიდობა ლუკას კრანახი მაქსიმეს –ჩემი სასტუმროს კარი ყოველთვის ღიაა შენთვის შემფასებელო! –მხარზე ხელიც დაჰკრა გამომშვიდობების ნიშნად.
მერე ლუკასმა ნინიას წელზე ხელი შემოხვია, თავისი „მაზერატი“ სასტუმროს თანამშრომელს გასაღებით დაუტოვა, ბარგი კი კონსიარჟს უსიტყვოდ და უცერემონიოდ.
ყველაზე ძვირფასი ხომ თან მიჰყავდა და ახლა არც მაზერატი იყო მნიშნველოვან იდა არც ბარგი.
მაქსიმე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოაშორებდა თვალს ამ წყვილს, რომ არა თაია. ის ყველაზე ბოლოს მოვიდა სასტუმროსთან. აღარც ახსოვდა ბიჭს და არც შეუნიშნავს.
–აბა, კარგად, უშენოდ ნამდვილად უკეთეს დროს გავატარებთ. – ჩვეული ცინიზმი ჩართო საუბარში გოგომ
–ოჰ, ამას ვინ მეუბნება, ორი დღეა დამღალე შენი პერსონით! – მზერაც კი აარიდა მაქსიმემ.
მაგრამ მიხვდა რომ ზედმეტი მოსდიოდა
–კაი, მოვრჩეთ, მოდი დაგემშვიდობო… მახსოვს რაც მითხარი, კიდევ ერთხელ თუ შევხვდებით რა არ უნდა გავაკეთო…–გაიღიმა ბიჭმა და მკლავები გაშალა
–კარგად გახსოვდეს –ღიმილით დასძინა თაიამ და მაქსიმეს გაშლილ მკლავებში ისე შეცურდა როგორც სერფინგზე გაწოლილი პროფესიონალი.
–გაზაფხულის ამინდია მშვიდი…
–ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი… – დაასრულა ცნობილი ციტატა თაიამ, რომელიც მაქსიმემ დაიწყო
–კარგად შენ მართლა ჩიტო – სიცილით აუქნია ხელი მაქსიმემ თაიას და ქუჩა გადაჭრა, გოგონაც გაუჩინარდა სასტუმროს ინტერიერში
და პარიზის ქუჩებს გაუყვა ეულად დარჩენილი მაქსიმე ჩარკვიანი, ასეთია ცხოვრება,
შეგიყვარდება, იმედი გაგიჩნდება, მოგინდება ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს და დატრიალდეს დედამიწა შენი ღერძის გარშემო და ამ დროს რა ხდება?
რეალური ცხოვრება სხვაგვარ გამოწვევებს და სხვაგვარ ისტორიებს გვთავაზობს.
ან ჩვენ ვაგვიანებთ, ან ბედისწერა.
ახლაც ასე იყო…
თუმცა ისეთი ამინდი იყო გარეთ, მზე აცხუნებდა და მაისი ეშხში შედიოდა, ახლა სევდისა და სასოწარკვეთის დრო არ იყო, ახლა მხოლოდ ბედნიერი უნდა ყოფილიყავი, ბედნიერი იმით რომ შენში ატარებდი სიყვარულს, გრძნობას, რომელიც ძალიან ბევრს ან არ გამოუცდია, ან დავიწყებული აქვს, ან კიდევ უსასრულოდ არის აღგვილი ჩვენი გონებებიდან და გულებიდანაც.

მგონი დესერტი კი არა, დელიკატესია მაქსიმეს ოცნების ქალი.
აი ისეთი, როგორიც შავი ხიზილალა,  ძვირადღირებული და იშვიათი.
ყველა გაზაფხული იმ ქალის მოგონებით მოდის.
ყველა გაზაფხულს მისი სურნელი დადჰყვება თან.
ყველა გაზაფხულში ის არის ჩამწყვდეული.
ყველგან არის მისი ნაწილი…
თბილისი.
გაზაფხული.
რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია.
სასტუმროს შიდა ეზო.
სასტუმრო „~~~“
უბრალოდ ყავას სვავს და მეტი არაფერი.
არც დესერტი უნდა, არც სხვა რამ.
ელის ვიღაცას. მანდილოსანს.
–უკაცრავად, თქვენ მაქსიმე ხართ? – ზურგიდან ხმა ესმის
–დიახ… დაკვირვებული მზერით დგება სავარძლიდან
–მაქსიმე… – უღიმის ქალბატონი – მზე ისე ცუდად ანათებს, ზუსტად მისი ზურგის მხრიდან, მხოლოდ სილუეტს ხედავს, ხმაც თან ეცნობა, თან არა. იჩრდილავს.
–რომელი ხარ? –თვალებს ძაბავს მაქსიმე
–მე ვარ, – მზის მოპირდაპირე მხარეს ინაცვლებს პიროვნება და აი მაქსიმეს თვალწინ დგას სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი,
თბილისში ბოლოს რამდენი წლის წინ იყო ისიც კი არ ახსოვს, აქ ყველაფერი ისეთი შეცვლილია და მისი ნაცნობიც თითქმის აღარავინ არის, რადგან წლებთან ერთად ყველა მიმოიფანტა.
წამით მის შესწავლას იწყებს. რაღაცნაირად ოფიციალური, თან ელეგანტურია, ეს ღიმილი ეცნობა. თვალებიც თითქმის.
–მართალია გაგაფრთხილე, როცა ერთმანეთს შევხვდებით, არც კი შეიმჩნიო რომ მიცნობ თქო, მაგრამ ასეც არ შეიძლება… – გადაიკისკისა გოგონამ
–თაია? – ჩაეცინა მაქსიმეს.
ყველაფერს იფიქრებდა და საქართველოში მშობლიურ მხარეში თუ ნახავდა გოგონას დისნეილენდიდან და ფრანგული სოფლიდან ნამდვილად არა.
–კი, მე ვარ… – ხელი გაუწოდა და ჩამოართვა
–როგორ ხარ, ჩამოჯექი… – მაქსიმეს თითქოს გაუხარდა მისი ნახვა, გული რაღაცნაირად დაემუხტა, ემოციებით აივსო, ბოლოს და ბოლოს თბილისში ვიღაცა გამოესაუბრა და თანაც ძველი ნაცნობი, რომელიც მას მერე არ უნახავს და იმ ამბის მერე კი წლებმა განვლო.
–მადლობა, კარგად, შენ თვითონ როგორ ხარ?
–აი, ასე… მოლოდინში…
–ვის ელოდები? – ცნობისმოყვარეობით იკითხა გოგონამ, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა საკუთარი თავისგან.
–ქალბატონს… –მიუგო მაქსიმემ დინჯად
–ოჰო… და ეს ქალბატონი დაოჯახებულია? – ჩაეცინა გოგონას
–არა, ოჯახი დანგრეული აქვს შორეულ წარსულში, ამ ეტაპზე მარტოობას არჩევს
–და მერე შენ რისი მოლოდინი გაქვს ?
–ოოო, ეგ ცალკე საკითხავია… – გაუცინა მაქსიმემ – შენ ისევ ისეთი ცნობისმოყვარე ხარ როგორც მაშინ…
–შენ კი ისევ ისეთი რომანტიკოსი…
–აქ რას საქმიანობ? –დაინტერესდა ბიჭი
–ამ ეტაპზე ღონისძიების ორგანიზებას ვახდენ, რომელიც აქ უნდა მოვაწყოთ, ჰო, და მეორე სართულზე ვიყავი, შუშაბანდიდან ვიყურებოდი და ადგილს ვარჩევდი და შენ დაგინახე ზურგით… და არ ვიცი რატომ მაშინვე შენ მომაგონდი… ხომ შეიძლება სულაც არ ყოფილიყავი შენ… – თაია აღტაცებით საუბრობდა მაქსიმე კი მხოლოდ ახლა ხვდებოდა რაღაც ისეთს, რაც რამდენიმე წლის წინ უნდა ამოეხნსა.
–შენ მე ზურგით ამომიცანი? – ბიჭი ჩაფიქრდა
–ასე გამოვიდა… გავარტყი… – აჟტირებული იყო გოგონა.
–რაღაცნაირად გამიხარდა შენი ნახვა…–არ გადაუჭარბებია გულწრფელობისთვის მაქსიმეს –თბილისში ისედაც ცოტა ნაცნობი მყავს შემორჩენილი და …
–მეც გამიხარდა… –რას საქმიანობ ამ ეტაპზე, სასტუმროებს ანიჭებ კიდევ შეფასებებსა და ვარსკვლავებს?
–კი, უფრო სწორად არა, არა, ახლა ჩემი საკუთარი სასტუმრო მაქვს…
–პარიზში?–სიტყვა გააწყვეტინა თაიამ
–არა, პარიზის შემოგარენში… და კიდევ ძალიან ლამაზი აგარაკი, შემიძლია დაგპატიჟო… – ღიმილით მიუგო ბიჭმა –თუ, რა თქმა უნდა, დაოჯახებული არ ხარ, იმიტომ რომ მე ცოლიანი ქალები არ მიტაცებს – და ორივეს გაეცინა
–არა, დაოჯახებული არ ვარ…
–რატომ, არ გამოჩნდა ისევ ის ერთადერთი?
–როგორ გითხრა… ცოტა რთული საკითხია…
–მაინც როგორი რთული, ახსნას არ ექვემდებარება?
–დაახლოვებით.
–რას დალევ?
–არაფერს, უბრალოდ, ძალიან მომინდა შენთან საუბარი და საქმესაც ამიტომ მოვწყდი, ძალიან ვარ დაკავებული, ახლა გავიქცევი, გამიხარდა შენი ნახვა… – წამოდგა გოგონა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეხვედრით გამოწვეული კმაყოფილება.
–მეც… – მაქსიმე ძალიან იყო ჩაფიქრებული.
–კარგად… – გოგონას რამდენიმე ნაბიჯი ქონდა გადადგმული მაქსიმემ შეაჩერა
–თაია!
–ბატონო… – თითქოს, ელოდა მის დაძახებას
–არ გინდა ამ საღამოს სადმე შევხვდეთ?
–მმმმ… – ხმამაღლდა დაფიქრდა გოგონა
–თუ საქმე გაქვს ან რაიმე სხვა გეგმა, პრობლემა არ არის, უბრალოდ, ვიფიქრე უფრო მეტ დროს გამოვნახავდით სასაუბროდ…
–შენ რომ ვიღაც ქალს ელოდები?  – გაეცინა გოგონას
–მე დედაჩემს ველოდები, სამსახურიდან გამოივლის და სახლში მივიყვან… – აუხსნა მაქსიმემ
–ააა, მაშინ შევხვდეთ… – წაგებულმა, რომ ვერ გამოიცნო სიტუაცია თავი ღიმილით დახარა.
–ოღონდ არ მითხრა რომ ნომერს არ მომცემ, თბილისში ყოვლად უძლური ვარ… – მიმართა მაქსიმემ სევდიანი თვალებით
–კარგი, სასტუმროს ფოიეში დავტოვებ მიმღებთან ჩემს „ვიზიტკას“ – მიმართა გოგომ და სვლა განაგრძო.
მაქსიმე საწყის პოზიციას რომ დაუბრუნდა ის შაბათ–კვირა ამოუტივტივდა მიძინებული მოგონებებიდან.
მას მერე ნინია რამდენჯერმე ნახა.
ერთხელ ერთმანეთს იმ კაფეში შეხვდნენ, სადაც წვიმიან გაზაფხულის დღეს. ნინია მეგობრებთან ერთად იყო, მაქსიმე კი ბნელი კუთხიდან უმზერდა.
იმ წელსვე მოხდა ეს ამბავი, გვიან შემოდგომაზე.
მეორედ კანში შეხვდნენ ერთმანეთს, ნინია იქ ლუკასთან ერთად იყო, კოქტეილები დალიეს სანაპიროზე და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
მეტი შეხვედრა არ ყოფილა.
რაღაც მომენტში ინანა კიდეც თაიასთან დაგეგმილი საღამო, იმიტომ რომ მოგონებები აირეოდა. ის ერთს გაიხსენებდა ეს მეორეს და ყველაფერი დაწვრილებით გადაიზრდებოდა ისევ იმ სევდიან წარუმატებელ სიყვარულის ამბავში.
თითქოს არაფერი, სულ რამდენიმე დღის ურთიერთობა იყო, მაგრამ მაინც თავშემონახული მაქსიმეს ცხოვრებისეულ ისტორიებში.
–თბილისში გაზაფხული იასამნებთან ერთად მოდის – მის მაგიდას ასაკში შესული მომხიბვლელი ქალი მიუახლოვდა იასამნების თაიგულით
–დედა, არ მითხრა რომ თაყვანისმცემელი გყავს და მან დაგასაჩუქრა. – წამოდგა ბიჭი, დედას მიესალმა და სკამი გამოუწია ჯენტლმენურად
–რატომაც არა, სიყვარულმა დრო და ასაკი არ იცის … – გაცვეთილი ფრაზა წარმოთქვა ქალბატონმა და თაიგული მაგიდაზე დააწვინა.
საღამოს მაქსიმე თაიას მყუდრო ბინაში ეწვია. ასე გადაწყვიტეს. უფრო სწორად ბევრი ფიქრი ორივეს დაეზარა. მერე საუბარს შეყვნენ ზოგადად თბილისზე, აქ მყოფებზე, საერთო სამეგობროზე, ნინიაზე და ლუკასზე რომ ჩამოვარდა სიტყვა თაია მაქსიმეს დააკვირდა
–მალე გაგიარა? – ჩაეკითხა გოგონა
–რაზე ამბობ? – არ იმჩნევდა მაქსიმე
–იცი რაზეც… – თქვა თაიამ და ლეპტოპი გადმოიღო, გახსნა და პაპკებს დაუწყო მოქექვა. – სადღაც ის ფოტოები უნდა მქონდეს, მაშინ რომ ვიღებდი გამწარებული ფრანგულ სოფელში.
–მართლა? – გაოცდა მაქსიმე
–ჰო, აბა, ცოცხალი მემატიანე ვარ – გაიცინა გოგომ
თაიამ მართლა მიაგნო ალბომს, სადაც უამრავი ფოტო იყო, ზოგი უბრალოდ პეიზაჟი კი არა, ფინჯანი, საკვები, ბუჩქი და ყველა ხის ტოტი გადაღებული ჰქონდა მგონი.
მერე წამოვიდა ფოტოების კასკადური სერია სადაც ნინიაც ჩანდა, ლუკასიც და მაქსიმეს და გასაკვირად ისიც უამრავ ფოტოში იყო.
განსაკუთრებით ერთი ფოტო მოხვდა თვალში. ეტყობა ეს ფოტო ელეონორმა გადაიღო იმ დილით საუზმობის დროს, როცა ნინია, თაია და მაქსიმე იყვნენ მხოლოდ. კადრში მაქსიმე ნინიას უყურებს საოცარი მზერით მას კი თაია.
–ნახე რა მზერა გაქვს? – თითი დააკაკუნა ეკრანზე გოგომ
–იგივე შემიძლია ვთქვა შენზე… – გოაცებული იყო მაქსიმე
–ჰო, აქ ჩვენ ორივე შეყვარებულები ვართ…
–ჩვენ ორივე?
–ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით…
მაქსიმეს თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა. გოგონას შეხედა და მიხვდა რომ მაშინ არც ნინია შემცდარა და არც ელეონორი. თითქოს იგივე დაემართა. სულ არ ყოფილა სტუდენტი, მაგრამ ისეთი გაბმული იყო თავის სასიყვარულო რომანში სულ დაავიწყდა ის ფაქტი რომ ეს მეტიჩარა გოგონა, რომელსაც ასე ეუხეშებოდა, რომელიც ასევე სიტყვა–პასუხში არ რჩებოდა მასზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული.
–ხანდახან კაცები რა სულელები ვართ… – ჩაიალაპრაკა მაქსიმემ
–მხოლოდ ხანდახან?–ღიმილით ჩაეკითხა თაია
–ხშირად… – შეასწორა ბიჭმა.
მერე ცოტა ვისკი მოსვეს, ცოტაც გააბოლეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ამ შეხვედრამ პანდორას სკივრიდან ერთი მნიშვნელოვან ამბავს მოხსნა თავი, რომელმაც ორივე მათგანი ამ წარსულ ისტორიას მიაჯაჭვა.
აღმოჩნდა რომ თაია, რომელიც მართლა ერთი ნახვით იყო მოხიბლული ბიჭით დისნეილენდში, დღემდე არ რჩებოდა გულრგილი მის მიმართ. სწორემ ამ ძალამ და ინტუიციამ მიახვედრა რომ სასტუმროს ეზოში სწორედ ის მაქსიმე იყო მოკალათებული, რომელსაც ბოლოს პარიზის ცენტრში გულთბილი ჩახუტებით დაემშვიდობა.
თურმე 22 წლის გოგონა იმდენად გატაცებული იყო მისით, მთელი ფოტო ალბომი ქონდა 2 დღეში მაქსიმეს პოზებისაგან შედგენილი.
თურმე სწორედ მაშინ როცა მაქსიმე მთელს სასიყვარულო ორთაბრძოლაში იყო ჩართული, გვერდით ისეთმა მომენტება გუარბინა, რომელიც ვერ შენიშნა.
მხოლოდ ახლა, ამ ფოტოებით აღმოაჩინა რომ თაიას სწორედ მაშინ სწორედ იქ, იმ სოფელშიც არაჩვეულებრივი სტილი ქონდა და ახლაც. მაშინაც და ახლაც საოცრად თბილი და ბავშვური ღიმილი დაჰკრავდა სახეზე. კეთილი ციმციმა თვალები და ჰაეროვანი ტალღოვანი თმა ჰქონდა.
მხოლოდ ახლა დაინახა ის დადებითი მხარეები, რომლის დანახვაც მაშინ აზრადაც არ მოსვლია.
ასეა, ბედი სხვადასხვა მიმართულებით გვიტოვებს საჩუქრებს, ჩვენ კი ცხოვრებისგან უკმაყოფილოები, ვწუწუნებთ რომ არ შეგვიყვარეს და რომ ცალმხრივი სიყვარულით ვიტანჯებით.
სწორედ თაია დაეხმარა ნაღრძობი ფეხით რომ აიყვანა თავის ოთახში, ის იყო, ვინც სცადა დაერწმუნებინა ნინიასთან ურთიერთობა არ ეცადა, მერე რა თუ საკუთარი კეთილდღეობა ალაპარაკებდა და თვითონ იყო შეყვარებული ამ ბიჭზე?
სწორედ თაია იყო, ვისაც მეზობელ სახლში რადიოლაში მოღიღინე ჰანგებზე ეცეკვა და სწორედ ის იყო მისი ბოლო კოცნის ობიექტი იმ ამბიდან.
ალბათ, არასწორ ქვეყანაში შეხვდნენ ერთმანეთს.
ალბათ, სწორედ იმიტომ რომ მათი მეორე შეხვედრა ისევ გაზაფხულსა და ამჯერად თბილისს დაუკავშირდა ამიტომაც წარიმართა ყველაფეირ სხვაგვარად.
თბილისში ყოფნის დროს მაქსიმემ და თაიამ ყველა საღამო ერთად გაატარეს, მოინახულეს მივიწყებული ადგილები და საერთო ნაცნობებიც გაიჩინეს.
აღმოაჩინეს ბევრი საერთო თვისება და საერთო ინტერესი.
იმდენად შეეჩვივნენ ერთმანეთს რომ აეროპორტში განშორების დროს გოგომ ცრემლებიც კი გადმოაგორა დიდი კეთილი თვალებიდან. მაქსიმე კი საოცარი სევდით გაშორდა მას.
მერე იყო შემოდგომა, ისევ შეხვედრა, ისევ თბილისში, ისევ განშორება და სუსხიანი ზამთარი.
კიდევ ერთი გაზაფხული მოვიდა და ეს მესამე გაზაფხული აღმოჩნდა მათი აღიარების, მათი ერთად ყოფნის და მათი ბედნიერების სეზონი.
ხანდახან გრძნობა შეიძლება ცდომილებით სხვა ქალის სახეზე შეჩერდეს, ეს იმიტომ რომ მზე საოცარი მანათობელია და მხოლოდ მისი დამსახურებთ ვხედავთ ჩვენ მთვარეს და ვარსკვლავებს.
არის ერთი გენიალური ფრანგი თანამედროვე მწერალი, რომელიც მსგავს ფრაზას წერს საკუთარ წიგნში
„ მე ის აღარ მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის მეყვარება.
თუმცა არც ისე ძალიან არ მიყვარდა… მაშინ როდესაც ყოველთვის მიყვარდა. მაგრამ ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა მყვარებოდა…“ გაიგეთ რამე?
დაახლოვებით ასეთი სიტუაცია იყო მაქსიმეს ცხოვრებაშიც.
ალბათ არსებობს ისეთი გაელვება, რომელიც დაპყრობის სურვილს გაგიჩენს, მაგრამ მერე ისე მოგიხურავენ კარს რომ უბრალოდ ჯიბეებში ხელებს ჩაილაგებ და ფრანგულ ვიწრო ქუჩას გაუყვები.
არის ცხოვრებაში მომენტებიც, როცა ეს სიყვარული გამოგეკიდება და ასე შენზე ადევნებული ივლის რამდენიმე სეზონი…
და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ირეალურია და სხვა სამყაროში არსებობს.
ალბათ მაქსიმემ ნინია მაშინ იმიტომ აიჩემა, რომ მას არ უთქვას არასდროს მისთვის, ის რისი გაგონებაც სურდა. ალბათ სწორედ აჩემებაა და მეტი არაფერი ეს ყველაფერი. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ განცდილ უპასუხო გრძნობასაც თავისი ხიბლი აქვს და მეხსიერებაში აღიბეჭდება.
კიდევ ერთ გაზაფხულზე მაქსიმემ გადაწყვიტა რომ დრო იყო თაიასთვის პატარა ცისფერი ყუთით კაშკაშა ძვირფას თვლიანი ბეჭედი ეჩუქებინა, ნიშნად იმისა, რომ…
და კიდევ ერთ გაზაფხულზე ისინი სამნი, ერთად წავიდნენ იმ დისნეილენდში, სადაც ამ ორმა ერთმანეთი გაიცნო …
თაია არ ყოფილა ლუკასის და ნინიას ქორწილში მეჯვარე, იმიტომ რომ ქორწილი არ შედგა.
ერთ დღესაც. ერთ უქმეებზე, სწორედ მაშინ როცა პარიზში ბოლო კვირას ატარებდნენ ერთად მაქსიმე თაია და მათი შვილი ქეთო, სწორედ მაშინ როცა შუქნიშანზე შეჩერდნენ, გზის მეორე მხარეს ნაცნობი სურნელი გაზაფხულთან ერთად ახლიდან მოვიდა მაქსიმესთან. მათ 20 მეტრი აშორებდათ.
თაია ცოტათი დაიბნა, ალბათ, არასდროს უფიქრია ამ დროს რა შეიძლება მომხდარიყო. ბოლოს და ბოლოს პირველივე წუთებიდან ყველაფერი იცოდა ამ მინი რომანის შესახებ.
ნინია, მიხვდა რომ ისინი არ გადავიდნენ, შესაბამისად თვითონ დაიწყო მათი მიმართულებით გადმოსვლა.
მოდიოდა და თითოეულ ნაბიჯში ისევ ის უწინდელი გრაცია იგრძნობოდა. ეს აღარ იყო მაქსიმეს საყვარელი ქალი, არც მისი ოცნების ქალი, არც კონკრეტულად ის ქალი ვის სახეზე მისი სიყვარული იყო შეჩერებული, მაგრამ ის იყო ქალი რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო მამაკაცის მონუსხვა და დატყვევება. თუმცა ახლა მაქსიმე ისეთ მდგომარეობაში იყო არც მონუსხულა და არც დატყვევებულა, უბრალოდ ყოველივე ამან და ამ დინჯმა, მყარმა და არაბული ცხენის მსგავსმა დიდრონმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ მოაგონა ის ფრანგული დღეები.
ოდესღაც ესეც უნდა მომხდარიყო,
როდესღაც მათ ერთმანეთი უნდა ენახათ.
ეს შეხვედრაც შედგა.
–თაია, – ნინია პირველი მას გადაეხვია – სულ დამივიწყე და დამეკარგე.
–ხო, რაღაც აღარ აეწყო ჩვენი ურთიერთობა…   – სევდით მიუგო გოგონამ
მაქსიმეს თავის ცოლში მოსწონდა ის რომ ის იყო საოცრად გულწრფელი და ეს მას დიდ ხიბლს მატებდა.
–მაქსიმე – მიუბრუნდა ბიჭს ქალი. –ნამდვილი ფრანგი დადგა მისგან – გაიფიქრა მაქსიმემ და გადაკოცნა ნინია
–როგორ ხარ, ლუკასი როგორ არის?
–კარგად ვართ ორივე… თქვენ? ვატყობ მესამე წევრიც შემოგმატებიათ. დაიხარა ბავშვთან რომ მოფერებოდა.
–დედა, ეს დეიდა შენ რომ უყურებ ხოლმე იმ ფილმის გმირს გავს… – ატიტინდა ქეთო
–ქეთო, ეს ნინიაა, და მამაშენი რომ უყურებს იმ ფილმის გმირს გავს… – სიცილით შეუსწორა ბავშვს წინადადება თაიამ, რითიც მაქსიმე მიახვედრა შენი ყოფილი გულის სწორიც შეგხვდაო.
–შენ რა, დამცინი? – ჩაეკითხა მაქსიმე მიხვედრილობით აღსავსე და გემოზე გადაიხარხარა…
–სულაც არა…
ნინია წამოდგა და მიხვდა რომ საქმე ერთ ლამაზ და ბედნიერ ოჯახთან ქონდა, ისეთთან, როგორზეც თვითონაც არ იტყოდა უარს.
–გამიხარდა რომ გნახეთ… – მის ქართულს უკვე ფრანგული კილო დაჰკრავდა. ეტყობა წლებია პარიზში ცხოვრებამ ბოლომდე პარიზელი გახადა.
–ჩვენც –მიუგო თაიამ, –მოდი ჩვენთან, ჩემს ნომერს ჩაგაწერინებ, გაგვიხარდება თუ გვესტუმრები… – ძალიან გულწრფელად უთხრა გოგონამ.
–აუცილებლად – მიუგო ნინიამ, თაიას ნომერი ჩაინიშნა და ყველამ ზუსტად იცოდა რომ ის მათთან არც მივიდოდა და არც დაურეკავდა.
ნინია ჩვეული გრაციოზულობით გაეცალა მათ და მანქანაში ჩაჯდა.
მაქსიმემ ხელი ჩაკიდა თავის ქალბატონებს და გზა გადაკვეთა.
–ბავშვი არ ყავს? – იკითხა სასხვათაშორისოდ, არადა ზუსუტად იცოდა ამ კთხვაზე პასუხი მისთვის თაიას უნდა გაეცა
–შენ რა არ იცი? – გაოცებით შეხედა ქალმა ქმარს – მაშინ მისი ქმარი რომ გარდაიცვალა… ერთი სიტყვით ის ბიჭი რომელიც გაგიჟებით უყვარდა ვიღაც სხვასთან იყო, არ ვიცი ერთჯერადად, მრავალჯერადად თუ როგორ და რანაირად, ვიღაც ქალმა მისგან ბავშვი გააჩინა, მერე გარდაიცვალა თვითონ ნინიას ქმარი და ესეც დეპრესიაში ჩავარდა, იმდენად დაფრინავდა ამ გარესამყაროს არც ეკუთვნოდა, ავარიაში მოყვა, მანქანას თვითონ შეუვარდაო ყველა ამბობს. ხო და ისეთი ტრამვა მიიღო, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი რომ ბავშვი არ ეყოლებოდა არასდროს, ამიტომ ცდილობდა მთელი ის წლები გოგის ბავშვი ეშვილებინა, რომელიც დედამ ბავშვთა სახლში ჩააბარა.
მე ვფიქრობ ნინია ამით ქმრის მოგონებას ებღაუჭებოდა. ლუკასი ყველაფერში გვერდით ედგა და აძლევდა იმედს რომ ბავშვს იშვილებდნენ, ამიტომაც გაყვა ცოლად და ამიტომაც შექმენს ეს ოჯახი, სწორედ მაშინ სოფელში რომ ვიყავით ადვოკატებთან აგვარებდა საქმეს და დიდი გეგმები ქონდა, თუ ეს ყველაფერი გაამართლებდა, მათი ოჯახიც შედგებოდა… – თაია ისე ყვებოდა ამ ამბავს როგორც ფილმის შინაარს.  მაქსიმეს სახეზე მიმიკები ეცვლებოდა ცოლის ყოველ ახალ წინადადებაზე. –მაგრამ მერე ეს საქმე არ გამოვიდა, უარი მიიღეს. ამბობენ მოსამართლემ არ დაიჯერა მათი ოჯახური თანაცხოვრება რომ ბედნიერი და სრულყოფილი იყოვო. რაღაცეებში ეჭვი შეეპარაო და ერთი სიტყვით, მთელი რიგი პრობლემები შეექმნათ. ნინია ისეთი იმედგაცრუებული დარჩა, კიდევ ახლიდან ჩაიკეტა საკუთარ თავში, მე აქ ვგეგმავდი სასწალვებლად გადმოსვლას მათი ქორწილის მერე, მაგრამ არც ქორწილი ყოფილა და არაფერი. ბოლოს ერთი საერთო ნაცნობი შეგვხვდა და მიუხედავად იმისა რომ ნინია არავის ეკონტაქტება, მან მითხრა ლუკასთან ერთად მგონი არც ცხოვრობსო.
რას გაიგებ … – მხრები ასწია თაიამ
მხოლოდ ახლაღა მორჩა საუბარს და ქმარს გადახედა
–ვერაფერს იტყვი, სევდიანი ამბავია… – თქვა მაქსიმემ. და ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთი ღამე გაატარა სიგარეტის კვამლსა და ფიქრის მორევში. მაგრამ ახლა სიყვარულით გაგიჟებული ბიჭი კი არა, უბრალოდ კაცი იყო, რომელიც ყველა ამბავს ერთმანეთს უკავშირებდა. კაცი, რომელიც ხვდებოდა რომ ქალს მის მიმართ ჰქონდა ლტოლვა და რომ არა ეს ყველაფერი, რაც მასზე იყო წამოკიდებული ალბათ, მათი ტანდემიც შედგებოდა, მაგრამ ბავშვი მისი მთავარი თემა იყო, რომელიც ჯაჭვური რეაქციით გადადიოდა ლუკასზე და ბედნიერი ოჯახის საიდუმლოზე, მერე ყველაფერი დომინოს პრინციპით ერთანეთს მიეწყო და დაინგრა…
ალბათ, ამდენი განსაცდელი რომ აქვს გამოვლილი და ამდენი ტრაგედია თავს დატეხილი, იმიტომაც არის ასეთი გრაციოზული და სევდით სავსე ასეთი თვალებიც ამიტომ აქვს, გულგრილს რომ ვერ დატოვებს ვერავის.
არის რაღაც ამ ქალში, რომელმაც ცხოვრება ვერა და ვერ მოიწყო.
ახლა კი ალბათ, მათი ბედნიერების შემხედვარე, კიდევ ერთხელ დასევდიანდა.
სწორედ იმ საღამოს, იმ შეხვედრის და იმ დღის შემდეგ მაქსიმემ თავისი ცხოვრების იმ ფურცლიდან წაშალა ნინია, რომელსაც გაზაფხული ერქვა.
გაზაფხული არასდროს არ არის სევდიანი, გაზაფხული სიცოცხლით და სიხარულით სავსეა, გაზაფხული არის სიყვარულის სეზონი, ოღონდ  ლაღი და ბედნიერი გრძნობის ზეიმი.
ნინია კი,  მარსალა, ქალი შემოდგომაა… უკვე მიძინებას რომ იწყებს ბუნება და თეთრ თოვლის საბანში ეხვევა.
ის გვიანი დღე მრავალი ინფორმაციის მომცველი იყო. მაქსიმემ სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა რომ ბლოკნოტში ფანქრით ჩანაწერები აღარ
გაეკეთებინა, რომ მისი გარდაცვლებიდან მრავალი წლის შემდეგ, კიდევ ვინმეს ღამე სიტატების კითხვაში არ გაეთენებინა .
ცხოვრებაში, ხანდახან ადამიანები ისე გვიან ვხვდებით და ისეთი დაგვიანებით ვხედავთ იმას რაც მანამდე უნდა დაგვენახა და გაგვეგო რომ შიშის ზარიც კი გვივლის მთელს ტანში.
აი, ამიტომ, არასდროს არ უნდა იყო ნეკროფილი, არც მოგონებებს არ უნდა გაეკიდო უსაზღვროდ.
უნდა იცხოვრო იმ ბედნიერი დღით რომელიც დღეს გაზაფხულივით მოვიდა და სიხარულითა და სიცოცხლით აავსო შენი ყოფა.
ძალიან ხშირად სწორედ ის ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს შენი ცხოვრების მეგზური, რომელიც საერთოდ ვერ წარმოგედგინა.
გიფიქრიათ კი, ადამიანზე, რომელთან ერთადაც დიდი ილუზიები და გეგმები გქონდათ როგორი თანაცხოვრება გექნებოდათ მომავალში? შეიძლება ყველაფერს მხოლოდ მთავარ ტიტრებამდე ხედავდით, რადგან მწარე რეალობა არავის არ ხიბლავს.

ხანდახან ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება…
ხვალ ახალი დღეა…
მაქსიმე კი ფიქრობს რომ ბედნიერი კაცია რადგან ასე გაუმართლა.
–მაქსს, – ქეთო რომ დააძინა ოთახიდან გამოვიდა თაია და ბიჭს მიმართა
–გისმენ?
–ერთი ჩემი მეგობარია, ამ უქმეებზე მინდა ჩვენს აგარაკზე წავიყვანოთ, რა აზრის ხარ?
–შენი მეგობარი, გინდა ჩვენს აგარაკზე უქმეებზე წავიყვანოთ?–წარბები ასწია მაქსიმემ – და ეს შენი მეგობარი შენზე პირღია შეყვარებული კაცია და გინდა მერე მე ბატებზე სანადიროდ გამისტუმრო რომ შენ მასთან ფლირტი გააბა? –სიცილით დაასრულა წინადადება და ცოლს მიუახლოვდა კაცი – არავითარ შემთხვევაში, მე კრანახის შეცდომას არ დავუშვებ
–მაქს, ჩემი მეგობარი გოგონაა… ბიჭი არ არის, არც ჩემთან ფლირტის გაბმას არ აპირებს. –ასევე სიცილით დაუსაბუთა თაიამ
–ნუ თუ კარგი გოგონაა, სიმპათიური და ვნებიანი…. –განაგრძო კაცმა შეცვლილი ინტონაციით
–ეგეთი მხოლოდ მე ვარ… – ასევე ეშმაკურად მიუგო თაიამ და ქმარს ისე ჩაეხუტა, როგორც მაშინ იმ მაისის დღეს, სასტუმროს ზღურბლთან რომ შორდებოდნენ, თაია კი ბედნიერი იყო რადგან ეს ჩახუტებაც და კოცნაც დიდი ხნით უნდა შემოენახა მის მეხსიერებას…
დასასრული.

მომწონს
3
ფავორიტებში დამატება
1
zalian kar gia
zalian kargia