A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
წერ შენც?

შემოგვიერთდი, დადე შენი მოთხრობები ჩვენს საიტზე და ანახე ის
500 000-მდე მომხმარებელს.

http://library.accept.ge/connect/
feri micvale - maroami
-დედა მაინც წავალ. არ მაინტერესებს შენ და მამა რას ამბობთ.
-ანიტა, დე, ცოტაც მოითმინე, სექტემბრის დასაწყისში მამაც მოიცლის და ერთად წავალთ.
-მე ახლა მინდა, თან იანასთან და კატოსთან ერთად.
-ერთი, მაგათ მშობლებს უნდა დავურეკო, ჰავაიზე მარტო როგორ უშვებენ, შენც აგიყოლიეს.
-შენგან განსხვავებით, თავიანთი შვილების იმედი აქვთ, შენ და მამა კი უნივერსიტეტში წასვლისასაც კი უკან მომყვებით.
-ნდობა არაფერ შუაშია, ოცი წლის გოგოს, მარტო, ჰავაიზე არაფერი ესაქმება.
-შენც წამოდი.
-მამას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, ხომ იცი არჩევნების წინა პერიოდია და ერთი ამბავია.
-არ მაინტერესებს, მოვკვდი ამ თბილისში ყოფნით, წყნეთი არც კი მიხსენო. ჩემი ტოლი თითქმის აღარავინაა ქალაქში და ამის გაგება რატომაა შეუძლებელი ვერ ვხვდები. იცოდე უნებართვოდ წავალ?
-სად? ჰავაიზე?
-დიახ. რომ ჩამოვალ, მერე დამსაჯეთ. ისეთ კარგ გუნებაზე ვიქნები, თან შოკოლადისფერი, რაც არ უნდა მოიგონოთ შენ და მამამ, ავიტან.
ქალს სახეზე ფერები გადაუვიდა. ერთადერთი შვილი პატარა პრინცესასავით, ბროლის კოშკში გაზარდეს. არაფერი მოუკლიათ, არაფერი დაუშლიათ ახლა კი შედეგს იმკიან. ყველა შემთხვევაში ასე ხდება, თავისას სანამ არ გაიტანს, არ გაჩუმდება. მაგრამ ჰავაი მეტისმეტია, ბატონი ერეკლე ამას არ დაუშვებს. ცოლიც სასტიკად გააფრთხილა, ჩემთან სათხოვნელადაც არ მოვიდესო. ამ გაფრთხილებას, ორი სავარაუდო მოტივი ჰქონდა, ან ერეკლე ჰავაიზე წასვლას მართლაც დაუშვებლად თვლიდა და ეს საშინლად გააბრაზებდა, ან უფრო სავარაუდო ისაა, რომ როგორც ყოველთვის, თავის აცრემლებულ მზეთუნახავს უარს ვერ ეტყოდა. ამ პერიოდში კი, როდესაც უამრავი საფიქრალი ეყარა თავზე, უამრავი პრობლემა ჰქონდა არჩევნების გამო, ანიტას ჰავაიზე უფროსების გარეშე გაშვება, სავარაუდოდ გულის შეტევით დასრულდებოდა. ქალბატონმა დიანამ აღარ იცოდა რა ექნა, როგორმე შვილისთვის უნდა გადაეფიქრებინებინა, სანამ ისედაც ანერვიულებულ ერეკლეს დაუწყებდა წუწუნს.
-ანიტა, მორჩი, ერთი თეთრი არ გაქვს. ხომ არ გგონია, მამა საკრედიტო ბარათს არ დაგიბლოკავს. თითქმის ორი თვეღა დარჩა, მოითმინე და სამივე ერთად წავიდეთ.
-მე ახლა და ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა.
-არა და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, მამაშენთან მისვლა არც კი გაბედო. საწყალ კაცს შენი თავი არა აქვს.
-ერთადერთი შვილისთვის დრო არ აქვს, თავისი პარტია უფრო მნიშვნელოვანია. -ბუზღუნებდა ანიტა.
-ხომ იცი, რომ გაიგონოს ძალიან ატკენ გულს, გთხოვ გაჩუმდი, ახლა წავიდეთ, შენთვის ახალი ტანსაცმელი ვიყიდოთ, სადმე ვისადილოთ და ხასიათზეც მოხვალ. გეფიცები, მალე გავა ეს ორი თვე და ძალიან კარგად დავისვენებთ.
-თქვენი არაფერი მინდა, თავი ციხეში მგონია.
-ანიტა, უფლის საწყენს ნუ ამბობ. გიფიქრია საერთოდ რამდენ ადამიანს არ შეუძლია ამ ზაფხულში ბათუმამდე ჩასვლაც კი, შენ კი ორი თვე ვერ მოგითმენია რომ ჰავაიზე დაისვენო. გიფიქრია რამდენი შენი ასაკის გოგო მუშაობს ამ ზაფხულში, სწავლის საფასური რომ გადაიხადოს. დაფიქრებულხარ ამაზე? -დიანა ისე იყო გაბრაზებული, უკვე ყვიროდა. ხმაზე, დამხმარე, ფაშფაშა, ძალიან საყვარელი ქალი გამოვიდა მისაღებში. ის ანიტას ძიძაც იყო თავის დროზე და ყოველთვის მას ესარჩლებოდა.
-დიანა, შვილო რა გაყვირებს? ცოდოა ბავშვი.
-გთხოვ, ნუ ჩაერევი. უკვე ზედმეტი მოსდის, აღარაფერი ესმის.
ანიტა გაუნძრევლად იდგა და უხმოდ უსმენდა გამზრდელის ქოთქოთს, რომელიც დედამისის დამშვიდებას ცდილობდა. უცებ, თითქოს გონება გაუნათდა ისე წამოიყვირა.
-ხოდა მეც ვიმუშავებ.
-გთხოვ, ახალი სისულელე ნუ მოიგონე.
-მართლა ვიმუშავებ, ამასაც ხომ არ დამიშლით. მეც ვიშოვი ჩემს ფულს.
-სად უნდა იმუშავო, სწავლაც კი არ დაგისრულებია?!
-მოვძებნი რამეს.
-მამაშენს სულ ნუ გადარევ.
-ნახავ მამა თუ გადაირევა, პირიქით გაუხარდება შრომა რომ გადავწყვიტე.
-აბა, მამას თხოვე იქნებ რამე გამოგიძებნოს.
-თქვენი მოცემული ფული არ მჭირდება, თან იცი რომ პოლიტიკა მეზიზღება. თვითონ ვიპოვი რამეს და ფულიც მარტო ჩემი შრომით იქნება ნაშოვნი.
-ნუნუ, გთხოვ დამამშვიდებელი მომიტანე, თორემ ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს.
-აი, თუნდაც, ნუნუსავით დამხმარედ ვიმუშავებ.
-არაფრის კეთება იცი და ვის რაში უნდა დაეხმარო, ანიტა?
-ჩემმა გოგომ ყველაფრის კეთება იცის, სამზარეულოში სულ მეხმარება ხოლმე.
-ნუნუ, შენი გამოსარჩლება არ სჭირდება, ისედაც სულ გააფრინა. მამაშენს გულს გაუხეთქავ.
-დედა, ვეღარ გავიგე ჩემგან რა გინდათ, არაფერი მოგწონთ რისი გაკეთებაც მინდა. ხომ მითხარი არაფერზე ფიქრობო, ახლა კი ვიფიქრებ და ჩემთვის ფულს მოვაგროვებ. 
ანიტამ, დემონსტრაციულად დატოვა ოთახი. კიბეები აიარა და თვითონაც არ იცოდა საიდან მოუვიდა ეს გენიალური აზრი. მოახერხებდა კი მართლა სამსახურის შოვნასა და მით უფრო მუშაობას, რეალურად თითქმის არაფრის კეთება იცოდა. მხოლოდ თეფშების გამოტანაში თუ მიხმარებია ნუნუს, ანდაც დაუთოვებული თავისი ტანსაცმლის კარადაში შელაგებაში. სხვაც ვერაფერი მოიფიქრა, არადა ახლა უკან დახევა, მის სისუსტეს დაამტკიცებდა. მშობლებს კი ასე უბრძოლველად არასდროს დანებებია. 
დიანა მთელი საღამო იმაზე ფიქრობდა ქმრისთვის როგორ ეთქვა, შვილის ახალი ახირების შესახებ. მაგრამ ანიტან ვახშმის დამთავრებამდეც ვერ მოითმინა, ისე ახარა მამას სამსახურს ვეძებო. ერეკლეს კინაღამ ლუკმა გადასცდა. ეს რაღაც ახალი იყო, სრულიად ახალი. გამოგეცხადებინა კვირას გარეტის კონცერტზე მივფრინავთ მთელი ოჯახიო, ნორმალური იყო, მიეჩვივნენ. ნორმალური იყო, სლოვენიაში გასამართი საკალათბურთო მატჩების დაუკითხავად, უკვე ნაყიდი ბილეთები, ნუნისთვისაც კი. ერეკლეს, იმის გაგებაც კი შეეძლო, რომ მისი შვილი თავის დაბადების დღეზე მთელ უნივერსიტეტს უპატიჟებდა, ისიც, ერთ დღეს ჭავჭავაძეზე მსხდომი ყველა მოწყალების მთხოვნელისთვის საჩუქრები რომ აყიდინა. მაგრამ ეს მეტისმეტი იყო, მისი პრინცესას ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. მამის ერთგვარი გაოცება, მალევე შეიცვალა ირონიული ღიმილით. რომელიც მხოლოდ ერთ ფრაზას ნიშნავდა „ვნახოთ რა შეგიძლია“.
-კარგი, შვილო. როგორც გინდა, გამიხარდება შრომას აქედანვე თუ მიეჩვევი, პატარა აღარ ხარ.
-ერეკლე, რას ეუბნები ბავშვს. ვიღაცის სახლის დამხმარედ უნდა მუშაობა რომ დაიწყოს.
-სასირცხვილო არაფერია მაგაში, დიდი ამბავი. 
დიანა, ვერ ხვდებოდა რა დაემართა მის ქმარს, როგორ დაუშვა მისი განებივრებული გოგო, ვიღაცის მოსამსახურე გახდეს, ერთი სული ჰქონდა განმარტოვებულიყვნენ და ქმარს დალაპარაკებოდა.
აბაზანიდან გამოსულ ერეკლეს, ცოლი დივანზე ჩამომჯდარი ელოდა.
-საყვარელო, როგორ დათანხმდი ჩვენი შვილის ახალ ახირებას. სად ანიტა და სად მოსამსახურე?
-ხომ ხედავ, წინააღმდეგობას რომ ვუწევთ, უარესს აკეთებს. წავიდეს, ორ დღეში უკან დაბრუნდება და იქნებ ცოტათი დამშვიდდეს, მიხვდება რომ ჯერ-ჯერობით ურჩობით ვერაფერს მიაღწევს.
-რომ არ დაბრუნდეს და მართლა იმუშავოს?
-დაბრუნდება. ანიტა ვერავის მბრძანებლობას ვერ აიტანს, თან მართლა არაფრის კეთება არ იცის და ვინ გააჩერებს სამსახურში?
დიანამ გულდამძიმებულმა დაიძინა, ვერ ხვდებოდა რა მოეხერხებინა თავისი შვილისთვის. არც ის უნდოდა ზედმეტ შეზღუდვებს უარეს შედეგამდე მიეყვანათ. შვილის გათხოვებას რომ წარმოიდგენდა, ეგონა გული გაუსკდებოდა, ჯერ ახლახანს შეუსრულდა ოცი წელი. გარეგნულად უდარდელი, თამამი და ზოგჯერ თავხედიც ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ალალია. ერთი მომენტი ისიც კი იფიქრა, ჰავაიზე ხომ არ გამეშვაო, მაგრამ როგორც კი ერეკლეს სახე გაიხსენა მაშინვე გადაიფიქრა. 
ძალიან თბილი დღე გათენდა, ანიტამ დილიდან ვაკანსიებს ეძებდა. დიანამ დიდ ხანს ვერ გაუძლო და მალევე ნინოს დაურეკა. ნინო მისი დაქალი იყო, ერეკლეს საუკეთესო ძმაკაცის მეუღლე, ძალიან სანდომიანი, კეთილი და ლამაზი ქალი. 
დარეკვიდან ნახევარ საათში დაქალები ეზოში ისხდნენ და ანიტაზე ლაპარაკობდნენ. დიანა ნინოს შესჩიოდა თავისი შვილის სიჯიუტეს. 
-იქნებ უკეთესიც იყოს, ნუ ინერვიულებ.
-კი მაგრამ, იქნებ ვინ აიყვანოს სამსახურში. მეშინია რამე უბედურება არ აიტეხოს, ეგ არაფრის მომთმენი არა არის, დიდად არაფერი გამოდის და ვის დამხმარედ გამოდგება. ერეკლეს ცოცხალი თავით არ თხოვს რამე უშოვოს თავისთან. გაიძახის ნუნუსავით, მეც ვინმესთან, სახლში დამხმარედ ვიმუშავებო. შემიწირავს ეს ბავშვი.
-დიანა, ძალიან გთხოვ, ასე ნუ განიცდი. იცი ჩემი ძმის შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან, ჩემმა რძალმა მთხოვა იქნებ ვინმე მოაძებნინო ცოტა მას და ცოტა სახლს რომ მიხედოსო. ჯერ ნათელა დეიდას ვუშვებ ხოლმე, ეს ორი დღეა ის ულაგებს, იქნებ იქ გაგვეშვა. ერეკლეც იცნობს პეტრეს, ცუდი ბიჭი არ არის. ხუთი წელია აქ არ ყოფილა და სახლში ალბათ არც გაჩერდება. 
-არა, ნინო. არ გეწყინოს მაგრამ მარტო, თითქმის მისი ასაკის ბიჭთან სამუშაოდ როგორ გავუშვა?
-შენ იცი გოგისა (პეტრეს მამა) და ერეკლეს ურთიერთობის შესახებ. პეტრეს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ რაც ხდება, ვთხოვოთ ისე მოახერხოს რომ ანიტა რამდენიმე დღეში დაბრუნდეს სახლში. 
-ერეკლეს უნდა დაველაპარაკო. არ ვიცი რა სჯობს? ან მართლა რა მოვუხერხო ამ გოგოს. 
-მოდი თან საყიდლებზე გავიაროთ, თან ერეკლესაც შევუაროთ და სანამ ჩვენს პრინცესას რაიმე უარესი უპოვია, პეტრეს მოველაპარაკოთ.
 
ერეკლეს კაბინეტში არსებული სიტუაცია სამხედრო თათბირს მოგაგონებდათ. ლაპრაკაობდნენ მძიმედ, რიგ-რიგობით და საოცრად სერიოზული სახეებით. როგორც იქნა გადაწყვიტა პეტრეს დალაპარაკებოდა. წლებია გოგისთან მეგობრობდა, პეტრეც ბევრჯერ უნახავს. ამერიკაში, რამდენჯერ დარჩენილა მათ სახლში და იცოდა რომ შეიძლებოდა მისთვის თავისი თავნება გოგო ენდო. საღამოსვე შედგა შეხვედრა. პეტრემ თავიდან თითქმის ვერაფერი გაიგო, ძლივს აუხსნა ერეკლემ თავისი სათხოვარი. ჯერ ანიტას სითავხედემ გააოცა, მერე კი იფიქრა რომ სახალისო იქნებოდა მისნაირი თავნება ბავშვისთვის ჭკუის სწავლება, თან ერეკლესაც დიდ პატივს სცემდა და უარს ვერ ეტყოდა დახმარებაზე. 
-ძალიან გთხოვთ ასე ნუ ნერვიულობთ. მარტივი საგუებელი ნამდვილად არ ვარ, თან თუ მართლა ასეთი თავნებაა ძალიან მალე მოუნდება სახლში დაბრუნება. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ.
-ერთი შვილი მყავს, პეტრე. აი შვილი რომ გეყოლება, მაშინ მიხვდები რატომ ვნერვიულობ. გარედან საშიში სჩანს, გეგონება არაფერი ანაღვლებს მაგრამ ისე, ძალიან ალალია. არ მინდა ცხოვრება დაინგრიოს, მაგრამ არც ის მინდა ზედმეტი სიმკაცრით უარესისკენ ვუბიძგო.
-მესმის თქვენი. ყველაფერი ისე იქნება როგორც შევთანხმდით.
-ძალიან დიდი მადლობა. ვიცოდი რომ შენი იმედი შემეძლო მქონოდა, გოგის ძალიან ჰგავხარ.
-სამადლობელი არაფერია. ვიცი მამას როგორ უყვარხართ, მეც ძალიან დიდ პატივს გცემთ.
*****
დიანა ისე იყო ანერვიულებული, ადგილს ვერ პოულობდა. ერეკლეს დანახვისას კიდევ უფრო შეიპყრო მოუთმენლობამ. ვახშმის დამთავრებამდეც კი ვერ მოითმინა და აბაზანაში შეჰყვა ხელების დასაბანად შესულ მეუღლეს.
-საყვარელო, ელაპარაკე?
-კი, ველაპარაკე და შეგიძლია უთხრა ანიტასაც. ყველაფერი ისე იქნება როგორც შევთანხმდით. ძალიან კარგი ბიჭია. ვიღაც უცხოების თავი არ მაქვს, ხომ იცი რა ამბავია პარტიაში. პეტრეს ნდობა კი შეიძლება, მის მშობლებს მაინც ვიცნობთ კარგად. თან დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ სამ დღეში მოსწყინდება ჩვენს შვილს და უკან დაბრუნდება, ვერაფრით შეძლებს.
-ღმერთმა ქნას ერეკლე, ღმერთმა ქნას.
-კარგი, აღარ ინერვიულო. ზეგ უკვე შეუძლია მისვლა.
**********
ანიტას მეორე დილით ნინო დაელაპარაკა. ერეკლე და დიანა თითქოს საერთოდ არ ჩარეულიყვნენ ამ საქმეში ისე იქცეოდნენ. გვიან ღამით ძლივს მორჩნენ ანიტა და ნუნუ საჭირო ნივთების ჩალაგებას. დიანა უკვე ტიროდა.
ცხრაზე სამსახურში უნდა ყოფილიყო. დიანა გეთენებიდან ფეზე იყო და ნერვიულად უვლიდა ოთახებს. ერეკლე ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ისიც ღელავდა. ნუნუ ანიტას დაჰყვებოდა კუდში, არაფერი დასჭირდეს ჩემს პატარასო. არაბულებმა ისე გააცილეს თავიანთი პრინცესა, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში ან სადღაც უარესში უშვებდნენ. 
*********
პეტრე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა სახლის წინ. ორი წუთის წინ შეატყობინეს რომ ანიტა მოვიდა. მანქანა უკვე ეზოში იყო და უახლოვდებოდა. 
-რა სასაცილოა, მოსამსახურე cls 63 amg-ითა Louis vuitton-ის ჩემოდნებით. აზრზე არ არის სად მოდიs, ნეტა რა ჰგონია. -პეტრე სიცილს ძლივს იკავებდა. 
ანიტამ როგორც იქნა, ბოლო ჩანთაც გადმოიღო მანქანიდან. პეტრე არც კი განძრეულა, მისახმარებლად, იდგა და ცდილობდა არ გაცინებოდა.
-გამარჯობა, პეტრე გეგეშიძე, დღეიდან შენი უფროსი.
-გმარაჯობა, ანიტა არაბული.
-ალბათ ანასტასია, ხომ?!
-დიახ, მაგრამ ჩემები ანიტას მეძახიან, ასე რომ..
-იქიდან გამომდინარე რომ მე შენი არ ვარ, აქ ანასტასია იქნები.
ანიტა ისე გაბრაზდა ხმა ვერ ამოიღო, პეტრეს ღიმილი კი უფრო ირონიული გახდა.
-შევთანხმდით?
-შევთანხმდით, პეტრე. -კბილებში გამოსცრა ანიტამ.
-ბატონო პეტრე.
-გასაგებია, ბატონო პეტრე.
-მიხარია. ახლა შენს ოთახს გაჩვენებ, ჩანთებს დაცვის ბიჭები ამოგიტანენ. ცოტა ხანში დაბლა გელოდები, გაგარკვევ რა გევალება და ასე შემდეგ..
ოთახი ძალიან სადა იყო, მუქ ფერებში გადაწყვეტილი. ყველა საჭირო ნივთი თავის ადგილას იდგა, საწოლიც საკმაოდ რბილი აღმოჩნდა. 
-როგორ მოუვიდა ნორმალური ოთახი რომ გაიმეტა. ნეტა შემეძლოს ვუთხრა რასაც იმსახურებს. ეს როგორ უნდა ავიტანო. თვითკმაყოფილი იდიოტი. არ მინდა ასე მალე დავბრუნდე სახლში თორემ, ნახავდა ვინ ვარ. -ბუზღუნებდა ანიტა და თან ოთახს ათვალიერებდა. 
პეტრე მისაღებში ელოდა, ანიტა როგორც იქნა გამოჩნდა კიბეებზე.
-ჩამოჯექი.
-გისმენთ.
-ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ ვერ ვიტან ორჯერ გამეორებას, ვერ ვიტან ვალდებულებებს რომ არ ასრულებენ, ვერ ვიტან უზრდელ ადამიანებს, ამიტომ კარგად მომისმინე და შეეცადე შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულო. ყველა გაფუჭებული საქმე პირდაპირ აისახება შენს ხელფასზე. შენი აქ ყოფნის პერიოდში, როდესაც არ უნდა მოვიდე სახლში ყოველთვის უნდა დამხვდეს მზა კერძი. სახლი უნდა იყოს მაქსიმალურად წესრიგში, უნდა მიხედო ჩემს ტანსაცმელს. ყურადღება მიაქციო სახლს, როდესაც მე არ ვიქნები. ასევე, ვერ ვიტან მაღვიძარას, არასდროს მესმის მისი, ამიტომ დილით გაღვიძება ჩემთვის პრობლემაა. ყოველთვის გაგაფრთხილებ, როდესაც გაღვიძება დამჭირდება. შეიძლება რაღაც პერიოდი ჩემი ცოლისა და შვილის მომსახურებაც მოგიწიოს. შენი თვიური ხელფასი კი 1500 ლარი იქნება. 
-შვილი და ცოლიც ჰყოლია, სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. ალბათ ისინიც ამას ჰგავნან, მგონი სჯობს ისევ ჩემი მშობლების გამარჯვებულ ღიმილს ვუყურო, ვიდრე ამ იდიოტისას. -ფიქრობდა ანიტა.
-გესმის რასაც გელაპარაკები?
-კი, ყველაფერი გავიგე.
- ჩემი ცოლის რამდენიმე რეცეპტს მოგცემ, ის კერძები განსაკუთრებულად მიყვარს და მოამზადე ხოლმე.
-გასაგებია.
-ხო, კიდევ, რაც შეეხება შენს ვიზუალს. არავითარი ზედმეტი მაკიაჟი, არავითარი ქუსლიანი ფეხსაცმელები, დიდი სამკაულები. შეეცადე მაქსიმალურად სადად გამოიყურებოდე, ვერ ვიტან ჭრელ ტანსაცმელს, თუ არადა ფორმას შევაკერინებ.
-გასაგებია, ბატონო პეტრე.
-თუ ყველაფერი გასაგებია, გთხოვ ყავა გამიკეთე. ყავას, ყოველთვის გაფილტრულს ვსვამ, ორი კოვზი შაქრითა და თუ მარხვა არ არის, მაშინ რძითაც. 
-ახლავე.
ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა. 
-იმედია მოეწონება, თორემ საყვედური რომ მითხრას, ვერ მოვითმენ.
ათ წუთში ყავა მზად იყო, სინზე დადო და მისაღებში გაუტანა.
-შეიძლება წავიდე?
-შეიძლება. -პეტრე ფანჯრიდან ეზოს უყურებდა, მხოლოდ ანიტას გასვლის შემდეგ დახედა ყავას. თითქმის თავის ოთახამდე იყო მისული, პეტრეს გაბრაზებული ხმა რომ გაიგონა.
-ანასტასია, ახლავე ჩამოდი.
-იდიოტი, ამ წუთას არ გამომიშვა. -აუჩქარებლად შემობრუნდა და ჩუყვა კიბეებს.
-ცოტა სწრაფად. ყავა რატომ არის ასეთი ღია ფერის?
-იმიტომ რომ რძე აქვს.
-დღეს რა დღეა?
-ოთხშაბათი.
-მერე?
-რა მერე? -გულწრფელად გაიოცა ანიტამ.
-ანასტასია დღეს მარხვაა, სასწრაფოდ წაიღე ყავა და ახალი მომიტანე, რძის გარეშე.
-აღარ მახსოვდა.
-ამის შემდეგ აღარ დაგავიწყდეს.
-კარგით, ბატონო პეტრე.
-და თუ შეიძლება, ინტონაცია შეცვალე. ზედმეტად თავხედურია შენი პოზიციისთვის და არ მსიამოვნებს.
ანიტა უხმოდა გავიდა, ცოტაც და იტირებდა. ეს ვიღაც უმოწყალოდ თელავდა მის სიამაყეს. ასე, ვერასდროს ვერავინ უბედავდა ლაპარაკს, ახლა კი აქეთ აძლევდნენ შენიშვნას, შენი ტონი არ მომწონსო.
ათ წუთში ახალი ყავით გავიდა ანიტა მისაღებში.
-მივდივარ, ყავა აღარ მინდა, შენი წყალობით ვეღარ ვასწრებ, სამსახურში დავლევ. პროდუქტები მაცივარშია, საღამოსთვის რაიმე გემრიელი მოამზადე.
ცოტაც და მოკლავდა. რისთვის აწვალა თუ დალევას ვეღარ ასწრებდა. დეგენერატი, ურჩხული -მხოლოდ ეს სიტყვები ემეტებოდა პეტრესთვის.
როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე ნუნუს დაურეკა, თხოვა ჩუმად მოსულიყო და სადილის მომზადებაში დახმარებოდა. რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს, მალევე მოვიდა და უგემრიელესი სამარხვო კერძი გააკეთა, თან ცდილობდა ანიტასთვისაც ესწავლებინა. სულ დაწვრილებით ჩააწერინა ყველა ინგრედიენტი და მათი გამოყენების მიმდევრობა.
პეტრე ძალიან გვიან დაბრუნდა, ანიტა თავის ოთახში იყო, როდესაც მისი მანქანა დაინახა, მალევე ადგა და მისაღებში ჩავიდა.
-ივახშმებთ?
-კი. ათ წუთში მზად იყოს.
ათ წუთში სუფრა მზად იყო, ნუნუმ თითქმის ყველაფერი გამზადებული დაუტოვა, ამიტომ ანიტას არაფერი დავიწყებია.
-შეგიძლია შენც დაჯდე.
-მირჩევნია ჩემს ოთახში ავიდე.
-მე მინდა რომ დაჯდე.
რადგან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა ანიტაც ჩამოჯდა, პეტრემ მშვიდად ივახშმა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, არც კი შეუხედავს მისთვის. 
-რაც შეიძლება სწრაფად მიალაგე და მისაღებში გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ. -უთხრა გაბრაზებულმა და სასადილო ოთახი დატოვა.
ანიტა ვეღარ ხვდებოდა, უღირდა კი თავისი მშობლებისთვის რაღაცის დამტკიცება ამ ფასად. ეგონა საკუთარი ფულის შოვნის პროცესი სასიამოვნო იქნებოდა, რაღაცას იგრძნობდა, დამოუკიდებელი გახდებოდა, მაგრამ ასე სულაც არ იყო.. მხოლოდ დამცირებასა და იმედგაცრუებას გრძნობდა. გასვრილ ჭურჭელს ვერ იტანდა, მითუმეტეს სხვის ნაჭამს. ძლივს იპოვა ხელთათმანები ჭურჭელი რომ დაერეცხა. შეძლებისდაგვარად მალე გავიდა მისაღეში.
-მაინტერესებს ვინ გგონივარ? ან რატომ გგონია რომ უაზრო თამაშისთვის მცალია? -პეტრე ყვიროდა.
-ყვირილს როგორ მიბედავ, მე შენი მონა არ ვარ. 
-შენ თვითონ როგორ ბედავ ასე ლაპარაკს. როგორ ბედავ ვიღაც უცხოს მოყვანას სახლში?
ანიტა მიხვდა რომ გამოიჭირეს.
-აღარ დავინახო, რომ ჩემს სახლში ჩემი ნებართვის გარეშე ვინმე მოიყვანო.
-ის ჩემი ძიძაა.
-საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის. კიდევ ვინმეს დაიხმარ სახლის საქმეში და თავისუფალი ხარ, მე ხელფასს შენ გიხდი, მინდა ყველაფერი შენ გააკეთო, თუ არ შეგიძლია, შეგიძლია თქვა და წახვიდე. მე შენი გაკეთებული საქმე მჭირდება და არა გაპრანჭული თოჯინა.
-როგორ ბედავ?
-ეს სახლიც ჩემია და აქ მოქცევის წესებიც. ან შეეგუე, ან წადი.. ძალიან მარტივია. ორ დღეს გაძლევ. ოდნავ მაინც თუ აუწევ ხმას, კიდევ თუ გაბედავ შენიშვნაზე ასე გაბრაზებას, აქედან მიგაბრძანებ. სახლში შენებს ეპრიკაზე, სადაც ანუშკის თუ რაღაც საშინელებას გეძახიან..
 
დღეისთვის კმარა, ძალიან მეძინება, იმედია მიხვდები სად ხარ და რა გინდა.
ანიტას ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ მაინც მტკიცედ გადაეწყვიტა არ დანებებოდა. არ გაეკეთებინა ის რასაც მისგან ელოდნენ. 
-ყველას ლამაზი ფიტული ვგონივარ, არასდროს მოუციათ ჩემთვის უფლება რომელიმე პრობლემა საკუთარი ძალებით მომეგვარებინა. ახლაც ხომ ყველას ჰგონია, რომ ორ დღეში აქედან გავიქცევი, რომ ვერასდროს მოვამზადებ გემრიელ საჭმელს. პეტრესაც ასე ჰგონია, ალბათ ნინოს ხათრით მიმიღო და ახლა ნერვებს ვუშლი, რადგან ჩემისით არაფერი გამომდის. გულწრფელად, მეც გამაღიზიანებდა ჩემნაირი მოსამსახურე, მაგრამ მისი საქციელი მაინც საშინელია. არც ასეთ მოქცევას ვიმსახურებ. ოდესმე აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს, ახლა კი, ჩემი გამარჯვება იმის დამტკიცება იქნება რომ მეც შემიძლია რაღაცის კეთება. -ძლივს დაიძინა, მიუხედავად იმისა რომ იმდღევანდელ ემოციებს საშინლად დაეღალა.
პეტრეს კიდევ უფრო გაუჭირდა დაძინება. გვიანობამდე აივანზე იდგა, თითქმის მთელი კოლოფი სიგარეტი მოწია. ვერ ხვდებოდა რა ანერვიულებდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად იყო.
-ჯანდაბა, იქნებ არ უნდა დავთანხმებოდი ერეკლეს. რა მინდოდა. ეს თუ აქამდე ვერ გაზარდეს, მე რა უნდა ვუქნა რამდენიმე დღეში. იმედია მართლა მალე მოიფიქრებს წასვლას. მეგონა გავერთობოდი, არადა საშინლად მგრუზავს. ახლაც რა ატირებდა, რასაც ვერ ვიტან, ქალი შენს გამო ტირის, უჩემობა მაინც ატირებდეს. -მილიონჯერ შეიცვალა გვერდი, ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა.
ანიტას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაღვიძარის პირველივე ზარზე ადგა. აბაზანიდანაც უცებ გამოვიდა და სახლის მოწესრიგებას შეუდგა. ნუნუს ყველა დარიგება გაიხსენა და საჭირო ნივთები მოძებნა. მტვერსასრუტი ჩართო და მისაღებიდან დაიწყო. მის ხმაში ვერ კი გაიგო, როგორ ჩამოიარა პეტრემ კიბეები. მას ლურჯი საძილე სარვალი და მუქი ლურჯივე ხალათი ეცვა, თმები სასაცილოდ აბურდვოდა, მაგრამ მისი გაბრაზებული სახე ყველა სასიამოვნო განცდას გაგიქრობდათ. ანიტამ მხოლოდ მტვერსასრუტის გამორთვისას შეამჩნია, თავიდან ვერ მიხვდა რა მოხდა, მაგრამ მობრუნებულმა პეტრე დაინახა სადენით ხელში.
-ნორმალური ხარ?
ანიტა დუმდა, მიხვდა რომ დაუფიქრებლად მოიქცა. თვალები ცრემლებით აევსო მოსალოდნელი უსიამოვნების მოლოდინში.
-გეკითხები, ნორმალური ხარ? რთული მისახვედრია რომ ადამიანს როდესაც სძინავს, მტვერსასრუტი არ უნდა ჩართო?
-ძალიან დიდი ბოდიში.
-ყველაფერზე რატომ ტირიხარ? უკვე დიდი გოგო ხარ და რაღაც რომ გეშლება კი არ უნდა ტიროდე, გამოსწორებას უნდა ცდილობდე. ვერ ვიტან ქალის ცრემლებს, დამავალებ თუ გაითვალისწინებ.
-მართლა ძალიან ვწუხვარ.
-უკვე გამაღვიძე და შენს წუხილს აზრი არ აქვს.
-ყავას დალევთ?
-კი, დავლევ მაგრამ იცოდე დღევანდელი შემთხვევა ბოლო და უკანასკნელი იყოს. -პეტრე შეეცადა გაბრაზება ცოტათი დაეთრგუნდა, ახლა ხელახლა დაძინებას მაინც ვერ მოახერხებდა.
-კარგით, ბატონო პეტრე.
ანიტა თან ყავას ადუღებდა, თან იმაზე ფიქრობდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა იმ დღეს. ყავა მალევე მოამზადა, რადგან ხუთშაბათი იყო, რძეც დაამატა. რამდენიმე წუთში სინი უკვე პეტრეს წინ იდგა, მაგიდაზე.
-ეს რა არის?
-არ გაბრაზდეთ, გუშინ ძიძამ მომიტანა, მისი გამომცხვარი, ჩემი საყვარელი ნამცხვარია, თუ არ გინდათ ახლავე უკან გავიტან.
არ გაბრაზდეზე, პეტრეს გულიანად გაცინება მოუნდა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. -არა, იყოს. -მხოლოდ ეს უთხრა ანიტას ყავა აიღო და ეზოში გავიდა.
ანიტამ ავეჯიდან მტვრების აღება დაიწყო, ეგონა მისაღებს მორჩა, ისევ პეტრეს გაბრაზებულიხმა გაიგონა.
-ანასტასია, ეს რა უბედურებაა, როდესაც ტუმბოზე, მაგიდაზე ან რაც არის, რამე დევს, უნდა აიღო და მტვერი ისე გადაწმინდო და არა მხოლოდ თავისუფალი ადგილები. არც მე მილაგებია სახლი მაგრამ ეს ელემნტარულია. ასე გაკეთებას სულ არ გააკეთო ის სჯობს. ძალიან მაღიზიანებს შენი დაუფიქრებლობა.
-ჯანდაბა, ყველაზე მეტად მეწვრილმანე ადამიანებს ვერ ვიტან, ამხელა კაცია, სხვა საქმე არ აქვს. დეგენერატი. გულში მთელი მონდომებით გამოლანძღა უფროსი, მის გასაგონად კი მხოლოდ ის თქვა რომ ახლავე დაიწყებდა თავიდან.
იმ დღეს საშინლად დაიღალა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა პეტრეს ოთახი ჩაკეტილი რომ დახვდა და მისი დალაგებაც არ მოუწია. მაგრამ მაინც გააბრაზა ამ უნდობლობამ, თუ რაც იყო. მთელი შუადღე ნუნუს ელაპარაკებოდა ტელეფონზე, ძლივს მოახერხა ქათმის შეწვა და სალათის მომზადება. ცოტა დაეწვა, მაგრამ პირველი მცდელობისთვის არაუშავდა. თავი ეზიზღებოდა, ისეთ ფორმაში იყო.
ანიტა აბაზანაში იყო, პეტრე რომ დაბრუნდა. თმის გაშრობაც კი ვერ მოასწრო ისე გამოვარდა ოთახიდან ეზოში მისი მანქანა რომ დაინახა. პეტრე მისაღებში იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ნახიულობდა.
-დიდი ბოდიში, ბატონო პეტრე, აბაზანაში ვიყავი და მგონი გალოდინეთ.
-არაუშავს.
-ივახშმებთ.
-კი, ორ წუთში მოვრჩები საქმეს.
ანიტამ მალევე გააწყო სუფრა.
-შენ ივახშმე?
-გვიან ჭამას ვერიდები. 
-კარგი, როგორც გინდა. ადი თმები გაიშრე, კონდიციონერმა არ გაგაციოს, ცოტა ხანი არაფერი დამჭირდება.
ანიტას ეგონა მოესმა. ნუთუ ამ მონსტრს ადამიანებზე ზრუნვაც შეუძლია, გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ მაშინვე ეხამუშა სიტყვა მონსტრი. არც ისე ბოროტია, ჩენი უსიამოვნებები უფრო ჩემი ბრალია ხოლმე, თან დღეს აშკარად მოწყენილია, ნეტა რა მოხდა. -ანიტა თან თავის თავს ებუტბუტებოდა თან თმებს იშრობდა.
დაბლა ჩამოსულს, პეტრე ისევ მისაღებში დახვდა.
-დღეს ვიცი რომ შენისით მოამზადე ვახშამი, პირველი მცდელობისთვის არაუშავდა. ჭურჭელს რომ დარეცხავ, შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე, მეც მალე დავწვები.
ორიოდე თეფშის გარეცხვას არც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და არც დრო, თან თითქოს მიეჩვია კიდეც, უფრო მოხერხებულად გამოდიოდა. კიბეებზე ასვლისას ზრდილობის გულისთვის იკითხა, რამე ხომ არ გჭირდებათო, მაგრამ პეტრეს აშკარად არაფრის თავი ჰქონდა.
-არაფერი, მშვიდი ძილი.
-თქვენც ასევე.
მეორე დილით, ანიტას სახლი ცარიელი დახვდა. ნიჟარაში ჩადებულმა გასარეცხმა ჭიქამ მიახვედრა რომ პეტრეს ყავა თავისით მოემზადებინა და სახლიდან წასულიყო. მთელი დღეს სახლის ლაგებასა სამარხვო სალათის კეთებას მოანდომა, რა თქმა უნდა ისევ ნუნუსთან სატელეფონო რეცეპტით. გვიან აღარ იცოდა რა ეკეთებინა, wi-fi -ის პაროლის კითხვაც სულ ავიწყდებოდა, ტელევიზორშიც ვერაფერს დაუდო გული. უკვე თორმეტი საათი გახდა, მაგრამ პეტრე არსად ჩანდა. ისიც კი იფიქრა ხომ არ დავურეკოო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ცოტა კიდევ ელოდა და დასაძინებლად ავიდა. რატომღაც პეტრეს ცოლ-შვილი აეკვიატა, აქამდე არც კი გახსენებია. ახლა კი ერთი სული ჰქონდა გაეგო როგორები იყვნენ, სად იყვნენ.. ამასობაში დაღლილობამაც თავისი ჰქნა და მკვდარივით დაიძინა.
პეტრეს საშინლად რთული დღე ჰქონდა, მეორე დღეა ტელეფონით დამიანეს ტირილს ისმენდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ასე ვერ მიატოვებდა ახლად წამოწყებულ საქმეს, მაგრამ დამიანეს ტირილის მოსმენას სიკვდილი ერჩივნა. დილიდან საქმეებს აგვარებდა და ცდილობდა ღამის რეისზე ნიუ-იორკის ბილეთი ეშოვა. 
ანიტა, ჯერ ბუნდოვნად ჩაესმოდა თავისი სახელი, მერე უკვე მხარზე შეხებაც იგრძნო და გარკვევით გაიგონა, პეტრეს ხმა.
-ანასტასია, გთხოვ გაიღვიძე.
-რა მოხდა?-დაფეთებული ახამხამებდა ანიტა თვალებს.
-ნუ გეშინია, არაფერი მომხდარა, უბრალოდ უნდა დაგელაპარაკო, გთხოვ ადექი.
ღამის სამი საათი იყო, ანიტა გონზე ვერც კი მოვიდა, მექანიკურად მოიცვა ხალათი და კიბეებს ჩაუყვა. 
-ამერიკაში მივფრინავ, ჩემს ოჯახთან. ძალიან მომენატრნენ, მეორე კვირაა ჩემი ცოლი და შვილი არ მინახავს. სავარაუდოდ ბავშვს წამოვიყვან. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, დამიანე ჩემს გარეშე აღარ ჩერდება, მე კი იქ დიდი ხნით დარჩენა არ შემიძლია და გადავწყვიტე წამოვიყვანო. 
-გასაგებია.
-ბავშვთან უმეტესად მე ვიქნები, მაგრამ შენც მოგიწევს დახმარება. ეს არც მე მსიამოვნებს, რადგან არ გეწყინოს და ჯერ არ გენდობი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ ხარ.
-კარგით, შევეცდები აღარაფერი გავაფუჭო.
-კარგი, მე წავედი, გთხოვ სახლს მიხედე, ინტერნეტით დაგიკავშირდები, პაროლი ჩემი შვილის სახელია. იცოდე შენი იმედი მაქვს, კვირას შეგიძლია დაისვენო. გთხოვ ტაქსი გამომიძახე.
-თუ გინდათ მე გაგიყვანთ.
-ძილისთვის სულ აღარ დაგრჩება დროს.
-არაუშავს, თან ძალიან მომენატრა ჩემი მანქანა.
-დიდი მადლობა, მაგრამ გთხოვ სწრაფად ჩაიცვი.
ანიტა თვითონაც ვერ ხვდებოდა როდის აქეთ აწუხებდა პეტრეს პრობლემები, ან მისი აეროპორტში გაყვანის სურვილი რამ გაუჩინა, მაგრამ რადგან უკვე უთხრა, უარს ვეღარ ეტყოდა.
 
რეკორდულად სწრაფ დროში გაემზადა. აეროპორტამდე დიდი გზა უნდა გაევლოთ.
-ძალიან კარგად ატარებ, ყოჩაღ.
-დიდი მადლობა.
-ეს საკრედიტო ბარათი შენ გქონდეს, რაც დაგჭირდება შეგიძლია იყიდო, პროდუქტის მარაგიც შესავსებია, ეს დღეები არაფერი გვიყიდია.
-არ არის საჭირო, ფული მაქვს.
-ფული რომ გაქვს ვიცი, მაგრამ რასაც გეუბნები ის გააკეთე.
-კარგით. შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-მკითხე.
-თქვენი ოჯახი ამერიკაში რატომ ცხოვრობს, აქ რატომ არ წამოიყვანეთ?
-ჩემი ცოლი შემდგარი ადამიანია, იქ თავისი საქმე აქვს. არ მინდა ყველაფერს ჩემს გამო დაანებოს თავი, ისედაც ბევრი დათმო ჩვენი ოჯახისთვის. მალე აქ ყველაფერი აეწყობა და მაშინ სამივე ერთად ვიქნებით. ახლა რომ ჩამოვიდეს სახლში უნდა დაჯდეს, ან ყველაფერი თავიდან დაიწყოს, არც ასეთი ეგოისტი ვარ. თუ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც მინდა, ის ჩემს კომპანიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს და მეც ისევ ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები მსოფლიოში.
-არ ნერვიულობთ მარტო რომაა ამერიკაში?
-თუ ეჭვიანობას გულისხმობ, არა. მთავარი ურთიერთობაში ნდობაა, მას კი საკუთარ თავზე მეტად ვენდობი.
-ის არ ეჭვიანობს თქვენზე?
-როდესაც მას ნახავ, ამ კითხვას თვითონ გასცემ პასუხს.
იდეალურმა ოჯახმა, თითქოს გააღიზიანა, ნერვები უნებურად მოეშალა. როგორც იქნა აეროპორტამდეც მივიდნენ.
-დიდი მადლობა, დალოდება საჭირო არ არის.
-არც ვაპირებდი.
-მეგონა ეგ ტონი გადაგავიწყდა.
-მაპატიეთ, უნებლიედ წამომცდა.
-ორი დღეა ნორმალურად იქცევი და შეეცადე ასე გააგრძელო, დამიანესთან ერთ შეცდომასაც არ გაპატიებ. სამწუხაროდ მხოლოდ შენს იმედზე ვარ, ჭკვიანად იყავი და ფრთხილად იარე.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
ანიტას ისე ჰქონდა ნერვები მოშლილი, მანქანაც ისე მონატრებოდა რომ სულ არ აპირებდა ფრთხილად სიარულს. მოზღვავებულმა ადრენალინმა კარგ ხასიათზე დააყენა, ეშმაკთან გაგზავნა თავისი უფროსი, მასზე ფიქრებიანად. გათენებული იყო სახლში რომ დაბრუნდა. დაძინებას აზრი არ ჰქონდა, ამ სახლში ყოფნისას პირველად მოახერხა, სასურველი დროით აბაზანაში ნებივრობა. გამოსულს დიანას უამრავი ნარეკი დახვდა, ამ რამდენიმე დღეში მილიონჯერ დაურეკა. ანიტას არ ეუბნებოდა მაგრამ საშინლად იმედგაცრუებული იყო, ანიტას სახლში დაბრუნების სურვილსაც კი ვერ ატყობდა. 
მთელი დღე აუზში ნებივრობდა, საერთოდ არაფერი გაუკეთბია, ცოტა ხნით დაიძინა კიდეც და საღამოს მეგობრებთან შესახვედრად წავიდა ერთ-ერთ ბარში. პეტრე არც კი გახსენებია. ანიტას ერთი სული ჰქონდა კვირა გათენებულიყო. 
დიანა და ნუნუ წინა დღიდან თავიანთი გოგოს დასახვედრად ემზადებოდნენ. ყველაფერი მოამზადეს, რაც კი ანიტას უყვარდა. მიუხედავად იმისა რომ 55 კილოგრამს იწონიდა, მაინც მსუნაგი იყო, არასდროს ამბობდა ნუნუს გაკეთებულ, გემრიელ კერძებზე უარს. ახლა კი ყველაფერი განსაკუთრებულად მონატრებოდა, სიამოვნებდა თან რომ ჰყვებოდნენ. მთელი დღე ხელი არ გაანძრევინეს, პრინცესასავით დივანზე წამოწოლილიყო და მხოლოდ სურვილებს ახმიანებდა. დიანა საშუალებას არ უშვებდა ხელიდან, ანიტასთვის სახლში დაბრუნება რომ შეეთავაზებინა. მთელი დღე ნებიერად გაატარა არაბულების ასულმა, მხოლოდ კითხვებით უშლიდნენ ნერვებს, ყველაფერი აინტერესებდათ. პეტრემ ხომ არ აწყენინა, ძალიან ხომ არ იღლებოდა, ხომ არ ნერვიულობდა, რამე ხომ არ ტკიოდა და ათასი მსგავსი.. ზოგს პასუხობდა, ზოგი კი ვითომ არც გაეგონა.. დილით ისევ ცრემლებით გააცილეს და თან უამრავი გამზადებული კერძი გაატანეს, პეტრეს ჩამოსვლამდე მაინც დაისვენეო. ოთხშაბათი ისე გათენდა ანიტას არაფერი გაეგო ამერიკიდან, ვერც ფეისბუქზე აღმოაჩინა პეტრე გეგეშიძის პროფილი.. 
-იდიოტი, როგორ ეკადრება. -ცხვირი აიბზუა ანიტამ, ვერაფრით რომ ვერ იპოვა მისი პროფილი. 
პეტრე, მხოლოდ შაბათ დილით შეეხმიანა.
-როგორც იქნა თავი დააღწია ცოლის ალერსს. -გაიფიქრა მისი ხმის გაგონებაზე.
-როგორ ხარ ანასტასია?
-კარგად, გმადლობთ, თქვენ?
-მე ყველაზე კარგად ვარ. დღეს გვიან ღამით უკვე მანდ ვიქნებით, გთხოვ მოემზადე და თუ შეგიძლია აეროპორტში დაგვხვდი. ამისვთის დამატებით გადაგიხდი ხელფასს.
-დაგხვდებით, მაგრამ არა ხელფასისთვის.
-მთავარია დაგვხვდე და ბონუსის რაოდენობას, როგორმე დამოუკიდებლად გადავწყვეტ. სამზე აეროპორტში იყავი.
-კარგით.
-დროებით.
ანიტას გაბრაზებისგან სახე ეწვოდა, უნდოდა მოეკლა. -თავხედი, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ დამამციროს. ფულს დამიმატებს ხელფასზე, იდიოტი, დესპოტი. ამას მართლა ვინ ვგონივარ, როგორ მინდა მამას ვუთხრა და გემრიელად ცემონ. რატომ ვიშლი ნერვებს, ახლა ამისი თავხედი შვილი აიტანე. დედას რომ ვუთხრა აქ რა დღეში ვარ, ხვალვე გამიშვებს ჰავაიზე. მაგრამ ყველა იფიქრებს რომ დავნებდი, ალბათ ბატონ პეტრესაც ეს უნდა. ყველას თვალში ისევ ერთი ჭირვეული თოჯინა ვიქნები. თვის ბოლომდე როგორმე მოვითმენ და მერე თავზე გადავახევ თავის ფულს. 
ძალიან არ უნდოდა, მაგრამ ძირფესვიანად მიალაგა სახლი. საღამოსთვის უკვე კარგად იყო დაღლილი. საყიდლებზეც მოუწია გასვლა, საბედნიეროდ არც ამ შემთხვევაში უთხრა ერთგულმა ძიძამ უარი. ათი საათისთვის ყველაფერი მზად იყო. კერძიც გემრიელი გამოუვიდა, წესით ბატონ პეტრეს პრეტენზიები არ უნდა გასჩენოდა. სამ საათამდე, ცოტა წაძინება გადაწყვიტა, მაგრამ ისე იყო გართული პატარა მონსტრის წარმოდგენაში, ძილი არ მიეკარა. ანიტას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პეტრესნაირ მამას, გათავხედებული ლაწირაკი ეყოლებოდა, სხვანაირი ვერაფრით წარმოიდგინა. 
-მე და ეგ აშკარად ვერ მოვრიგდებით, ჩემზე მეტად ვერ გაანებივრებდნენ, ნახოს არაფერს რომ არ დავუთმობ, მიუტანოს ხოლმე მამას ენა. აქედან ნებით წასვლას, ისევ გათავისუფლება სჯობს.
მალე აეროპორტში წასვლის დროც მოვიდა. სამისთვის უკვე აეროპორტში იყო. თხუთმეტ წუთიანი ლოდინის შემდეგ პეტრეც გამოჩნდა, ერთ ხელით ბავშვი ეჭირა, მეორეთი კი ჩემოდანს მოაგორებდა. ანიტამ ძალიან ინანა, წინასწარ ასე საშინლად რომ განსაჯა ბავშვი. მამა ისე უყვარდა, ჭკუა ეკეტებოდა ყველა ბავშვიან მამაზე. ორ მეტრიან პეტრეს, საოცარი სინაზით ეკავა პატარა დამიანე. პატარას ოქროსფერი, ოდნავ გრძელი, სწორი თმა, მწვანე ნუშისებრი თვალები და პატარა, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, მაქსიმუმ სამი წლის იქნებოდა. საოცრად სევდიანი იყო, ხელით პეტრეს ჯვარი ჩაებღუჯა და თითქოს არავის უყურებდა. როგორც არ უნდა გაებრაზებინა პეტრეს და როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ანიტა ვერაფრით უარყოფდა მის სიმპატიურობას, უძირო, სევდიან თვალებს. აღნაგობაც ისეთი ჰქონდა, როგორსაც ის იდეალურად თვლიდა. პეტრე არც სუსტი იყო და არც ზედმეტი წონა აწუხებდა, ორ მეტრამდე სიმაღლის განიერი მხრებით, მუქი წაბლისმერი თმითა და საოცარი თითებით. გულწრფელად რომ ვთქვათ, ანიტას პირველივე დანახვისას მოეწონა. მაგრამ მისი ხასიათი და ცოლი, ამ ყველაფერს აუფერულებდა. ანიტას სუნთქვა შეეკვრა მათი დანახვისას, პეტრეს და დამიანეს ზუსტად ერთნაირად ეცვათ, ერთნაირი ჯინსის შარვლები, ნაცრისფერი კედები და ნაცრისფერ მაიკაზე მოცმული, კუბოკრული პერანგები. თავზეც, ზუსტად ერთნაირი კეპები ეფარათ. საოცარი სანახაობა იყო, იმდენად თბილი, რომ მოგინდებოდა შენც მათიანი ყოფილიყავი, შენც გამხდარიყავი მათი ჩუმი სევდის თანაზიარი. ანიტა, პეტრეს ხმამ გამოაფხიზლა.
-როგორ ხარ, ანასტასია? გმადლობ რომ დროულად მოხვედი.
-კარგად, ბატონო პეტრე, თქვენ როგორ ხართ, პატარა როგორ არის?
-კარგად ვართ, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. 
-ჩემოდანი მომეცით, მოგეხმარებით.
-არა, არ არის საჭირო.
-ბავშვს მაინც გამოგართმევთ.
-არა ანასტასია, შენ მანქანა დამანახე სად დგას.
-არ უნდა და იყოს ისე.-გაიფიქრა თავისთვის და წინ წავიდა, მანქანაზე რომ მიეთითებინა.
პეტრემ ჩემოდანი, მარტივად მოათავსა საბარგულში.
-თუ შეიძლება გასაღები მომეცი?
-ჩემი მანქანაა და საჭესთან მე დავჯდები.
-მაპატიე, მაგრამ დამიანეს გამო მირჩევნია მე დავჯდე.
-დებილი არ ვარ და ვხვდები ბავშვის გამო უფრო რომ უნდა გავფრთხილდე.
-გასაღები მომეცი, მე არ მითქვამს რომ დებილი ხარ.
როგორ უნდოდა საერთოდ აეროპორტში დაეტოვებინა, მაგრამ ისევ პატარა შეეცოდა, რომელსაც ჯერ ვერც ანიტა შეემჩნია და არც ხმას იღებდა. გასაღები მორჩილად გაუწოდა.
-უკან დაჯექი, დამიანე არც შენთან მოვა და არც უკან დაჯდება. ვიცი რომ შენი მანქანაა, მაგრამ გთხოვ, ახლა კონცერტს ნუ მომიწყობ.
ანიტა, მორჩილად მოთავსდა უკანა სავარძელზე, უკვირდა სიმშვიდე რომ შეინარჩუნა, გარეგნულად მაინც. პეტრე მიღოღავდა, მთელი გზა პატარას უყურებდა და ცდილობდა ოდნავადაც არ შეეწუხებინა. ანიტას ძალიან უკვირდა პატარა საერთოდ რომ არ იღებდა ხმას, მაგრამ არც მისთვის და არც მისი ძვირფასი მამისთვის არაფრის კითხვას არ აპირებდა. როგორც იქნა სახლამდეც მიაღწიეს, მანქანიდან სწრაფად გამოვიდა და მაშინვე სახლისკენ წავიდა, არც რაიმე უკითხავს და არც მათ გადმოსვლას დალოდებია.
-ანასტასია, მოდი აქ. -კარიდან მოაბრუნა პეტრემ.
-რას მიბრძანებთ?
-ზედმეტი ცინიზმის გარეშე გთხოვ. -უთხრა უკმეხად.
-რა გინდათ, პეტრე?
-დამიანე მანქანიდან არ გადმოდის, შეიძლება უნდა რომ შენ გადმოიყვანო, გთხოვ ცადე.
არადა სულ არ ჰგავს ასეთ თავხედს, გაიფიქრა ანიტამ და მანქანასთან მივიდა. პატარას უარესად მოეწყინა.. თითქოს რაღაც ძალიან აწუხებდა.
-გამარჯობა, დამიანე. წამომყვები სახლში?
-პატარამ უბრალოდ გადმოხედა, მის წინ ჩამუხლულ ანიტას, ხმა კი არ გასცა.
-არ დაგელაპარაკება, უბრალოდ ცადე ხელში აიყვანო.
ანიტამ ფრთხილად მოკიდა პატარას ხელი, რადგან წინააღმდეგობას არ უწევდა, თბილად მიიხუტა მკერდზე და სახლისკენ დაიძრა. დამიანემ მის ყელზეც უცებ იპოვა, წვრილ ჯაჭვზე დაკიდებული ჯვარი, მუჭში მოიქცია. მშვიდად მიჰყვებოდა პეტრეს, რომელიც თავის ოთახში შეუძღვა. 
-გთხოვ, საწოლზე დასვი.
ანიტამ ფრთხილად დასვა ბავშვი საწოლზე.
-ძალიან დიდი მადლობა. მშვიდი ძილი.
ანიტა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, პატარას ნამდვილად რაღაც აწუხებდა. სხვა ბავშვებივით არც მხიარული იყო, ბევრი იფიქრა, ბოლოს კი ყველაფერი დაღლილობასა და დედამისთან დაშორებას დააბრალა. ცოტა ხანი აბაზანაში დაჰყო, ის იყო დასაძინებლად უნდა დაწოლილიყო, კარებზე რომ დააკაკუნეს.
-ანასტასია გღვიძავს?
-კი, შემოდით, პეტრე.
-ვიფიქრე, სჯობდა დღესვე ამეხსნა, ბოდიში რომ არ გაძლევს დაძინების საშუალებას.
-რა უნდა ამიხსნათ?
-დამიანეს აუტიზმი აქვს. ამ დაავადებას, ბევრი თავისებურება ახასიათებს, ხვალ რამდენიმე ბმულს მოგცემ, წაიკითხავ და დამიანეს საქციელს უფრო მარტივად გაიგებ. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გულახდილები რომ ვიყოთ, არც შენ ხარ იდეალური დამხმარე და არც მე იდეალური უფროსი. მაგრამ რადგან აქ ხარ, გთხოვ, შეეცადე შენს ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდო. მარტო ბავშვს ვერ მოვუვლი, მამიდას გარდა არავინაა, ვისაც შეიძლება დახმარება ვთხოვო, მაგრამ ვერ მას შევაწუხებ ხშირად, თავისი საქმე აქვს. ასე რომ დახმარება შენ მოგიწევს, თუ რა თქმა უნდა მიტოვებას არ გვიპირებ. დამიანესთან, მართლა ვერაფერს გაპატიებ, ის და დედამისი ჩემთვის, ყველაზე ძვირფასები არიან, ამიტომ მითხარი რას გადაწყვეტ, თუ წახვალ გავიგებ.
-ვრჩები.
-თუ გინდა იფიქრე და ხვალ მიპასუხე. იცოდე ადვილი არ იქნება, თან თუ დამიანე შეგეჩვევა, მერე მე აღარ მოგცემ მის წასვლამდე აქედან წასვლის უფლებას.
 
-მინდა რომ დავრჩე. 
-მეც მინდა რომ დარჩე, ასე თუ ისე გაგიცანი, არ მინდა სრულიად უცხო ადამიანთან მყავდეს დამიანე. იცოდე გენდობი, არასდროს დაივიწყო ეს. ახლა კი დაიძინე.
ანიტას რაღაცები გაეგო ამ დაავადების შესახებ, მაგრამ ბევრი არაფერი. ვერაფრით მოითმინა დილამდე, ცადა თვითონ მოეძებნა ინფორმაცია. თითქმის გათენებული იყო რომ ჩაეძინა. დილით, პეტრეს ზარმა გააღვიძა.
-ანასტასია, დღეს შუა დღემდე მე და დამიანე სახლში არ ვიქნებით. შეგიძლია გამოიძინო, ბმულები ფოსტაზე გადმოგიგზავნე, გთხოვ ყურადღებით წაიკითხე.
-კარგით, ბატონო პეტრე.
-დროებით.
ორი საათისთვის ყველაფერი მზად იყო. საათზე მეტ ხანს ელაპარაკა ნუნუს ტელეფონზე, ცდილობდა დაემახსოვრებინა, რა იყო სამი წლის ბავშვისთვის აუცილებელი და სასარგებლო.
-ანასტასია, ჩვენ მოვედით.
-როგორ ხართ?
-კარგად, მაგრამ დამიანე ძალიან დაიღალა.
-არ ისადილებთ?
-პატარას დავაძინებ და მე ჩამოვალ.
******
-უკვე დაიძინა?
-დაღლილი იყო ძალიან, მთელი დღეა გზაშია ჩემთან ერთად, სიცხემაც შეაწუხა.
-ძალიან საყვარელია.
-მართლა საოცარი ბავშვია, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ვერ ხედავს ამას. წარმოუდგენლად მტკივნეულია, როდესაც ხედავ როგორ აშორებენ მშობლები თავიანთ შვილებს, გაფართოებული და გაურკვევლობით სავსე თვალებით.
-როდის გაიგეთ რომ აუტიზმი აქვს?
-დაახლოებით წლინახევრის იყო. სახლში ყველა დამიანეს შევყურებდით, ერთი სული გვქონდა როდის გაივლიდა, ლაპარაკს როდის დაიწყებდა.. პრობლემები თანდათან გაჩნდა. თავიდან გვეუბნებოდნენ რომ სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ მალევე აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
ანიტამ არ იცოდა რა ეთქვა. მთელი გულით უნდოდა, ყველაფერში დახმარარებოდა მათ.
-ყველაფერი წავიკითხე, რაც გადმომიგზავნეთ. გეფიცებით, ყველაფერს გავითვალისწინებ და შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.
-დამიანე თითქმის არ ლაპარაკობს, ადამიანებსაც რთულად ეჩვევა. სიმართლე გითხრა არც მე მაქვს სურვილი ყველასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ყველაზე მეტად ყალბი გრძნობები მაღიზიანებს, ზოგს ჰგონია, თუ დამიანეს სიბრალულით შეხედავს და თავზე ხელს გადაუსვამს, ამითი მასიამოვნებს. ამ დროს შემიძლია ნებისმიერი ადამიანი მოვკლა. უცნაური იყო, გუშინ ხელში აყვანის უფლება რომ მოგცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გენდობი. ვფიქრობ ისეთი არ ხარ როგორიც ჩანდი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, ახლა კი მეც ავალ, ცოტას დავისვენებ. 
დამიანეზე ლაპარაკისას, თითქოს პეტრეს სული ჩანდა. ჩანდა ყველაფერი, რასაც მისი მძიმე ხასიათი, ზოგჯერ სიუხეშე და მასში მკვიდრად ფესვგადგმული სიმკაცრე საგულდაგულოდ მალავდა. ის იყო გასაოცრად თბილი და მგრძნობიარე, მზრუნველი მამა, რომელიც მზად იყო თავისი შვილი ყველაფერი ცუდისაგან დაეცვა. დაბერილი ძარღვები, დაძაბული სხეული, მუშტად შეკრული მტევნები, უტიფრად გაგრძნობინებდნენ, რომ მათი პატრონი არავის დაინდობდა, საკუთარ თავსაც კი, თუკი დამიანეს რაიმე დაუშავდებოდა. ანიტა მიხვდა როგორ მონატრებოდა მამა, რომელიც მივლინების გამო კვირასაც ვერ ნახა.
„-ალბათ როგორი ბედნიერია მისი ცოლი.“ -ფიქრობდა ანიტა.
საღამოს დამიანე პეტრეს გვერდით დივანზე იწვა და ipad-ში რაღაცებს თამაშობდა. პეტრე გამუდმებით უყურებდა, ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა. მოთმინებით, აღელვების გარეშე ცდილობდა იოგურტი და პეჩენია შეეჭამა პატარას. ანიტა მათგან მოშორებით იდგა და აღფრთოვანებული შეჰყურებდა მამა-შვილს, ეშინოდა ახლოს მისვლით ხელი არ შეეშალა. თითქოს პეტრე მიუხვდაო შორს დგომის მიზეზს, თხოვა მათთან ჩამომჯდარიყო. დამიანემ არც ამ შემთხვევაში მიაქცია ყურადღება, მალე ჭამასაც თავი დაანება და ფუმფულა ხალიჩაზე გადაინაცვლა თავის ipad-თან ერთად.
-მგონი ჩემს გამო დაანება ჭამას თავი.. ჩემს ოთახში ავალ.
-არა, ანასტასია, დამიანე სხვანაირად გამოხატავს თუ ადამიანი არ მოსწონს, შენი ბრალი არ არის, უბრალოდ აღარ უნდოდა.
-თქვენი აზრით სულ ცოტათი მაინც მოვწონვარ?
-დამიანეს ვკითხოთ.
-დამიანე, ანასტასია მოგწონს? 
დამიანემ დივანზე მსხდომებს ამოხედა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
-სულ ცოტათი არა, ძალიან მოსწონხარ. შეიძლება დაუფიქრებელი ხარ, თავნებაც, საშინლად გათამამებული და ზოგჯერ თავხედიც, მაგრამ რაც მთავარია ბოროტი არ ხარ. არც მატყუარა, ჩვენს დროში კი იშვიათობაა, ადამიანი ისეთივე იყოს შენს ზურგს უკან, როგორიც შენს წინაა. 
******
ადამიანი, ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნებას მაშინ იწყებ, როდესაც ვიღაცისთვის საჭირო ხდები. შეიძლება ეს ბედნიერების ანიტასეული ახსნაა, მაგრამ, დამიანემ თითქოს ფრთები შეასხა.. ცხოვრებაში პირველად იგრძნო რომ ყველანაირი ვალდებულების გარეშე, მთელი გულით უნდოდა ეზრუნა ვიღაცაზე.. პეტრე ჯერ კიდევ ვერ ტოვებდა მათ მარტო, ცდილობდა მეტი დრო გაეტარებინა სახლში, გასვლისას კი დამიანეც თან მიჰყავდა. სამშობლოში ახლად წამოწყებული ბიზნესი, უამრავ დროსა და ენერგიას ითხოვდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა, გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობდა, ბავშვის დაძინების შემდეგ კი ცდილობდა რაც ინტერნეტით მოგვარებადი იყო, ყველაფერი მოეწესრიგებინა. პირველად მაშინ დააფასა ამერიკასთან დროში სხვაობა, დამიანეს ძილში ამერიკელ პარტნიორებთან, თუ თავის მშობლებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. მას არც ის შეეძლო საქმე სანახევროდ ეკეთებინა და არც ის დამიანე მარტო დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა რომ ანიტა მართლა ეიმედებოდა.
ბოლო ერთმა კვირამ ანიტა საოცრად გაზარდა, უფრო სერიოზულიც კი გახდა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რითი დაიმსახურა ამ პატარა საოცრებამ, ან პეტრემ ასეთი სასჯელი. შეუძლებელი იყო უემოციოდ გეყურებინა დამიანესთვის, პატარასთვის რომელიც თვალებიც მუდმივად სევდით იყო სავსე. პეტრესთვის, რომელსაც დაღლილობა სახეზე ეტყობოდა, მაგრამ ვერასდროს შეამჩნევდით წუხილს ან წუწუნის მდგომარეობის გამო. დილით პატარასთან ერთად დგებოდა, ჯერ პატარას აკეთებინებდა საჭირო სავარჯიშოებს, შემდეგ კი თვითონ ვარჯიშობდა. დამიანე თვალმოუშორებლად უყურებდა მას. 
ყოველი დილა ასე იწყებოდა, ვარჯიში, აბაზანა, ანიტას გამზადებული საუზმე.. პეტრეს ჯვარზე ჩაბღაუჭებული დამიანე და საოცრად სევდიანი ანიტა, რომელიც თვალს არ აშორებდა მიმავალ მამა-შვილს.. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა ეს სახლი.. პეტრეს გარდაქმნამ, თუ თავისმა ფერის ცვლილებამ ყველაფერი თავდაყირა დაუყენა.. „-ის ცოლიანია.. მე კი უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ მისით, ძალიან მალე გადამივლის.. აქედან წავალ და მერე ჩემს თავზე გამეცინება“ -მორჩილად უმეორებდა თავს და ცდილობდა ფიქრები პეტრე გეგეშიძეზე, სადრაც შორს, საგულდაგულოდ შეეჩურთა. 
ერთი კვირა ხდებოდა, რაც პატარა საქართველოში იყო.. იმ დღეს შემაწუხებლად ცხელოდა. პეტრეს უკვე საათზე მეტი იყო მტირალი დამიანე ხელში ეკავა. ექიმის თქმით ბავშვს არაფერი აწუხებდა, გულდასმით გასინჯვის შემდეგ, რამაც პატარა უფრო გააღიზიანა, მხოლოდ მსუბუქი დამამშვიდებელი გაუკეთა. პეტრე გიჟს გავდა. ანიტას არ უნდოდა მისი გაღიზიანება, მაგრამ დამიანესთან ერთად ისიც ტიროდა. 
-ანასტასია..
-მაპატიეთ რა, ვიცი რომ გამაღიზიანებელია მაგრამ თავი ვერ შევიკავე. -ანიტას იმაზე უფრო ეტირებოდა, რომ მიუხედავად მცდელობისა, ახლა პეტრეს მდგომარეობა, ისევე აწუხებდა როგორც დამიანესი.. „-მთელი კვირაა წესიერად არ სძინებია, მთელი საათია მტირალი შვილი ხელში უჭირავს და ერთხელ არ დაუწუწუნია.. არაადამიანურად ნერვიულობს.„
პეტრე ნელა მიუახლოვდა ანიტას, ოდნავ დაიხარა, შუბლზე აკოცა და კიბეებს აუყვა..
შეგრძნებამ, რომელსაც სახელი ვერაფრით დაარქვა, ანიტა უფრო ააფორიაქა.. უნდოდა ხმამაღლა ეტირა, რადგან პეტრესთვის და დამიანესთვის სრულიად უცხო იყო. შემთხვევითი ადამიანი, რომელიც მაქსიმუმ ერთ თვეში კიდევ უფრო უცხო გახდებოდა.. ვერაფრით მიხვდა რას ნიშნავდა ეს კოცნა.. მიეღო შეურაცხყოფად, ცოლიანი კაცისაგან, თუ უბრალოდ გახარებოდა ის, რომ პეტრე ამჩნევდა მის გულწრფელ წუხილსა და ზრუნვას.. მალე თავის ფიქრებში გაიბურდა, აზრი კი ვერაფრით გამოიტანა. „-მგონი სჯობს დავიძინო, დამიანეს ტირლის ხმაც აღარ ისმის, ალბათ დამშვიდდა, მადლობა უფალს.“ ძილის გახსენებაზე, მიხვდა რომ მართლა აღარაფრის თავი ჰქონდა.
პეტრემ მაშინვე ინანა თავისი საქციელი, მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა.. მაგრამ წუხილიცა და ბოდიშიც უადგილოდ მიიჩნია, იმედი ჰქონდა რომ ანიტა არ მიაქცევდა ამ კოცნას ყურადღებას. როგორც იქნა დამიანესაც ჩაეძინა, დაღლილობასთან ერთად დამამშვიდებელმაც იმოქმედა. მისგან განსხვავებით პეტრემ ვერაფრით მოახერხა დაძინება, ოთახში დარჩენილ მკრთალ შუქზე უყურებდა მის სევდიან, შეწუხებულ სახეს და ცდილობდა სუნთქვითაც კი ფრთხილად ესუნთქა.. დაღლილობისაგან თვალები ეწვოდა, მაგრამ მაინც არ დაეძინა.. უკვე ღამის სამი საათი იყო.. დილიდან ისევ უამრავი საქმე ჰქონდა, გადაწყვიტა ეზოში გასულიყო.. საშინლად უნდოდა ჩამჯდარიყო თავის სპორტულ მანქანაში, ემართა საოცარი სისწრაფით და ემოციებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცა.. ასე ხშირად იქცეოდა, მონაწილეობდა არალეგალურ რბოლებში, დრიფტი მანქანებით გადატენილ ქუჩებში და ბედნიერი იყო.. იმ მომენტში ყველაფერი ავიწყდებოდა, ფეხებზე ეკიდა რა მოუვიდოდა, მთავარი იყო სხვისთვის არავისთვის შეექმნა საფრთხე.. არ ახსოვდა, თავისი უფროსი ძმა.. რომელიც რამდენიმე წლის წინ სამუდამოდ წავიდა მისგან.. არ ახსოვდა დამიანეს ავადმყოფობა.. არც მშობლების სევდიანი თავლები.. არც ტრავმის გამო არ შემდგარი კალათბურთელის კარიერა.. საოცარი სისწრაფე ფიქრის უნარს ართმევდა, გრძნობდა მხოლოდ მოზღვავებულ ადრენალინს და წუხილს რომ ეს მალე დამთავრდებოდა. „-ახლა ამას ვერ გავაკეთებ, დამიანეს რომ გაეღვიძოს, ანასტასია ვერაფრით დაამშვიდებს და ორივე ძალიან ინერვიულებს..“ ანასტასიას გახსენებაზე ძლივს გაუმკლავდა მის ოთახში შესვლის, ახლად გაჩენილ სურვილს.. „-მგონი ჭკუიდან ვიშლები.“ გაიფიქრა პეტრემ და გადაწყვიტა ოთახში აბრუნებულიყო.
ოთახში კი მის საწოლზე მჯდარი ანასტასია დახვდა, გულზე დამიანე მიეწვინა, რომლის წამწამები ისევ სველი იყო ცრემლებისგან, მაგრამ უკვე აღარ ტიროდა.
-ტირილის ხმამ გამაღვიძა, თქვენი ხმა რომ ვერ გავიგონე, ვიფიქრე რომ გეძინათ და გადავწყვიტე შემოვსულიყავი.
-წყალზე ჩავედი, არ მეგონა ასე მალე თუ გაეღვიძებოდა. ალბათ სიბნელის შეეშინდა, ძალიან დიდი მადლობა.-პეტრე შეეცადა დამიანე ხელში აეყვანა, მაგრამ პატარამ ისევ ტირილი დაიწყო. 
-თუ ნებას მომცემთ, ჩემს ოთახში გავიყვან, ჩემთან დაიძინოს ამ ღამით. გეფიცებით მივხედავ.
-შეიძლება მთელი ღამე არ დაგაძინოს.
-არაუშავს, თან თქვენც დაისვენებთ. -ანიტამ სცადა ამდგარიყო, ისე რომ დამიანე ისევ არ შეეწუხებინა.
-სხვის საწოლში წოლა, ვიცი რომ არაჰიგიენურიცაა და არა სახარბიელოც, მაგრამ თუ შეგიძლია შენ და დამიანე აქ დარჩით, ისევ არ იტიროს, მე გავალ სხვა ოთახში.
-კარგით.
პეტრემ ფრთხილად გაუსწორა თხელი საბანი, საოცარი სინაზით აკოცა დამიანეს და ოთახიდან გავიდა.
დამიანე არც კი ინძრეოდა, ლოყებზე დაჰფენოდა გრძლი, ცრემლიანი წამწამები. გაბუტულივით მოეკუმა ვარდისფერი ტუჩები და მშვიდად სუნთქავდა. ანიტა ფრთხილად ეფერებოდა მის ოქროსფერ, რბილ თმას. მთელი გულით უნდოდა მისი შვილი ჰყოფილიყო, ეს პატარა ოქროს ბიჭუნა. იმ ღამით ვერაფრით დაიძინა, ეშინოდა არაფერი გამოპარვოდა. გაუნძრევლად წოლამ ბეჭები ძალიან ატკინა, მაგრამ სამაგიეროდ დამიანეს მთელი ღამე მშვიდად ეძინა. ოთახი ავეჯიანად, მუქ ყავისფერში იყო გადაწყვეტილი. ყველაფერი ძალიან გემოვნებიანი იყო, ზედმეტი ნივთებისა და გადაპრანჭული დეტალების გარეშე. ოთახიდან კაბინეტში გადიოდით, მაგრამ გაღებული კარიდან მხოლოდ წიგნების თაროები და მაგიდა ჩანდა, მეტი ვერაფრის დანახვა მოახერხა მწოლიარე ანიტამ. აქამდე, ყოვრლთვის ჩაკეტილი ხვდებოდა ეს კარი. ერთი კედელი, მთლიანად დამიანეს ნახატებს ეკავა. ყველა საგულდაგულოდ იყო ჩასმული ჩარჩოში. პატარას ძალიან უყვარდა ხატვა და მისი ასაკის გათვალისწინებით ძალიან კარგადაც გამოდიოდა. მიუხედავად იმისა რომ კისერი ძალიან ატკივდა, მაინც მოახერხა, მის თავთან მდგომ ტუმბოზე ჩამწკრივებული სურათების, საგულდაგულოდ დათვალიერება, რომელიც აქამდე არ ენახა. სულ სამი ჩარჩო იყო, ერთი დამიანეს სურათით, მეორე სურათზე კი პეტრე იყო, ალბათ ხუთი ექვსი წლის წინ, მისივე ასაკის ბიჭთან ერთად, რომელიც საოცრად ჰგავდა. მესამე სურათზე კი საოცრად ლამაზი ქალი იყო აღბეჭდილი. „-როდესაც მას ნახავ, ამ კითხვას თვითონ გასცემ პასუხს.“-ქალი იმდენად ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური იყო, მაშინვე მიხვდა რატომ უთხრა ეს სიტყვები პეტრემ. ანიტას გული დაუმძიმდა, რამაც საშინლად გააბრაზა საკუთარ თავზე.
 
მალევე პეტრემ ფრთხილად დააკაკუნა კარზე და ოთახში შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა, მგონი შენ არც განძრეულხარ, ბეჭები ძალიან გეტკინებოდა.
-არა, სულ ოდნავ მტკივა, რაც მთავარია დამიანეს არ გაღვიძებია.
-ვერასდროს გადაგიხდი ამ სიკეთისთვის. ძალიან დიდი მადლობა.
-სამადლობელი მართლა არაფერია.
ამასობაში დამიანესაც გაეღვიძა. პეტრემ ფრთხილად აიყვანა ხელში, რომ ანიტას ადგომა შეძლებოდა.
-კაცურო კაცო, ადგომის დროა, ანასტასიამაც უნდა დაისვენოს.-უთხრა პატარას და ცხვირზე აკოცა. ანიტას სუნთქვა შეეკრა. უკვე მერამდენე დღეა, გონება უბოდიშოდ ახსენებდა რომ რაც მალე წავიოდოდა ამ სახლიდან, მით უკეთესი მისთვის.
-ახლავე მოვწესრიგდები და საუზმეს მოგიმზადებთ.
-საუზმე უკვე მზადაა. ვისაუზმოთ და მერე მართლა დაისვენე.
ანასტასიამ ვერ გაიაზრა, რომ პეტრე გეგეშიძემ, ბატონმა პეტრემ საუზმე მოამზადა. სასიამოვნოდ გაოცებულს ყველანაირი დაღლილობა გაუქრა, ერთი სული ჰქონდა ენახა რა გააკეთა მისმა უფროსმა. მაგრამ მისმა უეცარმა წამოძახილმა, ყველანაირის სურვილი გაუქრო.
-რამდენი ხანია მავიწყდება. აი რეცეპტები, გთხოვ ხვალიდან რიგ-რიგობით გააკეთე ეს კერძები, ჩემმა ცოლმა თავისი ხელით დაგიწერა. ლიკუნა, ისე მენატრება, რომ ამითაც კი ძალიან დამეხმარები. - უთხრა და რამდენიმე ფურცელი გაუწოდა.
-კარგით,ბატონო პეტრე. 
ანიტა საშინლად გაბრაზდა, მიუხედავად იმისა იცოდა რომ პეტრე არაფერ შუაში იყო. მას ხომ არ მიუცია არანაირი საბაბი მასზე ფიქრისა და მითუმეტეს ოცნებისთვის. მოსვლისთანავე გააგებინა რომ ოჯახი ჰყავს, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, თუნდაც დამიანესთან ურთიერთობით აგრძნობინებს რომ თავის ოჯახს აღმერთებს. რამდენჯერ შეუმჩნევია ტელეფონზე ლაპარაკისას, რომ ქალს ელაპარაკებოდა. თუნდაც თავთით, ტუმბოზე მდგარი სურათი.. ყველაფერი ნათელი იყო. იმდენად ნათელი რომ ანიტას საკუთარი თავის ვერაფერი გაეგო. მან ხომ ზუსტად იცის რომ არასდროს ექნება ცოლიან კაცთან ურთიერთობა. სულ რომ მოკვდეს პეტრეს სიყვარულით, ამას არ დაუშვებს. არ გახდება სხვისი უბედურების მიზეზი, მითუმეტეს დამიანესი. მაგრამ მაინც საშინლად მოუშალა ნერვები ამ რამდენიმე ფურცელმა, რომელზეც მოწესრიგებულად, ძალიან ლამაზი კალიგრაფიით იყო ჩამოწერილი ოთხიოდე კერძის ინგრედიენტი.
თავი სწრაფად მოიწესრიგა და მალევე ჩავიდა სამზარეულოში. პეტრეს მართლა ყველაფერი გაემზადებინა. ცალი ხელით დამიანე ეკავა, ცალით კი ყავას ასხამდა. ანიტამ თავისი უხასიათობა დაღლილობას გადააბრალა, სწრაფად ისაუზმა და მალევე აბრუნდა თავის ოთახში.
„-რაც შეიძლება მალე უნდა ვუშველო ჩემს თავს. როგორმე ამ ყველაფერზე უნდა გავიმარჯვო. ახლა დამიანესაც ვერ მივატოვებ, თან მამა ხომ ყოველთვის ამბობს, რომ მხოლოდ მხდალები გარბიან. ეს ხომ გამოსავალი არ იქნება.“-ცდილობდა აზრები დაელაგებინა. მიხვდა რომ ამ სახლში ვეღარ სუნთქავდა. უკვე რამდენი ხანია თავისი მეგობრები არ ენახა. იგრძნო როგორ აკლდნენ იანა და კატო. ბოლო დროს ტელეფონითაც კი ნაკლებად უკავშირდებოდა, აღარც ინტერნეტში ატარებდა დიდ დროს. მიხვდა როგორ მონატრებოდა თავისი, უპრობლემო ცხოვრება, რომელშიც თითქმის ყველაფერი მის სურვილს ემორჩილებოდა, ახლა კი ვეღარაფერზე ახდენდა გავლენას, საკუთარ თავზეც კი. ფიქრებიდან პეტრეს ზარმა გამოარკვია.
-მე და დამიანე გავდივართ, საღამომდე არ ვიქნებით. -უთხრა პეტრემ.
-კარგით, ბატონო პეტრე.
ანიტას საშინლად ეძინებოდა. ამიტომ გადაწყვიტა მათი არ ყოფნით ესარგებლა და დაესვენა. უკვე შებინდებული იყო რომ გაეღვიძა, სახლში ისევ არავინ იყო. 
„-ნეტა დღეს არც მოვიდნენ“-ფიქრობდა ანიტა. ძილმა თითქოს უარესი უქნა, საშინელ ხასიათზე გაიღვიძა. სწრაფად გადაივლო წყალი და მონატრებულ კაბებს შეავლო თვალი. რაც ამ სახლში ცხოვრობდა, მხოლოდ ჯინსებსა და მაისურს ხმარობდა. ყოველდღიურად, თითქმის ერთნაირად გამოიყურებოდა, მაკიაჟიც კი არ გაუკეთებია. დაფიქრების გარეშე იღებდა ჯინსსა და მაისურს, თავის გრძელ თმას, უდიერად აიკეცავდა და მორჩა. ამ დღეს კი უნდოდა ყველაზე ლამაზი ყოფილიყო. კარადიდან შავი, საკმაოდ მოკლე სარაფანი და შავი ბალეტკები გადმოიღო. მოკლე კაბა, ხაზს უსვამდა მის სწორ ფეხებს, ზომიერი დეკოლტე კი უფრო შესამჩნევს ხდიდა მის ლამაზ, გრძელ კისერს. მაკიაჟი ზომიერი იყო, მაგრამ შესამჩნევი. თმა თითქმის წელამდე სწვდებოდა. თვითონაც არ იცოდა, რატომ გამოიპრანჭა ასე გულმოდგინედ. 
„-როგორ მომნატრებია, ჩემი თავის ნორმალურ მდგომარეობაში ნახვა. მეგობრები და კარგი მუსიკა სულ დამავიწყებს, ბატონ პეტრეს. აი, ნახავ ანიტა, მის გარდა სხვა ადამიანებიც არსებობენ, მასზე სიმპათიურებიც და მასზე კეთილი გულის პატრონნიც. უბრალოდ შენ უყურებ მხოლოდ მას.“-თავის თავს ამხნევებდა ანიტა და თან ღმილიანი სახით შეჰყურებდა თავის უზადო ანარეკლს. როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა, დაბლა ჩავიდა. კიბეები არ ჰქონდა ჩამთავრებული, პეტრემ რომ დაინახა.
-დაუკითხავად სად მიდიხარ?
-დაუკითხავად არ მივდივარ, სწორედ ნებართვისთვის ჩამოვედი.
პეტრემ დამიანე დივანზე დასვა და საგულდაგულოდ შეათვალიერა თავნება მოსამსახურე.
-უკვე რომ გამოპრანჭულხარ, იქნებ არ გიშვებ?
-რატომ არ უნდა გამიშვათ?
-პირველ რიგში იმიტომ რომ მუშაობ და თავისუფალი დრო არ გაქვს.
-ხომ შეგიძლიათ გამათავისუფლოთ?
-შენისით ვერ მიხვდი, რომ დამიანეს აქ ყოფნის პერიოდში სახლში მჭირდები?
-აუცილებლად უნდა წავიდე.
-არსად არ წახვალ, არ გიშვებ. მითუმეტეს ამ უაზრო, უმოკლესი კაბით. დამიანესთან უნდა იყო, მე არ მცალია.
-ჩემი კაბის სიგრძე, თქვენი საქმე არ არის. ჩათვალეთ რომ არც მე მცალია. გადავწყვიტე მეგობრები ვნახო და გავერთო. 
-შენი აზრით ეს შენს საქმეზე მნიშვნელოვანია?
-კი. მე არ ვარ დამიანეს დედა, ამიტომ არ ვარ ვალდებული მთელი დრო მასთან გავატარო. ამოსუნთქვა მინდა. -ანიტა უკვე ყვიროდა, თავისმა ხმამ და სიტყვებმა თვითონვე გააოცა. სინამდვილეში ყველაფერს დათმობდა დამიანეს დედობისთვის.
-დამიანეს დედა არ ხარ საბედნიეროდ და აღარც ამ სახლში მუშაობ. ნახევარ საათს გაძლევ სახლის დასატოვებლად.
ანიტას ცრემლები ახრჩობდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ახლა ამ სახლიდან ასე წასვლას სიკვდილი ერჩივნა. დამიანე მართლა მთელი გულით შეუყვარდა, არ უნდოდა მისი მიტოვება, თავისივე სითავხედის გამო. „-ეს რამ მათქმევინა, დამიანე მისთვის ყველაფერია.. მე კი თითქოს მისი დედობა ვიუკადრისე.“
რადგან ვერაფრით დამშვიდდა, აღარ ცდილობდა თავის შკავებას.. გულამომჯდარი ტიროდა. გადაწყვიტა, პეტრეს გულახდილად დალაპარაკებოდა. მოეხადა ბოდიში, მთელი გულით ეთხოვა პატიება და დარჩენის უფლება. მერე რა რომ საშინლად ამაყი იყო და თითოეული ბოდიში საკუთარ დამარცხებად მიაჩნდა. მერე რა რომ პეტრე გეგეშიძისთვის რაიმეს თხოვნას სიკვდილი ერჩივნა. 
პეტრე თავისებურად განიცდიდა, ანიტას გათავისუფლების ამბავს. უნდოდა ყველაფერი დაელეწა, მაგრამ წყლის ჭიქა დამიანეს გახსენებამ შეუყინა ხელში, იმის გააზრებამ, რომ ბავშვს შეეშინდებოდა. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თავისივე უსამართლობის გამო „-მეც ხომ ზუსტად ამაზე ვოცნებობ, მეც ხომ საშინლად მომენატრა დრიფტი, ჩემებური ამოსუნთქვა.. იმ ღამით კინაღამ მე დავტოვე დამიანე ადრენალინის გახსენებაზე და რატომ ვთხოვ იმ მსხვერპლს სხვას, რისი გაღებაც ზოგჯერ მეც კი მიჭირს..რეალურად ის ხომ მართლა არაა ვალდებული..“ პეტრე სამზარეულოში ადგილს ვერ პოულობდა, იმდენად იყო აღელვებული ახლა დამიანესთანაც ვერ გაჩერდებოდა, არ უნდოდა მასაც შეემჩნია ნერვიულობა.. ვერც პეტრე ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებია, რა იქნებოდა უფრო სწორი.. სამზარეულოს კარებში კი მტირალი ანიტა გამოჩნდა.
-გთხოვთ, მომეცით უფლება დაგელაპარაკოთ.
-ილაპარაკე.
-ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა, ვიცი რომ ვერაფრით გავიზარდე და ვერასდროს ვახერხებ გავიხედო წინ, მაგრამ გეფიცებით ყველაფერს დავთმობდი დამიანე ჩემი შვილი რომ იყოს.. ვიცი ჩემგან რთული დასაჯერებელია მაგრამ, მართლა ძალიან მიყვარს. გუშინდელი ღამე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო, წარმოვიდგენდი რომ ის ოქროს ბიჭუნა, რომელიც მკერდზე მეწვინა ჩემიანი იყო და არც მე ვიყავი მისთვის უცხო.. არ მეგონა ასე თუ რაიმესი შემეშინდებოდა, ახლა კი მეშინია რომ რამდენიმე დღეში მე დამიანესთვის აღარავინ ვიქნები.. მეშინია რომ ჩემი დაუფიქრებლობის, სისუსტის გამო, ვეღარასდროს ვნახავ. გევედრებით მაპატიეთ. მომეცით უფლება დამიანეს დარჩენამდე მაინც დავრჩე აქ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხოა. ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ამდენი ხნით ჩემი ახლობლებისგან შორს.. პირველად მაქვს რაღაც პასუხისმგებლობა და ვერ გავუძელი. 
-შეგიძლია დარჩე, ვიცი რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ვიცი რომ მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ სანამ აქ იქნები აღარასდროს ახსენო ასე დამიანე, აღარასდროს გააკეთო რაიმე ჩემს დაუკითხავად, აღარასდროს ჩაიცვა ამ სიგრძის კაბა.. სანამ ჩემს სახლში ცხოვრობ, ყველაფერი შენი, მეც ავტომატურად მეხება. არამგონია მამაშენს მოსწონდეს, ამ დროს, ამ კაბით, მარტო, რომელიმე ბარში შენი ყოფნა. აქ და ახლა კი მე ვაგებ შენზე პასუხს.
-ძალიან დიდი მადლობა. -ანიტას ეგონა მოესმა, ვერაფრით შეძლო ემოციის გამოხატვა, ის ისევ ამ სახლში რჩებოდა.. დამიანესთან და პეტრესთან, ან პირიქით...
-მშვიდი ძილი.
-თქვენც, ბატონო პეტრე.-ანიტამ დამიანეს აკოცა და ოთახში ავიდა.
აბაზანიდან გამოსული, დიანას უკვე მეათედ ელაპარაკა იმ დღეს. დაამშვიდა რომ ყველაფერი კარგად იყო და კვირას ნახავდა. რამდენიმე წუთში კი პეტრემ დაურეკა.
-რა კარგია რომ გღვიძავს, ხვალ წინანდალში მივდივართ, რვაზე უკვე უნდა გავიდეთ და გაითვალისწინე, შვიდისთვის გამაღვიძე მე.
 
-კარგით, ბატონო პეტრე.
ანიტას შვიდის ნახევრისთვის უკვე ეღვიძა. უნდოდა პეტრესთვის და დამიანესთვის საუზმე გაემზადებინა. შვიდისთვის ფრთხილად დააკაკუნა მათ კარზე. რადგან ხმა ვერ გაიგონა, გადაწყვიტა შესულიყო. დამიანეს პეტრეს მკლავზე ედო თავი, ორივეს მშვიდად ეძინა. სანამ არ შეეხო, ვერაფრით მოახერხა ანიტამ მისი გაღვიძება. პეტრე გაოცებული შეჰყურებდა, ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა.
-უკაცრავად ბატონო პეტრე, სხვანაირად ვერაფრით გაგაღვიძეთ.
-არაუშავს, დიდი მადლობა.
რამდენიმე წუთში პეტრე სამზარეულოში, მისთვის გამზადებულ ყავას მიირთმევდა. ანიტას თხოვა დამიანე გაემზადებინა. 
რადგან პეტრეს და დამიანეს თითქმის ყოველთვის ერთნაირად ეცვათ, ანიტამაც უკვე ჩაცმულ პეტრეს შეუხამა დამიანეს სამოსი. პირველად მისცა ბავშვისთვის ჩაცმის უფლება პეტრემ, პატარა ხმას არ იღებდა. ისიც საოცრად შეეჩვია ანიტას. 
-რა მაგრები ხართ, რომ არ დაიგვიანეთ.-პეტრემ დამიანეს თმები აუჩეჩა და ანიტას ჩანთა გამოართვა, რომელშიც პატარასთვის საჭირო ნივთები ელაგა.
დამიანეს მალევე დაეძინა ანიტას კალთაში, როგორც ყოველთვის მის ჯვარზე ჩაბღაუჭებულს. წინა საღამოს შემდეგ, ორივეს განსაკუთრებულად უჭირდა ლაპარაკის დაწყება, ბოლოს როგორც იქნა პეტრემ ამოიღო ხმა.
-არ გაინტერესებს წინანდალში რატომ მივდივართ? -ჰკითხა ღიმილით. 
-მაინტერესებს.
-შეგიძლია, რაც დაგაინტერესებს მკითხო ხოლმე. წინანდალში კი ჩემს საქმეზე მივდივარ. რამდენიმე ვენახს და ძველ მარანს ვნახავთ. თავისუფალი დროც გვექნება, ბუნებაში დასასვენებლად. ვიფიქრე რომ შენთვის და დამიანესთვის სახლში დარჩენას აქ ყოფნა აჯობებდა.
-წინანდალის ბუნება ულამაზესია, დიდი მადლობა.
დამიანეს რადგან ეძინა, პეტრეს სწრაფად დაჰყავდა მანქანა, ამიტომ წინანდალში საკმაოდ მალე ჩავიდენენ. შეხვედრებს ნახევრად ოფიციალური სახე ჰქონდა. ანიტა და დამიანე ვენახში სეირნობდნენ, პეტრე კი ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, ელაპარაკებოდა იქ მყოფ ხალხს, ინტერესდებოდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალით. შუადღემდე, ვენახების ნახვაც მოასწრეს და უძველესი მარნის დათვალიერებაც. ანიტა აღფრთოვანებული იყო მტვერდადებული ღვინის ბოთლებით, რომლებიც ათწლეულების ისტორიას ინახავდა. უზარმაზარი ხის კასრებითა და სუნით, რომლითაც მარანი გაჟღნთილიყო. რამდენიმე ნიმუშიც გასინჯა პეტრეს დაძალებით. 
-მოგწონს აქაურობა? ძალიან ხომ არ დაიღალე? -ჰკითხა პეტრემ მარნიდან გამოსვლისას.
-ყველაფერი იმდენად საოცარია რომ, საერთოდ არ დავღლილვარ.
-თითქმის მთელი დღეა დამიანე გიჭირავს ხელში, ისე მოსწონხარ აღარ გშორდება.
-ძალიან დიდი მადლობა, გუშინ რომ დარჩენის უფლება მომეცით.
-მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ. ახლა კი წავიდეთ და სადმე გემრიელად ვისადილოთ.
რამდენიმე წუთში, სამივენი მყუდრო, ძველ ქართულ სტილში გადაწყვეტილ რესტორანში ისხდნენ. რადგან ანიტას ვერაფრით ათქმევინა რა უდოდა, პეტრემ უამრავი რამ შეუკვეთა.
-არ მითხრა ხინკალი არ მიყვარსო?
-ძალიან მიყვარს. -გაუღიმა ანიტამ.
-მეც ძალიან მაგრად მიყვარს, თან მხოლოდ ორჯერ ვჭამე რაც ჩამოვედი, ამ ბოლო დროს აღარსად გავსულვარ ძმაკაცებთან ერთად.
-და არც ისე გაგიმეტებიათ თავი, თქვენი მოსამსახურისთვის დაგევალებინათ ხინკლის შეხვევა.-იცინოდა ანიტა.
პეტრეს ასეთი სიცილი ანიტას არ ენახა, ისე გულიანად იცინოდა ძლივს დამშვიდდა.
-ისე მოსამსახურე საშინელი სიტყვაა.
-მე ეგ მქვია.
-მოდი მაგაზე ლაპარაკიც არ გვინდა. აქ სუბორდინაცია დავივიწყოთ.
პეტრემ არაფრით მისცა უფლება მას დამიანე ესადილებინა, ხინკალი გაგიცივდებაო უთხრა და თვითონ აჭამა პატარას, რომელმაც ორიოდე ხინკალი შეჭამა და არ მოისვენა სანამ თავისი ipad-ი არ მისცეს.
„-ალბათ ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ოჯახი ვართ. როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ასე რომ იყოს“-ფიქრობდა ანიტა და ტკივილისაგან გული ეკუმშებოდა. ისევ პეტრეს კომენტარმა დაუნგრია ყველაფერი, თითქოს ესმოდა ხოლმე მისი ფიქრები, ისეთ დროს ახსენებდა თავის ცოლს.
-რა ცუდია wi-fi რომ არ არის აქ, ლიკუნა დაგინახავდა როგორ ჭამ ხინკალს ნამდვილი კაცივით. -სინანულით თქვა პეტრემ და დამიანეს თავზე მოეფერა.
ანიტა ისე სწრაფად დააბრუნეს ოცნებებიდან, რომ ძალა გამოეცალა. აღარაფრის ხალისი ჰქონდა.
-მერამდენე ხინკალს ჭამ?
-მესამეს.
-მოდი შევეჯიბროთ.
-ერთმანეთს თანაბარი შესაძლებლობების მქონე ადამიანები ეჯიბრებიან.
-ანუ შენ გენდერულ თანასწორობას არ აღიარებ? -ეშმაკურად შესცინა პეტრემ.
-ეგ რა შუაშია, თქვენ ჩემზე 30-35 სანტიმეტრით მაღალი.
-უფრო მეტი კილოთი მეტი ხომ?! 
ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა. პეტრემ ძალით შეაჭამა კიდევ სამი ხინკალი და მოზრდილი ქაბაბი. ანიტა ვეღარ სუნთქავდა.
-ძალიან გთხოვთ, ახლა ვეღარც დამიანეს ხათრით შევჭამ და საერთოდ ვეღარავის.. 
-ვერც ჩემი ხათრით?-თვალი ჩაუკრა პეტრემ.
-თვენით? -ანიტა ვერ მიხვდა ეს რატომ ჰკითხა, “-ნუთუ ხვდება რომ მომწონს?”მიხვდა როგორ გაწითლდა, სახე აეწვა.
-გაგეხუმრე, ვიცი რომ აღარ შეგიძლია. -აქედან ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში წავიდეთ, ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, თან დამიანეც ნახავს.
-მეც მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი.
******
საგულდაგულოდ დაათვალიერეს ჭავჭავაძეების სასახლე, ისტორიული მარანი.. ულამაზესი ეზო, საგამოფენო დარბაზი, რომელიც ამ პერიოდში ფიროსმანს მასპინძლობდა.. ანიტას ეშინოდა თავი არ გაეყიდა, აღფრთოვანებული იყო პეტრეთი.. მან ყველაფერი იცოდა, მშვიდად უხსნიდა ყველაფერს რაც კი დააინტერესდებოდა.. უამრავი რამ უამბო ღვინოზე, ვენახზე, საუკუნეების წინანდელ მეღვინეობაზე.. ფიროსმანზე, მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.. ვერც კი წარმოიდგენდა ამდენი რამ თუ იცოდა. 
********
სახლ-მუზეუმის ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა, ანიტა ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და დამიანეს იოგურტს აჭმევდა. პეტრე კი მოშორებით, ვიღაც კაცს ესაუბრებოდა, რომელიც ღვინის საცავის დათვალიერებისას გაიცნო.. პატარამ იოგურტს მალევე დაანება თავი და თავისი საყვარელი ჯარისკაცის ფიგურებით თამაში დაიწყო. ანიტა ისე გაიტაცა პეტრეს ყურებამ, რომელსაც მუქი ლურჯი ჯინსი, თეთრი მაისური, შავი კედები და რეი ბანის ავიატორები საოცრად უხდებოდა, რომ ვერ შეამჩნია როგორ მიუახლოვდა დამიანეს ვიღაც ბავშვი. ანიტა ყვირილმა გამოაფხიზლა. დამიანე ასე გამოხატავდა როდესაც რაღაც არ მოსწონდა, არაბუნებრივი ხმით ყვიროდა. აღმოჩნდა რომ ბავშვმა, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო ფიგურა წაართვა. ყვირილმა ბავშვი შეაშინა, მაგრამ მაინც არ დაუბრუნა დამიანეს თავისი ჯარისკაცი. ანიტამ მაშინვე აიყვანა დამიანე და შეეცადა დაემშვიდებინა. 
-თქვენს შვილს ექიმთან ვერ მიიყვანთ, მისმა ხმამ ჩემს პატარას გული გაუხეთქა? -ანიტა ვერაფრით ახერხებდა დამიანეს დამშვიდებას, ამიტომ არც ბავშვისთვის და არც მისი დედისთვის აქამდე ყურადღება არ მიუქცევია.
-ქალბატონო, სჯობს თქვენს შვილს მიხედოთ, მან წაართვა დამიანეს ფიგურა.
-ჩემი შვილი პატარაა, ბავშვია, ასეთ რაღაცებს კი ბავშვები აკეთებენ. -ქალი თავის შვილს გულში იკრავდა, თვალები უელავდა ისეთი გაბრაზებული იყო.
-ჩემი შვილიც პატარაა. -უთხრა ანიტამ და ბავშვს დამიანეს ფიგურა ძალით გამოართვა, რადგან ვერაფრით მოახერხა მისი დაწყნარება.
-თქვენი შვილი პატარა კი არა, ავადმყოფია. რამდენი ხანია ვუყურებ და ნამდვილად რაღაც სჭირს, თქვენი შვილისნაირებს სხვა ბავშვებს არ უნდა აკარებდნენ. ასეთ ხმას ბავშვები არ გამოცემენ, კობუჩის გული გაუხეთქა.
-ქალბატონო, ჩემს შვილს ყველაფერი ესმის და თუ კიდევ ერთ სიტყვას მაინც იტყვით ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ვცდილობ ზრდილობიანად გელაპარაკოთ, მაგრამ თუ ვერ გებულობთ, შევეცდები სხვანაირად ....-ანიტას სიტყვა გაუწყდა, როდესაც წელზე შემოხვეული ხელი იგრძნო. პეტრე, რომელიც მათგან საკმაოდ შორს იდგა, ახლა მასზე და დამიანეზე იყო ჩახუტებული. 
-ქალბატონო, კიდევ რაიმეს იტყვით და გიჩივლებთ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისთვის. შესაძლოა თქვენი ბოდიშის მოსმენა სურვილი მქონოდა, მაგრამ ბოდიში რომ მიიღო ფასი უნდა ჰქონდეს.. რასაც თქვენსაზე ვერ ვიტყოდი. -პეტრეს, ძარღვები დაბერვოდა, სხეული საშინლად ჰქონდა დაძაბული, მაგრამ მაინც მშვიდად ლაპარაკობდა. ანიტა გაკვირვებული იყო, როგორ ახერხებდა ასე ლაპარაკს.
-როგორ ბედავთ?
-ძალიან ჩვეულებრივად, გულწრფელად გიხაროდეთ რომ ქალი ხართ და ჩემს გვერდით ჩემი ოჯახია.. ახლა კი მოკიდეთ თქვენს შვილს ხელი და თქვენს ადგილზე დაბრუნდით.
ქალი გაკაპასებული იყო, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია ისე გაეცალა იქაურობას. პეტრემ მაშინვე მოაცილა ანიტას წელს ხელი და დამიანე გამოართვა.
-დამშვიდდი, შენ ხომ იცი კაცები რომ არ ტირიან..-ცრემლიან თვალებზე კოცნიდა პატარას, რომელიც ტირლისაგან დაღლილიყო. -ძალიან დიდი მადლობა, საკუთარი შვილივით რომ დაიცავი დამიანე. გავიგონე, როგორ ახსენებდი მას, როგორც შენს შვილს. არ იცი ეს ჩემთვის რას ნიშნავს.
-განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ძალიან მწყინს ადამიანი ვალდებული რომ ხარ ზრდილობის ელემენტარული წესები მაინც დაიცვა. 
-რას გულისხმობ?
-რომ არა ეს უაზრო წესები და პატარები, დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი იმ ქალს ჭკუას.
-მერე შეგიძლია? -გაოცებით გადმოხედა, სიფრიფანა ანიტას ცოტნემ.
-მამას ორი წელი კარატეზე დავყავდი.
-რა? -პეტრე სიცილისაგან იგუდებოდა.
-როდესაც პატარა ვიყავი, სულ ვჩხუბობდი, სხვების მაგივრადაც კი. დედა რამდენჯერმე დაიბარეს სკოლაში, ამითი შეწუხებულმა მამას შესჩივლა. რომელიც თავიდან ბევრს იცინოდა, მერე დიანამ რომ შეაწუხა გადაწყვიტა კარატეზე შევეყვანე. ამან უფრო გადარია დედა, ერეკლეს ეჩხუბებოდა კიდევ ეგ უნდა, ჯერ ისედაც გოგოს არ ჰგავსო. მამას კი ეგონა, რომ მოზღვავებულ ენერგიასა და ჩხუბის სურვილს კარატე ნამდვილად უშველიდა.
-ესე იგი მეც უნდა გიფრთხილდე? -დასცინა პეტრემ.
-თქვენ გადაწყვიტეთ. -სიცილითვე უპასუხა ანიტამ.
-ისე შენც მიფრთხილდი, მე შავი ქამარი და შვიდ წლიანი გამოცდილება მაქვს.
-მართლა? მე მეგონა რომ კალათბურთელი იყავით.
-კარატეზე მეც მამამ მიმიყვანა, თვლის რომ კაცს თავის დაცვა უნდა შეგეძლოს. სიმართლე რომ ვთქვა, ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. რაც შეეხება კალათბურთს, ეს დიდი და სევდიანი ისტორიაა, ალბათ ოდესმე მოგიყვები. -კალათბურთზე ლაპარაკისას პეტრეს ხმა შეეცვალა, სახეზეც შეეტყო რომ რაღაც ძალიან ტკივილიანი გაახსენდა.
თბილისამდე ხმა აღარ ამოუღიათ, სამივე საშინლად დაღლილიყო. ჭამის თავიც კი არ ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს აღარსად გაჩერებულიყვნენ. დამიანეს გზაშივე დაეძინა და სახლში მისული პირდაპირ საწოლში ჩააწვინა პეტრემ, წარმოუდგენელი სიფრთხილით ხდიდა ტანსაცმელს, რომ არ გაეღვიძებინა.
ანიტამაც სწრაფად გადაივლო წყალი და დასაძინებლად გაემზადა.
-შეიძლება შემოვიდე?- დაკაკუნების შემდეგ ხმადაბლა იკითხა პეტრემ.
-დიახ, შემოდით.
პეტრე შემოსვლისთანავე მისკენ წამოვიდა. მათ შორის შემცირებულმა მანძილმა ანიტას გულის ცემა აუჩქარა. ვერაფრით მოახერხა ნაბიჯის უკან გადადგმა, დაბნეულობისაგან ფეხებს ვერ იმორჩილებდა, შეშინებული შეჰყურებდა პეტრეს.
 
მის გვერდით ვერასდროს აკონტროლებდა თავს, რასაც მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ახლაც აზრზე არ იყო რას იზამდა, თუ მალე არ დააღწევდა თავს მის სურნელს, რომელიც საღად აზროვნების საშუალებას უსპობდა... პეტრე აუჩქარებლად მიუახლოვდა და მთელი ძალით ჩაიხუტა. ანიტა გაოცებისაგან, სიამოვნებისაგან რომელიც ტკივილს აყენებდა კინაღამ მოკვდა. „-ასე არ შეიძლება.. მას ცოლი ჰყავს, ის დამიანეს მამაა.“-გონებაში გამუდმებით იმეორებდა, მაგრამ განძრევა კი არა თვალის დახამხამებაც არ შეეძლო.. რამდენიმე წამი, ჯოჯოხეთურად გაიწელა.. როგორც იქნა პეტრემ ხმა ამოიღო..
-ანასტასია, დამიანესთვის მფარველი ანგელოზი ხარ.. თავისი ოჯახის წევრების გარდა, ის არავისთან ყოფილა ასე.. არც არავის მიუშვია ის ისე ახლოს, როგორც შენ.. დღევანდელი შენი საქციელი, მართლა არ იცი რას ნიშნავდა დამიანესთვის, ჩემთვის.. -პეტრე როგორც იქნა მოშორდა, ოდნავ უკან დაიხია და თვალებში ჩახედა ანიტას, რომელიც ხმას ვერ იღებდა.. იმდენად უსუსური იყო გაქცევა უნდოდა.. აღარ დაგიდევდათ არც სიმხდალესა და აღარც დანებებას.. გრძნობდა რომ პეტრესთან ყოველთვის დამარცხდებოდა.. გამოსავალი, უბრალოდ არ არსებობდა.. რაც არ უნდა მომხდარიყო, მას ვერ ეყვარებოდა კაცი, რომელსაც ცოლის, შვილის ღალატი შეუძლია.. ვერც საკუთარ თავს აპატიებდა ცოლიან კაცთან ურთიერთობას.. მის ოჯახზე რომ არაფერი ვთქვათ.. ყველაფერი საშინლად მარტივიც იყო და ამავდროულად საშინლად რთულიც.. 
-ანასტასია, ხომ კარგად ხარ?-შორიდან მოესმა პეტრეს ხმა. 
-უკაცრავად, კარგად ვარ. არ ვიცი რა დამემართა, მაპატიეთ.
-ვიცი შენი სიკეთით ბოროტად ვსარგებლობ, მაგრამ გთხოვ ამ ღამით დამიანესთან დაიძინე.. მე უნდა გავიდე.
*****
სპიდომეტრის ისარი უკვე დიდი ხანია გადასცდენოდა, კანონით დაშვებულ ნიშნულს.. პეტრე კი არაფრით იღებდა გაზის პედლიდან ფეხს.. უნდოდა, ადრენალინს ყველაფერი დაევიწყებინა.. ყველა ძველი თუ ახლანდელი ტკივილი.. ამ დროს თითქოს საკუთარ მეს ათავისუფლებდა.. მთელი ცხოვრება საკუთარი თავის მართვას სწავლობს.. ბავშვობაში სულ დასისხლიანებული იყო. სუსტი აღნაგობა და დიდი გული, მეორე კლასში იყო მამამ ეს დიაგნოზი რომ დაუსვა.. უნდოდა თავის უფროს ძმას მგვანებოდა, რომელიც ყოველთვის თავისით აგვარებდა პრობლემებს, ყოველთვის იცავდა და არავის არჩენდა პეტრეზე გამარჯვებას.. ნიკოლას გახსენებაზე პეტრეს ყელში ბურთი გაეჩხირა, თავს უფლება მისცა ეტირა.. არასდროს გამოხატავდა ემოციებს საჯაროდ, ახლა კი მანქანაში მარტო იყო.. მთელი ძალით აჭერდა გაზის პედალს ფეხს.. საოცრად ძლიერი გოლიათი, რომელსაც არაფრის და არავისი ეშინოდა დედამიწის ზურგზე, გარდა ოჯახის წევრების უბედურებისა, ახლა გულამომჯდარი ტიროდა.. ნიკოლა დაუმარცხებელ ტკივილად ექცა.. ჭრილობად, რომელიც არ უნდოდა შეხორცებოდა. მისმა გარდაცვალებამ ყველაფერი თავდაყირა დაუყენა.. იმ პერიოდში აღარც კი ცდილობდა თავს მორეოდა.. უფროსმა ძმამ ნამდვილ კაცად აქცია, ვეღარავინ იტყოდა მასზე რომ სუსტი იყო.. მან გაზარდა და მერე სამუდამოდ მიატოვა.. ამის შემდეგ იყო, მკვდარი ძმისთვის ვერ ასრულებული ოცნება.. NBA, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ კლინიკის, უიმედობით სავსე პალატაში, ამპუტაციას გადარჩენილი ფეხის სიხარულით დამთავრდა.. მერე რა რომ, ეს მისგან დაუკითხავად მოხდა, ნიკოლას იმედები გაუცრუა.. პეტრე ვერაფრით პატიობდა ამას საკუთარ თავს.. მერე დამიანე.. ხსნა, ახალი სისხლი მისი ოჯახისთვის.. ისევ პიროვნული ტრაგედია, შეგრძნება რომ არაფერი შეგიძლია.. ტკივილი რომელიც თანდათან გჭამს. პატარა, სევდიანი თვალებით და შენ, მისი იმედი.. ხედავ მის თვალებს და ხვდები რომ ფენიქსივით შენივე ფერფლიდან უნდა აღსდგე.. მისთვის, ნიკოლას ხსოვნისთის.. თვალებისთვის, რომელიც მუდმივად თან სდევს ამ უბედობის ჯაჭვს.. საკუთარი მშობლების, ჩამქრალი თვალები.. მილეული რწმენითა და აღსასრულის მოლოდინით.. ყველა მოგონება ერთიანად წამოუდგა ფეხზე.. ნიკოლასთან მოუნდა, მოუნდა ყველაფერი დამთავრებულიყო.. „-ხომ ყოველთვის მეუბნებიან, რომ ასე თამაში არ შეიძლება.. რომ სისწრაფე დამღუპავს.. დღეს თუ არა ხვალ მაინც, მოდი დღეს იყოს ეს დღეს თუ ხვალ.. დღეს მორჩეს..“ ისარი 270-ს უახლოვდებოდა.. „-პეტრე, ან ხო ან არა.. რამდენიმე წამში არჩევანიც აღარ გექნება.“.. პიროვნული ჭიდილი.. სპიდომეტრი, რომელიც უფრო და უფრო ნაკლებს უჩვენებს.. თავისიანების სახეები კადრებად და ბოლოს.. დამიანე და ანასტასია მის საწოლში..
*******
პეტრე გამთენიისას დაბრუნდა სახლში.. ფრთხილად დახედა მძინარეებს და მაშინვე გამოვიდა თავისი ოთახიდან..
გაღვიძებულ ანიტასა და დამიანეს, პეტრე მისაღებში, დივანზე მძინარე დახვდათ.. ძალიან ფრთხილობდა საუზმის გამზადებისას, პატარას ეზოში აჭამა, პეტრე რომ არ გაეღვიძებინათ.. შემოსულებს კი გაღვიძებული დახვდათ.
-დილა მშვიდობისა, ბატონო პეტრე..
-დილა მშვიდობისა, მომიყვანე გთხოვ, ცოტა ხანს მოვეფერები..
ანიტამ გულზე დაუწვინა დამიანე და თვითონ ყავის გასაკეთებლად გავიდა..
-დღეს ხომ კვირაა ანასტასია?
-დიახ, ბატონო პეტრე.-უთხრა ანიტამ და მისი რძიანი ყავა, მაგიდაზე დაუდო.
-შეგიძლია წახვიდე, დიდი ბოდიში, ჩემი ძილის გამო რომ დაიგვიანე, წარმომიდგენია როგორ გელოდებიან..
-არაუშავს.
სწრაფად გაემზადა, დიანას უკვე ათასჯერ ჰქონდა დარეკილი, დაგვიანების მიზეზის გასაგებად. ის რომ უკვე ცხრას გადასცდა ტრაგედია იყო არაბულებისთვის.. დამშვიდობებისას, დამიანემ კოპები შეკრა, ცოტაც და იტირებდა..
-დამიანე, არ გრცხვენია.. შენ ხომ კაცური კაცი ხარ.. ანასტასია, არ მიგვატოვებს, ძალიან მალე მოვა ისევ. ხომ ანასტასია? -დამიენედან, ანიტაზე გადაიტანა მზერა პეტრემ.
-ხვალ დილით უკვე აქ ვიქნები, არ იტირო, საყვარელო.-კიდევ ერთხელ აკოცა პატარას, პეტრეს დროებითო უთხრა და სახლი სწრაფად დატოვა..
უამრავ რამეზე უნდოდა ეფიქრა, მაგრამ სახლში არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელი იყო. ჯერ მტირალი დიანა და ნუნუ ძლივს დააწყნარა, მერე ერეკლეს ელაპარაკა, რომელმაც მხოლოდ ნახევარი საათით მოახერხა სახლში შემორბენა. ბედნიერი იყო თავისიანების ნახვით, მაგრამ პეტრეზე და დამიანეზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებდა. არც გასართობად უნდოდა გასვლა და არც არავის ნახვა. უკვე გვიანი საღამო იყო, მშვიდად იჯდა დივანზე, დიანასთან და ნუნუსთან ერთად. ნუნუ ხან უწნიდა, ხანაც უშლიდა თმებს.. ანიტას ბავშვობიდან უყვარდა თმებზე რომ ეფერებოდნენ. დიანა კი ისევ არ ჩუმდებოდა, გამუდმებით თხოვდა სახლში დაბრუნებულიყო.
-დე, მერამდენედ უნდა გითხრა, ახლა დამიანეს ვერ მიატოვებ..
-ანიტა, მაგ ბავშვს ზედმეტად შეეჩვიე.. იცოდე გული ძალიან დაგწყდება.
-ვიცი, დე და ძალიან მეშინია, მაგრამ რომ იცნობდე, მიხვდები რომ არ შეიძლება მთელი გულით არ გიყვარდეს..
-არ ვიცი შვილო, ასე რამ შეგცვალა.. აქამდე ბავშვის ხსენებაზე, საშინელი რეაქცია გქონდა.. ხმაურიან არსებებს ეძახდი, ამ ბავშვზე ლაპარაკისას კი თვალები გიბრწყინავს.. მამაშენი ყოველდღე ელაპარაკება პეტრეს, სულ აქებს.. ვიცი რომ კარგი ადამიანია, ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს.. მეშინია გული არ გეტკინოს..
-რამ უნდა მატკინოს დედა გული? -ანიტამ ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა, თითქოს დიანა ყველაფერს მიუხვდა..
-არ მომწონს ეს ყველაფერი.. შენც ხომ ხვდები, როგორი სხვანაირი ხარ.. აქამდე შენთვისაც კი არაფერს იკეთებდე, ახლა კი სხვის ბრძანებებს ასრულებ და თან სიამოვნებით. რამდენი ხანია არც სალონში ყოფილხარ და არც საყიდლებზე.. მეგობრების ნახვაც კი არ გინდა.. შენ იცი, როგორ გენდობი.. ვიცი ცუდს არაფერს გააკეთებ, ამიტომ მეშინია გული არ გეტკინოს.. 
-მართლა ვერ ვხვდები რას გულისხმობ დე, მალე წამოვალ იმ სახლიდან და შენც დამშვიდდები.. იმ სახლში გატარებულმა პერიოდმა კი უამრავი რამ მასწავლა, ვიცი ძალიან დამეხმარება მომავალში.. ჩემი მსოფლმხედველობა თავდაყირა დააყენა. ეს უნდა მომხდარიყოო..-ანიტა ცდილობდა, რაც შეიძლება აუღელვებლად ელაპარაკა, გული საშინლად უცემდა.. დიანა ხომ სრულიად მართალი იყოო..
-დე, ხომ იცი მე და მამა შენთვის ვცოცხლობთ, იცოდე ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი..
დიანას სიტყვა ზარმა გააწყვეტინა. ანიტა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე, ისე გაუხარდა უხერხულს საუბარს რომ თავს დააღწევდა, ყველას დაასწრო კარის გაღება..
-ბატონო პეტრე.. -გაურკვევლობამ და მოულოდნელი სიახრულმა შეიპყრო, ზღურბლზე პეტრე დახვდა დამიანეთი ხელში.
-ანასტასია, ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ.
-შემობრძანდით.
-ვინ არის, დე? -მოუთმენლად გამოსძახა დიანამ.
-ეს ბატონი პეტრეა, ეს კი დამიანე, როგორ მინდოდა გაგეცნო, აი ისიც. -აღელვებულმა წარუდგინა დედას ოთახში შესული სიმპათიური ახალგაზრდა და ჩვეულებრისამებრ, მის ჯაჭვზე ჩაბღაუჭებული ოქროსფერთმიანი ბიჭუნა. ეს კი დედაჩემია, დიანა, ეს ჩემი ძიძა, ნუნუ.-მიუბრუნდა ანიტა პეტრეს.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.-უთხრა პეტრემ და ორივეს ხელი ჩამოართვა.
-ჩვენთვისაც, შვილო, დაბრძაბდით.-ერთხმად უთხრეს დიანამ და ნუნუმ.
-დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან მეჩქარება. ანასტასია ვიცი ძალიან ცუდად გექცევი, მაგრამ ძალიან მჭირდები. ამ ღამით ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოდის, რომ არ დავხდე არ გამოდის. კვირის რომელი დღეც გინდა აირჩიე და დაისვენე, ამ ღამით კი დამიანესთან უნდა დარჩე, ძალიან გთხოვ.
-კარგით, ბატონო პეტრე. ახლავე გავემზადები. 
ანიტა თან დამიანეს ეფერებოდა, რომელიც არაფრით დარჩა ქვემოთ, თან სწრაფად ალაგებდა თავის ჩანთას. ათ წუთში ისევ მისაღებში იყო. პეტრემ ჩანთა გამოართვა, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ქალბატონ დიანას, ასე შეწუხებისთვის და სახლიდან გავიდა. ანიტაც უკან მიყვა, დიანასა და ნუნუსთან ჩახუტების შემდეგ.
-გეფიცები, მართლა ვხვდები რომ ბოროტად ვსარგებლობ შენი სიკეთით, მაგრამ გეგის რომ არ დავხვდე, მაგრად გაუტყდება.-ანიტა დამიანეს აწვენდა საწოლში, ტუმბოზე მიყრდნობილ პეტრეს ფეხები გადაეჯვარედინებინა და თავი დაეხარა. 
-მესმის და არაუშავს, საბოდიშო არაფერია. არ ვწუხდები.
ანიტას მართლა სიამოვნებას ანიჭებდა, დამიანესთან დარჩენა, პეტრეს დახმარება. ამით ბედნიერიც იყო და საოცრად სევდიანიც.. იმდენად უნდოდა უფლება ჰქონოდა, ჩახუტებოდა პეტრეს, რომელი ძალიან ახლოს ედგა, რომ ყველაფერი ტკიოდა.. თავისი სურვილის რცხვენოდა. 
-ძალიან დიდი მადლობა.
ანიტამ სწრაფად მიალაგა დამიანეს ნივთები და ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოში შესულს გვერდითა ოთახიდან ხმაური მოესმა, შესულს კი პეტრე დახვდა, უთოთი ხელში.
-რას აკეთებთ?
-მაისურს ვიუთოვებ, ნუ ვიუთოვებ ყვირილითაა ნათქვამი.-გაუცინა პეტრემ.
-რატომ არ მითხარით?
-რაც გთხოვე, ისიც ზედმეტი იყო. არც ასეთი უსირცხვილო ვარ.
-მომეცით უთო, ახლავე გაგიუთოვებთ.
ანიტა მაისურს აუთოვებდა, პეტრე კი ღიმილით უყურებდა.
-დამიანემ ნაყინით დამსვარა, სხვა ამ ფერის მაისური კი ვერ ვნახე.
-გუშინ ვერ მოვასწარი ყველაფრის გაუთოვება, ჩემი ბრალია.
-ანასტასია, ამჩნევ როგორი შეცვლილი ხარ? სამიოდე კვირის წინ ამ წინადადებას ცოცხალი თავით არ იტყოდი. მაგრამ, ახლა შენი ბრალი არაფერია, ყველაფერს იმაზე უკეთ აკეთებ ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ძალიან მაგარი გოგო ხარ.
-აი, თქვენი მაისური. 
-ძალიან დიდი ემადლობა. გეგი, სამისთვის იქნება აქ, მალე უნდა გავიდე. შევეცდები, მაქსიმალურად სწრაფად დავბრუნდე.
-არ იჩქაროთ, მამა რომ ძმაკაცებს ხვდება, სულ რესტორანში ან სახლში ათენებენ იმ ღამეს. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, დამიანეს გამო არ იჩქაროთ.
-ანასტასია, ჩემი მფარველი ანგელოზიც გახდი, მარტო დამიანესი აღარ ხარ. მადლობა იმდენჯერ გითხარი, მგონი ფასი აღარ გაქვს. სხვა სიტყვა უნდა მოვიფიქრო, შენი სიკეთის თანაზომიერი. -პეტრე თვალებგაბრწყინებული უყურებდა ანიტას და მართლა გაოცებული იყო მისი საქციელით, ნაზად აკოცა ლოყაზე, მშვიდი ძილი უსურვა და ოთახიდან გავიდა.
ანიტამ მაშინვე ხელი მოისვა ნაკოცნ ადგილას, გრძნობდა როგორ ეწვოდა მთელი ლოყა, მთელი სახე, ბოლოს კი მთელი სხეული.. ლოცულობდა კიბეებზე პეტრეს არ შეჩეხებოდა, რადგან ღაპა-ღუპით ჩამოდიოდა ცრემლები. დიდ ხანს იტირა აბაზანაში დამიანე რომ არ გაეღვიძებინა. იმდენად შეზიზღდა თავისი თავი, რცხვენოდა პატარას ჩახუტებოდა და მასთან დაეძინა. ძლივს დაიძინა, იფიქრა ასე გაექცეოდა ფიქრებს.. საკუთარ მეს.. რეალობას, რომ მთელი გულით უყვარდა პეტრე..
დილით, როგორც კი გაეღვიძა საშინელი თავის ტკივილი იგრძნო. საათისთვის, თავი გადააბრუნა და მაშინვე გადაავიწყდა თავის ტკივილი კი არა, საერთოდ საკუთარი თავიც.. იქვე მდგარ დივანზე პეტრეს ეძინა.
 
-რა საყვარელია, მაგრამ აქ რამ შემოიყვანა. ალბათ დამიანე მოენატრა. თან ნამდვილად ნასვამია, აბა ასე რა დააძინებდა -ფიქრობდა ანიტა და თან თვალმოუშორებლად უყურებდა მძინარე პეტრეს. რომელსაც პიჯაკით, კედებითა და კეპით ეძინა. მალე დამიანემაც გაიღვიძა და არაფრით გაჩერდა საწოლში, ორ წუთშივე გააღვიძა პეტრე. თვალები ძლივს გაახილა, მერე რამდენიმე ხანი იმას იაზრებდა სად იყო და რა ხდებოდა..
-არაფრით გაჩერდა, ბოდიში რომ გაგაღვიძეთ.
-არაუშავს, სამაგიეროდ ბედნიერად გავიღვიძე.-პეტრე თან ლაპარაკობდა და თან კინაღამ შემოჭმოდა პატარა, ისე ეფერებოდა.
-დამიანეს წავიყვან, თქვენ ალბათ დასვენება გინდათ, თან საუზმეს გავამზადებ.
-აუ, მე ლიკანი უფრო მინდა ვიდრე საუზმე.. ჯერ ისევ ნასვამი ვარ.-იღიმოდა პეტრე.
-მერე, ნასვამი იჯექით საჭესთან? -იკითხა და მაშინვე ინანა, თავისი უგრძელესი ენის გამო.
-ჩემი მფარველი ანგელოზის იმედი მქონდა.-თვალი ჩაუკრა პეტრემ და პატარა მიუყვანა.
ანიტამ, რადგან არ იცოდა რა ეთქვა, სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან. 
ბავშვობიდან ხშირად ესმოდა მამამისისგან, რომ სიმართლისაგან გაქცევა და ყველაფრის ისე დანახვა როგორც გინდა, კარგის მომტანი არაა. უკვე მერამდენე დღეა, ცდილობდა ცივი გონებით განესაჯა თითოული ნაბიჯი.. პეტრეს თითოეული ქცევა, არ იყო არც მაცდუნებელი და არს კაცის მიერ გააზრებული ნაბიჯები, ობიექტის ხელში ჩასაგდებად.. ის ანიტას პატარა ბავშვივით ექცეოდა.. ასე ფიქრობდა ანიტა, ან უნდოდა ასე ეფიქრა.. პეტრე ერთიანად, მოულოდნელად შემოვიდა მის ცხოვრებაში.. მას ჰქონდა ყველაფერი რასაც ანიტა იდეალურად თვლიდა.. რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ანიტა იმასაც კი აღფრთოვანებაში მოჰყავდა, თუ როგორ ლაპარაკობდა პეტრე თავის ცოლზე.. 
უკვე მუდარით აჭმევდა დამიანეს დარჩენილ საუზმეს, თავის ფიქრებში გაბურდული.. 
-მგონი მაინცდამაინც მე მოვხვდი იმ სიტუაციაში, რომელსაც გამოსავალი არ აქვს.. ნეტა დიდი ბიჭი იყო, ჭკუას დამარიგებდი, ჩემო ოქროს ბიჭუნა.. ნეტა იცოდე როგორ მრცხვენია შენი.. დედაშენის.. -ანიტას მონატრებოდა, ადამიანი რომელთანაც ბოლომდე გულახდილი იქნებოდა, დამიანეს კი სულაც არ ესმოდა მისი.. ერთი სული ჰქონდა ჭამა დაემთავრებინა და ipad-ით თამაში გაეგრძელებინა.
-ეს ერთი კოვზიც და მოვრჩით, გთხოვ დამიანე.-როგორც იქნა მართლა მორჩნენ. ანიტამ პატარას მოთხვრილი პირი დაბანა, დაპირებული ipad-ი მისცა და მისაღებში დივანზე დაასკუპა.
-ანასტასია, ლიკანი ხომ გვაქვს?-მოესმა ზურგიდან.
-დიახ, ახლავე მოგიტანთ, სხვა არფერი გინდათ?
-მე ავიღებ, სხვა არაფერი მინდა, ჭამის თავი არ მაქვს ჯერ.
რამდენიმე წუთში თითქმის ერთი ბოთლი ლიკანი ამოუსუნთქავად დალია პეტრემ, ჭიქაში ჩამოსხმას ვერ ასწრებდა.
-დღეს, ლიკუნას რეცეპტებიდან რომელიმე კერძი მომზადე საღამოსთვის.
-დღეს, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, თქვენი მეუღლის კერძებიდან კი არც ერთია სამარხვო.
-სულ აღარ მახსოვდა, გმადლობ რომ გამახსენე.
ანიტამ მიუხედავად თავთან ბრძოლისა, უნებური თვითკმაყოფილება იგრძნო. ბოროტი ვარო დაასკვნა და სამზარეულოში გავიდა.
მთელი დღე, სამარხვო კერძის მზადებასა და დამიანეს მეთვალყურეობაში გავიდა. პეტრეს თითქმის სულ ეძინა, საღამოს ძმაკაცებთან გავიდა და დამიანეც წაიყვანა. ისე გვიან დაბრუნდნენ, ანიტას არაფერი გაუგია. ცხრა იყო რომ გაეღვიძა, პეტრე და დამიანე უკვე აუზთან იყვნენ, სპორტულ ფორმაში გამოწყობილები. ანიტამ ორივეს ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი მიუტანა და დამიანე ისე ჩაიხუტა კინაღამ გაჭყლიტა.
-ანასტასია, დღეს მივფრინავთ..
-დღეს? კიდევ როდის ჩამოიყვანთ? -იმდენად მოულოდნელი იყო პატარასთან განშორება, ანიტას თვალები ცრემლებით აევსო.
-დამიანეს, პერიოდულად გამოკვლევები სჭირდება, რამდენიმე დღეში აუცილებლად უნდა გაუკეთდეს შემდეგი.. თან ლიკუნაც ცოდოა, მეც აღარ შემიძლია.
-მესმის, ბატონო პეტრე.
-ნუ ტირი, ძალიან გთხოვ. მალე ჩამოვიყვან, ჩემს ცოლი იმდენად დატვირთულია, თითქმის მაინც ვერ ნახავს, ამიტომ სჯობს ისევ ჩემთან იყოს. 
ანიტას ის დრო გაახსენდა, მამამისს რომ ეტირებოდა ხოლმე.. ერეკლე მაშინვე აიყვანდა, გაბუსხულ, წითელ ტუჩება ნებიერას ხელში, დაუკოცნიდა ცრემლიან თავლებს, ჩასვამდა მანქანაში და თან მიჰყავდა.. ასე ხდებოდა თითქმის ყოველთვის, თუ მართლა ისეთ ადგილზე არ მიდიოდა სადაც ვერაფრით მოახერხებდა მის წაყვანას. მამას ყველაფერი ერჩივნა მის ცრემლებს, ამიტომ ბევრ საქმიან შეხვდრაზე, ძმაკაცებთან დასალევად მისული, თუ სანადიროდ წასული ერეკლე, ანიტასთან ერთად გახლდათ. ახლა კი თბილისის აეროპორტში, უამრავი ხალხით გარშემორტყმული, წარმოუდგენლად მარტო იყო.. არც კი იცოდა, ჰქონდა კი ვინმესთვის რაიმე ფასი მის ცრემლებს.. ეს კიდევ უფრო ატირებდა.. ოქროს ბიჭუნა, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა, როგორც არ უნდა ჰყვარებოდა სხვისი შვილი იყო. შეიძლება მარტივად შეეგუა, მაგრამ ასევე მარტივად დაავიწყდებოდა, რადგან ჯერ მხოლოდ სამიოდე წლის იყო.. 
-დამიანე, ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომენატრები. -უთხრა პატარას და თავისი ბავშვობის, ყველაზე საყვარელი სათამაშო მიაწოდა, რომელიც სამი წლიდან არ მოუშორებია. უკვე ჩასხდომა იწყებოდა, პატარა კი არაფრით ეთმობოდა ანიტას.
-უნდა წავიდეთ, გთხოვ აღარ იტირო. დამიანესაც ძალიან მოენატრები და მალე გნახავს. 
კიდევ რამდენჯერმე აკოცა ბავშვს და როგორც იქნა მიუყვანა პეტრეს.
-მშვიდობიანი მგზავრობა.
-არ ინერვიულო, გთხოვ. ფრთხილად ატარე მანქანა. კარგი?
-კარგით.
-წავედით ჩვენ, დროებით.
მალე თვალს მოეფარნენ მამა-შვილი. ანიტა კი კიდევ უფრო მარტო დარჩა, თავის სევდასთან და გადაულახავი კედელივით აღმართულ გაუგებრობასთან. უკვე რამდენი ხანია ასეთ დღეშია და ვერავისთან შეძლო გულის გადაშლა. იმდენად რცხვენოდა თავისი გრძნობების, ეგონა უახლოესი მეგობრებიც ვერ გაუგებდნენ, ამიტომ დუმილი ყველაფერს ამჯობინა. დუმილში კი უკვე იმდენი ხანი გაატარა, საუკეთესო მეგობრებთან ლაპარაკისასაც კი უხერხულობას გრძნობდა, ეშინოდა არაფერი წამოცდენოდა. ახლაც საერთოდ არავისი ნახვა უნდოდა, სახლში მისულმა სწრაფად გადაივლო წყალი, საძილე აბი დალია და საწოლში ჩაწვა. თითქმის თორმეტი იყო რომ გაეღვიძა, დიანას ტელეფონი აეფეთქებინა. „-კიდევ კარგი იცის, რომ შუა ღამისას დავბრუნდი აეროპორტიდან, თორემ უკვე აქ იქნებოდა..“-გაიფიქრა ანასტასია და აღელვებული დედის გახსენებაზე გაეღიმა. დიანა ყოველთვის ნერვიულობდა მასზე როდესაც ვერ ხედავდა. იგრძნო როგორ მონატრებოდა მასთან ყოფნა. მაშინვე გადაურეკა და შეხვედრაზე შუთანხმდა.
-დე, ხომ იცოდი რომ მეძინებოდა, ტყუილად რატომ მირეკავდი?
-ვიფიქრე იქნებ ეღვიძოს-მეთქი, ჩემო პრინცესა. როგორ ხარ დე?
-კარგად, შენ როგორ ხარ? გცალია დღეს?
-მაგას როგორ მეკითხები, ოღონდაც შენ მოიცალე და მე შენზე მნიშვნელოვანი რა საქმე უნდა მქონდეს?
-გავიდეთ რა დღეს სადმე, რაღაცები ვიყიდოთ და ერთად ვისადილოთ.
-ჩემო ანგელოზო, როგორ გამახარე, ნუნუსაც წამოვიყვან, ხომ იცი ძალიან ენატრები.
-კაი, დე, მეც უნდა მეთხოვა. პირველისთვის გამოგივლით.
ამ დღეს გადაწყვეტილი ჰქონდა, მონატრებული დედა და ძიძა მოესიყვარულებინა, უამრავი ლამაზი რამ შეეძინა და თავისთვის მიეხედა. როგორმე უნდა მოეხერხებინა, ცოტა ხანი მაინც არ ეფიქრა პეტრესა და დამიანეზე. 
*******
-დე, გამოდით რა, სახლთან ვდგავარ.
-არ გადმოხვალ? ნუნუმ შენი საყვარელი სოკოს პეროგი გამოგიცხო.
-იქიდან გამოვივლი, ახლა ერთი სული მაქვს მაღაზიებში გავიაროთ.
-ახლავე, საყვარელო, ჩანთას ავიღებ.
******
მთელი დღე იმ პატარა ბავშვს გავდა, დედას სასკოლო საყიდლებზე რომ დაყავს. პირველად ცხოვრებაში, ერთხელაც არ შეწინააღმდეგებია დედამისს, ყველაფერი იყიდა რაც მას მოეწონა. ნუნუსთვისაც შეარჩიეს კაბა და ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი, დიანამ ახალი ჩანთა იყიდა.. მთელი დღე შეუსვენებლად იარეს. დედა, ისე ეფერებოდა, ანიტას შეეცოდა ამდენი ხნით მარტო რომ ჰყავდა მიტოვებული. მაგრამ ვერც იმ სახლს თმობდა, ფიქრობდა რომ თუ უნდოდა პეტრე სამუდამოდ ამოეგდო თავიდან, ეს მასთან სიახლოვეში უნდა გაეკეთებინა და არა მისგან გაქცევით. ანიტამ არც კი იცოდა, ეს თეორია საკუთარი თავის გასამართლებლად მოიგონა, თუ მართლა ასე ფიქრობდა.. უნდოდა კი პეტრეს თავიდან ამოგდება? შეეძლო? მთელი დღე ამ აზრებს ებრძოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიშორა თავიდან.. საღამოს სახლში გადაწყვიტეს ვახშმობა, იმ იმედით რომ ერეკლეც შემოუერთდებოდათ, მაგრამ ტყუილად. თორმეტი ხდებოდა, ანიტამ თავი რომ გაიგიჟა სახლში უნდა წავიდე, ვერაფრით დავტოვებ მარტოო.. დიანამ იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა, დააფიცა რომ ხვალაც გამოუვლიდათ და გაუშვა.
ანიტას გული შეეკუმშა, პეტრეს უზარმაზარი, ჩაბნელებული სახლის დანახვაზე. ეზოში მხოლოდ დაცვის სამსახურის სამი თანამშრომელი იყო.. წყალი გადაივლო, ჩაი გაიკეთა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა.. „იქ ჯერ კიდევ დღეა.. ალბათ ცოტა ხნის წინ მივიდნენ სახლში.. ნეტა რომელიმეს თუ ვახსენდები.. ან რატომ უნდა ვახსენდებოდე, ალბათ დამიანე დედის, პეტრე კი ცოლის ნახვით ისეთი ბედნიერია სხვა არაფერი ახსოვთ.. რა ჯანდაბად ვიტანჯავ ამ თავს.. რამდენი სიმპათიური ბიჭია თბილისში, რომელთაც პეტრესგან განსხვავებით არც ცოლი ჰყავთ და არც შვილი. თან მეც ხომ არ ვარ მახინჯი.. თუნდაც ლუკა და ბექა, მშვენიერი ბიჭები არიან, მე კი თავს ვიკლავ და არაფრით ვპასუხობ. იქნებ ღირს რომელიმეს შანსი მივცე, იქნებ ესაა გამოსავალი..“ ანიტა ისე იყო გართული თავის თავთან ლაპარაკში, ტელევიზორში რას უჩვენებდნენ არც კი შეუმჩნევია, არადა დიდი მონდომებით აირჩია სასურველი არხი.. თითქოს გენიალურ დასკვნამდეც მივიდა, მაგრამ პეტრეს ხმის გაგონებაზე, ლუკასა და ბექაზე წამიერად დაფიქრების გამოც კი სინდისმა ქენჯნა დაუწყო.
-აბა, როგორ ხარ ანასტასია?-მხიარულად ჰკითხა პეტრემ, ანიტას კი ჯერ გააზრებაც ვერ მოესწრო რომ ის ურეკავდა, თან ჩაფრენიდან ასე მალე.
-თქვენ როგორ ხართ ბატონო პეტრე? დამიანე როგორ არის?
-ჩვენ კარგად ვართ, შენ ისე განერვიულებული დაგტოვეთ, მაინტერესებდა ხომ კარგად იყავი. ახლავე მივცემ დამიანეს მობილურს, ხომ იცი ხმას არ გაგცემს, მაგრამ შენ დაელაპარაკე, თუ გინდა.
-რა თქმა უნდა მინდა, დიდი მადლობა. 
რამდენიმე წამის შემდეგ, რომელშიც ვერაფრით ჩაატია ანიტამ ყველა ის მოსაფერებელი სიტყვა, რომელიც თავისი ოქროს ბიჭუნასთვის ემეტებოდა, ისევ პეტრემ გააგრძელა ლაპარაკი.
-არ ამბობს, მაგრამ მართლა ენატრები. შენი ფოტო ნახა და მას შემდეგ მობილურს არ მიბრუნებს..
-რა ფოტო?
 
-იმ დღეს, უფროს სწორად იმ ღამით, ისე ტკბილად გეძინათ ნასვამმა სურათი გადაგიღეთ. აღარც მახსოვდა, დღეს ლიკუნამ შემთხვევით იპოვა. ძალიან მადლიერია ჩვენი შვილი ასე რომ გიყვარს, ახლა სამსახურშია, თორემ აუცილებლად დაგალაპარაკებდი.. ძალიან უნდა შენი გაცნობა.
„-კიდევ კარგი რომ სამსახურშია.“გაიფიქრა ანიტამ და ძლივს მოასწრო ენისთვის კბილის დაჭერა, ხმამაღლა რომ არ ეთქვა. -მეც დიდი სიამოვნებით გავიცნობდი დამიანეს დედას. -ხმამაღლა ეს უთხრა პეტრეს და ამოისუნთქა, რომ გადარჩა.
-ალბათ ოდესმე გაიცნობთ ერთმანეთს. ახლა კი მშვიდი ძილი, მანდ უკვე გვიანია.
-გმადლობთ, ბატონო პეტრე. ნახვამდის. -უთხრა ანიტამ, ტელეფონი დივანზე მიაგდო და მაშინვე ფოტოზე დაიწყო ფიქრი. “რა კეთილშობილი ქალია, როგორ უყვარს და როგორ ენდობა პეტრეს.. მის ადგილზე ალბათ გავაფრენდი.“ ფიქრობდა ანიტა და გადაწყვიტა, შვილისთვის არასდროს აეყვანა ძიძა, მითუმეტეს მისნაირი ახალგაზრდა, არასდროს დაშორებოდა ქმარს და საერთოდ, დარწმუნებით იცოდა რომ ვერავისთან გაიყოფდა ვერც ქმარსა და ვერც შვილს.. „როგორც არ უნდა მიყვარდეს ასე ვერ ვენდობი, ვერაფრით შევხედავ მშვიდად ჩემი ქმრის მობილურში, ჩემს მძინარე შვილზე ჩახუტებული ახალგაზრდა, ლამაზი ქალის ფოტოს.. გამორიცხულია.“ კიდევ უამრავ რამეზე იფიქრა. თავის თავზე ეცინებოდა, როგორი შეხედულებები ჰქონდა, როგორი მესაკუთრე იყო, ახლა კი სხვისი ქმარი ეოცნებებოდა.. „მეოცნებება.. რა მაგარი სიტყვაა. ქართველური ბუნების, როგორ გვიყვარს ყველაფრის სხვაზე გადაბრალება..“-სიმწრის სიცილი აუტყდა ანიტას, ფიქრისაგან უკვე თავი ტკიოდა, სწრაფად აირბინა კიბეები და დასაძინებლად დაწვა.. 
*********
ორი დღე საშინლად გაიწელა პეტრეს ზარის მოლოდინში, იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა.. რამდენჯერმე მოეჩვენა კიდეც რომ ტელეფონი რეკავდა.. ამ ორ დღეში სახლში გასვლაც მოასწრო და მეგობრების ნახვაც. ვითომ ძველებურად, უდარდელად წაეჭორავა.. ყალბად დაინტერესდა თბილისური ჭორებით, ყველაფერ სისულელეზე ილაპარაკა, თავისი ამბების გარდა.. არ უნდოდა რაიმე შეემჩნიათ, ამდენი ამბის დამალვით კი უკვე თავის უახლოეს მეგობრებთანაც ვეღარ გრძნობდა კომფორტულად თავს. წარმოუდგენლად დაღლილი დაბრუნდა სახლში, რადგან განტვირთვის მაგივრად, მთელი საღამო დაძაბული იჯდა, რაიმე რომ არ წამოცდენოდა. მომდევნო ორი დღეც საშინლად გაიწელა, იმ განსხვავებით რომ აღარსად გასულა, მხოლოდ პეტრეს ზარს ელოდა, რომელიც არადა არ რეკავდა.
*********
თითქმის ერთი კვირა იყო გასული რაც პეტრე და დამიანე გააცილა. ისე იყო აღარ იცოდა რა უნდოდა, ვერსად პოულობდა ადგილს, არც არავის ნახვა. ამ დილით კიდევ უფრო საშინელ ხასიათზე გაიღვიძა. თავისი საყვარელი ყავაც კი მოუსმელად გაუცივდა. მთელი სახლი მოიარა, ბოლოს კი პეტრეს კაბინეტი გაახსენდა, რომელიც რატომღაც ჩაკეტილი არ იყო. უკვე ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი, ეს უზარმაზარი ოთახი. ხის მასიური მაგიდით, რამდენიმე ნახატით, მოხერხებული სავარძლით, ურბილესი დივნითა და უამრავი წიგნით. წიგნის დამათრობელი სუნი, შესაშური სიმყუდროვე, ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმა, სანიშნე ჩადებული წიგნებით დახუნძლული მაგიდა და ირგვლივ გამეფებული წესრიგი, ოთახის პატრონის პიროვნებას ურცხვად აშიშვლებდა. მაგიდაზე გადმოლაგებული წიგნებიდან ერთის გარდა, ყველა, ვაზის ისტორიასა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ეხებოდა. ის ერთი კი ამირეჯიბის გორა მბორგალი იყო.. პირველ გვერდზე წაწერილმა ფრაზამ -"ღმერთო, არ მომაკლო გასაჭირი, რომ სული ვწვართო, მაგრამ ისეთი გასაჭირი, რომ მიჭირდეს მხოლოდ მე..", გახაზულმა ადგილებმა, სანიშნის არ ქონამა და გაცვეთილმა ყდამ, ანიტას აფიქრებინა, რომ პეტრე ხშირად კითხულობდა ამ წიგნს, მთლიანად თუ არა ამ მონიშნულ ადგილებს მაინც.. მიუხედავად იმისა რომ დიანას წყალობით, უკვე წაკითხული ჰქონდა, მაინც აიღო და თავიდან დაიწყო კითხვა.. 
კითხვამ ისე შეიყოლია, აღარაფერი გახსენებია.. ბოლოს თვალები აეწვა, წიგნი მაგიდაზე დადო და მისაღებში, დივანზე ჩაეძინა..
**********
ანიტა ხმაურმა გააღვიძა. ორიოდე წამში პეტრე, ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად შემოვიდა სახლში. ანიტას შერცხვა თავისი ნამძინარევი სახის, მაგრამ რადგან ვერაფერს მოახერხებდა ბედს შეეგუა. პეტრეს უკვე შეემჩნია მისი აბურდული თმა.
-ანასტასია, მგონი გაგაღვიძეთ.
-უკაცრავად, დივანზე ჩამძინებია. როგორ ბრძანდებით? როგორ იმგზავრეთ?
-კარგად. გაიცანი ეს გეგია, ჩემი ძმაკაცი. ეს კი ანასტასიაა, გეგი.
პეტრეს წარდგენის შემდეგ, გეგიმ და ანიტამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-სასიამოვნოა, მე მოსამსახურედ ვმუშაობ, ბატონ პეტრესთან. -დაუკონკრეტა თავისი სტატუსი გეგის, რადგან პეტრემ არაფერი თქვა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ერეკლეს, შენი მოსამსახურეობის ამბავიც ვიცი. -სიცილით უპასუხა გეგიმ. რომელიც ძალიან სიმპათიური, დაახლოებით 25 წლის ბიჭი იყო. ძლიერი, შესამჩნევად ნავარჯიშევის სხეულითა და წყლიანი, ცისფერი თვალებით. 
ანასტასიამაც შესამჩნევად გაუღიმა და მზერა პეტრეზე გადატანა.
-ანსტასია, გთხოვ ცივი ლუდი გამოგვიტანე, აუზთან ვიქნებით.
*********
ანიტა თავისი ოთახიდან უყურებდა, აუზთან მოსაუბრე ძმაკაცებს, თან ეშინოდა არ შეემჩნიათ, მართალია ერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ მაინც არ შორდებოდა ფანჯარას. გული ვერაფრით იჯერა პეტრეს ყურებით..
*********
-ლიკუნასთან რა ხდება?
-რაც ხდებოდა. 
-რა იყო შე ჩემა, ლაპარაკი გეზარება? იცოდე, კიდევ შეტოპავ და მერე მაგრად დაგერხევა.. 
-გეგი, ტვინს ჭამ. ხომ მიყურებ რომ უშენოდაც ვერ ვარ.
-წამო რა, იკას დავურეკავ და სადმე დავლიოთ.
-კაი, ანასტასიას ვეტყვი და წავიდეთ, თორემ სახლში ყოფნის ტავი ნაღდად არ მაქვს.
„ანასტასიას ვეტყვი“-გამოაჯავრა გეგიმ და სიცილი დაიწყო.
პეტრემ დაუბღვირა და ხმის გაუცემლად წავიდა სახლისკენ.
*********
-ანასტასია, შეიძლება?
-მობრძანდით.
-გავდივარ და ალბათ გვიანობამდე არ დავბრუნდები. ამის სათქმელად შემოვედი.
-კარგით. დამიანე ხომ კარგად არის?
-კი, კარგადაა. ეს ჩემი წიგნია?- იკითხა პეტრემ საწოლზე დადებულ გორა მბორგალზე.
-დიახ. -აიწურა ანიტამ და ძლივს გასაგონად ამოილუღლურა.
-არ მიყვარს ჩემს ნივთებს დაუკითხავად რომ იღებენ. -ჩვეული სიმკაცრით გამოსცრა პეტრემ.
-ძალიან დიდი ბოდიში. ახლავე დავაბრუნებ.
-დასაბრუნებლად არ მითქვამს, შეგიძლია წაიკითხო. შემდეგისთვის იცოდე, მკითხე და რომელი წიგნიც გინდა ის აიღე. 
-გასაგებია, ბატონო პეტრე. მაპატიეთ, დიდი მადლობა.
პეტრე ალბათ უფრო გაბრაზდებოდა, რომ არა ანიტას, გაბუსხული ბავშვივით გაბშტული ტუჩები, აწითლებული ლოყები და აწყლიანებული თვალები, რადგან მართლა ვერ იტანდა მის ნივთებს დაუკითხავად რომ იღებდნენ. მაგრამ ანიტა იმ ალალ პატარას ჰგავდა, დედა გატეხილ ჭურჭელტან რომ წაასწრებს. პეტრეს ჩახუტების სურვილი უფრო ჰქონდა, ვიდრე გაბრაზებისა და ყვირილის. ცდილობდა, ღიმილი არ შეტყობოდა.
-კარგი, წავედი მე, ჭკვიანად იყავი.
ანიტა მდგომარეობიდან გამოიყვანა, პეტრეს ქედმაღლურმა „ჭკვიანად იყავი“, მაგრამ გულშიც კი ვერ გაიმეტა გასალანძღად. არ უნდოდა, მაგრამ მთელი გულით, სულით, გონებით, ყველა შეგრძნებით უყვარდა..
*********
-დაურეკე იკას?
-კი, შენ რა იყო, რა გაღიმებული ხარ?
-შემეშვი რა.
-მე შეშვებული ვარ, მაგრამ ყველაფერი შუბლზე გაწერია.
-რა მაწერია შუბლზე?
-მაგარ ცუდ პონტში რომ ხარ ის. რამდენიც გინდა იძახე გაუზრდელი ბავშვივითააო.
-სად მივდივართ?
-იკა მაგარს ახურებს გინდა თუ არა Old London-შიო, მაგას მგონი სტუდენტობა და ლონდონი მოენატრა. მაგრამ ეს პაბი რომ სურვილს ვერ მოუკლავს რატომ ვერ ხვდება არ ვიცი. -გეგიმ შეამჩნია რომ პეტრეს ძალიან არ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და ხმა აღარ ამოუღია. მაშინვე უპასუხა დასმულ შეკითხვაზე.
-რა აზრი აქვს სად წავალთ, მთავარია დავლიოთ.
-ცოცხალი მუსიკაა და ერთმანეთის ხმასაც კი ვერ გავიგონებთ.
-მით უკეთესი, ვაბშე არ ვარ თქვენთან ლაპარაკის ხასიათზე, პროსტა დავლიოთ.
-ოკეი. -სიცილით უთხრა გეგიმ და მანქანისკენ წავიდნენ.
**************
პაბში უამრავი ადამიანი იყო. ასე ხდებოდა ყოველთვის, როგორც კი ბენდი თავის ადგილს დაიკავებდა, ხალხი მოდიოდა და მოდიოდა. პეტრე, გეგი და იკა, შედარებით მყუდრო კუთხეში დასხდნენ, მაგრამ მელოდია მთელ სივრცეს დაუნდობლად იპყრობდა. ბიჭებს მართლა უჭირდათ ერთმანეთის ლაპარაკის გაგება. პეტრეს თავს ატკიებდა ხმამარალი მუსიკა, მაგრამ რამდენიმე ჭიქამ მუსიკაც დაავიწყა და ისიც სახლში რომ იყო წასასვლელი. მთელი საღამო მაგიდიდან არ ამდგარან, ისე სვეს თითქმის ხმა არ ამოუღიათ. პირველი ხდებოდა პაბი რომ დატოვეს, მაგრადაც დათვრნენ და მუსიკამაც მაგრად დაღალათ.
**************
ანიტა მთელი საღამო თავისი ოთახის აივანზე იჯდა, ჯერ წიგნს კითხულობდა, მერე კი უბრალოდ ტკბებოდა ზაფხულის ოდნავ გრილი საღამოთი და სურნელით, რომელიც ყოველთვის ახსენდებოდა ხოლმე ზამთარში. გამუდმებით პეტრეზე ფიქრობდა, ნერვიულობდა ნასვამი არ დამჯდარიყო საჭესთან, ანერვიულებდა ისიც ნამგზავრი, დაუსვენებლად რომ გავიდა სახლიდან. ამას ნერვიულობის „არალეგიტიმურობაც“ ემატებოდა, რასაც ჭკუიდან გადაყავდა. ვერაფრით დაიძინა სანამ მანქანის ხმა არ გაიგო, კინაღამ კისერი მოიტეხა, რამდენიმე წამში უკვე ფანჯარასთან იდგა და პეტრეს მოძრაობებს აკვირდებოდა.
-ნამდვილად მთვრალია, მადლობა ღმერთს რომ მშვიდობით მოვიდა. -ანიტას სინდისი ქენჯნიდა, ამ ბოლოს იმდენად ხშირად ახსენებდა ღმერთს. ყოველთვის სწამდა, სწამდა თავისთვის, გულში, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებდა.. ყველაფრისთვის გადადებდა ღვთისმსახურებაზე წასვლას, ზიარებასაც იშვიათად იღებდა. ახლა კი, როდესაც თავად ვეღარ უმკლავდებოდა პრობლემებს, ურცხვად გაიხსენა მიტოვებული უფალი. „-ხვალ აუცილებლად წავალ ტაძარში.“ -გაიფიქრა ანიტამ, მიღებული გადაწყვეტილებითა და პეტრეს მოსვლით დამშვიდებულს მალევე ჩაეძინა.
*********** 
პეტრემ მხოლოდ შუა დღისას აიძულა თავი ამდგარიყო. მაშინვე სამზარეულოსაკენ აიღო გეზი, შესასვლელშივე იგრძნო საოცრად მადის აღმძვრელი სუნი.
-სალამი, ანასტასია. -მხიარულად მიესალმა სიფრიფანა, წინსაფრიან ანიტას.
-გამარჯობათ, ბატონო პეტრე.
-რას მიკეთებ?
-მაჭკატებს, ალუბლითა და მარწყვით.
-შენ აღარ ხუმრობ. მალე იქნება?
-კი, ახლავე. მანამდე კი ლიკანს დაგისხამთ. -ანიტამ როგორც კი თქვა მაშინვე ინანა.
-ასე მეტყობა პახმელიაზე რომ ვარ?
 
-არა, უბრალოდ.
-ან გუშინ არ გეძინა და დამინახე ნასვამი რომ მოვედი.
-მე..
-მერე კი საშინლად გაბრაზდი და ინერვიულე, როგორ დავჯექი მთვრალი საჭესთან.
-არა..
-მართლა მინდა ლიკანი, მაგრამ ჩემს ნასვამობაზე ლაპარაკი არა. ამის შემდეგ აღარ ინერვიულო, რადგან ეს ჩემი საქმეა. -როგორც იქნა დაამტავრა ლაპარაკი პეტრემ, ანიტას კი ხმა არ ამოაღებინა.
ანიტამაც მორჩილად დაუსხა ლიკანი.
-ყავას დალევთ?
-კი დავლევ. მგონი შენს ნახელავსაც მოუხდება და ჩემს თავსაც.
პეტრეს ძალიან მოეწონა, ანიტას გამომცხვარი მაჭკატები. ბავშვობაში, დედამისის, მისთვის და ნიკოლასთვის გამომცხვარი მაჭკატები გაახსენდა, მაგრამ ეს ანიტას თვის არ უთქვამს. უბრალოდ, გულწრფელად შეუქო.
***********
-ანასტასია, სიონში მივდივარ. შეეშვი მაგ ჭურჭელს და წამოდი შენც, არ გინდა?-პეტრემ თავი შემოყო სამზარეულოში, სადაც ანიტა ჭურჭელს რეცხავდა.
-კი, მინდა.-ანიტას დაძინებამდე მიღებული გადაწყვეტილება გაახსენდა, ცოტა გააოცა უჩვეულო დამთხვევამ.
-მიდი, უცებ ჩაიცვი, მე აქ დაგელოდები.
ათ წუთში უკვე პეტრეს მანქანაში ისხდნენ.
-ანასტასია, მე სიონში უნდა ვნახო ჩემი მოძღვარი, შენ თუ სხვაგან გინდა მითხარი და იქაც მივიდეთ.
-არა, სიონში წავიდეთ.
პეტრემ, ძლივს იპოვა თავისუფალი ადგილი ლესელიძის ვიწრო ქუჩაზე. რამდენიმე მეტრი ფეხით გაიარეს და სიონში შევიდნენ. 
-მამა გიორგის ვნახავ და მალევე მოვალ, თუ დაიღლები ეზოში დამელოდე.
-კარგით.
მამა გიორგის ბავშვობიდან იცნობდა, თავიდან მისი მშობლების მოძღვარი იყო, მერე მისი და ნიკოლასიც. მერე იყო სიახლისა და ბავშვური, გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის შიში.. ნერვიულობისაგან გათენებული ღამე.. დედამისის ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალები.. სიამაყით აღვსილი მამა. არასდროს დაავიწყდება ეს დღე, პირველად რომ შემოსეს სტიქარით. პეტრეს სიონის კედლები გულის ცემას უჩქარებდა, აიძულებდა უკვე მილირდჯერ ნათქვამი მადლობა ქართველობისთვის, ისევ და ისევ გაემეორებინა.. ტკივილისაგან სულიც კი ტკიოდა. მთელი ბავშვობა უდგებოდა თვალ წინ, სადაც ჯერ კიდევ ორნი იყვნენ.. ნიკოლას სიკვდილმა, თითქოს ბედნიერების ნაჭუჭი შემოაცალა, მისი სულის და გულის რაღაც ნაწილი გაიყოლა და წავიდა. პეტრე კი ცდილობდა საკუთარი ტკივილისთვის განელების საშუალება არ მიეცა. ეგონა თუ ტკივილს შეეჩვეოდა, ნელ-ნელა ნიკოლასაც დაივიწყებდა. მაგრამ ახლაც, სიონში, ყველა გახსნილი ჭრილობითაც კი მშვიდად იყო. გრძნობდა ტკივილს და უხაროდა, რომ გრძნობდა. მამა გიორგის თვალებში ბრმაც კი დაინახავდა, მისაბაძ რწმენის სიძლიერესა და სულიერ სიმშვიდეს. ის რაც მუდმივად სინანულში აგდებდა პეტრეს.. ერთმანეთი მამაშვილური სითბოთი მოიკითხეს. ძალიან, ძალიან ბევრი ისაუბრეს. მამა გიორგი უყურებდა პეტრეს და გული ტკიოდა, მისი თვალები ზუსტად ისეთივე რომ იყო, როგორც მაშინ, ხუთი წლის წინ, ნიკოლას ჩასასვენებელთან.. ახლაც ესმოდა არაადამიანური ღრილაი, უპეებჩაშავებული, ცრემლებამომშრალი თვალები. დასისხლიანებული, მუშტად შეკრული მტევნები. დახეთქვამდე დაბერილი ძარღვები. თვალები, რომლებიც ვერ ცნობდა ნაცნობებს. ტრაგედია, რომელიც ყოვლის მომცველი იყო. ვინმეს შეიძლება დაეჯერებინა პეტრეს უკეთესობა, მაგრამ არა მამა გიორგის. ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ, მაინც მივიდნენ იქამდე. პეტრე ამოუცნობმა მოუსვენრობამ შეიპყრო, გრძნობდა როგორ მოაწვა სისხლი თვალებში. სისხლის სუნმა ნესტოები აუწვა. 
-შვილო, მიუხედავად ამდენი წლისა შენ მაინც ერთ ადგილას დგახარ. გიყურებ და ვხედავ, რომ ჯერ კიდევ ვერაფრით შეუნდე.. ხუთი წელია ზიარება არ მიგიღია.
-ვიცი მამაო.
-ვიცი რომ იცი, შენ ისიც იცი რომ ამით თავს იღუპავ. ისიც, რომ როგორადაც არ უნდა გადაუხადო სამაგიერო, უარესად იქნები. უარესად იქნება ნიკოლა, შენი ოჯახი.. ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც არ ცდილობ ამ ბოღმისგან, ტკივილისაგან გათავისუფლდე.
-შემინდეთ მამაო, მაგრამ არ შემიძლია.
-ღმერთმა შეგინდოს, პეტრე, ღმერთმა შეგინდოს..
***************
ანიტა კარგა ხანს იყო ტაძარში.. ბოლოს გადაწყვიტა ეზოში გასულიყო, მაგრამ ჟოლოს ნაყინის გახსენებაზე, კიბეებს აუყვა. სანაყინეში, საშინელი სივიწროვე იყო. უცებ ვირაცა მხარზე შეეხო.
-ანუშკები, აქ რას აკეთებ?
-ბექა, შენ რას აკეთებ აქ, ბრაზილიაში არ იყავი? -ანიტა ცდილობდა, სახეზე არ შეტყობოდა როგორ არ ესიამოვნა მისი დანახვა.
-კი, ანგელოზო, აქ რომ ვყოფილიყავი აქამდე მილიონჯერ გნახავდი. გუშინ ჩამოვფრინდი, საღამოს, რამე მაგარ პონტს გავაძრობ და მთელ ჯგუფს გელოდებით. რისი ნაყინი გინდა?
-თვითონ ვიყიდი.
-შენ გგონია, ახლა ნაყინის ყიდვის უფლებას მოგცემ, მითხარი რა რისი გინდა.. თუ გინდა შენს გამო ამ სანაყინეს დავაკეტინებ და რაც გინდა ის ვჭამოთ, მარტო ჩვენ.
-არა, მარტო ჟოლოს ნაყინი მინდა, სამარხვო. -სწრაფად თქვა შეშინებულმა ანიტამ, რადგან ბექას ტრაბახისა და ამპარტავნობის ამბავი რომ იცოდა, ამას მართლა გააკეთებდა. ბექა, ურიგოდ მივიდა გამყიდველთან და მედიდურად გასცა ბრძანება. ამან კიდევ უფრო გააცოფა ანიტა, მთელი გულით ნანობდა პეტრეს რომ არ დაუჯერა და ეზოს გამოცდა.
-აი შენი ნაყინი პრინცესა. -მიაწოდა ბექამ ნაყინის ჭიქა და სანაყინედან გამოვიდნენ. 
-მოდი, რომელიმე კაფეში დავსხდეთ და კიდევ რამე შევუკვეთოთ. ძალიან ლამაზი, ხარ.
-არა, სიონში ერთი ადამიანია, მას ველოდები და იქ უნდა მივიდე.
-კარგი, მაშინ ერთად მივიდეთ.-უთხრა ბექამ და მხარზე ხელი გადახვია. 
ანიტა გრძნობდა როგორ აეწვა მხარი, არასასურველი შეხებისგან. რამდენიმე წამი ითმინა, მერე კი თხოვა ხელი აეღო.
-კარგი რა ანუშკები, ხომ იცი რომ მიყვარხარ, ნუთუ ასე ძნელია შენც შემიყვარო.
-ბექა, ძალიან გთხოვ ნუ დაიწყებ. მე როგორც მეგობარი, ჯგუფელი, ისე მიყვარხარ.
-ნუ მახვევ ამ იდიოტური მეგობრობით, მე როგორც ქალი ისე მომწონხარ და მიყვარხარ. მინდა ჩემი შვილების დედა იყო.
-ბექა, ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. უნდა წავიდე.
-ბევრჯერ ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერასდროს მივიღე სასურველი პასუხი, ერთად მაგარი წყვილი ვიქნებით. გეყოს რა ამდენი უაზრო თავის ფასება. გავიგე რომ მაგარი უკარება ხარ, მაგრამ მეტისმეტიც ნუ მოგდის. -ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, ანიტას კი უფრო და უფრო ტკიოდა ხელი, რომელიც ვერაფრით გაითავისუფლა.
-აქ რა ხდება?
მოესემა ანიტას უკნიდან, ჰაერსაც კი შიშის სუნი ჰქონდა იმ წამებში. ეგონა გული გაუჩერდა.
-არაფერი. -ძლივს გასაგონად თქვა, პეტრესკენ შეაბრუნდა თავი და მაშინვე ტკივილისაგან სახე მოეჭმუხნა. პეტრეს დანახვაზე, უარესად მოუჭირა ხელი ბექამ.
-ხელი გაუშვი.
-შენ ვინ გეკითხება? ვინ ჩემი ფეხები ხარ? -დამცინავად ისროლა ბექამ, თან ისე რომ ხელი არ გაუშვია.
-ახლავე ხელი გაუშვი, თორემ თავს მოგაცლი, შე ახვარო. ცალკე ვილაპარაკოთ.
ბექამ ზიზღით გაუშვა ხელი ანიტას. საკუთარი სიძლიერის დამტკიცებისა და ცალკე დალაპარაკების პერსპექტივამ მოხიბლა.
-მანქანამდე მივაცილებ და ახლავე მოვალ.
-გიყვარს? -საშინლად ცივი ხმით კითხა პეტრემ, როგორც კი ბექას მოსცილდნენ.
-ბატონო პეტრე, გთხოვთ.
-ანასტასია, მიპასუხე, გიყვარს? -ღრიალებდა პეტრე.
ანიტას მისი შეხედვისაც კი ეშინოდა, ეშინოდა რომ ვერაფრით მოახერხებდა თავის ხელში აყვანას პეტრე და მისი მიზეზით რაღაც უბედურება მოხდებოდა.
-გთხოვთ, წავიდეთ.
-შენ თუ გეშინია, მანქანა წაიყვანე და წადი. თუ დარჩები, აქედან გადმოსული არ დაგინახო, რაც არ უნდა მოხდეს ფეხი არ გადმოდგა ძირს. -ისე მიუჯახუნა კარები, ანიტა შიშისაგან შეხტა. გაუცნობიერებლად დაიწყო ლოცვა. არც ცდილობდა ცრემლები მოეწმინდა, გული ამოჯდომას ჰქონდა.
************
-აბა ახლა მითხარი რა გინდა, შენ დედას შ.... -პეტრე არც კი ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, ახლა შეეძლო ნაგლეჯებად ექცია ეს ვიღაც და სინდისიც კი არ შეეწუხებდა.
-შენ თვითონ რა გინდა, შე ? -ბექა ხვდებოდა, ადვილად ვერ გავიდოდა ფონს, ამიტომ ცდილობდა ტოლი არ დაედო.. მაგრამ მაინც იგრძნობოდა, მის მზერაში ოსტატურად შენიღბული შიში. 
პეტრეს ეგონა აზროვნების უნარი შეუზღუდეს, მხოლოდ ერთის სიტყვა ესმოდა, „“.. ახლა კი მართლა მზად იყო მოეკლა. მთელი ძალით მოუქნია მუშტი და შედეგად ბექა, იქვე მდგარ მაგიდას გადაემხო. პეტრემ მაშინვე წამოაყენა და ახლა მთელი ძალით ჩაარტყა სახეში თავი.. 
-აღარასდროს გაბედო, შეეხო ანასტასიას. აღარასდროს გაბედო დაუმსახურებლად ვიღაცისთვის ნაბიჭვრის წოდება. თორემ ეს სანატრელი გაგიხდება. -პეტრე ჩასისხლიანებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ბექა მართლა არ ელოდა ასეთ თავდასხმას, პეტრეს დარტყმებმა საკუთარი თავის რწმენაც დააკარგვინა და შეწინააღმდეგების უნარიც. სწრაფად გაყვა მათ გარშემო მოგროვილი ადამიანებიდან ერთ-ერთს, პეტრეს მაშინვე მანქანისკენ დაიძრა. ანიტა ამ ყველაფერს შიშისაგან გაფართოებული თვალებით უყურებდა, რადგან იცოდა პეტრეს მისი მანქანიდან გადასვლა, საბოლოოდ გამოიყვანდა წყობბილებიდან, ადგილიდან არ განძრეულა..პეტრე კი ისე ჩაჯდა მანქანაში მისთვის არც შეუხედავს. წარბიდან სისხლი სდიოდა, სახე აწითლებოდა, გამალებით სუნთქავდა.. ანიტას ხმის ამოღების ეშინოდა, მაგრამ არც ის იცოდა რა ეთქვა. ცდილობდა ჩუმად ეტირა და უფრო არ გაეღიზიანებინა პეტრე. 
სახლში მისვლისთანავე, პეტრე თავის ოთახში ავიდა. ანიტას ერთი სული ჰქონდა ბოდიში მოეხადა, ყველაფერი აეხსნა და მისი გახეთქილი წარბისთვის მიეხედა, მაგრამ ვერაფრით გაებედა. ამიტომ ისიც თავის ოთახში განმარტოვდა.
***********
დიდ ხანს იდგა ცივი შხაპის ქვეშ. ერთადერთი შეგრძნებით, რომ მეტი აღარ შეეძლო, მაგრამ ეს არ ეხებოდა ცივ წყალს, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა სხეულზე..
***********
მომდევნო ორი დღეს თითქმის არც უნახავთ ერთმანეთი. ერთ დღეს ანიტა მშობლებთან იყო, მეორე დღეს კი პეტრე საერთოდ არ ყოფილა სახლში... ძალიან გვიან დაბრუნდა, ანიტა ჩვეულებისამებრ ელოდებოდა, მაგრამ ვერც ახლა გაბედა გასვლა და დალაპარაკება. გადაწყვეტილი ჰქონდა, მისთვის ბოდიში მოეხადა, ყველაფერი აეხსნა და ეს სახლი დაეტოვებინა. ანიტა გრძნობდა, რომ სულიერი სიმშვიდე, სადღაც წარსულში დატოვა. სინდისის ქენჯნა ყოველწამიერ აუცილებლობად ექცა, გრძნობდა რომ საკუთარი გრძნობები სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევდა.
 
საშინელი ამინდი იყო. მოქუფრული ცა, ხასიათზე უგულო დამპყრობელივით მოქმედებდა. პეტრეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ძარღვებში სისხლის მაგივრად რაღაც გაყინული სითხე მოძრაობდა. შეუსვენებლად ეწოდა უკვე აღარც იცოდა მერამდენე ღერს. ფიქრს უფრო უარეს ტკივილამდე მიჰყავდა. ვერაფრით მიმხვდარიყო რა იყო სწორი და არასწორი. ეშინოდა მის უბედურებას სხვისი ბედნიერებაც არ მოეცვა. ერთ დღეს, თითქოს ყველა მისიანი, სულის ერთ, პატარა, ნათელ კუნჭულში გამოკეტა, სულის სხვა ნაწილში კი წყვდიადი იყო. ორად ორი სურვილი ჰქონდა ცხოვრებაში, დამიანეს გამოჯანმრთელება და ნიკოლას გამო შურისძიება. წლებია მხოლოდ ამ ორი რამის გამო ცხოვრობდა, მოსიარულე მკვდრად იქცა. ახლა კი, ხედავდა თავის ფერის ცვალებას და შიში იპყრობდა. ტოლსტოის გაცვეთილი, მაგრამ გენიელური ფრაზა გულს უღრღნიდა, „გინდა იყო ბედნიერი?! -იყავი..“ პეტრემ იცოდა რომ ბედნიერება უნდა ესწავლა, უნდა ესწავლა როგორ შეხვედროდა თითოეულ ახდენილ ოცნებას, მანამდე კი მადლიერება უნდა ესწავლა. ვერაფრით გაიმთელა ის ბზარი, რაც ნიკოლას დაკარგვამ მის რწმენას გაუჩინა. უნდოდა ეს ტვირთი ღირსეულად ეტარებინა, განსაცდელი უფლისგან წყალობად მიეღო, მაგრამ ვერაფრით შეძლო. 
შუა ღამეს მოეღწია, პეტრე კი ისევ აივანზე იდგა და ფიქრობდა. ნერვიულად ათამაშებდა მობილურს, გონება მთელი მონდომებით დაეძაბა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიფიქრა რას მოუტანდა მის მიერ დაგეგმილი მომავალი დღე. 
**********
ანიტას გათენებულმა დილამ უფრო დიდი სევდა მოუტანა. სამი დღეა სათქმელს აწყობდა და ვერაფრით მოეხერხებინა პეტრესთან დალაპარაკება. სათქმელი კი დღითი-დღე მძიმდებოდა. უჩვეულო იყო მისთვის, 10 ივლისი და ამ დღისთვის უჩვეულო, ყრუ, დაუამებელი ტკივილის განცდა. ტელეფონსაც თითქმის ძალით პასუხობდა, მადლობაც ზრდილობის გამო. არაფერი უნდოდა პეტრესთან ლაპარაკისა და მერე აქედან სადმე, განმარტოვებით, ძალიან შორს წასვლის გარდა. უხალისოდ იკეთებდა ყავას, იმ იმედით, რომ ამ დილით მაინც მოახერხებდა მასთან დალაპარაკებას. ფეხის ხმაზე, სამზარეულოდან გამოვიდა, პეტრეს კარებთან მიუსწრო.
-თქვენთან დალაპარაკება მინდა.
-ახლა არ მცალია. -უთხრა უკან მოუხედავად და სახლიდან გავიდა. ანიტას ისეთი ცივი ეჩვენა მისი ხმა, ვერ გაბედა ეზოში გაყოლოდა. სევდიანი თვალებით მიშტერებოდა მიმავალი პეტრეს ბეჭებს, მზერა დაებინდა. გული მაინც საშინლად მოეწურა. „-საიდან უნდა სცოდნოდა?!“-ჩაიბურტყუნა თავისთვის და კიბეებს აუყვა.
ნერვებს უშლიდა თავისი ცრემლები, თავისი უმოქმედობა და გამოუვალი მდგომარეობა. ნერვებს უშლიდა უმადურობა და მისთვის უჩვეულო სასოწარკვეთა. საწოლზე ემბრიონის ფორმა მიეღო, ფეხები ეყინებოდა, მიუხედავად ზაფხულის საშინელი სიცხისა. მოულოდნელად წამოხტა საწოლიდან და ყველაფერი გადმოყარა თავისი კარადიდან. უწესრიგოდ ყრიდა ჩემოდანში ტანსაცმელს და წარმოუდგენელ კმაყოფილებას გრძნობდა. პეტრემ ისევ ყველაფერი აურია.
-ოც წუთში სახლში ვიქნები, გამზადებული დამხვდი, რაღაც საქმე მაქვს და მჭირდები.-არც ანიტას თანხმობას დალოდებია და არც უარს. ანიტა ისე გაემზადა, არც კი გახსენებია გასაქცევად ჩემოდნებს რომ ამზადებდა. ზუსტად ოც წუთში უკვე მანქანაში ისხდენენ.
-ბატონო პეტრე, მინდა იმ დღევანდელზე დაგელაპარაკოთ.
-ყველაფერი ვიცი და არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-მინდა აგიხსნათ.
-მართლა ყველაფერი ვიცი.
-ძალიან დიდი ბოდიში, ცემს გამო ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდით.
-არც ამაზე მინდა ლაპარაკი, მითუმეტეს დღეს.
პეტრეს სახეზე ეწერა, როგორ არ სიამოვნებდა ლაპარაკი, ანიტამაც გადაწყვიტა აღარ გაერისკა. ხმა ამოუღებლად იყურებოდა ფანჯრიდან, უყურებდა ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ათ წუთში ბაგების ხიდზე იდგნენ. რადგან თავად ვერაფრით მოუძებნა ახსნა, რა შეიძლება ნდომოდათ აქ, გაუბედავად შეხედა პეტრეს და დაჩაგრული ბავშვივით, ლოყებ აწითლებულმა ჰკითხა რა უნდოდათ იქ.
-შენ დღეს ხიდიდან გადახტები, დაბადების დღეს გილოცავ. ეს ჩემი პირველი საჩუქარი იქნება.
ანიტას თავისი გულის ცემის ხმა აყრუებდა. წლებია ამაზე ოცნებობდა, მაგრამ იცოდა ერეკლე და დიანა არ აპატიებდნენ, ვერც ვერავინ ნახა, ვინც მხარს დაუჭერდა მის გამბედაობას. ეს ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო, რასაც დაბადების დღეზე ისურვებდა, თან ვისგან.
-საიდან იცოდით დაბადების დღე რომ მაქვს, ან აქედან გადახტომაზე რომ ვოცნებობდი?
-ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მიხარია, თუ მართლა ოცნებობდი ამაზე.
-არ ვიცი მადლობა როგორ გითხრათ, მაგრამ ჩემები მომკლავენ.
-ჩვენ მათ არაფერს ვეტყვით. თან დღეს შენი დაბადების დღეა, დამიანეს გამო, მინდა მადლიერება როგორმე გამოვხატო.
-თქვენ რამდენიმე დღის წინ გამოხატეთ მადლიერება, საჭირო არ იყო, დღეს ჩემს გამო თქვენს საქმეებს მოსცდენოდით.
-მზად ხარ? -პეტრემ არ შეიმჩნია ანიტას სიტყვები.
-მგონი კი.
პეტრე სიცილით უყურებდა, ბედნიერებისა და შიშისაგან დაბნეულ ანიტას. მასაც ძალიან ეშინოდა, სიფრიფანა ქალბატონს ზედმეტი გამბედაობით რამე არ დაშავებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა გადახტომის მომენტი, ანიტაა ნერვიულობა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა.
-თუ ოდნავ მაინც გეშინია, არ გადახტე. იცოდე ეს სირცხვილი არ არის.
-მინდა რომ გადავხტე.
-თუ გინდა მე გადავხტები და მერე შენ. -პეტრემ იცოდა რომ გადახტომას შეიძლება მისი ტრავმირებული ფეხი დაეზიანებინა, მაგრამ ვერაფრით მოითმინა ანიტას შეწუხებული სახის შემხედვარემ. თანდაყოლილი სიამაყე ფანა ქალბატონს არ აძლევდა უფლებას ნაოცნებარ გადახტომაზე უარი ეთქვა, მითუმეტეს პეტრეს თანდასწრებით. პეტრემ კი ეს იგრძნო.
-არ არის საჭირო.
პეტრე როგორც ყოველთვის, არც ახლა დალოდებია ანიტას პასუხს. სწრაფად გაუკეთეს საჭირო აღჭურვილობა. რამდენიმე წუთში, ხიდის მოაჯირის მეორე მხარეს იდგა. ანიტას სახეზე ახლა უფრო ჩანდა ნერვიულობა, ვიდრე თავისი გადახტომის მოლოდინში. ამის შემჩნევამ პეტრეს ისეთი სითბოთი და გამბედაობით გაუვსო გული, ალბათ კიდევ მილიონჯერ გადახტებოდა, ოღონდ გადახტომამდე საკუთარი ანარეკლი ენახა, ანიტას აცრემლებულ თვალებში.
ანიტა ბავშვობიდან დასცინოდა, თავის უმცროს ბიძაშვილს, რომელმაც ერთხელ შეწუხებული სახით ჰკითხა -ანო, შეიძლება ერთხელ სუნთქვა დაგავიწყდეს და გაიგუდოო?! შერცხვა, ასე უმოწყალოდ რომ დასცინოდა წლების განმავლობაში ნიკუშას. ცხოვრებაში, თურმე დგება წუთები, როდესაც სუნთქვაზე მნიშვნელოვანი რაღაცები, სუნთქვასაც გავიწყებენ. გაგუდვას კი პეტრეს მხიარულმა შეძახილებმა გადაარჩინა. განცდამ, რომ ის კარგადაა... 
რამდენიმე წუთში უკვე ანიტა იდგა მოაჯირის მეორე მხარეს. ანერვიულებული შეჰყურებდა პეტრეს, რომელიც იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ეგონა რომ შესაძლებელი იყო. პეტრე პატარა ბავშვივით აიტანა შიშმა, უნდოდა ხელი მოეკიდა ანიტასთვის და მოაჯირის აქეთ ძალით გადმოეყვანა. ანიტას უკვე გადახტომისთვის ამზადებდნენ.
-გაჩერდით..-დაიყვირა პეტრემ, ვეღარ მოითმინა ეყურებინა ასეთი ანიტასთვის, რომელსაც ძალიან ეშინოდა და თან ვერაფრითამბობდა ამას. -ხომ შეიძლება ერთად რომ გადავხტეთ?
-დიახ, რა თქმა უნდა.
ანიტას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ იგრძნო, უცებ გათავისუფლდა სიმძიმისგან. პეტრე მისთვის გმირი იყო, ყველაზე თბილი და მზრუნველი. რამდენიმე წუთში, ანიტას პეტრეს მკერდზე ჰქონდა მიდებული თავი. თავს უხერხულად გრძნობდა, სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ძალიანაც რომ მოენდომებინა, ისე იყვნენ ერთმანეთზე გადაბმულები, თავს მის მკერდს თავს ვერ მოაშორებდა.
-არ ინერვიულო, ძალიან გთხოვ. ძალიან მაგრად მოგეწონება. -უჩურჩულა პეტრემ და ხელები შემოხვია.
ანიტას უკვე ყველაფერი იმდენად მოსწონდა, საერთოდ არ ფიქრობდა გადახტომით მიღებულ სიამოვნებაზე. პირველად გემო გასინჯულმა ადრენალინმა, საყვარელი ადამიანის საოცარმა სიახლოვემ გონება დაუბინდა. პეტრეც ჯერ განუცდელად ღელავდა, არ იცოდა უფრო ძალიან ნანობდა თუ ბედნიერებას განიცდიდა იმით, რაც გააკეთა. 
-ძალიან მაგარი გოგო ხარ. ვამაყობ შენით. -უთხრა პეტრემ ანიტას, როდესაც ხიდზე დააბრუნეს.
ანიტას არაფერი ესმოდა, ფეხებ ქვეშ მიწასაც ვერ გრძნობდა. მიხვდა ასეთ მდგომარეობაში ვერაფრით მოახერხებდა პეტრეს საქციელის ცივი გონებით განსჯას, ამიტომ დაფიქრება მომავლისთვის გადადო.
-ბატონო პეტრე, ძალიან დიდი მადლობა. 
-მადლობა საჭირო არ არის. ახლა კიდევ სხვაგან უნდა წავიდეთ. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე. თუ შეგეშინდება, არ გენდომება ან არ მენდობი, ამის თქმა სირცხვილი არ არის. მე მინდა ისიამოვნო და თუ ეს ასე არ იქნება, რაღაცების გაკეთებას აზრი არ აქვს.
-კარგით, მაგრამ გთხოვთ, მითხარით ჩემი დაბადების დღე რომ იყო ვინ გითხრათ?
-ერეკლემ დამირეკა ორი დღის წინ, გაათავისუფლე, დაბადების დღე აქვსო. დავპირდი რომ გაგიშვებდი, მაგრამ მერე ისევ დარეკა, ანიტას აღნიშვნა არ უნდა და როგორც თვითონ ენდომება გთხოვ ისე მოიქცესო. შენ რომ გიყურებდი, არაფერი გინდოდა, ასე რომ გადავწყვიტე ისე მოვქცეულიყავი როგორც მე მინდა.
ანიტამ ღიმილით შეხედა პეტრეს, რომელიც როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან სერიოზული იყო.
„რისთვის აკეთებს ამას?“ პასუხგაუცემელი კითხვა, შემაწუხებლად უტრიალებდა თავში. „ნუთუ იმ მამად მოიაზრებს თავს, რომელიც შვილს კარგად მოქცევისთვის აჯილდოებს?!“
ფიქრებში გართულმა ანიტამ ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა რუსთავის ტრეკზე.
-ესეც შენი მეორე საჩუქარი. არ მეწყინება თუ მეტყვი რომ ვერ მენდობი.
-გენდობით.
-როგორც გავიგე მანქანის სწრაფად მართვა გიტაცებს, შენს ფავორიტებში needfordrive-ისა და smotra-ს აღმოჩენამ, მსუბუქად რომ ვთქვა შოკში ჩამაგდო.
-რატომ?
-არ ვიცი, ვერ ვიფიქტებდი რომ ასეთი რაღაცები მოგწონდა. დრიფტი და რბოლა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მუდმივად მეხმარება ტავის ხელში აყვანასა და მწუხაებაზე გამარჯვებაში. დღეს ჩვენ შევეცდებით smotra-ს ერთ-ერთი რეკორდის განმეორებას, 330კმ/სთ-ში. ბოლოჯერ გეკითხები, გინდა ჩემს გვერდით, მანქანაში ჯდომა? გეშინია?
-ვხედავ რომ თქვენ არ გეშინიათ, ამიტომ არც მე მეშინია. 
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ.
-ოკეი, მაშინ წავედით. -უთხრა პეტრემ და თვალებში ჩახედა ანიტას. ახლა თვითონ პეტრე ნერვიულობდა ყველაზე მეტად, მუდმივად მარტო იყო მანქანაში, როდესაც რბოლაში მონაწიეობდა ან დრიფტით ერთობოდა, მაგრამ ახლა იმდენად უნდოდა ანიტასთვის ოცნების ასრულება, აღელვება თანამგზვრის გამო, ჯანდაბაში გაგზავნა, პირჯვარი გადაიწერა და სრულიად მობილიზებულმა ჩასჭიდა ხელები საჭეს.
წუთიანი ინტერვალებით იხედებოდა ანიტასკენ, რომ მისი გამომეტყველების შესაბამისად ემოქმედა. სიფრიფანა ქალბატონი მთელი ძალით აკვროდა სავარძელს და თვალებგაფართოებული, გაბედულად გაჰყურებდა გზას. სპიდომეტრის ისარი უკვე უახლოვდებოდა სასურველ ნიშნულს. 330 იღრიალა პეტრემ და ნელ-ნელა ფეხი აუშვა გაზის პედალს. 
-ძალიან მაგარი ხარ, იმ რეკორდის შემდეგ, მძღოლი შეშინებულ ბავშვს ჰგავს, თავად იძახის რომ ძალიან შეეშინდა, შენ კი მასზე ბევრად მაგარი ხარ. იმდენად მაგარი, რომ სულ არ შემშინებია. -ემოციებით მთვრალი ანიტა, პატარა ბავშვივით ატიტინდა. არ უფიქრებოდა რა უნდა ეთქვა და რა იყო ზედმეტი. პეტრე ღიმილიანი სახით უსმენდა და თვალს ვერ აშორებდა მისულამაზეს თვლებს. ანიტას ყველაზე მეტად ერთი სიტყვა ახასიათებდა „სიწრფელე“. ისევ ტოლსტოის ფრაზა გაახსენდა და უფრო გაეღიმა, მას უნდოდა და იყო კიდეც ბედნიერი. 
-დაჯდები საჭესთან?
-ახლა ისე ვარ აღელვებული მეშინია.
-ნუ გეშინია, მე ხომ აქ ვარ.
ამ სიტყვებმა ბედნიერებისაგან სპაზმი დამართეს ანიტას. როგორც იქნა გაანალიზა, რომ, რომ არა პეტრე ვერავის გვერდით გაბედავდა ხიდიდან გადახტომას, ვერც ამ სიჩქარით მოძრავ მანქანაში ჩაუჯდებოდა მის გარდა ვინმეს. სინდისი ქენჯნა, სირცხვილი, რომელიც ყოველ განცდილ სიხარულს, სულით განცდილ ბედნიერებას ჩრდილს აყენებდა, უნდოდა ცოტა ხნით მაინც მიევიწყებინა. ეს სურვილი კი უფრო უძლიერებდა ტანჯვას. პეტრეს ყველა ბედნიერებისა თუ უბედურების თანაზიარი უნდოდა ყოფილიყო. ისევ შეუძლებლობის კედელს შეეჯახა. 
პეტრე არც კი დალოდებია მის პასუხს, ისე გადავიდა მანქანიდან და მის გადასვლას ელოდებოდა.
-ბატონო პეტრე, მეშინია.
-მანქანას კარგად მართავ, ამიტომ ნუ გეშინია და სწრაფად გადმოდი.
ანიტა გაუბედავად დაიკავა პეტრეს ადგილი.
-ახლა შენ ისწავლი როგორ მართო მანქანა მოცურებულ მდგომარეობაში.
მანქანაში არსებულმა დაძაბულობამ, შიშმა, აღელვებამ, ერთმანეთზე ზრუნვამ, მათ შორის საოცრად შემცირებულმა მანძილმა, სიცილმა ისინი საოცრად დაახლოვა. ანიტა შიშის მიუხედავად, გაბედულად ასრულებდა პეტრეს მითითებებს, ცოტა ხანში აღარც კი ეშინოდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, პეტრეს მის ხელებზე ედო თავისი ხელები და საჭეს ისე მართავდნენ. 
ამ ყველაფერმა კი უფრო დიდი უხერხულობა შექმნა, გზაში ხმა არ ამოუღიათ. პეტრეს აღარც კი გაუღიმია.
გამოიცვალე, რვისთვის რესტორანში უნდა ვიყოთ.
-ეგ უკვე ზედმეტია, ბატონო პეტრე, საჭირო არ არის.
-მე საჭიროდ ვთვლი. არ მალოდინო, ძალიან გთხოვ.
 
-ირიშა, ახლა რომ არ დაგელაპარაკო, მოვკვდები. -მტირალმა ანიტამ მისალმების მაგივრად ეს წინადადება მიახალა საყვარელ დეიდაშვილს. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ყველაფერი უამბო. ირიშა, მასზე სამი წლით უფროსი იყო და ქმართან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა.
-რა იყო ანო, რა გატირებს? 
-ბედნიერება, რომელიც აუცილებლად მომიტანს უბედურებას.
-რა ხდება, გთხოვ, ნუ მანერვიულებ.
-დღეს პეტრე ბაგების ხიდიდან გადახტა ჩემთან ერთად, მანამდე კი მარტო, გამბედაობა რომ მომმატებოდა. მერე რუსთავის ტრეკზე წამიყვანა. ახლა კი მელოდება, რესტორანში რომ წავიდეტ. არ ვიცი რა ვქნა... შენ ხომ იცი, დაბადების დღის ასე მოლოცვა ჩემთვის რას ნიშნავ?
-მერე რა გატირებს?
-ირიშა, ნუ გადამრევ. მას ცოლი ჰყავს. მთელი დღეა ვცდილობ ეს არ დამავიწყდეს. ვერ წარმოიდგენ რა რთულია, გახსოვდეს ეს და თან გული არ გაგისკდეს, ხიდიდან გადახტომისას მასზე ჩახუტებულს მის მკერდზე რომ გიდევს თავი. მისი ცოლის ადგილზე ჩემს თავს რომ წარმოვიდგენ გული მიჩერდება. საშინელი ადამიანი ვარ, დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავი აქედან.
-ანო, ნუ მაგიჟებ. ამის გამო თავს ნუ იკლავ, სიყვარული ადამიანის ცხოვრების ქვაკუთხედია, ის ცოდვა არ არის?
-ცოდვაა, ცოლიანი კაცის სიყვარული ცოდვაა, ირიშა, რომლისთვისაც შენდობასაც კი ვერ ვითხოვ. წარმოიდგინე შენი ქმარი რომ ისე იქცეოდეს როგორც პეტრე, ჩემზე არ გაბრაზდებოდი?
-პირველ რიგში ჩემს ქმარს არაფრით დავშორდებოდი, ასე ნდობა ჩემი აზრით სისულელეა. თან შენზე რატომ უნდა გავბრაზებულიყავი, როდესაც ამ შემთხვევაში პრობლემა ჩემში და ჩემს ქმარში იქნებოდა.
-ირიშა, დამშვიდება კი არა, რჩევა მჭირდება.
-ანო შენი მეამიტობა მაღიზიანებს. რატომ გყავს გაიდიალებული, ეგ ვიღაც ლიკუნა, რომელიც საკუთარ შვილს, რომელსაც აუტიზმია აქვს და განსაკუთრებულად უჭირს, ხშირად კი არც შეუძლია შეეჩვიოს უხო ადამიანს შენ, სრულიად უცხო, გამოუცდელ ადამიანს გიგზავნის მოსავლელად. თავის ანგელოზივით ქმარს, კი უბრალოდ იმიტომ არ მოჰყვება საქართველოში რომ საკუთარი კარიერა დაენგრევა და ყველაფრის დაწყება ნულიდან მოუწევს. შენ განიცდი პეტრეს მდგომარეობას, რადგან საშინლად ნერვიულობს დამიანეზე და ეს თავის ცოლს არ უნდა აწუხებდეს? არ გიფიქრია, რომ ვირაც სწერვაა, რომელტანაც პეტრეს საშინელი ურთიერთობა აქვს და მხოლოდ დამიანეს გამო არ შორდება?! ოჯახები იმიტომ არსებობენ, რომ ადამიანებმა ერთად იცხოვრობ. პაზლის შემადგენელი ნაწილების მსგავსად, საბოლოოდ, ერთ მთლიანობას უნდა ჰქმნიდნენ. მე მაგათნაირ, ოჯახს, ოჯახად ვერ აღვიქვამ. რა შემოსავალმა, ან რა კარიერამ უნდა გაიძულოს, გაატარო, ახალგაზრდობის ყველაზე ბედნიერი წლები, ქმრისგან, რიგ შემთხვევებში კი შენი შვილისგან შორს, რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდები.
-გთხოვ, ცეცხლზე ნავთს ნუ მისხამ.
-მე ვცდილობ სხვა მხარეც დაგანახო. ის შენი ლიკუნა სულაც არ იქნება ანგელოზი, აგერ ნახავ.
-ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ოჯახს არ იმსახურებს. როგორიც არ უნდა იყოს, მე არ მაქვს არანაირი უფლება, ოდნავ მაინც შევუშალო ხელი მათი ოჯახის ბედნიერებას.
-მართლა ვერ გცნობ. სად გაქრა თავის თავში დარწმუნებული, საკუთარი ოცნებებისთვის მებრძოლი ანიტა. შენ ბედნიერებას ისახურებ, პეტრეც იმსახურებს ბედნიერებას. ის რომ ოჯახი ჰყავს, არ ნიშნავს რომ ბედნიერია. ახლავე ჩაიცვი ნორმალურად და რესტორანში წადი. ვიცი ცუდს არაფერს გააკეთებ, არც აქამდე გაგიკეთებია რაიმე ისეთი, რის გამოც სინდისი უნდა გქენჯნიდეს, ამიტომ ნუღა ტირიხარ.
-ხვალ ამ სახლიდან წავალ.
-გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებ. ძალიან მინდა ბედნიერი იყო.
-ირიშა ბედნიერი ვე ვიქნები, მას თუ ოჯახს დავუნგრევ, ამიტომ ყველაფერს აქედან წასვლა სჯობს. ალბათ მალე დამავიწყდება და ყველაფერი გამოკეთდება.
-ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ.
-ვიცი. ძალიან მიყვარხარ.
-ნუ გავიწყდება რომ დაბადების დღე გაქვს, დღეს ყველაზე ლამაზიც უნდა იყო და ყველაზე ბედნიერიც.
***************
მიცემულ დროს ათი წუთი გადასცდენოდა. პეტრე ცდილობდა თავი ეიძულებინა, კიდევ მოეთმინა რამდენიმე წამი. ამ რამდენიმე წამში კი, ჰოლში, კიბესთან მდგარ ფიტულად იქცა. შეუძლებელია აღწერო მზე, ტირილისაგან ჩაწითლებული თვალებითა და ოდნავ დასიებული ქუთუთოებით. გემოვნებიან მაკიაჟს ოსტატურად დაეფარა, ემოციების კვალი, მაგრამ დაკვირვებულმა თვალმა, რომელმაც რამდენიმე წამში მთლიანად მოიცვა სიფრიფანა ქალბატონი, მაინც შენიშნა მისთვის დაღვრილი ცრემლების კვალი. პეტრე გაუნძრევლად იდგა, თვალების დაუხამხამებლად უყურებდა კოჭებამდე სისხლისფერი კაბით შემოსილ ანიტას. პრინცესას ჰგავდა, კაბა სადა და საოცრად ჰაეროვანი იყო, ყველანაირი ზედმეტი, თუ გამომწვევი დეტალის გარეშე. დატალღული თმა გაეშალა და კეფაზე, მსუბუქად ჰქონდა დამაგრებული. ნელა ჩამოდიოდა კიბეზე, თან ცდილობდა მზერა აერიდებინა პეტრესთვის, რომელიც არც კი ცდილობდა მისი თვალებისთვის მზერის მოშორებას.
„-ასე არ შეიძლება.“-გულში იმეორებდა პეტრე, რომელსაც ანიტა უთქმელად, შეუმჩნევლად აიძულებდა, თავისი ცხოვრებისეული გზიდან გადახვევას. ამასობაში კიბის ბოლო საფეხურსაც ჩამოცდა ანიტა პეტრემ ხელკავი გაუკეთა და მანქანისაკენ, ხმისამოუღებლად წაიყვანა.
ანიტას ეგონა, ლამაზი ხარო, ხრდილობის გამო მაინც ეტყოდა, როგორც ასეთ მომენტებში ხდება ხოლმე, პეტრე კი მთელი გზა დუმდა. თბილისის, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანტან გაჩერდნენ, პეტრემ კარი გაუღო ანიტას და ისევ ხელკავით შეუძღვა დარბაზში. მაგიდა შედარებით მყუდრო ადგილას იყო დაჯავშნული, ხუთი პერსონისთვის. პეტრემ სკამი გამოუწია , შემდეგ თვითონ მოთავსდა მის პირდაპირ.
-ნახევარ საათში, იკა, გეგი და გეგის მეგობარი შემოგვიერთდებიან.-აუხსნა პეტრემ.
-გასაგებია.
შეკვეთის მიცემის შემდეგ, პეტრემ, ჯიბიდან გაკეცილი ფურცლები ამოიღო.
-ესეც შენი მესამე საჩუქარი?-გაუწოდა ანიტას. 
-ეს, ეს ხელშეკრულებაა შენი და ალექსანდრე გასვიანის, ხელშეკრულება. შენ მას წიგნს უფინანსებ?-ანიტას სიხარულისგან, მოულოდნელობისგან თვალები გაფართოებოდა და სუნთქვა უჭირდა.
-გავიგე რომ ხელფასი მთლიანად მას გადაურიცხე. მერე რაღაცები გავარკვიე და გავიგე რომ შენ გინდოდა მისი წიგნი გამოგეცა.
-ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტია, მაგრამ უსახსრობის გამო წიგნი არ აქვს. მამამ მთხოვა, წინა საარჩევნო პერიოდის გასვლას დავლოდებოდი. არჩევნების შემდეგ კი აუცილებლად გამოსცემდა მის წიგნს.
-მართლა ძალიან მაგრად წერს, რაც მოვასწარი წავიკითხე. შენი წყალობით ერთ თვეში წიგნი ექნება. 
-ჩემი კი არა თქვენი წყალობით.
-ეს შენი ოცნება იყო ანიტა, საოცარი ოცნება. ჩემი დამსახურება არაფერია, ეს ცოტაც კია იმასთან შედარებით რაც ჩემი დამიანესთვის გააკეთე.
-ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პეტრე. 
-ჩვენებიც მოვიდნენ. -თქვა და ამოისუნთქა პეტრემ, რომელსაც ანიტას გულწრფელი მადლიერება გულს ტკენდა, თითოეული სიტყვა წარმოუდგენელ სიყვარულსა და აღფრთოვანებას აერთიანებდა. ეს კი სასოწარკვეთამდე აშინებდა პეტრეს. ვერაფრით დაეჯერებინა ანიტას ასეთი ძირეული ცვლილება, ვერც იმას ხვდებოდა მისი საქციელი ნამდვილად გულწრფელი იყო, თუ მას ეჩვენებოდა ისე. ან იქნებ დროებითია ეს ყველაფერი. პეტრეს დაუძლევლად ექცა გაჩენილი ეჭვები.
მაგიდას იკა, გეგი და ულამაზესი გოგონა შემოუერთდნენ. „-ლიზი“, წარუდგინა ანიტასა და პეტრეს გეგიმ. გოგონამ ღიმილით ჩამოართვა ხელი ორივეს და მსუბუქად დაეშვა სკამზე. ანიტას ბიჭებმა ულამაზესი თაიგულით მიულოცეს დაბადების დღე. 
-ჰა, ეხლა არ დავლოცოთ იუბილარი?-იკითხა გეგიმ, როგორც კი შამპანურის ჩამოსხმა დაამთავრა ოფიციანტმა.
-რა თქმა უნდა.-თქვა ჩახლეჩილი ხმით პეტრემ, ჭიქა ხელში აიღო და სევდიანი თვალები ანიტას შეანათა, რომელსაც უხერხულობისაგან ღაწვები შეფაკვლოდა.
-გილოცავ!-მხოლოდ ეს ერთის სიტყვა უთხრა და ჭიქა ბოლომდე დაცალა.
-რა მჭერმეტყველი ხარ, ტო.-დასცინა გეგიმ და ახლა თვითონ აიღო ჭიქა.
ანიტა ღიმილიანი სახით იხდიდა მადლობებს, მაგრამ ვერაფრით მოეცილებინა თვალი პეტრესთვის, რომელსაც რაღაც ძალიან აწუხებდა. იკა და გეგი, წუთს არ უშვებდნენ ხელიდან რომ არ ეხუმრათ, ხმამაღლა დასცინოდნენ პეტრეს უგუნებობასა და ჩამოშვებულ ცხვირს. 
-ადე რა, რა პონტში გაქვს ეგეთი სიფათი, დღეს მაინც იცეკვე.
-გეგი, იქნებ შენით მიხვდე და შემეშვა.
-კაი რა შე ჩემა, მართალს გეუბნება, აცეკვე იუბილარი. თქვენტან ბოდიში ქალბატონებო. -თვალი ჩაუკრა იკამ, ლიზის და ანიტას. პეტრეს ხმა არ ამოუღია, ისეთი სახით შეხედა ძმაკაცებს, იკამ მაშინვე გაუწოდა ხელი ანიტას და თხოვა, ეცეკვათ.
-არ გეწყინოს, მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ მაგაზე ჯიგარი კაცი არ დადის ქვეყანაზე. ყველას თან ყვება, მაგრამ პატიება თითქმის არ შეუძლია. იმდენი რაღაც გადაიტანა, კიდევ კარგი ხასიათი აქვს. წლებია არ უცეკვია და არც გიტარაზე დაუკრავს. ჩვენს გამო სიცოცხლეს გაწირავს, მაგრამ არის რაღაცები რასაც არასდროს გადააბიჯებს.
-ასე დამიანეს გამოა?
-არა მარტო, ამაზე ალბათ თვითონ უნდა დაგელაპარაკოს, ბოდიში, მე მეტს ვერაფერს გეტყვი.
-მესმის.
-იცოდე რომ მაგრად ეხმარები.
-არ ვიცი.
-მართლა ასეა.
*************
-დღეს ძალიან ლამაზი იყავი.-პეტრემ როგორც იქნა ამოთქვა. უკვე სახლთან იყვნენ, ეგონა მოითმენდა მაგრამ ამ სიტყვების უთქმელობამ კინაღამ დაახრჩო. 
-დიდი მადლობა, დღეს ყველაზე კარგი დაბადების დღე მქონდა.
-მიხარია, თუ მართლა ასეა.
-ტყუილს ვერ ვიტან.-მოიღუშა ანიტა.
-ვერც მე. 
გრილი საღამო იყო, მაგრამ პეტრეს ისე უხურდა სახე, ვერც სიგრილეს გრძნობდა და ვერც სასიამოვნო სურნელს ეზოში. ანიტას კაბა ჰაეროვნად ეხებოდა ფილაქანს, პეტრე ცდილობდა მისთვის სახლსი შესვლის საშუალება მიეცა, ნაბიჯს გადადგამდა თუ არა მაშინვე უკან ბრუნდებოდა.
-მშვიდი ძილი, ბატონო პეტრე.-უთხრა უეცრად მობრუნებულმა ანიტამ და ზღურბლს გადააბიჯა.
„-ჯანდაბა, რაც არის არის, ასე ვეღარ გავძლებ.“-უთხრა თავის თავს და რამდენიმე ნაბიჯში ანიტასთან გაჩნდა. უხეშად მოკიდა მკლავში ხელი, თავისკენ შემოიბრუნა და მოქმედების გააზრების გარეშე საოცარი ვნებით აკოცა.
ანიტას მუცელში პეპლები აუფარფატდნენ. მისი გონება რამდენიმე წამი მოუნდა აღექვა რა ხდებოდა. პეტრემ უეცრად შეწყვიტა კოცნა, ისე რომ წელიდან ხელები არ მოუშორებია.
-მინდიხარ. -პეტრე თავის თავს ხედავდა ანიტას თვალებში, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით ივსებოდა ცრემლებით, ვნებამორეული მხოლოდ ამ სიტყვას იმეორებდა.
-ხელი გამიშვი, ახლავე ხელი გამიშვი. როგორმე დავიჯერებ რომ მომესმა. ნუ მეხები. -კიოდა ანიტა, გახევებულ პეტრეს კი გამომეტყველებაც არ შეცვლია, ზედმეტია ლაპარაკი ანიტას გაშვებაზე.
-არ მითხრა რომ არ გიყვარვარ. ჩვენ შეგვიძლია საყვარლები ვიყოთ. -საოცარი სიმშვიდით უთხრა პეტრემ, თან ისე რომ მზერა არ მოუშორებია.
-არაკაცი ხარ, შენ გგონია, რადგან ეს დღე ჩემთვის უბედნიერსი იყო, ახლა საწოლში ჩაგიწვები. ნაგავი ხარ, თუ ეს ყველაფერი გამორჩენისთვის გააკეთე. -ანიტას სახე გაუქვავდა, სულაც არ ჰგავდა ყურებამდე შეყვარებულ სიფრიფანა ანიტას, რომელიც პეტრეს წინაშე დნებოდა.
-მე მგონია რომ გიყვარვარ და ამიტომ გახდები ჩემი. ოჯახს ვერ დავანგრევ, მაგრამ შეგვიძლია კარგი საყვარლები ვიყოთ, ძალიან მომწონხარ.
-მეზიზღები, ხელი გამიშვი.-ანიტა ვერაფრით ითავისუფლებდა, პეტრეს ძლიერი, მარწუხებივით შემოხვეული ხელებისაგან თავს.
-ანიტა, შენ იცი რომ ძალიან გიყვარვარ. თუ ლიკუნა გაბრკოლებს, ის ზრდასრული ქალია, იცის რომ ამდენი ხნის განმავლობაში მის გარეშე, ვიღაც მეყოლება.
-და შენ ამას ეძახი ნდობას. იმ პეტრესთან, რომელიც მე შეიძლება მიყვარდეს, შენ საერთო არაფერი არ გაქვს. ის არასდროს მოიქცეოდა ასე, ალბათ მე გამოვიგონე. არ ვიცი ამ საქციელით რას გინდა მიაღწიო, მაგრამ არ გეგონოს რომ მამცირებ. შენ შენი თავი გაასწორე მიწასთან. არასდროს ვაპატიებ ჩემს თავს ასეთ სიბრმავეს და შენ ჩემს პირველ კოცნას.
-რა იყო, ბექასთვის ხომ არ გქონდა შემონახული?-ზიზღისაგან სახე დაემანჭა პეტრეს.
-მეცოდები, თუ ფიქრობ რომ რაიმეთი ბექას სჯობიხარ. შენ მასზე ბევრად უარესი ხარ.
-როგორ ბედავ და მაგ ნა.......ვარს მადარებ?! ან მაინტერესებს ერთი რა გაკივლებს, რა გაგიკვირდა? უკვე რამდენი ხანია ვგრძნობ რომ გიყვარვარ, ნუთუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა გქონდეს? -პეტრემ ისე ღრიალებდა ანიტა კანკალმა აიტანა.
-მე არასდროს მდომებია, და არც მომინდება ცოლიან კაცთან ურთიერთობა.
-აჰა, იმას თუ ხვდები რომ დამიანეს გამო რომ მეჯავრებოდეს, მაინც არ გავშორდები ლიკუნას, მითუმეტეს სიყვარულის ნაკლებობას არ განვიცდი.
-მე არც ოჯახის დანგრევა მდომებია ვინმესთვის.
-აბა რა გინდა?
-მე არაფერი არ მინდა. შენგან განსხვავებით, ჩემთვის სიყვარული ცხოველურ ინსტიქტებზე მაღლა დგას. მაგრამ რა სიყვარულზეა ლაპარაკი, როდესაც შენ ასეთი არაკაცი ხარ. აქედან ხვალ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დღესვე წავალ. ხელი გამიშვი.
-შენი ნებაა, თუ არ გინდა... მე არც სიყვარულს ვუჩივი და არც რეგულარულ ს....-ცივად შეუშვა პეტრემ ხელი ანიტას და უკან მოუხედავად გავიდა სახლიდან.
“-ნუთუ მას ჩემი სიჩუმე არ ესმის.”-გაიფიქრა პეტრემ, როდესაც საოცარი სისწრაფით გავიდა ეზოდან.
ტელეფონი, რომელიც მანქანაში დარჩენოდა, განუწყვეტლივ რეკავდა.
 
ტელეფონი, რომელიც მანქანაში დარჩენოდა, განუწყვეტლივ რეკავდა.
-გეგი, ანსატასიას საყვარლობა შევთავაზე.-უთქმელობა შიგნიდან ჭამდა, უნდოდა ამოეშვა, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი. გეგიმ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა.
-ძმაო, სად ხარ? მანქანაში ზიხარ?
-მაგას აქვს ახლა რაიმე მნიშვნელობა, გაიგონე რა გითხარი?! უნდა გენახა რა დაემართა. 
-მაგ ამბავს ეშველება, პეტრე. გთხოვ მითხარი სად ხარ, გნახავ და ერთად სადაც გინდა იქ წავიდეთ, ოღონდ მარტო არა.
-ხო იცი რო ტყუილად ბაზრობ. მაგარი ძმა ხარ, რომ არ მითხარი ხომ გეუბნებოდიო.
-პეტრე, ხომ იცი, რომ შენ, მარტო შენ არ ხარ. შენებურად ნუ გაგიჯდები ახლა. მითხარი რა ძმურად სად ხარ, ან ჩემთან ამოდი და მაგრად დავლიოთ.
-ძმა ხარ, გეგი. -უთხრა პეტრემ, ეკრანზე გამოტანილს სურათს, რამდენიმე წამში ტკივილი გაუსაძლისი გახდა და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო.
***************
პეტრეს წასვლისთანავე, გვერდზე მიაგდო მოჩვენებითი სიმშვიდე. ტირილის შემზარავი ხმა მასვე აშინებდა. „უნდა წავიდე“-მხოლოდ ამ ორის სიტყვის მნიშვნელობას ხვდებოდა. ნახევრად გამზადებული ჩემოდნები ათ წუთში საბოლოოდ იყო მზად. პეტრეს გახსენებაზე თავი ხედ წარმოედგინა, მოჭრილ ხედ რომელსაც ფესვები სტკიოდა. თითქოს საკუთარი პიროვნების ნანგრევებში მოჰყვა, ყველაფერი გაცამტვერდა. იმედგაცრუება, შიში, გაბრაზება, გაურკვევლობა თითქოს სათითაოდ ეხლებოდა მის ძარღვებს და სისხლს აჩქარებით მოძრაობას აიძულებდა. არასოდეს ყოფილა ასე. ლოგინზე იჯდა გაყინული მზერით და ცდილობდა როგორმე მორეოდა ყველაფერს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ერეკლესა და დიანას ვერ დაენახვებოდა, პეტრეც ნამდვილად არ დაბრუნდებოდა მალევე. ასე თხუთმეტ წუთზე მეტი გაატარა. ტელეფონი უკვე მესამედ რეკავდა, ზარის ხმა საშინლად აღიზიანებდა. როგორც იქნა ადგა ტელეფონის გამოსართავად, მაგრამ უცხო ნომრის დანახვაზე დაუფიქრებლად დასწვდა ყურმილს.
-გისმენთ.-საკუთარი ხმა თვითონ ვერ იცნო, ისე ჩახლეჩვოდა.
-ქალბატონო, პეტრე გეგეშიძეს იცნობთ?-ანიტას ეგონა, პეტრე საერთოდ აღარ ადარდებდა, ახლა კი ვეღარ უძლებდა იმ რამდენიმე წამს, სანამ გაიგებდა რა ხდებოდა პეტრეს თავს.
-დიახ, რა ხდება?
-ბატონი პეტრე ავარიაში მოყვა, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომანქანით ბორდიულს შეასკდა.
ანიტა მაგიდას დაეყრდნო. მიხვდა რომ მიუხედავად გაბრაზებისა, პეტრე ვერ გახდებოდა მისთვის სულერთი. 
-ქალბატონო, ქალბატონო კარგად ხართ?
-ხომ ცოცხალია?-რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ძლივს გასაგონად ამოიხრიალა ანიტამ.
-მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ანიტას ვერ დაეჯერებინა, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ. თხუთმეტ წუთში უკვე საავადმყოფოს მიმღებში იყო. ყველა თანაგრძნობით უყურებდა. ანიტას ფეხზე არაფერი ეცვა, არც საღამოს კაბა გამოეცვალა და არც ტირილისაგან გაფუჭებული მაკიაჟი მოეშორებინა. არაფერი აინტერესებდა, უბრალოდ უნდოდა კარგად მყოფი პეტრე ენახა.
მიმღებში თხოვეს, ექიმს დალოდებოდა, მანამდე კი პეტერს მანქანიდან ამოღებული ნივთები გადასცეს. ანიტა თავის ჯვარს ჩაბღაუჭებოდა, ისე როგორც დამიანემ იცოდა და უფალს შეწევნას თხოვდა. არ შეეძლო ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავზე ფიქრი, აღარც გაბრაზება ახსოვდა. ნივთებში, ტელეფონს დაუწყო ძებნა, გეგისთვის რომ დაერეკა. ავარიისას მთლიანი გადარჩენილიყო, მაგრამ ეკრანის ანთებისთანავე დანახულა ფოტომ, რომელზეც თვითონ და მძინარე დამიანე იყვნენ გამოსახული, კიდევ ერთხელ აურია ყველაფერი. ანიტა უარესად აღელდა, ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებდა, მაგრამ ვერაფრით მიდიოდა ლოგიკურ დასკვნამდე, რა უნდოდა მისგან პეტრეს, ან სინამდვილეში რას ფიქრობდა მასზე. რაც არ უნდა ყოფილიყო, გულში მაინც სითბო ჩაეღვარა, დაუკითხავად, სურვილის მიუხედავად ემოქმედა გონებით. ძლივს გაიხსენა რისთვის მოძებნა მობილური, გეგის დაურეკა და თხოვა მოსულიყო. ამასობაში, მიმღებში მჯდომმა ღიმილიანმა ახალგაზრდამ დერეფანში გამოჩენილ ექიმზე მიუთითა. 
-უკაცრავად, შეგიძლიათ მითხრათ, პეტრე გეგეშიძე როგორ არის?
-თქვენ მისი ახლობელი ხართ? -ჰკითხა შუა ხნის, სანდომიანმა, ოდნავ პუტკუნა კაცმა, რომელიც საშინლად გაბრაზებული ჩანდა.
-დიახ.
-გაგიმართლათ, რომ ნაოპერაციევი ფეხი არ დაუზიანდა, მეორე ფეხის წვივის ძვალი აქვს გაბზარული და დაჟეჟილი. აქვს თავის ქალის ტრავმა, სახის, მკლავის, მუცლისა და დაზიანებული ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობები, ასევე ტვინის შერყევა. მაგრამ მკურნალობაზე, ჭრილობების გაკერვასა და გიბსზე უარს იძახის. ეს შეიძლება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ გამოჯანმრთელება გაუჭირდება. ტკივილები საშინლად შეაწუხებს, ფეხის ტრავმისა და ტვინის შერყევის გამო, მინიმუმ ათი დღე უნდა იწვეს, თქვენი მეუღლე კი ტკივილგამაყუჩებლების მიღებაზეც კი უარს იძახის, ყვირის რომ ახლავე გავწეროთ. თუ შეიძლება დაელაპარაკეთ, ასე მდგომარეობას გაირთულებს. -უთხრა ექიმმა და პეტრეს პალატაზე მიუთითა.
ანიტამ რამდენიმე წუთი დაჰყო კართან, ასე იქცეოდა სულ, როდესაც რაიმეზე ძალიან ნერვიულობდა, ვერაფრით გადაეწყვიტა შესულიყო, თუ უკან მოუხედავად გაქცეულიყო აქედან. როგორც იქნა კარის სახელური ჩმოწია და პალატაში შევიდა.
პეტრეს მის დანახვაზე უეცრად გაუნათდა სახე, მაგრამ მაშინვე მზერა აარიდა.
-როგორ ხართ?
-აქ არ უნდა მოსულიყავი.
-შევთანხმდეთ, რომ რაც მოიხდა იმაზე არ ვილაპარაკებთ. რომ არა თქვენი ავარია, ახლა სახლში ვიქნებოდი, მაგრამ ასე ვერ დაგტოვებთ. მე აქ როგორც თქვენი სახლის მოსამსახურე ისე მოვედი, შეეცადეთ თქვენც ასევე მიმიღოთ. -უთხრა ანიტამ მისთვისაც კი გასაოცარი სიმკაცრით.
პეტრე გაოცებული იყო ანიტას სიძლიერითა და სიკეთით. 
-მაშინ, დამეხმარე რომ სახლში წავიდე.
-ახლა თქვენს ექიმს ველაპარაკე და ძალიან იყო გაბრაზებული, რატომ აცხადებთ მკურნალობაზე უარს? მან თქვა რომ გაგიმართლათ, ნაოპერაციევ ფეხზე რომ არ მიიღეთ დაზიანება. უფალმა სიკვდილს გადაგარჩინათ და თქვენისით ირთულებთ მდგომარეობას.
-წამლებს ვერ ვიტან, მითუმეტეს ტკივილგამაყუჩებლებს. ფეხი კი გიბსის გარეშეც მორჩება.
-თქვა რომ ძალიან გეტკინებათ. რამოდენიმე ჭრილობა გასაკერია, ისე ალბათ შრამად დაგრჩებათ და მოშუშებაც გაგიჭირდებათ.
-ყველანი იმას ვიღებთ რასაც ვიმსახურებთ. შარამებსაც არაუშავს. -სევდიანდ ჩაიღიმა პეტრემ. მობილური მათხოვე, რომ გეგის და იკას დავურეკო.
-უკვე დავურეკე გეგის, თქვენი ნივთები მომცეს და იქ მობილურიც იყო. უკაცრავად რომ დაუკითხავად ავიღე. -უთხრა ანიტამ და მობილური გაუწოდა.
-არაუშავს. -ეს თქვა მაგრამ სახეზე შეეტყო რომ არ ესიამოვნა.
რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ, რომელიც ანიტამ პეტრეს ჭრილობების შესწავლას მოანდომა, პალატაში დაფეთებული გეგი და იკა შემოცვივდნენ. 
-როგორ ხარ, ტო? მაგრად გტკივა? ...
ერთმანეთს არ აცდიდნენ იკა და გეგი, თან საწოლს გარშემო უვლიდნენ, თავიანთი ძმაკაცი კარგად რომ შეეთვალიერებინათ.
-სახლში წამიყვანეთ რა, აქ არ მინდა გაჩერება.
-მერე ექიმები გიშვებენ?
-ექიმს, მხოლოდ ჭრილობები დაამუშავებინა. არც ფეხის გიბსში ჩასმის უფლება მისცა, არც ჭრილობების გაკერვის და არც გამაყუჩებლები მიიღო.-ანიტამ გაბედა და პეტრეს დაასწრო პასუხის გაცემა.
-ანასტასია შენ ამის მაზოხისტობის ამბავი არ იცი, ხო? გამაყუჩებლებს და მსაგავს რაღაცებს არ სვამს. მოსწონს ტკივილს, მთელი სიძლიერით რომ განიცდის. ამბობს რომ რაც დაიმსახურა, უნდა მიიღოს.
-გეგი, დადუმდი.
-კარგი რა შე ჩემა, ამოვიდა ყელში, მეხუთე წელია რომ ცდილობ თავი ცოცხლად დაიმარხო. 
-გეგი...-იღრიალა პეტრემ.
-მე დაგტოვებთ. -ანასტასია ჩუმად გამოვიდა პალატიდან. ბიჭებმა მის გარეშე გააგრძელეს საუბარი.
-ძმაკაცს პალატაში მწოლიარეს არ ლანძღავენ, მაგრამ ვერ ვითმენ რომ არ გითხრა რა იდიოტი ხარ. გარშემო ვერაფერს ამჩნევ. შენ გგონია ვიღაცებზე ზრუნავ, მაგრამ იმასაც ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს შენი მდგომარეობის გამო ანიტა, რომელიც ახლაც ფეხშიშველი დგას შენი პალატის კართან. შენ ეხლა გგონია რომ ოჯახზე ზრუნავ? ან მაშინ ზრუნავდი განერვიულებული მანქანით რომ გამოვარდი სახლიდან? უნდობლობამ, ტკივილმა, რომელსაც განელების საშუალებას არ აძლევ დაგაბრმავა და გაგაქვავა. 
-გეგი შემეშვი.
-პეტრე, ნუ გავიწყდება რომ ადამიანი ხარ. შენ შენს თავსაც და გარშემო მყოფებსაც იმაზე მეტს თხოვ ვიდრე შესაძლებელია. ამ გოგოსგანაც მართლა ვერ ვხვდები რა გინდა, რა გინდა რომ ქნას?! 
-იკა, შემეშვი, ორივე შემეშვით. მაგარი ძმაკაცები ხართ რა, ნახეთ დაჭრილი არწივია.
-ხუმრობის კარგი მცდელობა იყო, მაგრამ ისეთი სახე გაქვს არ გამოგივიდა.-უთხრა გეგიმ და სასაცილოდ დაეჯღანა.
-თქვენი არაფერი მინდა, მეძინება და აქედან მაინც გადით.
ტვინის შერყევისას რამდენიმე საათი დაძინება არ შეიძლება. 
-ეგ შენ მოიგონე, ხომ?
-არა, ნაღდს გეუბნები. -გაეკრიჭა იკა.
-ანიტა მაინც წაიყვანეთ სახლში, ფეხები გაეყინება, თან მთელი ღამე აქ ცოდოა.
-მე კომენტარს არ გავაკეთებ.
-არც მე. ახლავე წავიყვან, ჩემს მოსვლამე ერთმანეთი არ დახოცოთ. -უთხრა გეგიმ და პალატიდან გავიდა.
**********
-ანო წავიდეთ, სახლში გაგიყვან, ასე ცოდო ხარ. დღეს აქ დარჩება ეს ვაჟბატონი და ხვალ ვნახოთ. -გაუღიმა გეგიმ.
-კარგი, თან რაღაცებს მოვუტან დილით, მაგრამ შენი გაყოლა არ მინდა, ჩემისით წავალ.
-მირჩევნია რომ მიგაცილო. 
-დიდი მდლობა, გეგი, მაგრამ სჯობს პეტრესთან იყოთ, იქნებ გუნება გამოუკეთდეს და მკურნალობაზეც დაითანხმოთ.
გეგი, გაოცებული იყო ანასტასიათი. 
-შენ არაფერზე ინერვიულო, ძალიან თავისნაირი და რთულია, მაგრამ კარგად იქნება. საოცრად კეთილი გული აქვს, მაგრამ ამის შემჩნევის ეშინია.
-კარგი, გეგი.
-მართლა არ გინდა გაცილება?
-არა.
************
-რაც უფრო ახლოს ვიცნობ ანასტასიას, უფრო და უფრო მინდება დაგახრჩო.-კარების შეღებისთანავე დაიწყო გეგიმ.
-მიიყვანე?
-არა, თავისით წავიდა.
-აუ, ხომ გთხოვე მიიყვანე-მეთქი, ტო...
-რა იყო გეშინია, შენსავით რომ ინერვიულოს და ავარიაში მოყვეს?
-მე არ მინერვიულია.
-მჯერა. იმ სიჩქარით, რომლითაც შენ მოძრაობ ნორმალური ადამიანები იმტვრევიან, მაგრამ არა შენ... 
-ნერვებს მიშლი.
-შენს გრძნობებზე ლაპარაკი შენ ყოველთვის ნერვებს გიშლის. გეშინია არ გამოჩნდე...
-საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა, თუ რა პონტია?! რატომ არ გაიყვანე ანასტასია?!
-კარგი შე ჩემა. სახლამდე მივყევი, ოღონდ ჩუმად და ჩემი მანქანით. აბა ამდენი ხანი დერეფანში წინდის საქსოვად ხომ არ დავრჩებოდი?!
-ძმა ხარ.
-ვიცი. 
-ლეპტოპს ამოვიტან და რამეს მაინც ვუყუროთ.-გამოვიდა იკა წინადადებით.
-აქ რჩებით?
-ექთანს გავეპრანჭე და ბაზარი არ არისო, ახლა შენც გაგეპრანჭები და დაგვტოვე რა...-დაიღრიჯა გეგი.
-თქვენ ნაღდად არაფერი გეშველებათ.
-რა ჯიგარი ხარ, ასე რომ გაგეხარდა. -დასცინა გეგიმ. თუ მიგაგდოთ ამ წამლების სუნში?!
-კაი ახლა, ნუ ატრაკებ. როდის შეეჩვიე ჩემგან გრძნობების გამოხატვას?
-ჩვენო რკინის კაცო. -გეგი სიცილისაგან სულს ძლივს ითქვამდა.
-წადი იკა, ამოიტანე ლეპტოპი, თორე ამას რა გაუძლებს.
პეტრეს ტკივილები გულს უღონებდა. მაგრამ ცხოვრებამ ისე შეაჩვია, რომ ყოველთვის რაღაცისთვის უნდა გაეძლო, არც იცოდა სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო. მოჩვენებითი მონდომებით უყურებდა, უკვე მილიონჯერ ნანახ შინდლერის სიას და ცდილობდა თავისი შეწუხებული სახით ბიჭებისთვისაც არ გაეფუჭებინა ხასიათი. ყველაზე ამაყი იყო თავისი მეგობრებით და ანიტათი, რომელმაც თუნდაც უბრალო ადამიანობის გამო, უყურადღებოდ არ დატოვა. მიუხედავად იმისა რომ უყურადღებობა ყველაფრით დაიმსახურა. ფილმის შემდეგ, უამრავ სახალისო ვიდეოს უყურეს. სკაიპით ამრეიკაში ილაპარაკეს, დამიანეს დანახვამ პეტრე დაამშვიდა. გამთენიისას ჩაეძინათ. მხიარული სანახაობა იყო, მოცუცქნულ სავარძლებში მძინარი გეგი და იკა, ფეხები თითქმის ოთახის მეორე კედლამდე რომ გაეშალათ.
დილით მოსულ ანასტასიას, ზუსტად ასეთი სურათი დახვდა. კარი ფრთხილად მიხურა, ბიჭები რომ არ გაეღვიძებინა, ფაქიზად მიუახლოვდა პეტრეს საწოლს. რომელსაც ჭრილობები კიდევ უფრო ნაღვლიანს უჩენდა სახეს. სულაც არ ჰგავდა ოცდაექვსი წლის ბიჭს. მის ნატანჯ სახეს, მძიმე სუნთქვას, ანიტას გონება პარალიზებამდე მიჰყავდა. ხელები მთელი ძალით მოემუჭა, რომ გაეძლო და პეტრეს არ შეხებოდა. მიუხედავად ტკივილის, გაურკვევლობის, სინდისის ქენჯნისა, თუ იმედგაცრუებისა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ნაზად შეხებოდა მის სახეს, ლამაზ, მაგრამ მკაცრ ნაკვთებს და მშვიდად ეთქვა, „ყველაფერი კარგად იქნება...“ ისე რომ ამ სიტყვებში იმედი, რწმენა, სიყვარული, სითბო, სიმართლე ყველაფერი ჩაეტია. ამის მაგივრად კი გახევებული იდგა, საწოლისგან მოშორებით და აცრემლებული დაჰყურებდა მძინარე პეტრეს. 
ბიჭებზე ადრე პეტრეს გაეღვიძა. ანიტამ სასწრაფოდ მოისვა ხელები ცრემლიან თვალებზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა პეტრეს, რომელმაც არ შეიმჩნია, როგორ ესიამოვნა მისი დანახვა.
 
-უკვე მოხვედი?
-დიახ, საჭირო ნივთები მოგიტანეთ.
-ექიმს დაველაპარაკები და უკვე წამოვალ, არაფერი მჭირდება.
-არც ტანსაცმელი?
-ტანსაცმელი კი, დიდი მადლობა.
ლაპარაკზე გეგიმაც წამოყო თავი, მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა, განძრევისას ისე ეტკინა გვერდები. ორი წუთიც ვერ მოისვენა, იკას ისეთი უთავაზა ფერდში გაფითრებული წამოხტა სავარძლიდან. ანიტას დანახვაზე, იკამ თავი შეიკავა და ყველა „მოსაფაერებელი“ სიტყვა ერთ დაბღვერაში ჩაატია.
-გამარჯობა. ჩვენი ურჩი პაციენტი როგორ არის? -ღიმილით იკითხა ექიმმა, რომლის ხმაზეც ყველანი მისკენ შეტრიალდნენ.
-კარგად ვარ და მინდა რომ გამწეროთ.
-იცოდეთ რომ მდგომარეობას თავად ირთულებთ, უკეთესი იქნება თუ თავისუფლად მოქმედების საშუალებას მოგვცემთ და რამდენიმე დღე მაინც დარჩებით.
-არა, მირჩევნია ახლავე წავიდე.
-ნუთუ ტკივილმა ისე არ შეგაწუხათ, რომ გამაყუჩებლების მიღებაზე მაინც დაგვთანხმდეთ.
-არა, გაუსაძლისი არ არის.
-თქვენი ნებაა, ჩვენ ვერაფერს დაგაძალებთ.-თქვა საოცრად გაოცებულმა.
-შემიძლია ახლავე წავიდე?
-ახლა ექთანი შემოვა, ჭრილობებს დაგიმუშავებთ და შემდეგ შეგეძლებათ წასვლა. ქალბატონო, თქვენ იქნებ დააკვირდეთ რას როგორ გაუკეთებს, რადგან ჭრილობებს დამუშავება სახლშიც დასჭირდება. ეს კი იმ პრეპარატების ჩამონათვალია, რომელიც ამ პროცედურებისთვის დაგჭირდებათ. იცოდეთ თქვენ გაბარებთ.
-კარგით, დიდი მადლობა.-უთხრა ექიმს ანიტამ და კარამდე მიაცილა.
-თუ ასეთი რაღაცების გეშინია, შეგიძლია გახვიდე. ჩემისით გავიკეთებ ან ვინმეს ავიყვან, შენ ვალდებული არ ხარ.
-არ მეშინია.
პეტრეს სიხარულისაგან გააჟრჟოლა, მაგრამ სახეზე არაფერი შემჩნევია.
-ჩვენ წავალთ, რაღაც საქმე გვაქვს, სწაფად მოვაყომარებთ და ეგრევე თქვენთან ვართ. -თქვა გეგიმ და წასასვლელად გაემზადა.
-კარგი, ჯიგრები ხართ. -თვალი ჩაუკრა პეტრემ, სინამდვილეში კი ვერ მიხვდა რა საქმე აუტყდათ.
*********
ანიტას პეტრესავით ტკიოდა ექთნის თითოეული შეხება, ყველა მოძრაობას აკვირდებოდა, წინასწარ უსკდებოდა გული, რომ შემდეგში მას მოუწევდა მისთვის ამ ტკივილის მიყენება.
პეტრეც, მიუხედავად რკინის კაცობისა მთელი სიმძაფრით გრძნობდა ტკივილს, რაც ანიტას იქ ყოფნით უარესად უმძიმდებოდა. უყურებდა ანიტას, რომელიც ცდილობდა როგორმე შეენარჩუნებინა სახეზე სიცივის ნიღაბი, მაგრამ მაინც აწყლიანებოდა თვალები. გააზრება რომ ეს მისი ბრალი იყო, რომ ანიტა ამ მდგომარეობას მთლიანად მას უმადლოდა, ფარავდა ფიზიკურ ტკივილს. ექთანი გაოცებული უყურებდა პეტრეს დაძაბულ სახეს, რომელიც მიუვალი კლდესავით იყო ემოციებისთვის. რამდენიმე წუთში მორჩა ჭრილობების გადახვევას და პაციენტს ჩაცმის უფლება მისცა.
-ალბათ, თქვენ დაეხმარებით. -გაუღიმა ანიტას და ისე რომ მის პასუხსაც არ დალოდებია პალატა დატოვა.
პეტრეს ღიმილი მოგვარა ანიტას გამომეტყველებამ, რომელიც ერთდროულად გამოხატავდა დაბნეულობას, უხერხულობას, შიშს...
-თვითონ ჩავიცვამ.
-მე, მე არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ. ვინმეს დავუძახებ.
-თვითონ ჩავიცვამ, არავინ მინდა, შენ გადი და რომ მოვრჩები დაგიძახებ.
რადგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, სწრაფად გავიდა პალატიდან. კართან ნერვიულად სცემდა ბოლთას, იმის წარმოდგენაში როგორ უჭირდა და ტკიოდა ახლა პეტრეს.
პეტრეს გაუსაძლისად ტკიოდა ყველაფერი, შარვალი რომ ჩაიცვა ეგონა მთელი ძალა გამოაცალეს. ზედის გადაცმა ვერაფრით მოახერხა, მუცლის ჭრილობები საშინლად ეწვოდა, თავი უსკდებოდა, დარტყმის მხარეს მოყოლილი ხელის მაღლა აწევა კი უჭირდა. დიდ ხანს იწვალა, ბოლოს კი გადაწყვიტა ანიტასთვის დაეძახა.
პეტრეს მხოლოდ ერთ მკლავი გაეყარა მაისურში, გაოფლილი, ტკივილისაგან დაღლილი წამომჯდარიყო საწოლზე.
-მაპატიე რა, მაგრამ ჩემი უჭკვიანესი ძმაკაცები მაინცდამაინც ახლა არ არიან აქ. ვერაფრით ჩავიცვი.
-არაუშავს. -უთხრა ანიტამ და ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს. 
პეტრეს სიამოვნებისაგან აჟრჟოლებდა, ანიტას გაყინული თითების შეხებისას. საოცარი სინაზით ჩააცვა მაისური, გაუსწორა და თხოვა წამოწოლილიყო, რადგან ტვინის შერყევის გამო განძრევა რეკომენდირებული არ იყო. მერე კი საწოლიდან პეტრესთვის გამზადებული წინდები აიღო.
-არ არის ანასტასია საჭირო, ბიჭები მოვლენ და ჩამაცვამენ, ან მე ჩავიცვამ.-უთხრა პეტრემ, როცა გაანალიზა რას აკეთებდა ანიტა.
ანიტამ პასუხგაუცემლად ჩააცვა წინდა ორივე ფეხზე, შემდეგ კი კედები.
-დიდი მადლობა და მაპატიე ამის კეთება რომ გიწევს.
-არაუშავს.-ანიტას სახე არანაირ ემოციას არ გამოხატავდა. მიუხედავად საქციელისა, პეტრეს ის იმაზე მეტად ეშორებოდა, ვიდრე პირველ დღე მის სახლში რომ მივიდა.
პეტრე ცოცხალი თავით არ ჩაჯდა სავარძელში, ყავარჯნითა და ვიღაც ბიჭის დახმარებით ძლივს მივიდა მანქანამდე. ექიმმა საგულდაგულოდ დაარიგა ანიტა, რისი უფლება უნდა მიეცა და რისი არა პეტრესთვის.
სახლში მისულებს ეზოში გეგის მანქანა დახვდათ, მანქანის ხმაზე გეგი და იკაც გამოჩნდნენ.
-მომეხმარეთ რა, ჩემისით ვერ ავალ ჩემს ოთახში. 
ბიჭებს ფაქტობრივად ხელში ეჭირათ პეტრე. 
-ეს რა დღე გაგითენდა, უჩვენოდ ფეხს ვერ დგამ.-იგუდებოდა გეგი.
-ძმურად, იქნებ ცოცხალი ამიყვანოთ და არ დამაგოროთ ამ კიბეებზე.
ოთახს რაც უფრო უახლოვდებოდნენ, მით უფრო ხმამაღლა ხარხარებდნენ გეგი და იკა. ვერც ანიტა და ვერც პეტრე ვერაფერს მიხვდნენ, სანამ ვარდისფერი ლენტებით მორთულ, ბუშტებით გამოტენილ ოთახში არ ამოყვეს თავი. ბიჭებს ფუმფულა სათამაშოები და რამდენიმე თაიგულიც არ დავიწყებიათ.
-რას ჰგავს აქაურობა? როდის უნდა გაიზარდოთ, ტო? თავი ჟონგლიორი მგონია, რომელიც წარმოდგენისას დაშავდა.
-ეგ მაგარი გააძრე. შენ რომ ჟონგლიორი ყოფილიყავი, შიშით ცირკში არავინ ივლიდა.
-ხო იცით ფუმფულა და ფერად რაღაცებს ვერ ვიტან.
-გვეგონა, თავი რომ მიარტყი გემოვნებაც შეგეცვლებოდა.
-მეც ეგრე მგონია, რომ წლებთან ერთად ტვინიც გემატებათ.
-კაი რა შე ჩემა, იცი რამდენი ვიწვალეთ. ახლა ოთახში ფერადი წყვდიადი გაქვს.
-ძალიან დიდი მადლობა. ოთახში რომ ვეღარ ვეტევით, არაუშავს?
-ხო, რაღაც პატარა ოთახი გაქვს.-სასაცილოდ მოავლო თვალი ოთახს იკამ. პეტრემაც გადაწვიტა ღირსეულად მიეღო ძმაკაცების „ღირსეული“ საჩუქარი და ხმა აღარ ამოუღია.
**************
იმ დღეს ერთი წუთით არ დაუტოვებიათ პეტრე. ანიტაც ხშირად შედიოდა მათთან, კითხულობდა რაიმე ხომ არ უნდოდათ, თან საჭმელი და სასუსნავი მიჰქონდა ბიჭებისთვის. წასვლისას კი თხოვა ოთახიდან ტელევიზორი და ლეპტოპი გამოეტანათ, ექიმის თქმით მათი გამოყენება ტვინის შერყევის დროს სასურველი არ იყო. პეტრემ თავიდან გააპროტესტა, მაგრამ ანიტა ისეთი შეუვალი იყო შეგუება მოუწია, თანაც მისმა ძმაკაცებმა წამში, დიდი სიხარულით შეასრულეს ეს თხოვნა.
-ბატონო პეტრე, მე დასაძინებლად ვწვები, ხომ არაფერი გინდათ?
-არა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მშვიდი ძილი.
-თქვენც, დიდი მადლობა.
ანიტამ ოთახიდან გამოსვლისას როგორც იქნა ამოისუნთქა. ბოლო ორ დღეში იმდენი რამ მოხდა აზრზე ვერ მოსულიყო. იმდენ რამეზე უნდა ეფიქრა, თავში კი ყველაფერი არეოდა. ხვდებოდა რომ ვერც პეტრეს მიატოვებდა და ვერც მის სიტყვებს გადაყლაპავდა. დილით ადრე ადგა, სახლი სწრაფად მოაწესრიგა. ათი იყო პეტრეს ოთახში რომ შეიხედა, მას ისევ ეძინა. სახე ოდნავადაც არ დამშვიდებოდა, „ალბათ ისევ ძალიან სტკივა“-გაიფიქრა ანიტამ და ფრთხილად გამოხურა კარი. მალე იკა და გეგიც მოვიდნენ, პეტრე მათ გააღვიძეს. ზემოთ ასულ ანიტას, პეტრე გამოცვლილი და მოწესრიგებული დახვდა ბიჭების დახმარებით. ანიტამ ჭრილობების დამუშავება დაუწყო. პეტრე აქეთ ცდილობდა ანიტას გამხნევებას, რომელიც შიშისაგან კანკალებდა. უნდოდა ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით, ცივად გაეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პეტრეს უემოციობა, უფრო მტკივნეულს ხდიდა მისთვის ყველაფერს, რადგან ესმოდა რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა პეტრეს გაეძლო ტკივილისთვის და თან არაფერი შეემჩნია.
-როგორც იქნა მოვრჩით, იმედია ძალიან არ გატკინეთ.
-არა, დიდი მადლობა.-უთხრა ნატანჯი, მაგრამ ღიმილიანი სახით პეტრემ.
-ცოტა ხანში თქვენი ლიკუნას რეცეპტით მომზადებული კერძი იქნება მზად და სამივეს გაგიმასპინძლდებით, რადგან მარხვა გახსნილდა.
-დიდი მადლობა, ძალიან გამახარე.
ბიჭებმა ძლივს მოითმინეს ანიტას გასვლამდე, შეშფოთებისა და გაოცების დამალვა.
-რა ლიკუნას რეცეპტი? ლიკუნამ საჭმლის კეთებაც იცის?-ერთდროულად იკითხეს იკამ და გეგიმ.
-საჭმლის კეთება არა ის იცი, დედაჩემს დავაწერინე.
-რეებს აჩალიჩებ? ოდნავ მაინც არ გეცოდება?
-ადრე მივეცი, ვაბშე აღარ მახსოვდა.
ბიჭებმა შეამჩნიეს რომ პეტრე ისედაც შეწუხებული იყო თავისი საქციელით, ამიტომ ამ თემას შეეშვნენ. პეტრესაც დაეხმარნენ და თვითონაც მხიარულად მიირთვეს ანიტას გაკთებული კერძი.ცოტა ხანში, სამზარეულოში ჩაიტანეს დასვრილი ჭურჭელი, ანიტას ჰკითხეს ხომ არაფერი სჭირდებოდათ და საღამომდე დაემშვიდობნენ. სამზარეულოს მილაგების შემდეგ, ანიტა პეტრესთან ავიდა.
-ბატონო პეტრე, ნახევარ საათში დედაჩემი და ნინო დეიდა მოვლენ. ვერაფრით გადავაფიქრებინე, იმედია არ გაბრაზდებით.
-არა, პირიქით, არ იყო ასე შეწუხება საჭირო.
-რამე ხომ არ გინდათ?
-არა, გმადლობ.
ნინო და დიანა, კარგა ხანს გაჩერდნენ. საერთოდ ყველაფერი გამოკითხეს პეტრეს. პეტრეც ზრდილობიანად, ზოგჯერ ღიმილითაც პასუხობდა მათ კითხვებს, საერთოდ არ უგრძნობინებია რომ ცუდად იყო და ძალიან დაიღალა. 
***********
ბიჭები ძალიან ეხმარებოდნენ ანიტას, ამიტომ ადვილად ახერხებდა პეტრესა და სახლის მოვლას, პეტრეს მდგომარეობაც ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. აღარც ჭრილობების დამუშავება იყო ძალიან მტკივნეული. ანიტა ცდილობდა სახეზე ყოველთვის ერთიდაიგივე გამომეტყველება ჰქონოდა, არ უნდოდა პეტრეს ეფიქრა რომ ყველაფერი დაივიწყა. ვერც საყვედურს ეტყოდა უყურადღებობის, ან რაიმეს ცუდად გაკეთბის გამო და ვერც რაიმე სითბოს გრძნობდა მის მოქმედებებში. დღითიდღე, ჩვეულებრივ მოსამსახურეს ემსგავსებოდა ანიტა, რომელიც მოვალეობას ასრულებდა სახლში, გრძნობები, ემოციები და ცხოვრება კი ამ სახლის მიღმა დაეტოვებინა. 
***********
-გეგი, რაღაც უნდა გთხოვო?
-ეს შესავალი რად უნდა, მითხარი რა გინდა.
-გუშინაც და დღესაც, ანიტა შუა დღისას ძალიან გამოპრანჭული შემოვიდა, მკითხა რაიმე ხომ არ მინდოდა, ორი საათით გავდივარო მომაძახა და უნებართვოდ წავიდა. ამ თემაზე რომ ველაპარაკები, ვითომ არც ესმის. მეც ვხვდები რომ ყვირილის უფლება არ მაქვს, თავს ძლივს ვიკავებ. გთხოვ ხვალ აქ იყავი მაგ დროისთვის და უკან გაყევი. ისე არც საყიდლებზე წავიდოდა და არც სახლში.
-შენ გგონია რომ ვინმეს ხვდება?
-არ ვიცი რა მგონია. ტვინში სისხლი მექცევა მაგაზე რომ ვფიქრობ. თან ამ ბოლოს ძალიან ცივი გახდა, ვეღარ ვგრძნობ რომ ვუყვარვარ.
-პეტრე ასე მგონია რაღაცები გეჩვენება, მაგრამ ხვალ აუცილებლად გავყვები უკან.
************
სახლში დაბრუნებული ანიტა, სპეციალურად, ისევ გამოუცვლელად შევიდა პეტრესთან. გაშლილ ქერა თმასა და ცისფერ თვალებს, საოცრად უხდებოდა რუჯი, ლურჯი ზომიერად მოკლე სარაფანი და ქუსლიანი ფეხსაცმელი, მის სიფრიფანა მოხდენილ სხეულს ხაზს უსვამდა. უემოციოდ მოიკითხა პეტრე, რომელიც ვერ მალავდა ინტერესსა და გაბრაზებას მისი ყურებისას. 
-მე მგონი დაგაგვიანდა, ძალიან მშია და წყალიც აღარ მაქვს. -უთხრა პეტრემ დამცინავი, გაბრაზებული კილოთი.
-ვერც კი შევნიშნე, დრო ისე სწრაფად გავიდა. უკაცრავად, ახლავე მოგართმევთ. -ანიტამ ბედნიერი სახით დატოვა ოთახი.
************
-გეგი, სად ხარ?
-შენს სახლთან, ანიტას ველოდები.
-ამ წუთას გამოვიდა. ისე ქენი რომ არ შეგამჩნიოს, არ მინდა მიხვდეს რომ მაგისი ვოიაჟები მანაღვლებს.
 
-ტელეფონს რატომ არ პასუხობ?- პეტრე ბრდღვინავდა ოთახში შემოსული გეგი რომ დაინახა.
-მინდოდა პირადად დამეხრჩე და იმიტომ.
-რა?
-გაფიცებ გამოპრანჭულს რას ეძახი? შენთვის შავი მაისური, შავი გრძელი ქვედაბოლო და უმაკიაჟობა გამოპრანჭვაა? თმაც კი ზუსტად ისე ჰქონდა, როგორც სახლში აქვს ხოლმე.
-რას ბოდავ? ვერცხლისფერი მოკლე კაბა ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა და წითელი პომადა ესვა.
-აჰა. გასაგებია. ესე იგი შენს გასაბრაზებლად აკეთებს. სახლიდან ისე გამოვიდა როგორც აღგიწერე, მხოლოდ სიონში იყო, იქიდან აფთიაქში გამოიარა. სხვაგან არსად გაუჩერებია მანქანა. ასე რომ ტყუილად ეჭვიანობ.
-არ ვეჭვიანობ.
-არა, შენ ეჭვიანობა სად გეკადრება.
-შემეშვი რა, ჩემი გამჭირვებია. ამას რატომ აკეთებს?
-უნდა სამაგიერო გადაგიხადოს იმ სიტყვებისთვის. რა მკითხაობა ამას უნდა? უნდა დაგანახოს რომ სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და შენ სულ არ სჭირდები.
*************
პეტრეს განუზომელ ტკივილს აყენებდა ანიტას სიცივე, მიუხედავად იმისა რომ იცოდა არავის ხვდებოდა, მაინც შიგნიდან ღრღნიდა განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა. ამას ემატებოდა მთელი კვირა საკუთარი ოთახით შემოფარგლული სამყარო. დამიანეს ტკივილამდე მონატრება, რომელსაც მხოლოდ ნახევარი საათით ხედავდა საღამოობით. მხოლოდ გეგი და იკა ამხიარულებდნენ, ბავშვობის ძმაკაცები თითქმის არ შორდებოდნენ გვერდიდან, მის საქმეებზეც დარბოდნენ და ანიტასაც ეხმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში. ერთი სული ჰქონდა, ფეხზე ამდგარიყო და საბოლოოდ დაელაგებინა ყველაფერი. მილიონჯერ დაალაგა გონებაში, თუ როგორ თხოვდა ანიტას პატიებას იმ დღევანდელი სიტყვებისთვის, მაგრამ ვერაფრით ამოთქვა. თიტქოს მაინც რაღაც ეეჭვებოდა, თითქოს ეშინოდა კიდევ უფრო დიდი სიცივე არ მიეღო მისგან, ისედაც დღითიდღე შორდებოდა, ამას გრძნობდა და თითქოს გულის რაღაც ნაწილს თან ატანდა. იმ დღესაც ჩვეულებრივ თხოვა ანიტას ლეპტოპი შემოეტანა ამერიკაში დასარეკად, თხოვა თვითონაც დარჩენილიყო დამიანეს სანახავად. ბოლო დღეებში პირველად დაინახა გულწრფელი სიხარული ანიტას სახეზე, თვალებიც კი გაუბრწყინდა. 
-დედი როგორ ხარ? -მონიტორზე, შავებით შემოსილი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალი გამოჩნდა. 
-კარგად, დე. თქვენ რას შვებით?
-ჩვენც კარგად ვართ, შვილო, დღესაც ვერ დაგინახავ? გული ცუდს მიგრძნობს, ასე მგონია ცუდად ხარ რომ არ მენახვები. გააკეთე დედი გთხოვ.
-რა ცუდად, დე. უბრალოდ ვერ მოვიცალე. -პეტრემ გაიცინა, რომ დედამისს მართლა დაეჯერებინა მისი კარგად ყოფნა. ანიტას არ უნდოდა, მაგრამ მაინც მონუსხული უსმენდა პეტრეს, რომელსაც დედასთან ლაპარაკისას ხმაც კი შეცვლოდა, თვლებშიც განსხვავებული, თავისებური სითბო ედგა. მისი ტემბრი გაგრძნობინებდათ სითბოს, უსაზღვრო პატივისცემას, სიყვარულს და მისეულ სიძლიერეს, რომელიც თამამად ამბობდა, რომ შეგეძლო მისი იმედი გქონოდა.
-თავს ხომ უვლი, დე? ხომ კარგად იკვებები? როდის ჩამოხვალ კიდევ ვერ გადაწყვიტე?
-შენ გგონია, რომ აქ სულ მშიერი და დაღლილი ვარ. ალბათ მალე დე, აქეთ ცოტა რაღაცები, რაც წამოსვლამდე აუცილებლად უნდა მოვაგვარო და მერე ჩამოვალ. მაგრად მენატრებით. დამიანე დამანახე რა.
-ახლავე.
-დე, გამოკვლევის პასუხები ხომ ორ დღეში იქნება?
-კი, შვილო. მაშინვე გაგაგებინებ.
დამიანე, ისევ თავის ipad-ით თამაშობდა, საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ლეპტოპისთვის, მითუმეტეს რომ ეკრენზე ვერავის დაინახავდა. პეტრეს სახე დაეძაბა, პატარას უხმოდ, თვალმოუშორებლად უყურებდა რამდენიმე წუთი, სუნთქვაც კი გაუხშირდა. მერე დედამისს დაემშვიდობა და ლეპტოპი დახურა. მხოლოდ მერეღა შეამჩნია ანიტას ცრემლიანი თვალები, რომელიც მონდომებით ცდილობდა გულგრილობის ნიღაბს მალევე ამოფარებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ნუ ნერვიულობ, გთხოვ. ძალიან მალე ჩამოვიყვან და განახებ.
-მე გავალ, რამე ხომ არ გინდათ?
-არაფერი, მშვიდი ძილი.
-თქვენც, დიდი მადლობა.
ანიტა გვიანობამდე ბალიშში თავჩარგული ტიროდა. გააზრება, რომ მიჯაჭვული იყო ამ ორ ადამიანზე, უფსკრულის პირას აყენებდა. ვერაფრით გააგებინა საკუთარ თავს, რომ ახლა პეტრეს მშობლებთან, დამიანესთან დამოკიდებულებით აღფრთოვანებული კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ, იმ სიტყვებზე უნდა ეფიქრა, იმ ტკივილზე, დამცირებაზე, დაუნდობლობაზე, რომელიც ასე არ დაიშურა რამდენიმე ხნის წინ პეტრემ. მან კი ახლაც არ იცოდა, დამიანეს მონატრება უფრო ატირებდა, თუ შრამებად დარჩენილი ჭრილობები პეტრეს სხეულზე, ძლივს რომ მოშუშება გადაეწყვიტათ. ვერ ხვდებოდა რა უფრო წვავდა, სინდისი, თავმოყვარეობა, თუ განშორების შიში, რომელიც ამ შემთხვევაში მაინც გარდაუვლად დადგებოდა რამდენიმე დღეში, მაშინვე, როგორც კი პეტრე გამოჯანმრთელდებოდა. 
დილით, თავის მოკვლა უნდოდა სინათლემ, სარკეში მისი დასიებული თვალები რომ შეაგება. ჩვეულებრივზე საკმაოდ გვიან შევიდა პეტრესთან, უკვე, თითქმის მოშუშებული ჭრილობები გადაუხვია და საჭმლის მისატანად უკან გამობრუნდა.
„ალბათ მთელი ღამე ტიროდა.“-დანახვისთანავე გაიფიქრა პეტრემ. ხელები, სურვილები ძლივს მოთოკა რომ არ ჩახუტებოდა. დაბრუნებულ ანიტას ფეხზე მდგომი დახვდა.
-რას აკეთებთ, ბატონო პეტრე?-გაფითრებული ანიტა, ზღურბლს მიეყინა მისი დანახვისას.
-უკეთ ვარ, წოლა აღარ შემიძლია. მინდ ცოტა გავიარ-გამოვიარო.
-წვივის ძვალი გაბზარული გაქვთ, ახლა რომ ძალა დაატანოთ უფრო არ გაგირთულდეთ.
-ყავარჯნით სიარულში „შესაშური“ გამოცდილება მაქვს, არაფერი მომივა, თან ცოტა ხანში დავწვები ისევ. -უთხრა ნაღვლიანი ღიმილით და რამოდენიმე ნაბიჯი მისკენ გადადგა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია. ანიტა უმეტყველო და უმოძრაო გახდა. პეტრეს თვალები სითბოთი, სიკეთით და ღრმა, მძიმე ნაღველით იყო სავსე. ხვედებოდა, რომ ცოტაც და სინი ხელიდან გაუვარდებოდა, უნდოდა თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო, იქ, სადაც პეტრეს ვეღარ ნახავდა. პეტრე იშვიათ შემთხვევებში იყო ასეთი, ასე რომ ვთქვათ იშვიათად ჩანდა ისეთი, როგორიც რეალურად იყო, ან ისეთი როგორიც ანიტას ეგონა რომ იყო... ასეთი პეტრეს სიახლოვეს კი ანიტა ვერასოდეს ბატონობდა საკუთარ თავზე, თითქმის ვერასოდეს.
-ვაა, ტო, ადექი?-გეგის მხიარულმა შეძახილმა, ანიტა ამქვეყნიურობას დაუბრუნა. მოუხერხებლად დადგა სინი, გეგა და იკა ღიმილით მოიკითხა და სასწრაფოდ გასცილდა სახიფათო ზონას.
-რა დაემართა, კიდევ რამე უთხარი?
-არა.
-აბა ასე უცებ, თან ასეთი გაფითრებული რატომ წავიდა?
-არ ვიცი გეგი, თავი დამანებე.
-ფეხზე რატომ ადექი, ჯერ ადრე არ არის?
-მინდოდა გახარებოდა.
-ხო იცი როგორც მიყვარხარ, ვაბშე ყველაფერში გვერდით დაგიდგები, მაგრამ ახლა რა ჯანდაბასაც აკეთებ, აი ეგ ვერაფრით გავიგე. ნაღდი მაზოხისტივით იქცევი შე ჩემა. ახლა არ მითხრა რომ კიდევ არ ენდობი.
-მეც აღარ ვიცი რას ვაკეთებ. ჯანდაბა, ახლა მგონია რომ ყველაზე საშინლად ვარ ვიდრე ვყოფილვარ. 
-მაგარი ცოდო ხარ და ეს გოგო კიდევ უფრო ცოდოა, შენ რაღაცის შეცვლა მაინც შეგიძლია. უკვე ძალიან შორს შეტოპე და ვიდრე კიდევ უფრო დაგიგვიანია, აზრზე მოდი.
პეტრემ აღარაფერი უპასუხა, ფანჯარასთან მდგომი ცდილობდა გეგის სიტყვების გააზრებას. ის და იკა, ყოველთვის მასტან იყვნენ რთულ დროს დასულ იმას ცდილობდნენ, როგორმე უკეთეს გამოსავლამდე მისულიყვნენ საერთო ძალებით. ბედნიერებაა როდესაც ვიღაცას, გადაუმოწმებლად, დაუეჭვებლად ენდობი. პეტრე იმ ასაკიდან მადლიერი იყო უფლის ამისთვის, როდიდანაც აზროვნება დაიწყო. 
-ეს თქვენ, ბიჭებო. იმედია მოგეწონებათ.-ოდნავ დამშვიდებულმა ანიტამ გეგისა და იკასთვის განკუთვნილი თეფშებიც დივანთან მდგარ მაგიდაზე დააწყო. შედარებით დამშვიდებულიყო და აღარც ღიმილი ჩანდა ისეთი ნაძალადევი, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ სულ გაწუხებთ. -დაიმორცხვა იკამ.
-არ მაწუხებთ, პირიქით მსიამოვნებს. გემრიელად მიირთვით.
-ხმა არ ამოიღო, ნუ მაწამებ?-უყვირა გეგის პეტრემ, რომელმაც ანიტას გასვლისთანავე რაღაცის თქმა დააპირა.
-ჩუმად ვარ. შენ ისედაც ყველაფერს ჩემზე უკეთ ხვდებ, ძმაო.
ბიჭები ამ დღესაც გვიანობამდე დარჩნენ. ანიტას გამზადებული, უგემრიელესი ვახშამიც მიირთვეს და პეტრეც გაასეირნეს ეზოში, რომელიც ისე გათამამებულიყო, დაწოლაც აღარ უნდოდა.
ძილის წინ ჩვეულებისამებრ მოიკითხა ანიტამ, ახალი წყალი, ფორთოხლის წვენი შეუტანა და რადგან არაფერი სჭირდებოდა დასაძინებლად დაწვა.
პეტრე მთელი ღამე მკრთალად განათებულ ჭერს შეჰყურებდა და ცდილობდა თავის თავში მაინც დაელაგებინა ყველაფერი. ვერაფრით მოიფიქრა რა დაერქმია იმისთვის, რაც ანიტასთან ურთიერთობამ დამართა. არ მოსწონდა ვიღაცაზე დამკიდებულად რომ გრძნობდა თავს, თითქოს უფრო გულჩვილიც გახდა. მხოლოდ დამიანესთან ეშინოდა მისთვის თავისი სიუხეშით, ზოგჯერ გადამეტებული სიმკაცრითა თუ ზედმეტი სიფრთხილით არაფერი დაეშავებინა. ახლა კი ანიტასთანაც ზუსტად იგივეს განიცდიდა, ეგონა შეხებითაც კი რაღაცას ატკენდა. სისუსტის შეგრძნებაც კი მოსწონდა მისი სიახლოვე რომ უჩენდა. „ფერი მიცვალა, ხო ფერი მიცვალა“-წამოიძახა პეტრემ. როგორც იქნა მიაგნო, სიფრიფანა ქალბატონთან ურთიერთობის შედეგს. ნიკოლას გარდაცვალების შემდეგ გაასმაგებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისიანების წინაშე, განსაკუთრებით კი დამიანეს არსებობა ახსენებდა, რომ მას მხოლოდ თავისი თავი ვერასოდეს ეყოლებოდა. საშინლად მძიმეა იმ ადამიანის ხვედრი, ვისაც არავინ ჰყავს, არავიზე შესტკივა გული და არც არავისგან მოელის თანაგრძნობას. პეტრეს ვერ გადაეწყვიტა, ეს ხვედრი უფრო მძიმე იყო, თუ ის, როდესაც შენი ნაბიჯების მართებულობასა თუ მცდარობაზე საკუთარის გარდა სხვების ბედიცაა დამოკიდებული. იმდენი რამ იყო, რაც ვერაფრით დატოვა წარსულში, რომ საკუთარი გაურკვევლი მომავლის სხვების გამო უფრო ეშინოდა. ვერაფრით გაემეტებინა ანიტა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერც ვერაფრით დაეთმო. ცხოვრება არასდროს ანებივრებდა მარტივი მიღწევებით, ახლაც გრძნობდა რომ, რომელ გზასაც არ უნდა დადგომოდა, მდგომარეობიდან გამოსვლა მთელ ძალისხმევას, მოთმინებას, გაუსაძლის ტკივილსა და დროს მოთხოვდა.
****************
მეორე დღეს, მხოლოდ რამდენჯერმე წამოწვა პეტრე. მარტო იჯდა აუზთან ჩრდილში და შეუსვენებლად ეწეოდა სიგარეტს. ბიჭებიც კახეთში ჰყავდა გაგზავნილი რაღაც საქმის გამო, ვერც ანიტას მიეცა თავისთვის მასთან მიახლოების უფლება. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისას მიდიოდა მასთან და მალევე ტოვებდა. როგორც ყოველთვის ახლაც შევიდა მის ოთახში დაძინებამზე, უკვე თორმეტის ნახევარი იყო, პეტრე კი ოთახში არ დახვდა.
შიშისაგან ოფლმა დაასხა როდესაც, ოთახიდან გამოსულმა მსხვრევის ხმა გაიგონა. რამდენიმე წამით გაჩერდა, მაგრამ ხმა ისევ და ისევ მეორდებოდა. აკანკალებულმა ჩაირბინა კიბეები. სამზარეულოს იატაკი ნამსხვრევებით იყო მოფენილი, კარის მინა იქვე დაგდებულ მობილურს ჩაემსხვრია. პეტრე ღრიალებდა, ფეხშიშველი გაუფრთხილებლად დადიოდა ნამსხვრევებზე და რასაც კი წვდებოდა ყველაფერს ძირს ყრიდა. სისხლით მოსვრილი იატაკის დანახვაზე ანიტას უკითხავად ჩამოუგორდა ლოყებზე ცრემლები, პირზე ხელი აიფარა ხმის ჩასახშობად, არ უნდოდა პეტრე უარესად გაებრაზებინა. თუ საერთოდ შესაძლებელი იყო უფრო მეტად გაბრაზება. ეგონა გული ამოგლიჯეს, ვერ უძლებდა ცოცხალ-მკვდარი პეტრეს ყურებას, რომელსაც ყველა ემოცია, გრძნობა გაშიშვლებოდა. მან ვერც კი შენიშნა კარებში მდგარი ანიტა. არც მის გაუბედავ დაძახებაზე ჰქონია რეაქცია. არც უკვე მეასედ გამეორებულ თხოვნაზე, სამზარეულოდან გამოსულიყო და დამშვიდებულიყო.
ანიტამ გაუაზრებლად შეიხსნა კედის თასმები და პეტრესავით ფეხშიშველმა გადააბიჯა სამზარეულოს ზღურბლს.
-ანიტა, რას აკეთებ?-პეტრესს ხმაზე, რომელიც ცოცხალი ადამიანისას არ ჰგავდა, ანიტას სისხლი გაეყინა. ძლივს გაბედა მისთვის თვალებში შეხედვა, მთელი გამბედაობა დასჭირდა შეპასუხებისთვის.
-თუ არ გამოხვალთ, მაშინ მეც თქვენთან ვიქნები.
-ფეხები გაგეჭრება, ახლავე გადი აქედან.-დაიღრიალა პეტრემ.
-ფეხები თქვენც გეჭრებათ, მაგრამ მაინც აქ ხართ. -თავისი თავის უკვირდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა ნამსხვრევებზე დაბიჯებისას. მისი შეგრძნებები, ამ მომენტში მხოლოდ პეტრესა და მის არაადამიანურ გაჭირვებას აღიქვამდა.
-გთხოვ, აქედან გადი.
-არა, პეტრე. ახლა ისეთ მდგომარეობაში ხართ, ვერ წარმომიდგენია ასეთი რა უნდა მომხდარიყო...
-ანიტა, ასეთი როგორ ხარ? რაც მე გაგიკეთე, იმის მერე ჩემს გამო ამას როგორ ითმენ? გემუდარები, აქედან გადი.
-თქვენს გარეშე აქედან არ გავალ. ჯერ ისედაც ცუდად ხართ, ასე კი ბევრად უარესად გახდებით.
-დღეს გამოკვლევის პასუხები იყო, დამიანეს მდგომარეობა გაუმჯობესების მაგივრად უარესდება. -როგორც იქნა თქვა პეტრემ და მზერა ანიტას გაუსწორა, რომლის თვალებშიც შიში, მწუხარება და გვერდში დგომის სურვილი ერთმანეთს ცვლიდა. პეტრესთვის, მის წინ მდგომი მტირალი ანიტა, ბევრად აუტანელს ხდიდა ყველაფერს. შესაძლებელზე მეტად, ბევრად მეტად გრძნობდა ტკივილს, ყველაფერი ერთიანად ტკიოდა, დამიანეს მდგომარეობა, ხვალინდელი დღის შიში, უთქმელობა შიგნიდან ჭამდა. პატარა ბავშვივით ჩაბღაუჭებოდა ლოყებდასველებული ანიტა, თავისი აკანკალებული თითებით, მთელი ძალით ცდილობდა როგორმე სამზარეულოდან გაეყვანა. სიფრიფანა ქალბატონმა, ნელ-ნელა იგრძნო რომ სულაც აღარ სჭირდებოდა ძალისხმევა. სიცხიანივით იმეორებდა „ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება.“-ეს სიტყვები კი ისევ იმ, მისთვის დამახასიათებელი „სიწრფელით“ იყო სავსე...
-გთხოვთ დივანზე დაჯექით, ახლავე მოვიტან სპირტსა და ბამბას.-გულუბრყვილოდ შეევედრა ანიტა პეტრეს.
-ანიტა...-პეტრე ვერაფრით ახერხებდა სიტყვების გადაბმას, ვერც ანიტამ შეამჩნია პეტრესაგან პირველი „ანიტა“... რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურეს ერთმანეთის ტკივილისაგან შეშლილ სახეებს. პეტრემ ფრთხილად შემოხვია წელზე ხელი, მისთვის საოცრად უცხო სინაზით მიიკრა სხეულზე და გაუბედავად შეეხო მის ბაგეებს. პეტრე თანდათან უფრო გაბედულად კოცნიდა, წელზე მჭიდროდ შემოხვეული ხელები კი ანიტას, მათგან ტავის დაუღწვლობას უქადდა. თითქოს ერთიანად დამშვიდდა, ერთიანად გათბა. რამდენიმე წამი გაუაზრებლად დანებდა სურვილს და გრძნობას, რომელიც ჯებირების დანგრევას ლამობდა. „მას ცოლი ჰყავს... დამიანე“-ჯერ ერთი, ნელ-ნელა კი მრავალრიცხოვანი ჯარივით შეუტიეს აზრებმა. ვერაფრით ახერხებდა პეტრეს მოშორებას. 
-შენ ცოლი გყავს...-ძლივს ამოილუღლუღა ანიტამ. მასზე გაცილებით ძლიერ პეტრესთან ჭიდილში ვერასდროს მოიპოვებდა გამარჯვებას, გრძნობდა როგორ გამოეცალა ძალა. „თავს მოვიკლავ“-გონებაში მხოლოდ ამას იმეორებდა და გამეტებით ურტყამდა მუჭებს მკერდზე. 
-პეტრე, თავს მოვიკლავ. გეფიცები, ახლა რომ რამე მოხდეს თავს მოვიკლავ. -როგორც იქნა მიეცა საშუალება ხმამაღლა ეთქვა. 
-ანიტა, მიყვარხარ.
პეტრეს აწყლიანებული თვალების, ყველაფრისდამიუხედავად მაინც სჯეროდა ანიტას. ახლაც იგრძნო რომ გულწრფელი იყო, იგრძნო რა ფასად დაუჯდა ამ სიტყვის თქმა პეტრეს. მაგრამ სიწრფელე ვერაფერს ცვლიდა.
-არ შეიძლება, შენ ცოლი გყავს, დამიანე გყავს... აღარ შემეხო, გევედრები საბოლოოდ ნუ გამანადგურებ. არ შემიძლია.
-ყველაფერი ტყული იყო. -პეტრემ გული ამოაყოლა ამ სიტყვებს. იცოდა, ამით შეიძლება ყველაფერი დამთავრებულიყო...
 
მაგრამ ანიტას სიტყვებმა, რომელშიც მიწიერი ეჭვს ვერ შეიტანდა, ყველაფერი გააქრო. გრძნობა, რომ მის წინ ყველაზე სუფთა, კეთილი და წრფელი ადამიანი იდგა ვისაც კი იცნობდა. გრძნობდა იმასაც, რომ ანიტა მართლა მოიკლავდა თავს, თუ ახლა არ გაჩერდებოდა. უნდოდა საკუთარი სხეული თავისივე კბილებით დაეგლიჯა. მიხვდა სადამდე მიიყვანა ეჭვმა და უნდობლობამ, რამდენჯერ დაუმტკიცა ანიტამ რომ ის სულაც არ იყო მდიდარი მამის გათავხედებული შვილი, მხოლოდ საკუტარი სურვილებითა და ფუქსავატური გადაწყვეტილებებით. საკუთარი საქციელით მიიღოს ის, რისიც ანიტასგან ეშინოდა. ტკივილმა იმდენად გააქვავა, უჭირდა ადამიანების კეთილშობილების დაჯერება. თვიდან ეხამუშებოდა, როდესაც აღნიშნავდნენ, თუ როგორ ზედმიწევნით ამართლებდა სახელს. [ბერძნ. Πέτρος (Petros) - „კლდე“]; მაგრამ ნელ-ნელა მართლა იქცა უდაბურ, მიუვალ კლდედ. მკაცრად დადგენილი დოგმებით ცხოვრებამ ყველასგან გარიყა. პეტრეს სუნთქვას უხუთავდა, ანიტას სიჩუმე. უნდოდა ყველაფერი დაელეწა, მთები გადაედგა. ენა არ უბრუნდებოდა პატიების სათხოვნელად. წამიერად ახსენდებოდა ანიტას ღიმილიანი, ბრწყინავი ნაპერწკლებით სავსე თვალები და საკუთარი გულის ცემა აღიზიანებდა. ვერც მას მოეხერხებინა რამის თქმა, შიშმა თავზარი დასცა, ანიტას თვალები სიცივით, გულგრილობით, დაუნდობლობით იყო სავსე. 
-ანიტა, მე ცოლი არ მყავს.-განსაკუთრებული სიფრთხილითა და სინაზით, პეტრე ცდილობდა ანიტას თვალებში როგორმე სიცოცხლის, სითბოს კვალი ეპოვა. ერჩივნა ანიტას ყვირილი მოესმინა, ეყურებინა როგორ დალეწავდა ყველაფერს, ისევ ეგრძნო სიფრიფანა ქალბატონის მსუბუქი, მაგრამ თავგანწირვით დარტყმული მუჭები მკერდზე. ეგრძნო რომ ცოცხალი იყო. ანიტა კი ფერდაკარგული, შუშის თვალებით მიშტერებოდა. მხოლოდ პეტრეს შეხებამ აიძულა ხმა ამოეღო. არასდროს მოესმინა პეტრეს ასეთი საზარელი ხმა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ამბობდა, ან ამის შემდეგ რას ეტყოდა ანიტა, მარტო მისმა ტემბრმაც კი აგრძნობინა, რომ დაკარგა.
-არ შემეხო.
-გემუდარები რამე მითხარი, მიყვირე... არ ვიცი, რაც გინდა ის ქენი, ოღონდაც ასე ნუ დუმხარ.-პეტრე სასოწარკვეთილი ემუდარებოდა ანიტას, რომელიც თითქოს ვერც ამჩნევდა და არც ესმოდა მისი.
ანიტამ კიბეები აირბინა, მაგრამ ოთახის ჩაკეტვა ვერ მოასწრო. პეტრესთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე გადმოყარა ყველაფერი კარადიდან. უხმოდ, უწესრიგოდ ყრიდა ყველაფერს შემოდნებში. პეტრე კუთხეში იდგა და ცდილობდა ყველაფრისთვის მოეყარა თავი. „შეიძლება სხვა შანსი აღარ გქონდეს“, გაგულისებული „მე“ ხმამაღლა უყვიროდა სულში... საკუთარი სიამაყე, სინდისი თუ ამპარტავნება არ აძლევდა საშუალებას ყველაფერი ცხოვრებისთვის, თუ გადატანალი უბედურებებისთვის გადაებრალებინა. უნდოდა ანიტა დაეჯინა და ყველა მისი სულიერი ჭრილობა, მისთვისაც ხილული გაეხადა. მაგრამ პეტრეც ანიტასავით დუმდა. 
-დამიანე ჩემი ძმაა, რომელიც ჩემი უფროსი ძმის სიკვდილის შემდეგ გააჩინეს ჩემმა მშობლებმა. ლიკუნა კი ჩემი საყვარელი იყო, რომელთანაც ამერიკაში დამაიანეს ჩაყვანის შემდეგ ურთიერთობა აღარ მაქვს. -პეტრემ მხოლოდ ამის თქმა ჩათვალა საჭიროდ. ამოიოხრა და ისევ გაჩუმდა.
-მიხარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი დებილური და გულუბრყვილო საქციელით გართობდი. გულწრფელად მიხარია. წარმომიდგენია როგორ დამცინოდი. აი იმისთვის კი გულწრფელად მეცოდები, დამიანე ამ სიბინძურით რომ გასვარე.-ანიტას გული ამოვარდნას ჰქონდა, ამ ყველაფრის შეუმჩნევლობა კი უკანასკნელ საციცოცხლო ძალებს ართმევდა. ეგონა თუ მალე არ გააღწევდა ამ სახლიდან, უსულოდ ჩაიკეცებოდა. 
-შენ ხომ იცი, რომ არასდროს დავცინებ შენს გრძნობას. ისიც იცი როგორ მიყვარს დამიანე.
ანიტა ისევ დუმდა, ძლივს მიიტანა ჩემოდნები მანქანამდე. პეტრე უკიდურესი ძალდატანებით აიძულა თავი, ძალით არ დაეტოვებინა ანიტა თავისთან. 
-მიყვარხარ. ოდესმე აუცილებლად აღიარებ ამას, შენ ამ სახლში დაბრუნდები.-პეტრეს საკუთარ თავში დარწმუნებულ ტემბრს, სიმკაცრესა და შეუვალობას ანიტა წყობილებიდან გამოყავდა. უხმოდ ჩაჯდა მანქნაში. პეტრე ვერაფრით ეგუებოდა რომ ასეთ მდგომარეობაში მას უნდა ემართა მანქანა, მაგრამ იმასაც იაზრებდა რომ ახლა შეწინააღმდეგებით, უარეს წინააღმდეგობას მიიღებდა. ძლივს მოახერხა მანქანაში ჩაჯდომა, ტკივილმა მთელი სხეული გაუხურა. დაზიანებული ფეხი დაუდევრად მოათავსა პედალზე და უკან გაჰყვა ანიტას. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც დაინახა, როგორ შევიდა ანიტა ეზოში. 
მთელი გზა ხმამაღლა ტიროდა სიფრიფანა ქალბატონი. როგორ უნდოდა რაიმეს შესკდომოდა და არ ეგრძნო ის რასაც გრძნობდა. მიხვდა რომ ვითომ დამოუკიდებელი ცხოვრება, სხვების ტყულებით დახლართულ, გამადიდებელი ლუპის ქვეშ არსებულ სამყაროში დაიწყო. ანიტა მიხვდა რომ ერეკლესა და დიანას აუცილებლად ეცოდინებოდათ სიმართლე, იმსაც მიხვდა რომ ყველაფრის ინიციატორები მისი მშობლები იყვნენ, რომლებსაც ვერაფრით დააჯერა რომ გაიზარდა. უნდოდა გული ამოეგლიჯა, რადგან ყველაფრის გათვალისწინებით, ყველა შესაძლებელზე მეტად უყვარდა პეტრე. უნდოდა როგორმე გაქცეოდა საკუთარ განცდებს, სურვილებს, ოცნებებს... რადგან პეტრესთან, მის სახლში დაბრუნება მთელი სულით და გულით ეოცნებებოდა. 
დიანა და ნუნუ გაფითრდნენ ანიტას დანახვისას. უამრავი რამ ჰკითხეს, ანიტა კი ცდილობდა როგორმე თავის შეკავება მოეხერხებინა.
-მე ჩემს ოთახში ავალ.
-რა მოხდა, ვინმემ გაწყენინა? მითხარი, დე, ნუ გადამრევ.
-მე ყველაფერი ვიცი. ჩემს ოთახში ავალ და არავინ შემოვიდეს.
-რა ყველაფერი დე?
-ყველაფერს ნუ გაართულებ და ნუ მაიძულებ ის გითხრათ, რაც მინდა რომ გითხრათ.
-დე, ყველაფერს აგიხსნით. მე და მამა ყველაფერს აგიხსნით.
-არ მჭირდება. არ მინდა თქვენი ნახვა და არც თქვენთან ლაპარაკი.
ანიტას, პირველად ცხოვრებაში, რეაქციაც კი არ ჰქონია ნუნუსა და დიანას ცრემლებზე. თავს უსუსურ, უგუნურ არსებად გრძნობდა, რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ ანდობდნენ. იმ ღამით ვერაფერზე ვერ შეძლო ფიქრი. თითქოს მის გონებას, მის დასაცავად ყველაფერი ბურუსში გაეხვია. 
**************
-შვილო, ოდნავადაც არ ინერვიულო. ასე სჯობდა, შენი ქმარი ჯერ ღლაპია. ანგელოზოვით ხარ, უდიდესი შეცდომა დაუშვი რომ გათხოვდი. 
-მეც ვხვდები რომ ერთ დღეს შეიძლება სხვა შემიყვარდეს. თითქოს პეტრესთან ყოფნის სურვილი თანდათან მიქრება. ის ძალიან რთულია, თავისნაირი ხასიათი აქვს, მე კი ამას ვერ ავიტან.
-ის ჯერ ჩამოუყალიბებელია. წარმოიდგინე, როგორ უნდა გაგეზარდათ შვილი. შენს კარიერას საბოლოოდ დაუსვამდი წერტილს. აბორტი ახლა ყველაზე სწორი გამოსავალი იყო.
***
სახლი არაადამიანურმა ღრიალმა მოიცვა. პეტრე ოფლში ცურავდა, ვერაფრით გაიხსენა, როდის ჩაეძინა მისაღებში მდგარ სავარძელში. ნელ-ნელა გაიხსენა კოშმარი რამაც გამოაღვიზა. თითქოს ხელახლა განიცადა დაუბადებელი შვილის დაკარგვა. 
თვრამეტის იყო მარიანა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად რომ შეირთო. მაშინ ეგონა ზრდასრული მამაკაცივით შეუცდომლად მოქმედებდა. თავი სამყაროს ბრძანებელი, უბედნიერესი კაცი ეგონა. ეგონა რომ უყვარდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. შემთხვევით მოსმენილმა დიალოგმა, კი რომელმაც ახლაც ღრიალით გააღვიძა, ყველაფერი დაუნგრია. ვერაფრით აპატია თავს, მხოლოდ იმიტომ რომ დაკარგა პირმშო, ვიღაცამ ჩამოუყალიბებელ ღლაპად რომ მიიჩნია. ეს იყო პირველი განუზომელი ტანჯვა ცხოვრებისგან, რომელიც დღემდე ჯალათივით ანაწევრებდა მის სულს.
ანიტას დაკარგვამ ყველაფერი გაახსენა, ყველა ტკივილი ერთიანად აეშალა. თვალწინ ხან მარიანას სახე ედგა, რომელიც გადაწყვეტილების მართებულობას უმტკიცება, ხან საკუთარი უსუსლო სხეული ნიკოლას ჩასასვენებელთან. ხანაც დამიანე, რომელიც ვერ ახერხებდა თანატოლებივით საკუთარი ემოციების, გრძნობებისა თუ სურვილების გამოხატვას...

**********
-დე... ანიტა.-უკვე მეათასედ უკაკუნებდა დიანა და უკვე მეთასედ იღებდა კარის გაღებაზე უარს.
-თავი დამანებეთ.
-სტუმარი გყავს.
-არავინ და არაფერი მაინტერესებს, აქ აღარ მოხვიდე.
-ანიტა, მე ვარ, გეგი, გთხოვ, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.
ანიტამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გაუბედავად გაუღო კარგი. გეგი გაშრა ანიტას დანახვაზე, იმ დროის განმავლობაში რაც არ ენახა, საოცრად შეცვლილიყო. არაფერი დარჩენილიყო მხიარული ანიატასაგან, ღიმილით რომ თავაზობდა თავის გაკეთებულ კერძებს.
-გეგი, ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ პეტრეზე ლაპარაკი არ მინდა. გემუდარები, არ შემიძლია.
-ანიტა, მე მის დასაცავად არ მოვსულვარ, ალბათ არასდროს მაპატიებს რომ გაიგოს აქ ვარ, მაგრამ არის რაღაცები რაც უნდა იცოდე და რასაც პეტრე არასდროს გეტყვის თავისი პირით. თავის ტკივილზე ლაპარაკი, ყოველთვის უჭირს და თითქოს რცხვენია კიდეც. ჰგონია რომ ეს წუწუნია. ის არასდროს მოგიყვება რატომ არ გენდობოდა და ზოგადად რატომ არ ენდობა ხალხს.
-მასზე ლაპარაკი არ მინდა.
-ანიტა, არ მინდა ცხოვრების ბოლომდე, მხოლოდ იმიტომ იყო ცალ-ცალკე, რომ მას საკუთარი სიამაყე პრობლემებზე ლაპარაკის უფლებას არ აძლევს. ის ავარიით მიღებული ჭრილობებივით იღებს ყველაფერს, ჰგონია რომ ყველა სირთულე მხოლოდ მისია. ჰგონია რომ რასაც იღებს ყველაფერი დაიმსახურა და განსაცდელივით, მარტო, ღირსეულად უნდა დაითმინოს. გემუდარები, მომისმინე.
 
ანიტა, თითქოს არც სუნთქავდა ისე უსმენა გეგის, რომელიც ნერვიულობის გამო დანაწევრებულად უყვებოდა პეტრეს პირველ ქორწინებაზე. იმ კოშმარზე, რომელმაც წინა ღამით, სიმშვიდე დაუფლებული სახლი ააფორიაქა. ანიტას ტირილისაგან ამომშრალი თვალები საოცრი სისწრაფით აივსო ცრემლებით. გული ისე შეეკუმშა, ტკივილმა სახეზეც კი დაუტოვა კვალი. ახსენდებოდა პეტრესი და დამიანეს ურთიერთობა, ვერაფრით ხვდებოდა როგორ გაიმეტეს ამისთვის. ადამიანი, რომელსაც პატიება არ შეუძლია, მითუმეტეს ვერ აპატიებდა საკუთარ თავს. 
-პეტრემ დღემდე ვერ აპატია თავის თავს. დღემდე ვერ ლაპარაკობს ამაზე და ისევ ისე უჭირს როგორც შვიდი წლის წინ.
-მისი ბრალი ხომ არაფერი იყო?-ძლივს ამოილუღლურა ანიტამ.
გეგიმ ამ სიტყვებში, თანადგომა, გულისტკივილი, სითბო დაიჭირა, რამაც უფრო დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. 
-ის ფიქრობს, რომ მაშინ სურვილებს აყოლილს, ოჯახი რომ არ შეექმნა, არც მისი შვილი დაიღუპებოდა. მაშინ მე და იკაც პატარები ვიყავით, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით გვერდში დავდგომოდით, მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდით ტრაგედიის სიმძიმეს. ვერ ვხვდებოდით რატომ განიცდიდა ჩვენი ძმაკაცი ასე მძიმედ ამ ყველაფერს. პატარაობაში, როდესაც მე ყველაზე მეტად იმის მეშინოდა მამაჩემს სიგარეტით არ გამოვეჭირე, იკას კი იმის, მისი დამალული პორნო ჟურნალები არავის ენახა, პეტრე გიპასუხებდა რომ მას ყველაზე მეტას თავისიანების დაკარგვის ეშინოდა. მის გარდა ყველას მსგავსი რამ გვაშინებდა, ამის გამო უამრავჯერ დაგვიცინია. ვიზრდებოდით და ვხვდებოდით, რომ პეტრეს მართლა მხოლოდ ამის ეშინოდა დედამიწის ზურგზე. ნელ-ნელა ჩვენს გაგვიჩნდა ამის შიში, გვიან, მაგრამ მაინც გავიაზრეთ რა იყო ეს. მას არდაბადებული, რამდენიმე კვირის ნაყოფიც კი ახლობლად მიაჩნდა. ყველა გადამეტებულად მიიჩნევდა მის დრამატულობას ნიკოლას გარდა. ის ჩვენზე უფროსი იყო და ალბათ ჩვენზე უკეთაც იცნობდა თავის ძმას. მთელი დღეები მის გვერდით იყო, კალათბურთის ვარჯიშებზეც კი დაჰყვებოდა რომ არ გაეცდინა. ყველა გულშემატკივარზე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, ამითი ბედნიერი პეტრე კი სულ ცდილობდა ნიკოლასთვის მოლოდინის გამართლებას. მხოლოდ ნიკოლასი და პეტრეს თანდაყოლილი სიძლიერის დამსახურებაა, მაშინ დარდისაგან რომ არ გალოთდა ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ გახდა. პეტრეს გაშავთეთრებულ სამყაროში, ნელ-ნელა ცხოვრების წყურვილმაც შეაღწია. მაშინ ძალიან მაგარ ფორმაში იყო, ზაფხულში NBA-ის დრაფტის ერთ-ერთი დებიუტანტი გახდა. მაშინდელი პეტრე ემოციებს ვერ იტევდა. ერთ-ერთი თამაშისას ნიკოლა არ მოვიდა. მთელი მეოთხედი პეტრეს დაძაბული თვალები, ხელსაყრელი მომენტის მაგივრად ნიკოლას ეძებდა. ვერც ჩვენ გავარკვიეთ რა ხდებოდა, ნიკოლა, პეტრეს ვარჯიშებსაც კი არ აცდენდა, მითუმეტეს არ გააცდენდა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თამაშს განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. მესამე მეოთხედი იწურებოდა, როდესაც მისმა მშობლებმა უსიტყვოდ დატოვეს დარბაზი. არასდროს დამავიწყდება პეტრეს თავლები, როდესაც მისი მშობლების დაცარიელებული ადგილები შენიშნა, განწირული მზერით თითქოს გვთხოვდა რაღაც საიმედო გვენიშნებინა. პეტრემ შუა თამაშისას დატოვა მოედანი, ფორმის გამოუცვლელად ჩაჯდა თავის მანაქანაში, ისე რომ არც კი დაგველოდა. მერე გავიგეთ რომ ნიკოლას სამსახურში წავიდა. პეტრეს, ჯერ კიდევ ტროტუარზე დახვდა მისი ცხედარი. ნიკოლა საკონტროლო გასროლით, მხოლოდ იმიტომ მოკლეს რომ უარაღომ ვიღაც არაკაცს არ დაუჩოქა, მის საქმეში ჩარევისათვის. როგორც გაირკვა, თამაშზე მომავალმა ნიკოლამ, ოფისის წინ დაინახა როგორ ურტყამდა ვიღაც ქართველი, რომელსაც შორიდან იცნობდა კიდეც მასზე უფროს ქალს. თვითმხილველები როგორც ამბობდნენ, ჯერ გაუფრთხილებია, შემდეგ კი ძალიან მაგრად უცემია. ყველა ბიჭისთვის ალბათ განსაკუთრებულად წმინდაა დედა, მაგრამ მათთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად. ნიკოლა, რომელმაც ხანში შესული ქალი, დედასთან გააიგივა ვერაფრით იქნებოდა კონტროლირებადი. ყველანაირ უსამართლობაზე, უზრდელობაზე ეკეტებოდა. შეაკვდებოდა, მაგრამ არ მოითმენდა. ის არასდროს დაიჩოქებდა, თუნდაც სიკვდილის შიშით. პეტრემ, გარდა განუზომელი ტკივილისა და ტრგაედიისა, აქაც იპოვა თავისი ბრალი. „მე რომ მასთან ვყოფილიყავი“-მხოლოდ ამ ფრაზას იმეორებდა იმ პერიოდში. ჩასასველებელთაან იდგა და ნიკოლას წარმოუდგენელი სითბოთი ეფერებოდა, ვერავინ ვბედავდით მიკარებას. მკვლელი ვერ დააკავეს, პეტრეს უფრო მეტად იმიტომ ტკიოდა, რომ გამოძიება ქართველის კვალს ადგა. მასში სხვა ადამიანი დაიბადა, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყო ცოცხალი რომ მშობლებს ვერ იმეტებდა კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის და უნდოდა შური ეძია. როდესაც სამართალდამცავებმა ვერაფერი გაარკვიეს ოჯახმა თავისი ძალებით, არასამართლებრივი გზებით დაიყო მკვლელის ძებნა. მკვლელობიდან ხუთი თვე იყო გასული, ინფორმაცია გოგიმდე პეტრესთან მივიდა. დაუფიქრებლად და სხვებისთვის შეუტყობინებლად მივიდა იმ ადგილზე, მომაკვდავს მივუსწარით. ძალიან მაგრად იყო ნაცემი, ბიტით მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოტეხილი. იმდენად მძიმედ იყო დაშავებული, რომ ფეხის ამპუტაციას სასწაულით გადაურჩა, მაგრამ კალათბურთის, მითუმეტეს პროფესიონალურ დონეზე თამაში სამუდამოდ აუკრძალეს.
ანიტას ვერაფრით იჯერებდა, რომ შეიძლებოდა მის პეტრეს, რომელიც მხოლოდ 26 წლის იყო, ამდენი რამ ჰქონდა გადატანილი. მთელი გულით მოუნდა ახლა მასთან გაქცეულიყო. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და სუნთქვა უჭირდა.
-ასე ნუ ნერვიულობ, ანიტა. პეტრე ძალიან ძლიერია და ძალიან მართალი. შეიძლება ეს ყველაფერიც არ ამართლებს შენთან, მაგრამ ალბათ ხვდები რომ ამდენი გადატანილი სირთულე პიროვნებაზე, მის მსოფლმხედველობასა თუ პრიორიტეტებზე გავლენას ახდენა.
-ამ ყველაფერს მარტო როგორ უმკლავდება?-ანიტამ სლუკუნით, ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა.
-საოცარი მშობლები ჰყავს, ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ძმები ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები და ყველაზე მყარი საყრდენები უნდა ყოფილიყვნენ. ნიკოლას გარდაცვალებამ პეტრე გაანადგურა, მაგრამ დამიანეს დაბადებამ განუსაზღვრელი ძალა მისცა. თან დამიანეს შემთხვევაში პეტრემ იცის, რომ მას კიდევ უფრო განსაკუთრებულად სჭირდება. შენც იცი მათი ურთიერთდამოკიდებულება. დედამისი ჯერ კიდევ შავებით დადის, მამამისი კი თითქოს ერთიანად დაბერდა, ვერც დამიანემ მოახერხა მათი ნიკოლასეული სტრესიდან გამოყვანა. ამიტომ პეტრე მართლა საკუთარი შვილივით ზრდის. ძალასაც ეს აძლევს. 
-ამიტომ მიკვირს გეგი, როგორ გასვარა ამ ტყუილში დამიანე, რომელიც მისთვის ყველაფერია.
-ალბათ არც ამას გეტყოდა პეტრე, მაგრამ უნდა იცოდე რომ მას არანაირი ინტერესი არ ჰქონია შენთვის ტყუილი ეთქვა, არც იმის მაინცდამაინც შენ აეყვანე მოსამსახურედ. ეს შენმა მშობლებმა სთხოვეს, ერეკლეს კი ხათრი ვერ გაუტეხა. საერთოდ არ უფიქრია, რომ დამიანესთან შეხვედრა მოგიწევდა. ეგონა, რომ როგორც შენებმა უთხრეს სამიოდე დღეში მოგბეზრდებოდა ყველაფერი. ცუდი განზრახვა მართლა არ ჰქონია.
-სიმართლე მალევე რატომ არ მითხრა? ასე ხომ ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდა?
-ანიტა, პეტრეს ძალიან მალე შეუყვარდი, მაგრამ ამის აღიარება ძალიან გვიან მოახერხა. წლებია ძველი მეგობრების და თავისი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ურთიერთობს. შეეშინდა იმის რასაც შენს მიმართ განიცდიდა. ამიტომ ეშინოდა შენი ნდობაც, მერე კი მიხვდა რომ უკვე იმდენად გვიანი იყო, სიმართლის თქმით დაგკარგავდა.
-მან მე საყვარლობა შემომთავაზა...-ანიტამ თავის თავს უფრო უთხრა ეს ვიდრე გეგის.
-ამაზე ალბათ თქვენ უნდა ილაპარაკოთ. პეტრე იმდენად ერიდება ახალ ურთიერთობებს, მითუმეტეს არასდროს აპირებდა ვინმეს შეყვარებასა და ოჯახის შექმნას, რომ მგონია მაგ საქციელით უნდოდა რაღაც ნაკლი ეპოვა შენში, ეს მაინც გააკეთა მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული იყო უარს ეტყოდი.
მობილურის ვიბრაციამ, ორივეს ყურადღება მიიპყრო. ანიტას ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და თითქოს ლოყებიც შეეფაკლა.
-ჩვიდმეტი საათია რაც მისი სახლიდან წამოვედი და ყოველ საათში მწერს რომ ვუყვარვარ.-დამნაშავესავით ჩაიბურდღუნა ანიტამ.
-რაც არ უნდა მკაცრი სჩანდეს, საოცრად დიდი გული აქვს და ძალიან უყვარხარ. ელოდება როდის დამშვიდდები რომ დაგელაპარაკოს. გთხოვ, დაფიქრდი რაც გითხარი. რაღაცებს ნუ გადააყოლებთ თქვენს ბედნიერებას.
-დიდი მადლობა, გეგი.
-თქვენი მადლობა ის იქნება, რამდენიმე თვეში ხელისმომკიდეთ რომ დამპატიჟებთ, ისე რამდენიმე დღეზეც არ მაქვს პრობლემა.- გეგი ცდილობდა, ცოტათი უკეთეს გუნებაზე მაინც დაეტოვებინა. ანიტა კი ყურებამდე გაწითლდა მის სიტყვებზე.
-გთხოვ პეტრესთან არაფერი წამოგცდეს, ცოტა ხანი მაინც.-თვალი ჩაუკრა გეგიმ და ოთახიდან გავიდა.
ანიტა მობილურით ხელში წამოწვა თავის საწოლზე და გეგის მონაყოლზე ფიქრი დაიწყო. გრძნობდა სიამაყეს პეტრეს გამო, რომელმაც მიუხედავად პიროვნული თუ ოჯახური ტრაგედიებისა მაინც მოახერხა ფეხზე დადგომა. ახლა როდესაც მისი უტოპია რეალობად იქცა, შეეძლო სინდისის ქენჯნისა და გაბრაზების გარეშე ემსჯელა პეტრეზე. ანიტას გაუჭირდა მაგრამ ფაქტი იყო რომ ოდნავადაც არ ბრაზობდა მასზე. პეტრე მძიმე ხასიათის, მაგრამ ძალიან სამართლიანი იყო, სურვილისა და სათანადო გარემოებების შემთხვევაში კარგი იუმორის გრძნობაც ჰქონდა. იყო ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი, თუ ზალით არ ცდილობდა საწინააღმდეგოს დამტკიცებას. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, რაც ანიტასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლიუსი იყო. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ყველა მისთვის ძვირფას ადამიანთან. დედამისის საუბრისას დანახული პეტრე ანიტასთვის ეტალონად იქცა. ახსოვდა, როგორი გაფართოებული თავლებით უყურებდა პეტრეს, როდესაც პირველად ნახა დამიანესტან ერთად. ეს არ იყო არც ჩვეულებრივი მამა-შვილის, ან ძმების ურთიერთობა. პეტრე, რომელიც გარშემომყოფებზე მკაცრი, მძიმე ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებდა და პირველივე შეხედვისას გაგრძნობინებთან რომ ანგარიშგასაწევ ადამიანტან გქონდათ საქმე, დამიანესთან ყოფნისას სითბოს და სინათლეს ასხივებდა. ერთხელაც არ შეუმჩნევია ანიტას, პეტრეს გაბრაზებული მზერა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო დამიანე, ის არასდროს ჰკარგავდა მოთმინებას. ანიტა არანორმალურ მონატრებასა და მის სახლში დაბრუნების ადამიანსითვის გაუსაძლის სურვილს გრძნობდა. მოუთმენლობა შეპყრობილი ვერც დაძინეაბს ახერხებდა და არც ტავისიანების ნახვა უნდოდა. ღიმილიანი სახით დასცქეროდა მობილურს, რომელსაც ყოველ საათში პეტრეს, თითო „მიყვარხარ“ ემატებოდა.
-ანიტა, შვილო, უნდა ვილაპარაკოთ.-ერეკლე გამალებით აკაკუნებდა ქალიშვილის ოთახის კარზე.
-მამა, არ მინდა შენთან ლაპარაკი, გთხოვ წადი.
-დედაშენმა მითხრა რომ ყველაფერი გაიგე, მინდა რომ ამაზე ვილაპარაკოთ.
-მე არ მინდა.
-ანიტა, გასაღები ხელში მიჭირავს, უბრალოდ მინდა რომ კარი შენ გამიღო.
-მამა, თუ მილიონი გასაღები აქვს ცემი ოთახის კარს, საკეთი რაღად უნდა.-ბუზღუნით გაუღო ანიტამ კარი.
-მა, რატომ გვანერვიულება?-ერეკლეს მართლაც საშინლად აღელვებული სახე ჰქონდა.
-მამა, მეგონა მენდობოდი, მეგონა გიყვარდი, ასე როგორ მომექეცი. პეტრეს როგორ გავუბრაზდე უნდობლობისა და ტყულისთვის, როდესაც ეს შენ და დედამ გამიკეთეთ, თქვენ არ მენდეთ.
-არ გვეგონა ასე თუ გამოვიდოდა.
-მამა, ბავშვობიდან გამუდმებით მიმეორებ, რომ „მეგონა“ სიტყვა არ არის.
-მაპატიე, შვილო, მინდოდა დამეცავი, მაგრამ უარესი გამოვიდა. გვაპატიე.
-ძალიან გაბრაზებული ვარ. თქვენს გამო ორი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, იცი როგორ მეზიზღებოდა ჩემი თავი? სინდისის ქენჯნისგან სიკვდილი მინდოდა.
-ანო, მა გიყვარს?
არ მინდა ამაზე შენთან ლაპარაკი.-ანიტას საშინლად ეუხერხულებოდა.
-დღეს როგორც კი ჩამოვფრინდი, მაშინვე დამირეკა და სამსახურში მოვიდა. არ ვოცოდი ასე თუ დაშავდა ავარიისას, ისეც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
-რა გითხრა? -ანიტას სულ გადაავიწყდა მამამისზე გაბრაზებული რომ იყო.
-ეტყობა რომ ზალიან განიცდის, ის მართლა კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ოჯახიც აქვს. ვიცი ცხოვრებაში რაც გამოიარა. უკვე რამდენიმე წელია ის უძღვება გოგის საქმეებს და სხვატაშორის წარმატებულად. მისი თანატოლებისგან ძალიან განსხვავდება. მითხრა რომ უყვარხარ, რომც არ ეთქვა ეს ისედაც ეტყობა. შენც გეტყობა... ვიცი რომ თქვენტან დამნაშავე ვარ, ძალიან ვწუხვარ ანიტა.
-მე მაინც გაბრაზებული ვარ თქვენზე, არასდროს მოვქცეულვას ისე რომ თქვენ გული გტკენოდათ, ან ჩემი შეგრცხვენოდათ, რა უნდა გავაკეთო რომ მენდოთ?
-ჩვენ მხოლოდ შენი ბედნიერება გვინდა, მა. ზედმეტი სიფრთხილით და არა შენი უნდობლობის გამო გავაკეთე ეს. გულწრფელად გიხდი ბოდიშს.
ანიტას არასდროს გაეგონა მამისგან ბოდიში. იცოდა ერეკლესთვის ეს, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ სათქმელი სიტყვა იყო, ამიტომ ვერაფრით დარჩებოდა გულგრილი. თვალები ცრემლებით აევსო, როდესაც გულში პატარა ბავშვივით ჩაიკრა ერეკლემ.
-ახლა გავალ და დილიტ ვილაპარაკოთ, იმ ბიჭს უყვარხარ, არ მინდა უბედურს გხედავდე. ზოგჯერ სიამაყე ყველაზე ფასეულ რარაცებს გვაკარგვინებს, ზოგჯერ გონებასთან ერთად გულსაც უნდა უსმინო. ვიცი რომ შეცდომას არ დაუშვებ, ჩემო პრინცესა. ძალიან მიყვარხარ, მა.
-მეც მიყვარხარ. 
-დიანა ძალიან ნერვიულობს, გთხოვ დილით დაელაპარაკე.
-კარგი მა.
ანიტას საკუთარი ტავის უკვირდა, ისე სწრაფად ლაგდებოდა ყველაფერი. სულ რამდენიმე საათის წინ ეგონა პეტრემ დასცინა. ეგონა მშობლებს არასდროს აპატიებდა. ახლა კი ბედნიერებისაგან ფრენა შეეძლო. გასხივოსნებული თვალებით დახედა კიდევ ერთ „მიყვარხარს“, ძლივს აიძულა თავი პასუხი არ გაეცა პეტრესთვის.
ანიტას მალევე ჩაეძინა, დილით გიჟივით ეცა ტელეფონს. ერთი სული ჰქონდა მის ძილში მოსული გაუხსნელი წერილები წაეკითხა, მაგრამ იქ მხოლო ორი ცალი „მიყვარხარ“ დახვდა. წყენისაგან ცხვირი აეწვა, ზუსტად ის შეგრძნება ჰქონდა ძლივს რომ ცდილობ თვალზე მომდგარი ცრემლები არ გადმოგეღვაროს. „ალბათ დაეძინა“, ეწყინა, მაგრამ მაინც მოუძებნა გამართლება პეტრეს... უკვე დილის თერთმეტი საათი ხდებოდა, ანიტამ იცოდა რომ პეტრეს არასდროს სძინავდა აქამდე. ნერვიულობამ, შიშმა, სიცივემ ერთიანად მოიცვა მისი სხეული. ვერაფრით ახერხებდა რაიმეზე კონცენტრირებას, მოუსვენრად სცემდა ბოლთას, უკვე მოლანდებებიც კი დაეწყო, ყოველ წამში ამოწმებდა ტელეფონს. 
ბევრი ფიქრისა თუ შინაგანი ჭიდილის შემდეგ, ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. გაუაზრებლად ჩაიცვა რაც ხელში მოხვდა, დიანას მიაძახა გავდივარო და მანქანა პეტერს სახლის მიმართულებით დაძრა. გზაში უამრავი აზრი ცვლიდა ერთმანეთს, რცხვენოდა, სიამაყე ახრჩობდა, მაგრამ უფრო ეშინოდა იმის რასაც გული უგრძნობდა. გაურკვევლობას არჩია, ცოტა ხნით სიამაყეც მიევიწყებინა და ისიც რომ გოგო იყო. „მხოლოდ ის ვიცოდე, რომ კარგად ხარ“, გონებაში ეს ფრაზა უტრიალებდა, რამდენიმე წუთში უკვე სახლის შესასვლელთან იდგა., ნაცნობ დაცვის ბიჭს ღიმილით მიესალმა და თხოვა კარი გაეღო.
-ანასტასია, სახლში არავინაა. ბატონი პეტრე ღამით ამერიკაში გაფრინდა. 
ფერდაკარგული ანიტა ვერაფერს გრძნობდა, საერთოდ ვერაფერს. მიხვდა, რომ ცოტაც და გაგიჟდებოდა. გონებაში ვერაფერი იპოვა ხელმოსაჭიდი, ვერაფრით ხსნიდა, ვერაფრით ამართლებდა პეტრეს საქციელს.
***************
„ბედნიერი ხარ, როცა შენს თავს სადმე იპოვი...
იმ სამყაროში შენიანი ჰქვია ყველაფერს.
შენთვის ცხოვრება, ვიღაცისთვის უბრალოდ სპორტი,
კალათბურთია და შენც არჩევ თითქმის ყველაფერს.
ბედნიერებას შენც აგროვებ კალათთან ერთად
შენ სიხარულით ივსები და ის კი ბურთებით.“

რამდენიმე საათის წინ, პეტრე რომელიც ვერც კი გრძნობდა კიდევ თუ შემორჩენოდა სხეულში სული და გული, აცრემლებული, არაადამიანური სევდით სავზე თვალებით დასცქეროდა პატარა ფურცელს, რომელიც ნიკოლას პატარა ლექსს ინახავდა. რამდენიმე წლის წინ, იმ პირობით რომ არ დასცინებდა, ნიკოლამ დარცხვენით გაუწოდა ეს ფურცელი, მისი დაწერილი პირველი და უკანასკნელი ლექსით. პეტრესთვის ეს ყველაფერზე ძვირფასი რამ იყო, სათუთად ინახავდა და შეხებისთვისაც კი მხოლოდ მაშინ იმეტებდა როდესაც ძალიან უჭირდა. ახლა კი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იდგა. განადგურებული იჯდა თვითმფრინავის სავარძელში, ნიკოლას ლექსითა და ანიტას პატარა შარფით ხელში, რომელიც წინა დღეს შემთხვევით დავარდნოდა ოთახის იატაკზე.
 
ადრე ყველაფერი მარტივად გამოდიოდა, ყველაფერი ჰქონდა რასაც კი მოისურვებდა. მშობლები უბრალო პრობლემებსაც კი არ აკარებდნენ. ახლა კი თითქოს ერთიანად დაატყდა ყველაფერი თავზე, ერთიანად შეეჯახა ცხოვრების დაუნდობლობასა და სიმკაცრეს. ადრე რაც არ უნდა მომხდარიყო, სახლში მიირბენდა დიანასა და ნუნუზე ჩახუტებული გამოიტირებდა და ყველაფერი ისევ კარგად იყო. ახლა კი ვერ მოეფიქრებინა რა ექნა , რა ეფიქრა. მანქანაში კიკეთის სახლის გასაღები მოძებნა, რომელიც ყოველთვის თან ჰქონდა. არ უნდოდა დედამისის კალთას ამოფარებულ გამოეტირა თავისი პრობლემები, არ უნდოდა და იცოდა, ამას ვერც მოახერხებდა.
კიკეთის სახლი ერეკლემ თითქმის საკუთარი ხელით ააშენა. ყველა დეტალი, არაჩვეულებრივი სიზუსტითა და გემოვნებით იყო გადაწყვეტილი. ერეკლეს პატარა ბავშვივით უხაროდა აქ მოსვლა. სახლს უზარმაზარი ბაღი ჰქონდა, ბევრი იშვიათი მცენარითა და ულამაზესი აუზით. ანიტას სასიამოვნო მოგონებების უდიდესი ნაწილი ამ სახლს უკავშირდებოდა. მამამ, ათი წლის რომ გახდა, თვალებახვეული მოიყვანა ამ სახლში. მესამე სართული მთლიანად ვარდისფერი იყო, მისი საყვარელი მულტფილმის გმირებით კედლებსა და სუვენირებზე. ანიტამ მაშინვე თავის სამფლობელოდ გამოაცხადა ეს სახლი, ყოველთვის სიამაყით უჩვენებდა თავის მეგობრებს მამიკოს საჩუქარს. უქმეების დიდ ნაწილს სულ აქ ატარებდნენ. აქ ერეკლე და ანიტა თამაშობდნენ დამალობანას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მიზანში სროლაში, კრეფდნენ დამწიფებულ ხილს... მაგრამ ერეკლესთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი მაინც სახლის მარანი იყო, რომელის კედლებიც, ძმაკაცმა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტებით მოუხატა. მამა სულ უშლიდა აქ მარტო შესვლას, იმის შეშით რომ ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ქვევრში არ ჩავარდნილიყო, ან რამე არ ეტკინა, ანიტას კი ყველაზე ძალიან ეს გამორჩეულად მყუდრო ოთახი იზიდავდა. ერეკლე სიცილით უქნევდა თითს იქ შეყუჟულს რომ აღმოაჩენდა, მაგრამ არასდროს უბრაზდებოდა.
ახლა კი ეს სახლი სულაც არ ახალისებდა. უგულოდ გადმოვიდა მანქანიდან და მაშინვე მარნისაკენ წავიდა. ყველაზე ბნელ კუთხეში, ძირს დაჯდა, გამაბრუებელმა სუნმა, სიგრილემა და არაჩვეულებრივმა სიმყუდროვემ დაავიწყა რა დატოვა კარს მიღმა. თვალები ისეთი ძალით ჰქონდა დახუჭული, ტკიოდა, თითქოს ამით ცდილობდა ფიქრებისაგან თავის დაღწევას.
ვერაფრით აეხსნა, ასე გაუფრთხილებლად, მოულოდნელად როგორ ან რატომ წავიდა პეტრე. უკვე ბინდდებოდა, მანქანამდე ძლივს მილასლასდა. უამრავი უპასუხო ზარი დახვდა, მიხვდა სადისტივით ექცეოდა მშობლებს.
-დე, ნახევარ საათში სახლში ვიქნები, კიკეთში ვიყავი, ნუ ნერვიულობთ.-ეცადა რაც შეიძლება ნორმალური ხმით დალაპარაკებოდა დიანას.
-რა ხმა გაქვს, ანიტა რა ხდება?
-არაფერი, დედა, მოვალ ნახევარ საათში. კარგად ვარ.
ტელეფონში გეგის ნომერი მოძებნა, გაურკვევლობას გაგიჟებამდე მიჰყავდა, გეგი კი მისი ბოლო იმედი იყო, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია ებღაუჭებოდა და სიკვდილივით ეშინოდა მისი გაცრუების. ტელეფონი გამორთული იყო. ნერვიულად ურტყამდა საჭეს ხელებს, როგორღაც შედარებით დამშვიდდა. გონება დაძაბა გეგის მისამართის გასახსენებლად, სადაც ერთხელ პეტრესთან ერთად იყო მისული. გზას არასდროს აკვირდებოდა, თუ მანქანას თავდ არ მართავდა, მაგრამ მაინც მოახერხა ადგილმდებარეობის გახსენება. გეგის თბილისში მხოლოდ ბებია ჰყავდა. მოხუცმა ქალმა, რამდენიმე ზარის შემდეგ გაუღო კარგი. ქალს თითქოს ელდა ეცა მისი შეშლილი სახის დანახვაზე.
-გამარჯობათ, რა გნებავთ? -ჰკითხა დაბალმა, კეთილსახიანმა მოხუცმა.
-ქალბაატონო, მე ანიტა ვარ, თქვენი შვილიშვილის მეგობარი, მისი ნახვა მინდა.
-შვილო, რა მოხდა, ფერი არ გადევს. გეგიმ ხომ არ გაწყენინა?-ქალს შიშისაგან თვალები გაუფართოვდა და სახე გაუმკაცრდა.
-არა, რას ამბობთ. უბრალოდ საქმე მაქვს.
-ისე უცებ წავიდა, ალბათ ვერავინ გააფრთხილა. ამერიკაში გაფრინდა რამდენიმე საათის წინ.
მხოლოდ მოხუცზე ნერვიულობამ აიძულა თავი შეეკავებინა, ფეხებში ძალას ვერ გრძნობდა, თითქოს გონებას კარგავდა.
-იკა, იკას მისმართი ხომ არ იცით?-ნერვიულად იკითხა ანიტამ.
-ირაკლიც მასთან ერთად წავიდა შვილო, სექტემბრამდე არ აპირებდნენ დაბრუნებას, მაგრამ დილით ასეთი რა გაიგეს არ ვიცი. ისეთი ანერვიულებული დამტოვა, არ ვიცი რა ვიფიქრო.
-არ ინერვიულოთ, ქალბატონო, ალბათ რაიმე საქმე გამოუჩნდათ. კარგად ბრძანდებოდეთ. -ანიტამ თვითონაც არ იცოდა, როგორ მოახერხა ამ უღიმღამო, მაგრამ მაინც დამამშვიდებელი სიტყვების თქმა.
გათიშული მართავდა მანქანას, მხოლოდ ის იცოდა რომ ამის მერე აღარაფერი არ იქნებოდა ძველებურად. გზა თითქოს თავისით მივიდა სახლამდე. 
-დე... ცოტა ხნით კიკეთში უნდა ავიდე.-სახლში შესვლისთანავე ,ისალმების მაგივრად ეს უთხრა ისეაც გადარეულ დიანას.
-ანიტა, ნუ გადამრევ. რა გინდა მარტო კიკეთში? ან ასე ცუდად არტომ გამოიყურები? მეშინია თავს არაფერი აუტეხო. -დიანა ტირილით დასდევდა ქალიშვილს უკან, რომელიც ბოლო ორმა თვემ ისე შეცვალა ვეღარ ცნობდა. ეშინოდა მისი სიცივე ჩამდგარი თვალების, უემოციო სახის... 
-უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა, დედა.
-ყველაფერი იმ ბიჭის ბრალია, რატომ არ მოვკვდი იმ დღეს მასთან რომ გაგიშვი?
-დედა ყველაფერი ისეა მისი ბრალი, როგორც თქვენი. ყველაფერი მორჩა ის ამერიკაში წავიდა. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. გთხოვ, ტელეფონზე მილიონჯერ ნუ დამირეკავ, თორე საერთოდ გამოვრთავ. კარგად ვიქნები.
-მე და ნუნუ მაინც წამოვალთ, საჭმელს გაგიკეთბთ, მოგივლით.
-დედა, მარტო მინდა ყოფნა, მეც შემიძლია თავის მოვლა. -ანიტა მიხვდა რომ ნერვები აღარ ჰყოფნიდა. მაშინვე დაავლო გამზადებულ ჩანთას ხელი, ნუნუს და დიანას უცებ აკოცა და მანქანაში ჩაჯდა.
ათი წუთი არ იყო გასული ერეკლემ რომ გადმოურეკა.
-მა, სად ხარ?
-კიკეთში მივდივარ.
-ანიტა, მხოლოდ იმიტომ გაძლევ მანდ მარტო ყოფნის უფლებას რომ შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვხვდები რომ დაფიქრება გჭირდება. არ დაგავიწყდეს რომ მე და დედაშენი შენს გამო ვცოცხლობთ, შენ რომ რამე დაგემართოს, მა...-ერეკლეს ხმა გაებზარა.
-ვიცი მა.
-თავს გაუფრთხილდი, დაცვის სამსახურიდან ერთი ბიჭი ამოვა.
-არ მინდა მა, მარტო ყოფნა მინდა.
-მე მინდა ანიტა და გთხოვ, არ შემეწინააღმდეგო. ეზოსთან იდგება, შენ არ შეგაწუხებს.
-კარგი.
-რაც შეეხება პეტრეს, ეს შენი საქმეა, არ მინდა ჩავერიო, ჯერ-ჯერობით მაინც. ძალიან მიყვარხარ, მა.
-მეც მიყვარხარ.
*********
ამ დღის შემდეგ, თითქმის აღარაფერი იყო ძველებურად. არსებობა, რომელიც ცხოვრების კარიკატურადაც არ გამოდგებოდა. კვირაში ერთხელ მშობლების ნახვა, მათი სიმშვიდისთვის რამდენიმე გაღიმება, ყელში ძლივს გადასული ორიოდე ლუკმა და ისევ კიკეთის სიმარტოვე. შიში მშობლების თვალებში და მოთმინება, რომელიც ოდესმე მიაღწევს ზღვრას. 
დიანა ყოველ დღე ტიროდა ცოცხლად მკვდარ შვილს, რომელიც მოლანდებასავით კვირაში ერთხელ გამოჩნდებოდა გაფითრებული სახითა და უღიმღამო სამოსით. ერეკლე ხვდებოდა, რომ ზედმეტი ყურადღება ანიტას უარეს მდგომარეობაში აყენებდა, ხვდებოდა რომ თუ თვითონ არ მოინდომებდა, ვერც იძულება და ვერც დიანას ცრემლები ვერაფერს გახდებოდა. სიკვდილი ერჩივნა, ერთადერთი შვილის ამ მდგომარეობაში ყურებას, მაგრამ მაინც ღირსეულად დუმდა. 
ანიტას ყოველი დღე ერთმანეთს იმეორებდა. სულ ცუდ ხასიათზე მყოფი მეგობარი, „მეგობრებმაც“ მალე მიივიწყეს. არც ბრაზდებოდა, რადგან ამ ბოლო დროს თვითონაც ვერ იტანდა თავის თავს. ზოგჯერ სერიოზულად ეშინოდა არ გაგიჟებულიყო. საშინლად განიცდიდა მშობლების მდგომარეობას, მაგრამ ვერაფრით აიძულა თავი ძველებურად მოქცეულიყო მათთან. უკვე უამრავჯერ მოუხადა მათ ბოდიში, უამრავჯერ თხოვა პატიება, მაგრამ დიანასა და ერეკლეს თვალები არაფრით შორდებოდა. ხვდებოდა როგორ ჭამდა მისი დარდი მისთვის ძვირფას ადამიანებს მაგრამ არაფერი შეეძლო. ბოლო ოთხ თვეში უკვე მესამე ფსიქოლოგთან იყო დიანას დასამშვიდებლად, მაგრამ თავს უარესად გრძნობდა. 
ზოგჯერ გაუცნობიერებლად იღებდა დანას ხელში, ხარბი თავლებით დასცქეროდა საკუთარ ვენებს, ბოლო წამს კი მაინც რაღაც იმედს ებღაუჭებოდა. იმედს რომ მისი პეტრე დაბრუნდებოდა. მიუხედავად განუზომელი ტკივილისა არაფრით ეთმობოდა. სადღაც მაინც სჯეროდა რომ პეტრეს რაღაც მიზეზი ჰქონდა, მისთვის უცხო, წარმოუდგენელი, მაგრამ მაინც მიზეზი, რომლითაც ყველაფრის გამართლებას შეძლებდა.
ანიტა მხოლოდ პეტრეზე ფიქრისას გრძნობდა თავს მშვიდად. ამიტომ უყვარდა კიკეთის სიმარტოვე, სადაც არავინ უშლიდა ხელს ფიქრში. მშობლების გარდა, მხოლოდ ირიშასთან და მამა გიორგისთან ურთიერთობდა. მამა გიორგი და სიონი, ყოველდღიური, წვეთი სიმშვიდე იყო მისთვის. რცხენოდა ტკივილმა რომ მიიყვანა ტაძარში, მაგრამ ხვდებოდა რომ ამის გარეშე მართლა დაიღუპებოდა. ის რომ მამა გიორგი პეტრეს მოძღვარიც იყო, განსაკუთრებულად ათბობდა. მამაოსთან ლაპარაკში მივიწყებულ ბედნეიერებასაც კი გრძნობდა. სიონში მიხვდა, თუ რამდენად უსუსურია ადამიანთა პრობლემები, უფლის ძალასა და მის წყალობასთან. მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგისთან პეტრეზე არასდროს ულაპარაკია, ანიტას შეგრძნება ჰქონდა რომ მან უსიტყვოდაც ყველაფერი იცოდა. ერთ საღამოს, როდესაც ანიტამ ჩვეულებისამებრ თხოვა მამაოს დაელოცა წამოსვლისას. ჩვეული სიმშვიდით უთხრა მამა გიორგიმ, ერთ-ერთი წმინდანის სიტყვები, -„სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსა და სივრცეში განგვეშორა.“- დალოცა და დაემშვიდობა.
ზოგჯერ ანიტა ფიქრობდა რომ, ზედმეტი მოდიოდა და საკუთარი მოგონებებითა თუ ოცნებებით ცხოვრება უბედურებამდე მიიყვანდაა. ამ სიტყვებმა კი თითქოს ახალი სისხლის გადაუსხა. პირველად დაბრუნდა სახლში ღიმილიანი სახით. მისაღები სავსე იყო, მშობლებისა და მონატრებული დამიანეს ფოტოებით, დიდ ხანს ეფერა. განცდილმა გული გაუთბო, ასე იქცეოდა ყოველთვის როდესაც მონატრებას გაგიჟებამდე მიჰყავდა. პეტრესი კი ერთი ფოტოც არ ჰქონდა, ერთი ნივთიც კი, რომელიც მას გაახსენებდა...
*************
-პეტრე, ხომ გაქვს დარეკვის უფლება, დაურეკე, ან მომეცი უფლება დავურეკო და ყველაფერი ავუხსნა. -უკვე მეოთხე თვეა, გეგი ერთიდაიგივეს უმეორებდა პეტრეს.
-არ მინდა. მე არც კი ვიცი რა მელის, არც კი ვიცი როდის მოვახერხებ საქართველოში დაბრუნებას. შენ ხომ იცი, რომ შეიძლება მრავალი წელი მომიწიოს აქ ყოფნა. ახლა, როდესაც ჰგონია რომ მივატოვე, გაბრაზებული უფრო ადვილად დამივიწყებს. ასე უფრო კარგად იქნება.
-ის კარგად არ არის.
-ვიცი, მაგრამ იქნება. ანიტა ძალიან ძლიერია.
-დავიჯერო მართლა გინდა, ან მართლა გჯერა რომ ის უშენოდ კარგად იქნება? შენი თავი ოდნავ მაინც რომ შეიცოდო არ შეგიძლია?
-მე არჩევანი გავაკეთე, ამიტომ თავის შეცოდების უფლება არ მაქვს. ანიტამ უკანასკნელ ნაძირალად უნდა ჩამთვალოს, რომელმაც დაუმშვიდობებლად, უპატრონოს მიაგდო.
-პეტრე, ოთხი თვე გავიდა, მასზე მხოლოდ ის ვიცით რომ სიონში დადის და მთელ დროს მეცადინეობას ანდომებს. ფოტოებზე უკეთესობა კი არა ის უფრო ეტყობა, რომ ტანჯვას შეეგუა და ეს ჩვეულებრივ მოვლენად აქცია, ისევე როგორც შენ. ხომ ხედავ როგორი გამხდარია და როგორ გამოიყურება, ოთხი თვეა კიკეთში მარტო ცხოვრობს. შენ კი მხოლოდ იმით განსხვავდები მკვდრისგან რომ ზოგჯერ თავს ლაპარაკის უფელას აძლევ. მკვდარი იმედებით ცხოვრობ, არაფრის მოლოდინისა და წყვდიადს შეგუებული.
-გაუძლებს, მეც გავუძლებ.
-რომ გათხოვდეს?! -პეტრეს სახე გაუწითლდა, იგრძნო როგორ აეწვა მთელი სხეული. მთელი ძალით სცადა, მაგრამ მაინც ვერაფრით შეხვდა უემოციოდ გეგის კითხვას, რომელზეც მთელი ოთხი თვეა ფიქრობდა.
-მას უფლება აქვს ისე იცხოვროს, როგორც მოუნდება.
-შენ?
-მეც მაქვს ამისი უფლება და ამიტომ ვარ ახლა აქ, სხვა კონტინენტზე და თანაც ციხეში.
 
30 დეკემბრის დილა საოცარი სითეთრით გათენდა. ანიტას გული უწუხდებოდა სადღესასწაულო დღეების მოახლოებაზე. კიკეთში საშინლად ციოდა, რადგან უნივერსიტეტში არდადეგები იყო, მხოლოდ მშობლების და მამა გიორგის სანახავად ჩადიოდა თბილისში. დანარჩენ დროს სახლში იჯდა, ფიქრობდა, სახლს აწესრიგებდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და ნელ-ნელა ყველა იმ წიგნს კითხულობდა რომელიც პეტრეს ბიბლიოთეკაში ენახა. თითქოს შეეგუა რომ მომავალიც ასეთი იქნებოდა, ის აქ, კიკეთში, სიმშვიდესა და სიმარტოვეში. პეტრე კი, სადღაც, ძალიან შორს. ერთმანეთს კი მხოლოდ გაურკვევლობა დააკავშირებდათ. გასაკვირია, მაგრამ ამაშიც იპოვა რაღაც ბედნიერება. ბედნიერი იყო რომ თუნდაც ორი თვე იცხოვრა საყვარელ ადამიანთან, თუნდაც ტყუილში, მაგრამ მაინც მის სიახლოვეს. აბედნიერებდა დამიანეს არსებობა, მონატრებიც კი, რომელიც დიდი ხანია გაუყუჩებელ ტკივილად ექცა. სულ რომ არაფერი მომხდარიყო მომავალში, ანიტა ფიქრობდა რომ ესეც კი ეყოფოდა არსებობის გასამართლებლად.
საოცარი იყო, მაგრამ ვერაფრით დაუშვა რომ პეტრემ მიატოვა, ვერაფრით დაუშვა რომ ასე მწარედ დასცინა. მაინც სჯეროდა, სჯეროდა მთელი გულით და უყვარდა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. საკუთარი ფიქრები იმდენად აშორებდა რეალობისგან, ზოგჯერ ეშინოდა მართლა გიჟად არ შეერაცხათ გარშემომყოფებს, რადგან უკვე თვითონაც ეპარებოდა ამაში ეჭვი.
ძლივს ადგა საწოლიდან, გარეთ ყველაფერი თოვლს გადაეთეთრებინა, მაგრამ ცა ისე უყო მოქუფრული, იფიქრებდით არც კი გათენებულაო. პეტრეს საყვარელი ყავით ხელში ეზოს გაჰყურებდა. ბოლო ორი დღეა სულ თავის დაბადების დღეზე ფიქრობდა, ხიდიდან გადახტომის გახსენებისას, მაშინდელივით უკანკალებდა სხეული. ფიქრებში ღრმად წასული თითქოს მისი საყვარელი მამაკაცის სუნსაც გრძნობდა. გონებას ძლივს წვდებოდა ჩართული ტელევიზორის ხმა. 
„ხუთი წლის წინ, ნიუ-იორკში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე როგორც იქნა გახსნილია.“-ნიუ-იორკის და ზოგადად ამერიკის ხსენებაზე ანიტას სმენა ეძაბებოდა, ახლაც, როგორც კი მის სმენას მისწვდა მაშივე შემობრუნდა. ანიტა გაფითრებული სახით შეჰყურებდა, საინფორმაციოს წამყვანის თავთან გამოტანილ სურათს, რომელზეც ზუსტად ის ბიჭი იყო გამოსახული, რომლთან გადაღებული სურათიც პეტრეს თავთით ედო. „-ნიკოლა“- ძლივს წარმოთქვა ანიტამ. წამყვანი კი ისევ აგრძელებდა მონოლოგს-„ნიკოლა გეგეშიძე, ასევე ქართველმა გ.ლ.-მ, ხუთი წლის წინ საკონტროლო გასროლით საკუთარი სამსახურის წინ მოკლა. საქმის გახსნა კი მხოლოდ წელს, ივლისის ბოლოს ჩატარებული სპეც-ოპერაციით მოხერხდა. დაკავებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე დაკავებულია გარდაცვლილის ძმა, პეტრე გეგეშიძე, რომელიც მომხდარი ფაქტის შემდეგ საკუთარი ძალებით ცდილობდა დამნაშავის დასჯას. სპეც-ოპერაციის დღეს იგი, დამნაშევესა და მის მოკავშირეებთან ერთად აიყვანეს. იარაღის უკანონო ტარებისათვის პეტრე გეგეშიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოჯახისა და ჩვენი სახლმწიფოს მოთხოვნით, რამდენიმე დღეში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება.“
პეტრეს წასვლის შემდეგ პირველად გაიგო მის შესახებ რაღაც. უგრძნობი სახით შეჰყურებდა ტელევიზორს და არ იცოდა რა ეფიქრა. პეტრეს ციხეში ყოფნა, აუფერულებდა არ მიტოვებით გამოწვეულ სიხარულს. ანიტა ყველაფერს მიხვდა, მიხვდა რატომ წავიდა ასე გაუფრთხილებლად, რატომ ვერავისგან ვერაფერს გებულობდა. ეს საქციელი ნამდვილად ჰგავდა პეტრესას, მას ისევ მარტო სურდა სირთულეების გადალახვა. 
დიანას ლაპარაკიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ მასაც მოესმინა სიახლე, გაგიჟებული ურეკავდა. სხვა არაფერი დაამახსოვრდა, ისე იყო მოსმენილით დაბნეული და გათიშული. ერეკლე ბრიუსელში იყო, ამიტომ მხოლოდ დედამისთან მოუწია იმ დღეს ლაპარაკი. გვიან ამოუტივტივდა გონებაში, წამყვანის ბოლო ფრაზა „რამდენიმე დღეში მისი საქართველოში ექსტრადირება იგეგმება“... 
-ანიტა, როგორ ხარ?-შეშინებულმა ჰკითხა ირიშამ, როგორც კი ანიტას ხმა გაიგონა.
-არ ვიცი, ვეღარაფერს ვფიქრობ და მგონი ვეღარც ვერაფერს ვგრძნობ.
-დიანამ დამირეკა და ყველაფერი მომიყვა. ხომ გეუბნებოდი რაღაც მიზეზი ექნება-მეთქი?
-ეს რაღაც მიზეზი ნამდვილადაა, მაგრამ შენი აზრით ამართლებს? წინა დღით სიყვარულს მიმტკიცებდა, მერე კი ისე წავიად ვიაღაცის მოსაკვლელად, არც კი დაფიქრებულა ჩემზე, ჩვენზე.
-მას ხომ არავინ მოუკლავს?
-დარწმუნებული ვარ რომ პოლიციამ ან ძმაკაცებმა არ მისცეს ამის საშუალება, ალბათ ვერაფრით მოახერხა, სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოკლავდა.
-იქნებ ზუსტად თქვენს გამო გადაიფიქრა?
-ირიშა, ალბათ მეც მინდა ამის მჯეროდეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არც კი გაფრინდებოდა.
-ხომ ნახავ? დიანამ მალე ჩამოიყვანენო?
-არ ვიცი.
-რა არ იცი? აუცილებლად უნდა მიხვიდე და ყველაფერზე ილაპარაკოთ. სამი წელი ბევრი არაა, თუ გიყვარს. წარმოგიდგენია როგორ უჭირს ციხეში? თან მას ჰგონია რომ ნაწყენი ხარ და არაფრით აპატიებ მიტოვებას. შეიძლება ისიც ჰგონია რომ უკვე დაივიწყე.
-ამ ყველაფერზე რომ ეფიქრა, ან მისთვის ოდნავ მაინც ფასეული ვიყო, ახლა აქ იქნებოდა?
-შენი თავი მის ადგილზე წარმოიდგინე... ძმა მოუკლეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. ალბათ არც შენ გაუშვებდი შურისძიების შანსს ხელიდან, თან ის პეტრეა. კაცი, რომელიც შენი ლაპარაკიდან გამომდინარე ასეთ რაღაცებს არ პატიობს.
-ამ შურისძიების გამო დაკარგა კალათბურთის თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი არც კი უფიქრია, ისე გაწირა დამიანე და თავისი ოჯახი. მე სულ არაფერ შუაში ვარ.
-ის მაინც მართალია სადღაც. ჩვენ არ გადაგვიტანია ის, რაც მან გადაიტანა. ამიტომ ვერ მივხვდებით, რისი გაკეთება მოგვეჩვენებოდა სწორად მის ადგილას. ახლა ყველაფერი უნდა დაივიწყო, მთავარია რომ გიყვარს და დარწმუნებული ვარ მასაც უყვარხარ. უნდა აპატიო და ისეთი ბედნიერები უნდა იყოთ, ვერაფრით რომ ვერ დათმოს.
-არ ვიცი. მიყვარხარ ირიშა.
-მეც ძალიან მიყვარხარ და იცოდე აღარ ინერვიულო. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
ანიტას მთელი შეგრძნებით უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ხვდებოდა რომ ყველაფრის კარგად ყოფნამდე ძალიან შორს იყო. იმ წუთიდან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ ექცეოდნენ პეტრეს ციხეში, როგორ იყო, ან რას ფიქრობდა ახლა, ან მაშინ როდესაც ამერიკაში ძმის მკვლელის მოსაკლავად გაფრინდა. 
არც კი გაუგია ისე დადგა 2013 წელი, დიანა მოთმინებით უყურებდა შვილის უგუნებობასა და მის წინ მჯდომი ანიტას სულ სხვაგან ყოფნას. ერეკლეც ერიდებოდა ტელეფონით ამ თემაზე საუბარს. 
**********
-დე, რა საშინელებებს იბედებ, გთხოვ დაბლა მაინც ჩამოდი, მე და ნუნუს დაგველაპარაკე. მთელი დღეა ამ ოთხ კედელს უყურებ და ხმას არ იღებ, ერთი ლუკმაც კი არ გაგისინჯავს. გთხოვ, ნუ მექცევი შვილო ასე.
დიანა, ისეთი ტკივილით თხოვდა, ანიტა უხმოდ ადგა, ჩახუტებული ჩაჰყვა დაბლა. საღამომდე წარსულს იხსენებდნენ, შეთანხმებულივით არავინ ახსენებდა არც პეტრეს და არც ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებს. რამოდენიმეჯერ გულწრფელადაც კი გაეცინა ანიტას, იმდენი სისულელე ჰქონდა ნაკეთები ბავშვობაში. მაგრამ მაშინვე პეტრე ახსენდებოდა, რომელსაც ვინ იცის როგორ ექცეოდნენ ციხეში და სახე ექუფრებოდა. პეტრე არავის არაფერს მოუთმენდა, იქ არავინ მიხედავდა მის წასვლამდე, ჯერ კიდევ ბოლომდე მოუშუშებელ ჭრილობებს. ტკივილი უფრო უმძაფრდებოდა, თავს გაღიმების უფლებას რომ აძლევდა.
შებინდებული იყო, ზარის ხმამ ყურადღება რომ მიიქცია. ნუნუ გაფითრებული შემობრუნდა სტუმრების დანახვისას. ზღურბლზე გეგი იდგა, დამიანეთი ხელში. ანიტას მოჭარბებული ემოციისგან ენა დაება, თითქოს ყველა კუნთზე ნებელობა დაკარგა. ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და ვერც ნაბიჯის გადადგმას.
-ჩვენ დაგტოვებთ.-ხმადაბლა თქვა დიანამ და ოთახიდან ნუნუსთან ერთად გავიდა.
-ანო, როგორ ხარ? -თითქოს ჩვეული სიხალასით ჰკითხა გეგიმ, მაგრამ მის ხმასაც დატყობოდა ბოლო რამდენიმე თვე.
-გეგი, აქ რას აკეთებ? დამიანე როგორ მოიყვანე?
ანიტას უკვე ხელში ეკავა მონატრებული ოქროს ბიჭუნა, რომელმაც ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გამოხატა, რომ იცნო. ცდილობდა მოფერებით არ შეეშინებინა, მაგრამ ვერც თავს იკავებდა. ვერ იჯერებდა რომ ამდენი ხნის ნატვრა აუხდა, რამდენჯერ უოცნებია მისი ფაფუკი ლოყების დაკოცნაზე, მისი მუდამ სევდიანი უძირო თვალების ნახვაზე. რამდენჯერ უოცნებია ისევ ეგრძნო მის ჯაჭვზე ჩაბღაუჭებული პატარა თითები. გეგი ღიმილით უყურებდა ანიტას, რომელიც ვერაფრით ახერხებდა ემოციების მოთოკვას.
-ხშირად ნახავ ხოლმე, დღეს დილით ჩამოვფრინდით პეტრეს მშობლებთან ერთად. ვიცი რომ აქ ყველაფერი გაიგეთ, ამიტომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი.
-როგორ არის?
-შეძლებისდგაგვარად კარგად, მაგრამ ძალიან განიცდის აქ რომ დაგტოვა, თან ასე.
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ის ისე წავიდა ვიღაცის მოსაკლავად, არც გახსენებია რომ გარშემო ადამიანები არსებობენ, რომელთან ბედნიერებაც მასზეა დამოკიდებული.
-სწორედ ეს რომ ახსოვდა, ამიტომ არ ზის ახლა ციხეში როგორც მკვლელი. მან შენს გამო არ გააკეთა ეს.
-გეგი, ვიცი რომ ჩვენთვის კარგი გინდა, მაგრამ ამის დაჯერება არ შემიძლია. მას ალბათ პოლიციამ, ან შენ და ირაკლიმ არ მიეცით ამის საშუალება.
-ასე არ ყოფილა ანიტა, მას შენს მიერ გაჩენილმა ახალი ცხოვრების სურვილმა, სიყვარულმა არ მისცა ამის უფლება. ხვალ დილით ჩამოიყვანენ.
ანიატა დუმდა.
-არ ნახავ?
-არ ვიცი, გეგი. რომ გამოვა, ან როცა იმ მკვლელს გამოუშვებენ ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს?! ან იქნებ მას სულ არ უნდა ჩემი ნახვა.
-პეტრემ არჩევანი გააკეთა, რთულად, მაგრამ მაინც, აუცილებლად უნდა ნახო. მან ყველაფერი იცის, იცის როგორ განიცდიდი და როგორ ცხოვრობდი ეს თვეები, ის ძალიან ნერვიულობს შენს გამო.
-გეგი, ყველაფერზე უნდა ვიფიქრო. პეტრეს საქციელი მუდმივად ერთმანეთს გამორიცხავს, როცა მისი სიყვარულის დაჯერება დავიწყე, ზუსტად მაშინ დამტოვა. არ მინდა ეს ისევ გამოვიარო...
-რასაც არ უნდა ფიქრობდე, აუცილებლად ნახე. ახლა უნდა წავიდეთ, არ იციან დამიანე აქ რომ მყავს, არ მინდა დაგვიანების გამო ინერვიულონ. იცოდე რომ პეტრეს ძალიან უყვარხარ. აქამდე არაფერი მხოლოდ იმიტომ არ გითხრა, რომ ეგონა გაბრაზებული უფრო ადვილად შეძლებდი მის დავიწყებასა და მდგომარეობიდან გამოსვლას. ხომ იცნობ როგორია. ყველანი უფრო დიდ სასჯელს ველოდით, რადგან მისთვის შეიძლება დანაშაულის მომზადებაც შეერაცხათ ბრალად. სასამართლომ სამართალდამცავების ხუთწლიან უუნარობასთან ერთად, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებაც გაითვალისწინა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით. გოგიმ ექსტრადირების საქმეც მოაგვარა, სამუდამოდ დატოვეს ამერიკა. 
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ნამდვილი მეგობარი. არ ვიცი როგორ გადაგიხდი ამ სიკეთისთვის.
-იცი შენ, ცოტა ადრე გამაფრთხილეთ რომ ჩოხის შერჩევა მოვასწრო.-თავისებურად იხუმრა გეგიმ და კარებისკენ წავიდა.
მანქანამდე მიაყვანინა დამიანე, მიუხედავად იმისა რომ ახლაც, როგორც ყოველთვის დამიანე თავის pad-ში ჩამძვრალიყო და თითქმის არ მიუქცევია მისთვის ყურადღება, ანიტა მიხვდა უფლის რამხელა წყალობა იყო ის რომ ახლა დამიანე ხელში ეჭირა. კიდევ რამდენჯერმე აკოცა გასაოცარი სიფაქიზითა და სითბოთი, ძლივს მიუყვანა გეგის.
-ხშირად მოგიყვან ხოლმე, მერე კი შენც გაიცნობ პეტრეს ოჯახს და თავად შეგეძლება ნახო. ხვალ არამგონია გვანახონ, მაგრამ როგორც კი მოხერხდება პეტრეს ნახვა, შეგატყობინებ.
-დაფიქრება მჭირდება.
-ვიცი ანო, მაგრამ ისიც ვიცი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.-გეგიმ მანქანა დაძრა და სწრაფად დატოვა არაბულების ეზო.
„საოცარი ბედობა მქონდა“-ფიქრობდა ანიტა. ფიქრობდა მონატრებულ ოქროს ბიჭუნაზე, გეგის სიტყვებზე, პეტრეზე ფიქრისთვის კი თავი ვერ მოება. აზრები ასტრონომიული სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს. ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე.
-დე, დავიძინებ რა მე, არ ამქვს ლაპარაკის თავი.-უთხრა დიანას და ნაზად აკოცა ლოყაზე.
-წადი შვილო, მიხარია უკეთეს ხასიათზე რომ გხედავ.
საწოლის ყველა კუთხე მოიარა. უამრავჯერ გავიდა აივანზე, მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხა თავს. ის რომ პეტრეს ნახვა მალე შესაძლებელი იქნებოდა, გულს საგულედან ამოვარდნას აიძულებდა. ვერაფრით მოეხერხებინა ცივი გონებით განესაჯა ყველაფერი, მხოლოდ პეტრეს ნახვის სურვილი ახრჩობდა. გამოუძინებელი, ადგომისთანავე კიკეთში ავიდა. იმ იმედით რომ ის მაინც მოახერხებდა თავის ხელში აყვანას. მამა გიორგის იერუსალიმში იყო, მისგანაც არ უნდა დალოდებოდა ასე საჭირო, მისეულ სიმშვიდეს. როგორც პირველ დღეს, ახლაც მარნის იატაკზე იჯდა თვალდახუჭული, სიცივისაგან ბეჭები გაეყინა, მაგრამ ვერაფრით თმობდა არაბუნებრივ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს, რომელიც საკუთარი აჩქარებული გულის ცემის მოსმენის საშუალებასაც გაძლევდა. საათზე მეტი იყო გასული, გაყინულ სხეულს ვეღარ გრძნობდა, მაგრამ უფრო უმძაფრდებოდა პეტრეს ნახვის სურვილი. თვალების გახელა ეზოდან შემომავალმა ხმაურმა აიძულა. წამიერად გაირინდა, ხმაური კი უფრო მოახლოვდა და გაძლიერდა. ბექას დანახვისთანავე ინანა მარნის კარი რომ გააღო. ის დაცვას ხმამაღლა უმტკიცებდა რომ მისი ახლობელი იყო და უნდა შეეშვა. ანიტას დანახვაზე ირონიულმა სიცილმა გადაურბინა სახეზე.
-შემოუშვით, ჩემი ჯგუფელია. _ანიტა არაბუნებრივი რაღაცის დანახვით შეშინებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯგუფელის სტუმრობით გახარებულს გოგოს.
ბექამ ამაყად ახედა, მასზე ორი თავით მაღალ დაცვის თანამშრომელს და ანიტასკენ წამოვიდა.
-აქ რა გინდა, ბექა?-ანიტა ეცადა სიუხეშე დაემალა, მაგრამ ეს არც ისე ოსტატურად გამოუვიდა. უნივერსიტეტში ხმასაც კი არ ცემდა, საერთოდ არ დალაპარაკებია იმ საღამოს შემდეგ, როდესაც პეტრემ სცემა. ახლა კი მისი კიკეთში ასვლა, საშინლად ძაბავდა და არ სიამოვნებდა ანიტას, ერთი სული ჰქონდა გაეგო რა უნდოდა.
-ამაზე ყავასთან ვილაპრაკოთ, ხომ დამალევინებ?
როგორი სიამოვნებით გააგდებდა დაუფიქრებლად, მაგრამ ზრდილობის ელემენტარული ნორმები აიძულებდა იქამდე მაინც ეთმინა მისი ვიზიტი, სანამ რაიმე ცუდს მართლა აგრძნობინებდა.
-კი, შემოდი.-უღიმღამოდ უთხრა ანიტამ და კარისკენ მიუთითა.
ბექა აუჩქარებლად სვამდა ყავას, ვითომ ვერც ამჩნევდა ანიტას დაძაბულ სახეს და ნერვიულ მოქმედებებს. მხოლოდ ყავის სმის დამთავრების შემდეგ ამოიღო ხმა, მის თითოეულ სიტყვაში ყველა ბგერაზე მეტად სარკაზმი ისმოდა, იგრძნობოდა, იკითხებოდა. ანიტას კი შიშსა და ზიზღს გვრიდა.
-გავიგე, რომ შენი საყვარელი დააპატიმრეს, არ დაგიმალავ და გამიხარდა.
-როგორ ბედავ?
-როგორც შენი მომავალი ქმარი, ან უკვე საქმრო.
-გაეთრიე. -გაუაზრებლად წამოდგა ანიტა ფეხზე, ხელის გაუსაძლისმა ტკივილმა კი იძულებული გადახა ისევ დაბრუნებოდა თავის ადგილს.
-მომისმინე, აქ ვერსად ვხედავ შენს გულად საყვარელს, იმ ნაბიჭვარს თავისი ადგილისთვის მიუგნია.
-შენ თვითონ ხარ...-ტკივილისაგან ხმა ვეღარ ამოიღო ანიტამ.
-არც კი გაიფიქრო. ალბათ გეცოდინება რომ ჩამოიყვანეს, უკვე გლდანის ციხეში მიაბრძანეს. ისე გამიხარდა, ვერ მოვიფიქრე შენზე უკეთესისთვის ვისთვის გამეზიარებინა ჩემი სიხარული. გლდანის ციხეში უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაგალითად სიამოვნებით გამოჭრიან ყელს შენს საყვარელს. ან სიამოვნებით მიშოვნიან საცოლის გასაბედნიერებლად, მის მოჭრილ ყურს, თითებს...
-ავადმყოფი ხარ.
-მესამე წელია ვერაფრით დაგანახე როგორ მიყვარდი. ახლა კი სიამოვნებით დაგანახებ როგორი სასტიკი შემიძლია ვიყო მათ მიმართ ვინც ვერ მაფასებს. არც კი გაბედო მასთან ციხეში მისვლა, არ გაბედო იმ წვერიან მოხუცთან სიონში სიარული. ნელ-ნელა გონზე მოგიყვან, გოგო. ან ძალიან მალე ვიქორწინებთ, ან უფრო მალე გაიგებ, როგორ დაკლეს ღორივით ის ტიპი, რომელსაც ყველაფერი ანაცვალე. ის ისე მოკვდება როგორც დაიმსახურა. იმედია ეჭვი არ გეპარება რომ ამის გაკეთების ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
 
პეტრეს რკინის ცივ კარზე მიედო შუბლი და თვალებდახუჭული ანიტაზე ფიქრობდა. უკვე მეოთხე თვე იწურებოდა რაც თბილისში, მასთან ძალიან ახლოს იყო, მას კი ერთხელაც არ უნახავს. უნდოდა არ შეემჩნია როგორ იტანჯებოდა, მხოლოდ რამდენჯერმე ჰკითხა გეგის გადაკვრით მის შესახებ, დანარჩენ დროს კი დუმდა და უბრალოდ ფიქრობდა. ვერაფრით მოენელებინა ტყუილში დაკარგული დრო, ვერც ის საკუთარი სიამაყის, ბოღმის დასაკმაყოფილებლად ამერიკაში უსიტყვოდ რომ გაფრინდა. ამდენი ხნის მერე, თითქოს ყველაფერს დაარქვა სახელი, მიხვდა რომ იმ კაცის მოკვლა, საკუთარი შურისძიების სურვილის დაკმაყოფილება უფრო იყო, ვიდრე ნიკოლასთვის, ან მისი ოჯახისთვის რაიმე კარგი. თითქოს ნელ-ნელა ყველა ის დარიგება შეისისხლხორცა, რომელსაც ხუთი წელია მამა გიორგისგან ისმენდა, მაგრამ არ ესმოდა. განადგურებული მშობლების დანახვაზე უნდოდა საკუთარ ეგოიზმს დაეხრჩო, რომელმაც ასე დაუმოკლა თვალსაწიერი. დედას, რომელიც მისი პატიმრობის გამო კიდევ უფრო დაპატარავდა, თვალებში უკანასკნელი ნაპერწკალიც კი ჩაქრობოდა, პეტრე ხვდებოდა როგორ გაუცრუა იმედი. ხვდებოდა რას ნიშნავდა მისთვის, ყოველ კვირას ციხეში შვილის ნახვა, რომელიც ასე ეიმედებოდა. ფიქრობდა მამაზე. რომელიც მებრძოლ აჩრდილს დამსაგვსებოდა, ყველაფრისთვის იყო მზად საკუთარი შვილების დასაცავად. დამიანეზე, რომელიც ყველაზე რთულ დროს მიატოვა. 
პიროვნების სულიერი სიმშვიდე მის სიმართლეშია. მთელი ცხოვრება საკუთარ თავებს ვაგროვებთ, ბოლოს კი დგება რაღაც ეტაპი როდესაც გრძნობ რომ შედექი. შედექი ცუდა ან კარგ პიროვნებათ, გრძნობ ან სულიერ სიმშვიდეს ან სულის გამაწვრილებელ ტკივილს. პეტრეც ასე აგროვებდა თავის თავს, სულ ცდილობდა ყველაფერი თვითონ განეცადა, ერჩივნა სხვები ყოფილიყვნენ მასთან მცდარები, ვიდრე მას შეშლოდა რამე. ანიტასთან კი ყველაფერი შეეშალა, იმ ადამიანს მოექცა ყველაზე ცუდად, ვინც ფერი უცვალა, სიცოცხლის, სიყვარულის უნარი დაუბრუნა. თავი ხელებში მოექცია, ისე ძლიერად უჭერდა, ტკივილისაგან საფეთქლები ეწვოდა. ახლად დაბადებული ტკივილი, გონებას სხვა რაღაცაზე ფიქრის საშუალებას აღარ აძლევდა, ასე თითქოს წამიერად თავს აღწევდა ხოლმე განცდას, რომელიც შიგნიდან წვავდა. სულის ღრიალი უკვე გაუსაძლისს ხდიდა ამ ოთხ კედელში ყოფნას. ხელის მტევნები ტკივილისაგან დაუბუჟდა, კედლებსაც კი ემჩნეოდა მისი სისხლის კვალი, ისეთი გამეტებით ურტყამდა იფიქრებდით ჩამონგრევას უპირებსო. მისი ხმა მთელ ციხეს ესმოდა. ამის გამო კარცერში მიაბრძანეს. ალბათ პირველი პატიმარი იყო, რომელიც ღიმილიანი სახით მიჰყვებოდა ბადრაგს კარცერისკენ. ახლა ვინმეს ნაკუწ-ნაკუწ რომ დაეჭრა, ამასაც ღიმილით შეხვდებოდა, რადგან ხვდებოდა რომ ანიტას გამო უარესს იმსახურებდა. თან ვერ წარმოედგინა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე გაუსაძლისი ვიდრე ყოფილიყო ასე შორს და ასე ახლოს მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანისაგან. 
კარცერში გატარებული ორი ღამის შემდეგ, პირდაპირ პაემანზე გამოიძახეს. ყოველთვის, სანამ ოთახში ფეხს შედგამდა, სულ პატარა იმედი მაინც ჰქონდა რომ იქ მისი სიფრიფანა ქალბატონი დახვდებოდა. არ აინტერესებდა რას ეტყოდა, უბრალოდ მისი სიახლოვე ეგრძნო, ისევ ეგრძნო რაღაც განსაკუთრებული მის თვალებში საკუთარი ანარეკლის დანახვისას.
ახლაც მის წინ გოგი იჯდა. მამამისის გამომეტყველებაზე შეატყო რომ საშინლად გამოიყურებოდა, დარცხვენით დახედა სისხლ შემხმარ ხელებს, მერე კი ჩვეული სითბოთი შეხედა მისთვის საამაყო კაცს.
-მა, მე კარგად ვარ, ეს უბრალოდ...
-უკვე წლებია, ჩვენ ყველანი ასე კარგად ვართ. კარგად ყოფნის მნიშვნელობა დაგვავიწყდა და ამიტომ, ამას ტყუილსაც ვერ დაარქმევ.
-მამა არ გინდა რა, მართლა კარგად ვარ. -პეტრე მხოლოდ მამამისის წინ გრძნობდა თავს პატარა ბავშვივით. მისი ყოველი შეხედვისას ახსენდებოდა როგორ შემოიჯენდა ხოლმე მას და ნიკოლას კისერზე. მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ასე ყველაფერს წვდებოდა და ყველაფერს ხედავდა. 
-პეტრე, ზომაზე მეტ ხანს ვდუმდით ყველანი და მგონი დრო მოვიდა. არ მინდა რომ შემაწყვეტინო.
არასდროს ენახა ასეთი მამა, მისი რკინისებრი ხმა, ახლა კიდევ უფრო შეუვალად ჟღერდა. პეტრეს დუმილით, გოგი მიხვდა რომ შეეძლო ყველაფერი ეთქვა, რაზეც სამივენი წლებია, შეთანხმებულებივით დუმდნენ.
-შენზე პატარა ვიყავი, პირველად რომ აგიყვანე ხელში. არასდროს მყვარებია ემოციების გამოხატვა, მაგრამ იმ მომენტში როდესაც შვილი პირველად გიჭირავს ხელში გგონია ბედნიერებისაგან გული გაგისკდება. ყველაზე ამაყი და ყველაზე ძლიერი ხარ. თითქოს ყველაფერი ქრება რაც მანამდე ფასეული გეგონა. არ იცი რა გააკეთო რომ ეს ბედნიერება დაუსრულებლად გაგრძელდეს. შენ და ნიკოლამ კაცად მაქციეთ, მასწავლეთ როგორ უნდა მეცხოვრა. მე ყველაზე მაგრად გამიმართლა ცხოვრებაში დედაშენს რომ შევხვდი, მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ბედნიერი კაცი მქვია. ოდესღაც ყველაფერ უნდა გაუსწორო თვალი, ადამიანის სიძლიერე სწორედ ამაშია. ჩვენ ნიკოლა დავკარგეთ, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი ბრალი. პეტრე უნდა იცოდე რომ ახლა შენს ძმას ყველაზე მეტად ტკივა აქ მის გამო რომ ხარ, ყველაზე მეტად ტკივა მის გამო შურისძიებას შეწირული თქვენი საოცნებო კალათბურთი. ციხეში ჯდომა, ან ვიღაცის მოკვლა არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად რომ გიყვარს და გტკივა. შენ არაფერი გჭირს ვიღაცისთვის რაღაცის დასამტკიცებელი. პეტრე არაფრის შეშლის უფლებას არ აძლევ თავს, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ყველაზე მთავარი გეშლება. ნიკოლას გარდაცვალების დღიდან ვოცნებობ რომ ოდესმე ბედნიერს განხავ. შენ კი მეექვსე წელია, ისევ იმ ტკივილით ცხოვრობ, ისევ გგონია რომ თუ თავს უფლებას მიცემ ბედნიერი იყო ამით ნიკოლას უღალატებ.
-შენ და დედაც ხომ ასე ხართ?
-მე და დედას ერთმანეთი გვყავს პეტრე, თქვენ გვყავხართ. ეს კი იმაზე დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, ვიდრე ოცნება შეგვეძლო. მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს არ უშლის. მე და დედა ვცდილობთ ისე ვიცხოვროთ, თითქოს ნიკოლა ცოცხალია, კარგადაა, მაგრამ სადღაც შორს. შენზე კი ვერავინ იტყვის რომ კარგად ხარ. უფრო დიდ ტკივილად გვექეცი. პეტრე საკმარისია. ოდესმე ხომ უნდა შეგეცოდოს შენი თავი. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ ასე ცხოვრებას ისე შეეჩვიე, რომ გგონია მოგწონს. იმდენად გეშინია კიდევ არავინ დაკარგო, გირჩევნია არც არავინ გყავდეს გვერდით. ამას ცხოვრება არ ჰქვია. შენ უკვე კაცი ხარ, ჩემი საამაყო შვილი და ნადვილი ვაჟკაცი. როგორ შეიძლება ბედნიერი არ ვიყო, როდესაც შენ, ნიკოლასა და დამიანეს ჩემი შვილები გქვიათ. ნუთუ არ გინდა ეს ყველაფერი შენც განიცადო. დროა შენს თავს ბედნიერების უფლება მისცე. იმ გოგოს არ ენდობი, მე ხომ ვხედავ რომ ძალიან გიყვარს, რა ხდება?
-შენ საიდან იცი?
-გეტყობა რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ ამასაც ებრძვი. დარწმუნებული ვარ მან გადაგვარჩინა ყველაზე დიდ უბედურებას, ამას კი დაფასება სჭირდება. გონს მოდი სანამ გვიანი არ არის.
-ის არ არის ვალდებული სამი წელი მელოდოს, მან არაფერი იცის. 
-სამი წელი ახლა ყველაზე უმნიშვნელოა.
-დრო ამოიწურა. -ბადრაგის ხმამ გაახსენა პეტრეს სად იყო. მიუხედავად შენიშვნისა, მაინც ძალიან მაგრად ჩაეხუტა მამას, თითქოს თავს ერთი წამით მისცა სისუსტის უფლება.
-პეტრე, იცოდე არ გაპატიებ თუ ახლაც უარს იტყვი ყველაფერზე.
გოგიმ, თითქმის ყველაფერი იცოდა ანიტაზე. ის და ერეკლე ძველი დროის მსგავსად, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ამჯობინა არაფერი ეთქვა. ანიტას დანიშვნის ამბავი, ყველას თავზარს სცემდა, გოგიმ კი არ იცოდა ეს როგორ იმოქმედებდა პეტრეზე. შეიძლება ყველაფერს უხმოდ შეგუებოდა, რადგან ჩათვლიდა რომ ესეც დაიმსახურა, ამას კი ისევ გაურკვევლობა სჯობდა. არც ის უთხრა რომ დიდი იყო იმის შესაძლებლობა სააღდგომოდ შეეწყალებინათ. 
პეტრე უჩვეულო შეგრძნებით დაბრუნდა საკანში, ანიტაზე ოცნება თითქოს ხელშესახები გახდა. 
რადენიმე საათში ისევ გამოიძახეს პაემანზე. ამჯერად გეგი და იკა იყვნენ.
ბიჭებს აქ მოსვლას სიკვდილი ერჩივნათ, მაგრამ ვერც მოუსვლელად ძლებდნენ. ორივემ იცოდა ანიტასა და ბექას მომავალი ქორწილის ამბავი. გეგი ვერ ცნობდა ანიტას, რომელიც სულ თავს არიდებდა, დამიანეს ნახვაზეც კი სასტიკი უარი უთხრა. იმდენად უჩვეულო იყო ყველაფერი ვერაფერს ხვდებოდა. ანიტას რამდენჯერმე მოკრა თვალი, რადგან თითქმის სულ არ გამოდიოდა სახლიდან. ყველაზე ნაკლებად ჰგავდა ქორწილს მომლოდინე პატარძალს, იმაზე უარესად გამოიყურებოდა ვიდრე ბოლო შეხვედრისას. იკასთან ერთად ცდილობდა რაიმე გაეგო, ერეკლესაც კი მიაკითხეს, მაგრამ მანაც არაფერი იცოდა. 
-ჩემი შვილს ვერ ვცნობ. მეშინია უბედურებამ არ გააგიჟოს. ახლა ეს აიკვიატა და ვერაფრით მოვახერხე გადამეფიქრებინებინა, ბოლოს მეც შევეშვი, იქნებ ასე სჯობდეს. სამი წელი ასე ვერ ვუყურებ, ნამდვილად მოკვდება. მინდა მჯეროდეს რომ ამ ბიჭთან ბედნიერია, მაგრამ როგორც არ უნდა მინდოდეს ამას ვერ ვამჩნევ. არ ვიცი რა ხდება, თითქმის არც კი გველაპარაკება, უბრალოდ იძახის რომ უნდა გათხოვდეს. ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება და ისე მაინც იყოს როგორც თვითონ უნდა.-იმდენად გულწრფელი იყო კაცის ტკივილი, რომ აღარც ჩაციებიან ამბის გასაგებად.
ძმაკაცები პირველად უმალავდნენ რაღაცას პეტრეს და ამას ღალატივით განიცდიდნენ. ერთხმად გადაწყვიტეს რომ ახლა პეტრესთვის საბოლოო იმედის დაკარგვას, შეიძლება სამუდამო ციხის მნიშვნელობა ჰქონოდა. ახლა მას სჭირდებოდა ვიღაც, ვინც აიძულებდა აქედან გასვლასა და უკეთეს მომავალზე ფიქრს. ყველაფერზე ილაპარაკეს ანიტას გარდა, ბიჭებმა ხუმრობაც ცადეს და რამდენჯერმე პეტრეს გაღიმებაც გმოუვიდათ. მთელი თვის გეგმა ჰქონდათ დაწყობილი, თუ რას გააკეთებდნენ აქედან რომ გამოვიდოდა. სამივემ იცოდა რომ პეტრეს ყველაზე მეტად ანიტას ნახვა უნდოდა, ალბათ ამას გააკეთებდა პირველად ციხიდან გასული, მაგრამ არც ეს უხსენებია ვინმეს. პეტრე თითქოს გრძნობდა ძმაკაცების უხერხულობას და არც მას უცდია სიფრიფანა ქალბატონზე ლაპარაკის წამოწყება.
საკანში ემოციებით დაღლილი დაბრუნდა. უღიმღამო ლეიბზე ჩამომჯდარი ერთ წერტილს მიშტერებოდა და ახლაც, როგორც თითქმის ყოველთვის წარმოიდგენდა როგორ შეხვდებოდა ანიტა ამდენი ხნის შემდეგ. თვეებია საჭირო სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა რა ეთქვა მისთვის. ან ექნებოდა კი რაიმეს თქმის თავი, როდესაც მის წინ მისი სულის და გულის უდიდესი ნაწილი იდგებოდა, როგორც ყოველთვის დაბნეული მზერითა და უძირო ცისფერი თვალებით, რომელიც ცრემლიანი უფრო ხშირად ენახა პეტრეს ვიდრე უამისოდ. ისევ გამეტებით დაარტყა კედელს ხელი, ტკივილისაგან დაეკრუნჩხა, მაგრამ ვითომ არაფერი უგრძვნია ისე გააგრძელა ამოჩემებული წერტილის ყურება და მის ანიტაზე ფიქრი.
**********
ანიტა ისე იყო გამხდარი, გულწრფელად გაგიკვირდებოდათ როგორ შეეძლო სიარული. თვალები ჩაღამებოდა, აღარც მისი ტანი იქცევდა ყურადღებას, აღარც მისი თმა, აღარც გამხმარი ფერდაკარგული ტუჩები. ბექა უყურებდა და თავად უკვირდა რა დარჩა მისთვის სასურველი ქალისაგან, გული სინანულის ნაცვლად ზიზღით ევსებოდა, რომ წარმოიდგენდა ორიოდე კვირაში მასზე უნდა დაქორწინებულიყო. რომ არა პეტრეს გამწარების სურვილი, რომ არა ვერ ჩაყლაპული მარცხი ანიტას მხარეს არც კი გაიხედავდა. თანაც კიდევ ჰქონდა მათ დაქორწინებას რამდენიმე პლიუსი, ერეკლეს ქონება, მისი მშობლებისთვის სასურველი სარძლო, ხმას აღარ ამოიღებდნენ ბექას ფუქსავატობაზე და თავად ანიტა, რომელიც ვერასდროს გახდებოდა მისთვის დაბრკოლება ნებისმიერ ქალთან ეპოვა ნუგეში. არ მოუწევდა ქორწინებამდელი ცხოვრების შეცვლა. არც მანამდე გიჟდებოდა ანიტაზე, უბრალოდ სხვა დანარჩენ, უკვე აღნიშნულ სიკეთეებს, მისი ფიზიკურობა და სექსუალურობაც ემატებოდა, რაც მას ბექასთვის საკმარისი იყო გაგიჟებით მონდომოდა მისი ცოლად შერთვა. ყოველთვის როცა ამაზე ფიქრობდა, ირონიული ღიმილით ებრიცებოდა ტუჩები. ერთი სული ჰქონდა პეტრეს გაეგო როგორ მოუგებდა მთავარ ბრძოლას.
მიუხედავად იმისა რომ ანიტა, როგორც ქალი, მისთვის უინტერესო იყო, მაინც არაფრით აძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. შესაძლებლობას არ უშვებდა, სიცივე ჩამდგარი თვალებითა და ღვარძლიანი ხმით რომ დამუქრებოდა. მხოლოდ მის მშობლებთან სტუმრობისას იქცეოდა სანიმუშო სასიძოსავით. ბედს შეგუებული ანიტა ხმას არასდროს იღებდა, აღარც ტაძარში დადიოდა ბექას მოთხოვნით, არც დამიანე უნახავს მეტჯერ. კიკეთიც დაივიწყა, არ უნდოდა მშობლებისგან შორს ყოფნა, რადგან ბექასგან არაფერი იყო გამორიცხული. როგორც კი ზღურბლზე ფეხს გადმოდგამდა, შიშისგან გული უსკდებოდა არ შეხებოდა. სისხლი ეყინებოდა იმის გაფიქრებაზე რომ ეს ოდესმე აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ-ჯერობით კი არც ბექას აღუძრავდა სურვილს გამხმარსხეულიანი უემოციო ქალი, რომელიც გამუდმებით სადღაც შორს იყურებოდა.
**************
-ოთხ დღეში ქორწილი გვაქვს, ძვირფასო. -ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბექა ერთ ადგილზე ირწეოდა. ანიტა მასთან ახლოს ფანჯარასთან იდგა, მისი შეხსენების გარეშეც კარგად იცოდა რომ რამდენიმე დღეში ბედნიერების უკანასკნელ იმედსაც სამუდამოდ დაკარგავდა. მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, თუ შეიძლება მის მდგომარეობაში ადამიანი ბედნიერებას განიცდიდეს. თავისებურად ბედნიერი იყო, რომ შეეძლო საყვარელი ადამიანის სიკეთისათვის მსხვერპლი გაეღო.
-რო გელაპარაკები, შემობრუნდი. დამღალა შენმა უემოციობამ, მკვდარს გავხარ.
-საუზმე გამზადდა. -ოთახში ნუნუ შემოვიდა, მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა ანიტა და სასადილო ოთახისაკენ წავიდა. ბექა ცდილობდა როგორც ყოველთვის ახლაც ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, უკბილოდ ხუმრობდა და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ისროდა ბრძნულ აზრებს. დიანას სახეზე ფერები გადადიოდა, უკანასკნელი მოთმინების ფასად ცდილობდა შვილის გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცა, იმის იმედით რომ იქნებ რაიმე უკეთესობისკენ შეცვლილიყო. შვილებზე ლაპარაკი რომ დაიწყო, ანიტას ეგონა მდუღარე წყალი გადაასხეს. თითქოს ეს აქამდე არც კი გახსნებია, ზიზღისაგან კანკალი დააწყებინა, ამ კაცისგან შვილს არ გააჩენდა, მოკვდებოდა და შვილს არ გაუჩენდა. ისეთი სახე ჰქონდა, ეჭვების გარეშე დაუჯერეს დიანამ და ნუნუმ რომ თავი უსკდებოდა. 
-იცოდე არ მომწონს როგორც იქცევი. გონს მოეგე, თორემ შენც არ მოგეწონება წინა საქორწინო საჩუქარი.
-პეტრეს არაფერი დაუშავო.-ამოილუღლუღა ანიტამ.
-სიმართლე გითხრა მე დიდი სურვილი მაქვს ჩვენი ქორწილის ამბავი ჯანმრთელმა გაიგოს, მთელი სიმძაფრით რომ შეიგრძნოს. მაგრამ ყველაფერი მაინც შეანზეა დამოკიდებული, სა ყვა რე ლო!..-ბოლო სიტყვა ზიზღით, დამარცვლით გამოსცრა და ოთახიდან გავიდა. 
-დე კიკეთში ავალ, ძალიან მომენატრა იქაურობა.
-ათი წუთის წინ არ თქვი თავი მისკდებაო, ძალიან ცუდად გამოიყურები ანიტა, ახლა საჭესთან არ დაჯდე, შვილო.
-არაფერი მომივა, დე. ძალიან მინდა ასვლა. -ფრთხილად აკოცა დიანას, ნაძალადევად გაუღიმა და სახლიდან გავიდა.
ეზოში შესვლისთანავე იგრძნო, რომ რეალურად სუნთქვაც კი მონატრებოდა. იგრძნო როგორ აევსო სიმძაფრისაგან დაცარიელებული გრილი ჰაერით ფილტვები. უკვე შუა გაზაფხული იყო, კიკეთში კი მაინც ძალიან ციოდა. ანიტას ბუხრის დანახვაზე რატომღაც მისი დანთების სურვილი აეკვიატა. ბევრი იწვალა მაგრამ ვერაფრით მოახერხა, შეშა საკმარისად წვრილად არ იყო დანაწევრებული. მისი საქციელი პრობლემებზე ფიქრისგან გაქცევას უფრო ჰგავდა, მზად იყო ეკეთებინა ყველაფერი ოღონდაც ფიქრის დრო არ დარჩენოდა. პირველად ეჭირა ცული ხელში და მთელი მონდომებით ცდილობდა შეშის პატარა ნაფოტებად დანაწევრებას, რამდენჯერმე ხელში კინაღამ მოირტყა, დაიღალა კიდეც მაგრამ ცოცხალი თავით არ ეშვებოდა. გეგონებოდათ ამ შეშის ნაჭერზე იყრის გულისჯავრსო.
-ხელს იტკენ! -ანიტას ეგონა მოესმა, თავი ვერაფრით აიძულა უკან მიბრუნებულიყო. 
-ცული მომეცი. -ახლა წინიდან მოდიოდა მისთვის ასე ნაცნობი, სითბოშეპარული მკაცრი ხმა. 
„ალბათ ვგიჟდები“ -გაიფიქრა ანიტამ და ფართოდ გაახილა შიშისაგან დახუჭული თვალები, რომლიც ახლაც საოცარი სისწრაფით ავსებოდა ცრემლით.
 
პეტრე არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი, ისედაც არ იცოდა რითი დაეწყო, ახლა კი, როდესაც მისი ოცნების ქალი ასეთ მდგომარეობაში იდგა მის წინ , ნერვიულად მოემუშტა მტევნები, თვალები აწყლიანებოდა, ვერაფრის თქმისთვის მოება თავი. ცხრა თვე იყო გასული რაც არ ენახა, ცხრა თვე ერთი სიტყვა არ გაეგო მისგან, მაგრამ ასე უსიტყვოდაც ნათელი იყო, როგორ უყვარდა ანიტას. სპაზმმა მთელი სხეული მოიცვა. როდესაც ადამიანს ასე უყვარხარ, არაადამიანურ ბედნიერებასაც გრძნობ და თუ ოდნავი შეგნება გაქვს, უფრო დიდ პასუხისმგებლობასაც. პეტრე იაზრებდა ამ ყველაფერს, იაზრებდა რომ მისი უპასუხისმგებლობის შედეგი იყო ანიტას განადგურება. წამიერად მოეჩვენა, რომ ახლა მისი სიყვარულიც კი უადგილო იყო. გრძნობა შიგნიდან წვავდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა თანაზომიერი სიტყვის პოვნას, რომელიც ანიტას მთელი სისავსით აგრძნობინებდა პეტრეს სინანულს, სიყვარულს რომელიც პეტრეს ადამიანობას, სიცოცხლეს უნარჩუნებდა.
-ანიტა, ასე ნუ მიყურებ, გთხოვ. -პეტრე ვერ ბედავდა შეხებოდა, მაგრამ ვერც შიშს უძლებდა, რომელსაც ანიტას ემოციებისაგან ცარიელი მაგრამ ცრემლიანი თვალები უჩენდა. 
ანიტას კი ვერ დაეჯერებინა, რომ როგორც იქნა ოცნება აუხდა. მის წინ პეტრე იდგა, მისი პეტრე. მასაც ჩაღამებოდა თვალები, სიგამხდრის გამო კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. ავარისას მიღებული ყველა ჭრილობა შრამად დარჩენოდა სახეზე, რომელთაც გაუპარსავი წვერი უფრო შესამჩნევს ხდიდა.
-პეტრე...-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, ბექას ხმამ სიტყვა შეაწყვეტინა, რეალობას დაუბრუნა, სადაც არ იყო ახდენილი ოცნებების ადგილი.
პეტრემ მისგან, ბექაზე გადაიტანა მზერა, სასაწარკვეთილება წამის მეასედში შეცვალა არაადამიანურმა გაბრაზებამ. 
დანახულისაგან გაოცებული ბექა ჯიქურ უახლოვდებოდა ანიტას, თვალები ჩასისხლიანებოდა და ეტყობოდა თავს ვეღარ აკონტროლებდა.
-ეს აქ რას აკეთებს? -მიახლოებისთანავე ზიზღითა და ირონიით იკითხა ბექამ და თან „საცოლეს“ წელზე ხელი შემოხვია.
პეტრე ვერ იაზრებდა რას აკეთებდა, ვერც ბექას დასისხლიანებულ სახეს ხედავდა. დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა. შორიდან ესმოდა ანიტას განწირული ვედრება, რომ თავი დაენებებინა. ანიტას ვედრება, ბექას ძლივს წარმოთქმულმა სიტყვებმა შეცვალა, „ჩვენ ვქორწინდებით, ის ჩემი საცოლეა“... პეტრემ მაშინვე გაუშვა ხელი, ეგონა ცოცხალს ნაწილებს აჭრიდნენ, გარშემო ყველაფერი გაქრა. ყველაფერი ფასეული და საიმედო. უკანასკნელ იმედს ანიტას თვალებში ებღაუჭებოდა, სუნთქვაც კი შეწყვიტა ნუგეშის მოლოდინში. დასახრჩობად განწირულ მოცურავეს ჰგავდა, რომელიც ნელ-ნელა გრძნობს როგორ ევსება ფილტვები წყლით... და ისიც დაიხრჩო. უკანასკნელად შეავლო თვალი ანიტას ბეჭებში მოხრილ, თითქმის უსიცოცხლო სხეულს. ვერაფრით მოუძებნა სახელი იმას რასაც გრძნობდა. გონს მოსული უკვე სიონის ეზოსთან იდგა. მოუთმენლად ჩაირბინა კიბეები, ისე როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, ერთი სული ჰქონდა ამოეთქვა, თორემ გრძნობდა რომ კიდევ რამდენიმე წუთიც და ეს ყველაფერი გააგიჟებდა.
მამა გიორგი უჩვეულო სითბოთი შეეგება სულიერ შვილს. „მზიანი ღამე“, პეტრეს ყოველთვის ეს ორი სიტყვა ახსენდებოდა მისი თვალების დანახვისას. რადგან მამაოს მზერა თანაბრად იტევდა წუხილს მისი მძიმე სულიერი მდგომარეობის, ხუთწლიანი უზიარებლობის გამო და იმედს, რომელიც ჩაუქრობელი სანთელივით ენთო მის თვალებში. პეტრე გრძნობდა როგორ აკლდა ეს ყველაფერი.
***********
ანიტამ რამდენიმე წუთი უყურა ბექას დასისხლიანებულ სხეულს, რომელიც სულაც არ ჩქარობდა ადგომას. საკუთარი შეგრძნებები აშინებდა, ოდნავადაც კი არ ეცოდებოდა. რადგან მიხვდა რომ გადარჩებოდა, დახმარებაზე არც კი უფიქრია.. არც მისი ყვირილისთვის მიუქცევია ყურადღება, ფრთხილად აურა გვერდი და მანქანაში ჩაჯდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რას ეტყოდა პეტრე, რომ არა ბექა. გული შეეკუმშა, პეტრემ მაინც ააკითხა კიკეთში მიუხედავად იმისა რომ ციხეში ერთხელაც არ მოინახულა.
***********
ტაძარში შესულს ყველა მხრიდან ცნობისმოყვარე, თანაგრძნობით აღვსილი თვალებით უყურებდნენ. ვერსად ნახა მამა გიორგი, ტირილისაგან ტავის შეკავებასაც ვერაფრით ახერხებდა.
-ალბათ უკვე წავიდა. -გაიფიქრა ანიტამ. ძლივს ზიდავდა თავის გაძვალტყავებულ სხეულს. ის იყო პირველ კიბეზე უნდა აედგა ფეხი, რომ სხეულში უეცრად ჩაღვრილი სითბოსგან გააჟრჟოლა.
-ანასტასია, შვილო. -ჩვეული სიმშვიდით ეძახდა მისი მამაო.
შემობრუნებისთანავე თვალი ნაცნობ სილუეტს მოჰკრა. ტაძრის გვერდით, მამაოს წინ მისი პეტრე იდგა, რომელმაც ნელა შემოატრიალა თავი.
-პეტრე, ეს შენი ანიტაა?-პირველად ეს გაიგონა, თვალები რომ გაახილა. მამა გიორგი ღიმილიანი სახით დაჰყურებდა. კიბეებზე ჩამომჯდარ პეტრეს მკლავზე ეწვინა, ნაზად უსვამდა ცივ ხელს სახეზე. როგორც კი მისი გახელილი თვალები დაინახა, მაშინვე მოაცილა სახიდან ხელი. 
-როგორ ხარ?-პეტრეს ჩახლეჩილი, ნაწყენი, მაგრამ მაინც შეშინებული ხმა უშიშრად უკვალავდა გზას ცრემლებს ანიტას ლოყებზე.
-ავდგები.
-ისევ ცუდად არ გახდე, ცოტა ხანს გაჩერდი.
-კარგად ვარ, ავდგები.
პეტრემ ხელი მიაშველა, მაინც თავის, სიფრიფანა ქალბატონს ადგომაში. ყველა კუნთი დაძაბული ჰქონდა, შიშით ისევ არ დაცემულიყო ანიტა. მან ფრთხილად გადაადგა ორიოდე ნაბიჯი და მამაოს ამოუდგა გვერდით. გარშემო შეკრებილმა ხალხმაც სწრაფად იპოვა თავისი გზა. მამა გიორგიმ რამდენიმე წუთით ითმინა ღიმილიანი სახით, პეტრესა და ანიტას დუმილი.
-ასე არაფერი გამოვა. იცოდეთ იქამდე არ გაგიშვებთ აქედან, სანამ ყველაფერზე არ ილაპარაკებთ. ერთმანეთი ისე გიყვართ, პრობლემები არ არსებობს. გულახდილად, მშვიდად მოუყევით ერთმანეთს ის, რაც უერთმანეთოდ გადაგხდათ. მიხარია რომ თქვენ ხართ ერთმანეთის ანიტა და პეტრე.
უხერხულ სიჩუმის დარღვევა ორივეს უჭირდა.
-არაფერზე ვილაპარაკებთ, თუ არ მეტყვი რას ნიშნავდა ბექას სიტყვები, შენი დუმილი, რომელიც სულ არ ჰგავდა უარყოფას.
-მე და ბექა ოთხ დღეში უნდა დავქორწინებულიყავით.
პეტრეს “უნდა დავქორწინებულიყავით“ სასიამოვნოდ ენიშნა, მაგრამ გრძნობდა რომ პატიებას ვერ შეძლებდა. გამოდიოდა, რომ ყველაფერი ორიოდე დღეს უნდა გადაეწყვიტა, „ვქორწინდებით“ მხოლოდ მისმა შეწყალებამ შეცვალა ამ სიტყვებით და არა გრძნობამ. თავში ყველაფერი აერია, ანიტას ზედმეტად გარკვევით ეწერა სახეზე რომ პეტრე ყველა შესაძლებელზე მეტად უყვარდა. 
-და რატომ გადაიფიქრეთ? -სარკაზმმა გული გაუხლიჩა, მაგრამ ვერც ის წარმოედგინა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა პეტრეს.
-იმიტომ რომ არ მიყვარს.
-აქამდე გიყვარდა?
-არც აქამდე, მაგრამ ახლა შენ თავისუფალი ხარ.
-ანიტა რა სისულელეებს ამბობ, რადგან მე ციხეში ვიყავი იმიტომ უნდა გაყოლოდი ვიღაცას უსიყვარულოდ.
-პეტრე, მომისმინე. არ მინდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ უამისოდ არ ვიცი როგორ აგიხსნა, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.
-ჯანდაბა, ანიტა გამაგებინე რა ხდება?-პეტრე გრძნობდა, როგორ ღალატობდა მოთმინება.
-შენი ამბავი ტელევიზიით გავიგე. მერე გეგი მოვიდა, დამიანესთან ერთად და ყველაფერი მომიყვა. ოდესმე ვილაპარაკებთ იმაზე, რასაც მაშინ განვიცდიდი. ალბათ მოვიდოდი სანახავად, მაგრამ დაფიქრება მჭირდებოდა. შენი ჩამოყვანის დღეს კიკეთში ავედი, მინდოდა ყველაფერი გამეაზრებინა. ტელეფონი გამორთული მქონდა, ამიტომ ვერ გავიგე გეგის უამარავი ზარი, იმ დროისთვის შენ უკვე გლდანის ციხეში ყოფილხარ. ბექა კიკეთში ამოვიდა, იმ ამბის შემდეგ ერთი სიტყვაც არ გვქონდა ნათქვამი ერთმანეთისთვის, ვფიქრობდი რომ ყველაფერი დამთავრდა. მან კი ისიც იცოდა რომ უკვე გლდანის ციხეში იჯექი. მითხრა რომ თუ ცოლად არ გავყვებოდი, შენს თავს მოაკვლევინებდა და შენს ნაწილებს საჩუქრად გამომიგზავნიდა. პეტრე, სხვა გზა არ მქონდა. -ანიტს საშინლად უმძიმდა იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება პეტრეს რაიმე დამართნოდა. მზად იყო სიცოცხლის ბოლომდე აეტანა მისი შორს ყოფნა, უბრალოდ სცოდნოდა რომ ის კარგად იყო. ნათქვამს სული და გული ამოაყოლა. პატარა ბავშვივით, ტირილით სულს ვერ ითქვამდა. 
პეტრემ მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-მაპატიე, გემუდარები მაპატიე.-ანიტა ხმაზე ატყობდა რომ პეტრე ძლივს იკავებდა თავს ტირილისგან.
-პეტრე ჩემთვის უნდა გეთქვა რომ მიდიოდი...
-ანიტა, რა მეთქვა? როგორ მეთქვა კაცის მოსაკლავად მივდივარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ თავისუფალს ვეღარასდროს მნახავ-მეთქი. ამას სჯობდა ყველაფერი ცუდი გეფიქრა ჩემზე, გეფიქრა რომ მიგატოვე, გიღალატე, რომ არ მიყვარდი. ვიფიქრე, თუ ჩემზე გაბრაზდებოდი, უფრო მარტივად გადაიტანდი ყველაფერს. ნელ-ნელა კი მივხვდი რომ უარესი გიქენი, გეგი და იკა ყველაფერს გებულობდნენ შენზე, მანახებდნენ შენს სურათებს, მიყვებოდნენ როგორ გაგანადგურე. ვიცი რომ ამას არ პატიობენ. ვიცი რომ საკუთარ სიამაყეს, შურისძიების წყურვილს განაცვალე. არ ვიცი როგორ გითხრა ამ ყველაფრის მერე, რომ სიცოცხლეზე, ყველაფერ არსებულზე და არარსებულზე მეტად მიყვარხარ. 
-პეტრე, ჩემთვის მთავარი არა ის რაც გამოვიარე, არც მტკივნეულია, მე ის მტკივა რომ შენ ვერ მიხვდი როგორ მიყვარდი. -ანიტამ ოდნავ უკან დაიხია და თვალი გაუსწორა პეტრეს.
-ანიტა, იმდენად მეშინოდა ჩემში შემომეშვი, ვცდილობდი რაიმე დაბრკოლება მეპოვა. თავიდან მართლა ვფიქრობდი რომ შენთვის უბრალო გატაცება ვიყავი, მერე უკვე მიჭირდა ამის დაჯერება. შენთვის არ მითქვამს, მაგრამ შენ ჩემთვის „სიწრფელე“ ხარ. იმდენად ალალი ხარ, რომ პირველივე დღეებიდან ვერ მალავდი როგორ გიყვარდი. რაც არ უნდა დამებრმავებინა თავი, ეს შესამჩნევზე შესამჩნევი იყო. ამიტომ ნუ მეუბნები იმას რომ ვერ მივხვდი როგორ გიყვარდი. უბრალოდ ეს მრავალწლიანი სურვილი იყო, შენს გამოჩენამდე არც კი დამიშვია, რომ ნიკოლას მკვლელი შეიძლება მეპოვა და ცოცხალი გამეშვა. როგორც კი ამის დაშვება დავიწყე, მაშინვე გამიჩნდა განცდა რომ ამის გაფიქრებითაც კი ნიკოლას ვღალატობდი. ეგოიზმმა ადამიანის სახე დამაკარგვინა, ახლა ვხვდები რომ შურისძიების სურვილი საკუთარი სიამაყის დაკმაყოფილება უფრო იყო, ვიდრე ნიკოლას სულისთვის შვება. ანიტა შენი დამსახურებაა მკვლელი რომ არ ვარ, ეს რომ გამეკეთებინა ვერ ვიცოცხლებდი. არ შეიძლება ადამიანი ამხელა ცოდვას ზიდავდე და თავს სიცოცხლის უფლებასაც აძლევდე. იმდენს ვლაპარაკობ ჩემს თავს ვერ ვცნობ, მაგრამ თან იმდენი რამ მინდა გითხრა. ძალიან მინდა ბედნიერები ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. მთავარია შენ გჯეროდეს და მაპატიო. 
-მარტივად რასაც ვიღებთ, თითქმის არაფერს ვაფასებთ. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა ალბათ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ შენი ბედნიერების გარდა არაფერი მინდა.
-ანიტა, ფერი მიცვალე. მართლა ფენიქსივით აღმადგინე საკუთარი ფერფლიდან. მიყვარხარ, ჩემო სიფრიფანა ქალბატონო.
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. პეტრე საგრძნობლად დაიხარა, ფრთხილად შემოაჭდო ანიტას წვრილ წელს ძლიერი ხელები, რამდენიმე წამი თვალებში უყურა ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ცხოვრებაში, ისეთი აღმაფრთოვანებელი იყო ეს ყველაფერი, ეგონა ბედნიერებისაგან გული გაუსკდებოდა. ფაქიზად შეეხო მის ბაგეებს, თითქოს ყველანაირი პრობლემისაგან გათავისუფლდა. აღარც ანიტას ახსოვდა ცხრა თვიანი წყვდიადი. ხელი მამა გიორგის ჩახველებამ შეუშალათ. ანიტა სირცხვილისაგან აიწურა, სულ გაწითლდა და თავდახრილი პეტრეს ამოეფარა. 
-ჯვრისწერის შემდეგ.-ღიმილიანი, სასაცილოდ უქნევდა თითს პეტრესა და ანიტას.
-უკაცრავად მამაო. -ღიმილითვე უპასუხა პეტრემ და სასაცილოდ მობუზულ ანიტას გადახედა.
-მიხარია რომ ყველაფერი გაარკვიეთ და ერთმანეთს აპატიეთ. ერთმანეთის მოსმენა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი რამაა. უფალს ებარებოდეთ, გაუფრთხილდით იმას რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ. 
-დიდი მადლობა, მამა გიორგი.
-პეტრე, მარხვაზე ხარ? -მოულოდნელად ჰკითხა მამაომ.
-კი, მამა გიორგი.
-აღდგომის დღესასწაულს გერგეტში შევხვდები პატრიარქის კურთხევით. მინდა რომ ამოხვიდეთ და იქ გაზიარო. პეტრე სულ სხვანაირი ხარ. ყველაფერი იმაზე უკეთ და სწორად გაგიგია უფლის წყალობით, ვიდრე ვიფიქრებდი. 
-აუცილებლად ამოვალთ, მამაო. 
ანიტას და პეტრეს არ სჯეროდათ, რომ ყველაფერი კარგად იყო. ეს იმდენად უჩვეულო მდგომარეობა იყო ორივესთვის, ერთმანეთს შეშინებულები უყურებდნენ, თითქოს ეშინოდათ ისევ არ დაშორებოდნენ ერთმანეთს.
-შენი მანქანა დავტოვოთ რა, ხვალ წამოვიყვან. -მუდარით უთხრა პეტრემ.
-კარგი. 
- საყვარელო, ჩემთან წავიდეთ, დამიანეს ნახავ და თან ჩემებს გაიცნობ. დედა და დამიანე არც მე მინახავს.
საყვარელოს დაძახებაზე ანიტა უხერხულად შეიშმუშნა.
-შენ მგონი ისევ გგონია რომ ცოლი მყავს?-სიცილით უთხრა პეტრემ.
-არა, არ მგონია.
-დღეიდან უნდა შეეჩვიო, რომ რაც კი თბილი სიტყვა არსებობს ყველათი მოგმართავ, ისე მეც რომ შემაჩვიო მაგას, არ მეწყინება. -თვალი ჩაუკრა ანიტას, რომელსაც ჯერ კიდევ სერიოზული სახე ჰქონდა.
-მიყვარხარ. 
-კარგი, ამ ერთ სიტყვას ვიკმარებ დასაწყისისთვის, სიფრიფანა ქალბატონო.
-სიფრიფანა ქალბატონო რამ მოგაფიქრა, პეტრე, ძალიან სასაცილოა.
-მართალია, ახლა უფრო გამჭვირვალე ქალბატონი ხარ. იცოდე სანამ 55 კილო არ გახდები ცოლად არ მოგიყვან.
ანიტას პირველად გაეცინა გულწრფელად ბოლო თვეების განმავლობაში. მთელი გზა ბედნიერი სახით უყურებდა პეტრეს, რომელიც წინ ყურებაზე ხშირად მარჯვნივ იყურებოდა. 
პეტრეს მშობლები საოცარი ადამიანები აღმოჩნდნენ. ანიტა სირცხვილისაგან იწვოდა, მაგრამ უშუალო გარემომ, რაც მთავარია პეტრეს სიახლოვემ და დამიანეს იქ ყოფნამ, რამდენიმე წამში გააქრო სიმორცხვეცა და დაძაბულობაც. ანიტას საკუთარი ბედნიერების ეშინოდა, პეტრე ხელს ერთი წამითაც კი არ უშვებდა. მის თვალებში ყველაფრის პოვნა შეგეძლოთ რაზეც შეყვარებულ ქალს შეეძლო ეოცნება.
-პეტრე, წამიყვანე გთხოვ სახლში, უკვე გვიანია, დედაჩემს ამ ყველაფერს ტელეფონით ვერ ავუხსნი.
-წაგიყვან და უკან წამოგიყვან.
-დღეს დავრჩები სახლში, მინდა ჩემებს მშვიდად დაველაპარაკო, შენც მოისიყვარულებ შენიანებს.
-გთხოვ.
-მეც გთხოვ, ჯერ მზად არ ვარ, მხოლოდ ეს ერთი დღე.
***********
პეტრემ ძლივს გადააბიჯა საკუთარ სურვილს, ერთი წამითაც აღარ უნდოდა ანიტას გვერდიდან მოშორება, მაგრამ მაინც მიიყვანა სახლში. გოგი და დიანა სიხარულს ვერ მალავდნენ, ნუნუ ძლივს ასწრებდა ცრემლების შემშრალებას.
თითქოს ყველაფერი დალაგდა...
 
-შენც ძმაკაცი გქვია რა, რატომ ვგებულობ ამას ყველაზე ბოლოს? -გეგი არ ცხრებოდა. პეტრეს მობილური ყურიდან მოშორებით ეკავა და ეცინებოდა ძმაკაცის გულწრფელ საყვედურზე.
-ყველაფერი ისე მოხდა, არაფერი გამხსნებია, ძმაო. ვიცი რომ შემეშალა, მაგრამ გამოვასწორებთ.
-კაი, შე ჩემა არაუშავს. მთავარია რომ მაგრად ხართ? ხომ ყველაფერი კარგადაა?
-გეგი, ბედნიერი ვარ, ყველაზე ბედნიერი.
-რა მაგარია, ძმაო, ჰა ვიწყებთ მზადებას?
-კი, კი, ვიწყებთ, მაგრამ მანამდე ის იდიოტი უნდა ვნახო. -პეტრემ რაც შეიძლება სწრაფად უამბო ყველაფერი.
-სად ხარ?
-სახლში მივდივარ მასთან, ტელეფონს არ პასუხობს. 
-შევხვდეთ და ერთად მივიდეთ.
-არა, გეგი, ეს მარტო ჩემი საქმეა და საბოლოოდ უნდა მოვაგვარო.
-პეტრე, ციხიდან დღეს გამოხვედი, პატარა რაღაც რომ მოხდეს უკან დაგაბრუნებენ, ანიტა ამას ვეღარ გადაიტანს.
-ვიცი, მოკვლას არ ვუპირებ. 
-თავს გაუფრთხილდი.
ახლა როდესაც ანიტასგან მოშორებით იყო, აღარ ცდილობდა განრისხების დაფარვას, საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა, თავს მონოტონურად ახსენდებდა რომ ფრთხილად უნდა ევლო. ანიტას სიყვარულმა თავის გაფრთხილებაც კი ასწავლა. იცოდა რომ თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ ამას რადენად მოახერხებდა ეს არა. საბედნიეროდ ბექა სახლში არ დახვდა.
-თქვენ გოგოს ნათესავი ბრზანდებით?-პირველი ეს ჰკითხა შიშისაგან თვალებგაფართოებულმა სანდომიანმა ქალმა, როდესაც კარი გაუღო.
-ვინ გოგოს ნათესავი? -გულწრფელად გაიკვირვა პეტრემ, რომელიც საშინლად გააბრაზა ბექას არ დახვედრამ.
-ბექამ ცოლი მოიყვანა, გაპარულები არიან, ჩვენ მართლა არ ვიცით სად წავიდნენ, თქვენც გოგოს ნათესავი მეგონეთ. -ქალს აშკარად არ ეტყობოდა სიხარული, რომელსაც ჩვეულებრისამებრ შვილის გაბედნიერება იწვევს ხოლმე.
რადგან მიხვდა ვერაფერს გაარკვევდა მალევე დაემშვიდობა ქალს და მანქანისკენ წავიდა. „ჯანდაბა!“-მთელი ხმით ღრიალებდა პეტრე და გამეტებით ურტყამდა წიხლებს მანქანის დისკს. ვერ იტანდა დაუმთავრებელ საქმეებს, იცოდა რომ სანამ ბოლომდე არ მოუგვარებდა ბექას, მანამდე ვერ მოახერხებდა მშვიდად, ახალი ცხოვრების დაწყებას. ვერც მხდალ ადამიანებს იტანდა. „ტიპმა შიშისაგან ცოლი მოიყვანა.“- ზიზღისაგან გააჟრჟოლა, ამ იდიოტიზმის გააზრებაზე ტვინში სისხლი ექცეოდა. ახლადშემოხვეული მანქანის სინათლემ, თვალები აუწვა. 
-ნახე? -თითქმის გაუჩერებელი მანქანიდან გადმოცვივდნენ იკა და გეგი.
პეტრეს უნებურად გაეღიმა თავისი ძმაკაცების შემხედვარეს.
-ცოლი მოიყვანა და ახლა გაპარულები არიან... მაგრამ თქვენ რა გინდათ აქ?
-აუ, ტიპი რა დებილია, უეჭველი მიხვდა, რომ მაგრად დაერხა და მაგარი გამოსავალი უპოვია. -იკა და გიგი ერთმანეთს არ აცდიდნენ ბექას საქციელის შეფასებას.
-რაც არის არის, სულ გაპარული იქნება?! ოდესმე ხომ ჩამოვა.
-ძმურად შეეშვი რა, ახლა ყველაზე მთავარი შენ და ანიტა ხართ, ხომ იცი როგორ ინერვიულებს მაგაზე რომ იფიქროს. ბექას ეტყობა რომ არაფრის გამკეთებელია. 
-როგორ შევეშვა? ყველაფერი როგორ ვაპატიო, შე ჩემა?!
-აპატიეო არავინ გეუბნება, უბრალოდ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ანიტას სიმშვიდე უნდა იყოს. ახლა დაკარგულ დროზე უნდა ფიქრობდე და არა შურისძიებაზე, რომელმაც აქამდეც ყველაფერი დაგაკარგინა. 
პეტრე ხვდებოდა რომ გეგი სიმართლეს ეუბნებოდა. პატარა ბიჭივით მოუნდა, ახლა ანიტას ოთახში აივნიდან გადაპარულიყო, ფრთხილად მოხვეოდა სუსტ სხეულზე და უბრალოდ მისი გულის ცემის სმენისას მშვიდად ჩასძინებოდა. ანიტას სიახლოვის განცდამ სხეული სულიანად გაუთბო.
-არ გესმის? წამო რა სადმე დავსხდეთ და დავლიოთ.
პეტრე წარმოდგენილმა წამიერად გამოთიშა მის გარშემო არსებულ რელობას, მაგრამ მიხვედრილი გეგის სიცილმა მაშინვე გამოაფხიზლა.
-გეგი მიგგუდავ.
-დღესვე რატომ არ წამოიყვანე?
-მთხოვა დღეს მშვიდად დაველაპარაკები ჩემებსო, თან რომ ვიცოდი ბექა უნდა მენახა აღარ დავაძალე. წამო რა სადმე მართლა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, უამრავი საქმე მაქვს.
პეტრეს უამრავი გამოტოვებული ზარი დახვდა, ყველა ანიტასგან. რამდენიმე წამი ყურებამდე გაღიმებული დასცქეროდა ეკრანს, ეს იმდენად უჩვეულო იყო მისთვის რომ მიხვდა ახლადგანცდილ სიხარულს ვერ იტევდა. აქამდე არავისთან იყო ანგარიშვალდებული, დიდი ხანია მშობლები არ ამოწმებდნენ როდის ბრუნდებოდა სახლში, არც არავისი სიმშვიდე იყო დამოკიდებული მის ყოველ ნაბიჯზე. ანიტას კი მის გამო არ ეძინა, მის გამო ნერვიულობდა, მიხვდა რამდენი სასიამოვნო რამ ჰქონდა სასწავლი და როგორ დააშავა, ბექაზე გაბრაზებისაგან დაბრმავებულმა თვითონ რომ არ დაურეკა.
-საყვარელო, ასე გვიან რატომ გღვიძავს? -ვერაფრით ახერხებდა მღელვარების სადმე მიჩქმალვას. 
-პეტრე, ხომ კარგად ხარ? 
-კარგად ვარ, ჩემო სიფრიფანა ქალბატონო. მაპატიე რა რომ არ დაგირეკე. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ, მინდოდა შენი ხმა გამეგონა. შემეშინდა რომ ბექას ნახავდი.
-არ მინახავს, ამაზე არ იფიქრო, ახლა ბიჭებთან ერთად ბარში მივდივარ და მალე მივალ სახლში. დაიძინე შენ. ძალიან მიყვარხარ.
-მეც ზალიან მიყვარხარ, პეტრე, გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
-მიყვარხარ და მართლა აღარაფერზე ინერვიულო.
პეტრეს საკუტარი სიტყვები აკვირვებდა „მალე მივალ სახლში“, ცოტა ხნის წინ ამას ცოცხალი ტავით არავის იტყოდა. სად ეკადრებოდა პეტრე გეგეშიძეს ვიღაცისთვის ანგარიშების ბარება, ახლა კი ანიტას სიმშვიდისთვის მზად იყო თავდაყირა დაეყენებინა თავისი ცხოვრება. უფალს მადლობას წირავდა ძმაკაცები გვერდით რომ არ ეჯინა, თორემ მისი სახის შემხედვარეები ერთი კვირა არ გაჩუმდებოდნენ, ყურებამდე გაღიმებული მართავდა მანქანას.
გამთენიისას დაბრუნდა სახლში. ოდნავადაც კი არ გრძნობდა დაღლილობას, იცოდა ემოციები, რომელსაც ვეღარ იტევდა დაძინების საშუალებას არ მისცემდა. წყალი სწრაფად გადაივლო, გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა. ყავა ფრთხილად ჩამოასხა ანიტას ჭიქაში. ნაცრისფერი, თითქმის არაფრით გამორჩეული ფინჯანი, მთელი იქ ცხოვრების პერიოდში ამოჩემებული ჰქონდა მის სიფრიფანა ქალბატონს. მისი წასვლის შემდეგ კი პეტრე ვერ ელეოდა, ამერიკაშიც თან ჰქონდა და მშობლებსაც მილიონჯერ თხოვა რომ წამოეღოთ. 
-გაემზადე რა და ბეჭედზე გამყევით შენ და იკა.
-რა? -ჯერ კიდევ მძინარე გეგი აზრზე ვერ მოვიდა რა უნდოდა პეტრეს.
-კიდე გძინავს, ტო... ადექი რა და გამყევით.
-აუ, შენ ვეღარ ხარ. ცხრამდე მაღაზიაც კი არ იქნება ღია, თან რა კიდევ მძინავს ახლა ჩამეძინა.
-ადე რა. ცხრამდე გამზადებას მოუნდები.
-დამავიწყდა, შენ რაც არ გინდა რომ არ გესმის.
-ზუსტად ცხრაზე ვიქნები შენტან და მზად დამხვდი.
-არის სეძევ ბატონო. ჩემი დროც მოვა.
-აბა რა გეგი. -სიცილით უთხრა პეტრემ და ახლა უკვე იკას გაღვიძებას შეუდგა, რაც ბევრად მძიმე საქმე იყო.
მთელი დილა საიუველირო მაღაზიებში გაატარეს. პეტრე რაღაც განსაკუთრებულს ეძებდა, მარტივად ვერა, მაგრამ მაინც იპოვა. მისი დაძაბული სახე გეგის და იკას სიცილის მიზეზს არ აკლებდა. პეტრე სხეულს ვერ იმორჩილებდა, ბეჭდის ყიდვამ თიტქოს უფრო ააღელვა. მიხვდა რომ მართლა ვერ მოითმენდა საღამომდე, როგორც არ უნდა ეთხოვა დედამისს.
*********
ნიშნობამ უჩვეულოდ ჩაიარა. დიანამ უხერხულობისაგან არ იცოდა რა გეკეთებინა, ნუნუ სამზარეულოდან ვერ გამოიყვანეს. ერეკლესა და გოგის ამხიარულებდათ ქალების ფუსფუსი და აზრსმოკლებული ნერვიულობა იმაზე, რომ სპონტანურად მოწყობილ ნიშნობას სატანადოდ მომზადებულები ვერ შეხვდნენ. პეტრე საერთოდ ვერაფერს ამჩნევდა ანიტას გარდა. მათი ბედნიერება უეცარ გათენებას ჰგავდა, ნელ-ნელა რომ უნდა შეაჩვიო თვალი სინათლეს. ახალგაზრდებმა ჯერ კიდევ სუფრასთან მსხდომნი დატოვეს მშობლები, ღამით უკვე გერგეტში უნდა ყოფლიყვნენ.
პეტრეს მამა გიორგი ეჯინა გვერდით, უკან კი ანიტა, რომელიც ზოგჯერ შეუმჩნევლად აპარებდა ხელს პეტრეს კისრისკენ. პეტრეს სასიამოვნოდ გააჟრჟოლებდა, სიფრიფანა ქალბატონის შეხებაზე და მისი მოშორების მოლოდინი გულის ცემას უჩქარებდა. ანიტა ამ დროს სირცხვილისა და უხერხულობისაგან იწვოდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა გამკლავებოდა მონატრებას. მუცელში მოფარფატე პეპლები, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. პეტრეს უკვე მამაოსი ეხათრებოდა, იმდენჯერ შეოაბრუნა თავი ანიტასკენ, მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰყოფნიდა მისი მორცხვი მაგრამ განუზომელი ბედნიერების გამომხატველი ღიმილი.
ყაზბეგში ასულები, მამაომ თავის სახლში დააბინავა. გეგი და იკას ამოსვლისთანავე შეუყვნენ გერგეტის გზას. 
სამი გოლიათის გარემოცვაში, ყველაზე მეტად მართლაც „სიფრიფანა ქალბატონი“ შეეფერებოდა ანიტას. ყველა თავს ევლებოდა, პეტრე ერთი წამითაც კი არ უშვებდა ხელს, ცდილობდა მისი ყველა ამოსუნთქვა ეგრძნო. ძლივს მოსულ ბედნიერებასთან ერთად, ზიარების მოლოდინი განსაკუთრებულად აღელვებდა. თითქოს მძიმე ფურცელი უნდა გადაეშალა, ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ანიტა მონუსხული იდგა. ტაძრის თავისნაირი სიმშვიდე თითქოს წვეთ-წვეთად ეღვრებოდათ სხეულში. აქ ღმერთთან სიახლოვეც ნათლად იგრძნობოდა და საკუთარი ცოდვების სიმძიმეც. 
ზიარება გამთენიისას დაიწყო, პეტრემ ძლივს გაუშვა ხელი ანიტას. მამა გიორგის წინ მდგომსაც კი არ სჯეროდა, რომ ხუთწლიანი უზიარებლობა დამთავრდა. ახლა მართლა შეიზლებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ხედავდა მისიანების ჭეშმარიტი სიახრულით სავსე თვალებს და საკუთარი სიხარული უფრო უმძაფრდებოდა. 
*************
მომდევნო ორი დღე გვერდიდან არ მოიშორა მამა გიორგიმ არც ერთი. ლომისაზე თითქმის სულ ხელით აიყვანა პეტრემ ანიტა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, არაფრით დასვა ძირს. პირველად იგრძნო როგორ შეიძლება დაიღალო სასიამოვნოდ. ატმოსფერო რომელიც ტაძარში დახვდათ არ შეიძლება შეადარო რაიმეს. მდუმარე ბერების ნეტარი სახეები, ბუნების სიმკაცრესთან შეზრდილი სილამაზე, საველე პირობები... წყლისთვის გავლილი ორმოცწუთიანი სავალი გზა ციცაბო ფერდობზე, მრევლის მიერ სათითაოდ ამოზიდული შეშის მარაგი. ემოცია, რომელიც ადრენალინივით მოქმედებს. 
ტაძარი სავსე იყო მომლოცველებით, გრძელი ჯაჭვი იდგა ჯაჭვის მოლოდინში. პეტრე თითქოს თვალებით ეშველებოდა ანიტას ჯაჭვის ტარებაში, თვალებით, რომელიც უთქმელადაც შესაძლებელზე ხმამაღლა ყვიროდა „შენ ამას შეძლებ“.
მერე იყო სნო, პატრიარქის სოფელი. იყო დარიალის ხეობა. თერგის შეუპოვარი ღრიალი, ახლადაგებული, უკვე პერანგჩაცმული კარიბჭის მცველი. სიხარულის ცრემელიანი მადლიერება ქართველობისთვის და ემოციები რომლებიც არ უფერულდება.
სიცივე შეპარული, კიდევ ერთი ყაზბეგური ღამე და მამა გიორგის სახლის უბრალოება. პეტრე ჭიმილიანი სახით აჰყურებდა სოფლის სახლის უსწორმასწორო ჭერს და იცოდა რომ ცხოვრების ბოლომდე შეძლებდა აქ დარჩენას, ოღონდაც ანიტას სიახლოვე ეგრძნო. სასიამოვნო სურნელი ნელ-ნელა იბყრობდა მის ოთახს. მამა გიორგი ღიმილით შესცქეროდა ბიჭების მოუსვენრობას, რომლებიც სურნელს გამოყოლილები ახლა მოსვენებას არ აძლევდნენ ანიტას, რომელიც მარწყვის ჯემიან მაჭკატებს აცხობდა. პეტრე სიამაყით აღვსილი თვალებით შესცქეროდა მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს. 
-ეზოში დავსხდეთ, ძალიან არ ცივა, თან მთვარის შუქზე ძალიან ლამაზია გერგეტი. 
ყველას მოეწონა პეტრეს იდეა, უცებ გაიტანეს პატარა მაგიდა სკამებით, ანიტას სუფრის გაწყობაშიც კი დაეხმარნენ. გეგი და იკა გაოცებულები შესცქეროდნენ სახლიდან გამოსულ პეტრეს, რომელსაც ნიკოლას სიკვდილის შემდეგ პირველად ეჭირა გიტარა ხელში. იცოდნენ რას ნიშნავდა ეს, ამიტომ ხმა არავის ამოუღია. თითქოს ის რამდნეიმე წუთი სხვა განზომილებაში იყვნენ. „საქართველოო ლამაზო“, ხუთივეს ცრემლიანი თვალები, პეტრეს გასაოცარი ხმა და ჯერ კიდევ არ მიჩუმებული ბუმბერაზი მთების ექო. ვერავინ პოულობდა შესაფერის სიტყვებს გონებაში, ანიტას ღაპა-ღუპით ცვიოდა ცრემლები, მთელი ძალით ჩაეხუტა პეტრეს, რომელსაც მთელი სული, გული, პატრიოტიზმი, უდიდესი ტკივილი დაბერილ ძარღვებად და ამღვრეულ თვალებად დამჩნეოდა.
იმ ღამეს ყველაზე რთული იყო მარტოობის ატანა.
 
პეტრე თავზე ბალიშდადებული ებრძოდა იტაკის ყურისწამღებ ჭრიალსა და ძმაკაცის მოგუდულ სიცილს. გეგი უკვე მეათედ გადიოდა მანძილს, მისი ოთახის თავიდან ბოლომდე.
-გეგი, ავდგები და ვერ გადამირჩები.
-აუ, გაგაღვიძე?!
-არა, მძინავს და ვბოდავ. 
-კაი, შე ჩემა, ვიხუმრე. ირიშა ჩამოვიდა.
-ახლა მართლა დაგჭრი, ნუ მეკაიფები შენი თავი არ მაქვს.
-არ გეკაიფები, იკას უკვე აქ მოჰყავს და შენ ფეხზე ადგომა არ გინდა. ვაბშე ყველაფერი მზადაა.
გეგის წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, მოულოდნელი სიხარულით სრულიად გამოფხიზლებული პეტრე რომ წამოდგა. კაკუნმა სიტყვა გააწყვეტინა.
-შეიძლება შემოვიდე?
-საყვარელო, ნუ მაგიჟებ, შემოდი.
-პეტრე, მამა გიორგიმ ტაძარში უნდა წამომყვე, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებაო და თან ძალიან ლამაზი, ქართული კაბა მაჩუქა. ნახევარ საათში წავალთ. თქვენც ხომ წამოხვალთ?
-ჩვენ რაღაც საქმეები გვაქვს და ცოტა დაგვაგვიანდება.
-კარგი, საუზმე მზადაა და გამოდით.
პეტრემ ნაზად აკოცა შუბლზე ანიტას, ყურებამდე გაღიმებულ გეგის დაუბღვირა და სამზარეულოსკენ წავიდა. ვერაფრით ისევენებდა, ვერც რაიმეს გაუგო გამო. გამოსაცვლელად გასული ანიტას სამზარეულოში დაბრუნებამ უარეს დღეში ჩააგდო. მის სიფრიფანა ქალბატონს საოცრად უხდებოდა ტრადიციულ ქართულ სტილში გადაწყვეტილი, თეთრი გულისპირითა და ლურჯი ხავერდით გაწყობილი კაბა. მოხდენილად ჩანდა მისი წვრილი წელი, ქერა, შუაზე გაყოფილი თმა და გრძელი ნაწნავი. ყაზბეგის ჰაერსა და მის გარშემო ახლად დავანებულ სიმშვიდეს, თითქოს ფერიც დაებრუნებინათ მისი სახისთვის. აღარც თვალის უპეები ჰქონდა ჩაშავებული, გრძელი თითები სასაცილოდ გადაეხლართა ერთმანეთში, როგორც ყოველთვის ნერვიულობისას და ღაწვებშეფაკლული შეჰყურებდა აღფრთოვანებულ პეტრეს, რომელიც მისი დანახვისთანავე წამომდგარიყო. ანიტა პატარა ბავშვივით მიეტუზა ყველაზე ძვირფასს, რომლიც რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურებდა მის სიწრფელით სავსე თვალებს, მერე კი ისე ჩაიხუტა სიფრიფანა ქალბატონს სუნთქვა შეეკრა.
-ულამაზესი ხარ, ყველაფერ არსებულსა და არარსებულზე მეტად მიყვარხარ, ანიტა.
-ყველაფერი ფასეული ხარ ჩემთვის, მიყვარხარ.
-შვილო, წავიდეთ ახლა და ესენიც მალე ამოვლენ. - მამა გიორგი უკვე კართან იდგა. პეტრემ ნაზად აკოცა ცხვირზე ანიტას და ძლივს აიძულა თავი გაეშვა.
მამა გიორგისა და ანიტას გასვლისთანავე, ბიჭები გეგის ოთახში შეცვივდნენ. გეგი და პეტრე უკვე მზად იყვნენ იკა რომ ამოვიდა ირიშასთან ერთად.
-ძალიან დიდი მადლობა ჩამოსვლა რომ მოახერხე.
-პირიქით, დიდი მადლობა. სხვანაირი არც წარმომედგინე. -უთხრა ირიშამ პეტრეს, როგორც კი მის რამდენიმეწამიან შესწავლას მორჩა.
-იკა, უცებ ჩაიცვი შენც და წავედით.
ნახევარ საათში ოთხივენი გერგეტის ეზოში იდგნენ. აღფრთოვანებული ხალხი ღიმილით შესცქეროდა სამ, ჩოხაჩაცმულ გოლიათს. პეტრეს ლურჯი, გეგის და იკას კი ნაცრისფერი ჩოხები ეცვათ. ანიტა ერთ-ერთ სასანთლეს ასუფთავებდა, ხალხის გაოცებულმა მზერამ ისიც შემოაბრუნა კარისკენ. მოზღვავებულმა ემოციამ დაამუნჯა. ეგონა ყველას ესმოდა მისი გულის ცემის ხმა, ეგონა ზღაპარში იყო. ვერაფრით აცილებდა პეტრეს გაბრწყინებულ თვალებს მზერას. ის იმდენად სიმპათიური იყო სუნთქვა ეკვროდა, რაღაც განუცდელს გრძნობდა. მხოლოდ გვიანღა შეამცნია გოლიათების გვერდით მდგარი, ბედნიერების ცრემლებით თვალებავსილი ირიშა.
სრულიად უცხო ადამიანების გულწრფელი სიხარული. მუცელში გამალებით მოფარფატე პეპლები. ცხოვრება, რომელიც ამ დროს ყველაზე ნათლად ერთმანეთის თვალებში ჩანს. ღვთის წინაშე, ერთმანეთისთვის შეფიცული ერთად ყოფნა. ყოვლისმომცველი ბედნიერება და განცდა რომ შენი შეგრძნებებით, ემოციებით ამ ყველაფერს ვერ ჰყოფნი, ვერ იტევ. ერთმანეთზე მჭიდროდჩაკიდული ორი ხელი და შენიანობის განცდა. ეგოზმის საშინელი მარცხი და ის, შენთვის ყველასა და ყველაფერზე პირველი. ასეთი იყო პეტრესა და ანიტას ჯვრისწერა.
-მე უკვე შენი ქმარი ვარ, შენი ქმარი. -სასაცილოდ ეჩურჩულებოდა პეტრე.
*************
ოთახში ჰაერიც კი ვერ იტევდა ემოციებს. ანიტა ფეხის წვერებზე იდგა პეტრეს წინ, ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ყველაზე ძვირფასს, ხელს სასაცილოდ მუჭავდა და შლიდა. გაუბედავად აპარებდა პეტრეს სახისაკენ, რომელსაც შრამებიც კი ვერაფერს აკლებდა. რამდენჯერ უოცნებია ანიტას მოფერებოდა მის მკაცრ, მაგრამ მაინც ნატიფ ნაკვთებს. შრამებსაც კი, ტკივილიან დღეებს რომ ახსენებდნენ. პეტრეს ძლიერი ხელების შეხებაზე, ანიტას სიამოვნებისაგან აჟრჟოლებდა. უნდოდა სიმორცხვე, უხერხულობა, ამდენი პრობლემებისგან გაჩენილი ბარიერები გაბედულად გაეთელა. პეტრე კი არ ჩქარობდა, არ უნდოდა საკუთარ სურვილებს დამორჩილებულს ანიტა შეეშინებინა, რომელიც მის უბრალო შეხებაზეც კი კანკალებდა. სასაცილოდ იყო ბეჭებში მოხრილი, ანიტას ბაგეებს რომ მიწვდომოდა. განსაკუთრებული სინაზით აკოცა, თითქოს ელოდა რა რეაქცია ექნებოდა მის სიფრიფანა ქალბატონს. წინააღმდეგობის არ გაჩენამ, პეტრე ცოტათი უფრო გაათამამა. ხვდებოდა როგორ ებინდებოდა ბედნიერებისაგან გონება, ხვდებოდა რომ ცოტაც და ვეღარ გაჩერდებოდა. ამის გააზრებაზე კი უცებ გაჩერდა. ანიტას აწყლიანებულ თვალებში თანხმობას ეძებდა. 
-„როგორ გითხრა, რომ ვგიჟდები შენზე? როცა წინ მიდგახარ, ჩემი ჩრდილი უკან ეცემა.“ არც ის ვიცი როგორ გითხრა რას განვიცდი ახლა. დღეს იმდენი რამ გავაკეთე ისე როგორც მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ახლა მეშინია... თუ შენ მზად არ ხარ...-პეტრეს განუზომელი ძალისხმევა სჭირდებოდა რომ ეს ყველაფერი ეთქვა. მაგრამ უნდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო ანიტასთვის. 
-პეტრე, ვგიჟდები ისეთი ხარ. ვერაფერს ვგრძნობ გარდა სურვილისა, რომ ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ბედნიერებისთვის. მე მინდა შენი გავხდე, შენ ჩემი და ჩვენ, რეალურად ჩვენ.
პეტრეს ყველა უჯრედი ბედნიერებისაგან თრთოდა. გრძნობდა რომ ანიტას სახით, მართლა ყველაზე დიდი საოცრება ჰყავდა გვერდით. მისი სიფრიფანა ქალბატონი, მისთვის ყველაზე მყარ დასაყრდენად იქცა. ბედნიერება მართლა ვერ იტევს გული, როდესაც ხვდები რომ ვიღაცას მართლა შეუძლია უყვარდე სკუთარ თავზე მეტად და უყვარხარ კიდეც, როდესაც გადაუმოწმებლად შეგიძლია ენდო. როდესაც შეგიძლია შენი სინდისი უწოდო შენს ცოლს, თვალისდაუხამხამებლად და წარბშეუხრელად. როდესაც სისხლიც კი ბედნიერების ფერია შენს ძარღვებში. ანიტა უფრო მყარად მიიკრა სხეულზე, რომელიც სიამოვნებისაგან სხეულს ვერ იმორჩილებდა. პეტრეს მხურვალე ტუჩებს გრძნობდა ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირზე, ყურის ბიბილოებსა თუ ყელზე. ხვდებოდა როგორ ეცლებოდა ნელ-ნელა სამოსი, მაგრამ ოდნავადაც არ აღელვებდა ეს. გაუბედავად უხსნიდა ახალუხის საკინძეებს, ნაზად უკოცნიდა მკერდს, ძლიერ მკლავებს, რომლებიც აიძულებდნენ მთელი სისავსით ეგრძნო მისი სხეული. პეტრემ ნაზად დააწვინა საწოლზე, ვნებამორეულსაც კი არ ავიწყდებოდა სიფრთხილე, რომ ახლაც და ყოველთვისაც ანიტა იყო მთავარი, გონება სიფრიფანა ქალბატონის ყოველ შეხებაზე სასიამოვნო განგაშს ტეხდა. საკუთარი თავის უკვირდა, არასდროს ჰქონია ასეთი შეგრძნება. 
-გეფიცები, ყველაფერი კარგად იქნება. -პეტრეს მზრუნველობას, სინაზეს, მოთმინებას გაგიჟებამდე მიჰყავდა. 
გაუსაძლისი ტკივილი, პეტრეს შეშინებულმა მზერამ გააქრო. პირველად განცდილმა სიამოვნებამ მთლიანად მოიცვა. პეტრე მისთვის ყველაზე და ყველაფერზე ახლობელი გახდა. მისი შეხება კი უფრო და უფრო სასიამოვნო. მთელი ტანით მიეკრა, მჭიდროდ შემოხვეულ მკლავებზე, თვითონაც მოხვია სუსტი ხელები. ჩაძინებამდე კოცნიდა პეტრე მის თმებს, ანიტას კი დაძინება არ უნდოდა, ეშინოდა რომ მძინარე ვეღარ იგრძნობდა იმ ბედნიერებას, რომელსაც ახლა მისი მთელი გონება, გული და სული მოეცვა.
ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში. მშობლები გადარეულები დახვდნენ, განსაკუთრებით დედები აქტიურობდნენ, რომლებიც ვერაფრით შეგუებოდნენ შვილების ასე „უბრალოდ“ დქორწინებას. პეტრეს და ანიტას კი არაფერი ესმოდათ. დამიანეს გარშემო ხალიჩაზე ისხდნენ და ბედნიერებისაგან ფრთებშესხმულნი შესცქეროდნენ ipad-ში ჩამძვრალ პატარას. 
საღამოთი მთელი სახლი გაივსო, სასიამოვნო იყო ახლობლების ნახვა, მაგრამ პეტრე და ანიტა საშინლად ნანობდნენ ასე ადრიანად რომ დაბრუნდნენ ყაზბეგიდან, არადა ახლა თავინთ ბინაში წასვლა ალბათ მშობლების თვითმკვლელობით დამთავრდებოდა. პეტრე ძლივს იკავებდა თავს, ძმაკაცებისთვის თავები რომ არ დაეჭრა. მთელი საღამო სიცილით იხოცებოდნენ მათი საცოდაობის შემხედვარე, დამსხდრები არ იყვნენ, ადგომა რომ უწევდათ ახალმოსული სტუმრის სადღეგრძელოზე სამადლობლის მოსახდელად. უცებ გეგი გაქრა მაგიდიდან, უკან კი შეშფოთებული სახით დაბრუნდა.
-უნდა მოგიბოდიშოთ, მაგრამ სიძე-პატარძალი უნდა წაგართვათ, დათას ცოლი მშობიარობს და რომ არ მივიდეთ არ შეიძლება, გიჟს ჰგავს. თან ხომ იცით გოგი ძია, მშობლები აქ არ ჰყავს და ჩვენც რომ არ მივიდეთ არ გამოდის.-მეტი დამაჯერებლობისთვის გოგიც გარია საქმეში გეგიმ.
პეტრე აღფრთოვანებული იყო ძმაკაცის შესაძლებლობებით, ნაჩქარევად დაემშვიდობა სტუმრებს და ანიტასთან ერთად რამდენიმე წამში დატოვა სახლი.
-რა მაიმუნი ხარ, გეგი. რამ მოგაფიქრა?
-თქვენი საცოდაობით დავიწვი. რა ჯანდაბა მოგარბენინებდა, ვერ დარჩით?! ან თქვენკენ საქორწინო მოგზაურობა ან რამე მაგდაგვარი არ იციან? Honeymoon მაინც არ გაგიგიათ?! -გეგი სიცილისაგან იგუდებოდა.
-მაგარი ჯიგრები ხართ, ახლა წავედით ჩვენ და ხვალ გნახავთ.
-ჩვენც თქვენთან მოვდივართ.
-რა ჩვენთან?! ხვალ დილით მოდით.
-დამთავრებული ბინის ნახვა გვინდა.
-ხოდა დღის სინათლეზე უკეთესად დაათვალიერებთ, ახლა შეგვეშვით.
**************
ოთახში შესვლისთანავე ჩამრთველს დაუწყო ძებნა ანიტამ, ერთის სული ჰქონდა როდის ნახავდა მხოლოდ თავიანთ სახლს.
-ჩვენც დღის შუქზე დავათვალიეროთ რა. -პატარა ბავშვივით, სასაცილოდ შეეხვეწა პეტრე, რომელმაც სიბნელეშიც მარტივად იპოვა ანიტას ტუჩები.
**************
უკვე თითქმის ერთი წელი იყო გასული. მათი ურთიერთობა კი გარშემომყოფებსაც კი ათბობდა. ერთად გატარებული ღამეები ისევ ისე აღელვებდათ, როგორც მაშინ, პირველად, ყაზბეგში. მაგრამ მაინც იყო რაღაც, რაზეც არ ლაპარაკობდნენ. ანიტას ერთი სული ჰქონდა, როდის მიეცემოდა საშუალება პეტრესთვის ორსულობა ეხარებინა. მოლოდინი, ნელ-ნელა დაუძლეველ წუხილად ექცა. პეტრე არც კი აგრძნობინებდა როგორი მოუთმენლობით ელოდა ამ სიახლეს, იცოდა რომ ანიტა მის გარეშეც განიცდიდა. ყველაფრით ცდილობდა დაერწმუნებინა რომ ერთი წელი, არაფერი სგანგაშო არ იყო.
ჯვრისწერის თარიღამდე ორიოდე დღე იყო დარჩენილი. პეტრეს საშინლად აფიქრებდა ანიტას სევდა, რომელსაც ყოველთვის ღიმილის ამოფარებული მალავდა. იმ დილითაც ანიტაზე მჭიდროდ ჩახუტებულს გაეღვიძა, განძრევის სურვილიც კი არ ჰქონდა. ანიტას თმის სურნელი გონებას ურევდა, ის ის იყო გადაწყვიტა სამსახური გაეცდინა, ყველაფერი ტელეფონის ზარმა რომ გააფუჭა.
ბავშვობის მეგობარი, დათა, რომელსაც სამსახურიდან გამომდინარე ადვილად შეეძლო დაედგინა ბექას საქართველოში დაბრუნების ამბავი, სწორედ ამ სიახლით ურეკავდა. ერთმა წელმაც კი ვერ მოუტანა პეტრეს სიმშვიდე. ყაზბეგიდან ჩამოსულს ბექა ცოლიანად იტალიაში დახვდა წასული. მის სანახავად ჩასვლას ტყუილის გარეშე ვერაფრით მოახერხებდა, ანიტასთან სიმართლე კი მისთვის სიმშვიდეზე ძვირად ფასობდა. ფრთხილად ადგა საწოლიდან, ჯერ კიდევ მძინარე ანიტას შუბლზე აკოცა და სწრაფად დატოვა სახლი.
არ იცოდა რას იზამდა, არც ის რა მოჰყვებოდა ბექას ნახვას. ერთი სული ჰქონდა მისთვის ყველაფერზე პასუხი მოეთხოვა. ახლაც გარკვევით ესმოდა ირიშას ჩურჩული „-იცის ბექა რომ რამდენჯერმე ხელით შეგეხო?!“ ორი კვირის წინ ფიქრობდა რომ შეეძლო ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ ამ სიტყვებმა გამძვინვარებულ მხეცად აქცია. იმ დღიდან ცდილობდა ბექას ზუსტი კოორდინატების გარკვევას, ვეღარაფერზე ფიქრობდა, როდესაც წარმოიდგენდა როგორ ურტყამდა ბექა მის ანიტას. ზუსტად ორ კვირაში კი ბექა თვითონ დაბრუნდა საქართველოში. მისი სახლისკენ მიმავალს ანიტაზე ფიქრი გულს უკლავდა, იცოდა როგორ ატკენდა ამ საქციელით, მაგრამ ვერც ამ ყველაფერს გადაყლაპავდა. იცოდა უმოქმედობა შიგნიდან შეჭამდა. ამით არც საკუთარი სიამაყის და არც პატივმოყვარეობის გამოკვებას ცდილობდა. ახლა გულწრფელად ფეხებზე ეკიდა რას ფიქრობდა ბექა მასზე, მაგრამ ანიტაზე ხელის აღმართვას არავის აპატიებდა. უბრალოდ ვერ შეძლებდა ამით ცხოვრებას. 
სახლთან მისულს ბექა ქუჩაში დახვდა. პეტრე სხეულს ვერ იმორჩილებდა, მანქანიდან ფეხი გადმოდგმული არ ჰქონდა ბექას ხელში პატარა რომ შენიშნა. ეს, ასეთი გაბრაზებული პეტრესთვისაც კი მეტისმეტი იყო. თითქოს დაიშალა ბავშვის სახის დანახვისას. ცივად მიიხურა მანქანის კარები, გაშეშებული შეჰყურებდა ბექას, რომელიც ტკივილისაგან დაჩაგრულ მამას უფრო ჰგავდა, ვიდრე საკუთარ თავში დარწმუნებულ ეგოისტს. ტელეფონი უკვე მეათედ რეკავდა, ისევ დათა იყო.
-პეტრე სად ხარ? -აღელვებული დათა მოუთმენლად ელოდა პასუხს.
-ბექას სახლთან.
-არის რაღაც რაც უნდა იცოდე პეტრე, სანამ რამეს გადაწყვეტ. ბექას რადენიმე თვის შვილი ჰყავს, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. 


„როგორ გითხრა, რომ ვგიჟდები შენზე? როცა წინ მიდგახარ, ჩემი ჩრდილი უკან ეცემა.“ _ ფრაზა ეკუთვნის, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტს, ნიკა ჩერქეზიშვილს. რომელიც ანიტას საყვარელი პოეტის, ალექსანდრე გასვიანის პროტოტიპია. ))

მადლობის სათქმელადაც კი ვერ მოიბრუნა ენა, გაქვავებული იჯდა მანქანაში. ერთადერთი საკუთარი სინდისი ამშვიდებდა, არასდროს უსურვებია ბექასთვის რაიმე ცუდი, მითუმეტეს ამხელა უბედურება. საკუთარი გამოცდილება, გაგებულს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენდა. რამდენიმე წუთის წინ შეიძლება შემოკვდომოდა კიდეც, ახლა კი თავს ძლივს იკავებდა მისთვის დახმარება რომ არ შეეთავაზებინა. მხოლოდ ის აბრკოლებდა, რომ მის საქციელს ბექა სწორად ვერ გაიგებდა, შეიძლება მისი უბედურების დაცინვადაც კი მიეღო. ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა სამსახურში რომ მივიდა, თანამშრომლებმა მორიდებული შეშფოთებით გააყოლეს თვალი. ვერავინ ბედავდა ეკითხათ რა ხდებოდა. სავარძელში ჩაესვენა, რამდენიმე ნაბიჯიც და გრძნობდა რომ დაეცემოდა. დამიანეს დიაგნოზის გაგებისას განცდილმა ტკივილმა თითქოს ახლი ძალებით იფეთქა. ტელეფონის ზარმა აიძულა დამიანესა და ანიტას ფოტოსთვის თვალი მოეცილებინა.
-საყვარელო, როგორ ხარ? მაპატიე დილით რომ ვერ გავიგე როგორ წახვედი. მენატრები.
-ანიტა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ.
-რაღაცნაირი ხმა გაქვს? რამე მოხდა? -ანიტას გული ამოვარდნას ჰქონდა.
-არა, არაფერი საყვარელო, მეც ძალიან მენატრები. დღეს ხუთზე რჩები ხომ?
-კი.
-შევეცდები რომ სახლში დაგხვდე. ძალიან მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი.
-მიყვარხარ. და სანამ ძებნას დაუწყებ, შენი შავი საათი მე მიკეთია.
პეტრემ ახლაღა შეამჩნია საათი რომ სახლში დარჩენოდა და ანიტას ბავშვურ საქციელზე გაეცინა. წარმოიდგინა როგორ ექნებოდა მისი საათი წვრილ მაჯაზე.
-მსგავსი ხომ შენც გაქვს?
-მე შენი მინდოდა. 
-ლექციები რომ გააცდინო არ გინდა? 
-ხომ იცი რომ ახლა ყველაზე მეტად მინდა შენს მუხლებზე ვიჯდე შენზე ძალიან მაგრად ჩახუტებული, მაგრამ...
-ანიტა ნუ მაწამებ. -აღმოხდა პეტრეს.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
ანიტამ თითქოს სიმძიმე შემოაცალა. შესვენებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაც კი მოახერხა. მერე ბიჭებს შეხვდა. გეგის და იკას არც კი უკითხავთ შემდეგ რა მოხდა, როდესაც ბექას შვილის ამბავი გაიგეს. ისინი იმდენად კარგად იცნობდნენ თავის ძმაკაცს, რომ იცოდნენ პეტრეს უკვე ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა. 
სასაცილოდ წრუპავდა სამი გოლიათი ფორთხოლის წვენს. რადგან პეტრე არ სვამდა, გეგი და იკაც აღარ ეკარებოდნენ სასმელს, თან ამას ყოველგვარი ხაზგასმის გარეშე ძალიან ბუნებრივად აკეთებდნენ. მათ შემხედვარე პეტრეს გული სიამაყით ევსებოდა, ბავშვობიდან ერთად იყვნენ და არასდროს არაფერი შეშლიათ ისეთი რაც მომავალ ურთიერთობას ხელს შეუშლიდა. მის ოჯახთან ერთად, ისინიც მისი სიძლიერის განმსაზღვრელნი იყვნენ.
*************
-საყვარელო, სახლში ხარ? -კარის გაღებისთანავე ახმაურდა პეტრე.
-სამზარეულოში ვარ.
-რას მიკეთებს ჩემი სიფრიფანა ქალბატონი?
-სოკოს რულეტს და შენს საყვარელ სამარხვო სალათს. მაგრამ ამ კვირაში ორიქიდეების მესამე თაიგული, მსოფლიოში საუკეთესო ქმრისგანაც მეტისმეტია. არ მომწონს ასე რომ წუხდები. -აბუზღუნდა ანიტა, როგორც კი იისფერი ორქიდეების ულამაზესი თაიგული დაინახა ქმრის ხელში.
-მსოფლიოში საუკეთესო ცოლისთვის არ არის მეტისმეტი, შეწუხებაზე კი არაფერს ვიტყვი, არ მინდა ამის გამო ვიჩხუბოთ.
ანიტას პეტრეს კოცნამ საშუალება არ მისცა ხმა ამოეღო. ცოტა ხანში არც ერთს ახსოვდა ვახშამი.
გამთენიისას პეტრე იქამდე კოცნიდა ანიტას, სანამ არ გააღვიძა. ვერც კი გაბრაზდა, ისეთი გაბრწყინებული, ეშმაკური თვალებით შესცქეროდა პეტრე.
-მგელივით მშია.
-ახლავე გაგიმზადებ.
-ცოტა ხანს იწექი და მერე ერთად გავამზადოთ.
ცოტა ხანმა ერთსაათს გასტანა, როგორც იქნა აიძულა პეტრემ თავი ანიტასთვის ადგომის საშუალება მიეცა და რამდენიმე წუთში თავადაც უკან მიჰყვა. რულეტი ჯერ კიდევ ღუმელში იყო...
***********
პეტრე მთელი დღე ვერ უდებდა სამუშაოს გულს, ვერაფრით გადაეწყვიტა კიდევ რისი ჩუქება შეიძლებოდა ანიტასთვის ჯვრისწერის თარიღის აღსანიშნავად. სამსახურიდან ტურისტულ სააგენტოში გამოიარა, იერუსალიმის საგზურებისთვის. ანიტას ძალიან გაახარებდა მომავალი აღდგომის იერუსალიმში გატარება. თან მათთან ერთად ორივეს მშობლები, დამიანე, იკა, გეგი და მამა გიორგიც წავიდოდნენ. მეორე საჩუქარი ოქროს კულონი იყო, ფირფიტა, რომელიც ერთი თვის წინ შეუკვეთა იუველირს. ანიტას კულონს პეტრე ეწერა ბრილიანტის პატარ-პატარა ნამსხვრევებით, პეტრესას კი ანიტა. ორივეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან დაკავშირებულ სიმბოლოებთან. პეტრე დღემდე ანიტას საყვარელი ფინჯნიდან სვამდა ყავას თუ ჩაის, დღემდე და ყოველთვის ჯიბეში ედო, ანიტას პატარა შარფი, რომელიც მისი სახლიდან წამოსვლისას დარჩა. თანაც ფირფიტებზე, მომავალში, უფლის წყალობით, შეეძლოთ შვილების სახელებიც ამოეტვიფრათ. კიდევ იყო ღვინის ახალი ხაზი, რომელიც მათი მეღვინეობის ყველა შუშხუნა ღვინოს გააერთიანებდა, ამ ახალ ხაზს კი ანიტას გამო „ჩემი-ანი“ ერქვა.
უკვე შვიდი ხდებოდა, ანიტაც მორჩენილიყო მზადებას და პეტრეს ელოდებოდა. ჯვრისწერის თარიღის აღნიშვნას ყაზბეგში, „Rooms Hotel”-ის იმავე ნომერში აპირებდნენ, სადაც პირველი ღამე გაატარეს.
-საყვარელო, მზად ხარ?
-კი, მე მზად ვარ.
-არ მოიწყინო, ნახევარ საათში მოვალ და მაშინვე წავიდეთ. ძალიან მიყვარხარ.
-ჩემს გამო არ იჩქარო, ფრთხილად იარე, მიყვარხარ.
-შენ ხარ სიკეთე. -უთხრა პეტრემ და მაშინვე გაუთიშა ტელეფონი ყურებამდე გაღიმებულმა, რადგან იცოდა რომ ანიტა ამ სიტყვებს მარტივად არ მიიღებდა, მერე დაიწყებოდა შეჯიბრი და ბოლოს წაგებული გაიბუტებოდა. 
სამსახურში ათი წუთის საქმე ჰქონდა და მერე ნახავდა თავის სიფრიფანა ქალბატონს.
-პეტრე, სად ხარ?
-სამსახურში გეგი, რა არის?
-ბექამ დამირეკა, შენთან შეხვედრა უნდა. ნახევარ საათში „ლე მარე“-ში იქნება.
-დღეს ყაზბეგში უნდა წავიდე, ანიტას ვერ ვეტყვი ბექა უნდა ვნახო-მეთქი, არაფრით დაიჯერებს რომ ცუდს არაფერს ვუპირებ. 
-რა ვიცი ძმაო, არამგონია დიდი დრო დაგჭირდეთ. ბექას ისეთი ხმა ჰქონდა, ალბათ ბოდიშის მოხდა უნდა. 
-ხო რო არ ვნახო არ გამოდის, იმედია თხუთმეტ წუთზე მეტი არ დაგჭირდება.
პეტრე ადრე მივიდა რესტორანში, მოუსვენრობისაგან საათს თვალს ვერ აშორებდა. ბექას დანახვამ პეტრეს გული დაუმძიმა. ბეჭებში მოხრილს თმაც კი გაჭაღარავებოდა საფეთქლებთან. საოცარია, როგორ ცვლის უბედურება ადამიანს. თითოეული ჩვენგანს ცხოვრებისეულ საფეხურებზე ასასვლელად სხვადასხვა რაღაცების გადატანა გვიწევს, ზოგისთვის ბედნიერება, ზოგისთვის კი უბედურება ხდება ხოლმე პრიორიტეტების შემცვლელი, როგორც ეს ბექას შემთხვევაში მოხდა. ლაპარაკი ნახევარ საათს გაუგრძელდათ, პეტრე მომლოდინე ანიტას წარმოდგენაზე მზად იყო უკანმოუხედავად გაქცეულიყო, მაგრამ არც დაუმთავრებელი საქმის მიტოვება უნდოდა.
„ლა მარე“-დან გამოსულს რაღაც განსაკუთრებული სიმსუბუქის შეგრძნება ჰქონდა.
-პეტრე, სად ხარ?
-ხომ გითხარი დამაგვიანდება-მეთქი, საყვარელო, გზაში ვარ.
-პეტრე, ნუ მატყუებ. ირაკლიმ მითხრა რომ ბექას სანახავად წახვედი.
-ანიტა, დამშვიდდი, სახლში მოვდივარ.
-ნუ მატყუებ, გთხოვ. ხომ შემპირდი რომ თავს დაანებებდი? 
-საყვარელო, არაფერი არ მომხდარა. მოვალ და ვილაპარაკოთ.
-პეტრე, არ შეიძლება ახლა რომ რამე მოხდეს, არ შეიძლება. გთხოვ თავი დაანებე, ფეხმძიმედ ვარ.
-რა? -პეტრეს ეგონა მოესმა, მუხლებში ძალას ვერ გრძნობდა. ეს იმხელა ბედნიერება იყო გააზრებას ვერ ახერხებდა. არ ახსოვს სახლამდე როგორ მივიდა, ანიტამ მის არც ერთ ზარს უპასუხა. „ალბათ ეს იმიტომ მითხრა, ბექასთვის რომ არაფერი დამეშავებინა“ -გაიფიქრა ბოლოს და საძინებლის კარი უიმედოდ შეაღო.
საწოლის მეათედსაც კი არ იკავებდა მის პერანგზე ჩახუტებული, მოკუნტული ანიტა. ანიტას უბრალო მოწყენაც კი სიკვდილის ტოლფასი იყო, ახლა კი მის სიფრიფანა ქალბატონს ცრემლები გუდავდა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ცოლი ფაქიზად ჩაისვა კალთაში.
-მომისმინე და არ გამაწყვეტინო. კარგი?
-შენ მე მომატყუე.
-საყვარელო, ჩემი და ტყუილის დამოკიდებულება იცი, ამიტომ ამას ნუ ამბობ. უბრალოდ იკას ეგონა, შენ ყველაფერი იცოდი და არ დამაცადა სახლში მოსვლა და შენთვის წყნარად ყველაფრის ახსნა.
-რა უნდა აგეხსნა? შენ დამპირდი რომ არაფერს დაუშავებდი?
-ორი კვირის წინ შემთხვევით შენი და ირიშას ლაპარაკი გავიგონე. ამის დამალვა მხოლოდ იმიტომ გაპატიე, რომ ვიცი გინდოდა გამფრთხილებოდი. მაგრამ შენც უნდა გამიგო რომ ამას ვერ ვაპატიებდი ვერც ბექას და ვერც ვერავის.
-პეტრე, მესმის, მაგრამ ჩვენ შვილი გვეყოლება. 
პეტრე უცებ წამოდგა, ისე რომ ანიტასთვის ხელი არ გაუშვია. 
-ანიტა, ამას თუ იმიტომ იგონებ რომ გეშინია ბექა არ მოვკლა, იცოდე რომ მის ნახვასაც კი აღარასდროს ვაპირებ. ასე ნუ მეხუმრები.
-მის ნახვას რატომ აღარ აპირებ? -ანიტას ეშმაკური ღიმილი გაუკრთა ცრემლიან თვალებში.
-მის შვილს დაუნის სინდრომი აქვს, საოცრადაა შეცვლილი. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, არ მაქვს უფლება რაიმეზე პასუხი მოვთხოვო. გულწრფელად ნანობს იმას რაც გააკეთა, ასეთ ადამიანზე შურისძიება კი არ შემიძლია.
-შენ ხარ სიკეთე. - ანიტას თვალები ისევ ცრემლით აევსო, პეტრეს თითოეული გადაწყვეტილება იმდენად მართებული იყო, მის გამო გაჩენილ სიამაყეს, ბედნიერებას, სიხარულს ვერ იტევდა. პეტრეს კი იმის თავიც არ ჰქონდა, ახლა ამ სიტყვებზე გამოკიდებოდა. ანიტას დუმილი ეჭვსაც არ უტოვებდა, რომ შვილი ჯერ ისევ ოცნება იყო.
-ბარგი სად არის, საყვარელო? მანქანაში ჩავიტან და წავიდეთ.
ანიტა გაფართოებული თავლებით უყურებდა პეტრეს, რომელმაც უხმოდ აიღო იატაკიდან ჩანთა და ოთხაიდან გავიდა. გადაწყვიტა ისედაც გამჟღავნებული, მაგრამ არ დაჯერებული სიურპრიზი ყაზბეგამდე შემოენახა. რადგან პეტრეს დაშვებამ, რომ ყველაფერს იგონებდა ცოტა არ იყოს გააბრაზა.
ხუთი წუთიც კი ვერ გაუძლო პეტრეს ჩამქრალ თვალებსა და უღიმღამო მოძრაობას. ისედაც ძლივს აჭერდა ენას კბილს, რომ არ ეთქვა და ქმრის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა უარესს უშვებოდა.
-პეტრე, მე მართლა ფეხმძიმედ ვარ. -პეტრეს ხელი, ანიტასთვის გამოღებულ კარზე მიეყინა. ხმა ვერაფრით ამოიღო, გაშტერებული ჩაჰყურებდა ანიტას თვალებში. -მინდოდა ყაზბეგში მეთქვა, მერე ბექას ამბავმა ყველაფერი გააფუჭა, შენმა არ დაჯერებამ თითქმის გადაარჩინა ჩემი სიურპრიზი, მაგრამ ასეთს ვერ გიყურებ.
-საყვარელო, ნამდვილად იცი? ხომ იცი ეს რას ნიშნავს ჩემთვის.-პეტრე აღელვებისგან ძლივს გასაგებად ლაპარაკობდა.
-ვიცი პეტრე და ამას როგორ მოვიგონებდი. დღეს მითხრა ექიმმა ანალიზების პასუხი, ამიტომ აქამდე არაფერი გითხარი, არ მინდოდა იმედი გაგცრუებოდა, ახლა კი ნამდვილად ვიცი, ჩვენი შვილი უკვე ერთი თვისაა.
პეტრე მოხვევასაც ვერ ბედავდა, შიშით არაფერი ეტკინა მისთვის. აწყლიანებული თვალებით დაჰყურებდა თავის სიფრიფანა ქალბატონს და ვერ ხვდებოდა ბედნიერება რითი გამოეხატა. მერე დაჩოქილი ფრთხილად შეეხო მის მუცელს, ანიტას თითების შეხებაზე, რომელიც ნაზად ეფერებოდა მის თმებს, ძარღვებში სისხლი აჩქარებით იწყებდა მოძრაობას. იმ წუთში ორივენი იმაზე ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ამ ბედნიერებისთვისაც კი ღირდა მათი ცხოვრება. პეტრე ვერაფრით შორდებოდა ანიტას ტუჩებს, გაფიქრებაზეც კი, რომ მისი სუსტი ხელები მის ყელს მოშორდებოდა, სხეულს სიცივე ეპატრონებოდა. 
ყაზბეგამდე გზა ისე გაიარეს, ოდნავი დაღლილობაც არ უგრძვნიათ. პეტრე მთელი გზა იმაზე წუწუნებდა, რომ Hummer-ი საშინელი მანქანაა, რადგან სავარძლები ერთმანეთისაგან საშინლადაა დაშორებული და თან ცოცხალი თავით არ უშვებდა ანიტას ხელს ხელს. 
ერთი წლის წინანდელი მღელვარების ხელახალი განცდა. მაშინ სრულყოფილად მიჩნეულ ბედნიერებაზე უფრო დიდი ბედნიერება. მთვარის ძალიან მკრთალი შუქი, რომელიც წყვდიადთან დამარცხების ზღვარზეა. ერთიანობის დაუოკებელი სურვილი, ვნებისაგან ამღვრეული თვალები. სიყვარული, რომელიც ოთახში ჰაერზე მეტია. ჯანდაბაში გაგაზავნილი პიროვნული „მე“ და ზრუნვა შენთვის უკვე ყველაზე ძვირფას-ებ-ზე.
************
-გთხოვ, ძალიან გთხოვ, მინდა შენს გვერდით ვიყო.
-საყვარელო, უკვე შვიდი თვის ფეხმძიმე ხარ. არ მინდა ამ დღის სიმძიმემ თქვენზე ცუდად იმოქმედოს, არ მინდა იქ იყო. -პეტრე, შუბლზე კოცნიდა ანიტას, ხელებით კი მის მუცელს ნაზად ეფერებოდა.
-მაგრამ შენ? ხომ ვიცი ამას როგორ განიცდი, ძალიან ცუდად ხარ, გემუდარები მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო. არ ვინერვიულებ.
-უკვე ნერვიულობ, საყვარელო. ცუდი არაფერი მომივა, მაქსიმუმ ორ საათში სახლში ვიქნები.
-პეტრე, გემუდარები.
-იცოდე იქ თუ იქნები უარესად ვინერვიულებ, დარჩი გთხოვ.
ანიტამ სული და გული გააყოლა კარიდან გასულ პეტრეს. მძიმედ დაეშვა საწოლზე და უკვე შესამჩნევად წამოზრდილ მუცელს დაუწყო ფერება.
პეტრე ყველაფერს თავიდან განიცდიდა, მაგრამ იცოდა ამით საბოლოოდ მოიპოვებდნენ მისი მშობლები სიმშვიდეს, თუ შეიძლებოდა მათი მდგომარეობისთვის მშვიდი გეწოდებინა. ეგონა გვალვისაგან დამსკდარ მიწაზე ნაკვალევს ტოვებდა, ისე მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს ჩასასვენებლისკენ მიმავალი. ძლივს პოულობდა ძალას, რომ არ ეღრიალა, არ უნდოდა ყველაფერი უფრო მძიმედ ასატანი გაეხადა ოთხად ბეჭებში მოხრილი, ძაძებჩაცმული დედ-მამისთვის. პროცესია მალევე დამთავრდა, პეტრე უყურებდა ყველას, მაგრამ თითქოს ვერავის სახეს აღიქვამდა. 
-მე ცოტა ხნით დავრჩები. -ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა, იცოდნენ რომ მაინც ვერ გადაათქმევინებდნენ. გეგი და იკა მაგრად ჩაეხუტნენ და მარტო დატოვეს საფლავის ქვასთან მიწაზე მჯდომი.
ნაცნობმა სუნმა ნელ-ნელა მოიცვა, ეგონა ელანდებოდა, რადგან ახლა მართლა უნდოდა ანიტაზე ჩახუტებული მჯდარიყო აქ, მაგრამ ვერაფრით გაიმეტა მისი სიფრიფანა ქალბატონი ამ ყველაფრის ასატანად. უეცრად მისი ხელის შეხება იგრძნო კისერზე, გაყინული სხეული ერთიანად გაუთბა, თვალებში დაგუბებულმა ცრემლებმა კი გზა იპოვეს. 
-არ გამიბრაზდე, გთხოვ, არ შემეძლო სახლში ყოფნა.
-არ გიბრაზდები. ანიტა არ ვიცი რა მეშველებოდა რომ არ მყავდე.
-პეტრე მე არ ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ. გთხოვ, არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ ნიკოლა ამაყობს შენით. არ შეიძლება შენნაირი ძმით ვინმე არ ამაყობდეს. ძალიან მიყვარხარ, გეფიცები ცხოვრების ბოლომდე და იმის მერეც ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის. მინდა რომ ჩვენს შვილს ნიკოლა დავარქვათ. გუშინ გავიგე რომ ბიჭია, ამის დრო არ იყო და ვეღარ გითხარი.
-საყვარელო, შენ უკვე ყველაფერს აკეთებ ჩემი ბედნიერებისთვის, არ არის აუცილებელი შენს ოცნებაზე უარი თქვა. ვიცი რომ ბავშვობიდან ოცნებობ შვილს მატათა დაარქვა.
-მატათაც გვეყოლება, ჩვენს პირველ შვილს კი მინდა ნიკოლა ერქვას, თუ რა თქმა უნდა შენთვის ან შენი მშობლებისთვის ეს უფრო მძიმედ ასატანს არ გახდის ამ ყველაფერს.
-პირიქით, პირიქით ანიტა. შენ მართლა ყველაზე დიდი სიკეთე ხარ. არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ახლა აქ ხარ.
-ჩვენი ერთად ყოფნა, შენი ბედნიერება ჩემთვის ყველა მადლობაზე მეტია, ყველა განცდად ბედნიერებაზე და საერთოდ ყველაფერზე. 
**********
ნიკოლას სამშობლოში გადმოსვენებამ, თითქოს შედარებით შეუმსუბუქათ მდგომარეობა მის მშობლებს, პეტრეს. მის საფლავზე მისვლის საშუალებაც კი უსაზღვრო ბედნიერება იყო მათთვის. პატარა ნიკოლას დაბადება, იმ სხივს ჰგავდა, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა უკუნი. პეტრე სახის დანახვა გაფიქრებინებდათ, რომ ბედნიერებით თვალებგაბრწყინებულს ყველაფერი შეეძლო. 
***********
საკმევლისა და თაფლის სუნი, ტაძარში მყოფთ რაღაც განსაკუთრებული გრძნობით ავსებდათ. ნიკოლა, დაბადებიდან მეორმოცე დღეს მონათლეს. ბიჭებს ჩხუბი მოსდიოდათ პატარას დაკავებაზე. ბებია-ბაბუებიც განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, ნუნუ როგორც ყოველთვის ახლაც კი იმაზე ღელავდა ბავშვს არ მოშიებოდა. დამიანე რომლის მდგომარეობაც სასწაულებრივად უმჯობესდებოდა, თითქოს ყურადღებას აქცევდა ყველაფერს.
შესისხლხორცებული ბედნიერება და მადლიერება ამ ბედნიერებისთვის ყველას თვალებში შეგეძლოთ გეპოვათ. მზის სხივები, მაღლად დატანებული სარკმლებიდან სვეტებად ეშვებოდა ტაძარში. ათასფერად ბრწყინავი ანიტა და ნიკოლა, პეტრეს მკერდზე, მოთმინებით ელოდა მესამეს.. და კიდევ, ღვთის ნებით.

მომწონს
7
ფავორიტებში დამატება
9
კომენტარი არ არის დაწერილი