1+1=1 - maroami
საოცრად სიამოვნებდა ცხელი ქვიშის შეხება... პატარა ბავშვივით, ჯიუტად ადგამდა ნაბიჯებს ეს სიამოვნება მთელი სიმძაფრით რომ განეცადა...
ერთი შეხედვით, ყველაფერი ზედმეტადაც კი ჰგავდა ზღაპარს... ლაჟვარდოვანი სანაპირო... არქიპელაგის პაწაწინა, უკაცრიელი კუნძული... ულამაზესი ტროპიკული მცენარეებიითა და სიმშვიდით, განსაკუთრებული სიმშვიდით...
მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით...
სხეული სულიანად ტკიოდა... ბოლო ერთ კვირაში იმდენი რამ დაენგრა, უკვე საკუთარი, ოდესღაც ოცნებები მწარედ აცინებდა...
წყლიდან ამოსული დამიანეს დანახვაზე დაბურძგლა. მარიამი არც კი შეუმჩნევია, ისე წამოწვა ნახევრად წყალში ჩადგმულ შეზლონგზე და თვალებდახუჭული მზეს მიეფიცხა...

*************
გაურკვევლობის მოლოდინით, საშინლად აჭიანურებდა აბაზანიდან გამოსვლას. შიშისაგან აცახცახებული, სხეულს ვერ გრძნობდა. ეგონა ცოტაც და გული წაუვიდოდა. სამალავიდან გამოსულივით ხარბად მოათვალიერა ოთახი, რომელშიც არავინ დახვდა. ხალათი ისე მჭიდროდ შემოეკრა სველ სხეულზე ფეხის გადადგმა უჭირდა. სწრაფად აიღო გამზადებული სარაფანი, რომელის ნერვიულობისაგან დაბნეულს საწოლზე დარჩენოდა... ის იყო, თავის სამშვიდობოს დაიგულა, რომ მუცელზე შემოხვეული მძიმე ხელი იგრძნო. დამიანემ უხეშად შემოატრიალა, მარტივი მოძრაობით გახადა ვითომ და მჭიდროდ შემოკრული ხალათი. სიშიშვლის შეგრძნებამ სხეული დაუკრუნჩხა.
-ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ცოლი და ზედმეტი პრანჭვის თავი არ მაქვს. - დამიანემ ადვილად მოახერხა მისი ორივე ხელის ერთი ხელით გაკავება. კოცნიდა უგრძნობად და საშინელი ძალით. მარიამის ცრემლებს ჭკუიდან გადაჰყავდა, ვერც სისხლის გემოს შეეგუა პირში, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. სურვილმა თითქოს ემოციები მოუკლა. მალევე შეიწირა ცოლის ბრძოლისუნარიანობა, მისი ჩუმი ვედრებაც მიჩუმდა...
ტკივილისაგან მოკუნტულს ეგონა, რომ საუკუნე გავიდა. უემოციო თვალებით მიჩერებოდა ფარდას, რომელიც მონოტონურად ირხეოდა. უნდოდა სმენა დახშობოდა, იმდენად აუტანელი იყო ქმრის მძიმე სუნთქვა...

***************
წინა ღამის გახსენებაზე, ისეთი ძალით დაეხუჭა თვალები, საფეთქლები განუზომლად ეწვოდა. თითქოს ასე ცდილობდა ქმართან გატარებული პირველი ღამის დავიწყებას. ვეღარც ქვიშის მხურვალებას გრძნობდა, სხეული შემზარავმა სიცივემ მოიცვა, მალულად გახედა მზეს მიფიცხებულ დამიანეს, იმის გახსნებაზე, რომ წინა ღამე იმდენჯერ განმეორდებოდა, რამდენჯერაც ის მოინდომებდა, კანკალმა აიტანა..

****************
-ხვალ, საქართველოში ვბრუნდებით. -არც კი შეუხედავს მისთვის, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დამიანემ. მარიამისთვის იმდენად სულერთი იყო ყველაფერი, არც კი უფიქრია ხმა ამოეღო. იმ ღამით კიდევ ერთხელ აიტანა ვერ შეგუებული დამცირება. აღარც ცრემლები ჰქონდა, აღარც ძალა და აღარც ხმა წინააღმდეგობის გასაწევად. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად ექცა.

*****************
დაბრუნებიდან ერთ საათში სახლი სტუმრები გაივსო. უხერხულობისაგან სახეაწითლებული მარიამი, რომელიც იძულების წესით დამიანეს გვერდიდან არ შორდებოდა, თავს საშინლად გრძნობდა. თითქოს სულის ნაწილს ატანდა ყველა ყალბ გაღიმებასა და მადლობას... საშინლად ეხამუშებოდა დამიანეს ნაყიდი უძვირფასესი კაბა... ასეთი არაფერი ჰქონია, მაგრამ არც არასდროს უოცნებია. ბაბუა ყოველთვის უმეორებდა რომ მთავარი სულიერი სიმშვიდე და რწმენის სიძლიერეა... მათ კი ბედნიერება მოაქვთ... ისიც სულ ბედნიერებაზე ოცნებობდა... მაგრამ ახლაც, ყველაფერი მიიღო ბედნიერების გარდა... უღიმღამოდ ართმევდა ხელს ყველა ახალ ნაცნობს, მაგრამ თავი იმდენად სტკიოდა მათი სახელების დამახსოვრებას არც კი ცდილობდა... ნაღვლიანი სახით შესცქეროდა ქმარს, რომელიც მისგან განსხვავებით ისე იყო, როგორც თევზი წყალში. მხიარულად პასუხობდა კითხვებს მოულოდნელი, ყველასთვის გასაიდუმლოებული ქორწინების შესახებ. პირველად ხედავდა დამიანეს ახლობლების წრეში, პირველად ხედავდა მის ღიმილსა და გრძნობიერ თვალებს.
-მარიამ, გაიცანი ანდრია, ლაშა-გიორგი და ნოდო, ჩემი საუკეთესო მეგობრები, ეს კი ლიკაა, ნოდოს მეუღლე. -გულწრფელი ბედნიერებით წარუდგინა დაგვიანებული სტუმრები დამიანემ. მათი სახელები ადვილად დაიმახსოვრა, რადგან ასეთ სითბოთი არავინ შეხვედრია აქამდე. -ეს კი ჩემი მეუღლეა, მარიამ წერეთელი. - დამიანემ მთელი საღამოს განმავლობაში პირველად გადახედა. ბიჭებმა თბილად მოიკითხეს, მერე კი დამიანესთან ერთად სხვა სტუმრებთან გადაინაცვლეს.
ძლივს მიაღწია ემოციებისაგან დაცლილმა, მყუდრო კუთხეში მდგარ სავარძლამდე. მის გარდა, თითქმის ყველა მხიარულობდა, ამიტომ ადვილი იყო შეუმჩნეველი დარჩენილიყავი შამპანურის ფუჟერებიანი ხალხისათვის, რომლებიც სხვადასხვა მაგიდებთან მოგროვილიყვნენ.
-შეიძლება ჩამოვჯდე? - ლიკას თბილმა ხმამ დააბრუნდა ოთახში.
-რა თქმა უნდა, დაჯექი.
-იცი, თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა. ჩემები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, აქ თითქმის არავინ მყავდა და ამან კიდევ უფრო გამირთულა ახალ გარემოსთან შეგუება. ვიცი რომ დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთი გაიცანით, მაგრამ დამიჯერე, დამიანე საოცარი ადამიანია. უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ და საკუთარი ძმასავით მიყვარს. არ ვიცი რამდენჯერ დაგვხმარებია მე და ნოდოს. ჩვენი პატარა ლუკას ნათლიაა. აქამდე იძახდა ცოლს არასდროს მოვიყვანო, მაგრამ ალბათ ისე შეუყვარდი ეს არც კი გახსენებია. მართლა მთელი გულით მიხარია თქვენი დაქორწინება. თუ რაიმე დაგჭირდეს, შეგიძლია გეიმედებოდე. ანერვიულებული ჩანხარ, მაგრამ გეფიცები, არაფერი გაქვს სანერვიულო.
-დიდი მადლობა, ლიკა. - ცადა შეძლებისდაგვარად მშვიდად ეთქვა ეს სიტყვები და თბილად გაეღიმა. მაგრამ მან ხომ იცოდა რომ დამიანეს არც უეცრად შეყვარებია და არც დამშვიდების საბაბი ჰქონდა...
-ახლა კი ადექი და ჩვენი ქმრები მოვძებნოთ, აუცილებლად უნდა დავლიო თქვენი სადღეგრძელო.
-ბოდიში, მაგრამ მირჩევნია აქ დავრჩე.
-არა, ახლა აქ არ დაგტოვებ. - ხელი სწრაფად მოკიდა და აიძულა ამდგარიყო. -წესი პირველი, ყოველთვის უნდა იცოდე სად და ვისთანაა შენი ქმარი. - თვალი ჩაუკრა ლიკამ და აივნისკენ წაიყვანა.
უკვე შებინდებულიყო, აივნიდან კი განათებული თბილისის ულამაზესი ხედი ჩანდა. ბიჭები მოაჯირთან იდგნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ნოდო, ლიკას დანახვისთანავე წამოვიდა მისკენ და თბილად მოხვია ხელი. მარიამს, ყველლაზე ნაკლებად ახლა აქ ყოფნა უნდოდა. მაგრამ ხვდებოდა უკან გაბრუნება უარესი იქნებოდა, უხერხულად გაჩერდა ერთ ადგილას, ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. სიტუაცია ანდრიამ და ლაშა-გიორგიმ განმუხტეს, სასაცილოდ ამოუდგნენ აქეთ-იქიდან, ხელში შამპანური მიაჩეჩეს და დამიანესკენ წაიყვანეს.
-მართალია ყველაფერი უჩვენოდ მოაგვარეთ, მაგრამ ამის მერე ნაღდად ვერ მოგვიშორებთ. შენ ამ გენერალს თავი არ დააჩაგვრინო, იცოდე ჩვენ სულ შენს მხარეზე ვართ. მაგრად გვიხარია, რომ შენც ჩვენიანი გახდი. ერთი სული გვაქვს როდის ვნახავთ სიხარულითა და პატარების ტირილით გაგიჟებულ დამიანეს.
-ლოდინი მოგიწევთ. - გაუაზრებლად წამოსცდა დამიანეს.
-შენ რა უჟმური ხარ, ტო. ცხრა თვე რომ მოგვიწევს ლოდინი ვიცით.
ვითომ ამას გულისხმობდაო, დამიანეს ხმა აღარ ამოუღია. ნაძალადევად მიუჭახუნა ჭიქა ძმაკაცებს და მაშინვე გამოცალა.
-ჩვენ უნდა წავიდეთ, ლუკამ გაიღვიძა და ძიძა ვერაფრით აძინებს. - გამოაცხადა ყურებჩამოყრილმა ნოდომ.
-ჩვენც წამოვალთ, ამათ ახლა ყველაზე ნაკლებად ჩვენი აქ ყოფნა უნდათ.
-გაჩერდით რა ძმურად, ჯერ ადრეა.
-ხვალაც მოვალთ, ძილინებისა გვრიტებო. -შეთანხმებულებივით უპასუხეს დამიანეს, დაემშვიდობენენ და წავიდნენ.
ნახევარ საათში ბოლო სტუმარმაც დატოვა სახლი. მარიამი ვერც სტუმრებთან გრძნობდა თავს კომფორტულად, მაგრამ დამიანესთან მარტოდ დარჩენის მოლოდინი შიშის ზარს სცემდა. ყველაფერმა ისე დაღალა, ისე საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა ახლა რომ შეხებოდა მოკვდებოდა. არც დამიანე იყო უკეთესად, სიტუაცია მასაც გულს ურევდა. ზოგჯერ ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მის შემთხვევაშიც ამართლებდა მიზანი საშუალებას.
-დღეს მე ჩემს ოთახში დავიძინებ. - უგულოდ მიუგდო მარის და მაშინვე ოთახისკენ წავიდა. ცივი შხაპი მიიღო და საწოლზე გულაღმა დაწვა. აზრებს ვერაფრით აბამდა ერთმანეთს, რატომღაც ვერაფრით იშორებდა თავიდან მშობლებზე ფიქრს. მთელი ღამე თეთრად გაათენა, ვერც აივანზე ახერხებდა ხანგრძლივად გაჩერებას და ვერც დაძინება მოახერხა.
მარიამს ეგონა მოესმა, წარმოუდგენელი შვება იყო მისთვის ახლა მარტო ძილი. თავიდან მაინც შიშით უყურებდა კარს, შიშით რომ წუთი-წუთზე დამიანე შემოაღებდა. მან ხომ არ იცოდა, რომ დამიანე ბორძიკული არასოდეს ტეხდა სიტყვას.
**********
შვიდი არ იყო, რომ გაეღვიძა. ვერაფრით გადაეწყვიტა ოთახიდან გასულიყო, თუ ჯერ ისევ დარჩენილიყო. ბოლოს ისევ ბაბუას ნაჩუქარი წიგნი აიღო, ყოველი შეხებისას ყდას ისე ეფერებოდა, თითქოს მისი დანაოჭებული ფაფუკი ხელის შეხებას გრძნობდა. მის წყლიან, ცისფერ თვალებსა და სითბოს, რომელის გახსენებაზე ახლაც კი აჟრჟოლებდა. მხოლოდ რამდენიმე ფურცელი ჰქონდა წაკითხული, კარზე დამიანემ რომ დააკაკუნა. პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა.
-ეს წიგნები საიდან გაქვს? - მისალმების მაგივრად ეს ჰკითხა გაბრაზებულმა.
-სახლიდან წამოვიღე.
-ხომ გითხარი, რომ იქიდან არაფერი უნდა წამოგეღო.
-კი, მაგრამ ეს ბაბუას ნაჩუქარი წიგნებია და ვერ დავტოვებდი.
-ამის შემდეგ მკითხე, ხოლმე. - გამოსცრა დამიანემ და ირონიულად შეათვალიერა წიგნები.
- რა არის? შენ გჯერა რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს? - დამცინავად ჰკითხა მარიამს, როგორც კი მის ხელში სამოსელი პირველი შენიშნა. ხმა თანაბრად იტევდა ზიზღს, სარკაზმს და უსაზღვრო ტკივილს.
მარიამი გრძნობდა რომ სუნთქვა უჭირდა, არც პასუხის გაცემა უნდოდა. ახლა ყველაზე სასაცილო იქნებოდა მისი მხრიდან მარადიულ, უპირობო და ჭეშმარიტ სიყვარულზე საუბარი. არადა სჯეროდა, სჯეროდა მთელი არსებით.
დამიანემ რამდენიმე წუთი უყურა თავდახრილ ცოლს, მერე ირონიულად ჩაიღიმა და კარისკენ წავიდა.
-ათ წუთში სამზარეულოში იყავი, უნდა ვისაუზმოთ.
სამზარეულოში შესულს, ვიღაც უცხო კაციც დახვდა. დამიანესავით ძალიან მაღალი, მაგრამ ამავდროულად მსუქანიც, კეთილი თვალებითა და ბავშვური გამოხედვით, მიუხედავად იმისა რომ ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა.
-მარიამ, ეს დავითია, ჩემი სახლში არ ყოფნის პერიოდში სახლს ის უვლის ხოლმე. თუ მე ვერ დამიკავშირდები, ნებისმიერ რამე შეგიძლია ჰკითხო. ის დადის საყიდლებზეც. მაგრამ, მალე ვნახავ ვინმეს ვინც კვებასაც მიხედავს და საყიდლებზეც ივლის.
-არ არის საჭირო, მე გავაკეთებ სახლში ყველაფერს. - თვითონ გაუკვირდა წინადადებას რომ თავი მოაბა.
-რას გააკეთებ?
-ყველაფერს, რაც საჭიროა.
-ეგ შენი მოვალეობა არ არის, ვინმეს ვნახავ.
-გთხოვ, ასე გავგიჟდები, მირჩევნია რაღაცები ვაკეთო.
-კარგი, როგორც გინდა. - სულერთიას ტონით წარმოთქვა დამიანემ და ისევ დავითს მიუბრუნდა. -დავით, იმედი მაქვს ერთმანეთს შეეწყობით, პრეტენზიებით ორივემ მე მომმართეთ.
-არა რას ამბობთ?! -გულწრფელად გაიკვირვა დავითმა და თავისი უზარმაზარი ხელი ღიმილით გაუწოდა მარიამს. - ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო, თქვენი გაცნობა, იმედი მაქვს მოვახერხებ კარგად გემსახუროთ.
-ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. - მარიამს საშინლად ეხამუშა სიტყვა „გემსახუროთ“, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო დავითის გაცნობით, რომელსაც ერთი შეხედვითაც შეატყობდით ძალიან დიდი, კეთილი გულის ქონას.
-კარგით, მე დაგტოვებთ. -თქვა გოლიათმა და ოთახიდან გავიდა.
უსიტყვოდ ისაუზმეს, მარიამმა რამდენჯერმე დააპირა მშობლების შესახებ ეკითხა, მაგრამ ვერაფრით გაბედა. არადა ძალიან სწყინდა აქამდე რომ არ მოიკითხეს. სამზარეულო სწრაფად მიალაგა, დამიანე მისაღებში ტელევიზორს უყურებდა. შეშინებული ბავშვივით თავდახრილი იდგა კართან, როგორც იქნა გაბედა და ქმარს მიუახლოვდა.
-შეიძლება ჩემს მშობლებს რომ დავურეკო?
-არ გგონია, რომ აქამდე თვითონ უნდა დაერეკათ და თან არაერთხელ? - ისე უპასუხა, ტელევიზორისთვის თვალი არც მოუშორებია.
ამ სიტყვებზე გული კინაღამ გაუსკდა, მაგრამ იცოდა დამიანე მართალი იყო. მისმა მშობლებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ მისი მდგომარეობა, მიუხედავად ამისა, მესამე კვირა გადიოდა, ისინი კი არც კი შეხმიანებიან. დამიანეს აგიჟებდა მარიამის გულჩვილობა, ახლაც არ უყურებდა, მაგრამ იცოდა რომ ტიროდა. ტელეფონი უხმოდ გაუწოდა.
-დაურეკე.
ნაჩქარევად მოიწმინდა ცრემლები და მაშინვე მეორე ოთახში გავიდა. ორიოდე ზარის შემდეგ დედამისმა გააგონა.
-დედა, როგორ ხართ?
-კიდევ კარგი რომ გაგახსენდით.
-მე აქამდე ვერ შევძელი დარეკვა, თქვენ რატომ არ დამირეკეთ?
-არ გვინდოდა ასეთი ბედნიერების დროს ხელი შეგვეშალა, შვილო.
-რომელი ბედნიერების დროს, დედა? - ეგონა დედამისი ცუდად ეხუმრებოდა, მიხვდა რომ ხმამაღლა გამოუვიდა, მაგრამ ეს არ უნანია.
-შვილო, უკვე ყველაფერი გაქვს რაზეც შეიძლება ოცნებობდე, იცოდე ქმარს გაუფრთხილდი და არ გააბრაზო. - ნათლად გრძნობდა რომ ის და მისი მშობლები სხვადასხვა პოლუსებზე იდგნენ, წლებია რაღაც საერთოს ეძებდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. ცივად მოიშორა მობილური ყურიდან, სიმწრისაგან ეცინებოდა დედამისის სიტყვებზე. ტელეფონი უსიტყვოდ დადო დამიანეს წინ მდგომ მაგიდაზე და თავის ოთახში გავიდა.
ორი დღე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, დამიანე თითქმის არ იყო სახლში, გვიან დაბრუნებული კი უსიტყვოდაც ახერხებდა ცოლის განადგურებას. მარიამს ეშინოდა ამ ყველაფერს არ შეგუებოდა და სამუდამოდ არ დაეკარგა წინააღმდეგობის უნარი, მაგრამ გამოსავალსაც ვერაფერში ხედავდა. ერთი ადამიანიც კი არ იყო, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონოდა, ვინც შეეძლო საყრდენად თუ არა, უბრალოდ გვერდში მდგომად მაინც მიეჩნია. გრძნობდა, ყველაფერზე სიღრმისეულად რომ ეფიქრა, ჭკუიდან გადავიდოდა, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა ფიქრებისაგან თავის დასაღწევად. მთელი დღე ან სამზარეულოში იყო, ან სახლს ალაგებდა, ანდაც ხეების ჩრდილში წიგნს კითხულობდა. ახლაც კი, წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში, მაინც ჰქონდა რაღაცის იმედი. იმედი, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა.
იმ დღეს ადრიანად დაბრუნდა დამიანე, მარი სადილს აკეთებდა.
-დაანებე მაგას თავი, ლიკასთან და ნოდოსთან მივდივართ.
-მე დავრჩები, არ მინდა წამოსვლა.
-არაფერი მიკითხავს, შენ ჩემი ცოლი ხარ და რასაც გეუბნები გააკეთე. ჩვენს გამო დაპატიჟეს ანდრია და ლაშა-გიორგიც, უნდათ ლუკა გაიცნო. თხუთმეტ წუთში მზად იყავი. - დამიანე არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც სიტყვას გადათქვამდა ვიღაცის სურვილების გამო. ზედმეტად მარტივიც კი იყო მისი გამომეტყველებით ამის მიხვედრა. მარიამი თავდახრილი გავიდა სამზარეულოდან და ზუსტად თხუთმეტ წუთში მზად იყო.
-არ მინდა ვინმე ხვდებოდეს როგორი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ არაფერი იციან.
-მეც არაფერი ვიცი და ძალიან მინდა ოდესმე გავიგო რატომ მომიყვანე ცოლად. რატომ ეზიზღები მამაჩემს და მაინც რატომ მაიძულა ცოლად გამოგყოლოდი?...
-ყოჩაღ, კარგი კითხვებია, მაგრამ იმდენად კარგი რომ მამაშენისთვის მემეტება. რაც გითხარი გაითვალისწინე, ნურც ჩემი მოთმინების გამოცდას შეეცდები და ნურც იმის, რისი გაკეთება შემიძლია როდესაც გაბრაზებული ვარ. - დამიანე ისე გაბრაზდა, რამდენიმე წუთი მანქანიდან არ გადასულა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო. უკანა სავარძლიდან უზარმაზარი დათუნია და პატარა შეკვრა გადმოიღო.
-გამომართვი და ლიკას მიეცი. - უთხრა ჩვეული სიმკაცრით და შეკვრა გაუწოდა მარიამს, რომელიც მის გაბრაზებულ ტონს თითქოს უფრო გაეფერმკრთალებინა და დაეპატარავებინა.
სახლში ისეთი მხიარული ატმოსფერო დახვდათ, იფიქრებდით რომ ბედნიერებისთვის მეტი არაფერი იყო საჭირო. ყველა მათ ელოდებოდა. ჯერ მსუბუქად ივახშმეს, შემდეგ კი პოკერის სათამაშოდ სხვა მაგიდასთან გადაინაცვლეს.
ნოდომ საოცარი სიფრთხილით გადმოიღო, ნალოლიავები ქეისი. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა მარის გარდა.
-დაჯექი, მარიამ, ყველანი ვთამაშობთ. - უთხრა გაოცებულმა ლიკამ, ისევ ფეხზე მდგომი რომ დაინახა.
-მე ბავშვთან ვიქნები.
-ბავშვი თავისთვისაა, არც ჭუჭყუნებს, დაჯექი რა, კარგად გავერთობით. - მარიამმა, გაუბედავად გახედა დამიანეს, რომელმაც სკამის გამოწევით ანიშნა რომ დამჯდარიყო, ისიც მსუბუქად ჩამოჯდა.
დამიანემ წესების ახსნა დაუწყო.
-წესები ვიცი. - დამიანემ გაოცება ვერ დამალა. -რამდენჯერმე ტელევიზიით მინახავს და მახსოვს, ისე არასდროს მითამაშია. - უკითხავად დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა ქმარს.
თამაშის დროს მართლა ძალიან მხიარულობდნენ, დამიანე გაოცებული იყო მარიამის მოხერხებულობითა და იღბლით. ბოლოს მხოლოდ ის და ანდრია დარჩნენ მაგიდასთან. მარიამი მოუთმენლად ელოდებოდა კარტის გახსნას, თან მის წინ მჯდომ დამიანეს უყურებდა, რომელსაც საოცარი სიფრთხილით ეკავა მის თითებზე სასაცილოდ მოთამაშე პატარა ლუკა. ასეთი ბედნიერი დამიანეს შემყურეს, ავიწყდებოდა ხოლმე, როგორი იყო მასთან. მარიამმა ანდრიაც დაამარცხა. სახე საშინლად აწითლებოდა, ისე ეხამუშებოდა ზღვარსგადასული ქება. დამიანეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ესიამოვნა ცოლის გამარჯვება. სახლში ძალიან გვიან დაბრუნდნენ.
დამიანე ყოველთვის მტკიცედ მისდევდა არჩეულ გზას, მაგრამ იმ საღამოს ადამიანური უფრო მეტი იყო მასში... მაზოხსტობად ჩათვალა იმ საღამოს გაფუჭება. ისიც კი შესძრა, მარიამის უეცრად ჩამქრალმა თვალებმა, როდესაც ნოდოსა და ლიკას სახლი დატოვეს.
-დღესაც ჩემს ოთახში დავიძინებ. - უთხრა მანქანიდან გადმოსვლისთანავე ცოლს, რომელიც პატარა ბავშვივით, ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში.
-დიდი მადლობა. - მთვარის შუქს საოცრად ირეკლავდა მისი ცრემლებით სავსე თვალები.
დამიანეს მადლობის გაგონებაზეთვალები გაუფართოვდა, მართლა ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი გულუბრყვილო ყოფილიყო.
**************
-დღეს შენებთან მივდივართ სტუმრად. - ამაზე დიდ საშინელებას ვერც კი მოიფიქრებდა დამიანე. მარიამს უკვირდა ახლაც როგორ მოახერხა ყველაფრის სურვილი მოეკლა მისთვის. მინის თეფში ნიჟარაში ჩაუვარდა ამის გაგონებაზე. რთული გასაგებია, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად უმძიმდა მშობლების ნახვა, იცოდა უარესად დამძიმებული წამოვიდოდა უკან. უფრო მეტად კი დამიანეს ჩანაფიქრი აშინებდა, რომელსაც არც მონატრებული მშობლების სანახავად მიჰყავდა და არც თვითონ მიდიოდა, მონატრებული სიდედრ-სიმამრის სანახავად.
-არ მეგონა ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა, რამდენიმე დღე დავრჩებით იქ და გაემზადე. ნახევარი საათი გაქვს. - უთხრა ირონიული ღიმილით სახეგანათებულმა და სამზარეულოდან გავიდა.
***************
მშობლები ისეთი სახეებით დახვდნენ, ეჭვს ვერ შეიტანდით მათ გულწრფელ სიხარულში. მარიამი, არც კი ცდილობდა გამომეტყველება შეეცვალა. მონატრებაც კი გაუქრა მათი დანახვისას. ისე უღიმოდნენ სიძეს, რომელიც არც კი მისალმებიათ, რომ გეგონებოდათ მასზე უკეთესი არავინ ჰყავდათ. ზოგჯერ ეგონა ვიღაც უსემნდათ, ისეთ უაზრო შეკითხვებს უსვამდა დედამისი. მან ყველაზე უკეთ იცოდა როგორი უბედური იყო ახლა მისი შვილი, მაგრამ ამის აღიარებას სიკვდილივით ერიდებოდა. დაბინავება ვერ მოასწრო, დამიანემ მეზობელთან რომ წაიყვანა.
-გიორგი ჩემს ნაწილში მსახურობს და ეწყინება რომ არ მივიდეთ, რაღაც სუფრა გაუმზადებია, ძალიან გავბრაზდი მაგრამ მიუსვლელობა არ გამოდის. ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ და შენ სახე ნუ ჩამოგტირის. წესიერად მოიქეცი. - ძლივს გადაყლაპა მისი სიტყვები, რადგან გიორგი კარში შეეგებათ. ცხვირი აეწვა შეკავებული ცრემლების გამო. ნაძალადევი ღიმლით მიიღო უამრავი მილოცვა და ქმრის გვერდით დაჯდა. სათვალავი აერია იმდენი ჭიქა გამოცალა დამიანემ. ასეთი ნასავამი აქამდე არასდროს ენახა, ამიტომ განსაკუთრებულად ეშინოდა მასთან მარტო დარჩენის. გიორგიმაც არაფრით გამოუშვათ შუა ღამემდე.
დამიანეს ფეხი ერეოდა, ძლივს მიუახლოვდა საწოლს, მაგრამ მარიამს მაინც არ უშვებდა ხელს. თითქოს სმენა დახშობოდა, ყურადღებას არ აქცევდა არც მის მუდარას და არც ტირილს. მარიამი პირზე ხელმიფარებული ცდილობდა ხმა დაეხშო, მშობლები რომ არ გაეღვიძებინა.
-დამიანე, გთხოვ, ნასვამი ხარ. აქ არა, გთხოვ. -შიგადაშიგ ლურლუღებდა მარიამი, მის ქმარს კი არაფერი ესმოდა. არ უნდოდა მისი ტრილისა თუ ტკივილისაგან ვერ შეკავებული ყვირილის ხმა მშობლებს გაეგონათ. სახლი ისეთი აგებულების იყო, ჩვეულებრივი საუბარიც კი ყველა ოთახში ისმოდა. ვერაფრით მოახერხა დამიანეს გაჩერება. ის იმდენად დიდი და ძლიერი იყო, ილუზიაც არ ჰქონდა რომ გაჩერებას აიძულებდა, მაგრამ ეგონა რომ დაინდობდა. ახლაც ზედმეტად ბევრის იმედი ჰქონდა ადამიანისგან, როგორც ყოველთვის. რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარაფერს გრძნობდა, დამიანეს უხეში შეხებით გამოწვეულ ტკივილსაც კი... ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა, არ აინტერესებდა როდის ამოუვიდოდა ქმარს მისი ტანჯვა ყელში.
დილით მკლავები სულ დალურჯებული ჰქონდა, სახე წაშლილი. არც კი უფიქრია რაიმე დაემალა, უნდოდა თავისი მშობლების რეაქცია ენახა. უნდოდა ახლა მაინც ენახათ რისთვის გაიმეტეს. დამიანე საწოლში არ დახვდა. ძლივს დაიმორჩილა დაჟეჟილი სხეული და დაბლა ჩავიდა.
დედამისის სახის დანახვამ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა, ვიდრე დამიანემ მთელი ამ დღეების განმავლობაში. დედამისს არ ეტკინა, შვილის დალურჯებული სხეულის დანახვა და რატომ უნდა ტკენოდა ვიღაც სხვას...
-ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, შვილო. მალე ყველაფერი დაგილაგდებათ. - დედამისის შეხებაზე გააჟრჟოლა, ეგონა გული აერეოდა მისი სიტყვებსა და ირონიულ ღიმილზე. ვერაფრის თქმა მოახერხა. მამამისის უტიფარ გამოხედვაზე, ახლადგაჩენილმა ზიზღმა სხეული აუწვა.
ამ ყველაფერს დამიანე შემოსასვლელიდან უყურებდა. ჯერ მარიამის დალურჯებულმა სხეულმა წაართვა გადაადგილების უნარი, შემდეგ კი ამ ყველაფრის მოსმენამ და დანახვამ ჭკუიდან შეშალა. ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანებს მშობლები რქმეოდათ. თავისი საქციელისა და ამ ყველაფრის გახსენებაზე ტვინში სისხლი ჩაექცა. უნდოდა საკუთარი ხელით მიეხრჩო ეს უსუსური ფასეულობებისგან დაცლილი კაცუნა, მაგრამ ცოლის დალურჯებული სხეული უტიფრად აგრძნობინებდა ამ კაცუნასთან სიახლოვეს. რამდენიმე წამში გაიაზრა ეს ყველაფერი და მიხვდა რომ ცოცხლად მოკვდა.
-ახლავე აიღე შენი ნივთები, აქედან მივდივართ. - არაადამიანურმა ხმამ, ყველა მისკენ მიატრიალა. მარიამი ინსტიქტურად აუყვა კიბეებს...
დამიანეც გაუაზრებლად მიჰყვა უკან, სწრაფად აიღო გამზადებული ჩანთები და მარიამთან ერთად დაბლა ჩავიდა. დიდი ხანია ისე არაფერს შეუშინებია, როგორც მარიამის გაყინულ სახეს.
-შვილო, ფული სულ გამოგველია, შეგიძლია შენი მოგროვილი ხელფასი მოგვცე, მაინც აღარ დაგჭირდება. - ვითომ ჩუმად, მაგრამ მაინც დამიანეს გასაგონად უთხრა შვილს დედამ.
-მანქანაში ჩაჯექი. - თბილად უთხრა დამიანემ, როგორც კი მანქანისკენ შებრუნებული ცოლი დაინახა, რამდენიმე კუპიურა ზიზღით დადო მაგიდაზე და თვითონაც მანქანისკენ წავიდა. მარიამისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა. ძალაგამოცლილს ფანჯარაზე მიედო თავი. თბილისამდე ხმა არც ერთს ამოუღია. სახლში დათო დახვდათ, ზრდილობის გულისთვის, ბოლო ძალები მოიკრიბა ღიმილიან გოლიათს რომ მისალმებოდა.
ოთახში შესული ტანსაცმლიანად გაეხვია საბანში, თავზეც კი საბანი ეხურა, უნდოდა გარე სამყაროს დამალვოდა. ვერ წარმოიდგენდა ოდესმე დამიანეს დამცირებაზე მეტად რაიმე თუ ატკენდა სულს, მაგრამ ახლა უარესად იყო, ბევრად უარესად. წლებია ცდილობდა მშობლებთან რაღაც საერთო ეპოვა. ამ დღემ კი ყველაფერი მოსპო, საერთოდ მარტო დატოვა. მათი ოჯახის ცხოვრების წესმა, მარტოობას ბავშვობიდან შეაჩვია, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
სამი კვირის წინ, ჯერ კიდევ სჯეროდა რომ რაღაც შეიცვლებოდა, ახლა კი…
ოჯახები იმიტომ არსებობენ, რომ ადამიანებმა ერთად იცხოვრონ. მაგრამ ოჯახი არ არის მხოლოდ ფიზიკური ერთიანობა და ერთ ჭერ ქვეშ ძილი. ეს რაღაც სხვაა, სხვანაირი ერთიანობა, სულით და ხორცით. ოჯახი შენი სინდისი, ძალა და საყრდენი უნდა იყოს. სიამაყე და უძვირფასესი რამ, რასაც სისხლის ფასადაც დაიცავ. ბაბუა პატარაობიდან ამას უმეორებდა, მაგრამ იზრდებოდა და ხვდებოდა რომ მათ ოჯახს რეალურად არაფერი ჰქონდა საერთო ბაბუამისისეულ ოჯახთან.
ბავშვობიდან სწავლაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებმა სკოლის დამთავრებამდე შეაგუეს იმ აზრს რომ ამას ვერ მოახერხებდა. ჯერ თვრამეტის არ იყო, მეზობელს სამუშაო რომ სთხოვა და მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობა დაიწყო. ასე ოჯახში არსებულ დაძაბულობასაც აღწევდა თავს და თან იმედსაც აიძულებდა ეცოცხლა. ხელფასის ნაწილს მშობლებს აძლევდა, რომელთაც არასდროს უთაკილიათ ფულის აღება, ნაწილს კი აგროვებდა, ოდესმე სწავლა რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო მისთვის. ბავშვობიდან ზაფრავდა მამამისის სახე, რომელიც არასდროს მოფერებია. გონება როგორც არ უნდა დაეძაბა, ვერაფრით იხსენებდა, მის მოფერებას, ან უბრალოდ თბილ გამოხედვასაც კი. გადამდგარ გენერლობას ვერ შეგუებულმა, სიამაყეს შეწირა ოჯახით, ღირსებაცა და პრინციპებიც. ყოველთვის იმიტომ უჭირდათ, რომ მამა და დედა სასოფლო სამუშაობს თაკილობდნენ. არც მეზობლების შემოთავაზებულ სამსახურს თანხმდებოდნენ და არც თვითონ ცდილობდნენ რაიმე ეპოვათ. დღემდე გასაიდუმლებული მეგობრების მოწყალებასა და მის ხელფასს სჯერდებოდნენ.
ასეთი იყო მარიამის ოჯახი. ზოგჯერ ეგონა რომ მისთვის მარტოობა უფრო ადვილი ასატანი იქნებოდა, ვიდრე ღირსებისაგან დაცლილი მშობლების ყურება. პირველად ამაზე ბაბუის გარდაცვალების შემდეგ დაფიქრდა. თავიდან შეეშინდა, საკუთარი თავი შეზიზღდა, ამის გაფიქრება რომ გაბედა... მერე კი, მერე ისწავლე მწარე რეალობისთვის თვალებში ყურება...
რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში ყოფილიყო, მაშინაც კი დახლის ქვეშ დამალული წიგნებიდან რომ მეცადინეობდა, მაინც უკეთესი მომავლის სჯეროდა. ოცნებობდა უნივერსიტეტზე და ოჯახზე, რომელიც არაფრით ემგვანებოდა მისას.
ამ ყველაფრის გააზრება ახლა ყველაზე მტკივნეული იყო. ვიღაცის ჭერქვეშ, ვისაც არც კი იცოდა რატომ ერქვა მისი ქმარი...
**************
დამიანეს არაფრით ავიწყდებოდა მარიამის სიცარიელით სავსე თვალები... თავს საშინლად გრძნობდა. მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა. ადამიანს რომელსაც ღირსება უბრალოდ არ აქვს, ღირსებას ვერ შეულახავ. ვერაფრით დაამცირებ დაცემულს. ვერ ატკენ უგრძნობს. ვერც საყვარელი ადამიანის უბედურებით გაამწარებ, მას ვისაც არავინ უყვარს. აზრები ასტრონომიული სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს, ყელში მობჯენილი ბურთი კი გუდავდა. ახლა ხვდებოდა, რატომ არ გაუჭირდათ ამ ადამიანებს ამხელა ცოდვით ცხოვრება.
მესამე საათი იყო მისი ოთახის წინ ბოლთას სცემდა. გრძნობა რომ გაანადგურა, კარის შეღების უფლებასაც კი არ აძლევდა. ცხოვრებაში არაფრის შეშინებია, ახლა კი მარიამის თვალები აშინებდა. მისი გამოხედვა, რომელიც აგრძნობინებდა, თავად როგორ დაემსგავსა ისეთ ადამიანს, რომელიც მთელი არსებით სძულდა. შურისძიებით დაბრმავებული, გაუაზრებლად გახდა მოძალადე. საკუთარი მშობლების გახსენებაზე გააჟრჟოლა. ახლა ამ ყველაფერზე მათი გადმოსახედიდან რომ ეფიქრა, გააფრენდა.
როგორც იქნა შეაღო მისი ოთახის კარი, მძინარე ცოლის დანახვაზე, განსაკუთრებული სიფრთხილით მიხურა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა.
გვიანი საღამო იყო, ოთახში მეთხუთმეტედ შესულს მარიამი გაღვიძებული დახვდა. პატარა ბავშვივით მოკუნტულის, მკლავები ფეხებისთვის შემოეხვია და თავი მუხლებზე ედო. დამიანე უსიტყვოდ გამობრუნდა და უკან ვახსამთან ერთად დაბრუნდა.
-გთხოვ შეჭამე, დღეს სულ მშიერი ხარ.
მარიამს საშინლად ეუცხოვა მისი ხმა, პრიველად ხდებოდა მარტოდ დარჩენილს ბრძანების კილოთი რომ არ დაელაპარაკა.
-არაფერი მინდა.
-გთხოვ, ჩაი მაინც დალიე, ცუდად გახდები.
დამიანე არ იყო მზად ლაპარაკისთვის, არც იცოდა რა უნდა ეთქვა ან საერთოდ რისი თქმა უნდოდა. ცოტა ხანს უყურა ტკივილისაგან სახეშეშლილ ცოლს და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
ასე გაგრძელდა მთელი მომდევნო კვირა, საქორწინო შვებულების გამო სამსახურიდან არავინ აწუხებდა, ბიჭებმა კი ტელეფონი აუფეთქეს. ბოლოს ყველაფერი ისევ თაფლობის თვეს გადააბრალეს და რამდენიმე დღით შეეშვნენ.
დამიანეს თავის თავს ისე უვლიდა როგორც ჯარში ყოფნისას. საჭმელს დაუზარებლად ყიდულობდა, რომ მარიამს რაიმე ეჭამა, თვითონ კილუკმა არ გადადიოდა პირში. დღეში უამრავჯერ შედიოდა მარიამის ოთახში მისი მდგომარეობა რომ გაეგო. საგულდაგულოდ ამოწმებდა თითოეულ შეჭმულ ლუკმას და გაუბედავად აპარებდა თვალს მისი სილურჯეებისკენ, რომლებმაც ნელ-ნელა გაქრობა დაიწყეს... ბოლოს კი გაქრნენ. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, ზუსტად იცოდა რას გააკეთებდა მომავალში, მაგრამ ჯერ მარიამის ოთახიდან გამოყვანა იყო მთავარი ამოცანა.
სოფელში ჩასვლიდან ზუსტად ათი დღე იყო გასული, სახლში დაბრუნებულს მისაღებში რომ დახვდა ცოლი.
-მინდა რომ ვილაპარაკოთ. - უთხრა გაუბედავად.
-როგორ ხარ?
-წასვლა მინდა.
-ეს რას ნიშნავს? - მარიამმა ის მრისხანება დაინახა დამიანეს თვალებში, რომელიც უკვე სამუდამოდ გამქრალი ეგონა.
-აქ ყოფნა არ მინდა.
-შენ არც თავიდან გინდოდა აქ ყოფნა.
-დამიანე, შენ უკვე მიიღე ის რაც გინდოდა. ვერაფრით ვხვდები რატომ მოინდომე ჩემი ცოლად შერთვა, როდესაც ჩემზე ბევრად ჭკვიანი და ლამაზი ცოლი შეგიძლია გყავდეს, რომელიც გეყვარება და ეყვარები.
-შენს თავს ოდნავადაც არ სცემ პატივს. ახლა რომ გაგიშვა სად წახვალ?
-შენ თვითონ თქვი ის, რისი თქმაც მე მინდოდა. შენთვის, ნამდვილი ქმარი რომ იყო ის კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი სად წავალ, არამედ ის თუ რატომ მივდივარ.
-არავინ გიშვებს, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს სად წახვალ.
-სახლში დავბრუნდები.
დამიანე მიხვდა რომ ეს ბოლო წვეთი იყო. მარიამს ასე ვერსად გაუშვებდა, მითუმეტეს არ მისცემდა მშობლებთან დაბრუნების უფლებას.
-შენ გეტყობა რომ უკვე კარგად ხარ. ხვალ მამიდასთან მივდივართ, ძალიან სწყინს აქამდე რომ არ ვნახეთ.
-მე შენგან წასვლა მინდა.
-უნდა ამჩნევდე რომ ძლივს ვახერხებ თავის შეკავებას, რომ არ გავბრაზდე. ეგ სიტყვა არც ახსენო, თორემ ის რაც ჩვენს შორის იყო, ახლოსაც ვერ მივა იმასთან რაც მოხდება. შენ ისეთი ხარ, შენი მშობლები მაინც გეყვარება ამიტომ მათაც გაუფრთხილდი და ჭკვიანად მოიქეცი. დილით ათ საათზე გავალთ, გაემზადე. - დამიანე თითქმის ყვიროდა, წინადადების დამთავრებისთანავე ოთახიდან გავიდა.
საკუთარი მორჩილება გულს ურევდა... ჯერ მშობლების, ახლა უკვე დამიანესი, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა რისი გაკეთება შეეძლო. ცრემლიანმა ჩაალაგა საჭირო ნივთები და მალევე დაიძინა.
დამიანემ მთელი ღამე აივანზე გაატარა... დილით ზუსტად ათ საათზე გავიდნენ სახლიდან.
რამდენიმე საათში იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში იყვნენ.
-წესიერად მოიქეცი. - მხოლოდ ეს უთხრა მანქანიდან გადმოსვლამდე და კარი გაუღო. მანქანის ხმის გაგონებაზე ჭიშკართან წინსაფრიანი ქალი გამოჩნდა, ცომით დასვრილი ხელებით. დამიანეს დანახვაზე თვალები აუცემლიანდა, ძლივს მოეხვია რომ არ დაესვარა ოთხად მოკეცილ ძმისშვილს.
-მარიამ, ეს მამიდაჩემია ლეილა, მამიდა ეს კი ჩემი მეუღლეა, მარიამ წერეთელი.
ქალი ისეთი საყვარელი იყო, დამიანეს გაუფრთხილებლადაც მთელი გულით ჩაეხუტა მარიამი.
-ვაიმე, შვილო რატომ არ მოვკვდები, კაბა დაგისვარე. შენს ქმარს ცხელი ხაჭაპური უყვარს, ვიფიქრე ადრე არ მომივიდეს-მეთქი და მგონი დამაგვიანდა.
-არაუშავს ქალბატონო.
-ქალბატონო არა, ჩემო ანგელოზო, ლეილა დამიძახე. ძალიან მიხარია შენი გაცნობა, შვილო. - წინსაფრის კალთით მოიწმინდა ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები და სტუმრებს ეზოში შეუძღვა.
სახლს ძალიან დიდი ეზო ჰქონდა და ზუსტად მდინარის პირას იდგა.
-სანამ თქვენ დაბინავდებით ბიჭებიც მოვლენ და ბიძაშენიც დღეს ადრე გაეთავისუფლებოდა სამსახურიდან. შენი ოთახი გავამზადე, აჩვენე ბავშვს და ჩამოდით. თუ მიაგენი, იმდენი ხანია აქ არ ყოფილხარ.
-ხომ იცი რომ არ მეცალა, მამიდა. - უთხრა და სასაცილოდ უჩქმიტა ლოყაზე.
-ავღანეთის მერე არ ყოფილხარ, ასე შეიძლება? - ქალს ისევ ცრემლები გადმოუგორდა აწითლებულ ლოყებზე.
-მამიდა გთხოვ, თითქმის ყოველ დღე გირეკავდით. ტყუილად ნუ ნერვიულობ ხოლმე. - დამიანეს თბილად ჰყავდა ჩახუტებული მამაიდამისი, რომელიც მკერდამდე ძლივს სწვდებოდა. ჩახუტებისა და რამდენიმე კოცნის შემდეგ, ქალს ღიმილი გადაეფინა სახეზე, დამიანე კი მარიამთან ერთად კიბეებს აუყვა.
ავღანეთის გაგონებაზე ცივმა ოფლმა დაასხა. აქამდე არც კი დაფიქრებულა დამიანეს საქმიანობაზე, მხოლოდ ის იცოდა რომ ჯარში მსახურობდა. ოთახში დანახულმა ერთადერთმა საწოლმა კი სუნთქვა შეუკრა. იმ ამბის შემდეგ არ მიკარებია, თითქოს ყველა ტკივილი ერთიანად გაუცოცხლდა. სახეზე ფერები გადაუვიდა, ვერაფრით აცილებდა თვალს საწოლს.
-ნუ გეშინია. - ირონიული ღიმილით უთხრა დამიანემ და ბოლო ჩანთა იატაკზე დადო. ჩავიდეთ, ხაჭაპური უკვე გამოცხვა, თან ირაკლი და გიორგიც მოვიდნენ.
*********
-მარიამ, ესენი ჩემი მამიდაშვილის შვილები არიან, ტყუპები, გიორგი და ირაკლი.
მარიამმა ღიმილით ჩამოართვა ბიჭებს ხელი, რომლებიც თითქმის მისი თანატოლები იყვნენ. ბიჭები კი შედარებით მორცხვად შეხვდნენ.
-რას დაიმორცხვეთ, მარიამი მხოლოდ ერთი წლითაა თქვენზე უფროსი, ასე რომ ბიცოლა არ გამაგონოთ. - ღიმილით უთხრა ბიჭებას და მარიამზე ხელგადახვეული უკვე გამზადებული სუფრისკენ წავიდა. ორიოდე წუთში ბიძამისიც შემოუერთდათ და ყველანი ერთად მიუსხდნენ სუფრას.
მარიამი განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდა. დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა მაყვლიან ქათამზე უარის თქმა, დამიანე რომ არ გამოსაჩლებოდა, ისე ლეილას ვერაფრით დააჯერა რომ არ ეხათრებოდა. პირველი მათი სადღეგრძელო შესვეს. ყველას გულწრფელი სიხარული ეხატა სახეზე, თითქოს დამიანეც უფრო მსუბუქად გრძნობდა თავს თავისიანების გარემოცვაში, სადაც მარიამიც კი ოდნავ, მაგრამ მაინც უფრო ხალისიანი იყო.
-შვილო, შენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი ბიჭის ბედნიერებისთვის. რაც მისი მშობლები წავიდნენ მას შემდეგ გახარებული არ მინახავს. არც ოჯახის გაგონება უნდოდა. ვერაფრით გადაიტანა მათი დაკარგვა...
ლეილა აგრძელებდა, დამიანეს კი თანდათანობით აღარაფერი ესმოდა. თვალები ფართოდ გაეხილა, ცრემლები რომ შეეკავებინა.
მარიამმა, შეამჩნია როგორ გაუხშირდა სუნთქვა და დაებერა ნესტოები, მამიდამისის ტირილმა კი უბრალოდ აიძულა სუფრას გაცლოდა. ვერ მიხვდა როგორ გაყვა უკან. არც ის იცოდა, ეს უბრალოდ სხვების დასანახად, ცოლქმრულ მოვალეობად ჩათვალა, თუ უბრალოდ გულით მოუნდა რომ გაყოლოდა. აუჩქარებლად ჩაჰყვა მდინარის ნაპირამდე.
-ისინი ჩვიდმეტი წლის წინ დაიღუპნენ, დედამ მამას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თავი ჩამოიხრჩო. - შეძლებისდაგვარად მარტივ და ცოტა სიტყვაში ჩაატია ყველაფერი. გრძნობდა, რომ ცოტაც და თავს ვერ შეიკავებდა.
-ძალიან ვწუხვარ. - ვერაფრით მოიფიქრა რა ეთქვა, თავისი გულწრფელი წუხილი დამიანესთვის გასაგები რომ გაეხადა, რომელიც საკუთარი აღელვების დაფარვას მისკენ ზურგით მდგომი ცდილობდა.
-ადი და მალე ამოვალ. - მიუხედავად ტკივილისა, მისი ხმა ისევ ისეთი იყო, მკაცრი და შეუვალი. ის გრძნობდა რომ მარიამი ტიროდა.
ცოტა ხანს კიდევ უყურა, შემდეგ კი მაგიდასთან დაბრუნდა. რამდენიმე წუთში დამიანემაც დაიკავა თავისი ადგილი. ტრაგედიის სიმძიმემ, ყველას წაართვა ხალისი.
წინააღმდეგობის მიუხედავად მარიამმა, მაინც თავისი გაიტანა, ეხამუშებოდა მასზე უფროსისთვის უსაქმურად მჯდომს ეყურებინა. ამიტომ სუფრის ალაგებაშიც მიეხმარა და ჭურჭელიც მთლიანად დარეცხა. დამიანეს ეღიმებოდა, ისე უშუალოდ და ბუნებრივად გამოსდიოდა მის ცოლს მისიანების გულის დაპყრობა.
****************
-დამიანე, გთხოვ რა თქვენც გამოდით გარეთ, ყველანი იქ ვსხედვართ. - ირაკლი ისეთი სახით ეხვეწებოდა დამიანე სიცილით გაიგუდა.
-იკა, მე 35 წლის ვარ, ბირჟებისთვის დავბერდი. თქვენ გადით.
-გთხოვ რა, ხომ იცი ბებო უთქვენოდ არ გაგვიშვებს, გაგიჟდა სტუმრებს როგორ ტოვებთო, მართლა არ გავიდოდი მაგრამ ერთი გოგოა. ზეგ უკვე მიდის და არ მინდა სახლში გაჩერება. თუ თქვენც წამოხვალთ ბებია არაფერს იტყვის. თან სულ ჩვენს გენერალ ბიძაზე ვლაპარაკობთ და რომ გნახავენ დაიჯერებენ რომ მართალია.
-ის გოგო გიყვარს? - მიუხედავად ცუდი განათებისა, ირაკლი ისე გაწითლდა ადვილად შეამჩნევდით.
-უყვარს აბა რას შვრება, დღეს საჩუქარი უნდა მისცეს. - ჩაერია გიორგი, რომელიც სასაცილოდ აჯავრებდა ძმას.
-მერე რა, შენ მარიამს საჩუქრებს არ ჩუქნი ხოლმე? - თქვა გაგულისებულმა და თან ძმას გემრილად უთავაზა ფერდში.
დამიანე თითქოს გამოიჭირეს. ღიმილი ერთიანად გაუქრა სახიდან, ცოლისთვის არასდროს არაფერი ეჩუქებინა. ვერც ტყულის ამბობდა და ვერც სიმართლეს.
-კი, როგორ არა, ულამაზეს კაბებს მჩუქნის ხოლმე. შენ რა უყიდე?
აღფრთოვანებული იყო, მაგრამ გულში რაღაც ჩაწყდა. არასდროს სდომებია დაუმსახურებლად რაიმე, ახლაც თითქოს წვავდა მარიამის საოცარი ქცევა, რომელსაც საშინლად არ იმსახურებდა.
-მე სუნამო ვუყიდე. წამოდით რა.
-მოვდივართ, იკა. ჩამოიტანე სუნამო და გავიდეთ, ოღონდ ძალიან გვიანობამდე არა იცოდე.
-ჯიბეში მაქვს, ჯიგრები ხართ. - ირაკლიმ, შიშით არ გადაიფიქრონო, სასწრაფოდ გააღო ჭიშკარი.
დამიანეს საოცრად ეხამუშებოდა მასზე 15-16 წლით უმცროს გოგო-ბიჭებთან ჯდომა, არც მხიარულების ხასიათზე იყო, მაგრამ იკას ვერაფრით გაუტეხა ხათრი. თან უნდოდა მარიამისთვისაც, თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება მიეცა. ის კი მის გვერდით მოფუზული იჯდა და ხმას არ იღებდა.
-თუ დაიღალე, წავიდეთ. - უთხრა ჩუმად.
-არ დავღლილვარ, ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ.
-მაშინ ეს მოიცვი, საკმაოდ ცივა. - დამიანემ თავისი ქურთუკი შემოაცვა, თვითონ კი მოკლე სახელოებიანი მაისურით დარჩა.
-მერე შენ?
-მე არ მცივა. - დამიანე ზოგჯერ იმსაც კი ფიქრობდა, რომ მისი სინდისის დასამძიმებლად იქცეოდა ასე. მარიამის ყოველი სიტყვა, ქცევა, ისეთი გულწრფელი და გულუბრყვილო იყო, საკუთარი თავს უფრო და უფრო ამგვანებდა ცხოველს.
მიუხედავად ორი ქურთუკისა, მარიამს მაინც მოეყინა ცხვირი, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, რადგან ირაკლი ბედნიერებას ასხივებდა იმ გოგოს გვერდით. მის გარდა ვერავის ამჩნევდა.
ბიჭებმა უამრავი კითხვა დაუსვეს დამიანეს ჯარის შესახებ. უამრავი ირაღის მოდელის აღწერა სთხოვეს. სთხოვეს მოეყოლა რა ხდებოდა ავღანეთში, მაგრამ სხვა კითხვებისაგან განსხვავებით ამაზე ძალიან მშრალი პასუხი მიიღეს გენერალ-ლეიტენანტი ბორძიკულისაგან.
მარიამსაც უამრავი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთის დასმა გაბედა, გაფაციცებით უსმენდა დამიანეს პასუხებს რომ რაც შეიძლება მეტი გაეგო მისი ცხოვრების შესახებ.
თორმეტი იყო სახლში რომ დაბრუნდნენ, მამიდა ფეხზე დახვდათ, ვერაფრით დაეძინა სანამ სახლში არ დაიგულა ყველა. მერე თბილად აკოცა ოთხივეს და ოთახში შებრუნდა.
-შენ დაწექი, მე დივანზე დავიძინებ. - უთხრა და ოთახიდან გამოვიდა.
უცებ გადაივლო ცივი შხაპი და ოთახში შებრუნდა. მარიამი უკვე ჩაწოლილიყო, დივანზე კი მისთვის პლედი და ბალიში დაეტოვებინა. დამიანემ ფრთხილად აიღო და ისევ მარიამის საწოლს გადააფარა, როგორც თავიდან დახვდათ.
-დამიანე აიღე, გადასაფარებლის გარეშე ვერ დაიძინებ. კარადებშიც ვერაფერი ვნახე, მე საბანიც მეყოფა.
-არ მინდა.
-მე მაინც არ დავიფარებ, ამიტომ აიღე.
ისევ ის უჩვეულო სიმძიმე იგრძნო. ფრთხილდ აიღო პლედი და დივანზე დაწვა, რომელიც, მხოლოდ მისი სიმაღლის ორ მესამედს შეადგენდა. ჯარში ბევრად უარესისთვისაც გაუძლია. ოდნავ მაინც მოსწონებოდა თავისი საქციელი და ახლაც მზად იყო ამისთვის. ფეხები დაუბუჟდა, დაუმძიმდა... მთელი სხეული ატკივდა. მაგრამ გონება ალტერნატივას არ განიხილავდა, ამიტომ როგორც იქნა ჩაეძინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, მარიამს ერთი წუთითაც არ შეშინებია, უკვე მასაც გაეგო რომ დამიანე ბორძიკული სიტყვას არასდროს ტეხდა...
დილით თვალები ძლივს გაახილა, ყელი საშინლად სტკიოდა, თვალები დამძიმებოდა, ვერც ცხვირით სუნთქავდა. დივანზე დაკეცილი პლედი და ბალიში დახვდა, დამიანე ამდგარიყო. ძლივს ასწია თავი, არც კი დაკვირვებია რა ჩაიცვა, ფრთხილად ჩაუყვა კიბეებს. პირველი დამიანეს გაოცებული სახე დაინახა.
-მარიამ, ცუდად ხომ არ ხარ?
-თავი მტკივა. - ამის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმა საერთოდ არ ჰქონდა.
-ალბათ გუშინ გაცივდი, ჯანდაბა, მე რომ არ მციოდა ვერ მოვიფიქრე რომ შენ გაცივდებოდი. მოდი აქ დაჯექი და ახლავე წავალ აფთიაქში. - დამიანემ ნამცხვრის ნაჭერი, რომელიც ხელში ეჭირა თეფზე მოუკბეჩავად დააბრუნა და სავარძლიდან წამოდგა.
-ჯერ შეჭამე და მერე წადი, ძალიან ცუდად არ ვარ. - უთხრა ძლივსგასაგონად.
-შვილო, შეჭამე, შემ ხომ ცხელი პეროგი გიყვარს, ირაკლის გავაგზავნი. - მუდარით უთხრა ლეილამ.
-უცბათ მოვალ მამიდა.
აფთიაქიდან ყველაფერი წამოიღო რაც ურჩიეს. სახლში მოსულს მარიამი უკვე ჩაწოლილი დახვდა. ლეილას არაფრით დანებებინა ადგომა, სიცხე ოცდათვრამეტი ჰქონდა. მთელი დღე გვერდიდან არ მოშორებიან. იმდენად უცხო იყო მისთვის ასეთი მზრუნველობა, ვიღაცის თვალებში მისი მდგომარეობის გამო გაჩენილი შიში, რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა რა ურთიერთობა ჰქონდა დამიანესთან. რომ არც ის და არც მისიანები რეალურად არ იყვნენ მისი ახლობლები. ყოველ წუთში ეკითხებოდნენ როგორ იყო, ჩაძინებული რომ არ გაეღვიძებინათ მთელს სახლში ფეხისწვერებზე დადიოდნენ. დამიანეს ისევ დივანზე ეძინა, დღითიდღე უფრო უადვილდებოდა მასზე ღამის გატარება. საღამოობით ყველანი ჯოკერს თამაშობდნენ, ბიჭები კუთხეებში შემოუსხდებოდნენ მარიამის საწოლს და ძალიან მხიარულობდნენ. გიორგი ანეკდოტებს ისე ყვებოდა სულაც რომ არ ყოფილიყო სასაცილო, მისი მანერა სიცილით გაგგუდავდათ.
ლეილამ მხოლოდ მეოთხე დღეს დართო საწოლიდან ადგომის ნება, მაგრამ ხელს არაფერს აკარებინებდა. მთელი დღე თეფშით დასდევდა რომ ეჭამა, რაზეც დამიანეს გულიანად ეცინებოდა. სოფელმა ყველაფერი ისე დაალაგა, ორივეს ეშინოდათ ეზოს გარეთ რეალურ სამყაროში დაბრუნების.
ერთ დილას დამიანე ბიძამისთან ერთად რაღაც საქმეებზე წავიდა. უკან დაბრუნებულს კი უზარმაზარი ყაყაჩოებით მოხატული საძინებლის კედელი უჩვენეს. იმდენად ლამაზი იყო აღფრთოვანება ვერ დამალა, მაგრამ საღებავებით დათხვრილი მარიამის დანახვაზე ეგონა ენა გადაეყლაპა. ლეილამ სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა.
-ნახე შენმა ცოლმა რა გააკეთა. ერთადერთხელ ვუთხარი შესაფერის ქაღალდს უკვე მეორე თვეა ველოდებით-მეთქი და ნახე რა ლამაზად მოხატა.
ოთახი მთლიანად თეთრ და შავ ტონალობებში იყო, ერთ კედელზე თეთრ ფონზე დახატული რამდენიმე ყაყაჩო კი საოცარ სურათს ქმნიდა. კედელი არც ისე დიდი იყო, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ფოთოლიღა დარჩენოდა გასაფერადებელი. რამდენიმე წუთში ოთახში მხოლოდ ორნი დარჩნენ. დამიანემ ძლივს გაბედა მიახლოებოდა.
-საოცარია, არ ვიცოდი თუ ხატავდი. - მარიამს ეუცნაურა მისი გაბზარული ხმა.
-მეშინოდა რომ არ გამომსვლოდა, მაგრამ ძალიან ცუდი მგონი არ არის. თან თუ მამიდას არ მოეწონება, ქაღალდი მარტივად დაფარავს. - მაშინვე ინანა, როგორც კი მამიდა წამოსცდა, მაგრამ იცოდა ვეღარაფერს გამოასწორებდა, უნებურად მთელი სახე ჭარხალივით გაუხდა.
-ძალიან ლამაზია და მამიდას აუცილებლად მოეწონება. - არც დამიანეს დარჩენია შეუმჩნეველი მისი „მამიდა“, უსაზღვროდ უხაროდა, რაღაც შინაურული რომ მაინც იპოვა მისმა ცოლმა ამ მდგომარეობაში. -დიდი ხანია ხატავ?
-ბავშვობიდან, სკოლაში მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი, რომელიც ხატვასა და მინანქარზე მუშაობას გვასწავლიდა. მისი დახმარებით ბევრი რამ დავხვეწე, პროფესიონალურ დონეზე ვერა, მაგრამ ხშირად ვერთობოდი ხატვით.
-აქამდე რატომ არ მითხარი? სახლშიც შეგეძლო გეხატა. - გულწრფელი გულისტკივილით უთხრა დამიანემ. მაგრამ მარიამის თვალებმა, მალევე აგრძნობინეს მისი საყვედურის აფსურდულობა.
სოფელში ათი დღე გაატარეს. სხვანაირი, განსაკუთრებული ათი დღე. ორივეს საშინლად აფრთხობდა ჩამოყალიბებული ფსევდო ოჯახური დამოკიდებულება, რომელსაც სახელი არ ჰქონდა. იმდენ რამეზე ჰქონდათ სალაპარაკო, იმდენი უპატიებელი რამ საპატიებელი, რომ დამიანემ არც კი იცოდა საიდან დაეწყო.
სახლში დაბრუნებისას მარიამიც კი გრძნობდა რომ იქ, რაღაც დატოვა. რაღაც, რაც იცოდა რომ აუცილებლად მოენატრებოდა. იმდენი რამ გაიგო დამიანეზე, იმდენი თავისებურება აღმოაჩინა მასში, რომ ვეღარაფრით აკავშირებდა მასზე მოძალადე ქმარსა და მეორე დამიანეს ერთმანეთთან, რომელსაც ელემენტარული რაღაცებიც კი არ ეშლებოდა.
თბილისში ბიჭებთან ერთად დაბრუნდნენ. ლეილა არაფრით უშვებდათ, ხელს შეგიშლიან, გაგანერვიულებენო, მაგრამ მარიამმა და დამიანემ მაინც დაარწმუნეს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით მაინც გამოეშვა ტყუპები.
************
მიუხედავად იმისა რომ ისევ ერთ ოთახში უწევდათ ძილი, დამიანე არც ახლა მიკარებია მარიამს. ყოველ დილით ყველას ექვს საათზე აღვიძებდა და აიძულებდათ მათთან ერთად ერბინათ. პირველად მარიამს ხუმრობა ეგონა, მაგრამ დამიანეს კატეგორიულმა ტონმა, ყველასთვის გასაგები გახადა რომ არ ხუმრობდა.
-უკვე ძალიან აღარ ცივა, მარიამ შენ ფიზიკურად ისეთი სუსტი ხარ, ვარჯიში აუცილებლად გჭირდება. არც თქვენ გაწყენთ, თორემ ხომ ხედავთ რა ადვილად იღლებით.
ტყუპებმა ბევრი იწუწუნეს, არც მარიამს ხიბლავდა ყოველდღიურად ექვს საათზე ადგომა, მაგრამ გადაწყვეტილება იმპერატიული იყო. არც განმარტებას და არც ცვლილებების შეტანას ექვემდებარებოდა.
დამიანეს დასცინოდნენ, შენი ასეულის რიგითები გგონივართო. ძალიან დაღლილები დესპოტადაც მოიხსენიებდნენ, მაგრამ მას არაფერი ესმოდა. მხოლოდ მარიამი არ იღებდა ხმას, ამიტომ დასვენების უფლებით უფრო ხშირად საჩუქრდებოდა. ორიოდე დღეში ეს უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. ბიჭებმაც თანდათან უკლეს კუნთების დაჭიმულობაზე წუწუნს, მარიამის კი არც ახლა იღებდა ხმას, რაც დამიანეს საოცრად სიამოვნებდა.
**********
ბიჭები დღეს თავის ძმაკაცთან მიდიან, ჩვენ ანდრიასთან გავალთ. მისი ცოლი პატარას გამო სახლიდან ვერ გამოდის, ვერც ერთ ძიძას შეეგუა, ძალიან უნდა შენი გაცნობა და თავისთან დაგვპატიჟა.
ბოლო დროინდელი მდგომარეობა გარსივით ჰქონდა, სადაც მიზანმიმართულად არ უშვებდა პრობლემებსა და სხვა საშინელებებს. ერთობოდა ბიჭებთან ერთად კერძების კეთებით, კარტის თამაშით, კომედიური ჟანრის ფილმებით, არც ისე სასაცილო ანეკდოტებით. ყველაფერს აკეთებდა თავის უბედურებებზე, მშობლებზე, დამიანესთან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე რომ არ ეფიქა. იცოდა დიდ ხანს ვერ მოახერხებდა ამას, მაგრამ უნდოდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა გამოგონილი ბედნიერება. ახლა ძალიან არ უნდოდა სახლიდან გასვლა, მაგრამ რადგან დარწმუნებული იყო მოუწევდა, ხმის ამოუღებლად გაემზადა.
მხიარულად ივახშმეს. ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა, მათი ორკვირიანი გაუჩინარების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებსა და დასმულ კითხვებს. ბიჭებს ეტყობოდათ დიდი ხანი რომ იყო გასული ბოლო შეხვედრიდან, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. პატარა ისევ ჭირვეულობდა, იანას (ანდრიას მეუღლე) არაფრით დააცადა მათთან ერთად ყოფნა, ამ ყველაფერს მათი უფროსი შვილის ტირილიც დაერთო, რომლის სამეცადინოდაც არავის ეცალა.
-ანუკი, მა რა გატირებს? უკვე დიდი გოგო ხარ. - სასაცილოდ აფორიაქდა ანდრია.
-ინგლისურში და მათემატიკაში რაღაცები ვერ გავიგე. - სლუკუნებდა ლოყებაწითლებული.
-ახლა არ მცალია, მა, დედა დააძინებს ძამიკოს და მოგხედავს. - ბავშვა უარესად უმატა ტირილს.
-ანუკი, წამოდი, მე გამეცადინებ. - გაუაზრერბლად უთხრა მარიამმა და მისი გაცისკროვნებული ცრემლიანი თვალების დანახვაზე, არ უნანია სტუმრების ოთახი რომ დატოვა. დამიანეს გაოცებულმა სახემ კი საშინლად გააბრაზა.
ნახევარ საათში, უკვე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ, ანუკი კი კმაყოფილი იღიმოდა. ყელზე შემოეხვია მარიამს და ბავშვური გულწრფელობით, ტკიპასავით მიეკრა. მალე ნოდომ და ლიკუნამ გადაწყვიტეს ლუკს გამო სახლში დაბრუნება. დამიანე და მარიამიც აღარ გაჩერებულან. თბილად დაემშვიდობნენ ანდრიასა და იანას, რომელიც მთელი საღამო უყურადღებობის გამო ბოდიშს იხდიდა.
-მე დებილი არ ვარ. - როგორც კი მანქარის კარი დახურეს, დამიანეს თვალებში ჩახედა და ამ სიტყვებს გული ამოაყოლა. ცოტაც და იტირებდა.
-ეს რას ნიშნავს?
-რატომ გგონია, რომ მეშვიდე კლასელი ბავშვის ინგლისურსა და მათემატიკას ვერ გავიგებ. რას ნიშნავდა შენი შიშნარევი, გაოცებული გამოხედვა?
-ეს შიშნარევი გამოხედვა რა უბედურებაა?! უბრალოდ შენი სიკეთე მაოცებს და კიდევ იმან გამაოცა, იმ წამში გაჩენილი აზრი იქამდე რომ არ გამჩენია. მგონი სამ თვეშიც შეიძლება მოსწრება.
-შენ გგონია...
-მე არაფერი არ მგონია და ამაზე მოვრჩეთ. შენს თავს შეურაცხყოფას ნუ აყენებ. ბიჭები როგორც კი წავლენ, მასწავლებლები ივლიან ჩვენთან და გამოცდებისთვის მოემზადები. სამი თვე ცოტაა, მაგრამ თუ რაღაც არ გამოვა იქით წელსაც მოემზადები.
მარიამს გააჟრჟოლა ისე ახლოს იყო თავის ოცნებასთან, მაგრამ საშინლად ეუხერხულა ასეთი საჩუქრის მიღება.
-მე არ მინდა ასე შეწუხდე. საჭირო არ არის.
-შენ მგონი სხვა სამყაროდან ხარ. ახლა იმას უნდა ცდილობდე, რაც შეიძლება გამამწარო და ნერვები მომიშალო. ითხოვდე ისეთ რაღაცებს, რისი შესრულებაც გამიჭირდება. შენ კიდევ ელემენტარულს რაღაცაზეც წითლდები.
-მე...
-ვიცი რომ ესეთი რაღაცები არ შეგიძლია და არც ასეთი ხარ, მაგრამ საშინელებაა როდესაც ტკივილს არავის უზიარებ. შენ რომ ჩემზე გაბრაზებას გამოხატავდე, ცოტა მოგეშვებოდა. შენ არ უნდა ფიქრობდე რა მეწყინება, ან რა იქნება სწორი. შენ ჩემთან ალბათ სულ მართალი იქნებ რაც არ უნდა გააკეთო, მე ისეთი მტყუანი ვარ შენთან.
-ტკივილს ხომ არც შენ უზიარებ სხვას... ჩემს თავს არ ვგულისხმობ, არც სხვებთან იმჩნევ რომ იტანჯები.
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მეოთხე საგანზე იფიქრე, რა გინდა რომ ჩააბარო? - განათლების სამინისტროს და ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდები ისე ჰქონდა შესწავლილი ბოლო რამდენიმე კვირაში, რომ ყველაფერი დეტალურად იცოდა.
-გრანტი რომ ვერ ავიღო, ან ვერ ჩავაბარო შენ ძალიან ბევრი ფული დაგეხარჯება.
-შენ ჩემი ცოლი ხარ.
-ოდესმე ვილაპარაკებთ იმაზე რატომ მოიყვანე ცოლად?
-ოდესმე შეიძლება. გინდა რომ მათემატიკა ჩააბარო?
მარიამი ისევ ყოყმანობდა, დამიანეს კი მოთმინება ეწურებოდა.
-შენი სწავლის საკითხი გადაწყვეტილია, ამიტომ ამაზე უბრალოდ აღარ იფიქრო. ძალით ვერაფერს გასწავლი, მაგრამ მასწავლებლები ყველა შემთხვევაში ივლიან, თუ მეოთხე საგანს არ აირჩევ, ყველა შემოთავაზებული საგნის მასწავლების მოსმენა მოგიწევს, ან შენს მაგივრად მე ავარჩევ.
-ვისაც ოქროს მედალი აქვს, ის მხოლოდ ინგლისურსა და უნარებს აბარებს.
-სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრე? - გულწრფელი სიხარულით სახეგაბრწყინებულმა ჰკითხა. უნდოდა გაკვირვება არ შეტყობოდა, ისევ რომ არ გაებრაზებინა გულუბრყვილო ცოლი. მაგრამ მართლა გაუკვირდა, მისი მშობლების ხელში ეს რომ მოახერხა.
-კი. - მარიამმა ისე დაიმორცხვა, თითქოს სხვის წარმატებას იბრალებდა.
-ძალიან კარგია, ყოჩაღ. ოქროსმედალოსანი ცოლი მყოლია, შენს დედამთილს გაუხარდებოდა. - თქვა თუ არა თვალები ჩაუქრა. მარიამი მიხვდა, რომ დამიანე ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა.
-ახლა რომ გითხრა შენი მესმის ან ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, ვიცი რომ სისულელე იქნება, რადგან ის დედაშენი იყო. მაგრამ მართლა გულწრფელად ვწუხვარ.
-მან თავი ჩამოიხრჩო, მან მარტო დამტოვა, სულ მარტო. ამიტომ არ მინდა ოდესმე შვილი მყავდეს. არ მინდა თუნდაც უნებურად მეც მარტო დავტოვო, მითუმეტეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს არც ისე რთულია. მაგრამ ალბათ მარტოობას უფრო ადვილად შევეგუებოდი... მას თვითმკვლელობის გამო წესი არ აუგეს. მოსახსენიებელშიც კი ვერ ვწერ მის სახელს, ვერც პარაკლისს ვუხდი, როგორც მამას... ამას ვერასდროს შევეგუები. მინდა რომ ვაპატიო, მაგრამ ვერ ვპატიობ.
ვერც ახლა მოიფიქრა რა ეთქვა, ჩათვალა რომ ყველაზე უკეთ დუმილით უთანაგრძნობდა და ხმა აღარ ამოუღია. მალე ბიჭების მეგობართანაც მივიდნენ და მანქანა მხიარულებამ მოიცვა.
სახლში მისულებს დავითი ეზოში დახვდათ.
-დამიანე, რაღაც ყუთები მოიტანეს, მისაღებში დავაწყვე, თქვეს რომ შეუკვეთე.
-კარგი, დავით, დიდი მადლობა.
კეთილმა გოლიათმა ღიმილიანი სახით უსურვა მშვიდი ძილი და ყველანი სახლში შევიდნენ.
-მარიამ, ჯოკერი ვითამაშოთ.
-გიო, უკვე პირველი საათია.
-გთხოვ რა.
-ვითამაშოთ, მაგრამ ხვალ სირბილი მაინც მოგიწევთ. - ჩაერია დამიანე.
-შენც ხომ მოგიწევს? - ნიშნისმოგებით უთხრა იკამ.
-მე ადგომა არ მიჭირს.
-არც მე.
-მაშინ, ხვალ ვისაც ექვს საათზე არ ეღვიძება ყინულებთან ერთად მოუწევს ძილი, მოსულა?
-მოსულა. - ერთხმად წამოიყვირეს ტყუპებმა.

*****************
დამიანემ სპეციალურად საშინლად ხმაურობდა, ცოლი რომ გაეღვიძებინა. მარიამმა ძლივს გაახილა თვალები და მაშინვე ყინული გაახსენდა. როგორც კი დამიანე ოთახიდან გავიდა, საოცარი სისწრაფით ჩაიცვა და უკან გაყვა.
მისი ქმარი ეშმაკური ღიმილით დაჰყურებდა მაჯის საათს, რომლის ისარიც ზოზინით მიუახლოვდა შვიდის ხუთ წუთს. გამარჯვებული სახით გამოიღო საყინულიდან ყინულები, პატარა ყუთში ჩაცალა და ბიჭების ოთახისკენ წავიდა.
-დამიანე, ცოდოები არიან.
-არაუშავთ, მამამისი ამაზე საშინელებებს მიკეთებდა. თან ყოველთვის უნდა იყო მზად იმის ასატანად, რაზეც თანხმდები, მითუმეტეს ღიმილიანი სახით.
ბიჭებს ჯერ ისევ ღრმად ეძინათ, ვერც მარიამისა და დამიანეს რამდენიმე წუთიანმა დაჟინებულმა მზერამ და ბოლომდე ვერ შეკავებულმა სიცილმა გააღვიძათ.
-ყინული ამოიღე. - სასაცილოდ ეჩურჩულებოდა დამიანე.
-ცოდოები არიან.
-შენ ყველა ნუ გეცოდება. მართლა არაფერი მოუვათ. ნახე როგორ იცინებენ.
გაუბედავად ამოიღო ყინული, მაინც ძალიან ეცოდებოდა მძინარე ტყუპები, მაგრამ ბავშვურმა ჟინმა თითქოს ისიც შეიპყრო. თითქმის ერთდრულად ჩაუდეს ყელში რამდენიმე ნატეხი ყინული. შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე წამში ორივენი ფეხზე იყვნენ. მარიამს რადგან ვერაფერს უზამდნენ, ორივენი სასაცილოდ ეჭიდავებოდნენ დამიანეს, მაგრამ სიცილისაგან არც ერთს არაფრის თავი ჰქონდა.
-ამიტომაც უნდა ირბინოთ, ოდესმე ხომ უნდა მომერიოთ. - დასცინოდა დამიანე.
-რამდენიც არ უნდა ვირბინოთ შენს სიმაღლე ვერ გავხდებით. - ბუზღუნებდა გიორგი.
-არაფერი გიშველით. ხუთი წუთი გაქვთ ჩასაცმელად.
იმ დილას ყველაზე მხიარულად ირბინეს. წინა ღამის წვიმისაგან სველ მიწას განსაკუთრებული სუნი ჰქონდა. ტყეში ჩამოწოლილი მსუბუქი ნისლი, მზის სხივებზე ბრწყინავდა.
მარიამის საუზმეს ამზადებდა, ბიჭები კი იმაზე თათბირობდნენ რითი გადაეხადათ სამაგიერო დამიანესთვის.
-ერთ წუთს გამომყევი. - დამიანემ რამდენიმე წამით შემოყო თავი სამზარეულოში და უკანვე გაბრუნდა.
მარიამს ეგონა ბედნიერებისაგან იატაკს არ ეხებოდა. არასდროს ჰქონია საკუთარი მოლბერტი, არც ამდენი საღებავები. მთელი ოთახი სავსე იყო ხატვისთვის საჭირო ნივთებით. წინა ღამით მოტანილი ყუთები აღარც კი გახსენებია, დამიანეს თავისი ხელით დაეწყო ყველაფერი შესაშური წესრიგით. მინანქრის ღუმელი რომ დაინახა ეგონა სიხარულისგან გული გაუსკდებოდა. როგორ უნდოდა ახლა მასა და დამიანეს შორის ის ღამეები არ მდგარიყო. ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირდა ახლანდელი დამიანეს მასზე მოძალადე ქმართან გაიგივება.
დამიანე ღიმილით უყურებდა მის აღფრთოვანებისაგან გაფართოებულ, აწყლიანებულ თვალებს, ბავშვურ სიწითლესა და გამოუთქმელ მადლიერებას.
-ძალიან დიდი მადლობა.
-არ მინდა ეს ყველაფერი მიიღო ისე, თითქოს პატიებას გთხოვდე. მაშინ ვფიქრობდი, რომ რასაც ვაკეთებდი სწორი იყო. ოდესმე ამაზე ვილაპარაკებთ. როგორც შენ მითხარი, ვერც მე გეტყვი რომ შენი მესმის, ან ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყო. - როგორც კი წინადადება დაამთავრა, მაშინვე ოთახიდან გავიდა. საშველს მხოლოდ მოახლოებულ ავღანეთში ხედავდა.
მარიამს რამდენიმე წუთი დასჭირდა თავის ხელში ასაყვანად და სამზარეულოში დასაბრუნებლად.
-მე დღეს ბაზაზე უნდა მივიდე. გვიანობამდე ვერ მოვალ, დავითი ნარიყალაზე აგიყვანთ და ცოტას გაერთობით. - პირველად ხედავდა სამხედრო ფორმაში. თითქოს ასე უფრო მაღალი და ბრგე ჩანდა. მიხვდა რომ თავისი ფიქრებით ზღვარს უახლოვდებოდა, რისი გადაკვეთაც უფრო ატკენდა.
-ღუმელში შენი საყვარელი პეროგია, ლეილა მამიდამ რეცეპტი გამომატანა. უკვე უნდა გამოვიღო.
მარიამის ჩვეული სიწყნარე, მორიდებული ტონი, სევდაჩამოწოლილი თვალები და სიკეთე ყველა გადატანილ კარანტინზე მძიმე იყო. მისი შეუცდომლობა და მასში დანახული საოცნებო ცოლი გუდავდა. ნამცხვარს გემო ვერ გაუგო, არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება რომ პირს წვავდა, ერთი სული ჰქონდა სახლიდან გასულიყო.
-ძია, შენც რომ იქნები სახლში ნარიყალაზე მაშინ ავიდეთ. - მარიამის სათქმელი უნებურად გაახმიანა გიორგიმ.
-შვებულება აღარ მაქვს, გიო, ამიტომ გვიან დავბრუნდები ხოლმე, თქვენ წადით. ხვალ ჯინსების თაობაზე გაქვთ ბილეთები, ვიცი რომ ნახვა გინდოდა.
-აუ, რა ჯიგარი ხარ.
-ერთმანეთს მიხედეთ. - თვალი ჩაუკრა სამივეს და გასასვლელისკენ წავიდა.

***************
ბიჭები კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ თბილისში. დამიანე თითქმის არ იყო სახლში, დილით სირბილისას ნახულობდნენ, საღამოს კი ძალიან გვიან ბრუნდებოდა. მარიამი ყოველთვის ელოდებოდა, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო. დამიანე ჯერ აპროტესტებდა დალოდებასა და გამზადებულ ვახშამს. მერე კი თავისი თავი გამოიჭირა, როგორ დაწყდა გული სახლში შესულს მისაღებში ცოლი რომ არ დახვდა, მარიამი ამ დროს სამზარეულოში სუფრას უწყობდა.
გიოს და იკას წასვლის შემდეგ თითქმის აღარ ლაპარაკობდნენ. დამიანე მხოლოდ იმით ინტერესდებოდა, როგორ მიდიოდა სწავლის საქმეები. თითქოს ბიჭებმა მათი ღიმილიც კი გაიყოლეს, უსაზღვრო სევდა ჩადგომოდათ თვალებში. ისევ დარბოდნენ ყოველ დილით, მაგრამ უსიტყვოდ. ისევ ხვდებოდა ყოველ ღამით გამზადებული ვახშამი და მღვიძარი ცოლი სახლში, მაგრამ არც ამ დროს ლაპარაკობდნენ.
ერთ დილასაც დამიანე სირბილის შემდეგ, ჩვეულებისამებრ არ წავიდა ბაზაზე.
-დღეს ნოდოსთან მივიდივართ. მე რაღაც საქმეები მაქვს, ცოტა ხნით გავალ. ხუთისთვის უნდა ვიყოთ იქ.
-კარგი.
მარიამი ვერ ხვდებოდა რა, მაგრამ გრძნობდა რომ რაღაც სხვანაირად იყო. თითქოს ყველა განსაკუთრებულად ღელავდა, თვალებში შიში ჩადგომოდათ და ცოტას ლაპარაკობდნენ. სუფრაზე ლაშა-გიორგი თამადობდა. უფლის სადიდებლის შემდეგ, ნოდოს და დამიანეს სადღეგრძელოს შესმა გადაწყვიტა. ამან ძალიან გააკვირვა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
ავღანეთის ხსენებაზე, მიხვდა როგორ აეწვა ყველაფერი. ნოდო და დამიანე ავღანეთში მიდიოდნენ, ექვსი თვით. ეს შეკრებაც მათი გაცილება იყო. დამიანეს თვალებმა არაფერი უთხრეს, არც ის უნდოდა შემჩნეოდა რომ არაფერი იცოდა. ჭიქა ვერაფრით აიღო ხელში.
-ცოტა ხნით აივანზე გავალ. - მოახერხა ძლივს.
სუფთა ჰაერმა თითქოს ტკივილი შეუმსუბუქა. ავღანეთის ხსენებაზე, მხოლოდ ტელევიზიით ნანახი სამოქალაქო პანაშვიდი უდგებოდა თვალწინ. რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, დამიანე მისთვის მაინც არ იყო სულერთი. თავის თავს არწმუნებდა, რომ ასე ნებისმიერი კარგი ნაცნობის ამბავს განიცდიდა, მაგრამ თავადაც იცოდა რომ ტყუოდა.
-ამაზე შენ არ უნდა ნერვიულობდე. - დამიანე მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდებოდა.
-რატომ არ მითხარი?
-იმიტომ, რომ ეს არ უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი.
-შენ ავღანეთში მიდიხარ.
-ეს უნდა გიხაროდეს, შენგან ძალიან შორს ვიქნები.
-ამას ნუ ამბობ. მე არავის ავღანეთში წასვლა არ გამიხარდება.
-ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არც უნდა გეწყინოს...

***************
ადვოკატს შეცვლილი ანდერძი და ამ ჯერად ერთით მეტი წერლი დაუტოვა. ეს ჩვეულება იყო, ყოველთვის, ავღანეთში წასვლამდე წერდა წერილებს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.
მეოთხედ მიდიოდა ავღანეთში და ყველაზე მეტად უჭირდა. დაუმთავრებელი საქმის შეგრძნება აგიჟებდა... მომავალი ექვსი თვე ბოლო იმედივით იყო.
მარიამი მძინარე დატოვა სახლში... იცოდა რომ ვერც მის ცრემლიან და ვერც უცრემლო თვალებს გაუძლებდა...
****************
მზის პირველივე სხივმა გააღვიძა. განსაკუთრებული სიცარიელითა და აფორიაქებული სულით. ზუსტად იცოდა დამიანეს სახლში ვერ ნახავდა, ამიტომ გაბედულად შეაღო მისი საძინებლის კარი. საწოლიც კი მილაგებული დახვდა.
გაურკვევლობა... ვერ ნაპოვნი საკუთარი სურვილები... ვერ ნაპატიები წარსული და განცდა რომელიც გახრჩობს... საკუთარ თავთანაც არ გამხელილი გულის ტკივილი და ცრემლები, რომლებიც დაუკითხავად მოგდის... სიცარიელე, რომელსაც სახელი არ აქვს და დამიანე, ადამიანი რომელიც არ იცი ვინ არის შენთვის...
მაინც ტკივილი...
********************
სამხედრო ფორმაში, ყოველთვის განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა მამამისთან... გმირთან, მის საკუთარ გმირთან. მამა სულ ამ ფორმით ახსოვდა. უნდოდა ყველაფერში მიებაძა მისთვის, მისი მზერა ყოველთვის იყო მისი ქცევის მართებულობის განმსაზღვრელი... მაშინ ეგონა ყველა ოჯახში ასე ხდებოდა. ახლა კი ხვდებოდა, რამდენ რამეს ასწავლიდა მამა, თუნდაც ყოველ თავისუფალ კვირას ახალი ისტორიული ადგილის მონახულებით. მან ყველა კუთხის ისტორია და ძეგლის წარმომავლობა იცოდა. პირველად ტაოში ნახა მტირალი მამა. მერე იყო მეუფე ილარიონთან. ახსოვს, როგორ აპროტესტებდა ტყეში ამდენი ხნით ფეხით სიარულს. მეუფე ოცდაცამეტი წელი იყო მდუმარებაში. მამა მორჩილებით, აღფრთოვანებით, ტკივილით სავსე აწყლიანებული თვალებით... შთბეჭდილება, რომელიც განვლილმა ოცმა წელმაც ვერ გაუხუნა. მამამ აჩვენა როგორი შეიძლება ყოფილიყო რწმენის სიძლიერე... პატარა იყო, პირველად ხატებთან დაჩოქილი რომ ნახა, სულ პატარა. ახსოვს როგორი პროტესტი გაუჩნდა. მაშინვე დედასთან მიირბინა, დედამ კი აუხსნა რომ ეს ასე იყო საჭირო. ახსოვდა დაჭრილი მამაც და დედაც, მის მოლოდინში, ცრემლებისაგან დაოსებული თვალებით. მამამისის შემხედვარეს, რომელიც თვალებგაბრწყინებული, მაგრამ მაინც ტკივილით საუბრობდა ნატანჯ სამშობლოზე, სულ აინტერესებდა მასავით, სხვა ეროვნების ადამინებსაც თუ ბურძგლავდათ სამშობლოზე ლაპარაკისას. მაშინ ეგონა, რომ მამამისი უკვდავი იყო, რომ ყოველთვის ეყოლებოდა და ყველაფერს დაამარცხებდა. მაგრამ ის წავიდა...
ისევ მამამისმა იხსნა, მისეულმა რწმენამ... არასდროს მიტოვებულმა უფალმა... მამა სულ უმეორებდა, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, მაშინაც კი, როდესაც თავად ვტოვებდით მას... მისი წყალობით არასდროს უსაყვედურია ღმერთისთვის უმამობა... მერე არც დედას წასვლის გამო უთქვამს უფლისთვის საყვედური... არც წლების მერე, გაუყუჩებელი ტკივილისა და ვერ დაძლეული მარტოობისთვის...
ახლა კი ავღანეთში იყო... მოგონებებმა ცუნამივით გადაუარეს. ხვდებოდა რა მძიმე იქნებოდა მომავალი ექვსი თვე. მხოლოდ ნოდოს დაბნეული მზერა ახსენებდა, რომ მშობლებისა და მარიამის გარდა სხვა რამეზეც უნდა ეფიქრა. იმ ბავშვს ჰგავდა, სასწავლო საათების დამთავრებამდე დარჩენილ დროს თითებზე რომ ითვლის, ერთი სული ჰქონდა დარეკვის საშუალება მისცემოდა.
**************
ცდილობდა ეხატა, მაგრამ გული ვერაფრით დაუდო. მასწავლებლები რამდენიმე საათის წინ გაუშვა. ყოველ წუთში ამოწმებდა, დილით ტუმბოზე ნანახ მობილურს... უკვე მესამე ჭიქა ყავა გაუცივდა, მთელი დღე ლუკმა ვერ გასინჯა... როგორც იქნა ტელეფონმა დარეკა. ძლივს აიძულა თავი პირველივე ზარზე არ ეპასუხა.
-მარიამ, როგორ ხარ?
-კარგად, დამიანე, შენ როგორ ხარ? - ცდილობდა მოუთმენლობა სადღაც მიემალა, მაგრამ ქმარივით უხეიროდ გამოსდიოდა.
-კარგად ვარ, უკვე დავბინავდით მე და ნოდო, ნორმალური სიტუაციაა.
-რატომ არ მითხარი ღამით თუ მიდიოდი, რატომ არ გამაღვიძე?
- ძალიან ადრე იყო. მასწავლებლებთან როგორაა საქმე? დავითი ხომ მანდაა?
-ჩვეულებრივად. კი, აქ არის.
-ნებისმიერ დროს დამირეკე, რაც არ უნდა დაგჭირდეს, თუ ვერ დამიკავშირდები, ნებისმიერი რამ შეგიძლია მას ჰკითხო. იმედია ახლა მაინც გამოიყენებ საკრედიტო ბარათს.
-გასაგებია.
-წასვლაზე მინდოდა მეთქვა და ვერ მოვახერხე. მე ვფიქრობ რომ შევთანხმდით, მაგრამ თუ მაინც გაბედავ ჩემს არ ყოფნაში სახლიდან გაპარვას, იცოდე რომ ჩემი არ ყოფნით, დამდგარი მდგომარეობის სიმძიმე არ შეიცვლება. ამიტომ ჭკვიანად იყავი. - არ უნდოდა ასეთი კატეგორიული ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გრძნობდა რომ მარიამს შიშით უფრო აიძულებდა მასთან დარჩენას. ადამიანი, რომელიც მის მდგომარეობაშიც კი დაუმსახურებლად თვლიდა ორიოდე მასწავლებელსა და საკრედიტო ბარათს, ამ უხცერხულობისაგან თავის დასაღწევად ყველაფერს გააკეთებდა. აგიჟებდა მარიამის ბავშვური, გულუბრყვილო საქციელი. ეს უფრო უშმაგებდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ამხედრებულ სინდისს. თითქოს ყველაზე სუსტი დაჩაგრა, ყველაზე სუფთა დააბინძურა. უნდოდა ყველაფერი მიეცა, რომ საბოლოოდ დაეღწია მშობლებისგან თავი. თავს გამუდმებით არწმუნებდა, რომ ამას შეძლებდა, მაგრამ ვერსად ემალებოდა გაჩენილ დამოკიდებულებას, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდებოდა მისთვის.
***************
უფრო ხშირად დავითს უკავშირდებოდა. მისი თქმით მეცადინეობის გარდა, მარიამი ან სახლს ალაგებდა, ან კითხულობა, ან კიდევ ბაღში სეირნობდა. ამ ყველაფერს კი არც თუ ისე იშვიათად სდევდა ცრემლები... დამიანეს ვერ გაერკვია, ახარებდა თუ წყინდა მისი საქციელი...
ორ ან სამ დღეში ერთხელ ცოლთან ლაპარაკის უფლებასაც აძლევდა თავს, თითქოს მისი სწავლის გარდა არაფერი აინტერესებდა. გაფაციცებული უსმენდა მის ტემბრსა და თითოეულ ამოსუნთქვას, როგორმე განწყობა რომ გამოეცნო. გრძნობდა როგორ უმძიმებდა სულს მისი ნანერვიულები, მოუსვენრობა შეპყრობილი ხმა. დაუმსახურებელი სიკეთე და ვერ დამალული სითბო.
მთელი თვე სახლიდან არ გასულა, დავითს ყველა საჭირო პროდუქტი მოჰქონდა, მასწავლებლებიც სახლში დადიოდნენ, ამიტომ უბრალოდ ვერ ხედავდა სახლიდან გასვლის მიზეზს, არც სურვილი ჰქონდა. რამოდენიმეჯერ ლიკუნა და იანა იყვნენ მასთან. იმ დღეს კი ის და ლიკუნა მიდიოდნენ იანასთან. ყოველთვის თავს არიდებდა ავღანეთზე ლაპარაკს, მაგრამ ვერც იმ დღეს აუარეს გვერდი ამ თემას.
-შენი ქმარი უკვე სამჯერ იყო ავღანეთში, ეს კი ნორმაზე მეტია. ვერავინ დაავალდებულებდა კიდევ ერთხელ წასვლას, მაგრამ რომ გაიგო ნოდოს წასვლა უწევდა, თავი მოიკლა სანამ გაშვების ნებართვა არ მიიღო. - მიუხედავად ნოდოს გაფრთხილებისა, მაინც წამოსცდა ლიკას.
გოგოებს ეგონათ ეწყინა, ახალდაქორწინებულმა ასეთი არჩევანი რომ გააკეთა. შეწუხებულმა ლიკუნამ მილიონჯერ მოუბოდიშა. მას კი ვერ გაეგო, ადამიანი, რომელიცა ასე ახერხებდა ყველაზე ეზრუნა, ყველა ჰყვარებოდა და სხვებისგანაც იგივე მიეღო, მაინცდამაინც მას რატომ მოექცა ასე. დამიანეს ხასიათში, მის მსოფლმხედველობაში არ ჯდებოდა ის რაც მას გაუკეთა. დიდი ხანია ამაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით იპოვა გასასვლელი ლაბირინთიდან. ვერაფრით მიხვდა რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი... ვერც იმას ხვდებოდა, კაცი რომელიც უმოწყალოდ თელავდა მის სურვილებსა და ღირსებას, რატომ ზრუნავდა იმ დღის შემდეგ მასზე... რატომ აღარ მიკარებია მას შემდეგ... მოძალადეს ვერაფრით არგებდა ამ ღირსებებს... და ვერც ბოლო პერიოდის დამიანეს ცხოველურ ინსტიქტებს.
სახლში საშინლად აფორიაქებული, მაგრამ მისი საქციელით აღფრთოვანებული დაბრუნდა.
-ის მისაღებში ზის და ტირის. - ასეთი იყო იმ საღამოს დავითის პასუხი დამიანეს კითხვაზე როგორ იყო მარიამი.
ვერაფრით გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა სკაიპით. უკვე მერამდენედ ეძლეოდა საშუალება, მაგრამ ჯერ არასდროს გამოეყენებინა. არც კი იცოდა ამით საკუთარ თავს ინდობდა, თუ მარიამს. სწრაფად მიუჯდა კომპიუტერს, თთქოს ეშინოდა აზრი არ შეცვლოდა. დავითმაც სწრაფად შეუსრულა თხოვნა და მარიამმაც კოპიუტერი ჩართო.
-როგორ ხარ? ახლა ნოდო ელაპარაკა ლიკუნას და გადავწყვიტე მეც დამერეკა. - დამიანეს უნდოდა ამით ხაზი მოვალეობისთვის გაესვა და არა სურვილისთვის, მისი დანახვის სურვილისთვის, რომელიც კლავდა.
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ.
-ლიკუნამ თქვა რომ იქ იყავით და წუხდა, რაღაც სისულელის თქმის გამო.
-მან თქვა, რომ შენ ნოდოს გამო ხარ მანდ.
-რა სისულელეა, აქ ჩემი მოვალეობის გამო ვარ. სწავლის საქმეები როგორაა?
-კარგად, ვცდილობ ნორმალურად ვიმეცადინო.
-კარგია. მე უნდა წავიდე, დრო არ მაქვს. - დამიანეს აუტანელ ფიზიკურ ტკივილს აყენებდა მისი ბავშვური, მოწყენილი სახის ყურება. გააზრებამ, რომ ენატრებოდა დააფრთხო. ამიტომ სასწრაფოდ დაემშვიდობა და კომპიუტერს მოშორდა. ნოდო ცოტა ხანს უსიტყვოდ უყურებდა მის ტკივილისაგან შეშლ სახეს, მერე ისიც შეიპყრო მოუსვენრობამ.
-დამიანე, რა ხდება? ამ ბოლო დროს სულ ასე რატომ ხარ?
-არაფერი, ნოდო. - უნდოდა ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ ვერაფრით გადაეწყვიტა.
-მარიამის გამო ხარ ასე? არ უნდა წამოსულიყავი, არ ვიცი როგორ გადაგიხდი ამისთვის.
-ჩვენ ხომ ძმები ვართ. ხუთი თვეც და სახლში ვიქნებით.
-ხუთი თვე ძალიან ბევრია, ჩემების სურათებს რომ ვუყურებ გიჟად ვარ.
-მალე გავა და შეეცადე ნაკლებად ინერვიულო ამ ყველაფერზე, ლუკა შენით იამაყებს.
-შენი შვილებიც იამაყებენ შენით, როგორც შენ მამაშენით.
-შვილებზე გადაწყვეტილება არ შემიცვლია.
-მარიამმა იცის და თანახმაა?
-მაპატიე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
-როგორც გინდა, მაგრამ ამ ბოლოს რაღაცნაირად ხარ, შენს გამო ძალიან ვნერვიულობ და მინდა გახსოვდეს, რომ შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
-ვიცი, ნოდო. - მხარზე ხელი მოკიდა მადლიერების ნიშნად და ოთახიდან გავიდა.
აღარ ახსოვდა ბოლოს როდის შეძლო თავისუფლად ესუნთქა. ყველაფერს მისცემდა დროის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა, თუნდაც მალდივიზე ყოფილიყო ახლა. ზუსტად იცოდა რომ აღარაფრით დაემსგავსებოდა ცხოველს. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მისი სატარებელი იყო, მისი არჩევანი, რომელსაც ღმერთი ყოველთვის გვაძლევს. ცოდვა, რომელიც უნდა ეტვირთა. მარიამის გახსენებაზე, რომელიც თითქმის არასდროს ავიწყდებოდა, ოპერაციაზე გასულსაც კი, თანაბრად გრძნობდა სითბოს მისი სიკეთისა და სიცივეს საკუთარი სინდისის გამო. ახლაც გაუცნობიერებლად სცემდა ბოლთას და ვერაფრით იხედებოდა წინ...
მარიამი კი ცდილობდა საკუთარი გადაწყვეტილება მოეყვანა სისრულეში, მოლბერტთან იდგა და ყველაფრის დასავიწყებლად ხატავდა. მაგრამ ვერაფრით ამოიგდო თავიდან დამიანეს სკაიპზე წაწერილი უცნაური მაგალითი, უცნაურივე პასუხით „1+1=1“, რადგან ვერაფერი მოიფიქრა, ბოლოს დამიანესთვის შეუფერებლად და არასერიოზულად მიიჩნია და დაივიწყა.
***************
უკვე მესამე თვე მიილია, რაც დამიანე ავღანეთში იყო. მარიამს კი გამოცდებამდე ორიოდე დღე რჩებოდა. თვადაუზოგავად მეცადინეობდა გრანტი რომ აეღო. თავისუფალ დროს კი ხატავდა. იმ დღეს უკვე მეხუთე ნახატი გაყიდა. სიხარულით აგროვებდა ფულს, რომ ერთ დღეს დამიანესთვის მასწავლებლებისთვის გადახდილი ფული მთლიანად დაებრუნებინა. მშობლებსაც ორჯერ გაუგზავნა, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ხელფასის აღებისას აძლევდა. ორივეჯერ მადლობის მაგივრად, „როგორც იქნა გაგახსენდით“ მიიღო, გული ისევ ტკივილით აევსო... ამ დროს განსაკუთრებულ სიმარტოვეს გრძნობდა, არავინ იყო ვისაც სიხარულს ან წუხილს გაუზიარებდა. მხოლოდ დავითი ჰყავდა, რომელმაც ამ თვეების განმავლობაში საკუთარი შვილივით შეიყვარა, ის იყო ხოლმე ნახატების შემფასებელი და ყველაფერში ეხმარებოდა. დამიანესთან საიდუმლოსაც კი უნახავდა, არ ეუბნებოდა მისი ცოლი თავის ნახატებს რომ ყიდდა. მარიამმა აღარ იცოდა მადლიერება რითი გამოეხატა. ამ დღესაც ულამაზესი მინანქრის გულსაკიდი აჩუქა ცოლისთვის. გამოცდებზე ნერვიულობა თავისი მდგომარეობის სირთულესაც კი ავიწყებდა. დამიანე ბოლო დროს ყოველდღიურად უკავშირდებოდა, ცდილობდა გაემხნევებინა, მაგრამ მისი ტონი ტკივილიანი და მკაცრი უფრო იყო, ვიდრე იმედისმომცემი.
*****************
აკვირვებდა, თავისი გაჭაღარავებული საფეთქლების დანახვა და თან თითებზე ითვლიდა ცოლის გამოცდებამდე დარჩენილ დროს.

*****************
დავითმა ლამაზი შეკვრა დადო დივანზე და ის იყო უნდა გასულიყო, მარიამმა რომ სამზარეულოდან გამოხედა.
-დავით, ეს რა არის?
-დამიანეს საჩუქარია, რვა საათზე მისი თხოვნით სადღაც უნდა წავიდეთ.
-ხვალ გამოცდა მაქვს, დავით.
-ვიცი, მაგრამ მითხრა ძალიან აუცილებელიაო.
-კარგი.
კაბა ისეთი ლამაზი იყო, ხმა ვერ ამოიღო. ჰაეროვანი და საოცრად რბილი, კრემისფერი სარაფანი, ყველანაირი ზედმეტი დეტალების გარეშე. კრემისფერი ტყავის, ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული საზაფხულო ფეხსაცმელი საოცრად ეხამებოდა კოჭებამდე სიგრძის კაბას. ოთახიდან გამოსულს, მომღიმარი გოგონა დახვდა.
-გამარჯობათ, ქალბატონო, თქვენმა მეუღლემ თქვენთვის მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება მთხოვა.
გაოცება ვერსად გადაემალა, არ იცოდა რა ეფიქრა, მორჩილად დაჰყვა ქალის თხოვნას და სკამზე ჩამოჯდა. ნახევარ საათში კი თავს ვერ ცნობდა. გოლიათი სახეგაბრწყიბნებული უყურებდა ფერიასავით გამოწყობილ მარიამს.
-ძალიან ლამაზი ხარ, შვილო, მაგრამ უკვე ვიგვიანებთ.
-დიდი მადლობა.
საშინლად უნდოდა ეტირა, ჩვეულებისამებრ ცხვირი აუწვა ძლივს შეკავებულმა ცრემლებმა. აგიჟებდა დამიანეს ვერ შეცნობილი ორი სახე. აგიჟებდა გაურკვევევლი მდგომარეობა და ბედნიერება, რომელსაც საფუძველი არ ჰქონდა. ჩამქრალი თვალებით გაჰყვა დავითს. უკვე ბინდდებოდა.
თბილისის ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე შორიდან ჯერ გიოს, შემდეგ იკას მოჰკრა თვალი. ბიჭები ყურებამდე გაღიმებულები შეეგებნენ, ლეილა მამიდას დანახვაზე ეგონა, სუნთქვა აღარ შეეძლო. ანდრია და იანა, როგორც ყოველთვის თავის პატარას აწყნარებდნენ. ლიკუნა მოუსვენარ ლუკას დასდევდა. ლაშა-გიორგი დავითს ელაპარაკებოდა რაღაცას. ლეილა თხოვდა არ ეტირა, მისი აწყლიანებული თვალების დანახვაზე. სასიამოვნო მუსიკა, თითქოს არ ესმოდა. როგორ უნდოდა, ახლა მაინც ყველაფერი გაერკვია დამიანესთან. უკვე მეათედ ცდილობდა მასთან დარეკვას, ტელეფონი კი გამორთული იყო...
*************
-ნოდო, გთხოვ ტელეფონი მომეცი.
-დამიანე, გემუდარები გაჩუმდი. - ნოდოს ხმა უკანკალებდა, ხელები დამიანეს თბილი სისხლით ჰქონდა დათხვრილი.
-უნდა დავურეკო, ხვალ გამოცდა აქვს. - ძლივს გადაბმულ სიტყვებს, უკანასკნელ ძალას ატანდა.
-ახლა მაინც ვერ დაელაპარაკები და უარესად ინერვიულებს, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება.
დამიანე მიხვდა რომ ხმა საშინლად ჰქონდა შეცვლილი, ამით კი უფრო ააფორიაქებდა მარიამს. არადა როგორ უნდოდა გამოცდის წინა საღამოს სასიამოვნო, დაძაბულობისა და სიცივისაგან დაცლილი სამყარო შეექმნა მისთვის.
****************
სხვის მიწაზე დასაცავი სამშობლო. აღსასრულთან განსაკუთრებული სიახლოვე. არასდროს შეშინებია, ყოველი წასვლისას მზად იყო ჩამოუსვლელობისთვის. ახლა კი ყველაფერზე მეტად სიცოცხლე და მარიამის სიმშვიდე უნდოდა. ფიზიკურ ჭრილობაზე მტკივნეული, ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის დაუმთავრებლობა და გაშმაგებული სინდისი იყო.
****************
-რომელი საათია? - ძლივს გასაგონად ამილუღლუღა, თითქმის ვერაფერს გრძნობდა. თანდათან აღიდგინა სროლის კადრები და ფერდში ტკივილი იგრძნო.
-ღამის თორმეტი საათია. - მაშინვე უპასუხა ნოდომ, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა.
-ტელეფონი მომეცი.
-დამიანე საშინელი ხმა გაქვს, დილამდე მოითმინე.
-დილამდე ინერვიულებს, მას კი ხვალ გამოცდა აქვს.
-წერილს მაინც მიწერე, შენი ხმის გაგონებაზე უფრო ინერვიულებს.
მიხვდა რომ ეს უფრო ჭკვიანური იყო. ყველაფრისგან ისე იყო დაცლილი, ხელების განძრევაც კი განუზომელ ტკივილს აყენებდა. დიდ ხანს მოუნდა ტელეფონის ჩართვას. ცოლის ჩვიდმეტი გამოტოვებული ზარი. როგორ მოუნდა საკუთარი თავი მთელი ძალით ეცემა, გაეთელა... როგორ უნდოდა, ოდესმე მისი დამშვიდებული სახე და მისი სიყვარულით სავსე თვალები ენახა.

„იმედია ყველაფერს ძალიან არ აფუჭებს, ის, რომ ჩემი გაკეთებულია. მინდა არაფერზე ინერვიულო. ახლა ისეთ ადგილას ვართ, ვერ გირეკავ. თავს გაუფრთხილდი. უფალი გფარავდეს.“ - ძლივს მოახერხა ამ რამდენიმე წინადადების აკრეფა. უღონობისაგან თვალებსაც ვერ ახელდა.
მარიამს ტელეფონი ხელიდან კინაღამ გადაუვარდა. მთელი საღამო ჯერ გაურკვევლობა, მერე კი შიში უღრღნიდა გულს, რომელმაც მთლიანად მოიცვა. ვერც ლიკუნას ჰკითხა ვერაფერი, ის ისეთი მხიარული იყო, არ უნდოდა ნოდოზე კითხვების დასმით აეფორიაქებინა. წერილმა კიდევ უფრო აურია ყველაფერი, პირველმა წინადადებამ გააგიჟა. ვერ გაიაზრა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი, ასეთი კარგი და ისეთი ცუდი ერთდროულად. მაგრამ რადგან ის ცოცხალი იყო, როგორც იქნა ამოისუნთქა.
„ყველაფრისთვის დიდი მადლობა. თავს გაუფრთხილდი. უფალი გფარავდეს.“ - მილონჯერ გადააკეთა წერილი, ბოლოს კი როგორც იქნა გადაწყვიტა ეს სამიოდე წინადადება გაეგზავნა.
*******************
დილით ჩვეულებისამებრ ირბინა. დამიანეს წასვლის შემდეგ ერთი დილაც კი არ გაუცდენია. შხაპის შემდეგ საუზმე გაამზადა, ამასობაში კი ლეილა მამიდამ და ტყუპებმაც გაიღვიძეს.
-შვილო, რატომ შეწუხდი, არ დავიგვიანოთ. - შეწუხებული სახით შევიდა სამზარეულოში ლეილა.
-ჯერ არ მაგვიანდება, თქვენ არ ინერვიულოთ, დასხედით და წყნარად ისაუზმეთ. დიდი ბოდიში, მე უნდა გავემზადო და ცოტა ხნით დაგტოვებთ.
-ჩვენც მოვდივართ, დამიანემ გვთხოვა ჩემს მაგივრად უგულშემატკივრეთო. - სახეგანათებულმა მიახარა.
მარიამი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. ტელევიზორში, რამდენჯერ უნახავს მომლოდინე ახლობლებით სავსე ქუჩები. გული უმძიმდებოდა, მარტო რომ უწევდა წასვლა, დედამისმა არც კი ჰკითხა გამოცდა როდის ჰქონდა. „თავს რატომ იკლავო“ მხოლოდ ეს სამი სიტყვა გამოიმეტა. ისევ ის საშინელი გაორება, დამიანეს ზრუნვა, რომელსთვისაც არ იცოდა რა დაერქმია. ბედნიერებისა, თუ გაურკვევლობის ცრემლებმა თვალები აუბრჭყვიალა. ლეილამ დედისეული სითბოთი ჩაიხუტა.
-ნუ ნერვიულობ, შვილო, დამიანეც მალე ჩამოვა და შენც კარგად ჩააბარებ გამოცდებს. - ფრთხილად ეფერებოდა მის თმებს, ფაფუკი ხელებით და ცდილობდა ოდნავ მაინც დაემშვიდებინა.
-არ მინდა შეგაწუხოთ, ალბათ გამოძინებაც ვერ მოასწარით.
-კარგი რა, ბიცო. - გასამხიარულებლად, სასაცილოდ მიმართა იკამ. -ძილისთვის კიდევ მოვიცლით, მარტო ხომ არ გაგიშვებთ, დამიანე დაგვხოცავს, თან ჩვენც გვინდა წამოსვლა.
- დიდი მადლობა.
-უცებ გაემზადე, შვილო, რომ შენც მოასწრო ორი ლუკმის შეჭმა.
მარიამმა, სიხარულისაგან ძლივს დაიმორჩილა სხეული. აღელვებულს, უფრო დიდი დრო დასჭირდა ჩასაცმელად, ვიდრე ჩვეულებრივ. ოც წუთში უკვე ყველანი მანქანაში ისხდნენ და მაღლივისკენ მიდიოდნენ.
********************
-რას აკეთებ, გაგიჟდი? - ნოდოს თვალები გადმოსცვივდა ფეხზე ამდგარი დამიანეს დანახვისას. ტუჩები გალურჯებოდა და სახეზეც უცნაური ფერი ჰქონდა.
-ვერ ვიტან წოლას.
-დამიანე, დაჭრილი ხარ. ასე გაგირთულდება.
-პირველად ხომ არ დავჭრილვარ, ეს სერიოზული არ არის.
-შენ გადამრევ, დაწექი რა.
-ტელეფონის დატენვა მინდოდა, დამიჯდა.
-არ მეგონა ასე უცებ თუ გაიღვიძებდი, ნახევარი საათით გავედი. ახლავე მოგიტან სატენს, ოღონდ დაწექი. - ნოდო არაფრით გავიდა, სანამ დამიანეს დაწოლა არ აიძულა, რომელიც აუტანელი ტკივილისაგან მძიმედ სუნთქავდა.
„წარმატებებს გისურვებ. მე შენი მჯერა. არაფერზე ინერვიულო, უფალი მოწყალეა.“ -ისევ მთელი შემორჩენილი ძალა მოანდომა ტექსტის აკრეფას, როგორც კი წერილი გააგზავნა შედარებით მშვიდად ამოისუნთქა. იცოდა, რომ გამოცდის დაწყებამდე მიუსწრებდა.
ქმრის წერილმა თანაბრად ააფორიაქა და დაამშვიდა. მაგრამ როგორც იქნა თავს გამოუტყდა რომ ელოდებოდა, რომ ის უფრო აანერვიულებდა, თუ არ შეეხმიანებოდა. მაგრამ მხოლოდ ერთ „გმადლობ“-ში ჩაატია თავისი ემოცია და მანქანიდან გადავიდა.
საშინელი სიცხე, დღეს თითქოს დრამატულობას მატებდა. შეშლილი სახეები... მზისაგან შეწუხებული, ნერვიულობისაგან ფერდაკარგული მშობლები და შვილები... რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინი და ქვეცნობიერში ფესვგამდგარი შიში. მაღლივის კიბეები და ყველა საკუთარი იმედით. ისე დაემშვიდობნენ, თითქოს ფრონტის პირველ ხაზზე უშვებდნენ საბრძოლველად, გოლიათმა კინაღამ გაჭყლიტა, ტყუპებიც კი სერიოზული სახეებით იდგნენ. დავითმა ყველა საჭირო ნივთი უკვე მეათედ ჩამოუთვალა, რომ არაფერი დარჩენოდა, ახლადგასტუდენტებული შვილების წყალობით ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იცოდა. მარიამს ისე ჰქონდა გამთბარი გული, იმხელა ზალას გრძნობდა ამ ადამიანებისაგან, რომ ეგონა ვერაფერი შეაშინებდა. კიბის ბოლო საფეხურიდან, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი „თავისიანებს“ და შენობაში შევიდა. ვერავის აუხსნიდა, რას ნიშნავდა ახლა მისთვის გარეთ მომლოდინე ოთხი ადამიანი. ნატვრა, რომელიც უკვე დიდი ხანია გულს და სულს უღრღნიდა ახლაც წამიერად გაუკრთა. როგორ უნდოდა არ ყოფილიყო ის საშინელი სამი კვირა, მასა დამიანეს შორის. ამ ყველაფრის გახსენებამ ტიტქოს ერთი სხივი მოაკლო მის გაბრწყინებულ თვალებს, მაგრამ მაინც მსუბუქად აირბინა მის სექტორამდე ასავლელი კიბე. საგამოცდო ტესტთან მარტოდ დარჩენილს აღარაფერი ახსოვდა. სწრაფად გადასახა პირჯვარი ფურცელს და პირველი საკითხის კითხვა დაიწყო...
************
კიბეებზე ჩამომავალი ყველაფრისგან დაცლილი იყო. ემოციები, ძალა, შემართება, თითქოს პასუხების ფურცელთან ერთად ჩააბარა დამკვირვებელს. გაცნობიერება იმისა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა საშინლად ანერვიულებდა. ამ დროს ეგონა, რომ მეორე გამოცდის ჩაბარებას უბრალოდ ვერ შეძლებდა. მაინც გაიღიმა თავისიანების დაძაბული სახეების დანახვისას.
-შვილო, შენს ქმარს მიწერე, ალბათ ძალიან გელოდება. - უთხრა ლეილამ, როგორც კი გამოცდაზე ლაპარაკს მორჩნენ და მისთვის ჩაბარებული ტელეფონი გაუწოდა.
მარიამმა, ლეილას მზერასა და მოლოდინს გადააბრალა, დამიანესთვის მიწერილი წერილი, არადა ერთი სული ჰქონდა მისთვის ეთქვა რომ პირველ გამოცდას მორჩა.
დამიანესგან არ მიღებულმა პასუხმა, დაღლილობისა და ნერვიულობისაგან ისედაც გაფუჭებული ხასიათი, საბოლოოდ გაუნადგურა. სახლში მისვლისთანავე სტუმრებს სუფრა გაუწყო, რცხვენოდა თავისი უღიმღამო განწყობისა და მოქუფრული სახის, მაგრამ ტავისთვის ვერაფერი მოეხერხებინა. ბოლოს თავის ტკივილი მოიმიზეზა, მოიბოდიშა და დასაძინებლად დაწვა.
*************
წამლებისაგან გაბრუებულს გვიან ღამით გაეღვიძა, საათისა და უნახავი წერილის დანახვაზე მოუნდა ყველაფერი დაელეწა. ექიმს უხეშად უსაყვედურა, გაუფრთხილებლად მიცემული საძილე აბის გამო, მაგრამ ვერც ამან მოგვარა შვება. ვერაფრით მოეფიქრებინა რითი ემართლებინა თავი, ან საერთოდაც რა მიეწერა ქალისთვის, რომელიც გაანადგურა და რომლისთვისაც უკვე ყველაფერს დათმობდა, არა მარტო გაშმაგებული სინდისის გამო. განრისხებამ თითქოს საკუთარ თავზე დაწესებული კონტროლი გადაავიწყა. აკრძალულმა, მაგრამ გონებაში უკვე გაჟონილმა აზრმა უფრო გააცოფა. ასეთ მდგომარეობაში კი ვერაფრით მიმხვდარიყო, რა იქნებოდა უფრო სწორი. ბოლოს როგორც იქნა გადაწვიტა დილამდე მოეცადა და ცოტა გამოკეთებულს დაერეკა.
****************
ყველაფერზე ისე ჰქონდა ნერვები მოშლილი, ძლივს მოითმინა განრისხებამორეულმა გაღვიძებიდან ორიოდე საათის გასვლა. როგორც კი საქართველოში ცხრა საათი შესრულდა, მარიამის მობილურის გაბმულმა ზარმა სამზარეულო გამოაცოცხლა. დამიანეს ნომრის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა.
-მარიამ, როგორ ხარ? - დამიანეს ხმა ძალიან ეუცხოვა, ძლივს მოახერხა შეკითხვისაგან თავის შეკავება.
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, ღვთის წყალობით. გამოცდამ როგორ ჩაიარა?
-მე გუშჰინ მოგწერე.
-ვიცი, მაგრამ გვიან ვნახე, აქ ზოგჯერ ისეთი სიტუაციაა, რომ მობილურს ყურადღებას ვერ ვაქცევ. მაპატიე, რომ გუშინვე ვერ მოვახერხე მეკითხა.
-მესმის და არაუშავს, შევეცადე ყველაფერი შეძლებისდაგვარად სწორად გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცი... ძალიან მეშინია.
მარიამის ბავშვურმა ხმამ და გულუბრყვილო წუხილმა ღიმილი მოგვარა, რომელიც სულის ტკივილს უფრო გამოხატავდა ვიდრე სიხარულს. ყელში გაჩხერილმა ბურთმა, კინაღამ დაახრჩო. მიხვდა როგორ ენატრებოდა და იცოდა როგორ არ იმსახურებდა.
-არაფერზე ინერვიულო.
-ძალიან დიდი მადლობა იმ საღამოსთვის, უფრო დიდი მადლობა კი ლეილა მამიდასა და ბიჭების ჩამოყვანისთვის.
-მათ თვითონ მოინდომეს ჩამოსვლა, როდესაც შენი გამოცდების შესახებ ვუთხარი. მამიდას ძალიან გაეხარდა რომ ჩაბარება გადაწყვიტე.
მარიამმა იცოდა რომ ცრუობდა. გრძნობდა მადლიერებას, პატივისცემას, ზრუნვას, სითბოს, მაგრამ ამ ყველაფერს მათი მოჩვენებითი ცოლ-ქმრობა, ვერდავიწყებული ტკივილი და დამცირება დაუნდობლად ფენდა წყვდიადს.
-ახლა უნდა წავიდე. თავს გაუფრთხილდი. - მარიამის დუმილმა, იძულებული გახადა ისევ თვითონ გაეგრძელებინა სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ არსად ეჩქარებოდა, ვეღარაფრით გაუძლო მისი თბილი ხმით გამწვავებულ, ისედაც გაუყუჩებელ სულის ტკივილს და სასწრაფოდ დაემშვიდობა.
-შენც გაუფრთხილდი თავს, უფალი გფარავდეს. - კიდევ რამდენიმე წამი გაუნძრევლად დაჰყურებდა გადადუღებულ რძეს, რომელსაც მთელი გაზქურა მოესვარა.
*******
ტყუპებმა ისე გაამხაირულეს, მეორე გამოცდაზე თითქმის არ უფიქრია. მხოლოდ მაღლივის დანახვაზე აიტანა კანკალმა, მხოლოდ ის ამშვიდებდა რომ მარტო არ იყო და სამიოდე საათში ყველაფერი დამთავრდებოდა. იმ დილასაც უსურვა ქმარმა წარმატებმა, მისეული მკაცრი, ხავერდოვანი ხმით. ისევ უთხრა რომ მისი სჯეროდა. ორივე შვებით ამოასუნთქა ერთმანეთისთვის ნათქვამმა რამოდენიმე სიტყვამ.
*************
გამოცდის მეორე დღესვე ტყუპები და ლეილა სოფელში დაბრუნდნენ, ბევრს ეხვეწა, რამოდენიმე დღით მაინც დარჩენილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ლეილა საშინლად ნერვიულობდა, ქმარი ერთი კვირით მარტო დავტოვეო. მარიამი უყურებდა მის გაცისკროვნებულ თვალებსა და აფორიაქებულ სახეს ქმართან საუბრისას. დილა-საღამოს სათითაოდ ჩამოუთვლიდა ყველა დასალევ აბს, ახსენებდა საუზმეს, სადილს, ვახშამს... საოცრად აბედნიერებდა, მათი ყველაფერ გამოვლილი, მაგრამ შენარჩუნებული, დაღვინებული სიყვარული. ჭეშმარიტი ერთიანობა და წლებით ვერ მორეული ურთიერთპატივისცემა. ამ ყველაფრის გააზრება და საკუთარი მდგომარეობის გახსენება გულს უწურავდა. ჩუმად გაიპარებოდა ხოლმე თავის ოთახში და საათობით უყურებდა ფანჯრის რაფაზე მჯდომი ჰორიზონტს. ბავშვივით, მუჭებით ისრესდა ცრემლიან თვალებს და თითქოს თავის თავს არ უმხელსო, გულში, ძალიან ჩუმად სთხოვდა ღმერთს დამიანესთვის ყველა სიკეთეს.
დაცარიელებული სახლი და პასუხების მოლოდინი კიდევ უფრო უუფერულებდა განწყობას. მხოლოდ ხატვაში და კითხვაში ცდილობდა შვება ეპოვა. ძალიან უნდოდა მამაოსგან კურთხევა მიეღო და მინანქრისაგან ჯვრებისა და ხატების კეთება დაეწყო, მაგრამ ჯერაც ეუხერხულებოდა მისვლა, ეშინოდა რომ არ გამოუვიდოდა.
*******************
დამიანეს კი უფრო და უფრო უჭირდა მისგან შორს ყოფნა და საკუთარი თავის გაძლება. ყველა მონატრებაზე, თითქოს ვიღაც შიგნიდან სულის ნაწილებს აჭრიდა. იცოდა რომ არ ჰქონდა უფლება ახლა საკუთარ გრძნობებს აჰყოლოდა და ყველაფერი უარესად გაენადგურებინა. გამოცდების ჩავლამ საბაბი გაუქრო, ვეღარ ახერხებდა ყოველდღიურად ცოლთან ლაპარაკს. ყველაფერს დავითისგან გებულობდა, რომელსაც ორივე ისე უყვარდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მათი ბედნიერებისთვის. იმასაც კი იტანდა, ამდენი ლაპარაკი რომ უწევდა, არადა საშინლად სძულდა ენაგრძელი კაცები. დამიანე გამუდმებით ბოდიშს უხდიდა ამისთვის.
მათი „ქორწინებიდან“ მეექვსე თვე გადიოდა, მისი ავღანეთში ყოფნიდან მეოთხე. ვერც კი ხვდებოდა, მარიამის საქციელისთვის რა ეწოდებინა. თავიდან ეგონა, გაჭირვებაში გაზრდილს ოდნავ მაინც წასძლევდა სიხარბე... სულ ოდნავ, მაინც, მას კი ჯერაც ერთი თეთრი არ მოეხსნა ანგარიშიდან. ეს აგიჟებდა, უკვირდა და თან გულის სიღრმეში საოცრად უხაროდა. ზოგჯერ ეგონა დრო მოკვდა. ისე ნელა იცვლებოდა დღეები, ისე ნელა გადიოდა საათები თავისთვის მასთან დარეკვის უფლების მიცემიდან, ახალ უფლებამდე... მერე კი ისე შემოელეოდა ხოლმე რამდენიმე წამში მისთვის სათქმელი სიტყვები, იძულებული ხდებოდა მალევე გაეთიშა, სანამ ყველა იმ სისულელეს ეტყოდა, რაც გულით უნდოდა... არადა ცხოვრების ბოლომდე ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებული მოუსმენდა თუნდაც მის მორცხვ დუმილს... მაგრამ იცოდა რომ ამასაც არ იმსახურებდა. ავღანეთის საშინლად ცხელ ზაფხულში და კიდევ უფრო საშინლად ცხელ ვითარებაში, მარიამი ყველაფრად ექცა. საღამოობით, როდესაც ვითარება ამის საშუალებას აძლევდა, გაუყუჩებელი გულისტკივილით, მაგრამ მაინც ბედნიერი შეჰყურებდა ცას... იცოდა როგორ უყვარდა მის ცოლს საღამოობით ბაღში ჯდომა და ვარსკვლავების ყურება... ღიმილს გვრიდა ცაში ახედვის ყოველ ჯერზე გახსენებული ლექტორი, რომელმაც ერთხელ, გამოცდაზე წესების გაცნობისას, უთხრათ რომ მხოლოდ ქვემოთ და ზემოთ ყურება შეეძლოთ. პირველი სასწავლო წლის პირველი გამოცდა იყო, მაშინ ყველანი ისე იყვნენ დაძაბულნი არავის უკითხავს, რატომ იყო დაშვებული მაღლა ყურება. ლექტორმა კი მაინც არ დაიზარა და აუხსნათ, რომ მაღლა ხანგრძლივი ყურებისას ადამიანს ტკივილი ტანჯავს. „მე თქვენ ტანჯვას ვერ დაგიშლითო“ - მიახალათ ბოროტი ღიმილით და რიგებს შორის სიარულს მოჰყვა. ახლა კი ოღონდ თავისუფალი დრო ჰქონოდა და გამუდმებით შეეძლო გაეძლო ამ სასიამოვნო ტანჯვისთვის, რომელიც შეუმჩნევლად უყუჩებდა სულის ტკივილს. ამ დროს ყველაზე მეტად სჯეროდა რომ 1+1=1, იმედი, რომ ამ დროს მარიამიც ცას აჰყურებდა, მათ საერთო ცას, მის გულს საგულედან ამოვარდნას აიძულებდა.
*****************
-მარიამ, როგორ ხარ? - მისი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დაურა, ისეთი თბილი იყო... ისეთი ხავერდოვანი.
-კარგად, დამიანე, შენ როგორ ხარ? ნოდო როგორ არის?
-კარგად ვართ. მარიამ, ლიკუნა იანასთან და ანდრიასთან ერთად ბათუმში მიდის, არ გინდა შენც რომ წახვიდე მათთან ერთად? უკვე აგვისტო დაიწყო და ცოდო ხარ, მანდ მარტო ასეთ სიცხეში.
-მითხრეს მეც, მაგრამ მირჩევნია სახლში ვიყო.
-გაერთობი, ძალიან კარგ დროს გაატარებთ ერთად.
-არა, დამიანე, მართლა მირჩევნია სახლში ყოფნა.
-გთხოვ ქულებზე ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება.
-დიდი მადლობა.
-მე მაინც ვფიქრობ რომ წასვლა სჯობს, გულს გადააყოლებ.
-არა, მე მართლა არ მინდა წასვლა.
-კარგი, როგორც გინდა. თავს გაუფრთხილდი.
-კარგად, შენც დამიანე, უფალი გფარავდეს.
როგორ უნდოდა დამიანეს, მარიამის უარი მხოლოდ მისი ავღანეთში ყოფნის ბრალი ყოფილიყო...
*****************
იანასა და ლიკას წასვლამ, მთლიანად სახლში გამოკეტა. საკუთარ სამყაროში, უმეტესად ფუნჯით ხელში. ერთადერთი, საინფორმაციოს გამო რთავდა ტელევიზორს, რომ ყველაფერი სცოდნოდა ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ... ვერ გამხელილი შიშით ელოდა ყველა სიახლეს. სახლიდან მხოლოდ სარბენად გადიოდა. იმ დღესაც სთხოვა დავითს ფულის მშობლებისთვის გაგზავნა, რომელიც დამიანეს თხოვნით მორჩილად დუმდა და არაფერს ამბობდა მათი სოფელში ყოფნის შემდეგ, მისი მშობლებისთვის ყოველთვიურად გაგზავნილ და გასაგზავნ სარჩოზე. არც მარიამის მშობლები თაკილობდნენ შვილისგან, ზედმეტი თანხის მიღებას. მარიამს კი ძალიან უხაროდა, ყველაფერი ისე კარგად აეწყო, მალე შეაგროვებდა დამიანესთვის დასაბრუნებელ მასწავლებლების ფულს.
ხატვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა, დამიანეს ხმის გაგონების მოლოდინში გული აუჩქარდა, მაგრამ ეკრანზე ლეილა მამიდას ნომერი გამოჩნდა.
ზარიდან ერთ საათში აცრემლებული მოხუცი დივანზე იჯდა , მარიამის პირისპირ. მარიამმა აღარ იცოდა რითი დაემშვიდებინა, ვერც ის იკავებდა ცრემლებს, არადა იცოდა უარესს რომ უშვრებოდა.
-შვილო, ნოდარმა (ლეილას ქმარი) ან ჩემმა შვილმა რომ გაიგონ ტყუილად ინერვიულებენ. მათ ვუთხარი რომ შენ გინდოდა რაღაცაში მოხმარება და ამიტომ მოვდიოდი. დიდი ბოდიში, შვილო, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, ახლახანს ვიყავით აქ და ნოდარი დაეჭვდებოდა. თან ახლა იმდენი საქმე გვაქვს სოფელში, რა დროს ეს იყო.
-ნუ ნერვიულობ, ხვალვე წავალთ ექიმთან და ნახავ რომ არაფერი იქნება სერიოზული. ძალიან გთხოვ ნუ ტირი.
-არც შენს ქმარს ვუთხრათ რამე, ისეთ ადგილასაა, იქ მისი ნერვიულობა არ შეიძლება. ცოლ-ქმარს შორის ტყუილი, ყველაზე დიდი უბედურებაა, მაგრამ ახლა რომ სიმართლე ვუთხრათ ის უარესი იქნება.
-კარგი, ლეილა მამიდა, არაფერზე ინერვიულოთ, ახლა მშვიდად ვისადილოთ და მერე დაისვენე.
************
მომლოდინე პაციენტთა უწყვეტი ჯაჭვი. ადამიანები, იმედწართმეული, დაბეჩავებული სახეებით... ადამიანები სასაწაულის მოლოდინში, ზოგიც განაჩენის... წამლების საშინელი სუნი და ყველაფრის სიმძიმე. ბავშვები, მოზრდილები, მოხუცები. სადღაც მიმალული სიხარული... დრო, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს აქ, მათთვის... კართან არსებული ოქროსფერი აბრა, ონკოლოგ-მამოლოგი გია დოჭვვირი. უხერხულობა და ისევ მოლოდინი. გარეგანი დათვალიერებით ვერ გაკეთებული საბოლოო დასკვნა და ისევ მოლოდინი. ანალიზების, გამოკვლევების გრძელი ჩამონათვალი და სახლამდე ძლივს მიტანილი სხეული.
შენიანებისთვის ნათქვამი ღიმილიანი ტყუილი და წუხილი, ღრმა და ყოვლისმომცველი წუხილი. მარიამი ნაზად ეფერებოდა მის ფუმფულა ხელებს და ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა განცდების სიმძიმე.
**************
-შეიძლება რომ ვაგზალზე გავიაროთ?
-როგორ არ შეიძლება, მაგრამ ვაგზალზე რა გვინდა, მამიდა? -თბილად ჰკითხა მარიამმა, მოხუცს რომელის ანერვიულებული სახეც გულს უკლავდა.
-შვილო, გუშინ მთელი ფული დავხარჯე. ჩემებისთვის არ მითქვამს და ვერც ვეტყვი, რომ ეს გამოკვლევები და ექიმები მჭირდება, სანამ პასუხს არ გავიგებ. მე კიდევ მეტი, არაფერი მქონდა ჩუმად მოგროვილი, რა ვიცოდი ასე თუ დამჭირდებოდა. ამ ბეჭედს გავყიდი, ძალიან ძვირფასია და ამ გამოკვლევებზე გვეყოფა. - ქალმა ფუმფულა ხელისგულზე ულამაზესი, მუჭში მოცქეული ბეჭედი დაანახა.
მარიამს გული დაეწვა, საშინლად შერცხვა, აქამდე რომ არ შეთავაზა დახმარება. იცოდა რომ ეკონომიურად არ უჭირდათ, ამიტომ არც კი უფიქრია ამაზე. არ გახსენებია, რომ სხვებისგან მალულად ამდენი ფული ვერ ექნებოდა, არადა მართლაც ძვირი იყო ყველაფერი.
-რა ლამაზი ბეჭედია, მაგას როგორ უნდა შეელიო, ალბათ როგორ გიყვარს.
-კი, ახალგაზრდობაში ნოდარმა მაჩუქა. - თქვა ტკივილიანი ხმით, მაგრამ ქმრის გახსენებაზე, მაინც ღიმილიანი სახით.
-მითუმეტეს, დამიანეს საკრედიტო ბარათით გადავიხადოთ.
-არა, შვილო, ასე როგორ შეგაწუხებთ, თან არ მინდა მან რამე გაიგოს.
-ხომ იცით როგორ უყვარხართ, მეც ძალიან შემიყვარდით. ამიტომ შეწუხებაზე ნუ ლაპარაკობთ, პირიქით, ძალიან დიდი ბოდიში აქამდე თავად რომ ვერ მოვიფიქრე, ძალიან მრცხვენია. თან დამიანემ ეს ბარათი მე მომცა, არ იცის რამდენს ვხარჯავ, ამიტომ ვერაფერს გაიგებს.
-არა, მარიამ არა. ეგ ფული ხომ შენ მოგაკლდება.
-მე ბევრი არაფერი მჭირდება, ამაზე აღარ იფიქროთ.
ქალის მადლიერი, ცრემლით სავსე თვალები ყველა მადლობაზე მეტს ამბობდა. ისე ჩაეხუტა, მარიამი სულიანად გაათბო.
დავითმა ღიმილიანი სახით გააქნია თავი, მარიამის საქციელის შემყურემ. რა თქმა უნდა თხოვნაც არ დაჭირვებია ისე უნახავდა ქალებს საიდუმლოს. ის რამოდენიმე დღე საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიოდნენ. მარიამი და დავითი ყოველთვის თანხმდებოდნენ რა ეთქვათ დამიანესთვის, იმ დღეს კი ანალიზის პასუხის გამოსატანად ისე გადავიდა მანქანიდან, არც კი გახსენებია დავითთან ადგილის შეთანხმება.
დამიანეს ძალიან უჩვეულოდ ეჩვენებოდა, დღის განმავლობაში მარიამის სახლში თითქმის არ ყოფნა. ხან მაღაზიაში იყო, ხან საგამოცდო ცენტრში რაღაცის გასარკვევად, ხანაც საგამოფენო დარბაზში, ხან სად და ხან სად... იმ დღეს კი დავითისა და მარიამის პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვა. ორივე უმტკიცებდა რომ ერთად იყვნენ, მაგრამ ერთი საგამოცდო ცენტრთან ელოდებოდა, მეორე კი მაღაზიაში რაღაცებს არჩევდა. ორივემ ის უთხრა რაც პირველი მოაფიქრდათ. ორივეს ეგონა, რომ შეთანხმებას მოასწრებდნენ, მაგრამ დაეჭვებულმა დამიანემ, მიყოლებით დაურეკა ორივეს.
-მარიამ, ან ახლავე სიმართლეს მეტყვი სად ხარ, ან დავითი სამსახურიდან ამ წუთიდანვე გათავისუფლებულია. შენს მდგომარეობაზე კი ერთად ვიფიქროთ. - დამიანეს ხმამ გააშრო, ასეთი გაბრაზებული აღარც კი ახსოვდა. მისი შიში გაუცოცხლდა, არ იცოდა რა ეთქვა.
-გელოდები, ორი წუთი გაქვს. ვერ ვიჯერებ, რომ რომელიღაცა მატყუებთ.
ლეილა მაშინვე მიხვდა რაც მოხდა და თხოვა ტელეფონი მიეცა. მარიამმა, უკანასკნელად გაიბრძოლა, მაგრამ მალევე მიხვდა ქმართან ვერაფერს გააწყობდა.
-დამიანე, შვილო. - ლეილას ხმის გაგონებაზე უარესად აფორიაქდა, ყველაფერს ელოდა ამის გარდა. შენი ცოლი ჩემთან ერთადაა, მთელი კვირაა საავადმყოფოებში დამყვება.
-რა? რატომ? საავადმყოფოებში რა გინდათ? - დამიანე მოუთმენლობამ შეიპყრო, კინაღამ მობილური შემომტვრეოდა ხელში. ახლა ეჩვენებოდა, რომ ლეილა საოცრად ნელა ამბობდა თითოეულ სიტყვას.
-რაღაც პრობლემა მაქვს, მაგრამ შენ არ ინერვიულო, არაფერი მნიშვნელოვანი.
-ლეილა, გამაგებინეთ რა ხდება? რა პრობლემა გაქვს? ან აქამდე რატომ არაფერი მითხარით? - თავს ვეღარ აკონტროლებდა და არც ცდილობდა ამის გაკეთებას.
-მე ვთხოვე შენს ცოლს არაფერი ეთქვა, თან ჯერ გამოკვლევის პასუხებიც არ ვიცით, გთხოვ, ამის გამო არ გაუბრაზდე.
-მამიდა, მითხარი ბოლოსდაბოლოს რა გჭირს? ნორმალურ ექიმთან ხართ? მარიამს უთხარი, ანგარიშიდან ფული მოხსნას და ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა. აქამდე როგორ არ მითხარით. - დამიანე გიჟად იყო თავისი უსუსურობის გამო, იმ მანძილიდან თითქმის არაფრის გაკეთება შეეძლო, არადა მამიდა მისთვის უკვე დიდი ხანია დედასავით იყო.
-შენმა ცოლმა უკვე გადაიხადა ყველაფრის ფული, საოცარი გოგოა, შვილო.
დამიანე ამან უარესად დააბნია, წინა დღესაც კი გადაამოწმა და ანგარიშს ერთი თეთრიც არ აკლდა.
-მამიდა, ტელეფონი მარიამს მიეცი.
-ახლავე შვილო, მაგრამ შენ ჩემზე არ ინერვიულო, თავს მიხედე. -უთხრა თუ არა, ტელეფონი მარიამს გაუწოდა.
-როგორც კი სახლში მიხვალთ და მარტო დარჩები, დამირეკე. - დამიანეს კატეგორიულმა განრისხებულმა ტონმა ფერი დააკარგვინა. აღარ იცოდა მასთან ლაპარაკის უფრო ეშინოდა, თუ წუთი-წუთზე გასაგები პასუხის.
*****************
საშინლად არ უნდოდა, მაგრამ იცოდა ისე უარესი იქნებოდა. გაუბედავად აკრიფა ნომერი, მისი ხმის მოლოდინში ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს.
-მარიამ, ჯერ გამაგებინე ლეილას რა სჭირს?
-არ ინერვიულო.
-შენ ჩემს ნერვიულობაზე ნუ ფიქრობ. მთელი კვირაა მატყუებ, მითხარი რა სჭირს?
-რაღაც სიმაგრე აქვს მკერდთან და ოპერაცია სჭირდება.
დამიანეს ხმა ჩაუვარდა.
-ექიმმა რა უთხრა, საშიშია?
-ჯერ არ იციან, ეს წარმონაქმნი რა სახისაა, მაგრამ უთხრეს რომ საშიში ყველაზე უარეს შემთხვევაშიც არაა. მის ასაკში, უჯრედები, ძალიან ნელა ვითარდება, რაც მის გაზრდასაც აფერხებს. - შეეცადა დაემშვიდებინა.
-ყველაზე უარეს შემთხვევაში, რაიმე დრო უთხრეს?
-არა, დამიანე, ოპერაციის შემდეგ ყველაფერი უნდა შეისწავლონ, უფრო ზუსტად მაშინ ეცოდინებათ ყველაფერი.
-ოპერაცია დანიშნეს?
-ხვალ უნდა დანიშნონ.
თითქოს სხეული ეშლებოდა, წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ შეიძლება მამიდა დაეკარგა. მისი თბილი სახის გახსენებაზე უნდოდა ეტირა. უნდოდა ყველაფერი დაელეწა, მისგან შორს ყოფნის გამო, მაგრამ ვერც ამ ყველაფერმა გადაფარა მისი განრისხება.
-მარიამ, ფული საიდან გადაიხადე? ანგარიშიდან არაფერი გამოგიტანია.
იგრძნო როგორ გაეყინა ჯერ ხელები, მერე კი მთელი სხეული, თითქოს სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.
-მარიამ, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი.
-მე ჩემს ნახატებს ვყიდი, მინდოდა შენთვის მასწავლებლებისთვის გადახდილი ფული დამებრუნებინა.
-რა? შენს ნახატებს როგორ ყიდი? ან მასწავლებლების ფულის დაბრუნება რამ გაფიქრებინა? ნუთუ ასეთი რთული გამოსაცნობი ვარ?
-ნუ ყვირი, ახლა ამის დრო არ არის, შენ ავღანეთში ხარ.
-ძალიან გთხოვ ჭკუიდან ნუ გადაგყავარ. მე შენ ცხოვრება დაგინგრიე, სამი კვირა გაიძულებდი ჩემთან დაწოლას. გაიძულებ ჩემიანებთან ურთიერთობას, გაიძულებ ჩემს სახლში ცხოვრებას. დაივიწყე რა ეს ავღანეთი. დაივიწყე რა რომ კეთილი ხარ.
-რა გინდა ჩემგან? - დამიანეს აცოფებდა მისი ტკივილიანი ხმა. არც კი იცოდა რა უნდოდა, ან რა აღრიალებდა ახლა. მარიამის საქციელის ჩვეულებრივ სამყაროს სცდებოდა. რცხვენოდა საკუთარი ყვირილისა და დაუფიქრებელი განრისხების, მაგრამ ვერაფრით უძლებდა ტკვილს, რომელიც ჭამდა. როგორ უნდოდა, უფლება ჰქონოდა ეამაყა მისით, ეამაყა მისი სიკეთით. უფლება ჰქონოდა, თუნდაც ერთი სიტყვით, უბრალოდ ეთქვა რომ უყვარდა.
როგორც ჩვეულებრივ ახლაც აღარ მცალიაო უთხრა და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი. უნდა დაფიქრებულიყო, უნდა დაფიქრებულიყო, რა ხდებოდა მის თავს.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მამიდამისზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. მისი დაკარგვის შიშმა, ჩვიდმეტი წლით უკან დააბრუნა. მშობლების საფლავის გახსენებაზე, გული შეეკუმშა. როგორ უნდოდა, ახლა, მათი საფლავის კუთხეში, მიწაზე ჩამომჯდარს ყველფერი მოეყოლა მათთვის. ჩვიდმეტი წელია ასე აკეთებდა, ჩვიდმეტი წელია მათი საფლავი ყველაზე ძვირფასი ადგილი იყო მისთვის. დაქორწინების შემდეგ კი, ვერაფრით აბიჯებდა მარმარილოს ზღუდეს. აზრი, რომ მამიდამისის ავადმყოფობა მისი სასჯელი იყო, ანგრევდა. მარიამზე ფიქრს კი, უბრალოდ ვერ ბედავდა.
*************
-მაპატიე, გუშინ როგორც გელაპარაკე. - ყელი ჩაწვა ძლივს გადაყლაპულმა ბურთმა.
-ვიცი რომ ნერვიულობ, ლეილას გამო.
-ეს ნერვიულობის ბრალი არ იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მამიდაჩემისთვის აკეთებ. ნახატებს რაც შეეხება, არ მინდა რომ ყიდდე. ამის აუცილებლობა არ არის, მე ვარ ვალდებული გასწავლო და ყველა პირობა შეგიქმნა. მე ვარ ვალდებული ვაკეთებდე იმას, რასაც შენ აკეთებ ახლა. მე ვარ ვალდებული შეუძლებელი შევძლო შენთვის, შენი ბედნიერებისთვის. ლაშა-გიორგის ვთხოვ და დღეიდან ის გამოგყვებათ ხოლმე, რამე რომ დაგჭირდეთ. - არც კი ამოუსუნთქავს, ისე უთხრა.
-დამიანე, მართლა არ არის საჭირო, თან თითქმის ყველაფერს მოვრჩით უკვე.
-დარწმუნებული ხარ? ლაშა-გიორგი, ჩემთვის ძმასავითაა და იცოდე უხერხული არ იქნება თუ გამოგყვებათ.
-ვიცი, მაგრამ დღეს მხოლოდ ოპერაციის თარიღის გასაგებად უნდა მივიდეთ.
-აქამდე როგორ არაფერი მითხარით?! - დამიანეს გაბზარული ხმა გულს უკლავდა. - ამის შემდეგ აღარ მომატყუო, ვინც არ უნდა გთხოვოს, ტყუილი არ მითხრა.
-დამიანე, გემუდარები, დავითს არ უსაყვედურო.
-არ ვსაყვედურობ. ლეილა ძალიან ნერვიულობს? არ ვიცი რომ დავურეკო რა ვუთხრა... - ამ წუთებში იმდენად მისიანი იყო მარიამი, სუნთქვაც კი უჭირდა, ამ ყველაფრის დაუმსახურებლობის გამო.
-ნერვიულობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. - მარიამმა პაუზა გააკეთა, ვერ მიმხვდარიყო ეთქვა თუ არა... - შენც არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი.
ისევ მოახერხა მისი განადგურება, ერთი სული ჰქონდა ტელეფონი გაეთიშა. ვერ უძლებდა მის გულწრფელ ზრუნვასა და ბავშვურ გულუბრყვილობას. გრძნობას, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გამოუთქმელობა გუდავდა, სიცოცხლის ძალას ართმევდა.
-რომ გაიგებთ, ოპერაციის თარიღს დამირეკე, გთხოვ. ახლა უნდა წავიდე, ლეილას უთხარი რომ ძალიან მიყვარს, როგორც კი მოვახერხებ დავურეკავ. ერთმანეთს მიხედეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-კარგი, უფალი გფარავდეს.
**************
ოპერაცია, სამი დღის შემდეგ დანიშნეს. დამიანემ მარიამის დარეკვამდე ხუთჯერ დარეკა, ვერაფრით ისვენებდა, სანამ პასუხი არ გაიგო.
**************
-როგორ ხარ?
-კარგად, დამიანე, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ. ლეილას რას შვრება?
-ახლა დაიძინა, ექიმებმა ძალიან გაამხნევეს, რა თქმა უნდა ნერვიულობს, მაგრამ ნორმალურადაა.
-ექიმებს ცალკე ელაპარაკე?
-კი, დამიანე, მაგრამ დასამალი არაფერი აქვთ, მართლა ნორმალური მდგომარეობაა.
-სოფელში გაიგეს? ზურამ (ლეილას შვილი) გუშინ დამირეკა და არაფერი იცის.
-მამიდა ფიქრობს ხვალ უთხრას ყველაფერი ნოდარს, ალბათ მოსკოვშიც დარეკავს.
-მგონი სჯობს ოპერაცია გაიკეთოს, ყველაფერი კარგად რომ იქნება მერე ჩავა სოფელში და ყველა ნაკლებად ინერვიულებს. ანგარიშზე საკმარისი თანხაა ოპერაციისთვის, თუ რამე პრობლემა შეიქმნას დავითს უთხარი, ყოველთვიურ ხარჯებს საიდანაც ფარავს იმ ანგარიშზეცაა ფული.
-ვეტყვი მამიდას.
-დილას მეც დავურეკავ. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ბავშვებმაც უნდა ინერვიულონ, სახლში რომ ეყოლებათ უფრო მშვიდად იქნებიან.
-კარგი.
-დილით ისევ დაგირეკავ. მშვიდი ძილი.
-შენც დამიანე, უფალი გფარავდეს.
ლეილა ძლივს დაითანხმეს ოპერაციის ფულის გადახდაზე, მასაც არ უნდოდა თავისიანების ნერვიულობა, მაგრამ არც ის, ასე შეეწუხებინა ძმისშვილი.
************
დავითი და მარიამი, მოუსვენრად ელოდნენ ოპერაციისთვის განკუთვნილი დროის გასვლას. გოლიათი ხან ყავით, ხან შოკოლადით, ხანაც ნამცხვრით ხელში დარბოდა აქეთ-იქით. დამიანესგან პირდაპირი დავალება ჰქონდა, პირადად ეზრუნა მარიამის კვებაზე, რასაც თვეების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა. დრო ისე გაიწელა, მარიამმა შიშისაგან აღარ იცოდა რა ექნა. თითქოს დამშვიდებულს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, სიმშვიდე ერთიანად გაუქრა.
*************
ლეილა, უკვე ნარკოზიდან იყო გამოსული დამიანემ დარეკვა რომ მოახერხა. ძლივს დააჯერა მარიამმა, რომ ყველაფერმა მართლა კარგად ჩაიარა. ლეილას ხმის გაგონებამ ამოასუნთქა, თითქოს პირველად მთელი დღის განმავლობაში.
*************
საავადმყოფოდან გამოწერიდან ორიოდე დღე იყო გასული, ლეილა ვერაფრით ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა სოფელში წასულიყო, ექიმის ნათქვამმა, რომ შეეძლო ადგილობრივ საავადმყოფოშიც მისულიყო გადახვევებზე, უფრო შეაგულიანა. მარიამი ხვდებოდა, რომ ასე დიდ ხანს ვეღარ გააგრძლებედნენ, ნოდარი და ბიჭები ძალიან წუხდნენ ამდენი ხნით მიტოვების გამო, მაგრამ მისმა მუდარამ კიდევ ორ დღეს დატოვა თბილისში.
-დამიანე, ხვალ მეც წავალ სოფელში, რამოდენიმე დღით. ლეილა ჯერ ვერაფერს გააკეთებს სახლში, თვითონაც მოვლა უნდა.
დამიანე უკვე შეჩვეული იყო, მარიამისაგან წარმოუდგენელ ნაბიჯებს. რამდენიმე დღის წინ ისე უთხრა ბათუმში წასვლაზე უარი, არც კი დაფიქრებულა. ახლა კი მზად იყო, სოფელში მამიდამისის მოსავლელად წასულიყო.
-თან გამოცდების პასუხებზეც არ ვიფიქრებ. - გააგრძელა მარიამმა, რადგან დამიანეს დუმილი უარად მიიჩნია.
-არ ვიცი რა გითხრა. მაპატიე, ამ ყველაფრის კეთება რომ გიწევს.
-დამიანე, ამას ჩემი თავისთვის უფრო ვაკეთებ. მაშინ ისეთი კარგი იყო, მათთან სოფელში, ლეილა ისე მივლიდა გაცივებული რომ ვიყავი, არ შემიძლია ახლა მე დავრჩე აქ, როდესაც ვიცი რომ ვჭირდები.
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-თავს გაუფრთხილდი. ჩვენ ხვალ დილითვე წაგვიყვანს დავითი.
-კარგი, უფალი გფარავდეს.
-შენც, დამიანე.
ისევ ის საოცარი შეგრძნება. საოცარი თავისი ორსახოვნებით, რადიკალიზმითა და სიმძიმით. განცდა სიცარიელისა და სისავსის. სითბო, რომელიც სულიანად გათბობს და სიცივე, რომელიც ერთიანად გზაფრავს. ნაპოვნი ბედნიერება, რომელიც შენთვის ისე შორეულია, როგორც არასდროს. ნატვრა სახლში დაბრუნების და ზოგჯერ არ დაბრუნების. ვერ განსაზღვრული გადასადგმელი ნაბიჯები და საყვარელი ადამიანი, რომელიც თავისი უშეცდომობით გგუდავს. დაუმსახურებელი სიკეთე, სითბო და ზოგჯერ ვერ გადამალული გრძნობები.
***************
-დამიანე, გრანტი ავიღე. გრანტი ავიღე. - თვითონვე შერცხვა, საკუთარი ვერდაფარული აღელვების, მაგრამ ემოციები ვერაფრით დაიტია.
მოულოდნელმა სიხარულმა დაამუნჯა.
-გილოცავ, მარიამ. ბედნიერი ვარ შენს გამო, ძალიან მაგარი გოგო ხარ. - როგორც იქნა ამოთქვა, მაგრამ გულიდან...
-ძალიან დიდი მადლობა, მადლობა რომ შანსი მომეცი.
გულში რაღაც ჩაწყდა, კიდევ ერთხელ გადაიყვანა ჭკუიდან ცოლის სიტყვებმა.
-მარიამ, ნუ გადამრევ. ამაზე არც კი ვილაპარაკოთ. რატომ ჩურჩულებ?
-სახლში ჯერ კიდევ ყველას სძინავს, ვერაფრით მოვითმინე ვინმესთვის რომ არ მეთქვა.
დამიანე სიხარულისგან ფეხზე ვერ იდგა, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ცოლმა მას გაუზიარა პირველი თავისი ვერ დატეული სიხარული.
-სტუდენტობა ძალიან მოგეწონება. თბილისში როდის წახვალ?
-სწავლა ორ კვირაში იწყება, ალბათ რამდენიმე დღეში.
-კარგი, წარმომიდგენია მანდ რა ამბავი იქნება, ლეილა სიხარულისაგან გაგიჟდება.
იმ დღეს ჯერ სახლში იყო ერთი ამბავი, ლეილას გამოკვლევის პასუხებიც კი გადაავიწყდა, რომელსაც მოუთმენლად ელოდა. ბიჭები სტუდენტმა ბიცოლამ ისე გაამხიარულათ, გიორგის ანეკდოტებისაგან აღარ შეეძლოთ. ირაკლის ხმა აღარ ჰქონდა ბიცო, ბიცოს ძახილით. დამიანეს ყველა მეგობარმა დაურეკა, ნოდომაც კი ავღანეთიდან. მხოლოდ მისი მშობლები შეხვდნენ უღიმღამოდ ამ ყველაფერს, ვერაფრით გაეგოთ, მათი შვილი რატომ იწუხებდა თავს, რადგან არაფერი აკლდა. მარიამმა, მათთან დარეკვიდან რამდენიმე წუთში აიყვანა თავი ხელში.
მიუხედავად ყველაფრისა, დამიანემ მის ცხოვრებაში ცუდზე მეტი კარგი შეიტანა. პირველად გრძნობდა ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, რომ ვიღაცისთვის ჭეშმარიტად ძვირფასი იყო. ლეილას, ნოდარის, ტყუპების თვალებში დანახული გულწრფელი სიხარული, გაბედულად ეჯაჯგურებოდა სამი კვირის საშინელ მოგონებებს. ტელეფონის ზარები და უკვე მისთვისაც ახლობელი ადამიანები, რომც არ ნდომოდა, ბედნიერებას აიძულებდნენ.
***************
დამიანე თავის თავს არ ჰგავდა. უყურებდა სიხარულისაგან ფრთებშესხმულ ნოდოს და არ იცოდა თვითონ რას განიცდიდა. მეორე დილით უკვე თბილისში იქნებოდნენ, ბედნიერი იყო ნოდოს უვნებლად დაბრუნებით, მაგრამ საკუთარი თავის მართლა ვერაფერი გაეგო. ეშინოდა, რომ მარიამის სიახლოვეს ისე სწორად ვერ იაზროვნებდა, როგორც აქ... ეშინოდა, რომ ისევ ყველაფერს, თანაც უარესად გააფუჭებდა. კიდევ უფრო საშინელება არაბუნებრივი დამთხვევა იყო, ჩასვლა ზუსტად მარიამის დაბადების დღეზე უწევდა. საღამოსთვის ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგრამ თავის ადგილს ვერსად და ვერაფრით ხედავდა. ნოდოს თხოვა ვითომ სურპრიზი არ გაეფუჭებინა და ლიკუნასთვის ეთხოვა არაფერი ეთქვა. ნოდო ისე იყო თავისი ოჯახის ნახვის მოუთმენელ მოლოდინში გართული, რომ არაფერი აინტერესებდა.
-არაფერს ეტყვის, მეც პირდაპირ ყაზბეგში ავალ, ლიკუნა თავის დასთან ერთად იქაა.
-კარგი, ძმა ხარ.
****************
ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ, გამოცდის წინა დღეს. ისევ ულამაზესი კაბა, ისევ ვერ ნაცნობი საკუთარი თავი... რესტორანში თითქმის ყველა თავისი ჯგუფელი დახვდა. სწავლა მხოლოდ ორი კვირა იყო რაც დაეწყო, ყველას არც კი იცნობდა. გოლიათი, კეთილი, ღიმილისაგან გაბადრული სახით. მაგიდასთან, ლაშა-გიორგი, იანა და ანდრია ესხდნენ, თიტქმის ყველა მასზე მეტს მხიარულობდა. რა თქმა უნდა უხაროდა ყველაფერი, მაგრამ საშინლად აკლდნენ ლეილა და ტყუპები. თავის თავს არ უმხელდა, მაგრამ სადღაც, გონებისა და გულის სიღრმეში იცოდა რომ დამიანეს იქ ყოფნაც გაახარებდა, რომელსაც იმ დღეს არც კი დალაპარაკებია.
*******************
მეორე სართულიდან უყურებდა, თავის, საოცრად ლამაზ ცოლს. როგორც ყველა აზიატს, მასაც სიამოვნებდა მარიამის ყოველი უარი, ჯგუფელი ბიჭების თხოვნაზე მათთან ეცეკვა. მაგრამ საშინლად აფორიაქებდა, მისი ვერ დაფარული უხასიათობა.
-დავით, გთხოვ შენ მაინც აცეკვე.
-არავის ეცეკვება. - უთხრა, მასთან მალულად ასულმა დავითმა.
-შენ გეცეკვება, ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ არ უნდოდა დაბადების დღის გადახდა.
-შენს გამოა უხასიათოდ, ვერ ვხვდები რატომ არ ჩამოდიხარ და ეუბნები, რომ აქ ხარ.
-სახლში ვეტყვი. - დაამშვიდა გულწრფელად აღელვებული გოლიათი, რომელმაც მათზე არაფერი იცოდა.
სასაცილო იყო დავითის მსხვერპლი. ცეკვა არ უყვარდა, მაგრამ მათი გულისთვის ამისთვისაც მზად იყო, არც კი დაყოვნებულა მარიამი, ისე დათანხმდა. თვალები ერთიანად განათდა. დამიანე უყურებდა ოდნავ გამხიარულებულ ცოლს და თან უნდოდა ლაშა-გიორგი გემრიელად ეცემა, რომელსაც მარიამის ერთი ჯგუფელის გარდა არაფერი ახსოვდა.
**********************
სახლში მისულს, მისაღებში დანახულმა ჩანთებმა გულისცემა აუჩქარა. მხედველობა დაუბინდა, მომავალი დამიანეს სილუეტმა. თითქოს გაქვავდა, არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა. იცოდა რომ მალე ჩამოვიდოდა, მაგრამ მისმა წასვლასავით გაუფრთხილებელმა ჩამოსვლამ ყველაფერი გულდასმით აურია.
-დამიანე. -ძლივს ამოილუღლურა, თან თვალს ვერ აშორებდა მის ზომაზე მეტად გარუჯულ სახეს, დაღლილ, ჩასისხლიანებულ თვალებს.
-გილოცავ. უკვე გვიანია, მაგრამ ეს შენ. ახლახანს ჩამოვფრინდი და აქამდე ვერ მოვახერხე. - ახლაღა შეამჩნია მის ხელში მინდვრის ყვავილების უზარმაზარი თაიგული. თითქოს ერთმანეთის ეშინოდათ, თაიგული მიაწოდა თუ არა, მაშინვე თითო ნაბიჯით უკან დაიხია ორივემ.
-მიხარია, რომ კარგად ხარ და ჩამოხვედი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. - დამიანეს უსაზღვროდ სიამოვნებდა მისი სიხარულისაგან გაბრწყინებული თვალების დანახვა, ძლივს შენარჩუნებული სერიოზული გამომეტყველება. მასავით, ვერ გადაწყვეტილი მოქმედებები, რომელიც ერთ ადგილზე მოძრაობას აიძულებდა.
-რატომ არავის ეცეკვე? მაპატიე, თუ დაბადების დღის აღნიშვნა არ გინდოდა.
-შენ რა იცი, რომ არავის ვეცეკვე?
-დავითს დავურეკე აეროპორტიდან და მან მითხრა.
-შენ იქ იყავი?
-რა? არა, რა იქ ვიყავი, რესტორნიდან უკვე გამოდიოდით დავითს რომ დავურეკე.
-როგორც კი მივედით, დავითის ტელეფონს შამპანური გადაესხა, გზაშიც კი ამაზე ბრაზობდა.
დამიანეს სახეზე გამომეტყველებები საოცარი სისწრაფით სცვლიდნენ ერთმანეთს, უყურებდა ცოლს, რომელიც მისგან პასუხს ელოდა და არ იცოდა რა ეთქვა. დავითის ტელეფონი მართლა არ დასჭირვებია, მათზე ადრე მივიდა რესტორანში და იქ თითქმის ყოველ თხუთმეტ წუთში ადიოდა მასთან გოლიათი.
-იქ იყავი? ხომ ასეა?
-კი, იქ ვიყავი. - ძლივს დაეთანხმა დამიანე.
რესტორნიდან მათზე ადრე წამოსულმა ანდრიამა და ლაშა-გიორგიმ, შეუძლებელი გახადეს სიმართლის დამალვა.
-რატომ არ მოხვედი ჩვენთან? - მარიამს ეგონა კანკალი, რომელიც მის სხეულს დაპატრონებოდა, დამიანესთვისაც კი შესამჩნევი იყო.
-არ მინდოდა ჩემი იქ ყოფნით შენთვის ცუდი ხასიათისა და უხერხულობის განმსაზღვრელი ვყოფილიყავი. თან ვიფიქრე რომ თავად თუ შეადგენდი სტუმართა სიას, მე მათ შორის არ ვიქნებოდი.
უკვე ფიზიკურადაც მტკივნეული იყო, ერთმანეთთან ასეთი სიშორე და ასეთი სიახლოვე. დამიანემ ზუსტად იცოდა, რომ ეს პატარა არსება მთლიანად დაეპატრონა. იცოდა როგორ გაუჭირდებოდა თავის შეკავება არ შეხებოდა, არ ეთქვა ის რასაც ფიქრობდა. როგორ ნანობდა, აეროპორტში ყველასთან ერთად რომ არ თხოვა დახვედრა, იქ ხომ ერთხელ მაინც მოუწევდა მისი ჩახუტება. გულით სჯეროდა, რომ სხვების თანდასწრებით უფრო წრფელი იქნებოდა მარიამის რეაქცია, ვიდრე აქ, სადაც მაქსიმალურად, არაადამიანური ტკივილის ფასად ცდილობდნენ ყველაფრის დაფარვას.
-ამას როგორ ამბობ? მე მართლა გამიხარდა შენი ჩამოსვლა.
-ვიცი, მაგრამ ეს ნორმალური არ არის?
-ძალიან გთხოვ სიმართლე მითხარი, აღარ შემიძლია მხოლოდ ჩემი ვარაუდებით გაურკვევლობაში ცხოვრება.
-მშვიდი ძილი, მარიამ. - ვითომ არაფერი გაუგონია. ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით გადაადგა ნაბიჯი საძინებლისკენ. ისევ ავღანეთში ხედავდა გამოსავალს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მარიამისთვის უნდა მიეცა საშულაება ესწავლა, მიეცა საშუალება მშობლებისა და მის გარეშე ეზრუნა საკუთარ თავზე. მიეცა არჩევანის თავისუფლება... თეორიულად თითქოს შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი... მაგრამ თითქოს... იცოდა როგორ გაუჭირდებოდა და რა ფასად დაუჯდებოდა, იცოდა რომ უბრალოდ ვერ შეძლებდა მისგან სიშორეს მასთან ასე ახლოს მყოფი...
გამოუთქმელი სიხარული... ვერ დაჯერებული მისი კარგად ყოფნა და უკან მოტოვებული ავღანეთი. საქციელი, რომელზეც თავს პასუხს არ თხოვ და ემოციები, რომელიც არაფერს გეკითხება.
ჩასისხლიანებული, გამოუძინებელი თვალები, რომელიც სითბოსა და ტკივილს ვერ იტევს. ერთმანეთის მსგავსი შეგრძნებები და ვერც ერთხელ ნათქვამი მიყვარხარ... წარსული, მკვრადშობილი აწყმოთი და მომავლით.
ღამით, უამრავჯერ გაიფიქრა, უბრალოდ შეეხედა მის ოთახში და მძინარე დაენახა, მაგრამ, რომ წარმოიდგინა როგორ შეიძლება შეეშინებინა, ისევ აივანზე გავიდა. გრძნობდა რაღაცის გაუჩერებელ ტკივილსა და მონატრებას, რომელის უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ექვსი არ იყო ოთახიდან რომ გამოვიდა, სამზარეულოში კი მარიამი დახვდა. გააზრება, რომ ის მასზე უკეთესად არ იყო, სული უარესად შეუხუთა. ეცადა ღიმილით მისალმებოდა, მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილა თვალები, რომლის გარეშეც ღიმილი, სახის უღიმღამო მიმიკად დარჩა...
-ასე ადრე რატომ ადექი?
-სარბენად. მაგრამ მეგონა რომ შენ დღეს მაინც დაისვენებდი.
-არ ვარ დაღლილი.
-მე არც ერთი დღე არ გამომიტოვია. - ბავშვურად, ჩვეული გულუბრყვილობით მიახარა და მაშინვე თავი დახარა ლოყებაწითლებულმა. ახლა კი მართლა გაეღიმა დამიანეს.
-წავიდეთ უკვე?
-ყავას არ დალევ? ხომ სვამდი ხოლმე...
-კი, დავლევ.
მისთვისაც, უკვე გაფილტრულმა ყავამ, დამახსოვრებულმა, ზუსტად ჩაყრილმა საკმარისმა შაქარმა და სახლის გემომ, თითქოს ყველაფერი შინაგანად შეურყია. რაღაც, ვიღაც გამალებით ღრიალებდა მის სულში, რომ ყველაფერი უარესად იქნებოდა, თუ ამას შეეჩვეოდა.
-მამიდას პასუხები, ერთ კვირაში ჩამოვა, ხომ? - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ვერატანილი დუმილის დარღვევა.
-კი, იცის რომ ჩამოხვედი?
-არა, მინდა რომ ჩავიდეთ.
-ძალიან გაეხარდება შენი ნახვა.
-პარასკევს რომ წავიდეთ, შენ პრობლემა გექნება? შაბათს სწავლობ?
-არა, პარასკევს შუა დღიდან თავისუფალი ვარ.
-კარგი, მაშინ პარასკევს წავიდეთ.
******************
შემოდგომის ფერებშეპარული სოფელი ბედნიერი კაცის სიმშვიდით. სახლში შესულები არ იყვნენ, ტყუპებმა რომ ჭიდაობა დაუწყეს დამიანეს. ლეილას ბოლო პერიოდში პირველად ხედავდა ასეთ ბედნიერს, რომელიც ქოთქოთით ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. დამიანე კინაღამ გაგიჟდა მისი ფქვილიანი ხელების დანახვაზე,
-ლილა არ გადამრიო, რა დროს ხაჭაპურია, დაჯექი რა.
-შენმა ცოლი უკვე გადაირია, ანგელოზი გყავს შვილო, თან გადამყვა, არც კი ვიცი როგორ გითხრა, რაც მაგან ჩვენთვის გააკეთა. რაც აქ იყო, ხელი არ გამინძრევია, ეგ გვივლიდა ოთხივეს. - ქალი, წინსაფრის კიდით იმშრალებდა ცრემლიან თვალებს.
დამიანე თბილად ჩაეხუტა მტირალ ლეილას და მაშინვე სამზარეულოსკენ წავიდა. ცომში ხელებჩაყოფილი, თავწაკრული მარიამის დანახვა, ერთით მეტი გაუნელებელი ჭრილობა იყო მის სულზე. ტკივილიანი ღიმილით აეყუდა თაღის კუთხეს ფეხებგადაჯვარედინებული.
-დაანებე რა თავი, ცოდო ხარ, ნუ ვჭამთ დღეს ხაჭაპურს.
-ლეილა გაგიჟდება, იცის რომ ცხელი ხაჭაპური მოგენატრებოდა. თან ცოდო არ ვარ.
-მე შემიძლია რამეში მოგეხმარო?
-არა, შენ რაში უნდა მომეხმარო?
-რა ვიცი, ხაჭაპურებს გადაგიბრუნებ ხოლმე. - მარტივად გამოძებნა თავისი საქმე და ღიმილიანი შეაცქერდა თვალებგაფართოებულ ცოლს.
-დაგცხება, თან დაისვრები.
ამასობაში ლეილა შემოვიდა სამზარეულოში, რომელიც მაინც ვერ ისვენებდა. სასაცილო იყო დამიანე თეფშებითა და ჭიქებით ხელში, ლეილას ჩრდილივით უკან რომ დაჰყვებოდა მძიმე არ აწიოო. სუფრის გაშლის შემდეგ ისევ მარიამის ჯერ მოვიდა, რომელსაც უკვე ცომის ამოხელვა დაეწყო. არც კი უკითხავს ისე დაიწყო არჩეული მოვალეობის შესრულება. ლეილამ როგორც კი დაინახა მათი მხიარული იდილია, მაშინვე უკან გაბრუნდა. საშინელ ტკივილს გრძნობდნენ, რომელიც მუცლის სპაზმით დაიწყო და მთელს სხეულს მოედო. დამიანე ვერ გრძნობდა ვერც გახურებული ღუმელის გაუსაძლის სიცხესა და ვერც უკვე მერამდენე ღამის უძილობით გამოწვეულ დაღლილობას. ისევ ის, უკვე გათავსიებული სითბო და სიცივე, მარიამის ყოველ მზრუნველ გამოხედვაზე ხელი არ დაეწვა, არ დასვრილიყო…
************
მეორე დილით იკამ თავი გაიგიჟა სანამ წყაროზე არ წაიყვანა. ლეილამაც სიხარულით დაუკრა კვერი, კარგად გაერთობით, ახლა გააკეთეს და ბუნებაში გასეირნებაც არ გაწყენთო.
ორმოცი წუთი იარეს ტყეში, დამიანე ბავშვობის შემდეგ არ იყო ნამყოფი. სამივე გაფაციცებით შესცქეროდა მარიამს, ფეხი რომ არ დასცდენოდა. სასიამოვნო იყო ტყის სიგრილე, სიმწვანე, რომელიც არ ჰგავდა ქალაქისაგან დაჩაგრული ხეების მოჩვენებით სიმწვანეს. წყარო პაწაწინა მთების შუაში მოქცეულიყო, რთული იყო ხეებისაგან დაფარული ცის დანახვა, ალაგ-ალაგ ჩამომავალ სხივებზე კი ნაირფერად ბრწყინავდა წყაროს შხეფებით დანამული ბალახი. იკა სამწვადეს ამზადებდა, დამიანე და გიო კი ფერდობზე ფიჩხებს აგროვებდნენ.
მომავალი დამიანე თვალს ვერ აშორებდა გულწრფელი ღიმილით სახეგანათებულ ცოლს, მათ შორის რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი. მარიამის გაბრწყინებული თვალები შიშით რომ აივსო, მთელი სხეულით აეკრა მაგიდას. სულ რამდენიმე წამში, მარიამის სხეული მთელი ძალით ჩაეკრა გულში, პატარა ბავშვივით მუჭებით რომ ისრესდა ცრემლიან თვალებს. დამიანე ისეთი სინაზით ჰკოცნიდა თავზე, საეჭვოა ეგრძნო.
-დამშვიდდი, გთხოვ, ნუ ტირი, ხომ ხედავ უკვე მკვდარია. - დამიანეს ისევ ყურებში ჩაესმოდა თავისი სახელი, სულ ცოტა ხნის წინ გაფითრებული მარიამი, განწირულივით რომ უძახდა. - თუ გინდა წავიდეთ.
-არა, დავრჩეთ, უკვე კარგად ვარ. - შიშით გახედა მკვდარ გველს და სუფრის გაწყობა დაამთავრა. დამიანე გვერდიდან არ მოშორებია მთელი დღე, მის სუნთქვის სიხშირესაც კი აკვირდებოდა.
***************
საცოდავად იყო მოკუნტული დივანზე. უკვე ღამის ოთხი საათი იყო, მას კი თვალი არ მოეხუჭა. ვერც დამძიმებულ სხეულს გრძნობდა და ვერც ჯერ კიდევ შემოდგომისგან ვერ მორეულ შემაწუხებელ სიცხეს. გონებით ისევ წყაროსთან იყო, თითქოს ახლაც ეხებოდა მის სრიალა თმასა და შიშისაგან აცახცახებულ მხრებს, თითქოს ახლაც ესმოდა თავისი სახელი. საშიშროების ჩავლის შემდეგ, თითქოს ვერგააზრებული ბედნიერება ერთიანად დაატყდა თავს, რომელიც ჯერაც არ განელებოდა. ის, რომ მას ეიმედებოდა, სინდისს უმძიმებდა, მაგრამ მაინც, მაინც პატარა ბავშვივით აღაფრთოვანებდა გულის სიღრმეში.
****************
-დამიანე. - შწუხებული სახით ატუზულიყო მარიამი დივანთან და ხელის გულზე რაღაცას დაყურებდა.
-რა არის მარიამ? - შეშფოთებული, მაშინვე წამოდგა და მისკენ წავიდა.
-მამიდამ ეს ბეჭედი წინა ჩასვლისას მაჩუქა, მაშინ დავტოვე, ახლა კი ალბათ ჩუმად ჩადო ჩემს ჩანთაში. ძალიან უყვარს, თან ნოდარი ბიძიას ნაჩუქარია, გამოკვლევებისთვის უნდოდა გაეყიდა. - დამიანე სასაცილოდ დაჰყურებდა პაწაწინა, ლამაზ ბეჭედს და მარიამის საქციელი, როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ აოცებდა.
-ალბათ უნდა რომ შენ გქონდეს, ამაში ცუდი რა არის?
-სირცხვილია, მე იმიტომ ვუვლიდი, რომ მინდოდა, ეს ბეჭედი კი არ მინდა. ნოდარი ბიძიას ბეჭედზე ხომ გული დაწყდება.
-ნუ ნერვიულობ, ლეილას ისე შეუყვარდი ემეტება და გაჩუქა. გული არ დაწყდება, თუ შენ გექნება. თან თუ გინდა, რომ წავალთ, ჩვენც ვუყიდოთ ლამაზი ბეჭედი და ვაჩუქოთ. ამაზე აღარ ინერვიულო. - დამიანეს სიმშვიდე და სასიამოვნო ხასიათი გადამდებივით მოქმედებდა. რამდენიმე წამში, გაბუსხულ, მაგრამ უკვე დამშვიდებულ ბავშვს ჰგავდა მარიამი, სათუთად ჩაებღუჯა ბეჭედი და გასაკეთებლადაც ვერ გაემეტებინა.
-კარგი. - უთხრა თბილად და მადლიერი მზერა მიაბყრო. - დავურეკავ და მადლობას ვეტყვი.
-კარგი, გაეხარდება.
-არ ივახშმებ?
-არა, არაფერი მინდა. რაღაც საქმე მაქვს და დავწვები.
-მაშინ მე დავიძინებ, მშვიდი ძილი.
-შენც, მარიამ, უფალი გფარავდეს. - მზერით ეფერებოდა ცოლის ნაზ, ნელი ნაბიჯით მიმავალ სხეულს. კარის დაკეტვის ხმაზე, გულში რაღაც ჩაწყდა, ჩამქრალი თვალებით მიუბრუნდა ლეპტოპის მონიტორს.
***************
დამიანემ არ ისარგებლა დამსახურებული შვებულებით, ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინა სამსახურში და თან როგორმე ავღანეთში დაბრუნება მოეხერხებინა. ყველა წინააღმდეგი იყო, შორიდან თითქმის ყველაფერი დალაგებული ჩანდა მის ცხოვრებაში, არავის ესმოდა რა დარჩენოდა იქ, სადაც ერთხელ წასვლაც კი არავის უნდოდა. ცოლთან თითქმის არ ურთიერთობდა, ასე უფრო ადვილი იყო ორივესთვის. ელემენტარული სიახლოვეც კი ყველა ისედაც ვერ შეხორცებულ ჭრილობას უხსნიდა. არაფერი იყო ეს იმასთან, რასაც მარიამის ჩამქრალი და ტკივილიანი თვალები იწვევდა მასში. ეს იყო ძალა, რომელიც ყველაფერს ართმევდა, ხალისს, სიცოცხლის უნარს, პატიების იმედს... ყველაფერს... საერთო მხოლოდ დილის სირბილი იყო და ძილის წინ დამშვიდობება. რამდენიმე სიტყვა, რომელიც განუსაზღვრელ გრძნობას იტევდა.
**************
-დღეს მე და ბიჭები კალათბურთს ვთამაშობთ. ყველანი იქნებიან, იქიდან კი რესტორანში წავალთ. - ხვდებოდა, რომ ვეღარ იყო ისეთი კატეგორიული, როგორც ადრე. ვერც თხოვნას ბედავდა უარის შიშით. მარიამი კი ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა. -სპორტის სასახლეში ხუთისთვის წავალთ.
-კარგი. - უემოციოდ ამოთქვა მარიამმა და სირბილი უფრო სწრაფად განაგრძო.
******************
დარბაზი სულ ცარიელი იყო. მხოლოდ თვითონ იყვნენ და მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი. ლიკუნა უხსნიდა, რომ ასე ხშირად ქირაობდნენ ხოლმე საღამოობით სპორტის სასახლეს და მთელი სერიოზულობით თამაშობდნენ მთელ თამაშს. თავიდან მარიამს ძალიან ეუხერხულებოდა გულშემატკივრობა, ეგონა ძალიან არაბუნებრივად გამოუვიდოდა ქმრის სახელის მთელი ემოციით ყვირილი და ამჯობინა სულაც გაჩუმებულიყო. თამაშმა კი ნელ-ნელა ისეთი სახე მიიღო, სკამზე ჯდომაც კი რთული გახდა მისთვის. თანაც იანა და ლიკუნა ისე იყვნენ ჩართულნი, პირველად ვერც კი გაიგო, როგორ შემოკრა ტაში ფეხზეწამომდგარმა და სახეგაბრწყინებულმა ქმრის შესანიშნავ სამქულიანზე. გადამწყვეტ წუთებში კი მთელი მონდომებით ყვიროდა ქმრის სახელს, გააზრებამ რომ ეს სახელიც კი განსაკუთრებულად ძვირფასი იყო შეაკრთო. მიხვდა როგორ მოსწონდა მისი წარმოთქმა და საშინლად შერცხვა. დამიანეს მომღიმარმა სახემ, რომელსაც მიუხედავად თამაშისა, არაფერი გამორჩენოდა სახე აუწვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. შხაპის შემდეგ, სწრაფად განაწილდნენ მანქანებში და რესტორნისკენ ავიდნენ.
-დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის. თქვენი დამსახურებაა, რომ მოვიგეთ. - ფრთხილად აგრძნობინა, რომ მართლა ყველაფერს ხედავდა.
-კარგად ითამაშეთ.
-კალათბურთი მაგრად გვიყვარს, თან ჩვენ ოთხი წლებია შეთამაშებულები ვართ და ეს არგამხელილი უპირატესობაა. -სიცილით გადმოხედა ცოლს, რომელიც აწითლებული სახის დამალვას ფანჯარაში ყურებით ცდილობდა.
-თქვენი ქმრები რომ ალპინისტობდნენ, იცით? - სიცილისაგან აღარ შეეძლო ლაშა-გიორგის. ლიკა და მარიამი გაოცებულები უყურებდნენ, მას კი სიცილისგან ლაპარაკის გაგრძელება არ შეეძლო.
-მოკლედ, ოცდაორი წლის ბრძანდება ბატონი დამიანე, ნოდო თვრამეტისაა და გადაწყვიტეს, რომ ალპინიზმში საკუთარი თავები იპოვეს. - გააგრძელა ანდრიამ. - მე და ლაშა-გიორგი თავიდან არასერიოზულად შევყურებდით ამ ამბავს, მთაწმინდას ეგრევე უშბა მოაყოლეს. - უკვე ანდრიაც ვერ ითქვამდა სულს. - ისეთი სახეებით ემზადებოდნენ ექსპედიციისთვის, მე და ლაშა-გიორგი ვფიქრობდით მაქსიმუმ სამ თვეში ესენი ევერესტიდან დაგვიქნევენ ხელსო. სიმართლე გითხრათ სვანეთში ჩასვლისას უკვე მაგრად შეგვეშინდა, მაგრამ ესენი ზედაც არ გვიყურებდნენ. მეორე საღამოს შენი ქმარი თითებმოყნული, ეს ვაჟბატონი კი ფეხმოტეხილი ჩამოიყვანეს. მაგრამ მთაწმინდა ოქროს ასოებით წერია ამათი ალპინისტობის ისტორიაში.
-ანდრია მაგრად დაგერხევა. - დაიღრინა სახეგაბადრულმა ნოდომ.
-რა მოვყევი ტყუილი? ორი თვე ხმას არ გვცემდით სიცილის გამო. დამიანეს სახე არ დამავიწყდება, თითებზე რომ უთხრეს თუ არ მიხედავ შეიძლება სროლაში შეგიშალოს ხელიო. ერთი თვე სახლიდან არ გამოდიოდა ჩვენი გენერალი.
ამას ათასი სხვა მოყვა, ლაშა-გიორგის ბათუმში გადარჩენილმა უკრაინელმა ცრემლებამდე აცინა ყველანი. ლაშა-გიორგის კი ვითომ არ ესიამოვნა უკრაინელი საცოლის გახსენება, რომელიც ორშვილიანი და გათხოვილი გამოდგა.
უკვე გვიანი საღამო იყო, მაგრამ წასვლა არავის უნდოდა, ბიჭები რესტორნის ეზოში გავიდნენ მოსაწევად. მხოლოდ დამიანე დარჩა გოგოებთან, რადგან ვერც მარტო დატოვებდა და თან არც ეწეოდა. ძალიან იყო დაღლილი, მაგრამ მარიამის მომღიმარი სახის დანახვაზე, წასვლა არ უხსენებია. მოულოდნელად გვერდით მაგიდასთან მსხდომმა ბიჭებიდან ერთ-ერთმა მოისულ ოფიციანტს დანა გაუხსნა. ქალი გაშრა, განძრევას კი ვერ მოახერხა. მარიამი ვერც კი მიხვდა როგორ გაჩნდა ასე უცებ დამიანე მაგიდასთან.
-გარეთ გამოდი. - ღრიალებდა დამიანე, რომელიც უკვე ოფიციანტის წინ იდგა.
მარიამმა ვერ გაიგონა, რა უთხრეს სუფრის წევრებმა, ყველა ერთიანად წამოდგა. ქმრის შეშლილი სახის დანახვაზე ეგონა საყრდენი გამოეცალა, ხვდებოდა იმასაც რომ ახლა იქ მისვლით უფრო გააბრაზებდა დამიანეს. მაგრამ ვერც ერთ ადგილას ჩერდებოდა. ეგონა გული გაუჩერდა მოქნეული დანის დანახვაზე, რამაც უარესად გააბრაზა დამიანე, რომელიც აღარ ცდილობდა თავის შეკავებას. რამდენიმე წამში დაცვამ და ბიჭებმა ძლივს გააჩერეს, მხოლოდ ოფიციანტისთვის მოხდილმა ბოდიშმა დაამშვიდა.
თეთრი პერანგი მთლიანად სისხლით ჰქონდა დასვრილი მუცელთან. ძმაკაცებმა იცოდნენ, რომ ასეთ დროს არაფერი უნდა ეთქვათ მისთვის. იცოდნენ ისიც, რომ ის ყოველთვის მართალი იყო. დამიანეს მაინც არაფერი ესმოდა, ფრთხილად მოკიდა შეშინებულ მარიამს ხელი, თავისიანებს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.
-მარიამი, შეშინებული უყურებბდა მის სისხლიან პერანგსა და მუცელზე მიდებულ ცალ ხელს.
-დამიანე. - როგორც იქნა გაბედა.
-ნუ ნერვიულობ, სერიოზული არაფერი, თვითონ მივხედავ. ძალიან დიდი ბოდიში ამის ნახვა რომ მოგიწია, მაპატიე.
-იქნებ სჯობს საავადმყოფოში მივიდეთ.
-არა, შენ ნუ გეშინია. - მარიამი გააქვავა მისმა გრძნობიერმა, აწყლიანებულმა თვალებმა. ძლივს დათმენილმა სურვილმა, მოხვეოდა.
********
შეშინებულმა მარიამმა ძლივს მოძებნა საჭირო ნივთები. დამიანეს ყვირილის გაგონებაზე, ნერვიულად დააწყო ყველაფერი მაგიდაზე. დამიანეს სახე შეშლოდა. მხოლოდ მისი დანახვისას გაჩუმდა, მაგრამ ერთიანად დაძაბული სხეული შეუძლებელს ხდიდა განრისხების დაფარვას. მარიამს სულ უკვირდა დამიანეს ყელზე, უბრალო ხის ჯვრის დანახვა, ხვდებოდა რომ რაღაცით განსაკუთრებული იყო ეს უბრალო, ძველი ჯვარი, რადგან პატრონი ჯიუტად არ ცვლიდა. ახლა კი მისგან მხოლოდ იატაკზე დავარდნილი ხის რამდენიმე მძივი დარჩენილიყო.
-ეს ჯვარი მამაჩემის დაკრძალვაზე მისმა მოძღვარმა მაჩუქა. ჩვიდმეტი წელი მეკეთა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. - როგორც ჩანდა ჩხუბისას ჯვარი გატეხილიყო და მისი თოკი გამწყდარიყო.
-ძალიავ ვწუხვარ. მაგრამ გთხოვ ჭრილობა მალე დაიმუშავე, სისხლი ისევ მოგდის. დამიანემ სწრაფად გაიხადა პერანგი, რომლის ღილებიც უკვე შეეხსნა. რამდენიმე სანტიმეტრიანი ჭრილობა სიგრძეზე გასდევდა ჭიპს ქვემოთ. მარიამს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ მის გვერდით შრამის დანახვამ, რომელიც აქამდე არასდროს ენახა უარესად ააფორიაქა?
-ეს ხომ არ გქონდა?
-რა მარიამ? - დამიანეს ისევ ვერ დაეთრგუნა გაბრაზება, გატეხილი ჯვრის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.
-ეს შრამი. ნამდვილად არ გქონდა. ავღანეთში დაიჭერი? - მარიამს ხმა აუკანკალდა, ტკივილიანი, გაფართოებული თვალები გადმოცვენას ჰქონდა.
-სერიოზული არაფერია.
-როდის დაგჭრეს? რატომ არაფერი თქვი?
-შენი პირველი გამოცდის წინა დღეს. რა უნდა მეთქვა? უკვე მილიონჯერ გითხარი რომ შენ ჩემზე არ უნდა ნერვიულობდე, მე შენთვის არაკაცი ვარ, ცხოველი ვარ, გესმის? არ შეიძლება ასეთი კეთილი იყო ჩემს მიმართ? არ შეიძლება მაგრძნობინებდე რომ რაიმე კარგს ვიმსახურებ... შენგან არა, მარიამ, შენგან არა... ახლაც, შენ მშვიდად უნდა გეძინოს, არ უნდა უყურებდე აცრემლიანებული თვალებით ჩემს ნაკაწრებსა და სისხლიან პერანგს. ეს უსამართლობაა. - დამიანეს თვითონ აუცრემლიანდა თვალები, ამ პატარა საოცრების სიყვარული ახრჩობდა.
-ჭრილობის შეხვევაში დაგეხმარები. - ძლივს ამოილუღლუღა და მარლა აიღო. დამიანეს მის შეხებაზე გააჟრჟოლა.
-გთხოვ, შენს ოთახში გადი.
მარიამს გული დაწვა მისმა უსიცოცხლო ხმამ და ჩამქრალმა თვალებმა. უხმოდ მიაწოდა მარლა და ოთახისკენ წავიდა.
დამიანეს არც სურვილი ჰქონდა და არც ნერვები ჭრილობის დასამუშავებლად, არც მუცელზე შემხმარი სისხლი და გაუჩერებელი წვა აღელვებდა. ძლივს შეაგროვა საკუთარი თავი, მხოლოდ აუცილებლობის გამო სწრაფად დაიმუშავა ჭრილობა და დივანზევე მიწვა.
მარიამი მთელი ღამე ბორგავდა, გრძნობები, წარსული დაუნდობლად ესხმოდნენ თავს და ვერ მიმხვდარიყო რა იყო სწორი. დილას, ჩვეულებისამებრ ექვსისთვის ადგა, დივანზე მოკუნტული დამიანეს დანახვაზე გული მოეწურა. რამდენიმე წუთი თვალისმოუშორებლად უყურა, მის მოღუშულ სახეს, შემდეგ კი ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში. იქიდან გამოსულს დამიანე გაღვიძებული დახვდა.
-როგორ ხარ? ძალიან გტკივა?
-კარგად ვარ, არა, საერთოდ არ მტკივა.
-მე სარბენად წავალ, მანამდე კი ხომ ისაუზმებ?
-წადი შენ, მე გავიმზადებ საუზმეს.
-დღეს მაინც იწექი, პატარა ჭრილობა არ გაქვს, თან საერთოდ არ დაგისვენია. - დამიანეს ტკივილიანად ჩაეცინა. მარიამმა ეს თანხმობად მიიღო, სამზარეულოდან ყავის ფინჯანთან ერთად რამდენიმე კრუასანი გამოუტანა და სახლიდან გავიდა.
დაბრუნებულს ანდრია, ლაშა-გიორგი და ნოდო დახვდნენ, გარშემო შემოსხდომოდნენ ძმაკაცს და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.

****************
დამიანე მხოლოდ ორი დღე გაჩერდა სახლში, თითქმის არ გამოდიოდა თავისი ოთახიდან მარიამისთვის უარესი უხერხულობა რომ არ შეექმნა, თან შეუხებლობის პირობა, რომელსაც უკვე ცხრა თვე იყო დაურღვევლად ასრულებდა, ასე უფრო ადვილი შესასრულებელი იყო. გრძნობდა რომ ვეღარ ერეოდა იმას რასაც მთელს სხეულში, სულში და გონებაში გაედგა ფესვები... პატარა ბიჭივით უკვე რამდენი თვე იყო, გამალებით უცემდა გული მისი დანახვისას... ამ ყველაფრის დაუმსახურებლობა კი სულს უხუთავდა. გრძნობდა რომ ვერაფრით ჩამოირეცხდა ამ სიბინძურეს, ახლა რაც არ უნდა გაეკეთებინა ცოლისთვის. მარიამს ყველა ჯერზე უფრო დამწუხრებულს შეჰქონდა მასთან კერძებით სავსე სინი, რადგან იცოდა რომ არაფერი მოაკლდებოდა... მესამე დილით კი, მიუხედავად ჭრილობისა მარიამი გააფრთხილა რომ დააგვიანდებოდა და ბაზაზე წავიდა.
ტკივილი, რომელსაც ვერ იტევ... შიში ვერ გამართლებული იმედების... სიახლოვე, რომელიც უფრო მეტად გტკენს ვიდრე სიშორე. გამუდმებით ცდილობდა ავღანეთში წასვლის უფლების მოპოვებას... ბრუნდებოდა ძალიან გვიან და ისევ საერთო, დილის სირბილი... ცოლი თავისი მომნუსხველი მდუმარებით, ნატანჯი მზერითა და ძალიან დიდი, კეთილი გულით...
**************

თბილისში უკვე საკმაოდ აცივებულიყო. ნომებრის ბოლო და წყვდიადის მოლოდინი. დამიანე ვერც ერთ წელს უძლებდა ამ დღის მოლოდინს, სული ძლივს მიჰქონდა მარმარილოს ზღუდემდე და მთელი დღე იქ იჯდა. ემოციების, ტკივილის, მონატრებისაგან მკვდარი გულითა და ცარიელი თვალებით.
სასაფლაო, განსაკუთრებულად უსახური იყო ასეთ ამინდში. სრული სინაცისფრე, ცივი სიმშვიდე და მძიმე სული, რომელსაც ძლივს მიათრევ. ამ დღეს ვერაფრით გრძნობდა ხოლმე სიცოცხლეს. დედამისს განსაკუთრებულად უყვარდა თავისი დაბადების დღე. დამიანეც სულ ცდილობდა რაიმე განსაკუთრებული გაეკეთებინა მისთვის. რამდენიმე დღით ადრე იწყებდნენ ხოლმე ის და მამა მზადებას, დამიანეს ისე სიამოვნებდა მამასთან საერთო საქმე და საიდუმლო, რომ ნამდვილი სამხედრო საიდუმლო ოპერაციის სერიოზულობით ეკიდებოდა.
ასე იყო ყოველთვის, მამა წითელი ვარდებითა და მისთვის გასაოცარი სურპრიზით... უკვე მეჩვიდმეტე წელია მას მიჰქონდა მამას მაგივრად წითელი ვარდები. მეჩვიდმეტე წელია ცდილობდა თავისი თავი მართალ პიროვნებად შეეგროვებინა, რომ ასე მაინც გაეხარებინა ისინი.
ახლა კი, მეათე თვე იყო, სასაფლაოსთან მოწყალების მთხოვნელ ბავშვს თხოვდა საფლავზე ყვავილების მიტანას. ამ დღესაც მთელი დღე იქ იყო და გრძნობდა რომ ასე არასდროს გასჭირვებია. ყველაფერი ერთმანეთში აერია, ტკივილი, რომელიც არაფრით განელდა, დედისთვის მაინც ვერ ნაპატიბი თვითმკვლელობა. თავისი გმირი, რომელიც მოუკლეს და ოჯახი, რომელიც განცდების გარეშე გაუცამტვერეს.
ყველაფერი ისე იყო ერთმანეთში აბურდული. ახლა კი უკვე თავისი დაულაგებელი ცხოვრებაც
შურისძიების სურვილს ამოფარებული ვნება და ისევ წყვდიადი. სიყვარული, რომლის უფლებაც არ გაქვს და სული რომელსაც ვეღარ ერევი.
არ ახსოვდა როგორ მივიდა სახლამდე.

მარიამის ნანერვიულებული, მაგრამ უეცრად დამშვიდებული თვალები მისი სილუეტის დანახვაზე... მერე კი გახსენებული შიში... ისევ ამღვრეული თვალები... ხელები რომელიც არაფერს გეკითხება და ტკივილი, რომელიც წარსულისკენ მიგათრევს.
გაუაზრებლად მოხვია ხელი ცოლს, ჩასისხლიანებული თვალები უელავდა. თითქოს სადღაც სხეულის სიღმეში გრძნობდა ყველაფრის სიშავეს, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. პირველივე კოცნისას მიხვდა რომ ვეღარასდროს იქნებოდა მასტან უხეში, ვეღარასდრო აკოცებდა ზიზღით... რომ ის რაღაც იმ სამმა კვირამ დაიტია და დაიტოვა. კოცნიდა ვერ მორეული გრძნობით, გახელებული ვნებითა და უკიდეგანო მონატრებით. გრძნობდა მისი ღაწვების სიველეს, მის მოფართხალე, მევბრძოლ სუსტ სხეულს, მაგრამ ვერაფრით ჩერდებოდა. ვერაფრით დაიმორჩილა მიბნედილმა გონებამ დანარჩენი...
ყველაფრის მერე გაიაზრა მომხდარი სისრულით... ცოლის მოკუნტულმა, გამხდარმა, მოცახცახე სხეულმა აგრძნობინა რომ უკვე ცხოველსაც ვერ შეადარებდა თავს.. ცხოველს, რომელმაც თავისიანების გატანა, სიყვარული და ერთგულება იცის... საკუთარი არარაობის შეგრძნება გუდავდა, გუდავდა საკუთარი უზნეობა, საკუთარი თავის ზიზღი.საკუთარი ხელით განდგურებული ღირსება. უხმოდ გამოვიდა მისი ოთხაიდან.. შიში, რომ მარიამი კარგად აღარასდროს იქნებოდა სისხლს უყინავდა.

"ვიცი, რომ შენს ჯვარს ვერ შეგიცვლის." ტუმბოზე ნანახმა პატარა ბარათმა და მარიამის გაკეთებულმა მინანქრის ჯვარმა, უკანასკნელი იმედიც კი წაართვა რომ ოდესმე საუთარი თავის პატივისცემას დაიბრუნებდა.
დილამდე მის კართან იჯდა. დრო ახლაც მკვდარს ჰგავდა, ოთახიდან კი არაფერი ისმოდა.
ტელეფონის ზარმა, თითქოს გაახსენა, რომ სხვა ვიღაცები და რაღაცებიც არსებობდა.
–ბატონო, დამიანე, თქვენ გვთხოვეთ რომ თქვენი ცოლი უთქვენოდ არსად გაგვეშვა, ის კი წასვლას ითხოვს.
–ახლავე მოვალ.
გაუფერულებული მარიამი, რომელიც ფანჯრიდან გადასულიყო, მოფუზული იდგა ჭიშკართან. დამიანეს დანახვაზე უფრო დიდი შიშით აევსო თვალები, თითქოს განახევრდა. ეზიზღებოდა თავი იმის გამო, რომ მაინც არ სძულდა დამიანე... რომ მაინც ენდო, ახლა უკვე დამშვიდებულ თვალებს... რომ შიშმა მიატოვა მისი მოახლოვებისას... სძულდა, რომ ახლა ის კი არ ტკიოდა რომ მასთან იწვა, არამედ ის რომ ეს ასე მოხდა... ტკიოდა ის რომ დამიანე თავისი ორსახოვანი ბუნებიდან, ისევ ცუდს მიემსგავსა...
–გამიშვი. –ძლივს ამოიხრიალა მარიამმა.
–მანქანაში ჩაჯექი.
–გამიშვი. – დამიანეს ანადგურებდა მისი წყლიანი თვალები, რომელსიც ვერაფრით ეპოვა ზიზღი. ხედავდა სიბრალულს, იმედგაცრუებას, ტკივილს, მაგრამ არა ზიზღს...
–ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. ნუ მაიძულებ რომ ძალით ჩაგსვა მანქანაში.
*******************
-ჩვიდმეტმა წელმა ეს ადგილი, ჩემთვის დედამიწაზე ყველზე ძვირფას ადგილად აქცია. ადრე გითხარი რომ მამას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დედამ თავი ჩამოიხრჩო. თექვსმეტი წელი მჯეროდა რომ მამა ოპერაციის დროს, ორმხრივი სროლისას დაიღუპა. ეს მხოლოდ ჩვენს ტრაგედიად მიმაჩნდა. შარშან კი მამას ნაწილში მომსახურე ერთი კაცი გარდაიცვალა. მისმა ადვოკატმა ყველაფერი მითხრა მამაჩემის დაღუპვის შესახებ. აღმოჩნდა რომ მამაჩემი მოკლეს, მითხრა მკვლელის ვინაობა და ჰქონდა სამხილებიც. ვიცი რომ მძიმეა შენთვის და არც იმისთვის გეუბნები ამ ყველაფერს, რომ თავი ვიმართლო. მე არაფერი მამართლებს, უბრალოდ მინდა ყველაფერი იცოდე, როგორ და რატომ შევხვდით ერთმანეთს. მაშინ ვერაფერს აღვიქვამდი, ჩემთვის ერთი მთლიანობა იყავით მთელი ოჯახი და მთავარი იყო შური მეძია. ვიფიქრე, რომ შენზე დაქორწინებით, ყველაზე მეტად ვატკენდი მამაშენს. იმდენად ავყევი ამ ყველაფერს, რომ შენზე საერთოდ არ მიფიქრია. მხოლოდ შენს მშობლებთან მივხვდი, როგორ ვგავდი მამაშენს. მივხვდი იმასაც, რომ ღმერთს უკვე მიეზღო მისთვის. სიცარიელეს პასუხს ვერ მოთხოვ, მამაშენი კი ყველაფერი ფასეულისგანაა დაცლილი, არაფერი წმინდა და ძვირფასი გააჩნია. პირველად იქ გახდი ცალკე ადამიანი ჩემთვის, მათ გარეშე. - მარიამი უემოციო სახით ისმენდა ყველაფერს, აღარაფერი უკვირდა მამამისისგან და აღარც არაფერი შერჩენოდა ტკივილი რომ გამოეხატა.
-მიყვარხარ. ვიცი რომ უფლება არ მაქვს მაგრამ მიყვარხარ მთელი არსებით. არ მინდა თავს დამცირებულად გრძნობდე გუშინდელის გამო, არ მინდა იფიქრო რომ ეს ისევ ის ჟინი, ან შურისძიება იყო, რაც მაშინ. ვერაფრით მოვერიე იმას რასაც ვგრძნობ. საოცარი ადამიანი ხარ, არანაირ კანონზომიერებას ექვემდებარება ის რასაც შენ აკეთებ. ეს ადამიანური სიკეთის ფარგლებს სცდება.
-მამაჩემისგან უკვე არაფერი მიკვირს. არ ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა, ვიცი რომ ჩემი წუხილიც უადგილოა და საერთოდ ყველაფერიც. წარმოუდგენელია ის რაც ჩემი ოჯახის გამო გადაიტანე.
-შენ არაფერ შუაში ხარ.
-ისინი ჩემი მშობლები არიან დამიანე. ის რაც ჩვენს შორის მოხდა, ვხვდები რომ საბაბი გქონდა და ეს მამაჩემის ბრალი უფროა ვიდრე შენი. შეიძლება გავიგო ის სამი კვირა, მაგრამ არ შემიძლია გუშინდელი ღამის გაგება. ეს პერიოდი, ისეთი სხვანაირი იყავი, თავი დავაჯერე რომ სინამდვილეში ასეთი ხარ. მაგრამ თურმე ასე არ არის... მე რასაც არ უნდა ვგრძნობდე, ან შენ რეალურად როგორც არ უნდა გიყვარდე ამას ვერ ავიტან... მე ვერასდროს შევძლებ ფიზიკურად შეგეწინააღმდეგო, გამოდის რომ ეს იმდენჯერ და მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც მოისურვებ... ამას, თვითმკვლელობით დამსახურებული ჯოჯოხეთი მირჩევნია. ალბათ თავიდანვე ეს უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.
დამიანეს თითქოს ყველა ემოცია, შეგრძნება გაუშიშვლდა. ყველა ძარღვი დაეტყო კისერზე, ხელებე. ნესტოები დაებერა.
-ეს აღარ გაიმეორო, მე საერთოდ წავალ აქედან, მოგცემ საშუალებას თავისუფლად ისუნთქო. როგორც კი სწავლას დაამთავრებ და შეგეძლება შენს თავს უპატრონო, მაშინვე განვქორწინდებით. მანამდე კი, რაც არ უნდა მოხდეს, არ მოგცემ სისულელის გაკეთების უფლებას. შენ ძალიან პატარა ხარ და საერთოდ ყველაფერი წინ გაქვს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოდესმე შეძლო იცხოვრო, როგორც ბედნიერმა ადამიანმა.
-მე არაფერი მინდა შენგან, საერთოდ არაფერი. უნდა წავიდე, არ მინდა გხედავდე და არ მინდა ძალაუნებურად შენი ცხოვრებით ვცხოვრობდე. არ მინდა ჩემზე ზრუნავდე. - მარიამს ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა ლაპარაკი, გაუაზრებლად, ავტომატურად უპასუხა ლაშა-გიორგის.
-მარიამ, სად ხართ? დამიანე შენთანაა?
-კი, ჩემთანაა.
-ღამით ნოდო დაჭრეს, ძალიან მძიმედაა, გვეუბნებიან რომ რამდენიმე საათიღა დარჩა. -ლაშა-გიორგი არაადამიანურად ღრიალებდა ტელეფონში. - დამიანეს უთხარი, რომ უბრალოდ დაჭრილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხვიდეთ.
ისევ ის ვერდათმობილი შენიანობის განცდა. განცდა, რომ ატკენ და არ იცი როგორ უთხრა.
-დამიანე, ნოდო საავადმყოფოშია და ლაშა-გიორგიმ გთხოვა რომ მიხვიდე.
-ნოდო? სხვა რა გითხრა? გითხრა როგორ არის?
-მითხრა რომ ნორმალურადაა.
-გთხოვ, მანქანაში ჩაჯექი.
-დამიანე, ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის, აღარ მინდა შენთან წამოსვლა.
-მარიამ, იცი რომ აქ არ დაგტოვებ, იმდენი რამ გაიძულე არც ეს გამიჭირდება, თან ახლა მაინც მეცოდინება, რომ შენთვის კარგს ვაკეთებ. გთხოვ.
მარიამს გონებაში ლაშა-გიორგის სიტყვები უტრიალებდა, ხვდებოდა რომ მართლა არ იყო ამის დრო. მაშინვე მანქანაში ჩაჯდა, იცოდა რომ მძიმე იქნებოდა საავადმყოფოში მისვლა, მაგრამ ის, რაც იქ მოხდა შეუძლებელია წარმოგედგინა.
მისვლისთანავე შეუშვეს დამიანე პალატაში. რამდენიმე წამში, გამყინავმა ღრიალმა მთელი შენობა მოიცვა. ლიკუნა, სასოწარკვეთილი, ჩახლეჩილი ხმითა და გამომეტყველებით რომელიც უბრალოდ ყველაფერს გტკენს. ნოდოს დედა, შვილიშვილზე ჩაბღაუჭებული მოხუცი, ამომჯდარი გულით, დიდი ლურჯი თვალებითა და წუხილით, რომელსაც საზღვრები არ აქვს. დამიანე პალატიდან გამოსვლისთანავე თვალს მოეფარა. ვერაფრით მოითმინა მარიამმა და ცოტა ხანში უკან მიჰყვა. პარკეტზე ჩამომჯდარს წარბი გახეთქვოდა, სახე, ხელის მტევნები, კედელზე რტყმევისგან დასისხლიანებოდა. არც კი ცდილობდა ტირილი შეეკავებინა, არაადამიანური, შემზარავი ხმით ღრიალებდა. გამეტებით ურტყამდა კეფას კედელს.
ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“ გაახსენდა, ახსოვდა საკუთარი აღშფოთება... ახსოვდა როგორ განიკითხა „უცნობი ქალი“, ახსოვდა როგორ ვერ მიხვდა ასე როგორ უნდა ყვარებოდა... ახლა არც საკუთარი თავის ესმოდა, მაგრამ შესაძლებელზე მეტად უყვარდა. არ აინტერესებდა მასავით ვინმე განიკითხავდა, არასწორად გაიგებდა, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ... უყურებდა და ვერაფრით ირგებდა სიცივის ნიღაბს.
-დამიანე, ასე არ შეიძლება... გთხოვ, გაჩერდი. - დამიანემ უბრალოდ გამოხედა, თავს კი უფრო გამეტებით ურტყამდა კედელს. ვერაფრით მიადევნა თავის საკუთარ სხეულს, მხოლოდ თითების ტკივილი იგრძნო, როდესაც დამიანემ გამეტებით დაარტყა თავი კედელს. დამიანემაც იგრძნო, მისი ხელისგულების სირბილე და მიხვდა რომ ატკინა, კიდევ ატკინა.
-ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია შენ რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობ, ჯერ ოცდაერთის ხარ და ჩემს გამო სიცოცხლე არ გინდა. ჩემი ბრალია ნოდოს სიკვდილიც, მე მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. მე იმდენად ცუდ ადამიანად ვიქეცი, რომ აღარავის ვიმსახურებ, მითუმეტეს შენ, მითუმეტეს ჩემი მეგობრებისნაირ მეგობრებს... ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ლიკუნა ცუდაა. - ღრიალებდა მათკენ მომავალი ლაშა-გიორგი. საავადმყოფო უკვე სავსე იყო ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებითა თუ უბრალოდ ნაცნობებით. მარიამს ლუკა ეკავა ხელში, პატარა გულამოსკვნილი ტიროდა. დამიანე ანდრიასთან და ლაშა-გიორგისთან ერთად რაღაცის მოსაგვარებლად გავიდა. გვიანი ღამე იყო, საავადმყოფოდან სახლში რომ გადაასვენეს ნოდო. მარიამს ახლა უკვე მძინარე ლუკა ეწვინა კალთაში. შინაგანად ხრავდა სიცარიელე, რომელიც მასში ნოდოს ოჯახზე ფიქრისას ისადგურებდა.
-დავითი გზაშია უკვე და წაგიყვანს, მე აქ დავრჩები.
-დამიანე, ბავშვი ჩვენ წავიყვანოთ, აქ ცოდოა.
-შეგიძლია რომ მიხედო? შენც არ ხარ კარგად ჩემი წყალობით.
-შემიძლია დამიანე, აქ მართლა ცოდოა. - ძლივს მოახერხა შეეკავებინა თავი და ხმამაღლა არ ეთქვა, „თავს გაუფრთხილდი“. დამიანე ჩამქრალი თვალებით, ჩაშავებული უპეებით, გამოფიტული, უღონო ხმით, მოხრილი მხრებითა და უიმედო გამომეტყველებით ანადგურებდა.
პატარამ თავიდან იჭირვეულა, მაგრამ ისე იყო დაღლილი, მაინც ადვილად დაიძინა. მარიამი პირველად უვლიდა ასეთ პატარას და გული უსკდებოდა რაიმე არ შეშლოდა. უხაროდა ვერაფერს რომ ვერ გებულობდა , მაგრამ გულს ტკენდა ის რომ ნოდო არ დაამახსოვრდებოდა.
შეუძლებელი იყო იმ ყველაფრისთვის სახელი დაგერქმია, რაც მათ სახლში ხდებოდა. შეუძლებელი იყო თანაზომიერი ემოცია გეპოვა შენს თავში, ყოფნოდი ამ ყველაფერს რასაც იქ ხედავდი... ნოდოს დედის, ლიკუნას, ბიჭების სახეებზე... სიცივე, შემზარავი, არაბუნებრივი სიცივე და მოლოდინი უფრო დიდი, ყოვლისმომცველი, ჯერ განუცდელი სიცივისა და სიცარიელის...
*************
პანაშვიდის დღეს კიდევ უფრო დამძიმდა ყველაფერი... ჰაერიც კი გაუმჭვირვალე იყო თითქოს, ბინდგადაკრული თვალები და მოლოდინი სამუდამო სიცარიელის... კედელთან აყუდებული ბიჭები და ლიკუნას გაცრეცილი სახე... გამომშრალი თვალები, ჩახლეჩილი ხმა... გამართლებული, სრულყოფილი მხოლოდ უბედურებაა...
-დამიანე, შენ იქ უნდა ყოფილიყავი. იქაც უნდა დაგეცვა, ავღანეთში ხომ გაყევი... არც ახლა უნდა მიგეტოვებინა. - ხრიალებდა ლიკუნა. დამიანეს ისედაც ფერდაკარგული სახე გაუნაცრისფრდა, ტუჩები გაულურჯდა.. მარიამს გაუკვირდა, როგორ შეძლო დამიანემ ნაბიჯის გადადგმა. უსიცოცხლოდ მიათრევდა სხეულს. ხვდებოდა რას ნიშნავდა მისი ქმრისთვის ეს სიტყვები, როდესაც თავადაც ადანაშაულებდა ნოდოს სიკვდილში თავს. ისევ ვერაფრით მოთოკა გრძნობები, ისევ იფიქრა რომ ყველა და ყველაფერი სულერთი იყო ასეთ დროს... უყვარდა, ყველაფერზე მეტად უყვარდა, თითქოს მისი გულით, მთელი სისავსით, მისნაირად განიცდიდა...
-დამიანე... - მარიამი მიხვდა რომ არასდროს ინანებდა, ახლა რომ გამოყვა... დამიანეს თვალები უხმოდ ევედრებოდა დახმარებას, მწუხარების უძირო სივრცეში ჩაკარგული.
-ლაშა-გიორგი სახლში გაიყვანე მარიამი და ლუკა, გთხოვ. -უთხრა ლაშა-გიორგის გაბზარული ხმით და მანქანაში ჩაჯდა.
-დამიანე... - დამიანეს აღარ გაუგონია თავისი სახელი.
-მარიამ ჩასხედით მანქანაში, გაგიყვანთ. დამიანეზე ნუ ნერვიულობ, ახლა სჯობს რომ მარტო იყოს. - მარიამი ძლივს იკავებდა ცრემლებს, ესმოდა ლიკუნას უბედურება, მაგრამ იცოდა რას ნიშნავდა ეს დამიანესთვის.
იმ საღამოს განსაკუთრებულად გაუჭირდა ლუკას დაძინება, თითქოს პატარაც გრძნობდა სიტუაციის სიმძიმეს. ნერვიულად დადიოდა გულზე მიხუტებული ბავშვით ოთახიდან-ოთახში, უკვე რამდენიმე საათი გასულიყო, დამიანესგან კი არაფერი ისმოდა. თანდათანობით უფრო და უფრო იპყრობდა ნერვიულობა, ცრემლები ახრჩობდა. ახრჩობდა ყველაფერი რაც მათ შორის იყო და ის ყველაფერიც რაც მათ გარშემო ხდებოდა. აუტანელი იყო, გყვარებოდა ასე, ყოფილიყო ასე ახლოს და ასე შორს, ყოფილიყო ასეთი ცუდი და ასეთი კარგი ერთდროულად... ყველაზე მძიმე კი გაცრუებული იმედი იყო... ის, რომ მაინც ყველა საზღვარს, შესაძლებლობებს მიღმა უყვარდა. შუა ღამე იყო. ქარის ხმა ყრუდ აღწევდა სახლში, უყურებდა მშვიდად მძინარე პატარას... ეზოში მოშრიალე ხეები, ზარმაცად ირწეოდნენ ქარისგან უფლებაართმეულნი. ტელეფონს ისტერიულად ამოწმებდა, მილიონჯერ წაშალა აკრეფილი ნომერი... ბოლოს კი...
დამიანეს სითბომ და გამყინავმა სიცივემ ერთიანად დაუარა სხეულში. გული ამოვარდნას ჰქონდა. უფროდაუფრო უჭირდა სუნთქვა. ის მაინც რეკავდა, მაინც ნერვიულობდა, მაინც ფიქრობდა მასზე... მაინც ეძვირფასებოდა... გაეაზრებინა ეს, უდრიდა სიკვდილს, ცოცხლად სიკვდილს და ყველა ატანად ტკივილზე უფრო მეტს, ბევრად მეტს... ვერ იტევდა მარიამს, მის სიკეთეს, ვერ იტევდა სიყვარულს, რომელიც დაუფასებლად უკვე სამუდამოდ დაეკარგა.
-დამიანე, სად ხარ? - ეცადა რაც შეიძლება მშვიდად, უემოციოდ, ვითომ სხვათაშორის ეკითხა.
-უკვე ჩვენს სახლთან. – „ჩვენ“ არაფრით ეთმობოდა, იმდენად ჰქონდა სისხლში და ხორცში გამჯდარი, მიუხედავად უსაზღვრო ტკივილისა, ვერც ერთი წინადადებიდან ამოეგდო, რომელიც მათ ეხებოდათ... მათ, ისევ მათ და არა მას და მარიამს...
მანქანის შუქზე, უფრო თვალნათელი იყო ფოთლებისგან მიტოვებული ხეების თავგანწირვა... ის რომ კარგად იყო, ნიშნავდა ყველაფერს... ახლა მხოლოდ ტკივილიღა დარჩენოდა, ნერვიულობა კი სადღაც უკვალოდ გაქრა... უბრალოდ თვალი შეავლო მის მხრებჩამოშვებულ, მოკუნტულ სხეულს, იატაკზე ჩამომჯდარს დივანი რომ ეიმედებოდა საყრდენად... მისი მძიმე სუნთქვა და ყველა ტკივილის მტვირთველი თვალები... არც ერთი სიტყვა, სულ არც ერთი. უხმოდ შებრუნდა ოთახში, ცრემლები ახრჩობდა, გაუბედავად მიუწვა პატარას, ვერაფრით მოეშორებინა დამიანეს სახე... თითქოს ისევ ესმოდა მისი გულდამძიმებული სუნთქვა...
დამიანე კი მთას ჰგავდა, ზვავისა თუ ქვათაცვენისგან ჩამოშლილს... ჩამორეცხილს. უბედურებას რომ დაებუდებინა მასში. ყინულს, რომელშიც მხოლოდ გულიღა იბრძოდა. განადგურებული იყო, იცოდა რომ სიკვდილი სიცოცხლისას საკუთარი გადაწყვეტილებით, ყველაზე დიდი სისუსტე იყო, არადა ვერფრით ეგრძნო რომ ცოცხლობდა. ახლა ყველა დარჩენილ დღეს გაუცვლიდა სამყაროს, მხოლოდ იმის უფლება რომ ჰქონოდა, რომ მარიამისთვის მის გვერდით ჯდომა ეთხოვა. ეგრძნო მისი სითბო, დაუშურებლად რომ ასხივებდა, ვერდამალული ნერვიულობა და თუნდაც ტკივილიც, გამეტებით რომ ხრავდა მისი სიახლოვისას.
****************
დაკრძალვა. სულ ბოლო სიახლოვე, ვერ გამეტებული სულის ნაწილი. ისევ ნაზეიმები უბედურების სრულყოფილება. შეგრძნება, რომელსაც ვერც კი იფიქრებდი, რომ გაუძლებდი... შენი საკუთარი განცდები და მაინც... მათი ტკივილის უფრო მძაფრი განცდა. ალბათ ვერასდროს მიხვდებოდა, რა შეიძლება ეთქვა ლიკუნასთვის, ნოდოს დედისთვის... დამიანე ყველაფრისაგან დაცლილიყო. ტუჩებგალურჯებული, თვალისმოუშორებლად უყურებდა ცხედარს. იფიქრებდით, რომ ეს გოლიათი თქვენს თვალწინ წუთი-წუთზე დაიშლებოდა...
ისევ უსიტყვობა, სიცარიელე, რომლის შეგუებაც სიკვდილივით გაშინებს. ცხოვრებაში ყველაზე შემზარავი ხმა, მიწისაგან მოთმინებით დაფარული ჩასასვენებელი და განხსენებული ყველაზე დიდი ტკივილი. დამიანე დასისხლიანებული ხელებით, ვერმორეული ცრემლებით... ეგონა რომ ნოდოსთან ერთად კიდევ ერთხელ კრძალავდა მშობლებს.
*****************
-დამიანე, ლიკა ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერ ხვდებოდა რას ამბობდა. - ამ დღეების განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა.
-სიმართლეს ასეთ მდგომარეობაშიც ამბობენ. - ნერვიულად ჩაიცინა დამიანემ.
-ეს სიმართლე არ არის, შენ არ შეგეძლო...
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს შენ არ გეხება... სახლში დაგტოვებ, მე აეროპორტში უნდა წავიდე.
-ავღანეთში მიდიხარ?
-მინდა თავისუფლად ისუნთქო. სახლიდან ვერ წახვალ, მაგრამ მე მაინც აღარ მნახავ ხოლმე.
-დამიანე...
-არ მინდა შენი არდამსახურებული ცრემლები. – ეცადა რაც შეიძლება ცივად გამოსვლოდა, რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი რომ დაეტოვა მისთვის...
მაგრამ...
„შეიძლება ადამიანს ცივად ელაპარაკებოდე და ნათქვამიდან მაინც სითბო იღვრებოდეს?!“
*************
ყველაფერი მზად ჰქონდა. ყველაზე ბოლოს მარიამის გაკეთებული ჯვარი აიღო, აქამდე არც კი შეხებოდა, მაგრამ ახლა ვერაფრით აიძულა თავი მის გარეშე წასულიყო, ნაზად აკოცა და ყელზე გაიკეთა. მარიამი მოუსვენრად სცემდა ბოლთას ოთახში, როგორც კი მისი კარის ხმა გაიგონა, მაშინვე გამოვიდა. ნამტირალევი თვალები მკრთალად განათებულ ოთახშიც კი შესამჩნევად უბრწყინავდა, ცხვირი გაწითლებოდა. უხმოდ უყურებდა დამიანეს, რომელიც დარდისაგან ჩამოშლილი, მაინც მტკიცე ნაბიჯით მოიწევდა მისკენ.
-ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც მაშინ, დავითი უკვე ეზოშია. გთხოვ, ლიკუნა ნახე ხოლმე როდესაც გეცლება. თავს გაუფრთხილდი. - მთელი სხეული დაჭიმვოდა, ცდილობდა არც კი მიახლოებოდა. რამდენიმე წამი უყურა თვალებში, მერე კი უეცრად შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
-თავს გაუფრთხილდი. - კართან დააწია მარიამმა, გრძნობა რომ გული მიდიოდა, ძლივს მიაღწია სავარძლამდე. წამიერად ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.
-მარიამ, შვილო... - შორიდან ესმოდა გოლიათის ხმა, მერე სისველე იგრძნო სახეზე. - როგორ ხარ? -მოუთმენლად ჰკითხა მისი გახელილი თავლების დანახვაზე.
-კარგად ვარ, დიდი მადლობა.
-შვილო, ალბათ ეს დღეები არაფერი გიჭამია. ასე ნუ ნერვიულობ ყველაფერზე, ხომ იცი ამით ვერაფერს უშველი, შენი ქმარი ნამდვილი ვაჟკაცია, იცის რასაც აკეთებს და ძალიან მალე დაბრუნდება. ახლა კი მითხარი რა გაგიკეთო?
-არაფერი, დიდი მადლობა, თვითონ ავდგები.
-იჯექი, ცოტა ხნით მაინც, მე რაიმეს მოგიტან და შეჭამე შვილო.
ათბობდა გოლიათის მამაშვილური ზრუნვა, არ უნდოდა მისი შეწუხება, მაგრამ სისუსტის გამო არც ადგომა შეეძლო.

************************

„–ჩავედი. თავს გაუფრთხილდი.“ – უღონოდ დაწვდა მობილურს. თავისი წილი სიმშვიდე ამ სამმა სიტყვამაც მოუტანა. გარშემო კი მაინც ნაცრისფერი დარჩა ყველაფერი, ხატვასაც კი ვერ უდებდა გულს. უმიზნოდ, უემოციოდ დალასლასებდა ოთახიდან ოთახში, მონატრება და ვერგამქრალი წყენა აღრჩობდა. მეცადინეობდა აუცილებლობის გამო და უმეტეს დროს საწოლში ატარებდა. ხან თავბრუ ეხვეოდა, ხანაც ისეთ სისუსტეს გრძნობდა ეგონა დაეცემოდა. ლიკუნასთან სტუმრობამ ყველაფერი უარესად გაართულა. ვერც ახლა მოენახა საჭირო სიტყვები, თუკი არსებობდა ასეთი. ის და იანა კვირაში რამდენჯერმე მიდიოდნენ მასთან, ცდილობდნენ ლუკას მოვლაში მაინც დახმარებოდნენ.
–მარიამ, ფეხმძიმედ ხომ არ ხარ? – თვალებგაბრწინებულმა ჰკითხა იანამ, როგორც კი მანქანში ჩასხდნენ ლიკუნასთან ერთ-ერთი სტუმრობისას. – ეს დღეებია სულ თავბრუ გეხვევა და ძლიან ფერმკრთალი ხარ.
–არა, იანა, რა ფეხმძიმედ. უბრალოდ იმდენი რამ მოხდა, კარგად ვერ ვარ, ალბათ უჭმელობის ბრალია, სულ მავიწყდება. – იანას სიტყვები იმდენად აშინებდა, ახლოსაც კი არ მოუშვა, დაუფიქრებლად უარყო, მაგრამ ისედაც გაჩენილმა ეჭვმა უარესად დაუწყო ღრღნა.
დამიანეს ავღანეთში წასვლიდან მესამე კვირა გადიოდა. იშვიათად ლაპარაკობდნენ, მარიამმა უბრალოდ იცოდა რომ კარგად იყო, მეტი არაფერი.
თავიდან მართლა ყველაფერს ნერვიულობას აბრალებდა, მერე კი უბრალოდ თავს აიძულებდა ასე ეფიქრა... ახლა კი ყველაფერი ისე ემთხვეოდა, რამდენიმე დღე შიშით ვერ გაბედა ექიმთან მისვლა.
იმ დილით, უკვე შეჩვეული თოვლი კიდევ ერთხელ ესტუმრა თბილისს. ცხვირმოყინულმა აიარა მაღლივის კიბეები. ისევ სისუსტე და რაღაც გარადაუვალის შიში. რამდენიმე საათში ეცოდინებოდა, ნამდვილად იყო თუ არა ფეხმძიმედ.
ექიმის ღიმილიანი სახე და ვერგანცდილი განცდები. უსიცოცხლოდ დაეშვა მანქანის სავარძელზე, სახლამდე ხმა არ ამოუღია. მთელი ღამე ნერვიულად ისვამდა მუცელზე ხელს. დამიანეს გახსენებაზე სისხლი ეყინებოდა. ვერ წარმოედგინა რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა, მას ხომ არასდროს სდომებია ბავშვები. როგორი ცივი სახით გააფრთხილა პირველივე დღეს რომ თავი დაეცვა. ვერაფერი გაეგო, თითქოს სხვაზე ფიქრობდა, ვერაფრით წარმოედგინა მისი და დამიანეს შვილი. დამიანე ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას რომ შვილი არ უნდოდა. „ალბათ აბორტის გაკეთებას მომთხოვს, ან მე... მე მინდა შვილის გაჩენა მისგან... რომ ვერ დავივიწყო ის ღამე, ჩემი შვილი რომ ვერ შევიყვარო...“ სიახლემ ცუნამივით დაუნდობლად გადაუარა და გაანადგურა, სულ ბოლო სიცოცხლის ნიშანწყალი წაართვა. მისაღებში სავარძელში იჯდა და ხვდებოდა რომ სურვილები მოუკვდა.
გოლიათი შეაკრთო მისმა გაფითრებულმა სახემ და გალურჯებულმა ტუჩებმა, ნერვიულად რომ იკვნეტტდა.
-შვილო, ხომ კარგად ხარ?
-კი, დავით. დღეს ოთხზე მიმთავრდება და მაგ დროისთვის მოდი. - ცადა გაეღიმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფრთხილად აუყვა მაღლივის გაყინულ კიბეებს და უზარმაზარ შენობაში ხალხს შეერია.

**************
პირველად იყო მარტო თბილისის ქუჩებში. ადამიანები საკუთარი პრობლემებით, სიხარულითა თუ შეზღუდული დროით. მათში გათქვეფილი თითქოს უფრო გრძნობდა მარტოობას. მოხუცები შემკრთალი მზერით ათვალიერებდნენ, ავადმყოფურად სუსტი ფეხები, გაცრეცილი სახე, ყინულჩამდგარი თავლები შემზარავ შესახედაობას აძლევდა. თითქოს გამჭვირვალე იყო, სახეზე ეწერა სულის სიმძიმე და შინაგანი არეულობა. ძლივს მიაგნო საჭირო სამარშუტო ტაქსს და რამდენიმე წუთში თბილისი დატოვა.

*****************
თითქმის ერთი წელი იყო გასული. ისევ სოფლის უსწორმასწორო გზა, გაყინული გუბეები, ტოტებზე და ღობეებთან შემორჩენილი ფაფუკი თოვლი. სიცივე, რომელიც ძვალრბილში ატანს. თითებს ვერ ხრიდა, იმდენ ხანს იარა ფეხით ყინვაში, ნახევარი საათი იდგა სახლის წინ, როგორც იქნა გაბედა.
-მარიამ აქ რა გინდა? - შიშმა და გაბრაზებამ გაუელვა თვალებში მისი მარტო დანახვისას დედამისს, მოურიდებლად შეათვალიერა მისი სველი ფეხები.
-აქ უნდა დავრჩე. - სული ამოაყოლა სიტყვებს, იცოდა რომ აქ ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონოდა სითბოს ან გულმოწყალების იმედი.
-რას ნიშნავს აქ უნდა დარჩე? - დედამისი ვერ ამჩნევდა მის ავადმყოფურად გამხდარ გაყინულ სხეულს.
-სახლიდან წამოვედი.
-იჩხუბეთ?
-რა მნიშვნელობა აქვს დედა მაგას, არ მინდა იქ ყოფნა, გთხოვთ აქ ცხოვრების უფლება მომეცით, ჩემს თავს, როგორც მაშინ ახლაც მე მივხედავ.
-რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. ახლავე დავურეკავ შენს ქმარს.
-ის ავღანეთშია.
-შენი უაზრო ახირების გამო არ ვაპირებთ ისევ გაჭირვებაში ვიცხოვროთ. ახლავე დავუძახებ მამაშენს და ავტოსადგურამდე მიგიყვანს.
-დედა, მე ვიმუშავებ და ისევ დაგეხმარებით.
-შენი ქმარი ყოველთვიურად ათას ლარს გვიგზავნის.
-რა?
-რაც ჩვენთან სტუმრად იყავით, იმის შემდეგ ერთი თვე არ გამოუტოვებია. შენც ფუფუნებაში ცხოვრობ, ასეთი უჭკუო როგორ ხარ.
მარიამი მიხვდა რომ აქ მოსვლით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, მისი მშობლები მის გამო მართლაც არ იტყოდნენ ამ ფულზე უარს. ბავშვის გახსენებაზე ერთი სული ჰქონდა ამ ეზოდან გაეღწია, შიშმა რომ მისი ხსენებით უფრო გაუღვივებდა მშობლებს მადას, გული გაუჩერა. დამიანეს საქციელისთვის კი არ იცოდა რა დაერქმია, ვერაფრით მიმხვდარიყო, როგორ არჩენდა ადამიანებს რომელებიც ასე სძულდა.
-მართალი ხარ შეცდომა დავუშვი.
-სჯობს მალევე წახვიდე, მამაშენი სანამ გაიგებს რომ აქ ხარ, არ მინდა ნერვები მოეშალოს. - აწყლიანებული თავლებით გამოაღო მძიმე ჭიშკარი.
******************
-დამიანე, მარიამი არსადაა. დღეს მაღლივში არ დამხვდა. - დავითი ისე ნერვიულობდა ძლივს გააგებინა რა უნდოდა.
-რას ნიშნავს არ დაგხვდა?
-როგორც ყოველთვის ლექციების დამთავრების დროს დამიბარა, მაგრამ იქ არ დამხვდა. კურსელებმა დილის მერე არ გვინახავსო. ტელეფონი კი სახლში, მაგიდაზე დამხვდა.
-რა, დავით? ახლა სად უნდა წასულიყო? რამე მოხდა? რამეს მიმალავდა? დავით, შენ ხომ სულ მასთან უნდა ყოფილიყავი. ასე უეცრად, ახლა არ წავიდოდა, ალბათ რაღაც მოხდა.
-არ მინდოდა თქვენს საქმეში ჩარევა.
-რა დროს ეგ არის დავით? მითხარი რა იცი, ახლა მანდ ზამთარია, მარტო სად უნდა წასულიყო? არამგონია მშობლებს თბილად მიეღოთ?
-მარიამი მგონი ფეხმძიმედაა.
-რა? - დამიანემ აზროვნების უნარი დაკარგა. -ასე რატომ ფიქრობ? - მხოლოდ რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ეკითხა.
-რაც წახვედი იმის მერე სულ სუსტადაა, თავბრუ ეხვეოდა. ამბობდა ნერვიულობის ბრალიაო, მერე ანდრიას ცოლმა უთხრა შეიძლება ორსულად იყოო. გუშინ და გუშინ წინ მთხოვა ექიმთან მიმეყვანა.
-ეგ მართლა შეიძლება იყოს მიზეზი. აქამდე რატომ არაფერი მითხარი თუ ცუდად იყო?
-ვიფიქრე რომ თვითონ გეტყოდათ, ან სკაიპით ლაპარაკისას შეამჩნევდით. ამის თქმა კი არც კი მიფიქრია, ალბათ თვითონ უნდა რომ გაგახაროს.
დამიანეს ტკივილმა გული ჩაწვა. ზუსტად იცოდა რა დღეში იქნებოდა ახლა მისი ცოლი. არც კი გახსენებია თვითონ რომ არ უნდოდა შვილი, საერთოდ არ გახსენებია თავისი თავი. ახლა მტავარი იყო მათ ეცოცხლათ.
-დავით ახლავე წადი მათ სოფელში. მე დღეს ღამევე გამოვფრინდები, ღვთის წყალობით ამის შესაძლებლობა არის. სანამ მე გავემზადები უნდა ვიცოდე არის თუ არა თავის მშობლებთან.

***************
თვითმფრინავის სავარძელში ისე მოუსვენრად იყო, ეგონა თუ გაჩერდებოდა თვითმფრინავით შეუნელებდა სვლას. შვილი ეს რაღაც უტოპია იყო. გულის სიღრმეში ყველაზე დიდი ოცნება, რომლის გაფიქრებასაც ვერ ბედავდა. არ მინდათი ყველაზე მარტივად იფარებოდა შიში, მისი მარტო დატოვების, გადატანილი ობლობისა და ვერ გამოდგარი მამობის. ახლა კი ყველაფერი ისე ახლოს იყო.

*****************
-დამიანე მთელი სოფელი მოვიარე, არავის უნახავს. დედამისი როგორც გითხარი აქეთ მეჩხუბა, თქვენ უნდა იცოდეთ, აქ როგორ მოხვედითო. - დამიანეს თავი უსკდებოდა ფიქრისგან, ვერაფრით მიმხვდარიყო სად შეიძლება წასულიყო მარიამი. ყველაფერი გადამოწმებული იყო, მისი სახლი, ლეილა, ოდნავ ახლობელი კურსელებიც კი, იანა, ლიკუნა... არავინ არაფერი იცოდა,
-დავით საჭესთან დამსვი. - უეცრად წამოიძახა დამიანემ. გაფიქრებაზე რომ ის, ამ სიცივეში შეიძლება სადმე გარეთ ყოფილიყო, სიცოცხლე არ უნდოდა. უნდოდა მანქანა დაელეწა, კომფორტისთვის რასაც უქმნიდა. უნდოდა თითქმის ვერასდროს ნაგრძნობი ფიზიკური სიცივე ეგრძნო. გამეტებით აჭერდა ფეხს გაზის პედალს, არც სუნთქავდა მოუთმენლობით შეპყრობილი.
-რამე მოგაფიქრდა?
-ბაბუამისის საფლავი. დავით, ალბათ იქ არის, მაგრამ ამ სიცივეში, მთელი ღამე. - გოლიათს გული დაუწვა, მის ლოყებზე ჩამოგორებულმა ცრემლებმა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დამიანე, ღმერთი არ გაგწირავთ. ზოგჯერ ხდება ხოლმე ასე, ორსულები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ეს ყველაფერი კი, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვისაც კი მეტისმეტი იყო.
დამიანეს სიმწრისგან გაეღიმა. ყველაზე ნაკლებად იმას იმსახურებდა რომ ღმერთს არ გაეწირა.

**************
სასაფლაოს კუთხეში, ქვასთან ჩამომჯდარი მოკუნტული სხეულის დანახვაზე ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. დამიანე ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. მხოლოდ ის, მისი გულის ბატონ-პატრონი, პაწაწინა გაყინული არსება.
მესამე დღე იყო ლუკმა არ გაესინჯა, ერთ ადგილას ჯდომისაგან, ისედაც მოდუნებული სხეულს სიცივე მთლიანად დაპატრონებოდა. არც ტაძარში იყო საკმარისი სითბო, ქვის იატაკზე, სადაც მთელი რამე გაეთია. ისედაც მხოლოდ დამიანეს სახეს ხედავდა, ახლაც ეგონა რომ ყველაფერი ელანდებოდა. მისი თბილი ძლიერი სხეულიც და გულის თავგანწირული, გამაყრუებელი ბაგა-ბუგიც. პატარა ბავშვივით მიეწვინა მკერდზე პლედგადაფარებული. სითბომ და სიმშვიდემ ერთიანად მოიცვა, რამდენიმე წუთში მჭიდროდ დახუჭა უღონობისაგან ისედაც მინაბული თვალები
დამიანე კი დაჰყურებდა მის მძინარე ანგელოზს და მზად იყო ყველაფრისთვის, საერთოდ ყველაფრისთვის მარიამისა და თავიანთი შვილის სიცოცხლისთვის. მოუთმენლად აჩქარებდა დავითს, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ საავადმყოფომდე.
********
-სასწაულია, ასეთი სუსტი ორგანიზმისგან ასეთი წინააღმდეგობა. თქვენს შვილს ძალიან უნდა სიცოცხლე. მაგრამ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მის კვებას და სიმშვიდეს, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ნაყოფის შენარჩუნება.
-ძალიან დიდი მადლობ, როდის გახდება შესაძლებელი მისი სახლში გადაყვანა?
-ახლა სძინავს, სჯობს ამ ღამით აქ დატოვოთ, ხვალ გავწერთ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა მოუაროთ.
-კარგით, დიდი მადლობა.
დამიანე პატარა ბავშვის გულწრფელ მადლიერებას გრძნობდა, იცოდა რომ არ იმსახურებდა ამხელა წყალობას. ახლა მთავარი იყო მარიამთან, როგორმე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოეხერხებინა დალაპარაკება. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეუშვეს პალატაში. სახეზე აუტანელი ტკივილი გამოსახვოდა მარიამს, დამიანე თვალებსაც კი არ ახამხამებდა. როგორ უნდოდა პატარას მაინც მოეხერხებინა მარიამისთვს ბედნიერების მოტანა.
*****************
-სახლში მივდივართ. - წყნარად უთხრა მარიამს, რომელიც შეშინებული თვალებით უყურებდა, ფრთხილად აიყვანა ხელში და მანქანის უკანა სავარძელზე დასვა. გზაში ხმა არავის ამოუღია, გოლიათი სარკეში უყურებდა დამიანეს მბრწყინავ, მაგრამ უსაზღვროდ დიდი ტკივილით სავსე თვალებსა და მარიამის ჯერ ისევ ფერმკრთალ სახეს.
ისევ ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე, ცდილობდა ცოტაც მოეთმინა და ჯერ-ჯერობით არაფერი ეთქვა.
ძალით ნაჭამი რამდენიმე ლუკმა დღეში რამდენჯერმე და ორიოდე დღეში სიცოცხლის ფერებშეპარული სახე. დამიანეს ბედნიერებასა და ტკივილს საზღვარი არ ჰქონდა. მოსალოდნელი საუბრის სიმძიმე, ვერგანჭვრეტილი მოსალოდნელი შედეგები შინაგანად შლიდა. იმ დღეს პირველად წავიდა მარიამი მაღლივში. ლექციების შემდეგ კიბეებზე დამიანე დახვდა. მუქი ჯინსის შარვალი, ტყავის კედებით, თხელი დუტის კურტკა, თითქმის ბოლომდე გადაპარსული თმა, ნერვიულად მოთამაშე გრძელი თითები. საოცრად სიმპათიური იყო, ასე არაფრით გამორჩეულად ჩაცმულიც კი. ყოველთვის გემოვნებიანი და დახვეწილი, მარიამს გული მოეწურა მოაჯირზე მიყრდნობილი ქმრის დანახვაზე.
-როგორ ხარ? - მოუთმენლად ჰკითხა დამიანემ.
-კარგად ვარ, დიდი მადლობა.
ისევ დუმილი, მანქანა სამების ეზოსთან გაჩერდა. ტაძარში უამრავი ხალხი იყო, მათი შესვლიდან რამდენიმე წუთში არქიმანდიტრმა ადამმა ქადაგება დაიწყო.
„პატრიარქის ინიციატივის შემდეგ თემა აბორტი, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. უამრავი ადამიანი მოგვმართავს კითხვით. დღეს, როგორც პროფესიით ექიმმა, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. აბორტი, ორსულობის ნერბისმიერ ეტაპზე, საკუთარი შვილის მკვლელობაა. ჩანასახი უკვე არის სიცოცხლის უფლების მატარებელი, სულიერი არსება. ადამიანები კი ხშირად ვუტოლებთ ღმერთს თავს, ზოგჯერ ისე ვამპარტავნობთ, რომ თავი უფალზე მოწყალედაც მოგვაქვს. უამრავი ადამიანი კითხულობს, რა უნდა ქნას, თუ იცის რომ მისი ჯერ არდაბადებული შვილი ავადაა. ამაზე ერთდაერთი პასუხი არსებობს, ტაძრის შემოსასვლელშიც ნახავთ ყუთს, რომელიც ერთ-ერთი მძიმედ დაავადებული ადამიანის დასახმარებლად დაიდგა. მოდი მოვკლათ ის ადამიანი, ხომ ავადაა, რატომ უნდა ვიწვალოთ, რატომ ვაწვალოთ. ამას რომ ვამბობ, ადვილია ჩვენს სახეებზე აღშფოთების წაკითხვა, მაგრამ როდესაც ჩანასახს, ნაყოფს, ჯერ არადბადებულ ბავშვს ეხება საქმე, ეს აღშფოთება სადღაც ქრება და მას მოჩვენებითი მოწყალება ცვლის. ეს კი უდიდესი ცოდვაა. უნდა გავიგოთ, რომ ნებისმიერი აბორტი, თუნდაც კონსტიტუციით კანონიერად მიჩნეული, ჩვენი საკუთარი შვილის, ჩვენივე ხელითა და ნებით სიკვდილია. არადა, როგორ ვსაყვედურობთ ხოლმე უფალს ჩვენი შვილები რომ მიჰყავს, ჩვენი უმრავლესობა სწორედ ამ დროს ჰკარგავს რწმენას. ეს არის ჩვენი უბედურება. ამ ცოდვის სიმძიმეს ვერ ვიაზრებთ...“
დამიანე თვალს არ აშორებდა მარიამს, რომელის სახე ნელ-ნელა კარგავდა ფერს. უნდოდა ეს ყველაფერი მოესმინა, მაგრამ ისე შეეშინდა მალევე გაიყვანა ტაძრიდან. ისევ ვერ ნათქვამი სიმართლე, ისევ დუმილით მივიდნენ სახლამდე.
-ვიცი რომ იცი. - ძლივს ამოილუღლუღა მარიამმა მანქანიდან გადასვლისას. მიხვდა რომ დამიანე არასდროს მოსთხოვდა აბორტის გაკეთებას.
-ახლა შენ სუსტად ხარ, მერე ვილაპარაკოთ.
-არ ვარ სუსტად. -გულუბრყვილოდ ახედა მარიამმა.
-კარგი, მაშინ შევიდეთ სახლში.
მარიამი დივანზე ჩამოჯდა, დამიანემ რამდენჯერმე გაირა მანძილი ერთი კედლიდან, მეორემდე.
-დამიანე.
-ავღანეთში წასვლისას ვფიქრობდი, რომ ნელ-ნელა რაღაცებით აღარ შეგზღუდავდი, მოგცემდი ჩემს გარეშე და ზოგადად თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. არჩევანის თავისუფლებას, თუნდაც იმ შემთხვევაში თუკი ვინმე მოგეწონებოდა. ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ხარ, მინდა ბედნიერი იყო და მე რომ ვერ გაგაბედნიერებ ეს ვიცი. შენი ორსულობა ყველაფერს ცვლის. ვხვდები რომ საშინელებაა მოძალადე ქმრისგან შვილის გაჩენა, ვხვდები იმასაც რომ არაფრის თხოვნის უფლება არ მაქვს. მაგრამ გევედრები ოღონდ ჩვენი შვილი არ მოკლა. გევედრები მარიამ, ვიცი რომ ეს გაგანადგურებს, ვიცი რომ ვერ აიტან ამ ცოდვით ცხოვრებას. ჩემს გამო ეს არ უნდა გააკეთო. როგორც კი ორივენი კარგად იქნებით საერთოდ წავალ, თუ არ გენდომება ბავშვს არც ჩემი გვარი ექნება და საერთოდ არ ვნახავ. უბრალოდ მეცოდინება რომ კარგად ხართ. ყოველთვის ვამბობდი რომ შვილები არ მინდოდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ არ არსებობს უფრო დიდი წყალობა ღვთისგან, ვიდრე შენთვის ყველაზე ძვირფასი ქალისაგან შვილის შეძენა. მას არაფერი დაუშავებია, გემუდარები. - დამიანე მარიამის წინ დივანთან ჩაცუცქულიყო, აწყლიანებული თვალებით აჰყურებდა ცოლს და ხვდებოდა როგორ ეპარებოდა ხმაში ბზარები.
-არ მინდა აბორტის გაკეთება. - ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა.
-შენ გეგონა რომ მე გთხოვდი ამას და ამიტომ წახვედი?
-არ ვიცოდი შენთვის როგორ მეთქვა. თან, ეგ მართლა ვიფიქრე. - მარიამს ცრემლები წამოუვიდა. - შენ ხომ შვილი არ გინდოდა. მაგრამ მარტო შენს გამო არ წავსულვარ, მინდოდა მეც გავრკვეულიყავი, მეგონა ჩემი მშობლები ახლა მაინც დამეხმარებოდნენ.
-ნუ ტირი გთხოვ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-დედაჩემმა მითხრა რომ ყოველთვიურად ფულს უგზავნი. ამას როგორ უკეთებს, შენ არ ხარ ვალდებული მათზე იზრუნო. ჩემი ნახატების ფული საკმარისია.
-მე მათთვის არაფერს ვაკეთებ, მინდა რომ მშვიდად იყო, არც ისინი გაწუხებდნენ და არც შენ ნერვიულობდე მათზე.
-შენ არ ხარ ვალდებული.
-გთხოვ, ჩემზე და შენს მშობლებზე აღარ იფიქრო. ახლა თქვენ ორნი ხართ მთავარი. ოთახამდე მიგაცილებ. - უხმოდ მიიყვანა ოთახამდე და თვითონ მისაღებში ჩამოჯდა. მომდევნო თვეებში ეს მის მუდმივ სამყოფელად იქცა.
რადგან მარიამი არაფერის სურვილს გამოთქვამდა დამიანე ყველაფერს ყიდულობდა. ქალს, რომელიც დამხმარედ დაიქირავა, გამუდმებით თხოვდა მარიამთან შესულიყო და ეკითხა რამე ხომ არ უნდოდა. ვერაფრით იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს, ტკივილი და ბედნიერება ერთიანად უფორიაქებდა სულს.
*****************
უკვე ახალი წელი მოახლოებულიყო, ისინი კი ვერაფერს გრძნობდნენ. მარიამს ისევ სუსტად იყო, უმეტესად ისევ საწოლში, დამიანე კი მართლა არ დგებოდა მისი ოთახის სიახლოვეს მდგომი სავარძლიდან, სახლში ყოფნისას. ყველა მოძრაობას ისე აკვირდებოდა, თითქოს თვალებით იჭერდა. გულს უწვავდა მისი დაღლილი სახე. ნოდოს გამო არსად აპირებდნენ აღნიშვნას, არადა დამიანეს არც ის უნდოდა ასე შეხვედროდნენ ახალ წელს. ლეილასა და ბიჭების მოულოდნელმა ჩამოსვლამ ყველაფერი გამოასწორა. მხიარულებამ მთელი სახლი მოიცვა, მარიამსაც კი დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, დამიანეს ისიც კი ეჩვენებოდა, რომ მათთან ერთად უკეთესადაც იკვებებოდა. ტყუპები ორში მოსკოვში მიფრინავდნენ. თან მშობლები ენატრებოდათ, თან კი არაფრით ეთმობოდათ ბებიასეული სითბო. ეს დღეები სინათლის კუნძულივით იყო წყვდიადში. იშვიათად დამიანესაც კი უნათდებოდა ხოლმე სახე, მასაც ეცინებოდა ტყუპების სიცელქესა და ხუმრობებზე.
ლეილა ძალიან განიცდიდა, ცვლილებებს მარიამში, რომელიც ვერაფრით აეხსნა, ეგონა ავად იყო და უმალავდნენ.
-შვილო, მართლა კარგად ხარ? ექიმთან იქნებ მაინც მისულიყავი. -ფრთხილად უთხრა ლეილამ, მეორე საღამოს. მარიამმა ცოტა ხანს უყურა მის შეწუხებულ სახეს და ვერაფრით მოითმინა, თან ხვდებოდა რომ ცოტა ხანში უბრალოდ ვეღარ დამალავდა ამ ამბავს.
-მამიდა ორსულად ვარ. - ლეილას სახეზე დანახულმა გულწრფელმა სიხარულმა ცრემლებამდე მიიყვანა.
-მარიამ, ნამდვილად იცი? დამიანემ? რა თქვა?
-კი, ნამდვილად ვიცი და დამიანემაც იცის. მასაც ძალიან უხარია.
-უფალს მადლობა, შვილო, უფალს მადლობა. მამამისი სულ შვილიშვილზე ოცნებობდა, მიუხედავად იმისა რომ დამიანე პატარა იყო. ჩვენი გვარი ძალიან მცირერიცხოვანია, ჩემი ძმა ძალიან განიცდიდა ერთი შვილის მეტი რომ არ ჰყავდა, მაგრამ სულ იმას ამბობდა ჩემი ვაჟკაცის იმედი მაქვსო. მერე კი, იმ ტრაგედიამ, დამიანეს სულ გაუქრო მომავლის სურვილი. - ტირილისაგან ძლივს ითქვამდა სულს ლეილა, კინაღამ გაეჭყლიტა მარიამი. - აქამდე რატომ არ გვითხარით შვილო?
-გვინდოდა ახალი წლის ღამეს გვეთქვა. - ვერც გაიაზრა, როგორ მოიფიქრა ასე უცებ.
***************
-დამიანე, რაღაც უნდა გითხრა. - გაუბედავად უთხრა მარიამმა, როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა.
-რამე მოხდა, ხომ კარგად ხარ? - ერთიანად შეიპყრო შიშმა და მოუთმენლობამ.
-მე კარგად ვარ. ლეილა მამიდას ვუთახრი, რომ ორსულად ვარ, ეგონა რომ ავად ვიყავი და არაფერს ვეუბნებოდი. თან მაინც გაიგებდა ცოტა ხანში. - თითქოს თავს იმართლებდა მარიამი. დამიანესთვის კი ეს პატარა რაღაცაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ემოციებს ვერ იტევდა, ისევ გუდავდა მარიამის გულუბრყვილობა.
-წარმომიდგენია როგორ გაეხარდა.
-კი, ძალიან, ალბათ თვითონ გეტყვის რომ შეხვალ.
****************
ბიჭებმა, ყველაზე მეტად შეიცხადეს ეს ამბავი. მარიამს თითს არაფერზე აკარებინებდნენ.
-ჩვენი პატარა ბიძაშვილის გაჩენის დროს უეჭველად ჩამოვალთ. რა მაგარია, როგორც დამიანე გვზრდიდა ჩვენ, ჩვენც ისე გავზრდით. - აღფრთოვანებისაგან თვალები უბრწყინავდათ აეროპორტში. - მანამდე კი თქვენ მიხედეთ. - თქვა სასაცილოდ გაჯგიმულმა გიომ. - სულ უნდა დავკბინოთ და დავჩქმიტოთ ხოლმე, დამიანე სულ ასე გვიშვრებოდა.
დამიანე უსმენდა ტყუპებს და ბედნიერებისაგან, არც კი იცოდა სად იყო. თვითონ ვერ კი ბედავდა შვილზე ფიქრს, მითუმეტეს ასე თამამად, ბიჭებმა კი ყველაფერი ისე ნათლად, გულწრფელად და ემოციურად აღწერეს, ვერაფრით აშორებდა თვალს მარიამის მუცელს, რომელიც ოდნავადაც კი არ წამოზრდილიყო ჯერ. მარიამიც რაღაც არაბუნებრივს გრძნობდა, სასიამოვნო გაურკვევლობას, შეუმჩნევლად აპარებდა თვალს დამიანეს დაბნეული სახისაკენ.
*******************
დამიანეს ისე ეშინოდა, მარიამს არაფერზე ენერვიულა, ცდილობდა შეძლებისდაგვარად შორს დაეჭირა თავი. შიშით კიდევ არაფერი ეიძულებინა, ცდილობდა ყველა მისი სურვილი გამოეცნო და თავისი ინიციატივით არაფერი გაეკეთებინა. ხვდებოდა როგორ გაუჭირდებოდა მიცემული სიტყვის დაცვა, მათგან სიშორე, მაგრამ შეგრძნება, რომ ისინი კარგად იქნებოდნენ, ყველაფერს ფარავდა. ანერვიულებდა მარიამის გაურკვევლობაც, მისი ყოველთვის ჩაფიქრებული და დაღლილი სახე. ნოდოს ორმოციზე, რომელიცთითოეული მათგანისთვის, გაუსაძლისად მძიმე იყო, ლიკამ ტირილით მოუხადა ბოდიში, სამძიმარზე ნათქვამი სიტყევბისთვის. დამიანეს ისევ ფიქრობდა, რომ იმ დღეს მის გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითქოს მაინც შეუმსუბუქდა რაღაც, რაც დაუნდობლად თელავდა მის სულს.
********************
-ხვალ დილით ექიმთან უნდა მიხვიდე, საავადმყოფოში ყოფნისას დაგიბარა, დამავიწყდა, რომ მეთქვა. -სანახევროდ შესულიყო ცოლის ოთახში, ნაღვლიანი მზერით სწავლობდა მის გამომეტყველებას.
-კარგი, დამიანე, დიდი მადლობა.
-ათისთვის წაგიყვან. ახლა ხომ კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ.
-მშვიდი ძილი.
-შენც.
******************
ათის ნახევრისთვის დამიანე მოუსვენრად დადიოდა სახლში. მარიამის გამოჩენამ აიძულა გაჩერებულიყო. მისი დიდრონი გულუბრყვილო თვალები, სუსტი სხეული და რაღაც გასაოცარი სითბო, რომელიც მისი სიახლოვისას ეპატრონებოდა გონებას ურევდა. საავადმყოფოს კარამდე მიაცილა, გაყინულ კიბეებზე რომ არ აცურებოდა ფეხი, როგორც კი შენობაში შევიდა, მაშინვე გამობრუნდა. იმ დღეს პირველად უნდა ენახათ თავიანთი პატარა.
მარიამმა, იცოდა რას ნიშნავდა ახლა დამიანესთვის მანქანაში ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს ვერაფერი მოუხერხა, ვერაფრით იმეტებდა ქმარს, იმ რაღაცეების გამოსატოვებლად, რაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ან ნახავ, ან ვერა. ახლაც, პირველად უნდა ენახათ, თავიანთი შვილის პაწაწინა გამოსახუება. ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, უკან რომ მობრუნდა. დამიანეს ეგონა რაღაც მოხდა, თავისი სახელი რომ გაიგონა, მაშინვე შებრუნდა შეშინებული.
-შენ არ შემოხვალ? -ჰკითხა უხერხულობისაგან ლოყებაწითლებულმა.
-მე? მე მანქანაში დაგელოდები.
-არ გინდა რომ ნახო?
-არ მინდა რომ ინერვიულო. - უპასუხა გაბზარული ხმით, თავდახრილმა. ძლივს გადაეყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი.
-არ ვინერვიულებ.
დამიანეს არ ახსოვდა როგორ აიარა კიბეები. ისევ ის არდამსახურებული სიკეთის განცდა... და ის, ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი...
ექიმის კაბინეტში შესვლისას დამიანეს საკუთარი გულის ცემა ესმოდა, ვერაფრით მოძებნა ადგილი. უკვე ოცდათექვსმეტის ხდებოდა, ახლა კი პატარა ბიჭივით ნერვიულობდა. პატარას გამოსახულების დანახვაზე ჯერ არ განცდილმა ემოციებმა შეიბყრო. მთელი სხეულში თითქოს ჭიანჭველები დადიოდნენ, ისეთი ჭიანჭველები ყველა უჯრედში უსაზღვრო ბედნიერება რომ შეჰქონდათ. ექიმს ეღიმებოდა მისი დაბნეული, გაბრწყინებული სახის დანახვაზე. იმ წამებში, დამიანეს სჯეროდა რომ ნამდვილი ოჯახი იყვნენ. მარიამი კი ნელ-ნელა იწყებდა იმის გააზრებას, რომ მასში ახალი სიცოცხლე ცხოვრობდა. უხმოდ გამოვიდნენ კაბინეტიდან. მარიამს ისევ თხოვეს ფრთხილად ყოფილიყო.
-გთხოვ, გამოცდებზე ნუ გახვალ. ბავშვის გაჩენის შემდეგ გააგრძელებ სწავლას.
-დამიანე, არ მინდა ეს სემესტრი ტყუილად დავკარგო, ამ გამოცდებს ჩავაბარებ და მეორე სემესტრისთვის ვნახოთ როგორ ვიქნები.
-მარიამ, გარეთ ცივა, შენ კიდევ მაღლივში უნდა იარო, ნორმალური გათბობაც კი არაა. თან სამეცადინოც ბევრი გაქვს.
-სულ გაუნძრევლად რომ ვიყო ეს უარესი იქნება, ჩემი კურსელებიც იყვნენ ფეხმძიმედ, მაგრამ თითქმის ბოლო თვემდე ჩვეულებრივად იარეს.
-კარგი, გამოცდებზე შევთანხმდეთ, მაგრამ მომდევნო სემესტრზე კიდევ ვილაპარაკებთ.
-კარგი.
დამიანემ მარიამი სახლში დატოვა, თვითონ კი ბაზაზე წავიდა.
გამოცდებისთვის მართლაც უამრავი სამეცადინო ჰქონდა. დამიანეს მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც მათი დამხმარე ქალიც მთელი მონდომებით ეხმარებოდა, უამრავი საკვების მიღება უწევდა. თითქმის ყველა გამოცდაზე თვითონ მიყავდა და იქ ელოდებოდა. მხოლოდ ერთხელ მოუწია დავითს მისი მაგივრობა გაეწია. მარიამის ფიზიკური მდგომარეობის პროპორციულად უარესდებოდა დამიანეს მდგომარეობა. ხვდებოდა, რომ ცოლის სახეს ფერი დაუბრუნდა, გამოცდებმაც დაიკავეს მისი გონება, მაგრამ მის ტკივილიან სახეს არაფერი შველოდა. თვითონ თითქმის არაფერს ჭამდა და ძალიან ცოტა ეძინა.

**************
-მეუღლის იუბილეს გილოცავ. - ტელეფონის აღებისთანავე მხიარულად შესძახა ლაშა-გიორგიმ. მარიამი ძალიან შეწუხდა, მან არაფერი იცოდა, არც დამიანეს შეუმჩნევია დილით რაიმე.
-დიდი მადლობა, ლაშა-გიორგი. - როგორც იქნა მოახერხა.
-სად არის, მაინც მუშაობს ხომ?
-კი, დილით წავიდა.
-ასეც ვიცოდი, ეგ ხომ არაადამიანია რა, თავის დაბადების დღეზე მაინც დაისვენოს. პატარა ბორძიკული როგორაა? ხომ კარგად ხართ მარიამ?
-კი, ლაშა-გიორგი, კარგად ვართ.
-მაშინ, იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ. ვიცი რომ ნოდოს გამო აღნიშვნა არ უნდა, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვალთ.
-დამიანეს ძალიან გაეხარდება, გელოდებით.
-საღამოს მანდ ვართ, შენ არაფერი გააკეთო, მოვალთ და სადმე გავიდეთ, ლუკასაც წამოვიყვანთ.
-კარგი, გელოდებით, ლაშა-გიორგი.
დამხმარე ქალს, ძლივს მიაგნო ეზოში.
-ნანი დეიდა, შეგიძლიათ საყიდლებზე გამომყვეთ.
-რა თქმა უნდა შვილო, ოღონდ შენ რამე მოინდომე. - თბილად უთხრა ქალმა, რომელიც სულ მისი უჭმელობით იყო შეწუხებული.
-დღეს დამიანეს დაბადების დღეა და მინდა რაღაცები გავუმზადოთ.
-კარგი, მაშინ ახლავე წავიდეთ რომ მოვასწროთ.
-მე უკვე მზად ვარ, დავითი წაგვიყვანს.

****************
არც ახლა იცოდა სწორად იქცეოდა, თუ არა, მაგრამ ძალიან უნდოდა ის გაეკეთებინა, რისი სურვილიც უბრალოდ სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. სწრაფად იყიდეს ყველაფერი და სახლში დაბრუნდნენ.
-მარიამ, ძალიან არ გადაიღალო, თუ გინდა კიდევ ვინმეს მოვიყვან და ის დაეხმარება ნანის. - აფორიაქებულმა დავითმა, მუდარით სავსე თვალებით უთხრა.
-დავით, გეფიცები კარგად ვარ, თუ დავიღლები აუცილებლად გეტყვი. - მარიამს ყოველთვის ათბობდა, გოლიათის გულწრფელი სიყვარული და მამაშვილური ზრუნვა. მის სიახლოვ ს განსაკუთრებულად სტკიოდა მშობლების სიცივე, მაგრამ თან ძალიან ბედნიერი იყო მისი გაცნობა რომ მოახერხა.
სამზარეულოში სამივენი თანაბრად მუშაობდნენ, დავითი ცდილობდა როგორმე მისთვის შესაფერი საქმე ეპოვა. მარიამი, გასაოცარი იყო, მაგრამ ამ ორი თვის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს კარგად. ისე იყვნენ საქმეში გართულნი, ვერავინ გაიგო დამიანეს დაბრუნება. სამზარეულოში წინსაფრიანი ცოლის დანახვაზე ფერები გადაუვიდა.
-მარიამ, რას აკეთებ?
-არაფერს. - ისე უპასუხა, დაიჯერებდით, რომ მართლაც არაფერს აკეთებდა.
-მიხარია, რომ კარგად ხარ, მაგრამ გთხოვ, ზედმეტს ნურაფერს გააკეთებ. - დამიანეს გვერდულად გადაეხარა თავი და სასაცილოდ, ოდნავ შეჭმუხნული შუბლით და მოჭუტული თავლებით ცდილობდა ცოლის დაყოლიებას.
-კარგი. -უთხრა მშვიდად და სამზარეულოდან გამავალს უკან გაჰყვა.
დამიანემ ფეხის ხმაზე მოიხედა.
-დაბადების დღეს გილოცავ! - უთხრა საოცრად თბილი ხმითა და ყველაზე გრძნობიერი სახით.
-ვინ გითხრა?
-რაც მთავარია შენ არ გითქვამს, ხომ შეგეძლო გეთქვა?
-შემეძლო, მაგრამ ეს ხომ მნიშვნელოვანი არაა.
-ლაშა-გიორგი და ანდრია მოვლენ. იციან, რომ აღნიშვნა არ გენოდომებოდა, მაგრამ მაინც გამოვალთ მოსალოცადო. ლეილამ ბოდიში მოგიხადა, რომ ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
-ხო, მეც მელაპარაკა. დიდი მადლობა და ბოდიში ასე რომ შეწუხდი ჩემს გამო.
-არ შევწუხებულვარ.
-მეტი აღარაფერი გააკეთო, რა.
-არა, ყველაფერი მზადაა თითქმის.
-კარგი, მართლა ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებ. შენს სიკეთეს საზღვრები არ აქვს, იმ ყველაფრის შემდეგ.
-გთხოვ, დღეს ამაზე არ ვილაპარაკოთ. - წამიერად შეეცვალა სახე მარიამს.
-დიდი მადლობა, წყალს გადავივლებ და მეც მოგეხმარებით.
-კარგი.
დამიანე, შესვლისთანავე გამობრუნდა ოთახიდან.
-ეს მართლა ზედმეტია, მარიამ.
-შენ ძალიან ლამაზად მომილოცე დაბადების დღე, მე ვალდებული ვიყავი.
-შენ ჩემთან არაფრით ხარ ვალდებული.
-მაშინ მინდოდა. - მოულოდნელად ასწია თავი, მისმა აწყლიანებულმა, დიდრონმა თვალებმა დამიანე დაამუნჯა. თავს აჯერებდა, რომ ის, რასაც ხედავდა ამ თვალებში, მხოლოდ მისი სურვილი იყო და არა რელობა. ასე უფრო უადვილდებოდა ფიქრი, მასთან განშორებაზე.
-ძალიან ლამაზია, საოცარი.
-ადრე დავხატე, მინდოდა მომეცა შენთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, დღეს კი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-დიდი მადლობა.
ნახატზე, ის ადგილი იყო გამოსახული, სადაც დამიანეს მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული. მისი საყვარელი საბანაო, შორს კი ლეილას სახლი. ძალიან ლამაზი ბუნება და მთის გამჭვირვალე წყალი. დამიანეს არაერთხელ აღენიშნა, რომ ეს ადგილი მისთვის ყველაზე ნათელ პერიოდთან იყო დაკავშირებული.
დამიანე ისევ გრძნობდა რომ თავს ვერ აკონტროლებდა, სასწრაფოდ გამოვიდა ოთახიდან, რომ როგორმე ეიძულებინა თავი არ მიახლოებოდა მარიამს.
-ნანი სად არის? - დამიანემ სტუმრები გააცილა, სახლში შებრუნებულს კი მარიამი მარტო დახვდა გასარეცხი ჭურჭლით ხელში.
-უკვე ღამის ორი საათია, შემეცოდა და გავუშვი.
-კარგი, მაგრამ შეეშვი რა ამ ჭურჭელს, დილით რომ მოვა დარეცხავს, არაფერი მოუვა ასე თუ იქნება.
-არც მე არაფერი მომივა, მართლა კარგად ვარ, თან ნახევარზე მეტი ჭურჭელი უკვე დარეცხა.
-მარიამ!
-კარგი რა, დამიანე, რა მომივა?! მსიამოვნებს, როგორც იქნა რაღაცის კეთების თავი რომ მაქვს.
-ხვალ ბოლო გამოცდა არ გაქვს?
-არა, სამი დღის შემდეგ მაქვს.
-მაშინ მეც მოგეხმარები და უფრო მალე მოვრჩებით.
-შენ ხომ მუშაობ და ძილი არ გეყოფა, ისედაც სულ ექვსზე დგები.
-ასეთი როგორ ხარ?! - ყრუდ, თითქოს თავისთვის იკითხა დამიანემ და მაგიდაზე დარჩენილი ჭურჭლის სამზარეულოში გატანას შეუდგა. ყველაფერში დაეხმარა, ჭურჭლის დამშრალებასა და თავის ადგილას შელაგებაშიც კი. ორ საათში სახლი მთლიანად მილაგებული ჰქონდათ. „ხომ კარგად ხარ?“ „ხომ არ დაიღალე?“ მხოლოდ ამ კითხვებითა და მარიამის უარით შემოიფარგლებოდა მათი საუბარი. ერთმანეთთან მარტოდ დარჩენილნი ვერასდროს ახერხებდნენ ლაპარაკს, გრძნობდნენ, რომ ყოველი ზედმეტი სიტყვა, შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო.
-დღეს ძალიან კარგი დღე იყო, შენი წყალობით. მართლა არ ვიცი ასეთი როგორ ხარ, შენი სითბო და სიკეთე გადამდებია. გააზრება, რომ ასე მე მექცევი, მაგიჟებს. ძალიან დიდი მადლობა.
-არაფრის, დამიანე. - სწრაფად უპასუხა და ოთახში შევიდა. ვეღარაფრით გაეძლო, ამ მოჩვენებითი ბედნიერებისთვის და ერთმანეთთან სრული უსიტყვობის. მთელი საღამო, თითქმის სჯეროდა, რომ ყველაფერი მართლაც ისე იყო, როგორც სხვებისთვის ჩანდა. ყველა ჯერ არ დაბადებულ პატარაზე ლაპარაკობდა, ანდრია და დამიანე იხსენებდნენ თავიანთ ბავშვობას, დამიანეს ბავშვობის სურათებს და მხიარულად გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ რითი ემსგავსებოდა პატარა მამას. როგორ გაათამამებდა მათი ძმაკაცი პირმშოს. უყურებდა ამ დროს დამიანეს განაცრისფრებულ სახეს და მხოლოდ მისი დაბერილი ნესტოებით გრძნობდა მის სიცოცხლეს. თავი ზოგჯერ მონსტრი ეგონა, გრძნობდა როგორ ტანჯავდა მას და როგორ ტკიოდა თვითონ. მაგრამ ვერც რაიმე გადაეწყვიტა. ეშინოდა, რომ ბოლომდე ვერ აპატიებდა, ეშინოდა, რომ მისი მიყვარხარ, არ იქნებოდა ის რაც უნდა ყოფილიყო. ეშინოდა იმ ყველაფრის, რაც მათ შორის იყო, თუნდაც ტრაგედიის, რომელიც არ შეიძლება დაგვიწყებოდა.
დამიანე კი ამ დღეს დაენაწევრებინა. თვალებდახუჭული მიწოლილიყო სავარძელში და ყურში განუწყვეტლივ თავიანთი პატარას გულის ცემა ესმოდა. ასე იყო მას შემდეგ, რაც პრველად გაიგონა ეს ხმა. ისევ ვერაფრით თმობდა მარიამის სიახლოვეს, ოთახში გასვლაზე არც კი უფიქრია...

**************
დამიანე გრძნობდა რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ემოციური ხდებოდა. მარიამის ოდნავ წამოზრდილ მუცელს ჭკუიდან გადაhყავდა, მის სიახლოვეს მართლა ვერ აზროვნებდა და გამუდმებით ცდილობდა მისგან შორს ყოფილიყო. პატარას უფრო გამოკვეთილ, გაზრდილი სხეულის დანახვამ, აგრძნობინა, რომ ამ ყველაფერს ვერ ყოფნიდა.
-ბიჭია. - ღიმილით ახარა ექიმმა. დამიანე ვეღარ იმორჩილებდა სხეულს, მარიამის გულწრფელმა, ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა მთელი სისრულით მოიცვა. ახლაც, რაღაც განსაკუთრებულს გრძნობდა შინაგანად. ყოველ წამს უფრო და უფრო დიდი სინანული მოჰქონდა. გააზრება, როგორი ბედნიერი შეიძლება ყოფილიყო ახლა მისი ცოლი, თვითონ, რომ არა მისი ამაზრზენი საქციელი საკუთარ, ისედაც შეზიზღებულ თავს, უარესად აზიზღებდა.
-კარგი იქნება, თუ ჰაერს გამოიცვლით, შეგიძლიათ ბაკურიანში ან გუდაურში ახვიდეთ. - უთხრა ექიმმა მარიამს, როდესაც მისი მდგომარეობის შემოწმებას მორჩა.
-კარგით, ექიმო, დიდი მადლობა. - უთხრა მოუთმენლად დამიანემ და მაშინვე ფიქრი დაიწყო, როგორ მოეხერხებინა მარიამის ქალაქიდან გაყვანა.

*************
-მარიამ, ზეგ გუდაურში ავალთ, ანდრია, იანა, ლაშა-გიორგი და ბავშვებიც მოდიან, ლუკასაც წამოვიყვან. ხვალ შვებულებას მომცემენ და სხვა ყველაფერი მოგვარებულია.
-მე კარგად ვარ, არ არის საჭირო ჩემს გამო გუდაურში წასვლა.
-რადგან ექიმმა თქვა ავიდეთ რა, სულ რამდენიმე დღე, თან ჯერ ისევ თოვლია იქ. იანასთან და ბავშვებთან მოგეწონება.
-კარგი.
-ახლა კი ჩაიცვი და საყიდლებზე წავიდეთ, უარი აღარ მიიღება. აღარ მინდა მარტო ჩემი გემოვნებით გიყიდო.
-დამიანე ყველაფერი მაქვს.
-სხვა ტანსაცმელი გჭირდება, ჩვენი პატარა ხომ ხედავ რომ იზრდება. - ისე უშუალოდ წამოსცდა ეს სიტყვები, როგორც კი გაიაზრა სული შეეხუთა. მარიამს, სახე მოექუფრა ტკივილისაგან და სწრაფად დათანხმდა. დამიანემ უამრავი რამ უყიდა, არაფრის გაგონება უნდოდა, მარიამიც ვერ ახერხებდა სათანადო წინააღმდეგობის გაწევას ხალხით გარშემოტყმული. ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ულამაზესი ირმები ეხატა, დამიანეს თხოვნით დაიხურა. ისეთი საყვარელი იყო, დამიანე ღიმილს ვერ იკავებდა, არაფრით დადებინა უკან. მორცხვად სცემდა პასუხს, როდესაც რჩევას ეკითხებოდა. ყოველთვის მოსწონდა ქმრის გემოვნებიანი, სადა, დახვეწილი ჩაცმულობა და ეშინოდა ცუდად არაფერი ერჩია. თან ეს ყველაფერი საშინელ უხერხულობას უქმნიდა.

***********************
ორ დღეში ყველანი გუდაურში იყვნენ. იანას, როგორც იქნა დაეძინებინა ალექსანდრე, მარიამს კი ლუკა. დაღლილები ჩამომსხდარიყვნენ დივანზე. ლაშა-გიორგი ცდილობდა ყველანი ბარში წასვლაზე დაეთანხმებინა. მარიამს უცებ სახე შეეცვალა, სწრაფად დაიდო ხელი მუცელზე. დამაინე გაფითრდა.
-მარიამ რა გჭირს? - თითქმის ერთხმად ჰკითხეს.
-გაინძრა, პატარა გაინძრა. - გაუბედავად წამოიძახა მარიამმა.
-დამიანე, რას გაშეშებულხარ, მოდი აქ. - აღფრთოვანებული იანა, არაფრით ეშვებებოდა დამიანეს, რომელიც ერთ ადგილს მილურსმვოდა. ბოლოს ბიჭების ხმამ გამოარკვია. ძლივს მიუახლოვდა მარიამს, გრძელი, ლამაზი თითები ნერვიულობისაგან უთრთოდა. გაუბედავად შეეხო მარიამის მუცელს, პატარას მოძრაობა, რომელიც მართლაც ადვილად შესამჩნევი იყო, რეალურს ხდიდა სხვა, სულ სხვა, სხვაფერი განზომილების არსებობას. ყველაფერი გაქრა, საერთოდ ყველაფერი, მარიამის ვერდამალული ბედნიერების, დიდრონი აწყლიანებული თვალების, პატარას სიცოცხლის წყურვილისა და ყველაზე დიდი სიყვარულის გარდა, რომელიც ადამიანს, მისთვის შეუძლებელს შეაძლებინებს ხოლმე.
დამიანეს საშინელი ძალისხმევა დასჭირდა თავი რომ ხელში აეყვანა, მაშინვე დათანხმდა ლაშა-გიორგის ბარში წასვლაზე. მიუხედავად ალექსანდრეს ძიძის იქ ყოფნისა, გოგოებმა მაინც უარი თქვეს წასვლაზე, ბუხარი და ცხელი ჩაი არჩიეს.
დამიანემ საოცარი სიფრთხილით გამოაღო კარი, მაგრამ მარიამს ეღვიძა. ატირებული ლუკა მიეწვინა გულზე და ფრთხილად არწევდა.
-მაპატიე, მომიყვანე და შენ დაიძინე. - ჩახლეჩილი ხმითა და ჩასისხლიანებული თვალებით მიუახლოვდა.
-ასე მალე რატომ დაბრუნდით?
-ასე გადავწყვიტეთ, არ იყო კარგი სიტუაცია. დიდიხანია რაც გაიღვიძა?
-არა, ახლახანს, მაგრამ მგონი იძინებს ისევ.
-მომიყვანე.
-მეყოლება დამიანე, შენ დაწექი.
დამიანე დივანზე ჩამომჯდარი ელოდა ლუკას ჩაძინებას, როგორც კი მარიამმა თავის გვერდით დააწვინა პატარა, თვითონაც მიწვა დივანზე. არც იმ ღამით ძინებია, ლუკა პირველივე წამოტირებისას აიყვანა ხელში მარიამი, რომ არ გაეღვიძებინა და პატარასთან ერთად ბუხართან მჯდომმა გაათენა ის ღამე. დილით ყველანი სასტუმროს რესტორანში შეიკრიბნენ, მარიამი და დამიანე თითქოს ერთმანეთს გაურბოდნენ წინა საღამოს შემდეგ. მარიამი თითქოს ისევ გრძნობდა ქმრის თბილი, აკანკალებული ხელის შეხებას.
-შენმა ქმარმა გაგვაგიჟა, ასეთი სენტიმენტალური და რომანტიკოსი როდის გახდა აზრზე არ ვართ. - როგორც კი შეკვეთა მისცეს, მაშინვე წამოიწყო ლაშა-გიორგიმ. დამიანე მაშინვე მიხვდა რის თქმასაც აპირებდა, მაგრამ მის შეკრულ შუბლს და განრისხებულ თვალებს შედეგი არ მოჰყოლია. -მარიამ, ბოლომდე მომისმინე და წინასწარ არ ინერვიულო. - სიცილით გააფრთხილა ლაშა-გიორგიმ. - გუშინ, როგორც კი მივედით ბარში, შენს სიმპათიურ ქმარს ეგრევე მიაქციეს ყურადღება. ეს იჯდა ასე, შუბლგაუხსნელად ბარის დახლთან, ვიღაც ქალი თვალებით ჭამდა, მე და ანდრია ვაშაყირებდით. ეს ქალი მოვიდა რაღაცებს ეკითხება, ეს იღრინება, წესიერად სიტყვა არ უთხრა. ბოლოს რომ მივხვდით ყელში ამოუვიდა, დამიანე ეუბნება ახლა ნეტა შენს ადგილას ჩემი ორსული ცოლი იჯდესო და ეგრევე წამოვიდა, ერთი საათი არ იყო გასული.
-ლაშა-გიორგი, აბა ანდრიაზეც მომიყევი რას შვრებოდა, გამთენიისას რომ მობრძანდით. - სიცილით ჰკითხა იანამ, ამით თითქოს დაძაბულობა გაიფანტა, მხოლოდ რამდენიმე წამით უყურეს თვალებში ერთმანეთს დამიანემ და მარიამმა. მარიამს არაერთხელ შეუმჩნევია, ქალების მოურიდებელი მზერა, საკუთარ თავსაც არ უმხელდა, რომ უნებურად, მაგრამ მაინც ეჭვიანობდა, ახლა კი, დამიანეს საქციელი ისევ ასე უნებურად, გულის სიღრმეში ძალიან ესიამოვნა.
„მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებდა“, ნანატრი თოვლი, მოთმინებით ქრებოდა, მაგრამ არც ერთს უნანია გუდაურში ასვლა. მაინც სასიამოვნოდ გაატარეს ის რამდენიმე დღე.
დაბრუნებულებმა, ლუკა დატოვეს სახლში. ლიკუნას გულწრფელად უხაროდა, ქმრის მეგობრები რომ არ ივიწყებდნენ მის ოჯახს. ნოდოს გარდაცვალების შემდგე, მათ ყველა პრობლემასა, თუ საჭიროებას ბიჭები აკმაყოფილებდნენ. თბილად მოეფერა მარიამის მუცელს და დაპირდა რომ შემდეგში აუცილებლად წავიდოდა მათთან ერთად.
-ტყუპებმა დარეკეს, უნდათ სახლში რომ მივალთ სკაიპით დაგველაპარაკონ. - თქვა სახლიდან გამოსვლისთანავე დამიანემ.
-ძალიან მომენატრნენ.
-მწც, ვერ ვიჯერებ უკვე ამხელები რომ არიან.
სახლში მისულებმა, გამოცვლისთანავე ტყუპებს დაურეკეს. 1+1+1=1, მარიამს სუნთქვა შეეკრა სკაიპზე გაკეთებული წარწერის დანახვაზე. ქვეცნობიერში შემორჩენილი უცნაური მაგალითი, ახლა კიდევ ერთი ერთიანით. ძლივს გაძლო ლაპარაკის დასრულებამდე, დამიანემაც რამდენჯერმე გადმოხედა, ვერაფრით აეხსნა მისი უეცარი აფორიაქება. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მარიამი ყველაზე წრფელ და უცნაურ აღიარებას მიუხვდა.
-ხომ კარგად ხარ? - გაუბედავად ჰკითხა დამიანემ, როგორც კი ტყუპებთან საუბარი დაასრულეს.
-კი, ალბათ ცოტათი დავიღალე, დასაძინებლად დავწვები.
-კარგი, თუ რამე გაწუხებს მითხარი.
-არაფერი, დამიანე, მშვიდი ძილი.
-შენც, უფალი გფარავდეს.
მარიამი მოუსვენრად დადიოდა ოთახში, ცრემლები ახრჩობდა. გააზრება, რომ დამიანეს უყვარდა, უყვარდა მაშინაც როდესაც პირველად წავიდა ავღანეთში ბევრ რამეს ცვლიდა. დამიანე კი ისევ სავარძელში იჯდა, შიში რომ ის კარგად არ იყო, მოსვენებას არ აძლევდა, ვერც შესვლა გაებედა, მაგრამ თითოეული ნაბიჯი ესმოდა ოთახიდან.
***********
ცოლის თანდათანობით უფრო წამოზრდილი მუცელი. უნებურად, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად გაჩენილი ოცნებები. დამიანეს მაინც ეფიქრებოდა მომავალზე, იცოდა, ყველაფრის ფასად რომ მოუწევდა მიცემული სიტყვის დაცვა, მაგრამ მარიამის დანახვა ანაწევრებდა. საოცარი ბედნიერებით ავსებდა მისი თითოეული თბილი გამოხედვა და უშუალოდ ნათქვამი სიტყვა.
******************
-მარიამ, ტყეში გავისეირნოთ, უკვე თბილა და თქვენთვის კარგი იქნება.
-კარგი, ახლავე გავემზადები. - ყრუდ ჩაილაპარაკა მარიამმა და თვალი შეავლო ქმრის შესამჩნევად გამხდარ სხეულს.
ბინდი ნელ-ნელა ეპარებოდა ტანმაღალი ხეების ჯარს. ახლადამოსული ბალახი შესაშური სიმწვანით იწონებდა თავს. მიდიოდნენ უხმოდ...
-ხომ არ გცივა? - ცადა ნახევარსაათიანი სიჩუმე დაერღვია.
-არა, სასიამოვნო ტემპერატურაა.
-ხვალ ისევ ექიმთან ვიზიტის დღეა.
-კი, მახსოვს, დიდი მადლობა.
-ხვალ ჩვენები რუსეთს ხვდებიან, რაგბში, არ გინდა რომ წამოხვიდე? - ისე უნდოდა, როგორმე გაერთო, ვერც კი გაიაზრა, როგორ დაპატიჟა, თავისი ექვსი თვის ფეხმძიმე ცოლი რაგბის საყურებლად, სტადიონზე. მარიამმა, გაოცებული სახით შეხედა. - ბიჭები და იანა მიდიან, ვიფიქრე შეიძლება შენც გდომოდა. - იანასთან იცოდა მარტივად მოაგვარებდა საქმეს, თუ ეტყოდა მარიამს უნდა წამოსვლაო. თავის ბავშვურ საქციელზე გულში გაეცინა, თან იმაზე დაიწყო ფიქრი, მარიამისთვის საშიში არ ყოფილიყო.
-მინდა, სტადიონზე არასდროს ვყოფილვარ.
-შენს ექიმს დავურეკოთ და თუ გვეტყვის რომ შეიძლება, წავიდეთ. ბოდიში წინასწარ რომ გითხარი.
-რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? - გაბუტული ბავშვივით წამოიძახა მარიამმა.
-ბევრი ხალხი იქნება, ხმაური და რა ვიცი.
დამიანემ სახლში მისვლისთანავე დაურეკა ექიმს, რომელსაც უარი არ უთქვამს. მეორე დღეს, ექოსკოპიამ კიდევ უფრო დაამშვიდათ, პატარა კარგად ვითარდებოდა და არც რაიმე პრობლემა იყო. დამიანეს უკვე შეეძლო მონიტორზე შვილის სხეულის, კიდურების გარჩევა. ეს რაღაც არაბუნებრივი შეგრძნება იყო ორივესთვის, ვერაფრით შეეჩვივნენ, ყოველი ვიზიტისაც აღელვებისგან ხმას ვერ იღებდნენ, ვითომ შეუმჩნევლად უყურებდნენ ერთმანეთს.
************************
იანას დათანხმება მართლაც არ გასჭირვებიათ. ბიჭები ჯერ ნოდოს საფლავზე იყვნენ, რომელიც წლების წინ საკმაოდ წარმატებული რაგბისტი იყო. ამ თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ჟინით უყურებდნენ, ქართველი ბიჭების წარმატებული თამაში კი ყველაზე დიდი სტიმული იყო, ყველა თამაშზე დასასწრებად. ახლა პირველად მიდიოდნენ ნოდოს გარდაცვალების შემდეგ და ყველას თავისებური სულიერი სიმძიმის დაღი დამჩნეოდა სახეზე.
უამრავი გულშემატკივარი, განსაკუთრებულად, თავისებურად განცდილი ყველა ლელო. დამიანეს დედამიწაზე ყველაზე მზრუნველი თვალები და ბედნიერება, რომელსაც ისინი ჰქვია.
მარიამის გულწრფელი სიახრული და 48:0. ემოცია, რომელიც დაუკითხავად გეპატრონება და ყველაზე ნათლად ნაგრძნობი ერთიანობა, ერთმანეთის გამარჯვებით ანთებულ თვალებში.
-როგორც კი ალექსანდრე და ლუკა წამოიზრდებიან, მაშინვე შევიყვანოთ რაგბზე, მერე შენი პატარაც ძმაო. აზრზე ხარ როგორი ძმაკაცები იქნებიან. - თბილმა ღიმილმა სახე გაუნათა ანდრიას, თითქოს უკვე ხედავდა მათ თამაშს, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა. -ისე შენ, სანამ ჩვენს შვილებს ძიას არ დაუძახებენ შენები, არაფერი იფიქრო. - სიცილით მიუბრუნდა ლაშა-გიორგის.
-მე თქვენი ბედნიერებაც მყოფნის და თქვენგან განსხვავებით ჩემს გემოზე ვცხოვრობ. - სასაცილოდ დაეღრიჯათ ლაშა-გირგი.
-შენ ქმრებს ნუ გვიქეზებ და გვიფუჭებ. - გამოაჯავრა, ვითომ გაბრაზებულმა იანამ.
******************
ყველა განსაკუთრებული სითბოთი სავსე დღე, უფრო და უფრო აშორებდათ ერთმანეთს. დამიანეს წონაში კლება და ჩაშავებული თვალები, ბიჭებს დიდი ხანია აწუხებდათ. არაფრით იჯერებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დამიანე ცოცხალი თავით არ ამბობდა არაფერს. არ უნდოდა მარიამს მათთანაც უხერხულად ეგრძნო თავი. ბიჭებსაც ვერანაირი მიზეზი ეპოვათ, ამიტომ ისევ ნოდოს გარდაცვალებასა და მარიამის სისუსტეს აბრალებდნენ ყველაფერს. ფიქრობდნენ, რომ ბავშვის დაბადება თავიანთ ძმაკაცს ძველ მდგომარეობას დაუბრუნებდა.
დამიანე ისევ მისგან სიშორეში პოულობდა შვებას, დღის უმეტეს ნაწილს ბაზაზე ატარებდა, რადგან ნანის სახლში ყოფნა აიმედებდა, ღამით კი ისევ სავარძელში ეძინა. ახლა რადგან სირბილს ვეღარ ახერხებდნენ, დამიანე ცდილობდა ყველა შესაძლებლობისას სასეირნოდ გაეყვანა, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულ, ფორმალურ თემებს ეხებოდნენ.
********************
ბაზიდან ახალი დაბრუნებული იყო, უკან მისვლა რომ სთხოვეს.
-მარიამ, უნდა წავიდე, ღამით ვერ მოვალ, ნანის უკვე ვთხოვე და დარჩება დღეს. თავს გაუფრთხილდი. - სახლიდან ისე გავიდა ეგონა სხეული სულიანად შინ, მისი შეშფოთებული თვალების დასამშვიდებლად, სავარძელში მძინარი დატოვა.
მარიამმა აწყლიანებული თვალები გააყოლა მის ძლიერ, ბრგე, სამხდრო ფორმით შემოსილ სხეულს. მართალია არაფერი უკითხავს, მაგრამ მისმა მოულოდნელმა წასვლამ, თანაც გამოუცვლელად ძალიან ააფორიაქა. მთელი ღამე არ ეძინა გამთენიისას მისი დაბრუნება არ გამოპარვოდა. ის კი არ დაბრუნდა. მთელი დღე დაძაბული იჯდა ეზოში, რომ მისი მანქანის ხმა შორიდანვე გაეგონა. პატარა თავისი გამუდმებული მოძრაობით, თითქოს ეხმიანებოდა დედის ნერვიულობას. საოცარი სინაზით ეფერებოდა შვილს, იცოდა რომ არ უნდა ენერვიულა, მაგრამ შიში მარწუხებივით შემოჭეროდა გულს. მოქუფრული ცა, დანაწევრებული ღრუბლების სიშავეშეპარული სითეთრე შემზარავი იყო.
-ნანი დეიდა, შეგიძლიათ დამიანეს დაურეკოთ, მე ტელეფონი დამიჯდა. ჰკითხეთ როდის დაბრუნდება. - გასძახა ეზოში გამოსულ ქალს აფორიაქებულმა.
-ტელეფონი გამორთული აქვს. - უთხრა, მოახლოებულმა ნანიმ, რამდენიმე წამში. შიში თანდათან უძლიერდებოდა. ვეღარაფრით ახერხებდა მოთმინების მოკრებას. მაშინვე აიღო ტელეფონი, რომელიც სულაც არ იყო დამჯდარი და გაუბედავად აკრიფა ნომერი.
ღამის ოთხი საათი იყო, უკვე მეასედ რეკავდა, იმ იმედით რომ ახლა მაინც გააგონებდა. არ აინტერესებდა,როგორ მიიღებდა ამას დამიანე, ან რას ნიშნავდა მისი ეს საქციელი.
ამ დროს კი დამიანეს ფეხზე მიღებულ ჭრილობას უკერავდნენ. უხაროდა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა ცოლის მდგომარეობა შეეტყო. როგორც კი ჭრილობის გაკერვას მორჩნენ, ექიმისთვის აღარ მოუსმენია, გაუჭირდა ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ იცოდა, რომ ის ნერვიულობა, ნერვიულობდა მიუხედავად ყველაფრისა. მაშინვე აიღო წინა დღით ჩაბარებული ტელეფონი და მანქანაში ჩაჯდა. ამდენი გამოტოვებული ზარის დანახვაზე, გული მოეწურა. თბილად აკოცა მის გაკეთებულ ჯვარს და გამეტებით დააჭირა მტკივანი ფეხი გაზის პედალს. ოც წუთში სახლში იყო. მარიამი სავარძელში ჩაძინებული დახვდა, კარის ხმაზე სასაცილოდ მოისრისა თვალები. რადგან დამიანე არ ელოდა, არც კი უფიქრია ოთახში შესულს კოჭლობა დაემალა.
-ფეხი გტკივა? - ჰკითხა შიშჩამდგარი თვალებით, მისი დანახვით უეცრად გამოფხიზლებულმა.
-სამსახურში გადამიბრუნდა და ოდნავ მტკივა სიარულისას. - რადგან შარვალი გამოცვლილი ჰქონდა, ეგონა მარიამს ადვილად დააჯერებდა, მაგრამ ჭრილობიდან გამოჟონილმა სისხლმა, რომელსაც გაფითრებული მარიამი თვალს არ აშორებდა, მისი ყურადღებაც მიიქცია. -მართლა არაფერია, მარიამ, ნაკაწრია. გთხოვ დაწექი, აქ ცოდო ხარ. - თითქმის ძალით მიიყვანა ოთახამდე, თან ცდილობა ფეხის ტკივილი არ შეემჩნია.
მარიამს საშინლად ტკიოდა მუცელი. რამდენიმე წუთი ფიქრობდა გაუვლიდა, მაგრამ გაძლიერებული ტკივილი სუნთქვას უკრავდა. შიშმა ხელები გაუყინა. კიდევ მოითმინა რამდენიმე წუთი, არ უნდოდა ტყუილად შეეწუხებინა დამიანე, მაგრამ დაშვებამ, რომ შეიძლება მათ შვილს რაიმე დამართნოდა ყველაფერი დაავიწყა. ძლივს მოახერხა დამიანესთვის დაძახება, რომელსაც წუთიც კი არ დასჭირვებია ოთახში შესასვლელად.
-ძალიან მტკივა. - ჩაილაპარაკა ყრუდ და მტირალმა სული ძლივს მოითქვა.
-ნუ გეშინია, მარიამ ნუ გეშინია. - შეუსვენებლად იმეორებდა დამიანე. არ უნდოდა შეემჩნია სისხლით დასვრილი ხელები. გამეტებით მიეკრა გულზე, მარიამის აკანკალებული სხეული და უფალს თხოვდა არ გაემეტებინა, მიუხედავად იმისა, რომ არაფრით იმსახურებდა წყალობას. ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, დაძაბული იმეორებდა გულში და გაუბედავად ჰკოცნიდა შუბლზე. დამიანეს შეშლილი სახის დანახვაზე, სახლის დაცვა მაშინვე მიხვდა რომ საჭესთან უნდა დამჯდარიყო.
-ნუ ტირი, გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება, გემუდარები ნუ ტირი. - დამიანე, ცდილობდა თვითონაც დაეჯერებინა თავისი სიტყვები. საავადმყოფოში გატარებული პირველი ორი საათი საშინლად გაიწელა. დამიანეს არავისთვის დაერეკა, დაცვის ბიჭიც კი უკან გაუშვა. თითქოს უნდოდა ტკივილს, მთელი ძალით, მარტოდმარტო შეჯახებოდა. ყველაფრისაგან დაცლილი, გაყინული თვალებით აკვროდა საავადმყოფოს ცივ კედელს. ექიმის დანახვისას, უბედურების მოლოდინში, ძლივს ამოიღო ხმა.
-საბედნიეროდ მცირე სისხლდენა ჰქონდა, მომდევნო რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. შეიძლება ნაადრევად მშობიარობა დაგვჭირდეს, ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ადრეც გითხარით, თქვენს შვილს ძალიან უნდა სიცოცხლე. თქვენმა ცოლმა კი ალბათ რაღაცაზე ძალიან ინერვიულა, ან შეიძლება ფიზიკური დატვირთვის ბრალი იყოს. ასე არ შეიძლება.
-ნაადრევად მშობიარობა საშიშია?
-არც ისე, მაგრამ სასურველი ნამდვილად არ არის. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს არ მოხდეს.
-ძალიან გთხოვთ.
-ხომ გითხარით, ყველაფერს გავაკეთებთ. ფეხი სულ სისხლიანი გაქვთ.
-არაუშავს, სერიოზული არაფერია.
-ასე არ შეიძლება, წამომყევით და გადაგიხვევენ.
-ჯერ რომ ვნახო არ შეიძლება?
-ჯერ სძინავს, ფეხს გადაგიხვევენ და მერე ნახეთ.
***************
საავადმყოფშოში გატარებულმა რამდენიმე დღემ საკუთარი თავისადმი უარესი ზიზღი გაუჩინა, მარიამი და პატარა ხომ მასზე ნერვიულობის გამო იყვნენ საფრთხეში. ამ დღეებმა, უფრო დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, უკვე აღარ ეჩვენებოდა შეუძლებლად მათგან შორს ყოფნა, მოკვდებოდა და ამას გააკეთებდა. კვირის ბოლოს მარიამი გამოწერეს, მაგრამ თხოვეს წოლითი რეჟიმი დაეცვა. დამიანეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის, ჩამქრალი თავლებით, ბეჭებში მოხრილი დადიოდა სახლში. ჩაშავებული უპეები, დაღლილი თვალები... უძილობისა და უჭმელობისაგან გამოფიტული სხეული გაუნძრევლად იჯდა სავარძელში. თავს მათზე უნებური ოცნების უფლებასაც კი აღარ აძლევდა. ნოდოს გარდაცვალების შემდეგ უკვე მეათედ კითხულობდა „სამ მეგობარს“, ტკივილს არაფრით აძლევდა სიკვდილის საშუალებას. ამ წიგნის პირველი წაკითხვის შემდეგ, ოთხივენი ერთმანეთს დასცინოდნენ რემარკს ნეტა რომელი გამოვრჩითო. მარიამი კი ამ დროს გაუბედავად ადგამდა ნაბიჯებს, საწოლიდან ოთახის კარამდე და უკან. ხვდებოდა, რომ სიყვარულმა ყველაფერი მოიცვა, რომ მისი ქმრის ღრმა, გაუსაძლისი ტკივილით სავსე თვალებმა ყელაფერი უპატიებელი დაიტია და შთანთქა. ვეღარ უძლებდა მის სიშორეს და ტანჯვას. ვეღარც გამოუთქმელ შიშს ყველა მისი სამსახურში წასვლის წინ. ვერც გამოუთქმელ ბედნიერებას, დამიანეს წარმოუდგენელი მზრუნველობისა და სითბოს საპასუხოდ. გაუბედავად გამოაღო კარები, ფეხაკრეფით მიუახლოვდა მის სავარძელს, გული ამოვარდნას ჰქონდა...
-შეიძლება, რომ კალთაში ჩაგიჯდე? - დამიანეს ეგონა მოესმა. მხოლოდ მისი აწყლიანებული, თვალები მეტყველებდა, რომ მისი სიტყვები გაიგონა. მერე კი... მერე მარიამის თბილი სუნთქვა იგრძნო ყელთან...
თითქოს პირველად იგრძნო თავი საკუთარ ადგილას. ბედნიერებისა და გამოჩენილი გაბედულებისაგან გული გამალებით უცემდა, გამეტებით ეკვროდა ქმრის სხეულს.
დამიანეს ყველაფერი დაავიწყდა, ეგონა გული ამოუვარდებოდა. სუნთქვითაც კი ფრთხილად სუნთქავდა, იმის გააზრებაც კი ზაფრავდა, რომ შეიძლება მარიამი უეცრად ამგდარიყო მისი მუხლებიდან. მოეშორებინა მსუბუქი ხელი მისი მხრიდან და ვეღარ ეგრძნო მისი აჩქარებული გულის ცემა, მისი მოუთმენელი სუნთქვა ყელთან. რამდენიმე წუთი დასჭირდა გაუბედავად ხელი რომ მოეხვია ბეჭებზე. მზად იყო ცხოვრების ბოლომდე ასე მჯდარიყო, გაუნძრევლად, უბრალოდ ეგრძნო, რომ მას ეს უნდოდა. უკვე საათზე მეტი გასულიყო, ისევ ჩვეული უსიტყვობა და ზღვარსგადასული ემოციები. მარიამმა იფიქრა, რომ დამიანეს ჩაეძინა. ვეღარაფრით მოითმინა, ფრთხილად აკოცა ყელზე, მაგრამ დამიანეს ისევ აჩქარებულმა გულის ცემამ მიახვედრა რომ ეღვიძა. დამიანეს უკვე მართლა ეპარებოდა ეჭვი ყველაფრის რეალურობაში. სურვილი ახრჩობდა მასაც ეპასუხა კოცნით, მაგრამ შიში, რომ დააფრთხობდა განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
-ასე ცოდო ხარ, რამდენი ხანია აქ გძინავს და ახლა მეც დაგემატე. - უთხრა, ისე რომ თავიც არ აუწევია მისი მხრიდან.
-მე, მე ყველაზე კარგად ვარ ახლა. შენ ცუდად ზიხარ? - წამოიძახა მოუთმენლად, შეშინებულმა, რომ ის მალე ადგებოდა.
მარიამი ხვდებოდა, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯით ვერ უთხრა ყველაფერი რაც უნდოდა რომ ეთქვა მისთვის. მისი ტკივილიანი, შიშით სავსე თვალები გაუსაძლისად ტკენდა.
-დამიანე, აღარ მინდა რომ მოგშორდე. - უთხრა და ცრემლები წამოუვიდა.
-მაგრამ, მე ხომ ამას არ ვიმსახურებ მარიამ, არ მინდა ჩემთან თუნდაც უმნიშვნელო ტკივილის ფასად იყო.
-მიყვარხარ. აღარ შემიძლია, შენგან შორს ყოფნა, აღარ შემიძლია გამოზომილი ემოციებით ცხოვრება. მაგიჟებს, ის რომ შენ შენს შვილზე ფიქრი გაშინებს, შენი დასუსტებული სხეული და ჩაშავებული თვალები. აღარ შემიძლია ჩვენი დუმილის ატანა. მახრჩობს ყველა ვერ ნათქვამი მიყვარხარ, შენი ტკივილით სავსე თვალები, როდესაც რაიმეს დამსახურებულად იღებ და დაუმსახურებელი გგონია. აღარ მინდა ჩვენს პირველ სამ კვირაზე ლაპარაკი. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, შეიძლება მეც მოვქცეულიყავი ასე შენს ადგილას.
-შენ ჩემნაირი არ ხარ.
-დამიანე, მორჩი. თუ გიყვარვარ...
-მარიამ, ხომ იცი, რომ მიყვარხარ. - დამიანემ, გული, სული ამოაყოლა ამ სიტყვებს.
-მაშინ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. აღარ მინდა აქ მძინარეს გხედავდე. შენ ხომ გინდა რომ მე არ ვინერვიულო? შენ ხომ მეუბნები, რომ შენთვის ჩემი ბედნიერებაა მთავარი? - მარიამი, ფრთხილად ჩამოვიდა მისი მუხლებიდან და წინ დაუდგა დამიანეს, რომელიც მისი ადგომისთანავე წამოდგა. მარიამი ყველაზე საყვარელი იყო, ყველაზე სუფთა. ფიზიკურად მტკივნეული იყო, მტირალი, ორსული ცოლის ყურება, რომელიც მხოლოდ იმიტომ იტანჯებოდა, რომ მან თავის თავს ვერ აპატია. - დამიანე, მე ყველაზე უბედური ვიქნები, თუ კიდევ გნახავ ჩამქრალი თვალებით. თუ კიდევ შემეშინდება იმის, რომ ჩვენი შვილი შენს გარეშე გაიზრდება. იმ ღამემ, ჩვენი პატარა გვაჩუქა, როგორ შეიძლება ამ ღამეს ვერ გპატიობდე. შენ იმდენად კეთილი ხარ, იმდენად სხვანაირი, რომ ყველაფერს ცუდს რაც ჩვენს შორის იყო აუფერულებ. ვიცი რომ ისეთი არ ხარ. შენ იმასაც კი არ მიაქციე ყურადღება, რომ მამაჩემმა ყველაფერი ფასეული გაგინადგურა. შენ მე შეგიყვარდი, ყველაფრის გარეშე. რატომ არ შეიძლება, მე მიყვარდე და არ ვაქცევდე იმ რამდენიმე ღამეს ყურადღებას, რაც შენი კი არა, იმ ყველაფრის დამსახურებაა რისი გადატანაც მოგიხდა.
-მარიამ, მართლა არ ვიცი, როგორ შეგიძლია ასეთი იყო. გთხოვ, ნუ ნერვიულობ.- დამიანე ვერ იჯერებდა რაც ესმოდა.
-მე იმიტომ ვნერვიულობ, რომ შენ ცუდად ხარ. აღარ შემიძლია, დამიანე აღარ შემიძლია ასეთს გიყურო.
დამიანეს, ეს პაწაწინა, გაბერილი არსება ყველაზე დიდ სისუსტედ ექცა. სისუსტედ, რომლისაც არ რცხვენოდა, რომელზე გამარჯვებაც არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიამის სიტყვებს ოდნავადაც არ შეუმსუბუქებია მისი სინდისი, მძიმედ გადაადგა ბოლო ნაბიჯი, რომელიც ცოლთან აშორებდა. გაუბედავად შემოხვია აკანკალებული ხელისგულები ცოლის გაბერილ მუცელს. რამდენიმე წუთი თვალებით, რომელიც სითბოს ვერ იტევდა, დაუხამხამებლად უყურებდა ცოლის ცრემლიან თვალებს, მერე კი ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს. ჯერ არ განცდილმა სითბომ ერთიანად მოიცვა, ეგონა ბედნიერებას ვერ გაუძლებდა. პირველად გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ მისი სურვილი არ იყო. პატარას მოძრაობაზე, ორივეს გაეღიმათ. თითქოს არაფერს მნიშვნელოვანს ტოვებდა.

*****************
დილით, გამოფხიზლებამდე ქვეცნობიერად გრძნობდა ბედნიერებას, მერე კი ისევ პატარას მოძრაობა იგრძნო. იმ წამშივე გამოფხიზლდა, მძინარი მარიამის დანახვამ გააგიჟა. ფრხილად აკოცა თმებზე, ცდილობდა მთელი სისავსით ეგრძნო შვილის მოძრაობა, რომელიც ენერგიულად ეხმიანებოდა დედამისის მუცელზე, ფრთხილად მოძრავ მამის ხელს. „ ჩემი ცოლი და შვილი“ ფრთხილად იმეორებდა დამიანე და ხვდებოდა, როგორ ცდებოდა ეს შესაძლებლობებს. მარიამსაც მალევე გაეღვიძა. დამიანე პირველად ხედავდა, მის ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ დიდრონ თვალებს, სულ პატარა ჩრდილის გარეშეც.
-მიყვარხარ. - გამოფხიზლებაც არ აცადა, ისე დაუკოცნა მთელი სახე.
-მიყვარხარ. - გაიმეორა მარიამმა და ფრთხილად დაუწყო ფერება, თავისი პაწაწინა ხელებით. - დღეს მე გაგიკეთებ საჭმელს და სულ შეჭამ იცოდე. - დაემუქრა გაგულისებული ბავშვივით.

*************

სახლში ისეთი მხიარულება იყო, ნანი გაოცებული შევიდა სამზარეულოში. ერთმანეთის საოცარ სიყვარულს ყოველთვის ამჩნევდა, მაგრამ ვერასდროს ხვდებოდა რატომ იყვნენ ასეთი მოწყენილები, ახლა კი თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დამდგარიყო. საკუთარი ბედნიერება სამზარეულოში, მალევე შემოსული დავითის სახეზე, ყველაზე ნათლად დაინახეს.

***************
სიმშვიდე, რომელიც ისე გამჯდარიყო ყველაფერში იფიქრებდით, რომ შეეხებოდით. ულამაზესი ვარდებით სავსე ეზო და დამიანეს კალთაში მჯდომი მარიამი, რომელსაც პატარა ბავშვივით ჩაერგო თავი მის ყელში. ასეთი იყო მათი სარამოები. იმ დღესაც დამიანე ახალი დაბრუნებული იყო სამსახურიდან, მარიამი ბედნიერი სახით ჩამოუჯდა მუხლებზე და ის იყო ყელზე, მისთვის გამორჩეულ ადგილას უნდა ეკოცნა, მოულოდნელად რომ თვალები გაუფართოვდა.
-ეს...
-ეს სულ პატარა ტატუა. - ეშმაკურად გაუბრწყინდა თვალები დამიანეს.
-1+1=1 - დაბნეულად ამოიკითხა მარიამმა.
-ეს მაგალითი ყველაზე მარტივად გამოსახავს ისეთ ოჯახს, რომელზეც ვოცნებობდი. მე, შენ, ჩვენ... ჩემთვის ყველაფრად იქეცი, შეიძლება ეს უკვე გაცვეთილია, ბანალურია... შეიძლება ჩემს ასაკსაც არ შეეფერება, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა. შემიყვარდი და მივხვდი, რომ უამრავი რამ მაკლდა... თითქოს ადამიანები, ადამიანის სახეს ერთმანეთის პოვნის შემდეგ ვღებულობთ. ისევ გაცვეთილი, მაგრამ ყველაზე ჭეშმარიტი, მეორე ნახევარი.
-როდესაც პირველად დამირეკე ავღანეთიდან, მაშინ დავინახე შენს სკაიპზე, მაგრამ ვერ მიხვდი... ტყუპებთან ლაპარაკისას კი, როდესაც კიდევ ერთი ერთიანი გქონდა დამატებული, ჩემთვისაც ამოხსნადი გახდა ეს მაგალითი.
-ზოგჯერ გრძნობებს ვერ ვიტევთ. მე კი სულ ასე ვარ შენი წყალობით, მაგრამ მაშინ, რადგან შენ ვერ გეუბნებოდი, ისე მინდოდა ეს რაღაცნაირად მაინც მეთქვა, რომ თინეიჯერივით ყველაფერი საკიპზე წაწერილ უცნაურ მაგალითში გადმოვიტანე. არ მეგონა თუ ყურადღება მიაქციე.
-მიყვარხარ. ეს ტატუ საოცარია, მეც რომ გავიკეთო არ შეიძლება? - გულუბრყვილოდ იკითხა მარიამმა.
-ახლა არამგონია კარგი აზრი იყოს.
-ხო, ახლა არც მე მინდა.
-მისი წყალობით არასდროს დაგავიწყდება ის ადგილი სადაც პირველად მაკოცე.
-ისედაც არ დამავიწყდება, ყველაზე მეტად მიყვარს ყელში რომ გკოცნი. - უთხრა და სასაცილოდ გაწითლდა. დამიანეს გაეღიმა, მის ბავშვურ უხერხულობაზე და ფრთხილად აკოცა ტუჩებში.
-ჩემს ტუჩებზე მეტად გიყვარს? - ჰკითხა სასაცილოდ, რომ მისი უხერხულობა დაეძლია.
-არა, სულელურად გამომივიდა. მე შენ სულ მიყვარხარ, მთლიანად. - დამიანეს სულს უხუთავდა ისთი საყვარელი იყო, ისეთი წრფელი.

**************
დამიანე ცდილობდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, მარიამის სურვილები უთქმელად გამოეცნო და მისთვის ოდნავადაც არ ეგრძნობინებინა, რომ ისევ საშინლად განიცდიდა ყველაფერს. „მტკივა თითოეული დღე, ერთმანეთის დროს, რომ ვაკლდებით“ - ცოლის ამ სიტყვებმა, ყველაფერი აურია მის გონებაში. ხვდებოდა, რომ უფლება არ ჰქონდა, თუნდაც თავისი განცდების გამო, ის ოდნავ მაინც ენერვიულებინა. მარიამი, იშვიათად, მაგრამ მაინც ამჩნევდა მის თვალებში ბედნიერებას, რომელსაც რაღაც აკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. „შენ ჩემი ბედნიერება ხარ, შენ და ჩვენი შვილი, გემუდარები, არასდროს დაგავიწყდეს ეს, თავს გაუფრთხილდი“ - დამიანე, ამ სიტყვებში ცხოვრების ყველა მიზანსა და მიზეზს პოულობდა. სულ ცოტა დრო რჩებოდა პატარას დაბადებამდე. ბედნიერი დღეების მის მოლოდინში კი ერთმანეთს მისდევდა.

****************
„ჩემი შვილი ვივალდის ზამთარს დაბადებისთანავე უნდა ცნობდეს“ - ხუმრობდა ხოლმე დამიანე და პატარას დაბადებამდე აცნობდა მსოფლიო კლასიკის შედევრებს. იმდენი რამის გაკეთება უნდოდა, რასაც აქამდე მარიამისთვის ვერ აკეთებდა, რომ ყოველთვის რაღაცას ვერ ასწრებდა. სახლი სავსე იყო ვარდების თაიგულებით. მარიამს კი ყველა საჩუქარზე მეტად, მაინც მისი წაკითხული ლექსები უხაროდა. დამიანეს ეცინებოდა, თავის მდგომარეობაზე, მაგრამ ვერაფრით ელეოდა მარიამის აღფრთოვანებისაგან გაბრწყინებულ თვალებს. მისი ხავერდოვანი, მკაცრი ტემბრი საოცრად უხდებოდა მხოლოდ მათ „პოეზიის საღამოებს“.

***************
მარიამს მთელი ცხრა თვის განმავლობაში, მხოლოდ მისი კანის სუნი ენატრებოდა. მას შემდეგაც კი, თითქმის რომ აღარ შორდებოდნენ ერთმანეთს.


****************
გზაში საავადმყოფომდეც კი, იმაზე ნერვიულობდა, რომ სამსახურიდან წამოსული დამიანესთვის გზაში სწრაფად სიარული სახიფათო იყო. დამიანეს დაშვებაც კი არ უნდოდა, რომ მშობიარობის დაწყებამდე ვერ მიუსწრებდა, მაგრამ ვერაფრით მიუსწრო. შიში დაუნდობლად დაეპატრონა, დერეფანში ვერაფრით ეპოვა ადგილი. ეგონა მხოლოდ დასამშვიდებლად ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხელს არ უშვებდა მარიამის გაკეთებულ ჯვარს, მერე კი მოულოდნელად გავიდა საავადმყოფოდან. მარიამზე დაქორწინების შემდეგ პირველად შევიდა ტაძარში. იცოდა, როგორ აშორებდა შურისძიების სურვილი რწმენისგან, მაგრამ ახლა ტაძრის ქვის კედელზე მიყრდნობილი, მთელი გულით თხოვდა უფალს დაუმსახურებელ ბედნიერებას. მძიმედ აიარა საამშობიაროს კიბეები, სუნთქვასაც კი ვერ ახერხებდა.
არ ახსოვდა კიდევ რამდენი დრო გავიდა. ვერც შამპანურიანი მედდა შეამჩნია, სანამ ახლადმოსული ანდრიას ხელი არ იგრძნო ბეჭებზე.
„ბორძიკული, ბიჭი, სამი კილო და ოთხასი გრამი, 53 სანტიმეტრი, დედაც და შვილიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს“ გონებაში გაუაზრებლად ატრიალებდა წინადადებას, რომელიც შორიდან ესმოდა, უნებურად ეხუტებოდა გარშემომყოფებს. „ბიჭი“ „ძალიან კარგად გრძნობენ თავს“. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად.
-შეიძლება, რომ ვნახო?
-ცოტა ხანი მოითმინეთ და როდესაც შესაძლებელი გახდება, მაშინვე დაგიძახებთ.
-ხომ ნამდვილად კარგად არიან? - მოუთმენლად იკითხა დამიანემ.
-კი, ნუ ნერვიულობთ, მართლა კარგად არიან.
ისევ მოულოდნელად დატოვა დერეფანი. მთელი გულით იმეორებდა ბავშვობაში დედამისის მიერ ნასწავლ სამადლობელს. „მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი...“ უღირსნი... ვერდავიწყებული მარიამის დალურჯებული სხეული... ცრემლიანი თვალები და მუხლებით ნაგრძნობი ტაძრის სიმტკიცე...
ფრთხილად შეაღო პალატის კარი. მისი უღონო, მაგრამ ბედნიერი სახის დანახვა და სიმშვიდე... ფრთხილად მოიქცია ცოლის სახე ხელებში, ისევ ის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს ვერ ყოფნი.
-არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ან რა უნდა გავაკეთო, ოდესმე ეს ყველაფერი რომ დავიმსახურო. - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
-ხომ იცი რომ მწყინს, როდესაც ასე მეუბნები.
-მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი.
-შენი ბრალი არაა, ჩვენი პატარა რამდენიმე დღით ადრე რომ გაჩნდა. - დამიანე ცრემლიანი თავლებით უკოცნიდა ხელებს და ვერაფრით ახერხებდა ბედნიერებისა და მადლიერების გამოხატვას. - ნახე უკვე? ხომ მართლა კარგადაა? - იკითხა მისუსტებულმა მარიამმა.
-მითხრეს, რომ ცოტა ხანში შემოგვიყვანენ, ჯერ არ მანახეს. - დამინე აღელვებისაგან ძლივს აბამდა სიტყვებს, მოზღვავებული ემოცია აზროვნების საშუალებას არ აძლევდა. მხოლოდ მარიამი, მისი ჩვეული სიმშვიდითა და სიკეთით. უთქმელადაც, რომ გრძნობ, მისთვის ყველაფერი ხარ. მარიამი ფრთხილად ეფერებოდა ქმრის სახეს, თავისი სუსტი ხელით. რამდენიმე წუთში მათი პირმშო შემოიყვანეს. ისეთი პატარა იყო დამიანეს სუნთქვა შეეკრა, შეხებაც კი შეეშინდა. თითქოს ყველაფერი შეიცვალა მასში, პატარა, რომელიც მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, უნებურად გიცვლიდა ცხვრების წესს. დედამისივით გიბიძგებდა სიკეთისკენ, უბრალოდ იმით, რომ ახლა მას, შენს ხელებში უშფოთველად ეძინა. რამდენიმე წამით იმისიც კი ეშინოდა, რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა და წაიქცეოდა. ისევ ვერ დამსახურებული ბედნიერება. „ჩვენი შვილი“ - იმეორებდა და თან მარიამის გაბრწყინებულ თვალებს ვერაფრით აშორებდა მზერას. ახლა ყველაზე ბედნიერი კაცი იყო მსოფლიოში და ყველაზე მეტად ეშინოდა ამ ბედნიერების. მარიამს საკუთარი გულის ცემის მეტი არაფერი ესმოდა. მისი შვილი და ქმრის მზრუნველი, უსაზღვრო სიყვარულით სავსე თვალები, რომლებიც მაინც ვერ შელევიან ტკივილს. თითქოს სიტყვები ხელს უშლიდა იმ ყველაფერს, რაც საავადმყოფოს ერთ ჩვეულებრივ პალატაში ხდებოდა. უდიდესი ნიჭია აფასებდე იმას, რაც გაქვს. არ მიიჩნევდე ჩვეულებრივ მოვლენად და ეძებდე სასწაულს შენს ყოველდღიურობაში. დამიანეს სჯეროდა, ამ სასწაულის და პატარა ბავშვივით აღტაცებული შეჰყურებდა თავის ცოლ-შვილს, გულწრფელი, უპირობო ბედნიერებით, რომელსაც ცრემლებამდე მიჰყავხარ. იმ ღამით ერთი წამით არ მოშორებია მარიამის პალატის კარს. ახლა ყველაზე მეტად აკლდნენ მშობლები, რომელთაც ვერაფრით უზიარებდა ვერდატეულს სიხარულს. ამ ყველაფრის გააზრებამ მარიამის მშობლები გაახსენა, სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, დილით კი, როდესაც მისი ნახვის უფლება მისცეს, ცადა ყველაფერი სულ ცოტა ხნით მაინც გადაედო გვერდზე.
-მარიამ, ძალიან ბევრი ვიფიქრე და თუ შენ გინდა, შეგვიძლია შენი მშობლები ჩამოვაყვანინოთ დავითს, რომ შენ და თავიანთი შვილიშვილი ნახონ. - მარიამი უყურებდა დამიანეს სახეს და ახლა ყველაზე მძაფრად განცდიდა მის სიყვარულს, ყველაზე მეტად ტკიოდა ის რამდენიმე თვე, რომელიც მისი გულისთვის სავარძელში მძინარემ გაატარა.
-არ მინდა, დამიანე.
-იცი როგორ მინდა ჩემი მშობლები შენ და ჩვენს შვილს გიცნობდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია... არ მინდა შენც წაგართვა ეს ბედნიერება, მე მართლა არ მეწყინება...
-მათ ერთხელაც არ უკითხავთ ფეხმძიმობის დროს, თუ როგორ ვიყავი. არ მინდა მათი ნახვა, ამისთვის მზად არ ვარ... ვიცი რას ნიშნავს შენთვის ამას ამბობდე, მაგრამ არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა. მიყვარხარ. - მარიამს ცრემლები ჩამოუგორდა გაფერმკრთალებულ ლოყებზე.
-არ მინდა ინერვიულო, საყვარელო. ძალიან მინდა ბედნიერი იყო და თუ ამისთვის, შენი მშობლების პერიოდულად ნახვაა საჭირო, მე გავიგებ.
-მე უკვე ბედნიერი ვარ, ჩემთვის ბედნიერება ასეთი რომ ხარ და ახლა აქ ხარ. ჩემთვის ბედნიერებაა ჩვენი შვილი. ბედნიერებაა, რომ მიყვარხარ და გიყვარვარ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია ჩემი სრულყოფილი ბედნიერებისთვის, შენივე თავის გაფრთხილებაა. თუ გინდა რომ გამიფრთხილდე, გემუდარები შენს თავზე იზრუნე. შენს თავს მიეცი ბედნიერების უფლება.
დამიანეს არც ახლა ჰქონდა სიტყვები... ჰკოცნიდა მთელი გრძნობითა და საოცარი სინაზით, რომ მას არაფერი ტკენოდა.
-მოიფიქრე რა გინდა რომ დავარქვათ? - ჰკითხა ცოტა ხანში.
-ერეკლე.
-იცი, რომ მამაჩემს ერეკლე ერქვა? - გაოცებისაგან თვალები გაფართოებოდა დამიანეს.
-კი, ლეილამ მითხრა და მინდა, რომ ჩვენი შვილიც ერეკლე ბორძიკული იყოს, თუ შენც გინდა რა თქმა უნდა.
-გოგოებს ხშირად გაქვთ ხოლმე საყვარელი სახელი, რომელიც გინდათ თქვენს შვილს დაარქვათ. არ მინდა ჩემს გამო შენს სურვილზე უარი თქვა.
-მაშინ ერეკლე დავრქვათ, მე მართლა მინდა, ასეთი ამოჩემებული სახელი კი არ მაქვს. - მარიამს აოცებდა ემოცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდ ტკივილსაც იტევდა უსაზღვრო სიხარულთან ერთად, მაინც აცისკროვნებდა დამიანეს მეტყველ თვალებს.
-ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. შენ ყოველთვის ახერხებ აჭარბებდე ყველა მოლოდინსა და ადამიანურ შესაძლებლობას. - დამიანეს წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, ოთახი ჩვეული მხიარულებით რომ აავსეს ტყუპებმა. ხელში იმხელა თაიგულები ეჭირათ ორივეს, სახეები არ უჩანდათ.
-ბიძები ადგილზე ვართ. - მხიარულად შესძახა იკამ და მთელი ძალით ჩაეხუტა ორივეს.
-ბებიაჩვენი გააფრენს აქ რომ დავხვდებით, ალბათ ძალიან მალე ისიც მოვა. -იცინოდა გიორგი.

************
ოჯახური ატმოსფერო, რომელიც ორივესთვის უცხო იყო, ლეილას ჩამოსვლამ უფრო გაამძაფრა. ბავშვის გამოყვანისას, მარიამს მთელი ეზო და სახლი საოცრად დახვდა გაფორმებული. ვერაფრით იჯერებდა, რომ დამიანეს სულ რამდენიმე დღეში მოესწრო ერეკლესთვის ოთახის მოწყობა, პატარსთვის ტანსაცმელიც კი ჰქონდა ნაყიდი...

************
დამიანე ბედნიერების ღიმილი არ ტოვებდა. კედელზე მიყრდნობილი უყურებდა ცოლს, რომელსაც ვარდების ლარნაკში ჩასაწყობად მოეცალა. ლეილასა და ტყუპებს ეძინათ, პატარაც ერთობლივი ძალისხმევით დაეძინებინათ რამდენიმე წუთის წინ. მარიამს უკვე მესამედ შეერჭო ეკალი ხელში, მხოლოდ იმიტომ, რომ დამიანეს უყურებდა, მას კი ვერაფრით გაებედა მიახლოება. ახლა კი, როგორც იქნა მიუახლოვდა. მარიამი გახევდა, ერთმანეთის გულს ცემის ხმა უფრო აფორიაქებდათ. შიში, რომ მარიამი მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის რაიმეს დააძალებდა თავს, განძრევის საშუალებას არც ახლა აძლევდა. ქმრის თვალებში დანახული გაძლიერებული შიში და ტკივილი... მიხვდა რომ ვერ უძლებდა... პატარა ბავშვივით, რომელიც საკუთარი გულუბრყვილობით გაგრძნობინებს რომ გენდობა, მთელი ძალით შემოოეხვია დამიანეს, უნდოდა აცრემლებული თვალები დაემალა.
-დამიანე, მიყვარხარ. - უთხრა ყრუდ და უფრო ძლიერად ჩაეხუტა.
-არ მინდა, რომ რამე დაგაძალო.
-მიყვარხარ. - გაუმეორა ისევ და აწყლიანებული თვალებით ახედა ქმარს.
დამიანე ფრთხილად დაიხარა, ნაზად შეეხო ცხვირით მის ცხვირს, რამდენიმე წამი ხარბად სუნთქავდა მის ჟანგბად ქცეულ მარიამის სურნელს, მერე კი მოუთმენლად მისწვდა მის ტუჩებს. მსუბუქად აიყვანა ცოლი ხელში. მარიამმა იცოდა, რომ დამიანეს მაინც ეშინოდა იმ ყველაფრის გამო, რაც მართლა აპატია, თანაც ძალიან დიდი ხნის წინ. ამიტომ ცდილობდა დამიანესთვის სტიმული მიეცა, არ შეემჩნია შიში, რომელიც არაფრით ტოვებდა. რამდენიმე წამის ისევ ჩვეული დუმილით უყურა საწოლზე მიწვენილ, მის ქვეშ მოქცეულ ცოლს. იცოდა საშინლად გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც შეძლებდა გაჩერებულიყო. მარიამმა კი გაუბედავად მოხვია ხელები კისერზე.
-მიყვარხარ. - ყველაფერს იტევდა ეს ერთადერთი სიტყვა. დამიანე ისევ განსაკუთრებული სიფრთხილით შეეხო მის ტუჩებს. ვერდათმობილი ერთმანეთი... საბოლოოდ დამარცხებული შიში... დამიანესთვის ეს, იმაზე მეტი იყო ვიდრე ყველაზე ძვირფას ქალთან გატარებული ღამე... ხვდებოდა, რომ ამის მერე ყველაფერი კიდევ უფრო გართულდებოდა... ახლა უფრო მეტად შეეშინდა საკუთარი ბედნიერების.
ამ შიშს კი ცოლ-შვილთან გატარებული თითოეული წამი უფრო და უფრო უძლიერებდა.

*************
სამსახურიდან დაბრუნებული ძილისთვისაც კი ვერ იმეტებდა დროს, იმდენად არ ჰყოფნიდა ცოლ-შვილთან გატარებული დრო. ვერც სხვისთვის გაიმეტეს პატარა და ამიტომ ძიძა არ აიყვანეს. მარიამს უნდოდა სწავლის დაწყებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში მაინც მიეხედა თვითონ შვილისთვის, დამიანე კი წარმოუდგენლად ეხმარებოდა.

*************
ქმარი შავი მუხლამდე შარვლით, შავი კედებით, შავივე მაისურითა და კენგურუში ჩასმული ერეკლეთი. მარიამს სუნთქვა ეკვროდა ყოველ დილით მოსეირნე ქმარ-შვილს რომ ხედავდა ეზოში. დამიანე სირბილის მაგივრად ყოველ დილით შვილს ასეირნებდა, თითქოს ცდილობდა მისი სუნი და სითბო სამსახურში წასვლამდე ყველა უჯრედით ეგრძნო, თან ცდილობდა პატარას ტირილს გვიან ჩაძინებული მარიამი არ გაეღვიძებინა. ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებული შეუმჩნევლად უყურებდა ქმარს, რომელსაც შიშით, რომ კენგურუთი პატარას რაიმე ეტკინებოდა სასაცილოდ ეჭირა ხოლმე მასში ჩასმული შვილი.
-გვიყვარხარ. - მთელი ხმით უყვიროდა ხოლმე დამიანე, როგორც კი გაღვიძებულ მარიამს შენიშნავდა.

************
ბედნიერებას მხოლოდ შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა აკნინებს. როდესაც ადამიანი მის მუდმივობას იჯერებს, ხშირად სწორედ მაშინ რწმუნდება გაჩენილი აზრის მცდარობაში. დამიანე და მარიამი კი ცდილობდნენ, თითოეული დღე სასწაულად მიეღოთ, განსაკუთრებული, გულწრფელი სიხარულით შეხვედროდნენ ერეკლეს თითოეულ თითქმის შეუმჩნეველ გაღიმებასაც კი. ცდილობდნენ ერთმანეთის სულ უბრალო წუხილიც კი არ დაეტოვებინათ უყურადღებოდ...

*************
-საყვარელო, ერეკლეს ნათლობაზე რომ ჯვარი დავიწეროთ გინდა? - ჰკითხა დამიანემ, რომელსაც მუცელზე ახლადგაღვიძებული ერეკლე ეწვინა
-ამას როგორ მეკითხები, რა თქმა უნდა მინდა. - უთხრა მოუთმენლად. გააზრებამ, რომ ის ისევ ძველებურად განიცდიდა ყველაფერს, გული მოუწურა.
-ჩოხა გირჩევნია, თუ ჩვეულებრივი შარვალი და პერანგი? - ჰკითხა საოცრად ბედნიერმა.
-შენ ყოველთვის ყველაზე სიმპათიური ხარ.
-მარიამ, სიყვარული ასეთი ბრმაც არა. - უთხრა თვალებმოჭუტულმა და ცხვირზე აკოცა.
-ჩემი სიყვარული ოდნავადაც არაა ბრმა და ეწყინება შენი სიტყვები რომ გაიგოს. - უთხრა მოჩვენებითი გაბრაზებით.
-მაშინ ძალიან სუბიექტურია.
-ისეთი სუბიექტურია, როგორიც შენი. - უთხრა ეშმაკურად. დამიანემ ისეთი სახე მიიღო თითქოს გამოიჭირესო.
-ახლა ჩვენი შვილი რომ არ იწვეს აქ, განახებდი როგორი სუბიექტურიცაა ჩემი სიყვარული.
-მინდა რომ ჩოხა გეცვას. - უთხრა ღიმილით და მთელი გრძნობით აკოცა ყელში.
-ჩვენი მათემატიკაც კი სუბიექტურია. - შესცინა თავისი ხავერდოვანი ხმით.

***********
ტაძარი, რომელშიც ორმოცი დღის დამიანე მონათლეს... მშობლებთან საოცარი სიახლოვე... ვერდატეული ტკივილი და ბედნიერება... ახლადგაქრისტიანებული შვილი... ერთიანობა ახლა უკვე უფლის წინაშე და ყველა შენიანი, შენი ბედნიერების თანაზიარად...

***********
დამიანე ვერაფრით აგროვებდა სიტყვებს, ვერც საკუთარ თავს, მარიამისთვის მოახლოებული ავღანეთის შესახებ რომ ეთქვა...
**********
დამიანე ყოველდღიურად უფრო და უფრო დაძაბული ხდებოდა, მარიამმა უამრავჯერ დაიჭირა მისი ტკივილიანი მზერა, რაც ძალიან აწუხებდა. იმ საღამოსაც ერთად დააძინეს თავიანთი ორი თვის ერეკლე. დამიანე ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ფრთხილად ჩაჯდა სავარძელში და ახლა თვითონ თხოვა მარიამს კალთაში ჩაჯდომოდა. მთელი ძალით ეხუტებოდნენ ერთმანეთს და თან ცდილობდნენ ერეკლეს ტირილი არ გამოპარვოდათ. დამიანემ ვერც იმ დღეს გაიმეტა ყველაფერი გასაფუჭებლად. გრძნობდა, რომ ახლა მათი მიტოვება შესაძლებლობებს მიღმა იყო, გრძნობდა, რომ გაუჭირდებოდა ყველაფერი აეხსნა, მაგრამ თითქოს ხსნას ხედავდა ავღანეთში.
-დამიანე, რამე გაწუხებს? - ჰკითხა მარიამმა ფრთხილად.
-არა, საყვარელო. - უთხრა ყრუდ და ნაზად აკოცა ცხვირზე.
-აბა ასე რატომ ხარ? მითხარი გთხო,ვ რისი გაკეთება შემიძლია.
-მარიამ... - დამიანეს ოდნავ გაეღიმა, ისევ ვერ უძლებდა ამ პაწაწინა არსებას. ფრთხილად მისწვდა მის ტუჩებს და ლაპარაკის საშუალება აღარ მისცა. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, დამიანე ისეთი ბედნიერი ჩანდა, აღარც მარიამს უნდოდა იმ ღამის გაფუჭება. დილით კი ეზოში დახვდა დამიანე, თბილად ჩაცმული ერეკლეთი ხელში. მარიამს ათბობდა ქმრის საოცარი მზრუნველობა, მისი ბედნიერი სახე, როდესაც ერეკლეს აცმევდა, ან აჭმევდა. უყვარდა მისი სიარულის მანერა, როდესაც პატარა ეკავა ხელში. ბეჭებში მოხრილს, თავი დაეხარა, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო შვილთან. ისევ მთელი ხმით ნათქვამი „გვიყვარხარ“ და ორ ადამიანში თავმოყრილი შენი ცხოვრების ყველა მიზანი და მიზეზი.
-სამსახურში მაგვიანდება, რვისთვის მოვალ. - უთხრა, როგორც კი კართან მდომს მიუახლოვდა.
-საუზმე?
-იქ ვისაუზმებ, დღეს ადრე უნდა მივიდე. - მთელი გრძნობით კოცნიდა რამდენიმე წამს, შემდეგ ერეკლე მიუყვანა და მანქანისკენ წავიდა.
-თავს გაუფრთხილდი, დამიანე. - ფრთხილად გადასახა მიმავალს პირჯვარი და როგორც კი მანქანა ეზოდან გავიდა სახლში შებრუნდა. მთელი დღე მხიარულად გაატარეს მან და ერეკლემ, პატარა, უფლის წყალობით ძალიან მშვიდი იყო. ხშირად იღიმოდა და დაძინებისასაც არ ჰქმნიდა პრობლემებს. რვის ნახევარი იყო ღუმელში დამიანეს საყვარელი პეროგი რომ შესვა, ვახშმობის შემდეგ ზუსტად გამზადდებოდა. მაგრამ ქმრის სახემ ყველაფერი დაავიწყა. სხვანაირი იყო მისი კოცნაც, ჩახუტებაც... განსაკუთრებით ტკივილიანი. როგორც კი მარიამის შეშინებული სახე დაინახა მიხვდა, რომ ვეღარ გაჩუმდებოდა.
-საყვარელო, უნდა ვილაპარაკოთ. - ფრთხილად დაისვა მუხლებზე, რამდენიმე წამი უყურა მის აწყლიანებულ თავლებს. - ხვალ ღამით ავღანეთში მივფრინავ. - თქვა საოცარი სიმძიმით და ძლივს ამოისუნთქა.
-შენ ხომ უკვე ოთხჯერ იყავი იქ? ხომ შეგიძლია, რომ არ წახვიდე? დამიანე, ხომ შეგიძლია? - მარიამს ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა, მჭიდროდ შემოეჭდო გამხდარი ხელები ქმრის ძლიერ კისერზე და ცდილობდა მის თვალებში იმედი ეპოვა.
-გემუდარები დამშვიდდი. ავღანეთში აუცილებლად უნდა წავიდე.
-შენ ისევ ვერ პატიობ შენ თავს იმ ყველაფერს... რატომ არ შეგიძლია ბედნიერი იყო, რატომ არ შეგიძლია შენს თავს ოდნავ მაინც აფასებდე?
-მარიამ, ეს არაფერ შუაშია. ჩემი ასეული მიდის, ამ ბიჭებს ყოველ დღე იმას ვუმეორებდი, რომ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონოდა, ახლა ვერ ვეტყვი, რომ ვრჩები.
-გეფიცები, გავიგებდი ამ ყველაფერს, რომ ვიცოდე რომ კარგად ხარ. შენ ისევ ისე იტანჯები და ასე ავღანეთში როგორ უნდა წახვიდე.
-ხომ იცი, რომ ჩემთვის საერთოდ ყველა და ყველაფერი ხარ, ხომ იცი, რომ ერეკლე ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია, ჩემთვის სიკვდილია ყველა უთქვენოდ გატარებული წამი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. უკვე ძალიან ბევრი რამ შემეშალა, შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს. ახლაც ვერ მოვიქცევი არაკაცივით, როგორ შენთან მოვიქეცი. ასეთი შენც არ გეყვარები, ვერ გეყვარები ღირსებისა და ფასეულობებისგან დაცლილი. არ შემიძლია და ვიცი, რომ გესმის რასაც გეუბნები.
მარიამს მართლა ესმოდა, რომ თავის ასეულს დამიანე ვერ მიატოვებდა და ეს უფრო მტკივნეული იყო მისთვის. მთელი ძალით ეკვროდა ქმარს და ვერაფრით ფიქრობდა, რა იქნებოდა მისი წასვლის შემდეგ.
-გთხოვ, ნუ ტირი. ექვს თვეში დავბრუნდები და მერე მართლა აღარ წავალ. მთავარია შენ არ ინერვიულო. უნდა დამპირდე, რომ ძლიერი იქნები. მე კი შევეცდები ყველა შესაძლებლობისას დაგიკავშირდეთ.
-შენ უნდა შეეცადო, რომ თავს გაუფრთხილდე. თუ გინდა სულ არ დამირეკო. უნდა ვგრძნობდე, რომ კარგად ხარ, უნდა ვიცოდე, რომ იქ სიცოცხლისთვის მიდიხარ და დაბრუნება ძალიან გინდა. - მარიამი გულამოსკვნილი ტიროდა, ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
-ყველაზე მეტად მინდა, რომ კიდევ რამდენიმე შვილი გვყავდეს, ვუყურო როგორ გაიზრდებიან. მინდა ძალიან დიდ ხანს მერქვას შენი ქმარი, ძალიან დიდ ხანს ვგრძნობდე თავს მთლიან ადამიანად. მინდა რომ ყველაზე ბედნიერი იყო და გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. - დამიანემ ფრთხილად აიყვანა მტირალი ცოლი. ის ღამე ყველაზე თბილი იყო და ყველაზე ტკივილიანიც. იცოდნენ, რომ ერთმანეთს დიდი ხნით ემშვიდობებოდნენ, მაგრამ თითქოს ამის აღიარების ეშინოდათ. დილით, ერეკლეც თავიანთ საწოლში გადიყვანეს. მარიამს, ვერაფრით შეეკავებინა ცრემლები, როდესაც ხედავდა, როგორ აჭმევდა დამიანე თავიანთ პატარას. მისი გრძელი თითები და ნიშნობის ბეჭედი, ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება ეუფლებოდა... მთელი დღე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ორივე თავისთვის, ჩუმად ამოწმებდა საათს და წამებს თითებზე ითვლიდნენ... აგროვებდნენ დარჩენილ დროს.
-არ მინდა, რომ აეროპორტში წამოხვიდეთ, ერეკლე იწვალებს და შენც უფრო უნდა ინერვიულო.
-გთხოვ.
-ასე მირჩევნია, მირჩევნია ვიცოდე, რომ სახლში ხართ.
-მაშინ კარგი, როგორც შენ გირჩევნია.
-ძალიან მიყვარხარ. ყველაზე მეტად, რომ მოგენატრები და გაბრაზდები ჩემზე, რადგან შორს ვარ, მინდა მაშინ ყველაზე კარგად გახსოვდეს ეს.
-მე სულ მახსოვს, რომ გიყვარვარ. არც შენ დაგავიწყდეს.
-არასოდეს. - დამიანე ძლივს შეელია ერეკლეს პაწაწინა თითებს, მის ფუმფულა ლოყებს. ვერაფრით დაეთმო ცოლის ცრემლიანი თვალები, აკანკალებული ხელები. -ნუ ტირი, ხომ გჯერ, რომ გავბრუნდები?! ამიტომ, ნუ ტირი.
-მჯერა. - მტირალმა ძლივს ამოთქვა. თუ გინდა, რომ ჩვენ გაგვიფრთხილდე, გთხოვ შენს თავს გაუფრთხილდი. - სიტყვებს მთელი გული და სული ამოაყოლა. მერე, ფეიხისწვერებზე აწეულმა ფრთხილად აკოცა ყელში. დამიანეს ისე ჰყავდა ორივე ჩახუტებული, ეშინოდა რამე არ ტკენოდათ.
-როგორც კი ჩავფრინდებით, დაგირეკავ. მიყვარხარ. კიდევ რამდენიმე წუთი ჰკოცნიდა ცოლს, ერეკლეს თმებით ოდნავ დაფარულ თავზე... მანქანა ძალიან ნელა დაიძრა, მარიამს გარსივით ჰქონდა ქმრის სურნელი, ისევ ფრთხილად გადასახა
მიმავალს პირჯვარი და გულდამძიმებული სახლში შევიდა.

**************
დამიანე ხვდებოდა, რომ ცარიელი მიდიოდა. მაგრამ შინაგანი განცდა, რომ იქიდან დაბრუნების შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, არ ტოვებდა... თითქოს ეს ქცეულიყო ერთადერთ გამოსავლად, დაებრუნებინა საკუთარი თავი. ოდესმე ჭეშმარიტად ბედნიერი ყოფილიყო თავის ცოლ-შვილთან. სხეულში გამჯდარი, მათგან შორს ყოფნით გამოწვეული სიცივისაგან აჟრჯოლებდა. იცოდა, რომ უნდა ებრძოლა... ახლა ყველაზე მეტად, თავგამეტებით უნდა ებრძოლა მათთვის...

**************
მარიამისთვის დრო მხოლოდ ერეკლეს მოვლასა და დამინესთან ლაპარაკისას გადიოდა. ცდილობდა თავი ეიძულებინა, მხნეობა არ დაეკარგა და ქმარი არ ენერვიულებინა. უნივერსიტეტში სიარული პირველი ორი კვირა მხოლოდ ფორმალობა იყო, ვერაფრით ახერხებდა კონცენტრირებას... ბოლოს, როგორც იქნა აიძულა თავი. სურვილი, რომ დამიანეს მისით ეამაყა, სხვა ყველაფერზე ძლიერი იყო. ნანისა და დავითის დახმარებით, პატარა ყველაზე საიმედო ხელში იყო, მისი სახლში არ ყოფნისას. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული კი ყველაფერს თავად უკეთებდა. ნელ-ნელა უნივერსიტეტში მიღებული ქულებიც მოსწონდა, პატარა ბავშვივით ახარებდა ხოლმე დამიანეს, რომელიც მართლაც ყოველი შესაძლებლობისას რეკავდა. მისთვის უჩვეულო იყო ავღანეთიდან ყველა შესაძლებლობისა და სურვილისას სახლში დარეკვა. მოურიდებლად, მთელი გრძნობით ნათქვამი მიყვარხარ და ახლადგაჩენილი პაწაწინა, ყველაზე დიდი სიხარული. საკუთარ თავთან წაგებულ ომს ჰგავდა, მათ გარეშე ავღანეთში გატარებული თითოეული დღე. კომპიუტერის კამერისთვის დამალული მარიამის ცრემლები, ვითომ მომღიმარი სახე და ტკივილშეპარული მხიარულება. მაგრამ მაინც გრძნობდა, რომ სულ ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

****************
სულ ბოლო ფოთოლიც გამოეთხოვა მათ ეზოში, ობლად დარჩენილ ხეებს. სითეთრე, ნელ-ნელა აღარ ჰგავდა ილუზიას... გათამამებული ფიფქები, ერთიმეორეს მიყოლებით ეკვროდა ყველაფერს. მარიამს ფანჯარასთან მიეყვანა ერეკლე, პირველი თოვლის სანახავად. დამიანეს მონატრებისაგან, უკვე ყველაფერი აზრს ჰკარგავდა, მხოლოდ მათი შვილი და კალენდრისთვის მიყოლებით მოცილებული დღეები...
„ოთხი თვე, უკვე ოთხი თვე“, ბედნიერი იმეორებდა და თითქოს ეს უმსუბუქებდა ნერვიულობას. დამიანესთან ათ საათზე მეტი იყო არ ელაპარაკა და იცოდა შუა დღემდე ვერ დაელაპარაკებოდა.ვერაფრით დაიძინა, მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ერეკლეს ოთახში. გვიან გაღვიძებულმა სასწრაფოდ გადაივლო წყალი. არაფრით ტოვებდა შინაგანი, ძალიან ცუდი შეგრძნება. ცდილობდა ნერვებს არ აჰყოლოდა, მაგრამ მაინც შიშით ჩართო ტელევიზორი, რომელიც არაფერს უჩვენებდა.
-რაღაც დაზიანდა, ინტერნეტიც გამორთულია, ნახევარ საათში მოვლენ ხელოსნები. უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს გაკეთებული დაგხვდება. - დავითის ხმაც ძალიან ეუცნაურა. „მეჩვენება“ შეუძახა თავის თავს, ფრთხილად აკოცა ერეკლეს და სახლიდან გავიდა. მთელი გზა შეშინებული უყურებდა, გოლიათის გაფითრებულ სახეს, რომელიც გვიან-გვიან აღიქვა. მაგრამ მაინც ვერაფრით გაებედა რაიმე ცუდი ეფიქრა.
-სამ საათში აქ ვარ შვილო. - ძლივს გაუღიმა დავითმა და მაღლივის კიბეებთან დატოვა. ისედაც დაგვაინებულმა სწრაფად აირბინა კიბეები. მთელი ლექცია ერთი სიტყვაც არ გაუგონია, გული ამოვარდნას ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დამიანემ გააფრთხილა, მაინც აკრიფა მისი ნომერი, რომელიც იცოდა რომ გამორთული იქნებოდა. შესვენებაზე არც კი ესმოდა რას ეკითხებოდნენ, არავის თავი არ ჰქონდა. ავღანეთის ხსენებაზე, სუნთქვა გაუჩერდა. „როდემდე უნდა ვითმინოთ?!“ „ჩვენი ბიჭები ფულის გამო იღუპებიან...“ „ნეტა, თავისთვის მიგვეხედა...“ გონება დანაწევრებულ ფრაზებს იჭერდა. ერთი სული ჰქონდა მიბრუნებოდა და ყველასთვის საკადრისი პასუხი გაეცა, დაკნინებული გმირობისთვის, ვერ გაგებული თავდადებისთვის... ჩვენი ქვეყნის ბედკრული ბედისა და სხვის მიწაზე დასაცავი სამშობლოსათვის... მაგრამ ერთ ადგილს მიეყინა... სწრაფად დაუკავშირა ყველაფერი დავითის სახეს, რომელიც როგორც არ უნდა ნდომებოდა, მაინც ძალიან აფორიაქებული იყო. შემთხვევით დაზიანებულ ტელევიზორსა და ინტერნეტს... დავითმა იცოდა, რომ ყოველ დილით ამოწმებდა ინფორმაციას... დამიანეს ოპერაცია... მისი ხმის გარეშე გასული ოცი საათი. უცებ, ხელახლა აგორებული ავღანეთის თემა... აუდიტორიაში შემომავალი ანდრიას დანახვაზე კითხვებიც კი არ დარჩა... „ის წავიდა.... დამიანე წავიდა..“ ღრიალებდა, შერჩენილი ძალითა და შემზარავი ხმით... ძლივს მოასწრო ანდრიამ მისი ღონემიხდილი სხეულის დაჭერა...

************
სახლი ერთიანად შეცვლილიყოო... ვერაფრით გაერჩია ადამიანების სახეები... ვერაფრით დაეჯერებინა რომ ის წავიდა... ვერც ადამიანების „ყველაფერი კარგად იქნება“ დაეჯერებინა ვერაფრით... მხოლოდ ერეკლეს მშვიდ თვალებს არჩევდა ყველაფრისგან, ახლა მათში იყო მისი სიცოცხლის ყველა მიზეზი... საჭიროზე მეტიც კი... ვერაფრით ივიწყებდა დამიანეს სიტყვებს, დედამისის თვითმკვლელობაზე... გული ტკიოდა, რომ გაფიქრებითაც ატკინა... წამიერი დაშვებითაც კი, რომ თავი მოეკლა, გრძნობდა რომ უღალატა. ფეხებაკეცილი იჯდა დივნის კუთხეში, გაყინული თვალებითა და გაცრეცილი სახით... ვერაფრით გაეხედა წინ... ახლა ყველაზე ნათლად ხედავდა განსხვავებას გარდაცვალებასა და სიკვდილს შორის... გრძნობდა, რომ ის სადღაც იყო... რომ შეუძლებელია მომკვდარიყო... როგორ სჯეროდა, რომ დამიანე ბორძიკული არასოდეს ტეხდა სიტყვას...

******************

-მარიამ, ვიცი, რომ ამის დრო არ არის, მაგრამ ადვოკატი მოვიდა და ამბობს რომ ეს ძალიან აუცილებელია. - ფრთხილად მიუახლოვდა ლაშა-გიორგი, რომელსაც ნერვიულობისაგან ტუჩები გალურჯებოდა. მარიამმა უღონოდ ახედა. თვალებით ითხოვდა შველას. ლაშა-გიორგის გული კინაღამ გაუჩერდა.
-ქალბატონო, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მაპატიეთ ასეთ დროს რომ მოვედი, მაგრამ ეს თქვენი ქმრის სურვილი იყო. - ადვოკატმა, მორიდებით დაუდო მუხლებზე ორი კონვერტი და ოთახიდან გავიდა.

„გილოცავ, მა, მეთვრამეტე ოცდაერთ აგვისტოს“ დამიანეს ხელწერის დანახვისას ცრემლისაგან გამომშრალი თავლები ერთიანად აევსო. რამდენიმე წუთი უყურა მუხლებზე დალაგებულ კონვერტებს, მერე კი ფრთხილად აიღო მისთვის განკუთვნილი „შენ“...
*********
“არ ვიცი ასე ძალიან რატომ მიჭირს ამ წერილის წერა, წინა ორივე წასვლის წინ დაგიტოვე წერილი და თითქოს ისინი უფრო ადვილად დაიწერა. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ დავბრუნდები, მაგრამ ახლა თუ შენ ამ წერილს კითხულობ... სიტყვა ვერ შემისრულებია და მარტო დაგტოვეთ.
ზოგჯერ მგონია, რომ გამაგიჟებ, არა ზოგჯერ არა, სულ... სულ ასე მგონია. ვერასდროს და ვერაფრით მოგაქციე რომელიმე ჩარჩოში... მართლა არ ვიცი ასეთი როგორ ხარ. შენ მე გადამარჩინე, რომ არა შენი სიკეთე, არ იქნებოდა ჩემი სინანული ასეთი ძლიერი... ვერაფრით დავინახავდი იმ საშინელებას სისრულით რაც გაგიკეთე. ვიცი, რომ მაპატიე... ერთხელაც კი არ მინახავს შენი საყვედურიანი მზერა, რომელიც იმ დღეებს გამახსენებდა... მაგრამ ვერაფრით ვპატიობ ჩემს თავს. ვფიქრობდი, თუ აქედან დავბრუნდებოდი, შეიძლება ყველაფერი შეცვლილიყო ჩემში...
ყველაზე მეტად იმის მეშინია რას იფიქრებს ერეკლე წლების მერე. მე ხომ ლაჩარივით წავედი. არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლის ველზე დავეცი, თუ რა მოხდა. მე მიგატოვეთ, მიგატოვეთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უნდა მეზრუნა თქვენს ბედნიერებაზე. ვერაფრით ვივიწყებ შენს სიტყვებს „მტკივა თითოული დღე, ერთმანეთის დროს რომ ვაკლდებით.“-მაშინაც მეგონა, რომ გავგიჟდებოდი. ისე ჩაატიე ყველაფერი ამ რამდენიმე სიტვაში... ჩვენი დრო... ძალიან პატარა, ყველაზე ტკივილიანიც, მაგრამ მაინც ჩვენი და შენი წყალობით ყველაზე დიდი სიყვარულით სავსე. გემუდარები აუხსენი ერეკლეს, რომ ჩემი აქ წამოსვლა არ ნიშნავდა იმას, რომ თქვენ რაღაც გამჯობინეთ. აუხსენი, რომ სხვანაირად არ შემეძლო. მჯერა, რომ გაიგებს...
გული მიჩერდება იმაზე ფიქრით, თუ როგორ ცუდად ხარ ახლა. არ ვიცი რა უნდა გითხრა. უბრალოდ იცოდე, რომ ახლაც, როდესაც შენ ამას კითხულობ მე კარგად ვარ. არ შეიძლება ვიცოდე, რომ ასე გიყვარვარ, რომ ერეკლე გვყავს და ცუდად ვიყო, არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ. მიყვარხარ, მიყვარხარ ყველაფერზე მეტად, ახლაც კი როდესაც მანდ აღარ ვარ. არ შეიძლება არსებობდეს ჩემი სულის ნაწილი მაინც, იქ სადღაც და არ უყვარდე. არ უყვარდე ყველა შესაძლებელზე მეტად. მარიამ, ვიცი, რომ ახლა ყველაზე რთულია ძლიერი იყო, წინ გაიხედო... მაგრამ შენ ერეკლე გყავს. ვიცი, რომ ამის თქმა არ გჭირდება, მაგრამ არ შემიძლია დედაჩემის საქციელი დავივიწყო ახლა. ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო, ახლა რთულია, მაგრამ წინ უამრავი ბედნიერება გაქვს... შენ უნდა ნახო, როგორ დაგიძახებს ჩვენი პატარა დედას... უნდა ნახო მისი პირველი ნაბიჯები... მისი პირველი დღე სკოლაში და მისი ყოველი წარმატების თანაზიარად უნდა იქცე. წარმოდგენაც არ შემიძლია, თუ რამდენად რთულია აკეთებდე ამ ყველაფერ მარტო, მაგრამ უნდა შეძლო. რადგან მე ვერ შევძელი და მიგატოვეთ.
1+1+1=1 ჩვენი სუბიექტური მათემატიკა, მე კი შენით მთლიანი ადამიანი.
მიყვარხარ, მიყვარხარ შესაძლებლობების მიღმა და ყველაზე მეტად შენი ბედნიერება მინდა. ის აუცილებლად უნდა იპოვო ჩემს გარეშე. გთხოვ, მეორე წერილი ერეკლეს მიეცი, როდესაც თვრამეტის გახდება. ერთმანეთს გაუფრთხილდით. ყოველთვის, როდესაც ჩემზე გაიფიქრებ, ეზოში ჩვენი პატარას სეირნობისას, მაშინ როდესაც კარადაში ჩემს სამოსს დაინახავ... ან მაშინ, როდესაც ერეკლეს პირველად მიიყვან სკოლაში, გახსოვდეს, რომ მიყვარხარ და მე კარგად ვარ, რომ არ უნდა ინერვიულო. ის, რომ მე ვიყავი და აღარ ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ შენ ბედნიერების უფლება არ გაქვს. ეს არ დაგავიწყდეს.
მიყვარხართ. ჩემი ხათრით ახლა შენ უნდა გაიღიმო და დამპირდე, რომ იბრძოლებ. მიყვარხარ.

დამიანე.”

ძლივს ჩავიდა ბოლომდე, ცრემლებისაგან ბინდგადაკრული თვალებით ძლივს არჩევდა სიტყვებს. ვერაფრით დაეჯერებინა, რომ აღარ ჰყავდა. ვერავინ ბედავდა მიახლოებას, შემზარავი იყო მისი ასე ნახვა. უბედურების დამღა ყველას ღრმად დამჩნეოდა სახეზე. ნანი გაუბედავად უსვამდა შუბლზე სველ ნაჭერს, ისეთი უღონო იყო, ისეთი საბრალო. უბედურება ისევ თავის სრულყოფილებას ზეიმობდა
დაღამებამდე ასე იჯდა, ფეხებაკეცილი. ისევ ვერავის სახე გაერჩია. ერეკლესაც კი ვერ ეკარებოდა იმის შიშით, რომ შეაშინებდა.
-დედაშენი რეკავს, მარიამ. - უთხრა ფრთხილად ანდრიამ და ტელეფონი ყურთან მიუტანა. სულ პატარა ნაპერწკალი გაუჩნდა, რომ ახლა მაინც არ დატოვებდნენ მარტო, ახლა მაინც გაიღვიძებდა მათში რაღაც ადამიანური.
-არაფერზე ინერვიულო, შვილო, ნახავ მალე ყველაფერი კარგად იქნება, ახალგაზრდა ხარ, უამრავი ფული გაქვს... - უღონოდ გამოართვა მობილური და მაშინვე გათიშა. იმ უბედურებასთან შედარებით, რაც ახლა იყო მის თავს, ეს არაფერი იყო. გაუკვირდა კიდეც, რომ ოდნავადაც კი არ იგრძნო გულისტკივილი.
გვიან, დავითმა ლეილა ჩამოიყვანა. მარიამს გული ამოაჯდა მისი დანახვისას, ქალი ისე თბილად ეხუტებოდა.
-შვილო, ბედნიერი უნდა იყო, რომ ერთმანეთი გყავდათ. ერეკლე გყავთ, თავს არაფერი აუტეხო. ახლა ყველაზე მეტად სჭირდები მის სულსაც და შენს შვილსაც. - უბედურებისაგან განადგურებული მაინც ცდილობდა ის გაემხნევებინა. დედაშვილური მზრუნველობით ეფერებოდა თმებზე.
მარიამს კი თითქოს მაინც არ სჯეროდა, ფრთხილად აიღო მისი პერანგი კარადიდან, რომელიც არაფრით გაერეცხა მისი წასვლის შემდეგ. მისი სუნი გუდავდა, გაუბედავად გაუყარა მკლავები და იატაკზე ჩამოჯდა. ხვდებოდა, რომ აღარ შეეძლო. აღარ შეეძლო ისე ენატრებოდა, მთელი ძალით გაეხვია მის პერანგში, ფრთხილად აიყვანა ერეკლე და თავიანთ სავარძელში ჩაჯდა. პატარა, საოცრად ჰგავდა მამამისს თვალებით. ცდილობდა არ ეტირა, რომ არ შეეშინებინა, მაგრამ ვერაფრით იკავებდა თავს. ლეილა დერეფნიდან უყურებდა მის საცოდაობას და ვეღარც მას გაებედა ახლოს მისვლა. ყველას უსიტყვობა გუდავდა. არ არსებობდა თანაზომიერი სიტყვები, განცდები. მხოლოდ ერთმანეთის თვალებში შეიძლებოდა გეპოვა ფასდაუდებელი შენიანობა.
მარიამის საქციელი ყველას ძალიან აშინებდა. მხოლოდ ერეკლეს ელაპარაკებოდა, ისიც მხოლოდ დამიანეზე. ვერაფრით გახადეს მისი პერანგი. ტყუპებმაც კი ვერ მიიქციეს მისი ყურადღება. მთელი დღე, გაუნძრევლად იჯდა ფეხებაკეცილი დივანზე. არც რაიმეს სვამდა, არც ჭამდა. სუსტი თითებით ჩაებღუჯა პერანგის მანჟეტები და გაყინული თვალებით გაჰყურებდა სივრცეს.
უკვე მეორე ღამე მიიპარებოდა ფეხაკრეფით. სახლში ჰაერსაც კი ვერ იგრძნობდით, ყველაფერი ჯერ არ განცდილ სიმძიმეს მოეცვა. მარიამი, ისევ დამიანეს პერენგით იჯდა სავარძელში, ნაზად უსვამდა პატარას თავზე გამხდარ, უღონო ხელებს და დამიანეზე ფიქრობდა. მომაკვდავივით მსუნთქავ იმედს ებღაუჭებოდა, ხვდებოდა, რომ ვერაფრით დაიჯერებდა მის გარდაცვალებას, სანამ მის უსულოო სხეულს არ ნახავდა... წასვლას არა, არც მიტოვებას, გარდაცვალებას...

**************
გაფითრებულ ლაშა-გიორგის, ტელეფონი ჩაებღუჯა და ხმა ვერაფრით ამოეღო. სახეზე ყველა ემოცია თანაბრად გამოსახვოდა. არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა დივანზე მჯდომ მარიამს, გაუბედავად დაიჩოქა მის თვალებში ჩახედვა რომ შეძლებოდა.
-მარიამ, გერმანიაში უნდა წავიდეთ. ის ცოცხალია, მაგრამ ძალიან მძიმედაა. - შიშით, როგორ მიიღებდა მარიამი მის სიტყვებს, ფერი ჰქონდა დაკარგული. მარიამს კი ცრემლებით აევსო გაყინული თვალები, ოთახი ხალხით გაივსო. - აღმოჩნდა, რომ აფეთქებისას გადარჩა. ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო და ამან უფრო გაართულა ყველაფერი. დამიანეს დაჭრილი გამოჰყავდა და აფეთქებისას, თავის ქალა, ხერხემალი და კიდურების უკანა მხარე დაუზიანდა. - ფრთხილად აგრძელებდა ლაშა-გიორგი და თან ცდილობდა მარიამის რეაქცია არ გამოპარვოდა. მარიამს კი ისევ ვერ ამოეღო ხმა, არაფერი ესმოდა იმის გარდა, რომ ის ცოცხალი იყო... სხვა ყველაფერი სულერთი იყო, იცოდა, რომ სხვა ყველაფერს მოერეოდნენ. სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო.

****************
მის პალატის კარის დანახვამდე, თითქოს დროის შეგრძნებაც დაეკარგა. გული გამალებით უცემდა, ერთი სული ჰქონდა ენახა.

****************
პალატაში არ შეუშვეს, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. დამიანე იშვიათად მოდიოდა გონს, ექიმები კი არაფერს ამბობდნენ, გარდა იმისა, რომ კრიტიკული პერიოდი ჯერ კიდევ გადასალახი იყო. ყველა თანაგრძნობით უყურებდა მის საცოდაობას, სკამზეც კი ვერაფრით დასვეს, გაუნძრევლად იდგა პალატის კართან, იმედით, რომ მალე შეუშვებდნენ.
-რამდენიმე წუთით ჟალუზს ავწევთ და შეგეძლებათ დაინახოთ, პალატაში დღეს ვერ შეგიშვებთ. - უთხრა თანაგრძნობით, კეთილად მომღიმარმა მედდამ. ძლივს მოაბა ინგლისურად საჭირო სიტყვებს თავი. მაგრამ ის, რასაც ახლა გრძნობდა შეუძლებელი იყო გადმოეცა.
დამიანეს დანახვა ყველაზე მტკივნეული იყო. ტკიოდა მისი მდგომარეობა, ტკიოდა მონატრება და მათ შორის ზღვარდადებული სივრცე. ტკიოდა მისი ნატანჯი სახე... მან კი უეცრად თვალი გაახილა. ერეკლე, რომლისთვისაც აუხსნელი იყო სიტუაცია, სასაცილოდ უსვამდა ფუმფულა ხელს მინას, მარიამი კი ვერაფრით აცილებდა მის უღონოდ გახელილ თვალებს, თვალს. უეცრად, არც კი უთხოვია, ისე გამოართვა გვერდით მდგომ მედდას რეგისტრაციის ბლანკი. აკანკალებული ხელით ძლივს დაწერა 1+1+1=1 და გაშლილი ხელით მინას მიაკრა. დამიანეს ცრემლები წამოუვიდა, მარიამს კი მისმა ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა ყველაზე დიდი იმედი მისცა. მთელი სულით და გულით გრძნობდა, რომ ის იცოცხლებდა.

*****************
მძიმე სარეაბილიტაციო პერიოდი და ერთმანეთის მიყოლებით გაცოცხლებული იმედები. გაურკვევლობაში, თანდათანობით უფრო მკვეთრად გამოკვეთილი მომავალი. ეტლი, ორი ყავარჯენი, ცოლის სუსტი მხარი და დამოუკიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯები. მარიამის დაძაბული მზერა, რომელიც ყველა საყრდენზე მტკიცედ იჭერდა. შენი შვილის პირველი ნაბიჯი... პირველი კბილი... დამიანე, დაუღალავად იბრძოდა. ძალა, რომელსაც ორი პატარა საოცრება აძლევდა, ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკმარისი...

******************
საავადმყოფოდან გამოწერის დღესვე საქართველოში დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა არაერთხელ სტუმრობდა გერმანიაში, თავისიანებთან შეხვედრა მაინც საოცრად ემოციური იყო. ერეკლე სასაცილოდ დაბაჯბაჯებდა თავის სახლში, ახლადამოსული კბილების გამო სურდა ყველაფერი პირში ჩაედო. დამიანეს კი ყავარჯნითაც არ ეზარებოდა მისი დევა. არც ცოლის ლოდინი ეზარებოდა, ნანის წასვლის შემდეგ დარჩენილ ჭურჭელს რომ რეცხდა. ვერაფრით შორდებოდნენ ერთმანეთს. საოცარი იყო მათი თითოეული ღამე, მონატრებით, ტკივილითა და უსაზღვრო სიყვარულით სავსე. ერეკლესთან ერთად გატარებული დღეები, მათ აყვავებულ, შემოდგომისფერებშეპარულ, თუ მონატრებული ფიფქებისაგან გადათეთრებულ ბაღში.

****************
„-გენერალ ლეიტენანტ, დამიანე ბორძიკულს, მიენიჭოს არმიის გენერლის წოდება...“ საოცრად მკაცრი, მოწესრიგებული ხმა აგრძელებდა სიტყვას. მარიამი კი მხოლოდ ქმრის სახეს ხედავდა, ამაყს და საოცრად კეთილს. ეტყობოდა, რომ მისი და ერეკლეს დანახვამ გააოცა, მაგრამ ემოციას სცენიდან ვერ გამოხატავდა. მან, როგორც ყოველთვის ახლაც თავისებურად მიიღო საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი წოდება. არავის არაფერი უთხრა. მარიამმა, მხოლოდ ანდრიას წყალობით მოახერხა ბაზაზე მისვლა. ყველანი იქ იყვნენ, დამიანე კი ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ თვალებს ვერ აშორებდა ცოლს, რომელსაც მათი ვაჟკაცი ეკავა ხელში. ერეკლე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, მამამისის დანახვისთანავე აღმოჩნდა მის კისერზე ჩამოკიდებული. დამიანე ფრთხილად შეეხო ცოლის ტუჩებს და ფეხით მიწასაც კი ვერ გრძნობდა ბედნიერებისგან.

*****************
დამიანე სასაცილოდ აყუდებულიყო სამზარეულოს კართან. ფეხებგადაჯვარედინებული მოთმინებით უყურებდა ცოლის ფუსფუსს, რომელიც არაფრით იღლებოდა.
-წამოდი რა, ხვალ გააგრძელე. ძალიან დაიღალე, თან რა საჭიროა ყველა კვერცხს რაღაც ეხატოს. მენატრები მე. - უთხრა ვითომ მოწყენილი სახით.
-ნუ ბუზღუნებ, საყვარელო. ერეკლეს გაუხარდება, პირველი აღდგომაა მისთვის, რომელსაც სახლში ვხვდებით. თან ნახე მართლა რა ლამაზებია. - უთხრა ღიმილიანი, მაგრამ დაღლილი სახით.
-არადა მე ვერაფრით ვაკეთებ, თორემ მოგეხმარებოდი, მალე რომ გამეყვანე აქედან. - დამიანემ სწრაფად მიირბინა მასთან, ხელში აიყვანა და მთელი გრძნობით აკოცა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს ასეთი სამზადისი სახლში. ეს ყველაფერი ისეთი ემოციური იყო, საოცრად ეამაყებოდა ცოლი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არასდროს მიეღო ასეთი სითბო, მაინც დაუშურებლად გასცემდა... არაფერი ეშლებოდა.
-დამიანე, ნუ მაწამებ. ხომ იცი, რომ ვკვდები ისე მინდა შენთან. სულ ცოტა დამრჩა და გამოვალ. მანამდე ერეკლეს შეხედე. - დამიანემ სასაცილოდ მოუჭირა ხელი ცხვირზე და ერეკლეს ოთახისკენ წავიდა. მარიამი მართლაც მალე მორჩა, სააღდგომო კვერცხების გალამაზებას და ჩუმად მიეპარა შვილის საწოლთან მდგომ გოლიათ ქმარს. ძლივს შემოაწვდინა სუსტი ხელები და ბეჭებზე ტკიპასავით მიეკრა.
-მიყვარხარ. - დამიანე სწრაფად შემობრუნდა, ცოტა ხანს უყურა მის აბრჭყვიალებულ, წრფელ თვალებს და მთელი ძალით მოეხვია.
დილით, როგორც ყოველთვის, განძრევაც კი ვერ მოახერხა. ძლივს შეაბრუნა თავი და ფრთხილად აკოცა მძინარე ქმარს ცხვირზე.
საღამოს ყველაფერი მოთავებული იყო. მარიამს, არ უნდოდა, სულ პატარა საქმე მაინც დაეტოვებინა ლეილასთვის, რომელიც აღდგომის დილას ჩამოვიდოდა.
ფრთხილად ჩაიდო, წინა ღამით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოხატული კვერცხი ჯიბეში და გასასვლელისკენ წავიდა. დამიანეს უკვე ხელში ეჭირა, ღამის თევისთვის თბილად ჩაცმული ერეკლე.
-სანამ გაძლებს ვიყოთ, იქნებ ვაზიაროთ და მერე წამოვიდეთ, საყვარელო. - ნაზად აკოცა შუბლზე და მანქანის კარი გამოუღო.
ერეკლე შესაშური სიმშვიდით შეხვდა ტაძარში, აღდგომის სიხარულის მომლოდინე ხალხს. ეცინებოდათ დამიანეს და მარიამს, დიდი კაცივით, ინტერესით რომ ათვალიერებდა ყველაფერს. მალე ტაძარი ცრემლიანი სიხარულით აივსო.
-ქრისტე აღსდგა! - ბედნიერმა აკოცა შუბლზე ცოლს.
-ჭეშმარიტად აღსდგა. - მარიამმა გაუბედავად მიაწოდა ჯიბიდან შეუმჩნევლად ამოღებული კვერცხი. 1+1+1+1=1, წითლად შეღებილ კვერცხზე, თეთრად მხოლოდ მათი მაგალითი იყო, კიდევ ერთი ერთიანით.
დამიანეს ყველაფერი დაავიწყდა, ჟრუანტელს გვრიდა ზარების ხმა და უფლის დაუშურებელი წყალობა.
-ჩვენი შვილი, ჩვენი მეორე შვილი. - ჩუმად იმეორებდა, საშინლად აჩქარებოდა გულისცემა, ვერაფრით მიმხვდარიყო რითი გამოეხატა მადლიერება და ბედნიერება. მთელი ძალით ჩაებღუჯა ცოლის გამხდარი ხელი და სუნთქვაც კი უჭირდა.

***************
გადარჩენამ, როდესაც იმედი თითქმის ბოლომდე მკვდარი ეგონა, ყველაფერი შეცვალა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა, გრძნობდა რომ აღარ ჰქონდა შეცდომების დაშვების უფლება. გრძნობდა, რომ ოჯახმა შეაგროვა და სასწაულიც მათი წყალობით მოხდა.
ახლაც, ძლივს გადააბიჯა მარმარილოს ზღუდეს და ისევ წარმოუდგენელ ძალას, გვერდში დგომას გრძნობდა მარიამისგან. გრძნობდა, რომ მისი დამსახურება იყო ყველაფერი. ხედავდა მობაჯბაჯე ერეკლეს, რომელსაც სასაცილოდ ჩაებღუჯა შეღებილი კვერცხი. ხედავდა ლეილას ცრემლიან, მაგრამ მაინც ბედნიერ თვალებს... და მარიამს, ცოლს, თავის ცოლს, რომელსაც ახლაც მასავით ტკიოდა მისი მშობლების ტრაგედია. ისევ ვერ ჰყოფნიდა გრძნობებს. მთელი არსებით უყვარდა. უყვარდა, ახლახანს დაწყებული, ჯერ ისევ დედიკოს მუცელში მყოფი სიცოცხლე და ბედნიერი იყო, უპირობოდ ბედნიერი. თითქოს ნათლად გრძნობდა მშობლების ბედნიერებასაც.

***************
1+1+1+1=1 მათი ოჯახის ყველაზე სუბიექტური მათემატიკა. ერთიანობით, განუზომელი სითბოთი და ერთმანეთით ნაპოვნი მთლიანობით.

მომწონს
6
ფავორიტებში დამატება
9