A! Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
naxevari wuTi - Tekla iordaniSvili
-გახსოვს რამე?
-ისე რა..

-ტკივილი გახსოვს?
-ტკივილი მახსოვს.. კიდევ დარტყმა მახსოვს.. ძლიერი და მეტი აღარაფერი..
-საავადმყოფო?
-საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს.. უკვე აღარ ვსუნთქავდი..
-სახელი?
-ნია,
-გვარი?
-იამანიძე
-ასაკი?
-22 წლის
-სულ პატარა – დანანებით გადაავლო ჩემს დოსიეს თვალი საბა პირველმა.
გამეღიმა
-მიზეზი?
-ავარია
-როდის?
-ალბათ, ასე, 15 – 20 წუთის წინ – საათის გატეხილ მინას დავხედე მე
-მრგვალ ბაღთან?
-დიახ..
-მძღოლი?
-არ ვიცი .. არ მახსოვს..
-მე ვიცი – გაიღიმა საბამ – დემეტრე ცეცხლაძე – მერამდენედ უნდა შევაშინოთ
ეს ბიჭი, ნელა რომ იაროს?!
სახელისა და გვარის გაგონებაზე ფერი შემეცვალა,
მაგრამ არ შევიმჩნიე.
- რა გიყო ახლა? – სიბრალულით შემომხედა მან
უცბად კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა
-დიახ! – მშვიდად თქვა საბა პირველმა
კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი, ესე, 20 წლამდე გოგონა შემოსრიალდა როლიკებით, თეთრი მოკლე ფრიალა კაბითა და ვერცხლისფერი მძივით
-პრივეტ საბ, ახალი გვყვავს ვინმე? – იკითხა გოგონამ და თავიდან-ფეხებამდე
შემათვალიერა.
-ანკა, არ მცალია, ცოტახნით მაცადე! – მშვიდად განაგრძო საბა პირველმა
-ოო, სულ ასე მაგდებ ოთახიდან, რა! – ფრთები გაისწორა გაბუტულმა გოგონამ
-მალე მოვრჩები და მერე დაგელაპარაკები – გაეცინა საბას
-204-ე ავარიის მსხვერპლი, ესაა? – ამრეზით შემომხედა ანკამ
-გახლავთ.
-დიდი არაფერი გოგოა! – თავი დაიმშვიდა მან – რამ გადარია შემოსასვლელში
ბიჭები ვერ ვხვდები! – ანკამ გაოცებით დაიფერთხა თეთრი კაბა და საბას გაუღიმა.
მე დაბნეულად შევხედე.
-რა იყო, არ მოგწონს? – გაეცინა საბას
-არა! – მშვიდად განაგრძო ანკამ
-მე მომწონს – დაუფიქრებლად აღიარა ბიჭმა
თავიდან ფეხებამდე გავწითლდი..
-არ მინდა გაგანაწყენო, მაგრამ არ რჩება – მხიარულად თქვა ანკამ
საბას სახე მოეღრუბლა
-ვინ თქვა?
-დავითმა!
საბამ ჩაახველა,
-ბატონი არასდროს არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას – თქვა მან დანანებით
-დიახ, ასეა, – ატლიკინდა ანკა – მეც იმიტომ გამომგზავნეს, რომ უნდა
დავაბრუნო.
მე გაოგნებული ვარ,
რეალური და არარეალური ერთმანეთში მერევა.
უცბად ანკამ თეთრი მონიტორი ჩართო.
ეკრანზე არსებულმა სურათმა, საერთოდ დამაბნია:
საკუთარ თავს ვხედავ საოპერაციოში, მაგიდაზე..
მარცხენა საფეთქლიდან მშვიდად იღვრება მეწამური სითხე,
ერთ-ერთი ექიმი ელექტროშოკს მიკეთებს.
მე კი აქ ვარ და ამ მატრაკვეცა ფრთიან არსებას ვაკვირდები.
საბამ ამოიხვნეშა და ვერცხლისფერი ფურცელი გამომიწოდა.
-მოაწერე ხელი!
-რას? – გავიკვირვე მე
-მოაწერე, მოაწერე, ადრეა შენი აქ დატოვება – მითხრა მოწყენით მან და
ალუჩისფერი თვალები აემღვრა..
უსიტყვოდ ვემორჩილები მას და ფურცელს ვართმევ.
ფურცელი ლამაზია…
ბრჭყვიალა,
გაუგებარი ლათინური ასოებით, რაღაც უცნაური ტექსტი წერია ..
ბოლოში კი – ჩემი ინიციალებია..
საბამ გამჭვირვალე კალმისტარი მომაწოდა..
ასეთი კალმისტარი ცხოვრებაში არ მინახავს..
სულ გამჭვირვალე და ისიც ბრჭყვიალა..
ვიღებ და ხელს ვაწერ..
მერე..
ფურცელს ვაბრუნებ და ვიღიმი..
ანკაც მიღიმის – ჩემი თავიდან მოშორება ძალიან უხარია,
ერთადერთი – საბაა მოწყენილი..
-კარგად! – ვუთხარი საბას და ხელი გავუწოდე
-დროებით! – შემისწორა მან და ხელზე მაკოცა
ანკას სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და აჩქარდა:
-ნია, წავედით, ამდენი დრო არ მაქვს, შენს გარდა იმდენი ადამიანი მყავს
დასაბინავებელი? მალე ფრთები და როლიკებიც აღარ მიშველის..
-ჩემი სახელიც იცი? – გამიკვირდა მე..
-შენ მე ვინ გგონივარ? – აღშფოთდა ანკა – ამას ვერ ხედავ? – ფრთები თავზე
შემოიხვია მან
-ბოდიში! – დავიბენი მე
-ამ ერთხელ, გაპატიებ – წარბი ამიწია ანკამ და ოთახში ორჯერ დაბზრიალდა,
მერე კარი გააღო, საბას მონუსხული მზერა ესროლა და სირინოზის ხმით დაემშვდობა – პაკა, საბ!

მერე მახსოვს გრძელი და იასამნისფერი კორიდორი,
ისიც გამჭვირვალე..
ყველაფერი ჰაეროვანი და უწონო…
არამატერიალური და უცნაური…
“ალბათ ჭკუიდან შევიშლები მალე..
ეს უკვე მეტისმეტია..“ – ვფიქრობ ჩემთვის.
ანკა ჩემს გვერდით, უკმაყოფილოდ მოკატაობს თეთრი კაბისა და თმების ფრიალით..
აშკარად რაღაცის თქმა უნდა და თავს იკავებს..
ბოლოს ვეღარ მოითმინა:
-ეს კაბა გადამრევს, სულ უნდა ისწორო, რაა! – თქვა მან ამაყად..
-ვინ გაჩუქა? – გამეცინა მე..
-ერთი ბიჭია, გიჟდება ჩემზე! – გაიპრანჭა ის
-ძალიან ლამაზია.. – ისევ გამეცინა მე – სად მივდივართ?
-გაბრუნებთ..
-სად?
-საიდანაც მოხვედი! – აღშფოთდა ანკა..
მე ისევ ყველაფერი ერთმანეთში მერევა ..
-ახლა სად ვართ?
-უიმე.. რა ცნობისმოყვარენი ხართ ეს ახლები! – ტუჩი აიბზუა მან..
მე ისევ გავჩუმდი და გამეცინა
-ის ხდება, რაც მე მგონია? – ვკითხე ფრთხილად
-წარმოდგენა არ მაქვს, შენ რა გგონია, მაგრამ გეტყვი, რომ ჩემდა
სასიხარულოდ, არ გტოვებენ..
-რა დაგიშავე, კი მარა? – ვიკითხე საცოდავად
-ბიჭი არ დამიტოვე გენაცვალე და.. თან კონკურენტებს ვერ ვიტან.. – მითხრა
გულღიად მან.. მერე კიდევ კარგად შემათვალიერა და კითხვის ნიშნით აღსასვე მზერა მესროლა – რამდენი წლის ხარ?
-22-ის
-(ანკამ წაუსტვინა) ჩემზე დიდი ხარ 6 წლით, ძალიან სასიამოვნო… შენ მალე
დაბერდები, მე კი სულ 16 წლის ვიქნები – გაუხარდა მას – თან საბას მხოლოდ ახალგაზრდა გოგოები მოსწონს..
ვერ მივხვდი, რას მეტლიკინება ეს ანგელოზი და ისევ მეცინება..
ანკა გაჩერდა და რაღაცას დაუწყო ძებნა..
გავჩერდი მეც..
-რას ეძებ? – ვკითხე მას
-ოო, ცოტახანი გაჩუმდი რა, ტვინი ამირიე ამდენი ლაპარაკით.. ლიფტს ვეღარ
ვპოულობ! – ბუზღუნებს ანკა და კაბას ნერვიულად იფერთხავს..
საცოდავად დავდექი დერეფნის კუთხეში და გავჩუმდი ..
უცებ ანკას სახე გაებადრა და მოკვდა სიცილით:
-სულ დამავიწყდა.. მე თვითონ დავუმალე ლიფტი საბას.. კიბეზე ბევრი რომ
იაროს და ბევრჯერ რომ შემხვდეს..
დავითი მიკრძალავს ლიფტით სიარულს.. – თქვა საცოდავად მან და ფეხები დააბაკუნა – არადა, იცი, როგორ მიყვარს კატაობა?
მე ისევ გამეცინა, სახეზე ხელები ავიფარე და თვალები მოვიფშვნიტე..
“ღმერთო, ეს რა ხდება ჩემს თავს!” – გავიფიქრე ჩემთვის..
-არაფერიც არ ხდება, ახლა უკან წახვალ და არაფერი აღარ გემახსოვრება –
მიპასუხა ანკამ და როლიკების გახსნილი თასმა შეიკრა..
მე კიდევ უფრო დავიბენი ..
-კი მაგრამ… საიდან.. გაიგე? – ვთქვი ენის ბორძიკით – მე სიტყვაც კი არ
მითქვამს..
-მე ყველაფერი მესმის – მითხრა ამაყად – აბსოლუტურად ყველაფერი.. რით ვერ
მიხვდი? უიმეეე! …
მერე წამოდგა, რაღაც ლათინურად წარმოთქვა და დავინახე, ჩემს წინ როგორ გაიხსნა ფერადი და გამჭვირვალე ლიფტი
-ხედავ, რა მაგარი ვარ? – თვალი ჩამიკრა მან – ახლა შედი და წითელ ღილაკს
დააჭირე თითი, მე ვეღარ შემოგყვები, ფრთები არ შემომეტევა..
-კარგი, მადლობა, იმედია, ეს ყველაფერი მესიზმრება, თორემ შეიძლება ჭკუიდან
გადავიდე და გული გამისკდეს – ვთქვი შეწუხებულმა..
-ნუ გეშინია, გული არ გაგისკდება და ჯერ არ მოკვდები – დამამშვიდა ანკამ
და ხელი დამიქნია – მომიკითხე “ცეცე”!

კარი დაიკეტა,
და ზუსტად ისე დაბნელდა,
როგორც 30 წუთის წინ,
მრგვალ ბაღთან..
მას მერე, რაც ასფალტისა და
სველი ბეტონის სურნელი ვიგრძენი.

………

-გონზე მოვიდა!
-პულსი ნორმალურია!
-სუნთქვაც..
-ერთხელ კიდევ..
-საკმარისია..
-გადარჩა..
-სასწაულია.. რამდენი ხანი იყო? .. 30 წუთი – ნამეტანია..
-ამდენი სისხლი დაკარგა და.. მაინც, ყოჩაღ..
-იღბალია, ნამდვილად..

“ლეილა დეიდა – მეზობელი”:

- ნია?
კი, როგორ არ ვიცი, ჩემს ხელშია გაზრდილი. დედამისი – ლიზა ბაქრაძე მეორედ რომ გათხოვდა და ალექს სერგიენკოს რომ გაჰყვა ცოლად, ნია 11 წლის იყო. ალექსი, ქალაქის მთავარი საავადმყოფოს ყბა-სახის პლასტიკური ქირურგი, მაშინ 36 წლის, დახვეწილი მანერებითა და სასიამოვნო საუბრით გამოირჩეოდა.. ნიას ბებია, ნახევრად პოლონელი ელენა ბაქრაძე, ყოველთვის მომხრე იყო იმისა, რომ ლიზა გათხოვილიყო აუცილებლად ექიმზე და აუცილებლად სლავური წარმომავლობისაზე..
ასეც მოხდა, ლიზა გაცნობიდან ნახევარ წელიწადში ალექსს ცოლად გაჰყვა. ბავშვს არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს, პირიქით, ალექსისგან უფრო მეტ სითბოსა და ალერსს გრძნობდა, ვიდრე ლიზასგან..
ლიზამ ნია რომ გაააჩინა, 18 წლის იყო.. ბავშვი ელენას გაზრდილია. ლიზასთვის “დედა”- ცხოვრებაში არც დაუძახია…
კარგი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე დედა-შვილი..

- ხასიათი?
არაჩვეულებრივი ხასიათის ბავშვი იყო, უნიჭიერესი.. სულ მეცადინეობდა, მსგავსი გოგო ჩვენს უბანში არ იყო .. ელენა მკაცრად ზრდიდა.. დისციპლინა შეაყვარა ბავშვობიდან.
მერე, ხომ იცით, ლამაზი გოგოს ამბავი..
ათასი შემწუხებელი გამოუჩნდა..
მე თუ მკითხავ, ძალიან ჭკვიანური ქნა ალექსმა, ნიაც თან რომ წაიყვანა საფრანგეთში.. იქ საუკეთესო განათლება მისცეს ბავშვს. დასავლურმა გარემომ, ფრანგული ჩაცმის სტილმა და საერთოდ იქაურმა აურამ საბოლოოდ დახვეწა და ნამდვილ ევროპელად ჩამოაყალიბა გოგონა, თქვენ ნანახი გყავთ ნია? – გაიღიმა ქალმა – დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს..

- შეყვარებული? ნიას?
არ ვიცი, ხომ გეუბნებით, ბევრს, თითქმის მთელ უბანს ეგ გოგო უყვარდა, მაგრამ, თავად მას არასდროს არავისთან არ უვლია..
არავინ არ მოსწონდა..
ყოველშემთხვევაში, მე არავინ ვიცი ვინმე რომ ჰყვარებოდა…
ანდა, ასე რომც ყოფილიყო, მე ხომ არ მეტყოდა? ..

მანანა ლიპარტელიანი (დამრიგებელი):

- ნია იამანიძე?
მე მსგავსი ნიჭიერი მოსწავლე, არ მყოლია..
სხვანაირი ბავშვი იყო..
ძალიან გაწონასწორებული, თავდაჯერებული..
ცხოვრებაში შენიშვნა არ მიმიცია..

ნია მთელ სკოლას უყვარდა. ძირითადად უფროსკლასელებს.
შეყვარებული კი, მგონი ჰყავდა, ცეცხლაძე დემეტრე, “დუდას” ეძახდნენ.
ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. რამდენჯერმე, მახსოვს, მან გაკვეთილიც კი ჩამიშალა.
მოდიოდა ჯდებოდა საკლასო ოთახში და არ მიდიოდა.
ვეჩხუბებოდი, მაგრამ მას არავის სიტყვა არ ესმოდა …
“ნია, ნია“ – გაეცინა მანანას – ისე, ეგეთი ფიზიკური მონაცემების ბავშვი იშვიათობაა, მართლაც..
ისეთი ლამაზი იყო, სულ მისი ყურება გინდოდა..

ზუზუ (ცეცხლაძის მეგობარი)

- იამანიძე, ტო? ნიაკო?
უბნის ყველაზე ლამაზი გოგო იყო.. ბავშვობის მეგობარია ჩემი.
ნია ყველას,
აი, “ვააფშე” ყველას უყვარდა..
ჩემი ძმაკაცი იყო მაგის “ამბავში..”
დუდუ ცეცხლაძეს – “ცეცე” მე შევარქვი ბავშვობაში და მერე შერჩა ეგ სახელი,..
ნიაც ისეთ პონტში იყო, რა..
გოგოების ამბები ხომ იცით,
როცა არც “ხო”-ს ამბობენ და არც “არა”-ს, “ზნაჩიტ, დაბროზე” არიან …
ნუ კაროჩე, რა..
“დადიოდნენ – სპონტში”..
დუდუ მაგარი ისეთი როჟა იყო, რაღაცნაირი, რაც არ უნდოდა, ვერ გააკეთებინებდი, შანსი არ იყო..
ერთადერთი, ნიასთან ცეცე “ვაფშე” სხვანაირი ხდებოდა..
ნიას რომ ეთქვა, გადახტიო, გადახტებოდა..
არა, ისე, მარტო ნიას ნათქვამზე კი არა, ბევრის ნათქვამზე ხტებოდა, (გაიცინა ზუზუმ)
ეგეთი გულიანი ბიჭი, სხვა, მე არ მინახავს..
ნია შეჭმული ჰყავდა..
იცით, როგორ აგიჟებდა?!
რაღაც “სტრანნი” ურთიერთობა ჰქონდათ..
მაგარი წყვილი იყო…
რა ვიცი, სხვა რა გითხრათ, ჩემს ძმაკაცზე მე ხომ არ ვილაპარაკებ, რა მაგარი ტიპია, ტრაბახი გამომივა,
გაიკითხეთ და გეტყვიან, ვინაა ვერელი დუდუ ცეცხლაძე..
მთელმა თბილისმა იცის..

ნატა ამირეჯიბი (ნიას ბავშვობის მეგობარი)

- მართალია, რომ ყველაზე ახლოს იცნობთ მას?
- (იღიმის) ნიას 6 წლიდან ვიცნობ..
გამორჩეული იყო ყველგან, ყოველთვის..
ძალიან თავისუფალი და თამამი,
მე ვიტყოდი, ზედმეტად თამამია ურთიერთობაში…
ყოველთვის იმას აკეთებს, რაც უნდა..
არავის არ აწუხებს თავისი პირადი პრობლემებით..
გვიან ვიგებ მილიონობით ამბავს, რომელიც უკვე უპრობლემოდ აქვს გადაწყვეტილი..
არასდროს არ ეშინია..
ვერ იტანს ტყუილს და
უსამართლობას.. – შეურაცხადი ხდება მაგ დროს..
და მიუხედავად მისი გარეგნულობისა
ძალიან ჩვეულებრივი, ადამიანური და ქალურია..
ყველას ძალიან უკარება ჰგონია, მაგრამ.. ეგრე არ არის,
მართლა არ არის

- ოჯახთან?
გიჯდება ელენაზე..
ძალიან დამოუკიდებლად გაზარდეს და იგრძნობა,
რომ დაელაპარაკები მიხვდები,
სხვა გაქანებისაა..
სულ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.. და
სხვანაირად დაიხვეწა, ხომ ხვდებით..

-როგორია დედასთან?
კარგი მეგობრები არიან.

- ხასიათი?
ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს..
კარგად ხუმრობს,
საშინელი ენის პატრონია: )
მაგრამ..
ძალიან გულის სიღრმეში,
არაა გახსნილი..
მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ვარ, ისე ვერ იტანს წუწუნს, რომ
ჩემთანაც კი ძალიან იშვიათად ამბობს რამეს…
ძირითადად, სულ კარგ ხასიათზეა..
სულ იცინის..

-თაყვანისმცემლები?
მაგდენი თაყვანისმცემელი ალბათ, არავის არასდროს არ ჰყოლია..
მთელი მთაწმინდა გიჟდებოდა ნიაზე..
- ნიას? – არავინ არ მოსწონდა…..
ძალიან ამაყია..
იმდენად რომ შეიძლება გადაირიო..

-სიყვარულით?
ნიას არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი..
იმიტომ, რომ თვლის, რომ ძალიან, ძალიან პირადულია..
მეც თავს შევიკავებ..

-ცეცე?
‘დუდუსთან არაფერი ისეთი არ ჰქონია,
ალბათ, უბრალოდ მოსწონდა ..
მერე რაღაც აირია .. და.. ვერ გავარკვიე ..
სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცი, რა მოხდა..
მაგრამ ფაქტია, დაშორდნენ..

ნინა ნიჟარაძე (კლასელი)

- ნია იამანიძის გამო კინაღამ მთელმა თბილისმა ერთმანეთი დახოცა..
სკოლაშიც ყველაზე პოპულარული გოგო იყო..
ყველაზე კარგად ჩაცმული,
ყველაზე წარჩინებული და ყველაზე ლამაზი ..
..
- ხო, დუდასთან დადიოდა, მაგრამ მგონი არ უყვარდა…
ნიას, საერთოდ ვერ გაუგებდი…
არაფერს არ იმჩნევდა, არასდროს…
- თვითონ იმ ბიჭს?
ცეცე ვიცი, რომ გიჟდებოდა ნიაზე.. ..
- რატომ აირია?
არ ვიცი ..
ამბობენ, ნიამ რაღაც მოატყუა და მან არ აპატიაო…
რა ვიცი…
ბიჭები თვლიდნენ, ყველაფერი გამრეკელის გამო მოხდაო და..
რას გაიგებ..
ყველა თავისას ლაპარაკობს…
- გამრეკელი?
გიო გამრეკელი, არ გაგიგიათ? კი, როგორ არა.. კარგად ვიცნობ, აქვე ცხოვრობდა აღმართის დასაწყისში..
წასული იყო ოჯახთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად, აქ იშვიათად ჩამოდიოდა.. ამბობენ, სწორედ მან დააყენა ყველაფერი თავდაყირაო..
-უფრო ზუსტად?
არ ვიცი ნამდვილად, თორემ გეტყოდით.. და.. თუ რამე გაიგეთ,
მეც მითხარით რა, თუ შეიძლება, კარგით? – ძალიან მაინტერესებს:).

ელენე (ლენკა) უზნაძე (მეგობარი)

-ნიაზე? რა მოგიყვეთ ნიაზე?
კინაღამ გავგიჟდი ამ ავარიის ამბები რომ გავიგე,
მადლობა ღმერთს, გადარჩა,
დილით ველაპარაკე, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, იმ დღეს მიფრინავდა და ძალიან გაბრაზდა ფრენა რომ გადაიდო.
მთხოვა გნახავო,
დროზე შევთანხმდით, ცოტახანში დამირეკა: საცობში ვარ და 1 საათში შემხვდიო – მითხრა..
მეორედ უკვე პატრულმა დამირეკა..
რადგან ნია ბოლოს მე მელაპარაკა..
იმათმაც, ინსტიქტურად, ბოლო ნომერზე დარეკეს..

კინაღამ მოვკვდი, ისე შემეშინდა..
ნიაზე ახლობელი არც მყავს არავინ..
ეგრევე ნატას დავურეკე და საავადმყოფოში მივქანდით..
ნახევარი საათი იყო ოფიციალურად მკვდარი..
არ ვიცი..
მახსოვს,
ისტერიულად ვკიოდი..
მერე..
ვტიროდი..
მეგონა, რომ.. მორჩა..
… მიჭირს ლაპარაკი..
….
რამე რომ მოსვლოდა.. მე.. არ ვიცი.. ალბათ.. თავს მოვიკლავდი..
-რა მოხდა?
ვერ გავარკვიე.. ვერ ვხვდები მრგვალ ბაღთან ის როგორ გაჩნდა? და რაღა ნიას დაარტყა..
დარწმუნებული ვარ, უბედური შემთხვევაა..
-ვინ?
დუდუ ცეცხლაძე – “ცეცეს” ეძახიან..
მისი მანქანა იყოო – რა ვიცი.. ასე თქვეს..
ნია რომ უკეთ იქნება.. მერე იტყვის ყველაფერს, ალბათ..
ახლა ძალიან დაბნეული ვარ და ვერაფერ კონკრეტულს ვერ ვიხსენებ, უკაცრავად..

დათუნა ეგაძე (მეგობარი)
-აუ, თუ ჩემი ძმა ხარ, რა.. რა დროს დაკითხვაა..

სანდრო ბაღათურია (მეგობარი)
- შენ, ძმაო, მოცლილი ხარ? გაიარე, რა..



ჩემი ცხოვრება.. ერთ დიდ, არეულად დაჭრილ კადრთა
ერთობლიობას უფრო ჰგავს, ვიდრე დალაგებულ და ტექნიკურად გამართულ მხატვრულ ფილმს…..
ბოლო მომენტშიც ეგრეა..
ყველაფერი თვალწინ გიდგას..
მე, პირადად, სანამ ტკივილს ვიგრძნობდი, ყველაფერი გამახსენდა..
შენ გამახსენდი და გულის დიაფრაგმა შემეკუმშა..
მერე,
თავი მეტკინა…
მაგრამ არ შემშინებია,
საერთოდ არ შემშინებია..
უფრო სწორად,
ვერც მოვასწარი..
… ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნავს.. კარგიც და ცუდიც ..
ცხოვრებაში იმდენჯერ დავრწმუნებულვარ ამაში..
იმდენჯერ..
ხანდახან ვფიქრობ, რომ ასე იმიტომ ხდება, რომ ჭკუა ისწავლო, სხვა ფასეულობები შეიძინო, ან უბრალოდ ცუდის და კარგის გარჩევა შეძლო..
თითოეული პიროვნება, თავის ბედს თავად ირჩევსო..
და..
რა ვიცი…..
მჯერა,
ცოტა ბედისწერაცაა..
კი..
ნამდვილად ეგრეა…

თავი 1

14 მაისს, დილის 9 საათზე მობილური ტელეფონის გაბმულმა და დაუსრულებელმა ზარმა გამაღვიძა. გაღვიძების ყველაზე საშინელი მეთოდია ტელეფონი, ვერ ვიტან! იმდენად ვერ ვიტან, რომ ყველას ვეჩხუბები, ვინც ამ დროს მირღვევს სიმშვიდეს, განსაკუთრებით, დილის საათებში.
ძლივს ავფორთხდი ლოგინიდან და ჩანთას დავუწყე ძებნა..
მობილური ჩანთაში ეგდო, ჩანთა შემოსასვლელში.
ამ დალოცვილ “ნოკია”-ს კი ისეთი გამყინავი და წკრილა ხმა აქვს, შეიძლება გული გაგისკდეს მოულოდნელობისგან : )
ავტოპილოტი ჩავრთე და თვალდახუჭული გავემართე 20-ე საუკუნის ყველაზე ხმაურიანი გამოგონების საპასუხოდ.
1 კვირის წინ ტელეფონი აბაზანის ნიჯარაში ჩამივარდა, :) რის შემდეგ, ეკრანი ჩაქვრა და მას მერე ასე რომანტიკულად ჩამქვრალი დამაქვს. რეკვით კი რეკავს, მარა ვინ გირეკავს, უნდა იმკითხაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ხელი არ მეშლება, რომ “მესიჯები” ვწერო და უშეცდომოდ ავკრიფო ჩემი მეგობრების ნომრები – თვითონაც არ ვიცი, როგორ ვახერხებ, :)
ბავშვობიდან ყველა ხომ მეუბნებოდა, ძალიან ნიჭიერი ხარო:)
ტელეფონის ძებნისას ჩანთაში აღმოვაჩინე: თმის პატარა “ფენი”, რომელიც კაი ხნის დაკარგული მეგონა, 2 ცალი კბილის ჯაგრისი (წიკი მაქვს – ყველგან კბილებს ვიხეხავ:) დამდნარი შოკოლადი, ასევე დამდნარი და დეფორმირებული “ორბიტი” და დედაჩემის 1000 დოლარიანი „ივსენ ლორენის“ მაისური, რომელიც ძროხის პირში ნადებს უფრო ჰგავდა, ვიდრე წინა დღით კლუბში ჩაცმულს.
როგორც იქნა ვიპოვნე მობილური, რომლის რეკვამ უბრალოდ, წყობიდან გამომიყვანა და ისე წარმოვთქვი კომუნიკაციის დასამყარებელი საერთაშორისო სიტყვა: “ალო”, რომ საკუთარმა ხმამ შემაშინა:
-ნი, გაგაღვიძე? – ნატა იყო ამირეჯიბი, ჩემი ბავშვობის მეგობარი
-ხო, ნატ, რას შვები? – გავიღიმე საყვარელი ხმის გაგონებაზე და შევეცადე
თავი გამომეფხიზლებინა.
-რავიცი, არაფერს, მენატრები! – გამიღიმა მანაც – ნი, არ მინდოდა შენი
გაღვიძება, თან ალბათ გუშინ გვიან მიხვედი სახლში, მაგრამ, ისეთი რაღაცაა, რომ არ დამერეკა, არ გამოდიოდა..
-რა ხდება? – შემეშინდა მე
-დათუნა ეგაძის მამა გარდაიცვალა, დღეს, გამთენიისას..
-აუ, რა მითხარი! – თვალები ცრემლით ამევსო და გული მეტკინა – საწყალი გია
ბიძია.. ყველაზე მეტად მიყვარდა ჩვენი მეგობრების მშობლებიდან.
-მეც – მითხრა ნატამ მოწყენით – ხოდა, რავიცი, იქნებ, დაკრძალვისთვის მაინც
ჩამოხვიდე.. ხომ აპირებდი, ისედაც?
-ხოო, ვაპირებდი – ჩავფიქრდი მე – მარა.. ნატ, ისიც რომ იყოს? – შიში და
ნერვიულობა ჩამიდგა თვალებში
-აუ, კაი რა.. შანსი არაა მაგის, არც ერთი პროცენტი – დამამშვიდა ნატამ
-აი, რა იცი? – არ მოვეშვი მე
-ჩამომსვლელი აქამდეც ჩამოვიდოდა!
-ხო, რავიცი – ვთქვი პატარა პაუზის მერე, დავრეკავ ერთი აეროპორტში,
გავარკვევ როდისაა ფრენა..
-მიდი რა, იქნებ ხვალ მაინც ჩამოხვიდე, დაგხვდებით, ისე მოგვენატრე, ისე..
-მეც ძალიან.. არა, არ მინდა დახვედრა, ალექსის მძღოლს ვთხოვ
-ალექსი, საყვარელი..
-ხო, ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ოჯახში – მამინაცვალია. ვგიჟდები, ისე
მიყვარს..
-არა მარტო შენ! – გადაიხარხარა ნატამ
-დეგენერატო! – ამიტყდა სიცილი მეც: )
-ძალიან “დაიზაგრე”, ხო?
-ისე, რა..
-ვიცი, მე შენი “ისე რა” – გაიცინა ნატამ – გექნება ჩემი ყავისფერი გარდერობის
ფერი.
ორივეს გაგვეცინა
-გავხდი პროსტა ძალიან, შემჭამა უკვე ყველამ.
-ხო ვიცი, იმ დღეს ბებიაშენი მიყვებოდა, სულ არ ფიქრობს თავის
ჯანმრთელობაზეო,
-ელენა, რა ქალია! – გამეცინა ისევ
-მაგარი ძალიან! რა გამოპრანჭული დაიკვანწება, არ იცი! – გადაიკისკისა ნატამ-
მიდი რა, ფრენაზე გაარკვიე და დარეკე, გელოდებით..
-მისმინე, სხვა, ახალი არის რამე?
-არა, ძველებურად.. ბიჭები ისევ ეწევიან მოსაწევს, სვამენ ლუდს, ერთმანეთს
ეკაიფებიან და ისევ არც ერთს არ ჰყავს შეყვარებული..
-კაი რა, მაგათ ვინ შეიყვარებს, იდიოტები არიან – გამეცინა ისევ
-უი, ზუზუ დადის მგონი ვიღაცასთან..
-კაი, არ გადამრიო! – ვერ დავიჯერე მე – ვინაა?
-აზრზე არ ვარ, არ მაცნობს
-ეგ ხომ არ აფრენს? – აღშფოთება ვერ დავმალე
-უი, რა ვიცი, აკლია, რა ვქნა! – თავი გაიმართლა ნატამ – მე და ლენკა უკვე
ვეკაიფებით, ალბათ ელამია, ან კოჭლი და უტყდება..
ისე გადავიხარხარე, კინაღამ ჩავბჟირდი..
-ვგიჟდები შენზე! – ვუთხარი ნატას – ლენკა სადაა?
-ბათუმში წავიდა სამსახურიდან, 2 დღით
-ხო, მომწერა.. მიხარია, რომ უნდა გნახოთ.. კაი, მიდი, გაიყიდე უკვე!
-კაი და დარეკე..
-გავარკვევ და დავრეკავ
-მიყვარხარ!
-მე უფრო!
-არა მე!
-გკოცნი!
-პაკა!

“თბილისის რეისი”

დილის 7 საათზე ჩამოვფრინდი,
თბილისი კვლავ მოწყენილი და ნაცრისფერი დამხვდა,
ან რა უნდა შეცვლილიყო 4 წელიწადში ..
უკრაინა ნამდვილად ძალიან მომბეზრდა..
მიყვარს, მარა მაინც..
არც აქაურობაა დიდად სანატრელი, მაგრამ აქ “ჩემები” არიან და ჩემები
ამქვეყნად ყველას მირჩევნია..
ყველას, ყველას, ყველას..
ნუ, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ოდესის ღამის ცხოვრებასა და დისკოთეკებზე :)
საფრანგეთის მერე კიდევ რამე თუ მომხიბლავდა, ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, ფაქტია, ჩემი მამინაცვლის სამშობლოში დაბინავებისა და იქ მოწყობის მერე, ისე გავგიჟდი და გადავირიე ოდესაზე, აღარსად წასვლა აღარ მინდოდა.
იქაური “ზაგარი“
მაინც სულ სხვა ფერია..
ხალხი – ძალიან ლაღი და თავისუფალი
ქალაქი – ულამაზესი ..
ყველა კარგ ხასიათზეა..
მე კიდევ ეს მინდოდა?! გავგიჟდი უკრაინაზე და გაგიჟდა უკრაინა ჩემზე,,
მთაწმინდაზეც კი არ ვყოფილვარ ასეთი პოპულარული, უცხოპლანეტელივით მათვალიერებს ქუჩაში ყველა.. :)
აქაური ქალების პატრონებს, ჩემი გარეგნობა უკვირთ..
ძალიან სასაცილოა, მოკლედ :)
საშინლად ვიფრინე,
მთელი გზა წვიმდა.

თვითმფრინავში სულ ვცდილობ დავიძინო.
ვცდილობ, თორემ არაფერიც არ გამომდის..
თვალებდაჭყეტილი ვზივარ და გაუთავებლად მეფიქრება..
მიმძიმს თბილისში დაბრუნება..
მიმძიმს იმაზე მეტად, ვიდრე ნატა ამირეჯიბს, ლენკა უზნაძეს და ერთად აღებულ მთელს ჩემს სამეგობროს ჰგონია..
4 წელი.. რამდენია, ღმერთო ჩემო!
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
რაც მთაწმინდაზე არ ვყოფილვარ..
ძალიან, ძალიან ბევრია..
ან ძალიან, ძალიან ცოტა,
რა ვიცი,
გააჩნია,
ვისთვის – როგორ.. გააჩნია, რა კუთხით მიუდგები..
და მაინც..…ვბრუნდები..
თბილისი.. ისევ თბილისი..

..

სახლში ალექსის მძღოლმა მიმიყვანა.. ელენა გაღვიძებული იყო, სახლი დაელაგებინა და უკვე საუზმეს მიმზადებდა
- როგორც იქნა ჩამოხვედი, ბები? რამდენი ხანია არ მინახიხარ, როგორ ხარ?
ჩამიხუტა ელენამ
- ვარ რა, დავიღალე ცოტა – ვთქვი და ხვნეშით შემოვათრიე უზარმაზარი ჩემოდანი ოთახში – მომენატრა ჩემი სახლი!..
-აქაურობასაც მოენატრე.. გამხდარხარ! – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ელენამ
-რა იყო, არაფერს არ გაჭმევდა დედაშენი იქ?
-არა! – გამეცინა მე – კრიზისია ქვეყანაშიო, როგორ არ იცი?
-მერე, ჩემს შვილიშვილზე აკეთებდნენ ეკონომიას? – აღშფოთდა ბებიაჩემი
-ხო, ასე თქვეს “ბევრს ჭამსო” – ისევ გამეცინა მე
-სულ ხუმრობისა და ცეკვა – თამაშის ხასიათზე როგორ უნდა იყო, ამიხსენი!
მითხარი, როგორაა ლიზა?
-ლიზა ყველაზე კარგადა.. ისევ ბევრს ეწევა და ნაირ-ნაირ მასაჟს იკეთებს,
დადის რაღაც ვარჯიშებზე..
-ალბათ ძალიან იღლება, მოუკვდეს დედა – შეწუხდა ელენას
-იღლება, კი, როგორ არა! – თავის მოვლის მეტს არაფერს არ აკეთებს.. რა
დაღლის? ქალს ეგრე თავი უყვარდეს, პირველად ვხედავ..
-კარგი, დაანებე თავი, ძლივს მოსვენებულია – დაიცვა ელენამ შვილი
-ხო, “ძლივს”! – გამეცინა მე და აღარაფერი აღარ ვთქვი – ახალი არის რამე?
-ახალი? – დაფიქრდა ელენა – ერთი თვეა ვიღაც მირეკავს შუაღამისას,
წამოვვარდები, თქვენგან დარეკილი მგონია და ამ დროს – ხმას არ იღებს.. მეორე დღეს ისევ.. მესამე დღესაც, ხან დილით რეკავს ხან საღამოს.. ჩემი ხმის გაგონება რომ არ უნდა, ფაქტია – თვალი-თვალში…გამიყარა ელენამ..
მე ძალიან მშვიდი სახე მივიღე და ჩავფიქრდი..
- ისე გამოვყრუვდი უთქვენოდ! – წუწუნებდა ელენა – მე და ლეილა
საღამოობით სერიალებს ვუყურებთ და მაგით ვირთობ თავს.
-ჩვენს სკვერში მეტრო გამოჰყავთ, თუ რა არეულობაა? – გამეცინა და
ფანჯრიდან დანგრეულ სკვერს გავხედე, სკვერს სადაც მთელი თუ არა, ნახევარი ბავშვობა მაინც გავატარე.
-ხო, რაღაც საცურაო ბასეინს აკეთებენო.
-ბასეინს? რა ბასეინს? და ჩვენი “სასრიალოები” უნდა აიღონ? – ვთქვი
გულდაწყვეტილმა.
ჩემი ბავშვობა გამახსენდა და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში..
ეს მოგონებები რომ არ არსებობდეს, რა მეშველებოდა.
- ნია, მოდი, ჭამე! – გამომაფხიზლა ელენამ.
- აუ, არ მშია ბე, ვიბანავებ და დავიძინებ, რა.. დავიღალე.
ელენამ უკმაყოფილოდ შემომხედა და ოთახიდან გავიდა.
- “არ მშია“, რა ახალი მეტიჩრობა გაქვს აჩემებული? აღარ გაგიშვებ დედაშენთან,
აქ ზედ გყვები, გივლი, ცოტას ფერზე მოგიყვან,..
იქ გაგიშვებ და .. ემსგავსები საფრთხობელას..
-რა პირდაპირი ხარ, ელენა, ღმერთო ჩემო! – აღვშფოთდი მე
-რაც არის, იმას ვამბობ.. ასეთი სიგამხდრე რა უბედურებაა?! – არ ცხრებოდა
ბებიაჩემი.
მე სიმღერა დავიწყე, რომ არ გადავრეულიყავი და აბაზანაში შევიკეტე..
.. სარკეში ჩავიხედე,
ვიღაც გამოპრანჭული გოგო მიყურებს..
ვინაა, არ ვიცი :)
უძილობა აბსოლუტურად არ მეტყობა..
”რატომ ვარ საფრთხობელა ვერ ვხვდები, რას მერჩის ბებიაჩემი?“ – განვაგრძე საუბარი სარკესთან..
ესე ვარ ის, რაც არ ვიყავი და – მერე გავხდი
წყალი მოვუშვი და სახე დავიბანე – ასე არ სჯობს?
უმაკიაჟოდ, ისეთი ვარ, როგორიც 4 წლის წინ – პატარა და უპრობლემო გოგო,
არაფერი არ მქონდა და მაშინ უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ვიდრე დღეს…..
მაშინ..
რა დრო იყო მაშინ..
ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ფურცლები..

როიალზე ჩარჩოში ჩასმული ფოტოები შევნიშნე, მივუახლოვდი და გამეცინა.
ერთ ფოტოზე ვართ მე, ლენკა და ნატა, ძალიან პატარები, ალბათ ესე 13-14 წლისები. მეორეზე – მთელი ბავშვები ერთად: მე, გოგოები, ზუზუ, დათუნა, სანდრო, ცეცეს მანქანას ვართ მიყრდნობილნი და ვიცინით..
კუთხეში დუდა დგას,
მუქი ლურჯი ჯინსი აცვია და თეთრი მაისური, ეწევა (როგორც ყოველთვის) და იღიმის..
მის სახეს თითებით შევეხე და ისევ რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში..
“რამდენი ხანია, არ მინახიხარ” – ვთქვი დანანებით,
მობილური გამოვრთე,
მუქი ფარდები ჩამოვაფარე,
დავწექი და რომ არ მეტირა, ძალით დავიძინე.

“იქ, ზევით, ავარიამდე“

დილის 11 საათია ..
ანკა ზის საბას კომპიუტერთან,
წინ უზარმაზარი ჭიქით რძიანი ყავა უდგას,
იქვე ლამბაქზე ნამცხვრების ხროვა აქვს დალაგებული და კმაყოფილი სახით ათვალიერებს ფოტოებს.
საბა ოთახში საქმიანი სახით შემოვიდა, ქაღალდის უზარმაზარი დასტა იქვე მაგიდაზე დაყარა და საკუთარ სკამზე დაბრძანებული ანკა რომ დაინახა, წარბი აწია:
-ოხ, უქმად არ კარგავ დროს, ქალბატონო ანნა?
-მოსული არ ხარ, უკვე მეჩხუბები! – მოიღრუბლა ანკა
-რა უსაქმური ბავშვი ხარ, ღმერთო ჩემო.. მთელი სამსახური შენ გეძებს,
რა დროს ყავის სმაა?
-დღეს არ ვარ სამუშაო განწყობაზე! – არ დამალა ანკამ და ყურებამდე გაეხა
ღიმილი – დღეს ვისვენებ!
-კაი, ერთი! – აღშფოთდა საბა პირველი – რას ლაპარაკობ! უამრავი ხალხი
გვყვავს დილიდან, შენი არდადეგები-ღა მაკლდა, რა! მიდი, მიხედე საქმეს, იმდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი.. ვერც წარმოიდგენ..
რა დროს ყავა და ბლინებია?
-კაი, 1 საათში ავდგები და მთელი დღე ყველაფერს დაგიჯერებ, ოღონდ
ცოტახანი მაცადე, რა! – მუდარის თვალებით შეხედა ანკამ პირველს
-კარგი, ოღონდ – საათს დახედა საბამ – ზუსტად 12-ზე მიმღებში რომ არ
დამხვდე, იცოდე, ძალიან გავბრაზდები.
-ურა! – გაუხარდა ანკას და ტაში დაუკრა
-რამე გეშველება? – თავი უკმაყოფილოდ გაიქნია საბა პირველმა და
ოთახიდან გავიდა.
ანკა ადგა ფრთხილად მივიდა კარებთან, გამოაღო, კორიდორში ოპერატიულად გაიხედა და დარწმუნდა რა, რომ ნამდვილად მარტო იყო, კარგად მოკალათდა სკამზე, ყავა მოსვა, გახსნა საბა პირველის პირადი დოკუმენტაცია, აკრიფა სახელი, გვარი და კმაყოფილი სახით დაელოდა შედეგს ცისფერ ეკრანზე.

“სკოლა # 20“

მთელი ბავშვობა მე ნატა ამირეჯიბის გვერდით ვიჯექი
ლენკა ჩემს წინ – ზუზუსთან.
უკან – დათუნა ეგაძე და სანდრო ბაღათურია
დათუნაც, სანდროც და ზუზუც ჩემგან იწერდნენ ყველაფერს.
იმიტომ იყო მერე, რომ მანანა ლიპარტელიანმა სულ სხვა მერხზე გადამსვა, რაც ნახა, რომ სანდრომ და ზუზუმ უშეცდომოდ და თანაც 5-ზე დაწერეს “შუშანიკის დახასიათება”
ჩემი სხვა მერხზე გადასმა გააპროტესტა სრულიად მე-9ა კლასმა.
მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა ვერავინ, “კომუნისტმა მანანამ” (სანდრომ შეარქვა ეს სახელი ) არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება.
ასე აღმოვჩნდი ყველაზე ტვინისმკვნეტელი, სოფო კასრაძის გვერდით.
გოგო, რომელიც ისე იყო მოხიბლული ჩემი ფიზიკური მონაცემებით, რომ შესვენებებზე ფოტოებს მიღებდა..
ნუ, მე რა სახით ვიჯექი ალბათ, წარმოგიდგენიათ :)
ზუზუ და დათუნა ეგაძე ჩემსკენ იყურებოდნენ და იფხრიწებოდნენ სიცილით..
მე ბიჭებს ვეჯღანებოდი და თავის ჩამოღრჩობა მინდოდა.
-ღირსი ხარ იამანიძე, ეგრე მოგიხდება – სისინებდა ზუზუ და კვდებოდა
სიცილით – მე და ეგაძეს ახალი გასართობიც გაგვიჩნდა.
- შე საცოდავო, შენ.. ძალიან მაინტერესებს საკონტროლოზე რას იზამ,
დათუნასა და სანდროსგან გადაიწერ? ახლა ორივე გენიოსი მანდ გიზის, რა გინდა! – გადავიკისკისე მე.
ზუზუმ დაჯღაბნილი ფურცელი დაკუჭა და მესროლა, მე ავიცდინე და სოფო კასრაძეს მოხვდა თვალში..
ისეთი ისტერიული სიცილი აგვიტყდა მე და ბიჭებს, რომ გავწითლდით.
ოთხივე გამოგვყარეს გაკვეთილიდან.
ნატა ამირეჯიბმა გააპროტესტა ჩვენი გაგდება, ცოტნე დადიანივით დატოვა კლასი და შემოგვიერთდა..
მერე ყველანი ერთად წავედით ჩემთან, ელენამ გაგვიკეთა ყველის “ვარენიკები” და გავსკდით, იმდენი ვჭამეთ :)
სკოლის პერიოდი ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.
დღემდე საუკეთესო სამეგობრო, სწორედ სკოლიდან შემომრჩა.
არასდროს არ დამავიწყდება სანდრო ბაღათურია და ზუზუ რომ ჩამომადგნენ ოდესაში ერთ ზაფხულს..
აი, ასე, ადგნენ და ჩამომაკითხეს, გაუფრთხილებლად.
ბავშვობიდან ასე არიან .. არასდროს არ მითანხმებენ არაფერს.
“სპონტანურები ვართო”- ტრაბახობენ, სპონტანურები კი არა – იდიოტები არიან. :)
ღამის 3 საათზე დამირეკეს და მახარეს, სუფრა გაშალე – მოვდივართო.
ვიფიქრე, ისევ მთვრალები არიან და ბოდავენ რაღაცას-თქო.
ერთხელ ეგრე არდადეგების დროს ლიკანშიც გამეხუმრნენ:
“10 წუთში მანდ ვართ, დაგვხვდიო” და 2 საათი მალოდინეს გაჩერებაზე!
ჩამოვიდნენ არა – იხვი!
ისე გავბრაზდი მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი არც ერთს.
ეს შემთხვევაც მორიგი უაზრო ხუმრობა მეგონა და სანამ ორივე სახლში, მძინარეს არ გამომეცხადა, არც დავიჯერე.
ჩემთან დარჩენაზე თავი გაიგიჟეს, მაგრამ ალექსმა, არაფრით არ გაუშვა სასტუმროში ბიჭები. მან მესამე სართულზე სპეციალურად სტუმრებისთვის გამოყოფილი და მოწყობილი ერთი დიდი ოთახი დაუთმო მათ.
ბიჭების ოთახი ზუსტად ჩემი ოთახის ზევით და ზუსტად ჩემი ოთახის მხარეს იყო განთავსებული.
დაახლოებით, ხვდებით ხო, ღამე რა ხდებოდა ალექს სერგიენკოს სახლში?
თუმცა, შუაღამისას ჩემი გაპასტვა და მსგავსი უაზრობების კეთება მალე მობეზრდათ ბიჭებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი იქაური მეგობრები გაიცნეს და ოდესის სიტუაციას მოერგნენ.
1 კვირის შემდეგ სახლში მარტო დასაძინებლად მოდიოდნენ,
2 კვირის მერე კი ტანსაცმლის წასაღებადაც აღარ ბრუნდებოდნენ,
სულელები!
მახსოვს, ძალიან მაგარი დრო ვატარეთ მაგ ზაფხულს,
არა, რა, მართლა ძალიან მაგარი კლასელები მყავს. :)

“ანკა, ანკა და ანკა”

- ოხ, აი, თურმე ვიზე გიჟდება დუდა ცეცხლაძე?! – თქვა თვალებდაწვრილებულმა
ანკამ და ნიას ფოტო კარგად აათვაილიერ – ჩაათვალიერა – არა, ლამაზი გოგოა – გამოუტყდა თავის თავს ანკა – ხო ნუ, არაუშავს,ლამაზი, რა. ეფექტური უფროა, კაი, ხოო, ძალიან ლამაზია! – გაეცინა თავისსავე ნათქვამზე – მაგრამ დუდა ისეთი კარგი ბიჭია, ნეტა რა უნდა ამ კაპარჩხანასთან?
ამ დროს ოთახში ანკასნაირი გოგო შემოვიდა ფრთების ფრიალით,
-ვა, ანკაა, როგორ ხარ?
ანკას სახე მოერყა: “ბარბარა, შენღა მაკლდი, რააა!”- გაიფიქრა თავისთვის მაგრამ არაფერი რომ არ შემჩნეოდა, მაშინვე სახეზე ღიმილი მიიხატა:
-ბარბარ? კარგად ვარ, შენ?
-რას შვები?
-არაფერს, ერთ გოგოს ვათვალიერებ – თქვა ანკამ და ის გვერდი, რომელზეც
ნიას მონაცემები იყო, უცბად ჩაკეცა.
-ნია იამანიძეს? – მაინც მოასწრო თვალის შევლება სტუმარმა
-ხო, შენ საიდან იცი? – გაიკვირვა ანკამ
-ნია ყველამ იცის :) ძალიან ლამაზი გოგოა. იცი ვისი შეყვარებული იყო? აი,
შენ რომ გიჟდებოდი, იმ ბიჭზე, რა ერქვა.?!.. რაღაც უცნაური ზედმეტსახელი
ჰქონდა, “ბიცი”, თუ “ციცი“
-”ციცი” არა “ციყვი”! – გაკაპასდა ანკა – დუდაა ცეცხლაძე – “ცე-ცე”
დაუმარცვლა მან სტუმარს
- ხო, ნუ შემეშალა – თავი გაიმართლა ბარბარამ
- ვიცი, ხო, აქ ხომ დასწრებაზეა ყველაფერი! მოწონებას ვერ ვასწრებ, უკვე
ვიღაცის შეყვარებულია – კოპები შეკრა ანკამ
- ეგ გოგო მალე აქ რომ მოვა, იცი?
- ვინ გითხრა? – გამოშტერდა ანკა
- როგორ, არ იცი?! 346-ე გვერდზე წერია – ბარბარა მივიდა კომპიურტერთან და
346-ე გვერდზე დააყენა კურსორი – აჰა, წაიკითხე!

“საბედისწერო ბიჭი”

ცეცე შავგრემანია, მაღალი, ძალიან ლამაზი აღნაგობა აქვს, ბავშვობაში წყალბურთს თამაშობდა, თან საკმაოდ წარმატებით.
ლამაზი თითები აქვს და დაბალი ხმის ტემბრი.
მთელი სხეული დაჩეხილილი აქვს, ერთხელ მე და დათუნა ეგაძე დავნინძლავდით და წავაგე, თავი გავიგიჟე, 20-ზე მეტი ჭრილობა არ ექნება-თქო,
ის მიმტკიცებდა 36 ნაკერი აქვს ზუსტად, ვიციო,
მართალი აღმოჩნდა.
დუდა, სიმართლე გითხრათ, მთელი ბავშვობა ცოტას აფრენდა, :)
ეგ და ეგაძე ტყუპებივით იყვნენ,
ერთად ჭამდნენ, ერთად სვამდნენ,
ერთად ეძინათ,
ერთმანეთი ყველაზე მეტად უყვარდათ.
ჩვენი საკლასო ოთახი, სკოლის ბოლო – მეხუთე სართულზე იყო.
ერთხელ, მეცხრე კლასში, ქიმიის გაკვეთილზე ჩვენი მასწავლებელი – ნანა შენგელია ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ცეცემ და დათუნამ, რომ ქალი კიოდა :)
და ბოლოს, გადარეულმა და სასოწარკვეთილმა ორივეს დაუღრიალა:
- ადექით ორივენი და დატოვეთ კლასი, დროზე!
- აუ, კაი რა.. სად წავიდეთ, მას? – იკითხა თვალების ფახულით ეგაძემ
- არ ვიცი, თავში ქვა გიხლიათ, ოღონდ წადით და თუ გინდათ, ფანჯრიდან გადახტით!
- მართლა რომ გადავხტე? – იკითხა, გამომწვევად დუდამ
მერე ადგა და ძალიან მშვიდი სახით მიუახლოვდა ფანჯრის რაფას
- ცეცე, მეც მოვდივარ, მოიცადე! – უკმაყოფილო სახით წამოდგა ეგაძე
გაოგნებულმა ნანა შენგელიამ ბოლომდე ვერ დაიჯერა, რა ხდებოდა.
მერე მახსოვს მისი შეშლილი სახე და ისტერიული კივილი.
ცეცე გატეხილ ბოთლზე დაეცა და ფეხი მთელ სიგრძეზე გადაიხია, 9 ნაკერი დაადეს, ეგაძემ მარჯვენა ხელ – ფეხი და 2 ნეკნი დაილეწა.
საავადმყოფოშიც ერთ პალატაში დააწვინეს.
გადადგეს იქაურობაც, შეშალეს მედ-პერსონალი :)
ნანა შენგელია, სკოლაში მას მერე აღარავის უნახავს,
ჩვენ კი მორიგეობით დავდიოდით საავადმყოფოში და ბიჭების გამოჯანმრთელებას ველოდით.
იმ დღეს, როცა ცეცე გაწერეს, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ერთი ყუთი შამპანური იყიდა და ეს ბედნიერი დღე კალენდარში წითლადაც მოხაზა :)

***
-ნია, შენ ხარ?
-რომელი ხარ? – ძლივს გამოვიფხიზლე თავი მე
-აუ, გაგაღვიძე?!
-დუდი?
-ხო..
-არ მითხრა, საავადმყოფოდან გირეკავო! – გამეცინა მე
-დღეს გამწერეს, გამოგივლი და ჩამოდი..
-ახლა?
-ხო, რა მოხდა?
-3-ის ნახევარია, სხვა არაფერი..
-მერე რა, რომ 3-ის ნახევარია?
-მერე, ელენა?
-ბებიაშენი ვერც გაიგებს, თან დილამდე არც აგდება.. 5 წუთში მანდ ვარ, ადექი!
-მშვენივრად გამოიყურები, რა გინდა – გამეცინა დუდას დანახვაზე.
-ძალიან ტო, რა ტანზე ვარ, ნახე – თქვა ცეცემ, წელში გაიმართა და
სერიოზული სახე მიიღო
-მიხარია, რომ კარგად ხარ
-ხოო? – მკითხა გამომცდელად
-ხო, გტკივა? – საცოდავი სახით დავხედე მის დაბინტულ მუხლს
-არა, ტო, ძალიან ოდნავ..
უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი
-მაგრა შეგაშინეთ, ხო? აუ, რას კიოდი.. ვკვდებოდი-მეგონა – გაიცინა დუდამ
-იდიოტი ხარ რა, რამდენი წლის ხარ?
-სამის! – მითხრა ცეცემ სერიოზული სახით და სიგარეტს გაუკიდა
-როდის შეეშვები სისულელეების კეთებას?
-როცა ყველა მიხვდება, რომ ეგრე არ უნდა მეხუმროს.
-დუდი, ისედაც ყველამ იცის, რომ გაკლია, სურათის დამძიმება აღარაა საჭირო.
ორივეს გაგვეცინა
-ცოტახანი კიდევ იყავი, რა!
-გვიანია უკვე – ვთქვი და საათს დავხედე
-სულ ცოტა ხანი, რა..
-რატომ გინდა, რომ დავრჩე მითხარი და დავრჩები.
-რა ხართ ეს ქალები, რა! – გაეცინა ცეცეს – მაინცდამაინც ყველაფერს სახელი
უნდა დაარქვათ და ჩარჩოში ჩასვათ, კარებზე დაკიდოთ და უყუროთ?
-არ გესმით იმიტომ, რომ კაცები ხართ ზედმეტად სულელები და პრიმიტიულები
– მეწყინა მე
-კაი და, აუცილებელია, მონატრებას-მონატრება დაარქვა, სიყვარულს-სიყვარული,
მოფერებას-მოფერება, რომ იოლად აღსაქმელი იყოს? აი, მე რომ სანდრიკა ბაღათურია მიყვარს, ან ზუზუ, ან დათუნა ეგაძე უნდა ვუთხრა, რომ მიყვარს? საქმე აკეთო ამდენ ლაი-ლაი-ს არ ჯობს?
-ხო, რა ვიცი – ვთქვი მე და სიგარეტს მოვუკიდე
-ბატი ხარ, რა! – გაეცინა ცეცეს და თმები გამიჩეჩა
მეც გავუღიმე და ისეთი ნაფაზი დავარტყი, თავბრუ დამეხვა
-წავიდეთ ხვალ მცხეთაში?! – თვალი ჩამიკრა ცეცემ
-რავიცი, წავიდეთ – მხრები ავიჩეჩე მე
-კაი, გამოგივლი საღამოს და წავიდეთ.
მე ისევ გავუღიმე და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე..
-ნია!
-ბატონო? – მოვბრუნდი მე
-მაინც მგონია, რომ სიგარეტი ზედმეტია შენს „ობრაზში“ და რომ დატოვო,
აჯობებს. მერე ჩემსკენ გადმოიწია, სიგარეტი გამომართვა და საფეთქელთან მაკოცა,
-ასე აპირებდი სახლში ასვლას, ხო? – თავი გააქნია და გაეცინა მას
მე ისევ გავუღიმე, მხრებზე ჩამოშლილი თმა გრაციოზულად გადავიწიე და სადარბაზოში შევედი.

არ ვიცი, ალბათ,
ვუყვარდი,
ოღონდ თავისებურად..
ჩემთვის, ყოველშემთხვევაში, ეგ სიტყვა არასდროს არ უთქვამს..
არც მინდოდა..
რა საჭირო იყო ..
საერთოდ ურთიერთობაში არ უყვარდა კონკრეტიკა..
აფიშირება..
პუბლიკაცია..
და ერთი სიტყვით, ისიც თუ ჩემზე მეტად არა, არც ნაკლებად
ყოფილა თავდაჭერილი.

“დაკითხვა”

ნატა ამირეჯიბი:

-რამე დამახასიათებელი? კი – ცეცეს ძალიან ბევრს ეწევა, კიდევ, 36 ნაკერი აქვს
სხეულზე
-ოცდათექვსმეტი? – გამოშტერდა გამომძიებელი – რაღაც გეშლებათ!
-არაფერი არ მეშლება, დათვლილი მაქვს
-შეუძლებელია.. ასე სად დაისახიჩრა თავი?
ნატას გაეცინა
-რა ვიცი, მეხუთე სართულიდანაა 2-ჯერ გადამხტარი, ერთხელ მთელი სიჩქარით
გაქანებული მანქანიდან, დაჭრილია 3-ჯერ იარაღით, 2-ჯერ დანით, დანარჩენი – ვარჯიშის დროსაა დამტვრეული.
გამომძიებელმა ისეთი საცოდავი სახე მიიღო, შეგეშინდებოდათ:
-ვერაა, ხო ცოტა, ეგ ცეცხლაძე ჯანზე?
ნატას ისევ გაეცინა
-მთელი ცხოვრება ეგეთია.. სხვანაირი, არც წარმომიდგენია ეგ ბიჭი..
-ახლა სადაა?
-ცეცე? არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს და საერთოდ რა ამბები ხდება,
გამოვშტერდი..
-რას გულისხმობთ?
ნატამ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა
-ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
ერთხელ, ბავშვობაში რესტორანში აღვნიშნავდით ჩვენი მეგობრის-სანდრო ბაღათურიას დაბადების დღეს. უცბად გვერდით მაგიდაზე ბიჭებმა ჩხუბი დაიწყეს, ატყდა ერთი ამბავი, გამოირთო სინათლე, ისეთი არეულობა იყო, რომ სიბნელეში ჩვენ ერთმანეთი ვეღარ მოვნახეთ, ნია ამ საგიჟეთში მოყვა და დაიკარგა.
უცბად, ვიღაც ბიჭმა გაარღვია ხალხის ნაკადი, ააყენა წაქცეული ნია და ჩხუბიდან გამოიყვანა.
გარეთ პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანები ირეოდნენ.
ორი დაჭრილი გამოიყვანეს რესტორნიდან.
ნიას არაფერი არ დაუშავდა, შეშინდა უბრალოდ.
ასე გავიცანით ადამიანი, რომელმაც ნია იამანიძე გადაარჩინა.
ეს ბიჭი დემეტრე ცეცხლაძე იყო.
-კი მაგრამ, კლასელები არ იყავით თქვენ?
-არა, ცეცე ჩვენზე 2-3 წლით უფროსია, უბრალოდ ძალიან დავმეგობრდით
ბავშვობაში და მას მერე სულ ერთად ვიყავით.
-ნიასთან რა ურთიერთობა ჰქონდა მას?
-უცნაური.. არც მეგობრობა იყო არც მოწონება, რაღაც თან ორივეც და თან
ამაზე მეტიც, არვიცი, ვერ ვხსნი..
-გასაგებია.. და მაშინ თქვენ სკოლაში როგორღა სწავლობდა? – დაიბნა
გამომძიებელი
-ვინ თქვა მერე, რომ სწავლობდა? – გაეცინა ნატას
-აბა, თქვენ სკოლაში რა უნდოდა?
-ყველას ჩვენი კლასელი ეგონა – ისევ გაეღიმა ნატას – არადა, იქ მართლა
უბრალოდ მოდიოდა.. ჩვენს გამო.
-ესე იგი, ყოველდღე, ჯანაშიის ქუჩიდან დემეტრე ცეცხლაძე მოდიოდა
მთაწმინდაზე, თქვენ სკოლაში და ყველა გაკვეთილს ესწრებოდა “ისე”, “უბრალოდ”? – სახე შეეცვალა გამომძიებელს
-დიახ! – ამაყად თქვა ნატამ
-რატომ, აკლია? თუ სხვა საქმე არ ჰქონდა?
-მე უფრო პირველი მოსაზრება მგონია – გამოტყდა ნატა და ყავა მოსვა
-არა, რა, ძალიან მძიმე შემთხვევაა! – ამოიოხრა პაატა სირბილაძემ, აიღო
ტელეფონი და სადღაც გადარეკა.

***
მეორე დღეს დუდა ცეცხლაძე მართლა წავიდა მცხეთაში, ოღონდ ჩემს გარეშე.
დილიდან ზუზუსთან სვამდნენ.
სვამდნენ იქამდე, სანამ საკუთარი სახელები არ დაავიწყდათ, მერე ადგა სანდრო ბაღათურია, აკრიფა “რაღაც” ნომერი და ასევე “ვიღაცასთან” დარეკა.
12-ის ნახევარი იყო და თბილოდა,
მე ლენკა უზნაძისგან ვბრუნდებოდი.
ლამაზი ღამე იყო, მთაწმინდაზე მსგავსი სიმშვიდე არ მახსოვს..
სეირნობა მომინდა, ვიფიქრე, ერთ წრესაც დავარტყამ და სახლში ავალ-თქო, უცბად ცეცეს მანქანა დავინახე..
ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა იმაზე მეტყველებდა, რომ მანქანაში მსხდომნი
ისე და ასე კი არა, – უგონოდ მთვრალები იყვნენ.
უცბად დუდამ მანქანა მთელი სისწრაფით დაამუხრუჭა და სურათმა რომელიც დავინახე, საბოლოოდ გამომაშტერა:
მანქანიდან ლიკუნა მაღლაკელიძე და ია კვერნაძე გადმოცვივდნენ შამპანურის ბოთლებით ხელში, მათ ბიჭებიც მიყვნენ და გოგოები სასმლით გაწუწეს..
იხეოდნენ სიცილით..
გოგოები კი ისეთ ხმაზე კიოდნენ, ეჭვი მაქვს, მამადავითზე დაკრძალული ყველა საზოგადო მოღვაწე საფლავიდან წამოდგა..

ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, ისინი ისე იყვნენ გართულნი, რომ ვერც დამინახეს, ბოლოს, როგორც იქნა, დათუნა ეგაძემ შემამჩნია.შემამჩნია და ნამდვილად არ გაუხარდა ჩემი დანახვა, შამპანიურის ბოთლი უკან დამალა და დაბნეულობა რომ არ შეემჩნია, სულელურად გამიღიმა:
-ვა, ნია? როგორ ხარ?
-თქვენგან განსხვავებით, ფხიზლად! – წავისისინე მე
ეგაძე მიხვდა, რომ კიდევ რამის კითხვა სერიოზული სკანდალით დამთავრდებოდა, ამიტომ ბიჭებს მიუბრუნდა და ხმადაბლა წაუსტვინა.
სტვენაზე ცეცე მობრუნდა, მე რომ დამინახა გამიღიმა და ხელში აყვანილი ლიკუნა მაღლაკელიძე ჩამოსვა:
-ვა, ნია.. რას შვები?
იმ წუთას, ყველაზე მეტად მინდოდა, რომ დემეტრე ცეცხლაძე შუაზე გამეხია,
და მეტირა, მაგრამ სამაგისო არც დრო იყო და არც ადგილი.
თან ამ ბანძების გამო როგორ მეტირა, პროსტა!..
ხმა არ ამომიღია, ან რა უნდა მეთქვა,
შემოვბრუნდი და წამოვედი სახლისკენ.

გვიან სამივემ დაიწყო რეკვა ცალ-ცალკე.
არც ერთისთვის არ მიპასუხია,
მეზიზღებოდა ცეცე,
მეზიზღებოდა და ნერვები მეშლებოდა ყველაფერზე..
“არა, რა, ეს ხელში აყვანები უკვე ზედმეტი იყო!“
“ნაშა” მე ვიცი: მოაკითხე – დატოვე,
“დამხობები” და “დროსტარებები” უკვე ნამეტანია, რა..
მათხოვარი!
იდიოტი!
დაუნი!
რაღას მპირდებოდა, მაშინ..
დავიჯერო, ძალიან სასიამოვნო კომპანიაა “ია-ლიკუნას” დუეტი?!
მთელ მსოფლიოსთან დადიან კვერნაძე და მაღლაკელიძე, ყველასთან, ვინც გაართობთ.
გოგოები რომლებსაც სჯერათ, რომ “დედაენა” ილია ჭავჭავაძემ დაწერა,
რომ “ალ-პაჩინო” – მამაკაცის სახელია (მთლიანად),
და რომ ავსტრალია და ავსტრია ერთსა და იმავეს ნიშნავს.
აი, ასეთი გონებრივად განვითარებული და ნიჭიერები არიან, ისინი.
ქალებს, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ ფულის და…რაღაც-რაღაცეების გარდა.
იდიოტია ცეცე, მაგათ რას ვერჩი!
მათხოვარი!
დაუნი!
ვერ ვიტან!”
ტელეფონი არ ჩერდებოდა..
ისევ დუდა რეკავდა..
მშვიდად გამოვურთე ზარი მობილურს,
- რეკე, ახლა რამდენიც გინდა! – ვთქვი იმის მისამართით, ვისაც ეკუთვნოდა,
ფარდები ჩამოვაფარე და დავიძინე.

“აღსარება”

-კაი, აი რა გავაკეთო, რომ აღარ იყო ნაწყენი ჩემზე? – არ მეშვებოდა ცეცე
-ვერაფერს ვერ იზამ! – წარბაწეული ვპასუხობდი მე
-და მაინც, რა დავაშავე ეგეთი, მეტყვი? – ეცინებოდა მას – ნუ ხო, ამერია
გონება, მაგრამ ხომ გახსოვს, რა მთვრალი ვიყავი.. რა უნდა მომთხოვო ეგეთ მთვრალს? – თავს იმართლებდა დუდა და თან მანქანით უკან მომყვებოდა
-არავინ არ გთხოვა, გამოშტერებამდე სვიო! – წავისისინე მე
ცეცემ გადაიხარხარა, მე – ნერვები მომეშალა
-კაი, მე ძალიან ბევრი დავლიე და გამოვშტერდი, ვაღიარე, ცუდად გამომივიდა
თქო, ბოდიში-თქო, როგორ გამოვასწორო-თქო,
რაღაზე მიბრაზდები? – მკითხა ცეცემ და მზერა ჩემს თვალებზე გააჩერა..
მე არ ვიცი, რა მოვიმიზეზო და რა დავაბრალო..
-იმაზე, რომ ლოთი ხარ! – სისულელე მოვიგონე უცბად
-აჰა, ესეიგი, იმაზე ბრაზდები, რომ ლოთი ვარ? – ჩამაცივდა ის
-ოო, კაი ცეცე, რა! – აღარ ვიცი, როგორ დავიძვრინო თავი მისგან
-გეკითხები, რომ არ მელაპარაკები 1 კვირა, მაინტერესებს, რატომ არ
მელაპარაკები.. მიპასუხე! იმიტომ, რომ დავლიე? .. თუ.. ?
-“თუ”! – ვთქვი გამომწვევად მე და შევეცადე არ გამცინებოდა..
ცეცემ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და სიგარეტს მოუკიდა, მერე შემომხედა და ძალიან მშვიდად მკითხა:
-კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ ასე, სულელურად? ჩაჯექი, მიგიყვან..
წინააღმდეგობის გაწევა უკვე გოიმობა იყო, 1 საათი ბოდიშები ვახდევინე ბიჭს, რომელსაც, პრინციპში, არც არაფერი ჰქონდა საბოდიშო.
“რა მოხდა მერე, დალიეს და “გაატრაკეს”, შეყვარებულია ჩემი, ქმარი, თუ რა?
რამ გამაკაპასა.. ქალებთან სიარული რა უფლებით ავუკრძალო”? – ვფიქრობდი ჩემთვის..
უცბად, ძალიან შემრცხვა ჩემი “ქაჯური” საქციელის.. მაგრამ უკვე გვიანი იყო..
ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი.
-ზეგ შენი დაბადებისდღეა.. რა გაჩუქო?- დაიწყო ისევ მან
-ლიკუნა ამომიყვანე, მაღლაკელიძე, გამისწორდება! – ვთქვი მე და გავუღიმე
-ეე, მითხარი, რა! – გაეცინა ცეცეს
მე ისევ ვიღიმი
-კაი, ვიცი ძალიან გიყვარს სუნამოები, იმ დღეს რა გესხა? მგონი შანელი
ხო?
-ხო, ჩემი საყვარელი სუნამოა – გავიცინე მე – ერთ “ფლაკონს” ვისხამ დღეში
ისე მიყვარს.
-ერთ “ფლაკონს”? – გამოშტერდა დუდა
-ხო! – ამაყად ვთქვი მე
-რა ამბავია! – გაეცინა ცეცესაც
-ძალიან მაგარი სუნამოა – ვაღიარე მე
-კაი, მოგწონს და მოგწონდეს – ცეცემ სიგარეტს მოუკიდა და მანქანა გამიჩერა-
მოკლედ, შემირიგდი? – მკითხა გამომწვევად
-მოვიფიქრებ – ბოლომდე არ გავტყდი, დუდას მრავლისმთქმელი მზერა ვესროლე
და მანქანიდან გადმოვხტი :)

:)

მახსოვს, პირველად როგორ მივფრინავდი პარიზში.
ჩემს დაბადებისდღეზე ალექსმა საჩუქარი გამიკეთა და თავისთან მივყავდი.
ოფიციალური გლოვა ჰქონდა გამოცხადებული ჩემს სამეგობროს,
გვიანობამდე სვამდნენ ბიჭები ჩემთან,
ცეცე არ ჩანდა.
-სანდრი, ელაპარაკე, რო ვაფშე? – იკითხა ნატამ მას მერე, რაც მე მეასედ
დავიხედე საათზე და ამოვიოხრე
-სირია, გამორთული აქვს – მხრები აიჩეჩა სანდრომ
-კაი რა, მოვა სად წავა?! – გაიცინა ზუზუმ, არაყი ჩამოასხა და ცხვირზე
მომიჭახუნა.
-რომელზეა ფრენა? – მკითხა ბაღათურიამ
-დილის 4-ზე – ვთქვი მე და ტორტში სოკოსავით ამოსულ სანთლებს მთელი
ძალით შევუბერე სული.
ამ ცერემონიას ტაში და სტვენები მოჰყვა,
სტვენას – ათას მეერთე მილოცვა და ჩემი ასევე ათას მეერთე დალოცვაც.
უცბად ზარი დაირეკა,
მე გული გადამიქანდა სიხარულისგან, კარი გაიღო და ოთახში დუდა ცეცხლაძე შემოვიდა..
ხელებში, ყურებზე და კბილებში პარკებით,
ყველაფერი იატაკზე დაალაგა, მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
გაოცებისგან სუნთქვა შემეკვრა..
-გილოცავ, ნი! – მითხრა ყურში – ზუსტად 365 ცალია ..
ყოველდღე თითო რომ არ დაისხა, ყურში ჩაგასხამ, იცოდე! – გაიცინა მან
სიხარულისგან ისეთი კივილი დავიწყე, თავი ამტკივდა..
-ღმერთო! ეს რა არის?! – სულელივით ვიცინოდი მე..
-ოღონდ, ქსელში შანელი-ის ხაზი აღარ არსებობს, გავანადგურე! –
გაიცინა ისევ ცეცემ და სასმელი დაისხა
-არც კი ვიცი, რა გითხრა – ვთქვი დაბნეულად მე
-არაფერიც არ მითხრა, მიდი, ტორტი მომიჭერი, რა! – გამიღიმა ცეცემ
-აუ, არ ხარ ნორმალური, დუდი! – გამეღიმა მე
-ვიცი! – თვალი ჩამიკრა დუდამ და სიგარეტს მოუკიდა.

ისეთ შოკში ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი..
ეს იყო ყველაზე ყველაზე გიჟური,
ყველაზე შეურაცხადი,
ყველაზე წარმოუდგენელი და
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია..
2 საათამდე სვამდნენ..
მერე ყველანი ერთად წავედით აეროპორტში..
მე სანდრო ბაღათურიას მანქანაში ჩავჯექი, ლენკასთან ერთად..
ნატა და ბიჭები – ცეცემ წამოიყვანა
მთელი გზა წვიმდა,
საშინელი ამინდი იყო..
და მე ისე არ მინდოდა წასვლა, ისე, რომ.. მეტირებოდა..

მეზიზღება აეროპორტები!!!
ვერ ვიტან..
რომ აცილებ, კიდე არაუშავს, მარა, შენ რომ მიდიხარ – ეგ უფრო რთული
ყოფილა..
ცეცე ძალიან მშვიდი იყო, ოდნავ მოწყენილი..
მოწყენილი, ან მთვრალი..
ექსლაკატორზე ასვლას სიკვდილი მერჩივნა..
წინ პარიზი მელოდა..
თბილისში კი ვტოვებდი მთელ ჩემს სულს..
გულს..
მონატრებას და ემოციას,
ემოციას,
რომელიც სულ უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა.
ყველას ჩავეხუტე,
დუდას ჯერი რომ მოვიდა, ძლივს შევიკავე თავი, მის მხარზე რომ არ მეღნავლა.
ცეცე თავშეკავებული იდგა და ეწეოდა,
რომ მივუახლოვდი,
თვალი ჩამიკრა და
ჩამეხუტა.
-ჭკვიანად იყავი, იცოდე! – მითხრა ყურში
მისმა ხმამ სხეულში დამიარა და გამათბო..
მე ხმა არ ამომიღია, გავუღიმე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე..
დღემდე მახსოვს ის არომატი, რომელიც პარიზამდე გამყვა..
საოცრად გრილი და სურნელოვანი..
სურნელოვანი და ცოტა გიჟური..

“346-ე გვერდი ანუ, აღსასრული”

“იამანიძე ნიას ამ დღეს ფრენა აქვს, მაგრამ ცეცე ნატა ამირეჯიბის დახმარებით, ჯავშანს აუქმებს, რადგან მისი გაშვება არ უნდა და საღამოს 6 საათზე,
ნიასთან საუბარს გეგმავს,
თუმცა ეს საუბარი ვეღარ შედგება..
ნია იღვიძებს დილის 7 საათზე, გაღვიძებისთანავე მოუსვენრობა ეტყობა..
მიდის აეროპორტში, სადაც იგებს, რომ ჯავშანი გაუქმებულია და მეორე დღემდე
ფრენა არაა.
ბრუნდება სახლში, ურეკავს მეგობარს და შეხვედრას სთხოვს ბარნოვის ქუჩაზე.
ლენკა უზნაძის სანახავად, ნია სახლიდან 12.30 წუთზე გამოდის,
ფეხით მისეირნობს რუსთაველზე,
მაგრამ რადგან წვიმს, ჯდება წითელ სამარშუტო ტაქსში.
ქალაქში საცობებია,
მოძრაობა ჭირს.
რადგან ძალიან აგვიანებს, რეკავს მეგობართან და დალოდებას სთხოვს.
მალე მას ნერვები უმტყუნებს,
13.45 წუთზე აჩერებს სამარშუტო
ტაქსს და ფეხით გავლას გეგმავს.

ილია იოვიძე, ცხოვრობს რაზმაძის #7 ნომერში. იმ დილით მას ძალიან აგვიანდება სამსახურში.
იოვიძეს ახლადნაყიდი ჰყავს მანქანა და რადგან ნაწვიმარია, ცდილობს ფრთხილად იაროს.
ბარნოვის ქუჩაზე იოვიძის მანქანა წყობიდან გამოდის, სისწრაფეს უმატებს და მთელი სიჩქარით მიექანება მრგვალი ბაღისკენ.
ორი მუშა, რომელიც მრგვალ ბაღის წინ, ბილიკისთვის ცემენტს ასხამს, გაქცევით შველის თავს.
13.59 წუთზე ილია იოვიძის დაუმორჩილებელი მანქანა ნია იამანიძეს ეჯახება, რის გამოც, გოგონა გონებას კარგავს და ახლადდაგებულ ასფალტზე ეცემა.
მისი მდგომარეობა უმძიმესია.
საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე იგი გონზემოუსვლელად იღუპება.” – ბოლო სიტყვების წაკითხვამ ანკაზე ისე იმოქმედა, რომ თვალები ცრემლებით აევსო – ცეცე მოკვდება, ამას რომ გაიგებს! კი არ მოკვდება, თავს მოიკლავს, უეჭველი
და აქაც ვერ იქნებიან ერთად, რა უსამართლობაა! – ამოიკვნესა მან – არა, ასე არ გამოვა, რაღაც უნდა მოვიფიქრო! – გაიფიქრა ანკამ, რძიანი ყავა ბოლომდე დალია, სკამზე როლიკებიანი ფეხები შემოაწყო და თვალები დახუჭა.

***
ახალ წელს თბილისში ისე ჩამოვედი, არავის არ ვუთხარი, რომ მოვფრინავდი.
სულ ასე ვიცი, არავის არ ვაგებინებ, რომ ჩამოვდივარ და მერე უცბად ყველას სიურპრიზს ვუკეთებ.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მომხვდა მაგის გამო ბავშვებისგან, ისე მომწონს ის რეაქცია, რასაც ჩემი მოულოდნელი გამოცხადება იწვევს, რომ ყველაფერს ვიტან: )
საახალწლოდ ალექსმა მანქანა მიყიდა.
სიხარულისგან კინაღამ ვიტირე.
ახალი გასართობიც მოვნახე,Mმთელი დღეები დავდიოდით,
ხან იქ ვიყავით,
ხან აქ,
ხან ზღვაზე და ხან მთაში.
ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე ლამაზი, სწორედ ეს პერიოდი იყო.
დუდა ცეცხლაძე ამასობაში დიდი კაცი გახდა, რაღაც თავისი კერძო საქმე დაიწყო გერმანელებთან ერთად, თვითონაც კარგად იყო და ბიჭებსაც აქცევდა ყურადღებას.
ახალ წელს, ამჯერად ზუზუსთან ვხვდებოდით.
ცეცეს დანახვაზე 220-მა ვოლტმა დამარტყა: ) და ძლივს შევიკავე თავი, სიხარულისგან რომ არ მეკივლა: )
-ვა, ნია, რა “ვიდზე” ხარ? – გამოშტერდა ცეცე,
-აბა, ხედავ რას შვება პარიზი?- გამეცინა მე
-როგორ ხარ, ე? – თმებზე მომეფერა ცეცე
-კარგად დუდი, შენ? – ვუთხარი და გავუღიმე
-ვგიჟდები შენს ღიმილზე – მითხრა დუდამ
ისე დავიბენი, კინაღამ შამპანიური ჭიქიანად გადამცდა, 5 წლის მანძილზე ეს იყო პირველი კომპლიმენტი მისგან, ჩემი მისამართით თქმული.
-მართლა? – ძლივს გასაგონად ვთქვი მე და ისევ გამეღიმა
-მართლა! – თვალი ჩამიკრა დუდამ და სიგარეტს გაუკიდა – დიდი ხნით ხარ
ჩამოსული?
- 1 კვირით – ვთქვი მე და მის რეაქციას დაველოდე.
- აუ, კიდევ დარჩი, რა! –მთხოვა ცეცემ
მე გამეცინა და ის საღამო გამახსენდა, ფეხდაკერებული რომ მოვიდა ღამის 3 საათზე ჩემთან, პირდაპირი რეისით საავადმყოფოდან და რომ ზუოდა: “ცოტახანი კიდევ დარჩიო.”
- ვგიჟდები, დარჩენას რომ მთხოვ-ხოლმე – ვთქვი მე და გამეცინა
ცეცემ გამიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

საათმა 12-ჯერ დარეკა.
ზუზუ და სანდრო ბაღათურია ისეთ ხმაზე გაჰკიოდნენ “მრავალჟამიერს”,
ორივე ძალიან შემეცოდა:) მათზე ცუდად სიმღერის შესრულება, ფაქტიურად,
შეუძლებელი იყო:)
ცეცე ჩაბჟირდა სიცილით, ზუზუმ საყვედურით სავსე თვალებით შეხედა დუდას
და ხელით ანიშნა – აგვყევიო.
დუდამ – როგორ გეკადრებათ, ხელს როგორ შეგიშლითო – იუარა.
მთელი სუფრა გავსკდით სიცილით.
ვხვდებოდი, როგორ მათრობდა წითელი სითხე.
ნელ-ნელა სხეული გამითბა.
ოღონდ ვერ გავარკვიე რამ გამითბო, ღვინომ, თუ ცეცეს დაჟინებულმა მზერამ.
-დაიღალე? – ვერც გავიგე, როგორ მომიახლოვდა ის.
მოულოდნელობისგან შევხტი და გამეცინა
-ისე, რა – ვთქვი და მთვრალი მზერა მის სახეზე გავაჩერე.
ცეცე ისე მომიახლოვდა, თვალი არც მოუშორებია ჩემთვის
-ნუ მიყურებ ეგრე! – ძლივს წარმოვთქვი მე
-მინდა და იგიყურებ! – გამიღიმა დუდამ
-და რატომ გინდა? – თავს ძლივს ვიკავებ, იქვე სავარძელში რომ არ ჩავიკეცო.
-მინდა და მორჩა! – ისევ გამიღიმა ცეცემ
-რატომ არ მეუბნები, რასაც მართლა ფიქრობ? – ღვინომ გამათამამა
-შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ? – მკითხა მან და გაეღიმა
-ვგრძნობ – ვთქვი მე და გავიცინე
- რას გრძნობ? – ჩამაცივდა ცეცხლაძე
- რაც აი, აქ გაწერია – ვთქვი მე და თვალებზე ხელებით შევეხე დუდას..
ცეცემ თვალებთან გაჩერებული ჩემი ხელი ტუჩთან მიიტანა და მაკოცა.
გამაცია..
მერე ჩამეხუტა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიდექით ასე, ჩახუტებულები.
არც მე ვამბობდი რამეს, არც ის.
ეს სიჩუმე იყო ყველაფერი:
მონატრებაც,
სიახლოვეც,
მოფერებაც,
სიმთვრალეც,
და
სიგიჟეც…



მეორე დღეს დუდასთან დავრეკე,
უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა.
მინდოდა ხმა გამეგო, მეტი არაფერი.
მაგრამ არ მიპასუხა.
მეწყინა და
სახლში ავედი,
თავი მისკდებოდა, უძილობისგან!
ღვინისგან,
ფიქრისგან.
აბაზანიდან გამოვედი და ის იყო დაძინებას ვაპირებდი, რომ ტელეფონმა დამირეკა, ცეცე იყო.
-მირეკავდი, ნი?
-ხო! – ვთქვი მოკლედ
-ვა.. არ მესმოდა..
-მივხვდი! – წავისისინე მე
-გაგაღვიძე?
-თითქმის! – ისევ იმ ტონალობაში ვუთხარი მე
-“თითქმის”, არ ითვლება! – გაიცინა ცეცემ
-მაშინ გამაღვიძე! – მოვიტყუე მე
-მართლა? ძალიან კარგი, მაშინ ჩაიცვი და 15 წუთში გამოგივლი
-კაი, რა დუდი, საერთოდ არ მძინებია, ძალიან დაღლილი ვარ – წავიწუწუნე მე
-ხოდა გამოგაფხიზლებ.. გკოცნი, 15 წუთში მანდ ვარ.
მობილური გაითიშა.
მე ავდექი და ჩაცმა დავიწყე.
მაკიაჟი როგორ გავიკეთე, არც მახსოვს: )
ნახევარ საათში ისევ მირეკავს:
-ნი, არ მეჩხუბო, გთხოვ, რაღაც პრობლემა აქვთ ბიჭებს და იქ უნდა წავიდე,
მაპატიე რა, მოვრჩები თუ არა, შეგეხმიანები.
ხმა არ ამომიღია, გავთიშე ყურმილი და ისეთი ტირილი ამივარდა, 10 წუთი ვერ ამოვისუნთქე.
“სპეციალურად მიკეთებს, რომ გული გამისკდეს, ხომ ვიცი.. ღმერთო, როგორ მეზიზღები, როგორ!” – ვქვითინებდი მე.
გამოვიცვალე, მაკიაჟი ლანძღვით მოვიშორე და ლოგინში თითქმის ძალით დავწექი, უნდა დამეძინა, სხვა შანსი არ იყო.
”მორჩა, ხვალვე მივფრინავ უკან!” – მტკიცედ გადავწყვიტე და თვალები დავხუჭე.
ის იყო, ჩამეძინა, რომ ეზოდან მანქანის დამუხრუჭების ხმა შემომესმა.
ხოლო ის კი, რაც დამუხრუჭების შემდეგ მომესმა, ჰალუცინაცია მეგონა:
“ნია იამანიძეს ვთხოვთ გამოცხადდეს ეზოში, იამანიძე ნია!” – ცეცე მანქანიდან გადმოსული “რუპორით” ხელში იდგა და მიხმობდა.
ისეთი სახით გადავიხედე ფანჯრიდან, დუდას ისტერიული სიცილი აუტყდა
-კაი, ხო გაგეხუმრე, ჩაიცვი და ჩამოდი, ყველანი რესტორანში არიან და
გველოდებიან.
-არაფერსაც არ ჩავიცმევ, იდიოტო შენ! – გავცეცხლდი მე
-კაი, მაშინ შიშველი ჩამოდი! – სიცილისგან გაწითლდა ცეცე
-ავადმყოფი ხარ! – მთელი გულწრფელობით ჩავძახე მას
ის იდგა და სიცილისგან იკრუნჩხებოდა.
-აუ, ნია რა საყვარელი ხარ, კიდევ დამიკივლე რამე, რა! – ჩაბჟირდა ისევ
პირველად ცხოვრებაში მომინდა ბიჭი ვყოფილიყავი და მეცემა, ისე მეცემა, ისე რომ აი, არ იცით..
- ხოდა, წადი მარტო, პაკა! – დავასრულე მასთან საუბარი და ფანჯარა მოვკეტე.
“აუტანელი!
რას ბედავს!
ეს უკვე მეტისმეტია!” – ვერ ვმშვიდდებოდი მე
-“ნია იამანიძე, სანამ, არ გამოცხადდებით ადგილზე, არსადაც არ წავალ!” -
გაჰკიოდა ცეცე ეზოდან.
ხმაურზე ელენა შემოვიდა ოთახში.
-რა ხდება, რა ამბავია? – მკითხა გაოგნებულმა – ვინაა, რატომ ღრიალებს?
უხერხულია, მთელი სამეზობლო შეწუხდა, რა ყიჟინაა?
-ბავშვები სადღაც ქეიფობენ და მეც მეძახიან – შევეცადე სიტუაცია
შემელამაზებინა.
-ხოდა ადექი და წადი შენც, რატომ უნდა გამოაკლდე მხიარულებას? იმ ბიჭს
უთხარი, ნუ ყვირის, შეწუხდა ხალხი!
- ნამდვილად, არაა ნორმალური! – გამეცინა მე და მესამედ ჩავიცვი ტანსაცმელი.

ეზოში რომ ჩავედი, ცეცე უკვე რუსულ რომანსებს მღეროდა.
მისი ვოკალური მონაცემებით ისე მოიხიბლა ჩემი სამეზობლო, რომ ეზოდან მქუხარე აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვეს.
-დიდი მადლობა, დიდი! – თავს უხრიდა დამსწრე საზოგადოებას დუდა და
იცინოდა.
ისე შემრცხვა, სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ძლივს ჩავტენე ცეცე მანქანაში და იქაურობას მოვაშორე.
-შენ მართლა ხომ არ აფრენ?! – გავბრზდი მე
-რა მოხდა? – აღშფოთდა დუდა
-რა სპექტაკლი დადგი, რა იყო?
-ასეთი ლაპარაკის მანერა პარიზში “ააგდე?” მადლობა უნდა მითხრა,
გაგამარიაჟე ცოტა – გაიცინა ცეცემ
-დიდი მადლობა! – გამეცინა მეც
-არაფრის! – მითხრა ცეცემ და მუსიკა ჩართო
-ღმერთო ჩემო, როგორ გაკლია! – ვთქვი მშვიდად და ფანჯარას ავუწიე.

გიორგი გამრეკელი

გამრეკელი აქვე ცხოვრობდა, ჩემს მეზობლად, აღმართის დასაწყისში.
პატარა რომ იყო, მისი ოჯახი შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, ჩამოსვლით კი, წელიწადში ერთი – ორჯერ ჩამოდიოდნენ.
გიორგიმ იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობაც იქვე დაიწყო.
ძალიან კარგი სამეგობრო ბიჭი იყო, ჭკვიანი, დალაგებული, ნაკითხი, ნებისმიერ თემაზე გესაუბრებოდა. არაფერი არ ეშლებოდა.
გამრეკელს მაშინ დავუახლოვდი, როდესაც ერთ ზაფხულს, ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა ოდესაში.
ეს, რათქმაუნდა ლიზას მორიგი აჩემება იყო, რასაც მაშინვე დაეთანხმა ალექსი და მთელი ოჯახი ერთი კვირით ჩვენთან სახლში დაპატიჟა.
ბავშვობის მერე გიორგი არ მყავდა ნანახი და ძალიან გამიხარდა მასთან შეხვედრა.
ბევრი ვილაპარაკეთ..
აღმოჩნდა, რომ ძალიან უყვარს რუსული ლიტერატურა ჩემსავით, ძალიან კარგად ერკვევა ხელოვნებაში და მოკლედ, ძალიან სასიამოვნო ბიჭია.

აბა, სანდრიკა ბაღათურიას ან დათუნა ეგაძეს მაფიოზური ფილმების გარდა, ვერც ერთ თემაზე ვერ დაელაპარაკები, იდიოტები: )
მოკლედ, ამ ვიზიტის შემდეგ, მე და გიორგიმ გავცვალეთ კოორდინატები და “ვიმეგობროთო”- დავპირდით ერთმანეთს.
გიორგი ხშირად მწერდა, მეც-შეძლებისგვარად,
შეძლებისდაგვარად იმიტომ, რომ ოდესაში როცა სწავლა არ მქონდა, ძირითადად დილით ვიძინებდი და ღამე ვერთობოდი,
ინტერნეტი კი არა, საკუთარ დედას ვერ ვნახულობდი, დღეები ისე გადიოდა.
გიორგი მიმტკიცებდა, რომ ასე ჯანმრთელობას შევირყევდი და მთხოვდა, მეტი დამესვენა..
მოკლედ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ყოველთვის დროულად მირეკავდა და ძალიან დიდი ყურადღებას მითმობდა.
მეც მივეჩვიე და ასე დაიწყო.
კარგად ვგრძნობდი მასთან თავს.
არ მახსოვს რამე ეწყენინებინოს, ან უხეშად ეთქვას, ან ნერვები მოეშალოს ჩემთვის, სულ მეფერებოდა და მეალერსებოდა.
მერე გიორგიმ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა მენახა ამერიკა და თავისთან დამპატიჟა.
ალექსს ეს იდეა მოეწონა, მითხრა, რომ ყველაფრით დამაფინანსებდა და რაიმე მცირეხნიანი სამარკეტინგო კურსების გავლაც მირჩია:
“ცოტა ამერიკული განათლებაც დაამატე პარიზულს და შეიძლება პირდაპირ პრეზიდენტად დაგნიშნოთო”.
მისი აზრი მომეწონა და გიორგის წინადადებას დავთანხმდი.

“ოდესა-თბილისი”

-ნი, რას შვები? –შუაღამისას გამაღვიძა ცეცემ
-დუდი? არაფერს შენ?
-არაფერს .. რა ხდება?
ცოტა დაბნეული მეჩვენა, მაგრამ არ შევიმჩნიე
-რავიცი, აბა.. 2 კვირით ნიუ-იორკში მივდივარ – ძლივს გასაგონად ვთქვი მე
-ხოო? – ჩამეკითხა დუდა – რა პონტში?
-ჩვენი ოჯახის მეგობარი მეპატიჟება – ვთქვი ორაზროვნად
-მეგობარი – ბიჭია? – გაარტყა დუდამ
-რა იცი, რომ ბიჭია? – დავიბენი მე
-გოგო რომ ყოფილიყო, სახელს მეტყოდი ეგრევე.. ძალიან კარგი.. და როდის
მიდიხარ?
-ჯერ ზუსტად არ ვიცი..
-იქამდე არ ჩამოხვალ?
-ვაპირებდი, იცი, დუდი, მაგრამ გადავიფიქრე
-რატომ? – ეწყინა ცეცეს
-რავიცი, მეზარება ამდენი ფრენა – თავი დავიფასე მე
-კაი, რა, ჩამო რა, ცოტახანი ჩამოდი! – მთხოვა მან – ყველას ძალიან მოენატრე.
(“ყველას”– არ შეეშალოს და “მე მომენატრეო” არ თქვას – გავიფიქრე ჩემთვის)
-მეც მენატრებით ყველანი – ვთქვი პატარა პაუზის მერე – ვნახოთ, იქნებ
ჩამოვიდე კიდეც – დავთმე ბოლოს
-ხო, მიდი რა, გაასწორებს – გაიცინა ცეცხლაძემ
-დუდი, მთვრალი ხარ? – სიცილზე მივხვდი, რომ ნასვამი იყო
- ცოტა.. რა იყო?
-არა, ისე ..
-კაი, ნია, მიდი, მოგიკითხე უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ იყავი.
(“ეს ღამის 3საათზე “უბრალოდ” მოკითხვები, მაგარი იცის, რა! – ისევ გავიფიქრე ჩემთვის”).
-კაი დუდი, გკოცნი – ვთქვი ბოლოს და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა
ყელში
-მეც ნი, მიდი! – მითხრა ცეცემ და გათიშა.

დილის 11 საათზე, ანუ გავიღვიძე თუ არა, ალექსს მივადექი კლინიკაში.
ჩემი მამინაცვალი მთელ უკრაინაში ძალიან ცნობილი ქირურგია, შესაბამისად, დღეში სულ მცირე 4 ოპერაცია აქვს დანიშნული და საერთოდ, არასდროს არ სცალია.
2 საათი ველოდე მიმღებში, როგორც იქნა, გამოვიდა და რომ დამინახა, ძალიან დაბნეული სახით მკითხა:
– აქ რა გინდა პატარა, დამლოდებოდი და სახლში გველაპარაკა?
– არა ალექს, ძალიან მეჩქარება, უნდა დამეხმარო.
– ნებისმიერი რამ მთხოვე! – გამიღიმა მან
– ალექს, თბილისში მინდა წასვლა 4-5 დღით, სანამ ამერიკაში გავფრინდები გოგოებს ვნახავ, მომენატრენ..
ლიზამ რომ გაიგოს, ისევ თბილისში მივდივარ, მართლა მომკლავს და რამე მომაფიქრებინე, რა.. ძალიან მინდა წასვლა.
ალექსმა გამიღიმა, თმაზე მომეფერა და რამეს მოვიფიქრებო – დამპირდა.
მე ჩავეხუტე და კლინიკიდან პირდაპირ პლაჟზე წავედი, მშვიდად და წყნარად რომ გამომეძინა.

“ისევ ლენკა”

- ვერ გავიგე, ისევ თბილისში მოდიხარ? – ყურმილში მივხვდი, როგორ შეეცვალა
სახე ლენკა უზნაძეს
-ხო, 1 კვირით ჩამოვალ.
-ხდება რამე? – დაეჭვდა ლენკა
-ამერიკამდე გნახავთ, რა უნდა ხდებოდეს?
-რა ვიცი, 6 თვეში ერთხელ ძლივს ჩამოდიოდი და..
მე ჩუმად ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა
-არაფერი არ მომხდარა? – კითხვა გამიმეორა მან
-ცეცემ დამირეკა – გამოვტყდი მე
-ააა.. მერე? – მივხვდი როგორ აეწია წარბი უზნაძეს
-არაფერი, ჩამოდი სანამ წახვალო და ისედაც ხომ ვაპირებდი..
-არ აპირებდი ისედაც! – წამისისინა ყურმილში ლენკამ – ზაფხულამდე მახსოვს,
გეზარებოდა ჩამოსვლა.
-ლენ, მინდა რომ ვნახო, ძალიან მინდა!
-ნი, აფრენს ეგ ბიჭი, ხომ იცი.. ძალიან კარგი ტიპია, მარა, ნორმალური არაა!
-ვიცი – გამეცინა მე
-გაკლია იამანიძე! – დანანებით დაასკვნა ლენკამ – მთელ თბილისს უყვარდი და
მაინც არავინ არ გინდოდა.. ცეცე არც გეუბნება, რა უნდა შენგან და რა მოგწონს მასში.. არ მესმის..
-მართლა არ ვიცი! – ვთქვი მე და ეს პასუხი იმდენად გულწრფელი იყო, რომ
უზნაძე გატყდა
-კაი, მიდი, დარეკე.. დაგხვდეთ?
-არა, იყოს, ალექსის მძღოლს ვთხოვ.
ლენკა გაჩუმდა, მე გული შემეკუმშა
- რატომ გაჩუმდი? – ვკითხე ბოლოს
-რა მიკვირს, იცი? – დაიწყო მან – მისაბაძი გოგო იყავი ყოველთვის, ყველა
შენზე ლაპარაკობდა.. და ახლა.. რეებს აკეთებ, პროსტა!
-გკოცნი – ვთქვი მე და სანამ რამეს მეტყოდა ლენკა ყურმილი გავთიშე.

ალექსი ოთახში რომ შემოვიდა, ტელევიზორს ვუყურებდი.
-გაგაღვიძე? – მკითხა მან მშვიდად
-არა – გავუღიმე მე
-ნია, მოკლედ, აქ ბილეთია – ალექსმა კონვერტი მაგიდაზე დამიდო – ხვალ
მიფრინავ საღამოს, ლიზას ვუთხარი, რომ რაღაც “ტრეინიგს” ატარებენ ჩემი მეგობრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, დაესწრო.
-დიდი მადლობა, ალექს! – გავუღიმე და ჩავეხუტე მას
-ფული გაქვს? – მკითხა მან
-კი, რაღაც 200 დოლარი მაქვს – შემრცხვა მე
-ეგ რას გეყოფა? – თავი უკმაყოფილოდ გააქნია მან, ჯიბიდან ვერცხლისფერი
პლასტიკური ბარათი ამოიღო და ისიც კონვერტში ჩადო – რამდენიც გინდა, დახარჯე – მითხრა მან
გული ამიჩუყდა და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
-მადლობა! – ძლივს ამოვილუღლუღე მე – მამები არ უვლიან შვილებს ასე.
-მერე ვინ თქვა, რომ მამაშენი არ ვარ? საკუთარი შვილი შენზე მეტად
ნამდვილად არ მეყვარებოდა – გამიღიმა მან, თავზე მაკოცა და კარი მიიხურა.

****

ბებიაჩემმა ისევ ჩემოდნით ხელში რომ დამინახა, კივილი დაიწყო:
-შენ, ვერ გავიგე, უპატრონო ხარ? ხომ არ გაგიჟდი? ისევ ჩამოხვედი?
როგორ შეიძლება ასე.. ღმერთო ჩემო! ან სწავლა არ გაქვს, ან საქმე? სად გაიქცევიან შენი მეგობრები, სად? რა სულელივით დადიხარ წინ და უკან,
ან ამდენ ფულს ვინ გაძლევს? ახლავე ალექსს დავურეკავ და ვუსაყვედურებ,
ეს რა არის?! ბაზარში არ დავდივარ იმ სიხშირით, როგორც შენ ოდესიდან თბილისში დაფრინავ.
-გამარჯობა ელენა, როგორ ხარ? – ვთქვი მშვიდად – ნუ მეჩხუბები, გთხოვ,
ალექსმა თვითონ გამომიშვა, რაღაც “ტრეინინგი” ტარდება და უნდა დავესწრო, 1 კვირით ვარ ჩამოსული და გპირდები, ზაფხულამდე ვეღარ მნახავ – ვთქვი სიცილით.
ელენამ ამრეზით შემომხედა და ისევ იმ ტონალობაში გააგრძელა:
-რას გავხარ? კიდევ გახდი? რატომ გაშავდი ასე? შემოდი, შემოდი, ჩემს მეტი
პატრონი არ გყავს შენ.. დედაშენის თავში ჩამახედა ერთი, რაზე ფიქრობს, რა! – არ მშვიდდებოდა ელენა და თან ბლინებს აცხობდა.

..

10 საათი იქნებოდა მე, ლენკა და ნატა ეგაძესთან რომ ავედით.
სანდრო და ზუზუ ”need for speed”-ს თამაშობდნენ და ისეთი ხმით იცინოდნენ, მისვლიდან 15 წუთში ორი “ციტრამონი” დავლიე, თავი რომ არ გამხეთქოდა: )
– კაროჩე, ვსვამთ? – იკითხა დათუნამ, სასტუმრო ოთახში უზარმაზარი განჯინა
გამოაღო და სასმელებს დაუწყო თვალიერება
-ვსვამთ, აბა რას ვშვებით?! – გაუკვირდა სანდროს
-“ხარაშოო” – გაიცინა ეგაძემ და 2 უშველებელი “ფინლანდია” სუფრაზე დადო.
მე თეფშები გამოვიტანე და ჩანგლებს დავუწყე ძებნა
-ჰა, აბა, ვინ იგებს? – გასძახა ბიჭებს დათუნამ
-ბიძაშენი! – ორხმაში იყო პასუხი, რომელსაც ისეთი სიცილი მოჰყვა, რომ
მეგონა, ორივე ჩაბჟირდებოდა
-შეხედე რა, იდიოტები არ არიან? – გაეცინა ეგაძეს
-ოხ, ოხ! – აღვშფოთდი მე – დიდიხანია, აღარ თამაშობ “need for speed”-ს?
ჩემს საქციელს უარესი ხორხოცი და მქუხარე ტაში მოჰყვა “იდიოტებისგან”
- მიიღე, ეგაძე? მეტის ღირსი ხარ, არ მიგვახურდავა 30 ვერცხლად-იუდავ! – ხაოდა ზუზუ.
-უხ, იამანიძე, რა! – დამეჯღანა დათუნა – აუტანელი ხარ!
-რა შუაშია, სამართლიანი ვარ მეტი არაფერი! – დათუნას ენა გამოვუყავი და
“იდიოტებს” საჰაერო კოცნა გავუგზავნე.
დუდა რომ მოვიდა, ბიჭები უკვე მაგარი მთვრალები იყვნენ,
კარი მე გავაღე და ცეცხლაძე რომ დავინახე, სუნთქვა შემეკვრა.
-ნია?! როდის ჩამოხვედი? – ჩემს დანახვაზე არანაკლებ დაიბნა ცეცე
-დღეს – გავუღიმე მე და ჩავეხუტე.
ამ დროს ოთახში ნატა შემოდიოდა და ეს სცენა რომ დაინახა, გაღებული კარი ისევ მიხურა.
გამეცინა.
-გამიხარდა, რომ ჩამოხვედი – მითხრა დუდამ და თვალებში ჩამხედა
-მეც – ვთქვი მე და ლოყაზე ვაკოცე.
-რაღაც შეცვლილი ხარ? – შემათვალიერა ცეცემ
-რამ შემცვალა? – გამეცინა მე – გაშავებული ვარ და ისევ გამხდარი.
ცეცემ მხები აიჩეჩა და სიგარეტს გაუკიდა.
ვდგავართ შემოსასვლელში, უაზროდ,
მე ცეცეს ვუყურებ, ის ეწევა, მაგრამ არც ერთი არ ვგრძნობთ უხერხულად თავს..
-მე კი არა, შენ ხარ შეცვლილი – ვთქვი ბოლოს
-მე რაღამ შემცვალა? – გაიცინა ცეცემ
-ისეთი საქმიანი ხარ, მეცინება – თავი ვერ შევიკავე მე
-იცინე მერე – გამიღიმა ცეცემ – თმები გაგეზარდა?
-ხო!
-არ შეიჭერა
-არ ვაპირებ – ისევ გავიცინე მე.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა!
-არაფრის – მითხრა ცეცემ ისე ახლოს მომიწია სახე, მისმა სუნთქვამ თვალები
ამიწვა..
-ცეცხლაძე!!! მოსაწვევი უნდა გამოგიგზავნოთ, თუ წერილმობმული მტრედი,
ჩვენთან რომ შემოხვიდე? – სასტუმრო ოთახიდან ჩხაოდა სანდრო მთელ ხმაზე.
ორივეს გაგვეცინა
-ის ტანკში ზის უკვე, ხო? – მკითხა დუდამ სანდროზე
-როგორც ხედავ – ვთქვი მე და ისევ გამეცინა
-კაი, წავალ, მივუჯდები – მითხრა ცეცემ, ხელი გადამხვია და ოთახისკენ
წამიყვანა.
- აუ, დუდიკ, ეს დაგვიანება რა გევასება-ხოლმე, რა! – უსაყვედურა ოთახში
შემოსულ ცეცეს სანდრო ბაღათურიამ
-რა იყო, აღარ გვემეგობრები, შეჩემა, თუ რა ბაზარია? – საუბარში ჩაერია ზუზუ
-რა გამიტრაკეთ, რაღაც საქმეები მქონდა და უფრო ადრე ვერ მოვედი – გაიღიმა
ცეცემ – აქ “პიანკაა”?
-არა, “ბამბის მაროჟნის” რიგში ვართ ყველანი – გაიცინა ეგაძემ.
გადავყირავდით სიცილით
-რაღაც იუმორის კურსებია ჭონქაძის # 16-ში და თქვენზე მითხრეს, დადიანო -
გაიცინა დუდამ
-კაი, არ გინდა ახლა “სვეცკობა”, შენც ეგ კურსები გაქვს დამთავრებული
ჩვენთან ერთად 20-ე სკოლაში – სიცილისგან გაწითლდა ზუზუ.
-აუ, ძალიან მთვრალები ხართ, რა პონტია! – ეწყინა ცეცეს – სანდრიკ, მეც
დამისხი, რა – ჭიქა გაუწოდა მან სანდროს
-მოდი, იცი რა გავაკეთოთ? – სანდრომ მთვრალი მზერა ესროლა დუდას – სანამ
შენ დათვრები, ვირი ხეზე ავა, ამიტომ ეს განსხვავებული “ხიე“
ეგრევე და უცბად დაგვეწევი – დაასკვნა ბოლოს და პატარა ხილის ვაზა
გაუწოდა ცეცეს.
- ხო არ გაკლია შეჩემა, ეგ რომ დალიოს, მოკვდება – სიცილისგან ტიროდა
ზუზუ.
– ვინ ტო? მე-5 სართულიდან ხტება ტიპი, არაფერი მოსდის და ამ პატარა
ვაზამ როგორ უნდა მოკლას? – არ ცხრებოდა ეგაძე
-დავლევ, ბაზარი არაა, მარა, სხვათაშორის, მე-5 სართულიდან მარტო მე არ
ვხტებოდი, ისე, რამე რომ იყოს, არც შენ არ მომკვდარხარ – გაიცინა ცეცემ
და ეგაძეს თვალი ჩაუკრა – ტყვია არ მკლავს, სასმელმა როგორ უნდა
დამაგდოს, მეკაიფები?!
-აუ, ახლა რამდენს ვიცინებ! – იგუდებოდა ეგაძე – გაუვსე სანდრო, მაგასაც
ვნახავ დუდიკ, თუ არ მოგეხაზება.
სანდრომ ხილის ვაზა არყით გაავსო და ცეცეს მიაწოდა.
ცხოვრებში პირველად შემეცოდა დუდა: ) რომელიც ძალიან მშვიდად ადგა, ვაზა გამოართვა სანდროს და დაიწყო:
-თქვენ გაგიმარჯოთ ბიჭებო, თქვენზე მაგარი ტიპების დედაც ვატირე! – მოიყუდა
და ბოლომდე დალია.
ზუზუმ დაუსტვინა და ტაში დაუკრა, მას მთელი სუფრა აჰყვა. დუდამ მადლობის ნიშნად თავი დაგვიკრა დამსწრე საზოგადოებას და სკამზე დაჯდა.
-15 წუთში სურათს გადაგიღებ და გავაპლაკატებ – ვერ წყნარდებოდა ეგაძე.
-ფრთხილად იყავი, შენ არ გაგაპლაკატო! – გაიცინა ცეცემ და მჟავე კიტრი
ჩაკბიჩა.
დილამდე სვამდნენ, იქამდე, სანამ ერთმანეთის სახელები არ დაავიწყდათ, მე ძალიან მეძინებოდა და 4 საათზე სახლში მივესვენე.

“ბიჭები”

- დუდიკ, რაღაც უნდა გკითხო – მშვიდად დაიწყო სანდრო ბაღათურიამ მასმერე, რაც გოგოებმა კარი გაიხურეს და სახლებში წავიდნენ.
-მიდი! – სიგარეტს მოუკიდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო ცეცემ
-სხვანაირად არ გაიგო, იცოდე! – შეამზადა სანდრომ
-თქვი! – ისევ მშვიდად გააგრძელა დუდამ
-იმიტომ კი არა, რომ “პიანნი” ვარ, პროსტა მაინტერესებს, რა! – ფეხს ითრევდა სანდრო
-იტყვი, თუ არა? – დაინტერესდა დუდა
-შენ და ნია.. – დაიწყო სანდრომ – რა ბაზარია?
ცეცხლაძემ ღრმა ნაფაზი დაარტყა და გაიცინა
-ვგიჯდები მაგ გოგოზე და იცით, რომ ეგრეა..
-არა, ვხედავ, რომ ძალიან ახლოს ხართ, მარა ვერ გავიგე, რა ხდება.. უთხარი
რამე? – იკითხა ბაღათურიამ.
-არა! – ისევ გაიღიმა ცეცემ
-და არც აპირებ? – დაინტერესდა ზუზუ
-არა – მშვიდად გაიღიმა ცეცემ და ჭიქა შეივსო
-შენი საქმეა, დუდიკ, ძმობას ვფიცავარ და მანდ ჩვენი ჩარევა ზედმეტია, მარა
რა ვიცი, მერე გვიანი არ იყოს, ტო, ისედაც იმდენი უტრიალებს..
“მამენტ”, ეგეც არაფერია, “ფეხები ვერ მოგვჭამონ” ტო, პროსტა, რომ გეთქვა შენი ამბავი, უკეთესი იქნებოდა – ურჩია ეგაძემ
-კაი რა, გგონია, ნიამ არ იცის? – ჩაერია ისევ სანდრო – ძალიან კარგად იცის!
-აუ, იცის ძმაო, მარა ქალია, რა, და ქათამია, ძალიან ჭკვიანი გოგოა, ბაზარი
არაა და ჩემი დაა, მარა, ქალია რა.. – არ ეთანხმებოდა ზუზუ
-მერე რა, რომ ქალია? – არ ჩუმდებოდა სანდრო – ნია ძალიან “აზრზე
მოსულია”, შენი წონა წიგნი აქვს წაკითხული, რას ვერ ხვდება? შანსი არაა!
დუდა იჯდა მშვიდად და ეწეოდა
-გიყვარს, შეჩემა? – არ მოეშვა ეგაძე
-აუ, ეს რა გევასება, ყველაფერს რაღაც სახელს რომ არქმევ, ნაშა ხარ, ტო?
“კლეტკა კალგოტკებიც” ხომ არ გაცვია? – გაიცინა ცეცემ – არ ვიცი რა არის.. სიყვარულია, თუ აჩემება, თუ მიზიდულობა, თუ.. ერთადერთი გოგოა, ვინც მაინტერესებს.. ეგაა რა.. უბრალოდ ჯერ არ მინდა ყველაფრის “გაიასნება”.ადრეა ვიცი, თან ცოტა დასალაგებელიც ვარ.
“იტოგში” რა, როცა იქნება, იქნება. ვიღაც სირები ვაფშე არ მანაღვლებს, სერიოზული არც არავინაა, იქნება და აორთქლდება.
-ერთხელ და ორჯერ გვიქნია?! – გაეცინა დათუნას.
-ხოდა.. დანარჩენზე არ ვფიქრობ – თქვა ცეცემ და სიგარეტი ჩააქრო – ისედაც
თავში აქვს ავარდნილი, იცის, რომ ძალიან ლამაზი და ჭკვიანია, ყველა – მეორე მაგას უმტკიცებს, ნამეტანი მოუვა, იყოს ცოტახანი გაურკვევლობაში – გაიცინა დუდამ და არყით სავსე ჭიქა ბიჭებს მიუჭახუნა – ჩვენ გაგვიმარჯოს!

მეორე დღეს შუადღის 3 საათზე გავიღვიძე.
თავი ისევ მისკდებოდა.
მაგრამ წინა დღის ემოცია მქონდა გამოყოლილი..
ცეცეს სახე, ხელები, მხრები, თვალები,
არომატი..
“რა არომატი აქვს ამ მათხოვარს, პროსტა, რა!” – გავიფიქრე ჩემთვის..
მობილურზე მესიჯი დამხვდა:
“მენატრები ყველაზე და ყველაფერზე მეტად. გიორგი”
კმაყოფილებამ გადამირბინა სახეზე და გავიღიმე, გონზე მოსვლა და ადგომა მეზარებოდა..
ისევ ცეცეზე ვფიქრობდი..
ვფიქრობდი დაუსრულებლად..
-ოდესმე შეჭამ საჭმელს? – ელენას კატეგორიულმა ტონმა მომენტალურად
გამომაფხიზლა.
-ახლავე! – გავძახე მე, ლოგინიდან ღიმილით ავდექი და აბაზანაში შევშრიალდი.



ნატასთან რომ მივდიოდი ღამის 9 საათი იყო, ჩვენი ბანკეტის დისკისთვის უნდა გვეყურებინა. ფეხით ჩავიარე მაყაშვილის ქუჩა და ის იყო, კუთხეში უნდა შემეხვია, რომ დუდამ მანქანა ისეთი ხმით დამიმუხრუჭა, შიშისგან დავიკივლე.
-სეირნობ? – მკითხა მან
-მოგწონს, გულს რომ მიხეთქავ, ხო?.. ნატასთან მივდივარ – ვუპასუხე ოდნავ
დაბნეულმა და მაჯისცემა საფეთქელთან ვიგრძენი.
-ცოტა რომ დააგვიანო, ვერა? – მკითხა და გაიცინა მან
-ვერა! – გავიცინე მე
-სულ ცოტა ხანი,
-“ცოტა ხანი”, რამდენია? – დავინტერესდი მე
-ნახევარი საათი! – დაუფიქრებლად მითხრა ცეცემ
-ნახევარი საათი კიდევ შეიძლება – შევიფერე შემოთავაზება და მანქანაში
გრაციოზულად ჩავჯექი
-რას შვები, ნია? – მკითხა ცეცემ
-არაფერს, შენ? გვიან დაიშალეთ?
-დილის 6-ზე – თავი დამიქნია ცეცემ
- რა ამბავია! – შევიცხადე მე – რაზე ლაპარაკობდით ამდენს?
-პოლიტიკაზე – დუდას წინადღის ბიჭებთან საუბარი გაახსენდა და გაეცინა
- დიდი ხანია, გაინტერესებთ პოლიტიკა? – გამიკვირდა მე
- ბავშვობიდან – გაიცინა მან – როდის მიფრინავ უკან?
- ზეგ – ვთქვი მე და მივხვდი, როგორ შემეკუმშა გულის დიაფრაგმა
- ცოტახანი კიდევ დარჩი, რა! – თქვა დუდამ და სიგარეტს მოუკიდა
-ბევრს ეწევი, დუდი – სიტყვა ბანზე ავუგდე მე
- ნია, ასეთი ლამაზი რომ ხარ, არავინ არ მოგწონს? – მკითხა მოულოდნელად
-კი, ბევრი ძალიან! – შევიფერე მე – შენ?
-მე ცოტა! – მითხრა მან ორაზროვნად

ნერვები მომეშალა და გავჩუმდი.
“რა უაზრო კითხვა-პასუხია”- საკუთარ თავზე გავბრაზდი მე
-ვინ გირეკავდა გუშინ, მთელი ღამე? – მკითხა ასევე მოულოდნელად
სახე მომერყა..
-ვინ მირეკავდა?! – კითხვა გავუმეორე მე
-აი, ის ნომერი – + 16 68 98 109 30 – დამიმარცვლა ცეცხლაძემ
თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა!
“ნომერი საიდანღა დაიმახსოვრა”..
-აა, ნატაშაა, ჩემი უკრაინელი მეგობარი – საიდან მოვიტანე, არც მახსოვს და
ნერვიულობა რომ არ შემტყობოდა, სიგარეტს მოვუკიდე
-ნატაშა..? კაი გოგო იქნება, ისეთი სახელი აქვს – ისევ ორაზროვნად მითხრა
დუდამ
-კი, ნამდვილად ძალიან კარგი გოგოა, ისეთი თბილი და კეთილია, ყველაზე
ძალიან მიყვარს ოდესაში, ახლაც ძალიან მენატრება – სისულელე სისულელეზე მივაყარე და მეხის დაცემას დაველოდე..
დუდა მშვიდად ეწეოდა და აშკარად სხვა რაღაცაზე ფიქრობდა
-და ის რას შვება? – მშვიდად განაგრძო მან
დამცხა..
“კიდევ რამე რომ მკითხოს, მოვკვდები, ამდენს ვეღარ ავიტან”
-ვინ? – ვკითხე მე და სუნთქვა შემეკვრა
-აი, ის.. აქვე რომ ცხოვრობს, აღმართზე.
ცოტაც და გული წამივიდოდა..
-გიორგი, გამრეკელი – მითხრა დუდამ და თვალებში ჩამხედა..
-ალბათ, კარგადაა – ისეთი ხმით ვთქვი, ჩემი თავი შემეცოდა..
-ძალიან კარგი – გაიღიმა დუდამ – აღარ გირეკავს?
-არა – ვიუარე მე და სიკვდილი ვინატრე..
-ნია, ბავშვობიდან ვერ ვიტან ტყუილს.. შენც ეგრე ხარ, ვიცი – ისევ გამიღიმა
დუდამ..
სუნთქვა რომ არ გამჩერებოდა, ფანჯარა ჩამოვწიე
-ესეიგი, შენს ცხოვრებაში, ისეთი, არავინ არაა, ხო? – გადაამოწმა ცეცემ
-რაში გაინტერესებს? – დავიღალე ამ დაკითხვის მოსმენით მე
-რახან გეკითხები, იმას ნიშნავს, რომ მაინტერესებს! – მიპასუხა მშვიდად მან
-ხოდა, დუდი, მთელი ცხოვრება ქარაგმებით რომ მელაპარაკები, მეც
მაინტერესებს ბოლოსდაბოლოს, რა გინდა? – თვითონ არ დავიჯერე, რომ გავბედე და ვთქვი.
-“ბოლოსდაბოლოს”? – გაუკვირდა ცეცეს
-ხო, ერთხელ და სამუდამოდ მინდა, ვიცოდე.
-რა გინდა, რომ იცოდე, ნია? – გაეღიმა დუდას
-რატომ მირეკავ ღამის 3 საათზე? რატომ კითხულობ ჩემი პირადი ცხოვრების
დეტალებს? რატომ მიყურებ უცნაურად? რატომ ჩამომიყვანე ამერიკაში წასვლამდე აქ? და სულ რატომ მთხოვ, ცოტახანით დარჩენას?
-მინდა და იმიტომ! – მშვიდად მითხრა ცეცემ და მეორე ღერს მოუკიდა.
-სულ ესაა? – აღვშფოთდი მე
ცეცეს გაეცინა და თავი დამიქნია..
-ვიცი, ძალიან გინდა გითხრა, რომ არ შემიძლია უშენოდ,
რომ მინდა, ჩემთან იყო, რომ არავისთან არ მქონია ისეთი ურთიერთობა, როგორიც შენთან მაქვს, რომ ვგიჟდები შენზე, რომ როცა გიყურებ სულ შენი კოცნა მინდება, რომ არ მინდა, შენ მიდიოდე – მე კი ვრჩებოდე, და რომ უბრალოდ არ მინდა უშენოდ – ხო? – დაამთავრა ღიმილით.
მეგონა ეს ყველაფერი მესიზმრებოდა.. ან გუშინდელი დღე იყო, ყველანი მთვრალები ვიყავით და სისულეებს ვლაპარაკობდით..
ისეთი შოკი მქონდა, ხმას ვერ ვიღებდი.. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა
-არა, ეგ არ მინდა – ძლივს ძალა მოვიკრიბე და გონზე მოვედი მე
-აბა, რა გინდა? – მკითხა მან
-არაფერი – ვთქვი მშვიდად და თვალები ამემღვრა – ნატასთან დამტოვე, რა!
დუდამ მშვიდად მოუკიდა მესამე ღერს.
ისე მივედით ნატამდე, ხმა არ ამოგვიღია.
-ეგ მაგარი იცით, “პიანნი” ბაზრები და მერე დავიწყებები. ყველაფერთან
ერთად, “დასავითაც” ხომ არ მიყურებ? – წავისისინე მე
ცეცემ გამიცინა
-არა, შენ ჩემი “გოგო მეგობარი” ხარ – გამიღიმა მან – გვიან გამოგივლი და
სახლში დაგტოვებ, მარტომ რომ არ იარო.
-მერე ვინ გითხრა, რომ მარტო ვივლი? – ისევ წავისისინე მე
-ხო, ნუ რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა, შენზე ხომ მთელი თბილისი გიჟდება,
მარტოს ვინ დაგტოვებს?! – გამიღიმა დუდამ და სიბნელეში გაუჩინარდა.

სახლში ტაქსით მივედი, ცეცეზე ფიქრმა საბოლოოდ გადამიყოლა,
ყველაფერი თავდაყირა დამიდგა..
ჩემი ბავშვობა,
თითოეული მასთან ერთად გატარებული დღე..
არასდროს არაფერს არ იმჩნევდა..
არაფერს არ მეუბნებოდა..
მაგრამ ეს არასტანდარტული და გეგმიდან ამოვარდნილი ურთიერთობა იმდენად მიზიდავდა, იმდენად..
რომ მხოლოდ ეგ ბიჭი მაინტერესებდა..
მხოლოდ ის და არავინ სხვა..
მას?
მას უნდოდა ჩემთან?
და საერთოდ, რა უნდოდა?
რატომ არასდროს არ მეუბნება?
რატომ?
მთელი ცხოვრება იმდენად მობეზრებული მაქვს ეს “სიყვარულის ახსნები”.. იმდენად,
იმდენად,
რომ ალერგიაში გადამდის უკვე!
ვინც კი თბილისში “კაი ტიპად” ითვლებოდა, ყველა ცხოვრების რაღაც ეტაპზე გავიცანი და აღმოჩნდა, რომ ყველაზე რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დავტოვე.
თუმცა, მე, პირადად თავს ვიკავებდი ბოლომდე.
რაღაც უფრო მეტის და უფრო ძვირფასის მოლოდინში..
იმდენად ცარიელებად და პრიმიტიულებად მეჩვენებოდნენ..
იმდენად მოსაწყენად-მოსაბეზრებელნი..
ფულიანი მამების “გაბლატავებული” შვილები..
მაშინ, როცა, მართლა მთელი თბილისი გიჟდებოდა მათზე,
ჩემთვის ისინი, საერთოდ არც არსებობდნენ!
ფიქრიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
მონიტორს ჩემი უსაყვარლესი ინიციალები დაეწერა: “C.C”
და სიხარულისგან გული მეტკინა
-რატომ წამოხვედი უჩემოდ ნატასგან? – ცეცეს ხმა მიღიმოდა-
-აღარ დამირეკე და..
-შენ რომ დაგერეკა?! ვერა?
-ვერ დაგირეკე – ვიცრუე მე, (ღმერთო, რამდენს ვიტყუები!)
-“ვერ” სიტყვა არ არსებობს, ნია, ეგ “არ”- ის ვითომ ტაქტიანი ვარიანტია..
და როცა “ვერ”-ს ამბობენ, სისულელეა, არ დაიჯერო, სინამდვილეში “არა” იგულისხმება..
-არაა, ეგრე დუდი – თავის მართლებას შევეცადე მე
-ეგრეა, “ვერ მოვიცალე”, “ვერ გნახე” – შეიძლება როცა სხვა კონტინენტზე ხარ
და ფიზიკურად ვერ ახერხებ, თორე “ვერ დაგირეკე”- არ არსებობს! როგორ შეიძლება გინდოდეს და 1 წამი ვერ მოიცალო? კაი რა!
ცეცე მართალი იყო, ზუსტად იგივეს ვფიქრობდი მეც..
-არ გშია? – მკითხა მოულოდნელად მან
-ახლა? – გამოვშტერდი მე – არ მშია!
-ხო, რა მოხდა?
-ღამის 2 საათია
-ჩაიცვი რა, გამოგივლი და ვჭამოთ
-ელენა მომკლავს – ხმამაღლა გავიფიქრე მე
-ვითომ, ბავშვების სანახავად მიდიხარ, მიდი რა! – არ მომეშვა ცეცე
-ღამის 2-ზე? ნამდვილად სახლიდან გამაგდებს! – შემეცოდა საკუთარი თავი,
მარა ცეცესთან კამათს აზრი არ ჰქონდა
-ჰა, თორემ, “რუპორი” ისევ მანქანაში მაქვს – გაიცინა დუდამ
-არა! მოვდივარ! ახლავე! 3 წუთში! – “რუპორის” ხსენებაზე ფერი დავკარგე მე
-წავიდა დრო! – ხარხარებდა ცეცე
ტელეფონი გავთიშე და კიბეებზე ნახევრადჩაცმული დავეშვი.
-არ ხარ ნორმალური! – საყვედურით შევხედე მას
ცეცე მიღიმოდა.. ცოტა ნასვამი იყო და ძალიან საყვარელი.
-წავედით? – თვალი ჩამიკრა მან, მე თავი დავუქნიე და მანქანა დაიძრა

რესტორანი რომელთანაც მანქანა გაჩერდა, წავკისის შუაგულში იყო, ღია ცისქვეშ, ულამაზესად მოწყობილი.
წარმოიდგინეთ, დიდი მინდორი და ამ მინდორზე სოკოებივით ამოსული წითელი და თეთრი პატარა მაგიდები, ულამაზესი სკამებითა და მაგიდაზე 80-იანი წლების სტილზე შერჩეული პატარა აბაჟურებით..
რესტორანი აბსოლუტურად ცარიელი იყო.
-ზუსტად იცი, რომ დახურულები არ არიან? – ვკითხე ცეცეს სიცილით
-როგორ გგონია? – მკითხა მან, თმები გამიჩეჩა და ყველაზე ლამაზი მაგიდისკენ
მიმითითა..
-რას შეჭამ? – მკითხა მან და მენიუს თვალი გადავლო..
-დუდი, აქ არავინ არაა – ვთქვი გაოგნებულმა..
-რას შეჭამ-თქო გეკითხები? – გამიმეორა სიცილით მან
-სოკო მინდა კეცზე, კიდევ სალათი “ცეზარი” და “ანანასის შეიკი”.. შენ?
-რომ გეკითხა, არ გშიოდა! – დამცინა ცეცემ
-იდიოტო! – გავბრაზდი მე
-მე მიდა “ოჯახური”, ხაჭაპური და შემწვარი კარტოფილი..
-ძალიან კარგი! – გავიცინე მე
-ხო.. და კიდევ მინდა ცივი ლუდი, თუ შეიძლება..
-ოდესმე ვინმე თუ მოვა, შევუკვეთოთ!
-ხომ ყველაფერი დაიმახსოვრე? – მკითხა დუდამ და გამიღიმა..
-კი, ყველაფერი მახსოვს – ვთქვი მე – აუ, შანსი არააააა!
ცეცე გადაყირავდა სიცილით
-კი, ნამდვილად ზუსტად მიხვდი.. ეს ბიძაჩემის რესტორანია, ახლა მართლა
დაკეტილია, მარა ყველა პროდუქტი სამზარეულოშია და გელოდება!
-შენ ხომ არ აფრენ? – ბოლომდე არ დავიჯერე მე..
-მიდი, მიდი! ვნახოთ ერთი, ოჯახში შესაშვები ხარ, თუ არა!
ცეცე ნამდვილად არ ხუმრობდა, იგუდებოდა სიცილით და თვალს მიკრავდა
-ძალიან მარტივია, წამოდი, დაგათვალიერებინებ – მითხრა მან და ძალით
ამაგდო სკამიდან – ეს ღუმელია, ეს მაცივარი, აქ ყველაფერია, რაც კი გაგიხარდება, მომზადება აკლია უბრალოდ..
აი, კარტოფილი, პომიდორი, სალათის ფურცლები.. – მშვიდად მიხსნიდა ის..
მე ტირილი მინდოდა..
-მეზარება! – ვთქვი მე და დავიჯღანე – სადმე სხვაგან წავიდეთ, სადაც
მოგვემსახურებიან, რა! – ვთხოვე დუდას.
დუდამ საათზე დაიხედა და მხიარულად დაიწყო:
-40 წუთი გაქვს დრო, ან მივდივარ და აქ გტოვებ, სულ მარტოს, საერთოდ არ
შემეცოდები.
სახე შემეცვალა, ზუსტად ვიცოდი, მართლა გამკეთებელი იყო, აი, ასე, დამტოვებდა მშვიდად და წავიდოდა..
წუწუნს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ხელები დავიბანე და საქმეს შევუდექი.
ნახევარსაათში თითქმის ყველაფერი მზად მქონდა, ბოლო 10 წუთს დუდა ხმამაღლა ითვლიდა.
-ათი.. ცხრა.. რვა.. შვიდი.. – ხარხარებდა ის
-ჩავალთ თბილისში, ჩავალთ! – დავემუქრე მე
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, გონება გაგეფანტება! – არ მეშვებოდა ცეცხლაძე
-შენ ნახავ, პროსტა, რა! – ვიცოფებოდი მე
-პირველად ვხედავ გოგოს ასე უხდებოდეს სამზარეულოში ტრიალი – იხეოდა
სიცილით ის – შენა და.. ზედმეტი ადგილი უნდა ჰქონდეს ბიძაჩემს და ხომ არ იმუშავებდი მზარეულად?
რა სახით ვალაგებდი თეფშებს, რთული წარმოსადგენი არაა: )
თან გადარეული ვიყავი..
თან მეცინებოდა..
-მეტი არ მინდა, უგემური იყოს – მაფრთხილებდა დუდა – თავიდან
გაგაკეთებინებ, იცოდე!
-რა ნაგლი ხარ, ღმერთო ჩემო! – აღვშფოთდი მე და გამეცინა..
ზუსტად 12 წუთი ღეჭავდა ცეცე პირველ ლუკმას და ხმას არ იღებდა..
ცნობისმოყვარეობისგან კინაღამ მოვკვდი. ის კი მიირთმევდა მშვიდად და აუღელვებლად.
-მოგწონს? – დავიტანჯე მე.
ცეცემ ლუდი მოსვა, სიგარეტს გაუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და გამიღიმა
-კაპიკად არ ვარგა!
მინდოდა, რომ ოჯახურით სავსე ტაფა თავში ჩამერტყა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიმეტე, ამიტომ ჩემთვის რუდუნებით მომზადებული ანანასის შეიკი ავიღე და სახეში შევასხი.
ცეცე ცოტა დაიბნა, ვერ დაიჯერა, რომ მე ეს გავბედე,
მერე კი მშვიდად მოიწმინდა სახე.
მივხვდი, რომ ყველაზე კოშმარი დასჯისთვისაც გამიმეტებდა, ამიტომ სანამ გონზე მოვიდა, წამოვხტი და გავიქეცი..
ცეცეც ადგა და ორ ნაბიჯში უკვე ხელში აყვანილი ვყავდი..
ისეთ ხმაზე ვკიოდი, ეჭვი მაქვს, ჩემი ხმა მთაწმინდაზე, მშვიდად მძინარე ელენასაც გავაგონე..
-ცეცე, გემუდარები, ძალიან გთხოვ, არ გინდა, გეხვეწები, მეშინიააააა!!
დუდა ხმას არ იღებდა, მშვიდი ნაბიჯით მიუყვებოდა ჩემთვის უცნობ გზას
-არ მინდაა! მაპატიე! გთხოვ! ბოდიში! გინდა 1000-ჯერ მოგიხდი? დამსვი რა! სად
მიგყავარ! ისევ ვიყვირებ, იცოდე! – შევეცადე შემეშინებინა ის
-იყვირე რამდენიც გინდა, ტურების მეტი ვერავინ ვერ გაიგებს! – გაიცინა დუდამ
-ტურები??? – შიშისგან ხმა ჩამიწყდა მე – მეშინია ტურების!!
ცეცეს არაფერი არ ესმოდა, არც კი ვეცოდებოდი.
მერე უეცრად გაჩერდა და თავდაყირა მყოფმაც კი დავინახე ის უშველებელი ტალახი, სადაც შევჩერდით,
ერთი,
ორი ..
და
მე ყელამდე ტალახში ვტივტივებდი.
ცეცე იგუდებოდა სიცილით,
მე ვკიოდი!
-ამის მერე, გეცოდინება უფროსების პატივისცემა! – მითხრა მან და თვალი
ჩამიკრა.
დილის 5 საათზე მივედი სახლში, მანქანაში პარკებშეფუთული ვიჯექი, სულ ტალახიანი, ღორივით: ) და ხმას არ ვიღებდი.
-ხომ იცი, ნია, ერთადერთი გოგო ხარ, ვიზეც ჭკუა მეკეტება და მართლა
სერიოზულად ვფიქრობ – მითხრა დუდამ და სიგარეტს მოუკიდა..
ეს უკვე მეტისმეტი იყო!
-მეზიზღები ცეცხლაზე! – დავიყვირე გაცოფებულმა და კარი ისეთი ხმით
მივუჯახუნე, მეგონა ჩამოვლეწავდი,
პასუხად ცეცემ ხმამაღლა გაიცინა:
-გკოცნი!

“ტყუილი, მართლაც ცუდი იდეა იყო”

სიზმარში დუდა ვნახე, ისევ.. ძილში მაინც დამანებოს თავი..: )
ვითომ სადღაც მივდიოდით, შორს..
გვიხაროდა ძალიან ..
და უცბად დუდა მომიბრუნდა და “მიყვარხარო”- მითხრა..
-ნია! გაიღვიძე, სტუმარი გყავს! – გამომაფხიზლა ბებიაჩემმა
ეს იყო ყველაზე ცუდი გაღვიძება, ყველაზე ბედნიერი სიზმრიდან..
-ვინაა? – ვიკითხე და ტირილი მომინდა
-ადექი, გესმის? გიორგია გამრეკელი, ნახევარი საათია გელოდება!

ეს იყო ტრაგედია,
მეხის დაცემა,
წარღვნა,
ტორნადო,
ცუნამი,
მეორედ მოსვლა
და ყველანაირი სტიქიური უბედურება, რაც კი შეიძლებოდა თავს დამტეხოდა..
გიორგი გამრეკელი მისაღებ ოთახში იჯდა და ყავას მიირთმევდა. ხალათი გავისწორე, სახეზე ბედნიერი ღიმილი მივიხატე და ყურადღება რომ მიმექცია, ჩავახველე
-ნია! როგორ ხარ? – ჩემს დანახვაზე სახე სიხარულით აენთო გამრეკელს
-როდის ჩამოხვედი? გაგეფრთხილებინე მაინც – ვუსაყვედურე მე
-მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა, ხომ გაგიხარდა?
(თვალები დავხუჭე მეხის დაცემის მოლოდინში: )
-ძალიან! – ისევ მოვიყტუე მე
-მთელი ოჯახით ჩამოვედით, ხვალ ისევ მივდივარ, რომ არ მენახე,
გადავირეოდი.. შენც მალე ჩამოხვალ, ხო?
იმდენი ხანი იყო პაუზა, გამრეკელი დაიბნა..
-რა იყო, გადაიფიქრე? – მკითხა ბოლოს
-არა, აუცილებლად მოვდივარ – ვთქვი გადაჭრით და გავუღიმე
გამრეკელმა გამიღიმა და ხელზე მომეფერა..
ხელი ნაზად გავაშვებინე და ხილის მოტანა მოვიმიზეზე..

გიორგი ჩემთან საღამომდე დარჩა.
2-ჯერ არ ვუპასუხე ცეცეს.
ძალიან ვნერვიულობდი.
ისე, რომ სამზარეულოში რამდენიმე ღვინის ჭიქა მივამსხვრიე კიდეც.
-ნია, სად ხარ? 2 დღეა გირეკავ! – ისეთი ხმით ჩამკივლა ყურში ლენკა უზნაძემ,
მაშინვე ვინანე, საერთოდ რომ ვუპასუხე მას
-სახლში.. რა ხდება?
-წყნეთში ავდივართ, ცეცხლაძესთან, გამოგივლით და წამოდი
-ვერ მოვდივარ, სტუმრები მყავს..
-ვინ სტუმრები, ხომ არ აფრენ, ზეგ რომ მიდიხარ, დაგავიწყდა?
-არა, მახსოვს! – ვთქვი სინანულით – მართლა ვერ წამოვალ.. გამრეკელია
მოსული მთელი თავისი ოჯახით.
-რააა? – გამოშტერდა ლენკა – მერე?
-მერე არაფერი
-იმედია, ცეცემ არ იცის – შიში შეეპარა ხმაში უზნაძეს
-იმედია, არ ეტყვი! – შევუსწორე მე – უთხარი, რომ ვერ მოვდივარ, იმიტომ, რომ
სიცხე მაქვს და მძინავს.
-დუდას ვერ მოატყუებ ვერაფერს, ხო იცი? – ლენკას ხმაზე უკმაყოფილება
დაეტყო..
-შენ ეგ უთხარი და მე ვიცი, რასაც ვიზამ მერე.

1 საათისთვის, ელენამ ჩაი რომ მიართვა სტუმრებს და ხელოვნებაზე საუბარი დაიწყო, 2 სახანძრო მანქანა ხმაურით შემოვარდა ჩვენს ეზოში..

-უი, ხანძარია?! – შეშფოთდა ბებიაჩემი – ნეტა, ვისი ბინა იწვის?
უცბად კარზე გაბმული ზარი გაისმა, ლეილა დეიდას სახეზე მიტკლისფერი ედო და კანკალებდა.
-რა ხდება ლეილა, ვისი ბინა იწვის? – შეჰკივლა ბებიაჩემმა
-ბინა არა.. მანქანა, გიორგის მანქანას ცეცხლი უკიდია!
2 მანქანა საათნახევარი აქრობდა და ძლივს ჩააქრო გიორგი გამრეკელის ახალი
“E-კლასის” მერსედესი.
მთელი მთაწმინდა ნაცრისფერ ბურუსში გაეხვა. საშინელი სანახაობა იყო..
ნახევარსაათში მხოლოდ შავი მეტალის ნარჩენი დარჩა იმისგან, რასაც მანქანა ერქვა.
ხალხი გაოგნებული იდგა, ყველა რაღაცას ჩურჩულებდა თავისთვის.
შიშმა მომიცვა, აუტანელმა და მოუშორებელმა.
ამ ყველაფრის ახსნა მინდოდა მომენახა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი,
არ ვიცოდი, რისთვის დამებრალებინა.
და მაინც, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში.
აზრი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა..

..
გოგოებს ვურეკავდი, არ მპასუხობდნენ.გიორგი რომ გავუშვი, ბევრი არც მიფიქრია, მანქანაში ჩავჯექი და პირდაპირ ცეცხლაძის აგარაკისკენ ავიღე გეზი.
“გამოროცხულია.. ცეცე არ იყო თბილისში.. ხო, წყნეთში ავიდნენ ყველანი?!
იცოდა, რომ მე სიცხე მქონდა..
გადაამოწმა ვითომ? არამგონია, ჩემს მეგობრებს რატომ გადაამოწმებდა? გამორიცხულია..
მაშინ?..
რა მოხდა მაშინ?
მანქანები თავისით არ იწვებიან..
რა საგიჟეთია.. რა ხდება ჩემს თავს..?
საერთოდ, რა ჯანდაბად ჩამოვედი..
წავსულიყავი პირდაპირ ამერიკაში..
რატომ ჩამომიყვანა? რა უნდა? რატომ გადამეკიდა?” – ტვინი ამიდუღდა ამდენი ფიქრისგან..

მანქანა გავაჩერე და გადმოვედი.
წყნეთში ციოდა,
დუდას სახლიდან გამომავალი ხმაური მთელ ქუჩაზე ისმოდა..
“აი, ცეცეს მანქანაც, ესეც სანდრო ბაღათურიასი.. ეს წითელი ”B.M.W“ვისია? – გავიფიქრე ჩემთვის. უცბად ტელეფონმა დამირეკა, ნატა იყო:
-რას შვები ნი, სად ხარ?
-თქვენთან მოვედი..
-სად ჩვენთან? – გამოშტერდა ნატა
-წყნეთში ამოვედი, აქ არ ხართ? – ვუპასუხე არანაკლებ გაკვირვებულმა
-არა.. ცეცემ რომ გაიგო, არ მოდიოდი, აღარ აგვიყვნა.. მერე იყოსო, ნიას გარეშე
რა პონტიაო..
-ნატა, სახლის წინ ვდგავარ და ყველას მანქანა აქაა! – გავოგნდი მე
-ცეცეც მანდაა? – არ დაიჯერა ამირეჯიბმა
-ცეცეც, სანდროც და კიდევ ვიღაცეების მანქანებია – ვთქვი დაბნეულად
-არ არსებობს, ალბათ, სხვებს მისცა გასაღებიც და მანქანაც, დუდა სახლში
ავიდა, ჩემი თვალით ვნახე! – არ ცხრებოდა ნატა
-კაი, შევიხედები და უკან წამოვალ
-არ გინდა, ნია, რა იცი ვინაა, სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? – არ მომეშვა
ამირეჯიბი
-ხოდა, ვნახავ და წამოვალ-თქო! – არ დავთმე მე
-ნია, არ გინდა, ჩემ თავს გაფიცებ, რა! – მემუდარა ნატა.
მივხვდი, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც მე არ უნდა გამეგო.
ამიტომ ნატას დავპირდი – მოვდივართქო, ტელეფონი გავთიშე და ცეცხლაძის ჭიშკარი შევაღე.
ცეცეს ხმა ეზოდან შემომესმა, “კარაოკეში” მღეროდა.
კარი ღია დამხვდა,
საკეტი გადავწიე და ოთახში შევედი..
მწვადის არომატმა ცხვირის ნესტოები ამიწვა..
მისაღები ოთახიდან გოგოების კისკისის ხმა გავიგე და პირდაპირ იქითკენ წავედი, კარი შევაღე და…..
გაოგნებისგან გავქვავდი:
საკმაოდ ნასვამი ცეცხლაძე ჯინსებში, წელსზემოთ შიშველი ზის და მასაჟს უკეთებს დედიშობილა მწოლიარე ლიკუნა მაღლაკელიძეს.

მერე ვიგრძენი მუცლიდან ნელ-ნელა როგორ მომემატა ტემპერატურა…
გაიარა მკერდი…
ყელი..
სახე..
და საფეთქელთან რომ მივიდა, როგორ მიაღწია 180 გრადუსს..
სიბრაზისგან თვალებში დამიბნელდა და მე მივხვდი, რა კოშმარი გრძნობაა ეჭვიანობა..
ყველაზე მტკივნეული და მოუთოკავი ძალა..

რამდენი ხანი ვიდექი ასე არ ვიცი,
ლიკუნას კივილზე მივხვდი, რომ შემამჩნიეს..
მაღლაკელიძემ ზეწარი აიფარა შიშველ მკერდზე და
კითხვის ნიშნის მზერა დუდაზე გადაიტანა..
დუდა მოტრიალდა და რომ დამინახა, სახე აელეწა..
მე ვდგავარ და ახლა ისე, როგორც არასდროს, მესმის იმ ხალხის, ვინც აფექტურ მდგომარეობაში ადამიანს კლავს..
უბრალოდ, ვფიქრობ, იარაღი რომ მქონდეს, ვის მოვკლავდი პირველს – დუდას, თუ ამ მათხოვარკას..

-აღარ გაქვს სიცხე? – მკვლელობაზე ფიქრისგან ცეცემ გამომაფხიზლა
-ესაა, შენზე სერიოზულად ვფიქრობო? – ძლივს გასაგონად ამოვთქვი მე და
შიშველ მაღლაკელიძეს რომ შევხედე, ტირილი მომინდა..
-აღარ გაქვს სიცხე-თქო? – კითხვა გამიმეორა მან
-არა! – ვთქვი ინსტიქტურად..
-უკვე გაგიარა?! – სიბრაზისგან სულ გაწითლდა ცეცხლაზე
ლიკუნა მაღლაკელიძე ისეთი დაბნეულია, ვერ ხვდება რა ხდება..
-გოგოებმა მითხრეს.. აღარ ავდივართო.. – დავიწყე ენის ბორძიკით
-და შენ მაინც ამოხვედი?! – დუდას ყელზე ძარღვი გამოებერა
-ხო, ხმა რომ გავიგე, მაინტერესებდა, ვინ იყო სახლში..
-მერე? იმ სირმა ჩემთან ასე მშვიდად გამოგიშვა? – მალინისფერი დაედო ცეცეს
სახეზე
-ვინ? – ბოლომდე არ გავტყდი მე
ლიკუნა მიხვდა, რომ ეს საუბარი მშვიდად ვერ ჩაივლიდა, ამიტომ წამოხტა და ზეწარაფარებული ოთახიდან გაიქცა
-ვიინ?! – გაოგნებულმა შემომხედა მან – სახლში სტუმარი არ დატოვე? – დუდამ
ისეთი ხმით მკითხა, სულ რომ არავინ დამეტოვებინა, მაინც უნდა დავთანხმებოდი!

ჩუმად ვარ, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის სახეზე, ნიკაპთან ერთდება და ყელზე ეშვება.
-კი! – ვთქვი და კანკალმა ამიტანა
-რატომ მატყუებდი, ტო? – მკითხა მან – დავიჯერო, რომ გეთქვა, რამემოხდებოდა?
-არ ვიცი! – ვუმატე კანკალს
-იმ ღამესაც ეგ სირი გირეკავდა, ხო? ჩემთან ერთად რომ იყავი? გუშინაც..გუშინწინაც..?
-ხო! – ვთქვი მე და სიკვდილი ვინატრე
-და რა ხდება ვაფშე, ნია, რა იყო, გიყვარს?!
-არა..
-არა? .. ვერ გავიგე, მაშინ რატომ გირეკავს? – მკითხა პატარა პაუზის შემდეგ
და სიგარეტს მოუკიდა
-ვმეგობრობთ! – ვთქვი მე და კიდევ ერთხელ ვინატრე სიკვდილი
-გასაგებია, ანუ მეგობრობთ – თავი დამიქნია მან – ოდესაშიც მთელი ოჯახით
რომ მოდის – მეგობრობთ, თბილისში რომ გადგება – მაშინაც მეგობრობთ, ამერიკაში რომ მიყვები – ეგეც მეგობრობაა?
შენ მე იდიოტი ხომ არ გგონივარ? – დაიღრიალა მან და მაგიდასთან მიდგმული სკამი, მთელი ძალით დაახეთქა იატაკს

სკამი სამ ნაწილად დაიშალა,
მე ავტირდი,
ცეცე ასეთი გადარეული ცხოვრებაში არ მენახა
-უბრალოდ მივდივარ, დამპატიჟა – თავის გამართლებას შევეცადე მე – ესაა,
შენზე სერიოზულად ვფიქრობო? – გავუმეორე კითხვა მას
-მეც “უბრალოდ” ამოვყარე ნაშები და ვერთობი – მოგწონს? – სიმკაცრე
შეემატა ცეცეს ხმას..
-დუდი, ვაპირებდი.. მართლა ვაპირებდი ყველაფრის თქმას, მარა სიტუაცია არ
იყო, ვერ გითხარი..
-“ვერ”- ის დედას შევეცი! – დაიღრიალა მან – გაიგე? – იცი, ეგ რისი ბრალია?
იმისი, რომ ადამიანობა დაკარგე, ყველას უყვარხარ და შენც თავში აგივარდა.. არაფერი შენთვის აღარ არსებობს.. ზიხარ და დღეს ჩემთან ერთად ხარ, ერთობი, ხვალ იმ სირთან ერთად წახვალ ამერიკაში, მერე რა, არა? არ გკიდია?!
-ცეცე, მე არ ვიცი რა გინდა ჩემგან.. არასდროს ამბობ.. ცხოვრებაში არ
გითქვამს.. თუ ასე სერიოზულად ფიქრობდი ..
-და შენ ელოდები რას გეტყვი, რომ ჩვენ ორს შორის არჩევანი გააკეთო, ხო? თუ მე გეტყვი, ჩემთან დარჩები, თუ ის – იმასთან? – ეგ ბაზარია? – ისეთი ხმით დამიყვირა ცეცხლაძემ, შიშისგან გავფითრდი.
ხმაურზე სანდრო ბაღათურია და ზუზუ შემოვიდნენ
-რა ხდება, ტო? – გამოშტერდა ზუზუ – ცეცე, მეტი აღარ დალიო, რა, ჩემს
ძმობას გაფიცებ.
-ნუ ერევი, თორემ ძალიან მეწყინება! – სახე შეეცვალა დუდას – დაველაპარაკები და გამოვალ.სანდროს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ზუზუმ თითქმის ძალით გაათრია ოთახიდან.
-დუდი! – დავიწყე მე
-წადი! – მითხრა მან ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემთვის..
-მართლა მინდოდა ყველაფრის თქმა.. დედას ვფიცავარ..
უბრალოდ, ისე აეწყო.. ვეღარ.. ცეცე, მე შენთან მინდა! – ცრემლები მომადგა თვალებზე..
-წადი, ნია..
-დუდი.. – თვალები ამემღვრა მე..
ის შებრუნდა, სავარძელზე მიგდებული მაისური ჩაიცვა და მესამე ღერს მოუკიდა.
ჩუმად ვიდექი და ხმას ვეღარ ვიღებდი.
დუდამ კარი გააღო და კორიდორში ბაღათურიას გასძახა:
-სანდრიკ! ნია ჩაიყვანე თბილისში და რომ ამოხვალ რამდენიმე ბოთლი ვისკი წამოიღე, რა.. ხვალაც აქ ვრჩებით!

მთელი გზა ხმა არ ამიმიღია.. ისეთ დღეში ვიყავი, სანდრო ვერ მიყურებდა,..
ბოლოს ვერ მოითმინდა და ფრთხილად მკითხა:
-ხვალ მიფრინავ, ხო?
-ხო.. და ნეტა საერთოდ არ ჩამოვსულიყავი.. რა მინდოდა..
-ამერიკიდან როდის დაბრუნდები?
-არასდროს! – ისეთი გადაჭრით ვთქვი, თვითონ შემეშინდა
-თბილისში აღარ ჩამოხვალ?? – გამოშტერდა სანდრო
-არა!
-კაი, რა, ჩემთავს გაფიცებ, გაბრაზებული ხარ პროსტა და ვაფშე, რა ხდება
თქვენს შორის, ტო?
-არაფერი! – ვთქვი მე და საუბარი დავასრულე.
სანდრომ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და გაჩუმდა.

..

-ნატ, იცი რას ვფიქრობ?
-რას?
-საგრძნობლად შემიმცირდა თაყვანისმცემლების რიცხვი და რა ხდება, არ ვიცი – მოწყენით ვუთხარი ნატა ამირეჯიბს, რომელიც გაზქურასთან იდგა და კვერცხს მიწვავდა:)
-არ ვიცი – გაეცინა ნატას – საიდან დაასკვენი?
-ლაშა უკლება გახსოვს?
-ის დარტყმული, ყვავილებს რომ გიგზავნიდა წელიწადნახევარი, ყოველდღე?
-ხო – ოდნავ გამეღიმა ამ სცენის გახსენებაზე მე
-ხა, ხა, გახსოვს ელენა რომ ამბობდა: თავი პანაშვიდზე მგონია, ამდენი
ყვავილები უკვე შემაშფოთებელიაო? – გალურჯდა ნატა. მე ისევ გამეღიმა და ღრმად ამოვისუნთქე..
-ძალიან სასაცილო იყო, ხოდა იმ დღეს ქუჩაში შემხვდა და ვითომ ვერ
დამინახა, ტელეფონით სადღაც რეკვა დაიწყო
-კაი, რაა? – გამოშტერდა ამირეჯიბი
-მართლა! – თავი დავუქნიე მე..
-ალბათ, ვერ დაგინახა – გაამართლა ნატამ უკლება
-ცხვირწინ გავუარე, რამ დააბრმავა? არ არსებობს! – ვიუარე მე
-კიდევ ის გახსოვს, ლევან ასანიძე, სკვერთან რომ ცხოვრობს?
-ხო, მერე?
-არც ეგ არ მესალმება..
-კაი რა, გააფრინე მგონი!
-გეუბნები! – გავბრაზდი მე
-ხოდა ყველამ გადაწყვიტა რომ არ მოგესალმოს? გეჩვენება რაღაცეები! – მხრები აიჩეჩა ნატამ და ყავა დამისხა, მე მაგიდასთან მივედი, სიგარეტს გავუკიდე და ანთებული ასანთი ბოლომდე ჩავწვი..
-ნატ.. ჩემთავს გაფიცებ, “ის” გგონია, ხო? – ვკითხე ნატას და თვალი გავუსწორე
-არ მგონია.. ზუსტად ვიცი, რომ ცეცხლაძის ამბავია, ამდენი სიგიჟის გაკეთება
მხოლოდ მას შეეძლო – მითხრა მან და ყავა მოსვა.
-მენატრება – ვთქვი მოწყენით და თვალები ამემღვრა..
ნატამ ამოიოხრა და თავზე მაკოცა..
-ახლა წახვალ და ყველაფერი დაგავიწყდება.. გადაერთვები..
ამირეჯიბი ცდილობდა აღელვება არ გამოეხატა, მაგრამ თვალები ღალატობდნენ..
უშედეგო იყო მისი თავშეკავება..
-რომ იცოდე, როგორ მინდა, მჯეროდეს შენი სიტყვების, როგორ! – ვთქვი მე და გავჩუმდი.
ნატას თვალები საბოლოოდ აემღვრა, ამიტომ სახე კედლისკენ შეაბრუნა და ჩუმად, ისე, რომ არავის არ გაეგო, თავისთვის თქვა:
- ვიცი, ნია.. მე შენზე მეტად მინდა, რომ დავიჯერო..

დაკითხვა 2

- ძალიან გთხოვთ, დალაგებით მომიყევით ყველაფერი რა, თუ შეიძლება – შეეხვეწა პაატა სირბილაძე გოგოებს – დემეტრე ცეცხლაძე იცნობდა გიორგი გამრეკელს?
-დიახ, იცნობდა – აღიარა ლენკამ
-იცოდა, რომ ნიას ეკონტაქტებოდა?
-არა, ეგ არ იცოდა, ზუსტად, მაგრამ ეჭვი ყოველთვის ჰქონდა – თქვა ნატამ
-საიდან ჰქონდა ეჭვი?
-ბატონო პაატა, თქვენ რომ ნია გყვარებოდათ, ეჭვი თქვენც გექნებოდათ.. ისეთი
გოგოა, რომ სულ ყურადღებით უნდა იყო – გაიცინა ნატამ
-იმ დღეს, წყნეთში ვაპირებდით ასვლას.. დუდამ დილით დამირეკა და მითხრა
ნია არ იღებს ყურმილს და იქნებ შენ გააღვიძოო.. ჩვენც დავრეკეთ და გავიგეთ, რომ გამრეკელი გიორგია ჩამოსული.. დუდას ვუთხარით ის, რაც ნიამ დაგვაბარა, რომ ავადაა და ვერ წამოვა..
-გიორგის ჩამოსვლაზეც ხომ არ უთხარით სიმართლე? – ჩაეძია გამომძიებელი
-რას ლაპარაკობთ, მაგას მე როგორ ვეტყოდი?! – გადაირია ნატა
-აბა, საიდან გაიგო ცეცხლაძემ გამრეკელის დაუგეგმავი ვიზიტის შესახებ?
დაიბნა სირბილაძე
-ზუზუ მივიდა.. უთხრა, ესე და ესე, გამრეკელია ჩამოსული და მე არ მომწონს
ეგ ამბავიო..
-ცეცხლაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა?
-უი, არა, ნამდვილადAარ ღირს მაგის მოყოლა – იუარა მშვიდად ნატამ –
მისმა ღრიალმა საბოლოოდ დამამუნჯა იმ დღეს..
მერე თქვა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია და მანქანით სადღაც წავიდა..
-ანუ, გამოდის, რომ ამ ფაქტის გამო განრისხდა ის და ამიტომაც დაგეგმა ეგ
შემთხვევა?
-არაფერიც არ დაუგეგმავს – საუბარში ჩაერია ლენკა – დუდა საერთოდ
არაფერს არასდროს არ გეგმავდა.. არ იყო ეგ ტიპი, იმდენად სპონტანური ადამიანია, გამორიცხულია წინასწარ ამდენი იფიქროს.. დანამდვილებით არავინ არ იცის, მაგრამ ამბობენ, ის გააკეთა, რაც იმ წუთში აზრად მოუვიდაო..
-“აზრად მოუვიდა”? ეგ აზრი კი არა, ბოროტებაა, კრიმინალია, სხვისი
საკუთრების ხელყოფაა, უზნეობა და სიგიჟეა! – გაცოფდა გამომძიებელი
-ხო, ნუ რაც გნებავთ, ის დაარქვით – მშვიდად თქვა ნატამ
-და როგორ შერჩა ამხელა ამბავი? როგორ არ დაიჭირეს?
-სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო – უჩვეულო სიმშვიდით გააგრძელა ნატამ
-როგორ? რანაირად? – ხმა ჩაუწყდა სირბილაძეს
-აი, ასე, ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, მარტო იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი იყო,
ვერავინ დაიჭერდა…
-და როგორ დავიჯერო, რომ დღისით, მზისით, მთაწმინაზე, ხალხით გადატენილ
ქუჩაზე, მანქანას ერთ ბიდონ ბენზინს ასხამ, ცეცხლს უკიდებ და ამას ვერავინ ვერ ხედავს?
-როგორც გინდათ, ისე დაიჯერეთ! – გაიღიმა ნატამ – არაა ეგ ცეცეს
გაკეთებული…
-ასეთ სითავხედეს სხვა ვერ გაბედავდა, გამორიცხულია! – არ დაიჯერა
სირბილაძემ
-ნება თქვენია, რაც გინდა ის იფიქრეთ, მარა ფაქტია – ცეცე უდანაშაულოა.
-კარგი და მერე რა მოხდა? – დაინტერესდა გამომძიებელი
-მერე ნიასთან დარეკვა დამაგვიანდა
-იცოდით, რომ მიდიოდა?
-კი, მივხვდი და არ მინდოდა, რომ ენერვიულა, მაგრამ დამაგვიანდა, რომ
დავურეკე, უკვე წყნეთში იყო
-მოგეფიქრებინათ რამე, მოგეტყუებინათ
-ყველაფერი ვუთხარი, რომ გამეჩერებინა და დამპირდა, პირდაპირ თბილისში წამოვალ სახლში აღარ შევალო. ვიცოდი, რომ მაინც თავისას იზამდა,ძალიან ჯიუტია, სულ ეს იყო – დაასრულა ნატამ
-მოვლენები როგორ განვითარდა?
-მოვლენები? – ჩაფიქრდა ნატა – ნია ამერიკაში წავიდა და 3 თვეში გათხოვდა
-ბატონო? – სათვალე გაისწორა სირბილაძემ – ვის გაჰყვა?
-გიორგი გამრეკელს – თქვა პატარა პაუზის მერე ამირეჯიბმა
-ვერ გავიგე?! – დაიბნა გამომძიებელი
-ვერავინ ვერ გაიგო, ბატონო პაატა – გაიღიმა ლენკამ – უბრალოდ იმდენად არ
უნდოდა აქ ჩამოსვლა.. მიხვდა, რომ ამ სიტუაციას ვეღარ გაუძლებდა და შეეცადა თავიდან დაეწყო ყველაფერი.. გიორგი იმდენად კარგი ადამიანია..
-თქვენ მოგწონთ? – გაუკვირდა მას
-დიახ, მართლა ძალიან კარგი ბიჭია, განათლებული, მშვიდი, წესიერი.. გადაყვა ნიას. უვლიდა, ეფერებოდა, არ ანერვიულებდა.. და.. მერე თავისით.. ალბათ.. აეწყო და მოკლედ.. ასე გათხოვდა..
-ბედნიერი იყო?
-ალბათ – ორაზროვნად თქვა ლენკამ.
ნატა დუმდა.
-თბილისში როდის იყო, ბოლოს?
-4 წლის წინ, იმის მერე რაც ცეცეს დაშორდა, აქ აღარ ჩამოსულა.. ჩვენ ვიყავით
მასთან სტუმრად, 3-ჯერ..
-დემეტრე ცეცხლაძემ რა გააკეთა, ეს რომ გაიგო?
-ცეცეს ეგ რომ უთხრეს, ძალიან ნასვამი იყო.. მაგ ღამეს ავარიაში მოყვა და
ძლივს გადარჩა, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს, 6 თვე იწვა…
-არ უცდია ნიას დაბრუნება? – შეეცოდა სირბილაძეს
-დაბრუნება? ცეცეს? ნია დაიბრუნებდა? – გამორიცხულია! იდენტური ხასითი
აქვთ ორივეს, ორივე ძალიან პრინციპულია – თქვა ნატამ და სიგარეტს მოუკიდა.
-ავარიის შემდეგ?
-ავარიის შემდეგ დუდა გერმანიაში წავიდა ბიძამისთან. მეტი არაფერი არ ვიცით
– განაგრძო ლენკამ.
-არც ბიჭებს აქვთ მასთან კონტაქტი?
-არა, საერთოდ არავინ არ იცის, როგორაა…
-მდა, საინტერესოა – ჩაფიქრდა გამომძიებელი
-ყველას ისე გვენატრება – გაეღიმა ნატას – ისე დამშვიდდა მთაწმინდა დუდას
გარეშე, ისეთი სიჩუმეა.. ძალიან გვაკლია..
-ხო, მარა ნიას ქმარიც ხომ ძალიან მოგწონთ? – გაამხნევა სირბილაძემ გოგოები
-მოგვწონდა – დააკონკრეტა ლენკამ
-წარსულ დროში რატომ? ცეცხლაძემ ხომ არ მოკლა? – შეეშინდა პაატას
-არა, ცოცხალია – გაიცინა ლენკამ – ნია და გიორგი ერთმანეთს ერთი წლის
წინ დაშორდნენ
-ეგრეც ვიცოდი – გაუხარდა გამომძიებელს – მიზეზი?
- არ ვიცით! – გაიღიმა ნატამ
-გადამრევს ეს ხალხი – ხელები ზევით აასავსავა გამომძიებელმა – აბა, რა
იცით?
-რაც ვიცოდით, გითხარით – ისევ გაუღიმა ნატამ გამომძიებელს
-ანუ, გამრეკელსაც დაშორდა
-დიახ, ვერ ააწყვეს.. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ ააწყვეს.. ხანდახან
ყველაფერი გაქვს, მარა მაინც არ ხარ ბედნიერი, ეგეთი სიტუაცია არ გქონიათ?

გამომძიებელი გაჩუმდა.
-მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მართლა ძალიან კარგი ბიჭია, ნიას კარგად
ყოფნისთვის ეს საკმარისი არ იყო.
-ანუ, თქვენ გგონიათ, რომ..
-არ მგონია, ზუსტად ვიცი, ნიას და ცეცეს ერთმანეთი გაცნობის დღიდან
უყვარდათ.
-მაშინ ყოფილიყვნენ ერთად, რა უშლიდათ ხელს? – დაიბნა გამომძიებელი
-არაა ასე მარტივად ეგ საქმე, ბატონო პაატა.. არის ცხოვრებაში მომენტი, როცა
ძალიან მოგწონს, მაგრამ არ გიყვარს.. მაგალითად, გამრეკელის შემთხვევა..ან გიყვარს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ვერ ხარ მასთან..
ალბათ,
ცოტაც ბედისწერაა..
ნიას მთელი ცხოვრება მაგის სჯეროდა..
და თქვენ, ბატონო პაატა?
ბედისწერის გჯერათ?

თავი 2

კარზე გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა.
დარეკვის მანერით მივხვდი, ნატა იყო,
ბავშვობიდან ერთი მანერით რეკავს – სიმღერ-სიმღერით: )
გაზაფხულის სურნელი იფრქვეოდა გაღებული ფანჯრიდან
მთაწმინდაზე ბინდდებოდა..
კარი ელენამ გააღო:
-ჩამოვიდა ხო? – მომესმა ნაცნობი ხმა და სიხარულისგან გამეღიმა
-კი, შვილო, ჩამოვიდა
-აუ, რა უნამუსო გოგოა, პროსტა რა! – მიწაში ჩამდო ნატამ – სძინავს ხო?
-გაიღვიძებდა, შედი – ბებიაჩემმა ვეღარ დააკავა შემოსასვლელში გაკაპასებული
ამირეჯიბი:)
ამასობაში, მე ლოგინიდან ავდექი და კარების უკან დავიმალე,
ნატა ფრთხილად შემოვიდა ოთახში და ის იყო, უკან უნდა გაბრუნებულიყო, რომ მთელი ძალით ჩავკივლე მარჯვენა ყურში.
ამირეჯიბმა ისეთი სახით შემომხედა, კაი ხნის უნახავი რომ არ ვყოლოდი, ალბათ მომკლავდა..
ორივეს ისტერიულად გაგვეცინა.
-ღმერთო ჩემო, რა ავადმყოფი ხარ! – ჩამეხუტა ნატა – ოდესმე გაიზრდები?
-არასდროს – ვთქვი მე და ისევ გამეცინა
-მომენატრე!
-მე უფრო!
-არა მე!
-რა ფერი გაქვს, პროსტა, რა! – შემათვალიერა ამირეჯიბმა – კიდევ გახდი?
-კაი რა, ბებიაჩემივით ნუ მელაპარაკები – გავიცინე ისევ
-მომენატრა შენი სიცილი – გამიღიმა ნატამ – როდის ჩამობრძანდი?
-დილით, 7-ზე
-აუტანელი ხარ, რა, დაგერეკა მაინც..
-რა ხდება, მომიყევი რა, რა ამბებია?
-მოკლედ, ძალიან ბევრი ხალხია პანაშვიდებზე.. ეს დღეები სულ იქ ვართ..
-იმედია, ის არ გამოჩენილა – ვკითხე ნატას და სანამ რამეს მიპასუხებდა, გული
ამომივარდა
-არა, შეგიძლია მშვიდად იყო, ცეცე თბილისში არ არის – გამიღიმა ნატამ
სიხარულით ამოვისუნთქე..
-იცი, როგორ მომენატრეთ ყველანი?! – ვთქვი მე და ჩაცმა დავიწყე..
-მიხარია, რომ ჩამოხვედი! – მითხრა ნატამ საჰაერო კოცნა გამომიგზავნა.
-ლენკა სადაა? – ვიკითხე მე და მესამოცე მაისური ჩავიცვი – არც ეს მომწონს-
სარკეში დავეჯღანე საკუთარ თავს.
-იქ მოვა, წამო, რა არ მოგწონს, არ მესმის, რამე ჩაიცვი და გავედით, რა!
შეწუხდა ამირეჯიბი.
-ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს! – ვთქვი მე ისეთი სერიოზული სახით, თვითონ
გამეცინა.
-კი მარა, სად მივდივართ? – გამოშტერდა ნატა
-სადმე გავიდეთ რა, დავილაპარაკოთ, დღეს ვსვამთ!
-მგონი გალოთდი, ხო იცი! – შეშფოთდა ის
- გპატიჟებთ! გავიხსენოთ ბავშვობა, რა და დავიმხოთ ბოლომდე!
-არა, აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე უკრაინა – დაასკვნა ნატამ და თვალი ჩამიკრა.

“წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო”!

-ესაა 12 საათი? სად ხარ ამდენხანს? – დაუბღვირა საბა პირველმა როლიკებით
მოსრიალებულ ანგელოზს
-კაი, ხო, 1 საათი დამაგვიანდა, მეტი ხომ არა? – გაიბუტა ანკა
-უხ, დაგიმალავ მაგ როლიკებს და მერე რითი გაერთობი, ვნახავ რა! მიდი, მიდი,
ხვალისთვის ვერ გადავდებ ამდენ რამეს, ყველაფერი გადაარჩიე წლების მიხედვით და დაალაგე, “ბარდაგია” ისეთი, ვერაფერს ვერ გაარკვევ! – საქმიანი სახით თქვა საბამ და ფურცლების მთელი დასტა მიაჩეჩა ანკას.
-ეს ყველაფერი დღეს უნდა დავამთავრო? – შეწუხებული სახით იკითხა
ანგელოზმა და მაგიდაზე დახვავებულ ფურცლების პირამიდას შეხედა
-კი, დღესვე.. და თუ კარგად არ მოიქცევი, დაგიმატებ საქმეს, იცოდე!
-უხ, საბ, რა.. სულ ტყუილად ვგიჟდები შენზე, რა კაი ბიჭი შენ ხარ?
-მითხარი რამე? – თავი წაიყრუა პირველმა
-არაფერი – წაიბურტყუნა ანკამ – ყრუებისთვის ორჯერ არ ვიმეორებ! – მიაძახა
ისევ ხმადაბლა და გაეცინა
-ბატონო? – მობრუნდა საბა
-არაფერი! – ჩაბჟირდა ანკა
საბამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ოთახიდან გავიდა. ანკა 2 წუთი ჩუმად იჯდა ოთახში, მერე უცბად წამოხტა, მივიდა ტელეფონთან და რაღაც ნომერი აკრიფა.
-ბარბარ, პრივეტ, ანკა ვარ, რავიცი, შენ? ბარბარ, რატომ გირეკავ. შეგიძლია დღეს ჩემი საქმე გააკეთო? არაფერია ისეთი.. ერთი 200-300 გვერდია წლების მიხედვით დასალაგებელი.. გეზარება? აუ, მიდი რა.. მიდი და ჩემი იასამნისფერი როლიკები შენი იქნება – თქვა მან და “ნიჩურიტები” გაიკეთა ხელზე – არ გჯერა? მე და ტყუილი? კაი, რა.. ვინ დავიფიცო? საბა? – უხ, შენი! – თვალები დაიწვრილა ანკამ და თავის როლიკებს საცოდავად დახედა – კაი, ხო, ჯანდაბას, საბას ვფიცავარ, მართლა გაჩუქებ, მოსულა? ოღონდ ახლავე მოდი, საბამ რომ გაიგოს, შენ შეგტენე ეგ საქმე, მომკლავს. არა, აქ არაა, 1 საათში მოვა, ცოტა დრო მაქვს, აუ, მალე მოდი, რა!

თავი 3

ეგაძის ეზოსთან მთელი თბილისის ახალგაზრდობას მოეყარა თავი.
ვინც კი ბავშვობის მერე არ მყავდა ნანახი, ყველა აქ იყო.
ზუზუმ და სანდრომ ისეთ ხმაზე შეიცხადეს ჩემი დანახვა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი და სახეზე ოდნავ ფერი შემეცვალა..
-ჩემი სიცოცხლე! – დაიღრიალა ზუზუმ და ხელში ისეთი სისწრაფით ამიტაცა,
მთელმა იქ მყოფმა საზოგადოებამ საუბარი შეწყვიტა და ჩემზე შეაჩერა ყურადღება..
-დამსვი, ზუ, სირცხვილია, ავადმყოფო! – ხმადაბლა წამოვიკნავლე მე
-ნუ აი, ძაან “წუკუ-პუკუ” ხარ რაა, როდის ჩამოხვედი, ტო? – ჩამომსვა მან
და თმები გამიჩეჩა. თმების გაჩეჩვაზე დუდა გამახსენდა..
-რა მკითხე?
-არ მისმენ? როდის ჩამოხვედი, როგორ მოხდა, რომ ჩამოხვედი-თქო?
-ამ დროს როგორ არ უნდა ჩამოვსულიყავი.. არ შეიძლებოდა, დღეს
ჩამოვფრინდი, დილით..
-გაასწორა – გამიღიმა ზუზუმ და თმები მომქაჩა – რამდენი ხნით ჩამოხვედი,
“იასნა”, 2 დღით, ხო?
-დაახლოებით – გამეცინა მე
-ხო, რა, მინისტრივით სულ დროში ხარ შეზღუდული – გაიცინა მან
-იამანიძე! არ არსებობს! მსოფლიოს “პერო”! – სანდროს ხმამ ყურები დამიგუბა.
დაიწყო ჩემი ჰაერში ატაცების მეორე სერიაც
– რა ვიდზე ხარ, ეეე, “იასნა ზაგარი” და ამბავი! – აღფრთოვენაბას ვერ მალავდა ბაღათურია – რა უნამუსო ხარ, ტო, მაინცდამაინც ვიღაც უნდა დაიბრიდოს, რომ ჩამოხვიდე?

ნატა ამირეჯიბმა სიცილი ვეღარ შეიკავა, მეც გადამედო და ხალხის ძალიან შემრცხვა. ლენკამ თვალები დაგვიბრიალა ორივეს: როგორ იქცევით, რა არისო?!
მე სანდროს პირზე ხელი ავაფარე, ხმა რომ აღარ ამოეღო და სადარბაზოში შევედით.
-იცოდე, იქ თავდაჭერილი იყავი, ცანცარი არ დაიწყო, თორემ გამეცინება
ჩავჩურჩულე ბაღათურიას.
-კაი, ბაზარი არაა, ოღონდ ფრთხილად იარე, იმ სიმაღლე ქუსლზე დგახარ, რომ ჩამოვარდე, ვერც დაგიჭერ – მითხრა სანდრომ და გადაყირავდა სიცილით.
აი, ასე მხიარულად შევედი და მივუსამძიმრე ჭირისუფალს, სანდროს ეჭვი არ გამართლდა – საბედნიეროდ, არ წავქცეულვარ.
დათუნა შემოსასვლელში ჩავკოცნე
-რა ვიდზე ხარ, შეჩემა?! – თვალი ჩამიკრა ეგაძემ, პანაშვიდიდან ეგრევე ხომ არ
თხოვდები?
-კაი, რა გჭირთ, პირველად მხედავთ?! – შევწუხდი მე და რომ არ გამცინებოდა,
სახეზე ხელი ავიფარე..
-არა, ნუ, ამ ჩამოსვლაზე აი, სულ სხვა ხარ! – გადაბჟირდა ზუზუ
-ნუ მჭრი თავს! – ვუჩქმიტე მას
ეგაძე მშვიდად იდგა და გვიღიმოდა
-ყველაზე ძალიან შენი ჩამოსვლა გამიხარდა – მითხრა ცოტათი მოწყენილმა
-ძალიან მეწყინა, დათ.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარდა გია ბიძია – ვთქვი მე და
ისევ ჩვენი ბავშვობა გამახსენდა..
-ხო.. მაგარი კაცი იყო – გაიღიმა დათუნამ – გამიჭირდება მის გარეშე – დიდი
ხნით ხარ ჩამოსული?
-არა, რამდენიმე დღით, სამსახურის გამო დიდხანს ვერ დავრჩები..
-“გულაობ”, კაროჩე – გაიღიმა დათუნამ – როდის დაგადგეთ ოდესაში?
-როცა გინდა, თქვენი ოთახი ისევ თქვენზეა დაჯავშნული – კაი, დათუნა, მიდი,
მიხედე და ხვალ აქ ვართ – გავუღიმე მე
ეგაძე ჩამეხუტა და თავზე მაკოცა:
-კაი გოგო ხარ, რომ ჩამოხვედი, გამახარე.

“პაგანინი”

- კიდევ რამე გავიხსენო, ცეცეზე? – ჩაფიქრდა ლენკა
მახსოვს, ადრე ნია ერთ ბიჭს მოსწონდა, ელენას ახლობლის შვილი იყო, ვიოლინოზე უკრავდა კონსერვატორიაში..
ახალი მანქანა ჰყავდა,
იმ წლის ნაყიდი,
მუქი მწვანე..
რეზი ერქვა, ქერა თმა და ლამაზი თვალები ჰქონდა..
ერთადერთხელ მოვიდა ნიასთან, სტუმრად სახლში და ისიც ისეთი სანანებელი გაუხდა, ალბათ საკუთარ თავს ვერ აპატია.
როცა რეზი მთაწმინდაზე ამოვიდა და მანქანა დააყენა, ბიჭები ეზოში იყვნენ და “ჯოკერს” თამაშობდნენ..
ყვავილებით ხელში უცნობი ობიექტის დანახვაზე ცეცემ თვალები დაიწვრილა და ნიას ფანჯრებს ახედა..
- სანდრიკ, გეცნობა? – ჰკითხა ზუზუმ ბაღათურიას..
-აზრზე არ ვარ – მხრები აიჩეჩა სანდრომ
-ნიას ბაზარია – თქვა მშვიდად ცეცემ – “წაგეგლიჯა” დავით!
- აააა, კი, როგორ არა, ისაა, შეჩემა, ვაკელი, რეზი, ნაფეტვარიძე, კავსაძელი კონსერვატორიაში უბერავს “სკრიპკაზე”, კი, აზრზე ვარ – გაახსენდა ზუზუს – აუ, მაგარი ლეღვია!
-ხედავ, რა დღეშია, ეს “პაგანინი “? – გაიცინა ცეცემ
-რამე არ გავუფუჭოთ, დუდიკ? – თვალები აუციმციმდა ზუზუს – მოდი,
საბურავები დავუშვათ!
-კიდე? – იდეა არ მოეწონა დუდას
-კიდე, შეგვიძლია, საკეტი გავუტეხოთ..
-მოდი მანქანა “ვაფშე” მოვუხიოთ, ჰა, დუდიკ? რა უნდა, წკაპ-წკაპ და ეგაა – გაიცინა ეგაძემ
-არა, ეგ, არაა კაი საქციელი, რა პონტია?! მე უფრო მაგარი იდეა მაქვს – მოჯოკრა ცეცხლაძემ და თვალები მოუსვენრად აუციმციმდა.
ევაკუატორმა, რომელიც ჩვენს მზიან ეზოში შემოვიდა, მშვიდად დადო თავის უშველებელ ზურგზე “პაგანინის” მანქანა და გაურკვეველი მიმართულებით წააცუნცულა.
-და რა არის აქ სასაცილო? – თქვა ამ ისტორიით გაკვირვებულმა
გამომძიებელმა
-1 კვირა არკვევდა საწყალი რეზი, რა მოხდა იმ დღეს ჩვენს ეზოში.
პასუხი, რომელიც მან ჩვენი უბნელი ბიჭებისგან მიიღო, ფრიად დამაბნეველი აღმოჩნდა.
– კერძოდ? – დაინტერესდა გამომძიებელი
– “ამ ეზოში, მანქანის დაყენება არ შეიძლება, ყველას “შტრაფავენ”, ეს ხომ პატრულის საყვარელი ეზოაო” – გაიცინა ლენკამ
- აბსურდი! – გამოშტერდა სირბილაძე – და ვისი მოფიქრებული იყო ეს კრეტინიზმი?
- თქვენ როგორ გგონიათ? – გაიღიმა ლენკამ – რა თქმა უნდა, ცეცხლაძის.

თავი 4

გვიან ზუზუსთან ავედით ყველანი, ვსვამდით..
- აუ, გახსოვთ, სოფო კასრაძეს რომ ჩავაწებე თმაში “ჟუაჩკები”? – იხეოდა
სიცილით სანდრო ბაღათურია და ჭიქებს ავსებდა
-დედამისი რომ მოვიდა, რაგბისტის ტანზე რომ იყო, და მე რომ მთელი ძალით
მლეწა სახეში, გახსოვს? – იცინოდა ზუზუ
-შენ რატო, შეჩემა? – ვერ გაიხსენა ეგაძემ
-არ გახსოვს? სანდრიკა ვეგონე – გადაბჟირდა ზუზუ
მუცელი გვეტკინა სიცილისგან ყველას…
-აუ, რა სახე გქონდა, ახლაც მახსოვს – სიცილისგან ტიროდა სანდრო
-ზედა ყბა მომტეხა, ისე მთხლიშა, სახე თუ მქონდა ვაფშე, საკვირველია! – არ
ჩერდებოდა ზუზუ..
-ვერ გაუქანე და შენც ვერ წყვიტე? – ჩავერიე ლაპარაკში მე
-ვისთვის მეწყვიტა, ტო? იმ დარტყმის მერე, ერთი კვირა სახლში ვიწექი
ტვინშერყეული – სიცილისგან გაწითლდა ზუზუ
-შენა.. და.. იამანიძეს რომ ვესროლეთ დაკუჭული ქაღალდი და კასრაძეს თვალში
რომ მოხვდა და ჯღაოდა? – გადაიხარხარა სანდრომ – მაგარი “გაგდებული” გვყავდა ეგ გოგო, ისე, რას ვერჩოდით?! – იგუდებოდა ის
ნატა ისე ცუდად იყო, რომ ვეღარ იცინოდა და კიოდა.
ცუდად ვიყავით სიცილისგან ჩვენც.
-ცეცე და ეგაძე მეხუთედან რომ გადახტნენ, გახსოვთ? – სიცილისგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა სანდრომ.
სახე შემეცვალა ცეცხლაძის ხსენებაზე, მაგრამ შევეცადე, ისევ არ შემემჩნია.
ნატამ შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
-იმიტომაც გაიჭიმნენ მერე “მიხაილოვის” საავადმყოფოში ერთი თვით და მთელი
აგვისტო მაგრა დაისვენეს – ისეთ ხმაზე ჩხაოდა ზუზუ, დავყრუვდი..
-და ის გახსოვს, ცეცემ პლეხანოველებს რომ დააყარა და იმათმა დაბნეულზე
ერთმანეთი რომ დაჭრეს? რა “ბეზ პრიძელი” იყო? – ხარხარებდა ეგაძე
-ცეცეც ხომ დაიჭრა? – გადაამოწმა ზუზუმ
-ე, სამი ტყვიით სხეულის არეში არ მივიდა, რო საავადმყოფოში? მიმღებში გამოშტერდნენ.. ექიმი შოკში იყო: “საიდან მოდიხარ შვილოო”?- რომ ჰკითხა და ამ დეგენერატმა რომ უპასუხა: “სამაჩაბლოს დასაბრუნებლად წავედი, მაგრამ ღალატს ჰქონდა ადგილი და უკან დავიხიეო” – გახსოვს? – სიცილისგან ფეხები ააბაკუნა სანდრომ
-აუ, აბა, რა “ნი ნარმალნი” ტიპია, ტო! – გაიცინა ეგაძემ
-და ვის გადაუხტა მანქანიდან? – საუბარში ჩაერია ლენკა
-აბა.. ჩემი! .. ეგ ვაფშე აღარ მახსოვდა.. რალზე, 160 კილომეტრი სიჩქარით
გაქანებული მანქანიდან გააღო კარი და “გადავიდა”, ტიპი იმენნა “გა-და-ვი-და”, ძაან მშვიდად – ჩაბჟირდა ეგაძე
-ვაიმე.. და რატომ გადახტა? – აღშფოთდა ამირეჯიბი
-საჭესთან ვინც იყო, იმან უთხრა, მოკვდები ახლა მანქანიდან რომ გადახტეო.
-ვერ იყო?! რამ ათქმევინა? – გაბრაზდა ამირეჯიბი
-არ იცნობდა ცეცხლაძეს – გადაიხარხარა დათუნამ – მერე ისეთ შოკში იყო ეგ
როჟა, მანქანის საჭესთან საერთოდ ვეღარ ჯდებოდა.
-და დუდა მაგრა დაიმტვრა? – დაინტერესდა ნატა
-ისე, რა – გაიცინა ეგაძემ – ხუთი-ექვსი ნაკერი დაემატა მხარზე და პატარა
ტვინის შერყევა, კიდევ შერყევა უნდოდა, მაგის დალაგებულ ტვინს? – ჩაბჟირდა ის
-ღმერთო, როგორ აკლია! – გულწრფელად აღნიშნა ამირეჯიბმა და გაეცინა
-ისე, ნიასაც მაგარი “ჭია-კოკონა” მოუწყო წასვლის დღეს – დაიწყო ისევ ზუზუმ
ნია, გახსოვს?
-რა “ჭია-კოკონა”? – ვიკითხე სიცილით მე და უცბად.. გავფითრდი..
-გამრეკელის მანქანა – ზუზუ უკვე ისეთი მთვრალი იყო, ვერ მიხვდა,
რომ ზედმეტს ყვებოდა.
ენა ჩამივარდა გაოგნებისგან.
-მე ხომ გეუბნებოდი! – მითხრა ნატამ ნიშნისმოგებით – რა გიჟია, პროსტა..
-ანუ, ცეცემ დაწვა? – ბოლომდე არ დავიჯერე მე
-აბა შენ ვინ გეგონა, ჩემს თავს გაფიცებ? – მთვრალი მზერა მომაპყრო ზუზუმ
-არ ვიცი.. თქვენ ხომ მაგ საღამოს წყნეთში იყავით? – ის კოშმარი დღე
გამახსენდა და სახე ამელეწა მე
-ისე, მაგარი გადარჩენილი ხარ, იამანიძე – ხუმრობის გარეშე მითხრა
ბაღათურიამ – კიდე “საღოლ” ცეცხლაძეს, მეგონა რომ მოკლავდა.
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
-აუ, ხო, მეც მახსოვს, რა დღეში იყო – აღიარა ზუზუმ – 1 კვირა არ
გამოფხიზლებულა.. სულ სვამდა…
-კაი რა, მე რა ვიცოდი, ცხოვრებაში მაგ თემასთან დაკავშირებით, არაფერი
უთქვამს ჩემთვის – გავბრაზდი მე
-აუ, რა გევასებათ ეს “ლაპარაკები”, ისე ვერ ხვდებოდი, ხო, რომ უყვარდი?
ზუზუს საუბარს სერიოზული სახე მიეცა..
ოდნავ დავიბენი, მაგრამ არ შევიმჩნიე..
-ზუზუ, ეგრე არ ხდება, რა! – თავი ვიმართლე ისევ – გამოჩნდებოდა, მერე
იკარგებოდა, მერე ისევ გამოჩნდებოდა, ვერაფერს ვერ გაუგებდი..
-“ზატო”, მარტო შენთან იყო “სხვა” პონტში – მომიჭრა ეგაძემ
-იყო არა, ის.. – არ შევიმჩნიე მე
-აუ, ღამის 3 საათზე რომ გაკითხავდა, ფეხგახვრეტილი და გადარეული,
რომ არ გაძინებდა, ჩამოდიო რომ გთხოვდა და რამდენი დალევდა, იმდენი
შენთან მოდიოდა – არ გახსოვს?
-მთვრალი? მადლობთ! – არ გავტყდი მე
-ფხიზელი რომ დადიოდა 3 წელი ჩვენს სკოლაში, ჩემს გამო ნაღდად არ უვლია
რა, იამანიძე.. რა უნამუსობაა, ვერ ვხვდები! – გაბრაზდა სანდრო
-არც ჩემს გამო – აჰყვა ეგაძე
-ხო, კარგით, ბოლოსდაბოლოს ავხდი ყველაფერს ფარდას: ცეცხლაძე მხოლოდ
ჩემს გამო დადიოდა სკოლაში და მთელი ცხოვრება ვუყვარდი მე! – შეეცადა გავემხიარულებით ზუზუს.
ინსტიქტურად ყველას გაგვეცინა.
-შენ კიდე გაატრაკე რა, ხან ეს, ხან ის, სულელი ხარ იამანიძე, რა! – არ
ჩერდებოდა სანდრო..
-ხო და რომ გაიგო გამრეკელზე ვატყუებდი, ნაშები აყარა და მაგრა
დაიმხო წყნეთში, ხო? – ლიკუნა მაღლაკელიძის გახსენებაზე გამაჟრიალა.
-ა, “დაჟე” არ მოგეწონა, ხო? – დამცინა ზუზუმ – ნაშებიც არ აეყვანა? რა
ნაგლი ხარ, კინაღამ რომ მიგიხვრიტა საქმრო, არაუშავს?
-აუ, საქმრო არა, რა! – გავბრაზდი მე
-ხო, ნუ, ვინც იყო, რა მნიშვნელობა აქვს.. მაგარ უაზრო სიტუაციაში კი ჩააგდე
დუდა იმ გამრეკელთან და..
-რა სიტუაციაში? – გადავირიე მე – ბავშვობის მერე ნანახი არ ჰყავდათ
ერთმანეთი.
-კი, როგორ არა! – სიმწრით გაიცინა დათუნამ – ჩამოსვლის დღეს გიორგი
ცეცემ ნახა და ელაპარაკა.
-რაა? მერე? – გამოვშტერდი მე
-და იცი, რა უთხრა გამრეკელმა? – მკითხა მან და თვალებში ჩამხედა
-რა? – სუნთქვა შემეკვრა მე
-რომ მალე ცოლად მიყვები! ძმობას ვფიცავარ! – მითხრა ეგაძემ
-არ მჯერა! რა სუსულელეა! მაგას როგორ ეტყოდა! – გავფითრდი მე
-ვაიმე, ნია! თურმე რა ხდება! – აღმოხდა ნატას და მიტკლისფერი დაედო..
თვალები ამემღვრა და გული ამიჩქარდა
-ტყუილია! – ძლივს გასაგონად ვთქვი მე..
-ეგრე უთხრა, ნია, შენ თავს ვფიცავარ! – გულზე ხელი დაიდო ეგაძემ
-საერთოდ არ ყოფილა მაგაზე ლაპარაკი, დედას ვფიცავარ – ავკანკალდი მე
-არ აპირებდიიი? – ჩამეკითხა ზუზუ
-არა, მართლა – ვთქვი მე და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში
-აზრზე ხარ, რა პიდარასტია?! – ეგაძეს გახედა ზუზუმ
-რატომ არაფერი არ მითხრა, რომ ვნახე? – შოკიდან ვერ გამოვდიოდი მე
-არ ვიცი, ცეცე იმ დღეს ისეთი გადარეული იყო, წესიერად არაფერი არ
მახსოვს – აღიარა ეგაძემ..
-დუდას ერთი წუთით ეჭვი რომ შეჰპარვოდა გამრეკელში, ზუსტად ვიცი,
მოკლავდა.. სიტყვაზე ენდო და.. აზრზე ხარ?
-რატომ დაიჯერა? რატომ? – არ ვჩერდებოდი მე
-რატომ? იმიტომ, რომ 3 თვეში ცოლად გაჰყევი – მშვიდად თქვა ბაღათურიამ და
სასმელი ჩამოასხა
-აუ, აზრზე ხარ, რა “რასკლადი გააძრო”? მე მაგის.. – გამწარდა ზუზუ
-კაროჩე, რა! – სიმწრისგან ჭარხლისფერი დაედო ეგაძეს – რაც იყო, იყო,
პროსტა მიტყდება რა, რა პონტია, ტო?!
-კაი, ხო, წარსულია და გავლილია უკვე.. არაუშავს, ყველაფერს თავისი დრო
აქვს, ღმერთი მაღალია – თქვა სანდრომ, დათუნას არყით სავსე ჭიქა მიუჭახუნა და თვალის დაუხამხამებლად დალია..

”ისე, როგორც ანკას უნდა!”

15 წუთი ელოდა ანკა ბარბარას, ბოლოს ნერვებმა უმტყუვნა და ის იყო, უნდა წასულიყო მის საძებრად, რომ ოთახში ღიღინით შემოშრიალდა ბარბარა.
- საშინელი გოგო ხარ, ბარბარ! – არ დამალა საკუთარი მოსაზრება ანკამ
- ცოტა დამაგვაინდა – აღიარა დაგვიანებულმა და გაწითლდა
ანკამ შუბლი შეჭმუხნა და ტუჩები დაბერა
- კაი, ჯანდაბას, მოდი აქ, აი, ეს დოკუმენტები დაალაგე წლების მიხედვით და აი, აქ ჩააწყვე, ოღონდ არ არიო! – თითქმის უბრძანა მას
- კაი – თავი დაუქნია მას დამფრთხალმა ანგელოზმა – საბა რომ მოვიდეს, რა ვუთხრა?
- სიმართლე რომ თქვა, დაგაღრჩობ! – გაბრაზდა ანკა – უთხარი, რომ 1 წამით გავედი და ახლავე დავბრუნდები, გაიგე?
- ნუ მეჩხუბები! – ეწყინა ბარბარას – ყრუ კი არ ვარ..
- მე მალე მოვალ – ანუგეშა ანკამ – მაქს. ერთ საათში
- “მაქს” რას ნიშნავს? – გაიკვირვა ბარბარამ
- ღმერთო ჩემო, რა სიბნელეა! – თვალები ზევით აატრიალა ანკამ – “მაქს”, ანუ
“მაქსიმუმ..”
-ააა, ხოო – გაიღიმა სტუმარმა
-ააა, ხოო – გაიმეორა ანკამ, ბარბარას დაეჯღანა და კარები გაიკეტა..
-რა აუტანელი გოგოა! – გაიფიქრა სტუმარმა
-ბარბარ, ყველაფერი მესმის! – კორიდორის ბოლოდან დაიჭყივლა ანკამ – და
ცოტა წესიერად, თორემ, როლიკებს ვერ ეღირსები.. : )

თავი 5

ნატა იმ ღამეს ჩემთან დარჩა.
ასეთი მთვრალი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
-ხვდები, რეები ხდება?! – ვეკითხებოდი ნატას და ტანსაცმელს ვიხდიდი
-ვხვდები – მპასუხობდა ნატა და ლოგინს მიშლიდა – ცოტა არ მერეალურება,
პროსტა.. ამდენი ხნის მერე სკდება ეგეთი ამბები..
-არა, აზრზე ხარ, რა მათხოვარია გამრეკელი? – ვერ ვმშვიდდებოდი მე
-ნია, ძალიან მიკვირს, როგორ ვერაფერი ვერ შეატყვე? – გაუკვირდა ნატას
-დუდაზე? – ჩავეკითხე მე
-ხო, დავიჯერო, ეგრე კარგად თამაშობდა?
-დუდაზე ერთადერთხელ ვილაპარაკეთ.. იმ დღეს მე ჩემი ნივთები ჩავალაგე და
სახლში დავბრუნდი..
-იმან?.. გადაიჭრა ვენები?
-თვითონაც გრძნობდა, რომ არ ვიყავი კარგად.. კაცი ყოველთვის ხვდება
გვერდში მყოფი ქალი “მასთანაა”, თუ არა
-კი, მარა, მაინც რა მოხდა, თავიდან ხომ გინდოდა? – გამახსენა ნატამ – ხომ
კარგად იყავი?
-არა ნატ, თავის მოტყუება იყო თავიდან ბოლომდე – თვალები ამემღვრა მე
გამრეკელი არასდროს არ მყვარებია.
მომწონდა,
აღფრთოვანებული ვიყავი,
ძალიან ბევრი საერთო გვქონდა,
მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
იცი, როგორ ვცხოვრობდი ნიუ-იორკში?
ხომ გახსოვს, არა?
რაც მინდოდა,
აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა,
საუკეთესო მაღაზიებში ვიცმევდი,
ძვირფას რესტორნებში ვსადილობდი,
ყველაზე ლამაზ სახლში ვცხოვრობდი.
გიორგიც ძალიან მივლიდა, მაგრამ
მაინც ვერ ვიყავი კარგად,
მაინც,
გესმის ჩემი? – ავტირდი მე

ნატა გაჩუმდა. არ იცოდა, რა ექნა
მაშინ, როცა მე,
ცხოვრებში პირველად,
ვთქვი, რომ ცუდად ვიყავი
რომ მე,
ძალიან გონიერმა და შეგნებულმა, ვერ გავთვალე
რომ, ყველას შეიძლება ასეთი რამ დაემართოს.
და მნიშვნელობა არ აქვს,
“კანტი” იცი, “ჰეგელი”, თუ მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერლების შემოქმედება, მითოლოგია, თუ ისტორია..
შეცდომა ყველას მოსდის..
სულელსაც და ჭკვიანსაც..
ყველას, ყველას, ყველას..

- თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, არ იტირო, რა, შენი ტირილი იმდენი ხანია არ
მინახავს, ცოტა მეშინია – მემუდარებოდა ნატა..
- ყველაფერი სისულელეა, გესმის? – არ ვჩუმდებოდი მე – ყველაფერი..
უაზრობაა.
იცი, ყველაზე კოშმარი მაინც ის ყოფილა – ინტერესს რომ კარგავ
აი, რომ არ გაინტერესებს: სადაა, როდის მოვა,
განაღვლებს რაღაც, ადამიანურ დონეზე,
როგორც პიროვნება,
უბრალოდ
შენთან მცხოვრები, აი, პროსტა რა..
გულგრილებაზე დიდი დასჯა არ არსებობს, თურმე..
როცა არც კარგი გაინტერესებს მისი და არც ცუდი..
როცა საერთოდ არ გაინტერესებს…
ბოლოს,
ისე დამაღრჩო ამ უსულობამ,
სიცარიელემ…
ცოტა ღრმა თუ ხარ, ასე პრიმიტიულად ვერ იცხოვრებ, ნატ, შანსი არაა..
მარტო ჩაცმა და დროსტარება ვერ დამალავს შენს შიშველ სულს..
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან მიყვარს, ეს საკმარისი არ არის..
საკმარისი კი არა, საერთოდ არაფერი არაა,
აი, საერთოდ..
კარგად გაცვია, ძალიან მოვლილი ხარ..
ყველაზე მაგარ ადგილებში ერთობი,
საუკეთესო წრე გყავს..
და მაინც ისეთი ბანალურია შენი ცხოვრება,
ისეთი უსახური და არაფრისმთქმელი..
საკუთარი თავი გკლავს..
საკუთარ თავთან დარჩენა.. და იმის გაცნობიერება, რომ
ეს “შენი ცხოვრება” არაა..
არაა და არც არასდროს იქნება, იმიტომ, რომ
განცდა გულიდან არ მოდის..
ძალიან შიგნით,
ღრმად, არ გწყინს.. და არ გიხარია..
ინდიფერენტული ხარ..
არ განიცდი და .. არ გიჩქარებს ..
საერთოდ არ გიჩქარებს გულს..
და ის, რომ მაინც სხვაზე ფიქრობ
არ გინდა, მაგრამ მაინც ფიქრობ..
და მაინც სხვისი ხმის გაგონება გინდა..
რომ ..
შავი შავია და ის თეთრი ვერასდროს გახდება..
რომ მაინც..
მაინც..
არა
და
არა..

მე ასე არ მიცხოვრია,
და მიჭირს.
ვერ გაუძლო ჩემმა ფსიქიკამ.
არ შეიძლება ილუზიით არსებობა.
არ მიყვარს რომანტიკა.
რეალურზე რეალური ვარ.
ბავშვობაშიც არ მყვარებია ზღაპრები
და,
მაინც…
ნატ,
შენ არ იცი, რა არის იწვე სიმპათიურ, წარმატებულ და მართლა “კარგ
ტიპთან” მაგრამ, ხვდებოდე, რომ იგი აბსოლუტურად არ განაღვლებს.

ნატა ხმას არ იღებდა, სიგარეტს ნერვიულად ათამაშებდა თითებს შორის და თვალებში ვერ მიყურებდა.
- რა უცნაურია, არა? მთელ თბილისს უყვარდი და ერთადერთი ვინც
“მიყვარხარო” არ გითხრა, შენ მაინცდამაინც ის შეიყვარე.
-მარტო მაგიტომ არ შემყვარებია – გამეღიმა მე – და როგორ გგონია, რატომ
არასდროს არ მეუბნებოდა, რას გრძნობდა ჩემს მიმართ?
-არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ნატამ – ეგეთი ტიპია, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს
-ხო, მარა, უსამართლობაა, ნატ, ასე ხომ არ შეიძლება?!
-რა არის უსამართლობა? – წარბი აწია ნატამ – არავის არ უთხოვია შენთვის
დუდა ცეცეხლაძე შეიყვარეო, ვინმემ დაგაძალა?
-იმ დღეს, ჩემთვის რომ ეკითხა, უბრალოდ რომ ეკითხა, ყველაფერი სხვანაირად
იქნებოდა
-შენ ეგ ბიჭი ისეთი გიყვარდა, როგორიც იყო, ხო ეგრეა?
-მერე? – მთვრალი მზერა მივაპყრე ამირეჯიბს
-მერე.. ის შენ არასდროს არაფერს გპირდებოდა.. არაფერს გითანხმებდა, თვითონ
როგორც უნდოდა, ისე აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს.. ხო გახსოვს? ხოდა, რატომ გინდა, რომ ისეთი იყოს, როგორიც, შენ გინდა, რომ იყოს, რატომ?
არ შეიცვლება.. არასდროს.. და არც უნდა ეცადო.. ეგეთია და მორჩა!
-როგორი? აი, როგორი? – გავკაპასდი მე
-რამდენ ბიჭს უყვარდი? – მკითხა მოულოდნელად ნატამ
-არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე
-კაი, რომელიმე გაიხსენე.. აი, ბიგვავა, მაგალითად – გამომცდელად შემხედა
ამირეჯიბმა
-არ მახსოვს! – ვაღიარე მე
-კაი, მაშინ კერესელიძე.. გახსოვს კერესელიძე..?
-კი, რაღაც, ბუნდოვნად..
-სახელი გახსოვს კერესელიძის?
-ოო, კაი რა, ნატა! – შევეცადე სიტყვა ბანზე ამეგდო მე
-გეკითხები! – არ მომეშვა ნატა
-არა, არ მახსოვს! – ვაღიარე მე
-ერისთავი? სანდრო?
-ნივა რომ ჰყავდა, სკვერელი?
-ეგ სინაურიძე იყო – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია ნატამ
-არ მახსოვს – საბოლოოდ დავმარცხდი მე
-ხოდა, ეგეაა შენი პასუხიც, ცეცეს არ უნდოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი
ყოფილიყო, ზუსტად მაგიტომ გექცეოდა ძალიან თავშეკავებულად,
-არ იყო საჭირო მერე ამდენი “დასტოინი” პონტი..
-ნია, ისე გქონდა თავში ავარდნილი, სხვანაირად აზრი არ ჰქონდა შენთან
ურთიერთობას..
-თავში მქონდა ავარდნილი?! – გავიკვირვე მე – კაი რა!
-კი, კი – დამაჯერა ნატამ
-რა საყვარელი ვიყავი არ გახსოვს? – შევაცოდე თავი
-ჩვენთან კი, ისე – არა! – არ გატყდა ნატა
ორივეს გაგვეცინა..
-ნატ, აღარ მინდა აქ, სულ ცეცეზე მეფიქრება..
-ერთი დღეც და წახვალ.. ახლა დავიძინოთ – დამამშვიდა ნატამ
-ნატ, ამპირდი! – ვთქვი ნახევრადმძინარემ
-რას? – მკითხა მან
-რომ იმ ცხოვრებაში მაინც ვიქნები მასთან ერთად.

მერე ჩამეძინა.
ნატამ კი თავზე მაკოცა, მაგრამ თქმით, არაფერი უთქვამს.



დათუნა ეგაძის მამის დაკრძალვის დღეს, დილიდან წვიმდა.
ხალხის რიგი ერთმანეთს ცვლიდა.
თბილისის ელიტა შეწუხებული სახით შემოდიოდა და გადიოდა.
ამდენი ხალხი, მიტინგზე მინახავს მარტო,
ან პარიზში, სამ სართულიან დისკოთეკაზე.

მე და ნატა სახით კარისკენ ვისხედით და ყველას ვათვალიერებდით…
პერიოდულად ისეთ კომენტარებს ვაკეთებდი, ამირეჯიბი ბოლოს შეწუხდა,
ადგა და ჩემგან შორს გადაჯდა:)
ძალიან სულელურ ხასიათზე ვიყავი, თვითონაც არ ვიცოდი, რა მჭირდა..
ლენკა რომ მოვიდა, კარიდანვე მანიშნა: ხომ არ გაგიჟდი, რეები გაცვიაო?
მე გავუღიმე და საჰაერო კოცნა გავუგზავნე
-არ დამიჯერა და რა გავაკეთო?! – მაშინვე ჩამიშვა ლენკასთან ნატამ
-ვერ გამაკვირვებ.. რა ჯიუტია, პროსტა, რა! – თავი გადააქნია უზნაძემ
მე ორივეს გავუღიმე
ხალხმა იმატა,
ამ ნაკადში გოგოების სახეებს უკვე ვეღარ ვხედავდი,
სანდრო და ზუზუ ბიჭებს ეხმარებოდნენ.

უცბად რაც მოხდა, მეგონა მესიზმრებოდა,
მახსოვს, როგორ დამიგუბდა ყურები,
და ამიჭრელდა ის გამოსახულება, რომელიც
ბოლო კადრად ჩამრჩა მეხსიერებაში,
არა, არ მეჩვენებოდა…
ჩემსკენ ნამდვილად დუდა ცეცხლაძე მოდიოდა..

კიდევ მახსოვს,
როგორ დაედო ლენკას მიწისფერი ნერვიულობისგან,
და როგორ აიფარა სახეზე ხელი ამირეჯიბმა,
ვიჯექი გახევებული და სუნთქვაშეკრული.
ზუსტად ვიცი, რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად ჩავიკეცებოდი.
ცეცე მომიახლოვდა, მშვიდად ჩამიარა და ჩემს გვერდით მჯდომ ეგაძის დედას ჩაეხუტა. მერე მივიდა და გოგოები გადაკოცნა.
გამხდარი იყო და “ზაგრიანი”,
ყველაზე სიმპათიური, რაც კი ოდესმე მახსოვდა.
შორიდან ვუყურებდი ამ სცენას და ტირილი მინდოდა!
გული მატკინა იმის წარმოდგენამაც კი,
რომ.. მე ცეცესთვის აღარ ვარსებობდი..
იდგა და ეწეოდა,
იღიმებოდა,
ბიჭებს რაღაცას უყვებოდა.
დათუნას ეხუტებოდა და “როგორ მომენატრეთ”-ს ეუბნებოდა.
ზუზუ დროდადრო მზერას ჩემსკენ აპარებდა,
მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა.
თვითონ?
იმდენად მშვიდად და ურეაქციოდ იყო, რომ
ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
“მათხოვარი,
იდიოტი,
დაუნი”!- ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი, რამე სხვაზე გადამეტანა ყურადღება.
როგორ დავკრძალეთ დათუნას მამა, აბსოლუტურად არ მახსოვს.
არც ის მახსოვს, სასაფლაოდან როგორ წამოვედით,
ერთადერთი მაგონდება, რომ იქ ისე ცუდად გავხდი,
კინაღამ მიცვალებული გია ეგაძე ჩავწიე და იქვე მივუწექი, კუბოსთან
და ნატა რომ არა,
მეორედ დამიგუბდებოდა ყურები, ოღონდ ამჯერად – ალბათ, სამუდამოდ!

“მხოლოდ ოთხი წინადადება”

საღამოს ყველანი ეგაძესთან ავედით, მე ფეხები უკან მრჩებოდა
-არ გადამრიო, სოფლელივით ნუ იქცევი – წარბი აწია ლენკა უზნაძემ
-სოფლელივით ვინ იქცევა ვხედავ, არც მომესალმა დაინახე?! – შოკში ვიყავი მე
-დავინახე, არ იყო იქ მაგის დრო – როგორც ყოველთვის გაამართლა ცეცე
ნატამ
-დრო არ იყო? – გავკაპასდი მე – “გამარჯობის” თქმას რა დრო უნდა?
-ყოველშემთხვევაში, შენი დათუნასთან “არ ამოსვლა” აი, ძალიან “დამწვარი
პონტია” – გაამუქა ლენკამ
-არ მინდა და არ წამოვალ, ფეხებზე მკიდია! – გადაჭრით ვთქვი მე და სახლში
ასვლა დავაპირე..
-და საბოლოოდ გაამარჯვებინებ? – გამომიწვია ნატამ
-რაა? – სახე ამელეწა მე
-ხო, ბოლომდე დააჯერებ, რომ გიჟდები? ოთხი წლისა და გათხოვების
მერეც გაურბიხარ მასთან შეხვედრას?
-ეგ რატომ უნდა იფიქროს? – წარბი ავწიე მე, თუმცა ვხვდებოდი, რომ
არმისვლით უფრო თვალშისაცემი ვიქნებოდი
-ცოტახნით ავიდეთ და მალე წამოვიდეთ – შემაპარა ლენკამ – ეგ უფრო
“დასტოინნი” საქციელია..
-კარგი – დავთანხმდი მე – ნახევარი საათით, ოღონდ!
-კარგი – თქვა ნატამ და ლენკას თვალი ჩაუკრა.

ეგაძესთან სრული განუკითხაობა დამხვდა:)
ასეთი მთვრალი ჩემი ბიჭები ცხოვრებში არ მინახავს.
რაც მთავარია, ყველა თავისთვის აფრენდა:
ეგაძე და ზუზუ ერაყის ომზე კამათობდნენ და ისეთ ხმაზე ღრიალებდნენ,
სიტყვა ”მასონის” გარდა ვერაფერს გაიგებდი.

უბნელი ბიჭები სამზარეულოში სვამდნენ და მათთან თემა “ნაშები” განიხილებოდა.. თუმცა, ისეთ საოცარ ქალებს აქებდნენ და ადიდებდნენ, რომ აქ დაწერად ნამდვილად არ ღირს..
მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ისეთ ცნებას, როგორიც “გემოვნებაა”
მთაწმინდელები, საუბედუროდ, საერთოდ არ იცნობდნენ :) .
სიბნელის მიუხედავად ღია კარიდან, დავინახე, რომ კაბინეტში ისხდნენ სანდრო ბაღათურია, ჩვენი უბნელები და მათი მეგობრები.. მთელ კორიდორში ისეთი კვამლი იყო, ნისლი გეგონებოდათ.
ნატა ამირეჯიბი, რომელსაც სიცოცხლეში ბიჭების კომპანია არ აინტერესებდა, ისეთი სისწრაფით შექროლდა და ჩაემხო სავარძელში, შემრცხვა.
იმ კვამლსა და წკვარამში მე რომ ჩემი ფეხით არ შევიდოდი, ეგ დანამდვილებით ვიცოდი, ამიტომ მშვიდად გავუარე კაბინეტს და “ზუზუ – ეგაძის გაერთიანებას” მივუჯექი.
ცეცე არსად ჩანდა.
მოვიწყინე.
ზუსტად 1 საათი ვიჯექი ასე უაზროდ და ბიჭების თქმული სიტყვაც კი არ
გამიგია.
იქ ყოფნითაც რომ დავიღალე, სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი.

მეხის დაცემა დაახლოებით მაინც თუ წარმოდგენილი გაქვთ, როგორია, მაგას
დაამატეთ ელექტროშოკი, ცოტა სისხლის გათეთრება, აბსოლუტური
მოულოდნელობა და მოუთოკავი ისტერიკა – თქვენ მიიღეთ ის ემოცია, რაც მე
განვიცადე, როდესაც აივანზე გავედი და იქ ჩემი სიკვდილის გარანტი – დუდა
ცეცხლაძე დამხვდა!
სიგარეტი კინაღამ ღერიანად გადამცდა და თავბრუ ისე დამეხვა, მეგონა,
მეცხრე სართულიდან უპარაშუტოდ გადავიშხუილებდი.
- გამარჯობა, ნია! – მომესმა დუდას დაბალი, ოდნავ გაბზარული ხმა. ისე მომესალმა, არც კი შემობრუნებულა ჩემსკენ.
- გამარჯობა, დუდი! – არც კი ვიცი, საერთოდ, როგორ ამოვიღე ხმა
ცეცე მშვიდად აგრძელებს სიგარეტის მოწევას და ზურგით დგომას,
10 წუთი ვდგავართ ჩუმად.ხმას არც ის იღებს, არც მე.
ბოლოს ისევ მე გავბედე
-რას შვები, დუდი?
-ვეწევი! – იყო პასუხი, რომელსაც ღრმა ნაფაზი მოჰყვა
წარმოვიდგინე, როგორ მოჭუტა დუდამ თვალები ნაფაზის დარტყმის დროს და სხეულში სითბო ჩამეღვარა..
-რომ ეწევი, ვხედავ – გავიღიმე იდიოტივით და მაშინვე ვინანე ის, რომ საუბარი
საერთოდ დავიწყე მასთან,
“იდიოტი, მათხოვარი, დაუნი”! – გავიფიქრე ჩემთვის და უცებ ისე მომინდა, რომ ჩავხუტებოდი, ისე, ისე, ისე.. როგორც ბავშვობაში.
-იმდენი ხანია, თბილისში არ ვყოფილვარ – დავიწყე ისევ ბოდვა მე.
ცეცე კვლავ ჩუმადაა.
-ისეთი შეცვლილი დამხვდა აქაურობა – არ ვიცი, რას ვგულისხმობ, მარა მაინც
ვაგრძელებ – შენც დიდი ხანია, რაც აქ არ ჩამოსულხარ, ხო?– პასუხად, ისევ ღრმა ნაფაზის კვამლი მივიღე – კაი, დუდი, ვიცი, რომ არ ვარ მართალი შენს წინაშე, მაგრამ – ამემღვრა თვალები მე
- მიხარია, რომ ხვდები! – სიგარეტი ჩაწვა ცეცხლაძემ და ახალ ღერს მოუკიდა
მე მოაჯირს მივუახლოვდი და ცეცეს შევხედე.
- ძალიან გული მწყდება, რომ საერთოდ აღარ გვაქვს ურთიერთობა მე და შენ, მაინც მთელი ბავშვობა ერთად ვიყავით და მწყინს უბრალოდ. ადრე რაც გვქონდა, რა დროსაც ერთად ვატარებდით.. დუდი, შემომხედე, რა..
4 წელია არაფერი არ მსმენია შენზე, არ მინახიხარ..

ცეცე მშვიდად ეწეოდა არ მიყურებდა და არც ხმას იღებდა,
მე ვიდექი თავდახრილი,
ყველაზე და ყველაფერზე მეტად საკუთარი თავი მეცოდებოდა,
ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა,
სამუდამოდ იკარგებოდა
და ნელ-ნელა ქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან.

- დუდი! – იმ დღეს შენ რომ რამე გეკითხა, ნეტა წყნეთში შენ ჩემთვის რამე გეკითხა,
მე არც ის ვიცოდი, გამრეკელი რომ ნახე.დუდი, დედას ვფიცავარ, მართლა, ეგ იდეაშიც არ ყოფილა, რაც შენ იმ დღეს, გიორგი გამრეკელმა გითხრა – ცრემლები ვეღარ შევიკავე მე.

ეს იყო ყველაზე კოშმარული საუბარი, რაც კი ვინმესთან ოდესმე მქონია!
ჩახუტება მინდოდა და ვერ ვბედავდი.
ან რა უნდა მექნა?!
ცეცეს ერთი გრადუსითაც არ მოუტრიალებია ჩემსკენ სახე,
და მე მივხვდი, რას გრძნობდა გიორგი გამრეკელი, როდესაც მისგან
მოვდიოდი ისე, რომ რეაქცია არ მქონია,
რომ დამამცირებელია,
როდესაც გიყვარს,
ის კი – გულგრილია,
და როცა მასში არანაირ ემოციას არ იწვევ,
არც ცუდს და არც კარგს – ერთადერთი ის მინდა იცოდე, რომ არ მომიტყუებიხარ.
ვერ ვიცხოვრებ მაგ დარდით.
ძალიან შემაწუხებს,
იმიტომ, რომ მე ცხოვრებაში არავისთვის
არაფერი არ მიწყენინებია,
და არც არაფერი ცუდი მიკადრებია,
მითუმეტეს, იმისთვის, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს – ბოლო სიტყვაზე ისეთი ტირილი ამივარდა, თავი ვეღარ შევიკავე.
ცეცეხლაძეს ნაკვთი არ შერხევია.
ბოლოს მშვიდი ტონით თქვა იმ დღის მეოთხე და საბოლოო ფრაზა:
– აივანზე იმიტომ გამოვედი, რომ მარტო ყოფნა მინდოდა. კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი?

სიბრაზისგან კინაღამ გავანათე!!!
ერთი წუთი გაოგნებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი,
მერე კარი გავაღე, ოთახში შევედი, ჩანთა ავიღე და ისე წამოვედი
დათუნა ეგაძის სახლიდან, არავის არ დავმშვიდობებივარ.

“გეგმიდან გადახვევა”

იმ დღეს ანკა ზომაზე მეტად ნერვიულობდა.
გაფითრებული იჯდა კომპიუტერთან და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა.
წერდა, შლიდა, წერდა, შლიდა. და ასე დაუსრულებლად.

- მაგარი შარია ეს წერა, რა! – ზუოდა თავისთვის – ერთი “შექსპირის”,
“ტოლსტოის”, “ჭავჭავაძისა” და “გალაკტიონის” თავში ჩამახედა, რა!
მე ერთი გვერდისთვისაც კი ვერ მომიბამს თავი.
მოკლედ, მოდი პირდაპირ ასე დაიწყოს:
“წვიმდეს, თოვდეს, ქარი ქროდეს!”
არა, მაისში თოვლი ცოტა არანორმალურია, ნამდვილად ყველა ყველაფერს მიხვდება..
მაშინ..
იოვიძეო, ხო? – ნაწერს ჩახედა ანკამ..
“ი-ო-ვ-ი-ძ-ე” – რამე არ შემეშალოს..
.. ხო, აი, აქაა რაზმაძის ქუჩა.. აქ მრგვალი ბაღი – თბილისი ქუჩების რუქას დახედა ანკამ – კაი..
ახლა.. რა ვქნა?
ამ იოვიძეს მანქანა საერთოდ რომ “მოვუხიო”? – როგორც მთაწმინდელები იტყოდნენ :) არაფერიც აღარ მოხდება.
ცუდი აზრია? მარა, ვის მოვაპარინო? – მხრები აიჩეჩა ანკამ და თბილისის ცნობილი კრიმინალების სიას გადაავლო თვალი..
-ოი, არა, ამათ იმდენი დანაშაული აქვთ, ჩემი კაპრიზის გამო, ვეღარ დავუმძიმებ სიტუაციას, მეცოდებიან..
მაშინ..
მაშინ..
მაშინ..
საბურავებს დავუშვებ.. მოკლედ, ასე:
გვიან იოვიძე მეგობრისგან რომ დაბრუნდება, სამ ლურსმანს გადაუვლის მანქანით. არა, 10 ლურსმანს გადაუვლის! – გაამძაფრა ანკამ – და საერთოდ დაეფუშება საბურავები, დიახ! – კმაყოფილებისგან ტაში დაუკრა თავის თავს ანკამ..
- კაი, მოკლედ ეს იოვიძე მოვიშორე. ანუ მანქანით კი არა, ტაქსით წავა მეორე დღეს. ან ფეხით.. რა ვიცი, თავში ქვა უხლია, ნიას არ მიეკარება ყოველშემთხვევაში და თუ უნდა, ცხენით მივიდეს სამსახურამდე! – გადაიხარხარა ანგელოზმა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყო და პირზე ხელი აიფარა: )
-ესეც ასეე! ახლა რა გავაკეთო? – ჩაფიქრდა ის – მოკლედ ეს ცეცხლაძე, როგორც ვხედავ, ძალიან გაბლატავდა, ხო? – ანკამ თვალი გადაავლო იმ დღით შემდგარ ნია იამანიძისა და დუდას დიალოგს – კაროჩე, რა ასეთები არიან ეს ბიჭები – რა გინდა, “ცეცე” რა? ვინ გგონია შენი თავი?! – გაკაპასდა ანკა: ) – როდემდე უნდა გაფარო ხელი? რამდენი სისულელე უნდა აკეთო კიდევ? მართლა ყველაზე მაგარი კი არ ხარ! გოგო გეუბნება, მაპატიეო, ესო, ისო, მიყვარხარო. თან რა გოგო! მაინც არ ხარ კმაყოფილი, ხო? მეტი გინდა, ხო? დაუნახავო!!!
- ეს რაღა არის? – ანკამ აბზაცი ბოლომდე ჩაიკითხა – ვა, დუდიკ, ნატას ჯავშანს ახსნევინებ ნიას ბილეთზე? – კიდე კაი, რაღაც კაცური საქციელის ჩადენის სურვილი კიდევ რომ გაქვს,
თუმცა,
ვერ ასწრებ.
ნია ავარიაში
ხვდება!
ასეა, რა, ისეთ დროს მოდიხართ ეს ბიჭები გონს, როცა უკვე ძალიან, ძალიან დაგვიანებულია. “თფუი” შენ! – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი მან და კაბა დაინიავა.
-კაი, მოდი ასე ვქნათ: შენ იმ დილით გაუვლი შენს მეგობარ ირაკლი ებანოიძეს. ვითომ… ვითომ… ფული გინდა?.. არა, ფული აშკარად გაქვს! – შუბლი უკმაყოფილოს შეჭმუხნა ანკამ – კაი, მაშინ იმას დავარეკინებ და ვითომ, პირიქით, იმას უნდა ფული, ურა! მოვიფიქრე! – გადაიკისკისა ანკამ და ბეჭდვა განაგრძო – დაგირეკავს შენ დილით, ვთქვათ.. 12 საათზე და ფულს გთხოვს.
კაი, რა დრო დაგჭირდება ვაკეში რომ გახვიდე, წინ და უკან, ნეტა?!
შენი სულელური სიარულით თუ ვიმსჯელებთ და იმით, რომ საღამოს ნიას
ნახვას გეგმავ, სავარაუდოდ, 120-ით მაინც ივლი.
კაი, მაშინ ვაკეში გახვალ ორის 15 წუთზე… ერთ საცობსაც დაგახვედრებ ბარნოვზე, ა, ბატონო, მეტი
რითი გაგაჩერო, არ ვიცი…
კაი, და 13.57 საათზე აწყვეტილი შედიხარ მრგვალ ბაღთან, მოსახვევში და.. მოდი ამ დროს, ვითომ გირეკავს ვინმე, შენ მობილურს იღებ და აი, სწორედ ამ მომენტში არტყამ ნიას.. სხვა შემთხვევაში, ყველა “პონტში” ააცილებ,
ზუსტად ვიცი : )
ასე არ ჯობს? კი მგონი, ეს ვარიანტი ყველაზე კარგია! – ანკამ თვალი გადაავლო ნაწერს და კმაყოფილმა გაიღიმა – აუ, აი, გენიოსი ვარ, რა!
- ეს რაღაც უფრო საბედისწერო სიტუაციაა! ერთხელ, ხო უკვე გადაარჩინე ნია, როცა გაიცანი, იმ დღეს..
ამ შემთხვევაში კი შეიძლება მოგეკლა ეს გოგო. იქნებ ამის მერე მაინც დაფიქრდე!
სულელები! მეტი რითი მივანიშნო, ამ ხალხს, რომ ერთად უნდა იყვნენ! – მხრები აღშფოთებით აიჩეჩა ანკამ – თქვენს გამო, ჩემი უსაყვარლესი როლიკები გავწირე, ხოდა, ცეცხლაძე, ახლა კეთილი ინებე და ცოტა აზრზე მოდი, თორემ მე ვიცი, რასაც ვიზამ, არ გამიბლატავდა, ააქ! “ტოჟე მნე, პრეზიძენტ”! – გაიცინა ანკამ, მონაცემები “დაა-სეივა” და
ვაშლის უშველებელი ნაჭერი პირში ჩაიტენა:
- ღმერთო, მაპატიე, რეებს ვაკეთებ, თვითონ არ ვიცი! – ანგელოზმა გამოტენილი პირით პირჯვარი გადაიწერა, საბა პირველის ოთახი ჩაკეტა და დერეფანში გასრიალდა.

თავი 6

რაც 22 წლის მანძილზე არ მიტირია, მთელი ღამე ავანაზღაურე.
ისეთი ისტერიკა მქონდა, ვერ ვწყნარდებოდი.
ლენკა და ნატა დივანზე ისხდნენ და უკვე აღარც მაწყნარებდნენ.
სიცოცხლეში ასეთი დამცირებული არ ვყოფილვარ.
საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
- ეს რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, რა მინდოდა, წამოვსულიყავი, რა! – ვქვითინებდი მე და ჩემოდანს ვალაგებდი – როგორ მეზიზღება თბილისი, როგორ!
– იდიოტია ეგ ცეცხლაძე! – ისეთი სახით თქვა ლენკამ, რომ მივხვდი, გულში საშინლად შეაგინა.
– ცეცხლაძე კი არა, დაქალი გყავს იდიოტი, ვის ვამცირებინებ თავს! – თვალები ამემღვრა ისევ.
– კაი, რა, რამდენიმე საათიც მოითმინე. წახვალ და თუ გინდა, სულ აღარ ჩამოხვიდე, სანამ არ გადაგივლის – შეეცადა ჩემს დაწყნარებას ნატა
-ახლა რაღა დროსია, ნატ, რაღა აზრი აქვს.. მოსახდენი, მოხდა – ვტიროდი მე
რატომ წამიყვანეთ, რა გინდოდათ, ხომ არ მოვდიოდი?!
გოგოები ჩუმად ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ
-ჩემი ბრალია – დაიწყო ნატამ – მე აგიყვანე იქ
-არ უნდა წამოგყოლოდი! ხომ სულ ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა.. რატომ
დაგიჯერე, რატომ?!
ნატას თვალები აემღვრა და სახე ამარიდა
-არც შეუხედავს ჩემთვის, აზრზე ხარ?! რეები ველაპარაკე და არც შემოუხედავს-
შოკიდან ვერ გამოვდიოდი მე – ეგ ხომ ადამიანი არაა, ავადმყოფია!
-კაი, გეყოფა, გამომართვი და დალიე – შეწუხდა ჩემი ყურებით ლენკა
-არ მინდა! – უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე
-მე მინდა! – ტონი შეცვალა ლენკამ და ტუჩებთან ძალით გამიჩერა წყლით
სავსე ჭიქა – დალიე!
ულაპარაკოდ გამოვართვი და წყალი ბოლომდე დავლიე
-საკმარისია! დაისვენე ცოტა! რა ჯანდაბად გაგიცნო საერთოდ, რა უნდოდა.. არ
შეგვჭამა! რამდენი წელი შეიძლება გრძელდებოდეს! – გაბრაზდა ლენკა და სიგარეტს მოუკიდა – ჩაალაგე?
-კი! – ვუპასუხე მე და სახე შევიმშრალე
-რომელ საათზეა ფრენა? – მკითხა ამირეჯიბმა
-9-ზე
-ნაყიდი გაქვს ბილეთი? – ისევ მკითხა ნატამ
-არა, დავჯავშნე
-ჩანთაში გაქვს ჯავშნის ნომერი?
-ალბათ
-არ დაგრჩეს! – გამაფრთხილა ნატამ და ჩანთა გადაამოწმა
-303 900 – მაგარი ნომერია – გაიცინა მან
-ხო, ჩავაწყვე – გავიცინე მეც
-წავედით და მოვალთ – მითხრა ლენკამ – კიდევ რომ იტირო, ხმას აღარ
გაგცემ, შენს თავს ვფიცავარ! – დამემუქრა უზნაძე და კარი გაიკეტა.

თვალი ვერ დავხუჭე..
ერთი წამით არ მძინებია..
გამთენიისას ჩამეძინა ნახევრი საათით,
ისიც, ალბათ, გადავითიშე და იმიტომ..
“ცეცხლაძე.. ცეცხლაძე.. ცეცხლაძე.. ცეცხლაძე..
რამდენი წელი..
რამდენი თვე..
რამდენი დღე..
და საერთოდ..
როდემდე?

გუშინ დასრულდა..
ყველაფერს სამუდამოდ დაესვა წერტილი..
წარსულსაც,
აწმყოსაც..
მომავალსაც..
ახლა..?
რა უნდა ვქნა ახლა?

ასეთი ცარიელი და გაყინული გამრეკელთანაც კი არ ვყოფილვარ..
დრო..
დრო..
დრო..
რა დამანგრეველი ძალაა დრო..
უმართავი..
დაუმორჩილებელი..
საშიში..

რამდენი დრო გასულა და ვერ გამიგია..
ვერ დამითვლია..

და თურმე..
ხელში შემომძარცვია..
ის, რასაც ადრე ასე სათუთად ვუფრთხილდებოდი – ემოცია..
საით წავიდა ჩვენი ემოცია?!..
სად გაუჩინარდა..?!
დრომ გააუფერულა..?!

მზერა..
როგორ მომენატრა შენი მზერა..
მზერა, რომელიც 180 გრადუსზე მადუღებდა..
რომელიც დღეს აღარ არსებობს..
და
რომელიც თითქოს, არც არასდროს ყოფილა..

ის, რომ მშვიდად ჩამივლი და მშვიდად დადგები გვერდზე..
ის, რომ მშვიდად შემომხედავ და საუბარს გააგრძელებ..
და ის, რომ საერთოდ “მშვიდად” აღმიქვავ, მე..
მაშინ, როცა..
..
ვერ ვეგუები!
უშენობას ვერ ვეგუები..
ვერ ავიტან..
ვერ ავიტან და გამისკდება გული ..

რა დაგვემართა..?
ასე რამ შეგცვალა..
მე რომ ისევ მიჩერდება სუნთქვა შენს დანახვაზე..
შენ ასე რამ გაგაცია..?
რამ ჩაგაქრო..

მთელი ცხოვრება გვერდზე გყავდი და..
მაინც არ შედგა..
რაღაც არ აეწყო..

ნახევარი წუთი დამაგვიანდა..
ან ნახევარი წუთი დაგაგვიანდა
და საბოლოოდ ავცდით ერთმანეთს..

ამბობენ, ნახევარი წუთი მთელ ცხოვრებას ცვლისო..
იმ დღეს, ნახევარი წუთით ადრე რომ დაერეკა ნატა ამირეჯიბს, მე მანქანა დაკეტილი არ მეყოლებოდა, უკან წამოვიდოდი და შენ არ გნახავდი..

შენ რომ ნახევარი წუთი კიდევ დამლაპარაკებოდი, აუცილებლად მკითხავდი, გამრეკელის ამბებს და მე გიპასუხებდი, რომ ეგ ყველაფერი ტყუილია..

შენ ერთხელ მაინც, ნახევარ წუთზე მეტ ხანს რომ გელაპარაკა შენს გრძნობაზე, აუცილებლად მეტყოდი, რომ გიყვარვარ..

მე რომ ნახევარი წუთი კიდევ მეფიქრა გამრეკელის კითხვაზე:
“გამომყვები ცოლად?“ – აუცილებლად უარს ვეტყოდი
და ნახევარი წუთით მეტი რომ მეფიქრა მის შეკითხვაზე:
“ისევ ცეცხლაძე გიყვარს, ხო?” – ვერასდროს ვერ წამოვიდოდი მისგან..

მთავარია, შენ სწორად მიხვდე ამ ნახევარი წუთის მნიშვნელობას და ზუსტად გამოიყენო ის..ეგაა რა, სხვა არაფერი.
ჩვენ კი ერთმანეთს საბოლოოდ ავცდით,
დავიკარგეთ სხვადასხვა განზომილებაში,
განზომილებაში,
რომელსაც,
სავარაუდოდ,
“ნახევარი წუთი” ჰქვია.

თავი 7

ისე გამოვედი სახლიდან, გოგოებისთვის არც დამირეკავს.
საშინელ ხასიათზე ვიყავი,
უცნაურად ვგრძნობდი თავს.
რაღაცნაირად,
მსუბუქად..
აეროპორტში ჩემი ნაცნობი ქსენია დამხვდა:
-როგორ ხარ, საყვარელო? – გამიღიმა მან
-ისე, რა – ვთქვი მე – ქსენ, დაჯავშნილი მაქვს ბილეთი და ვიყიდი, რა!
ქსენიამ გაოცებული სახით შემომხედა და უფრო გაკვირვებული ხმით მითხრა:
- ნიაჩკა, ყველა ბილეთი გაყიდულია!
-დაჯავშნილი მქონდა, ორი დღის წინ დავჯავშნე – ვთქვი მშვიდად
ქსენიას მოუსვენრობა დაეტყო.. საინფორმაციო ბაზა გახსნა და რაღაცას დაუწყო ძებნა..
-ნია.. ჯავშანი გუშინ ღამე გააუქმე შენ, თავად..
მოულოდნელობისგან აღვშფოთდი
-არ დამირეკავს! და არც გამიუქმებია! შეცდომაა რაღაც, კარგად შეამოწმე! –
მბრძანებლური ტონი შეემატა ჩემს, ისედაც შერყეულ ხმას..
- იამანიძე, ნია, 18 მაისი, ნომრით 303 900.. ჯავშანი მოხსნილია, გუშინ ღამის
3საათზე.. არ ვიცი, ნია, ვინ იცოდა შენს გარდა ეს ნომერი?
სხვა შეცდომა გამორიცხულია – ხმა აუკანკალდა ქსენიას, რომელიც იმ დღეს ისეთი განრისხებული ვიყავი, ვერ მცნობდა..
-კაი, შემდეგი ფრენა რომელ საათზეა? – შევეცადე წყობიდან არ გამოვსულიყავი მე
-შემდეგი ფრენა ხვალაა, დილის 11 საათზე – ამოიკნავლა ქსენიამ და შიშისგან თვალები დახუჭა..
ცოტახანი ვიდექი ჩუმად,
მოვლენებს ერთმანეთთან
ვაკავშირებდი.
ვერ მივხვდი, რა ხდებოდა..
მერე გონება დავძაბე და უცბად ტყვიასავით ამიფეთქდა აზრი,
რომელმაც გონება გამინათდა:
- უხ, ნატა, მე შენი!

თავი 8

-ლენ, სახლში ხარ?
-ნია? სად ხარ? რატომ არ დარეკე..? არ წასულხარ..? – დამაყარა კითხვები
უზნაძემ
-არა, ჩემი ჯავშანი მგონი ნატამ გამიუქმა..
-რაა?
-რაც გითხარი..
-სულ გაგიჟდი? რატო გააუქმებდა..? – გამოშტერდა ლენკა
-არ ვიცი და საერთოდ რეები ხდება.. ეს დღეებია, საგიჟეთში ვარ, საშინლად
ვგრძნობ თავს.. ხვალამდე ფრენა არაა, გესმის? – თითქმის ვკიოდი მე – აქ გაჩერება აღარ შემიძლია..
-კაი, მიდი, ჩაიცვი და გამოდი, მგონი წვიმას აპირებს..
-ხო, ვიცი, ბარნოვზე შემხვდი, რა.. პირველის ნახევარზე გამოვალ..
-კაი, მიდი
-კაი!

იმ დილით სხვანაირი მეჩვენა ყველაფერი..
რუსთაველიც,
შენობებიც,
რაღაც უცნაურად-სასიამოვნოდ ვგრძნობდი თავს…
სეირნობა მინდოდა..
წვიმა რომ დაიწყო, ტაქსი გავაჩერე..
ტაქსში ტელეფონმა დამირეკა..
ლიზა იყო..
“როგორც იქნა გაახსენდა, რომ შვილი ჰყავს”- გავიფიქრე ჩემთვის..
-ნორმალური ხარ? – მიკიოდა ლიზა, თბილისში ხარ ისევ?
-გამარჯობა ლიზა, მე კარგად ვარ, ხო, გადაიდო ჩემი ფრენა – მშვიდად
ვუპასუხე მე
-და მერე არ უნდა დარეკო? ვინ გგონია შენი თავი? 1 საათია აეროპორტში ვართ
და გელოდებით
-შენც მელოდები? – გაოცება ვერ დავმალე მე – სულ ალექსი მხვდება და დღეს
რატომ გაიგიჟა თავი – გავიფიქრე ჩემთვის
-დიახ, მეც გელოდები, ისე შეიცხადე, თითქოს დედაშენი არ ვიყო.
-რა გინდა ლიზა, რატომ მეჩხუბები.. ერთხელ დამირეკე და ისიც მიკივი?
-რა და ..შენ ყველა ფეხებზე გკიდია, საკუთარი თავის გარდა.. უნამუსო ხარ!
რა აღარ ვიფიქრე.. გული გამისკდა.. და ეს ისევ თბილისშია, რა დაგრჩა მანდ? კიდევ ვის კრძალავ? ვინ ვერ გამოიტირე? – წიწინებდა დედაჩემი
-არც მანდ არ დამრჩენია არაფერი! – მოვუჭერი მოკლედ – აქ შენგან მაინც ვისვენებ, წავედი, კარგად იყავი!

ლიზამ ყურმილი გამითიშა.
მე ამოვიოხრე და სიგარეტს მოვუკიდე.
-დედაა? – გაიცინა ტაქსისტმა
-ხო, უცნაური დედა – გავუღიმე მე
-ვა, ეგ როგორ? – გაუკვირდა მას
-აი, ეგრე – ისევ გავუღიმე მას და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
-რა ტიპები ხართ ეს ახალი თაობა, რა! – მითხრა სომხური აქცენტით ტაქსისტმა
და გაეცინა.

“ლიზასთან ჩხუბი-ღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
ისე მართალია, უნდა დამერეკა, სულ ამომივარდა თავიდან.
საოცარი დღეა.
მგონია, რომ მძინავს და ვერ ვფხიზლდები…
მარა, ნუ, რას წარმოვიდგენდი თუ ლიზას ვალოდინებდი…
ცხოვრებაში არ გამოუხატავს დახვედრა-გაცილების ინიციატივა..”
-აუ, რა საცობია! – აღვნიშნე მე მანქანების კოლონის დანახვაზე.
-ხო, არაფერი არ ჩანს ისე წვიმს
-მოდით, მე აქ ჩამოვალ და ფეხით მივალ.. თორემ ასე დილამდე ვიდგებით,
გული მიგრძნობს – ვუთხარი მძღოლს და ფული მივაწოდე
-ბედნიერი დღე მაქვს – მითხრა ტაქსისტმა – თქვენნაირი ლამაზი ადამიანის
მომსახურებით რომ დაიწყებ დილას, ცუდი დღე არ იქნება.
-დიდი მადლობა – გავუღიმე მე და მანქანიდან გადმოვედი..

მართლა საშინლად წვიმდა.
2 მეტრი გავიარე თუ არა, მივხვდი, ფეხით გავლა მთლად კარგი იდეა, არ იყო
:)
უცბად უკნიდან რაღაც ხმა მომესმა,
მოვტრიალდი, მაგრამ ნაცნობი ვერავინ ვერ დავინახე,
გზა გადავჭერი და ის იყო, მრგვალი ბაღის მხარეს გადავედი, რომ
საშინელმა ხმაურმა ყურები დამიგუბა..

მერე მახსოვს დარტყმა,
უცნობი ქალის განწირული და ისტერიული კივილი,
მერე,
ტკივილი მუცლის არეში,
და ..
ასფალტნარევი სველი ბეტონის სუნი,
მერე დაბნელდა..
.. მეტი აღარაფერი არ მახსოვს..

საშინელმა ქაოსმა მოიცვა მთელი ვაკე. ვიღაც უცნობმა ბიჭმა, მობილურით “033” აკრიფა და სასწრაფო გამოიძახა:
- ახალგაზრდა გოგოა, დიახ, მრგვალ ბაღთან..
არ ვიცი ასაკი,
პატარა იქნება,
20-21 წლის,
დიახ, ავარია..
არა, უგონოდაა,
ხელოვნური სუნთქვა?! ჩავუტარე, მაგრამ, არ შველის..
იცით, საფეთქელი აქვს დარტყმული, მგონი..
მალე მოდით, რა!

..

მეცხრე საავადმყოფოს მთავარი ექიმი, დავით კიღურაძე, მშვიდი სახით მიუახლოვდა მიმღებში გაფითრებული სახეებით მდგარ ბავშვებს და ასევე მშვიდი ტონით თქვა:
- გილოცავთ, საიქიოდან მოვაბრუნეთ თქვენი მეგობარი, ღმერთს ძალიან
ჰყვარებია!
ნატას ისტერიული ტირილი აუვარდა და ლენკას ჩაეხუტა,
ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს.
პაატა სიბრილაძემ აღტაცებისგან ტაში შემოკრა და
“დიდება შენდა ღმერთო!”- ისეთი სახით თქვა, ყველას გაეცინა.
-გადავრჩით! – თქვა ზუზუმ
-აბა.. კიდე კაი! – გაიღიმა სანდრომ
-მალე გადმოიყვანენ პალატაში? – იკითხა ეგაძემ
-გადმოყავთ უკვე, ოღონდ ამდენნი არ დაადგეთ თავზე, თითო-თითო შედით –
გაიღიმა კიღურაძემ და წავიდა.

..

ლიფტი რომ დაიხურა, მე
წითელ ღილაკს დავაჭირე ხელი,
რის შემდეგაც,
ისეთი სისწრაფით
დავეშვი ქვევით, მეგონა, ვვარდებოდი.

ისეთი უცნაური გრძნობაა…
თან ხარ და თან არც ხარ,
სადღაც სხვა განზომილებაში გგონია საკუთარი თავი,
უცნაური მიმართულებით მიდიხარ..
მატერიალურს, ვერაფერს ვერ გრძნობ,
უწონო ხარ და მსუბუქი..
იმდენად მსუბუქი, რომ ლიფტში ერთი-ორჯერ
ავხტი კიდეც.. :)
მეგონა, ავფრინდებოდი: )

გამჭვირვალე ოთხკუთხედი ყუთიდან,
რომელიც წარმოდგენა არ მაქვს,
რაზე იყო დამაგრებული,
ქვევით ვეშვებოდი,
სინათლისკენ,
და ისე არ მინდოდა,
ისე,
ისე..
“მაცალეთ რა, ფრენა.. არ გამომაფხიზლოთ”! – თვითონ არ ვიცი, ვისი მისამართით ვთქვი ეს სიტყვები.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.ფეხქვეშ რყევა ვიგრძენი.

მერე ისევ ყველაფერი ერთმანეთში ამერია.
რეალური და არარეალური,
ცხადი და სიზმარი,
და …
განათდა…
განათდა.. და ამოვისუნთქე…
ღრმად და ძლიერად,
ისე, როგორც წყლიდან
ამოდიხარ…
თვალები რომ გავახილე, სახლში აშკარად არ ვიყავი.
არც თვითმფრინავში.
არც უკრაინაში.

ნატა ამირეჯიბი რომ დავინახე, ცოტა დავმშვიდდი.
ცოტა უცნაურად კი გამოუყურებოდა, ისე, ჩვენში დარჩეს ; )
თეთრი ხალათი ეცვა და ლურჯი ცელოფნის ჩუსტები…
-ეს რაღაც ახალი მოდაა, ალბათ და გამომეპარა – გავიფიქრე ჩემთვის და
გამეღიმა.
თავი მისკდებოდა…
შევეცადე გამეხსენებინა მომხდარი, მაგრამ, ფრთიანი ანკას მეტი,
არაფერი არ მომაგონდა..
- სად ვარ, რა ხდება? – დავიბენი მე
-არ წამოდგე! შენთვის ჯერ არ შეიძლება! – სკაფანდრში გამოწყობილმა
ამირეჯიბმა მომენტალურად შემაჩერა
-სად ვარ? – გავუმეორე კითხვა მე
-საავადმყოფოში – გამიღიმა ნატამ – გილოცავ დაბრუნებას!
-საიდან? – დავიბენი მე და თავბრუ დამეხვა
-საიქიოდან! – გამიღიმა ნატამ. მერე დაწვრილებით და ზუზუს “სპეც-ეფექტებით”
მომიყვა ავარიის ამბები.
-ხო, ხო, გამახსენდა. ახლა გამახსენდა.. ყველაფერი.. ლენკა უნდა მენახა..
მგონი.. კი, ნამდვილად.. რატომ უნდა მენახა..? აა, აეროპორტი.. ჩემი ფრენა..
ნატა! შენ გამიუქმე ჯავშანი? – კინაღამ წამოვხტი აღშფოთებისგან
-წყნარად, წყნარად.. დამშვიდდი, შენთვის ადგომა არ შეიძლება!
-მითხარი, შენ იყავი, ხო? – ვერ ვისვენებდი მე
-დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ! – დამამშვიდა ნატამ
-მაინტერესებს! – ვთქვი მე საცოდავად და ისევ თავბრუ დამეხვა..

რა საშინელი მდგომარეობაა.
ყველაფერი ერთმანეთში გერევა..
გახსენდება.. გავიწყდება..
ნამდვილად ამნეზია მაქვს – დავასკვენი ჩემთვის …

მალევე ჩამეძინა.

“ბოლო და უკანასკნელი დაკითხვა”

- სახელი და გვარი?
- დემეტრე ცეცხლაძე – ცეცემ უკმაყოფილო სახით მოუკიდა სიგარეტს და გააბოლა
- განთქმული დუდა ცეცხლაძე, თქვენ ხართ? – სირბილაძეს ხმაში
მეგობრული ტონი შეემატა
-განთქმული თუ ვიყავი, ნაღდად არ ვიცოდი! – ღრმა ნაფაზი დაარტყა ცეცემ
-რას ამბობთ, თქვენზე ლაპარაკობს სრულად საქართველო, არც კი იცით,
რამდენი მსმენია თქვ..
-ცოტა დრო მაქვს ძალიან, ამიტომ კონკრეტულად რა გინდათ ჩემგან, მკითხეთ! -
უხეშად გააწყვეტინა ცეცხლაძემ აღტაცებაში მყოფ პაატას და საათს მოუსვენრად დახედა.
-ა, ხო.. დიახ, დიახ – დაიბნა სირბილაძე – საიდან იცნობთ დაზარალებულს?
-ბავშვობიდან! – მოკლედ თქვა დუდამ და სიგარეტი გააბოლა
-მართალია, რომ თქვენ არ სწავლობდით სკოლა # 20_ში?
-დიახ, მართალია! – ასევე მოკლედ განაგრძო მან
-აბა, რატომ დადიოდით იქ ყოველდღიურად?
-ეგრე მინდოდა! – მშვიდი სახით თქვა ცეცემ
-აჰა, გასაგებია – ისევ დაიბნა სირბილაძე – გამრეკელთან რა საერთო გქონდათ?
-არაფერი საერთო არ მქონია, მაგრამ როგორც გავიგე, სავარაუდოდ, მალე
მექნება!- სახეზე სიფერმკრთალემ გადაუარა დუდას
-და რა უნდა გქონდეთ? – ვერ მიხვდა პაატა
-მაგასაც მალე გაიგებთ! – დააიმედა ცეცემ
-გამრეკელის მანქანა თქვენ დაწვით? – გათამამდა სირბილაძე
-დავუშვად მე დავწვი, – წარბი აწია დუდამ – მერე?
-არა, არაფერი! – შიშნარევი ტონით განაგრძო გამომძიებელმა – მაშინ როგორ
გაგამართლეს?
-მოსამართლე, მანანა ამაშუკელი, ჩემზე იყო შეყვარებული – გაიღიმა ცეცემ
-ხუმრობის ხასიათზე ხართ, გეტყობათ – გაიღიმა სირბილაძემაც
-თქვენთვის ნამდვილად ჯობს, რომ მე ხუმრობის ხასიათზე ვიყო, ვერც კი
ხვდებით, როგორ გაგიმართლათ – თვალი ჩაუკრა დუდამ გამომძიებელს და მოწევა გააგრძელა
-ამჟამად, რას საქმიანობთ?
-რაღაც-რაღაცეებს – გაიღიმა მან და ეზოს მხარეს გაიხედა – ქარია და თოვს,
თუ მეჩვენება? მაისში – თოვლი, სულ გაგიჟდა ეს ამინდი..
-რეზი ნაფეტვარიძეს იცნობდით?
-დიახ, მქონდა ბედნიერება! – გაიცინა ცეცემ
-რატომ გააგიჟეთ ეგ ბიჭი, რას ერჩოდით?
-მე არავინ არ გამიგიჟებია, ყველა თვითონ გაგიჟდა – თქვა ცეცემ მშვიდად და
სიგარეტის კვამლით რგოლების გამოშვება დაიწყო.
-ნანა შენგელია რაღატომ გააგდებინეთ სკოლიდან?
-რა დეზ-ინფორმაციაა, ვინ მოიგონა? – გაიკვირვა დუდამ – ნანამ თვითონ
დაწერა განცხადება და წავიდა, მე რა შუაში ვარ? – მხრები აიჩეჩა მან
-ხო, მარა, თქვენი საქციელის შემდეგ, სხვა რა გზა ჰქონდა? – გაამართლა
გამომძიებელმა ჩვენი ქიმიის მასწავლებელი
-მეც მაგას არ ვამბობ?! – დაეთანხმა ცეცე – ფანჯრიდან რომ მაგდება, მაგაზე
მაშინ ეფიქრა!
-თქვენ ფანჯრიდან არავის არ გადაუგდიხართ – აღშფოთდა სირბილაძე – თავად
გადახტით!
-ხო, მართალია, “გადახტი და თავი დამანებეთო” – მითხრა და, ხომ იცით,
მასწავლებლის სიტყვა მაშინ ჩემთვის რამდენს ნიშნავდა! – გაიცინა ცეცემ
-დემეტრე ცეცხლაძე, არ ხარ შენ ნორმალური! – დუდას პასუხებმა საბოლოოდ
გამოაშტერა გამომძიებელი.
-მთელი თბილისი მაგ ფრაზას მეუბნება და ხო, ალბათ, მართლა ვერ ვარ
რაღაც! – აღიარა ცეცხლაძემ და მეათასე ღერს მოუკიდა.
-თბილისში რატომ არ ჩამოდიოდით 4 წელი? – შეეცადა სიტუაციის
გასერიოზულებას სირბილაძე
-ვა, “საღოლ”, რა ინფორმაცია გქონიათ! – გამოშტერდა ცეცე – ფრენის შიში
მაქვს ბავშვობიდან და იმიტომ – გაიცინა მან
-ბოლოსდაბოლოს, იქნებ გამარკვიოთ, რა ურთიერთობა გაქვთ ნიასთან?
წყობიდან გამოვიდა გამომძიებელი.
-უი, მაგას ვერ გეტყვით – იუარა და ღრმა ნაფაზი დაარყა ცეცხლაძემ – ისედაც
იმდენს ლაპარაკობენ ჩვენზე.. ზედმეტ ხმაურს ვერიდები.
-აბა, საიდან გავიგო? – გული დაწყდა სირბილაძეს
-რა კითხვა უნდა მაგას? – გაოცებული სახე მიიღო დუდამ – რათქმაუნდა
ყვითელი პრესიდან! თუ ძმა ხარ, არ მცალია, კარგად იყავი – დაიღალა დუდა
-ერთი წუთით, ერთი წუთით, ერთი კითხვაც, რა! – ემუდარა სირბილაძე
ცეცე შეწუხებული სახით მობრუნდა
-რა გინდა? – იკითხა მშვიდად
-ნიას მანქანით თქვენ დაარტყით? – შიშნარევი ინტერესი იყო გამომძიებლის
ხმაში..
ცეცემ ღრმა ნაფაზი დაარტყა
-რა გქვია შენ, ჩემი ძმა? – იკითხა მან
-პაატა, გიორგის ძე, სირბილაძე! – გაიჯგიმა გამომძიებელი
-ბატონო პაატა, დეტალებში ასე ღრმად ჩაძიებას, არავისთვის კარგი არ
მოუტანია და მეეჭვება, თქვენ გამონაკლისი იყოთ! – თვალი ჩაუკრა ცეცხლაძემ გამომძიებელს და კორიდორში გაუჩინარდა.

პაატა სირბილაძე ცოტახანი კიდევ იდგა, დაბნეული და შეშინებული.
მერე დაკითხვის ფურცელს დახედა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

-გიჟია, ოხერი! ვის უნდა ვანახო ეს მონაბოდვარი?.. დაკითხვას კი არა, ჩემს
მასხრად აგდებას უფრო ჰგავდა ჩვენი დღევანდელი დიალოგი.
მერე ფურცელი ოთხად გადახია, იქვე მწვანე სანაგვეში გადაუძახა და საავადმყოფო ბუზღუნით დატოვა.

“ბედისწერა”

მეორეჯერ რომ გავახილე თვალი,
ოთახში მარტო ვიყავი,
ნატა აღარსად ჩანდა.
მე კი ისევ ძველებურად მტკიოდა თავი და ისევ მიჭირდა მომხდარის გახსენება..
წვეთოვნიდან მხიარულად მოწკაპუნებდა გამჭვირვალე სითხე და სხეულში
მეღვრებოდა…

საოცარი გამოგონებაა.. დისტანცია..
ადამიანებს შორის არსებული სივრცე..
მილიარდობით კილომეტრი და საზღვარი..
ის რაც გვაშორებს, ან პირიქით – გვაახლოებს..
სხვაობა კლიმატურ სარტყლებსა და ტენიანობას შორის..
4 წელი..
ოთხი სხვადასხვა ციფრის მქონე “ახალი წელი”
და ასევე ოთხჯერ სურვილების ჩაფიქრება..
სურვილების, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის აგიხდება..

ოთხჯერ 365 დღე და მაგდენივე ღამე…
ამ ოთხ წელში, სამჯერ თავდაყირა გადაბრუნებული ჩემი პირადი ცხოვრება
და მომავლის მხიარული ილუზია..
მომავლის, რომელიც თვითონ არ ვიცი, რას მპირდებოდა..
გადაწყვეტილება იმთავითვე დაუფიქრებელი და არასწორი იყო – ესაა ყველაფრის თავი და თავი..
არ შეიძლება ერთი პრობლემა, მეორე, უფრო დიდი პრობლემის წამოწყებით გამოასწორო..
უმეტესად, ერთი ადამინის ადგილს სხვა ვერ გიცვლის..
თავის მოტყუებაა, მეტი არაფერი..
ილუზიაა..

მახსოვს, ბავშვობაში მითხრეს, თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლი, ძალიან ბედნიერი იქნებიო.
დასასვენებლად რომ ვიყავი რაჭაში, მე და ლენკა უზნაძემ ერთი, დიდი, ვეებერთელა ცისარტყელის ქვეშ მართლა გავიარეთ..
: )
მას მერე იმდენი დრო გავიდა.
წლები.
და მაინც..
სისულელეა ბედთან ჭიდილი..
ის, ვინც უნდა დარჩეს, მაინც დარჩება..
და წამსვლელი, კალთები რომც ახიო, მაინც წავა..
ეგრეა და იმიტომ..
რაც გიწერია, არ აგცდება – მე კი ამის ყველაზე მეტად მჯერა,

ის რაც მოხდა, ჩემი ცხოვრებაა,
ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა,
და მაინც..
ასე უსაშველოდ და გამუდმებით
რატომ მეფიქრება შენზე, რატომ?!

მზემ შემოანათა ჩემს ოთახში და მოგონებები ამომიტივტივა.თვალები ისევ დავხუჭე.
ახლა მე წესით, ოდესაში უნდა ვიყო და სადმე წასასვლელად ვემზადებოდე…
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს ვიღაცამ ხელი ჩამიყო სულში და ჩემი, ძლივს დამშვიდებული ცხოვრება საბოლოოდ არია..

კარების ხმაზე გამოვფხიზლდი…
თვალი გავახილე და,
მივხვდი, რომ საბოლოოდ შევიშალე ჭკუიდან,
თავთან მიტკლისფერი დუდა ცეცხლაძე მედგა და მიყურებდა…

“ისევ ჰალუცინაცია მაქვს” – გავიფიქრე ჩემთვის
დუდა ჩემსკენ მოიწია და გამიღიმა.
მე ისევ თავბრუ დამეხვა და თვალები დავხუჭე, იმ იმედით, რომ როცა გავახელდი, ეს კადრი აღარ დამხვდებოდა.
-როგორ დაგღალე – ძლივსგასაგონად ამოთქვა დუდამ და ხელი საფეთქელთან მომიტანა.
-დუდი, ისევ მესიზმრები, ხო? – ვიკითხე მე და ლოყაზე მარილიანი წყლის
ბურთი ჩამომიგორდა.
-ღმერთო, როგორ დაგღალე – სინანულით გადააქნია ცეცემ თავი და თვალები
აემღვრა
-ისევ დამტოვებ? – ვიკითხე მე და მივხვდი, რომ დასუსტებულზე ხმა უკვე მღალატობდა
დუდა დუმდა.
-მითხარი! – კითხვა გავუმეორე მე

მერე გავჩუმდი,
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,
არაფერი მესმოდა..
ჩემთვის დრო იმის მერე გაჩერდა,
რაც ასფალტნარევი ბეტონის სუნი ვიგრძენი,
კიდევ 5 წუთი ვიყავით ასე გაჩუმებულები.
-ახლა გამეღვიძება და გული ძალიან მეტკინება, რომ ისევ დამესიზმრე – ვთქვი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მე

ცეცემ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, გაკერილ საფეთქელზე ორჯერ მაკოცა.
და ხმადაბლა მითხრა:

“ უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო..
იქნებ, მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო..

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია,
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა..

უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ,
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ..

მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის,
კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის..

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ, მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო.. (გიორგი ზანგური)

ის, რაც მე მაშინ ცეცეს სახეზე ამოვიკითხე,
იყო ყველაზე მძაფრი განცდა, რაც კი ოდესმე მინახავს,
თვალებიდან არ ამომდის ეს კადრი,
კადრი, რომელიც
სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება,
და რომელიც,
იმაზე მეტი სიყვარულის მატარებელია,
ვიდრე ერთად აღებული, მთელი ჩემი 22 წლიანი ცხოვრება.
კადრი, რომელიც მაქსიმუმ ნახევარი წუთი გაგრძელდა, თუმცა,
მთელ ჩემს სიცოცხლედ ღირდა.

***
ღამის 12 საათზე მომივიდა შემდეგი მესიჯი “magtifun”-იდან:
“ნი, პრივეტ, ანკა ვარ, როგორ ხარ? ნი, მოკლედ, ჩემი ლამაზი როლიკები ხომ გახსოვს? ისე მოხდა, რომ ერთი ჩერჩეტი ბარბარაა და იმას ვაჩუქე,
ხოდა, ახლა, ზუსტად მაგნაირებს აქ, ვერსად ვეღარ ვშოულობ.
და რავიცი,
იქნებ მანდ მონახო რამე?
რასაც იპოვნი, ფოტო გადაუღე და სავარაუდო ვარიანტები გამომიგზავნე შემდეგ მისამართზე:
anka@msoplioshikvelazelamazigogo.yahoo.com :)
მოკლედ,
მინდა იასამნისფერი როლიკები,
გამჭვირვალე,
ვერცხლისფერი ბორბლებით,
37 ზომა : )“

ახლადგაღვიძებულმა დუდამ ორჯერ წაიკითხა ეს უცნაური მესიჯი და ნიას გაკვირვებული სახით შეხედა:
- ნიაა, ეს ანკა ვინღაა, ტო?!

ფავორიტებში დამატება
36
50707 ნახვა
28 მოწონება & 0 არმოწონება
vaue
vau
mariami
raghac damaakldaaa ...cudi gaancdaa dameuflaa.. :/:/
juna
ametiraa :*
(სახელის გარეშე)
: ((
lika da eko
chven vtirivart batumshi 03.32 wutze...gamteniisaas...dz kargi motxrobaa da avtors bravo....
veriko meliqishvili
ragac damaklda..ucnaurad dasrulda.sevdac dameufla
veriko meliqishvili
ragac aklda boloshi..tan sevda datova
six.kat
<3 ვგიჟდებიი <3
nini _ nini
momkali da bolos martla ragac daaklda... es ertadertia romelzec arr mitiria... guli chamwyvita ragacam magram mainc ver vitire,,,, ise kai iyoo...
taam phanchulidze
ნაწარმოები როგორ ავტვირთო ვერ მეტყვით?
Nini Madridista
იმდენად მაგარია დასასრულებლად მენანებოდა.. :((( ყოჩაღ, თეკლა <3
ni ni
auu vinmem ro amaze filmi gadaigoos ^_^ ra magari iqneba
nino jorbenadze
<3
keta beridze
აუძალიან მომეწონაა <3
mananiko1112
აი, რა გითხრა, ძალიან მაგარია... დასასრული ძალიან ლამაზი და ორიგინალური იყო... მინდა, რომ ყველა შენი მოთხრობა ასე დამთავრდეს და 77/50-ვით გული არ მომიკლა....ვგიჟდები მე შენზე, თეკლაა
mananiko1112
მერამდენჯერ ვკითხულობ, აღარ ვიცი, ამერია სათვალავი....ძალიან, ძალიან, ძააალიან მომწონს....