წერ შენც? გინდა რომ ჩვენ საიტზე განათავსო შენი ნაწარმოები?

მაშინ შემოგვიერთდი

siyvarulis bolo werili
ნათი, ნათი როგორ ხარ?
- კარგად მარი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის?
- აბა რა, იცი როგორ მიხარია?!
- მეც ძალიან მიხარია ნათი, იცი გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი?
- მე ის ვიყიდე იმ დღეს რომ მომეწონა.
- ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში...

- სერგი ჰა, როგორ ხარ?!
- რავი ბიჭო ცოტა არ იყოს ვღელავ . .….
- რა იყო, რა არის სანერვიულო?!
- რა ვიცი მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . .….
- მერე რა ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . .…. მაგარი კლასელები მყავს, ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . .….
- გიო ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ ...

ეზოში მომლოდინე სახეები, პატარა ბავშვები, ფართო თვალებით შიშით და ინტერესით ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. მე-8 კლასელები კი უკვე თამამად მიაბიჯებდნენ ნაცნობი საკლასო ოთახისაკენ . .…. პირველები სერგი და გიო ავიდნენ, მერე მათ ნათია და მარი მიჰყვათ. …
- ვა გიუნა?! როგორ ხარ სიხარულო?!
- მარი?! შენ როგორ ხარ?! როგორ მომენატრე იცი?!
- მეც გიო, მეც . . .
- ნათი როგორ ხარ გოგო? რა იყო როგორ შეცვლილხარ?!
- შენ გაზრდილი ხარ გიო, ხო იცი?!
- უი მართლა, სერგი ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები, კლასელები, დაქალები და დები არიან, სხვანაირად როგორ აგიხსნა?! გოგოებო ეს კი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი სერგია, გაიცანით . .….
- სასიამოვნოა – სერგი . . .
- მარი . . .
- ნათია – ჩვენთვისაც
- ჰო, ეს კაცი დღეიდან ჩვენთან იქნება, ჩვენი კლასელი გახდა.…
- ძალიან კარგი . . . გიო, ლაშა ხომ არ გინახავს?
- გოგო შენ კიდევ მაგ ბიჭზე ფიქრობ, არა გრცხვენია?! ნათი უთხარი ამ შენს დაქალს რამე, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ლაშას, რა იყო ვერ დაივიწყე?!
- ოოო, შენ ხომ, რას ამბობ ჯერ შენ თავს უყურებ და მერე იმ ერთს, სახელს და გვარს არ ვიტყვი . .….
- ჰო კაი, კაი, არა არ მინახავს დღეს. სად არიან ჩვენი კლასელები, რა არის დღეს მოსვლას არ აპირებენ?
- აი გოგა, ნია, ნანკა და იკა მოდიან ...


კლასი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცნობი სახეებით, კლასელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კოცნიდნენ და უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს. მხოლოდ სერგი იყო ჩუმად. გიომ ის ყველას გააცნო და ყველამ თბილად მიიღო, მაგრამ მან პირველ დღეს დუმილი არჩია. დაირეკა პირველი ზარიც… ყველა კლასში იყო, შემოვიდა მასწავლებელიც, მან ძველებურად თბილი სიტყვებით მოიკითხა ბავშვები და ცხრილი ჩააწერინა. …
დაიწყო მერვე სასწავლო წელი . . . ბავშვები ძველებურად დადიოდნენ სკოლაში, ძველებურად ცელქობდნენ, დასვენებაზე თუ გაკვეთილზე. სერგიც შეუერთდა კლასს, მოერგო მათ და სულაც აღარ გრძნობდა თავს გადმოსულად.
მიდიოდა დღეები. დამთავრდა პირველი სემესტრი. დადგა ახალი წელი. ნათიამ და მარიმ გადაწყვიტეს არც ეხლა ეღალატათ ჩვეულებისათვის და ყველა კლასელს სათითაოდ მიულოცეს ახალი წელი და ბოლოს დადგა სერგის ჯერიც . . .
- ნათი მე ვერ დავრეკავ, მერიდება, მოდი რა შენ დარეკე.
- არა რა, არც მე შემიძლია . . .
- მოდი კარგი რაღაც გითხრა. მოდი შენ დარეკე - ვითომ სხვა ხარ და უთხარი მარი და ნათია გილოცავენ ახალ წელს, თვითონ ვერ მოახერხეს დარეკვა-თქო.
- ხო კარგი, რა ხარ მარი რა?! დამითანხმე მაინც, მითხარი ნომერი . . .…
- გილოცავთ ახალ წელს, უკაცრავად სერგის თხოვეთ თუ შეიძლება. …
- თქვენც გილოცავთ, ახლავე შვილო
- ალო . . .
- გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.
- გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?
- მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათია და მარიმ მთხოვეს შენთვის დამერეკა თვითონ ვერ რეკავენ და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის, ორივესაგან.
- უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრა მიყვარს, კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე საუკეთესო უსურვე.
- კარგი, ნახვამდის . . .
- ნახვამდის . . .
ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.
- ესეიგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!
- ჰო.
- კარგია.
- გოგო ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!
- ჰო რავი, ვნახოთ, სერგი იქნება ხომ?!
- ჰო აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა ...
- ჰო არ დამვიწყებია ...


- გიო როგორ ხარ ძმა?
- კარგად სერგი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს ოცდა თერთმეტში, 12-საათზე იცი ვინ დამირეკა?
- ვინ?
- ვინ დამირეკა ეგ, არ ვიცი მაგრამ, ნათია და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და ახალი წელი მომილოცეს.
- ჰო ეგენი სულ მასე არიან . . .
- ეგ ჰო, მაგრამ მგონი რაღაც ისეთი გადავეცი რაც არ უნდა გადამეცა.
- რა იყო რა უთხარი ასეთი?
- ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრა მიყვარს მეთქი . . .
- მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.
- შენ შენ ხარ . . .
- რა იყო სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .
- არა არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?
- კი, რა იყო რო, ნათია ვიცი რომ უეჭველი მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი. …
- რატომ?
- სერგი შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ ხომ იცი ეგ შენ!
- ჰო რა . . .
- რა ჰო რა ბიჭო?!
- არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.
- სერგი მაგი ვიცი რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას გულში ხომ არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!
- მოიცა რა . . .
- რა მოიცა, ფაქტი სახეზეა...

- წავედით . . .
- ნათია მე ვერ მოვდივარ . . .
- რატომ?
- ცუდად ვარ!
- რა გჭირს?
- სიცხე მაქვს!
- რატომ? გაცივდი?
- ჰო ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი ცუდად არის-თქო.
- კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .
- მარი, რატომ მოატყუე დედი? რატომ არ გინდა წასვლა?
- არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.
- შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი...

გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის არ მოსვლა. მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთად-ერთი, მთელი საღამოს განმავლობაში სერგი იყო მოწყენილი.
მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა. ადგილი ვერ მონახა სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.
- ბატონო – ყურმილი მარიმ აიღო.
- მარი როგორ ხარ?
- ნელ-ნელა, რომელი ხარ?
- რაზე ფიქრობდი სანამ დაგირეკავდი?
- არაფერზე, რომელი ხარ?
ტელეფონი გაითიშა . . .
- სერგი სად იყავი?!
- იქით, სახლში გადავრეკე . . .
მოიტყუა სერგიმ ...

დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში, სერგიმ დიდი ადგილი დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო ვერაფერი. მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ ხანდახან ეგონა, რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, რომ მარის ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის გამოეტყუა სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა ...

- მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და სკოლაში არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!
- ეჰ, რას იზამ გიო, ვემზადები ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება დრო, როცა ვთავისუფლდები ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი არა ნათია აღარ მელაპარაკება სულ დამივიწყეო.
- მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ ჯობია?!
- შენ გგონია მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე ან ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია ...
- მარი რა ხდება, რამე არ ვიცი?!
- არა არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!
- რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.
- რატომ, ხომ მოგწონდა?!
- არ მიყვარდა, რო?!
- მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!
- რავი რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად ჩემო მარი! შენსკენ რა ხდება ამ საკითხში.
- ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა ვიტანჯებოდე და მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .
- ე, გოგო შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება მომიყევი.
- არაფერი . . .
- როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .
- რას შემადარე, რა იყო რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .
- ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!
- ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.
- რატომ? რაა ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.
- კი. იცნობ. საკმაოდ კარგად
- საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ მენდობი?
- არა, როგორ არ გენდობი უბრალოდ არ მინდა . . .
- მიდი რა მითხარი და რაც გინდა მთხოვე მერე . . .
- კარგი ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ ვინც არის, მითხარი უყვარს თუ არა ვინმე?!
- კარგი, თუ ვიცი რასაკვირველია გეტყვი, ჰა, მითხარი . . .
- აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .
- მიდი კაცო, მითხარი, რისი გერიდება?
- ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .
- ვა, ჩვენი სერგეი?!
- ჰო! გაფიცებ ყველაფერს არ წამოგცდეს სადმე!
- როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- რავი აბა ვერ გეუბნებოდი. მითხარი ახლა რასაც დამპირდი!
- უყვარს თუ არა ვინმე?! იცი ნამდვილად არ ვიცი და ე.ი. მე თუ არ ვიცი ანუ არ უყვარს! . . .





- სერგი, როგორ ხარ ძმაო?!
- ვა, გიო, სად დამეკარგე?!
- შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან განსხვავებით. კაი, არ მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!
- რავი ბიჭო, ვმეცადინეობ ხომ იცი სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს სასწავლებელი?!
- ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება ძმაო! რას შვები სხვას, ისევ ჩვენს კლასელზე ფიქრობ?
- ვისზე ბიჭო?
- კაი რა ვითომ არ ვიცი, თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად ვიცი მარი რომ მოგწონს!
- ჰო რა, რავი, არ ვიცი ვერ გავრკვეულვარ, ზოგჯერ ისე მომენატრება, რომ რა ვიცი, ზოგჯერ კი არავინ და არაფერი მინდა. ვერ გავრკვეულვარ. არ ვიცი საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში და რისთვის გავჩნდი . . .






ნათია აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა, სიზმრებმაც გადამრია, გუშინ მესიზმრა: ოთახს სანთლის პატარა ნათელი სხივი ანათებდა. თოვდა იმ ღამით უსასრულოდ, მაგრამ ლამაზი იყო თოვლის ფიფქების იაგუნდი. ოთახში მარტო ვიყავი, რაღაცას მოუთმენლად ველოდი. თან უცნაურმა შიშმაც ამიტანა, მეშინოდა არ დამეკარგა სამუდამოდ საყვარელი პიროვნება და სიყვარულიც! არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეღონა მე ხომ მხოლოდ სიყვარულს ველოდი მისგან. მივატოვე ფიქრები, რადგან გაისმა ტელეფონის ხმა, რომელმაც უფრო შემაშინა და მაინც უშიშრად წამოვდექი. უშუქოდ გავიკვლიე ბნელი ოთახი, ფეხიც ვიტკინე და ამოვიოხრე. – გისმენთ – როგორც იქნა მივაღწიე ტელეფონამდე . . . _ ისვენებთ გენაცვალე? სიმყუდროვე ხომ არ დაგირღვიეთ, საოცრად ლამაზი ღამის – ვიცანი სანატრელი ხმა – არ გეძინა? თუმცა რატომ დაიძინებდი?! ვიცი გიყვარს ღამღამობით გეგმების დაწყობა. მაინტერესებს ხვალისათვის რას მიმზადებ, ისევ სილას გამაწნი?! არა უშავს, ავიტან და მეორე ლოყას მოგიშვერ! ისევ მეტყვი რომ გეზიზღები და ვერ მიტან! არა, არ გამოგივა, რადგან მოვითმენ, შენ ხომ არ გიყვარს, როცა რამეს ვითმენ?! ყურადღებით იყავი დამაჯერებლად გამოგივიდეს ყველაფერი. ვარდებს კიდევ გადაყრი?! არა უშავს, მე ისვ მოგართმევ . . . არა, არა - ვიყვირე და გამომეღვიძა, მივხვდი ნათი, რომ სიზმარი ყოფილა, მაგრამ ასეთი სიზმრები?! რა მომდის რატომ მაინცდამაინც მე?!
- მარი დამშვიდდი თავს ნუ იტანჯავ . . .





მარი ოთხზე მზად იყავი მანქანით გამოგივლი . . . დადგა დღე ბოლო ზარის და ლამაზი დღესასწაულის . . . სკოლის ბანკეტი. მარის და ნათიას ერთი სული ჰქონდათ როდის ჩაიცვამდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ლამაზ და უცხო კაბებს და დრომაც არ დააყოვნა და დადგა ბანკეტის დღეც . . . გიომ დილაუთენია დაურეკა გოგოებს და გააფრთხილა დიდხანს არ მალოდინოთო. . .
- დედა წავედი გიო უკვე მოვიდა, ნათიას გავუვლით და პირდაპირ რესტორანში წავალთ . .
მარიმ ფეხით ჩაიარა 7-სართული, თმები დილით სალონში დაივარცხნა, ბრწყინავდა, ძალიან უხდებობა მკრთალი მაკიაჟი, თეთრ ფერიას გავდა, თეთრ-წითელი ფერის კაბაში. სადარბაზოდან როცა გავიდა ჩანთაში რაღაცას ეძებდა, გიო შემოეგება შარვალ-კოსტუმში.
- ვაიმე გიო რა სიმპატიური ხარ?! რა ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი . . .
- გოგო ასეთი არასოდეს მინახიხარ, ფერია ხარ! ყველას მოხიბლავ დღეს. განსაკუთრებით კი ერთს . . . გიოს ჩაეღიმა და ხელი გაუწოდა . . .
- ნუ ხარ საზიზღარი ბავშვი . . .
მანქანასთან როცა მივიდნენ მარიმ შეამჩნია, რომ მანქანაში ვიღაც იყო და კარს აღებდა. იცნო სატრფო . . .
- სერგი?!
ჩასჩურჩულა გიოს
- ჰო სერგი!
სერგიც გადმოვიდა, მარის დანახვისასა თითქოს ჩაფიქრდა, შეტორტმანდა და ძლივს გადმოდგა ნაბიჯი.
- რა იყო ბიჭო? რა გჭირს? ხომ ლამაზი დაქალი მყავს? დღესვე გავათხოვებდი ჩემი ნება რომ იყოს . . .
- გეყოფა . . . მარი საოცრება ხარ! . . ძალიან ლამაზი ხარ სიხარული! თვალს ვერ გაშორებ!
- კაი, კაი ახლა სიყვარულის ახსნა არ გვინდა აქ. დღეს ამ გოგოს შენ გაბარებ და იცოდე არაფერი აწყენინო. თუმცა მეც შორიდან გადევნებთ თვალს . . .
მარის, ასეთი თბილი სიტყვების მერე ხმა არ ამოუღია. ისინი ჩასხდნენ მანქანაში, ნათიას გაუარეს და რესტორნისაკენ გაეშურნენ.
გახდა ექვსი საათი, საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა უცნაურად მორთულ-მოკაზმული ხალხით. სუფრის თამადად გიო დანიშნეს. გიომ კიდევ ერთხელ შეახსენა სერგის – მარი რომ გყავს ჩაბარებული არ დაგავიწყდესო და სათამადო ადგილისკენ გაეშურა. მარი, ნათია და სერგი ერთად დასხდნენ. ნათიამ, მარი არ მოასვენა, ყურში ჩურჩულით:
- რა სიმპატიური სასიძოა?! მოდი დღესვე გაიპარეთ . . . და ასეთი სისულელეებით უბურღავდა ტვინს.
17-18 წლის ახალგაზრდები ღვინომ მალე მოიყვანა ცეკვა-სიმღერის ხასიათზე. თამადა ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და მერე საცეკვაოდ უხმობდა ყველას. სერგიც არანაკლებს სვამდა. ღვინო იცლებოდა სერგის გული კი სიყვარულით ივსებოდა და უფრო თბილ-თბილ სიტყვებს იმეტებდა მარისთვის . . . გიო მოვიდა, ბორძიკობდა, მარისთან ცეკვა მინდაო ერთი თქვა და მარის ხელი გაუწოდა, მარი წამოდგა. გიომ ცეკვის დროს მარის უთხრა:
- რაო რეებს გებჟუტურება ჩემი მთვარალი ძმაკაცი, მიყვარხარო თუ არაო?!
- გიო ნუ მაგიჟებ ძალიან გთხოვ, მე ჩემი დამმართნია და ეგეც მეყოფა.
ამ დროს ნათიამ და სერგიმ დაიწყეს ცეკვა, გიომ სერგის თვალი ჩაუკრა და წყვილები ტრიალით შეცვალეს.
მარი სერგის მკლავებში აღმოჩნდა, თავი უხერხულად იგრძნო. ბიჭი გულში იკრავდა გოგოს, თითქოს მისი სუნთქვის გაგონება სურდა.

ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. ბოლოს თამადამ დაარღვია მათი სიმყუდროვე, სიჩუმე ითხოვა და სიყვარულის სადღეგრძელო შესთავაზა იქ მყოფ საზოგადოებას.
გიომ ყველა სიყვარულით აღსავსე ადამიანი დალოცა და ადღეგრძელა სიყვარულის შემქმნელი. მარის თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა, ალავერდი კი სერგისთან გადავიდა. სერგი დაიბნა ასე უეცრად არ ელოდა ძმაკაცის გადაწყვეტილებას. წამოდგა ფეხზე და დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ . . .
- მე მინდა დავლიო ეს სადღეგრძელო და მხარი ავუბა ჩემს ძმას და მეგობარს! გაუმარჯოს ყველა შეყვარებულ ადამიანს! არავის ვუსურვებ ცალმხრივად ყვარებოდეს ვინმე და ვიტყოდი ერთს: - ერთხელ ვიღაცამ თქვა:
თუ გინდა ის შენი გახდეს გაუშვი! თუ დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან იქნება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე მასზეოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა.

სერგიმ ბოლომდე დალია და უცებ დაჯდა.
- სერგი რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია, შენ დაწერე?
- ხო ალბათ. მე შენ მომწონხარ . . .
სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაწითლდა, თავი დახარა . . . სერგიმ ნიკაპზე ხელი შეახო და თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა, მარის ზღვის ფერი თვალები თითქოს სისველეში ცურავდნენ, კურცხალმაც არ დააყოვნა და ბუდიდან გადმოვარდა ვით მარგალიტი . . . სერგი თვალებს ეამბორა და ცრემლი მოწმინდა. გარეთ გავიდნენ . . .
სერგიმ სიგარეტს მოუკიდა, მარი ფანტანთან ჩამოჯდა, წყალს უყურებდა და ხელით ეთამაშებოდა. ის თითქოს რაღაცას მოელოდა ბიჭისაგან, მაგრამ ამაოდ, სერგი სდუმდა, სდუმდა დიდხანს. . .
ბოლოს როგორც იქნა მისი მდუმარება სიგარეტის ბოლო ბოლმა თან გაიყოლა და მან ხმა ამოიღო.
- მარი, ვიცი რომ შენ ვიღაც გიყვარს . . . იქნებ გამანდო ვინ არის ის ბედნიერი . . .
- სერგი გაგიჟდი?! ვინ უნდა მიყვარდეს?
- ნუ მატყუებ?
სერგი მიუახლოვდა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. . .
- თვალებში შემომხედე, მარი, აი ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას ამბობენ! შენ კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!
- მე გტანჯავ, თუ . . . ?!
- თუ?
- არაფერი . . .
- რა კარგი იქნებოდა ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი გიყვარს ვინმე?!
- კი . . .
- ვინ?!
- არ ვიცი! . . .
- როგორ? . . .
- ჩვეულებრივად! არ ვიცი!
- თუ, არ მეუბნები?!
- კი და არაც!
- ეგ როგორ გავიგო?!
- როგორც გინდა!
- მარი, მე მიყვარს ერთი გოგო, ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმის მასთან! რადგან არ ვიცი როგორ მიიღებს!
- როგორც არ უნდა მიიღოს უნდა უთხრა . . .
- შენ ასე გგონია?!
- ჰო!
- შენ რატომ არ მეუბნები ვინ გიყვარს?
- არ შემიძლია!
- რატომ? იმიტომ რომ . . .
- იმიტომ რომ რა?!
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

სერგი წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა ისევ, და ნერვიულად დაიწყო აქეთ_იქეთ სიარული. მარი იჯდა და გაოცებული სახით მიშტერებოდა სერგის . . . ეცინა თუ ეტირა ვეღარ გაეგო. ბედნიერი იყო . . . მან მიიღო ბიჭის სიტყვები, რომელიც წრფელი სიყვარულით იყო სავსე . . . მაგრამ მაინც გოგომ თავი არ დაიჯერა.
- სერგი მთვრალი ხარ!
- ნასვამი ვარ მარი, ნასვამი!
- სულ ერთია!
- ნასვამი ვარ და გავბედე! გითხარი . . . შენ კი სდუმხარ და გაკვირვებული მიყურებ, თითქოს პირველად მხედავდე და ფიქრობ რა უნდა ჩემგან, რას გადამეკიდაო?!
- არა, სერგი, არა! მეც . . .
- რა შენც?!
სერგიმ სიგარეტი გადააგდო, გახარებულმა შეხედა გოგოს, ხელი გაუწოდა, წამოაყენა, გულში ჩაიკრა, ხელში აიყვანა და დატრიალდა, როცა გაჩერდა შეხედა თვალებში და ეამბორა, გოგოს ეუხერხულა მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. სერგიმ კვლავ ჩახედა მარის თვალებში და თქვა:
- არ მატყუებ?! არ მატყუებ, სიმართლეა, ამას შენი თვალები მეუბნებიან! მიყვარხარ პატარავ!

ეამბორნენ ისინი ისევ ერთმანეთს . . . თითქოს დიდი ხნის მწყურვალი კაცი, დაეწაფა წყალს . . . ამ დროს გარეთ გიო გამოდის . . . მარის შერცხვა მეგობრის. გიომ შეათვალიერა უხერხულობაში ჩავარდნილნი, გაეცინა . . .
- გილოცავთ, მიხარია! ბედნიერად!
მიხვდა გიო ყველაფერს და შებრუნდა.
- ნათი ერთი იმათ გახედე, რა დღეში არიან?!
- რა იყო რა მოხდა?!
- მგონი, მგონი კი არა და სერგიმ სიყვარული აუხსნა მარის . . .
ნათია გახარებული ჩაეხუტა გიოს . . .
თენდებოდა, სერგიმ სახლამე მიაცილა მარი და დარეკვას დაპირდა . . .





გავიდა დრო, მოვიდა ცხელი დღეები და ამ სიცხეში სერგის და მარის გამოცდები ეწყებოდათ. ორივე ღელავდა, ნერვიულობდნენ, ერთმანეთს თითქმის ვეღარ ელაპარაკებოდნენ. ეს უფრო აუტანელი იყო . . . მარის გამოცდები უფრო ადრე დაეწყო და ოთხივე წარმატებით ჩააბარა. . .
- მარი როგორ ხარ სიხარულო? ჩემი სტუდენტი გოგო როგორ არის?
- კარგად სიხარულო, შენ როგორ ხარ? მეცადინეობ ისევ?
- ჰო, სხვა რა გზა არის?
- მე დღეს მივდივარ უნივერსიტეტში სია უნდა ვნახო.
- გინდა წამოგყვე?
- როგორც გინდა.
- მაშინ წამოვალ, მინდა, მაგრამ სამეცადინოს რა ვუყო?!
- მაშინ ნუ წამოხვალ ნათია მომყვება.
- კარგი
- შენ როდის გაქვს პირველი გამოცდა?
- ზეგ!
- კარგი, დაგირეკავ!





სერგის სამი გამოცდა ჰქონდა და სამივე წარმატებით ჩააბარა, ბედნიერი იყო, რომ ეს მძიმე ტვირთი ჩამოიშორა.

მარი და სერგი ერთი თვე დაუფარავად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ამბავი ყველამ იცოდა. ყველას ახარებდა ასეთი ბედნიერი წყვილის ყურება.
დადგა აგვისტო, სერგი დასასვენებლად მოსკოვში მიყვებოდა უფროს ძმას, მარი კი თბილისში რჩებოდა და ალბათ სადმე, რომელიმე კუთხეში დაისვენებდა, ისე მას მთაზე ჰქონდა, დასვენება გადაწყვეტილი. უნდოდა ენახა ძველებური კოშკები და მთის სილამაზე.
სერგიმ წასვლის წინა დღეს მარის შეუარა და გამოემშვიდობა.
- პატარავ ძალიან მომენატრები! ყოველდღე დაგირეკავ და სულ შენზე ვიფიქრებ ჩემო სიცოცხლე . . .
- მეც უზომოდ მომენატრები. იცი სვანეთში ან ხევსურეთში გადავწყვიტე წასვლა ჩემს ძმასთან ერთად. მობილური თან მექნება, შენს პირველ ზარს მოუთმენლად დაველოდები . . .
- დაგირეკავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, დაგირეკავ. .
- კარგად . . .
- ნახვამდის მარი . . .





მარი ხევსურეთში ისვენებდა. ეძინა, როცა მობილური აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო, გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი, რატომ მაღვიძებენო!

- მარი როგორა ხარ? არ მოგენეტრე?
- სერგი? შენ როგორ ხარ? სად ხარ? რამდენი ხანია ველი შენს ზარს? მომენატრე! შენ?
- მეც მომენატრე მარი ძალიან! აქამდე დარეკვას ვერ ვახერხებდი! რაღაც პრობლემები მქონდა. ახლა თბილისში ვარ. შენ ისევ მთაში ხარ?
- კი, ხევსურეთში.
- მალე ჩამოხვალ?
- არ ვიცი სერგი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.
- ხო, კარგი, ახლა წავედი და მერე დაგირეკავ . . .





გადიოდა დღეები სერგი არ ჩანდა. მარი ნერვიულობდა.
სახლში როცა ურეკავდა – აქ ესეთი არავინ ცხოვრობსო პასუხობდნენ. მთელი ზაფხული ჩაუმწარდა მარის. თბილისში დაბრუნებულმაც ვერაფერი გაიგო, ხანდახან სერგი თვითონ თუ გამოჩნდებოდა და ისიც ცოტახნით. მერე უეცრად ისევ იკარგებოდა. მარის ცხოვრება ძლიერ შეიცვალა ორი თვის განმავლობაში . . . სასწავლებელშიც აღარ დადიოდა და დაქალებსაც ემალებოდა. ნათია სულ საყვედურობდა, ასე არ შეიძლებაო . . .






- ნათია გამარჯობა სერგი ვარ, როგორ ხარ?
- სერგი? შენ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ და სად დაიკარგე?!
- რა ვიცი ნათი, რა ვიცი ყველა მაგას მსაყვედურობს, არადა პრობლემები არ მელევა . . . ნათი შენ ხომ არ იცი მარი სადღა დაიკარგა?
- არ ვიცი ერთი თვეა არ მინახავს. რომ ვურეკავ სახლში არავინ არის! დედის და თავისი მობილურიც გამორთულია. ერთხელ სახლში ავაკითხე არავინ დამხვდა. მეზობლებმაც არაფერი იციან.





სერგიმ ყველა პრობლემა მოაგვარა და შინ წყნარად იჯდა, როცა კარზე კაკუნის ხმა გაიგო.
კარი ფრთხილად გააღო და დიდიხნის უნახავი სიყვარული დაინახა.
- მარი! . . . გულში ჩაიკრა.
მარი კი ყინულივით ცივი და უგრძნობი იყო . . .
- მარი მოხდა რამე? სად იყავი? რატომ არ ჩანდი? იცი როგორ ვინერვიულე? და ყველამ ვინერვიულეთ! . . .
- შენ, შენ სად იყავი?
- მეე? მე მოსკოვში პრობლემები შემექმნა, ქურდობა დამაბრალეს და მიჭერდნენ, არ მინდოდა შენთვის მეთქვა, მენერვიულებინე, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა . . .
- ჰო, ვხედავ, სახლში ხარ. მარტო ხარ?
- არა! რა ხდება? შენ სად იყავი?
- წამომყევი.
მარიმ სერგი სკოლაში მიიყვანა, სადაც მთელი ოთხი წელი ერთად იყვნენ. ის სულ სდუმდა, სერგი გაკვირვებული დაყვებოდა. მერე კი იმ რესტორნისაკენ გაეშურნენ, სადაც მათ ერთი წლის წინ ბანკეტი ჰქონდათ . . . ბოლოს კი თავიანთ სამომავლოდ ნაყიდ სახლში ავიდნენ . . . მარი უცნაუად იქცეოდა. სერგიმ ეს შეამჩნია! ის ძალზე უცნაური იყო . . . მივიდა სერგისთან, ეფერებოდა, კოცნიდა . . . მათ სიყვარულში ჩაეძინათ . . .

ალიონზე მარიმ სერგი გააღვიძა და წასვლა სთხოვა. სთხოვა, რომ სამუდამოდ დაშორებულიყვნენ! სერგი გაგიჟდა, იყვირა, იჩხუბა . . .
- არ შემიძლია შენი დავიწყება, ვერ მომექცევი ასე . . . ვიცი, რომ სხვა არ გყავს, ამას გუშინ მივხვდი, მაშ რად მტოვებ. გუშინდელი ღამე რაღა იყო?! მეგონა ჩემი იქნებოდი სამუდამოდ აწი და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებდა . . . არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, მიყვარხარ, არ გესმის?!
მარი, სერგის პერანგის ამარა იდგა და გაგიჟებულ სერგის უხმოდ უყურებდა, ცრემლები წამოუვიდა, სერგიც ტიროდა! მან ბოლოჯერ სთხოვა სერგის დაეტოვებინა სახლი და მისთვის პერანგი ეჩუქებინა!
- მშვიდობით. მეც მიყვარხარ სერგი . . . მაგრამ ეს სიტყვები სერგის არ გაუგონია რადგან ის უკვე ძალიან შორს იყო . . .





გავიდა სამი წელი, მარი იმ დღის მერე არავის უნახავს. სერგი სახლში იყო როცა უცნაური რამ დაინახა, პირველად მიიღო წერილი. წერილს გარედან არაფერი ეწერა. არც მისამართი, არც ვისთვისაა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ შიგნით დიდი ასოებით "სერგის” ეწერა.




ჩემო ძვირფასო სერგი!

აი უკვე, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა . . . ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. ნუ იფიქრებ ამ დაშორებაზე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა. ვიცი თანახმა იყავი ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორებულიყავით . . . ნუ გეგონება რომ შენ წინააღმდეგ წავედი ან ჩემს წინააღმდეგ, ან სხვა დანარჩენების! არა! დამერწმუნე. რა თქმა უნდა გამიჭირდა შენს თვალებზე ცრემლის დანახვა, დანახვა იმის თუ როგორ ეალერსებოდნენ ისინი ჩემს ნაფერებ ტუჩებს თამამად. მაგრამ დღეს მე უკვე ოდნავ მიმსუბქებდა, რადგან ვეღარ გხედავ და ვეღარ ვხედავ ცრემლიან თვალებს . . .
მწუხარება, რომელმაც ორივე მოგვიცვა აუტანელი ხდება და მით უფრო მეუფლება კოშმარული შეგრძნება. ჩვენ ამას დიდხანს ვერ მივხვდებით, ეს რატომ ჩავიდინეთ, ამას თვეები, წლები დასჭირდება, მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩვენში იარებს. იმედია ოდესმე გამოვალთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.
მხოლოდ მაშინ მოგწერ მე ისევ. მე დრო და დრო მოგწერ უმისამართო წერილებს, რადგან ეს ურთიერთობა ცალმხრივი უნდა იყოს და ვერასოდეს უნდა გაიგო ჩემი მისამართი, მხოლოდ წერილები იქნება შენთან ჩემს გასახსენებლად.
გკოცნი უკანასკნელად, ფაქიზად, იმის იმედით, რომ ეს კოცნა მოვა შენამდის, როგორც შორი გზიდან მომავალი გზირი, დაღლილი და დაქანცული . . .

შენი მარი . . .

აპრილის თვე . . .


სერგის წერილი ხელიდან გაუარდა, გაბრაზდა, ძლიერ გაბრაზდა, იფიქრა რომ მარის სხვა შეუყვარდა და სერგი მიაგდო, მაგრამ ის ღამე უღრღნიდა ეჭვებს, ის დაუვიწყარი ღამე, იმ ღამით ხომ მარი მთლიანად მისი გახდა . . .
ერთხელ სერგიმ ნასვამ მდგომარეობაში ერთ ქალს ცოლობა სთხოვა, მას 5 წლის შვილი ჰყავდა. სერგის ეგონა რომ ეს ქალი დაავიწყებდა განვლილ ნეტარებას და ჭეშმარიტ სიყვარულს, მაგრამ ამაოდ, სერგი იმ გოგოს ვერ ივიწყებდა, რომელიც ჭეშმარიტი გრძნობით უყვარდა და მუდამ ახსოვდა. არაერთხელ, ნასვამი, ცოლს მარის სახელით მიფერებია, ამაზე ცოლს გაუთავებელი ჩხუბი და კამათი ჰქონდა . . . ხშირად სერგი თვეობით არ მიდიოდა სახლში.
ერთხელ მარტო იყო, როცა უცნაურობა ისევ ესტუმრა სერგის და მიიღო მეორე წერილი . . .


ჩემო ძვირფასო სერგი!

ვიღებ კალამს და გწერ, როგორც დაგპირდი. დღეს ოთხი წელია, რაც ჩვენ უკვე "ჩვენ” აღარ გვქვია. მე ძალიან კარგად ვიცი, საყვარელო, რომ არ დაგვიწყებივარ. მე და შენ ისევ მარტოსულად ვართ, რადგან ჯერ ვერ გამოვსულვართ იმ დიდი სტრესიდან, რომელიც ჩვენ განვიცადეთ . . .
მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუშინ შენი ნაჩუქარი სათამაშო დათუნია ავიღე ხელში, რომელიც მარად შენს თავს მახსენებს . . .
ვიხსენებდი შენს ბავშურ სახეს, როცა პირველად გნახე, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თურმე აღარ შემორჩენია. აბა შენ ცადე გაიხსენე ჩემი პირველი მზერა. ალბათ ვერ გაიხსენებ, აი ხომ ხედავ დრო ყველაფერს შლის, იგი ულმობელია. იცი, გუშინ წინ პირველად გამეღიმა, რაზე? ვისზე? არაფერზე და არც არავისზე. უბრალოდ მზემ მომჭრა თვალი და ღიმილი მომტაცა. ადრე ბევრჯერ ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ არ გამომდიოდა და ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ხელახლა ღიმილს. მაგრამ ხომ ხედავ, დადგა დრო და გუშინ მზის სხივმა გამაღიმა პირველად, ის თვითონ მოვიდა ჩემთან. მე მინდა შენ რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდე. ის სულ ერთია რაზე, კარგზე თუ დაუვიწყარ ტკივილიან წარსულზე ან მომავალზე . . .
გავიდა ხუთი წელი. . .

მარი . . .

აპრილის თვე. . .



სერგი აანერვიულა უცნაურმა მეორე გამოხმაურებამ . . .
ისევ ჩხუბი, ისევ სმა, ისევ სახლიდან გაქცევა . . .
გავიდა დრო, სერგის მეუღლე დაეღუპა . . . ბიჭი კი, რომელიც ქალს მოჰყვა, სერგის ვერ იტანდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო ყველაფრით. სულ ჩხუბობდნენ, არაერთხელ შეხებიან ერთმანეთს ხელითაც.
შვიდი წელი მარის გაუჩინარებიდან . . . და ისევ მესამე წერილი, სერგი წერილებით ცოცხლობდა . . .


აი ისევ შენთან ვარ ძვირფასო სერგი!

არ გეჩვენება, რომ ოცნებას ვგავარ?! ვჩნდები, ვქრები, როცა მინდა, რა იცი იქნებ ახლოს ვარ და ვერ გეხები.
ისე არ შემიძლია ჩემს თავს უბედური ვუწოდო. ყოველ წელიწადს მოდის შემოდგომა, ყოველ დღე ირეკება ეკლესიაში ზარი, მე კი მათთან ერთად ვძლიერდები, ძალა მიბრუნდება.
ერთხელ სადღაც ვიცეკვე. ახლა უფრო ხშირად ვიცინი. ადრე ვცდილობდი გამეღიმა, ახლა კი თვითონ მოდის ღიმილი ბაგესთან . . .
გუშინ კი დღესასწაული შემიყვარდა ხელმეორედ . . .
იცი რატომ გწერ?! იმისათვის რომ ყოველივე ეს მოგიყვე და კიდე იმიტომ რომ ახალი ენერგია ჩაგინერგო და ეს ენერგია გამოგადგეს მინდა. სინაზე . . . ჩვენ გვისაუბრია ოდესღაც ამაზე, მაგრამ არ ვიცოდი თუ რა იყო ეს სინამდვილეში. მოდი ერთად ვილოცოთ, რათა ვირწმუნოთ სინაზის და გავფანტოთ ჩვენი შავი ფიქრები.

მარი . . .

გავიდა შვიდი წელი. . . .


სერგი სასმელს ძალიან შეეჩვია, გიო ყოველთვის ეჩხუბებოდა ამაზე, მაგრამ სერგის გამოსწორება უკვე ძალზე გვიანი იყო.
ერთხელ ქუჩაში მიდიოდა, როცა მისი გერი დაინახა. იგი გოგოს ეჩხუბებოდა, გოგო ასე თოთხმეტი წლის იქნებოდა, სერგიმ მისვლა გადაწყვიტა, მაგრამ ვეღარ გაბედა, რაც გოგოს სახე იხილა. მწარედ იყვირა – მარი! . . . და ჩაიკეცა . . . გონება დაკარგა, როცა გონს მოვიდა ისინი არსად ჩანდნენ, მან იფიქრა, რომ მარის სიყვარულმა ჭკუიდან შეშალა და უკვე ხილვებიც დაეწყო . . .
სახლში მივიდა დაძინება სცადა, მაგრამ კარზე კაკუნმა შეუშალა ხელი . . . ისევ წერილი . . .



წლები მიქრის. . . თერთმეტი წელი! მე შორს ვიყავი, ახლახანს დავბრუნდი, ისევ მივემგზავრები. შენ ალბათ უკვე ძლიერ შეიცვალე და სოლიდური გახდი. ჩემო პატარა, ჩემო დიდო სერგი, რა თქმა უნდა ალბათ გაქვს სახლი, ოჯახი, რომლისთვისაც შენ ძლიერ ძვირფასი ხარ!
თვითონ როგორი ხარ ახლა ნეტავ? ვფიქრობ, მხრები მაღალი და განიერი გექნება, მაგრამ თვალები . . . შენი თვალები ისეთივე იქნება, როგორიც უწინ . . .
მე? მე არ მოვყვები თუ როგორ გამოვიყურები, რადგან დავბერდი! ქალები კაცებზე ადრე ბერდებიან. ახლა ერთად რომ ვყოფილიყავით ხალხი დედა-შვილად ჩაგვთვლიდა . . .
ახლა ალბათ ხვდები, ჩვენი დაშორება რაოდენ საჭირო იყო . . . რადგან სიმშვიდე გვეპოვა . . .
მე მიხარია, შენ რომ ჩემს ნაწერს კითხულობ ეხები და გრძნობ . . .

მარი. . .






უკვე თექვსმეტი წელია რაც ჩვვენ დავშორდით . . .

ოთხი თვის შემდეგ . . .

ჩემო სიცოცხლე, აი უკვე თექვსმეტი წელია რაც მე გარდავიცვალე. თუ შენ ცოცხალი ხარ და ძალგიძს ამ წერილის კითხვა, გეტყვი რომ მთელი ეს წლები მინდოდა ჩემზე გეფიქრა, არ მინდოდა მაშინვე გაგეგო რომ მე სიმსივნე აღმომაჩნდა და ჩვენი დაშორებიდან თვეები მრჩებოდა . . . ასე იმიტომ მოვიქეცი რომ ძალიან უძლური ვიყავი, ვერ მოვედი და ვერ გაგიმხილე, რომ ყველაზე დიდი 7-6 თვე მრჩებოდა . . .
ჩვენ მხოლოდ ოთხი თვის წინ დავშორდით. შენ ალბათ ყურადღება არ მიგიგცევია წერილის თარიღზე. დახედე! დახედე ყურადღებით. ხო, ოთხი თვის წინ, მხოლოდ ოთხი თვის წინ იყო თავდახრილი რომ გახვედი ჩემი ოთახიდან, ხმაგატეხილი და ცრემლიანი. ეს მხოლოდ თვეების წინ იყო. გვიახლოვდებოდა განთიადი, რომელმაც ამოაგორა, მრგვალი ცხელი მზე. ჩვენ ვისხედით ნახევრად ღია ფანჯარასთან, საიდანაც მხოლოდ ალიონი და ის საშინლად მწველი მზე მოჩანდა, და შენი ცრემლები ეცემოდა ჩემს სხეულს, ხშირად . . . შენ რაღაცას ყვიროდი, არაფერი მესმოდა და ვდუმდი, ვდუმდი უძლურობით . . . დღეს კი ვზივარ ჩვენს მაგიდასთან, ირგვლივ ის ნივთებია, რაც ჩვენ მივაბნიეთ ვარსკვალვებივით, ის საჩუქრები, რაც ჩვენ იმ ოთხი წლის მანძილზე გვიჩუქნია ერთმანეთისთვის . . . ახლა კი ამ ბოლო წერილსაც ვამთავრებ და ვგრძნობ რომ მასთან ერთად ვასრულებ ყოველივეს . . .
ამ წერილის მერე, შენი ცხოვერებიდან მე სამუდამოდ გავქრები.
ძვირფასო სერგი, ძლიერ მიჭირს . . . მიჭირს თქმა . . . მიჭირს იმიტომ რომ, არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა?! გითხრა თუ არა?! მაგრამ მგონია, რომ ეს შენ უნდა იცოდე! უნდა იცოდე რომ . . . იმ ღამით . . . იმ ღამით მე ფეხმძიმედ დავრჩი . . . მეოთხე თვეში ვარ . . . ვიცი გოგო გვეყოლება . . . მე მის დაბადებას ვერ მოვესწრები რადგან ექიმებმა მითხრეს ბავშვი ნაადრევად დაიბადებაო, დაიბადება, როცა ჩემი იმ ქვეყნად წასვლის წამები მოვა . . . გვეყოლება ულამაზესი გოგო მსოფლიოში . . .
სერგი! შენი წასვილის მერე მეორე დღეს აქ, ერთი ქალი შემხვდა, უსახლკარო, რომელიც შევიფარე და ყველაფერი გავანდე, მხოლოდ იმ ერთ ადამიანს . . . გეფიცები, რომ ეს ქალი ჩვენს შვილს არაფერს მოაკლებს . . .
ახლა როცა ამ წერილს კითხულობ, ჩვენი მარი თექსმეტის იქნება . . . თუ შეძლებ და თუ ცოცხალი ხარ და თუ გინდა ჩვენი სიყვარულის უკანასკნელი ნაყოფი იხილო, მოძებნე . . . მოძებნაში ისევ ეს ქალი დაგეხმარება . . .
არ ღირს თქმა იმისა, თუ როგორ ვაკეთებ მე ამ ყოველივეს. ასეთი რაღაც მრავალს გაუკეთებია და მეც ერთ-ერთი მათგანი რომელმაც იმ ერთს, იმ პირველს მივბაძე . . .
ჩემთვის მთვარია - რომ ჩემი სიცოცხლიდან წასვლა, შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრობა არ მოგაყენებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც შეიძლებოდა თექვსმეტი წლის წინ განგეცადა . . . მე ვიცოცხლე, შენში წერილებით, იმიტომ რომ შენ გაგეძლო განშორებისთვის . . . არ მინდა სიკვდილმა ხელი მომკიდოს და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წამშალოს . . . ჩემი სიკვდილის შესახებ მაშინვე რომ გაგეგო, შეიძლებოდა ვერ გადაგეტანა! იქნებ ახლაც ვცდები . . .
ახლა დაუსრულებელ, ბოლო წერილს რომ დავასრულებ ჩემი ვაებით, წამის მერე – გკოცნი . . .
ახლა კი . . . მე ვგრძნობ ვასრულებ ცხოვრებას, რადგან არ შემიძლია გამოგიტყდე - მე არ მინდა მწუხარება, ეს სულელური შეგრძნებაა.
აი ესეთი შეიძლება იყოს ოცნება . . . და ოცნების მარადიული სიყვარული, როცა ის ასეთი მაღალია, ნაზია და როცა მას არა აქვს მხარე საბედისწერო . . .

გაუფრთხილდი მარის . . .







სერგი გაგიჟდა, ტიროდა, ბღაოდა, თავში ხელს იცემდა . . . ყვიროდა . . .
- როგორ? როგორ არ მითხარი?! როგორ შემეპარა შენში ეჭვი, როგორ მეგონა, რომ გადამიყვარე?! შენ თურმე ჩემზე ფიქრობდი . . . რატომ მარი, რატომ?! მე ხომ მიყვარდი და მიყვარხარ?! Mმარი რატომ წამართვი შენთან ყოფნის ის მცირე თვეები, მე ხომ ტკივილს მაინც შეგიმსუბუქებდი სიხარულო?! . . . რატომ? რატომ გაიმეტე თავი ასე მწარედ?! რატომ შემიცოდე?! რატომ მომექეცი ასე, რატომ?! . . . შვილი?! შვილი მყავს . . . უნდა მოვძებნო, უნდა დავიბრუნო . . . უნდა ვიპოვნო უკანასკნელი ჩემი იმედი . . . მარი . . .
სერგი სახლიდან გავარდა ყვირილით, კონვერტზე პირველად მითითებული მისამართი ნახა და იქითკენ გაეშურა საითაც შვილი ეგულებიდა . . .
კარზე დიდხანს აკაკუნა . . . დიდი ლოდინის მერე მოხუცებულმა ძლივს გააღო . . .
- ვინ გნებავთ?
- მე მარის ვეძებ, ჩემს შვილს . . .
ტიროდა სერგი, ტირილი მით უფრო გამძაფრდა, როცა კარი ფართოდ გაიღო და შინ ნაცნობი ნივთები დაინახა . . .
- თქვენ სერგი ბრძანდებით?
- კი დეიდა, სერგი ვარ, სერგი . . .
- შემოდი შვილო, შემოდი . . .
სერგიმ კარი მიიხურა და თითოეილ ნივთზე რაც კი ოთახში იყო მოგონებები ამოტივტივდა, ტიროდა უმოწყალოდ, გაუჩერებლივ . . .
- კარგი შვილო, გეყოფა . . . ვიცოდი დღეს ან ხვალ, რომ აუცილებლად მოხვიდოდი . . . ვიცოდი . . . დაჯექი სადმე . . . წყალი არ გინდა შვილო?
- არა, არაფერი მინდა ქალბატონო . . .
- მაშინ დამშვიდდი და მომისმინე . . .
- ხო გისმენთ . . .
- დავიწყებ სულ თავიდან . . . როცა მარიმ მე მნახა, შევეცოდე, გარეთ ვიყავი, მციოდა, მწყუროდა . . . მან კი შინ ამომიყვანა და ყველაფერი მომცა . . . მთელი დღეები იჯდა, აი იმ მაგიდასთან და წერდა . . . წერდა გაუჩერებლივ. არაფერს ჭამდა, არც იძინებდა თითქმის . . . ტიროდა, წერდა და პერანგს ეფერებოდა, ჩანდა რომ მამაკაცის პერანგი იყო . . . თავიდან ერთი-ორი დღე ვერაფერი შევბედე . . . ბოლოს შემეცოდა, ასე როდემდე გაგრძელდება-მეთქი, ვიფიქრე და გადავწყვიტე მეკითხა, თუ რა აწუხებდა . . . მან შემომხედა ზღვისფერი თვალებით და მითხრა: - მოგიყვებით ყველაფერს დეიდა . . . მხოლოდ შენ დამრჩი, შენ რომ არ მეპოვე, ალბათ დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. დედ-მამა და ძმა ავარიით დამეღუპნენ . . . მათი გამოგლოვება რომ ვერ მოვასწარი ისე ექიმმა მითხრა, რომ ერთი წლის სიცოცხლეღა დაგრჩაო, სიმსივნე გაქვსო . . . ორი თვე საავადმყოფოში ვიყავი, უგონოდ . . . მერე საყვარელი ადამიანი გამახსენდა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და რომელიც სულ დამვიწყებოდა . . . მივედი მასთან სახლში, წამოვიყვანე ჩემთან და ბოლო ღამე მასთან გავატარე, მერე ჩემგან სამუდამოდ წასვლა ვთხოვე, მეორე დღეს კი თქვენ გიპოვეთ, ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, ჩემი ბოლო იმედი ხართო . . . და ისევ განაგრძო ტირილი. ბევრჯერ ვუთხარი სერგისთვის უნდა გეთქვა ყველაფერი-მეთქი, მეგრამ ამაოდ, სულ ერთს გაიძახდა – ახალგაზრდაა, ეს ამბავი რომ გაიგოს, ინერვიულებს, მე არ მომშორდება და ცხოვრებასაც გაიუბედურებს, როცა მოვკვდები კი, შეიძლება ვერ გადაიტანოს და თავი დაიღუპოსო . . . ერთ-ორ თვეში სულ ცუდად ხდებოდა, გული მისდიოდა თითქმის მთელი დღე, ექიმთან წასვლა ვურჩიე, მე ყოფილი ექიმი ვარ და ეჭვი გამიჩნდა, ფეხმძიმედ ხომ არ არის-მეთქი. ჯერ არსად აპირებდა წასვლას, მაინც უნდა მოვკვდე და რაღად მინდა ექიმიო – ამბობდა. დიდი ყოყმანის და თხოვნა - მუდარის მერე გადაწყვიტა წასვლა . . . უკვე მოეთხე თვეში იყო ვეღარ დგებოდა, ექიმმა გოგო არისო უთხრა. მთხოვა, როცა დაიბადება ჩემი სახელი დაარქვიო . . . მეექვსე თვეში იყო, როცა საკეისრო გაუკეთეს და ნარკოზიდან ვერ გამოვიდა, ბავშვი სულ თოთო იყო, სამი თვე საავადმყოპოში ჰყავდათ, რეანიმაციაში . . . ღვთისწყალობით გადარჩა, გამოვიყვანე და ვზრდი . . . დედის თხოვნისამებრ მარი დავარქვი და მაშინვე მოვნათლე . . . ნათლია მე ვარ . . . ალბათ იკითხავთ - თუ ღატაკი იყავი, ამდენი საშუალება საიდანო?! მარის ქონდა ფული, დედ-მამის სახლი გაყიდა, ეს სახლი იყიდა, ის სახლი კი რომელიც თქვენ გქონდათ გააქირავა, იქ ყოფნა უნდოდა მაგრამ სერგი მომაგნებსო და აქით არჩია წამოსვლა, იქ კი იმათ დაუბარა, თუ ვინმემ მიკითხა არავის მისამართი არ მისცეთ, ვითომ ბინა თქვენიაო . . .
- ერთი ორჯერ ვიყავი ასული, ეს ბინა დიდი ხანია გაიყიდაო, მეუბნებოდნენ . . .
- როცა დაგინახე, მაშინვე მივხვდი სერგი იქნებოდი . . . ბავშვი გგავთ იერით . . . მარის თვალები, თმები, გამოხედვა აქვს, მაგრამ თქვენიც არის რაღაც . . . ხანდახან აცრემლებული რომ შემომხედავს, დედამისი მახსენდება . . .
- ახლა სად არის ქალბატონო ჩემი შვილი?
- სერგი, ეს ორი-სამი წელია ერთი ბიჭი გადაეკიდა, ყოველდღე გულს ტკენს, სახლში გვივარდება, მიყვარხარო, მარის კი არ უყვარს და მოშორება უნდა, მაგრამ ძალიან ცუდი წრის ბიჭია და ვერ იშორებს . . . ამიტომ ცოტახნით თავის დაქალთან არის საცხოვრებლად გადასული, იქ ვერ აგნებს ის ბიჭი და მშვიდად არის . . . ცოტახანი ალბათ ვერ ნახავთ, რადგან იმ ოჯახთან ერთად დასასვენებლად არის ზღვაზე წასული და რომ ჩამოვა, ნომერი დამიტოვეთ და დაგირეკავთ . . .
- ის ბიჭი ვინ არის, ხომ არ იცით?
- არ ვიცი, არც სახელი, არც გვარი . . . ერთი უზრდელი, თავქარიანი ბიჭია . . .





სერგი ყოველდღე ელოდა შვილის ზარს, მაგრამ რატომღაც აგვიანებდა . . .
ერთ დღეს სერგის გერი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა ტელეფონზე, სერგის ყველაფერი ესმოდა:
- არ დამიკიდო ყურმილი თორემ განანებ . . . არ მაინტერესებს . . . დღესვე შემხვდები, სადაც მე გეტყვი იქ მოხვალ . . . არ ვიცი მე ნათლიაშენი . . . არც ეგ მაინტერესებს, ცუდად არის თუ კარგად . . . მოკვდეს ერთი მაგიც, ხელს მიშლის ეგ ბებერი ქალი . . . მერე რა, რომ ნათლიაშენია? . . . დედაც არის და მამაც?! სასაცილოა! . . . ნორმალურად ვლაპარაკობ . . . ერთ საათში შემხვდები . . . სადაც ვხვდებით ხოლმე . . . შენ ვინ გეკითხება, გინდა თუ არა?! . . . ნუ მალოდინებ . . . იცი რომ ლოდინი არ მიყვარს . . . არ მოხვალ? . . . სახლში დაგადგები . . . რატომ ვერ გავბედავ? შენი მომაკვდავი ბებერის შემეშინდება? . . . რაა? . . . მოკლედ ერთ საათში იქ გელოდები . . . გესმის მარი? . . . ხოდა გამოდი დროზე . . .
სერგი ბიჭს უკან გაყვა, აინტერესებდა ასე ვის ელაპარაკა . . . ბაღში ისევ ის სახე დაინახა . . . ისევ ნაცნობი . . ზღვისფერთვალება ლამაზმანი . . . სერგი ჩუმად იდგა და ყურს უგდებდა მათ საუბარს . . . ბოლოს ბიჭმა ხელი გაარტყა გოგოს . . . სერგიმ ვეღარ მოითმინა და მივიდა. გერმა ჩხუბი დაუწყო:
- შენ აქ რაღა გინდა? წაეთრიე რა, ილოთავე! როგორ მოხდა ფხიზელს გხედავ?! ფული ხომ არ შემოგაკლდა?! აჰა ფული და წაეთრიე შე მათხოვარო . . .
- ხელი გაუშვი ამ გოგოს! წაეთრიე საიდანაც მოთრეულხარ, შე ნაბიჭვარო . . .
სერგიმ თავი ვერ შეიკავა და ბიჭს ხელი გაარტყა, ის მწარედ დაეცა ცხელ ასფალტზე . . . წამოდგომაც ვეღარ შეძლო . . .
სერგიმ გოგოს ხელი გადახვია და სახელი კითხა.
- მე ძია, მარი მქვია.
- სად და ვისთან ცხოვრობ?
- მე ნათლიასთან ვცხოვრობ.
- დედ-მამა არ გყავს შვილო?
- დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, მამა არ ვიცი . . .
- წამოდი სახლში მიგიყვან პატარა . . .
სერგის ცრემლები წამოუვიდა, მკლავებში ყავდა შვილი, მარის და თავისი სიყვარული, ერთადერთი სიყვარული. შვილი . . . უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ სახლში მისვლა არჩია უთქმელად.N
- ნათლია ცუდად მყავს, ეს ბიჭი კი თავს არ მანებებს . . . არ მიყვარს და ცუდად მხდის . . .
- რა სჭირს ნათლიაშენს?
- ძალიან დაბერდა და ლოგინიდან ვეღარ დგება . . . იცით რამდენჯერ მინატრია დედ-მამა მყოლოდა?!
- როგორი წარმოგიდგენია შენი მშობლები?
- დედას სურათები ძალაინ ბევრი მაქვს, მამასიც, მაგრამ იმ სურათებში ჩემი ტოლია . . . ძალიან ლამაზი მშობლები მყავდა . . . ვიცი რომ ლამაზები იყვნენ და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ . . . აი ახლა ალბათ მამაჩემი თქვენნაირი იქნებოდა . . .
- მამაზე რა თქვი, სად არის?
- არ ვიცი, ნათლიამ არაფერი იცის მამაზე, დედამ თურმე არ უთხრა მე რომ ვიბადებოდი, რადგან მალე უნდა მომკვდარიყო და მამამ არ იცის მე რომ ვარსებობ, თორემ დარწმუნებული ვარ მიპოვიდა და ვეყვარებოდი . . . თქვენ არ გყავთ შვილები?
- კი, მეც ერთი ქალიშვილი მყავს, სხვათაშორის ისიც შენი ტოლია და შენსავით ლამაზია!
- მე თურმე დედას ვგავარ ძალიან . . . ლამაზი დედა მყავდა . . . მეც მინდა თქვენნაირი მამა მყავდეს . . .
სერგი ამ სიტყვებმა დააღონა, ვეღარ გაუძლო 16 წლის გოგონას გულღია საუბარს, ასეთ თბილ სიტყვებს გარდაცვლილ დედაზე და უცნობ მამაზე . . .
როგორც იქნა სახლამდეც მიაღწიეს . . .
- მოდი სახლში ამოგყვები და შენს ნათლიასაც ვნახავ, რამე ხომ არ სჭირდება?!
კარი ფრთხილად შეაღო მარიმ, ნათლიას ეძინა . . .
- დაბრძანდით . . .
- შეგიძლია შენი სურათები და მშობლების სურათები დამათვალიერებინო?
- კი, რატომაც არა?
მარიმ ალბომი მოიტანა, ჯერ დედას სურათი იყო პირველ გვერდზე, საბანკეტო კაბით. მეორე კი მამის . . . მესამე გვერდზე კი ჩახუტებული მარი და სერგი . . . სერგი ათვალიერებდა სურათებს და ახსენდებოდა თითოეული მათგანი, ის ტიროდა . . .
- რატომ ტირით ძია?
- ჩემი სკოლის ბანკეტი გამახსენდა . . .
- მარი მოხვედი შვილო?
- კი, მოვედი. ჩვენ სტუმარი გვყავს ნათლი. დღეს იმ გიჟისგან გადამარჩინა . . .
- სერგი?! შენ ხარ?
- კი ქალბატონო, მე ვარ!
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
გაკვირვებული თვალებით გადახედა ორივეს მარიმ . . .
- კი მარი ვიცნობთ . . . სერგი ბოდიში ვერ დაგირეკეთ, ვერ მოვახერხე . . .
- არაუშავს ქალბატონო. დღეს ბედმა შეგვახვდერა მე და მარი ერთმანეთს. ბევრი ვისაუბრეთ, თურმე ძალიან უყვარს მშობლები და მამის გაცნობაც სდომებია . . .
- ჰო, სულ მათზე ლაპარაკობს . . .
- ქალბატონო მგონი უნდა ვუთხრათ და ასრულდეს ჩემი მარის სურვილი, ბავშვმა უნდა იცოდეს მამამისი ვინ არის . . .
- თქვენ ჩემს მშობლებს იცნობთ?
- კი მარი, კი, ვიცნობდი დედაშენს, რომელიც ძალიან მიყვარდა, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა, რომელმაც უჩემოდ გადაწყვიტა ამ ქვეყნიდან წასვლა, რომელმაც შენი თავი მაჩ . . .
- მ ა მ ა . . .
მარი გაექანა სერგისკენ, მხურვალედ ჩაეხუტა, კოცნიდნენ ერთმანეთს . . .
- ვიცოდი, ვიცოდი . . . გუშინ დედა დამესიზმრა, იმ სურათში რომ არის ისე გამოიყურებოდა, ის საბანკეტო თეთრ-წითელი ფერის კაბა ეცვა, ფერიას გავდა დედიკო, ფერიას, გახარებული იყო, ბოლოს ვიღაცას გააცნო ჩემი თავი და დაგვტოვა, დაგვტოვა ჩვენ ორნი . . . ვიცოდი . . . მამა . . .




სერგი სახლიდან გახარებული გამოვიდა . . . შემოგდგომა იყო, ფეხით კაფავდა ჭრელა-ჭრულა ფოთლებს, მიდიოდა ნელი ნაბიჯებით, გახარებული იყო . . . სასაფლაოსთან აღმოჩნდა . . . დიდი ხანი ეძებდა რაღაცას და ბოლოს თითქოს მიაგნო . . . შეჩერდა, ცოტახანი ჩაფიქრებული იდგა . . . დაიხარა და საფლავს მოეფერა . . .
- მადლობა სიხარულო, ანგელოზისთვის . . . მენატრები უზომოდ სიხარულო . . . რატომ მაინც და მაინც შენ?! რამდენი ბოროტი ადამიანი დადის ქვეყანაზე?! რატომ ძვირფასო, რატომ?! რა დააშავე?! მე რატო მიფრთხილდებოდი?! თურმე გიჭირდა და მე ვერ გეხმარებოდი . . . რატომ შემიცოდე? . . . მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი . . . აქ-----------

იგი დიდხანს იჯდა საფლავთან, თითქოს ნაცნობს შეხვდა, დიდი ხნის უნახავს და ესაუბრებაო . . . უხდიდა მადლობას, საყვედურობდა, ეფერებოდა ქვას, რომლიდანაც ანგელოზივით უღიმოდა სანატრელი ადამიანი . . .
სანატრელი ადამიანის საფლავთან შემოაღამდა . . . შინ წასვლა ძლივს გადაწყვიტა, ვეღარ ელეოდა მარის საფლავს . . . გამოემშვიდობა გარდაცვლილის ქვას და გამოვიდა . . . ნელა ჩაიარა სასაფლაო . . . გზაზე ქალი შეხვდა, შეამჩნია რომ მძიმე ჩანთები მიქონდა და მიეხმარა . . .
- გმადლობთ . . .
- არაფრის ქალბატონო . . .
- ნამტირალევი ხმა გაქვთ, გეტყობათ სასაფლაოდან მოდიხართ . . .
- დიახ, სასაფლაოდან გამოვედი, უკვე ოთხი საათია ერთი ადამიანის საფლავთან ვზივარ და ველაპარაკები . . .
- ოთხი საათია?
- დიახ, ოთხი საათი.
- ალბათ ისეთი ადამიანის სასაფლაოზე იყავით, ვინც ძალიან გიყვართ . . .
- ასეა . . . დიდი ხანია მიყვარს, ბავშვობიდან . . . მერვე კლასიდან. მაგრამ მერე ბედმა გაგვყარა . . .
- მერვე კლასიდან? ნაცნობი ისტორიაა, ოღონდ ის ისტორია იმედია სიკვდილით არ დამთავრებულა . . . ჩემს კლასელებსაც უყვარდათ ერთმანეთი . . . ბიჭმა გოგოს ბანკეტის დღეს აუხსნა სიყვარული . . . ბედნიერი წყვილი იყო . . . გოგო ჩემი უახლოესი დაქალი იყო. გაუჩინარდნენ, თითქოს მიწამ შთანთქა ორივე . . . მაშინ 16-17 წლისანი ვიყავით, ახლა კი 35 წლის ვარ, მყავს მეუღლე, სამი შვილი და დღემდე არ ვიცი ჩემი დაქალი სად არის?! ასეთი უცნაური სიყვარულის მომსწრე ვარ მე . . .
სერგი ჩუმად იყო, სიბნელეში ცდილობდა ქალის სახე გაერჩია, მაგრამ ვერ ახერხებდა. ბოლოს დიდი პაუზის შემდეგ, თითქოს რაღაცაში დარწმუნდა და გადაწყვიტაო . . .
- ნათია?!
- ბატონო?!
- ნათია ხარ?
- თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი?!
სერგიმ ჩანთები დადო და ქალს გადაეხვია.
- ნათი სერგი ვარ, სერგი . . .
- სერგიიი? . . .
- ხო, სერგი ვარ!
ნათია მიხვდა ყველაფერს, აუცრემლიანდა თვალები . . .
- სერგი სად ხართ როგორ ხართ, საით არის ჩემი დაქალი? რატომ დამეკარგეთ? ნუთუ ჩვენი მეგობრობა არაფერი იყო?! ვის სასაფლაოზე იყავი, ვინ გყავს მკვდარი? . . .
- მოიცადე, ამდენ შეკითხვას როგორ ვუპასუხო ერთდროულად?! მოდი აი იქ სახლთან ჩამოვსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები . . .
- აი მანდ ვცხოვრობ, მაგ სახლში, ამოდი და ყველაფერი მომიყევი . . .
სერგიმ ბარგი აატანინა სახლში ნათიას, მეუღლე გაიცნო, პატარა ბავშვები აქეთ იქით დახტოდნენ, უხაროდათ დედის მოსვლა . . .
- ნათი ბევრი რამ მოხდა . . . გახსოვს მე რომ დავიკარგე ორი თვით?Mიქიდან დაიწყო ყელაფერი . . . ცოტა ხანში მარი ამოვიდა ჩემთან სახლში, ჩვენს სახლში ავედით . . . მთელი ღამე ერთად ვიყავით, უცნაური იყო . . . დილით, როცა მეგონა არასდროს დავშორდებოდით, სამუდამოდ დავშორდეთო მთხოვა . . . ვიჩხუბე . . . მაგრამ მარის უკვე გადაწყვეტილი ქონია ყველაფერი . . . დავტოვე, დავტოვე და დავტოვე იქვე ჩემი ნახევარი სიცოცხლე, გავშორდი სახლს და თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ ეჭვიანობა არ მომშორდა . . . მეგონა მარიმ ვინმეში გამცვალა, მაგრამ მეორეს მხრივ, იმ ღამეს ჩემი გახდა . . . ორად გავიყავი . . . გავიდა სამი წელი, წერილი მომწერა . . . ვერაფერი გავიგე . . . სიმთვრალეში შვილიანი ქალიც კი შევირთე . . . მომივიდა მეორე, მესამე, მეოთხე წერილი . . . ამასობაში ეს ქალი, ცოლად წოდებული გარდაიცვალა . . . ბოლოს ერთი თვის წინ მომივიდა მეხუთე წერილი . . . მარი თექვსმეტი წელია გარდაცვლილა . . . სიმსივნე ქონია . . . ალბათ ხვდები რატომ დამშორდა?! მე რომ გადავერჩინე . . . მაგრამ იმ ღამეს ჩვენ ღმერთმა არ გაგვწირა ბოლომდე და შვილი გვაჩუქა, გოგო დაიბადა ექვსი თვის, მარი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა . . . მარი ქვია ჩვენს შვილს . . . დღეს ვიპოვე . . . მამა დამიძახა, მამა . . . გესმის ნათი?! . . . ხოდა, რომ შეგხვდი მარის სასაფლაოდან გამოვედი . . .
ნათია ტიროდა.
- სერგი მესიზმრება თუ, ეს ყველაფერი მართალია რაც მომიყევი?! ჩემი დაიკო, მარტო იყო იმ გასაჭირში?! . . .
- ხო მარტო იყო და არავის სთხოვა დახმარება . . .
- გიომ იცის ეს ყველაფერი?!
- არა, გიოსაც არ ვნახულობ, სანამ შვილის ამბავს გავიგებდი, ვლოთაობდი, გიო სულ მეჩხუბებოდა და ამიტომ არ ვნახულობდი, ახლა ალბათ ვინახულებ . . .
იმ ღამით, ნათიამ სერგის, დარჩენა თხოვა მაგრამ სერგიმ არ დაიჯერა და შინ წავიდა . . .





სერგიმ გერი ჩამოაშორა მარის . . .
გიოსთან ასვლა გადაწყვიტა პირველად, შვიდი წლის განშორების მერე . . . კარი ვიღაც ჭაღარა ნარევ თმიანმა კაცმა გააღო, თვალებით იცნო მეგობარი, ისევ ისეთი ქონდა გიოს თვალები, როგირც უწინ, მუდამ ჭინკებით სავსე . . .
- სერგი?! . . . ძმაო . . .
- გიო, როგორ შეცვლილხარ ბიჭო?!
- დავბერდი, წლები მიქრის და სიბერე მტეხავს . . . შემოდი, შემოდი . .
- მოიცა რა, რა დროს შენი დაბერებაა?!
- შენ როგორ ხარ? ისევ ლოთაობ?
- აღარ!
- გამოსწორდი?!
- ჰო, გაომასწორა ერთმა პატარა ანგელოზმა . . .
- ვინ არის ის პატარა ანგელოზი?
სერგიმ ყველაფერი უამბო გიოს . . .
- სერგი ქალიშვილი გყოლია ბიჭო?! ჩემი მარის შვილი, ჩემი დაიკოსი . . .
- ჰო, დიდი გოგო მყავს. ხვალ ხდება თვრამეტი წლის . . .
გიოს ცრემლები მოერია ყოველივე ამის გაგონებისას . . .
- იცი, ამას წინათ, მარი რომ ვიპოვე იმ დღეს, სასაფლაოდან რომ გამოვედი ვინ შემხვდა?
- ვიინ?
- ნათია . . .
- ჩვენი ნათია?!
- ხოო . . . იცი როგორ შეცვლილა?! დაოჯახებულა და სამი შვილი ჰყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო . . . გიკითხა, როგორ არისო . . .





- მამა დღეს ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო, წინააღმდეგი, ხომ არ იქნები?!
- არა, არ ვიქნები შვილო!
მარიმ მამას შეყვარებული გააცნო . . .
- მამი, გაიცანი ეს ლუკაა.
- სასიამოვნოა, კარგი ბიჭი ჩანხარ ლუკა . . . რა გვარის ხარ ლუკა?
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ბატონო სერგი, თქვენი გაცნობა. მე ხომერიკი გახლავართ . . .
- ხომერიკი?!
შეცბა სერგი . . .
- დიახ!
- მამა ვინმეს იცნობ ხომერიკს?!
- კი შვილო, ბავშვობის ძმაკაცი მყავს ხომერიკი . . . დედაშენის და ჩემი კლასელი იყო, გიო ხომერიკი, კაი კაცია ძალიან . . .
- გიო ხომერიკი?
- ჰო!
- მამაჩემია!
- რას ამბობ?!
- დიახ ბატონო სერგი, გიო ხომერიკი მამაა ჩემი . . . თქვენ ის სერგი ბრძანდებით მამა რომ ყვება ყოველთვის?! . . .
- ალბათ შვილო . . . მამაშენს და მე დიდი ძმობა გვაკავშირებს . . .





- არ ვარ შვილო წინააღმდეგი. გზა დამილოცნია თქვენთვის! მარი არ იცი დედაშენს როგორ გაუხარდებოდა ეს ამბავი . . .
მარი და ლუკა დაქორწინდნენ. დიდი ქეიფი გაიმართა. პატარძალი ძალიან ლამაზი იყო, სერგის მარის ახსენებდა შვილის ყოველი ღიმილი და გამოხედვა . . . სუფრის თამადამ იქ მყოფი საზოგადოება არ მოაწყინა, სულ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და სიძე პატარძლის ლოცვა კურთხევაში იყვნენ.
სუფრის დასასრულს თამადამ სიჩუმე ითხოვა და დიდი თასით სიყვარულის სადღეგრძელო დალია. სერგის მიაწოდა გიომ თასი და სადღეგრძელოს შესმა სთხოვა მძახალს.
სერგიმ კიდევ ერთხელ დალოცა ნეფე-დედოფალი და ძმაკაცს გადახედა:
- გაუმარჯოს ყველა შეყვარებულ ადამიანს, მათ ჭეშმარიტ ღვთისგან ბოძებულ ნაზ და ხელშეუხებელ სიყვარულს გაუმარჯოს, გაუმარჯოს სიყვარულს . . . დღემდე მე ერთი ქალის სიყვარული მასულდგმულებს . . . და ეს მშვენიერი ქალბატონი მარის დედა იყო, რომელიც დღესაც სადაც არის იქ მიყვარს და დარწმუნებული ვარ რომ მასაც ვუყვარვარ . . . და ბოლოს ერთს ვიტყოდი:
ერთხელ ვიღაცამ თქვა:
თუ გინდა ის შენი გახდეს გაუშვი! თუ დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან იქნება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე მასზეოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა.

სერგიმ სასმელი დაცალა და შვილს გადახედა . . .
- მამა, რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია? შენ დაწერე?! . . .
- ხო, მე დავწ. . .
სერგი დაეცა უგონოდ . . . მას ვერავინ უშველა . . . დამძიმებული სული ზეცამდე ააცილეს ანგელოზებმა და სანატრელ სიყვარულს შეახვედრეს . . .
მათი სიყვარული ძლიერი იყო, მათ ერქვათ ბედნიერი წყვილი . . . ბედნიერებამ მათ გულში დიდი ლოდინის და ვაების მერე დაისადგურა, მაგრამ მაინც ერთად განვლეს სიყვარულის ეკლიანი მწვანე ბილიკი . . . სერგი დედამიწაზე დაიარებოდა დაღონებული, მარი კი ზეცაში . . . ელოდნენ უსასრულოდ ერთმანეთს, ელოდნენ ერთმანეთის დაბრუნებას . . . მათ სიყვარულს დრო და ხანი ვერ აშორებდა, მათი გულები ხომ მარად ერთად იყვნენ და ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები . . .

მომწონს
21
ფავორიტებში დამატება
28
vaimeee,,movkvdi tirilittt:((((:(:(:((
visi nwrmoebi es?
სალომე სისაური
ვაიმე, არადა ვამბობდი არ ვიტირებ მეთქი..
სალომე სისაური
შენ ძალიან ნიჭიიეროო <3
ანი ქარჩავა
ვისი ნაწარმოებია?
magar ia <3
cudad varrr gavskdii tirilit ;(
cudadd mxdis es motxroba :((((((( dzaan bevri vitire :((((
guli metkina ... :( :(
avtori?
mteli arsebit damburdzgla tanshii .... :(((
visi nawarmoebia? avtirdi ....
avtori vinaa xom ver metyvit ?
zedmetad banaluria da zgapari.ase ar xdeba.cota relobastan mainc unda iyos axlos))
dzalian kargia <3